დონე დაეცა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ ოლიმპიურ 1980 წელს, რომელშიც "ლოკომოტივი" გადახალისდა, ქუთაისი თბილისში დაოსტატებულებით შეივსო და საბჭოეთის მეშვიდე გუნდად იქცა, პირველ ლიგაში შედგა "შევარდენის" დებიუტი, აღდგა კნინი შინაური პირველობა, რეგბის გაშუქების დონე და სიხშირე კი დაეცა.

იმდენად მწარე იყო წინა წელს ლოკომოტივისთვის პირველობის წართმევით მოგვრილი იმედ-გაცრუება, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს თავი ანებეს მერაბ ანთაძემ, გოგი სუთიაშვილმა, დემურ ცხვედიანმა, მამუკა ვაზაგაშვილმა, ნუკრი აბაშიძემ, ვოვა პეტუხოვმა, თამაზ მგელაძემ; დათო კილასონიამ და ირაკლი დოლიძემ კი მხოლოდ აპრილში, ფერღანის ტურში ირაგბეს.

მოძლიერებულსა და პატრონიან ქუთაისში გადავიდნენ ავთო გიორგაძე, ოლეგ ლიპარტელიანი და საშა ცისკარიშვილი. რკინიგზის გუნდი შეივსო პოლიტექნიკურის, უნივერსიტეტისა და სამედიცინოს გაზრდილებით. მათ გამო გურუ თემურ ბენდიაშვილმა "ლელოს" უთხრა, დაე, ბიჭებმა თავი თავად გააცნონ პუბლიკასო და ეგეც დააყოლა, შარშანდელი მარცხი ჩვენივე ბრალი იყო - ცდუნებას ავყევით და დისკვალიფიცირებული მოთამაშით ჩავატარეთ ბოლო მატჩებიო.

მწურთნელმა სეზონის მიზნად "კოლექტივის აწყობა, შეთამაშება, საგაისოდ მტკიცე საფუძვლის შექმნა" დასახა და აღიარა, საპრიზო ადგილის მოპოვება გაგვიჭირდებაო. რეზერვი ნიჭიერი რომ იყო, ეგ მაისშივე გამოჩნდა ნოვი რაზდოლში (ლვოვი) 23 წლამდელთა საკავშირო პირველობაზე, სადაც ლოკომოტივის ჯეელმა ბირთვმა ექვსივე თამაში მოიგო და "ჩემპიონობით უპასუხა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მხრიდან მათზე ზრუნვას"

დიდი დანაკლისი

მანამდე იყო შუა აზია, სადაც სეზონის გასახსნელად მესამედ მოგროვდა ათივე გუნდი. ფერღანიდან "სავეცკი სპორტში" რეპორტაჟებს აქვეყნებდა ალბერტ კალაბაშკინი, ვინც შენიშნა, რომ სტარტზე ლოკომოტივის კრასნოიარსკთან წაგება სენსაცია იყო, მაგრამ თანდათან ეგეც დათვალა, რომ 11 ოსტატი გვაკლდა.

ჰოდა, მეოთხე რაუნდში ლოკომოტივი სულ ბოლომდე რომ უგებდა ჩემპიონ სლავას, ვინც ფრეს მაინც გამორჩა, კორესპონდენტმა ბენდიაშვილისა და კილასონიასთვის ქება არ დაიშურა.

მესამე რაუნდში ქუთაისმა ლოკომოტივს პირველი ტაიმი 9:7 მოუგო, მაგრამ ტური მაინც ხუთი წაგებით დაასრულა. დასკვნით მატჩში რკინიგზელებმა ტაიმ-ნახევარი ვერაფრით დაალელოვეს კაც-გაგდებული ფილი და ნულოვან ფრეს დაჯერდნენ, "ერთა თასის" მატჩების შემდეგ კი, ივნისში, წინასწარი წრე შეიკრა მოსკოვში, სადაც დედაქალაქის სამი გუნდი პროვინციელებს მასპინძლობდა.

რაინდივით იბრძვისო

ქუთაისმა სტარტზე ორი თამაში მოიგო, ლოკომოტივმა კი გაჭირვებით გაასაღა კონკურენტი კაპეი (კიევის პოლიტეხნიკი). ბოლოსწინა რაუნდში ქუთაისს ცოტა დააკლდა ამავე გუნდის ძლევამდე და კალაბაშკინმაც უკვე დუგლას კავთელაშვილს შეასხა ხოტბა - რაინდივით (ვიწიაზ) იბრძვის და სხვა მორკინალებს უკან განგებ რჩება, რათა სიტუაცია უკეთ შეაფასოს და შეტევაში ჩაერთოსო.

