ვერცხლის შემოდგომა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1984 წელს, რომელშიც "სახლმშენმა" ქუთაისის მობურთალთა გუნდებიდან პირველმა მოიპოვა საკავშირო მედალი და თანაც ვერცხლისა; თბილისში კრიზისი გაღრმავდა და "ლოკომოტივი" მე-12 ადგილამდე დაეშვა, მაგრამ პრესაში კი გაჩაღდა ოვალური ბურთის სასიკეთო კამპანია.

ახალი წლიდან "ლელოს" რედაქტორად არჩილ გოგელია დაინიშნა და გაზეთიც მალევე გამოკეთდა, მაგრამ არა-სასპარტაკიადო რაგბისთვის ივლისშიღა, მკითხველის საგანგაშო წერილის პასუხად მოიცალა. სამაგიეროდ, "ახალგაზრდა კომუნისტში" (რ.ბალანჩივაძე) ვახტანგ ჟღენტმა და გაბრიელ ბარჯაძემ 22 მარტს გამოაქვეყნეს ოთხ ნაკვეთა, სხვადასხვა წყაროდან ნასაზრდოები "ქებათა ქება რეგბისა", რომელსაც "ა2" ზომის მთელი (!) გვერდი ეჭირა (წიგნის ფორმატია ა5)

ორ-წლიანი ჩავარდნის შემდეგ "ლელოშივე" აღდგა სეზონის ანონსი, ოღონდაც მხოლოდ მეოთხედ-გვერდიანი. გულთმისანი ვერავინ გამოდგა, ქუთათურთა კარს მომდგარი აღმასვლა რომ განეჭვრიტა, "ახკომში" კი ზ.გომართელს მოახსენა თემურ ბენდიაშვილმა, "სტუდენტური გუნდების წევრები ჩვენთან ვერ (!) თამაშობენ; კარგა ხანია ვუთვალთვალებთ სტუდქალაქის სტადიონს, მაგრამ ვერაფერი გამოგვდის; ხოლო რეგბი ქართველი კაცისთვის რომაა შექმნილი, წელს ლოკომოტივმა მესამე-მეხუთე ადგილი უნდა დაიკავოსო".

ექვსიდან ხუთი

სეზონის სტარტზე, შუა აზიაში, ქუთაისმა ქულათა ნახევარი მოკრიფა, ლოკომოტივმა კი მხოლოდ ლიტვას მოუგო. მანამდე სახლმშენმა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით პირველად გამართულ, პრესის მიერ ფრაგმენტულადღა გაშუქებულ რესპუბლიკურ პირველობაზე 13:0 ძლია ლიდერი შევარდენი და ჩემპიონობა შეინარჩუნა, ხოლო ყაზახეთიდან დაბრუნებულმა იმავე მეტოქესთან თასზე წააგო და გავარდა.

ქუთაისს ქენთაუში აკლდნენ ჭაბუკთა ნაკრებში გაწვეულები, ნუგზარ ძაგნიძე და მამუკა ლოსაბერიძე, ამათი შემატების შემდეგ კი ივნისში, მოსკოვის პულთა-შორის ტურში, სახლმშენმა ექვსიდან ხუთი (!) თამაში მოიგო. გუნდს 42 ქულა საშა ნაჭყებიამ მოუტანა. ქუთაისი შესარჩევი წრის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფ სლავას სულ ორი ქულით ჩამორჩებოდა, თბილისმა კი ბოლოსწინა ადგილზე ხომ დააფინიშა და მონინოში აღარც თასზე სათამაშოდ ჩავიდა.

"რეგბის შუქ-ჩრდილები"

ამეებზე პრესამ განგაშის ზარს შემოკრა. შუა ივლისში, ერთ კვირაში, ორი ვრცელი წერილი გამოქვეყნდა: ლელოში ნუგზარ შატაიძის "ურემი რომ გადაბრუნდება", ახკომში კი დათო კილასონიას "რეგბის შუქ-ჩრდილები".

