ივერია დაღვინდა

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1975 წელს, რომელშიც "ივერია" დაღვინდა, "ლოკომოტივი" უმაღლესში გაჭირვებით შებრუნდა და დარჩა, პირველად მოეწყო ჭაბუკთა საკავშირო პირველობა, საბჭოეთი შევიდა ფირა-ში და ჩვენებიც მოხვდნენ ნაკრებებში.

22 მარტს "ლელოში" დაიბეჭდა "რეგბის ფედერაციის" პლენუმის ანგარიში, სათაურით "გეგმები და ამოცანები". თავმჯდომარედ ხელახლა აირჩა გია ჩეჩელაშვილი, გამგეობაში კიდევ 12 შინაური, გაგებით "რეგბისტი", გოსტრენერი (სპორტ-კომიტეტის სახელმწიფო მწურთნელი) კი იყო ხელბურთელი თამაზ ჩხარტიშვილი. რაც მთავარია, გაზეთში ეწერა, რომ უმაღლესში ამიერიდან ათი გუნდი იქნება რვის ნაცვლად, ანუ გავარდნილ "ლოკომოტივს" დარჩენის შანსი ეძლევაო.

ლიგის გაფართოება წინ უძღოდა "მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის", საბჭოეთის (სსრ კავშირი) "საერთაშორისო ფედერაციაში" (ფირა) მიღებას. ამ საშურ საქმეს 18 მაისს, კოპენჰაგენში (დანია), 33-ე კონგრესზე დაედგა თავი. ნაკრების დებიუტი 1965 წელს დაფუძნებული "ერთა თასის" მეორე ჯგუფში 1976 წლის შემოდგომისთვის დაითქვა, იმას კი მაშინ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ მეოთხედი საუკუნის შემდეგ მაგავე "ერთა თასს" საქართველო ორჯერ აიღებდა.

ტაშკენტიდან სოჭში

უმაღლესში დასამატებელი ორი გუნდი აპრილის ბოლოს, სოჭის სამ-გუნდა ტურნირში შეირჩა. "ლოკომოტივიდან" "ივერიაში" რომ გადავიდნენ თემურ ცინცაძე, დემურ ცხვედიანი და ზურაბ კემულარია, ხოლო თემურ ბენდიაშვილი სამეცნიერო მივლინებით მოსკოვს იყო, ნოდარ ყიფიანმა და გელა მიქაბერიძემ კოლექტივი სპის ბიჭებით შეავსეს. გუნდი ტაშკენტში მოითელა, სოჭში კი მეორე ტაიმშიღა გატეხა უზბეკეთში უკვე ნაჯობნი კრასნოიარსკი და ლიგაში დარჩა.

შესარჩევში პირველ ადგილზე გავიდა ახალი ყაიდის, ნაღდი პროფ კლუბი - მოსკოვის საათების მეორე ქარხნის "სლავა", რომელშიც "ორბიტის" "ტრენერმა", ედგარ ამაიაკოვიჩ თათურიანმა, მაელი იური სიგაევის დირექტორი სიმამრის წყალობით, მაისა და ავტომობილისტის ნაღებს მოუყარა თავი. "სლავამ" სოჭში პირველსავე შერკინებაში დაგვადედლა და ჩემპიონატის 18-რაუნდა გზაზეც რიხიანად იარა, მაგრამ მედალს პირველივე ცდით მაინც ვერ შეწვდა.

ტურნირის ბომბარდირი

წინა წლისგან განსხვავებით, ჩვენმა გუნდებმა ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს. "ლოკომოტივმა" სტარტზე ზედიზედ ძლია 4-გზის ჩემპიონი "ფილი" და ბრინჯაოს პრიზიორი ვევეა, პირველ წრეში ცხრიდან ხუთი თამაში მოიგო და 15 ლელოც გაიტანა (94:77), მაგრამ მეორეში ისე წახდა, რომ ლელო ერთიც ვეღარ დადო, რვა მატჩში 8 გოლს (24 ქულა) დაჯერდა და მერვე ადგილზე მარაგის წყალობით დარჩა.

