საერთაშორისო კლასისა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივატანეთ 1985 წელს, რომელშიც "მშენებელმა" მარათონულ საკავშირო პირველობაზე ბრინჯაო აიღო და ორი ქუთათური "საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატიც" გახდა, უმაღლესში დასარჩენად ამტყდარ თბილისურ შინა ომში კი "ლოკომოტივმა" "შევარდენს" აჯობა.

საბჭოთა რეგბმა გორბაჩოვს დაასწრო პერესტროიკა და მცდარი გზით წავიდა: ფრეზე შემოიღო 22 და 15 მეტრა ხაზთა გადაკვეთიდან 6-ჯერ დარტყმა ჯარიმისა, რომლის გატანაც ორ ქულად ფასობდა, 8-გუნდა ფინალებში კი შეწყვილებული, შაბათ-კვირის მატჩები. ამით ჩემპიონატი სრულიად რაგბეთში აქამდეც უმაგალითო, 39 რაუნდამდე დაგრძელდა, ელიტის 178 მატჩიდან კი ფრედ 17 დასრულდა და მოსეირეებმა "ძალად კიკერთა" შუთაუთ-ცოდვილობა იხილეს.

ნაკრებმა "ერთა თასის" ხუთიდან ოთხი მატჩი მაისში გამართა. სლავმა მოძღვრებმა უერთგულეს პრინციპს და გადამწყვეტ რკენაში, რუმინეთთან, უცხო ტომელნი ისევ არ ათამაშეს, მაგრამ ლენტეხელ ოლეგ ლიპარტელიანსა და ცაგერელ სერგო უგრეხელიძეს იმდენი მატჩი მაინც მოუგროვდათ, რომ გუნდის მიერ ევროპულ ასპარეზზე პირველად აღებული ვერცხლის წყალობით წოდება მინიჭებოდათ.

საგულისხმოა და რაგბში ორივენი 20 წლისა, ათჭიდიდან და ძიუდოდან მოვიდნენ. საბჭოეთმა რუმინეთი კიევში, სეტყვით გაწყვეტილ ბრძოლაში ძლია და უმედლოდ დატოვა. ელიტაში შემოვიდა პორტუგალია; ფირა-მ "ერთა თასი" პირველად გადაიყვანა ორ სეზონად გაჭიმულ ორ წრეზე, ირბ-მა კი მარტში, 1987 წლისთვის დანიშნა პირველი მსოფლიო თასი ზელანდიასა და ავსტრალიაში, მაგრამ "სავეცკი სპორტმა" განზრახვა დაუწუნა და სულ იბრ-ად მოიხსენია.

ურმით ფრენა

არჩილ გოგელიასეული "ლელოს" ორ ნომერში სეზონის წარდგენას სამ-ნახევარი (!) გვერდი დაეთმო. გაბრიელ ბარჯაძემ ჩვენი ორი გუნდის სურათებიანი გაშლა მოამზადა და 1947 წელს, დინამოზე გამართული "ქალაქთა მატჩის" ამბავიც გამოიკვლია. შუა ივლისში ლოკომოტივის უიმედო მდგომარეობაზე დაწერა ირაკლი საყვარელიძემ (ბერიაშვილმა), თვის ბოლოს კი ქუთათურთა მატჩების რეცენზირებას შეუდგა ახალი საკუთარი კორესპონდენტი თამაზ ხარაბაძე.

საყვარელიძეს თემურ ბენდიაშვილმა უთხრა, თუ ასე გაგრძელდა, ვერასოდეს დავიბრუნებთ პოზიციებს; მეტოქეთა ფონზე უბნის გუნდს ვგავართ, მათზე ოთხჯერ ნაკლებს ვვარჯიშობთ და ბრძოლა წინდაწინ წაგებული გვაქვს, მაგრამ საქმისთვის ახლა თავის მინებება რეგბის ღალატი იქნება, რაღაი თბილისში მერე ყველაფერი თავიდან გვექნება დასაწყები; ისე კი, პატრონად მსხვილი საწარმო გვჭირდება და არა უბრალოდ "ნებაყოფლობითი სპორტ საზოგადოებაო"

ხარაბაძეს, ფილმ "შერეკილების" მაგალითის მოტანით, ამავე ნოტაზე აუხსნა შალვა ქურციკიძემ, "ურმით ფრენა სახიფათოაო". წინა წლის ვერცხლის პრიზიორი გუნდი თურმე რეტრო ყაიდაზე, "ღია ცის ქვეშ" იცვლიდა სამოსს და ნავარჯიშევს აბანოებში ნაწილდებოდა, სამშენებლო კომბინატის, "განთიადის", პროფკავშირთა და ქალაქის შემწეობის ჯამი კი ხარჯის მხოლოდ 50% წვდებოდა. ამეების გამო ბიჭები უკვე "ჩაფერფლილიყვნენ, მაგრამ სულის ერთი შებერვა იყო საკმარისი, რომ ცეცხლი კვლავ აგიზგიზებულიყო"

დანავსულ თარგზე

ქუთაისს სეზონის გახსნამ ლვოვში უწია, თბილისს კი შინ. მშენებელს აკლდნენ ჭაბუკთა ნაკრების წევრები (ლოსაბერიძე ძაგნიძე) და ტრავმირებული ოლეგ ლიპარტელიანი, რის გამოც ხუთიდან მხოლოდ სამი თამაში მოიგო. ლოკომოტივმა ტურის ყველა მატჩი ვაკეში გამართა და სამში დანავსულ თარგზე, 3:6 დამარცხდა ისე, რომ მხოლოდ ბოლოში გაუშვა ლელო.

