ჟამი მოძღვართა ცვლისა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1986 წელს, რომელშიც მზარდი "შევარდენი" უმაღლეს ლიგაში ავიდა; მწურთნელები შეიცვალა ქუთაისსა და "ლოკომოტივში"; გვეწვია რუმინეთის "გრივიცა", "ტუნოს" მოზარდებმა კი ყველანი გააბურთავეს ვაკეში გამართულ საკავშირო შეჯიბრებაში.

რესპუბლიკის ხელმძღვანელობის შეცვლას მოყვა ის, რომ რაგბის ბედი მისმავე მოჭირნახულეებმა ჩაიბარეს. შევარდნაძის კადრი, ნუგზარ ენდელაძე პარტიული სამუშაოდან სპორტ-კომიტეტის თავკაცად რომ გადმოიყვანეს, რეგბის პირველ, სპეციალისტ "გოს ტრენერად" უმალ დათო კილასონია მიიყვანა, "ლელოში" კი ოვალური ბურთის გაშუქება დისიდენტ ლიტერატორს, თამაზ მიგრიაულს რომ დაეკისრა, რაგბის თემის რეკომენდაციით, ავტორად მიიზიდა მათემატიკოსი ზაალ გიგინეიშვილი და რაგბის უფლებებისთვის ბრძოლაში აიყოლია.

მიგრიაულმა სეზონის გახსნამდე საპრობლემო წერილები უძღვნა ტუნოს, აკადემიას, ქუთაისს და სიტყვა-კაზმულად იკითხა, ამ ხალხმა განა როდემდე უნდა იგრძნოს თავი ხელმოკლე სახლიკაცებადო. წლის მანძილზე ყველა შეჯიბრი დროულად და მცოდნედ გაირჩა, დაიხვეწა საგაზეთო ოქმი, ცხრილი, ენა და ნელ-ნელა ახალ ტერმინთა დანერგვაც დაიწყო: ივლისში, მატჩის რეცენზიაში კიდეც დაიწერა, ნიაზ მამრიკიშვილმა მეურვე მოატყუა და "ლელო გაიტანაო"

თუ ანგრიე და არ აშენე

საკავშირო პირველობაზე აღდგა ფრე და გაუქმდა წინა წელს შემოღებული შუთაუთი, მაგრამ დარჩა შეწყვილებული, შაბათ-კვირის თამაშები. უმაღლესის ახალბედა ტირასპოლი განთესვაში ორი ადგილით დაწიეს, რის შედეგადაც ორივე ქართული კლუბი ერთ, თბილისის პულში მოხვდა. ქუთაისმა ზედ სტარტზე მოისაკლისა ღვაწლ-მოსილი მოძღვარი შალვა ქურციკიძე და ჯარში გაწვეული ექვსი ჯეელი, ხოლო ლოკომოტივმა შევარდენის 9 ნომერი, ნუგზარ გაბრიჩიძე მიიღო.

ვაკეში, ჩემპიონატის გახსნაზე ჩამოვიდა თვით საკავშირო ფედერაციის "პრეზიდენტი" ილიუშინი, დარიგდა ქოთნები და მოეწყო ტაშ-ფანდური. მოუმზადებელმა ქუთაისმა მაინც სამჯერ დაალელოვა ლვოვი, ლოკომოტივი კი ამაოდ ელოდა "სლავის" შეცდომებს. ნორჩმა ალეკო ხვედელიძემაც ვერ ზიდა საპალნე და ექვსი ჯარიმიდან ხუთი ააცილა. ჰოდა, ლელოში პირუთვნელად დაიწერა, "წაგებით გუნდმა გაკვეთილი მიიღო. რაგბში ვერაფერს გახდები, თუ მხოლოდ ანგრიე და არ აშენე, თუ მარტო მეტოქეს უშალე ხელი და თავად არ შეუტიეო"

შემდეგი რაუნდიდან სამიზნე მოეშალა მშენებლის კიკერ საშა ნაჭყებიასაც და სლავამ ბეკებით ოთხი ლელო დაუდო ქუთაისს, ლოკომოტივს კი არგეს ლიხს იქეთიდან დაბრუნებულმა დამრტყმელმა რომან მამულაშვილმა და მალხაზ ჭეიშვილმა, ვინც პასი ჩაჭრა. ამას მოყვა უქულო (0:0) ქართული დარბი, რომელშიც კარს სამ-სამი გასატანი ჯარიმა აცდა, მერე კი ქუთაისმა ორი წააგო და თბილისმა ერთი.

ბურთის მოტაცება

ლვოვმა ლოკომოტივი ისე ძლია, რომ არავინ შეუცვლია. "სოკოლი" ფორვარდებით მოგვერია, 70-ე წუთზე კი, 6:9-ზე, დასარტყამი უხეიროდ გავათამაშეთ და მალე აქეთ გავუშვით ლელო. კრასნოიარსკთან ბავშვებმა ვაკის პარკში გაიტაცეს ჯუნგლებისკენ დარტყმული ბურთი, მაგრამ ციმბირელმა მდევრებმა ხუთ-წუთიანი კროსით დაიბრუნეს ოვალი. სამაგიეროდ, რეფმა 70-ე წუთზე არ ჩაუთვალათ კუთხეში, გადაგორებით გატანილი ლელო და თამაშიც ხუთი წუთით გაწელა.

ქუთაისს პრიმორეცთან რეფმა არ უბოძა ზედახორაში შეტანილი ლელო, ბოლოს კი გუნდს თერნოვერიც შეემთხვა და ნულზე დამარცხდა. ამაზე "ლელომ" შარშანდელი მოტივი გაიხსენა, ურმით ფრენა გრძელდებაო. კიდევ დაიწერა, რომ უამრავ მეურვეს ერთი გულიანი პატრონი სჯობს; რომ ენთუზიაზმსაც აქვს დასასრული და რომ მშენებელი დაემგვანა მოდრეიფე აისბერგს, რომლის მასის დიდი ნაწილიც წლობით გადაუჭრელი პრობლემებისგან შედგება.

თბილისის ტურის შემდეგ მშენებელში მწურთნელად მივიდა ფეხბურთში ნამუშევარი დუგლას კავთელაშვილი და ბიჭებს ამოცანად მოწინავე რვეულში შესვლა დაუსახა. დაბრუნდნენ ვეტერანებიც, ავთო გიორგაძე და ვახტანგ შვანგირაძე. მშენებელმა სტრატეგიულად სწორად წარმართა პულთა შორისი, მოსკოვის ტური და ფინალში უკვე შესულ მასპინძლებთან ბოლო ორი მატჩის მოგებით მიზანს ეწია, ლოკომოტივს კი ვერაფერი არგო თანა-კლუბელებთან აღებულმა ქულამ.

