ნახტომის წინ

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მვადექით 1983 წელს, რომლის ბოლოსაც ქუთაისმა ორი საკავშირო ტურნირი მოიგო და სამომავლოდ ნახტომისთვის გაემზადა, პოზიციებ-დაკარგულ თბილისში კი "ლოკომოტივი" ჩიოდა, უკეთეს მოთამაშეებს რად აღარ გვაძლევენ სხვა გუნდებიო. მაშინვე ვეტერანებმა მოიხილეს კიევი, ლიანგმა კი ტელე-ეკრანზე პირველად უცქირა ბრიტანელთა ბურთაობას.

ვიდეო საბჭოეთში ახალი შემოსული იყო. ახალი წლის წინ, 27 დეკემბერს დათო კილასონია, თემურ ბენდიაშვილი და თემურ ჯაფარიძე დავით ქლიბაძეს "სპორტულ კალეიდოსკოპში" ეახლნენ და უელსური რაგბის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩის ბიბისისეული მონტაჟი სათანადო კომენტარით გააშვებინეს, რითაც საზოგადოებას თვალნათლივ უჩვენეს, თუ რარიგ საამო სეირია ნაღდი რაგბი.

პრესაშიც დაიძრა 60-იანი წლების აქეთ მინავლებული აგიტაციის საქმე. ედიშერ გიორგაძემ და გია ჭუმბურიძემ "ლელოს" მკითხველს გააცნეს ინგლისი - შოტლანდიის საცილო "კალკუტის თასი"; ალეკო გიგინეიშვილმა სხარტი რეპორტაჟი დაწერა "ლოკომოტივის" ვარჯიშზე; გიორგაძემ ნარკვევი გამოაქვეყნა საბჭოეთის საუკეთესო მორკინალ ბესო ლილუაშვილზე, სპორტის ოსტატმა გაბრიელ ბარჯაძემ კი "ექიმი და რეგბისტი" უძღვნა რკინიგზელთა კაპიტან ავთო ღიბრაძეს.

რკინიგზელთა საწუხარი

გაბრიელმა სხვა სტატიაში რაგბი ხატოვნად აღწერა: "კამარა შეკრულ ბურთიან სპორცმენს მოწინააღმდეგე ორივე ხელით მუხლებში წვდება და მხრის მძლავრი ბიძგით ძირს ანარცხებს. არავითარი კამათი და გაწევ-გამოწევა. ეს ხომ რეგბია, ინგლისის პატარა ქალაქში 160 წლის წინათ დაბადებული თამაში, რომელმაც შემდეგ ყველა მატერიკი დაიპყრო"

მანვე იკისრა რკინიგზელთა წუხილის საჯაროდ გაჟღერებაც, ესაო და "რესპუბლიკის პირველი გუნდი" ვართ და ამიტომ საუკეთესო რეგბისტები ჩვენთან უნდა თამაშობდნენ; "ავიატორი" ფაქტიურად უკრაინის ნაკრებია, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ასე არაა; თბილისში სხვა (!) ძლიერი გუნდებიც გვყავს, მაგრამ მათ უკეთეს მოთამაშეებს რატომღაც (!) არ უშვებენ (?) ლოკომოტივშიო.

არადა, გინდ წინა წლის შედეგით და გინდაც იმჟამინდელი ვითარებით, პირველი გუნდი უკვე ქუთაისი იყო. მზრუნველი პატრონის მყოლმა "სახლმშენმა" ჩემპიონატში სამჯერვე მოუგო ლოკომოტივს; მერე ნოემბერში, ხარკოვში იჩემპიონა პროფკავშირთა პირველობაზე, ქუთაისში კი ახალგაზრდებშიც პირველ ადგილზე გავიდა.

სხვაგან გადავნერგოთო

უცნაურია და ამავე წელს სხვა დონეზეც დაისვა ქუთაისში რაგბის ძლიერი გუნდის ყოლის მიზანშეუწონლობის საკითხი. რომ უნდა გამართულიყო "რესპუბლიკის პარტიულ სამეურნეო და ფიზკულტურულ სპორტული აქტივის კრება", ლელოში, საკუთარივე აღიარებით, ერთობ სადაო მოსაზრება გამოაქვეყნა ბორჯომელმა "პოლიტიკური განათლების კაბინეტის" გამგემ, ო.ჩხეიძემ.

