პინგვინური აკადემია

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში, ერთეული გადახვევის შემდეგ, ვუბრუნდებით ქრონოლოგიას - გავიხსენებთ 1977 წელს, რომელშიც ბრიტანეთიდან გვეწვივნენ "პინგვინები", "ლოკომოტივმა" დახვეწა ბურთაობის ყაიდა, ქუთაისი საკავშირო პირველობაში ჩაება და რეგბი გურულ ლელობურთს დაუმოყვრდა.

სეზონი დაიწყო იმით, რომ პროკავშირული "განთიადის" ფარგალში "ივერია" გადაეცა საწარმოო გაერთიანება "ელვას" და სამსახურით დაკავებული იურისტის, დათო დავითაიას მაგივრად, მწურთნელად ფედერაციის თავკაცი, გივი მრელაშვილი მიიწვია. გუნდი შეივსო უნივერსიტეტელებით და ირაკლი ნაცვლიშვილიც ჯარიდან დაუბრუნდა. 36 წლის ირაკლი კიზირიამ თამაშს თავი ანება, ხოლო ლოკომოტივში მიბრუნდა დემურ ცხვედიანი.

ფედერაცია დროებით ჩაიბარა სანდრო მელითაურმა. ხელბურთელი "გოს ტრენერის", ჯემალ აბაიშვილის ხელდასხმით, გრანდიოზული გეგმები დაისახა - თბილისის, რესპუბლიკისა და ჭაბუკთა პირველობები გაზაფხულ-შემოდგომის წრეებად უნდა გამართულიყო და ჩაროზად თასები დართვოდა, მაგრამ ხუთი ტურნირი საერთოდ არ ჩატარდა, ხოლო კაცთა პირველობა ერთ წრედ, საგარეჯოს ნაცვლად ეშერაში მოეწყო.

ვითარება გამოსწორდა ოქტომბერში, "გაფართოებული პლენუმის" შემდეგ, რომელზეც ერთ ფედერაციად შეკავშირდნენ "ახლოს მდგომი სპორტები - კლასიკური რეგბი და ქართული ლელობურთი". აირჩა ახალი პრეზიდიუმიც, რაგბის საქმეთა გაძღოლა კი იკისრა "თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ომარ ხიზანიშვილმა.

ორი შეცვლაღა

წინა წლებისგან განსხვავებით, საკავშირო პირველობის უკლებლივ ყველა მატჩი გაიმართა ლოკომოტივზე, რომელზეც ფეხბურთს მეორე ლიგის "სპარტაკიღა" თამაშობდა. საერთაშორისო წესთა თანახმად, შეცვლათა რიცხვი ოთხიდან ორამდე შემცირდა, რამაც ზოგი გუნდი ყალთაბანდობაში გაწაფა. ოთარ გელაშვილიც "ლელოში" ისევ დისციპლინაზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ საკბილო მაშინღა მიეცა, "ლოკომოტივი" ბოლოდან მეხუთე რაუნდში მოსკოვში, "სლავასთან", ორჯერ რომ გავიდა მოედნიდან და წაგებად 0:30 მიესაჯა.

მაგითა და ლენინგრადში წაგებით გუნდმა დაკარგა სამეულში შესვლის შანსი, თორემ მანამდე მაგრად უბერავდა და ზაფხულში ზედიზედ ოთხი თამაშიც მოიგო. მერვე რაუნდში რკინიგზელებმა პირველი მარცხი აგემეს ჩემპიონ ვევეას და თანაც მონინოში, წყების ბოლოს კი კიიგაც ძლიეს ვაკეში, მაგრამ ისე დაიღალა 30 წლის გურამ მოდებაძე, რომ მატჩის მიწურულს ძლივს მივიდა აუტის ასაგდებად, ხოლო გასვლაზე, ფილის წინააღმდეგ, ფეხი მოტყდა და უმაღლესში მეტად აღარც უთამაშია.

მოედანზე შეიპარა

ელვამ ჩემპიონატი უკეთ დაიწყო. მოსკოვის ლოკომოტივთან რომ გაწვიმდა, ჟურავლიოვმა დაარტყა ნუკრი აბაშიძეს და თამაზ ანდღულაძე გაექომაგა სიძეს. მსაჯმა ორივე გააძევა, მაგრამ მწურთნელის მითითებით რუსი მოედანზე შეიპარა და მეორედ მაშინღა დაითხოვეს, მაყურებელმა რომ ატეხა განგაში. ელვამ მერე ნალჩიკშიც მოიგო, მაგრამ თბილისურ დარბში ბოლო მეოთხედში სამი იოლი ჯარიმა ააცილა.

სლავასთან სამიზნე მოეშალა რკინიგზელთა კიკერსაც. 3:3-ზე თამაზ სალთხუციშვილმა თავის ლელოსთან ჩაჭრა პასი, მაგრამ მეტოქის ლელოსთან დაეწივნენ. საათის თავზე, 6:6-ზე, შეიბნენ მიშა ხარშილაძე და ლისენკო, რაც ორმხრივი გაძევებით დასრულდა, ავთო გიორგაძეს კი 20 მეტრიდან მოეცარა ფეხი და მერე იმათ მოგვიგეს.