სტატიებში ეწერა, რომ უკვალოდ გაქრა თბილისელ მორაგბეთა ოდინდელი "ვაჟკაცური გაუტეხლობა, შემართება და ენთუზიაზმი"; რომ ფედერაცია იმისთვისაც არსებობს, რათა გაარკვიოს, თუ რად აღარ აძლევენ სტუდენტური კოლექტივები მოთამაშეებს ლოკომოტივს, ხოლო კილასონიას თხოვნაზე, ქალაქში ერთი მოედანი მაინც გამოგვიყავითო, "გოს ტრენერმა" გია ახალაძემ ივარაუდა, საკავშირო მატჩების გასამართად სასოფლოს სტადიონის კეთილ-მოწყობა შეიძლებაო.

ეული გამონაკლისი

ქუთაისში ბიჭებს მსგავსი პრობლემები ნაკლებად აწუხებდათ, სამშენებლო კომბინატის თავკაცი რომან "გალაქტიონიჩ" ბეჟუაშვილი კი გუნდზე გადაყოლილი იყო. სახლმშენს მედლებისთვის ბრძოლა რომ შეეძლო, ეგ ივლისში, ვევეასთან შინ გახერხებულმა ფრემ გამოაჩინა. ქუთათურები დერეფანს კი აგებდნენ, მაგრამ შერკინებაში ჯობდნენ მონინოელებს და იმხანად ჯერაც 17 წლის ძაგნიძემ ბოლო წუთზე ჯარიმით გაათანაბრა ანგარიში.

მალე დაიწყო არდადეგები. საბჭოეთის პირველ ნაკრებში ფინალში გასული რვა გუნდიდან შვიდის წევრები მოხვდნენ. გამონაკლისი იყო მხოლოდ ქუთაისი. ჰოდა, რომ განახლდა ჩემპიონატი, შალვა ქურციკიძის შეგირდებმა ზედიზედ მოიგეს ექვსი (!) თამაში (ხუთი შინ) და მეორე ადგილზე მოიკიდეს ფეხი, მაგრამ არც სამი მდევარი (სლავა, მოსკოვის ლოკომოტივი, ავიატორი) ტყდებოდა.

კიკერები კრეფდნენ

საშემოდგომო სერია ლელოში წვრილად, ოქმითა და ფოტოთი გააშუქა ბარჯაძემ. როგორც წესი, სახლმშენი პრინციპულ მატჩებში თითო ლელოს დებდა, დანარჩენ ქულებს კი კიკერები - ნაჭყებია და ძაგნიძე კრეფდნენ. ფილი ავთო დეისაძემ დაალელოვა, წინა წლის ჩემპიონი ლოკომოტივი ბათლომე ხამაშურიძემ (70-ე წუთზე) ავიატორი თამაზ გიორგობიანმა, ალმათა კი ბადრი შვანგირაძემ.

მხოლოდ პრიმორეცთან გავიდა ორი ლელო: ოლეგ ლიპარტელიანმა მოატყუა ორი და ხუთი მდევარიც ჩამოიტოვა, ხამაშურიძემ კი დაფინტა. ერთ-თვიანი წარმატებული სერია დასრულდა მონინოში: მირონოვის 16 ქულითა და ტიხონოვის წყვილი ლელოთი ვევეა მეშვიდედ გახდა ჩემპიონი, 30 სექტემბერს კი საეტაპო ბრძოლა გაიმართა საფიჩხიაზე, დინამოს ძველ, მყუდრო სტადიონზე.

მუზეუმს გადასცეს

ქუთაისმა ძაგნიძის ოთხი ჯარიმით ხუთი ქულით ძლია სლავა და ვერცხლი გაინაღდა. ლელოს შეტანაც შეგვეძლო, მაგრამ ალეკო გრიგალავა ზედ ხაზზე შეაჩერა საათების ქარხანამ. იმავე დღეს თასის მფლობელმა ავიატორმა შინ ძლია ლოკომოტივი, რითაც სრულიად მოსკოვი უმედლოდ დარჩა, 2 ოქტომბრის ლელოში კი მთელი პირველი გვერდი დაეთმო "რეგბისტების" გამარჯვებას.