ბოლო რაუნდში, დერეფანსა და მოლში ავთო ღიბრაძის სიმარჯვის მიუხედავად, მაინც წავაგეთ კონკურენტ ავიატორთან - ანატოლი გონიანმა არეკნი 55 მეტრიდან გაგვიტანა, მაგრამ გვიშველეს მოსკოველმა რკინიგზელებმა - მეორე ტაიმში უშანსოდ დაამარცხეს კაპეი. ჰოდა, პირადში მოგებით შევედით ექვსეულში, სადაც სამი გუნდი მედლებისთვის იბრძოდა და სამიც, ჩვენიანად, ღირსებისთვის.

მოსკოვის ოლიმპიადის გადამკიდე, ფინალის ათი რაუნდი ივნისიდან ოქტომბრამდე, სამ მონაკვეთად გაიწელა. აირია კალენდარიც: პირველ რაუნდს მეოთხე მოყვა, ამას მეცხრე (რომელშიც იგივე წყვილები ხვდებოდნენ) და მხოლოდ აგვისტოს შუაწელიდან, ლამის მიჩუმათებული თასის შემდეგ, ჩატარდა თამაშები კანონიკური რიგით.

შავ "პუმებში"

რაგბი ვაკეში ივნისის ბოლოსღა, ცხრა თვის შემდეგ დაბრუნდა. ავაცილეთ სამი ჯარიმა და ავიატორმა დაგვიდო ხუთი. ამაზე ლელოში დაიწერა, "გუნდი მხარდაჭერას მოითხოვსო", მაგრამ შემდეგ კვირასვე ვეწვიეთ კიევს და მოვუგეთ ნულზე, ორი გოლით, რომელთაგან მეორე კურიოზული იყო: ბენდიაშვილმა ჯარიმა გაათამაშა და მიმყოლი რომ ვერავინ დაინახა, გაბრაზებულმა ბურთი დაანარცხა და არეკნი შეაგდო.

ნაოლიმპიადევს ლელომ წაუძინა და ვაკეში ფილის ძლევა გამორჩა. ბედად, კოტე გაბრიჩიძემ გადაიღო ფილმი, "თემური და მისი გუნდი" და რაღაი გაზეთში რაგბის ფოტოები თითქმის აღარ იბეჭდებოდა, ბლომად შემოგვინახა შავ "პუმებში" გამოწყობილი ლოკომოტივი. ხუთი საშინაო მატჩიდანაც ერთადერთი (!) გაირჩა ოქმით და ოდენ 4-გუნდა რესპუბლიკურ პირველობაზეც, ჩემპიონის შემადგენლობას ვინ ჩივის, ანგარიშებიც კი არ დაწერილა.

წყვილი-თეთრ-ზოლა ფორმა შავგვრემან ქართველებს ძაან შვენოდათ. შემოდგომაზე გუნდიც დალაგდა და გამოიკვეთა 15-ეული. ლოკომოტივს შნოიანად აბურთავებდა ახალი 10-9 ღერძი: გივი ავლასტიმოვი - 33 წლის ზურაბ ხარშილაძე. ვაკეში მომავალ ჩემპიონ ვევეას ფრე გავუგორეთ და მოლით 80 მეტრზეც ვათრიეთ, უკვე ექს-ჩემპონ სლავას კი ბენდიაშვილმა კოხტად რომ გაუტანა ჯარიმა, საათების ქარხანას მოსკოვისვე ლოკომოტივმა გაუსწრო.

სამართალი განაჩინა

და მაინც, სეზონი სავალალოდ დასრულდა: ბოლო მატჩში, სწორედ მაგ ლოკომოტივთან, მსაჯმა პირველი ტაიმის ბოლოს გაგვიძევა ფრიდონ ზურაბიანი, მეორის მიწურულს კი თამაზ სალთხუციშვილიც. ამის მიუხედავად, ცამეტნი თხუთმეტს ერთი ქულით ვუგებდით, მაგრამ არა: მეორე წამატებულ წუთზე კუზოვკინმა 35 მეტრიდან გაგვიტანა ჯარიმა და სტუმრები ვერცხლის აღნიშვნას შეუდგნენ, ხოლო რკინიგზის შეფებმა ხელი დაიბანეს, აბა, ჩვენ რა მოგვეკითხებაო.