ივნისის დამდეგს ჩვენმა გუნდებმა პირველად, ზედიზედ მოიხილეს ციმბირი და წააგეს კრასნოიარსკთან, რომელიც უმაღლესში იმადღა ამოვიდა, რომ პირველი ლიგის მომგები ლენინგრადის ორი კლუბი "პრიმორეცის" აბრით გაერთიანდა. ამ ნაკრებს ლოკომოტივმა ვაკეში ნულზე მოუგო, იქვე გამართული მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვალერი მასლოვმა სამი ელველი რომ გააძევა და მალე მეოთხე კაციც დაგვიშავდა, კიიგასთან რკენა 57-ე წუთზე შეწყდა.

ზარგარიანის ფოტო-ოინი

ზაფხულშივე ელვა მაგრად დაუდგა ვევეას (3:3 საათის თავზე). არდადეგების შემდეგ ლოკომოტივი შეივსო, კიკერობა კი პინგვინთა ხილვით შთაგონებულმა დათო კილასონიამ გადაიბარა და წვიმაში, 68-ე წუთზეღა გახსნა ანგარიში მოსკოველ თანაკლუბელებთან, მაგრამ იმათ, პირველი წრის დარად, ბოლოში გაგვიფრევეს.

შუა კვირაში, ნაწვიმარზე, რკინიგზელებმა 6-ჯერ დაალელოვეს კრასნოიარსკი, ელვამ კი ზურაბ ქელბაქიანის ლელოთი 67-ე წუთზეღა რომ დაიბევა პრიმორეცთან მოგება, ფოტო-რეპორტიორმა ზარგარიანმა ნამატჩევს ხელახლა გადაახტუნა ელვის ჰუქერი, ოღონდაც მოედნის სხვა, ახლო კუთხეში და ფოტო-ოინი გაზეთში გამოაქვეყნა.

ელვამ მერე იმითღა მოუგო აქ დარჩენილ ციმბირელებს, რომ გარღვევაზე გასულმა სტუმარმა ბოლოსწინა წუთზე ბურთი უაზროდ მოისროლა. ვაკეში ჩამოსულ სლავას ჯარიმა ეგრეც არ დაურტყამს, ელვას ორმა კიკერმა კი ექვსივე დაახაია. ბოლოსწინა ტურში გარემარბად პირველად ითამაშა ლოკომოტიველმა მიშა ხარშილაძემ, მაგრამ მსაჯმა ლელო არ ჩაუთვალა, ბობროვმა კი 45 მეტრიდან სამი ჯარიმა შეაგდო და ვევეამ ლიდერობა შეინარჩუნა.

სახელდახელო ბალანსი

ვევეა ჩემპიონად შუა კვირაში, მას შემდეგ ეკურთხა, რაც მოსკოვის ლოკომოტივმა გამოტოვებული მოუგო გაგარინელთა მდევარ სლავას. მანამდე ელვამ ფილი ადრიანად, უმაყურებლოდ გამართული მატჩის ბოლოს, კაკო ჭანკოტაძის ძალისმიერი ლელოთი ძლია და უმაღლესში დარჩა, რაკი კრასნოიარსკმა ლენინგრადთან შინ წააგო.

ამასობაში თასიც დაიწყო. სლავამ ქუთაისი გრაჟდანის მიერ, შორიდან გატანილი ჯარიმითღა მოისტუმრა, ლოკომოტივს კი ჩემპიონატში გატანილ-გაშვებულის სხვაობა უარყოფითი რომ ჰქონდა, უფროსი, თემურ რუხაძე ნალჩიკთან ღადაობისას სახელდახელოდ აწარმოებდა ბალანსს. ჰოდა, ბოლო წუთზე გიორგაძემ რომ დაფინტა და ლელო გაიტანა, მაშინღა გადავედით პლუსში.

ქუთაისმა პროგრამა-მინიმუმი ფრიადზე შეასრულა: წინა წელს ლვოვში მოგებული ტურნირი გამოიყენა არგუმენტად, მაისში, შინ და გარეთ გააბითურა რუსეთის ფედერაციის მეორე გუნდი, ნოვოკუზნეცკი და აღმოსავლეთის ზონაში მისი ადგილი დაიკავა; მერე ეგ ზონაც მოიგო, მაგრამ 6-გუნდა, ორ-წრიან ფინალში რომ ვეღარ ეყო ოსტატობა და გამოცდილება, შინ ყოველ ჯერზე ცოტათი დამარცხდა.

ნაკრები არ შექმნილა

საერთაშორისო განხრით საბჭოეთმა "ერთა თასზე" აპრილში გერმანიაში გაიმარჯვა, ოქტომბერში კი შვედეთში. სტუმრები ერთი ხანობა ორივეგან აგებდნენ. გუნდი ელიტაში ვერ ავიდა, რადგან წინა წელს ჩეხეთში დამარცხდა, ჩეხებთანვე წაგებული ჰოლანდია კი ამ სიშორეზე, სოჭში აღარ ჩამოვიდა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელშიც სამი ჩვენებური ირიცხებოდა, სადებიუტო შეჯიბრში, ჰოლანდიაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მოსკოვში შეიარეს და ორ-ორი თამაში გემოზე მოიგეს ბობოლებმა, სიდნეიმ (ავსტრალია) და დუბლინის "სენთ მერიზმა" (ირლანდია), ქუთაისმა კი უელსის კლუბი, "რამნი" მიიღო და ორჯერ ძლია.

