ჩემპიონთა ქალაქში

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1988 წელს, რომელშიც ქუთაისმა მეორედ მოიპოვა საბჭოეთის ჩემპიონობა და ნაკრების ორ მატჩსაც უმასპინძლა; თბილისში ხელისუფლებამ ჩაშალა საერთაშორისო ტურნირი და ელმავლად აღმდგარ ლოკომოტივს ბაზა წაართვა; მორიგ შარში გაეხვია შევარდენი; სტუდენტთა მსოფლიო თასზე შვიდმა ქართველმა იასპარეზა; ვაკეში კი, თბილისობაზე, პირველად მოეწყო შვიდკაცა.

წინა წელს, შეთითხნილ "სტუარდესას საქმეში" ბრალდებული ლოკომოტივი 9 ნოემბერს მაინც შეუდგა ვარჯიშს, კულისებში კი ბიჭების აღსადგენად გაგრძელდა მუშაკობა. დაიხარჯა დიდძალი დრო, ფული და ნერვი, რათა სპორტ-სახ-კომის შეფ რუსაკს [1987 წლის] 6 ივლისის #393 ბრძანება შეეცვალა [1988 წლის] 8 თებერვლის #49 "უქაზით" და დისკვალიფიკაცია პირობითად ექცია, მაგრამ გუნდის აღდგენის ამბავს მერეც ტაბუ რომ ედო, მედიაში ვერ დაწერდი, ხელისუფლებამ ქოში უკუ ჰყარაო.

დამსჯელებმა მარცხი ვერ იგუეს, დიღმის ბაზაზე დასაბინავებლად შექმნეს ფეხბურთის მეორე ლიგის გუნდი "ომც ლოკომოტივი" და 29 თებერვალს მორაგბეები დიღმიდან დაათხოვნინეს პროფ-საბჭოს. ელმავალს სანაცვოდ შეპირდნენ ოქროყანის სტადიონს, მაგრამ რკინიგზისთვის მის გადაცემას თავი ეგრეც ვერ დაედგა.

შეფობამ წაუყრუა გუნდის მოთხოვნასაც, ელმავალობა არ შეგვეფერება და "ქართული რეგბის ეროვნული ფესვების" ხაზ- გასასმელად სახელად "ლელო" დაგვიმტკიცეთო, მაგრამ სეხნია გაზეთმა მაინც გაბედა და დამიწების აღსანიშნად ტერმინ "ლელოს" დაკანონების პარალელურად, ცხრილში ელმავლის აღსანიშნად შემოიღო "რრკ", რაც "რკინიგზის რაგბის კლუბს" ნიშნავდა და ნათლიათა ჩანაფიქრით, წინსართად უნდა ხლებოდა "ლელოს".

ტურნირი სუროგატი

შარშანდელი გარიგების თანახმად, კოკა ლაზიშვილის მიერ ნაძღვნევი პრიზის, "მობურთალი ვეფხვის" სანაცვლოდ, "სავეცკი სპორტს" ტურნირი თბილისში უნდა გაემართა. "პინგვინთა" ჩამოსვლიდან 11 წლისთავზე, 13-21 აგვისტოს ვაკეში უნდა გვწვეოდნენ პოლონეთი, რუმინეთი, შტატები და თვით ინგლისი, მაგრამ რესპუბლიკას ეძვირა არა-ოლიმპიური სახეობის ღონისძიება.

სამაგიეროდ, აპრილში, ნაკრების მოსამზადებლად და "სასპარტაკიადო მოდელის" გამოსაცდელად, იმერეთში გათამაშდა სუროგატი, "სპორტ-სახ-კომის თასი", რომელზეც საქართველოს წარადგენდა ქუთაისი, ხოლო რუსეთს ციმბირი. საბჭოეთს ასეთმა მოთელვამ ვერ არგო, რადგან ესპანეთი ქუთაისში იმითღა ძლია, რომ სტუმართა კიკერმა კარს ბევრი ააცდინა, მაგრამ მაისში კოხტად კი მოუგო საფრანგეთის სახელით მორაგბე მხარეს, ჟირონდას.