"ივერია" (მაუდ-კამვოლის კომბინატი) დათო დავითაიას ხელქვეით დაღვინდა. გუნდმა მთელი სეზონი თანაბრად ჩაატარა და დადებითი ბალანსით მეექვსე ადგილზე გავიდა. იმხანად უკვე 34 წლის კაპიტნის, ირაკლი კიზირიას მხარდამხარ კოლექტივის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო 27 წლის 15 ნომერი ნუკრი (ვლადიმერ) აბაშიძე, ვინც საბჭოეთის პირველ ნაკრებშიც იხმეს და 33 ქულით "სოც ინდუსტრიის" მეორე ტურნირის ბომბარდირი გახდა.

განავარდება პლუნგეში

საერთაშორისო შეჯიბრი ლენინგრადში მოეწყო. ზურაბ ხარშილაძე პირველი ნაკრების 9 ნომერი იყო, მეორე, "ახალგაზრდულში" კი რაგბობდნენ ზურაბ რეხვიაშვილი (ივერია) დათო კილასონია და მიხო ჯვარიძე (ლოკომოტივი). საბჭოთა გუნდებმა სტარტზე ფრე გააგორეს, მაგრამ "დიდი" ნაკრები პოლონეთს 0:8 რომ ჩამორჩა და 15:17-ზე ლელო პასის ჩაჭრით მიიღო, ჩემპიონი გახდა "ახალგაზრდული", ვისაც 30 წლის ვალერი ტიხომიროვი (ვევეა) ყოჩობდა და მოსკოვის "ლოკომოტივის" გურუ, ვალერი სოკოლოვი წურთნიდა.

ზაფხულის არდადეგებზევე ლიტვაში, პროვინციულ პლუნგეში პირველად გავიდნენ ჩვენი 17-18 წლის ჭაბუკები. მოუმზადებლებმა წავაგეთ სამივე მატჩი, ბოლო ადგილზე დავრჩით და გამოუცდელობით გავეხვიეთ საყოფაცხოვრებო შარებში, ბიჭებს კი თამაშზე მეტად საფიქრალი ის ჰქონდათ, რომ მოჩანგლულ ალფა-სევერინებს ტყეში მალე შეყროდნენ. ჰოდა, ერთი ჩვენებური ნაშას შეპირდა, შენს პატივსაცემად არეკნს გავიტანო, და ფეხი მოიტეხა.

გაზეთი 22 მეტრზე

გაზაფხულზე გაჩაღებული თბილისის პირველობა მინავლდა და შეწყდა. სპარტაკმა (ბათუ კევლიშვილი) ზედიზედ მესამედ მოიხილა ბაქო და რესპუბლიკურზე სიგელითაც დაჯილდოვდა, რაკი შევსებას უზრდიდა "ოსტატთა გუნდებს". თავად ეგ პირველობა ორჯერ გადაიდო და შუა ნოემბერშიღა მოეწყო ალაფებულ სინათლეზე. უმაღლეს ლიგელმა გრანდებმა ოპტიმალური რაზმები ბოლო, გადამწყვეტ მატჩზეღა შეკრიბეს, მაგრამ მოედნის დახაზვა მაშინაც რომ ვერ მოხერხდა, 22 მეტრი კიდეზე გაზეთის დადებით დაინიშნა.

მსაჯობდა გოჩა აბაშიძე. ივერიამ სეზონში მეოთხედაც ძლია ლოკომოტივი (2ლ: ანდღულაძე კოჭლაშვილი; ა: კიზირია - ჯ: გიორგაძე) ქუთაისი პირველად წარმოდგა "სახლმშენის" აბრით და ოთხივე მატჩი დაძაბული გამოუვიდა: საათის თავზეღა გაუსწრო სპარტაკსა და თსუს, პირველ ტაიმში ორჯერ უგებდა ივერიას, მაგრამ ლოკომოტივმა რომ გააბურთავა (5ლ 3გ - 4ჯ), "მსაჯზე ხელით გაიწია". ჰოდა, ერთი წევრი სამუდამოდ მოუკვეთეს და მეორეც, ორი წლით.

