ოფიციოზის ჯინაზე

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში დადგა ჯერი 1981 წლისა, რომელშიც მავანთა საბოტაჟის მიუხედავად, "ლოკომოტივი" მაინც გადარჩა და ბრინჯაო აიღო; ქუთაისი პირველად შევიდა ზემო ფინალში; "შევარდენმა" ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ვეტერანთა მოძრაობაც ჩაისახა.

იანვრის ბოლოს "ლოკომოტივის" თავკაცმა, თამაზ ქობულაძემ მეორე ლიგის ფეხბურთის გუნდის შექმნა განიზრახა და რაგბის კოლექტივის დათხოვნა მოიწადინა. იმ დროს "დინამო" ევროპულ ასპარეზზე გრგვინავდა და მალე თასების თასიც აიღო, რის გამოც ოვალური ბურთის ჭირისუფალთა პროტესტს, "ლოკომოტივი" თბილისური რაგბის სახეა და არსებობის უფლება აქვსო, ყური არავინ ათხოვა.

ცხადია, რომ ამხ.ქობულაძე მავან, ძაან გავლენიან ბოსთა რუპორი იყო. დაიწყო უმაღლესი ლიგის გუნდის აშკარა დევნა. ბიჭებს არ უშვებდნენ არათუ საკუთარ ბაზაზე, არამედ ხრიოკ სტადიონებზეც; არ მოუწყვეს შეკრება და არ შეუკერეს ფორმა, მაგრამ ჩავიდა აპრილში კალათბურთის მოედნებზე ნავარჯიშევი, ძონძებში გამოწყობილი "ლოკომოტივი" ფერღანაში და აქაური ოფიციოზის გულის გასახეთქად, ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო.

ციმციმ დაუბრუნეს

შინ რომ სამართალი ვერ იპოვა, გუნდში ნახევარი წლის შემდეგ, მოთამაშე მწურთნელად დაბრუნებული დათო კილასონია გაეცნო რუს ჟურნალისტ ალბერტ კალაბაშკინს და ამანაც, სათანადო მოთაფლვის შემდეგ, ივნისში, მოსკოვის ტურის გახსნის დღეს, ფელეტონი გააშანშალა რკინიგზელთა საკავშირო გაზეთ "გუდოკში" (საყვირი)

ეს იყო და ცენტრიდან მიღებული "სიგნალის" (მესიჯი) პასუხად, ვითარება კარდინალურად შეიცვალა: შეწყდა რაგბის შევიწროება; "ლოკომოტივი" ციმციმ დააბრუნეს ვაკის სტადიონზეცა და დიღმის ბაზაზეც, ხოლო ქობულაძე დაიბარეს რკინიგზის ღვაწლმოსილმა შეფმა ვარდოსანიძემ და ძველმა მორაგბემ, იმხანად უკვე პარტიულმა მუშაკმა ნუგზარ ენდელაძემ, და მაგრად შეახურეს.

მანამდე, თებერვალში, კილასონიასა და ზურაბ ლოსაბერიძის მარიფათით, თბილისის ფედერაცია ჩაიბარა "ტარის ტრესტის" მმართველმა ელგუჯა კანდელაკმა, თენგიზ რუხაძემ კი უნივერსიტეტი "სახლმშენად" მონათლა და ლოკომოტივის დუბლად აქცია.

შვიდ სკოლაში

სხვაც ბევრი გაკეთდა კარგი საქმე. თემურ ცინცაძემ გუნდი შექმნა ზოოვეტში; საქართველოს პირველობაზე პირველად იასპარეზა სკამ (ჯარში გაწვეულთა ნაკრებმა); კილასონიამ კი პრესაში მოითხოვა, გაარემონტეთ და მორაგბეებს გადმოგვეცით სტუდქალაქის სტადიონიო.

ჭიათურამ პირველად უმასპინძლა საკავშირო შეჯიბრებას; ბათუ კევლიშვილმა "კომპლექსურ სპორტსკოლაში" (მ.იმედაშვილი) გაახსნევინა რაგბის განყოფილება (შ.ჯაფარიძე) და "მინი რეგბი" თბილისის შვიდ სკოლაში (4 29 36 55 102 126 147) დანერგა; ხოლო ვეტერანები ფიზკულტურელის დღეზე მოსკოვს ჩავიდნენ და იქაურებთან ჯეელობა გაიხსენეს.