ორი მაჩანჩალის დათხოვნით "ერთა თასზე" ხუთი გუნდიღა დარჩა. ნაკრების მწურთნელად ნახევარი წელიღა გაძლო მონინოელმა ევგენი ანტონოვმა, ახალი წლიდან კი ჯერ დროებით, ხოლო შემდეგ კონკურსში გამარჯვებით, თვით 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადამდე (!) გამეფდა "გოს ტრენერი" და იმავდროულად ფედერაციის მთავარი მოხელე, ედგარ "ამაიკოვიჩ" თათურიანი, ვინც ასისტენტად ალმათელი ვიკტორ მასიურა აიყვანა, ხოლო მენეჯერად დუგლას კავთელაშვილი.

მამალი გაუშვა

ჩვენი "პეტროვიჩი" გუნდს ყველა ვოიაჟში თავკაცობდა და თან ენა-მზეობდა, მაგრამ სამი ზე-ვარსკვლავი შეგირდის (ძაგნიძე ლოსაბერიძე ლილუაშვილი) გარდა, გუნდში მეტი ვერავინ ააყვანინა რუსებს. ესპანეთთან შებმის წინ მოეწყო ოლეგ ლიპარტელიანის ნაკრებიდან გაცილება, მანამდე კი, მშენებელი - სლავას თამაშზე, ავთო გიორგაძისა. საფრანგეთს საბჭოეთი თავიდან ხარკოვში უნდა შეხვედროდა, მაგრამ დუგლასმა იხერხა და გადაიპატიჟა გალები.

"ლე ბლემ" ქუთაისში სამად-სამი კეპიანი ჩამოიყვანა. შეიკრიბა რვა ათასი მოსეირე. ვალტერ კაპანაძემ მამალი გაუშვა მოედანზე და კიდის მსაჯმა ჩეჩენკოვმა ვეღარაფრით გამოდენა. რუსებმა შერკინებით დაჯაბნეს მეტოქე და შესვენებამდე სამჯერ დაალელოვეს. მეორე ტაიმში გალებმა ბურთის აქეთ-იქეთ გათამაშება დაიწყეს და ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ საბჭოეთმა ოვალი ფეხით გადაიტანა იქეთ და 73-ე წუთზე ნეჩაევმა არეკნი დაკრა.

ივნისში ნაკრებმა მოიხილა არგენტინა, შემოდგომაზე კი, ნუგზარ ძაგნიძის ფეხით, "ერთა თასზე" სამივე მატჩი მოიგო და მდევრები იმ სიშორეზე ჩამოიტოვა, რომ ორი წლის ჯამში ვერცხლი დაიბევა. სხვა გუნდი, 28 წლამდელთა "სტუდენტური ნაკრები", 19 მოთამაშის ამარა გაემგზავრა "პირველ მსოფლიო თასზე" და ძაგნიძის წყალობითვე, ძლია თვით ზელანდია (!) მაგრამ ბითუმად წააგო პრაგმატიკოს ლათინებთან, რომლებსაც სხვათა დარად, რაზმში 26 კაცი ჰყავდათ, ოღონდაც 21 წლისა, ალალად სტუდენტი.

ვაკეში, ხუთშაბათობით

საკავშირო პირველობის ფორმულა გართულდა: უმაღლესში ორ წრეს მოყვა ზიგზაგური, ნახევარფინალური ოთხეულები 28-ვე რაუნდის ჩათვლით, ჩემპიონი კი გამოვლინდა 4-გუნდა სუპერ-ფინალში, რომელშიც ოთხეულიდან წყვილი მატჩის შედეგიღა მიგყვებოდა. "საშტატო გუნდში" 22 მოთამაშისა და ექვსი უფროსისთვის გამოიყო ჯამაგირი. ოქმი დგებოდა სამ ცალად; თამაში სამი ბურთითა და ექვსი მიმტანით ტარდებოდა, ნომრებად კი 1-15 უნდა წერებოდათ ბიჭებს.

ამ წესს ცოტა ვინმე თუ იცავდა. ერთი მათგანი იყო ელმავალი, ვისაც ლაზიშვილმა ორი ფასონის, ზოლიანი ფორმა შეუკერა. სავაკოდ დაიბეჭდა აბონემენტი და ლატარიაც დაწესდა, დიღმის ბაზაზე გუნდის ხიზნად მიბრუნების შემდეგ კი დამზადდა შერკინების მგორავი დაზგაც. და კიდევ, ისე მოწესრიგდა განრიგი, რომ ელმავალმა საწყის 12 რაუნდში ვაკეში შვიდჯერ ირაგბა ხუთშაბათს!