სპეც-კორ ბარჯაძის სტატიას წინ უძღოდა სარედაქციო ლირიკა: "ნოყიერ ნიადაგზე დათესილი და კარგად მოვლილი მარცვალი აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. ქუთაისში, ამ საოცრად სპორტულ ქალაქში, რეგბის აყვავება მართლაც გულმოდგინედ დარგული და ნალოლიავები ნერგის გაფურჩქვნას შეიძლება შევადაროთო"

პრიზიორთა დაჯილდოება დეკემბერშიღა მოეწყო ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. თბილისელმა გოგელიამ დედაქალაქის ქართული სულის შენარჩუნებაში ქუთათურთა 1920-იანი წლების ღვაწლზე ისაუბრა და პარალელი სპორტში შექმნილ მდგომარეობასთან გაავლო, ბიჭებმა კი სანუკვარი, პირველი მედლები ქალაქის სპორტულ მუზეუმს გადასცეს.

სასტვენი გადააყლაპა

ლოკომოტივის დაძაბუნებისა და ქვედა ფინალის ფორმატის გამო, ბოლო სამ წელში მეორედ, თბილისი უდიდრაგბოდ დარჩა. ოქტომბრის დამდეგს საპასუხო ვიზიტით კიეველი ბებრები ჩამოვიდნენ. გვეწვია საკავშირო ნაკრებიც, ვაკეში ესპარინგა რკინიგზელებს და მეორე ტაიმშიღა აჯობა, ავიატორისა და ნაკრების მოძღვრის, იგორ ბაბკოვის მიერ შეპირებული ზიმბაბვე კი ეგრეც რომ არა გაჰკარებია საბჭოეთს, 7 ოქტომბისთვის ნავარაუდევი საქართველოს სანაკრებო ნათლობა, როგორც მერე გამოჩნდა, ხუთი წლით გადაიდო.

თბილისში, მეტწილად სამედიცინოს სტადიონზე და ხშირად უკარებოდაც, ტარდებოდა ქალაქის პირველობა, რომელიც არსად შუქდებოდა. შევარდენი გაზაფხულზე გაემგზავრა ჩეხეთში და უმაგალითოდ მიკერძოებული მსაჯობით აღშფოთებულმა, როგორც თვითმხილველნი ყვებიან, "პრაღელ რეფს სასტვენი გადააყლაპა", პირველი ლიგიდან კი ვერც ამჯერად მოხვდა ქვედა ფინალში.

მარაო არ გაშლილა

სექტემბერში ვაკეში მაგ ფინალის ერთი, სამ რაუნდიანი ტური მაინც მოეწყო. ლოკომოტივის თამაშები კილასონიამ და შატაიძემ ლელოში ვრცლად, პროფესიულად მიმოიხილეს. დასკვნად დაიწერა, რომ რკინიგზელებმა ბოლო დროს დაკარგეს სხვათაგან განმასხვავებელი ხელწერა; რომ უკანა ხაზის (ბეკთა) პოტენციალზე ლაპარაკი ძნელია, რადგან ბურთი იშვიათად აქვთ და საერთოდაც, თბილისელები ფეხს ხმარობენ უაზროდ და საკუთარი ნახევრიდან შეტევას ვერ ბედავენ.

ლოკომოტივმა შინ სამივე თამაში მოიგო, მდგომარეობა გამოიკეთა და თვის ბოლოს, ციმბირში, უმაღლესშიც დარჩა. მანამდელ ლიდერ ტირასპოლთან 8 ნომერმა, ბესო ლილუაშვილმა დერეფნიდან შეუტია, 10 და 12 ნომრები მიიზიდა, ბურთი მოლიდან დროულად გამოვიდა, ორ-კაცა მეტობა შეიქმნა, გივი ავლასტიმოვმა ჩაურბინა თენგიზ თავაძეს და ეს ლელოში შეხტა!

მოსკოვის სპარტაკთან "ჯიუტად ვადექით აღებულ გეზს; მარაო ერთხელაც არ გაშლილა და ბურთი არ მისვლია 13 ნომერს", ლვოვს კი ორჯერ ჩამოვრჩით. 77-ე წუთზეღა, "მეორე მიწოლითა და დატრიალებით", 5-მეტრა შერკინებიდან შევიტანეთ გამარჯვების ლელო, რასაც მუშტი-კრივი მოყვა. არადა, რეგბი რაინდული თამაშიაო, შეახსენა გაზეთმა მკითხველს.