ჯინსები წაიღეს

საკავშირო სეზონი თბილისის ორივე გუნდმა ვაკეში დაიწყო, მაგრამ იმ წელს ფეხბურთიც რომ კვირაობით იყო, 18-დან რვა (!) რაგბი სინათლეზე გაიმართა. სწორედ რომ ავჭალაში დაალელოვა ლოკომოტივიდან ვევეაში სოჭის შემდეგ მიბრუნებულმა თამაზ მგელაძემ ივერია ბოლო მეოთხედში ორჯერ და 12:0 ფორა ოხრად დაუტოვა, ბოლოსწინა რაუნდში კი, წამატებულ დროში, თენგიზ მენაბდეს 35 მეტრიდან გაუცუდდა ჯარიმა და კიიგამ მედალი დაიბევა.

მანდვე, მეექვსეში, ლოკომოტივი 19 წუთში 0:9 ჩამორჩა კიიგას, მაგრამ მერე ოთხი ლელო იქეთ დაუდო. ხარშილაძემ 39-ე წუთზე მთელი კიევი (ზოგი რამდენჯერმე!) მოატყუა და ანგარიში 13:9 გახადა, მაგრამ ბიჭებს საარაკო მოგება ჩამწარდათ, რაღაი გასახდელში ნამატჩევს მიბრუნებულებს ოცი (!) ჯინსი წაღებული დახვდათ.

სინათლეზევე, ოქტომბრის ავდარში, სლავას გადაეწურა პრიზიორობის იმედი, ნოემბერში კი, კიზირიას გადაკიდებულიდან სპარტაკ ეკალაძემ რომ დაუდო საფირმო ლელო მოსკოვის ლოკომოტივს, ამან მაინც უმედლოდ დატოვა ვევეა, რაკი წყვილი "პირისპირ მოგებით" გაუსწრო.

პირველი 0:30

ბოლოსწინა რაუნდში ფილი მეხუთედ (თურმე ბოლოჯერ) გახდა ჩემპიონი. სტარტზე ლოკომოტივმა ფილი გასვლაზე მეორე ტაიმში ძლია (ლელოები დადეს გივი ავლასტიმოვმა და ზურაბ ქელბაქიანმა), ვევეასთან კი ხარშილაძემ გადაუკიდა ფრთაზე თენგიზ რუხაძეს, ხოლო ვალერი იმნაიშვილმა არეულ თამაშში ხმელი არეკნი დაკრა.

არეკნი შორიდან და კიდიდან შეუგდო ფილს თემურ რუხაძემ მეორე წრის სტარტზე, მაგრამ ავთო გიორგაძეს დოსტებთან ფეხბურთის (!) თამაშისას ფეხი რომ ტკენოდა, შემცველმა გაგორებული ვერ აიღო და წავაგეთ. ნამატჩევს ქალაქის მავანმა კოლორიტმა მსაჯი ხელჰყო, რის გამოც სლავასთან მეორე წრის რკენა სტუმრად (!) გადაგვიტანეს და რომ არ ჩავედით, საბჭოთა რაგბში პირველებს მოგვესაჯა 0:30.

