უპატრონოდ, უწესოდ, უმედლოდ

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით თარს 1979 წელს, რომელშიც სრული განუკითხაობა სუფევდა: საკავშირო სტრუქტურამ "ლოკომოტივი" არ აჩემპიონა; "ელვა" უსახელოდ დაიშალა; რესპუბლიკური პირველობა არ გამართულა; ახალგაზრდული კი ორმა გუნდმა მიატოვა.

საქართველო ჯერაც 10-გუნდა უმაღლეს ლიგაში პირველად წარსდგა სამი კოლექტივით, რაც არნახული მიღწევა იყო. წინა წელს დაოსტატებული ლოკომოტივი კიდევ უფრო გაძლიერდა: ვევეადან დაუბრუნდა თამაზ მგელაძე, ელვადან რამაზ სანებლიძე და ნუკრი აბაშიძე. აქედანვე აიყვანა რკინიგზამ დათო შავდია და მამუკა ვაზაგაშვილი, მწურთნელმა თემურ ბენდიაშვილმა კი შეგირდებს დევიზად დაუდგინა, "ჯარისკაცი, ვინც გენერლობაზე არ ფიქრობს, ჯარისკაცადაც ვერ ვარგაო"

წინა წლის დარად, სეზონი ფერღანაში გაიხსნა. ლოკომოტივმა სამი ფერის (ყვითელი წითელი ლურჯი) ათ-ათი (!) კვართიღა რომ იშოვა, ყვითელს უნივერსიტეტს ესესხა და ვეღარ დაუბრუნა. ხუთი რაუნდის შემდეგ ისევ სლავა გვისწრებდა ერთი ქულით, მაგრამ შესარჩევი წრის კუდის სტარტზე, ვაკეში, ძმებმა ხარშილაძეებმა რომ დაუდეს საათების ქარხანას სამი ლელო, წინ გავიჭერით და 6-გუნდა ფინალის პირველი წრის ბოლომდე ვლიდერობდით.

ბარაქიანი რეზერვის მყოლი ლოკომოტივი უძლეველი ჩანდა, მაგრამ ბიჭები დროდადრო ამლაშებდნენ. მიშა ხარშილაძემ სლავას ბოლოსწინა წუთზე პასი რომ ჩაუჭრა და მდევრები უკან მოიტოვა, მათ რამდენჯერმე მიუბრუნდა და ხელით დაუთოხმახა. მეცხრე მატჩში, ვევეასთან, მონინოში, 69-ე წუთზე ლელო დავდეთ და ვიგებდით, მაგრამ როგორც "სავეცკი სპორტმა" ირონიით შენიშნა, "ბენდო" მსაჯ კიანოვის განჩინებათა ანალიზს შეუდგა, და მეტოქე ფრეს გამოგვრჩა.

პეტრენჩუკის შიშები

10-რაუნდა, ორ-წრიანი ფინალის საწყისი ოთხი მატჩიდან სამი შინ გვქონდა, მაგრამ უკვე გვაკლდნენ ხუთი თამაშით დისკვალიფიცირებული ოლეგ ლიპარტელიანი და ორ-მატჩ-მისჯილი მიშა. მაჩანჩალა მოსკოვის ლოკომოტივს შუა პირველი ტაიმიდან 4:0 ვუგებდით, 67-ე წუთზე კი, უხეიროდ მოგერიების შემდეგ, იმათ დაგვალელოვეს. ბედად, გვეყო დრო და ჯანიც, გამარჯვების ლელო რომ შეგვეტანა და ბოლო წუთებზე ორჯერ გაგვეძლო 5-მეტრა შერკინებაში.

სლავას მეორე ჩამოსვლაზეც მოვუგეთ ავთო გიორგაძისა და ჯეელი ფრიდონ ზურაბიანის ლელოებით, სხვა მატჩები კი ისე დასრულდა, რომ უახლოეს მდევარს ოთხით ვუსწრებდით და კიდევ ორს ხუთით. "სპორტმა" ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიჩქმალა, საკავშირო გოს-ტრენერი, ვაძიმ პეტრენჩუკი კი "სოც ინდუსტრიაში" ალალად შიშობდა, ლოკომოტივი უბერავს და ნეტავ ვინ შეაჩერებსო.

შეგვაჩერეს საერთო ძალისხმევით. ლიტველი რეფი გრუმბინასი არ ჩამოვიდა ჩვენს თამაშზე მონინოში და მსაჯობა დაეკისრა ვალერი მასლოვს, ვინც "სლავას" სპორტ-კლუბის თავ-კაცი კი იყო, მაგრამ თავისი გუნდის თამაშზე დასწრების ნაცვლად, ქართველთა საცქერლად მობრძანებულიყო. რეფის გარჯით ვევეა 13 წუთში 9:0 დაწინაურდა. ჩვენებმა მეორე ტაიმში ერთი ხანობა 9:16 გახადეს ანგარიში, მაგრამ მერე იმათ პასი ჩაგვიჭრეს და 30:15 მოგვიგეს.

