ქუთათურები დაწინაურდნენ

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1982 წელს, რომელშიც ქუთაისმა უკან პირველად მოიტოვა თბილისი და საკავშირო თასის ნახევარფინალშიც გავიდა; "ლოკომოტივი" ყალთაბანდობის გამო ჩემპიონატის ფინალს მიღმა დარჩა; "შევარდენს" უმაღლესში დაბრუნებამდე ცოტა დააკლდა; "ტუნოს" მოზარდებმა კი მოედანზე თუმც ყველას აჯობეს, "ოქროს ოვალში" მაინც მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

როგორც მერე და მერე გამოჩნდა, ქუთაისი სრული ათი წელი, საბჭოეთის დაშლის შემდეგაც ჯობდა თბილისს. მშენებელმა, იგივე აიამ, 80-იანი წლების მეორე ნახევარში სამი ჩემპიონობა და ორიც თასი მოიპოვა, ოთხ-გზის ბრინჯაოს მედალოსანმა ლოკომოტივმა კი ვეღარაფერს მიაღწია და ერთი ხანობა სეზონის ფინიშზე უმაღლესში დასარჩენად იბრძოდა.

სეზონებს შორის ჩვენს გუნდებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. თამაშს თავი დაანება ქუთათურთა ლიდერმა დუგლას კავთელაშვილმა, მაგრამ წლის ბოლოს საქართველოს პირველობა კი იმსაჯა. საკავშირო ორგანოებმა 1980 წელს მიცემული დისკვალიფიკაცია მოუხსნეს თემურ ბენდიაშვილს, ვინც ლოკომოტივში მეორე მწურთნელად დადგა, ხოლო დავით კილასონია შევარდენში გადავიდა.

ლოკომოტივშივე ქუთაისიდან ორი სეზონის შემდეგ დაბრუნდა ავთო გიორგაძე და 10 ნომრად გააგრძელა თამაში, მიშა ხარშილაძეს კი ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და წლის ბოლოს იმერეთისკენ რომ ჰქნა პირი, რესპუბლიკური პირველობა სახლმშენის შემადგენლობაში ითამაშა. შევარდენი, სამედიცინოს კვალად, უნივერსიტეტის კონტინგენტითაც შეივსო, ხოლო მერაბ ანთაძემ შინაური პირველობა თსუ-ში ჩაატარა 10 ნომრად.

სხვადასხვა მერიდიანზე

საკავშირო პირველობა ტრადიცულად აპრილში დაიწყო უზბეკეთში, მაგრამ უფროსობამ იაზრა, პულები სხვადასხვა ადგილას დააბინავა და ბოლო ორი რაუნდის წინ ორ-დღიანი დასვენებაც დაუნიშნა. ამოქმედდა დებულება, რომელიც გუნდს ნორჩისა და მაღლის ყოლას ავალდებულებდა, რამაც სიყალბე მოამრავლა, მედიაში რაგბის გაშუქებამ კი ნადირს (უდაბლეს წერტილს) უწია.

"ლელოსა" და "სავეცკი სპორტს" იანვარ - მარტში რაგბზე არაფერი დაუწერიათ. მოსკოვმა უზბეკეთში აღარც კორესპონდენტი მიავლინა და მიმოხილვა ანგარიშთა სიტყვიერ გადამღერებად აქცია, ლელომ კი ტრადიციული, გახსნის გვერდი ხომ აღარ შეადგინა და სპორტიდან ნათარგმნს ოთხშაბათსღა აქვეყნებდა.

გაზეთს საერთოდ გამორჩა (!) ქუთაისში გამართული თასის ოთხეული, ჩემპიონატის საბოლოო ცხრილს კი ბოლო ორი გუნდი წააჭრა და ლოკომოტივსაც ფრიად საეჭვოდ მოუშალა "(მ)", რათა არიფ მკითხველს ეგების-და თბილისისა ჰგონებოდა მოსკოვის გუნდი. რაგბის მწირი ცნობები მეტწილად ქვეყნდებოდა რუბრიკაში "სხვადასხვა მერიდიანზე" (!) ლერი ფაჩუაშვილის მოკლე ქუთაისური რეპორტაჟები კი შუა აგვისტოში სულ შეწყდა.

ძველი ფანდი

ქართულმა გუნდებმა ტაშკენტის ოლქში, ჩირჩიკში ორ-ორი მოგებით დაიწყეს: ქუთაისმა ძლია ფილი, თბილისმა ავიატორი, მაგრამ მესამე რაუნდში ორივემ წააგო მაჩანჩალებთან. მერე ბენდიაშვილმა შერკინებაში აიტაცა ბურთი, კალათბურთულად ჩამოაგდო და ფილი დაალელოვებინა, ბოლო მატჩში კი ქართველებმა ერთმანეთში ულელოო ფრე გავაგორეთ. ჰოდა, ლოკომოტივმა თუმც სამი ქულა დაკარგა, მაინც მოიგო იქეთაზე უფრო თანაბარი პული.