ზეპური რაგბის ღია გაკვეთილად იქცა "სოც ინდუსტრიის" ტურნირი, რომლის მასპინძლობის რიგმა თბილისს უწია. გაზეთის მომზადებულსა და აქ, ცეკას გამომცემლობაში, ტურნირამდე თვე-ნახევრით ადრე, 15 ათას ცალად დაბეჭდილ 32-გვერდა, რუსულ პროგრამაში წერია, რომ პირველად უნდა შექმნილიყო საქართველოს ნაკრები, მაგრამ ასე არ მოხდა.

მავთულით მიბმული კარი

ჩვენს პრესაში მაშინ მსგავსი რამ არ დაწერილა და ვერც იმჟამინდელი აქტივი იხსენებს, თუ სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ვერც ამ რანგის პროგრამაში დაიბეჭდებოდა რამე ჰაიჰარად. ჰოდა, ჩვენი არ-მონაწილეობის მიზეზი ალბათ პარტიულ-იდეოლოგიური იყო (მაგალითად, ნაციონალიზმის გაღვივების საფრთხე), ფორმალურად კი რესპუბლიკის სპორტ-კომიტეტი დაუგეგმავ ხარჯს შეუშინდებოდა.

შეჯიბრზე საბჭოეთმა ორი ნაკრები წარადგინა. მათში რვა ქართველი მოხვდა. თამაშები დღე-გამოშვებით იყო. დილის მატჩი რუსთავში ათზე იწყებოდა, საღამოს კი ორი რკენა ვაკეში იმართებოდა. რაგბის კარი, საბჭოურ ყაიდაზე, ფეხბურთისაზე მავთულით იყო მიბმული, ვაკურ ტაბლოს კი დაამატეს ორ-ნიშნა რიცხვის დასაწერად აუცილებელი ნათურები და ნატურნირევს ციმციმვე მოხსნეს.

"ლელოში" თამაშებს აშუქებდნენ მორაგბენი: გივი მრელაშვილი, თემურ ჯაფარიძე, სანდრო მელითაური, დათო თაქთაქიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, ირაკლი კიზირია, ნოდარ კაჭარავა. უქმე დღეს ჩვენი ვეტერანები ებურთავნენ სტუმართა ნაკრებს და მოუგეს, დასის მშვენება კი იყო "პენგვინზი", ვინც 16 კეპოსანი და შვიდი უკეპო ჩამოიყვანა, ერთი სამხრეთ აფრიკელიც შემოაპარა და თურმე ეგონა, რომ შეჯიბრი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავს ეძღვნებოდა.

თვალი აგვეხილა

პინგვინთა მიზანი მთელ მსოფლიოში რაგბის პროპაგანდაა. საბჭოეთი იყო მე-17 სახელმწიფო, რომელსაც ისინი ეწვივნენ, მას აქეთ კი არეალი 57 ქვეყნამდე გააფართოვეს. ბრიტებს უშიშროება (კაგებე) თან დაყვებოდა. ზაფხულის არდადეგებზე ისინი გადაბმით სვამდნენ, რის გამოც პოლონეთი ერთ ქულამდეც წამოეწიათ, მაგრამ ისე სასწაულად ბურთაობდნენ, რომ ბევრ რამეზე თვალი აგვეხილა.

ბრიტებს მესამე მატჩში მაგრად დაუდგა ბუქარესტის "დინამო", მაგრამ თამაში გააფუჭა საბჭოთა მსაჯმა ანენკოვმა, ვინც მოურჯუკო და ყაყანა კარპატელებს ნაღდი არეკნი არ ჩაუთვალა და დაწიხლვისთვის კაციც წითლით გაუგდო. დინამომ მერე საბჭოეთი ძლია 33 წლის გეორგე ნიკას მიერ ბოლო წუთზე კარის წინიდან გატანილი ჯარიმით, პინგვინთა და ახალგაზრდულის მატჩში კი ხაზი გაჭრა და ბლომად ბრიტი მოაღორა მერაბ ანთაძემ.

ლელოს მხარეში

რეიდი იმით დასრულდა, რომ ოლეგ ლიპარტელიანმა გაიტანა ლელო. ბოლო მატჩში იგივე შეძლო რამაზ სანებლიძემ. ბრიტები საბჭოეთის ასე გაძალიანებას რომ არ ელოდნენ, ერთი-ორჯერ არიფებივით შეცდნენ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში გარემარბმა დერიქ ვაიეთმა შედევრი გამოაცხო - ფრთაზე რომ დაკეტეს, გაჩერდა, მოტრიალდა და კარში არეკნი ჩასვა!

ეს თამაშთა თამაში ტელევიზიით ცოცხლად გადაიცა, რის გამოც "ლელომ" ოქმი აღარ დაბეჭდა, ესაო და სპორტის ყველა მოყვარულმა ისედაც ნახაო (არადა, გაზეთი ხომ მემატიანეცაა!) ამით ბრიტთა შემადგენლობა (ალბათ) სამუდამოდ დაგვეკარგა, მაგრამ ბურთაობას უცქირეს ჭიათურაში და ისე მოიხიბლნენ, რომ სამთამადნო კომბინატის ინჟინერმა ვახტანგ დეკანოიძემ ჭაბუკთა გუნდი შექმნა.