სხვა ჩავაწერინეთ

"ლელომ" ამაზე დაწერა, "მარცხი არ გვილახავს პრესტიჟს; ლოკომოტივს აქვს საკმაო პოტენცია, რათა წლეულს დაეუფლოს ჩემპიონის ოქროს მედლებსო", ის კი დაფარული დარჩა და ორი თვის შემდეგღა გამჟღავნდა, რომ მონინოში გაუძევებიათ გოგი სუთიაშვილი, ხოლო ჩვენს უფროსობას კომისრისთვის ოქმში ნორჩი როლანდ სულთანიშვილი ჩაუწერინებია.

სუთიაშვილმა ითამაშა შემდეგსავე რაუნდში, ფილის მიღებისას, მაგრამ საგაზეთო ოქმში ჩაჩანიძე დაფიქსირდა. დათო კილასონიამ და ხარშილაძემ მორიგი შოუ რომ გამართეს, 43-ე წუთზე 20:0 ვიგებდით, მერე კი "მეტოქეს ავყევით უხეშობაში" და მიშა სამაგიეროს გადახდისთვის კიდევ გაგვიძევეს.

აქედან მოყოლებული, ბრძოლით წავაგეთ სამი გასვლა (ავიატორი ლოკომოტივი სლავა). საკავშირო სპარტაკიადა რომ დასრულდა, "სპორტს" რაგბი გაახსენდა და ქვეყანას სლავის დაწინაურება ცხრილიანად ახარა, კორესპონდენტმა ალბერტ კალაბაშკინმა კი ლოკომოტივს "მემანქანე" ბენდიაშვილი და ღონიერი მორკინალები მაინც უქო, ხოლო ვირტუოზი ბეკები ხსენების ღირსადაც არ ჩათვალა.

უსაფუძვლო ნერვიულობა?

"სპორტისა" და "ლელოს" ტონი რადიკალურად შეიცვალა სლავასთან გასვლის შემდეგ, რომელიც დინამოს ფეხბურთელთა მიერ თასის მეორედ აღების ხვალ გაიმართა. გრუმბინასმა პირველ ტაიმშივე სამი კაცი გაგვიფრთხილა და ვოვა პეტუხოვი გაგვიძევა, "რკინიგზელთა რიგებში კი ბზარი გაჩნდა ... აშკარა გახდა მოთამაშეთა უსაფუძვლო (?!) ნერვიულობა, თანაგუნდელთა კინკლაობა და მინდორზე დავა"

ამას მოყვა თვე-ნახევრიანი, საერთაშორისო ფანჯარა. საბჭოეთში ჩამოვიდა ინგლისის "ჰედინგლი", ახლანდელი "ლიდსი". შუა კვირაში ლოკომოტივი ძლივს მოგროვდა. ზურაბ ხარშილაძე ფრთაზე გაამწესეს, პირველ ხაზში თამაშს-თავ-მინებებულნი, გურამ მოდებაძე და ბესო მაისურაძე ჩადგნენ, მარქაფაში კი ორი ვეტერანიც დაჯდა. თამაზ მგელაძემ ითამაშა შერკინებაშიცა და ხაზშიც, ბურთაობა კი წამატებულ დროშიღა მოვიგეთ ერთი ქულით.

ბრიტები მანამდე სლავას ეძლია, ბოლოს კი ავიატორმაც დაანგრია. ამაზე გადაირია მენეჯერი პოლ სთივენსი, ჩვენი კლუბი 101 წლისაა, საბჭოეთში კი სულ 20 წელია, რაც რაგბობთო! მერე იყო "სოც ინდუსტრია", რომელიც გეგმით უნდა გამართულიყო ვილნიუსში, მაგრამ ყაზანში მოეწყო და დასიც თანდათან დაეწრიტა: უსახსრობის გამო ჯერ გამოაკლდნენ საქართველო და მოსკოვი, მერე კი უკრაინა და სხვის ნაცვლად დაპატიჟებული რუმინეთი. ჰოდა, სამმა გუნდმა (ორმა საბჭოურმა) ორ წრედ იჯახირა.

ვითომც არაფერიაო

ბოლო სამი რაუნდის წინ გია ახალაძემ "ლელოში" დაწერა, "ლოკომოტივს აკლია მზრუნველობაო" და პირველმაც შენიშნა ქართულ მედიაში, რომ გუნდის "წარმატებები განაპირობა საკუთარმა ხელწერამ, რომლითაც ასე განსხვავდება უმაღლესი ლიგის სხვა ბინადართაგან", ბენდიაშვიმა კი დაიჩივლა, დიღმის ბაზის მოედანს ერთი ნათურაც არ ანათებს, სამუშაოს შემდეგ რომ ვივარჯიშოთო.

ვევეასთან მესამედაც სასტიკი ბრძოლა გაიმართა. 57-ე წუთზე ახლოდან, ძალით რომ შევიტანეთ ლელო და 10:6 დავწინაურდით, იმათ მსაჯ ვილდგრუბეს ზურგში ჩაარტყეს და წააქციეს, მაგრამ ვითომც არაფერიაო, ლენინგრადელი რეფი წამოდგა და ლელოს ნიშნად ხელი შემართა. თამაში მოვიგეთ და ავიატორმაც მოსრა ფილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოქრო დაკარგულებს ვერცხლი ჯიბეში გვედო.