<<<     1984

>>>     XXI საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    შესარჩევი წრე

>>    მარღილონის (ფერღანის ოლქი, უზბეკეთი) პული

  4/04 ლოკომოტ 3:38 ავიატორი
  ლოკომ(მ) (30:0) კაუნასი
  ვევეა 23:3 ლვოვი

  6/04

ლოკომოტ

26:3

კაუნასი

  ვევეა 22:9 ლოკომ(მ)
  ავიატორი 7:4 ლვოვი

  8/04

ლოკომოტ

6:12

ლვოვი

  ვევეა 46:9 კაუნასი
  ლოკომ(მ) 15:12 ავიატორი

11/04

ლოკომოტ

9:13

ლოკომ(მ)

  ვევეა 13:6 ავიატორი
  ლვოვი 59:7 კაუნასი

13/04

ლოკომოტ

6:40

ვევეა

  ლოკომ(მ) 49:17 ლვოვი
  ავიატორი 42:9 კაუნასი

10 ვევეა, 8 ლოკ(მ), 6 ავიატ, 4 ლვოვი, 2 ლოკ(თბ), -1 კაუნ

>>    ქენთაუს (შიმქენთის ოლქი, ყაზახეთი) პული

  4/04 ქუთაისი 18:16 პრიმორეცი
  ფილი 13:6 ალმათა
  სლავა 28:9 კრასნიარ

  6/04

ქუთაისი

22:12

კრასნიარ

  სლავა 12:9 ფილი
  პრიმორეცი 7:3 ალმათა

  8/04

ქუთაისი

6:27

ფილი   (9:20?)

  სლავა 58:0 ალმათა
  პრიმორეცი 12:3 კრასნიარ

11/04

ქუთაისი

0:27

სლავა

  პრიმორეცი 9:7 ფილი
  ალმათა 12:6 კრასნიარ

13/04

ქუთაისი

3:3

ალმათა

  სლავა 33:9 პრიმორეცი
  ფილი 27:6 კრასნიარ

10 სლავა; 6 პრიმორ ფილი; 5 ქუთაისი, 3 ალმათა, 0 კრასნ

>>    პულთა-შორისი ტური

მოსკოვი

  6/06 ქუთაისი 9:6 ლოკომოტ
  ვევეა 48:3 კრასნიარ
  სლავა 16:0 ლვოვი
  ლოკომ(მ) 16:9 ალმათა
  ავიატორი 19:3 პრიმორეცი
  ფილი 15:0 კაუნასი

  8/06

ქუთაისი

12:9

ავიატორი

  ლოკომოტ 3:31 სლავა
  ვევეა 28:15 პრიმორეცი
  ლოკომ(მ) 16:10 კრასნიარ
  ფილი 12:4 ლვოვი
  ალმათა 18:0 კაუნასი

10/06

ქუთაისი

3:21

ვევეა

  ლოკომოტ 3:23 ფილი
  ავიატორი 18:9 სლავა
  ლოკომ(მ) 16:12 პრიმორეცი
  ალმათა 9:3 ლვოვი
  კრასნიარ 18:3 კაუნასი

12/06

ქუთაისი

9:4

ლოკომ(მ)

 (14?)

ლოკომოტ 3:9 ალმათა
  ვევეა 9:3 სლავა
  ავიატორი 15:6 ფილი
  პრიმორეცი 44:0 კაუნასი
  ლვოვი 18:3 კრასნიარ

13/06

ვევეა

42:3

ალმათა  (44:3 14/06?)

15/06

ქუთაისი

37:3

კაუნასი

  ლოკომოტ 12:19 კრასნიარ
  ფილი 19:12 ვევეა
  სლავა 9:9 ლოკომ(მ)
  ავიატორი 28:10 ალმათა
  პრიმორეცი 15:9 ლვოვი

17/06

ქუთაისი

16:3

ლვოვი

  ლოკომოტ 13:13 პრიმორეცი
  სლავა 43:3 კაუნასი
  ლოკომ(მ) 16:9 ფილი
  ავიატორი 26:7 კრასნიარ

შესარჩევი 1984

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

20 10-1 304:  79

სლავა (მოსკოვი)

17   8-2*1 269:  69

ლოკომოტივი (მ)

17   8-2*1 193:118

ავიატორი (კიევი)

16   8-3 220:  91

სახლმშენი (ქუთ)