12 გუნდის ერთიანი ტური ზედიზედ მესამედ მოეწყო მოსკოვში, რაც "საიუზის" დედაქალაქის გუნდებისთვის გვარიანი ფორა იყო. აქედან მოყოლებული შეჯიბრს ლაკონურად, მაგრამ ზუსტად კი, ცხრილით აშუქებდა ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ტელე-წამყვანი იგორ ზორინი. სტარტზე ლოკომოტივმა პირველი ტაიმი 13:3 მოუგო პრიმორეცს, მაგრამ მერე 23 უპასუხო ქულა გაუშვა, ქუთაისი კი სლავასან 0:7 რომ აგებდა 72-ე წუთზე, ორი კაცი გაუძევეს.

ვევეასთან ლოკომოტივის რკენა მონინოდან საკავშირო ტელევიზიით გადმოიცა და ჩემპიონმა მორკინალებით სამჯერ დაგვალელოვა. მოსკოვის ლოკომოტივთან გაგვიგდეს ჭაბუკთა ნაკრების წევრი ფრიდონ ზურაბიანი და მამუკა ბეზარაშვილმაც ხელი დაიზიანა. ჰოდა, ჩვენმა უფროსობამ ძველი ფანდი გაიხსენა და ერთის ნაცვლად მეორე ჩააწერინა ოქმში, რაც უწინდელზე უფრო ძვირად დაგვიჯდა.

გათვლებმა დაღუპათ

ბოლოსწინა მატჩში ლიდერ სლავასთან მოგება უსიკვდილოდ გვჭირდებოდა. ჩვენთვის გადადო თავი კიეველმა რეფმა, "ბაწია" კრავცოვმა, რისთვისაც ერევნელმა კომისარმა, პეტროს ასლანიანმა ორიანი დაუწერა. ავთო გიორგაძე იხსენებდა, ორი ქულით ვიგებდით, მსაჯმა ბოლო წუთზე ნაღდი ჯარიმა უხალისოდ რომ დანიშნა, მაგრამ სლავამ კარში დარტყმა რომ დააპირა, ბაწიამ აღარ დაანებაო!

კრავცოვს მსაჯობა აუკრძალეს. მოვიგეთ. სლავამაც გვიჩივლა. ბოლო რაუნდის წინ გაჩაღდა გათვლები. ციმბირიდან ავიატორში გადასული რავილ ხაირულინის შუამდგომლობით ლოკომოტივი დაუზავდა კრასნორიარსკს და ამით "ეტს" ფინალში შეიყოლა; თან თავადაც სტარტზე მესამე ადგილზე მოკალათდა, რადგან არ მიყვებოდა კაპეისთან და პრიმორეცთან წაგებულები, მაგრამ ვაგლახ, რომ ზურაბიანს ყველა იცნობდა!

პროტესტი გაირჩა. მოგვისაჯეს 0:30 და ჩამოგვაკლეს ქულა, რითაც ლოკომოტივი დაეშვა მეცხრე ადგილზე და ფინალს მიღმა დარჩა. პრიმორეცმა პირადი მოგებით გაგვისწრო, ო.ივდოშვილმა კი "ლელოში" დაწერა, რკინიგზელებს "ღირსეული სასჯელი დაეკისრათ; წაგებულებმა ფარდა ახადეს მეტოქეებს; გუნდს ჩემპიონატის წესების უხეში დარღვევით ადრეც გამოუჩენია თავი და ესღა უშლის ხელს ოქროსა და ვერცხლისთვის ბრძოლაში ... ჰოდა, უნდა გატარდეს ღონისძიებები გუნდის ხელმძღვანელი კადრებით დაკომპლექტებისთვისო"

ოსტატობა მიიღეს

ჩემპიონატის ფინალამდე ქუთაისმა თასზე მიიღო ლოკომოტივი. თამაში საშა ნაჭყებიას ბენეფისად იქცა. სახლმშენის 8 ნომერმა ლელოთი და სამი ჯარიმით 13 ქულა მოკრიფა, გუნდმა კი ნახევარფინალში გასვლით ოსტატობა მიიღო.

პირველობაზე ქუთათურებმა შინ ძლიეს ფილი და შუა ივლისში, ქართული გუნდებიდან პირველებმა, მოიგეს ციმბირში. მერე პრიმორეცს წვიმაში 20 ქულა (6ჯ გ) ისევ საშამ გაუტანა, მაგრამ "სპორტმა" ეს ყველაფერი შეცდომით ბათლომე ხამაშურიძეს მიაწერა.