ჯეელთა გასაკაჟებლად

ამ ქულის სანაცვლოდ, აპრილის ბოლოს, რკინიგზის ორმა გუნდმა ვაკეში დილის 11 საათზე, ლამის საიდუმლოდ იყომარა. სტუმრებმა ხუთივე ლელო ხაზით დაგვიდეს, ლელოში კი ანონსი ხომ არ დაიბეჭდა და დაყადაღდა კრიტიკული რეცენზიაც, რომელშიც სხვათა შორის ეწერა, ვცადეთ გვეთამაშა, მაგრამ ტექნიკა ვერ გვეყო; ღონე, შემართება და სისწრაფე მართლა საჭირო თვისებებია, მაგრამ მძლესნობისა და ბაგირის გადაძალვისგან განსხვავებით, რაგბში მთავარი მაინც სათამაშო აზროვნება და ბურთაობის ნიჭიაო.

ფინალში, წინა წელთან შედარებით, სიახლე ისღა იყო, რომ ლენინგრადი ალმათამ შეცვალა. ივნისი - ივლისის შესაყარზე ნაკრები ზიმბაბვეში წაბრძანდა ტურნეზე, ჩემპიონატი კი გაგრძელდა. კავთელაშვილმა თამაშები ჯეელთა გასაკაჟებლად გამოიყენა. მშენებელმა პირველი წრის წყვილ მატჩში თითოჯერ ძლია ფილი, ლოკომოტივი და კრასნოიარსკი, მეორეში კი, დინამოს სტადიონის გაჭიანურებული რემონტის გამო, ვევეა ვანში ჩაიყვანა, ხოლო სლავა თერჯოლაში.

გუნდში დაბრუნებულმა ბათლომე ხამაშურიძემ ლელო ბოლო წუთზე გაიტანა და ვევეასთან პირველი შებმა ფრედ დასრულდა. გაგარინელთა მდევარი სლავა მშენებელმა ნაჭყებიასა და ბესო ლილუაშვილის ძალური ლელოებითა და გიორგაძის გოლებით დააშამათა. მერე იყო წყვილ-წყვილი მოგება ლოკომოტივთან და ალმათასთან, მაგრამ ამან საიმისოდ ვერ იკმარა, რომ ქუთაისი ბოლო, მერვე ადგილს აცილებოდა, ვევეამ კი ვადამდე, ზედიზედ მესამედ, სულ მეცხრედ და თურმე ბოლოჯერ, იჩემპიონა და ბობროვმაც მეშვიდე ოქრო მიითვალა.

აკადემიელებით შეივსო

თუ ქუთაისმა უდარდელად ჩაამთავრა სეზონი, ქვედა ფინალში ბრძოლები გადახდათ ლოკომოტივსა და შევარდენს. პირველი ზედიზედ მესამედაც რომ დარჩა ფინალს მიღმა, შედეგის მომთხოვნმა ენდელაძემ მწურთნელობიდან მოხსნა თემურ ბენდიაშვილი და გუნდში გოს-ტრენერი კილასონია მიავლინა. ამან იხმო გურამ მოდებაძე, ვინც აკადემიის კადრებით შეავსო დაუძლურებული, თავისივე ყოფილი კლუბი და შემოდგომაზე, ბოლო დამრჩენ, მე-12 ადგილზე გაიყვანა.

ამასობაში ძაან იზარდა რამაზ სანებლიძის "შევარდენი". სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდმა თასზე, დამატებით დროშიღა წააგო კრასნოიარსკთან, პირველი ლიგის თემირთაუს პულში კი პირველი ადგილი დაიჭირა ისე, რომ მხოლოდ ჯარში გაწვეული ქუთათურებით გაძლიერებულ ტაშკენტთან დამარცხდა და ზედიზედ მეორედ, ხოლო ბოლო ხუთ წელში მესამედ, ლოკომოტივის კონკურენტად იქცა.

ვიდრე წყვილ მატჩთა ერთი, კენტი წრე დაიწყებოდა, ჯერ თითოთა ერთივე შეკოწიწდა. ლოკომოტივს გადმოყვა შესარჩევში ნათამაშები სამი, შევარდენს პულში გამართული ერთი და იქეთა პულიდან გამოსულ წყვილსაც შეება, მერე კი ოთხი უმაღლესელი ოთხ პირველელს ერაგბა. ამ ეტაპის საწყის მატჩში გადახალისებულმა რკინიგზელებმა ბევრი ითამაშეს ხელით და მაისთან 16 მარაო ჩაათამაშეს, მაგრამ მაინც წააგეს, შევარდენმა კი, სამჯერ დაწინაურების მიუხედავად, რომ ვერ ძლია პრიმორეცი, სასოფლოს "ხვლიკებიან ფერდობზე" მსხდარმა ფანობამ ჩხუბი ატეხა და გუნდი შარში გახვია.

ძალა მეტოქეობაშია

პირველ თბილისურ დარბში ზურაბ რეხვიაშვილმა 40 ჯარიმა დანიშნა. რომ გასრულდა წრე, ჩვენი ორივე გუნდი, წინა წლისგან განსხვავებით, კვეთის ზემოთ აღმოჩნდა, რის გამოც შინ მეტი უნდა ეთამაშა, ვიდრე გარეთ. მეტიც, განრიგის თარგით შინაომის მასპინძლობა ლოკომოტივს რომ ერგო, შევარდენს შვიდ რაუნდში სულ ორი გასვლა (ლვოვი ლენინგრადი) უწევდა, ანუ წარმატების ჩინებული შანსი ჰქონდა.

ზაფხულში შევარდენში ბეკთა მწურთნელად მივიდა ძველი ლოკომოტიველი, გივი ავლასტიმოვი და გუნდი უკეთ აბურთავდა. ფორმაში ჩადგა მიშა გარუჩავა და დამრტყმელობაში შეეხიდა გია კურატიშვილსა და ვანო საცერაძეს. გარუჩავამ ტირასპოლს კვირის მატჩში ორი ჯარიმა ცენტრიდან შეუგდო, ლოკომოტივი კი ორი რაუნდით ადრე, ვაკეში, ფეხბურთის გამო გასახდელშიც რომ არ შეუშვეს, უიმედოდ დამარცხდა ლიდერ ლენინგრადთან, მაგრამ კვირის მატჩი აკადემიელთა წყალობით ნულზე მოიგო.