გუნდს დაუბრუნდა ავთო ღიბრაძე, ხოლო ბესო ლილუაშვილი და რომან მამულაშვილი ქუთაისში გადავიდნენ. ვევეა მეტით გვაჯობებდა, მირონოვს ცხრიდან შვიდი ჯარიმა რომ არ აეცდინა. ალმათამ და სლავამ იმადღა მოგვიგეს, რომ თამაშის მიწურულს კოტე ჭილაიას 30-35 მეტრიდან მოეცარა ფეხი, მოსკოვის ლოკომოტივთან კი, ორშაბათ დილით, წამატებულ დროში ახლოდან არეკნი (?) დავარტყით მაშინ, როცა ექვსით ვაგებდით.

თბილისის ტურში დავამარცხეთ მხოლოდ კრასნოიარსკი, ვინც მალხაზ ჭეიშვილმა შერკინებიდან, ხოლო გაიოზ მონიავამ დერეფნიდან დაალელოვა. ხარკოვის ტურის სტარტზე ლოკომოტივმა ძლია თვით ქუთაისი, ვინც მერე ყველას (სლავა ვევეას ჩათვლით) მოუგო, რკინიგზელები კი დაღუპა მაჩანჩალა სპარტაკთან წაგებამ. ჰოდა, მდევარი მოსკოვი ბოლო ორ რაუნდში რომ გაგვიტოლდა, ვაკეში პირადი მოგებით გაგვისწრო, რვეულს მიღმა ზედიზედ მეორედ დაგვტოვა და თუ ჭორებს დაეჯერებოდა, ბიჭებისთვის დასანიშნი ჯამაგირიც შეიწირა.

შაბათ-კვირის სტრატეგია

ლელოში ქუთათურთა ლაშქრობის გაშუქების საქმე ფინალის მეხუთე რაუნდიდანღა აეწყო. შეწყვილებულ თამაშთა გადამკიდე, ხარაბაძე ვიქენდის ერთიან რაზმს აქვეყნებდა და გუნდს გასვლაზეც მიყვებოდა. შეჯიბრი არაქათ-გამცლელი იყო. სუსტებმა მალე დასახეს სტრატეგია: ძლიერს შაბათს ნებდებოდნენ, კვირას კი მახეში აბამდნენ მეტოქეს. საცხრილო ქულებიც ფრანგულად (მოგება 3, წაგება 1, ჯარიმები 2) რომ ითვლებოდა, იყო იმის გაუთავებელი და ხშირად მცდარი ანგარიში, თუ რისი გაკეთება გჭირდებოდა ამა თუ იმ ადგილზე გასასვლელად.

"კვლავ აგიზგიზებულმა" მშენებელმა ავიატორის ორჯერ ძლევით ირწმუნა, რომ "წელსაც მედლებისთვის იბრძოლებდა". შაბათის ლელოზე ლიპარტელიანმა დაგეზა ნუგზარ ძაგნიძე, კვირას კი მოგერიებას დააფარა ბადრი შვანგირაძემ. შემდეგ უქმეებზე სლავამ აგვისტოს პაპანაქებაში მოგვიგო პირველი, მაგრამ კვირას სამი უპასუხო ჯარიმა შევუგდეთ, მოსკოვის ლოკომოტივთან კი კიკერობა ლილუაშვილმა და ბათლომე ხამაშურიძემ გადაიბარეს.

მშენებელს მეორე წრეში ხუთი გასვლა ელოდა, მაგრამ ამოცანას თავი მაინც ფრიადზე გაართვა. ფილი კვირას გვიგებდა, ბოლო მეოთხედში ბრძოლაში რომ ჩაებნენ დაშავებულები, ხამაშურიძე და ამირან შავგულიძე და თამაში შემოაბრუნეს. ქუთაისში ვევეამ შაბათს პასი ჩაგვიჭრა, ხოლო კვირას ძაგნიძემ ჯარიმა შეაგდო 45 მეტრიდან და შავგულიძეც 69-ე წუთზე იმათ მიერ წაგებული შერკინებიდან ნახტომით ეწია მიზანს.

მძიმე გრუნტზე

მშენებელს ბრინჯაოს დაბევება სექტემბრის ბოლოს, კიევში შეეძლო, მაგრამ შაბათს წვიმაში წააგო, ხოლო კვირას დასკვნით სამ წუთში გაუშვა ჯარიმა და მერე შუთაუთშიც უქულოდ დარჩა. ვევეამ ვადამდე გამართა ბოლო რაუნდის წყვილი რკენა და ფილის ჯობნით ჩემპიონი მერვედ გახდა, ქუთაისს კი ოქტომბრის ბოლო ხუთ დღეში მოსკოვის "სველ, მძიმე გრუნტზე" ოთხი (!) მატჩის გამართვა უწევდა.

სლავასთან, შაბათს ორივე ჯარიმა მამულაშვილმა გაიტანა და ბოლოს მოვიგეთ შუთაუთი, კვირას კი თუმც 9:0 დავწინაურდით, მერე იმათ მტვრევა დაგვიწყეს. ამის გამო საათების ქარხანას ორი კაცი გაუძევეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაჩანჩალა ლოკომოტივთან რკენა ერთი დღით გადაიდო. ჰოდა, სულ მობრუნებულმა მშენებელმა ძაგნიძე - ლოსაბერიძის გარეშეც, ხამაშურიძის, გრიგალავას, გიორგობიანის, ლილუაშვილის ლელოებითა და მამულაშვილის გოლებით ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოიგო და მდევარი ავიატორი იმდენით ჩამოიტოვა, რომ კიევი, გამოტოვებულ მატჩებში გამარჯვების მიუხედავად, ბრინჯაოში ვეღარ შესცილებოდა.