მისი დაკვირვებით, ახალი სპორტის ბუმი უეცრად დასცემს ხოლმე მანამდე პოპულარული სახეობის აქციებს; ამა თუ იმ კუთხესაც მკვიდრთა ბუნების, მონაცემებისა და ინტერესის მიხედვით უნდა შერჩეოდა საბაზო სახეობები. რაკი ქუთაისი ოდითგან ფეხბურთისა და კალათბურთის კერა ყოფილა, ამად უმჯობესი იქნებოდა იქედან რაგბის გადანერგა კახეთში ან ქართლში, სადაური ხალხიც დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩევა და ჭიდაობა ეხერხება.

ჩხეიძემ იკითხა, პატარა ქალაქი როგორ გაწვდება სპორტის ამდენ სახეობას, განა ეყოფა ბავშვთა კონტინგენტიო, და მიზანიც გაამხილა: (ბალახის) ჰოკეისა და რეგბისგან გამოთავისუფლებულ ქუთაისში უნდა შექმნილიყო საკავშირო პირველობის მონაწილე, კალათბურთისა და ფეხბურთის "მეორე გუნდები" და იმ ორი, სხვაგან გადასატანი სპორტის ფინანსებიც მათ მოხმარდებოდათ.

ყველა გადაყვათ

საკავშირო პირველობაზე სიახლე ის იყო, რომ მოწინავე რვეულში გასულ გუნდებს შესარჩევში მოგროვილი ყველა ქულა გადაყვათ, ანუ წინა ხუთი წლისგან (1978-82) განსხვავებით, ფინალს გარეთ დარჩენილ ოთხეულთან ნათამაშევებიც ჩაეთვალათ. ამით დაზარალდა მხოლოდ ქუთაისი, ვინც ხელმოცარულებთან სამი ქულა დაკარგა, თორემ სხვებმა ოთხივე მაჩანჩალას მოუგეს.

აპრილში ქუთაისმა ახალ ადგილას, ქენთაუში ირაგბა, თბილისმა კი ნაცნობ ფერღანაში. სახლმშენმა ვერ მოუგო ლვოვს, ხოლო ლოკომოტივი გაუძალიანდა ვევეას და მერე ფრეს გამორჩა მოსკოველ თანაკლუბელებთან, ვისაც ჯვარედინი ტურის წინ, ვაკეში, თასზე ულაპარაკოდ მოუგო. თავად ეგ ტური მოსკოვის ნაცვლად მოეწყო უკრაინაში, კრასნოგრადში, რაიც პოლტავასთან უფრო ახლოა, ვიდრე ოლქის ცენტრ ხარკოვთან.

მერვე რაუნდში ქუთაისმა კაუნასთან წააგო, თბილისმა კი ლენინგრადთან. მერე სახლმშენმა 9:0 დასცა თვით ვევეა, ლოკომოტივმა კი ფინალში ასპარეზობა ბოლოსწინა ტურში, მდევარ ლვოვის ძლევით დაიბევა. საბოლოოდ ეგრე გამოვიდა, რომ წინა სეზონთან შედარებით, რვეულში კრასნოიარსკი შეცვალა თბილისმა, ოღონდაც ვევეა მეოთხე ადგილამდე დაეშვა და ავიატორი მეხუთემდე, ხოლო პირველზე მოსკოვის ლოკომოტივი მოკალათდა.

სათუო არგუმენტები

ფინალში ჩვენი გუნდები მედლებისთვის მებრძოლ ხუთეულს გვარიანად ჩამორჩნენ. მეორე რაუნდში, სახლმშენი - ვევეას რკენაში ბოლო სამ წუთამდე 9:9 იყო, ლოკომოტივი - ავიატორის თამაშში კი 65 წუთის შემდეგ 0:0, მაგრამ მერე, 35 გრადუსიან ხვატში, კიევმა ოთხივე ხერხით გაგვიტანა ბურთი.

საერთაშორისო ტურნირის მოახლოების გამო სამი რაუნდი 4-დღიანი ციკლით გაიმართა. ქუთაისი ვაკეში საშა ნაჭყებიას ჯარიმით მეორე ტაიმში დაწინაურდა და მერე ავთო გიორგაძესაც დაუფარა მოგერიებაზე, ლელოში კი ლოკომოტივის წარუმატებლობის ასახსნელად გამოქვეყნდა სათუო არგუმენტები, რომ ვითომც უცხოეთში მორაგბეთა საშუალო ასაკი 30-34 წელია და სლავას სკოლაშიც 2000 ბავშვი ვარჯიშობს (ერთი ნული აშკარად ზედმეტია)