ლოკომოტივის სტადიონის ტაბლოს დაამატეს იმდენი ნათურა, რომ ზედ რაგბის ორ-ნიშნა ანგარიშიც დატეულიყო; იქვე, შემოდგომაზე მოეწყო უმაღლესი ლიგის განახლებადი სტენდი; რესპუბლიკის თასისა და პირველობის ფინალებში კი შეიბნენ და ბარი-ბარში დარჩნენ უნივერსიტეტი (გურამ მოდებაძე) და სამედიცინო (რეზო ჩხეიძე)

შევარდნაძემ გაიმარჯვაო

ექიმებმა მერე ადლერში "ბურევესტნიკის" ცეესიც მოიგეს, ხოლო წელი დააგვირგვინა ფედერაციის პლენუმმა, რომელზეც "ლელოს" თანახმად (რეგბის შემდგომი აღმავლობისთვის) პრეზიდიუმში აირჩნენ ნოდარ დუმბაძე, მაია ჩიბურდანიძე და დათო ყიფიანი, თავმჯდომარედ კი გოს-სნაბის (მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტი) შეფი, ილია "ნესტოროვიჩ" ბუაძე.

საკავშირო ასპარეზზე წინა სეზონშიღა გასულმა "შევარდენმა" წელი უმაღლესში, მე-12 გუნდად დაიწყო, მოწინავე რვეულს მიღმა დარჩენილმა კი ოთხი თამაშიღა მოიგო და მე-15 ადგილამდე დაეშვა. მ.ზაქარეიშვილი წერდა "ლელოში", შევარდენი (კოლმეურნის ცე-ესი) საბჭოთა რაგბში "ერთადერთი სოფლის კოლექტივიაო" და სწორადაც შენიშნავდა, რომ სასოფლოს კლუბი ყველაზე ნორჩი გუნდიც იყო.

"შევარდენმა" ტაშკენტში, ახალგაზრდულზე, "დინამოს" დიუსელდორფული გამარჯვების ხვალ იჩემპიონა, საკავშირო ფედერაციის თავკაცს, ვლადიმირ ილიუშინს კი ნასმურევზე გუნდის სახელი აერია და დაჯილდოებისას "შევარდნაძედ" მოიხსენია.

რაგბისკენ გამოიხედეს

ქუთაისში კარიერას რომ ასრულებდა დუგლას კავთელაშვილი, ლიდერად 10 ნომრად მოთამაშე ავთო გიორგაძე მოგვევლინა. კალაბაშკინისვე შეფასებით, ხაზში უკვე გამოირჩეოდნენ ჯეელები, ავთო დეისაძე და ანატოლი შამელაშვილი, "ლელო" კი "ლოკომოტივს" აშკარად მეტ ადგილს უთმობდა, ვიდრე რიონის პირა "სახლმშენს".

ჩემპიონატის სტარტზე, ფერღანაში 12-ვე გუნდი შეიკრიბა, მაგრამ ორ პულად დაიყო. უმაღლესის ახალბედები იყვნენ ალმათა, ლვოვი და შევარდენი. ქუთაისში თბილისიდან აღარავინ გადასულა, იქედან კი დედაქალაქში წამოვიდა მზარდი ბესო "მოურავ" ლილუაშვილი და დაბრუნდა საშა ცისკარიშვილი.

კილასონიას გარდა, რაგბისკენ ისევ გამოიხედეს 1979 წლის მარცხით გულ-გატეხილებმა: მერაბ ანთაძემ, მამუკა ვაზაგაშვილმა და ვოვა პეტუხოვმა. გუნდი შეივსო შევარდენ-გამოვლილი გეპეელებითაც (შერაზადიშვილი ჭეიშვილი / გეგიძე ჯაში მონიავები)

ცხრანი ნაკრებში

კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა მიშა ხარშილაძემ, ვინც შემოდგომიდან 15 ნომრად თამაშობდა, და ეგეც პირველად მოხდა, რომ საკავშირო, ოღონდაც მეორე, პროფკავშირული ნაკრების თანა-მწურთნელად დაინიშნა ქართველი - კილასონია, ვინც მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე რაზმში ცხრა თვისტომი შეიყვანა.

პირველ ნაკრებში თამაშობდნენ მიშა და მოურავი. საბჭოეთმა მაისში, ფილიზე ვერ მოუგო იმხანად ძაან კლასიან რუმინეთს და ბრინჯაოს დაჯერდა, აგვისტოში კი პირველად გვეწვია იაპონია და ყველა მოხიბლა სისხარტით, თავ-დადებითა და კარში ზუსტი დარტყმით.

