ჭირ-ნარევი ლხინი

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვიდა ჯერი 1987 წლისა, რომელშიც ლიხს იქეთ, ქუთაისმა ჩვენი გუნდებიდან პირველმა მოიგო საკავშირო პირველობა და თასის აღებით დუბლიც შეასრულა, აქეთ კი რესპუბლიკის პარტიულმა ბოსებმა იმპერიულ შანტაჟს გადააყოლეს ლოკომოტივი და დედაქალაქიდან კინაღამ მთლად ამოძირკვეს ოვალური ბურთი.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. თენგიზ გაჩეჩილაძისეულ "ლელოში" ახალ წლამდე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას ის მოყვა, რომ ლოკომოტივი დიღმის ბაზაზე დააბრუნეს. მარტში, ქალაქის ცენტრში, შეროზიას ქუჩაზე გაიხსნა დათო დავითაიას სახელობის კლუბი, "შევარდენი" (თავკაცი ირაკლი კიზირია; დიზაინერები თამაზ დოგრაშვილი, ბიძინა გეგიძე, გია ჯაფარიძე)

თებერვლიდან, დათო კაკაბაძის დაკვალიანების შედეგად, ბიბისის მსოფლიო რადიო-მაუწყებლობის სმენით, გაჩაღდა ზეპური რაგბის წვრილად და ოპერატიულად გაშუქება, რაც უპრიანი იყო ზელანდიაში გასამართი პირველი მსოფლიო თასის წელს. ათ-წლიანი შიმშილის შემდეგ, ცოცხლად ვიხილეთ მოდიდო რაგბიც: საბჭოეთმა "ერთა თასის" თითო მატჩი გამართა ვაკესა და ქუთაისში, და ორი სეზონის ჯამში მეორედ გავიდა მეორე ადგილზე.

კლუბი გაიხსნა ქუთაისშიც. გუნდს გამოუყვეს ავტობუსი, მოუზომეს ბაზის ტერიტორია და ხარჯთაღრიცხვაც დაუმტკიცეს. ლოკომოტივზე (გივი ჭანტურიძე) რაგბის წინ წესად დაიდგინეს ფეხბურთის კარების ამოძრობა; რკინიგზელთა გუნდშივე მოწესრიგდა კვართების ნუმერაცია და საკავშირო მატჩის ბოლო 30 წუთის ჩანაწერიც, 80-იან წლებში პირველად, ტელევიზიით (!) გადაიცა.

საშტატო გუნდები

საბჭოურ რაგბში ძვრები დაიწყო. უცხოელები ჯერაც ფსევდო- მოყვარულობდნენ, სპორტ-სახ-კომმა "საშტატო გუნდები" რომ დააკანონა. ამით ჩვენს ბიჭებს ენიშნებოდათ სტაბილური ჯამაგირი. საკავშირო პირველობის სისტემაც გაუმჯობესდა. გაუქმდა შეწყვილებული მატჩები და ცენზები (მაღლისა და ჯეელის ყოლის აუცილებლობა) მაგრამ "რეგბისტობა" პროფესიად რომ გამოცხადდა, კალენდარი მთელ კვირაზე გაიწელა, რამაც მედიას გაუძნელა შედეგთა გროვება და ცხრილთა დგენა.

საქართველო უმაღლესში სამი გუნდით მესამედ (1979 1981 1987) და ბოლოჯერ წარდგა. ორგანიზატორთა პირვანდელი ჩანაფიქრით, 1988 წლიდან ლიგებში ათ-ათი კლუბი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ შემდეგ ორ დუჟინამდე გაზარდეს ლიმიტი. უმაღლესის დასი ორ წრის შემდეგ ორ ექვსეულად გაიყო და კიდევ ორ წრედ ირაგბა. ამით 32 რაუნდი მოგროვდა, შუა ივნისში კი, ქუთაისის დაწინაურების კვალად გადაწყდა, რომ ჩემპიონს სუპერ-ფინალი გამოავლენდა.

ჩემპიონატი მარტში რომ იწყებოდა, კალენდარში შედგა ექვსი წყვილი და საწყის ექვს რაუნდში ჩრდილოეთი ეწვია სამხრეთს. ამ ბლოკში ქუთაისმა მოიგო ხუთი, ლოკომოტივმა ოთხი და შევარდენმა ვერცერთი, რისი მიზეზიც ის იყო, რომ სასოფლოზე მაინცდამაინც მაშინ დათესეს ბალახი და დებულების თანახმად, ტრიბუნის შენებაც დააპირეს. ჰოდა, გუნდი ასფალტზე ვარჯიშობდა და სამადლოდ თამაშობდა ვაკეში ან ავჭალაში, რაგბისგან მივიწყებულ სინათლეზე.

ფსონები არიეს

ქუთაისს ჯარიდან თანდათან უბრუნდებოდნენ ბიჭები და დუგლას კავთელაშვილიც ძაან ემადლიერებოდა რეზერვის გამზრდელ რამაზ სვანიძეს. ლოკომოტივს გვიან შემოდგომიდან წურთნიდა ვევეაში ნამოღვაწარი თამაზ მგელაძე, ვისი მრწამსიც შეტევა იყო. დიღმის ბაზაზევე მერაბ ანთაძე ქმნიდა სკოლას და ახალი მენეჯერიც, კოკა ლაზიშვილი კერძო ბიზნესიდან უმართავდა ხელს ბიჭებს.

ახალი ამუშავებული იყო სახელმწიფო ტოტალიზატორი "სპორტ პროგნოზი". ლოკომოტივმა სტარტზევე არია ფსონები: მალხაზ ჭეიშვილმა პირველ ტაიმში მოლიდან შეუტია, ბოლოს კი თამაზ ხუადემ დაასრულა გიათა, გიუნაშვილისა და მეტრეველის კომბინაცია და აუტსაიდერმა გაასაღა ბრინჯაოს პრიზიორი ფილი. ჩემპიონ ვევეას ბოლო მეოთხედამდე უგებდა ქუთაისი, მაგრამ ორი ლელო გაუშვა.

ფილთან შებმის წინ მშენებელმა გააცილა ვახტანგ "ბუკუჩი" შვანგირაძე, თავი კი ისახელეს ბებერმა ბეკებმა, მიშა ხარშილაძემ და ოლეგ ლიპარტელიანმა. ქუთათურებს მძიმე ბრძოლა გადახდათ დაღვინებულ კრასნოიარსკთან: ნუგზარ ძაგნიძის სოლო ზაზა თხელიძემ ორ მბოჭავთან ჭიდილში შეტანილი ლელოთი დააგვირგვინა. მოსკოვის ლოკომოტივთან, კოკისპირულ წვიმასა და ლაფში, ორივე ლელო ჯგუფური გავიდა, სლავასთან კი ძაგნიძემ ჯარიმებით შექმნა მარაგი.