ლელოშიცა და "სავეცკი სპორტშიც" რაგბის გაშუქება ძაან შეაფერხა "სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადამ". შემოდგომაზე რომ დაყვინა ავიატორმა, ლოკომოტივმა კიევში მოუგო, სახლმშენმა კი ქუთაისში. მერე გაზეთებში ლოკომოტივი - სლავას ანგარიშის სამი (!) ვერსია გამოქვეყნდა, ფილის ვაკეში ჩამოსვლაზე კი თემურ ბენდიაშვილი შეცვლაზე ექვსი წუთის შესული იყო, გერა ფორმინმა ცხუბში ჩაბმისთვის რომ გააძევა, რის გამოც 35 წლის "ბენდოს" მეორედ მისაჯა სამუდამო დისკვალიფიკაცია.

შემდეგ გაზაფხულზეღა

მაგ მატჩში ანგარიში არეკნით გახსნა თენგიზ თავაძემ. ფილი საჩემპიონო გუნდს არაფრით ჰგავდა. წამატებულ დროში მალხაზ ჭეიშვილმა მოაწყო სლალომი, მაგრამ მისიანებს ბურთი ზედ ლელოსთან დაუვარდათ. ბოლოსწინა რაუნდში მოსკოვის ლოკომოტივმა ქუთაისში გაიმარჯვა და უკან მოიტოვა ფილი, ვისაც ვევეას კაპიტანმა იგორ მირონოვმა ორი არეკნი შეუგდო; ბოლოში კი თბილისმა გაგარინელთა ბრინჯაო სლავას გადაულოცა.

ლელო ლილუაშვილმა შეიტანა და თბილისში ერთი წლითაც დარჩა, მატჩის გმირი გიორგაძე (გ 3ჯ) კი შემდეგი სეზონიდან მეორედ გადავიდა ქუთაისში. 43 დერეფნიდან მხოლოდ ათში ავაგდეთ ბურთი, ანუ აუტში მეტად ვურტყამდით; ვევეამ ათი თავისი მოწოდება წააგო, 35 შერკინებაში კი 25-ჯერ ბურთი ჩვენ შევაგორეთ, რაკი მეტოქეს ტექნიკური წუნი მეტი ჰქონდა.

მოსკოვის ლოკომოტივი, ვისი ცხრა წევრიც მეტროში, ხოლო დანარჩენები რკინიგზაზე მუშაობდნენ, მეოცე (!) სეზონში პირველად გახდა ჩემპიონი. "ერთა თასზე" საფრანგეთი მეოთხე (!) ადგილზე დარჩა, საბჭოეთს კი, რომელშიც საქართველოდან მარტო ლილუაშვილს უხმობდნენ, რუმინეთმა აჯობა ბეკებით, ხოლო იტალიამ მსაჯით. 19-წლამდელთა პირველობა მაროკოში, უსაბჭოეთოდ მოეწყო, ჩვენი შინაური ჩემპიონატი კი ნოემბერში დაიწყო და ახალი სისტემით, შემდეგ გაზაფხულზეღა დასრულდა.

<<<     1983

>>>     XX საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე

>>    ნთაუს (შიმქენთის ოლქი, ყაზახეთი) პული

  8/04 ქუთაისი 12:7 პრიმორეცი
  სლავა 12:9 ლვოვი
  ფილი 13:9 პოლიტეხნიკი

10/04

ქუთაისი

12:16

ფილი

  სლავა 10:4 პოლიტეხნიკი
  პრიმორეცი 12:7 ლვოვი

12/04

ქუთაისი

21:6

პოლიტეხნიკი

  სლავა 22:9 პრიმორეცი
  ფილი 18:6 ლვოვი

15/04

ქუთაისი

0:12

სლავა

  ფილი 16:6 პრიმორეცი
  ლვოვი 17:3 პოლიტეხნიკი

17/04

ქუთაისი

6:6

ლვოვი

  სლავა 11:3 ფილი
  პრიმორეცი 26:3 პოლიტეხნიკი

10 სლავა, 8 ფილი, 5 ქუთაისი, 4 პრიმორ, 3 ლვოვი, 0 პოლ(კ)

>>    ფერღანის (უზბეკეთი) პული

  8/04 ლოკომოტ 6:18 ავიატორი
  ვევეა 41:13 კაუნასი
  ლოკომ(მ) 40:12 კრასნიარ

10/04

ლოკომოტ

6:10

ვევეა

  ლოკომ(მ) 22:16 ავიატორი
  კრასნიარ 19:6 კაუნასი

12/04

ლოკომოტ

3:3

ლოკომ(მ)

