გამსხლტარი თასი

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 1976 წელს, რომელშიც "ლოკომოტივს" საკავშირო თასი ხელიდან გამოეცალა, საბჭოეთი "ერთა თასში" ჩაება, გურჯაანმა ორ ტურნირს უმასპინძლა, "ივერიის" ბიჭებმა კი მოსკოვში ი-მინი-რაგბეს.

წელი იმით დაიწყო, რომ საზოგადოება "განთიადის" შეფმა, ავთანდილ "აბიბოვიჩ" გიორგობიანმა წერილი მისწერა სპორტკომიტეტსა და პროფკავშირებს, "ივერიის" რჩენაზე ხელს ვიღებთ, რადგან ოლიმპიურ წელს ვერც სახსარი გვეყოფა და ვეღარც "სინათლის" სტადიონის რაგბისთვის გადმოცემას დაადგა საშველიო.

ოვალური ბურთის მოამაგე გამოცდილ მუშაკს ფანდმა ვერ გაუჭრა: შემოდგომაზე ახალი, 75-ათასა "დინამო" რომ გაიხსნა, ფეხბურთი ვაკიდან "შინ მიბრუნდა". ჰოდა, რაგბსაც აღარ უწევდა გარეუბნებში გახიზვნა, თორემ თბილისის გუნდებს აქეთ ავლაბარსა და იქეთ ავჭალაში, ორი საათის შუალედით რომ ეწყებოდათ მატჩები, ფანობა ავტორალს მართავდა.

"ივერიაში" ერთი, ბოლო სეზონიც ითამაშა 35 წლის ირაკლი კიზირიამ და ბირთვიც იგივე დარჩა, "ლოკომოტივში" კი ძირეული ცვლილებები მოხდა: გამზრდელები, ნოდარ ყიფიანი და გელა მიქაბერიძე შეცვალეს შეგირდებმა, "ივერიიდან" მობრუნებულმა თემურ ბენდიაშვილმა და დათო კილასონიამ, და მოთამაშე მწურთნელებად დადგნენ.

ასფურცელასავით იზარდნენ

თამაშს თავი მიანებეს თენგიზ რუხაძემ, გია ჯაფარიძემ და ნუგზარ ბუგიანიშვილმა; ზაფხულს მერე წავიდნენ ვეტერანები, მურად გეგეშიძე და ვახო ფეტვიაშვილი; წინა სეზონის შემდეგვე ნალჩიკში სასწავლებლად გადავიდა 9 ნომერი ზურაბ ხარშილაძე, გურამ მოდებაძე კი სამხედრო ექიმად მუშაობდა და გუნდს გასვლებზე ვერ დაყვებოდა.

მის არყოფნაში ჰუქერად (!) დაწინაურდა ახალბედა მიშა ხარშილაძე, უკანა ხაზში კი სპი-დან მოვიდა ათჭიდელი ოლეგ ლიპარტელიანი. სისტემატური თამაშით ორივე ასფურცელასავით იზარდა და 15 ნომერი ავთო გიორგაძეც დაღვინდა, მაგრამ მისმა გურულმა სიფიცხემ და გუნდის საზოგადო უდისციპლინობამაც კრიტიკულ მომენტებში წამგებიანად იჩინეს თავი.

ნაკრების ევროპაში გასვლის გამო საკლუბო სეზონი უწინდელზე ერთი თვით ადრე რომ დაიწყო, სტარტს მოუმზადებლები შევხვდით. ჩვენმა ორმა გუნდმა თავიდან წყვილი მატჩი შინ გამართა და ოთხიდან სამში ნულზე დამარცხდა. ნავსი პირველმა ივერიამ გატეხა კიევში, მეოთხე რაუნდში კი სკაზე შედგა პირველი შინაომი.

ხულიგნები სკაზე

ლოკომოტივი ჯერ იგებდა, მერე აგებდა; ბოლოსწინა წუთზე გიორგაძემ 40 მეტრიდან ისევ დააწინაურა გუნდი, მაგრამ ნუკრი აბაშიძის ჯარიმით ივერიამ მაინც მოიგო ერთი ქულით. ამას მოყვა ქართველ მსაჯზე თავდასხმა, კილასონიასი ხუთი თამაშით, ხოლო ვოვა პეტუხოვის სამუდამოდ დისკვალიფიკაცია და ოთარ გელაშვილის სტატია სათაურით "სტადიონზე ხულიგნებს რა უნდათ?"