ძაგნიძის წყალობითღა

ლოკომოტივს ვევეას რიდი შეეტყო და იგორ მირონოვმა სამი არეკნი შეგვიგდო. წაქცეულმა ჭეიშვილმა ციმბირელ ნიკალაევს ჩაარტყა და ბოლო მეოთხედში უჰავბეკოდ დავრჩით. სლავასთან ბიჭებს საამო სიურპრიზი ელოდათ: მოედანი დამოკლდა ისე, რომ ლელოები ბალახზე დატეულიყო და პირველი ოფიციალური თამაშიდან 24 წლის თავზე, რაგბი ვაკეში "რაგბის მოედანზე" გაიმართა, მოსკოველ რკინიგზელებს კი ორი ჯარიმა 18 წლის იკა ლეჟავამ შეუგდო.

ამას მოყვა სანაკრებო არდადეგები. იგორ ბობკოვის შეგირდებმა დიღომში ათი დღე ნაყოფიერად ივარჯიშეს. საბჭოეთს მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ერთ რამედ უღირდა მსოფლიო თასზე მიწვეული, მაგრამ კრიზისში მყოფი რუმინეთის ძლევა. მუხებს ისევ ეხმოთ ვეტერანები. თამაშმა გვიჩვენა, რომ მათ "თამაშის კულტურით კვლავაც ჩამოვრჩებოდით; კარპატელები ყველაფერს უფრო მოხდენილად, სწრაფად, დროულად აკეთებდნენ"

ისე იწვიმა, რომ მოედანი რამდენჯერმე დახაზეს. მოვლენა იმ მნიშვნელობისა იყო, რომ ორმა ქორწილმა სტადიონზე შემოიარა. ციოდა და ცრიდა. ვერ ივარგეს მირონოვმა და კიეველმა ოლეგ სლუსარმა. საბჭოეთს წარმატების შანსი ბოლომდე იმადღა ჰქონდა, რომ ძაგნიძემ სამი ჯარიმა შეაგდო 50 48 43 მეტრიდან, გადამწყვეტ მომენტში კი სტუმრებმა არეკნი შეამზადეს და ალეკსანდრუმ დაკრა.

აშარი სტუარდესა

ქუთაისში, ტუნისის ჩამოსვლაზე, 15 ათასი მოსეირე მოგროვდა. ჩია და მსუბუქმა არაბებმა ჯიგრით მოაშთვეს ზორბა, მოუქნელი სლავები. სტუმრებმა ლელოც დადეს, მაგრამ მათმა კიდის მსაჯმა ინამუსა და დროშა აწია, ჩემიანი გადავიდაო, 74-ე წუთზე კი გამარჯვების ჯარიმა ისევ ძაგნიძემ შეაგდო. "სავეცკი სპორტმა" ნუგზარის წვლილი ორივე თამაშში მიჩქმალა, მაგრამ ბოლოს მაინც დაწერა, რომ კიკერმა პორტუგალიას 14 ქულა გაუტანა.

ჩემპიონატის განახლებისას, ავიატორმა ალმათაში რომ წააგო, დაწინაურდა მშენებელი. ყაზახეთის ჯარს ქუთათურები წყალტუბოში სულ ხელდახელ ებურთავნენ და მოიშორეს მდევარი, მერე კი კიევშიც გაიმარჯვეს. ამერ-იმერის ჯახი პირველი წრის ფინიშზე, თერჯოლაში მოეწყო. ჰოდა, "მამა-ქალაქმა" კლასიკურად, ჯერ გოლებით და შემდეგ ძაგნიძის მიერ თავისი ნახევრიდან წამოწყებული სხარტი იერიშით, ნულზე მოსრა დედა-ქალაქი.

მეორე წრეში მშენებელს ცხრა გასვლა უწევდა, ლოკომოტივს კი შვიდი. თბილისელები ფრეს გამორჩნენ მონინოში, რაც მათ პოტენციაზე მეტყველებდა, მაგრამ დატრიალდა ტრაგედია: გუნდი შინ ციმბირიდან, მოსკოვის გავლით რომ მოფრინავდა, სალონში მთლად თავ-დაჭერილად ვერ მოიქცა - ჯეელურ ყაიდაზე გაეარშიყა სტუარდესა ნატაშა აზარიონოკს, ვინც აშარი გამოა და იქამდეც გაუტია, რომ დომოძედოვოში დაჯდომის წინ პილოტს მილიცია გამოაძახებინა.

>>>   რასპაიასალის!

ელმავალი დააშვებინა

ინციდენტი ვერ ჩაიფარცხა. ჩვენდა ჭირად, "სავეცკი სპორტი" სენსაციას დახარბდა და ერთ-გვერდიანი, გამიზნულად ანტი-ქართული პასკვილი დაუბეჭდა სერგეი ვიშნიაკოვს, ვინც თამამ კავკასიელ ბიჭებს რაღას არ აბრალებდა. სტატიაში ეგეც ეწერა, ყველა ქართველი, სპორცმენი და რეგბისტი ამათსავით ზნე-დაცემული როდიაო. ჰოდა, ლოკომოტივის უბედურებაზე სამივე კატეგორიიდან ბევრმა მოითბო ხელი და გაზეთის მეშვეობით ქველი იმიჯი შეიქმნა.

საკავშირო გაზეთის კრიტიკაზე ჩვენი სპორტის ხელმძღვანებელმა თავზე ნაცარი წაიყარეს. პარტიის, კომკავშირის, პროფკავშირის ბოსებმაც მოატყუეს გუნდი, ხმაურს ნუ ატეხთ; ახლა დაგსჯით, მაგრამ ვნებები რომ ჩაცხრება, შეგიწყალებთო. დისკვალიფიკაცია მიეცა კლუბის უფროსობასა და ციმბირში ნამყოფ 22 მოთამაშეს, სხვადასხვა ჯურის მოშურნეებს კი ეხარათ, რომ ლოკომოტივი მყის იხსნებოდა საკავშირო პირველობიდან, რითაც ვაკის სტადიონი და დიღმის ბაზა რაგბისგან თავისუფლდებოდა.

უფროსობას არ შეეპუა "გოს ტრენერი" დათო კილასონია და მოსკოვში გატანებული ბრძანება შეცვალა. ძველმა ლოკომოტიველმა საკავშირო ფედერაციაში მონახა მომხრეები, რომელთაც არაფერში აწყობდათ დიდი ტრადიციის მქონე, გინდაც მეტოქე კლუბის დაქცევა. "ცენტრმა" ასე ჩაფუშა "ადგილზე" შემუშავებული გეგმა: ჩემპიონატში ლოკომოტივის ნაცვლად დაუშვა რკინიგზის ახალი, ჯერაც შესაქმნელი გუნდი "ელმავალი", რითაც სტადიონიცა და ბაზაც რაგბს დარჩა.

ზეიმობდა მამა-ქალაქი

შუა ივლისისდან გაიყო ქართული გუნდების გზები, მაგრამ ციმბირში სხვებსაც დაადევნეს მზირები, რათა ბიჭები ჭკუით მოქცეულიყვნენ. ქუთაისი კრასნოიარსკში ავდარში თავიდანვე ჩამორჩა და მერე რვა ჯარიმა ააცილა. მშენებელმა ვანში ოთხჯერ დაალელოვა ავიატორი, მეორე წრის ფინიშზე კი სენსაცია მოხდა: ვევეამ შინ წააგო კრასნოიარსკთან, რითაც ექვსეულში შევიდნენ ყაზახეთი და ციმბირი, ხოლო გარეთ მოსკოვის ორი კლუბი დარჩა.