შევარდენის აღმასვლა

ამ დროისთვის კარგა ხნის დასრულებული იყო ქვედა ფინალი, სადაც თბილისის ორი გუნდი ერთურთსა და ექვს უცხოს უმაღლესი ლიგის ოთხ საგზურს ეცილეობდა. შეჯიბრების სისტემა იყო აპრიორი უსამართლო, რადგან წყვილი მატჩები ერთ წრედ იმართებოდა და რაკი საწყისი, კენტი, შეკოწიწებული, თითო-მატჩა წრის შემდეგ ჩვენები მოწინავე ოთხეულს გარეთ აღმოჩნდნენ, გასვლა მეტი მოუხდათ.

შევარდენი აღმა მიიწევდა და სასოფლოს სტადიონიც რაგბის ბაზად ექცია: "რესპუბლიკის მასშტაბით" გაუგონარი მკრეხელობა ჩაედინა - ფეხბურთის კარი მოეხსნა და აქამდეც (!) უმაღლესი ძელები დაესო, ხოლო ლოკომოტივს უჭირდა. და მაინც, სექტემბრის დამდეგს, სასოფლოზე გამართული ორივე შინაომი, რომელსაც ქართული ბრიგადა სჯიდა, ლოკომოტივმა მოიგო, რაზეც შევარდენს ეგეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რაგბის თემს ლოკომოტივის ტრადიციის გაგრძელება ერჩია ახალი გუნდის დაწინაურებას.

შევარდენმა პოტენციალი ჯერ კიდევ ივნისში, თასზე გამოაჩინა, როცა დამატებით დროში, ნორჩი ედიკ ბარსეგიანის არეკნით გააგდო თვით მშენებელი. მერე გუნდმა ალმათაში მოიგო მეოთხედფინალი, რომელსაც ცხრით აგებდა და ხუმრობით დეპეშაც გაუგზავნა ქუთათურთა მოძღვარ შაკო ქურციკიძეს, თქვენი დავალება შესრულებულიაო. შევარდენი ნახევარფინალში მოსკოვის ლოკომოტივთანაც დაწინაურდა ვანო საცერაძის ჯარიმით, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, ჩემპიონატში კი პოზიცია იმით შეერყა, რომ ტირასპოლის ტურში უმაღლესიდან გამოვარდილ ოთხივე გუნდთან დამარცხდა.

ყალბი ანგარიშები

ქვედა ფინალში ალმათა და ლვოვი მალე იმდენად დაწინაურდნენ, რომ ქულათა დარიგება დაიწყეს. ნორმად იქცა ყალბი ანგარიშების გაფორმება. ლვოვი ლოკომოტივს ნახევარი გუნდით ეწვია, სამხატვრო აკადემიის ბიჭები აიმატა და სათადარიგოზე გამართა ორი საძმო მატჩი, რომელთა ანგარიშები ლელოშიც დაიბეჭდა, მაგრამ საბოლოო ცხრილში ეს ვიზიტი გამოუცხადებლობად (ორგზის 30:0) გადაკეთდა.

სექტემბრის ბოლოს ლოკომოტივი ჯერაც კვეთის ქვემოთ იყო, მაგრამ ლიდერი ალმათა ვაკურ წვიმაში სამ-სამჯერ დაალელოვა და დარჩენა გაინაღდა, რადგან როგორც გაირკვა, კაპეის ორჯერ წაეგო ტირასპოლთან და არა პირუკუ. ყაზახი სტუმრები აქვე დარჩნენ და შუა კვირაში სასოფლოზეც ორჯერ ირაგბეს. მეორე თამაშის ანგარიში ნაღდი გაიგზავნა ფედერაციაში, პირველის მეორე ტაიმი კი 52 წუთს გაგრძელდა, ფრედ დასრულდა და ჯარიმებიც დაირტყა.

სპარტაკთან პირველი ბურთაობა ბენეფისი იყო კოტე ჭილაიასი, ვინც 13 ქულა (2ლ გ ჯ) მოკრიფა, ძელს გაარტყა ჯარიმა და ბოლოს მესამე ლელოსაც დებდა. შევარდენი - ლოკომოტივის რკენები გოჩა აბაშიძემ, ზურაბ რეხვიაშვილმა და გოგი ლებანიძემ იმსაჯეს. ჯარიმათა ფარდობა ორჯერვე შევარდენის სასარგებლოდ იყო (26/15 24/15) მაგრამ ლოკომოტივს წუნი ჰქონდა ნაკლები (51-90 50-68) რკინიგზელებმა ლელო ორივე მატჩში დადეს (მ.ხარშილაძე ქერაშვილი) საცერაძემ კი ორივეში გაარტყა ძელს ჯარიმა.

ერთი ეზოს ბიჭები

ფედერაციას ახალი თავკაცი გამოუჩნდა - ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე კიტა შავიშვილი. ვერ გაამართლა რესპუბლიკური პირველობის სამ 4-გუნდა ჯგუფად, ზამთარ - გაზაფხულზე გამართვამ. ლელოში იმის კვალიც არაა, თუ ვინ გახდა ჩემპიონი, მაგრამ მეორე და მესამე ლიგათა შემადგენლობა კი შემოგვრჩა ზოოვეტისა და ზუგდიდის შესახებ გამოქვეყნებულ პრომო-ნარკვევთა წყალობით.

ამავე ჟანრისაა ლელოს 10 თებერვლის გვერდი, "ერთი ეზოს ბიჭები", რომლითაც დათო კილასონიამ და ნუგზარ შატაიძემ თბილისური რაგბის მოჭირნახულენი - გელა მიქაბერიძე, ბათუ კევლიშვილი, რეზო ჩხეიძე, გურამ მოდებაძე, თემურ ცინცაძე, მერაბ ჟღენტი, გივი ავლასტიმოვი, გოჩა აბაშიძე, თამაზ მგელაძე გააცნეს პუბლიკას.