გაზეთი წერდა, რკინიგზელთა "უსასრულო კამათი და ხელების ქნევა" აღიზიანებს გარეშეთ და გუნდში "პოლიტ-აღმზრდელობითი მუშაობაც" ძაან დაბალ დონეზეაო. ამისთვის საყვედური გამოეცხადა საგზაო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო.გოშაძეს, სპორტ-კომიტეტი კი რაგბის გუნდს დაექადნა, თუ კიდევ დააშავებთ, საკავშირო უწყებას ვთხოვთ, რომ შეჯიბრიდან მოგხსნათო, რაც 11 წლის შემდეგ, "თვითმფრინავის საქმის" გამო, კიდეცა ჰქნეს და მიზანს ეწივნენ.

ლოკომოტივმა ჭკუას უხმო. ბენდიაშვილმა ნაწვიმარზე პასი ჩაჭრა და ფილი დაალელოვა, წამატებულ დროში კი გავრილოვს კარის წინიდან გაუცუდდა გარდასახვა და ფრეს გამოვრჩით. მერე მოსკოვში ვძლიეთ თანა-კლუბელები, რომლებსაც წინა რაუნდში ცხრავე ქულა ივერიელმა აბაშიძემ სამი ხერხით გაუტანა. მეორე წრის სტარტზე, ვევეას გასვლაზე სამჯერ ვუგებდით, მაგრამ ბოლოს ერთით წავაგეთ, კიევში კი ლიპარტელიანის გვიანი სოლოთი ამდენივეთი გავიმარჯვეთ.

კოსმონავტმა გადაარჩინა

მეორე წრის სამი რაუნდი პირველს არდადეგებამდე მიება. სკას ჯადო რომ ჭირდა, რასტორგუევმა ერთი ივერიელი და სამიც (!) კიიგას მოთამაშე გააძევა. არდადეგების შემდეგ იქვე დარბი უშაროდ, ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც ივერია 6 ქულით უსწრებდა ლოკომოტივს, ვისაც ბოლო ტურამდე მოუწია დასარჩენად ბრძოლამ.

რკინიგზელებმა მაჩანჩალა ავტომობილისტთან თამაშის მიწურულსღა, საჯარიმო ლელოთი დაიბევეს მოგება, ბოლოს წინის წინა რაუნდში კი ივერიას ეწვია წინა ოთხი წლის ჩემპიონი ფილი, ვინც უკვე გამოთხოვებოდა ტიტულს. გუნდს თან ვეღარ ახლდნენ ბორისები, გავრილოვი და ივაშოვი, რაღაი გაგანია ივლისში მოსკოვის ლოკომოტივთან რომ იკრივეს, ორ-ორი წლით მიიღეს დისკვალიფიკაცია, არა-ოლიმპიური რაგბი კი აკრძალვას კოსმონავტმა კლიმუკმა გადაარჩინა.

ფილიმ აქაც იჩხუბა და ფრეს იმითღა გამორჩა, რომ ლიტველმა თანა-მსაჯებმა აცდენილი ჯარიმა ჩაუთვალეს. ამის კვალად უარესი ფათერაკი შეემთხვა ლოკომოტივს - ნალჩიკთან ბარემ ხუთი სალელოე მომენტი გაიფლანგა და საათის თავზე 0:9 ჩამოვრჩით, სხვაობის სამამდე შემცირების შემდეგ კი 15 ნომრად მოთამაშე ხარშილაძე იერიშში ჩაერთო და ხაზი კარის პირდაპირ გაგვიჭრა.

აღარც თასზე

ლოკომოტივი გავარდნის პირას დადგა: სამ გუნდს ქულა თანაბრად გვქონდა, მაგრამ კაპეი და ნალჩიკი პირისპირ ბალანსით გვჯობდნენ. კრიტიკულ მომენტში სტუმრად 12:0 ვძლიეთ ფილი, ვაკეში, მოსკოველ თანა-კლუბელებს კი ბოლო წუთზე ორითღა რომ ვუგებდით და კარის წინ, ათ მეტრში ჯარიმა გვერგო, კიკერი ამჩატდა, არეკნი დაკრა, ააცილა და იმათ კინაღამ იქეთ დაგვალელოვეს.