მაშინ ვერელმა ფიზიკოსმა, "ბენდომ" სამართალი თავად განაჩინა და წაუთაქა რეფს, კაუნასელ ზეინკალ ვასილენკოს, რისთვისაც თამაშიცა და მწურთნელობაც, როგორც მერე გამოჩნდა, ერთი წლით აეკრძალა, ლელოში კი დაიბეჭდა ქომაგთა წერილი, ესაო და "ასეთი მსაჯობით წინ როდი წავა ჩვენი (!) ქვეყნის რეგბიო"

ლელოსა და სპორტის თანახმად, ლოკომოტივმა მეოთხე ადგილზე დააფინიშა. მალევე რომ შედგა საგაისო პულები და განრიგი, ჩვენი გუნდი მეოთხე ნომრად ჩაწერეს, მაგრამ 1981 წელს გამოიცა სეზონის ბროშურა-კალენდარი და გაირკვა, რომ "გაძევებათა ლიმიტის (ოთხი!) გადაჭარბებისთვის" თბილისსაც დაქვითვია ქულა და ფილი ასულა მეოთხე პოზიციაზე.

შევარდენი დუჟინში

ეგ კიდევ რაა! ბროშურის ცხრილის ანალიზით დგინდება, რომ ავიატორი კიდევ გამოუჭერიათ დარღვევაზე და მოსკოვის ლოკომოტივთან 0:30 მიუსჯიათ, მაგრამ სკანდალური 1979 წლისა არ იყოს, ამჯერადაც მიუჩქმალავთ ტომით ნათესავ "კიანთა" ცდომანი.

ლელოს თანახმად (საკავშირო მედიაში არც ამაზე დაწერილა) ქვემოთ, ასვლა-დარჩენაზე მოთამაშე რვეულში, უარესი მოხდა: ლენინგრადმა და კაპეიმ უთამაშებლად გააფორმეს 4:4 ფრე. ლენინგრადმა ჯამური მერვე ადგილი დაიჭირა და სამი ქულის ჩამოკლების შემდეგაც მეათეზე დაბლა არ დაშვებულა, მაგრამ "საკავშირო სპორტკომიტეტმა" ორივე ფალსიფიკატორი დაძირა.

მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, უმაღლესი ლიგა საგაისოდ ათიდან 12 გუნდამდე გაფართოვდა. დეკემბრის დამდეგს რომ მოიკვეთა ორი ცდომილი, მოწინავე დუჟინში მოხვდა ჩვენი შევარდენიც, ვინც პირველ ლიგაში შეცვალა უმაღლესიდან გავარდნილი და დაშლილი ელვა და ვისაც სპი ადრევე შეუერთდა. ბიჭები სხვებთან შედარებით უმცროსები რომ იყვნენ, ხშირად იმტვრეოდნენ. ჰოდა, ბარემ ორმოცმა დააჭაშნიკა ასპარეზი, სასოფლოს სტადიონი კი რაგბის კერად იქცა.

<<<     1980

>>>     XVII საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე

ფერღანა, მარღილონი (უზბეკეთი) ! ფორმალური მასპინძელი

12/04   ლოკომოტ!   7:16   კრასნიარ
   ქუთაისი   9:10   ფილი!
   სლავა!   36:7   პოლიტეხ(კ)
   ვევეა!   20:6   პრიმორეცი
   ლოკომ(მ)!   10:9   ავიატორი

14/04  

ლოკომოტ  

19:15  

პრიმორეცი!

   ქუთაისი!   6:34   ვევეა
   სლავა!   18:12   ფილი
   ლოკომ(მ)   37:10   კრასნიარ!
   ავიატორი   25:6   პოლიტეხ(კ)!

16/04  

ლოკომოტ!  

14:9  

ქუთაისი

   ვევეა!   12:6   სლავა
   პოლიტეხ(კ)   21:9   ფილი!
   ლოკომ(მ)!   25:15   პრიმორეცი
   ავიატორი!   43:6    კრასნიარ

19/04  

ლოკომოტ  

15:15  

სლავა!

   ქუთაისი!   6:12   ლოკომ(მ)
   ვევეა!   25:6   ფილი
   ავიატორი   22:12   პრიმორეცი!
   პოლიტეხ(კ)!   12:9   კრასნიარ

21/04  

ლოკომოტ!  

0:0  

 ფილი

   ქუთაისი   3:18   ავიატორი!
   სლავა   26:13   ლოკომ(მ)!
   ვევეა!   23:15   პოლიტეხ(კ)
   კრასნიარ!   6:6   პრიმორეცი

არდადეგებზე: 10 ვევეა; 8 ლოკომ (მ) ავიატორი; 7 სლავა; 6 ლოკომოტ (თბ); 4 პოლიტეხ (კ) - 3 ფილი კრასნიარ; 1 პრიმორეცი; 0 ქუთაისი

მოსკოვი ! ფორმალური მასპინძელი

  2/06

ლოკომოტ  

3:26  

ვევეა!