თბილისური რაგბის ძალა ოდითგან ორი მოწინავე გუნდის მეტოქეობაში ყოფილაო, წერდა ლელო. დარბს სჯიდა ტაშკენტელი კობერი. დარაზმული შევარდენი შაბათს ფორვარდებით მოერია მეტოქეს და ზურგქარში გარუჩავას შეგორებით დაწინაურდა. კვირას 70 წუთი ლოკომოტივმა უტია, შევარდენს კი დასარტყამი ჯარიმა ერთიც არ რგებია. ლოკომოტივმა ააცილა სამი გასატანი და ბოლო ათ წუთში სამი არეკნიც ამაოდ სცადა. ჰოდა, 0:0-ს მოყვა ტაში, ერთურთის აუგად ხსენება და "კეთილის მსურველთა" მხრივ ლელოში ბეზღობა!

ქართული ნიჭის ზეიმი

შევარდენმა უმაღლესის საგზური ფინიშზე უპრობლემოდ გაიფორმა. ლოკომოტივმა სამი ქულა აიღო კიევში, უპატრონო ლვოვი კი შინ, ტირასპოლთან ერთ ქულას დააჯერეს. ამით მდევარს ორით ვუსწრებდით და ვაკეში, წყვილ გადადებულ მატჩში, ერთის მოგებაც გვყოფნიდა. ჰოდა, შაბათსვე, ნორჩმა მერაბ მარჯანიშვილმა ხუთი დარტყმით სამი გოლი შეაგდო, გია მეტრეველმა კი ჭეიშვილის გადაკიდებული დაამიწა და ლოკომოტივმა შევარდენის კვალად დააფინიშა.

ამ თამაშამდე გვეწვივნენ ვიორელ მორარიუსა და რადუ დემიანის მიერ გაწურთნილი რუმინელები და დედაქალაქის ნაკრებს ვაკეში დიდი რაგბის გაკვეთილი ჩაუტარეს. ჭეიშვილმა სოლო მოაწყო და არეკნიც შეაგდო 40 მეტრიდან, მაგრამ იმათ მეორე ტაიმში დაგვიწყეს ოვალის აქეთ-იქით, ბოლომდე გათამაშება და დაცვის გაწელვა. "გრივიცა" ბურთიანის მიყოლით მეტობას ქმნიდა ყველა უბანზე, აბრაგანს ხროვულ მიხდომას მოაყოლებდა და ბევრით დაწინაურებულიც, ჯარიმებს ულმობლად მაინც კარში გვირტყამდა.

აგვისტოში, ვაკეშივე ბრწყინვალე თამაშით გაგვახარეს ბათუ კევლიშვილის ამქრის მიერ განსწავლულმა, 14 წლის ბიჭებმა. საბჭოთა რაგბი მცდარ გზას რომ ადგა, სტუმრებმა ჩამოიყვანეს აქსელერატები, რომელთაც ქართველი მოზარდები ჯიგრით ხომ მაინც ჯობდნენ და ბურთაობით კი მათზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. შეჯიბრის შეჯამებისას ლელომ შენიშნა, რაგბი საერთაშორისო ლელობურთიაო და "ტუნოს" (ახლანდელი "ლელო") გამარჯვებას "თამაშის თანდაყოლილი ნიჭის ზეიმი" უწოდა.

<<<     1986

>>>     XXIII საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა

<<    შესარჩევი წრე

>>    თბილისის (ვაკე სასოფლო ავჭალა) პული

27/03 ქუთაისი 22:11 ლვოვი
  ლოკომოტ 3:13 სლავა
  კრასნიარ 6:6 პრიმორეცი

29/03

ქუთაისი

9:23

სლავა

  ლოკომოტ 18:12 პრიმორეცი
  კრასნიარ 18:3 ლვოვი

31/03

ლოკომოტ

0:0

ქუთაისი

  სლავა 19:9 კრასნიარ
  პრიმორეცი 21:13 ლვოვი

  2/04

ქუთაისი

10:19

კრასნიარ

  ლოკომოტ 6:13 ლვოვი
  სლავა 30:3 პრიმორეცი

  3/04

სლავა

35:3

ლვოვი

  4/04 ქუთაისი 0:7 პრიმორეცი
  ლოკომოტ 13:10 კრასნიარ

10 სლავა; 5 ლოკ(თბ) კრასნ პრიმორ; 3 ქუთაისი; 2 ლვოვი

>>    ქენთაუს (შიმქენთის ოლქი, ყაზახეთი) პული

27/03 ვევეა 15:3 ტირასპოლ
  ალმათა 21:16 ავიატორი
  ლოკომ(მ) 16:7 ფილი

29/03

ვევეა

8:7

ავიატორი

  ალმათა 18:6 ფილი
  ლოკომ(მ) 15:9 ტირასპოლ

31/03

ვევეა

9:9

ფილი

  ალმათა 0:11 ლოკომ(მ)
  ავიატორი 26:0 ტირასპოლ

  2/04

ვევეა

21:9

ლოკომ(მ)

  ალმათა 21:9 ტირასპოლ
  ფილი 19:13 ავიატორი

  4/04

ვევეა

41:10

ალმათა

  ლოკომ(მ) 15:13 ავიატორი
  ფილი 16:12 ტირასპოლ

9 ვევეა; 8 ლოკ(მ); 6 ალმათა; 5 ფილი; 2 ავიატ; 0 ტირას

>>    პულთა-შორისი ტური

მოსკოვი

29/05 ლოკომოტ 16:20 ვევეა
  ქუთაისი 15:19 ალმათა
  სლავა 20:6 ტირასპოლ
  ლოკომ(მ) 23:3 კრასნიარ
  ფილი 42:6 პრიმორეცი
  ავიატორი 32:6 ლვოვი

31/05

ქუთაისი

13:12

ტირასპოლ

  ლოკომოტ 9:29 ავიატორი
  ვევეა 18:6 სლავა
  ლოკომ(მ) 13:12 პრიმორეცი
  კრასნიარ 18:6 ალმათა
  ფილი 26:9 ლვოვი

  2/06

ქუთაისი

6:16

ვევეა

  ლოკომოტ 15:18 ფილი
  ლოკომ(მ) 28:9 ლვოვი
  სლავა 9:9 ავიატორი
  ალმათა 12:3 პრიმორეცი
  კრასნიარ 27:6 ტირასპოლ

  4/06

ქუთაისი

6:11

ავიატორი

  ლოკომოტ 13:13 ლოკომ(მ)
  ვევეა 19:10 კრასნიარ
  სლავა 11:0 ფილი
  ალმათა 22:15 ლვოვი
  პრიმორეცი 10:7 ტირასპოლ

 ... 9 ავი კრს; 7 პრიმ - 6 ლოკ(თბ), 5 ქუთ ...

