ორი გარემარბით

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივაღწიეთ 1978 წელს, რომელშიც პირველი დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ - "ლოკომოტივმა" საკავშირო თასი შემართა. მაშინვე რკინიგზელებმა ჩემპიონობა ფინიშზეღა დაკარგეს, ქუთაისი უმაღლეს ლიგაში ამოვიდა, რესპუბლიკური პირველობა პირველად მოეწყო ორ წრედ და თასიც პირველადვე გათამაშდა.

წარმატებით შესრულდა ფედერაციის თავკაცის, ომარ ხიზანიშვილის სამუშაო გეგმა. შინაურ ასპარეზზე გამოჩნდა სამი ახალი გუნდი - სამედიცინო, ჭიათურა და ჩოხატაური, და რაღაი საქართველოს პირველობის "ვადები და სახსრები მტკიცედ განსაზღვრული" იყო, შეჯიბრი, 1969 წლის აქეთ პირველად, "უმაღლესი ლიგის გუნდების" გარეშე ჩატარდა.

პირველი წრე ჭიათურაში, მარტში მოეწყო, მეორე კი ვაკეში, ოქტომბერში. იმერეთიდან "ლელოს" ყველა შედეგი მოაწოდა გაბრიელ ბარჯაძემ. დაწინაურდა "სპარტაკი", მაგრამ შემოდგომაზე, უმაღლესში უკვე ასულმა "სახლმშენმა" თბილისში უსიტყვოდ ძლია ლიდერიც, უკვე წამოჩიტული სპიც და ჩემპიონი გახდა. ქუთათურებმა კონკურენტები მანამდე საკავშირო თასის ადრეულ სტადიებზეც დაამარცხეს, თბილისის ტურში კი ლოკომოტივის ლიდერი, ავთო გიორგაძეც კი მსაჯობდა.

თასი გაზაფხულზე გათამაშდა. ქუთაისმა შეჯიბრზე მეორე გუნდი გამოიყვანა. ფინალი საპირველმაისო უქმეებზე, ფიზკულტურის ინსტიტუტის სტადიონზე მოეწყო. იმ თაობის სპიმ ნავსი გატეხა და ერთობ ეშხიანად, ლელოებით 5/1 ძლია სპარტაკი. გადამწყვეტი, მეოთხე ლელო საათის თავზე გაიტანა ირაკლი გვენეტაძემ, ვინც სოლო თავისი ნახევრიდან წამოიწყო.

კენტი წრე

საკავშირო პირველობის სისტემამ მეორედ გაძლო სამ წელს (1972-74, 1975-77) და შეიცვალა. ფედერაციამ დაასკვნა, ნაკრების შესარჩევად უმჯობესი იქნება, თუ ევროპულ თამაშთა წინ, უმაღლესის ათსავე გუნდს ერთ ადგილას მოვუყრით თავს და დღე-გამოშვებით ვაბურთავებთო. პირველი ამგვარი, 4-რაუნდა ტური მოეწყო შუა აზიაში, ფერღანის ველზე, 9-რაუნდა წრე კი ივნისში, მიმოსვლით გასრულდა.

ამის კვალად დასი ორად გაიხლიჩა: უმაღლესის ექვსმა უკეთესმა კიდევ ორი წრე გამართა ჩემპიონის გამოსავლენად, ანუ კენტი, სამი წრე მოგროვდა, რაც სპორტულად 100 პროცენტით სამართლიანი ვერაა; ოთხი უარესი კი პირველი ლიგის ორი ზონის ორ-ორ მოწინავეს შეუამხანაგდა და ნულიდან, მიმოსვლით დაიწყო ორი სრული წრე. ეს შეჯიბრი რომ გაიწელა, მედიამ (სავეცკი სპორტი) მიივიწყა. ასე რომ, ორი ქართული გუნდის სამ-სამი შედეგი გვაკლია.

რვეულში უმაღლესში დასარჩენად იბრძოდა "ელვა", ასასვლელად კი "სახლმშენი". მიზანს ორივე ეწია. ქუთაისმა შინ გააბურთავა თვით ვევეა, ვინც ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და ამად, პირველობა შუა სეზონში დაკარგა, ფინიშზე კი "რიონის პირელებმა" ძლიეს ლატვიის რაფი და ჯამურ მეცხრე ადგილზე გავიდნენ.

მხსნელი არეკნი

"ელვამ" რის ვაი-ნაჩრობით, ერთი ქულით ჩამოიტოვა ლენინგრადი, ვინც უმაღლესიდან მეორედ გავარდა. გუნდი პატრონის, მმართველ-გამომთვლელი მანქანების საწარმოო გაერთიანების უგულისყურობამ დააკნინა, რაც ნუგზარ შატაიძემ "ლელოში" წვრილად მოყვა წერილში "ამბავი უკუღმა დატრიალებული წისქვილისა".