ჩემპიონი თუ თასურად, სუპერ ფინალში უნდა გამოვლენილიყო, თავად თასი ჩემპიონატურად, ოთხი გუნდის ერთ-წრიან შეჯიბრად, ქუთაისში გათამაშდა. საწყის ორ რაუნდში მშენებელმა და ვევეამ ვახტანგურად რომ ძლიეს კრასნოიარსკი და ალმათა, ბოლო მატჩი თავის თავად იქცა ფინალად. ჰოდა, ხარშილაძემ პასი ჩაუჭრა მონინოელებს და საშა ნაჭყებიამ ძალით გაიტანა ლელო, ძაგნიძემ კი ჯარიმები შეაგდო და "აზეიმა მთელი ქალაქი"

თასზე, ალმათასთან რომ დაშავდა ლიპარტელიანი, ფინალიდან ორი დღის თავზე, იმავე გუნდთან და ისევ ქუთაისში, ყოჩობა ბათლომე ხამაშურიძემ იკისრა. აქედან მოყოლებული, ათი რაუნდი ისე გაილია, რომ წინ მეტწილად მშენებელი იყო, მაგრამ პირველობა ბოლოს მაინც ვევეას დარჩა უკეთესი "პირიპირ ბალანსით", რაც იმას ნიშნავდა, რომ სუპერ ფინალის მეორე და თუ საჭირო გახდებოდა, მესამე რკენაც, მონინოში გაიმართებოდა.

წარბ-გაკერილი მოურავი

მაქამდე თხელიძემ სლავა ბოლოსღა, ნახტომით დაალელოვა; ავიატორთან ხარშილაძემ მოიშორა სამი მბოჭავი, გაიგორა, აიღო და ნიკოლოზ ნემსიწვერიძეს მიაწოდა; ციმბირში ბიჭებმა ავტობუსში გამოიცვალეს სამოსი, მაგრამ მაინც მოიგეს; ვევეა ბოლოსღა გამოგვრჩა ფრეს, მაგრამ სამი "ყვითლის" მქონე კუშნარიოვი რომ ათამაშა, წაგება ჩაეთვალა და ქულაც დაექვითა. ერთი კია, სავეცკი სპორტს ამაზე არ დაუწერია და არც ცხრილში აუსახავს სანქცია.

ბოლო, 32-ე რაუნდის მატჩი, ბესო ლილუაშვილის ბენეფისად იქცა. "მოურავმა" დაალელოვა კრასნოიარსკი და სამი ჯარიმაც გაუტანა. საშინაო სუპერ ფინალი, ქარის გადამკიდე, მეორე ტაიმშიღა გახურდა. ხარშილაძის თამამი იერიშის შემდეგ ნორჩმა კახა მაჩიტიძემ არეკნით გახსნა ანგარიში, ერთადერთ ლელოზე კი მამუკა ლოსაბერიძემ შეუტია მოკლე ფრთაზე და იქედან გრძელზე მიაწოდა ნაჭყებიას.

ჯარისკაც ძაგნიძეს აშანტაჟებდა ვევეას გურუ ანტონოვი: ნუგზარს შეეძლო ნაკრებში საბჭოეთისთვის ერაგბა, კლუბში საქართველოსთვის კი არა! მეორე სუპერ ფინალის წინ შანსები გათანაბრდა: მირონოვი მოთელვაზე გაებუტა მოძღვარს და აღარ ითამაშა. ხამაშურიძემ ჯარიმით ორჯერ დაგვაწინაურა. ბრძოლაში ჩაება წარბ-გაკერილი ლილუაშვილიც, ბოლოს კი ფრანცუზოვმა შერკინებიდან ცუდად გამოიტანა ბურთი და თამაზ ფხაკაძემ გააფორმა გამარჯვება, რომელსაც "მთელი წელი ჭედდნენ რიონის პირელი ბიჭები"

მსაჯები გვეხმარებოდნენ

ელმავალი შეიკრიბა იმათგან, ვინც იმ დილით თვითმფრინავში არ იჯდა, ლოკომოტივის ახალგაზრდულში იწურთნებოდა, თამაშისთვის თავი ახალი მინებებული ჰქონდა ან ქალაქის პირველობაზე ლაღობდა. პირველსავე მატჩში, შექმნიდან 18 დღეში, გუნდი ვაკეში დალახვრა ალმათამ; ივლისის ბოლოს, სასოფლოს ბინდბუნდში, შევარდენმა ბოლო შეტევით დაალელოვა და მოუგო; ხოლო მარცხების წყება თორმეტამდე რომ ავიდა, ბოლო არდადეგებზე გაგვისწრო პრიმორეცმა, ვისთანაც ლოკომოტივის ხანიდან, 9-ქულიანი ფორა გვქონდა.

დასჯილები ამ დროს სადგურისა და პოლიკლინიკის მშენებლობაზე მუშაობდნენ. მენეჯერმა ლაზიშვილმა მოსკოვში კონტაქტები გააბა: განკვეთილთა სახელით სავეცკი სპორტს უძღვნა თასი (გია ჯაფარიძე, ოპერის სცენოგრაფი უშანგი იმერლიშვილი) - შავ მარმარილოზე დამაგრებულ, ტიტანის შენადნობის სფეროზე შემდგარი ოქროცურვილი ვეფხვი, რომელსაც თათებში ბურთი ეჭირა, და თან შეიპირა, რომ 1988 წელს საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლებდით.

არდადეგების შემდეგ ელმავალმა ქულათა მოკრეფა დაიწყო. გუნდს ეხმარებოდნენ მსაჯებიც, მეტადრე კი ჩვენებურები (გოჩა აბაშიძე, ზურაბ რეხვიაშვილი, მალხაზ კოროშინაძე) შევარდენსაც ძაან აღარ გამოუდია თავი, მით უფრო, რომ ბოლო ადგილს ვეღარ აცდებოდა. ჰოდა, მერაბ მარჯანიშვილის ჯარიმით ვძლიეთ ლენინგრადი, გიორგი ძაგანელის სამი არეკნით კი მხსნელ, მეათე ადგილზე დავრჩით.

გაუხმაურებელი ინციდენტი

შევარდენი უმაღლესიდან ისე გავარდა, რომ პირველი ლიგის ორ უკეთესთან გაჯიბრებას უფლებაც ჩამოერთვა. კატასტროფული სტარტის შემდეგ გუნდი თანდათან აეწყო და გასვლაზე ძლია თვით ვევეა, ვისაც ექვსი ლიდერი ნაკრებისთვის ზიმბაბვეში გაეყოლებინა; შინ მაგრად დაუდგა ავიატორს; მოსკოვის ლოკომოტივთან სარაგბოდ სინათლეზე რომ არ შეუშვეს, ვაკეში მალვით, უმაყურებლოდ ითამაშა, და ავადაც გადაეკიდა პატრონიან ტირასპოლს (მწ კაზიუკი).