  6/06 ქუთაისი 12:9 ფილი
  ლოკომოტ 7:22 ალმათა
  სლავა 7:6 ლოკომ(მ)
  ვევეა 21:12 პრიმორეცი
  ავიატორი 24:6 კრასნიარ
  ტირასპოლ 18:12 ლვოვი

  8/06

ლოკომოტ

9:6

ტირასპოლ

  ქუთაისი 30:6 ლოკომ(მ)
  ავიატორი 16:14 პრიმორეცი
  ვევეა 40:16 ლვოვი
  სლავა 7:6 ალმათა
  ფილი 20:12 კრასნიარ

შესარჩევი 1986

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

21

10-0*1

228:104

სლავა (მოსკოვი)

19

  9-1*1

180:  72

ლოკომოტივი (მ)

15

  7-3*1

160:124

სკა (ალმათა)

14

  7-4

157:148

ფილი (მოსკოვი)

13

  6-4*1

172:133

ავიატორი (კიევი)

13

  6-4*1

196:113

ეტს (კრასნოიარს)

9

  4-6*1

138:149

მშენებელი (ქუთ)

9

  4-6*1

123:133

ლოკომოტივი (თბ)

8

  3-6*2

109:156

პრიმორეცი (ლენინ)

7

  3-7*1

106:183

ელეკტრომაში (ტირ)

2

  1-10

  88:184

სოკოლი (ლვოვი)

2

  1-10

110:268

! ფინალში ითვლება ყველა შესარჩევის შედეგი

>>    პირველი წრე

21-22/06 ვევეა 13:12 - ქუთ
  სლავა 25:12 26:25 კრასნ
  ლოკ(მ) 15:6 7:6 ავიატ
  ალმათა 9:6 12:9 ფილი

28-29/06

ქუთ

16:6

6:10

ფილი

  ვევეა 6:16 12:6 სლავა
  კრასნ 12:10 6:16 ლოკ(მ)
  ავიატ 6:3 10:15 ალმათა

  5-  6/07

სლავა

16:6

13:0

ქუთ

  ლოკ(მ) 4:3 9:15 ვევეა
  ფილი 8:9 31:15 ავიატ
  ალმათა 12:25 14:19 კრასნ

12-13/07

ქუთ

10:19

14:18

ავიატ

  სლავა 13:12 15:3 ლოკ(მ)
  ვევეა 16:9 23:10 ალმათა
  კრასნ 16:21 18:7 ფილი

19-20/07

ლოკ(მ)

8:12

15:9

ქუთ

  ფილი 6:3 13:23 ვევეა
  ალმათა 6:6 13:18 სლავა
  ავიატ 28:4 26:18 კრასნ

26-27/07

ქუთ

9:3

19:23

კრასნ

  სლავა 18:9 10:8 ფილი
  ვევეა 19:10 13:6 ავიატ
  ლოკ(მ) 12:6 6:13 ალმათა

  2-  3/08

ალმათა

19:6

21:0

ქუთ

  ავიატ 9:6 15:17 სლავა
ფილი 12:9 16:7 ლოკ(მ)
  კრასნ 12:21 15:24 ვევეა

>>    მეორე წრე

30-31/08 ქუთ 13:13 16:19 ვევეა
  კრასნ 19:8 18:25 სლავა
  ავიატ 12:6 13:0 ლოკ(მ)
  ფილი 13:9 22:15 ალმათა

  6-  7/09

ფილი

43:15

20:3

ქუთ

  სლავა 3:13 9:9 ვევეა
  ლოკ(მ) 17:10 14:6 კრასნ
  ალმათა 9:6 9:6 ავიატ

47 ვვა (თამაშით ნაკლებიც) 45 სლვ;
33 ფილი; 31 ავი ალმ ლოკ(მ)

13-14/09 ქუთ 9:7 17:15 სლავა
  ვევეა 21:12 19:10 ლოკ(მ)
  კრასნ 12:10 12:19 ალმათა

20-21/09

ავიატ

18:10

13:9

ქუთ

  ლოკ(მ) 15:0 6:6 სლავა
  ალმათა 3:7 6:6 ვევეა

27-28/09

ქუთ

4:3

6:3

ლოკ(მ)

  ვევეა 6:9 16:13 ფილი
  სლავა 16:9 23:7 ალმათა
  კრასნ 38:7 11:3 ავიატ

  4-  5/10

კრასნ

11:6

16:6

ქუთ

  ფილი 14:3 9:7 სლავა
  ავიატ 12;16 3:16 ვევეა
  ალმათა 19:10 18:13 ლოკ(მ)

  ? - ?/10

ფილი

14:7

24:4

კრასნ

11-12/10

ქუთ

21:12

16:9

ალმათა

  სლავა 19:3 9:9 ავიატ
  ლოკ(მ) 3:6 6:3 ფილი
  ვევეა 11:6 12:6 კრასნ

14-15/10

ავიატ

9:15

19:10

ფილი

     16/10 ვევეა - 13:13 ქუთ

ფინალი 1986

  მ-წ *ფ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

65

30-  4*5

616:366

სლავა (მოსკოვი)

53

24-10*5

535:365

ფილი (მოსკოვი)

47

23-15*1

549:426

სკა (ალმათა)

38

18-19*2

475:493

ავიატორი (კიევი)

38

18-19*2

512:470

ლოკომოტივი (მ)

36

17-20*2

411:413

ეტს (კრასნოიარს)

31

15-23*1

522:583

მშენებელი (ქუთ)

29

13-23*3

406:532

ქულა: 174 იგორ მირონოვი (ვვა) ბოლო მატჩის წინ!

 პირველი ლიგა

>>    თემირთაუს (ყარაღანდა, ყაზახეთი) პული

18-25/05    1#შევარდენი თბილისი -
ზვეზდა ტაშკენტი 6:9, რადუგა ტაგანროგი 15:4,
კიიგა კიევი 22:3, სმი ნოვოკუზნეცკი 22:9,
2#მაი მოსკოვი 6:0

>>    ხარკოვის (უკრაინა) პული

პოლიტეხნიკი კიევი, სპარტაკი მოსკოვი / ხტზ ხარკოვი ...