შეფებმა გამოყვეს თანხა და მერე ვითომ ადგილსღა ეძებდნენ კომპლექსის (!) ასაშენებლად, გუნდს კი უგასახდელო-უშხაპო სასოფლოს სტადიონი მარტშიღა გაუხერხეს. გარდა ამისა, თამაშს თავი ანებეს ვიტალი თოფურიამ, თამაზ ანდღულაძემ, გიზო ურუშაძემ, ზურაბ ქელბაქიანმა, ალე მამულაშვილმა, ხოლო ნუკრი აბაშიძე გაჭირვებულ გუნდს სექტემბერში შეეშველა.

ახალი ფორმულის წყალობით, ფანობამ გაიფართოვა თვალსაწიერი და ვაკეში პირველად იხილა ქუთაისი, ელგავა და ალმათა. ვევეამ დარჩენა ადრევე გაინაღდა, სამი ვაკანსიისთვის კი სულ ბოლომდე ოთხი გუნდი იბრძოდა. ელვამ სპარტაკ ეკალაძის სამი ჯარიმით ერთი ქულით ძლია კონკურენტი პრიმორეცი, ხოლო კრასნოიარსკთან ორმა კიკერმა თუმც სამ-სამი არეკნი და გასატანი ჯარიმა ააცილა, ეკალაძემ 74-ე წუთზე მაინც დაკრა მხსნელი არეკნი.

ტოლ-ფასოვანი არჩევანი

"ლოკომოტივმა", თემურ ბენდიაშვილის ხელქვეით, საბჭოთა რაგბი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა, რასაც დიდად შეუწყო ხელი ერთი წლით ადრე, მისიონერებად მოვლენილ "პინგვინთა" ხილვამ. გუნდს უმეტეს პოზიციაზე ორ-ორი ტოლ-ფასოვანი არჩევანი ჰქონდა და "საიუზშიც პირველმა" დაიწყო ორი გარემარბით თამაში, რაღაი აქეთ ფრთაზე ოლეგ ლიპარტელიანი ეყენა და იქეთაზე მიშა ხარშილაძე.

"ლოკომოტივს" იმხანად ისე გაწაფული ბეკები ჰყავდა, რომ მათთან XXI საუკუნის "ბორჯღალოსნებს" გაჯიბრება გაუჭირდებათ. გუნდმა ფერღანაში ოთხიდან სამი თამაში მოიგო (მოსკოვის ლოკომოტივთან მერაბ ანთაძემ ბოლოს შეაგდო არეკნი) და მხოლოდ "ელვას" დაუზავდა, მაისის ბოლოს კი, დემურ ცხვედიანის მიძალებითა და ფარსმან გაბაძის არეკნით, ვევეაც უპრობლემოდ მოისტუმრა.

ივნისში ვაკეში შეგვემთხვა დასანანი მარცხი, რომელმაც ბოლოს პირველობა დაგვაკარგვინა. დათო კილასონიას ჯარიმით მეორედაც ჩამოვიტოვეთ ფილი, მაგრამ ორ წუთში კაჩანოვმა გაგვიტანა არეკნი. ამასობაში იტალიიდან დაბრუნდა "სლავა", ვინც იქ დუბლინის გუნდსაც კი მოუგო, და ზედიზედ წააგო ორივე ლოკომოტივთან.

გვერდული გაიხსენა

კილასონიამ, ვინც პინგვინებზე დაკვირვების შემდეგ გაიხსენა კრიტიკოსთა მიერ დაწუნებული გვერდული დარტყმა, სლავას თავის დღეობაზე შვიდი ცდით ექვსი გოლი გაუტანა, ფინალის საზაფხულო, 4-რაუნდა ნაკვეთში კი სამი მატჩი შინ რომ გვქონდა და კიევშიც "ავიატორს" მეგობრულად დავუზავდით, არდადეგებზე ლიდერებად წავედით.

ოლეგი - მიშას დუეტი ფრთებად პირველად ფილის მეორე ჩამოსვლაზე ვათამაშეთ და ნულზე მოვიგეთ: ლელო გოგი სუთიაშვილმა დერეფანში აგორებული მოლით შეიტანა და გაბაძემ ისევ დაკრა არეკნი, იმათ კი ოთხი ჯარიმა გააფუჭეს. ექვსეულიდან ვევეას გამგდებ "პოლიტეხნიკთან" ხაზმა დადო ოთხივე ლელო, მათგან ყველაზე ეშხიანზე კი ავთო გიორგაძემ ხარშილაძესთან წაიპასავა, ბურთი გადაიკიდა და აიღო.

მოსკოვის ლოკომოტივი დავჯაბნეთ დერეფანში 36:16, შერკინებაში 29:10 და პინგ-პონგში 50:38 (91 სადაო! 88 დარტყმა!) იმათ კარში საერთოდ არ დაურტყამთ, ჩვენ კი პირველი შანსი 71-ე წუთზეღა მოგვცა ლიტველმა გრუმბინასმა და კილასონიამ ახლოდან გახსნა ანგარიში. ამას მოვაყოლეთ არეკნების წვიმა: გაბაძემ სამჯერ დასცხო, ანთაძემ ორჯერ და ბოლოს გიორგაძემ მესამე ცდით ანგარიში 6:0 გახადა.