სპორტ-კომიტეტში სპორტ-თამაშთა მნის, გურამ მეგრელიძის ძალისხმევით, რაგბმა ნატურნირევს ფეხი მტკიცედ მოიკიდა ლელოს მხარეშიც - ჩოხატაურმა ჟურნალ "იუნოსწის" თასს უმასპინძლა. მოეწყო მონაწილეთა სა-შვიდ-ნოემბრო აღლუმი, პარტიის რაიკომის პირველი მდივნის, თ.იმედაძის გარჯით კი უჯილდოოდ არავინ დარჩენილა. დებიუტანტმა ჩოხატაურმა მეხუთე ადგილი დაიჭირა, თბილისმა მეორე, ხოლო პირველზე ტრადიციულად გავიდა "სლავა".

<<<     1977

>>>     XI საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    პირველი წრე

  8/05   ელვა   10:4   ლოკომ(მ)
   კიიგა   21:10   ლოკომოტ
   სლავა   47:3   პრიმორეცი
   ფილი   33:0   ნალჩიკი
  9/05   ვევეა   34:7   კრასნიარ

14/05  

ვევეა  

19:3  

სლავა

15/05   ლოკომოტ   6:4   ფილი
   ნალჩიკი   4:10   ელვა
   პრიმორეცი 6:6   კიიგა
   კრასნიარ   6:20   ლოკომ(მ)

22/05  

ელვა  

6:11  

ლოკომოტ

   კიიგა   6:8   ვევეა
   სლავა   59:6   კრასნიარ
   ფილი   21:16   პრიმორეცი
   ლოკომ(მ)   36:6   ნალჩიკი

28/05  

ვევეა  

16:6  

ფილი

29/05   ლოკომ(მ)   3:3   ლოკომოტ
   სლავა   23:13   კიიგა
   კრასნიარ   13:12   ნალჩიკი

  4/06  

კრასნიარ  

25:13  

ელვა

  5/06   ლოკომოტ   6:13   სლავა
   პრიმორეცი 0:28   ვევეა
   ნალჩიკი   13:6   კიიგა
   ლოკომ(მ)   6:11    ილი

  9/06  

პრიმორეცი

6:9  

ელვა

11/06  

ვევეა  

7:3  

ლოკომ(მ)

12/06   კრასნიარ   10:9   ლოკომოტ
   სლავა   25:3   ელვა
   კიიგა   0:7   ფილი
   პრიმორეცი 32:6   ნალჩიკი

18/06  

ლოკომ(მ)  

9:9  

სლავა

19/06   ლოკომოტ   16:0   პრიმორეცი
   ელვა   3:22   კიიგა
   ნალჩიკი   4:26   ვევეა
   ფილი   17:3   კრასნიარ

26/06  

ვევეა  

7:16  

ლოკომოტ

   ფილი   9:6   ელვა
   სლავა   93:0   ნალჩიკი
   კიიგა   15:12   ლოკომ(მ)
   პრიმორეცი 13:3   კრასნიარ

  2/07  

ფილი  

10:40  

სლავა

  3/07   ელვა   3:9   ვევეა
   ნალჩიკი   12:14   ლოკომოტ
   კრასნიარ   14:38   კიიგა
   ლოკომ(მ)   7:10   პრიმორეცი

<<    მეორე წრე

  9/07 კრასნიარ   8:22   ვევეა
10/07   ლოკომოტ   13:12   კიიგა
   ლოკომ(მ)   26:13   ელვა
   პრიმორეცი 0:61   სლავა
   ნალჩიკი   15:26   ფილი

16/07  

სლავა  

6:10  

ვევეა

17/07   ელვა   46:9   ნალჩიკი
   ფილი   27:0   ლოკომოტ
   კიიგა   34:10   პრიმორეცი
   ლოკომ(მ)   10:13   კრასნიარ

არდადეგებზე: 20 ვევეა; 17 სლავა; 16 ფილი; 13 ლოკომოტ (თბ); 11 კიიგა; 8 ლოკომ (მ) კრასნიარ ელვა - 7 პრიმორეცი, 2 ნალჩიკი

21/08   ლოკომოტ   14:3   ელვა
   ვევეა   12:13   კიიგა
   კრასნიარ   4:31   სლავა
   პრიმორეცი 3:7   ფილი
   ნალჩიკი   7:34   ლოკომ(მ)

27/08  

ფილი  

11:11  

ვევეა

28/08   ელვა   7:6   პრიმორეცი
   ლოკომოტ   3:3   ლოკომ(მ)
   კიიგა   6:6   სლავა
   ნალჩიკი   10:18   კრასნიარ

31/08  

ლოკომოტ

26:4  

კრასნიარ

  4/09

ელვა  

18:16  

კრასნიარ

   სლავა (30:0) 16:9   ლოკომოტ
   ვევეა   22:18   პრიმორეცი
   კიიგა   90:0   ნალჩიკი
   ფილი   15:15   ლოკომ(მ)

10/09  

ელვა  

0:6  

სლავა

   ლოკომ(მ)   4:12   ვევეა
11/09   ფილი   13:0    კიიგა
   ნალჩიკი   0:35   პრიმორეცი

18/09  

პრიმორეცი

10:4  

ლოკომოტ

   კიიგა   30:0   ელვა
   ვევეა   74:3   ნალჩიკი
   კრასნიარ   0:3   ფილი

25/09  

ელვა  

15:12  

ფილი

   ლოკომოტ   10:22   ვევეა
   ნალჩიკი   13:41   სლავა
   ლოკომ(მ)   19:7   კიიგა
   კრასნიარ   0:6   პრიმორეცი