 დარჩენა-ასვლაზე

(IX - XVI ადგილები)

! ლოკომოტივს გადმოყვა შესარჩევის სამი,
ხოლო შევარდენს პულის ერთი შედეგი

! მიმოსვლით: წრის გასრულება

>>    შევარდენი (თბ) -

  8/06 პოლიტეხ (კ) 18:16
15/06 სპარტაკი (მ) 6:8

29/06

ტირასპოლ

3:10

  6/07 პრიმორეცი 16:21
13/07 ლოკომ (თბ) 3:10
20/07 ლვოვი 6:0

>>    ლოკომოტივი (თბ) -

29/06 მაი 3:9
  6/07 პოლიტეხ (კ) 6:15
18/07 სპარტაკი (მ) 18:6

I წრე: 12 პრიმ; 10 ტირ; 8 ლოკ; 6 შევ (პირადით) - 6 პოლ ლვო; 4 მაი სპარ

! მიმოსვლით: კიდევ ერთი წრე, წყვილი მატჩები

>>    შევარდენი (თბ) -

16-17/08 პოლ (კ) 15:6 9:0
23-24/08 ლვოვი 0:22 3:15
30-31/08 მაი 9:4 19:7
   6- 7/09 პრიმორ 0:0 3:6
13-14/09 ტირასპ 6:4 13:9
20-21/09 ლოკ (თბ) 18:9 0:0
27-28/09 სპარ (მ) 26:9 17:0

>>    ლოკომოტივი (თბ) -

23-24/08 მაი 16:3 7:3
30-31/08 პრიმორ 10:12 9:0
   6- 7/09 ტირასპ 9:23 7:17
13-14/09 სპარ (მ) 29:3 21:10
27-28/09 პოლ (კ) 3:3 4:0
   6- 7/10 ლვოვი 12:0 6:28

ქვედა ფინალი 1986

  მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრიმორეცი (ლენინ)

(30  

14-3*2)

ელეკტრომაში (ტირ)

(27  

13-5*1)

შევარდენი (თბილ)

26

12-7*2

196:156

ლოკომოტივი (თბ)

24

11-8*2

212:184

სოკოლი (ლვოვი)

22

10-9*2

პოლიტეხნიკი (კ)

13

6-14*1

სპარტაკი (მოსკ)

(11  

5-13*1)

მაი (მოსკოვი)

( 7  

3-15*1)

>>>     XI საკავშირო თასი (1985/86)

<<    მეთექვსმეტედფინალი (ოთხი მატჩი)

12-13/04 კიიგა 4:8 8:20 ლოკ (თბ)
  შევარ (30:0 30:0) უროჟაი

19-20/04

ლოკ (თბ)

27:13

20:16

კიიგა

<<    მერვედფინალი

27/04 ლოკომოტ 6:24 ლოკომ (მ)
  შევარდენი 6:10 დდ კრასნიარ
  ნოვოკუზნც 0:V ქუთაისი

<<    მეოთხედფინალი

12/06 ლოკომ(მ) 6:0 ქუთაისი
15/06 ავიატორი 24:19 სლავა
  კრასნიარ 6:18 ფილი
15/07 ალმათა 0:V ვევეა

ფინალური ოთხეული (ხარკოვი)

<<    ნახევარფინალი

20/08 ავიატორი 6:9 ლოკომ (მ)
  ვევეა 18:6 ფილი

<<    ფინალი

23/08 ვევეა

9:6

ლოკომ (მ)

>>>     XII საკავშირო თასი (1986/87)

<<    ოცდამეთორმეტედფინალი (ოთხი მატჩი)

11-12/10 ლოკ(თბ) 27:9 14:12 კაუნასი
  შევარდ 10:3 26:9 რიგა
  სლავა$2 24:3 22:0 ზოოვეტი

18-19/10

კაუნასი

3:3

18:6

ლოკ(თბ)

  რიგა 9:16 20:10 შევარდ
  ზოოვეტი 3:11 15:3 სლავა$2

<<    მეთექვსმეტედფინალი (ოთხი მატჩი)

25-26/10 ტაგანრგ 12:7 15:7 ლოკ(თბ)
  ლვოვი$2 10:12 12:4 შევარდ

   1- 2/11

ლოკ(თბ)

31:15

19:6

ტაგანრგ

14-15/11 შევარდ 8:0 18:0 ლვოვი$2

>>>     ზამთრის ტურნირი

თებერვალი. მოსკოვი. "ოლიმპიურის" ჭერქვეშ

3#ლოკომოტივი (2-1*2) - 6#სლავა 6:3, 4#სპარტაკი (მ) 0:0, 2#ტირასპოლი 3:4, 5#ვევეა 6:6, 1#კრასნოიარსკი 4:0

>>>     რუმინელთა ჩამოსვლა

  4/10 თბილისი

9:32

გრივიცა

თბილ: გვიანიშვილი კურატიშვილი საცერაძე შერაზადიშვილი კაპ! ხინჩაგაშვილი <10-9> ჭეიშვილი ჯანელიძე (გაბრიჩიძე) / ბაკურაძე კაკაბაძე (კახეთელიძე) მაზანაშვილი; კაშია ალექსიძე; კაპანაძე ლ.მგელაძე (ნ.მგელაძე) ღუდუშაური - ლ: ალექსიძე; გ: საცერაძე; ა: ჭეიშვილი

გრივ - 5ლ 3გ 2ჯ * რეფ ნაპოლნოვი

3:0(7ა) 9:0(33) 9:6(40) / 9:10(41) 9:14(45) 9:20(56) 9:23(60) 9:26(65) 9:32(80+)

  6/10 ქუთაისი

12:10

გრივიცა

ქუთ: ძაგნიძე ჟორჟოლიანი ხუჭუა (ძოწენიძე) ნემსიწვერიძე ხამაშურიძე <10-9> გიორგობიანი გიორგაძე / ობოლაძე ტურძელაძე ლილუაშვილი; გრიგალავა (უგრეხელიძე) წივწივაძე; ოდიშარია თხელიძე ნაჭყებია - 3ჯ: ძაგნიძე ხამაშურიძე გიორგაძე; ა: ძაგნიძე

გრივ - ლ 2ა * რეფ სოკოლოვი

3:0(15) 3:4(19) 3:7(24ა) 3:10(26ა) 6:10(33) / 9:10(64) 12:10(70ა)

>>>     ოსტატთა გუნდები
შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    მშენებელი (ქუთაისი)

(ბეკ) 15 იგორ მარიამიძე<#13, ემზარ შანიძე; 14-11 ოლეგ ჟორჟოლიანი, ოლეგ ლიპარტელიანი, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე#7, გელა ხუჭუა, ანატოლი შამელაშვილი, პაატა ძოწენიძე, ბათლომე ხამაშურიძე; 10 თამაზ გიორგობიანი#14, ავთო დეისაძე; 9 ამირან შავგულიძე - ავთო გიორგაძე<, ვახტანგ შვანგირაძე< /