მოდებაძის "აკადემია" გახდა ქალაქის ჩემპიონი და საკავშირო თასზეც გავიდა - ვარკეთილის მეურნეობაში, "სპორტ-კომიტეტის სასწავლო-საწურთნელ ცენტრში" (გურამ მეგრელიძე) მიიღო ალიმ ნალოევის ნალჩიკი, ავლასტიმოვის "ამიერ-კავკასიის წითელ-დროშოვანმა სამხედრო ოლქმა" კი ჭიათურაში, ძველ, ნაცად ყაიდაზე, ტურნირად გამართული საქართველოს პირველობა მოიგო.

საკავშირო "ოქროს ოვალზე" როგორც მოედანზე - რაგბის თამაშში, ისე ფიზმომზადების, ტექნიკისა და ფორმა-ემბლემის კონკურსში, იმარჯვა კევლიშვილის ამქრის "ტუნომ". სხვა ასაკში ამავე სპორტ-სკოლის გუნდმა იყოჩაღა ხაშურში, ხოლო მესამე მასივში, შუამთის ქუჩაზე მდებარე "პიონერის" სტადიონი გადაეცა განათლების სამმართველოს, რათა რეგბის კერად კეთილ-მოწყობილიყო.

<<<     1985

>>>     XXII საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<   შესარჩევი წრე (* ჯარიმებით)

>>   თბილისის (ვაკე ავლაბარი ავჭალა) პული

31/03 ლოკომოტ 3:12 ვევეა
  სლავა 19:6 კრასნიარ
  ლოკომ(მ) 7:3 ალმათა

  2/04

ლოკომოტ

3:6

ალმათა

  ვევეა 12:9 სლავა
  კრასნიარ 12:11 ლოკომ(მ)

  4/04

ლოკომოტ

3:6

სლავა

  ვევეა 36:3 ლოკომ(მ)
  კრასნიარ 17*15 ალმათა

  6/04

ლოკომოტ

14:6

კრასნიარ

  ვევეა 28:9 ალმათა
  სლავა 10:6 ლოკომ(მ)

  8/04

ლოკომოტ

3:6

ლოკომ(მ)

  ვევეა 36:12 კრასნიარ
  სლავა 15:13 ალმათა

10 ვევეა, 8 სლავა, 4 ლოკ(მ), 3 კრასნ; 2 ალმათა ლოკ(თბ)

>>   ლვოვის (დას.უკრაინა) პული

  1/04 ქუთაისი 10:3 სპარტ(მ)
  ლვოვი 12:18 ავიატორი
  პრიმორეცი 19:3 ფილი

  3/04

ქუთაისი

3:17

ავიატორი

  ლვოვი 0:6 ფილი
  პრიმორეცი 6:0 სპარტ(მ)

  5/04

ქუთაისი

20:16

ფილი

  ლვოვი 3:12 პრიმორეცი
  ავიატორი 33:6 სპარტ(მ)

  7/04

ქუთაისი

7:13

პრიმორეცი

  ავიატორი 34:14 ფილი
  ლვოვი 31:0 სპარტ(მ)

  9/04

ქუთაისი

13:9

ლვოვი

  ავიატორი 24:0 პრიმორეცი
  ფილი 10:6 სპარტ(მ)

10 ავიატ, 8 პრიმორ, 6 ქუთაისი, 4 ფილი, 2 ლვოვი, 0 სპარტ(მ)

>>   პულთა-შორისი ტური
ხარკოვი (აღმ.უკრაინა)

  3/06 ლოკომოტ 21:9 ქუთაისი
  ავიატორი 25:7 კრასნიარ
  ვევეა 29:9 სპარტ(მ)
  პრიმორეცი 19:10 ლოკომ(მ)
  სლავა 16:10 ლვოვი
  ფილი 9:6 ალმათა

  5/06

ქუთაისი

12:9

კრასნიარ

  ლოკომოტ 12:14 სპარტ(მ)
  ავიატორი 23:3 ალმათა
  ვევეა 16:0 ლვოვი
  სლავა 15:6 პრიმორეცი
  ფილი 8:6 ლოკომ(მ)

  7/06

ქუთაისი

15:3

ალმათა

  ლოკომოტ 12:3 ლვოვი
  ავიატორი 16:4 ლოკომ(მ)
  ვევეა 33:12 პრიმორეცი
  სლავა 20:6 ფილი
  კრასნიარ 24:6 სპარტ(მ)

  9/06

ქუთაისი

21:6

ლოკომ(მ)

  ლოკომოტ 13:9 პრიმორეცი
  ავიატორი 15:13 სლავა
  ვევეა 27:9 ფილი
  ალმათა 10:0 სპარტ(მ)
  კრასნიარ 28:6 ლვოვი

! 18 ავი ვვა; 14 სლვ; 12 ქუთ; 10 პრიმ;
8 ფილი ლოკ(თბ); 7 კრასნ -
4 ლოკ(მ) ალმ; 2 ლვო სპარ(მ)

11/06

ქუთაისი

18:17

სლავა

  ლოკომოტ 3:13 ფილი
  ვევეა 13:3 ავიატორი
  კრასნიარ 14*12 პრიმორეცი
  ლოკომ(მ) 23:12 სპარტ(მ)
  ლვოვი 15:13 ალმათა

13/06

ქუთაისი

12*10

ვევეა

  ლოკომოტ 11:36 ავიატორი
  ლოკომ(მ) 14:12 ლვოვი
  სლავა 40:21 სპარტ(მ)
  პრიმორეცი 19:12 ალმათა
  კრასნიარ 16:4 ფილი