15   7-3*1 135:131

ფილი (მოსკოვი)

14   7-4 167:  89

პრიმორეცი (ლენინ)

11   5-5*1 155:149

სკ (ალმათა)

9   4-6*1   82:179

სოკოლი (ლვოვი)

6

  3-8

132:163

ეტს (კრასნოიარს)

4   2-9   96:224

ლოკომოტივი (თბ)

3   1-9*1   90:210

სტაკლესი (კაუნასი)

-1   0-11$1   37:378

! ფინალში ითვლება ყველა შესარჩევის შედეგი

>>    პირველი წრე

30/06

ავიატორი

16:6

ქუთაისი

  ვევეა 135:0 ალმათა   *დისკ!
  სლავა 3:0 პრიმორეცი
  ლოკომ(მ) 19:12 ფილი

  4/07

ალმათა

12:12

ქუთაისი

  ვევეა 10:3 სლავა
  პრიმორეცი 11:12 ლოკომ(მ)
  ფილი 15:18 ავიატორი

  8/07

ლოკომ(მ)

11:18

ვევეა

  სლავა 21:10 ალმათა
  ავიატორი 24:9 პრიმორეცი

15/07

პრიმორეცი

6:9

ქუთაისი

  ვევეა 6:6 ავიატორი
  სლავა 25:0 ლოკომ(მ)
  ალმათა 6:15 ფილი

22/07

ქუთაისი

6:6

ვევეა

  ავიატორი 6:6 სლავა
  ლოკომ(მ) 28:15 ალმათა
  ფილი 3:4 პრიმორეცი

29/07

სლავა

3:9

ქუთაისი

  ვევეა 9:3 ფილი
  ლოკომ(მ) 20:9 ავიატორი
  ალმათა 15:15 პრიმორეცი

არდადეგებზე [* თამაშით ნაკლები] 30 ვვა; 25 ლოკ(მ); 24 ავი სლვ; 21 ქუთ*; 16 ფილი*; 14 პრიმ; 10 ალმ

19/08 ქუთაისი 15:10 ფილი

26/08

ქუთაისი

13:4

ლოკომ(მ)

  პრიმორეცი 7:16 ვევეა
  ფილი 12:9 სლავა
  ავიატორი 28:12 ალმათა

I წრე: 32 ვვა; 26 ავი; 25 ქუთ ლოკ(მ); 24 სლვ; 18 ფილი

>>    მეორე წრე

  2/09

ქუთაისი

7:4

ავიატორი

  ალმათა 6:19 ვევეა
  ფილი 6:15 ლოკომ(მ)
  პრიმორეცი 3:28 სლავა

  9/09

ქუთაისი

16:3

ალმათა

  სლავა 9:3 ვევეა
  ავიატორი 6:3 ფილი

 

ლოკომ(მ)

14:12

პრიმორეცი

34 ვვა; 29 ქუთ ლოკ(მ); 28 ავი სლვ; 18 ფილი

15/09

ფილი

3:10

ქუთაისი

  ვევეა 27:18 ლოკომ(მ)
  ალმათა 3:6 სლავა
  პრიმორეცი 7:9 ავიატორი

19/09

ქუთაისი

22:9

პრიმორეცი

  ავიატორი 9:17 ვევეა
  ლოკომ(მ) 3:3 სლავა

 

ფილი

28:6

ალმათა

38 ვვა; 33 ქუთ; 31 სლვ; 30 ლოკ(მ) ავი

23/09

ვევეა

24:9

ქუთაისი

  სლავა 15:15 ავიატორი
  ალმათა 4:6 ლოკომ(მ)
  პრიმორეცი 4:10 ფილი

26/09

სლავა

21:0

ფილი

[^ თამაშით მეტი] 40 ვვა ჩემპ!
34 სლვ^; 33 ქუთ; 32 ლოკ(მ); 31 ავი

30/09

ქუთაისი

12:7

სლავა

  ავიატორი 9:4 ლოკომ(მ)
  ფილი 0:22 ვევეა

 

პრიმორეცი

13:6

ალმათა

42 ვვა; 35 ქუთ; 34 სლვ^; 33 ავი; 32 ლოკ(მ)

12/10

ლოკომ(მ)