(ფორ) 1-3 მამუკა ჩიტიანი!ჰ თენგიზ ტურძელაძე!ჰ რობერტ ობოლაძე კაპ, ალეკო გაბიძაშვილი, გრიგოლ გაბუნია#4, სერგო უგრეხელიძე; 4-5 გია წივწივაძე, ბესო ლილუაშვილი, თამაზ ოდიშარია - ალექსანდრე ისაკაძე; 6-8 ბადრი შვანგირაძე, ალეკო გრიგალავა#5, საშა ნაჭყებია, ბორის ზიბზიბაძე, გოჩა ჯიმშელეიშვილი - მამუკა ჭიქაბერიძე, ავთო პაპუაშვილი

(ჯარში) ნუგზარ ძაგნიძე, კახა გაბრიჩიძე, მამუკა ლოსაბერიძე / ზაზა თხელიძე, თამაზ ფხაკაძე, დავით დანგაძე

(მწ) ბოლო/03 რამაზ სვანიძე - შუა/04 დუგლას კავთელაშვილი (მნჯ) ოთარ "ალიოშა" ალავიძე

ქულა (გაზეთებიდან)

34 (2გ 9ჯ ა) გიორგაძე
30 (3ლ 3გ 4ჯ) ლილუაშვილი
25 (3ლ 2გ 3ჯ) ნაჭყებია
10 (ლ 2ჯ) ხამაშურიძე
  6 (ჯა) ნ.ძაგნიძე
  4 (ლ) ბ.შვანგირაძე ჟორჟოლიანი გაბუნია გაბიძაშვილი
  2 (გ) გიორგობიანი

<<    შევარდენი

(ბეკ) 15 გია კურატიშვილი#12, ედუარდ ბარსეგიანი, ლადო გვიანიშვილი; 14-11 ზურაბ ალანია, ვანო საცერაძე, ილია მუზაშვილი#10, გოგა რაზმაძე, თემურ მელაძე<თსუ, ტარიელ სოკუროვი<#7, თამაზ პაიჭაძე, გოგი კომახიძე<სპი; 10 მიშა კალანდაძე<სპი#15, მიხეილ გარუჩავა#12; 9 შავლეგ ჯანელიძე, გიორგი სურმავა /

(ფორ) 1-3 მამუკა მჭედლიძე, ზურაბ ელიზბარაშვილი!ჰ (კაპ) თემურ ალექსიძე#5, ავთო მაზანაშვილი#5, გიორგი ბერიაშვილი!ჰ#4 მამუკა გაგნიძე, ავთო ჭელიძე!ჰ, გია გოდერძიშვილი<სპი, გელა გოგეშვილი<სპი, გია მიქაძე!ჰ პაატა ნიკურაძე!ჰ; 4-5 დავით ბიძინაშვილი, დათო კახეთელიძე#1, გალაქტიონ ვაშაძე, ალიკ მარტიროსოვი; 6-8 ვახო კაპანაძე კაპ, ბიძინა გეგიძე, ლევან ხინჩაგაშვილი#14, გოჩა მაჭავარიანი<სპი, ნუგზარ მგელაძე, ჯარნოზ ჩარქსელიანი<ზოო, ბესო ლობჟანიძე

(მწ) რამაზ სანებლიძე, შუა/07 გივი ავლასტიმოვი (მნჯ) ზურაბ ლოსაბერიძე

ქულა (რაც ცნობილია)

62 (ლ 5გ 15ჯ ა) კურატიშვილი
49 (2ლ გ 10ჯ 3ა) გარუჩავა
29 (2ლ 3გ 5ჯ) საცერაძე
12 (3ლ) გეგიძე მელაძე
  8 (2ლ) სოკუროვი
  4 (ლ) მაჭავარიანი კახეთელიძე ალექსიძე
  3 (ჯ) ხინჩაგაშვილი

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ლევან მგელაძე#7#11; 14-11 ნუკრი ხვედელიძე#15, თემურ შერაზადიშვილი კაპ, მალხაზ ჭეიშვილი#15#9#10 კაპ, ალეკო ხვედელიძე#15, რომან მამულაშვილი<ქუთ#!ჰ ნიაზ მამრიკიშვილი#15, გია მეტრეველი<ტუნო#15, მურთაზ ღადუა<ტუნო, ლაშა გეგენავა<სპი - მერაბ ანთაძე<, მერაბ მარჯანიშვილი<აკდ#15#10, ვალერი მანთიძე<აკდ, დათო ძაგანელი<აკდ, ლევან ჩიქვინიძე<ტუნო, მამუკა ბეზარაშვილი; 10 მიშა ხარშილაძე#11#13 კაპ, თენგიზ თავაძე = მურად შეყლაშვილი<ჭიათ, ვატო და ირაკლი ლეჟავები<აკდ; 9 ნუგზარ გაბრიჩიძე<შევ, იგორ ქერაული<ტუნო - გია კვანჭილაშვილი<აკდ, მიშა ხარატი /

(ფორ) 1-3 ლაშა ჩიქვინიძე#5, ლიოშა მჭედლიძე!ჰ ზაზა ძიძაძე!ჰ გია ქერაშვილი, ნუგზარ ტყაბლაძე<ქუთ!ჰ ზაზა ბაკურაძე#8, ზაზა ცისკარიშვილი<თლვ - დათო კაკაბაძე<აკდ!ჰ#6 ვალერი გიორგობიანი<თსუ, გელა კეიდია<აკდ!ჰ დათო შუბითიძე<თსუ, ვასილ და ნუკრი!ჰ#7#9 წიკლაურები<აკდ, მალხაზ მაღლაფერიძე<აკდ!ჰ = ოთარ ჯინჭარაძე<აკდ; 4-5 დათო ცხვარაძე, ნუკრი წერეთელი<, ავთო ღიბრაძე კაპ, გივი მელიქიძე, ხვიჩა კაშია - ნუგზარ ხარშილაძე<აკდ, დათო გიორგაძე, გია კუბლაშვილი<აკდ, ბადრი მექვაბიშვილი = თემურ ქერტყოევი<აკდ; 6-8 ჯემალ ბასილაშვილი, გია გიუნაშვილი, დათო ღუდუშაური-#10#15, გაიოზ მონიავა, გელა ვალიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი<ტუნო - პაატა ნარიმანაშვილი<აკდ, თემურ ნარიმანიძე<ტუნო, კოკა ციხელაშვილი<აკდ, დათო კომლაძე = ლევან ხინჩაგაშვილი<შევ, ვაჟა კუხიანიძე<აკდ

(მწ) თემურ ბენდიაშვილი - შუა/06 დათო კილასონია, გურამ მოდებაძე = შუა/10 თამაზ მგელაძე (მნჯ) ბორის კომლაძე, გიზო მონიავა