შესარჩევი 1985

მ-წ*

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

20 10-1 250:81

ავიატორი (კიევი)

20 10-1 244:86

სლავა (მოსკოვი)

16   8-3 180:116

მშენებელი (ქუთ)

15   7-3*1 140:124

პრიმორეცი (ლენინ)

12   6-5 127:134

ეტს (კრასნოიარს)

10   4-5*2 151:158

ფილი (მოსკოვი)

10   5-6 98:157

ლოკომოტივი (მ)

8

  4-7

96:152

ლოკომოტივი (თბ)

8   4-7 98:120

სოკოლი (ლვოვი)

4   2-9 101:148

სკა (ალმათა)

4   2-9 93:151

სპარტაკი (მოსკ)

2   1-10 77:228

! ფინალში ითვლება ყველა შესარჩევის შედეგი

>>   პირველი წრე

29-30/06 ქუთ 22:3 16:8 პრიმრ
  ვევეა 27:6 12:3 ლოკ(მ)
  ავიატ 8:10 16:0 ფილი
  სლავა 32:18 25:12 კრასნ

   6-7/07

კრასნ

10:7

4:7

ქუთ

  ვევეა 22:0 19:6 ავიატ
  ფილი 6:13 4:18 სლავა
  ლოკ(მ) 16:3 17*19 პრიმრ

13-14/07

ქუთ

16:0

13:19

ფილი

  სლავა 16:6 15*11 ვევეა
  ავიატ 11:4 19:7 ლოკ(მ)
  პრიმრ 12:16 12:6 კრასნ

20-21/07

ვევეა

25:9

21:9

ქუთ

  ავიატ 9:13 14*12 სლავა
  ფილი 22:15 16:12 პრიმრ
  ლოკ(მ) 7:9 7:10 კრასნ

27-28/07

ქუთ

7:4

6:3

ავიატ

  პრიმრ 9:15 6:9 ვევეა
  სლავა 15:0 35:13 ლოკ(მ)

 

კრასნ

10:16

15:21

ფილი

! 36 ვვა, 33 სლვ; 27 ქუთ ავი; 22 ფილ

   3-4/08

ქუთ

6:8

9:0

სლავა

  ვევეა 30:8 39:6 კრასნ
  ავიატ 39:6 22:12 პრიმრ
  ლოკ(მ) 19:25 4:27 ფილი

10-11/08

ქუთ

19:4

9:6

ლოკ(მ)

  ფილი 6:25 12:13 ვევეა
  პრიმრ 6:23 9*7 სლავა
  კრასნ 10:12 12:14 ავიატ

I წრე: 44 ვვა; 37 სლვ; 35 ავი - 33 ქუთ; 26 ფილ

>>   მეორე წრე

31/08-1/09 პრიმრ 11:22 13:26 ქუთ
  ლოკ(მ) 12*14 9:15 ვევეა
  ფილი 16:9 14*16 ავიატ
  კრასნ 6:0 12:20 სლავა

     7-8/09

ქუთ

15:10

21:12

კრასნ

  ავიატ 8:15 10:19 ვევეა
  სლავა 12*16 12:3 ფილი

 

პრიმრ

14*16

12:19

ლოკ(მ)

! 51 ვვა; 41 ქუთ სლვ - 36 ავი; 29 ფილ

14-15/09

ფილი

4:6

6:9

ქუთ

  ვევეა 3:12 0:6 სლავა
  ლოკ(მ) 14:26 6:12 ავიატ
  კრასნ 13:10 16*18 პრიმრ

21-22/09

ქუთ

3:9

9:0

ვევეა

  სლავა 15:3 9*7 ავიატ
  პრიმრ 6:4 18:14 ფილი
  კრასნ 6:4 21:11 ლოკ(მ)

28-29/09

ავიატ

16:6

7*3

ქუთ

  ვევეა 32:16 41:3 პრიმრ
  ლოკ(მ) 3:14 12:18 სლავა

 

ფილი

41:12

16:12

კრასნ

! 57 ვვა, 52 სლვ, 47 ქუთ - 43 ავი, 33 ფილ

3-4/10

ვევეა

17:14

12:7

ფილი

  სლავა 26:0 24:4 პრიმრ

26-27/10

სლავა

8*12

19:16

ქუთ

  პრიმრ 7:17 7:13 ავიატ
  ფილი 20:3 17:10 ლოკ(მ)

30/10-1/11

ლოკ(მ)

14:23

14:23

ქუთ

    ?-?/11

კრასნ

10:25

16*18

ვევეა

16-17/11

ავიატ

18*16

31:3

კრასნ

ფინალი 1985

  მ-წ  *ჯ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

64 31-6  *2 744:327

სლავა (მოსკოვი)

58 28-9  *2 607:330

მშენებელი (ქუთ)

52 25-12*2 489:382

ავიატორი (კიევი)

50

23-12*4

614:376

ფილი (მოსკოვი)

37 18-20*1 474:508

ეტს (კრასნოიარს)

26 12-25*2 456:647

პრიმორეცი (ლენინ)

21   9-27*3 398:663

ლოკომოტივი (მ)

13   6-32*1 356:627

>>>     პირველი ლიგა

<<    ტაშკენტის პული (მაისის ბოლო)

1#შევარდენი თბილისი - 2#რადუგა ტაგანროგი 23:6, ხტზ ხარკოვი 17:6, ტაშპი ტაშკენტი 10:6 ... სმი ნოვოკუზნეცკი, ვაირასი შიაულიაი