შემოდგომაზე ევროპულ ელიტაში ხუთი გუნდიღა დარჩა, ნაკრებს კი ბიუროკრატიული ფათერაკი შეემთხვა: დასავლეთი გერმანიისთვის საბუთები 11 მოთამაშესღა რომ გაუმზადეს, მოედანზე გავიდნენ არა-ჯეელი მწურთნელი, კიდის მსაჯი, მასაჟისტი, ბეკებადაც სულ მორკინალები ჩამწკრივდნენ და ამგვარად მოგროვილმა 14 კაცმა დებიუტანტ გუნდთან წააგო!

თავგზა ავუბნიეთ

ფერღანაში, ფილის წინააღმდეგ, მიშა ხარშილაძის ორი სლალომი ლელოთი დაგვირგვინდა. მოსკოვში თამაშები ხუთ სტადიონზე მოეწყო. ქუთაისი ვევეას დასკვნით ხუთ წუთამდე უგებდა, "ლელომ" კი პირველი ცხრილი იმ ფელეტონის შემდეგღა, მეცხრე რაუნდის წინ დაბეჭდა. მაქამდე უდანაკარგოდ მივიდა მხოლოდ მოსკოვის ლოკომოტივი, მაგრამ "სპორტის" თანახმად, პასებით თავგზა ავუბნიეთ და მიშა ლელოში შებრძანდა.

ქუთაისმა ფინალის საგზური ბოლო რაუნდში, უკვე გასული კრასნოიარსკის ჯობნით აიღო, ორ-წრიანი რვეულის სტარტზე კი ზედიზედ გააგორა მოსკოვის ლოკო, ავიატორი და სლავა. ლოკომოტივმა, შერაზადიშვილისა და მამრიკიშვილის ლელოებით, თასიდან გააგდო ვევეა, ჩემპიონატში კი თუმც ციმბირში წააგო, მოსკოვში გაასაღა სლავა და თბილისში, ნაბოტკინარი ფილიც.

ფეხბურთის გამო ეს მატჩი ვაკეში დილის ათზე დაიწყო, კილასონია კი საათის თავზე მეორე ხაზელ იური ლიხაჩოვს შეება და ნოდარ კაჭარავამ ორივენი გააძევა. მერე იყო პრინციპული დარბი ქუთაისში, სადაც ლოკომოტივმა ერთი ლელო დადო, კავთელაშვილს კი ორი ჯარიმა გაუცუდდა. მარცხმა ქუთაისი რიტმიდან კარგა ხნით ამოაგდო, თბილისმა კი ივლისის პაპანაქებაში თუმც შინ წააგო ვევეასთან, უმალ მოსკოვში მეორედაც ძლია ლოკომოტივი.

მეორეში გაგვტეხეს

ზაფხულის არდადეგების შემდეგ თბილისმა ზედიზედ მოიგო ხუთი! ავიატორთან ლილუაშვილმა წამატებულ დროში შეიტანა ლელო; მიამიტ კრასნოიარსკს კილასონიამ შეუგდო ოთხი ჯარიმა; სლავასთან კი, ბოლო შეტევაში, ჰავბეკმა მალხაზ ჭეიშვილმა და მგეზავმა ადგილები გაცვალეს. ჰოდა, დათომ ბერზინი მოაღორა.

ბოლო სამი რაუნდის წინ მეორე ადგილზე ვიყავით და ოთხით ვუსწრებდით ავიატორს, მაგრამ მაინც მესამეზე გავედით. მონინოში ვევეამ 5-მეტრა შერკინების შემდეგ ხელით შეაგორა ბურთი ლელოში და დაახტა, მაგრამ გინებისთვის იგორ მირონოვი რომ გაუძევეს, 5-წითლიან ლიმიტს კიდევ გადააჭარბა, მეორედაც დაექვითა ქულა და ჩემპიონად კურთხევა გადაედო.

ბოლოსწინა რაუნდში ლილუაშვილის გარღვევას კაპიტან ავთო ღიბრაძის მიერ ზედახორაში შეტანილი ლელო მოყვა და მედალი გავინაღდეთ, ბოლო რაუნდი კი ხუთშაბათს მოეწყო, რის გამოც ფინიში მიაფუჩეჩეს "ლელომაც" და "სპორტმაც" - ამან ცხრილი, მკითხველთა თხოვნით, 30 დეკემბერსღა დაბეჭდა.

ვერცხლის ასაღებად კიევში არ უნდა წაგვეგო ოთხზე მეტით. შესვენებაზე ანგარიში ზედ-გამოჭრილი, 6:10 იყო, მაგრამ მეორეში გაგვტეხეს, ვევეა კი თუმც ქუთაისთან შინ დამარცხდა, კაცი რომ არ გაუგდეს, აღარც ქულა დაექვითა. ასე რომ, ავიატორთან რომც მოგვეგო, მონინოელებს ვეღარ შევეცილებოდით მეექვსედ (!) ჩემპიონობას.