  ვევეა 23:12 კრასნიარ
  ავიატორი 46:7 კაუნასი

15/04

ლოკომოტ

33:3

კაუნასი

  ლოკომ(მ) 18:16 ვევეა
  ავიატორი 41:9 კრასნიარ

17/04

ლოკომოტ

23:14

კრასნიარ

  ვევეა 18:15 ავიატორი
  ლოკომ(მ) 72:0 კაუნასი

9 ლოკ(მ), 8 ვევეა, 6 ავიატ, 5 ლოკ(თბ), 2 კრასნ, 0 კაუნ

>>    პულთა-შორისი ტური

კრასნოგრადი (ხარკოვის ოლქი, უკრაინა)

  1/06 ქუთაისი 20:3 კრასნიარ
  ლოკომოტ 9:9 ფილი
  სლავა 44:0 კაუნასი
  ლოკომ(მ) 27:4 პრიმორეცი
  ვევეა 29:3 ლვოვი
  ავიატორი 35:3 პოლიტეხნიკი

  3/06

ქუთაისი

6:3

ლოკომოტ

  ვევეა 19:6 სლავა
  ლოკომ(მ) 23:10 პოლიტეხნიკი
  ფილი 7:6 კაუნასი
  ავიატორი 27:7 ლვოვი
  პრიმორეცი 12:9 კრასნიარ

  5/06

ქუთაისი

9:15

კაუნასი

  ლოკომოტ 9:13 პრიმორეცი
  ლოკომ(მ) 22:3 ლვოვი
  ფილი 15:3 ვევეა
  ავიატორი 15:3 სლავა
  პოლიტეხნიკი 4:3 კრასნიარ

15 ლოკ(მ), 13 ფილი; 12 ავი ვვა სლვ;
9 ქუთ, 8 პრიმ, 6 ლოკ(თბ) -
3 ლვო; 2 კაუნ პოლ(კ) კრასნ

  7/06

ქუთაისი

9:0

ვევეა

  ლოკომოტ 10:6 პოლიტეხნიკი
  სლავა 12:6 ლოკომ(მ)
  ფილი 12:9 ავიატორი
  პრიმორეცი 20:3 კაუნასი
  ლვოვი 14:6 კრასნიარ

10/06

ქუთაისი

3:29

ავიატორი

  ლოკომოტ 7:3 ლვოვი
  ლოკომ(მ) 9:3 ფილი
  სლავა 18:6 კრასნიარ
  ვევეა 10:6 პრიმორეცი
  კაუნასი 15:13 პოლიტეხნიკი

12/06

ქუთაისი

9:22

ლოკომ(მ)

  ლოკომოტ 0:19 სლავა
  ფილი 22:3 კრასნიარ
  ვევეა 37:3 პოლიტეხნიკი
  ავიატორი 22:10 პრიმორეცი
  ლვოვი 31:3 კაუნასი

შესარჩევი 1983

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლოკომოტივი (მ)

19 9-1*1 264:88

სლავა (მოსკოვი)

18 9-2 169:71

ფილი (მოსკოვი)

17 8-2*1 134:83

ვევეა (მონინო)

16 8-3 206:106

ავიატორი (კიევი)

16 8-3 273:100

სახლმშენი (ქუთ)

11 5-5*1 107:119

პრიმორეც(ლენინ)

10 5-6 125:140

ლოკომოტივი (თბ)

10 4-5*2 109:104

სოკოლი (ლვოვი)

7

3-7*1

106:145

სტაკლესი (კაუნასი)

4 2-9 71:335

პოლიტეხნიკი (კ)

2 1-10 64:210

ეტს (კრასნოიარს)

2 1-10 96:223

! ფინალში ამიერიდან ითვლება ყველა შესარჩევის შედეგი

<<    პირველი წრე

  3/07 ფილი 19:12 ქუთაისი
  ლოკომ(მ) 13:9 ლოკომოტ
  ვევეა 9:9 ავიატორი
10/07

ქუთაისი

9:15 ვევეა
  ლოკომოტ 3:12 ავიატორი
  ლოკომ(მ) 6:6 სლავა
  პრიმორეცი 6:16 ფილი

13/07

პრიმორეცი

16:13

სლავა

17/07

ავიატორი

19:9

ქუთაისი

  სლავა (30:0) ლოკომოტ
  ფილი 6:6 ლოკომ(მ)
  ვევეა 13:3 პრიმორეცი

23/07

ლოკომოტ

0:7

ქუთაისი

  ლოკომ(მ) 6:6 ვევეა
  სლავა 7:10 ფილი
  პრიმორეცი 12:32 ავიატორი

27/07

ქუთაისი

9:0

პრიმორეცი

  ფილი 40:12 ლოკომოტ
  ავიატორი 12:13 ლოკომ(მ)
  ვევეა 12:13 სლავა

31/07

ლოკომ(მ)