ფრე ლიუბლინოში

ფანობას შემოდგომაზე ვაკეში შეგვიმცირდა ულუფა, გუნდს კი დაემატნენ ზურაბ ხარშილაძე, ირაკლი დოლიძე და მოჭიდავე ნუკრი წერეთელი. კიევური შეთანხმების ძალით, ტელევიზიით გადაცემულ მატჩში მეტოქეებმა რიგრიგობით დადეს სამ-სამი ლელო, მანამდე კი, მოსკოვში, სამი დღის შუალედით, ოთხიდან ერთი ქულაღა ავიღეთ სლავასა და ფილთან, რაზეც "სავეცკი სპორტმა" დაწერა, გვიხარია, რომ ლოკომოტივმა ზნე იცვალა - როცა აგებს, აღარ ჩხუბობსო.

პირველობისთვის ოთხი გუნდი იბრძოდა. ბოლოს წინის წინა რაუნდში კილასონიას გაუხდა 100 ქულა, ფილიმ კი დაძირა სლავა. ბოლოს წინაში, ლიუბლინოში, მოსკოვის ლოკომოტივმა მთელი მეორე ტაიმი გვიტია და ულელოო ფრე გაგვიგორა, ხოლო ავიატორმა, გონიანის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით, მოსკოვში ერთით ძლია სლავა. ამით ბრინჯაო გავინაღდეთ, მაგრამ ჩემპიონობა დავკარგეთ.

ფინიშზე ვაკეში დინჯად ვძლიეთ სლავა, ავიატორმა კი შინ, 15 ათასი ქომაგის თვალწინ, პირველ ტაიმშივე 10:0 ჩამოიტოვა ფილი, ვისაც ფრე აწყობდა, და იგორ ბაბკოვის ზეობა ჩემპიონობით გახსნა. ამას მოყვა თასის გათამაშება, რომელშიც ნაკრების წევრები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ კილასონიას "უცხოეთში გასაშვები საბუთების" გამზადება გაუგრძელდა და ამიტომ ფინალში ირაგბა.

მიჩქმალული ტრიუმფი

მეოთხედფინალში, მოსკოვურ წვიმაში, მიშა ხარშილაძემ დაალელოვა ფილი, ორი ჯარიმა კი გიორგაძემ შეაგდო. ფინალი სიმფეროპოლში იყო დანიშნული, მაგრამ ჩემპიონი ავიატორი კიევში, დამატებით დროში რომ ძლია მოსკოვის ლოკომოტივმა და გააგდო, ხიზანიშვილმა იხერხა და გადამწყვეტი რკენა თბილისში გადმოატანინა, ოღონდაც ჩვენს ბიჭებს ბოლო ორი ბრძოლის გადახდა ორი დღის შუალედით, პარასკევსა და სამუშაო კვირას უწევდათ.

ვევეა ვაკეში საფრანგეთიდან ჩამობრძანდა და სამაგალითოდ მოისრა. ლიპარტელიანმა ოთხი (!) ლელო გაიტანა, მაგრამ "ლელოს" ეს რეკორდი გამორჩა. ბენდიაშვილმა სრულად გამოიყენა მდიდარი რესურსი და ფინალში სხვა ღერძი (9-10) და 12 ნომერი ათამაშა, სლავას კი ნაკრებში მყოფი რვა ლიდერი (გრაჟდანი ივ.მირონოვი ა.ბერზინი კოჟინი / ეპიფანოვი ბარბარიუში არხიპოვი პოზდნიაკოვი) რომ აკლდა, განადგურდა და ამ მარცხს გურუ თათურიანიც გადაყვა.

ფინალი "რესპუბლიკური ტელევიზიით" არ გადაცემულა, რადგან "დინამოს" ფეხბურთელებმა იმავე საღამოს, გასვლაზე იჩემპიონეს. "რეგბისტთა" გამარჯვება სხვა მხრივაც მიიჩქმალა. "ლელომ" თასის აღებიდან კვირის თავზეღა (11/11) მიუძღვნა გუნდს მეგობრული შარჟი (გ.იაშვილი) რომელზეც ჩვენი კაპიტანი ავთო ღიბრაძე იერით საშა ჩივაძესა ჰგავს, და თან ლექსიც (გ.ენძელაძე) დაურთო:

ჰე, ქართველო რეგბისტებო,
ფიცხლად გაშალეთ მარაო!
თასი თბილისს დაამიწეთ,
ოქროც მოგვინდა, მა რაო!?
არა თქვათ, ესა კმარაო.
ნესვივით ბურთმა, შეხედეთ,
ე, როგორ გაგვახარაო!
ჩემპიონებიც გვენახეთ,
ვითომ და რატომ არაო?!