მაგრამ, არა! ნამატჩევს ერთმა ჩვენებურმა მონინოური წყენისთვის შურისგება გადაწყვიტა, მაგრამ წყლით სავსე გრაფინი სამიზნეს ააცილა. ამაზე ატყდა აყალ-მაყალი, შინ მიბრუნებულმა ვევეამ კი ფედერაციაში იჩივლა და წარადგინა იმის ფოტო სამხილი, რომ მონინოში სუთიაშვილი გაეძევებინათ და არა სულთანიშვილი.

კაბინეტში ეკურთხნენ

ბოლოსწინა რაუნდის წინ, პარასკევ საღამოს მოეწყო საკავშირო ფედერაციის საგანგებო სხდომა. სუთიაშვილის გამო ჩამოგვერთვა ვევეასთან მოგება და მარცხად 0:30 მოგვესაჯა; 0:30-ადვე გადაგვიკეთდა ორი წაგებული თამაშის ანგარიშიც, მაგრამ ფილის ძლევა შეგვრჩა; ინციდენტის გამო კიევში გადაგვიტანეს ავიატორის მიღება, სლავა კი ჩემპიონად ვადამდე, კაბინეტში ეკურთხა.

"ლელომ" არა ცნო ფედერაციის განჩინებანი და სამშაბათს მაინც უსანქციებო ცხრილი დაბეჭდა. გულ-გატეხილებმა წავაგეთ ფილთან, ვისაც სლავა ბოლო რაუნდში აღარ გაუძალიანდა, ბოლოს წინაში კი, ჩემპიონის რანგში, სლაველმა ევგენი კოჟინმა მონინოში ბოლო წუთზე 40 მეტრიდან შეაგდო პრესტიჟის ჯარიმა. წავაგეთ კიევშიც, უკვე უაზრო თამაშში და მეოთხე ადგილზეღა გავედით, მაგრამ როგორც შემდეგ წელს გაირკვა, ცხრილის სწორება ამით არ დასრულებულა.

არა, პრესაში აღარაფერი დაბეჭდილა, რაღაი მაგით მთლად გაუტყდებოდა რაგბსა და ჩემპიონატსაც სახელი, მაგრამ რომ გამოიცა წლიური ბროშურა-კალენდარი, ასოკირკიტა მკითხველი მასში გამოქვეყნებულ ცხრილებში ჩაღრმავებითა და მატრიცის გადათვლით აღმოაჩენდა, რომ დასჯილა ავიატორიც - ორი მოგება წაგებად გადაჰკეთებია და ერთი ადგილით, ბოლომდე დაქვეითებულა.

მიუღებელი მოსაზრება

წინა წლის ჩემპიონ ავიატორთან ლოლიაობა იმით აიხსნება, რომ გუნდი ოქტომბრის ბოლოს არ გაუშვეს ინგლისში, რაღაი ბრიტები "არ წყვეტდნენ კონტაქტებს რასისტულ სამხრეთ აფრიკასთან", სამაგიეროდ კი ქუთაისში დანიშნული თასის "ფინალური ოთხეული" ჟიტომირში გადაუტანეს. გულ-მოკლული ლოკომოტივი ამ დროს აღარც ვარჯიშობდა და ლაფში ნულზე დამარცხდა, "ლელოში" კი კატასტროფიდან ორი თვის შემდეგღა დაიბეჭდა მომხდარის გარჩევა.

სტატიას "ურემი რომ გადაბრუნდა" ჰქვია. მის თანახმად, "რესპუბლიკის რეგბისტთა წარუმატებლობის მიზეზებზე უმსჯელიათ" ამიერკავკასიის "ლოკომოტივის" საგზაო საბჭოსა და ფედერაციის პრეზიდიუმს და დაუსკვნიათ, რომ "კოლექტივში საგრძნობლად ჩამორჩება პოლიტ-აღმზრდელობითი მუშაობა" და რომ "ზოგიერთი წამყვანი რეგბისტი მორალურად მოუმზადებელია"

უფროსობამ მიიღო "შესაბამისი დადგენილება ... ამაღლებისა და გარდაქმნის მიზნით". სტატიის ავტორმაც ჩამოაყალიბა მანამდე, თამაშთა რეცენზიებში ბარემ ასჯერ თქმული პირადი, რაგბის თემისთვის ყოვლად მიუღებელი მოსაზრება, რომ "რაგბში უხეშობა დასაშვებია, ოღონდაც თუ რუსები აკრძალულ ილეთებს ზურგს უკან იყენებენ, ჩვენები იგივეს აშკარად სჩადიან" და ამადღა ისჯებიან.

თბილისის არა-ფორმალური

შეჯამებაში იშვიათი მარგი დასკვნაცაა: "გუნდს გამოსავალი წესების დარღვევაში კი არა, რიგების შემჭიდროებაში, ნებისყოფის სიმტკიცეში უნდა ენახაო".

იგივე ითქმის "ელვაზეც", ვინც გადახალისდა, 14 ოსტატობის კანდიდატი და 15 პირველ-თანრიგოსანი ჰყავდა განაცხადში და ექვსეულში შესვლას გეგმავდა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში 17 ქულით რომ ვერ მოუგო იქაურ ლოკომოტივს, იჩხუბა, ხოლო შემოდგომაზე ფათერაკი შეემთხვა ლვოვში, მეათე ადგილზე დაბლა დაეშვა და უმაღლესიდან რომ გავარდა, კიდეც დაიშალა.