<<<     1981

>>>     XVIII საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე

ფერღანა (უზბეკეთი) % ახალბედა
! ფორმალური მასპინძელი

თბილისელთა პული

10/04   ლოკომოტ!   12:9   ალმათა%
   შევარდენი%   3:48   ვევეა!
   ფილი!   18:3   კრასნიარ

12/04  

ლოკომოტ  

18:30  

ვევეა!

   შევარდენი!   4:66   კრასნიარ
   ფილი   11:7   ალმათა!

14/04  

ლოკომოტ!  

10:7  

შევარდენი

   ვევეა   12:6   ფილი!
   კრასნიარ!   13:7   ალმათა

16/04  

ლოკომოტ!  

15:7  

ფილი

   შევარდენი!   12:28   ალმათა
   ვევეა!   28:20   კრასნიარ

18/04  

ლოკომოტ  

16:15  

კრასნიარ!

   შევარდენი   15:34   ფილი!
   ვევეა   38:11   ალმათა!

10 ვვა, 8 ლოკომოტ, 6 ფილი, 4 კრასნ, 2 ალმ, 0 შევარდ

ქუთაისელთა პული

10/04   ქუთაისი   10:24   ავიატორი!
   ლოკომ(მ)!   24:0   ავტომობ
   სლავა!   10:3   ლვოვი%

12/04  

ქუთაისი  

10:7  

ავტომობ!

   ლოკომ(მ)!   6:4   სლავა
   ავიატორი   20:7   ლვოვი!

14/04  

ქუთაისი!  

9:7  

ლვოვი

   ლოკომ(მ)   8:3   ავიატორი!
   სლავა!   18:6   ავტომობ

16/04  

ქუთაისი  

7:42  

ლოკომ(მ)!

   ავიატორი   10:7   სლავა!
   ლვოვი   20:13   ავტომობ!

18/04  

ქუთაისი!  

12:27  

სლავა

   ლოკომ(მ)   55:3   ლვოვი!
   ავიატორი!   40:3   ავტომობ

10 ლოკომ(მ), 8 ავიატ, 6 სლავა, 4 ქუთ, 2 ლვოვი, 0 ავტომ

პულთა-შორისი ტური
მოსკოვი

  3/06 ლოკომოტ 38:0 ლვოვი
  ქუთაისი 12:41 ფილი
  შევარდენი 3:35 ლოკომ(მ)
  ვევეა 21:6 ავტომობ
  სლავა 39:13 ალმათა
  ავიატორი 29:24 კრასნიარ

  5/06

ლოკომოტ

4:4

ქუთაისი

  შევარდენი 0:13 ავტომობ
  ვევეა 61:3 ლვოვი
  ლოკომ(მ) 21:15 ალმათა
  სლავა 36:6 კრასნიარ
  ავიატორი 24:10 ფილი

  7/06

ლოკომოტ

6:6

ავიატორი

  ქუთაისი 15:22 ვევეა
  შევარდენი 10:20 ლვოვი
  ლოკომ(მ) 36:0 კრასნიარ
  სლავა 25:3 ფილი
  ალმათა 6:4 ავტომობ

  9/06

ლოკომოტ

3:30

სლავა

  ქუთაისი 19:9 შევარდენი
  ვევეა 15:15 ავიატორი
  ლოკომ(მ) 18:9 ფილი
  კრასნიარ 27:7 ავტომობ
  ლვოვი 23:15 ალმათა

11/06

ლოკომოტ

8:6

ლოკომ(მ)

  ქუთაისი 10:12 ალმათა
  შევარდენი 3:28 ავიატორი
  ვევეა 6:6 სლავა
  ფილი 35:3 ავტომობ
  კრასნიარ 32:3 ლვოვი

13/06

ლოკომოტ

14:13

ავტომობ

  ქუთაისი 18:14 კრასნიარ
  შევარდენი 0:46 სლავა
  ვევეა 6:3 ლოკომ(მ)
  ფილი 32:22 ლვოვი
  ავიატორი 19:9 ალმათა

შესარჩევი 1981

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

20 9-0*2 287:106

ლოკომოტივი (მ)

18 9-2 254:  58

ავიატორი (კიევი)

18 8-1*2 218:102

სლავა (მოსკოვი)

17 8-2*1 248:  68

ლოკომოტივი (თბ)

16 7-2*2 144:127

ფილი (მოსკოვი)

12 6-5 206:156

სახლმშენი (ქუთ)

9 4-6*1 126:209

ეტს (კრასნოიარსკი)