უკიზირიო ივერია დანებდა ვევეას, ვინც დაცარიელებულ სტადიონზე, პროჟექტორთა შუქზე აღნიშნა ფილის ზეობის დასრულება. გაგარინელთა რიგებში ჩემპიონები გახდნენ ჰუქერი მიშა თუშიშვილი და შუამარბი თამაზ მგელაძე, ივერია კი აღარც თასში ჩაება და შემდეგი წლიდან საწარმოო გაერთიანება "ელვას" გადაეცა.

თასი მაშინ ახალი ხილი იყო. ლოკომოტივის უფროსი სულიკო რამინიშვილი "ლელოში" წვრილად აღწერდა გასვლებს. მერვედფინალში, ქარსა და თოვლში, მეორე ტაიმშიღა გავტეხეთ პირველ ლიგელი ლვოვი, მეოთხედფინალში კი, ყინვაში, დამატებითი დროის ბოლო წუთზე, ლიპარტელიანის ლელოთი და გიორგაძის გარდასახვით, საარაკოდ ვძლიეთ ვერცხლის პრიზიორი "სლავა".

შვედებმა, არ გიცნობთო

თასი ფირა-ზე საბჭოეთის დებიუტს დაემთხვა. რჟიჩანში, წვიმასა და ლაფში, ჩეხებს იღბალიც შეეწიათ - საბჭოელთა სამი დარტყმა ძელს მოხვდა. მესამის კვალად ტიხომიროვმა შებოჭა დამჭერი და გაგდებინებული ბურთი მგელაძემ ლელოში გადადო, მაგრამ აგვისტოში, ლვოვში გამართული "სოც ინდუსტრიის" დარად, ჯიგრიანმა ჩეხებმა ისევ დაამარცხეს რუსები.

ჩვენში რაგბის ოფიციალური აღიარებიდან 15 წლის თავზეღა პირველად რომ დაინიშნა გივი მრელაშვილი რესპუბლიკური ფედერაციის თავკაცად, საბჭოეთმა შვედეთი ვაკეში მიიღო. სტუმართა უელსელმა გურუმ ტელე-წამყვან თემურ ჯაფარიძეს როყიოდ მიუგო, არ გიცნობთ და ხვალ ის მოიგებს, ვინც მეტად დაიმსახურებსო. ჰოდა, რუსებმა თავიდანვე გადათელეს მეტოქე და 13-ჯერ დაალელოვეს.

ვევეელმა იური კარპუხინმა ჰეთ-თრიკი 37-ე წუთზე გაასრულა და მეორე ტაიმში მეოთხე ლელოც დადო, ფილელი იური ლიხაჩოვი კი ისეც გახელდა, რომ მბოჭავის ხელით ჩამოშორების ნაცვლად დამხვდურ შვედს ბურთი სახეში ჩაარტყა და რუმინელი რეფისგან გაფრთხილება მიიღო. მეორე დღეს ფილი, ვაკეშივე, უ-ლიხაჩოვ-გრაჟდანოდ გვერაგბა და რომ გავაცურეთ, პირველი თასის ფინალში პირველები გავედით.

14 კაცის ამარა

მეორე ფინალისტის გამოვლენა გაჯანჯლდა. ფინალიც ვაკეში რომ დაინიშნა, ვევეა ნახევარფინალში აქვე, პარასკევს ესპარინგა პირველ ლიგელ კრასნოიარსკს და გააპამპულავა. გადამწყვეტ რკენაზე, კვირას, მწვანე კვართებით გავედით. მოგროვდა დიდძალი პუბლიკა. მოიტანეს საყვირები. ლამის რომ გაივსო ხის "ჯუნგლები", მილიციის მანქანამ ტრიბუნის წინ პატრულირება დაიწყო და ხალხმაც ტაში შეაგება.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ტელევიზიით ცოცხლად გადაიცა. გიორგაძემ ორი ჯარიმა კი შეაგდო, მერე მეტოქესაც ჩაარტყა და გააძევეს. მთელი მეორე ტაიმი 14 კაცის ამარა ვიომეთ. მესამე მეოთხედში ხუთი სალელოე მომენტიც შევქმენით, საათის თავზე კი მგელაძემ მარცხნივ მეტობა გაახერხა და კარპუხინი დაგეზა.