29/09  

სლავა  

9:15  

ლოკომ(მ)

  2/10

ლოკომოტ  

32:4  

ნალჩიკი

   ვევეა   27:14   ელვა
   სლავა   10:6   ფილი
   კიიგა   39:3   კრასნიარ
   პრიმორეცი 7:19   ლოკომ(მ)

უმაღლესი 1977  

  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   31   15-2*1   366:135
სლავა (მოსკოვი)   28   13-3*2   512:123
ფილი (მოსკოვი)   24   11-5*2   238:162

კიიგა (კიევი)  

20  

  9-7*2  

358:172

ლოკომოტივი (თბ) 20     9-7*2   193:191
ლოკომოტივი (მ)   18     7-7*4   245:163
ელვა (თბილისი)   14     7-11   179:261
პრიმორეცი (ლენ)   13     6-11*1 181:297

პოლიტეხ (კრასნ)  

10  

  5-13  

153:380

უნივერსიტ (ნალჩ) 2     1-17   118:659

ქულა: 178 მიხაილ გრაჟდანი (სლავა)

 პირველი ლიგა  

<<    შესარჩევი
8/05 ქუთ, 15/05 ნვკ

სახლმშენი ქუთაისი 29:6, 24:6 მეტალურგი ნოვოკუზნეცკი

<<    პირველი ზონა

1#ავტომობილისტი მოსკ 6-0, 2#რაფ ელგავა 3-3 / 3#სტროიტელი ლვოვი 3-3, 4#ბურევესტნიკი ლენინგრ 0-6

<<    მეორე ზონა

1#კაპეი კიევი 6-0, 2#მაი მოსკ 3-3 / 3#სტაკლესი კაუნასი 2-4, 4#ელეკტრომაში ტირასპოლი 1-5

<<    მესამე ზონა
5/06-17/07

1#ქუთაისი 8 ქულა (4-2) -
2#ბურევესტნიკი ალმათა 6 (3-3) 17:8ქ 3:23,
3#უნივერსიტეტი ყაზანი 6 (3-3) 4:6 15:10ქ,
4#პოლიტეხნიკი ტაშკენტი 4 (2-4) 12:4 20:9ქ

<<    საერთაშორისო მატჩები

ქუთაისი - რამნი (უელსი)
28:19 (24/07) 15:3 (26?/07)

<<    ზედა ექვსეული
21/08-1?5/10

6#ქუთაისი 2 ქულა (1-9) -
1#კაპეი 20 (10-0) 0:8ქ 3:43,
2#ავტომობ 14 (7-3) 0:4ქ 6:10 /
3#ელგავა 9 (4-5*1) 14:27 9:10ქ,
4#ალმათა 8 (3-5*2) ზონიდან,
5#მაი 7 (3-6*1) 9:13ქ 6:20

>>>     II საკავშირო თასი

<<    მეთექვსმეტედფინალი

  5/06   ქუთაისი 25:10   ყაზანი

<<    მერვედფინალი

14/08   ელგავა   6:18   ელვა
   კაპეი   18:10   ვევეა
   ტირასპოლი (30:0) ნალჩიკი
   პრიმორეცი 21:6   კიიგა

  

პენზა  

12:28  

ლოკომოტ

   ავტომობ   3:16   ფილი
   ქუთაისი   18:15   ლოკომ(მ)
   კრასნიარ   7:20   სლავა

<<    მეოთხედფინალი

29/09   ელვა   6:4   კაპეი

  9/10  

ტირასპოლი

8:48  

პრიმორეცი

   სლავა   20:18   ქუთაისი

12/10  

ფილი  

7:0  

ლოკომოტ

<<    ნახევარფინალი

16/10 ფილი   7:3   სლავა
   პრიმორეცი 16:12    ელვა

<<    ფინალი

23/10 ფილი  

7:0

პრიმორეცი

>>>     ოსტატთა გუნდები
შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ავთო გიორგაძე კაპ; 14-11 ოლეგ ლიპარტელიანი, გივი ავლასტიმოვი, მერაბ ჟღენტი, თამაზ სალთხუციშვილი, თემურ ჩივაძე, ამირან ტარიელაშვილი (ზურაბ ბოგველიშვილი) 10 ნუკრი ფურცელაძე, მერაბ ანთაძე#12#13 (კაპ) ფარსმან გაბაძე#12; 9 დათო კილასონია (კაპ) /

(ფორ) 1-3 დემურ ცხვედიანი<ელვ#5, გოგი ჯალაღონია!ჰ, გოგი სუთიაშვილი#8, კოკა ლაზიშვილი#5, მიშა ხარშილაძე!ჰ#6#14, თემურ რუხაძე#8, გურამ მოდებაძე!ჰ, ვაჟა ხიზანიშვილი!ჰ, საშა ცისკარიშვილი!ჰ, შოთა ხარშილაძე, პაატა ვაშაკიძე; 4-5 მიხო ჯვარიძე, კოტე აბულაძე#6, ავთო ღიბრაძე; 6-8 ირაკლი დოლიძე, გოგი კოჭლაშვილი<ელვ, თემურ ბენდიაშვილი, ვოვა პეტუხოვი#3, ლევან მგელაძე

(მწ) ბენდიაშვილი (უფრ) რუხაძე, სულიკო რამინიშვილი

ქულა (რაც ცნობილია)