17:13

ქუთაისი

  ლოკომოტ 18:7 პრიმორეცი
  ფილი 18:9 ვევეა

 

სლავა

17:10

ავიატორი

არდადეგებზე: 28 ლოკ(მ) ფილი;
25 სლვ; 23 ავი; 22 ვვა

23/08

ავიატორი

9:6

ფილი

28/08

ქუთაისი

9:18

სლავ(9:19)

  ვევეა 32:0 ლოკომოტ
  პრიმორეცი 0:22 ლოკომ(მ)

<<    მეორე წრე

  4/09 ქუთაისი 7:12 ფილი
  ლოკომოტ 6:15 ლოკომ(მ)
  სლავა 31:12 პრიმორეცი
  ავიატორი 9:19 ვევეა

11/09

ვევეა

41:12

ქუთაისი

  ავიატორი 4:15 ლოკომოტ
  სლავა 6:13 ლოკომ(მ)
  ფილი 21:9 პრიმორეცი

18/09

ქუთაისი

9:4

ავიატორი

  ლოკომოტ 7:24 სლავ(9:21 9:27)
  ლოკომ(მ) 12:13 ფილი

 

პრიმორეცი

6:27

ვევეა

34 ლოკ(მ) ფილი; 31 სლვ; 30 ვვა

25/09

ქუთაისი

3:0

ლოკომოტ

  ვევეა 9:12 ლოკომ(მ)
  ფილი 19:6 სლავა

  2/10

პრიმორეცი

4:3

ქუთაისი

  ლოკომოტ 3:4 ფილი
  ლოკომ(მ) 13:12 ავიატორი
  სლავა 3:16 ვევეა

  ?/10

ავიატორი

7:6

პრიმორეცი

  9/10

ქუთაისი

7:12

ლოკომ(მ)

  პრიმორეცი 10:0 ლოკომოტ
  ვევეა 6:0 ფილი

 

ავიატორი

3:22

სლავა

40 ლოკ(მ); 38 ფილი; 34 ვვა; 33 სლვ

16/10

სლავა

25:3

ქუთაისი

  ლოკომოტ 15:10 ვევეა
  ფილი 25:21 ავიატორი
  ლოკომ(მ) 37:6 პრიმორეცი

ფინალი 1983

  მ-წ *ფ$დ

გატ:გაშ

ლოკომოტივი (მ)

42 19-2  *4 461:199

ფილი (მოსკოვი)

40 19-4  *2 343:208

სლავა (მოსკოვი)

35 17-7  *1 390:207

ვევეა (მონინო)

34

16-7  *2

430:221

ავიატორი (კიევი)

27 13-11*1 436:278

სახლმშენი (ქუთ)

19   9-15*1 219:305

პრიმორეცი (ლენინ)

16   8-17 222:389

ლოკომოტივი (თბ)

15   7-16*2$1 197:315

ქულა: 180 ალეკსეი ბუგროვი (ლოკ*მ) ანატოლი გონიანი (ავი)

 პირველი ლიგა  

შევარდენი

*   ზაფხულში შავათის (ურგენჩი, ხვარაზმი, უზბეკეთი)
    პულილან (მაი, ნოვოკუზნეცკი - სკა*შავათ ?:?, ელგავა V:0, ტირასპოლი 0:V)
    ვერ გავიდა ქვედა ფინალში (IX-XVI)

*   შუა სექტემბერში ითამაშა დნეპროპეტროვსკში
    XVII-XXIV ადგილებისთვის (კუიბიშევი ფრე, დნეპროპეტროვსკი ფრე,
    ტაგანროგი
V:0, ტაშპი*ტაშკენტი 0:V)
    და პირველ ლიგაში დარჩა

(მწ) რამაზ სანებლიძე / გურამ მოდებაძე; თამაზ მგელაძე

>>>     VIII საკავშირო თასი

<<    მერვედფინალი

28/05 ლოკომოტ

16:7

ლოკომ(მ)

<<    მეოთხედფინალი

26/06 ვევეა 24:6 ლოკომოტ
  ფილი 12:9 სპარტაკი (მ)