ქუთაისში გაჩაღდა "მშენებლის" მუხნარის ბაზის კეთილმოწყობა, ნიკეის ქუჩაზე ასაგებად კი "რეგბის სტადიონის" დაპროექტება. ორივე ქალაქში შეიქმნა სხვა ბურთაობასთან საზიარო სპორტ სკოლა: თბილისში შეგვიამხანაგეს ბეისბოლი, ხოლო ქუთაისში ბალახის ჰოკეი. "სავეცკი სპორტში" ზურაბ ტაბატაძემ დაიჩივლა, რაგბის ჩემპიონატი საიდუმლოდ ტარდებაო, რაზეც თათურიანის ოჯახმა ბიზნესი წამოიწყო:

როგორც კავთელაშვილი ხუმრობდა, ვაჟი იგორი კრებდა მასალებს, ცოლი ნასწია თარგმნიდა, მანქანაზე ბეჭდავდა და ქსეროქსით ამრავლებდა, ხოლო "ამაიაკოვიჩი" ასაღებდა. ასე შემოგვინახა "სსრკ რეგბის ფედერაციის წელიწდეულმა" ქუთათურთა მეტ-ნაკლებად სრული სტატისტიკა და საბჭოთა ხანის ტიპიური სიყალბეც, რომ ვითომც საქართველოში 2,050 რეგბისტი გვყავდა (გვ.23)

ურწმუნოთა ჯინაზე

მშენებელმა უსიტყვოდ იჩემპიონა! გუნდმა ოთხჯერვე ძლია ვევეა, ვისაც აღარ თავკაცობდა ანტონოვი, და უმედლოდ დატოვა გაგარინელები. მოწინავე ოთხეულში მოსკოვმა გუნდი ეგრეც ვერ შეიყვანა. პირველობა რომ ქუთაისს ერგო, მაქედან კვირის თავზე ალმათამ შინ პირველად შემართა თასი. ვერცხლი პირველადვე ჩაიბარა კრასნოიარსკმა. ერთი სიტყვით, კვარცხლბეკზე სწორედ ის სამი გუნდი ავიდა, ვინც რვა წლის წინ (1980) ქვედა ფინალში დაიკავა სამი მოწინავე ადგილი.

სტარტზე ქუთაისში კოკისპირულად რომ წვიმდა, თბილისში ცივი ქარი ქროდა. მშენებელი კიკერთა სოც-შეჯიბრში უგებდა ვევეას, ლელო კი 78-ე წუთზეღა, ლიპარტელიანის გარღვევითა და ჯარიმის ახლოდან გათამაშებით შეიტანა. ურწმუნო თომათა ჯინაზე, აღდგენილმა ელმავალმა თავდადებითა და ირაკლი ლეჟავას გოლებით ძლია თვით სლავა, მაგრამ მალევე შეეტყო 9-თვიანი უქმობა და ლელოს გაუტანლად წააგო შემდეგი ორი.

გიორგაძის გაცილებაზე ლატარიაში "ჟიგული" მოიგო კახა გაბრიჩიძემ, ლელოები კი ძაგნიძისა და ლიპარტელიანის სოლოებს მოყვა. ელმავალი ციმბირელებს პირ-ქარში ცხრით ჩამორჩა, მაგრამ მეორე ტაიმში ტაროსი შეკვეთილივით მიყუჩდა. ნიკოლაევმა ცხრა არეკნი დაგვირტყა და მიზანს ერთადერთხელ ეწია, ქუთაისში კი ვიდრე სამიზნე მოეშლებოდა და ხუთს დაახაიებდა, ხუთი გაიტანა.