8 4-7 220:202

სოკოლი (ლვოვი)

6

3-8

111:295

კოსმოსი (ალმათა)

6 3-8 132:202

ავტომობილისტი (მ)

2 1-10   75:215

შევარდენი (თბ)

0 0-11   66:347

ფინალში: 12 ვევეა; 10 ლოკომ (მ) ავიატ; 9 სლავა;
8 ლოკომოტ (თბ); 4 ფილი; 3 ქუთაისი; 0 კრასნიარ

<<    პირველი წრე

28/06

სლავა

3:9

ლოკომოტ

  ქუთაისი 6:0 ლოკომ(მ)
  ვევეა 18:12 კრასნიარ
  ავიატორი 16:6 ფილი

  5/07

კრასნიარ

15:13

ლოკომოტ

  ქუთაისი 9:6 ავიატორი
  ვევეა 16:0 ლოკომ(მ)
  ფილი 3:21 სლავა

11/07

ლოკომოტ

37:12

ფილი

12/07 სლავა 11:16 ქუთაისი
  ავიატორი 8:0 ვევეა
  ლოკომ(მ) 22:15 კრასნიარ

19/07

ქუთაისი

0:4

ლოკომოტ

  ვევეა 12:6 სლავა
  ლოკომ(მ) 20:7 ავიატორი
  კრასნიარ 18:0 ფილი

18 ვვა; 14 ლოკ მოს ავი;
11 სლვ; 9 ქუთ; 4 კრს ფილ

26/07

ლოკომოტ

7:21

ვევეა

  ფილი 7:6 ქუთაისი
  სლავა 13:22 ლოკომ(მ)
  ავიატორი 23:16 კრასნიარ

  2/08

ლოკომ(მ)

3:7

ლოკომოტ

  კრასნიარ 18:3 ქუთაისი
  ვევეა 19:9 ფილი
  ავიატორი 9:7 სლავა

არდადეგებზე:
22 ვვა; 18 ავი; 16 ლოკ მოს;
11 სლვ; 9 ქუთ; 6 კრს ფილ

30/08

ლოკომოტ

10:6

ავიატორი

  ქუთაისი 9:22 ვევეა
  ფილი 17:13 ლოკომ(მ)
  სლავა 35:10 კრასნიარ

<<    მეორე წრე

  6/09

კრასნიარ

0:7

ვევეა

13/09

ლოკომოტ

12:0

კრასნიარ

  ავიატორი 26:10 ქუთაისი
  ლოკომ(მ) 9:16 ვევეა
  სლავა 9:9 ფილი

16/09

ფილი

6:3

ავიატორი

20/09

ფილი

3:6

ლოკომოტ

ქუთაისი 15:26 სლავა
  ვევეა 6:13 ავიატორი
  კრასნიარ 13:10 ლოკომ(მ)

23/09

ლოკომოტ

10:6

სლავა

27/09

ლოკომოტ

36:21

ქუთაისი

  სლავა 8:21 ვევეა
  ავიატორი 3:4 ლოკომ(მ)
  ფილი 11:14 კრასნიარ

($ დაექვითა) 29 ვვა$; 26 ლოკ; 22 ავი;
18 მოს; 15 სლვ$; 11 ფილ; 10 კრს; 9 ქუთ

  4/10

ვევეა

9:3

ლოკომოტ

  ქუთაისი 15:14 ფილი
  კრასნიარ 3:6 ავიატორი
  ლოკომ(მ) 12:9 სლავა

10/10

ლოკომოტ

6:4

ლოკომ(მ)

11/10 ქუთაისი 27:32 კრასნიარ
  ფილი 3:3 ვევეა
  სლავა 6:16 ავიატორი

13/10

ლოკომ(მ)

11:4

ქუთაისი

($ დაექვითა) 31 ვვა$$; 28 ლოკ; 26 ავი;
22 მოს; 15 სლვ$; 12 კრს ფილ; 11 ქუთ

15/10

ავიატორი

20:6

ლოკომოტ

  ვევეა 6:8 ქუთაისი
  ლოკომ(მ) 10:19 ფილი
  კრასნიარ 16:24 სლავა

ფინალი 1981

მ-წ*ფ  `

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

31 15-3*3  `2 295:178

ავიატორი (კიევი)

28 13-6*2 273:189

ლოკომოტივი (თბ)

28 13-6*2 236:221

ლოკომოტივი (მ)

22

11-10

259:188

სლავა (მოსკოვი)

16   8-11*2 `2 319:226

ფილი (მოსკოვი)

14   6-13*2 213:299

სახლმშენი (ქუთ)