   ქუთაისი!   21:18   კრასნიარ
   სლავა!   18:12   ავიატორი
   ფილი!   12:19   ლოკომ(მ)
   პოლიტეხ(კ)!   20:13   პრიმორეცი

  4/06

ლოკომოტ!  

6:3  

პოლიტეხ(კ)

   ქუთაისი   10:6   პრიმორეცი!
   სლავა   15:7   კრასნიარ!
   ლოკომ(მ)!   0:3   ვევეა
   ფილი   6:0   ავიატორი!

  6/06

ლოკომოტ!  

3:6  

ლოკომ(მ)

   ქუთაისი   18:20   პოლიტეხ(კ)!
   სლავა!   27:12   პრიმორეცი
   ფილი!   18:0   კრასნიარ
   ვევეა!   16:6   ავიატორი

16 ვვა, 13 სლვ, 12 მოს -
8 ავი
ლოკ კპი / 7 ფილ, 4 ქუთ

  8/06

ლოკომოტ  

0:3  

ავიატორი!

   ქუთაისი!   10:9   სლავა
   ლოკომ(მ)!   28:6   პოლიტეხ(კ)
   ფილი   20:13   პრიმორეცი!
   ვევეა   21:9   კრასნიარ!

შესარჩევი 1980  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   18   9-0   180:  57
ლოკომოტივი (მ)   14   7-2   150:  90
სლავა (მოსკოვი)   13   6-2*1   170:100
ავიატორი (კიევი)   10   5-4   138:  77
ფილი (მოსკოვი)   9   4-4*1     93:105
ლოკომოტივი (თბ)   8   3-4*2     67:  93

პოლიტეხნიკი (კ)  

8  

4-5  

110:167

სახლმშენი (ქუთ)   6   3-6     92:141
პოლიტეხ (კრასნ)   3   1-7*1     81:180
პრიმორეცი (ლენინ) 1   0-8*1     98:169

ფინალში: 10 ვევეა; 7 სლავა; 6 ლოკომ (მ); 3 ფილი; 2 ავიატორი, ლოკომოტ (თბ)

<<    პირველი წრე

21/06  

ლოკომ(მ)  

7:13  

ფილი

22/06   ვევეა   18:4   ლოკომოტ
   სლავა   21:6   ავიატორი

29/06  

ლოკომოტ  

0:23  

ავიატორი

   ვევეა   31:3   ფილი
   სლავა   9:6   ლოკომ(მ)

  6/07

ავიატორი  

0:6  

ლოკომოტ

   ფილი   6:12   ვევეა
   ლოკომ(მ)   12:6   სლავა

არდადეგებზე: 16 ვვა, 11 სლვ, 8 მოს - 5 ფილ; 4 ავი ლოკ

17/08  

ლოკომოტ  

10:6  

ფილი

   ვევეა   10:15   სლავა
   ავიატორი   7:12   ლოკომ(მ)

24/08  

სლავა  

12:0  

ლოკომოტ

   ლოკომ(მ)   3:9   ვევეა
   ფილი   3:0   ავიატორი

30/08  

ფილი  

3:20  

სლავა

31/08   ლოკომ(მ)   23:22   ლოკომოტ
   ავიატორი   9:13   ვევეა

<<    მეორე წრე

  6/09

ლოკომოტ  

3:3  

ვევეა

   ავიატორი   18:11   სლავა
   ფილი   6:12   ლოკომ(მ)

არდადეგებზე: 21 ვვა, 17 სლვ, 14 მოს - 7 ლოკ ფილ; 6 ავი

27/09   სლავა   14:22    ვევეა
28/09   ფილი   14:6   ლოკომოტ
(30:0)   ლოკომ(მ)   25:9   ავიატორი

23 ვვა (ჩემპ) 17 სლვ, 16 მოს -
9 ფილ, 7 ლოკ, 6 ავი

  5/10

ლოკომოტ  

11:8  

სლავა

   ვევეა   3:16   ლოკომ(მ)
   ავიატორი   10:0   ფილი

23 ვვა, 18 მოს, 17 სლვ - 9 ფილ ლოკ; 8 ავი

12/10  

ლოკომოტ  

8:10  

ლოკომ(მ)

   ვევეა   25:21   ავიატორი
   სლავა   9:0   ფილი

ფინალი 1980  

ქ  

მ-წ*ფ  `დ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   24   12-2*1  `1 228:115
ლოკომოტივი (მ)   20   10-5   179:136
სლავა (მოსკოვი)   19     9-5*1   208:152

ფილი (მოსკოვი)  

8  

  4-10*1`1

  90:179

ლოკომოტივი (თბ) 8     3-9*3  `1   91:167
ავიატორი (კიევი)   7     4-11   `1 124:171

ქულა

147  ვლადიმირ ბობროვი (ვვა)
140  ალეკსანდრ კუზოვკინი (ლკმ)
  96  ანდრეი ბარინოვი (სლვ) ...