ამას ჯუნგლებში ჩხუბი მოყვა რაგბის სულის მცოდნე და უმეცარ მაყურებლებს შორის. ლელოს შემდეგ ვევეამ ოთხი არეკნი დაგვირტყა და ჩვენს ნახევარზე გამოგვკეტა. გაგარინელებმა დუბლი შეასრულეს, მრელაშვილმა კი წლის შემაჯამებელ სტატიაში მართებულად შენიშნა, რომ ლოკომოტივმა დაამუღამა ხელდახელ თამაში და მოუმატებსო.

"მთის არწივი" ქუთათურებს

წელი ტურნირ-უხვი იყო. "სოც ინდუსტრიის" ბოლო, გადამწყვეტ მატჩში, რუმინეთთან, 3:6-ზე, ნუკრი აბაშიძე ლელოსთანღა დაეწია დუმიტრუ ალეკსანდრუს და შებოჭა; 77-ე წუთზე ლელო გაიტანა ფილელმა კაპიტანმა მიშა გრაჟდანმა, ბოლოს ვევეელმა ვალერი ტიხომიროვმა დაკრა არეკნი და საბჭოეთმა პირისპირ მოგებით ჩამოიტოვა მანამდელი ლიდერი.

აბაშიძემ შებოჭა მიშა ხარშილაძეც რესპუბლიკური პირველობის თამაშთა თამაშშიც, კიზირიამ კი ცენტრიდან შეაგდო არეკნი. ეს შეჯიბრი და ჟურნალ "იუნოსწის" თასიც მოეწყო გურჯაანში, სადაც სპორტის თავკაცი ა.ჭუჭულაშვილი "თავს დატრიალებდა სპორცმენებს". რესპუბლიკურზე უნივერსიტეტი უფორმოდ, საკუთარი ხარჯით ჩავიდა, მაგრამ მერე ჩეხეთში ათი დღით მიავლინეს და რჟიჩანშიც ირაგბა.

სამშენებლო კომბინატის (რომან ბეჟუაშვილი) გუნდს ლვოვში 57 ქულა შესძინა ნალჩიკიდან შინ მიბრუნებულმა დუგლას კავთელაშვილმა და ქუთაისმა "მთის არწივი" რომ მოიგო, საგაისოდ მიზანში პირველი ლიგა ამოიღო. საქართველოს პირველი ახალგაზრდული პირველობის ფინიშზე სასოფლო რომ გაუძალიანდა თსუს, უკეთესი სხვაობით ჩემპიონი გახდა სპარტაკი, რამაზ სანებლიძის მოწაფეთა გუნდმა კი მესამე ადგილი დაიკავა "8-ბიჭა, უკარებო" ოქროს ოვალზე.

<<<    1976

>>>     X საკავშირო ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა

$ სკაზე, ! სინათლეზე

<<    პირველი წრე

  9/05   ლოკომოტ   0:10   ვევეა
   ივერია   0:10   სლავა
   ნალჩიკი   7:11   ფილი
   კიიგა   24:9   ავტომობ
   კაპეი   6:24   ლოკომ(მ)

15/05  

ფილი  

0:12  

ლოკომ(მ)

16/05   ივერია   0:12   ავტომობ
   ლოკომოტ   6:24   კიიგა
   ნალჩიკი   7:40   ვევეა
   კაპეი   3:16   სლავა

22/05  

ავტომობ  

6:7  

ფილი

23/05   კიიგა   3:6   ივერია
   სლავა   22:9   ლოკომოტ
   ლოკომ(მ)   23:6   ნალჩიკი
   ვევეა   28:8   კაპეი

29/05  

ივერია$  

17:16  

ლოკომოტ

   ვევეა   20:8   ფილი
   კიიგა   4:4   კაპეი
   ლოკომ(მ)   10:3   ავტომობ
30/05   სლავა   17:3   ნალჩიკი

  5/06  

ფილი  

13:12  

სლავა

  6/06   კაპეი   4:4   ივერია
   ავტომობ   22:10   ლოკომოტ
   ნალჩიკი   9:23   კიიგა
   ლოკომ(მ)   3:21   ვევეა

12/06  

ვევეა  

11:9  

ავტომობ

   სლავა   16:11   ლოკომ(მ)
13/06   ლოკომოტ!   13:11   კაპეი
   ივერია$   9:8   ნალჩიკი
   კიიგა   3:6   ფილი

19/06  

ვევეა  

14:0  

სლავა

20/06   ფილი   15:6   ივერია
   ნალჩიკი   15:9   ლოკომოტ
   ლოკომ(მ)   9:10   კიიგა
   ავტომობ   0:29   კაპეი