13   6-14*1 227:393

ეტს (კრასნოიარს)

12   6-15 264:392

ქულა: 235 (რეკორდი!) ვლადიმირ ბობროვი (ვვა)

<<    დარჩენა-ასვლაზე (IX - XVI ადგილები)

28/06-11/10 მიმოსვლით

შევარდენი -

პრიმორეცი 3:6 28/06შ 0:V 30/08გ
მაი 13:12   5/07გ V:0   6/09შ
სტაკლესი 7:23 12/07შ 12:23 13/09გ
ლვოვი V:0 19/07გ 7:22 20/09შ
ალმათა 0:V 26/07შ 0:V 27/09გ
ავტომობილისტი 9:9   2/08გ 12:4   4/10შ
პოლიტეხნიკი (კ) 6:3   9/08შ ?:? 11/10გ

ქვედა ფინალი 1981

მ-წ*ფ `

გატ:გაშ

პრიმორეცი (ლენინ)

23 11-2*1 277:100

კოსმოსი (ალმათა)

23 11-2*1 273:155

პოლიტეხნიკი (კ)

16   8-6 197:106

სოკოლი (ლვოვი)

14   7-7 205:163

სტაკლესი (კაუნასი)

14

  7-7

178:259

ავტომობილისტი (მ)

9   4-9*1 167:211

შევარდენი (თბ)

8   4-9*1  `1 106:223

მაი (მოსკოვი)

4   2-12 108:294

>>>     VI საკავშირო თასი

<<    მეოთხედფინალი

16/06 სლავა 14:6 ქუთაისი
  ფილი 22:9 ალმათა
17/06 ლოკომოტ 18:6 ვევეა

(დდ)

ავიატორი 6:7 ლოკომ(მ)

ფინალური ოთხეული (მოსკოვი)

<<    ნახევარფინალი

  7/08 სლავა 10:3 ლოკომოტ
  ლოკომ(მ) 18:6 ფილი

<<    ფინალი (მაშინოსტროიწელი)

  9/08 სლავა

9:6

ლოკომ(მ)

>>>     ოსტატთა გუნდები
შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 მიშა ხარშილაძე#14; 14-11 ნიაზ მამრიკიშვილი#15, თემურ შერაზადიშვილი<შევ, გივი ავლასტიმოვი#10(კაპ) ფრიდონ ზურაბიანი, ვალერი მარჩუკი<შევ#7, მამუკა ბეზარაშვილი, თამაზ სალთხუციშვილი, გოგა რაზმაძე<თსუ; 10 მერაბ ანთაძე<#12; 9 დათო კილასონია<#10, ზურაბ ხარშილაძე#10#11, მალხაზ ჭეიშვილი<შევ /

(ფორ) 1-3 თემურ მიკირტუმოვი<შევ#!ჰ, ზურაბ ჩაჩანიძე!ჰ#8 ბესო ლილუაშვილი<ქუთ#4#6, მალხაზ დათუნაშვილი#8, საშა ცისკარიშვილი<ქუთ!ჰ ბიძინა გეგიძე<შევ, დათო კაკაბაძე<თსუ, ბესო მაისურაძე; 4-5 ვლადიმერ ჯაში<შევ, ავთო ღიბრაძე კაპ#7, მიხო ჯვარიძე, მამუკა ვაზაგაშვილი<; 6-8 ვოვა პეტუხოვი<, ნოდარ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა<შევ, ლევან მგელაძე<, გელა ვალიშვილი<თსუ * გიზო მონიავა

(მწ) კილასონია, ღიბრაძე, ზურაბ ლოსაბერიძე (მნჯ) გოგი მდივანი (ექმ) მერაბ თავდიშვილი

ქულა (რაც ცნობილია, მოსკოვის ტურნირიანად)

67 (ლ 12გ 13ჯ) კილასონია
32 (8ლ) მ.ხარშილაძე
29 (3ლ გ 5ჯ) ლილუაშვილი
12 (3ლ) მარჩუკი მონიავა
  8 (2ლ) ნ.ლიპარტელიანი ზურაბიანი ავლასტიმოვი
  6 (ლ გ) შერაზადიშვილი
  4 (ლ) მამრიკიშვილი ცისკარიშვილი ზ.ხარშილაძე დათუნაშვილი ღიბრაძე

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 ბათლომე ხამაშურიძე; 14-11 ზაზა გოგავა, ოლეგ ლიპარტელიანი#8, ავთო დეისაძე, ანატოლი შამელაშვილი, თამაზ გიორგობიანი, ავთანდილ ჩოგოვაძე#15; 10 ავთო გიორგაძე; 9 ამირან შავგულიძე<ელვ, ვახტანგ შვანგირაძე /