9:12

ქუთაისი

  ალმათა 6:29 ავიატორი
  ვევეა 36:3 პრიმორეცი

ფინალი 1984

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

44 21-2*2 652:169

სახლმშენი (ქუთ)

37 17-5*3 293:247

ავიატორი (კიევი)

35 16-6*3 408:224

სლავა (მოსკოვი)

34

15-6*4

428:155

ლოკომოტივი (მ)

32 15-8*2 356:294

ფილი (მოსკოვი)

22 11-14 287:253

პრიმორეცი (ლენინ)

16   7-16*2 258:356

სკა (ალმათა)

10   4-18*3$1 186:550

ქულა: 283 იგორ მირონოვი (ვვა) რეკორდი!

>>    დარჩენა-ასვლაზე (IX - XVI ადგილები)

! გადმოგვყვა შესარჩევის სამი შედეგი

ტურებად:  

დასაწ/08  

ლვოვი
  

5-9/09  

ვაკე (თბილისი)
  

24-30/09  

კრასნოიარსკი

ლოკომოტივი (თბ) -

ლვოვი 6:12 ! 15:13
კრასნოიარსკი 12:19 ! 7:7
კაუნასი 26:3 ! 28:6
ტირასპოლი 17:20 10:9
კიიგა (კიევი) 29:10 52:0
სპარტაკი (მ) 13:6 16:9
ნოვოკუზნეცკი 11:8 8:9

სულ    9-4*1

4-3

5-1*1

ქვედა ფინალი

9   ეტს (კრასნოიარსკი)
10   სოკოლი (ლვოვი)
11   სპარტაკი (მოსკ)
12   ლოკომოტივი (თბ)

15  

სტაკლესი (კაუნასი)

?   ელეკტრომაში (ტირასპოლი)
?   სმი (ნოვოკუზნეცკი)
?   კიიგა (კიევი)

I წრე: 6-1 ტირ; 5-2 ლვო ეტს სპარ; 4-3 ლოკ ...

 პირველი ლიგა  

შევარდენი

*   ივნისში ნოვოკუზნეცკის პულიან
    (სპარტაკი ნოვოკუზნეცკი - ხარკოვი დნეპროპეტროვსკზვეზდა)
    ვერ გავიდა ქვედა ფინალში (IX-XVI)

*   სექტემბერში გუნდმა ითამაშა დნეპროპეტროვსკში
    XVII-XXIV ადგილებისთვის (ტაგანროგი 0:V, მაი V:0, კაპეი V:0, ტაშპი V:0)
    დაიკავა XIX ადგილი და პირველ ლიგაში დარჩა

(მწ) რამაზ სანებლიძე

17#ზვეზდა ტაშკენტი, 18#ხტზ ხარკოვი, 19#შევარდენი ...
დნეპროპეტროვსკი, მაი, ტაგანროგი, კაპეი,  ტაშპი (ტაშკენტი)

>>>     IX საკავშირო თასი

<<    ოცდამეთორმეტედფინალი

/

უნივერსიტ

(4თ)

ერევანი

<<    მეთექვსმეტედფინალი

/

შევარდენი

16:0

უნივერსიტ

<<    მერვედფინალი

/05 შევარდენი 13:12 ქუთაისი
  პოლიტეხ(კ) (11:9) ლოკომოტ  (0:30)

<<    მეოთხედფინალი

24/06 ვევეა (30:0) ლოკომოტ
  ფილი V:0 შევარდენი

<<    ნახევარფინალი (?)

<<    ფინალი (კიევი)

19/08 ავიატორი 15:9 დდ სლავა

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    ქუთაისი

(ბეკ) 15 ნუგზარ ძაგნიძე#10; 14-11 ანატოლი შამელაშვილი, ოლეგ ჟორჟოლიანი, ოლეგ ლიპარტელიანი კაპ, თამაზ გიორგობიანი#10, კახა გაბრიჩიძე, რამაზ ქობულაძე; 10 ავთო დეისაძე, ავთანდილ ჩოგოვაძე; 9 ამირან შავგულიძე, მამუკა ლოსაბერიძე