<<<     1978

>>>     XII საკავშირო ჩემპიონატი
(XV მეორე მსოფლიო ომამდელებიანად)

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე

ფერღანა (უზბეკეთი) ! ფორმალური მასპინძელი
ავიატორი = კიიგა, პოლიტეხნიკი = კაპეი

21/04   ლოკომოტ   12:9   ლოკომ(მ)!
   ელვა   3:16   ავიატორი!
   ვევეა!   21:15   ავტომობ
   სლავა!   34:3   პოლიტეხ(კ)
   ფილი!   31:6   პრიმორეცი

23/04  

ელვა!  

7:7  

ლოკომოტ

   სლავა   18:9   ვევეა!
   პოლიტეხ(კ) 27:6   ფილი!
   ავიატორი!   25:0   პრიმორეცი
   ლოკომ(მ)   9:0   ავტომობ!

25/04  

ლოკომოტ!  

22:7  

პრიმორეცი

   ელვა   3:25   ლოკომ(მ)!
   ფილი!   18:6   ვევეა
   სლავა!   14:6   ავტომობ
   ავიატორი!   29:0   პოლიტეხ(კ)

27/04  

ლოკომოტ  

28:10  

პოლიტეხ(კ)!

   ელვა   6:0   ავტომობ!
   ვევეა!   14:3   ავიატორი
   სლავა!   24:6   ფილი
   ლოკომ(მ)   26:6   პრიმორეცი!

არდადეგებზე: 8 სლავა; 7 ლოკომოტ (თბ); 6 ავიატორი ლოკომ (მ); 4 ფილი ვევეა - 3 ელვა; 2 პოლიტეხ (კ); 0 ავტომობ პრიმორეცი

მიმოსვლით

28/05   ელვა   10:19   პრიმორეცი
   ლოკომოტ   12:3   ვევეა
   ფილი   17:0   ავტომობ
   ლოკომ(მ)   16:10   პოლიტეხ(კ)

  4/06

პოლიტეხ(კ)

31:6  

ელვა

   ვევეა   6:14   ლოკომ(მ)
   ფილი   3:3   ავიატორი
   ავტომობ   3:4   პრიმორეცი

11/06  

ელვა  

3:19  

ვევეა

   ლოკომოტ   17:18   ფილი
   ლოკომ(მ)   18:4   სლავა
   ავიატორი   60:3   ავტომობ
   პრიმორეცი   10:3   პოლიტეხ(კ)

14/06  

ლოკომოტ  

24:10  

სლავა

18/06  

ავიატორი  

12:9  

ლოკომოტ

   სლავა   13:0   ელვა
   ვევეა   14:6   პრიმორეცი
   ფილი   3:3   ლოკომ(მ)
   ავტომობ   0:43   პოლიტეხ(კ)

21/06  

ავიატორი  

14:9  

სლავა

25/06  

ელვა  

13:32  

ფილი

   ლოკომოტ   16:13   ავტომობ
   პოლიტეხ(კ) 31:12   ვევეა
   პრიმორეცი   17:51   სლავა
   ლოკომ(მ)   0:9   ავიატორი

შესარჩევი 1978  

  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ავიატორი (კიევი)   15   7-1*1   171:41
ლოკომოტივი (თბ) 13   6-2*1   147:89
ლოკომოტივი (მ)   13   6-2*1   120:53
სლავა (მოსკოვი)   12   6-3   177:97
ფილი (მოსკოვი)   12   5-2*2   134:99
პოლიტეხნიკი (კ)   8   4-5   158:141

ვევეა (მონინო)  

8  

4-5  

104:120

პრიმორეცი (ლენ)   6   3-6   75:185
ელვა (თბილისი)   3   1-7*1   51:162
ავტომობილ (მ)   0   0-9   40:190

ფინალში: 9 ავიატორი; 6 ლოკომოტ (თბ); 5 ლოკომ (მ); 4 სლავა ფილი; 2 პოლიტეხ (კ)

<<    პირველი წრე

  2/07

ლოკომოტ  

10:0  

ფილი

   ავიატორი   28:6   პოლიტეხ(კ)
   ლოკომ(მ)   0:14   სლავა

  9/07

ავიატორი  

12:12  

ლოკომოტ

   პოლიტეხ(კ)   3:20   სლავა
   ფილი   4:3   ლოკომ(მ)

16/07  

ლოკომოტ  

23:13  

პოლიტეხ(კ)

   ლოკომ(მ)   22:3   ავიატორი
   სლავა   8:13   ფილი

23/07  

ლოკომოტ  

6:0  

ლოკომ(მ)

   ავიატორი   4:7   სლავა
   პოლიტეხ(კ)   0:7   ფილი

არდადეგებზე: 13 ლოკომოტ (თბ); 12 ავიატორი; 10 სლავა ფილი; 7 ლოკომ (მ); 2 პოლიტეხ(კ)

27/08 სლავა   6:6   ლოკომოტ
   ფილი   13:0   ავიატორი
   ლოკომ(მ)   17:7   პოლიტეხ(კ)