ფინალის პირველ წრეს მეორის სამი რაუნდი გადაება. სახლმშენმა სლავას მოსკოვში პირველი ტაიმი 3:3 დაუმთავრა, მაგრამ ბოლოს ცხრით წააგო. ქუთაისშიც, ავიატორთან დასკვნით 10 წუთამდე 3:7 აგებდა შაკო ქურციკიძის გუნდი, მერე კი ორი ლელო გაუშვა.

სამხედროები ქომაგობდნენ

ამასობაში სლავამ მესამედაც ძლია ვვა ისე, რომ ერთი ლელოც არ გაუშვია. სექტემბერში 0:0 დასრულდა ქუთაისში ვევეას სტუმრობა. ბოლო სამი რაუნდის წინ სლავა ექვსით უსწრებდა ვევეას, მაგრამ მედია ჩემპიონად მაინც ვერ აცხადებდა, რადგან გაძევებათა ლიმიტის გადაჭარბების გამო ლიდერს ქულები შეიძლება დაქვითვოდა.

მეთორმეტე რაუნდში გაირკვა სამივე მედალოსანი, მაგრამ არითმეტიკასა და ლოგიკაში სუსტი "სპორტი" ამას ვერ მიხვდა! სლავა ჩემპიონად ეკურთხა ბოლოსწინა რაუნდშიღა, ფრით, რიონის პირად, თუმც პირველი ტაიმი 4:10 წააგო. სახლმშენმა საბოლოოდ გაუსწრო მოსკოვის ლოკომოტივს და მისთვის იმხანად საუკეთესო, მეხუთე ადგილზე დააფინიშა, სხვაფრივ კი მოწინავე სამეული იმდენად ჯობდა დანარჩენებს, რომ მეოთხე გუნდიც მინუსში დარჩა.

ნოემბრის ზეიმებზე შინ გასათამაშებელი თასისთვის სახლმშენი საგულდაგულოდ მოემზადა და ნახევარი საათი 6:0 უგებდა ვევეას, ვისაც ქუთაისის სამხედრო ნაწილთა პერსონალი ქომაგობდა. მერე იძალეს ნაკრების წევრებმა, სალავათოვმა, ოვჩინიკოვმა, ბობროვმა და იგორ მირონოვმა. ამათ რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთში დაამარცხეს გალთა მეორე ნაკრები, ნაღდმა "ლე ბლემ" კი იმავე დღეს (!) ბუქარესტში რუმინეთთან წააგო.

დასწრების რეკორდი

თასის ფინალის პირველი ტაიმი 3:3 მორჩა, მერე კი ავიატორმა აჯობა ვევეას. "ერთა თასის" ელიტაში დასარჩენად წინა შემოდგომაზე გერმანიაში დამარცხებულ საბჭოეთს გაზაფხულზე შინ საფრანგეთის ძლევა მართებდა. რუსები ოვჩინიკოვის ლელოთი 74-ე წუთამდე წინაც იყვნენ, მაგრამ მატჩი მაინც ფრედ დასრულდა. ამით საბჭოეთი ბოლო ადგილზე დარჩა, მაგრამ ფირა-ს ყრილობაზე ჩავიდა ილია ბუაძე და პირველი ჯგუფი ისევ 6-გუნდა გაახდევინა.

მოსკოვური შარის გადამკიდე, თბილისი ურაგბოდ დარჩა. ვაკეში გაიმართა ლოკომოტივი - შევარდენის ორად ორი (!) მატჩი. მეორეზე, "სპორტული კვირეულის" პროგრამით, სტადიონი პირამდე შეივსო კომკავშირლებით და ნაღდად დამყარდა საბჭოთა საქართველოში რაგბზე დასწრების რეკორდი (ბარემ 30 ათასი)

ქვედა რვეულმა უწინდებურად მიმოსვლით კი არა, ტურებად ირაგბა. ლოკომოტივი ექსპერიმენტებს შეუდგა და ავთო გიორგაძე ჰუქერადაც კი ათამაშა, მაგრამ სასოფლოზე გამართული თბილისის წრის შემდეგ, 8-2 ბალანსით, უმაღლესში ვადამდე დარჩა. ბოლო, ლვოვის ტურში გუნდმა ოთხიდან სამი წააგო (26:82) შევარდენმა კი მესამე ადგილი ვერ შეინარჩუნა და პირველ ლიგაში ჩარჩა.

რაგბი თუ მრავალჭიდი?

კილასონია მონაწილეობდა ფირა-ს მიერ ბორდოში გამართულ სამწურთნელო სემინარში და ლელოში შთაბეჭდილებები გაუზიარა ედიშერ გიორგაძეს. შინაური პირველობის დაწყება ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების გამო გადაიდო. შევარდენი რომ ძლია უნივერსიტეტმა, სამედიცინომ ოპტიმალური გუნდი შეახვედრა თსუს და მოუგო.