ქუთაისიც ექვსეულს მიღმა დარჩა, მაგრამ ელიტაში უპრობლემოდ შეინარჩუნა ადგილი. რამაზ სვანიძემ ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატში შექმნა ქალაქის მეორე გუნდი, რომელიც საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

რესპუბლიკის პირველობის გამართვას საშველი რომ ვერ დაადგა, შემოდგომაზე, ფიზკულტურულზე, უკარებოდ, მოედნის დაუხაზავად, მოეწყო თბილისის არა-ფორმალური პირველობა, რომელიც ჯერაც ჩინებულ ფორმაში მყოფმა ვეტერანებმა მოიგეს, ახალგაზრდული ჩემპიონატი კი გაგანია შეჯიბრში იმად მიატოვეს სამედიცინომ და უნივერსიტეტმა, რომ ლიანგური გაგების ერთგული ჩოხატაურელი მოსეირენი დროდადრო მოედანზე იჭრებოდნენ და სტუმრებს ცემდნენ.

<<<     1979

>>>     XVI საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე

ფერღანა (უზბეკეთი) ! ფორმალური მასპინძელი

15/04   ლოკომოტ!   15:12   კრასნიარ
   ქუთაისი   7:14   ფილი!
   ელვა   12:16   ავიატორი!
   სლავა!   10:9   ვევეა
   ლოკომ(მ)!   22:3   პოლიტეხ(კ)

17/04  

ლოკომოტ  

12:3  

ქუთაისი!

   ელვა!   3:18   პოლიტეხ(კ)
   ავიატორი!   6:6   ფილი
   სლავა   19:3   კრასნიარ!
   ვევეა!   13:9    ლოკომ(მ)

19/04  

ლოკომოტ!  

7:6  

ავიატორი

   ქუთაისი   7:23   სლავა!
   ელვა   6:9   ფილი!
   ლოკომ(მ)!   21:6   კრასნიარ
   ვევეა   4:0    პოლიტეხ(კ)!

21/04  

ლოკომოტ  

3:3  

ფილი!

   ქუთაისი   9:27   ლოკომოტ(მ)!
   ელვა!   7:48   ვევეა
   სლავა   10:0   ავიატორი!
   პოლიტეხ(კ)   21:15   კრასნიარ!

23/04  

ლოკომოტ!  

14:9  

ელვა

   ქუთაისი   12:7   პოლიტეხ(კ)!
   ავიატორი   10:6   ლოკომ(მ)!
   სლავა!   10:3   ფილი
   ვევეა!   48:3   კრასნიარ

არდადეგებზე: 10 სლავა; 9 ლოკომოტ (თბ); 8 ვევეა; 6 ლოკომ (მ) ფილი; 5 ავიატორი - 4 პოლიტეხ (კ); 2 ქუთაისი; 0 ელვა კრასნიარ

მიმოსვლით

27/05   ელვა   9:0   კრასნიარ
   ლოკომოტ   18:7   სლავა
   ქუთაისი   19:42   ვევეა
   ავიატორი   20:6   პოლიტეხ(კ)
   ფილი   12:7   ლოკომ(მ)

  3/06  

ლოკომ(მ)  

0:3  

ლოკომოტ

   სლავა   9:6   ელვა
   ვევეა   21:14   ავიატორი
   პოლიტეხ(კ)   22:16   ფილი

10/06  

ელვა  

17:6  

ქუთაისი

   ლოკომოტ   25:4   პოლიტეხ(კ)
   ავიატორი   19:7   კრასნიარ
   ფილი   15:12   ვევეა
   სლავა   18:4   ლოკომ(მ)

17/06  

ვევეა  

6:6  

ლოკომოტ

   ქუთაისი   39:10   ავიატორი
   ლოკომ(მ)   23:9   ელვა
   კრასნიარ   14:9   ფილი
   პოლიტეხ(კ)   7:22   სლავა

20/06  

კრასნიარ  

9:4  

ქუთაისი

შესარჩევი 1979  

  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ლოკომოტივი (თბ) 

16   7-0*2   103:50

სლავა (მოსკოვი)  

16   8-1   128:57

ვევეა (მონინო)  

13   6-2*1   203:83

ფილი (მოსკოვი)  

10   4-3*2   87:87

ავიატორი (კიევი)  

9   4-1*1   101:114

ლოკომოტივი (მ)  

8   4-5   119:83

პოლიტეხნიკი (კ)  

6  

3-6  

88:139

ელვა (თბილისი)  

4   2-7   78:143

პოლიტეხ (კრასნ)  

4   2-7   69:165

სახლმშენი (ქუთ)  

4   2-7   106:161

ფინალში: 8 ლოკომოტ (თბ) სლავა; 6 ფილი; 5 ვევეა; 3 ავიატორი; 0 ლოკომ (მ)

<<    პირველი წრე

  1/07  

ლოკომოტ  

10:6  

ლოკომ(მ)