<<    მეორე წრე

30/08   ფილი   19:4   ლოკომოტ

  3/09

პოლიტეხ(კ)  

10:25  

ავიატორი

   სლავა   29:9   ლოკომ(მ)

!  14 ფილ ავი ლოკ - 13 სლვ

10/09  

ლოკომოტ  

14:14  

ავიატორი

   ლოკომ(მ)   9:13   ფილი
   სლავა   23:6   პოლიტეხ(კ)

!  16 ფილ - 15 ავი ლოკ სლვ

17/09  

პოლიტეხ(კ)  

4:15  

ლოკომოტ

   ფილი   7:3   სლავა
   ავიატორი   22:0   ლოკომ(მ)

!  18 ფილ - 17 ავი ლოკ - 15 სლვ

24/09  

ლოკომ(მ)  

3:3  

ლოკომოტ

   ფილი   25:7   პოლიტეხ(კ)
   სლავა   8:9   ავიატორი

!  20 ფილ - 19 ავი - 18 ლოკ - 15 სლვ

  1/10

ლოკომოტ  

10:6  

სლავა

   ავიატორი   10:0   ფილი
   პოლიტეხ(კ)   25:12   ლოკომ(მ)

ფინალი 1978  

  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ავიატორი (კიევი)   21   9-3*3   194:113
ფილი (მოსკოვი)   20   9-4*2   137:128
ლოკომოტივი (თბ) 20   8-3*4   193:136

სლავა (მოსკოვი)  

15  

7-7*1  

205:132

ლოკომოტივი (მ)   10   4-9*2   121:164
პოლიტეხნიკი (კ)   4   2-13   131:308

ქულა:

131 ვლადიმირ ნოვიკოვი (პოლიტეხ)
116 ანატოლი გონიანი (ავიატ)
103 დათო კილასონია (ლოკომოტ)

 პირველი ლიგა  

<<    პირველი ზონა
19-28/0შიმქენთი (ყაზახეთი)

1#პოლიტეხნიკი კრასნოიარსკი 5-0
2#პოლიტეხნიკი ალმათა 4-1 /
3#სოკოლი ლვოვი 3-2
4#მაი მოსკოვი 2-3
5#ფაკელი ფერღანა 1-4
6#ელეკტრომაში ტირასპოლი 0-5

<<    მეორე ზონა
19-28/05 ხარკოვი (უკრაინა)

2#სალმშენი ქუთაისი 8 ქულა (4-1 90:40) -
1#რაფ ელგავა 8 (4-1 87:62) 12:16 /
3#უნივერსიტეტი ყაზანი 6 (3-2 130:44) 12:9
4#ესხაი კუიბიშევი 4 (2-3 59:113) 31:6
5#სპარტაკი ხარკოვი 3 (1-3*1 28:61) 15:3
6#სპარტაკი ერევანი 1 (0-4*1 38:112) 20:6

<<    დარჩენა-ასვლაზე (VII - XIV ადგილები)
2/07-8/10 მიმოსვლით

ქუთაისი - ვევეა 12:28 25:22ქ
კრასნ 25:10ქ 4:19, ელვა 12:13 15:0ქ
პრიმორ 6:6ქ ?:?, ალმთ 22:12 ?:?
რაფ 9:4 8:6ქ, ავტომ 13:6ქ ?:?

ელვა -
ვევეა 3:16თ 0:6, კრასნ ?:? 3:0თ
პრიმორ 6:9 9:8თ, ალმთ 3:20 26:7თ
რაფ 23:8თ ?:?, ავტომ 19:10თ ?:?

ქვედა ფნლ 1978

  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   26   13-1   359:87
პოლიტ (კრასნიარ) 18   9-5   157:128
სახლმშენი (ქუთ)   17   8-5*1   172:174
ელვა (თბილისი)   16   8-6   140:134

პრმორეცი (ლენ)  

15  

7-6*1  

203:167

პოლიტ (ალმათა)   10   5-9   141:188
რაფ (ელგავა)   6   3-11   138:330
ავტომობილ (მ)   4   2-12   109:211

>>>     III საკავშირო თასი

<<    ოცდამეთორმეტედფინალი

  7/05

სპარტ (თბ)  

3:15  

ქუთაისი

<<    მეთექვსმეტედფინალი

20/08  

ქუთაისი  

38:6  

სპი (თბ)

<<    მერვედფინალი

15/10  

ავტომობ  

0:17  

ლოკომოტ (0:28)

   პოლიტეხ(კ) 10:11   ფილი
   ელგავა   4:6   ელვა
   კაუნასი   4:25   ვევეა

  

ფერღანა  

3:54  

სლავა

   ერევანი   V:0   პრიმორეცი
   ლვოვი   6:22   ლოკომ(მ)
   ქუთაისი   9:19   ავიატორი

<<    მეოთხედფინალი

22/10  

ფილი  

4:10  

ლოკომოტ

   ვევეა   (30:0)   ელვა
სად?   სლავა   48:3   ერევანი
  დდ ავიატორი 0:7   ლოკომ(მ)