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე, თენგიზ ტურძელაძე!ჰ ნუგზარ ტყაბლაძე, სერგო უგრეხელიძე; 4-5 გრიგოლ გაბუნია, ალექსანდრე ისაკაძე; 6-8 ანზორ ალხაზაშვილი, ბორის ზიბზიბაძე#4, საშა ნაჭყებია, დუგლას კავთელაშვილი, ოლეგ ჟორჟოლიანი

(მწ) შალვა ქურციკიძე

ქულა (გაზეთებიდან)

32 (ლ 2გ 7ჯ ა) გიორგაძე
16 (3ჯ + 7ქ) კავთელაშვილი
  4 (ლ) ო.ლიპარტელიანი

<<    შევარდენი

ტაშკენტის ტურნირის (იხილეთ ქვემოთ) მონაწილეთა გარდა: მერაბ გოგიჩაიშვილი / ნუკრი წერეთელი<ლოკ, დათო ბიძინაშვილი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1980/81

პირველი ჯგუფი (სბჭ: კიევი ფილი სად?)

  8/03 იტალია 9:17 საფრანგეთი
22/03 ესპანეთი 19:40 საფრანგეთი
12/04 რუმინეთი 35:9 იტალია
26/04 ესპანეთი 6:56 რუმინეთი
 ??/04 საფრანგეთი 49:6 პოლონეთი
10/05 საბჭოეთი 40:7 ესპანეთი
17/05 საბჭოეთი 10:18 რუმინეთი
24/05 პოლონეთი 3:7 საბჭოეთი

ფირა 80/81

მ-წ

გატ:გაშ

რუმინეთი 5-0 157:25
საფრანგეთი 4-1 129:59
საბჭოეთი 3-2 71:54
იტალია 2-3 76:71

%პოლონეთი

1-4

46:146

%ესპანეთი 0-5 55:179

% გავარდნენ
! ჩვენები ნაკრებში: 14 მიშა ხარშილაძე (ლოკ) / 3 ბესარიონ ლილუაშვილი (ლოკ)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1981/82

პირველი ჯგუფი (სბჭ: ნაუკა ჰანოვერი)

25/10 საბჭოეთი 12:12 იტალია
31/10 საფრანგეთი 17:9 რუმინეთი
  1/11 გერმანია 10:7 საბჭოეთი
29/11 იტალია 23:0 გერმანია

ჩვენიანი: ლილუაშვილი (ლოკ)

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

(15-19)/04 მადრიდი (ესპანეთი)

5#საბჭოეთი - რუმინეთი 0:V, დას.გერმანია 11:9, 6#პორტუგალია 12:0 /
1#საფრანგეთი 46:0 2#ესპანეთი

>>>     VIII საერთაშორისო ტურნირი
(საკავშირო ფედერაციის თასი)

15-23/08 მოსკოვი. ნაუკა, მაშინოსტროიწელი, კრასნი ბალტიეცი

1#საბჭოეთი 5-0 (167:36) - პროფ 19:12, იაპ 36:15, პოლ 26:3, იტა 37:6, იუგ 49:0

2#პროფკავშირული 4-1 (76:47) - იაპ 24:13, პოლ 10:6, იტა 15:0, იუგ 15:9

3#ნიპონ სთილი (იაპონია) 3-2 (114:116) - პოლ 25:18, იტა 35:25, იუგ 26:13

4#პოლონეთი 2-3 (82:72) - იტა 22:11, იუგ 33:0

5#იტალია (სტუდენტური) 1-4 (64:109) -

6#დინამო პანჩევო (იუგოსლავია) 0-5 (22:145) 22:0

ჩვენები ნაკრებში: მ.ხარშილაძე ლილუაშვილი (ლოკ) /

პროფ: მამრიკიშვილი შერაზადიშვილი ავლასტიმოვი ჩაჩანიძე დათუნაშვილი მონიავა (ლოკ) ხამაშურიძე გიორგაძე ნაჭყებია (ქუთ) მწ კილასონია

>>>     ახალგაზრდათა (1958-62 დაბ) საკავშირო პირველობა

?-14/05 ტაშკენტი (უზბეკეთი) 8 გუნდი

1#შევარდენი (3-0) - სლავა 9:4 (პულში) ლოკომ(მ) 15:12, კრასნ 9:3

2#სლავა (2-1) - კრასნ 21:9, ლოკომ(მ) 7:0

3#კრასნოიარსკი (1-2)

4#ლოკომოტივი მოსკოვი (0-3) /

5#ლოკომოტივი სახლმშენი თბილისი ...