პირველ წრეში ტირასპოლმა შინ 19 ჯარიმა დაარტყა და ორი გაიტანა. მეორეში, სასოფლოზე, დათო ჩავლეიშვილის დარტყმული ძელს მოხვდა. მაგ მატჩის დროსვე მოხდა გაუხმაურებელი ინციდენტი, რის შემდეგაც ტირასპოლი აქ, ქვედა ექვსეულის პროგრამით, აღარ ჩამოსულა და ვეღარც შევარდენს ჩაესვლებოდა იქეთ. ამას დაემატა ბოლო თამაშის თარიღის შეცვლა და საბანკო გაუგებრობები, რის გამოც ჩაიშალა ორივე მატჩი და გუნდს მენეჯერი მოუხსნეს.

შევარდენს მედიაში ერთადერთი ქომაგი, ახ-კომელი ბონდო ქურდაძე გამოუჩნდა. მისმა მომზადებულმა გვერდმა, "ქართული რეგბი: მწვერვალები და ლაბირინთები" ბევრი გააღიზიანა, რადგან გავარდნილ გუნდზე ხუთჯერ მეტი ეწერა, ვიდრე ჩემპიონზე. რაც შეეხება ლოკომოტივს, ბიჭები მაინც შეიკრიბნენ ნოემბერში და ვარჯიშს შეუდგნენ. უფროსობა სამართლის საძებრად ამაოდ დადიოდა კარდაკარ და დამსჯელნიც მედიაში გაღწევის ყოველ მცდელობას ბლოკავდნენ.

<<<     1987

>>>     XXIV საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    პირველი წრე

ჩრდილოეთი (ვვა ფილი / სლვ ლოკ*მ / კრას პრიმ)
სამხრეთში (ალმა შევ / ავი ტირ / ქუთ ლოკ*თბ)

21/03 ალმათა 7:3 ლოკომ(მ)
22/03 ქუთაისი 9:14 ვევეა
  ლოკომოტ 13:6 ფილი
  შევარდენი 3:7 სლავა
  ავიატორი 23:4 პრიმორეცი
  ტირასპოლი 4:3 კრასნიარ

25/03

ქუთაისი

19:12

ფილი

  ლოკომოტ 3:12 ვევეა
  ავიატორი 12:7 კრასნიარ
  ტირასპოლი 12:0 პრიმორეცი
26/03 შევარდენი 3:18 ლოკომ(მ)
27/03 ალმათა 3:4 სლავა

29/03

ლოკომოტ

9:10

კრასნიარ

  შევარდენი 0:15 ვევეა
30/03 ქუთაისი 13:0 პრიმორეცი
  ალმათა 6:6 ფილი
  1/04 ავიატორი 9:7 სლავა
  ტირასპოლი 7:6 ლოკომ(მ)

  1/04

ქუთაისი

10:6

კრასნიარ

  2/04 ლოკომოტ 15:9 პრიმორეცი
  3/04 ალმათა 9:7 ვევეა
  4/04 შევარდენი 0:14 ფილი
  ავიატორი 6:0 ლოკომ(მ)
  ტირასპოლი 0:6 სლავა

  6/04

შევარდენი

3:22

კრასნიარ

  7/04 ალმათა 22:6 პრიმორეცი
  8/04 ქუთაისი 13:6 ლოკომ(მ)
  ლოკომოტ 10:3 სლავა
  9/04 ავიატორი 7:4 ფილი
  ტირასპოლი 6:6 ვევეა

11/04

ქუთაისი

15:0

სლავა

  ლოკომოტ 6:0 ლოკომ(მ)
12/04 შევარდენი 6:12 პრიმორეცი
  ალმათა 15:15 კრასნიარ
  ავიატორი 6:6 ვევეა
  ტირასპოლი 6:8 ფილი

! არდადეგებზე (6რ)
11 ავი;
10 ქუთ; 8 ალმ ვვა ლოკ*თბ; 7 ტირ -
6 სლვ; 5 ფილ კრს; 2 ლოკ*მ პრმ;
0 შევ

წრის გასრულება ზონებში

12/05 ქუთაისი 49:9 ტირასპოლი
  ალმათა 15:9 ლოკომოტ
  ავიატორი 50:3 შევარდენი
  სლავა 10:6 კრასნიარ
13/05 ვევეა 18:10 პრიმორეცი
14/05 ფილი 15:10 ლოკომ(მ)

16/05

შევარდენი

13:30

ქუთაისი

17/05 ლოკომოტ 16:10 ტირასპოლი
  ალმათა 12:3 ავიატორი
  ვევეა 15:10 სლავა
18/05 კრასნიარ 9:3 ფილი
  პრიმორეცი 6:16 ლოკომ(მ)

! (8რ) 14 ქუთ; 13 ავი; 12 ალმ ვვა; 10 ლოკ*თბ; 8 სლვ -
7 კრს ტირ ფილ; 4 ლოკ*მ; 2 პრმ;
0 შევ

21/05 ტირასპოლი 6:0 შევარდენი
22/05 ქუთაისი 13:0 ალმათა
  ავიატორი 16:3 ლოკომოტ
  სლავა 34:0 პრიმორეცი
23/05 ფილი 24:19 ვევეა
24/05 ლოკომ(მ) 11:9 კრასნიარ

24/05

შევარდენი

3:10

ალმათა

26/05 ავიატორი 3:6 ქუთაისი
27/05 ლოკომოტ 12:6 შევარდენი
  სლავა 6:15 ფილი
  პრიმორეცი 9:23 კრასნიარ
28/05 ვევეა 13:6 ლოკომ(მ)
  ალმათა 23:6 ტირასპოლი

30/05

ფილი

30:17

პრიმორეცი

31/05 ქუთაისი 19:0 ლოკომოტ
  1/06 კრასნიარ 3:12 ვევეა
  ლოკომ(მ) 6:0 სლავა
  ტირასპოლი 6:9 ავიატორი

I წრე (11რ)
20 ქუთ; 17 ავი; 16 ალმ ვვა; 13 ფილ; 12 ლოკ*თბ -
10 სლვ; 9 ტირ კრს; 8 ლოკ*მ; 2 პრმ;
0 შევ

<<    მეორე წრე

  3/06 ლოკომ(მ) 19:12 ალმათა
  4/06 ფილი 25:16 ლოკომოტ
  პრიმორეცი 7:9 ავიატორი
  5/06 სლავა 21:10 შევარდენი
  6/06 ვევეა 24:12 ქუთაისი
  კრასნიარ 24:3 ტირასპოლი

  8/06

ვევეა

6:6

ლოკომოტ

  9/06 ფილი 18:3 ქუთაისი
  ლოკომ(მ) 10:9 შევარდენი
? კრასნიარ 0:3 ავიატორი
? პრიმორეცი 8:3 ტირასპოლი
? სლავა 19:11 ალმათა

18/06

პრიმორეცი

3:12

ქუთაისი

  ვევეა 4:9 შევარდენი
  ფილი 9:9 ალმათა
19/06 კრასნიარ 16:7 ლოკომოტ
? სლავა 4:3 ავიატორი
? ლოკომ(მ) 16:6 ტირასპოლი

! არდადეგებზე (14რ)
22 ქუთ; 21 ავი; 19 ვვა; 18 ფილ; 17 ალმ; 16 სლვ -
14 ლოკ*მ;
13 კრს ლოკ*თბ; 9 ტირ; 4 პრმ; 2 შევ

  3/07 კრასნიარ 12:0 ქუთაისი
  ფილი 16:6 შევარდენი
  ვევეა 3:3 ალმათა
  სლავა 10:3 ტირასპოლი
  ლოკომ(მ) 10:7 ავიატორი