  31  მიშა ხარშილაძე (ლოკ)

 პირველი ლიგა

ივნისის დამდეგი. თემირთაუ (ყარაგანდა, ყაზახეთი)

1#პოლიტეხნიკი ალმათა 5-0, 2#შევარდენი 3-2 (69:68) /
ნოვოკუზნეცკი, ტაშკენტი, კუიბიშევი 2-3; 6#მაი 1-4

<<    დარჩენა-ასვლაზე (VII - XIV ადგილები)
22/06-26(?)/10 მიმოსვლით

ქუთაისი - შევარდენი 48:3 (22/06), პრიმორეცი 31:9 (29/06), ავტომობილისტი 26:0 (6/07), ლვოვი 27:25 (13/07) ... I წრეში 6-1 (172:69)

შევარდენი - ავტომობილისტი 10:7 (29/06), პრიმორეცი 3:3 (6/07), კაპეი 12:24 (13/07), ლვოვი 6:20 (20/07) ... I წრეში 1-5*1 (35:161) ... კრასნოიარსკი 14:20 (12/10)

ქვედა ფინალი 1980  

ქ  

მ-წ*ფ  `დ

გატ:გაშ

სახლმშენი (ქუთ)   20   10-4   269:154
პოლიტეხ (კრასნ)   19     9-4*1   198:181
პოლიტეხ (ალმათა)   18     9-5   321:191
%პრიმორეცი (ლენინ)   16     8-3*3  `3 240:150

%პოლიტეხნიკი (კიევი)

14  

  8-5*1  `3

219:198

სოკოლი (ლვოვი)   10     4-8*2   189:280
ავტომობილისტი (მ)   3     2-12   `1 111:231
შევარდენი (თბილისი)   1     1-12*1`2   78:300

% დისკვალიფიკაცია

ქულა

163  ჩისწიაკოვი (პრიმ)
121  ხაირულინი (კრასნ)
105  ავთო გიორგაძე (ქუთ) ...
  75  დუგლას კავთელაშვილი (ქუთ)

>>>     V საკავშირო თასი

<<    მეთექვსმეტედფინალი

სად? შევარდენი 6:14 ქუთაისი

<<    მერვედფინალი

18/05

ავტომობილ  

(0:30)  

ავიატორი

(?)  

ქუთაისი   10:9   ლოკომოტ

<<    მეოთხედფინალი

15/06   ქუთაისი (სად?)

12:27  

ლოკომ(მ)

ფინალური ოთხეული (მოსკოვი)

<<    ნახევარფინალი

  8/08 ვევეა   7:4   სლავა
   ლოკომ(მ)   12:3   ფილი

<<    ფინალი (მაშინოსტროიწელი)

10/08   ვევეა  

19:6  

ლოკომ(მ)

>>>     "რეგბი თოვლზე"

თებერვალი. მოსკოვი. კრასნი ბალტიეცი, მაშინოსტროიწელი

1#სლავა   10:0   2#ლოკომოტივი (მ)
3#ფილი   16:13   4#ქუთაისი
5#ვევეა   25:6   6#რაფ ელგავა
7#ჭაბუკები   18:9   8#კრასნოიარსკი
9#ავტომობილისტ 22:7   10#ალმათა
11#კუიბიშევი   13:4   12#ნოვოკუზნეცკი

პულში: ქუთაისი (3-1*1) - სლავა 0:17, ვევეა 20:15, ჭაბუკები 9:9, ალმათა V:0, კუიბიშევი V:0

>>>     ოსტატთა გუნდები
შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ნიაზ მამრიკიშვილი<სპი; 14-11 მიშა ხარშილაძე, ვანო ბახტაძე<ელვ, მერაბ ჟღენტი, ლევან ხინჩაგაშვილი<მედ, ფრიდონ ზურაბიანი#6, თამაზ სალთხუციშვილი, გიგა დადიანი<სპი, რომან მამულაშვილი<სპი, მამუკა ბეზარაშვილი<თსუ, გია ჭუმბურიძე<თსუ; 10 ამირან ტარიელაშვილი, ფარსმან გაბაძე, გივი ავლასტიმოვი; 9 ზურაბ ხარშილაძე, დათო კილასონია

(ფორ) 1-3 შოთა ხარშილაძე, ზურაბ ჩაჩანიძე!ჰ მალხაზ დათუნაშვილი, გია მეტრეველი<ელვ!ჰ ალეკო გიგინეიშვილი, გია შავთვალაძე<სპი; 4-5 მიხო ჯვარიძე, ავთო ღიბრაძე#6 კაპ, როლანდ სულთანიშვილი#3; 6-8 დათო შავდია, ნოდარ ლიპარტელიანი#4, თემურ ბენდიაშვილი, ირაკლი დოლიძე, პაატა ნარიმანაშვილი<თსუ, არჩილ ლაგოშვილი<სპი