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე, თენგიზ ტურძელაძე!ჰ სერგო უგრეხელიძე, დიმიტრი ფულარია!ჰ; 4-5 გია წივწივაძე, ბადრი შვანგირაძე#6, თამაზ ფხაკაძე, გრიგოლ გაბუნია; 6-8 ალეკო გრიგალავა, ბათლომე ხამაშურიძე#12#15#11, საშა ნაჭყებია#5, ზაზა თხელიძე, ბორის ზიბზიბაძე#4, დავით დანგაძე, ავთო გიორგაძე!უმც

(მწ) შალვა ქურციკიძე, ტარიელ მარგველაშვილი; (მნჯ) ოთარ ალავიძე; (ქალაქის ფედერაცია) რამაზ ყანჩაველი; (სახლმშენი) რომან ბეჟუაშვილი

ქულა (გაზეთებიდან)

71 (გ 9ჯ + 42ქ) ნაჭყებია
58 (გ 12ჯ ა + 17ქ) ძაგნიძე
11 (2ლ ჯ) ხამაშურიძე
  4 (ლ) დეისაძე გიორგობიანი შვანგირაძე ლიპარტელიანი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 რომან მამულაშვილი; 14-11 კოტე ჭილაია, ზაზა ჭუმბურიძე#10, გივი ავლასტიმოვი კაპ, ნიაზ მამრიკიშვილი<#15, თემურ შერაზადიშვილი, მამუკა ბეზარაშვილი, მიშა ხარშილაძე<ქუთ; 10 თენგიზ თავაძე; 9 მალხაზ ჭეიშვილი /

(ფორ) 1-3 ლიოშა მჭედლიძე, ზურაბ ჩაჩანიძე!ჰ მალხაზ დათუნაშვილი, გია ქერაშვილი<; 4-5 თამაზ ხუადე, გია გიუნაშვილი, დათო ცხვარაძე, დათო კომლაძე; 6-8 გაიოზ მონიავა, დათო ღუდუშაური, ბესო ლილუაშვილი, ჯემალ ბასილაშვილი

(მწ) ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი (მნჯ) ბორის კომლაძე

ქულა (რაც ცნობილია)

17 (გ 5ჯ) ლილუაშვილი
  9 (3ჯ) ჭილაია
  4 (ლ) თავაძე მონიავა
  3 (ჯ) მამულაშვილი

>>>     ამხანაგური მატჩი

ლოკომოტივი 13:22 საბჭოეთი

ლოკ: მამულაშვილი, ლევან მგელაძე (ნუკრი ხვედელიძე) კოკა კლდიაშვილი, ჭუმბურიძე ბეზარაშვილი (10-9) მ.ხარშილაძე ჭეიშვილი / ზაზა ბაკურაძე? ლ.მჭედლიძე დათუნაშვილი; ხვიჩა კაშია, ცხვარაძე; ბასილაშვილი ღუდუშაური მონიავა - ლ: ღუდუშაური; 2ჯ: მამულაშვილი; ა: ჭუმბურიძე

რეფ ზურაბ რეხვიაშვილი; კიდ: გოგი ლებანიძე, გელა მიქაბერიძე

9/10 ვაკე * 3:0 3:6 6:6 9:6ა 9:10 13:10 / 13:16 13:22

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1983/84

პირველი ჯგუფი (სბჭ: კასაბლანკა ფილი გდანსკი)

19/02 საფრანგეთი 38:16 იტალია
  4/03 საფრანგეთი 45:10 მაროკო
18/03 იტალია 27:0 მაროკო
08/04 რუმინეთი X:0 მაროკო
22/04 იტალია 12:6 რუმინეთი
29/04 მაროკო 6:7 პოლონეთი
  ?/? იტალია 19:4 პოლონეთი
  6/05 მაროკო 9:23 საბჭოეთი
16/05 პოლონეთი 3:19 საფრანგეთი
20/05 საბჭოეთი 3:32 საფრანგეთი
27/05 პოლონეთი 3:22 საბჭოეთი

ფირა 83/84

მ-წ$დ

გატ:გაშ

საფრანგეთი 5-0 160:47
რუმინეთი 3-2 71:41
იტალია 3-2 81:64

საბჭოეთი

3-2

67:70

პოლონეთი 1-4 17:97
მაროკო 0-5$1 25:102

პირისპირ: რუმ 10, იტა -3, სბჭ -7

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

?-22/04 ვარშავა (პოლონეთი)