  7/07

პრიმორეცი

4:13

ალმათა

  ვევეა 38:4 ტირასპოლი
  8/07 ლოკომ(მ) 3:3 ქუთაისი
  კრასნიარ 19:0 შევარდენი
  ფილი 3:3 ავიატორი

12/07

სლავა

10:6

ქუთაისი

  პრიმორეცი 10:6 შევარდენი
  ვევეა 17:6 ავიატორი
  ფილი 19:7 ტირასპოლი
  კრასნიარ 18:7 ალმათა

! (17რ) დაუშვეს ელმავალი (* თამაშით ნაკლები)
24 ვვა;
23 ფილ ქუთ; 22 ავი; 20 ალმ სლვ* -
19 კრს; 17 ლოკ(მ*;
13 ელმ***; 9 ტირ - 6 პრმ*; 2 შევ

17/07 ლოკომ(მ) 7:3 ფილი
19/07 ტირასპოლი 3:15 ქუთაისი
  ელმავალი 6:43 ალმათა
  შევარდენი 3:6 ავიატორი
  პრიმორეცი 3:20 ვევეა
  კრასნიარ 6:6 სლავა

23/07

ქუთაისი

21:10

შევარდენი

  ტირასპოლი 20:3 ელმავალი
  ავიატორი 26:6 ალმათა
  ფილი 9:6 კრასნიარ
? ლოკომ(მ) 25:3 პრიმორეცი
? სლავა 10:16 ვევეა

27/07

ქუთაისი

21:7

ავიატორი

  შევარდენი 18:15 ელმავალი
  ტირასპოლი 8:18 ალმათა
  ლოკომ(მ) 3:6 ვევეა
28/07 ფილი 3:9 სლავა
  კრასნიარ 22:11 პრიმორეცი

31/07

ელმავალი

10:22

ავიატორი

  შევარდენი 9:10 ტირასპოლი
  ვევეა 13:13 ფილი
  კრასნიარ 6:0 ლოკომ(მ)
  1/08 ალმათა 22:15 ქუთაისი
  პრიმორეცი 3:13 სლავა

  3/08

პრიმორეცი

33:6

ელმავალი

  5/08 ალმათა 52:3 შევარდენი
  სლავა 10:10 ლოკომ(მ)
  პრიმორეცი 9:7 ფილი
  ავიატორი 18:6 ტირასპოლი
  6/08 ელმავალი 18:39 ქუთაისი
  ვევეა 8:15 კრასნიარ

  9/08

სლავა

43:9

ელმავალი

11/08 ლოკომ(მ) 22:0 ელმავალი

ორი წრე 1987

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

31 13-4 *5 292:170

მშენებელი (ქუთ)

31 15-6 *1 343:193

ავიატორი (კიევი)

30 14-6 *2 254:145

სლავა (მოსკოვი)

28 13-7 *2 242:162

სკა (ალმათა)

28 12-6 *4 318:205

ეტს (კრასნოიარს)

26 12-8 *2 257:152

ფილი (მოსკოვი)

26

11-7

*4

262:200

ლოკომოტივი (მ)

24 11-9 *2 207:150

ელეკტრომაში (ტირ)

13 6-15 *1 145:304

ელმავალი (თბ)

13 6-15 *1 192:393

პრიმორეცი (ლენინ)

10 5-17   167:348

შევარდენი (თბილ)

4 2-20   123:380

 ზედა ექვსეული  

<<    პირველი წრე

15/08 ქუთაისი 13:6 ალმათა
16/08 ვევეა 6:15 სლავა
  ავიატორი 14:0 კრასნიარ

19/08

სლავა

15:9

კრასნიარ

20/08 ვევეა 9:6 ქუთაისი
  ალმათა 15:13 ავიატორი

23/08

ქუთაისი

9:3

სლავა

24/08 ავიატორი 29:9 ვევეა

27/08

ქუთაისი

10:6

ავიატორი

  ვევეა 15:12 კრასნიარ
  ალმათა 9:6 სლავა

30/08

კრასნიარ

16:12

ალმათა

! არდადეგებზე (26რ)
37 ქუთ; 35 ვვა; 34 ავი; 32 სლვ ალმ; 28 კრს

15/09 კრასნიარ 4:6 ქუთაისი
16/09 ალმათა 15:21 ვევეა
  სლავა 6:3 ავიატორი

<<    მეორე წრე

19/09 ალმათა 15:11 ქუთაისი
  კრასნიარ 36:8 ავიატორი
20/09 სლავა 0:0 ვევეა

23/09

კრასნიარ

3:3

სლავა

  ავიატორი 10:6 ალმათა
24/09 ქუთაისი (30:0) 12:12 ვევეა

! (29რ) 40 ქუთ; 39 ვვა; 36 სლვ ავი; 34 ალმ; 31 კრს

27/09 სლავა 6:3 ქუთაისი
  ალმათა 6:6 კრასნიარ
28/09 ვევეა 9:0 ავიატორი

! სტკ (30რ) 41 ქუთ; 39 ვვა; 38 სლვ; 36 ავი; 35 ალმ; 32 კრს

30/09 სლავა 25:7 ალმათა
  1/10 ავიატორი 8:0 ქუთაისი
  კრასნიარ 3:9 ვევეა

  5/10

ქუთაისი

15:6

კრასნიარ

  ვევეა 15:9 ალმათა
  ავიატორი 3:0 სლავა

ფინალი 1987

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ვევეა(მონინო)

43 19-  7*6$1 385:289

მშენებელი(ქუთ)

43 21-10*1 446:256

ავიატორი(კიევი)

40

19-11*2

348:236

სლავა(მოსკოვი)

40 18-10*4 321:214

სკა(ალმათა)

35

15-12*5

418:341

ეტს(კრასნოიარს)

32 14-14*4 352:255

<<    ბრინჯაოს სერია

  9/10 სლავა 3:12 ავიატორი
12/10 ავიატორი 15:0 სლავა

<<    სუპერ ფინალი
ორი მატჩის ჯამით; ფრეზე მესამე რკენა!

  9/10   ქუთაისი

10:0

ვევეა

ლ: ნაჭყებია; 2ა: მაჩიტიძე

რეფ კიანოვი (მოსკ)
3:0(26ა) / 6:0(44ა) 10:0(54)

ქუთ: ხამაშურიძე ლიპარტელიანი ნემსიწვერიძე ხარშილაძე ძოწენიძე (ჟორჟოლიანი) <10-9> მაჩიტიძე (გიორგაძე) ლოსაბერიძე / ობოლაძე ტურძელაძე (დეისაძე) ლილუაშვილი (გაბუნია) ოდიშარია გრიგალავა; შვანგირაძე ფხაკაძე ნაჭყებია

12/10   ვევეა

7:13

ქუთაისი

ლ: ფხაკაძე; 2ჯ: ხამაშურიძე; ა: მაჩიტიძე ნემსიწვერიძე - ლ: რომანოვი; ჯ: ბობროვი წბ ტიხონოვი

რეფ გრუმბინასი (ლიტვა)
3:0(2) 3:3(8) 6:3(40) / 9:3(52ა) 9:7(55) 13:7(75)