ექვსმა ათი არეკნი

სექტემბერში იგივეს გადაურჩა ივერია, რაღაი მასპინძლად ეწერა, როცა ნაწვიმარ ლოკომოტივზე ლოკომოტივთან სათამაშოდ არ შეუშვეს. გუნდებმა სათადარიგოზე რაგბის ნაცვლად ფეხბურთი ითამაშეს, მატჩი კი ავჭალაში მოეწყო ცხრა დღის შემდეგ და რკინიგზელთა სათადარიგო ჰუქერმა დერეფანში 6-ჯერ რომ უსწოროდ ააგდო ბურთი, ივერიამ ულაპარაკოდ მოიგო (3ლ 4ჯ - 3ჯ)

ივერიამ სეზონი ლენინგრადის დაარეკნებით გახსნა - ექვსმა კიკერმა ამ ხერხით 10-ჯერ დაკრა, მაგრამ ანგარიში მეშვიდე ცდითღა გაიხსნა. ოქტომბერში, სინათლეზე, მენაბდემ ავტომობილისტს არეკნი მოძრაობაში შეუგდო; მეოთხეში, პირველ დარბში, 4:3-ზე, დათო კილასონიას არ ჩაუთვალეს ნაღდი დროპ-გოლი; ბენდიაშვილი კი მოსკოვიდან რომ დაბრუნდა, ფილის წინააღმდეგ ივერიაში ითამაშა.

მთვრალმა გაიტაცა

მესამე ტურში, პატარა ლუჟნიკებზე, გიორგაძემ ავტომობილისტს გარდასახვის შემდეგ ხელი უშნოდ აუქნია და გააძევეს. გაგანია სექტემბერში იმავე მეტოქესთან ჩიბლუხობა 0:0 რომ დასრულდა, თავ-გაბეზრებულმა მთვრალმა მაყურებელმა ბურთი გაიტაცა, ტაბლოსკენა კარში ხელით ზემოთ შეაგდო და ხელ-აწეული, ზეიმით შეუყვა აღმართს ვაკის პარკისკენ.

ბოლო ტურში, უკვე გავარდნილ მაისთან გასვლა მუშტი-კრივის გამო შეწყდა და კაპიტან ხარშილაძეს სასჯელად ხუთი თამაში ერგო, მაგრამ შემდეგ სეზონში ნალჩიკში გადასვლის შედეგად ეპატია, სეზონი კი დააგვირგვინა ბულგარელებთან ორმა საძმო ბურთაობამ, რომელზეც ყიფიანმა აიმატა ყოფილი ლოკომოტიველები: დემურ ცხვედიანი, რამაზ სანებლიძე, თამაზ მგელაძე, ნუკრი აბაშიძე, ივერიელები - თამაზ ანდღულაძე, მერაბ ნიჟარაძე, და მზარდი ალიკ გალუსტოვიც.

>>>     1975

<<    ტაშკენტის თასი
შუა აპრილი

1#სპი - კრასნოიარსკი$1 18:3, კრასნოიარსკი$2 28:13, ტაშკენტი$1 18:13, ტაშკენტი$2 25:3, ნოვოკუზნეცკი 34:3

<<    ბაქოს თასი
აპრილ - მაისის მიჯნა. 12 გუნდი

3#სპარტაკი - 1#ალმათა (მწ რ.ჩიჩუა) 18:16, 2#ბაქო 0:9, 4#გელეჟინის ვილკასი ვილნიუსი 3:0 (პულში) * იქვე - სტატიბა ვილნიუსი 12:4, კრასნოიარსკი 37:3, ბაქო$2 30:0, ტაგანროგი 29:8

<<    ლატვიური რაგბის 15 წლისთავი
მაისის ბოლო. რიგა

2#ივერია - ლატვია 30:0, ვეფ რიგა 14:0, 1#ვევეა 6:11

<<    თბილისის პირველობა
აპრილ - ივნისი. მაუდ-კამვოლი, ვარკეთილი, სტუდქალაქი

ივერია - ლოკომოტივი 16:6, სპი 34:0; ლოკომოტივი - თსუ 28:0, აეროფლოტი 54:0; თსუ - სპარტაკი 3:0, აეროფლოტი 20:4; სპარტაკი - სპი 34:7; სპი - აეროფლოტი 70:12

>>>     IX საკავშირო ჩემპიონატი

<<    შესარჩევი
25-?/04 სოჭი (კრასნოდარის მხარე)