<<    ტირასპოლის პული

ელეკტრომაში ტირასპოლი, პოლიტეხნიკი კიევი - რაფ ელგავა, ზვეზდა ტაშკენტი, მაი მოსკოვი, კიიგა კიევი

>>>     დარჩენა-ასვლაზე (IX - XVI ადგილები)

! ლოკომოტივს გადმოყვა შესარჩევის სამი შედეგი

ტურებად:   ბოლო/06 მოსკოვი   შევარდენი
     20-26/07 ტირასპოლი უმაღ[9-12] x პირვ[1-4]

მიმოსვლით: კიდევ ერთი წრე, წყვილი მატჩები

<<    ლოკომოტივი (თბ) - [250:190]

(ტირ) შევ 12:6, ტაგ 14:7, ტირ 7:18, პოლ 8:18

17-18/08 პოლ (კ) 6:19 10*12
31/08-1/09 სპარტ 13:6 14:3
   7-8/09 შევარ 15:6 10:9
14-15/09 ლვოვი 30:0(18:0) 30:0(16:10)
21-22/09 ტირასპ 3:9 6:14
28-29/09 ალმათა 15:9 20:9
   5-6/10 ტაგანრ 4:9 6:17

<<    შევარდენი (თბ) -

(მოს) ტაგ 24:3, ტირ 16:22, პოლ 10:9
(ტირ) ლვო 12:23, ალმ 0:10, სპარ 15:19

31/08-1/09 პოლ(კ) 15:6 9:12
14-15/09 სპარტ 6:17 9:12
21-22/09 ტაგანრ 12:14 14:12
28-29/09 ლვოვი 15:12 12:0
    2-3/10 ალმათა 12:9(15*19) 15:6
12-13/10 ტირასპ 0:7 3:7

ქვედა ფინალი 1985

 მ-წ*ჯ$დ

გატ:გაშ

სკა (ალმათა)

30 15-6 327:197

ელეკტრომაში (ტირ)

28 14-7 284:179

სოკოლი (ლვოვი)

26 14-7     $2 315:264

ლოკომოტივი (თბ)

22 11-10 253:194

პოლიტეხნიკი (კ)

19

  9-11*1

284:307

შევარდენი (თბილ)

16   8-13 220:237

რადუგა (ტაგანროგ)

13   6-14*1 210:377

სპარტაკი (მოსკ)

10   5-16 168:306

[გატ:გაშ - სავეცკი სპორტის მიხედვით]

I წრე: 12 ლვო; 10 ტირ ალმ; 8 პოლ - 6 ლოკ; 4 სპარ შევ; 1 ტაგ

>>>     X საკავშირო თასი

<<    ოცდამეთორმეტედფინალი (ოთხი მატჩი)

20-21/04 ლოკომ 40:0 42:17 პენზა
21-28/04        

<<    მეთექვსმეტედფინალი (ოთხი მატჩი)

11-12/05
18-19/05

<<    მერვედფინალი

16/06 შევარდენი დდ 6:3 ქუთაისი
  ლოკომოტ 9:12 სლავა
  ტირასპოლი 24:9 ავიატორი
  ვევეა 50:3 ლვოვი
  კაუნასი 9:16 პრიმორეცი
  შიაულიაი 9:19 ლოკომ(მ)
  სპარტ(მ) 9:29 ფილი
  კრასნიარ 4:9 ალმათა

<<    მეოთხედფინალი

23/06 ალმათა 9:10 შევარდენი
  სლავა 15:13 ვევეა
სად? ტირასპოლი 12:13 პრიმორეცი
  ლოკომ(მ) 10:7 ფილი

ფინალური ოთხეული (მოსკოვი)

<<    ნახევარფინალი

16/08 ლოკომ(მ) 12:6 შევარდენი
  სლავა 10:9 პრიმორეცი

<<    ფინალი

18/08 სლავა

21:10

ლოკომ(მ)

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<   მშენებელი (ქუთაისი)

(ბეკ) 15 ნუგზარ ძაგნიძე, რომან მამულაშვილი<ლოკ; 14-11 ანატოლი შამელაშვილი, ოლეგ ლიპარტელიანი, თამაზ გიორგობიანი, ბათლომე ხამაშურიძე, ოლეგ ჟორჟოლიანი, კახა გაბრიჩიძე, გელა ხუჭუა; 10 ავთო დეისაძე; 9 ამირან შავგულიძე, მამუკა ლოსაბერიძე#12

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე კაპ, თენგიზ ტურძელაძე!ჰ სერგო უგრეხელიძე, ბესო ლილუაშვილი<ლოკ#5, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე, გრიგოლ გაბუნია, დიმიტრი ფულარია!ჰ; 4-5 გია წივწივაძე, თამაზ ოდიშარია; 6-8 ზაზა თხელიძე, ბორის ზიბზიბაძე, თამაზ ფხაკაძე, ბადრი შვანგირაძე, ალეკო გრიგალავა#4, საშა ნაჭყებია, დავით დანგაძე#5

(მწ) შალვა ქურციკიძე, ტარიელ მარგველაშვილი; (მნჯ) ოთარ ალავიძე

ქულა (გაზეთებიდან)

49 (ლ 6გ 11ჯ) ძაგნიძე (ლელოს თანახმად 195 ქულა)
23 (2ლ 5ჯ) ლილუაშვილი
20 (4გ 4ჯ) მამულაშვილი
19 (2ლ გ 3ჯ) ხამაშურიძე
16 (4ლ) გრიგალავა
16 (ლ 3გ 2ჯ) ნაჭყებია
13 (ლ 3ა) დეისაძე
12 (3ლ) გიორგობიანი
11 (2ლ ა) ლიპარტელიანი
  4 (ლ) შვანგირაძე დანგაძე შავგულიძე