43 (ლ 6გ 7ჯ 2ა) გიორგაძე
20 (2ლ 3გ 2ჯ) კილასონია
16 (4ლ) ლიპარტელიანი სალთხუციშვილი
12 (3ლ) დოლიძე
  8 (2ლ) სუთიაშვილი ბენდიაშვილი ტარიელაშვილი ცისკარიშვილი
  7 (ლ ა) ავლასტიმოვი
  4 (ლ) კოჭლაშვილი პეტუხოვი ჟღენტი ანთაძე აბულაძე ცხვედიანი

<<    ელვა

(ბეკ) 15 ნუკრი აბაშიძე#10#13#11; 14-11 ვანო ბახტაძე<თსუ, ირაკლი ნაცვლიშვილი, ვიტალი თოფურია კაპ, სპარტაკ ეკალაძე#10, თემურ ცინცაძე#15, მერაბ ნიჟარაძე, მალხაზ ჩოგოვაძე, ბეგი გვალია, მერაბ გოგიჩაიშვილი; 10 თამაზ ანდღულაძე, რამაზ ბერაძე#15#13; 9 თენგიზ მენაბდე, ამირან შავგულიძე /

(ფორ) 1-3 რამაზ სანებლიძე, ნუკრი კორტიკაძე!ჰ, გიზო ურუშაძე#7, ზურაბ ქელბაქიანი!ჰ, საშა დადეშქელიანი; 4-5 მამუკა ვაზაგაშვილი<თსუ, ზურაბ რეხვიაშვილი#6, კაკო ჭანკოტაძე#3, ალეკო გრიგალავა, რეზო კეთილაძე, ზურაბ კემულარია#7#3; 6-8 ალე მამულაშვილი, დათო შავდია<თსუ, სერგო რამიშვილი კაპ, თემურ გორგოძე

(მწ) გივი მრელაშვილი, გოჩა აბაშიძე<თსუ

ქულა (რაც ცნობილია, თასიანად)

34 (5გ 6ჯ 2ა) აბაშიძე
24 (ლ გ 2ჯ 4ა) ეკალაძე
17 (ლ 2გ 3ჯ) ცინცაძე
12 (3ლ) რამიშვილი
  8 (2ლ) ვაზაგაშვილი გოგიჩაიშვილი
  4 (ლ) კემულარია ბახტაძე ქელბაქიანი სანებლიძე ჩოგოვაძე ჭანკოტაძე

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 ავთანდილ ჩოგოვაძე; 14-11 ბათლომე ხამაშურიძე, ზაზა გოგავა, გელა გვეტაძე, იუზა ნაცვლიშვილი, იური ჯინჭარაძე, ლევან მიქოიანი; 10 ნოდარ ჭეიშვილი, დევი თუთბერიძე; 9 ვახტანგ შვანგირაძე /

(ფორ) 1-3 ოთარ ალავიძე, ავთო ჩუბინიძე, რობერტ ობოლაძე; 4-5 სულიკო ტყეშელაშვილი, სლავა არველაძე, გოგი გიორგობიანი; 6-8 ვახტანგ ჯებაშვილი, თამაზ ცქიტიშვილი, დუგლას კავთელაშვილი კაპ, გრიგოლ გაბუნია, მერაბ თოდაძე (მწ) შალვა ქურციკიძე

ქულა (რაც ცნობილია, თასიან-უელსიანად)

35 (გ 11ჯ) კავთელაშვილი
17 (3ლ გ ა) გოგავა
16 (2ლ გ 2ჯ) ხამაშურიძე
10 (2გ ჯ ა) ჭეიშვილი
  8 (2ლ) ცქიტიშვილი ჩოგოვაძე
  4 (ლ) თოდაძე გვეტაძე ალავიძე
  2 (გ) ნაცვლიშვილი

<<    15 უკეთესი

გამოიკითხნენ სპორტ-კომიტეტი, ფედერაცია, "ლელო", მწურთნელები, მსაჯები (კლუბის მიუთითებლად ლოკომოტივი; უჰუქეროდ!)

15 გიორგაძე; 14-11 ლიპარტელიანი აბაშიძე (ელ) ავლასტიმოვი სალთხუციშვილი; 10-9 გაბაძე კილასონია / 1-3 შ.ხარშილაძე სანებლიძე (ელ) ურუშაძე (ელ) 4-5 ჯვარიძე ღიბრაძე; 6-8 შავდია (ელ) კავთელაშვილი (ქუთ) ბენდიაშვილი

<<    საუკეთესო

1 ბენდიაშვილი; 2-3 კილასონია გიორგაძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1976/77

მეორე ჯგუფი (სბჭ: ჰანოვერი, სოჭი)

17/04   დას.გერმან 16:22   საბჭოეთი
   ჰოლანდია   7:9   ჩეხოსლოვაკ
30/04   საბჭოეთი   (20:0)   ჰოლანდია
  8/05 შვედეთი   9:32   გერმანია
21/05   შვედეთი   12:50   ჩეხოსლოვაკ

ფირა$2 76/77  

მ-წ*  

გატ:გაშ

ჩეხოსლოვაკია   4-0   90:31
საბჭოეთი   3-1   120:25
დას.გერმანია   1-2*1   67:66
შვედეთი   0-4   24:186

ჰოლანდია დისკ!  