            ლოკომოტ   8:22   სლავა
            ლოკომოტ   28:6   კრასნოიარსკი
            სლავა   35:6   კრასნოიარსკი

უმაღლესი ლიგა
                            
! სინათლეზე

<<    პირველი წრე

31/05   ავტომობ   0:0   ლოკომ(მ)
  1/06   ივერია   15:7   ლენინგრ
   ფილი   8:13   ლოკომოტ
   ვევეა   27:9   მაი
   სლავა   7:13   კიიგა
  7/06  

მაი  

3:15   ავტომობ
  8/06   ლოკომოტ   7:6   ვევეა
   ლოკომ(მ)   12:0   ივერია
   კიიგა   6:16   ფილი
   ლენინგრ   0:15   სლავა

14/06  

ფილი  

19:6  

ვევეა

15/06   ივერია   7:6   მაი
   ავტომობ   10:9   ლოკომოტ
   კიიგა   8:0   ლენინგრ
   სლავა   18:9   ლოკომ(მ)

21/06  

ვევეა  

13:6  

ავტომობ

22/06   ლოკომოტ   4:7   ივერია
   ლენინგრ   7:26   ფილი
   ლოკომ(მ)   12:7   კიიგა
   მაი   12:19   სლავა

28/06  

ფილი  

45:9  

ავტომობ

29/06   ივერია!   12:19   ვევეა
   სლავა   17:6   ლოკომოტ
   კიიგა   52:10   მაი
   ლენინგრ   0:10   ლოკომ(მ)

  5/07  

ლოკომ(მ)  

6:26  

ფილი

  6/07   ლოკომოტ!   23:9   კიიგა
   ავტომობ   0:3   ივერია
   ვევეა   15:3   სლავა
   მაი   7:19   ლენინგრ

12/07  

ლოკომ(მ)  

17:6  

მაი

13/07   ივერია   6:14   ფილი
   ლენინგრ   0:4   ლოკომოტ
   კიიგა   9:13   ვევეა
   სლავა   13:3   ავტომობ

19/07  

მაი  

6:29  

ფილი

20/07   ლოკომოტ   6:10   ლოკომ(მ)
   სლავა   11:9   ივერია
   ავტომობ   25:17   კიიგა
   ვევეა   19:3   ლენინგრ

26/07  

ლოკომ(მ)  

9:3  

ვევეა

27/07   ლოკომოტ!   22:10   მაი
   კიიგა   23:3   ივერია
   ფილი   19:3   სლავა
   ლენინგრ   15:19   ავტომობ

<<    მეორე წრე

2/08   ლოკომ(მ)   4:9   ავტომობ
3/08   ლოკომოტ   6:10   ფილი
   ლენინგრ   6:15   ივერია
   კიიგა   16:10   სლავა
   მაი   4:44   ვევეა

არდადეგებზე: 18 ფილი; 14 ვევეა; 13 ლოკომოტივი (მ); 12 სლავა; 11 ავტომობილისტი; 10 კიიგა ლოკომოტივი (თბ) ივერია - 2 ლენინგრადი, 0 მაი

  6/09   ავტომობ   31:15   მაი
  7/09   ვევეა   9:3   ლოკომოტ
   სლავა   15:9   ლენინგრ

13/09  

ვევეა  

11:16  

ფილი

14/09   ლოკომოტ   0:0   ავტომობ
   მაი   13:9   ივერია
   ლენინგრ   3:10   კიიგა
   ლოკომ(მ)   9:19   სლავა

20/09  

ავტომობ  

7:15  

ვევეა

21/09   ფილი   22:0   ლენინგრ
   კიიგა   38:12   ლოკომ(მ)
   სლავა   6:10   მაი

27/09  

ავტომობ  

3:17  

ფილი

28/09   ვევეა   6:6   ივერია
   სლავა   (30:0)   ლოკომოტ
   მაი   10:21   კიიგა
   ლოკომ(მ)   7:6   ლენინგრ

  1/10  

ივერია!  