<<    ნახევარფინალი

29/10  

სლავა  

7:3  

ლოკომ(მ)

  3/11 ლოკომოტ   32:12   ვევეა

ლოკ: გიორგაძე მ.ხარშილაძე ჟღენტი ავლასტიმოვი ო.ლიპარტელიანი <10-9> გაბაძე ზ.ხარშილაძე / შ.ხარშილაძე (ცხვედიანი) ცისკარიშვილი (ჩაჩანიძე) სუთიაშვილი; წერეთელი ჯვარიძე; პეტუხოვი ღიბრაძე კაპ, ბენდიაშვილი - 6ლ: სუთიაშვილი ლიპარტელიანი (2 4 5 6) მ.ხარშილაძე; გ 2ჯ: გიორგაძე

რეფ მასლოვი (მოს) - 6:0(6) 9:0(17) 9:3(19) 13:3(20) 17:3(24) 17:6(27) / 17:9(52) 20:9(54) 24:9(56) 24:12(68ა) 28:12(78) 32:12(80)

<<    ფინალი    ვრცლად

  5/11 ლოკომოტ

30:3  

სლავა

ლოკ: გიორგაძე ო.ლიპარტელიანი სალთხუციშვილი ჟღენტი მ.ხარშილაძე <10-9> ანთაძე კილასონია / ცხვედიანი (სუთიაშივლი) ცისკარიშვილი ჩაჩანიძე; წერეთელი ჯვარიძე; პეტუხოვი (დოლიძე) ღიბრაძე კაპ, ბენდიაშვილი - 5ლ: ხარშილაძე (1 2) ლიპარტელიანი ბენდიაშვილი დოლიძე; 2გ 2ჯ: კილასონია

რეფ ივანიუხინი (ლენ) - 0:3(11ა) 3:3(21) 7:3(24) 10:3(34) 14:3(39) / 18:3(54) 24:3(62) 30:3(80)

>>>     სტუმრობა ბულგარეთში
მარტის დამდეგი

ლოკომოტივი სოფია - ლოკომოტივი თბილისი 6:10, 0:14

>>>     ოსტატთა გუნდები
შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ავთო გიორგაძე#10; 14-11 ოლეგ ლიპარტელიანი, გივი ავლასტიმოვი, მიშა ხარშილაძე#15, თამაზ სალთხუციშვილი, ამირან ტარიელაშვილი, მერაბ ჟღენტი, ფრიდონ ზურაბიანი; 10 მერაბ ანთაძე#13, ფარსმან გაბაძე; 9 დათო კილასონია, ზურაბ ხარშილაძე<ნალჩ#13 /

(ფორ) 1-3 გოგი სუთიაშვილი#6, საშა ცისკარიშვილი!ჰ, შოთა ხარშილაძე, ზურაბ ჩაჩანიძე!ჰ<სპი, ვაჟა ხიზანიშვილი!ჰ; 4-5 დემურ ცხვედიანი#8, მიხო ჯვარიძე (კაპ), ნოდარ ლიპარტელიანი, ნუკრი წერეთელი#3; 6-8 ვოვა პეტუხოვი, ავთო ღიბრაძე კაპ, თემურ ბენდიაშვილი, ლევან მგელაძე, თემურ რუხაძე, ბესო მაისურაძე#1<სპი, ირაკლი დოლიძე

(მწ) ბენდიაშვილი (მნჯ) რუხაძე, სულიკო რამინიშვილი

ქულა (რაც ცნობილია * ბულგარეთ-თასიანად)

81 (12გ 19ჯ) კილასონია
40 (10ლ) ო.ლიპარტელიანი
33 (2ლ 2გ 5ჯ 2ა) გიორგაძე
24 (6ლ) მ.ხარშილაძე
22 (4ლ 2ა) გაბაძე
17 (2ლ 3ა) ანთაძე
12 (3ლ) სუთიაშვილი
  8 (2ლ) ცხვედიანი ავლასტიმოვი
  4 (ლ) ღიბრაძე ბენდიაშვილი დოლიძე

<<    ელვა

(ბეკ) 15 სპარტაკ ეკალაძე#10 (კაპ) თემურ ცინცაძე#10, ნოდარ ბასილაშვილი<სპარ; 14-11 ვაჟა პაიჭაძე, მერაბ ნიჟარაძე#10, ირაკლი ნაცვლიშვილი#7, მერაბ გოგიჩაიშვილი, მურად გეგეშიძე, ვალერი მარჩუკი<სპარ, ბეგი გვალია, ვანო ბახტაძე, ნუკრი აბაშიძე#10; 10 მალხაზ ჩოგოვაძე#12; 9 თენგიზ მენაბდე, ამირან შავგულიძე, გოგი ჯალაღონია<ლოკ /