ქუთ: ხამაშურიძე ლიპარტელიანი (გიორგაძე) ნემსიწვერიძე ხარშილაძე ჟორჟოლიანი <10-9> მაჩიტიძე ლოსაბერიძე (დეისაძე) / ობოლაძე ტურძელაძე გაბუნია (ლილუაშვილი) ოდიშარია გრიგალავა (ძოწენიძე) შვანგირაძე ფხაკაძე ნაჭყებია

  დარჩენაზე (VII - XII ადგილები)  

15/08 ელმავალი 6:17 ტირასპოლი
  ლოკომ(მ) 9:0 შევარდენი
  ფილი 21:12 პრიმორეცი

19/08

პრიმორეცი

21:9

ელმავალი

  ლოკომ(მ) 9:4 ფილი
  შევარდენი (0:30) ტირასპოლი

21/08

ლოკომ(მ)

26:9

ელმავალი

23/08 ტირასპოლი 12:9 პრიმორეცი

27/08

ფილი

62:9

ელმავალი

  პრიმორეცი 8:6 შევარდენი
  ლოკომ(მ) 32:3 ტირასპოლი

31/08

ფილი

4:6

შევარდენი

! არდადეგებზე (26რ)
32 ლოკ(მ; 30 ფილ; 17 ტირ; 14 პრმ -
13 ელმ; 6 შევ

15/09 ელმავალი 9:4 შევარდენი
  პრიმორეცი 9:34 ლოკომ(მ)
  ტირასპოლი 9:10 ფილი

19/09

ტირასპოლი

13:3

ელმავალი

  შევარდენი 7:13 ლოკომ(მ)
  პრიმორეცი 6:20 ფილი

23/09

ელმავალი

6:3

პრიმორეცი

(21)

ტირასპოლი (30:0) შევარდენი
  ფილი 3:3 ლოკომ(მ)

! (29რ) ... 17 ელმ - 14 პრმ ...

27/09 ელმავალი 3:28 ლოკომ(მ)
  შევარდენი 3:25 ფილი
  პრიმორეცი 15:14 ტირასპოლი

  1/10

ელმავალი

13:13

ფილი

  შევარდენი 12:25 პრიმორეცი
  ტირასპოლი 12:7 ლოკომ(მ)

! (31რ) ... 18 პრმ (პირადით) - 18 ელმ ...

  5/10 შევარდენი 9:12 ელმავალი
  ლოკომ(მ) 18:10 პრიმორეცი
  ფილი 20:6 ტირასპოლი

ქვედა ფინალი 1987

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ლოკომოტივი (მ)

41 19-10*3 386:210

ფილი (მოსკოვი)

40 17-9*6 444:276

ელეკტრომაში (ტირ)

25 12-19*1 291:406

ელმავალი (თბ)

20   9-21*2 271:589

პრიმორეცი (ლენინ)

18

  9-23

285:500

შევარდენი (თბილ)

4   3-29  $2 170:545

  ამოსასვლელი  

13/10-6/11 ორ წრედ, მიმოსვლით

პრიმორეცი, ზვედზა ტაშკენტი (I ლიგა) -
ხტზ ხარკოვი (Iლ)
* შევარდენი არ დაუშვეს!

>>>     XII საკავშირო თასი (1986/87)

<<    მერვედფინალი

19/04 ხარკოვი 4:31 ქუთაისი

26/04

ლოკომოტ

0:10

სლავა

  შევარდენი 0:10 ვევეა
  ტირასპოლი 7:6 ლოკომ(მ)
  პრიმორეცი 14:3 ავიატორი
  პოლიტეხ(კ) 3:28 ალმათა
  ერევანი 4:56 ფილი
  მიიგა(მ) 6:40 კრასნიარ

<<    მეოთხედფინალი

12/06 ქუთაისი 9:3 სლავა
  ალმათა V:0 ფილი
  ვევეა V:0 ტირასპოლი
  კრასნიარ V:0 პრიმორეცი

<<    ფინალური ოთხეული

ქუთაისი. ცენტრალურის მთავარი^ და სათადარიგო (წრიულად)

  9/08 ვევეა 19:9 ალმათა

 

ქუთაისი^

18:12

კრასნიარ

11/08 ვევეა 34:6 კრასნიარ

 

ქუთაისი

13:6

ალმათა

13/08 ალმათა 36:30 კრასნიარ

 

ქუთაისი^

12:3

ვევეა

ლ: ნაჭყებია; გ 2ჯ: ძაგნიძე - ჯ: ბობროვი

რეფ გრუმბინასი (ლიტვა)
6:0(3) 9:0(23) 12:0(34) 12:3(40) /

ქუთ: ძაგნიძე გაბრიჩიძე ხამაშურიძე ხარშილაძე ძოწენიძე (10-9) გიორგაძე ლოსაბერიძე / ობოლაძე ტურძელაძე ლილუაშვილი; წივწივაძე (ნემსიწვერიძე) გრიგალავა; ფხაკაძე (შვანგირაძე) თხელიძე ნაჭყებია

1#ქუთაისი 3-0, 2#ვევეა 2-1, 3#ალმათა 1-2, 4#კრასნოიარსკი 0-3

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    მშენებელი (ქუთაისი)

(ბეკ) 15 ნუგზარ ძაგნიძე<ჯარ#10, იგორ მარიამიძე#14; 14-11 ბათლომე ხამაშურიძე#7#15#5, მიშა ხარშილაძე<ლოკ(ზოო)#15 ოლეგ ლიპარტელიანი, თამაზ გიორგობიანი, ოლეგ ჟორჟოლიანი#15, კახა გაბრიჩიძე#9, პაატა ძოწენიძე#15, გელა ხუჭუა; 10 ავთო გიორგაძე#15, ავთო დეისაძე#12; 9 მამუკა ლოსაბერიძე, კახა მაჩიტიძე#10 /

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე კაპ, თენგიზ ტურძელაძე!ჰ ბესო ლილუაშვილი, ალეკო გაბიძაშვილი#!ჰ; 4-5 გია წივწივაძე, დათო ცხვარაძე<ლოკ, გრიგოლ გაბუნია#3, ალეკო გრიგალავა, ალექსანდრე ლიკლიკაძე#3; 6-8 ზაზა თხელიძე, თამაზ ოდიშარია#5, საშა ნაჭყებია#5, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე#13, თამაზ ფხაკაძე, დავით დანგაძე, ბადრი შვანგირაძე

(მწ) დუგლას კავთელაშვილი, ლიპარტელიანი (მნჯ) ოთარ ალავიძე, ანზორ ალხაზაშვილი (მაწრთობი) ალექსი ალექსევი (ექ) მერაბ გაბიძაშვილი (ფიზ) თემურ მინდიაშვილი ^ ქალაქის ფედერაცია: რამაზ ყანჩაველი, სახლმშენი: თამაზ ბერეკაშვილი

ქულა (გაზეთებიდან)