ამით შევარდენი პულში პირველ ადგილზე გადიოდა, მაგრამ სამედიცინო გააბითურა ქუთბარიტმა, ვის შემადგენლობაშიც შედგა მთლად ნორჩთა, ნუგზარ ძაგნიძისა და მამუკა ლოსაბერიძის დებიუტი. ლოკომოტივი კვლავაც არა-სერიოზულად მოეკიდა საშინაო შეჯიბრს და ბოლო ადგილზე დარჩა, ჩემპიონატი კი, რომელშიც საქართველოს ყველა, ათი (!) გუნდი მონაწილეობდა, უსიტყვოდ მოიგო სახლმშენმა.

მინი-რაგბის "ოქროს ოვალის" ფინალი მოსკოვში ზაფხულის არდადეგებზე ჩატარდა. ლელოს თანახმად, მასში ტუნომ (თბილისის განათლების სამმართველო) მესამე ადგილი დაიკავა, ჟურნალი "სპარწივნიე იგრი" კი ამავე შეჯიბრის მიმოხილვაში წერს, რომ ჩემპიონი რაგბის ნაცვლად მრავალჭიდში (!) ვლინდებოდა. ჰოდა, მოთამაშეთა სიმაღლე, ფორმის დიზაინი და ესტაფეტის შედეგი თამაშზე მეტად რომ ფასობდა, ცხრილში დავუქვეითებივართ.

<<<     1982

>>>     XIX საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე ! ფორმალური მასპინძელი

>>    ჩირჩიკის (უზბეკეთი) პული

  4/04 ლოკომოტ! 9:3 ალმათა
  ქუთაისი 9:3 ფილი!
  ავიატორი! 10:3 პოლიტეხნიკი

  6/04

ლოკომოტ

13:9

ავიატორი!

  ქუთაისი 7:4 პოლიტეხნიკი!
  ფილი 27:10 ალმათა!

  8/04

ლოკომოტ!

0:13

პოლიტეხნიკი

  ქუთაისი! 12:13 ალმათა
  ფილი! 16:10 ავიატორი

11/04

ლოკომოტ!

23:3

ფილი

  ქუთაისი 10:27 ავიატორი!
  ალმათა 13:7 პოლიტეხნიკი!

13/04

ლოკომოტ

3:3

ქუთაისი!

  ავიატორი 45:3 ალმათა!
  ფილი! 6:3 პოლიტეხნიკი

7 ლოკომოტ; 6 ფილი ავიატ; 5 ქუთაისი, 4 ალმ, 2 პოლიტეხ(კ)

>>    ფერღანა - მარღილონის (უზბეკეთი) პული

  1/04 ვევეა! 39:7 ლვოვი
  ლოკომ(მ)! 18:9 პრიმორეცი
  სლავა! 62:3 კრასნიარ

  3/04

ვევეა!

18:13

ლოკომ(მ)

  სლავა 34:9 პრიმორეცი!
  კრასნიარ 27:26 ლვოვი

  5/04

სლავა!

19:6

ვევეა

  ლოკომ(მ)! 59:3 ლვოვი
  პრიმორეცი 15:12 კრასნიარ!

  8/04

სლავა

7:0

ლოკომ(მ)!

  ვევეა! 33:10 კრასნიარ
  პრიმორეცი 40:8 ლვოვი!

10/04

სლავა!

33:6

ლვოვი

  ვევეა 36:3 პრიმორეცი!
  ლოკომ(მ) 29:23 კრასნიარ!

10 სლავა, 8 ვვა, 6 ლოკ(მ), 4 პრიმორ, 2 კრასნ, 0 ლვოვი

>>    პულთა-შორისი ტური. მოსკოვი

  2/06 ლოკომოტ 13:26 პრიმორეცი
  ქუთაისი 6:22 სლავა
  ვევეა 27:6 პოლიტეხნიკი
ლოკომ(მ) 16:6 ალმათა
  ავიატორი 42:0 ლვოვი
  კრასნიარ 28:6 ფილი

  4/06

ლოკომოტ

15:9

ლვოვი

  ქუთაისი 10:7 კრასნიარ
  სლავა 56:6 ალმათა
  ვევეა 10:10 ავიატორი
  ლოკომ(მ) 21:4 პოლიტეხნიკი
  ფილი 12:12 პრიმორეცი

  6/06

ლოკომოტ

6:19

ვევეა

  ქუთაისი 9:3 პრიმორეცი
  სლავა 38:0 პოლიტეხნიკი
  ავიატორი 14:9 ლოკომ(მ)
  ფილი 27:9 ლვოვი
  კრასნიარ 9:6 ალმათა