1-2*1  

52:45

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1977/78

მეორე ჯგუფი (სბჭ: ვენერსბორგი)

  9/10 შვედეთი   6:38   საბჭოეთი
30/10 დას.გერმან 11:16   შვედეთი

29/11

ბელგია  

0:25  

მაროკო

   /   მაროკო   (0:20)   იუგოსლავია

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა
6-10/04 ჰილვერსუმი (ჰოლანდია)

4#საბჭოეთი -
დას.გერმანია 17:6,
საფრანგეთი 0:V (ბევრი)
პორტუგალია 14:15

ფინალი * საფრანგეთი 32:3 იტალია

ჩვენები ნაკრებში: ფარსმან გაბაძე, მამუკა ვაზაგაშვილი, ოლეგ ლიპარტელიანი

>>>     "სოც ინდუსტრიის" IV ტურნირი
თბილისი (ლოკომოტივი) რუსთავი (დილაობით)

პარ 29/07   პინგვინ   44:13    ჩეხოსლოვ
   საბჭოეთი   37:3   პოლონეთი
   ახალგაზრ   3:42   ბუქარესტი

კვი 31/07  

ბუქარესტი  

16:13  

ჩეხოსლოვ

   პინგვინ   16:12   პოლონეთი
   საბჭოეთი   15:3   ახალგაზრ

სამ   2/08  

ახალგაზრ  

4:19  

პოლონეთი

   საბჭოეთი   39:12   ჩეხოსლოვ
   პინგვინ   20:9   ბუქარესტი

ხუთ 4/08  

საბჭოეთი  

15:18  

ბუქარესტი

   ჩეხოსლოვ   21:4   პოლონეთი
   ახალგაზრ   15:50   პინგვინ

შაბ   6/08  

ბუქარესტი  

23:12  

პოლონეთი

   ახალგაზრ   7:18   ჩეხოსლოვ
   საბჭოეთი   13:25   პინგვინ

სბჭ: გონიანი გრაჟდანი კაპ, ბობროვი მირონოვი სალავატოვი (10-9) პროშინი (კოჟინი) ბოიკო / კუდრიაშოვი ბარბარიუში ეპიფანოვი; ტოროპოვი სანებლიძე (შაპოვალოვი); ალიოშინი ოშეტკოვი პოზდნიაკოვი - 2ლ: პოზდნიაკოვი სანებლიძე; გ ჯ: გონიანი

პნგ - 2ლ: ვაიეთი ვილკინსონი; გ 4ჯ: ქვინი; ა: ვაიეთი

რეფ სმაჩნი (პოლ) - 0:3(8) 0:9(20) 6:9(24) 9:9(30) 9:12(34) / 9:15(43) 13:15(50) 13:18(64) 13:21(70ა) 13:25(80)

ინდუსტრია 1977  

  

მ-წ  

გატ:გაშ

პინგვინები   10   5-0   155:62
დინამო (ბუქ*რუმ) 8   4-1   108:63

საბჭოეთი  

6  

3-2  

119:61

ჩეხოსლოვაკია   4   2-3   77:110
პოლონეთი   2   1-4   50:101
საბჭოეთი (ახლგზ) 0   0-5   32:144

ქულა: 52 გეორგე ნიკა (ბუქ), 46 მიკი ქვინი (პნგ), 44 ანატოლი გონიანი (სბჭ), 38 კარელ ბერკა (ჩეხ)

<<    პინგვინები: 5 ბობ ვილკინსონი კაპ, 7 ქოლქლაფი, 12 ევანსი, 8#7 ქივორსი, 4 მარტინი, 5#8 ნინისი, 9 ფეიჯი, 11 ვაიეთი (ინგლისი); 1 ეგნიუ, 14 ბლეიქ-ნოკსი, 13#10 ქემფბელი, 3 ფითსპატრიქი, 10#15 ქვინი (ირლანდია); 9 დევისი, 6 ვილიამსი (უელსი); 8 მაკდონალდი (აფრიკა) / 13 ფრენჩი, 3 გრივზი, 2 ქის-როუჩი, 2 ჰაუელსი, 14 ჯენქინსი, 15 რისი, 12 ფინი (უკეპონი) * მნჯ მეისონი

<<    ჩვენები ტურნირზე
(! მონაგარი, * შევიდა)

პირველში:
რამაზ სანებლიძე - პოლ 3*, ჩეხ 5, ბუქ 5, პნგ 5!ლ
მიშა თუშიშვილი (ვევეა) - ახლ 2!ლ, ბუქ 2
თემურ ბენდიაშვილი - პოლ 7
მიხო ჯვარიძე - ახლ 5

ახალგაზრდულში:
ოლეგ ლიპარტელიანი - ბუქ 14, სბჭ 14, პოლ 14, პნგ 14 კაპ!ლ, ჩეხ 14
მერაბ ანთაძე - სბჭ 15, პნგ 13, ჩეხ 13
ფარსმან გაბაძე - ბუქ 10 კაპ!ჯ, პოლ *
მამუკა ვაზაგაშვილი - ბუქ 5*, პნგ *

რეფერი ნოდარ კაჭარავა (ბუქ - პოლ)
კიდეზე: სანდრო მელითაური, მიშა ბენიაშვილი

<<    ბებრების ამხანაგური

  1/08 საქართველო 13:11 ევროპა

2ლ: მიქაბერიძე კიზირია; გ ჯ: კიზირია - 2ლ ჯ

რეფ ქვითენთონი (ინგ) - 6:0(3) 6:3(14) 6:7(16) 10:7(29) / 10:11(34) 13:11(42)