13/07

ავიატორი

29:9

ალმათა

20/07

სლავა

16:15

ქუთაისი

ფინალური ოთხეული (ხარკოვი)

<<    ნახევარფინალი

  5/08 ავიატორი 9:10 სლავა
  ვევეა 10:3 ფილი

<<    ფინალი

  7/08 ვევეა

12:3

სლავა

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ქუთაისი (ტრუდის პირველობიანად)

(ბეკ) 15 მიშა ხარშილაძე<ლოკ; 14-11 ოლეგ ლიპარტელიანი კაპ, თამაზ გიორგობიანი, ავთო დეისაძე, ანატოლი შამელაშვილი, ბათლომე ხამაშურიძე, ოლეგ ჟორჟოლიანი, რამაზ ქობულაძე; 10 ავთანდილ ჩოგოვაძე; 9 ამირან შავგულიძე, მამუკა ლოსაბერიძე, ვახტანგ შვანგირაძე, მერაბ თევზაძე /

(ფორ) 1-3 ბორის ზიბზიბაძე, თენგიზ ტურძელაძე!ჰ სერგო უგრეხელიძე, გრიგოლ გაბუნია, დიმიტრი ფულარია, გოგი საჩეხიძე, რობერტ ობოლაძე; 4-5 ალეკო გრიგალავა, გია წივწივაძე; 6-8 ბადრი შვანგირაძე, დავით დანგაძე, საშა ნაჭყებია, ავთო გიორგაძე, ზაზა თხელიძე * ს.ტვილდიანი

(მწ) შალვა ქურციკიძე, ო.ლიპარტელიანი

ქულა (გაზეთებიდან)

7 (ლ ჯ?ა) მ.ხარშილაძე
6 (2ჯ) ნაჭყებია ხამაშურიძე

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ლევან მგელაძე#11; 14-11 ზვიად ვაშაძე, თემურ შერაზადიშვილი, გივი ავლასტიმოვი, მამუკა ბეზარაშვილი, ლაშა გეგენავა, რომან მამულაშვილი, ზაზა ჭუმბურიძე; 10 ავთო გიორგაძე#15, თენგიზ თავაძე; 9 მალხაზ ჭეიშვილი კაპ, ზურაბ ხარშილაძე /

(ფორ) 1-3 მალხაზ დათუნაშვილი, ზურაბ ჩაჩანიძე!ჰ ბესო ლილუაშვილი, საშა ცისკარიშვილი<!ჰ ლიოშა მჭედლიძე; 4-5 თამაზ ხუადე#6, ავთო ღიბრაძე კაპ, როლანდ სულთანიშვილი, ლაშა ჩიქვინიძე, დათო კომლაძე; 6-8 ვოვა პეტუხოვი<, გაიოზ მონიავა, თემურ ბენდიაშვილი, ნოდარ ლიპარტელიანი, ჯემალ ბასილაშვილი, დათო ღუდუშაური, დიმიტრი მამრიკიშვილი

(მწ) ზ.ხარშილაძე ბენდიაშვილი (მნჯ) ბორის კომლაძე

ქულა (რაც ცნობილია)

29 (4გ 5ჯ 2ა) გიორგაძე
  8 (2ლ) ლილუაშვილი
  4 (ლ) ნ.ლიპარტელიანი ბეზარაშვილი ჩაჩანიძე
  3 (ა) თავაძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1982/83

პირველი ჯგუფი (სბჭ: კიევი კიევი კატანია)

  6/02 იტალია 6:6 საფრანგეთი
20/02 საფრანგეთი 84:0 გერმანია
27/02 მაროკო 3:28 რუმინეთი
27/03 გერმანია 12:26 რუმინეთი
10/04 რუმინეთი 13:6 იტალია
12/04 მაროკო 9:16 საფრანგეთი
  8/05 გერმანია 13:16 მაროკო
11/05 საბჭოეთი 17:12 მაროკო
15/05 საბჭოეთი 10:15 რუმინეთი
22/05 იტალია 12:10 საბჭოეთი