  8/06

ლოკომოტ

6:12

ლოკომ(მ)

  ქუთაისი 19:6 ლვოვი
  სლავა 6:6 ავიატორი
  ვევეა 20:4 ფილი
  კრასნიარ 19:12 პოლიტეხნიკი
  ალმათა 6:3 პრიმორეცი

17 სლავა, 15 ვვა; 12 ავიატ მოსკ; 11 ქუთ;
9 ლოკ(თბ) ფილი; 8 კრასნ -
7 პრიმ, 6 ალმ, 2 კპი, 0 ლვოვი

11/06

ლოკომოტ

9:7

სლავა   (0:30)

  ქუთაისი 6:26 ვევეა
  ავიატორი 10:10 კრასნიარ
  ფილი 12:3 ლოკომ(მ)
  პრიმორეცი 26:12 პოლიტეხნიკი
  ალმათა 29:3 ლვოვი

13/06

ლოკომოტ

8:8

კრასნიარ

  ქუთაისი 9:19 ლოკომ(მ)
  სლავა 9:9 ფილი
  ვევეა 12:3 ალმათა
  ავიატორი 27:9 პრიმორეცი
  პოლიტეხნ 22:13 ლვოვი

^ სანქციამდე: 19 ვვა, 18 სლვ, 15 ავი, 14 მსკ; 12 თბი ფილ; 11 ქუთ, 10 კრს - 9 პრი, 8 ალმ, 4 კპი, 0 ლვო

ფინალში: 11 ვვა, 10 სლვ, 8 თბი, 7 ავი, 6 მსკ; 5 ქუთ ფილ; 2 კრს

შესარჩევი 1982

მ-წ*ფ`

გატ:გაშ

სლავა (მოსკოვი)

20

9-0*2

316:51

ვევეა (მონინო)

19

9-1*1

245:87

ავიატორი (კიევი)

15

6-2*3

210:89

ლოკომოტივი (მ)

14

7-4

199:111

ფილი (მოსკოვი)

12

5-4*2

125:136

სახლმშენი (ქუთ)

11

5-5*1

100:133

ეტს (კრასნოიარს)

10

4-5*2

156:217

პრიმორეცი (ლენინ)

9

4-6*1

155:187

ლოკომოტივი (თბ)

9

4-5*2`1

96:135

სკა (ალმათა)

8

4-7

98:198

პოლიტეხნიკი (კ)

4

2-9

86:180

სოკოლი (ლვოვი)

0

0-11

90:352

ფინალში: 12 სლავა; 11 ვევეა; 9 ავიატ; 6 ფილი ლოკ(მ) ქუთაისი; 3 პრიმორ კრასნ

<<    პირველი წრე

27/06

ავიატორი

34:9

ქუთაისი

  სლავა 13:6 კრასნიარ
  ვევეა 47:7 პრიმორეცი
  ფილი 3:6 ლოკომ(მ)

  4/07

ქუთაისი

16:8

ფილი

  სლავა 12:9 ვევეა
  პრიმორეცი 9:19 ავიატორი
  კრასნიარ 16:9 ლოკომ(მ)

11/07

ლოკომ(მ)

10:3

ქუთაისი

  ავიატორი 7:14 სლავა
  ვევეა 48:6 კრასნიარ
  ფილი 16:10 პრიმორეცი

18/07

კრასნიარ

11:12

ქუთაისი

  სლავა 16:9 ფილი
  ვევეა 12:10 ავიატორი
  პრიმორეცი 6:14 ლოკომ(მ)

25/07

ქუთაისი

24:3

პრიმორეცი

  ლოკომ(მ) 18:19 სლავა
  ფილი 0:22 ვევეა
  ავიატორი 40:6 კრასნიარ

  1/08

სლავა

12:3

ქუთაისი

  ვევეა 17:9 ლოკომ(მ)
  ავიატორი 22:7 ფილი
  კრასნიარ 30:15 პრიმორეცი
  8/08 პრიმორეცი 0:15 სლავა
  ლოკომ(მ) 22:20 ავიატორი
  ფილი 19:17 კრასნიარ

I წრე (* თამაშით ნაკლები)

26 სლვ, 21 ვვა*, 17 ავი -
14 მსკ, 12 ქუთ*, 10 ფილ, 7 კრს, 3 პრი

<<    მეორე წრე

15/08

ქუთაისი

3:17

ავიატორი

  კრასნიარ 10:26 სლავა
  პრიმორეცი 0:18 ვევეა
  ლოკომ(მ) 4:6 ფილი

22/08

ფილი

31:15

ქუთაისი

  ვევეა 6:12 სლავა
  ავიატორი 25:9 პრიმორეცი
  ლოკომ(მ) 12:14 კრასნიარ

25/08

ქუთაისი

11:8

ლოკომ(მ)