>>>    საქართველოს პირველობა
აპრილის ბოლო. ეშერა (აფხაზეთი)

1#ლოკომოტივი (5-0) - ელვა 13:6, ქუთ 11:3, სპარ 13:3, სპი 36:15, თსუ 34:0

2#ელვა (3-2) - ქუთ 16:12, სპარ 9:10, სპი 24:6, თსუ 41:27

3#სახლმშენი ქუთაისი (3-2) - სპარ 41:4, სპი 17:0, თსუ 33:9

4#სპარტაკი (2-2); 5#სპი (1-3); 6#თსუ 0-5

>>>    საკავშირო პროფსაბჭოს პირველობა (1954-58 დაბ)
5-11/11 ფეოდოსია (ყირიმი)

1#სლავა 7:7 2#ფილი (არ 3/2)
3#საქართველო 13:3 4#ჭაბუკები

საქართველო - (პულში) რაფ ელგავა 8:7, ფეოდოსია 38:3, სლავა 3:4

5#კიიგა, 6#ელგავა, 7#ალმათა, 8#ფეოდოსია

საქ: ლევან სოხაძე, ზურაბ ჩაჩანიძე, ბესო მაისურაძე, ლაშა და გუგა გეგენავები, გია მეტრეველი (სპი); გია ნიჟარაძე, გიორგი კეშელავა, თემურ გამცემლიძე, გოგი ლებანიძე, გია კურატიშვილი, ნოდარ ბასილაშვილი, დათო ებრალიძე (სპარტ); შოთა ხარშილაძე, კოკა ლაზიშვილი, ფარსმან გაბაძე, ოლეგ ლიპარტელიანი, ამირან ტარიელაშვილი (ლოკომ); კაკო ჭანკოტაძე, მამუკა ვაზაგაშვილი (ელვა)

! დათო შავდია ჭაბუკთა საკავშიროში

(მწ) ბათუ კევლიშვილი (სპარტ) გელა მიქაბერიძე (სპი)

<<    შესარჩევი
16/10 ლოკომოტივი

საქართველო 62:3 სომხეთი

11ლ: ლებანიძე 2, ლიპარტელიანი 2, კურატიშვილი 2, გამცემლიძე კეშელავა გაბაძე ბასილაშვილი გეგენავა; 6გ: ლებანიძე 5, გაბაძე; 2ჯ: ლებანიძე

>>>    ახალგაზრდათა (1962-63) "იუნოსწის თასი"
?-13/11 ჩოხატაური

<<    პირველი პული

1#სლავა მოსკოვი (3-0) - ჩოხატ 16:4, ალმთ 53:0, ლენინგრ 41:0

2#ფიზმათ სკოლა ალმათა (1-2) - ჩოტახ 8:4, ლენინგრ 14:15

3#ლელო ჩოხატაური (1-2) - 4#ტრუდ რეზერვი ლენინგრადი (1-2) 3:0

<<    მეორე პული

1#ივერია თბილისი (3-0) - ფილი 8:0, კაუნ 8:0, კიევი 22:0

2#ფილი მოსკოვი (2-1) - კაუნ 35:3, კიევი 26:0

3#პოლიტეხნიკუმი კაუნასი (0-2*1) - 4#ავანგარდი კიევი (0-2*1) 4:4

<<    ფინალური ოთხეული (ოქროს ქულებით)

1#სლავა (3-0) - ივერ 7:3, ფილი 12:8

2#ივერია (2-1) - ალმთ 32:0

3#ფილი (1-2) - 4#ალმათა (0-3) 30:0 /

5#ჩოხატაური (2-0*1) - კიევი 4:4, კაუნასი 16:6

ივერია: 15 ლადო გვიანიშვილი; 14-11 გია მოდებაძე, მერაბ დარსაველიძე, თენგიზ თავაძე, მერაბ ტრაპაიძე; 10 მიხეილ გარუჩავა; 9 ზაზა ბექაური, დათო ჭაბუკიანი / 1-3 კობა კობერიძე, გია რამიშვილი, ზურაბ ელიზბარაშვილი; 4-5 მამუკა ჭავჭანიძე, გოგა იორდანიშვილი; 6-8 გოჩა ჩხეიძე, დათო ბიძინაშვილი, დათო კვანტალიანი, ზაზა ცხვირაშვილი, ვახო კაპანაძე (მწ) რამაზ სანებლიძე, ემზარ სულაქველიძე

ჩოხატ: 10 გიორგი ბერიაშვილი, ტარიელ სოკუროვი, გოჩა მაზანაშვილი, გიორგი საამაშვილი

>>>     III "კარპატული შემოდგომა"
ნოემბრის დასაწყისი. ლვოვის უნივერსიტეტი

1#სლავა მოსკოვი - 2#სახლმშენი ქუთაისი 22:7; 3#ხიმკი ...
ჟილსტროი ლვოვი, ლვოვის ნაკრები, ტრალფლოტი რიგა

>>>     სამედიცინოს ტურნირი
დეკემბერი

1#სამედიცინო -
2#სპარტაკი$2 20:8, 3#მიფი მოსკოვი 28:3, 4#თსუ$2 3:4

<<< >>>