(მწ) ბენდიაშვილი (მნჯ) ალეკო ბაქრაძე

ქულა (რუსული კალენდრიდან)

31 მ.ხარშილაძე
23 კილასონია
21 ზ.ხარშილაძე
17 ბენდიაშვილი
14 გაბაძე
  7 მამრიკიშვილი
  6 ტარიელაშვილი
  4 ზურაბიანი დათუნაშვილი ჩაჩანიძე ნ.ლიპარტელიანი

ქულა (საშინაო მატჩებში)

  8 (2ლ) ნ.ლიპარტელიანი მ.ხარშილაძე
  7 (ლ ჯ) მამრიკიშვილი
  6 (ჯ ა) ბენდიაშვილი
  4 (ლ) დათუნაშვილი
  2 (გ) გაბაძე

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 ავთანდილ ჩოგოვაძე, მერაბ დანელია; 14-11 ბათლომე ხამაშურიძე, თამაზ გიორგობიანი, რომეო ტყეშელაშვილი, ოლეგ ლიპარტელიანი<ლოკ, ზაზა გოგავა, იური ჯინჭარაძე, ოლეგ ჟორჟოლიანი; 10 ავთო გიორგაძე<ლოკ, დევი თუთბერიძე; 9 ვახტანგ შვანგირაძე /

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე, ავთო ჩუბინიძე!ჰ ბესო ლილუაშვილი, საშა ცისკარიშვილი<ლოკ!ჰ დიმა ფულარია!ჰ თენგიზ ტურძელაძე, ვახო შეკიშვილი<თსუ; 4-5 სოსო გრძელიძე, გრიგოლ გაბუნია, საშა ნაჭყებია<ელვ, ალეკო გრიგალავა<ელვ; 6-8 ბორის ზიბზიბაძე, თამაზ ცქიტიშვილი, დუგლას კავთელაშვილი კაპ, ანზორ ალხაზაშვილი, ნუგზარ ტყაბლაძე

(მწ) შალვა ქურციკიძე

ქულა (რუსული კალენდრიდან)

72 გიორგაძე
39 კავთელაშვილი
32 გოგავა
20 ჩოგოვაძე ხამაშურიძე
16 ლიპარტელიანი
12 ობოლაძე ნაჭყებია თუთბერიძე
  8 ლილუაშვილი
  4 ჟორჟოლიანი ცისკარიშვილი ფულარია ჩუბინიძე გაბუნია ალხაზაშვილი

ქულა (ლელოში)

17 (2ლ 3გ ჯ) კავთელაშვილი
16 (ლ 3გ 2ჯ) გიორგაძე
16 (4ლ) გოგავა
12 (3ლ) ხამაშურიძე
  8 (2ლ) ლიპარტელიანი
  4 (ლ) ლილუაშვილი ნაჭყებია

<<    შევარდენი

(ბეკ) 15 გია ქერაშვილი, ლადო გვიანიშვილი, ზაზა ცხოიძე; 14-11 ირაკლი გვენეტაძე, თემურ შერაზადიშვილი, მიშა გარუჩავა, მალხაზ ნაცვლიშვილი კაპ, მერაბ გოგიჩაიშვილი, ვალერი მარჩუკი, ლაშა და გუგა გეგენავები, გია მოდებაძე, თამაზ მგელაძე<ლოკ; 10 დათო ჭაბუკიანი, გოგი ლებანიძე; 9 მალხაზ ჭეიშვილი კაპ, ზაზა ბექაური /

(ფორ) 1-3 გიორგი ბერიაშვილი, გია კარკაძე, თემურ მიკირტუმოვი, გივი ჭიჭინაძე, ნიკო კეკელიძე; 4-5 მერაბ ფერაძე, გია გვაზავა, ვლადიმერ ჯაში, რამაზ სანებლიძე<ლოკ, თემურ ჯაფარიძე; 6-8 დათო ბიძინაშვილი, გაიოზ#5 და გიზო მონიავები, ბიძინა ბერიშვილი#4, გოჩა ჩხეიძე, დიმიტრი მამრიკიშვილი, დიმიტრი ვარდიაშვილი, ვახო კაპანაძე, ზაზა ცხვირაშვილი, ბიძინა გეგიძე

(მწ) სანებლიძე, გელა მიქაბერიძე

ქულა (რუსული კალენდრიდან)