(ფორ) 1-3 რამაზ სანებლიძე, გია ნიჟარაძე<სპარ!ჰ, მამუკა ერიკაშვილი<თსუ, საშა დადეშქელიანი!ჰ, ნუკრი კორტიკაძე!ჰ (გიზო ურუშაძე) 4-5 კაკო ჭანკოტაძე#6 (კაპ), ზურაბ რეხვიაშვილი, მამუკა ვაზაგაშვილი#1; 6-8 თემურ გორგოძე, დათო შავდია#5, სერგო რამიშვილი კაპ, ზურაბ კემულარია, ალეკო გრიგალავა

(მწ) ირაკლი კიზირია, გეგეშიძე

ქულა (რაც ცნობილია)

54 (2ლ 5გ 11ჯ ა) ეკალაძე
12 (ლ გ 2ჯ) ცინცაძე
  8 (2ლ) ერიკაშვილი ჭანკოტაძე
  7 (ლ ჯ) ჯალაღონია
  6 (2ა) მ.ნიჟარაძე
  4 (ლ) გრიგალავა რამიშვილი გორგოძე ბახტაძე გოგიჩაიშვილი
  3 (ჯ) აბაშიძე

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 ავთანდილ ჩოგოვაძე; 14-11 ბათლომე ხამაშურიძე, ზაზა გოგავა, გელა გვეტაძე, ავთო გურეშიძე, ავთო ფოცხიშვილი; 10 დევი თუთბერიძე; 9 ვახტანგ შვანგირაძე /

(ფორ) 1-3 ოთარ ალავიძე, ავთო ჩუბინიძე, რობერტ ობოლაძე; 4-5 სულიკო ტყეშელაშვილი, გრიგოლ გაბუნია, ბესო ლილუაშვილი, რამაზ ფხაკაძე; 6-8 თამაზ ცქიტიშვილი, ანზორ ალხაზიშვილი, დუგლას კავთელაშვილი კაპ, ბორის ზიბზიბაძე

(მწ) შალვა ქურციკიძე

ქულა (რაც ცნობილია * შინაურიანად)

29 (2ლ 3გ 3ჯ + 6ქ) კავთელაშვილი
17 (3ლ გ ჯ) ხამაშურიძე
12 (3ლ) გოგავა
  8 (გ ჯ ა) თუთბერიძე
  4 (ლ) ჩუბინიძე ტყეშელაშვილი ჩოგოვაძე

<<    15 უკეთესი

გამოიკითხნენ სპორტ-კომიტეტი, ფედერაცია, "ლელო", მწურთნელები, მსაჯები (კლუბის მიუთითებლად ლოკომოტივი)

15 გიორგაძე; 14-11 ო.ლიპარტელიანი მ.ხარშილაძე ჟღენტი ხამაშურიძე (ქუთ) 10-9 ანთაძე კილასონია / 1-3 შ.ხარშილაძე ცისკარიშვილი ცხვედიანი; 4-5 ჯვარიძე კავთელაშვილი (ქუთ) 6-8 ღიბრაძე შავდია (ელვ) ბენდიაშვილი

<<    საუკეთესო

1 კილასონია ... ბენდიაშვილი გიორგაძე მ.ხარშილაძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1977/78

<<    მეორე ჯგუფი (ხარკოვი)

  7/05 საბჭოეთი  

64:9  

დას.გერმან

საბჭოეთი  

2-0  

102:15

შვედეთი   1-1   22:49
გერმანია   0-2   20:80

<<    გადასასვლელი (სარაევო, ტრავნიკი)

14/05 იუგოსლავია 3:18   საბჭოეთი
16/05 იუგოსლავია 6:16   საბჭოეთი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1978/79

<<    პირველი ჯგუფი (სბჭ: ტულუზი, რომი)

11/11   საფრანგეთი   29:7   საბჭოეთი
18/11   იტალია   9:11   საბჭოეთი
19/11   პოლონეთი   9:30   რუმინეთი
26/11   ესპანეთი   7:16   პოლონეთი
?1/12   საფრანგეთი   26:12   პოლონეთი
  3/12 რუმინეთი   6:9   საფრანგეთი
17/12   იტალია   35:3   ესპანეთი

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა
მარტის ბოლო. სალსო მაჯორე (პარმა, იტალია)

3#საბჭოეთი -
რუმინეთი 9:4, იტალია 0:V, პორტუგალია 38:0

ფინალი * საფრანგეთი 33:0 იტალია
! ჩვენიანი ნაკრებში: დათო შავდია

>>>     "სოც ინდუსტრიის" V ტურნირი
29/07-5/08 ხარკოვი. მეტალისტი, ტრაქტორების ქარხანა

1#რუმინეთი 4-0 (119:13) - სბჭ 16:4, უკრ 24:3, ჩეხ 28:0, პოლ 51:6

2#საბჭოეთი 3-1 (64:39) - უკრ 14:6, ჩეხ 18:4, პოლ 28:13

3#უკრაინა 2-2 (28:46) - ჩეხ 10:4, პოლ 9:4

4#ჩეხოსლოვაკია 1-3 (18:65) - 5#პოლონეთი 0-4 (32:98) 10:9

! ჩვენები ნაკრებში: ავთო გიორგაძე, დათო კილასონია, მიხო ჯვარიძე

>>>     საქართველოს პირველობა

<<    პირველი წრე
25-31?/03    ჭიათურა, ლენინის სახ.მაღარო (შუქრუთი)