  სლავა 26:10 ავიატორი
  კრასნიარ 9:12 ვევეა
  პრიმორეცი 0:4 ფილი

12/09

ქუთაისი

0:0

ვევეა

19/09

ქუთაისი

6:7

კრასნიარ

  ფილი 3:19 სლავა
  ლოკომ(მ) 8:12 პრიმორეცი

22/09

ავიატორი

6:12

ვევეა

26/09

პრიმორეცი

3:9

ქუთაისი

  სლავა 15:15 ლოკომ(მ)
  ვევეა 15:9 ფილი
  კრასნიარ 4:10 ავიატორი

  3/10

ქუთაისი

10:10

სლავა

  ლოკომ(მ) 20:28 ვევეა
  ფილი 6:0 ავიატორი

10/10

ვევეა

23:10

ქუთაისი

  სლავა 21:11 პრიმორეცი
  ავიატორი 3:3 ლოკომ(მ)
  კრასნიარ 6:9 ფილი

17/10

პრიმორეცი

0:10

კრასნიარ

ფინალი 1982

მ-წ*ფ

გატ:გაშ

სლავა (მოსკოვი)

38 17-0*4 389:156

ვევეა (მონინო)

34 16-3*2 418:175

ავიატორი (კიევი)

24 10-7*4 327:212

ფილი (მოსკოვი)

20

9-10*2

192:259

სახლმშენი (ქუთ)

18 8-11*2 190:284

ლოკომოტივი (მ)

16 7-12*2 249:265

ეტს (კრასნოიარს)

13 6-14*1 245:396

პრიმორეცი (ლენინ)

5 2-18*1 145:408

ქულა: 202 პაველ ბერზინი (სლავა)

<<    დარჩენა-ასვლაზე (IX - XVI ადგილები)

ტურებად:     7-11/07   მოსკოვი - ვილნიუსი
   25-31/07   კარასტიშოვი (ჟიტომირი)
   20-24/08   თბილისი - კაუნასი
    (2-8) /10   ლვოვი

ლოკომოტივი (თბ) -

სპარტ(მ) 22:9 0:V
მაი 30:10 13:7
ალმათა 30:3 11:0
ლვოვი 12:17 V:0
შევარდენი 27:15 19:32
სტაკლესი 19:13 0:V
პოლ(კ) 13:0 0:V

შევარდენი -

პოლ(კ) 0:V 0:V
სტაკლესი X:X 0:V
ლვოვი X:X 0:V
სპარტ(მ) 3:11 V:0
მაი 12:0 9:4
ალმათა 12:6 12:6

I წრე:  

12 ლოკ(თბ) პოლ(კ); 8 სპარ; 7 ლვო -

   6 შევ ალმ; 5 სტაკ; 0 მაი

ქვედა ფინალი 1982

მ-წ*ფ`დ

გატ:გაშ

პოლიტეხნიკი (კ)

22 11-3 219:132

ლოკომოტივი (თბ)

18 9-5 222:188

სტაკლესი (კაუნასი)

17 8-5*1 226:204

სოკოლი (ლვოვი)

15

7-6*1

183:153

შევარდენი (თბ)

14 6-6*2 149:156

სპარტაკი (მოსკ)

12 6-7*1`1 162:125

სკა (ალმათა)

12 6-7"1`1 172:157

მაი (მოსკოვი)

0 0-14 79:297

>>>     კომკავშირის სპორტული კვირეული

კვი 19/09 ვაკე * რეფ ნოდარ კაჭარავა

ლოკომოტივი 16:6 შევარდენი

>>>     VII საკავშირო თასი

<<    მერვედფინალი

23/05 პოლიტეხ(კ) 0:7 ლოკომოტ
  ?/? ლვოვი 0:V ქუთაისი
  შევარდენი 0:V ლოკომ(მ)

<<    მეოთხედფინალი

19/06 ვევეა 15:9 სლავა

20/06

ქუთაისი

13:6

ლოკომოტ

სად? კრასნიარ 6:15 ლოკომ(მ)
სად? ფილი 6:22 ავიატორი

ფინალური ოთხეული (ქუთაისი)

<<    ნახევარფინალი

  4/11 ავიატორი 10:0 ლოკომ(მ)
  ქუთაისი 6:17 ვევეა

<<    ფინალი

  6/11 ავიატორი

9:3

ვევეა

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 თამაზ გიორგობიანი#13, იგორ მარიამიძე; 14-11 ოლეგ ლიპარტელიანი, ზაზა გოგავა, ავთო დეისაძე#10, ბათლომე ხამაშურიძე#15, ანატოლი შამელაშვილი#15; 10 ავთანდილ ჩოგოვაძე; 9 ვახტანგ შვანგირაძე, ავთო გურეშიძე#15 /