26/06  

სლავა  

13:9  

ავტომობ

27/06   ივერია$   9:8   ლოკომ(მ)
   ლოკომოტ!   4:4   ფილი
   კიიგა   10:12   ვევეა
   კაპეი   32:0   ნალჩიკი

  4/07  

ლოკომ(მ)  

6:10  

ლოკომოტ

   ვევეა   23:6   ივერია
   ფილი   14:9   კაპეი
   სლავა   10:3   კიიგა
   ავტომობ   3:10   ნალჩიკი

პირველი წრე: 18 ვევეა; 14 სლავა; 13 ფილი; 9 ივერია კიიგა; 8 ლოკომ (მ); 6 კაპეი; 5 ლოკომოტ (თბ) - 4 ნალჩიკი ავტომობ

<<    მეორე წრე

11/07   ვევეა   15:14   ლოკომოტ
   სლავა   14:10   ივერია
   ფილი   40:3   ნალჩიკი
   ავტომობ   11:18   კიიგა
   ლოკომ(მ)   27:23   კაპეი

17/07  

ლოკომ(მ)  

10:3  

ფილი

18/07   ავტომობ   0:10   ივერია
   კიიგა   17:18   ლოკომოტ
   ვევეა   39:19   ნალჩიკი
   სლავა   9:4   კაპეი

24/07  

ფილი  

17:7  

ავტომობ

25/07   ივერია$   16:12   კიიგა
   ლოკომოტ!   7:10   სლავა
   კაპეი   9:16   ვევეა
   ნალჩიკი   19:15   ლოკომ(მ)

არდადეგებზე: 24 ვევეა; 20 სლავა; 17 ფილი; 13 ივერია; 12 ლოკომ (მ); 11 კიიგა; 7 ლოკომოტ (თბ); 6 კაპეი - 6 ნალჩიკი, 4 ავტომობ

21/08   ლოკომოტ$   7:7   ივერია
   ფილი   8:4   ვევეა
   კაპეი   0:15   კიიგა
   ავტომობ   10:26   ლოკომ(მ)
22/08   ნალჩიკი   13:17   სლავა

28/08  

ვევეა  

18:13  

ლოკომ(მ)

29/08   ივერია   9:6   კაპეი
   ლოკომოტ   20:9   ავტომობ
   კიიგა   37:6   ნალჩიკი

  4/09  

ლოკომ(მ)  

6:9  

სლავა

   ავტომობ   3:13   ვევეა
  5/09   კაპეი   14:0   ლოკომოტ
   ნალჩიკი   12:6   ივერია
   ფილი   0:12   კიიგა

11/09  

ივერია  

7:7  

ფილი

   ლოკომოტ   12:13   ნალჩიკი
   სლავა   3:28   ვევეა
12/09   კაპეი   37:3   ავტომობ
   კიიგა   11:3   ლოკომ(მ)

ფინიშის სწორზე (*თამაშით ნაკლები): 30 ვევეა; 24* სლავა; 20* ფილი; 19 კიიგა; 17 ივერია; 14 ლოკომ (მ); 10 კაპეი ნალჩიკი ლოკომოტ (თბ) - 4 ავტომობ

25/09   ავტომობ   6:31   სლავა
26/09   ფილი   0:12   ლოკომოტ
   ლოკომ(მ)   7:3   ივერია
   ვევეა   0:4   კიიგა
   ნალჩიკი   10:7   კაპეი

29/09  

სლავა  

16:7  

ფილი

  3/10  

ლოკომოტ  

20:18  

ლოკომ(მ)

   ივერია   0:41   ვევეა
   კაპეი   26:6   ფილი
   ნალჩიკი   20:3   ავტომობ
   კიიგა   13:13   სლავა

უმაღლესი 1976  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   32   16-2   353:124
სლავა (მოსკოვი)   29   14-3*1   238:159
კიიგა (კიევი)   22   10-6*2   243:138

ფილი (მოსკოვი)  

20  

  9-7*2  

166:176

ივერია (თბილისი) 17     7-8*3   125:205
ლოკომოტივი (მ)   16     8-10   231:197
უნივერსიტ (ნალჩ) 14     7-11   180:343
ლოკომოტივი (თბ) 14     6-10*2 187:234

კაპეი (კიევი)  

12  

  5-11*2

232:198

ავტომობილ (მოსკ) 4     2-16   125:306

ქულა (ლელოს პრიზი, საბჭოური ცნობარის მიხედვით)