130 (18გ 19ჯ 3ა + 28ქ) ძაგნიძე
  36 (ლ 4გ 8ჯ) ლილუაშვილი
  33 (3გ 9ჯ) ხამაშურიძე
  28 (7ლ) ნაჭყებია თხელიძე
  16 (4ლ) ლიპარტელიანი გაბრიჩიძე ნემსიწვერიძე
  12 (3ლ) ლოსაბერიძე
  10 (ლ 2ა) გიორგაძე
    9 (3ა) მაჩიტიძე
    8 (2ლ) ხარშილაძე შვანგირაძე ძოწენიძე ოდიშარია
    4 (ლ) გიორგობიანი ტურძელაძე მარიამიძე ფხაკაძე

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ირაკლი ლეჟავა<აკდ; 14-11 ალეკო ხვედელიძე#15, კოკა კლდიაშვილი, თემურ შერაზადიშვილი კაპ, თემურ ნარიმანიძე<სპრ, გია მეტრეველი, ვალერი მანთიძე, მერაბ მარჯანიშვილი; 10 ლევან ჩიქვინიძე<სპრ, გიორგი ძაგანელი<სპრ, მურად შეყლაშვილი, თენგიზ თავაძე; 9 მალხაზ ჭეიშვილი#10 (კაპ) ნუგზარ გაბრიჩიძე, მიშა ხარატი

(ფორ) 1-3 ნუგზარ ტყაბლაძე!ჰ დათო კაკაბაძე!ჰ ზაზა ბაკურაძე, ოთარ ჯინჭარაძე!ჰ დათო გიორგაძე, ზურა ჩაჩანიძე<, დათო შუბითიძე, ვალერი გიორგობიანი; 4-5 ბადრი მექვაბიშვილი, თამაზ ხუადე, ხვიჩა კაშია, ნუგზარ ხარშილაძე; 6-8 ჯემალ ბასილაშვილი, ლევან მგელაძე, გია გიუნაშვილი, ვოვა პეტუხოვი<, მევლუდ ბებიაშვილი<, დათო ღუდუშაური#15!ჰ

(მწ) თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი (მნჯ) კოკა ლაზიშვილი, გიზო მონიავა (მაწრთობი) ლექსო ბურნაძე

ქულა (სრულად!)

73 (5გ 21ჯ) ლეჟავა
20 (5ლ) მეტრეველი
11 (2ლ ა) ჭეიშვილი
  7 (ლ ჯ) ხვედელიძე
  4 (ლ) ხუადე კლდიაშვილი გიუნაშვილი
  2 (გ) შერაზადიშვილი

26 შერისხული: ლეჟავა ხვედელიძე ჩიქვინიძე შერაზადიშვილი მეტრეველი თავაძე ჭეიშვილი * ნარიმანიძე მანთიძე გაბრიჩიძე / ბაკურაძე კაკაბაძე გიორგაძე ხუადე მექვაბიშვილი გიუნაშვილი ლ.მგელაძე ღუდუშაური * შუბითიძე კაშია ბასილაშვილი ბებიაშვილი - თ.მგელაძე მამრიკიშვილი ლაზიშვილი ბურნაძე

<<    ელმავალი

(ბეკ) 15 გიორგი ძაგანელი#11#10, კოტე ჭილაია; 14-11 გელა ვალიშვილი#6, თემურ ჩიხლაძე<მედ, ვანო ბახტაძე<ზოო, დავით გოცაძე<მედ#6, მიშა ხარატი, გოგი კამკამიძე, გია ცაგარეიშვილი, გოჩა კვაჭანტირაძე<მედ, ლაშა გეგენავა<სპი, ლევან ხინჩაგაშვილი, მამუკა ბეზარაშვილი, მურთაზ გაფრინდაშვილი<ჭთრ, კოკა კლდიაშვილი, მერაბ მარჯანიშვილი<ჯარ; 10 მურად შეყლაშვილი#15; 9 იგორ ქერაული (კაპ) ზაზა ცისკარიშვილი#14 /

(ფორ) 1-3 ლიოშა მჭედლიძე, ოთარ ჯინჭარაძე!ჰ#11 ბექა აბრამიშვილი<მედ, კახა გიუნაშვილი, სულხან სულხანიშვილი<ზოო, ნუკრი წიკლაური<შევ!ჰ, მალხაზ დათუნაშვილი<; 4-5 ვალერი გიორგობიანი, ნუგზარ ხარშილაძე, ლაშა ჩიქვინიძე#1, ალეკო ამზაშვილი, დათო ვართანიანი<სპრ; 6-8 თემურ ქერტყოევი#5, გოჩა სვანიძე<მედ, გაიოზ მონიავა კაპ, დიმიტრი მამრიკიშვილი, ვაჟა კუხიანიძე<აკდ

(მწ) მერაბ ანთაძე, მონიავა (მნჯ) ირაკლი ჩხეიძე

ქულა:

81 (3გ 25ჯ) შეყლაშვილი
27 (2ჯ 7ა) ძაგანელი
  9 (3ჯ) ვალიშვილი
  8 (2ლ) კამკამიძე სვანიძე
  4 (ლ) მონიავა
  3 (ჯ) ჭილაია მარჯანიშვილი კვაჭანტირაძე

<<    შევარდენი

(ბეკ) 15 ლადო გვიანიშვილი, ზაზა ხუჭუა<სპრ#10, რამაზ ბერაძე<#10, ედუარდ ბარსეგიანი; 14-11 მიშა კალანდაძე#10, ვანო საცერაძე, გია კურატიშვილი#15, ილია მუზაშვილი, ლაშა ვაშაძე<სპი, გოგა რაზმაძე, გოგი კომახიძე, ნუკრი ხვედელიძე<ლოკ#7, დემირ ძნელაძე, თემურ მელაძე; 10 მიხეილ გარუჩავა (კაპ#12#14, დავით ჩავლეიშვილი<მედ#12; 9 შავლეგ ჯანელიძე#6, გიორგი სურმავა#15#10 /

(ფორ) 1-3 გიორგი ბერიაშვილი#11, ზურაბ ელიზბარაშვილი!ჰ დათო კახეთელიძე#5, ავთო მაზანაშვილი, გია გოდერძიშვილი!ჰ გელა გოგეშვილი#4, მამუკა მჭედლიძე, გია მიქაძე!ჰ რომან მამულაშვილი<ლოკ!ჰ; 4-5 გოჩა მაჭავარიანი, თემურ ალექსიძე, მამუკა გაგნიძე#1, ალიკ მარტიროსოვი#7; 6-8 ნუგზარ მგელაძე, ტარიელ სოკუროვი, ვახო კაპანაძე კაპ, ბიძინა გეგიძე#5#3, დავით ბიძინაშვილი#5#11, ზაზა ლეჟავა<სპი, ირაკლი თეზელაშვილი

(მწ) რამაზ სანებლიძე, ზურაბ ლოსაბერიძე, დათო ჭაბუკიანი (მნჯ) რომეო ღვინიაშვილი, თამაზ პაიჭაძე (ექ) კოტე კილაძე

ქულა (რაც ცნობილია)

28 (5გ 6ჯ) გარუჩავა
12 (4ჯ) საცერაძე
  8 (2ლ) ბიძინაშვილი
  6 (2ჯ) ძნელაძე ბარსეგიანი
  4 (ლ) გოდერძიშვილი ბერიაშვილი თეზელაშვილი მჭედლიძე გეგიძე ხვედელიძე
  3 კურატიშვილი მამულაშვილი (ჯ; ხუჭუა (ა)
  2 (გ) კალანდაძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1985/87