(ფორ) 1-3 გრიგოლ გაბუნია#5, თენგიზ ტურძელაძე!ჰ რობერტ ობოლაძე, გოგი საჩეხიძე, სერგო უგრეხელიძე, დიმიტრი ფულარია; 4-5 გია წივწივაძე, ალექსანდრე ისაკაძე; 6-8 ალეკო გრიგალავა, ბორის ზიბზიბაძე, საშა ნაჭყებია, ნუგზარ ტყაბლაძე, მერაბ ფიოლია

(მწ) შალვა ქურციკიძე, ო.ლიპარტელიანი

ქულა (გაზეთებიდან)

44 (ლ 2გ 12ჯ) ნაჭყებია
  4 (ლ) ო.ლიპარტელიანი გრიგალავა ხამაშურიძე

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ნიაზ მამრიკიშვილი#11 (კაპ) 14-11 მიშა ხარშილაძე, ზურაბ ხარშილაძე#9, თემურ შერაზადიშვილი, გივი ავლასტიმოვი, ფრიდონ ზურაბიანი, მამუკა ბეზარაშვილი, ზვიად ვაშაძე<თსუ, ლაშა გეგენავა; 10 ავთო გიორგაძე<ქუთ#15#!ჰ, ირაკლი იმნაძე<მედ#13, თენგიზ თავაძე; 9 მალხაზ ჭეიშვილი (კაპ) /

(ფორ) 1-3 მალხაზ დათუნაშვილი, ზურაბ ჩაჩანიძე!ჰ თემურ მიკირტუმოვი, ალეკო გიგინეიშვილი; 4-5 ბესო ლილუაშვილი#3, თამაზ ხუადე, ნუკრი წერეთელი<შევ, მამუკა ვაზაგაშვილი, როლანდ სულთანიშვილი<, დათო კომლაძე, ვლადიმერ ჯაში#8#3, ლაშა ჩიქვინიძე; 6-8 ავთო ღიბრაძე#5 კაპ, ნოდარ ლიპარტელიანი, თემურ ბენდიაშვილი<, გაიოზ მონიავა#13, ლევან მგელაძე#14, დათო ღუდუშაური<თსუ, შოთა ხარშილაძე<#3, დიმიტრი მამრიკიშვილი<მედ

(მწ) ზ.ხარშილაძე ბენდიაშვილი (მნჯ) ბორის კომლაძე, თემურ ქემოკლიძე<შევ

ქულა (რაც ცნობილია)

23 (გ 7ჯ) გიორგაძე
12 (3ლ) მგელაძე
  8 (2ლ) ბეზარაშვილი
  4 (ლ) მონიავა ზ.ხარშილაძე; 3 (ჯ) ლილუაშვილი

<<    შევარდენი

(ბეკ) 15 კოტე კილაძე#13, ლადო გვიანიშვილი; 14-11 გოგა რაზმაძე<თსუ, გია კურატიშვილი, თემურ ხუციშვილი<მედ, კოტე ხიდეშელი, გიორგი სურმავა<თსუ, გია შანშიაშვილი; 10 დათო ჭაბუკიანი; 9 დათო კილასონია<ლოკ, ნუგზარ გაბრიჩიძე /

(ფორ) 1-3 გიორგი ბერიაშვილი, ზურაბ ელიზბარაშვილი!ჰ, მამუკა მჭედლიძე, მამუკა გაგნიძე, მორის გზირიშვილი!ჰ; 4-5 ავთო მაზანაშვილი, დათო ბიძინაშვილი; 6-8 პაატა ნარიმანაშვილი<თსუ, ლევან ხინჩაგაშვილი, ვახო კაპანაძე კაპ ...

(მწ) რამაზ სანებლიძე, კილასონია, ზურაბ ლოსაბერიძე<ლოკ, თამაზ მგელაძე

ქულა (რაც ცნობილია)

12 (3გ ჯ ა) ჭაბუკიანი
  9 (3ჯ) კილასონია
  8 შანშიაშვილი (2ლ) კურატიშვილი (გ 2ჯ)
  4 (ლ) ხუციშვილი კაპანაძე ბიძინაშვილი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1981/82

პირველი ჯგუფი (სბჭ: ბუქარესტი ფილი)

21/02 საფრანგეთი 25:19 იტალია
21/03 გერმანია 15:53 საფრანგეთი
  4/04 რუმინეთი 60:18 გერმანია
11/04 იტალია 21:15 რუმინეთი
  9/05 რუმინეთი 18:3 საბჭოეთი
22/05 საბჭოეთი 10:10 საფრანგეთი

ჩვენები: ლილუაშვილი (ლოკ) / ჭეიშვილი (სფრ: მარქაფაში)