34 გარუჩავა
13 (?) გეგიძე
  8 ჩხეიძე
  7 ?.გეგენავა
  6 შერაზადიშვილი
  4 ჯაფარიძე ბერიაშვილი ლებანიძე მიკირტუმოვი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1979/80

პირველი ჯგუფი
(სბჭ: ბუქარესტი ფილი მაშინოსტროიწელი)

  2/02 იტალია   34:6   მაროკო
10/02   მაროკო   4:33   საფრანგეთი
17/02   საფრანგეთი 46:9   იტალია
13/04   იტალია   24:17   რუმინეთი
23/04   პოლონეთი   28:13   მაროკო
30/04   რუმინეთი   41:11   მაროკო
11/05   რუმინეთი   23:6   საბჭოეთი
15/05   პოლონეთი   0:42   საფრანგეთი
18/05   საბჭოეთი   7:18   საფრანგეთი
25/05   საბჭოეთი   54:10   პოლონეთი

ფირა 79/80  

მ-წ  

გატ:გაშ

საფრანგეთი   5-0   169:32
რუმინეთი   3-2   142:86
იტალია   3-2   80:81

საბჭოეთი  

3-2  

87:54

პოლონეთი   1-4   56:171
მაროკო   0-5   37:147

პირისპირ: რუმ +10, იტა -2, სბჭ -8

ჩვენები ნაკრებში
დათო კილასონია (მრკ 1979) /
მიშა ხარშილაძე (პოლ * 1ლ)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1980/81

პირველი ჯგუფი
(სბჭ: ანგულემი როვიგო)

  5/10 იტალია   37:12   პოლონეთი
18/10   საფრანგეთი   23:10   საბჭოეთი
  2/11 იტალია   3:4   საბჭოეთი
  9/11 პოლონეთი   0:33   რუმინეთი
16/11   ესპანეთი   20:25   პოლონეთი
23/11   რუმინეთი   15:0   საფრანგეთი
21/12   ესპანეთი   3:18   იტალია

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა
2-6/04  ტუნისი

4#საბჭოეთი - 7#პორტუგალია 52:0, იტალია 3:29, 3#ესპანეთი 23:26
1#საფრანგეთი 14:0 2#იტალია ! ჩვენები ნაკრებში: ?

>>>     VII საერთაშორისო ტურნირი
13-21/09  ბერდიჩევი (ჟიტომირი, უკრაინა) "კომკავშირული"

1#პროფკავშირული 4-0 (86:30) - სბჭ 13:9, პოლ 15:3, უკრ 25:12, რუს 33:6

2#საბჭოეთი 3-1 (107:37) - პოლ 28:9, უკრ 31:6, რუს 39:9

3#პოლონეთი 2-2 (51:65) - უკრ 22:12, რუს 17:10

4#უკრაინა 1-3 (33:78) - 5#რუსეთი 0-4 (25:92) 3:0

! ჩვენები ნაკრებში: ?

>>>     საქართველოს პირველობა

შუა ოქტომბერი. ჭიათურა

1#უნივერსიტეტი 3-0; 2#ქპი (ქუთაისი$2) 3#სამედიცინო; 4#ჭიათურა

თსუ (მაგ ხანის) 15 პაატა მიქაძე, გიორგი სურმავა; 14-11 მამუკა ლოგუა, მამუკა ბეზარაშვილი, მიხო ხოხობაშვილი, თორნიკე გეგიძე, გოგა რაზმაძე, გია ჩუთლაშვილი, რეზო ჭირაქაძე, დათო ღუდუშაური, კაკო ყალიჩავა, გია ბალავაძე, თემურ თურმანიძე, ზაალ გიგინეიშვილი; 10 გია ჭუმბურიძე, ფრიდონ დვალი; 9 ზაზა მეხუზლა, ზაზა ამირანაშვილი / 1-3 დავით კაკაბაძე, ნუგზარ ღუდუშაური, ვალერი რაგულინი, ნუკრი ხოკრიშვილი; 4-5 ნუგზარ მალაღურაძე, თემურ ქემოკლიძე, გია მიქაძე, თემურ ჯაფარიძე; 6-8 გია მაკასარაშვილი, პაატა ნარიმანაშვილი, თამაზ ხომერიკი, თემურ მახარაძე, ლევან მგელაძე (მწ) გურამ მოდებაძე

>>>     საქართველოს თასი

მეოთხედფინალი

16/03   სპი   12:0   სპარტაკი
   სამედიცინო   V:0   ლენინის რაიონი
   ქუთაისი$2   12:3   უნივერსიტეტი
   ჭიათურა   X:0   ჩოხატაური