ქულა (რაც ცნობილია, თასიანად)

50 (ლ 5გ 12ჯ) ვალიშვილი
35 (4გ 9ჯ) მარჯანიშვილი
32 (8ლ) მეტრეველი
26 (ლ 2გ 6ჯ) ა.ხვედელიძე
24 (5ლ 2გ) ნ.ხვედელიძე
23 (გ 7ჯ) მამულაშვილი
21 (3ლ 3ა) ჭეიშვილი
19 (2ლ გ 3ჯ) შერაზადიშვილი
18 (ჯ 5ა) ღუდუშაური
17 (ლ 2გ 3ჯ) ნ.წიკლაური
16 (4ლ) გიუნაშვილი
12 (3ლ) ბაკურაძე
  8 (2ლ) მამრიკიშვილი მანთიძე
  4 (ლ) ცხვარაძე მონიავა ჯაფარაშვილი დ.გიორგაძე დ.ძაგანელი
  3 (ა) თავაძე ლ.მგელაძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1985/87

<<    პირველი ჯგუფი (ორ წრედ)
(სბჭ: ტუნისი ლენინგრადი ლისაბონი)

8/02 იტალია 18:4 ტუნისი
15/02 საფრანგეთი 18:0 იტალია
22/02 პორტუგალია 14:34 რუმინეთი
22/03 პორტუგალია 18:60 საფრანგეთი
12/04 საფრანგეთი 25:13 რუმინეთი
13/04 იტალია 26:24 პორტუგალია
18/04 ტუნისი 4:12 საბჭოეთი
26/04 ტუნისი 24:21 პორტუგალია
 3/05 ტუნისი 17:15 რუმინეთი
 8/05 საბჭოეთი 7:14 საფრანგეთი
17/05 პორტუგალია 3:29 საბჭოეთი

ჩვენიანი - ოლეგ ლიპარტელიანი (ქუთ) პორ

I წრე 85/86

მ-წ

გატ:გაშ

საფრანგეთი 5-0 150:38
საბჭოეთი 3-2 75:50
იტალია 3-2 76:64
ტუნისი 2-3 49:99
რუმინეთი 2-3 81:87
პორტუგალია 0-5 80:173

<<    მეორე წრე (სბჭ: ბეგლი ჯენოა)

  5/10 რუმინეთი 37:9 ტუნისი
18/10 ტუნისი 9:22 იტალია
  რუმინეთი 43:7 პორტუგალია
25/10 რუმინეთი 3:20 საფრანგეთი
  1/11 საფრანგეთი 9:15 საბჭოეთი
16/11 იტალია 14:16 საბჭოეთი

სფრ 6-1, სბჭ 5-2, იტა 4-3, რუმ 4-4, ტუნ 2-5, პორ 0-6

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

25-29/03    ბუქარესტი (რუმინეთი)

4#საბჭოეთი - ესპანეთი 19:17, საფრანგეთი 0:V, 3#რუმინეთი 0:V

>>>     ტურნე ზიმბაბვეში

საბჭოეთი -

მაშონალენდი (ჰარარე) 27:19,
I ტესტი (29/06 ბულავაიო) 19:29,
მიდლენდზი (გვერუ) 65:9,
II ტესტი (5/07 ჰარარე) 31:9

ჩვენიანი - ოლეგ ლიპარტელიანი (ქუთ)

>>>     XIII საერთაშორისო ტურნირი

9-17/08    მოსკოვი. სლავა, კრასნი ბალწიეცი

1#საბჭოეთი 4-0 (125:24) - რუმ 19:0, პოლ 24:11, სბჭ$2 58:3, არგ 24:10;

2#რუმინეთი$2 2-1*1 (97:64) - პოლ 18:18, სბჭ$2 19:14, არგ 60:13;

3#პოლონეთი 1-1*2 (57:58) - სბჭ$2 9:9, არგ 19:7;

4#საბჭოეთი$2 (პროფკავშირული) 1-2*1 (87:89) -

5#სან ხუანის უნივერსიტეტი (არგენტინა) 0-4 (33:164) 61:3

ჩვენიანი ნაკრებში: ქუთ - შვანგირაძე (სბჭ)

>>>     თბილისის პირველობა

<<    გაზაფხული

9/04-4/06    მეურნეობა სამედიცინო ლოკ.სათადარიგო სასოფლო ოქროყანა

არ დასრულებულა! მსაჯები: გოჩა აბაშიძე, გოგი ლებანიძე, მალხაზ კოროშინაძე, მიშა ხარშილაძე, გივი ავლასტიმოვი, ზურაბ რეხვიაშვილი, ირაკლი ნაცვლიშვილი, თემურ ბენდიაშვილი

სამედიცინო (4-1*1) - თსუ 22:18, აკდ 15:15, სპი 24:13, სპრ 18:19, ზოო 10:6, შევ 19:10;

უნივერსიტეტი (3-3*1) - აკდ 10:7, სკა 13:19, სპი 3:12, სპრ 22:22, ზოო 21:16, შევ 29:13;

აკადემია (3-2*1) - სპი 0:4, სპრ 31:18, ზოო 33:12, შევ V:0;

სკა (3-0) - სპი 13:9, სპრ 46:3;

პოლიტექნიკური (2-2*1) - ზოო 6:6;

სპარტაკი (ტუნო) (2-2*1) - ზოო 13:10;

ზოოვეტი (1-4*1) - შევარდენი$2 (0-4) 9:3

<<    დეკემბერი

უნივერსიტეტი - ზოოვეტი 21:15, სამედიცინო 6:8, ელმავალი 15:13; შევარდენი - სამედიცინო 10:6

>>>     თბილისის თასი

26/09-29/10    ოქროყანა სამედიცინო სტუდქალაქი სასოფლო ლოკ.სათადარიგო

საქართველოს შესარჩევი! მსაჯები: აბაშიძე ლებანიძე რეხვიაშვილი, რამაზ სანებლიძე, დათო კილასონია

<<    პირველი პული

1#სპარტაკი ტუნო (1-1*1; +8) - თსუ 13:20, აკდ 19:4, სპი 6:6;

2#უნივერსიტეტი (1-1*1; +5) - აკდ 9:9, სპი 14:16 /

3#აკადემია (1-1*1; -1) -

4#პოლიტექნიკური (1-1*1; -12) 17:3

<<    მეორე პული

1#ზოოვეტი (2-0*1) - მედ 10:9, შევ 21:21, სკა X:0;