111 კოჟინი (სლავა), 87 გიორგაძე (ლოკომ თბ), 60 კარაჩევცევი (ლოკომ მ), 59 ბობროვი (კიიგა), 55 აბაშიძე (ივერ), 54 კასკულოვი (ნალჩ), 53 გონიანი (კიიგა), 50 ვინოგრადოვი (ვევეა)

>>>     I საკავშირო თასი

<<    მერვედფინალი

17/10   ლვოვი   13:20   ლოკომოტ
   ხარკოვი   0:82   სლავა
   პრიმ ლენინ 7:23   ფილი
   კრასნოიარ   (30:0)   ივერია
   (?) ალმათა   3:7   ვევეა

<<    მეოთხედფინალი

24/10   სლავა (დდ) 23:25   ლოკომოტ
   ფილი   28:19   ლოკომ(მ)
(სად?) ავტომობ   10:18   კრასნოიარსკი

(?)

ყაზანი   9:16   ვევეა

<<    ნახევარფინალი

31/10   ლოკომოტ 9:6   ფილი
12/11   ვევეა (თბ)   51:6   კრასნოიარ

<<    ფინალი

14/11   ლოკომოტ

6:10

ვევეა

ლოკ: გიორგაძე კაპ წბ 38, ლიპარტელიანი ჟღენტი ავლასტიმოვი სალთხუციშვილი (10-9) ანთაძე კილასონია / ხმელიძე (ფურცელაძე 41) მ.ხარშილაძე სუთიაშვილი; ჯვარიძე აბულაძე; დოლიძე ღიბრაძე ბენდიაშვილი - 2ჯ: გიორგაძე * რეფ გრუმბინასი (ლიტვა) - 0:3(12) 3:3(26) 6:3(28) 6:6(36) / 6:10(62)

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, !ჰ ჰუქერი

<<    ივერია

(ბეკ) 15 ნუკრი აბაშიძე, რამაზ ბერაძე; 14-11 ვაჟა პაიჭაძე, თემურ ცინცაძე, სპარტაკ ეკალაძე, თამაზ ანდღულაძე#10 (კაპ), მერაბ ნიჟარაძე, მალხაზ ჩოგოვაძე, ვოვა ბერეკაშვილი, ბეგი გვალია; 10 ირაკლი კიზირია კაპ; 9 თენგიზ მენაბდე#12, თემურ გამცემლიძე /

(ფორ) 1-3 ნუკრი კორტიკაძე!ჰ, გიზო ურუშაძე, დემურ ცხვედიანი#5, ზურაბ ქელბაქიანი!ჰ, რამაზ სანებლიძე#6, საშა დადეშქელიანი; 4-5 ზურაბ კემულარია#6, ზურაბ რეხვიაშვილი, კაკო ჭანკოტაძე#3; 6-8 ალე მამულაშვილი, გოგი კოჭლაშვილი#9, სერგო რამიშვილი, თემურ გორგოძე, ვიტალი თოფურია

(მწ) დათო დავითაია

ქულა (რაც ცნობილია)

32 (3ლ გ 5ჯ ა) აბაშიძე
22 (5გ 3ჯ ა) კიზირია
 8 (2ლ) ცინცაძე რამიშვილი ქელბაქიანი
 4 (ლ) თოფურია ურუშაძე ნიჟარაძე

<<    ლოკომოტივი (თასიანად)

(ბეკ) 15 ავთო გიორგაძე კაპ; 14-11 ოლეგ ლიპარტელიანი, გივი ავლასტიმოვი, მერაბ ჟღენტი, თამაზ სალთხუციშვილი, მურად გეგეშიძე, ზურაბ ბოგველიშვილი (დათო სიკინჭილაშვილი); 10 მერაბ ანთაძე#9, ნუკრი ფურცელაძე; 9 დათო კილასონია, გოგი ჯალაღონია, ზურაბ ექიზაშვილი /

(ფორ) 1-3 გურამ მოდებაძე!ჰ, გოგი სუთიაშვილი, მიშა ხარშილაძე!ჰ#7, ვახტანგ ფეტვიაშვილი, კოკა ლაზიშვილი, შოთა ხარშილაძე, თემურ რუხაძე#7, ლადო ხმელიძე#7, დათო მამისაშვილი!ჰ#7, პაატა ვაშაკიძე; 4-5 კოტე აბულაძე#7, მიხო ჯვარიძე, ავთო ღიბრაძე#7; 6-8 ირაკლი დოლიძე, ვოვა პეტუხოვი, თემურ ბენდიაშვილი, არჩილ ლაგოშვილი