პირველი ჯგუფი

მეორე წრე (სბჭ: ვაკე ქუთაისი ხარკოვი)

18/01 პორტუგალია 3:41 იტალია
  8/02 საფრანგეთი 38:6 პორტუგალია
22/02 იტალია 6:22 საფრანგეთი
12/04 რუმინეთი 9:3 იტალია
18/04 პორტუგალია 9:12 ტუნისი
25/04 საბჭოეთი 12:13 რუმინეთი
29/04 საბჭოეთი 9:6 ტუნისი
  9/05 საბჭოეთი 50:6 პორტუგალია
2?/05 ტუნისი 6:38 საფრანგეთი

! ჩვენები: ძაგნიძე (ქუთ) რუმ*3ჯ ტუნ*3ჯ პორ*14ქ, ჭეიშვილი (ლოკ) რუმ, ტურძელაძე (ქუთ) ტუნ, ლილუაშვილი (ქუთ) ტუნ

ჯამი 85/87

მ-წ

გატ:გაშ

საფრანგეთი 9-1 277:  74
საბჭოეთი 7-3 177:  98
რუმინეთი 6-4 186:138

იტალია

5-5

162:123

ტუნისი 3-7   91:214
პორტუგალია 0-10 111:357

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1987/89

პირველი ჯგუფი (ორ წრედ)

პირველი წრე (სბჭ: იაში კიშინეუ)

25/10 რუმინეთი 18:10 საბჭოეთი
  2/11 საბჭოეთი 12:9 იტალია
11/11 საფრანგეთი 49:3 რუმინეთი
  5/12 ესპანეთი 0:13 იტალია

>>>     ტურნე ზიმბაბვეში

საბჭოეთი -

მაშონალენდი (ჰარარე) 40:10
I ტესტი (20/06 ბულავაიო) 16:12
მიდლენდზი (გვერუ) 38:9
II ტესტი (28/06 ჰარარე) 9:18

>>>     XIV (სავეცკი სპორტის) საერთაშორისო ტურნირი

3-12/09    მოსკოვი. სლავა, ფილი, კრასნი ბალწიეცი, კოსინო

1#საბჭოეთი (2-0*1) - პოლ 23:9, რუმ 7:0, სბჭ$2 6:6;

2#პოლონეთი (2-1) - რუმ 22:9, სბჭ$2 14:7;

3#რუმინეთი$2 (1-2) -
4#საბჭოეთი$2 პროფკავშირული (0-2*1) 3:0

ჩვენები ნაკრებში: ქუთ - ლოსაბერიძე / ტურძელაძე ლილუაშვილი თხელიძე; მწ კავთელაშვილი (სბჭ2)

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა
?-19/04    დას.ბერლინი (გფრ = დას.გერმანია)

3#საბჭოეთი - ბელგია 26:9, საფრანგეთი 12:28, 4#იტალია 10:9

(ფინალი) 1#არგენტინა 15:14 2#საფრანგეთი

! ჩვენიანი: პაატა ძოწენიძე (ქუთ)

>>>     სოც-ბანაკის "მეგობრობა" (დრუჟბა)
ბოლო/08    ცვიკაუ (გდრ = აღმ.გერმანია)

1#საბჭოეთი 24:6 2#რუმინეთი

! ჩვენები: პაატა ძოწენიძე (ქუთ) გიორგი ღვინიაშვილი (შევ)

>>>     საქართველოს პირველობა
(9-15)/11    ჭიათურა. ნაგუთი, შუქრუთი. 7 გუნდი

1# სამედიცინო 8:3 2#ჭიათურა

... ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატი (ქუთ) შევარდენი ზოოვეტი სპი ზესტაფონი

არ ჩავიდნენ: ჩოხატაური თელავი

სამედიცინო: (ბეკ) თემურ ჩიხლაძე, პაატა თათარაშვილი, გოჩა კვაჭანტირაძე, ლაშა გეგენავა, გია ცაგარეიშვილი; დავით ჩავლეიშვილი, დავით გოცაძე / (ფორ) სოსო მაისურაძე, ბექა აბრამიშვილი, რეზო ქაშაკაშვილი; დათო ვართანიანი, ნუგზარ მალაღურაძე; დავით სერგეენკო, სანდრო ჟღენტი, გოჩა სვანიძე * ლევან ხორბალაძე, დევი ქარცივაძე, შოთა დუჩიძე (მწ) რეზო ჩხეიძე

>>>     გამარჯვების დღე

დასაწყისი/05   რიგა (ქარხანა კომუტატორი)

1#ზოოვეტი (მწ თემურ ცინცაძე) - რიგა 7:6, სატყეო აკადემია (ლენინგრადი) 6:4, ზელენოგრადი 12:4 ! საუკეთესო: ნიკო წიქარიძე

>>>     ჭაბუკთა პირველობა (1969-70 დაბ)
ბოლო/04    თბილისი. სტუდქალაქი. 8 გუნდი ორ პულად

1#შევარდენი 21:6 2#ტუნო

4ლ: ჯანელიძე ნ.მგელაძე რამიშვილი დევდარიანი; გ ჯ: ძნელაძე - ჯ: ძაგანელი; ა: ჩიქვინიძე

... ლოკომოტივი, ქუთაისი, ჭიათურა, ზუგდიდი, ლელო ჩოტახაური, ჭადარი თელავი

შევარდენი: შავლეგ ჯანელიძე, ნუგზარ მგელაძე, მალხაზ რამიშვილი, ნიკა დევდარიანი; დემირ ძნელაძე / ირაკლი პატარაია, ფერაძე, გუჩაევი, დათო კიკნაძე, ირაკლი თეზელაშვილი, კახა გრძელიშვილი, ზურაბ ზოიძე, ლაშა ცხადაძე, მამულაშვილი, არუდაშვილი, ამირანაშვილი, კახა ნაცვლიშვილი, გიორგი ქავთარაძე, კაკო კერესელიძე, ჩიქოვანი, გიორგი ღვინიაშვილი, ავალიშვილი, უჩა კვარაცხელია, პაატა ნიკურაძე (მწ) რამაზ სანებლიძე

>>>     მოზარდთა პირველობა (1971-72 დაბ)
დასაწყისი/04    თბილისი. სტუდქალაქი. 7 გუნდი

1#ქუთაისი 6:4 2#ტუნო

3#შევარდენი ... სპარტაკი ლოკომოტივი ტუნო*სამედიცინო ჭიათურა

>>>     საკავშირო "ოქროს ოვალი" (1973-74 დაბ)
აგვისტო    ტაგანროგი (სამხ.რუსეთი) 10 გუნდი

1#ტაგანროგი 26:3 2#ივერია (მრავალჭიდში #4)

ივერია (172 სკოლა, 97 სახლ-მმართველობა) ზვიად გელოვანი, მერაბ ჩახუნაშვილი, მიხეილ ჩაჩუა, ზურაბ ნოზაძე, ნიკა ფაცია ... (მწ) ემზარ სულაქველიძე, ლევან მგელაძე, გივი ავლასტიმოვი, ირაკლი იმნაძე; (მნჯ) გოგი გუდაძე

<<< >>>