2#სამედიცინო (2-1) - შევ 25:9, სკა X:0 /

3#შევარდენი$2 (0-2*1) -

4#სკა (1-0, 2X) 4:9

>>>     საქართველოს პირველობა

3-9/11    თბილისი. სტუდქალაქი ლოკ.სათადარიგო

მსაჯები: აბაშიძე კოროშინაძე რეხვიაშვილი სანებლიძე ბენდიაშვილი, ბორის ზიბზიბაძე, გია ქერაშვილი

<<    პირველი პული

1#ქუთაისი$2 (2-1; +2, პირადი) - მედ 9:6, ზოო 6:7, ზესტ 30:0;

2#სამედიცინო (2-1; +2) - ზოო 11:6, ზესტ 74:0;

3#ზოოვეტი (2-1; -4) -

4#ზესტაფონი (0-3) 51:0

<<    მეორე პული

1#სპარტაკი (2-0*1) - ჭიათ 19:7, თსუ 9:9, თელ X:0;

2#სამთოელი ჭიათურა (2-1) - თსუ 8:7, თელ 32:0;

3#უნივერსიტეტი (1-1"1) -

4#თელავი (0-2, 1X) 36:3

<<    ფინალები

1-2 ქუთაისი$2 12:10 სპარტაკი
3-4 სამედიცინო 10:4 ჭიათურა
5-6 ზოოვეტი 13:12 უნივერსიტეტი
7-8 თელავი 16:13 ზესტაფონი

მწურთნელები: რამაზ სვანიძე (ქუთ) ბათუ კევლიშვილი (სპარ) რეზო ჩხეიძე (მედ) ვახტანგ დეკანოიძე (ჭიათ) თემურ ცინცაძე (ზოო) მერაბ ჟღენტი (თსუ) საშა ცისკარიშვილი (თლვ) არჩილ ჭიპაშვილი (ზესტ)

>>>    "სპარტაკის" მე-20 ცეესი (1968-69 დაბ)

შუა ოქტომბერი. იოშკარ ოლა (მარეთი)

1#თბილისი - 3#კიევი 15:11, იოშკარ ოლა 14:13, მედვედევო 38:0, 2#მოსკოვი 10:7

თბილ: ვასიკო ღუდუშაური, ზაზა ცისკარიშვილი, ზაზა ხუჭუა, ირაკლი კუსრაშვილი, გიორგი ძაგანელი, თემურ ნარიმანიძე, გოჩა ქერაული ... (მწ) ამირან ფაცია; მსაჯი მალხაზ კოროშინაძე

>>>    ჭაბუკთა პირველობა

მაისის ბოლო. კონდოლი (თელავი) 8 გუნდი

<<    პულები

ტუნო (თბ) კუნო (ქუთ) ჭიათურა თელავი /
შევარდენი მშენებელი (ქუთ) ტუნო$2 ზუგდიდი

<<    ფინალი

1#ტუნო 20:13 2#შევარდენი, 3#მშენებელი

ტუნო: რომან წიკლაური, დიმიტრი ობოლაძე, ირაკლი კუსრაშვილი, თემურ ნარიმანიძე, მერაბ ბესელია, ირაკლი თეზელაშვილი, [ჰუქერი], ზაზა ხუჭუა, დათო ვართანიანი, ბუკა იოვაძე, ბაჩო [კვაჭი] / გია ცაგარეიშვილი, 9 მიშა ოქროპირიძე, გიორგი ძაგანელი, ლევან ჩიქვინიძე, გოგი კამკამიძე, დიმიტრი კალანდაძე, ლევან ომიაძე, გოჩა ქერაული (მწ) ბათუ კევლიშვილი, გოგი ლებანიძე, მალხაზ კოროშინაძე

თავგამოჩენილნი: ნარიმანიძე, ძაგანელი (ტუნო) ნუგზარ მგელაძე (შევ) პაატა ტყაბლაძე, მამუკა ჩიტიანი (ქუთ) ზაზა ცისკარიშვილი (თლვ) როინ წიწილაშვილი (ჭიათ) როინ ჯახუა (ზგდ)

>>>    "ბლოკადის გარღვევა"

თებერვალი. ლენინგრადი (1972-74 დაბ)

2#ტუნო - 1#ტაგანროგი 12:20, კოლპინო 68:0, ტიხვინი 52:4, კიროვეცი 40:0, 3#პრიმორეცი 28:8

ტუნო (თბილისის კომპლექსური სპორტსკოლა) გუჯა იოვაძე, ბესიკ ბროლაძე, რატი დოლიძე, 9 ვაჟა კვარაცხელია კაპ (ბომბარდირი) ...

>>>    "ოქროს ოვალი" (1972-73 დაბ)

<<    ზონა
ბოლო/06    ტაშკენტი (უზბეკეთი) 8 გუნდი

პული    1#ტუნო - ქენთაუ (ყზხ) 122:0, კრასნოიარსკი 38:0, გაგარინი (უზბ) 16:0 / 1#ტაშკენტი ... ნალჩიკი ნოვოკუზნეცკი ბაიკონური (ყზხ)

ფინალი    ტუნო 44:0 ტაშკენტი

<<    ფინალი
13-20/08 თბილისი. ვაკე ავჭალა. 9 გუნდი

ჩვენი პული

1#ტუნო - სპრ 17:0, ლოკ(მ) 21:10, უზბ 25:9;

2#სპარტაკი (მ) - ლოკ(მ) 22:12, უზბ 18:6;

3#ლოკომოტივი (მ) -

4#უზბეკეთი 19:6

იქეთა პული

1#იჟორეცი ლენინგრადი (4-0) - ფილი V:0, კრასნ 18:0, ზელენ 30:0, მოლ 30:3;

2#ფილი (მ) - კრასნ 9:4, ზელენ 15:3, მოლ 25:0;

3#კრასნოიარსკი - ზელენ 10:3, მოლ 41:0;

?#ზელენოგრადი, ?#მოლდავეთი

ფინალები

1-2 ტუნო 23:0 იჟორეცი
3-4 ფილი 14:6 სპარტაკი

ტუნო: მამუკა არეშიძე, ირაკლი კუსრაშვილი, გია ორჯონიკიძე, ირაკლი იმერლიშვილი, ვაჟა კვარაცხელია კაპ, მერაბ ჩახუნაშვილი, დათო აფციაური, ლევან ვასაძე, კობა ქიტუაშვილი, ნიკა ფაცია, სამსონ ზანგურაშვილი, ამირან ქებურია, გუჯა იოვაძე, ბესიკ ბროლაძე, ზურაბ ლოლუა, ლევან ხანჯალაშვილი, გელა გიორგელაშვილი, ლევან ლოლაძე

(მწ) ბათუ კევლიშვილი, გოგი ლებანიძე, მალხაზ კოროშინაძე

<<< >>>