მეორე ჯგუფი

1#საბჭოეთი - 5#ბელგია 18:6, 3#ჩეხეთი 13:3, 2#რუმინეთი 12:10

ჩვენები: ქუთ - 15 ძაგნიძე (9ქ რუმ) 9 ლოსაბერიძე; ლოკ - ხუადე კომლაძე

>>>     XI საერთაშორისო ტურნირი

4-11/08    მოსკოვი    ფილი, კრასნი ბალწიეცი

<<    წრე

საბჭოეთი - სბჭ$2 38:3, პოლ 25:10, გფრ 50:15

საბჭოეთი$2 (პროფკავშირული) - პოლ 19:9, გფრ 53:13

პოლონეთი - დას.გერმანია (გფრ) 26:12

<<    ფინალები

1#საბჭოეთი   34:6   2#საბჭოეთი$2
3#პოლონეთი 37:13   4#გერმანია

ჩვენები ნაკრებში: ტურძელაძე უგრეხელიძე (სბჭ$2)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1984/85

პირველი ჯგუფი (სბჭ: ლაკვილა)

  6/10 ტუნისი 6:25 საფრანგეთი
20/10 იტალია 20:6 ტუნისი
10/11 რუმინეთი 3:18 საფრანგეთი
17/11 ტუნისი 15:17 ესპანეთი
18/11 იტალია 13:12 საბჭოეთი
16/12 ესპანეთი 19:33 რუმინეთი

>>>     საქართველოს პირველობა

დაიწყო 1983 წლის ნოემბერში

<<    მეორე წრე (1984 წლის ზამთარი - გაზაფხული)

კვი 5/02 - შუა/03

სპი 8:11 კოლხეთი (რიონი)
ზოოვეტი 0:4 შევარდენი
სკა 0:12 სახლმშენი

სპი

0:0

სამედიცინო

სამედიცინო

3:25

ლოკომოტივი

სპი 3:12 შევარდენი
სკა 0:18 კოლხეთი
სახლმშენი 32:0 ზოოვეტი

ლოკომოტივი

15:6

შევარდენი

სპი 6:25 სახლმშენი
ზოოვეტი 3:15 კოლხეთი
სკა 7:13 სამედიცინო

! აპრილში

სახლმშენი

13:0

შევარდენი

სახლმშენი ჩემპიონი გახდა

>>>     ახალგაზრდათა საკავშირო პირველობა

23-?/10 ხარკოვი

1#კოლხეთი ქუთაისი (+112) -
შევარდენი 4:4, 3#სპარტაკი (მ) 15:3, სლავა 19:0, ლოკომოტივი (მ) 84:3

2#შევარდენი (+99) - სპარ 18:11, სლავა 3:0, ლოკ(მ) 89:0

კოლხეთი: ძაგნიძე (უმარგესი) დეისაძე ლოსაბერიძე შამელაშვილი ... (მწ) რამაზ სვანიძე

შევარდენი: ვანო საცერაძე, ზურაბ დოლიძე ... (მწ) რამაზ სანებლიძე

>>>     კიეველ ვეტერანთა ჩამოსვლა

7/10 ვაკე * სამ ტაიმად

თბილისი 8:8 კიევი

თბილისი: ვალტერ კაპანაძე, გურამ მოდებაძე; დემურ ცხვედიანი, რამაზ სანებლიძე, ილია იოვაძე; ირაკლი კიზირია, თემურ რუხაძე, გენადი ღადუა, რომეო ღვინიაშვილი, გოჩა აბაშიძე, თამაზ შარაშენიძე, ნუკრი კოტრიკაძე, ბორის კომლაძე, სერგო კეშელავა, ბეგი გვალია, თამაზ ანდღულაძე, ირაკლი ნაცვლიშვილი, მერაბ ნიჟარაძე; გოგი ტონია; გოგი სუთიაშვილი; გია ჯაფარიძე; გია წურწუმია; ნუკრი აბაშიძე, თემურ ცინცაძე; იუზა ნაცვლიშვილი; კოკა ლაზიშვილი; ავთო გიორგაძე, საშა ლობჟანიძე, მურად თოფურიძე; რაჟდენ ენუქიძე; დათო კილასონია, თემურ ბენდიაშვილი

<<< >>>