შევარდენი - (პულშივე) თბილისი 9:6, ტაშკენტი 25:9

საუკეთესო მექულე გარუჩავა, ფორვარდი კაპანაძე

შევარდენი: 15-11 ზაზა ცხოიძე, ლადო გვიანიშვილი, ლევან ხინჩაგაშვილი, კოტე ხიდეშელი, კოტე კილაძე, გია კურატიშვილი, მიშა გარუჩავა, გოჩა ნარიმანიძე; 10 დათო ჭაბუკიანი; 9 ნუგზარ გაბრიჩიძე / 1-3 გია კორკოტაშვილი, მიხეილ რობიტაშვილი, ზურაბ ელიზბარაშვილი, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ბერიაშვილი, მორის გზირიშვილი; 4-5 ავთო მაზანაშვილი, გია დეკანოსიძე; 6-8 გოჩა ჩხეიძე, მევლუდ ბებიაშვილი, ვახო კაპანაძე (მწ) რამაზ სანებლიძე (მნჯ) თემურ ქემოკლიძე

>>>     საქართველოს თასი

მარტი - აპრილი
ფინალი (? 12/04 სასოფლო)

უნივერსიტეტი 10:4 სამედიცინო
(ანგარიშიც დასაზუსტებელია)

>>>     საქართველოს პირველობა

ნოემბრის დასაწყისი. თბილისი

<<    ზოოვეტის პული
1#სამედიცინო - 2#სპი; ზოოვეტი, ავტომობილისტი (ჭიათურა)

<<    ვაკის პული
1#უნივერსიტეტი (თსუ) - სინათლე, ტოპოგრაფიული ტექნიკურმი, სკა (ჯარი)

<<    ფინალი
(? კვი 8/11; ლოკომოტივის სათადარიგო)

სამედიცინო 16:4 უნივერსიტეტი

სამედიცინო (მაგ წლის) 15 კოტე კილაძე, თემურ ხუციშვილი; 14-11 გია შანშიაშვილი, გია კურატიშვილი, გია გიორგაძე, ლევან ხინჩაგაშვილი, კოტე ხიდეშელი, ზაზა ბანძელაძე; 10 მიხეილ ბურძგლა; 9 ლევან ბაშალეიშვილი / 1-3 კაკი რამიშვილი!ჰ, მამუკა მჭედლიძე, ავთო ერემეიშვილი; 4-5 ზურაბ ქიქოძე, ავთო მაზანაშვილი; 6-8 მევლუდ ბებიაშვილი, ლევან სოხაძე, მიხეილ რობიტაშვილი კაპ, დიმიტრი მამრიკიშვილი (მწ) რეზო ჩხეიძე

>>>     ბურევესტნიკის ცეესი

ნოემბერი. ადლერი (სოჭთან) წრიული

1#სამედიცინო - მაი 15:14, ნოვოკუზნეცკი 20:9, ტაშკენტი 7:6

ტურნირის საუკეთესონი: 15 კილაძე, 10 ბურძგლა, 8 რობიტაშვილი

სამედიცინომ დაიმატა: გორგასლან "გოგა" რაზმაძე (თსუ) / ზურაბ ელიზბარაშვილი (შევ) მალხაზ მაღლაფერიძე (თსუ) ვახო კაპანაძე (შევ) პაატა ნარიმანაშვილი (თსუ)

>>>     სპარტაკის 21-ე ცეესი

გვიანი შემოდგომა. ნაგუთი, შუქრუთი (ჭიათურა)

1#კიევი (ავიატორი) 2#ნალჩიკი, 3#მოსკოვი (ავტომობ) 4#თბილისი, 5#ჭიათურა

>>>     ვეტერანთა პირველი გასვლა

(?) 9/08 (ფიზკულტურელის დღე)
მოსკოვი. ფილი (სამი 20-წუთა ტაიმი)

მოსკოვი 20:19 თბილისი

თბილისი: გოგი ტონია, ირაკლი კიზირია, თენგიზ რუხაძე, სერგო კეშელავა, ლანდერ ჯოხაძე, მერაბ ნიჟარაძე, ვალტერ კაპანაძე, თემურ გორგოძე, მურად გეგეშიძე, ნუკრი კოტრიკაძე, ვიტალი თოფურია, ნუკრი ფურცელაძე, სოსო ბერძენიშვილი, ნუგზარ ბუგიანიშვილი, გენადი ღადუა, თემურ ბენდიაშვილი, ბეგი გვალია, თენგიზ მენაბდე, გელა ტატიშვილი, გოგი სუთიაშვილი, ნოდარ კაჭარავა

<<< >>>