ნახევარფინალი

23/03   სპი   14:0   სამედიცინო
   ჭიათურა   16:36   ქუთაისი$2

ფინალი (სასოფლო)

30/03   სპი   8:7   ქუთაისი$2

2ლ: მიკირტუმოვი, გიზო მონიავა -
ლ: გოგავა; ა: გიორგობიანი
რეფ ზურაბ რეხვიაშვილი * 4:0(30) / 4:3 4:7(70) 8:7

სპი: 15 გია ქერაშვილი; 14-11 ირაკლი გვენეტაძე, თემურ შერაზადიშვილი, მალხაზ ნაცვლიშვილი, ლაშა და გუგა გეგენავები, დიმიტრი ვარდიაშვილი; 10 ირაკლი იმნაძე, 9 მალხაზ ჭეიშვილი / 1-3 თემურ მიკირტუმოვი, გივი ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე; 4-5 ვლადიმერ ჯაში, მერაბ ფერაძე; 6-8 გაიოზ და გიზო მონიავები, გია კორკოტაშვილი, ბიძინა ბერიშვილი, დიმიტრი მამრიკიშვილი * რ.ჯაფარაშვილი (მწ) გელა მიქაბერიძე

>>>     ფრანგების ჩამოსვლა
აპრილის დამდეგი

ქუთაისი - იუნესფი 20:26, 20:28

>>>     ჭაბუკთა (1962-63 დაბ) პირველობა
შუა აპრილი. ჭიათურა

1#შევარდენი 5-0, 2#ჭიათურა 4-1, 3#ქპი (ქუთაისი) 3-2 /

ლელო (ჩოხატაური) განათლების სამმართველო, ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1-4

შევარდენი: 15-11 დათო ბიძინაშვილი, გია მოდებაძე, არჩილ ყიფიანი, მიშა გარუჩავა, პაატა და დ.ბრეგვაძეები; 10 დათო ჭაბუკიანი, 9 ნუგზარ გაბრიჩიძე / 1-3 გია კარკაძე, კობა კობერიძე, გიორგი ბერიაშვილი; 4-5 ვახო კაპანაძე, ვახო სამხარაძე; 6-8 ე.კვესიტაძე, გოჩა ჩხეიძე, კახა ხუციშვილი * ზ და გ.ტვილდიანები (მწ) რამაზ სანებლიძე

საუკეთესონი: ფორვარდი ბერიაშვილი (შევ) ბეკი გელა ხუჭუა (ქპი) ჰავბეკი ზ.კიკნაძე (ჭიათ) მექულე ბიძინაშვილი (შევ) ! უმარგესი ზაზა ცხოიძე (ჩოხატ)

>>>     ჭაბუკთა საკავშირო პირველობა
სექტემბერი. მოსკოვი. 10 გუნდი

3#შევარდენი - 1#ლოკომ(მ) 4:15, 2#სლავა, 4#ტაშკენტი, 5#ლვოვი, 6#საბჭოეთი, 7#ლენინგრადი, 8#კრასნოიარსკი, 9#რიგა, 10#ალმათა

>>>     ახალგაზრდათა (1957-61 დაბ) საკავშირო პირველობა
3-12/05  ნიკოლაევი, ნოვი რაზდოლი (ლვოვის ოლქი, უკრაინა)

1#ლოკომოტივი - 2#პრიმორეცი 4:0, 3#ლოკომოტივი მოსკოვი (პულში) 4#ავიატორი 16:9 / 5#შევარდენი, 6#ვევეა, 7#ლვოვი, 8#სლავა / 9#ქუთაისი, 10#ფილი

ნიკოლაევის პული: 1#ლოკომოტივი 4-0 (56:24) - 2#ლოკომ(მ) 13:6 / 3#სოკოლი ლვოვი 3:0, 4#სლავა / 5#ქუთაისი

ნოვი რაზდოლის პული: 1#პრიმორეცი 3-1 (57:39) 2#ავიატორი 3-1 (42:27) / 3#შევარდენი (მწ სანებლიძე) 2-2, 4#ვევეა / 5#ფილი

ლოკ: 15 მამულაშვილი; 14-11 ხინჩაგაშვილი მამრიკიშვილი ჭუმბურიძე მ.ხარშილაძე ზურაბიანი დადიანი სურმავა ბეზარაშვილი; 10 გაბაძე; 9 მეხუზლა / 1-3 მეტრეველი ნ.ღუდუშაური ქემოკლიძე შავთვალაძე ჩაჩანიძე; 4-5 სულთანიშვილი ლაგოშვილი მიქაძე; 6-8 შავდია ლ.მგელაძე ნარიმანაშვილი ნ.ლიპარტელიანი ^ მწ) ბენდიაშვილი

<<< >>>