   სლავა   0:6   ავიატორი
   ვევეა   6:6   ფილი

  8/07  

ლოკომოტ  

13:6  

სლავა

   ავიატორი   7:7   ვევეა

  

ლოკომ(მ)  

10:9  

ფილი

12 ლოკ - 8 სლვ - 7 ფილ ვვა - 6 ავი - 2 მოს

15/07  

ვევეა  

30:15  

ლოკომოტ

   სლავა   9:3   ლოკომ(მ)
   ფილი   24:9   ავიატორი

22/07  

ლოკომოტ  

23:9  

ფილი

   სლავა   23:18   ვევეა
   ლოკომ(მ)   17:10   ავიატორი

29/07  

ავიატორი  

21:13  

ლოკომოტ (30:0)

   ფილი   3:6   სლავა

  

ვევეა  

13:12  

ლოკომ(მ)

14 ლოკ სლვ - 11 ვვა - 9 ფილ - 8 ავი - 4 მოს

<<    მეორე წრე

  5/08  

ლოკომ(მ)  

14:12  

ლოკომოტ (30:0)

   ავიატორი   8:14   სლავა
   ფილი   22:6   ვევეა

12/08  

სლავა  

24:12  

ლოკომოტ

   ვევეა   9:3   ავიატორი
   ფილი   9:3   ლოკომ(მ)

არდადეგებზე: 18 სლავა; 14 ლოკომოტ (თბ); 13 ფილი ვევეა; 8 ავიატორი; 6 ლოკომ (მ)

23/09   ლოკომოტ   19:12   ვევეა (0:30)
   ლოკომ(მ)   3:15   სლავა

  

ავიატორი  

20:4  

ფილი ((0:30))

20 სლვ - 16 ლოკ - 13 ფილ ვვა - 10 ავი - 6 მოს

 28/09

საგანგებო სხდომა (ლოკომოტ 0:30 ვვა)

30/09  

ფილი  

9:7  

ლოკომოტ

   ვევეა   9:11   სლავა
   ავიატორი   7:16   ლოკომ(მ)

 7/10  

ავიატორი  

10:7  

ლოკომოტ ((0:30))

   სლავა   6:20   ფილი

  

ლოკომ(მ)  

3:22  

ვევეა

22 სლვ - 17 ფილ ვვა - 14 ლოკ - 12 ავი - 8 მოს

ფინალი 1979  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

სლავა (მოსკოვი)  

22   11-4   169:129

ფილი (მოსკოვი)  

19     8-4*3   180:114

ვევეა (მონინო)  

17  

  7-5*3  

211:156

ლოკომოტივი (თბ)

16     7-6*2   147:196

ლოკომოტივი (მ)  

8     4-11   129:160

ავიატორი (კიევი)  

8     3-10*2 116:197

ქულა

147  ვლადიმირ ბობროვი (ვვა)
  90  ევგენი კოჟინი (სლვ)
  83  დათო კილასონია (ლოკ)
  61  დუგლას კავთელაშვილი (ქუთ)

<<    დარჩენა-ასვლაზე (VII - XIV ადგილები)
1/07-8/10 მიმოსვლით

ქუთაისი - ლვოვი 20:6 ქთ, პოლიტეხ (კ) 6:4 ქთ ...
რაფ 28:15 ქთ, პრიმორ 0:6 ქთ, ელვა 12:12 ქთ

ელვა - პოლიტეხ (კ) 15:3 თბ (30:0)
ლვოვი 26:8 თბ, პრიმორ 10:3 ლენ ...
კრასნ 13:19, პრიმორ 9:6 თბ, რაფ 21:6 თბ ...

ქვედა ფინალი 1979

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

პოლიტეხ (კრასნ)  

22   10-2*2   224:97

პრიმორეცი (ლენინ)

21   10-3*1   199:101

სახლმშენი (ქუთ)  

17   7-4*3   198:96

პოლიტეხნიკი (კ)  

17  

8-5*1  

240:134

ელვა (თბილისი)  

14   6-6*2   138:178

რაფ (ელგავა)  

10   4-8*2   164:290

სოკოლი (ლვოვი)  

7   3-10*1   116:241

პოლიტეხ (ალმათა)

6   3-11   116:258

ქულა: 125 (61+84) დუგლას კავთელაშვილი (ქუთ)

>>>    IV საკავშირო თასი

<<    მეთექვსმეტედფინალი

13/05   ელვა   3:9   ქუთაისი

<<    მერვედფინალი

20/05   პრიმორეცი   6:19   ლოკომოტ
24/06   ქუთაისი   6:18   სლავა

<<    მეოთხედფინალი

14/10   ლოკომ(მ)   10:13   ლოკომოტ
   ვევეა   10:12   ავიატორი
   პოლიტეხ(კ)   9:6   სლავა
   კრასნიარ   3:20   ფილი

ფინალური ოთხეული * ჟიტომირი (უკრაინა)

<<    ნახევარფინალი

  8/11 ავიატორი   21:0   ლოკომოტ
   პოლიტეხ(კ)   11:3   ფილი !დდ

<<    ფინალი

10/11   ავიატორი  

24:0  

პოლიტეხ(კ)

>>>    "რეგბი თოვლზე"