ჩვენიანი: ლილუაშვილი (ლოკ) მრკ იტა

ფირა 81/82

მ-წ*

გატ:გაშ

რუმინეთი 5-0 95:40
იტალია 3-1*1 60:35
საბჭოეთი 3-2 80:54

საფრანგეთი

2-2*1

121:40

მაროკო 1-4 43:87
გერმანია 0-5 37:180

>>>     X საერთაშორისო ტურნირი

13-20/08 მოსკოვი

<<    წრე

საბჭოეთი (3-0) - იტა 32:9, პოლ 26:3, სბჭ$2 18:3

იტალია (1-1*1) - პოლ 7:7, სბჭ$2 13:0

პოლონეთი (1-1*1) - საბჭოეთი$2 (0-3) 13:3

<<    ფინალები

1#საბჭოეთი 22:7 2#იტალია
3#საბჭოეთი$2 23:13 4#პოლონეთი

ჩვენები ნაკრებში: ნაჭყებია (ქუთ) მონიავა (ლოკ) სბჭ;
ნუგზარ გაბრიჩიძე, ლევან ხინჩაგაშვილი (შევ) სბჭ$2

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1983/84

პირველი ჯგუფი (სბჭ: კიევი ბუქარესტი)

30/10 საბჭოეთი 16:7 იტალია
30/10 რუმინეთი 31:0 პოლონეთი
20/11 რუმინეთი 19:3 საბჭოეთი
  4/12 საფრანგეთი 26:15 რუმინეთი

>>>     საქართველოს პირველობა

<<    პირველი წრე (1983 წლის შემოდგომა)

კვი 20/11 - ახალ წლამდე? (ფიზკულტურული)

მსაჯები: გოჩა აბაშიძე, მალხაზ კოროშინაძე, მერაბ ანთაძე

1#შევარდენი   6-0*1
2#სახლმშენი   6-1
3#ლოკომოტივი   5-1*1
4#ზოოვეტი    
?#სპი    
?#სამედიცინო    
?#სკა ვევესი    
?#რიონი (ქუთ)  

! დასრულდა 1984 წლის გაზაფხულზე

>>>     თბილისის პირველობა

აპრილი - ოქტომბერი
6 გუნდი ორ წრედ (მთ.მსაჯი გოჩა აბაშიძე)

1#სპი (მწ გელა მიქაბერიძე, ნუგზარ მურღულია)
2#სამედიცინო (რეზო ჩხეიძე)
3#უნივერსიტეტი (მერაბ ჟღენტი) ...
   ზოოვეტი (თემურ ცინცაძე) ... აკადემია?

>>>     უნივერსიადა

?/03-5/04 თბილისი
სასოფლო, სამედიცინო (მთ.მსაჯი ზურაბ რეხვიაშვილი)

1#უნივერსიტეტი (3-0*1) - შევ 9:4, ზოო 14:8, სპი 4:4, მედ 12:4

2#შევარდენი (სასოფლო) - ზოო 18:4, სპი ?:?, მედ 21:13

3#ზოოვეტი (2-2) - სპი 17:14, მედ 17:6; სპი - სამედიცინო ?:?

უნივერსიტეტი (თსუ) 15 ნუკრი აბაშიძე; 14-11 გია ბალავაძე, გია ჩუთლაშვილი, თორნიკე გეგიძე, გია ჭუმბურიძე, პაატა მიქაძე, თემურ თურმანიძე, ზურაბ ბარამიძე; 10 დათო ძაგანელი; 9 გიორგი სურმავა / 1-3 ნუგზარ ღუდუშაური, ვალერი რაგულინი, პეტრე ცაგარეიშვილი, მალხაზ მაღლაფერიძე, არჩილ კოკოშაშვილი, ტარიელ ნიჟარაძე, ალეკო ჩხეიძე, ლევან შიშინაშვილი; 4-5 გალაქტიონ ვაშაძე, გია მიქაძე, ნიკა მურღულია; 6-8 დათო ღუდუშაური, ბაჩუკ ჟორჟოლიანი, გია ბოკუჩავა, გია მელქაძე (მწ) მერაბ ჟღენტი

>>>     ტრუდის (პროფკავშირები) ცეესი
ნოემბრის ბოლო. ხარკოვი. 8 გუნდი

1#ქუთაისი 10:8 2#სლავა

პულში * სახმშენი (განთიადი) ქუთაისი - ავანგარდი (ხარკოვი უკრ) 45:3, რაფ (ელგავა ლატ) 46:0, ელეკტრომაში (ტირასპოლი მოლ) 21:7

>>>     ახალგაზრდათა (1960-64 დაბ) საკავშირო პირველობა
ნოემბერი. ქუთაისი. 5 გუნდი

1#ქუთაისი (4-0) -
2#შევარდენი 7:6, 3#ლოკომოტივი (მოს) 12:3, ვევეა 12:10, ავიატორი 31:0

ნუგზარ ძაგნიძე, დეისაძე შამელაშვილი ლოსაბერიძე / უგრეხელიძე შვანგირაძე დანგაძე ჟორჟოლიანი, თამაზ ფხაკაძე ... (მწ) რამაზ სვანიძე, ო.ლიპარტელიანი

>>>     შეიარაღებული ძალების პირველობა
ბალაშოვი (სარატოვის ოლქი)

3#ტაშკენტი, 4#ამიერკავკასია (მწ) 9 დათო კილასონია - 10 მერაბ ანთაძე; ნუგზარ მალაღურაძე ...