<<   ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ნიაზ მამრიკიშვილი#13, ლევან მგელაძე; 14-11 მიშა ხარშილაძე#15#10 (კაპ) თემურ შერაზადიშვილი, მამუკა ბეზარაშვილი, კოტე ჭილაია, გივი ავლასტიმოვი, ნუკრი ხვედელიძე<სპი, ზაზა ბანძელაძე<მედ, ალეკო ხვედელიძე<სპი, კოკა კლდიაშვილი<აკდ, ზაზა ჭუმბურიძე, კოტე კილაძე<შევ, ვანო ბახტაძე<ზოო; 10 თენგიზ თავაძე; 9 მალხაზ ჭეიშვილი, იგორ ქერაული /

(ფორ) 1-3 მალხაზ დათუნაშვილი, გია ქერაშვილი!ჰ ზაზა ბაკურაძე<მედ, გია კარკაძე<!ჰ ლიოშა მჭედლიძე!ჰ მალხაზ კაპანაძე<ზოო, ლაშა ჩიქვინიძე; 4-5 როლანდ სულთანიშვილი<#6, ხვიჩა კაშია, დათო ცხვარაძე, თამაზ ხუადე; 6-8 გაიოზ მონიავა, ავთო ღიბრაძე#4 კაპ, გელა ვალიშვილი<შევ#11, გია გიუნაშვილი, შოთა ხარშილაძე<, დათო ღუდუშაური#2, დათო გიორგაძე, ჯემალ ბასილაშვილი#4, დათო კომლაძე

(მწ) თემურ ბენდიაშვილი, ზურაბ ხარშილაძე (მნჯ) ბორის კომლაძე

ქულა (რაც ცნობილია, თასიანად)

53 (2ლ 3გ 13ჯ) ჭილაია
26 (2ლ 6გ 2ჯ) ნ.ხვედელიძე
24 (8ჯ) ვალიშვილი
16 (4ლ) ჭეიშვილი
11 (2ლ ა) მ.ხარშილაძე
  8 (2ლ) მონიავა მგელაძე
  6 (2ა) თავაძე
  4 (ლ) ბეზარაშვილი დ.გიორგაძე კაშია ქერაშვილი გიუნაშვილი ღუდუშაური ბაკურაძე ბახტაძე ქერაული

<<   შევარდენი

(ბეკ) 15 ედუარდ ბარსეგიანი, ზაზა ბანძელაძე<ლოკ; 14-11 გია კურატიშვილი, ვანო საცერაძე, ლადო გვიანიშვილი#10, გოგა რაზმაძე, გიორგი სურმავა#9, თემურ ხუციშვილი, ზურაბ ალანია; 10 ილია მუზაშვილი, მიხეილ გარუჩავა; 9 ნუგზარ გაბრიჩიძე /

(ფორ) 1-3 ზურაბ ელიზბარაშვილი!ჰ გიორგი ბერიაშვილი, მამუკა გაგნიძე, მამუკა მჭედლიძე, პაატა ნიკურაძე!ჰ; 4-5 ავთო მაზანაშვილი, დავით ბიძინაშვილი#6, ზურაბ დოლიძე, დათო კახეთელიძე#3, გალაქტიონ ვაშაძე, ალიკ მარტიროსოვი, გია მიქაძე<თსუ; 6-8 ვახო კაპანაძე კაპ, ლევან ხინჩაგაშვილი, ბიძინა გეგიძე#5, მევლუდ ბებიაშვილი

(მწ) რამაზ სანებლიძე, დათო კილასონია (მნჯ) ზურაბ ლოსაბერიძე

ქულა (რაც ცნობილია)

30 (3გ 8ჯ) საცერაძე
24 (6ჯ 2ა) ბარსეგიანი
  4 (ლ) ბანძელაძე ხუციშვილი რაზმაძე სურმავა

>>>    ფირა-ს ერთა თასი 1984/85

პირველი ჯგუფი
(სბჭ: სევილია კიევი ტიული კიევი)

17/02 საფრანგეთი 34:6 ესპანეთი
  3/03 იტალია 9:22 საფრანგეთი
14/04 რუმინეთი 7:6 იტალია
  1/05 ესპანეთი 9:15 საბჭოეთი
  5/05 რუმინეთი 30:3 ტუნისი
12/05 საბჭოეთი 35:9 ტუნისი
16/05 საფრანგეთი 36:21 საბჭოეთი
18/05 იტალია 22:13 ესპანეთი
31/05 საბჭოეთი 14:6 რუმინეთი

ფირა 84/85

მ-წ$დ

გატ:გაშ

საფრანგეთი 5-0 135:45
საბჭოეთი 3-2 97:73
იტალია 3-2 70:60

რუმინეთი

3-2

79:60

ესპანეთი 1-4 64:119
ტუნისი 0-5 39:127

პირისპირ: სბჭ +7, იტა =0, რუმ -7

>>>    ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

3-7/04 ბრიუსელი (ბელგია)

4#საბჭოეთი - ესპანეთი 13:7, საფრანგეთი 0:29, 3#რუმინეთი 0:V

ჩვენები: ძაგნიძე ლოსაბერიძე (ქუთ) ღუდუშაური (ლოკ)

>>>    ფირა-ს ერთა თასი 1985/87

პირველი ჯგუფი (ორ წრედ)
(სბჭ: ბუქარესტი მოსკოვი)

12/10 ტუნისი (სფრ) 12:9 ესპანეთი

20/10

რუმინეთი

16:12

საბჭოეთი

  1/11 საფრანგეთი 33:0 ტუნისი
10/11 საბჭოეთი 15:13 იტალია
  7/12 იტალია 19:3 რუმინეთი