თებერვალი. მოსკოვი [ზოგჯერ 20 გრადუს ყინვაშიო]

1#სლავა 6 (2-0#2) - 2#ფილი 5 (2-1*1) 6:6,
3#ლოკომ(მ) 4 (2-2), 4#ქუთაისი 3 (1-2*1), 5#ვევეა 2 (1-3)

>>>    ოსტატთა გუნდები
შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ავთო გიორგაძე#10; 14-11 მიშა ხარშილაძე, მერაბ ჟღენტი, თამაზ მგელაძე<ვვა, თამაზ სალთხუციშვილი, ფრიდონ ზურაბიანი, ოლეგ ლიპარტელიანი, გივი ავლასტიმოვი; 10 მერაბ ანთაძე კაპ, ფარსმან გაბაძე, ნუკრი აბაშიძე<ელვ#15; 9 დათო კილასონია (კაპ) (ზურაბ ხარშილაძე)

(ფორ) 1-3 შოთა ხარშილაძე, საშა ცისკარიშვილი!ჰ, ზურაბ ჩაჩანიძე#!ჰ#7, გოგი სუთიაშვილი; 4-5 მამუკა ვაზაგაშვილი<ელვ#6, მიხო ჯვარიძე#6, ნუკრი წერეთელი#3, რამაზ სანებლიძე<ელვ (დემურ ცხვედიანი, როლანდ სულთანიშვილი) 6-8 ვოვა პეტუხოვი, დათო შავდია<ელვ, თემურ ბენდიაშვილი, ირაკლი დოლიძე, ავთო ღიბრაძე#5 (კაპ) (ნოდარ ლიპარტელიანი)

(მწ) ბენდიაშვილი (მნჯ) ზურაბ ქელბაქიანი

ქულა (რაც დადგენილია)

57 (2ლ 11გ 9ჯ) კილასონია
16 (4ლ) მ.ხარშილაძე
13 (2ლ გ ჯ) გიორგაძე
12 (3ლ) ლიპარტელიანი ზურაბიანი
  4 (ლ) შ.ხარშილაძე დოლიძე ჩაჩანიძე
  3 (ა) ანთაძე

გაძევება: 2 მ.ხარშილაძე პეტუხოვი;
1 ლიპარტელიანი შ.ხარშილაძე ცისკარიშვილი სუთიაშვილი

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 ავთანდილ ჩოგოვაძე#10, ნუგზარ ტყაბლაძე#14, თემურ ცინცაძე<ელვ; 14-11 ბათლომე ხამაშურიძე, ზაზა გოგავა, გელა გვეტაძე, ალეკო ნიქაბაძე, ავთო გურეშიძე#15, მერაბ ცინცაძე, ვახტანგ ჯებაშვილი, იური ჯინჭარაძე (მუსა დიშეკოვი<ნლჩ) 10 დევი თუთბერიძე#13; 9 ვახტანგ შვანგირაძე /

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე, ავთო ჩუბინიძე, გრიგოლ გაბუნია#4, ალეკსეი ატამასი<კიევი#5, ოთარ ალავიძე; 4-5 სოსო გრძელიძე, ჟამბოტ აბიტივი<ნლჩ, სულიკო ტყეშელაშვილი#11; 6-8 ბესო ლილუაშვილი#4, რუსლან ძახმიშევი<ნლჩ, დუგლას კავთელაშვილი კაპ, ანზორ ალხაზაშვილი#5, ბორის ზიბზიბაძე, თამაზ ცქიტიშვილი

(მწ) შალვა ქურციკიძე

ქულა (რაც დადგენილია)

55 (4ლ 5გ 5ჯ ა + 11ქ) კავთელაშვილი
24 (6ლ) ხამაშურიძე
12 (3ლ) გოგავა ლილუაშვილი
12 (3გ 2ა) თუთბერიძე
  8 (2ლ) გაბუნია
  7 (ლ ა) ჩოგოვაძე
  4 (ლ) ალხაზაშვილი გურეშიძე

<<    ელვა

(ბეკ) 15 გია ქერაშვილი<სპი#3#1; 14-11 ვალერი მარჩუკი#7, ლაშა გეგენავა<სპი, ვაჟა პაიჭაძე, ვანო ბახტაძე კაპ-2 მერაბ გოგიჩაიშვილი, გიგა დადიანი<სპი (მერაბ ნიჟარაძე) 10 სპარტაკ ეკალაძე#15, რამაზ ბერაძე, ირაკლი ნაცვლიშვილი; 9 გოგი ჯალაღონია, ამირან შავგულიძე, მალხაზ ჭეიშვილი<სპი /

(ფორ) 1-3 გია ნიჟარაძე#!ჰ, ნუკრი კორტიკაძე!ჰ, მამუკა ერიკაშვილი, საშა დადეშქელიანი, თემურ მიკირტუმოვი<მედ (გია მეტრეველი<სპი); 4-5 კაკო ჭანკოტაძე კაპ-1 ზურაბ რეხვიაშვილი, ზურაბ კემულარია, გია გვაზავა#3, გია მიქაძე<თსუ, საშა ნაჭყებია<სპი; 6-8 გაიოზ მონიავა<სპი, ალეკო გრიგალავა, სერგო რამიშვილი, ბიძინა ბერიშვილი<სპი, ლევან მგელაძე<ლოკ