24:9  

ლოკომოტ

  4/10  

ფილი  

4:7  

ლოკომ(მ)

  5/10   ივერია!   7:3   ავტომობ
   კიიგა   24:0   ლოკომოტ
   სლავა   6:7   ვევეა
   ლენინგრ   6:12   მაი

11/10  

მაი  

0:14  

ლოკომ(მ)

12/10   ლოკომოტ   3:9   ლენინგრ
   ფილი   11:3   ივერია
   ვევეა   8:15   კიიგა
   ავტომობ   7:7   სლავა

18/10  

ფილი  

32:10  

მაი

19/10   ივერია!   6:3   სლავა
   ლოკომ(მ)   16:0   ლოკომოტ
   კიიგა   13:3   ავტომობ
   ლენინგრ   6:27   ვევეა

25/10  

ვევეა  

7:9  

ლოკომ(მ)

26/10   ივერია!   7:9   კიიგა
   მაი   4:3   ლოკომოტ
   სლავა   21:17   ფილი
   ავტომობ   11:0   ლენინგრ

  2/11  

ივერია!  

7:4  

ლოკომ(მ)

   ფილი   11:11   კიიგა

უმაღლესი 1975  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ფილი (მოსკოვი)   29   14-3*1   342:134
კიიგა (კიევი)   25   12-5*1   301:173
ლოკომოტივი (მ)   23   11-6*1   167:156

ვევეა (მონინო)  

23  

11-6*1  

255:149

სლავა (მოსკოვი)   21   10-7*1   223:167
ივერია (თბილისი) 19     9-8*1   146:160
ავტომობილ (მოსკ) 17     7-8*3   161:196
ლოკომოტივი (თბ) 11     5-12*1 118:203

მაი (მოსკოვი)  

8  

  4-14  

147:373

ბურევესტნ (ლენ)   4     2-16     96:245

ქულა: 87 ევგენი კოჟინი (სლავა)

გადმოვიდა <დან, შეთავსებით #N, !ჰ ჰუქერი (რესპუბლიკურზე)

<<    ივერია

(ბეკ) 15 ნუკრი აბაშიძე; 14-11 სპარტაკ ეკალაძე, ვაჟა პაიჭაძე, ვიტალი თოფურია#7, მალხაზ ჩოგოვაძე#10, თამაზ ანდღულაძე#10#15, ბეგი გვალია, მერაბ ნიჟარაძე, თემურ ცინცაძე<ლოკ, ფარსმან გაბაძე, დათო სიკინჭილაშვილი (ვოვა ბერეკაშვილი) 10 ირაკლი კიზირია კაპ; 9 თენგიზ მენაბდე (თემურ გამცემლიძე) /

(ფორ) 1-3 ნუკრი კორტიკაძე!ჰ, გიზო ურუშაძე#4, საშა დადეშქელიანი, ლანდერ ჯოხაძე, ირაკლი ხვადაგიანი (თ.კოჭლაშვილი, გია ნიჟარაძე); 4-5 დემურ ცხვედიანი<ლოკ#3, ზურაბ რეხვიაშვილი, დათო დავითაია; 6-8 ზურაბ კემულარია<ლოკ#4, გოგი კოჭლაშვილი, სერგო რამიშვილი კაპ, ალე მამულაშვილი, თემურ ბენდიაშვილი<ლოკ (მწ) დავითაია

ქულა (რაც ცნობილია)