ფირა 81/82

მ-წ*

გატ:გაშ

საფრანგეთი 3-0*1 105:53
იტალია 2-1*1 75:52
რუმინეთი 2-2 102:59
გერმანია 1-3 43:143
საბჭოეთი 0-2*2 32:50

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1982/83

პირველი ჯგუფი (სბჭ: ფილი მერინიაკი)

24/10 საბჭოეთი 31:9 გერმანია
31/10 რუმინეთი 13:9 საფრანგეთი
31/10 საფრანგეთი 6:12 საბჭოეთი
  7/11 გერმანია 3:23 იტალია
19/12 მაროკო 3:13 იტალია

ჩვენიანი: ლილუაშვილი (ლოკ)

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

6-12/04    ჟენევა (შვეიცარია)

4#საბჭოეთი - (პულში) მაროკო 17:7, საფრანგეთი 7:37; 3#ესპანეთი 9:17

^ ჩვენი ზურაბიანი (ლოკ)

1#საფრანგეთი 37:0 2#იტალია

>>>     IX საერთაშორისო ტურნირი

4-10/09    მოსკოვი

1#საბჭოეთი (3-1) - პოლ 22:3 12:15, პროფ 17:0 V:0

2#პოლონეთი (2-2) - 3#პროფკავშირული (1-3) 0:7 V:0

ჩვენები ნაკრებში: ლილუაშვილი (ლოკ) / ხამაშურიძე (ქუთ)

>>>     საქართველოს პირველობა

18-22/11    თბილისი
ლოკომოტივის სათადარიგო, ფიზკულტურული

<<    პირველი პული

1#სახლმშენი ქუთაისი (4-0) - სპი 26:4, სკა 48:12, ზოო 45:0, ლოკ (40:6)

2#სპი (3-1) - სკა 8:3, ზოო 9:3, ლოკ 4:0

3#სკა ვევეესი (1-3) - ზოო 9:13, ლოკ 29:0

4#ზოოვეტი (1-3) - 5#ლოკომოტივი (1-3) 7:9

<<    მეორე პული

1#უნივერსიტეტი (3-1) - შევ 12:10, ქთბ 16:15, მედ 4:10, ჭიათ 61:18

2#შევარდენი (3-1) - ქთბ (48:12) მედ 24:19, ჭიათ 36:12

3#ქუთბარიტი ქუთაისი (2-2) - მედ 19:12, ჭიათ V:0

4#სამედიცინო (2-2) - 5#ჭიათურა (0-4) V:0

<<    ფინალები (24/11)

 1-2 სახლმშენი 31:0 უნივერსიტეტი
 3-4 შევარდენი 16:3 სპი
 5-6 სკა^ვვს V:0 ქუთბარიტი
 7-8 ზოოვეტი 17:6 სამედიცინო
9-10 ჭიათურა (30:0) ლოკომოტივი

სახლმშენი: (წინ) მიშა ხარშილაძე, შამელაშვილი, მარიამიძე, გიორგობიანი, ამირან შავგულიძე, ფულარია, დეისაძე, ტურძელაძე, ოლეგ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე გაბიძაშვილი; (უკან) ავთო გიორგაძე-უმცროსი, ო.ლიპარტელიანი, ტყაბლაძე, უგრეხელიძე, თენგიზ პაჭკორია, გრიგალავა, ბადრი შვანგირაძე, წივწივაძე, დავით დანგაძე, გუგა ბაბუნაშვილი, შ.ქურციკიძე

>>>     საკავშირო "ოქროს ოვალი" (1967-68 დაბ)

<<    გაგარინის (სირდარია, უზბეკეთი) ზონა

ივნისის ბოლო. 8 გუნდი

1#კომპლექსური სპორტსკოლა (თბილისი) - 2#კრასნოიარსკი 44:0, 3#ნოვოკუზნეცკი 36:4, გაგარინი 80:0, ტაგანროგი 44:0, ალმათა 28:0, ყარაღანდა 36:0, 4#ტაშკენტი 12:0

საუკეთესო და მექულე: ქერაული

<<    ფინალი

10-20/08    მოსკოვი. 12 გუნდი

თბილისი (?) 18:8 სლავა

მრავალჭიდი: 1#ზელენოგრადი, 2#სლავა, 3#ლოკომოტივი (მ), 4#თბილისი

ტუნო (თბილისი): სოსო და ზურაბ ხოკერაშვილები, ზაზა ძიძაძე, გ.გოშაძე, იგორ ქერაული კაპ, არჩილ არეშიძე, ლევან ჭელიძე, მამუკა ღუდუშაური, გოჩა ჯღარკავა, ზურა ყიფშიძე, გ.გოგიჩაიშვილი, გიორგი ზაქარეიშვილი, გ.ნაკაშიძე (მწ) ბათუ კევლიშვილი, გოგი ლებანიძე

<<< >>>