(მწ) რამიშვილი, ეკალაძე

ქულა (რაც დადგენილია)

35 (4გ 8ჯ ა) ეკალაძე
12 (3ლ) დადიანი
  8 (2ლ) ბახტაძე ჭანკოტაძე მონიავა
  4 (ლ) ბერიშვილი შავგულიძე გრიგალავა ქერაშვილი გეგენავა

>>>    ჰედინგლის (ლიდსი) ჩამოსვლა
(ჯერ საბჭოთა გუნდის მონაგარი)

19/08   სლავა (მ)   16:3
22/08   ლოკომოტივი 17:16
25/08   ავიატორი (კ)   35:3

ლოკ: გიორგაძე (გაბაძე 80+) ზ.ხარშილაძე ავლასტიმოვი ჟღენტი (თ.მგელაძე 64) ნ.აბაშიძე (10-9) ანთაძე კილასონია / ბესო მაისურაძე, გურამ მოდებაძე, წერეთელი; ღიბრაძე კაპ, ჯვარიძე; თ.მგელაძე (შავდია 41) დოლიძე ბენდიაშვილი (მრქ) გელა მიქაბერიძე, კოკა ლაზიშვილი, გია მიქაძე - 3ლ: დოლიძე ზ.ხარშილაძე (2 3); გ ჯ: კილასონია

რეფ გოჩა აბაშიძე - 6:0(7) 6:6(21) 10:6(28) 10:12(38) / 10:16(56) 13:16(79) 17:16(80+) ბოლო (80+5)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1978/79

<<    პირველი ჯგუფი
(სბჭ: ხარკოვი რაჯენკოვი ფილი)

18/02   იტალია   9:15   საფრანგეთი
  4/03 საფრანგეთი   92:0   ესპანეთი
14/04   იტალია   18:3   პოლონეთი
22/04   რუმინეთი   44:0   იტალია
29/04   ესპანეთი   6:22   რუმინეთი
  6/05 საბჭოეთი   9:15   რუმინეთი
13/05   პოლონეთი   7:19   საბჭოეთი
20/05   საბჭოეთი   15:9   ესპანეთი

! ჩვენიანი ნაკრებში: დათო კილასონია

ფირა 78/79  

მ-წ  

გატ:გაშ

საფრანგეთი   5-0   171:34
რუმინეთი   4-1   117:33
საბჭოეთი   3-2   61:69

იტალია  

2-3  

71:76

პოლონეთი   1-4   47:100
ესპანეთი   0-5   25:180

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1979/80

<<    პირველი ჯგუფი
(სბჭ: ფილი კასაბლანკა)

30/09   პოლონეთი   3:13   იტალია
28/10   საბჭოეთი   9:0   იტალია
18/11   რუმინეთი   49:15   პოლონეთი
25/11   მაროკო   3:11   საბჭოეთი
  2/12 საფრანგეთი 30:12   რუმინეთი

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა
11-15/04  ლისაბონი (პორტუგალია) 10 გუნდი

2#საბჭოეთი -
იუგოსლავია 68:7, ესპანეთი 19:9, 1#საფრანგეთი 4:21
! ჩვენები ნაკრებში: მიშა ხარშილაძე, ნოდარ ლიპარტელიანი

>>>     "სოც ინდუსტრიის" VI ტურნირი
9-16/09  ყაზანი (თათრეთი)

1#საბჭოეთი 4-0 (136:19) - რუს 26:6 34:7, პოლ 30:0 46:6;
2#რუსეთი 1-3 (39:79) - 3#პოლონეთი 1-3 (25:102) 13:3 13:16

! ჩვენები ნაკრებში: დათო კილასონია, მიშა ხარშილაძე, ნუკრი წერეთელი, ვოვა პეტუხოვი (ოლეგ ლიპარტელიანი)

>>>     საქართველოს პირველობა
არ გამართულა

>>>     საქართველოს თასი

<<    მეოთხედფინალი

  8/03 სპი   18:12   შევარდენი
   ჩოხატაური   4:12   სამედიცინო
   ჭიათურა   4:34   ქუთაისი$2
   სპარტაკი   10:0   უნივერსიტეტი

<<    ნახევარფინალი

11/03   სპი   20:11   სამედიცინო
   ქუთაისი$2   11:4   სპარტაკი

<<    ფინალი (სასოფლო)

18/03   სპი   25:0   ქუთაისი$2

4ლ: ქერაშვილი, გვენეტაძე 2, გეგენავა; 3გ ჯ: ქერაშვილი

სპი: 15 ნიაზ მამრიკიშვილი; 14-11 ირაკლი გვენეტაძე, მალხაზ ნაცვლიშვილი, გიგა დადიანი, გუგა გეგენავა, ზურაბ ციხისელი; 10 ირაკლი იმნაძე, 9 მალხაზ ჭეიშვილი / 1-3 გიზო მონაივა, გია ქერაშვილი, გია მეტრეველი, გია შავთვალაძე, დათო ვარდიაშვილი; 4-5 ვალიკო გავარდაშვილი, ვლადიმერ ჯაში, მერაბ ფერაძე, საშა ნაჭყებია; 6-8 გაიოზ მონიავა, ბიძინა ბერიშვილი, არჩილ ლაგოშვილი, ბიძინა გეგიძე, დიმიტრი მამრიკიშვილი (მწ) გელა მიქაბერიძე