37 (ლ 4ჯ + 21ქ)  აბაშიძე
26 (გ 6ჯ 2ა)  კიზირია
20 (2ლ 2ჯ 2ა)  ეკალაძე
12 (3ლ)  ცინცაძე
  9 (2ჯ ა)  მენაბდე
  7 (ლ ა)  მ.ნიჟარაძე
  4 (ლ)  ცხვედიანი ბენდიაშვილი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ავთო გიორგაძე, მერაბ ანთაძე<სპი#10 (ვალტერ კაპანაძე); 14-11 ვალერი იმნაიშვილი<სპი, გივი ავლასტიმოვი<სპი#10, მურად გეგეშიძე, თენგიზ რუხაძე (#6) ნუკრი ფურცელაძე, გია ჯაფარიძე, მერაბ ჟღენტი (ზურაბ ბოგველიშვილი<სპი); 10 დათო კილასონია; 9 ზურაბ ხარშილაძე კაპ, გოგი ჯალაღონია<სპი /

(ფორ) 1-3 გურამ მოდებაძე!ჰ, გოგი სუთიაშვილი<სპი, შოთა ხარშილაძე<სპი, ვახო ასლანიკაშვილი!ჰ, ზურაბ ქელბაქიანი#!ჰ, ვახტანგ ფეტვიაშვილი, ზურაბ ანთაძე<სპი (#8) დათო მამისაშვილი!ჰ <სპი; 4-5 ავთო ღიბრაძე, მიხო ჯვარიძე<სპი, ვოვა პეტუხოვი (კოკა ლაზიშვილი); 6-8 ირაკლი დოლიძე, კოტე აბულაძე, თემურ რუხაძე, ნუგზარ ბუგიანიშვილი, იურა ბერიშვილი<სპი, გაიოზ მონიავა<სპი (მწ) ნოდარ ყიფიანი, გელა მიქაბერიძე (უფრ) სულიკო რამინიშვილი

ქულა (რაც ცნობილია)

37 (8გ 7ჯ)  გიორგაძე
11 (2ლ ა)  ხარშილაძე
  8 (2ლ)  ავლასტიმოვი დოლიძე ჯაფარიძე აბულაძე
  6 (2ჯ)  ფურცელაძე
  4 (ლ)  ქელბაქიანი თენ.რუხაძე მ.ანთაძე გეგეშიძე ჯვარიძე
  3 (ა)  იმნაიშვილი თემ.რუხაძე კილასონია

<<    ჭაბუკთა (1957-58 დაბ) I საკავშირო პირველობა
21-27/08 პლუნგე (ლიტვა)

1#სლავა მოსკოვი -
2#პოლიტეხნიკი კრასნოიარსკი 12:3;
3#სტანკოზავოდი კიევი -
4#ელეკტრონი ლენინგრადი;
5#ტრალფლოტი რიგა -
6#ლოკომოტივი კაუნასი;
7#ლოკომოტივი თბილისი

თბილისი: 15 თამაზ ჭკუასელი (თსუ); 14-11 გოგა მათითაშვილი, ნიაზ მამრიკიშვილი, რომან მამულაშვილი#9, გიორგი ვეკუა; 10 რამაზ ბერაძე (თსუ) დათო ბერძენიშვილი; 9 თემურ დოჭვირი (თსუ) / 1-3 გივი ჭიჭინაძე, ლევან სოხაძე, ბიძინა ბერიშვილი კაპ, გია კარკაძე (თსუ); 4-5 ბიძინა გეგიძე, არჩილ ლაგოშვილი; 6-8 გოგი მიქელაძე, თემურ ციბაძე, გუგა და ლაშა გეგენავები, მამუკა ერიკაშვილი (თსუ)  (მწ) გელა მიქაბერიძე, რამაზ სანებლიძე (თსუ)

თბილისი - კიევი 6:13, კაუნასი 0:3, სლავა 3:27 * ანგარიშები დასაზუსტებელია!