(მწ) ბენდიაშვილი (უფრ) სულიკო რამინიშვილი

ქულა (რაც ცნობილია)

83 (ლ 14გ 17ჯ) გიორგაძე
24 (6ლ) მ.ხარშილაძე
20 (5ლ) ბენდიაშვილი
16 (4ლ) ლიპარტელიანი
12 (3ლ) ავლასტიმოვი
11 (ლ 2გ ა) ანთაძე
 8 (2ლ) შ.ხარშილაძე
 4 (ლ) კილასონია სალთხუციშვილი ჯალაღონია ჯვარიძე ლაგოშვილი აბულაძე ფურცელიძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1976/77

მეორე ჯგუფი

10/10   ჰოლანდია   32:3   შვედეთი
17/10   ჩეხოსლოვაკ   9:6   საბჭოეთი
30/10   საბჭოეთი   72:0   შვედეთი
  6/11   ჩეხოსლოვაკ   22:6   დას.გერმანია
22/11   დას.გერმან   13:13   ჰოლანდია

საბჭოეთი (ჩეხ * რჟიჩანი) აბაშიძე ჟერებკო მგელაძე ტიხომიროვი გრაჟდანი კაპ (10-9) პროშინი ბოიკო / შევერიოვი თუშიშვილი ფიოდოროვი; ლიხაჩოვი შაპოვალოვი; სავინი ვლადიმიროვი პოზდნიაკოვი - ლ: მგელაძე; გ: გრაჟდანი - 0:3(8) 0:6(14ა) 6:6(16) 6:9(34)

საბჭოეთი (შვდ * ვაკე) ბობროვი კარპუხინი ივ.მირონოვი მგელაძე გრაჟდანი კაპ (10-9) პროშინი ბოიკო / შევერიოვი ბარბარიუში ფიოდოროვი; ლიხაჩოვი შაპოვალოვი; ალიოშინი ოშეტკოვი პოზდნიაკოვი - 13ლ, 10გ * Iტ 28:0

>>>     "სოც ინდუსტრიის" III ტურნირი
8-14/08  ლვოვი. სკა, დინამო

1#საბჭოეთი (4-1 78:49) - რუმ 10:6, ჩეხ 7:12, პოლ 22:16, უკრ 15:6, სბჭ$2 24:9

2#რუმინეთი (4-1 78:38) - ჩეხ 29:10, პოლ 19:7, უკრ 9:3, სბჭ$2 15:8

3#ჩეხოსლოვაკია (3-2 38:60) - პოლ 3:16, უკრ 7:4, სბჭ$2 6:4

4#პოლონეთი (2-2*1 64:60) - უკრ 16:16, სბჭ$2 9:0

5#უკრაინა (1-3*1 43:60) - 6#საბჭოეთი$2 (ახალგაზრდული 0-5 34:68) 14:13

>>>     თბილისის პირველობა
მარტ - აპრილის შესაყარი

1#ლოკომოტივი - 2#ივერია 19:0 (20/03 * 3ლ 2გ ჯ), სპარტაკი 14:9, სპი 30:8

>>>     საქართველოს პირველობა
აპრილის ბოლო. გურჯაანი

1#ივერია (4-1) - ლოკ 3:0, ქუთ 10:0, სპარ 16:0, თსუ (0:30); 2#ლოკომოტივი (3-2) - ქუთ 4:3, სპარ 15:8, თსუ 30:17, სპი 16:19; ?#სახლმშენი ქუთაისი (2-2*1) - სპარ 3:3, თსუ 6:0, სპი 10:6; ?#სპარტაკი (2-2*1) - თსუ 18:0 (პროტესტი)

>>>     სპარტაკის ცეესი
აპრილ - მაისის შესაყარი. ლაზარევსკოე (სოჭი - ტუაფსე)

4#თბილისი - 1#მოსკოვი (ავტომობილისტი) 6:22, 2#კიევი (კიიგა) 4:27, 3#ნალჩიკი (უნივერსიტეტი) 3:30, აეროფლოტი 18:4, ლვოვი 12:0, ლენინგრადი 30:10