>>>     ჩეხთა ჩამოსვლა
ოქტომბერი. სლავია (პრაღა)

შევარდენი 22:8 სლავია
უნივერსიტეტი 6:4 სლავია

>>>     სოც. ბანაკის VI "დრუჟბა" (18 წლამდე)
მოსკოვი. აგვისტო - სექტემბრის შესაყარი

1#საბჭოეთი 27:10 2#ჩეხოსლოვაკია
3#რუმინეთი ... პოლონეთი, ბულგარეთი, აღმ.გერმანია (გდრ)

ჩვენები: დათო კომლაძე კაპ, თამაზ ხუადე ... ქუთაისლებიც!

>>>     X საკავშირო "იუნოსწის" თასი (1967-68 დაბ)
კოლპინო (ლენინგრადის ოლქი)

აგვისტოს ბოლო. 10 გუნდი

1#ზელენოგრადი   7:4   2#სლავა
3#თბილისი   10:6   4#იჟორეცი (კოლპ)

პულში * კომპლექსური სპორტსკოლა (თბილისი) - ვაირასი (შიაულიაი ლიტ) 23:0, ეტს (კრასნოიარსკი) 42:3, პრიმორეცი (ლენინგრადი) 36:0, სლავა (მოსკოვი) 0:3

თბილისი: იგორ ქერაული, სიკო თაქთაქიშვილი, ზაალ "ბაჩი" გოგუაძე, ხვიჩა შამათავა, ალეკო ამზაშვილი ... (მწ) ბათუ კევლიშვილი, გოგი ლებანიძე, მალხაზ კოროშინაძე

>>>     საკავშირო "ოქროს ოვალის" (1969-70 დაბ) ზონა

ივნისის ბოლო. ხაშური. 5 გუნდი (რვიდან)
ორგანიზატორი ელგუჯა გელაშვილი, მთ.მსაჯი რეხვიაშვილი

1#თბილისი (5-0) - ტირასპოლი 48:4, 2#მოსკოვი (სპარტაკი?) ტაგანროგი, ტირასპოლი, ნალჩიკი

თბილისი: მამუკა ღუდუშაური, გია ოქროპირაშვილი, გოჩა ომიაძე ... (მწ) ბათუ კევლიშვილი ^ ფინალი ტაგანროგში

<<    ზონის შესარჩევი (აპრილი)

1#ვერა (მწ მალხაზ კოროშინაძე, მერაბ კაპანაძე)
2#შევარდენი (რამაზ სანებლიძე) ...
იმედი მცხეთა (თემურ თურმანიძე)
ჭადარი თელავი (საშა ცისკარიშვილი)
^ ფინალი 20-24/04 მცხეთაში

>>>     საკავშირო "პიონერული ოვალი" (1971-72 დაბ)
ივნისი. ზელენოგრადი (მოსკოვის ოლქი)

3#პირველი მერცხალი (ბროწეულა, წყალტუბო)

(მწ) ავთო იობიძე, დევი თუთბერიძე, მ.ჭულუხაძე

>>>     ვეტერანები კიევში

(11)/09    კიევი 12:20 თბილისი

(ფოტოს მიხედვით) თემურ ბენდიაშვილი, თემურ ჯაფარიძე, გენო ღადუა, დათო კილასონია, გოგი ტონია, კოკა ლაზიშვილი, გოგი სუთიაშვილი, ნუგზარ ბუგიანიშვილი, ნუკრი აბაშიძე, ზურაბ რეხვიაშვილი, რამაზ სანებლიძე, ნოდარ ყიფიანი, ვახო ფეტვიაშვილი

თამაზ შარაშენიძე, მერაბ აბდუშელიშვილი, თამაზ ანდღულაძე, ვალტერ კაპანაძე, თემურ ცინცაძე, მერაბ ნიჟარაძე, ნუკრი ფურცელაძე, თამაზ სალთხუციშვილი, გურამ მოდებაძე

<<< >>>