რესპუბლიკური შესარჩევი

თსუ -   ელმავალი 3:0 (3/07 ჯ: ბერაძე)
   ელმავალი/სპარტაკი 7:6

ელმავალი (პლუნგეში ნამყოფთა გარდა) თემურ შერაზადიშვილი, არჩილ რუხაძე, 9 მერაბ ტურაშვილი / დიკო მამრიკიშვილი

<<    "სოც ინდუსტრიის" II ტურნირი
30/08-5/09 ლენინგრადი. ლენინის სახ. სტადიონი

1#ახალგაზრდული (3-0*1 50:24) - საბჭოეთი 6:6, რუმინეთი 9:3, პოლონეთი 6:3, ჩეხოსლოვაკია 29:12

2#საბჭოეთი (2-1*1 66:30) - რუმინეთი 17:3, პოლონეთი 15:21, ჩეხოსლოვაკია 28:0

3#რუმინეთი ბ (2-2 43:38) - პოლონეთი 20:9, ჩეხოსლოვაკია 17:3

4#პოლონეთი (2-2 60:47) - 5#ჩეხოსლოვაკია (0-4 21:101) 27:6

<<    ჩეხ სტუდენტთა სტუმრობა
16/10 თსუ 17:15 პრაღა

თსუ: 15 ნუკრი აბაშიძე (თამაზ ჭკუასელი) 14-11 კეშელავა, გოგა მათითაშვილი, შენგელია, რამაზ ბერაძე; 10 თემურ ფრიდონაშვილი, 9 თემურ გამცემლიძე / 1-3 ზურაბ შარაშენიძე, გია ნიჟარაძე, რამაზ ტოგონიძე; 4-5 კაკო ჭანკოტაძე, ირაკლი ხვადაგიანი (თემურ ჯაფარიძე); 6-8 გორგოძე (გიორგი კობახიძე) ნიკო ონიანი (მამუკა ერიკაშვილი) რამაზ სანებლიძე - 3ლ: ნიჟარაძე 2, მათითაშვილი; გ: ბერაძე; ჯ: აბაშიძე

სასოფლო (სპი) 4:11 პრაღა * ანგარიში დასაზუსტებელია!

<<    საქართველოს პირველობა
თბილისი, სინათლე

მსაჯები: სანდრო მელითაური, გოჩა აბაშიძე, გოგი გუდაძე, გივი მრელაშვილი, სერგო კეშელავა, ნოდარ კაჭარავა

15/11   ივერია   32:0   თსუ
   ლოკომოტ   10:6   სპარტაკი
   სპი   -:+   ქუთაისი

16/11  

ივერია  

40:9  

სპი

   ლოკომოტ   54:13   თსუ
   სპარტაკი   6:9   ქუთაისი

17/11  

სპარტაკი  

10:0  

თსუ

   ლოკომოტ   42:30   სპი
   ივერია   16:12   ქუთაისი

19/11  

ივერია  

9:0  

სპარტაკი

   ლოკომოტ   26:12   ქუთაისი
   თსუ   4:0   სპი

20/11  

სპარტაკი  

20:3  

სპი

   თსუ   9:12   ქუთაისი
   ივერია   11:3   ლოკომოტ

რესპუბლიკური  

ქ  

მ-წ  

გატ:გაშ

ივერია   10   5-0   108:24
ლოკომოტივი   8   4-1   135:72
სახლმშენი(ქუთ)   6   3-2   45:57

სპარტაკი  

4  

2-3  

42:31

თსუ   2   1-4   26:108
სპი   0   0-5   42:106

ქულა:

55 (5ლ) გიორგაძე (ლოკ)

   21 დუგლას კავთელაშვილი (ქუთ)

<<    ლოკომოტივთა ამხანაგური

თბილისი 20:15 სოფია

4ლ: ფურცელაძე ჟღენტი თენ.რუხაძე გიორგაძე; 2გ: გიორგაძე აბაშიძე - ლ გ 2ჯ ა * რეფ თემურ ჯაფარიძე 23/11 - 10:0(31) 10:15(55ა) 20:15(66)

თბილისი 3:12 სოფია

ჯ: ნ.აბაშიძე - 2ლ 2გ * რეფ გოჩა აბაშიძე 25/11 - 0:6(49) 3:6(71) 3:12(80)

<<< >>>