>>>     უნივერსიტეტი ჩეხეთში
მაის - ივნისის შესაყარი

თსუ -
პრაგა 18:14 (3ლ: შავდია ჭანკოტაძე ბახტაძე; 3გ: კობახიძე)
სლავია ჰუმანიტა 3:0 (ჯ: ბერაძე)
რჟიჩანი 7:8 (ლ: შავდია; ჯ: ბერაძე)

თსუ: 15-11 თამაზ ჭკუასელი, ვანო ბახტაძე, ჯონი ბენდელიანი, გოგა მათითაშვილი, ალიკ გაბრიელიანი; 10 რამაზ ბერაძე, თემურ ფრიდონიშვილი; 9 თემურ დოჭვირი / 1-3 ზურაბ შარაშენიძე, თენგიზ ნოზაძე, ზურაბ გონაშვილი, დათო რურუა, რ.ხიჯაკაძე; 4-5 კაკო ჭანკოტაძე, თემურ ჯაფარიძე, მამუკა ვაზაგაშვილი; 6-8 დავით შავდია, გიორგი კობახიძე, ნიკო ონიანი, რამაზ სანებლიძე, მამუკა ერიკაშვილი (მწ) სანებლიძე, გოჩა აბაშიძე (მნჯ) კარლო შეყრილაძე, დათო თაქთაქიშვილი

>>>     საქართველოს ახალგაზრდული პირველობა
15-19/06 სასოფლო (სსი)

მსაჯები: სანდრო მელითაური, მიშა ბენიაშვილი, ვალტერ კაპანაძე, ლეონიდ რაიკი, სერგო კეშელავა, ნოდარ კაჭარავა, თემურ ჯაფარიძე

1#სპარტაკი (3-0*1 73:23) - თსუ 3:3, სპი 21:14, ქუთ 17:6, სსი 32:0

2#თსუ (3-0*1 51:7) - სპი 3:0, ქუთ 13:4, სსი 32:0

3#სპი (2-2 59:30) - ქუთ 21:3, სსი 24:3

4#ქუთაისი (1-3 20:54) - 5#სსი (0-4 6:95) 7:3

>>>     მოზარდთა (1962-63 დაბ) II საკავშირო "ოქროს ოვალი"
აგვისტოს ბოლო. მოსკოვი, "ნორჩ პიონერთა" სტადიონი

1#სლავა 28:20 2#ვევეა
3#ივერია 20:16 დდ 4#ლოკომ(მ)

ივერია - (პულში) ავტომობილისტი 28:16, სლავა 8:20, ნოვოკუზნეცკი 36:8

ივერია: კობა კობერიძე, გია რამიშვილი, გოგა იორდანიშვილი, კახა ცხვედიანი, პაატა ქურხული, მერაბ ქაჯაია, გია მელაძე, მიშა გარუჩავა, დათო უშარაული, გია მოდებაძე, მამუკა ჩიხლაძე, გოჩა ჩხეიძე, სოსო ხუციშვილი (ზაზა ცხვირაშვილი) გია სიხარულიძე (მწ) რამაზ სანებლიძე

>>>     ახალგაზრდათა (1953-57) "იუნოსწის თასი"
24-?/10 გურჯაანი

1#სლავა 0:0 2#კაპეი (არეკნებით!)
3#ფილი 14:7
4#საქართველო

საქართველო (სპარტაკის ბაზაზე) - (პულში) რადიოტეხნიკი რიგა 32:3, საბჭოთა იუნიორები 0:0, სლავა 0:4

>>>     კარპატული შემოდგომა
ნოემბერი (?) ლვოვი

1#სახლმშენი ქუთაისი - 2#ოდესა 23:9, 3#სლავა$2 6:3, 4#სტროიტელი ლვოვი 10:10 (პულში) / (იქვე) სევასტოპოლი 41:14, სპარტაკი ლვოვი 26:10

ქუთაისი: ოთარ ალავიძე, ავთო ჩუბინიძე, რობერტ ობოლაძე, გია რევიშვილი, ბათლომე ხამაშურიძე, თენგიზ გულვერდაშვილი, ვახტანგ შვანგირაძე, სულიკო ტყეშელაშვილი, გელა გვეტაძე, ზურაბ ცერცვაძე, ზაზა გოგავა, იური ჯინჭარაძე, ავთანდილ ჩოგოვაძე, ვახტანგ ჯებაშვილი, თემურ მინდიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, დუგლას კავთელაშვილი, შალვა ქურციკიძე

<<< >>>