>>>     ჭაბუკთა (1961-62 დაბ) პირველობა
მარტი - აპრილის მიჯნა. ჭიათურა

1#შევარდენი - 2#რიონი ქუთაისი, 3#ლელო ჩოხატაური,
4#იმერეთი ჭიათურა, 5#კოლმეურნე (შევარდენი$2)

საუკეთესონი: ბეკი გია მოდებაძე, მორკინალი გოჩა ჩხეიძე, პირველ ხაზელი გია კარკაძე (შევარ) 10 მურად შეყლაშვილი (ჭიათ) 15 ავთო გურეშიძე (რიონი)

>>>     ჭაბუკთა საკავშირო პირველობა
სექტემბერი. მოსკოვი

1#სლავა - 2#ლოკომ(მ) 11:4, 3#შევარდენი 12:11,
4#ალმათა, 5#კრასნოიარსკი, 6#ავიატორი,
7#ლენინგრადი, 8#ტაშკენტი, 9#რიგა /
ლოკომ(მ) -
შევარდენი 13:12 (მწ რამაზ სანებლიძე)

>>>     ახალგაზრდათა პირველობა
ივლისის ბოლო. ჩოხატაური

1#შევარდენი (4-0) - ჩოხატ 13:12, ჭიათ V:0, მედ 10:0, თსუ 19:0

2#ჩოხატაური (1-2) - ჭიათ 35:4, მედ 7:11

3#ჭიათურა (0-3) - თსუ 12:46

! სამედიცინო და უნივერსიტეტი წავიდნენ

>>>     საკავშირო "ოქროს ოვალი" (1965-66 დაბ)
აგვისტოს დასაწყისი. ზელენოგრადი (მოსკოვის ოლქი)

<<     პირველი პული

2# შევარდენი (113 სკოლა) - 1#სლავა 8:12,
3#ფილი 20:0, 4#ქსენონოვეცი სოლნეჩნოგორსკი 104:0

<<     მეორე პული

2#ქუთაისი (15 სკოლა) - 1#ზელენოგრადი 8:12,
ალმათა 20:16, სპარტაკი (მ) 20:0

<<     ფინალური ოთხეული (ოქროს ქულებით)

1#სლავა 5 (2-0*1) - ზელენოგრადი 16:16, ქუთაისი 12:8;

2#შევარდენი 4 (2-1) - 3#ზელენოგრადი 3 (1-1*1) 16:12,
4#ქუთაისი 1 (0-3)
4:0

! ქუთაისმა მოიგო ესტაფეტა, რისთვისაც დაემატა ერთი ქულა

<<     შესარჩევები (ივნისი)

ზელენოგრადი

1#ქუთაისი - ლოკომოტივი (მ) 52:4, სოლნეჩნოგორსკი 92:4, ტრუდი (ლენინგრადი) 46:16, ყაზანი 68:8, ზელენოგრადი 48:20, სლავა 12:12
(მწ) გიზო ცქიტიშვილი, რამაზ სვანიძე, ვახტანგ შვანგირაძე

ალმათა

2#შევარდენი: კობა გელუტაშვილი, ნუგზარ გოგიშვილი, ნ.კოშკაძე, ემზარ ბაციკაძე, ა.ასლანიშვილი, თ.თადიაშვილი, მ.ღუდუშაური, ა.გოგუაძე (მწ) ემზარ სულაქველიძე

>>>     კარპატული შემოდგომა
ნოემბრის დასაწყისი. ლვოვი (უკრაინა)

1#სლავა - 2#ქუთაისი 7:6, 3#ალმათა, 4#ემგეუ (მოსკოვის უნივერსიტეტი) ... სოკოლი, უნივერსიტეტი, სპარტაკი (ლვოვი)

>>>     თბილისის "ველური" პირველობა
ნოემბერ - დეკემბერი (X:0 მოგება ჩაეთვალა)

1#ვეტერანები (5-0) - სპი 19:18, შევ 18:4, მედ 28:26, თსუ 40:8, ლოკ X:0

2#სპი (4-1) - შევ 20:6, მედ 33:14, თსუ 21:13, ლოკ 19:8

3#შევარდენი (3-2) - მედ 3:0, თსუ 22:10, ლოკ X:0

4#სამედიცინო (2-3) - თსუ 11:7, ლოკ X:0

5#თსუ (1-4) - 6#ლოკ (0-2, 3X) 16:12

თბილისი (ვეტერანები; "ლელოს" თანახმად) ირაკლი კიზირია, გოჩა აბაშიძე, ნუკრი აბაშიძე, თამაზ მგელაძე, გურამ მოდებაძე, რამაზ სანებლიძე, ზურაბ ხარშილაძე, თამაზ ანდღულაძე, ნუგზარ ბუგიანიშვილი, გელა მიქაბერიძე, სერგო კეშელავა, კაკო ჭანკოტაძე ... მერაბ ფერაძე

<<< >>>