1#სპარტაკი 9 (4-0*1) - ქუთ 7:7, სპი 3:0, ჩოხატ 48:0, მედ 16:10, ჭიათ 45:0;

2#სახლმშენი ქუთაისი 8 (3-0*2) - სპი 12:12, ჩოხატ 18:4, მედ 21:14, ჭიათ 53:0;

3#სპი 7 (3-1*1) - ჩოხატ 24:0, მედ 32:0, ჭიათ 48:8;

4#ლელო ჩოხატაური 4 (2-3) - მედ 7:4, ჭიათ 23:0;

5#სამედიცინო 2 (1-4) - 6#სამთამადნო კომბინატი ჭიათურა 0 (0-5) 56:9

<<    მეორე წრე
24-29/10    ფიზკულტურის ინსტიტუტი, ლოკომოტივის სათადარიგო

1#სახლმშენი ქუთაისი 18 (8-0*2) - სპარ 19:6, სპი 21:3, ჩოხატ 12:3, მედ 26:0, ჭიათ 67:3;

2#სპარაკი 17 (8-1*1) - სპი 10:3, ჩოხატ 26:4, მედ 7:6, ჭიათ 81:3;

3#სპი 13 (6-3*1) - ჩოხატ 50:0, მედ 36:12, ჭიათ V:0;

4#ლელო ჩოხატაური 8 (4-6) - მედ 14:7, ჭიათ 33:0;

5#სამედიცინო 4 (2-8) - 6#იმერეთი ჭიათურა 0 (0-10) 55:12

>>>     საქართველოს თასი

<<    მეოთხედფინალი

  9/04  

ჭიათურა  

3:46  

სპი

   სპარ (ქუთ)   (30:0)   სამედიცინო
   ჩოხატაური   13:3   თსუ
   სპარტაკი   30:0   სასოფლო

<<    ნახევარფინალი (ჩოხატაური)

23/04  

სპარ (ქუთ)  

0:12  

სპი

   ჩოხატაური   6:11   სპარტაკი

<<    ფინალი (ფიზკულტურის ინსტიტუტი)

30/04  

სპი  

28:9  

სპარტაკი

5ლ: გვენეტაძე (1 4) გაიოზ მონიავა (2 3) მეტრეველი; 4გ: ფურცელაძე - ლ: კურატიშვილი; გ ა: ლებანიძე

რეფ გოჩა აბაშიძე - 6:0 12:0(37) / 18:0 18:3ა 18:9 22:9 28:9

სპი (მაგ წლის) 15 გია ქერაშვილი; 14-11 ირაკლი გვენეტაძე, მალხაზ ნაცვლიშვილი, ლაშა გეგენავა, ზურაბ ციხისელი, დიმა ვარდიაშვილი; 10 ნუკრი ფურცელაძე, ირაკლი იმნაძე; 9 გუგა გეგენავა, პეტრე პერცოვი, გიორგი ლეჟავა / 1-3 ლევან სოხაძე, გია მეტრეველი, ბიძინა გეგიძე, დათო ვარდიაშვილი; 4-5 კოკა ლაზიშვილი, ვლადიმერ ჯაში; 6-8 გიზო მონიავა, გაიოზ მონიავა, არჩილ ლაგოშვილი, ბიძინა ბერიშვილი (მწ) გელა მიქაბერიძე

>>>     ახალგაზრდათა პირველობა
შუა სექტემბერი. ქუთაისი

1#სპი - სახლმშენი ქუთაისი 35:16, სამედიცინო 26:20, ლელო ჩოტახაური 27:6, იმერეთი ჭიათურა 62:0

>>>     ჭაბუკთა (1960-61 დაბ) პირველობა
ივლისის დასაწყისი. ჩოხატაური

1#ელვა (4-0) - ჩოხატ 11:6, ლოკომ 12:6, ჭიათ 66:3, ქუთ 36:0

2#ლელო ჩოხატაური (3-1) - ლოკომ 4:0, ჭიათ 31:3, ქუთ 25:3

3#ლოკომოტივი (2-2) - ჭიათ 46:3, ქუთ (30:0)

4#ჭიათურა (1-3) - 5#ქუთაისი (0-4) 4:3

>>>     მოზარდთა (1962-63 დაბ) საკავშირო პირველობა
ოქტომბერი. ტირასპოლი (მოლდოვა) 7 გუნდი

2#ლელო ჩოხატაური -
1#სლავა მოსკოვი 4:3, 3#ლოკომოტივი მოსკოვი 4:7 (პულში),
4#ტირასპოლი 39:0 / სლავა 6:0 ლოკომ

ჩოხატ - (პულშივე) ლატვია 11:4, ნოვოკუზნეცკი 16:0

<<< >>>