>>>    XII საერთაშორისო ტურნირი

21-29/08 მოსკოვი

1#საბჭოეთი 4-0 (132:42) - რუმ 23:18, სბჭ$2 13:8, პოლ 30:13, ჩეხ 66:3

2#რუმინეთი 2-1*1 (157:63) - სბჭ$2 21:21, პოლ 29:16, ჩეხ 89:3

3#საბჭოეთი$2 (პროფკავშირული) 2-1*1 (117:49) - პოლ 12:9, ჩეხ 76:6

4#პოლონეთი 1-3 (87:74) -

5#ჩეხოსლოვაკია 0-4 (15:280) 49:3

ჩვენები ნაკრებში: ქუთ - ლიპარტელიანი / უგრეხელიძე (სბჭ)
შევ - გაბრიჩიძე / ბერიაშვილი კაპანაძე (სბჭ$2)

>>>    XI საკავშირო თასი

<<    ოცდამეთორმეტედფინალი (ოთხი მატჩი)

12-13/10 ლოკომოტ 13:0 9:6 ხარკოვი
13-14/10 აკადემია 13:10 17:10 ნალჩიკი
     26/10 შევარდენი 22:11   სპი

სამხატვრო აკადემია: (ბეკ) 15 ირაკლი ლეჟავა; 14-11 კოკა კლდიაშვილი, დათო და ლევან გიგაურები, მერაბ მარჯანიშვილი, პაატა ღონღაძე, დათო ტყემალაძე, კახა კერვალიშვილი, სანდრო კობერიძე, ვალერი მანთიძე; 10 ვატო ლეჟავა; 9 გია კვანჭილაშვილი /

(ფორ) 1-3 დათო კაკაბაძე, მალხაზ მაღლაფერიძე, ოთარ და ზაზა ჯინჭარაძეები, ზაზა კვანტალიანი, გელა კეიდია; 4-5 გია ღლონტი კაპ, თემურ ტალახაძე, თემურ ქერტყოევი, ნუგზარ ხარშილაძე; 6-8 ნუკრი, ვასილ და გოჩა წიკლაურები; ვაჟა კუხიანიძე, პაატა ნარიმანაშვილი, კოკა ციხელაშვილი, ლაშა ამირეჯიბი, გია გელაშვილი * კოტე ჯურხაძე, პოლიკო კაკაბაძე

(მწ) გურამ მოდებაძე, იუზა ნაცვლიშვილი; (კათედრა) ჟურიკო ჯაფარიძე; (კომკავშირი) ზაზა შენგელია

>>>    საქართველოს პირველობა

<<    1984/85

სამი 4-გუნდა ჯგუფი, ორ (?) წრედ

I: მშენებელი ლოკომოტივი შევარდენი რიონი?
II: 1#ზოოვეტი 3-0, სპი სამედიცინო სკა
III: უნივერსიტეტი აკადემია ზუგდიდი ტყალტუბო

<<    1985

ნოემბრის ბოლო. ჭიათურა, ლენინის მაღარო (შუქრუთი)
ჯერ სამი 3-გუნდა პული, მერე სამი 3-გუნდა ჯგუფი

1#სკა - 2#სამედიცინო 10:3, 3#სპი

ზოოვეტი აკადემია ქუთაისი$2 ზუგდიდი ჩოხატაური ჭიათურა

სკა: (ბეკ) იმედო ფაშალიშვილი, დათო ჯაფარიძე, ედუარდ ბარსეგიანი, ემზარ გეგუჩაძე, მიშა ხარატი, კოკა კლდიაშვილი, თენგიზ თავაძე, ლევან ხაზალია, გია მეტრეველი, იგორ ქერაული, მამუკა ჯანაშია, დიტო თედოშვილი /

(ფორ) ნუგზარ მალაღურაძე, ზურაბ სტეფნაძე, გია გოდერძიშვილი, გურამ აფციაური, დათო ბიძინაშვილი, დათო გიორგობიანი, მამუკა გაგნიძე, გია გიუნაშვილი

(მწ) გივი ავლასტიმოვი

>>>    თბილისის პირველობა

1#აკადემია, 2#სკა, 3#სამედიცინო

>>>    კომპლექსური სპორტსკოლა საკავშიროზე

<<    ოქროს ოვალი (1972-73 დაბ)
აგვისტოს ბოლო. მოსკოვი

1#ტუნო 156 ბალი, 2#სლავა 154, 3#ვევეა 144

ფინალი ტუნო 28:8 ვევეა

პულში  

ტუნო - სლავა 20:8, წიუმენი 56:0,
ტაგანროგი 104:0, ლოკომ(მ) 48:0

<<    ოქროს ოვალი (1970-71 დაბ)

1#ტუნო    ზონა (ნალჩიკი) ფინალი (ხაშური)

<<    პირველობა (1968-69 დაბ)
აგვისტო.
კოლპინო (ლენინგრადის ოლქი) 10 გუნდი

2#ტუნო -   შესარჩ   ტაშკენტი 32:3

  

ფინალი

ლვოვი 16:4, ტაგანროგი 29:8, ლენინგრადი 22:0, 1#სლავა 14:16

ნაკრებში: გიორგი ძაგანელი, მიხეილ ოქროპირიძე, ზაზა ძიძაძე, ლევან ჩიქვინიძე

ტუნო: დათო ვართანიანი, თემურ ნარიმანიძე, მერაბ ბესელია, დიმა ობოლაძე, ზაზა ხუჭუა ...

(მწ) ბათუ კევლიშვილი, გოგი ლებანიძე, მალხაზ კოროშინაძე, მერაბ კაპანაძე; მეოხი გენადი ღადუა

<<< >>>