ეკონომიურად, კლასით

აქ მშენებელმა მორკინალებით იძალა: საშა ნაჭყებიამ წყვილი ლელო შეიტანა, თენგიზ ტურძელაძემ კი სამი მბოჭავი იფრინა და ქუთაისი ოთხი რაუნდის შემდეგ ერთპიროვნულად დაწინაურდა. ტირასპოლი ჩემპიონმა ხონში (იმხანად წულუკიძე) მიიღო და ნორჩმა კახა მაჩიტიძემ მოატყუა ოთხი, ვაკეში კი მანვე ორ წუთში ორი არეკნი შეუგდო ელმავალს, რაზეც "ლელოში" დაიწერა, მშენებელი ეკონომიურად, "კლასით იგებს - მის სათამაშო მოდელში იმპროვიზაცია და პრაქტიციზმი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთსო"

ლიდერმა პირველ წრეში სულ ერთი ქულა დაკარგა - მოსკოვში, ლოკომოტივთან. ქართველებმა თამაში გარდავტეხეთ მეორე ტაიმში და ბესო ლილუაშვილი ღონით ეწია მიზანს. 72-ე წუთზე მაჩიტიძემ ცენტრიდან გატანილი არეკნით დაგვაწინაურა, მაგრამ ბოლოს დროჟინმა ჯარიმით გაგვიფრევა. ამავე რაუნდში მოსკოვში ელმავალმა ძლია ფილი, რაც იმითაც იყო საგულისხმო, რომ ეროვნული გამოღვიძების კვალად, ლიტველმა გრუმბინასმა ინამუსა და რუსებს აღარ ჩაუთვალა ლელო, რომელიც კიდეზე დაბიჯებით დაიდო.

პირველი წრის ბოლოსკენ ქუთათურმა პაატა ძოწენიძემ ერთბაშად ოთხი ტაშკენტელი მოაღორა; ელმავალმა ჯერაც ვერ-ლეგალიზებულ 26 მაისს ბურთაობაში აჯობა ალმათას, მაგრამ მუხლი რომ იტკინა კაპიტანმა თემურ "შუ" შერაზადიშვილმა, რაგბი მეტად ვეღარ ითამაშა; ყაზახეთის ჯარის გუნდი ამავე ყაიდაზე გაასაღა მშენებელმაც და გადამწყვეტი ლელო ნაჭყებიამ გაიტანა კარში, სტუმრად, ავიატორთან კი 15 ნომრად გაამართლა ოლეგ ჟორჟოლიანმა.

მომცროზე გაამწესეს

ქუთაისი ფილს მოსკოვში 38 გრადუსში ერაგბა, შინ მიბრუნებული კი, ფეხბურთის გამო, ცენტრალურის იქეთა, მომცრო მოედანზე გაამწესეს და დღისით, პაპანაქებაშივე არკინეს ლოკომოტივთან. ექსტრემალურ პირობებში ლელო ისევ ვეტერანმა ნაჭყებიამ დადო, გამარჯვების ჯარიმები კი ძაგნიძემ ბოლო ნახევარ საათში შეაგდო. ამავე რაუნდში ელმავალმა შინ ბეკებით ოთხჯერ დაალელოვა ფილი და ლეჟავამ 19 ქულა (2ლ 4გ ჯ) მოკრიფა, მაგრამ ოთხ ძმობილთან ერთად (ჩიქვინიძე ძაგანელი ნარიმანიძე ღუდუშაური) მალე ჯარში უხმეს.

მე-13 რაუნდში ქუთაისი მონინოში ბოლო მეოთხედამდე 3:10 აგებდა, მაგრამ ვევეას მოგება არ ეწერა: ზედიზედ მეოთხე 5-მეტრა შერკინებაში ნაჭყებიამ იმძლავრა, ბოლო წუთზე კი ძაგნიძემ შორიდან შეაგდო ჯარიმა. მალე ნაკრები საარგენტინოდ აიყარა, ელმავალმა კი შინ, ლოკომოტივთან თითოჯერ ვერ აიღო აცილებული არეკნი (ფულბეკი ასფალტზე წაიქცა) და ლელოში შეგორებული.

არდადეგების შემდეგ რკინიგზელებმა 10 ნომრად მიიღეს სამედიცინოელი დათო ჩავლეიშვილი, ვინც უმაღლესი ლიგის დონეზე მყის ათამაშდა. გუნდს იმოტოლა ფორა ჰქონდა მაჩანჩალა ოთხეულთან, რომ რვეულში გასვლა და ამდენად, უმაღლესში დარჩენაც, წრიული ეტაპის ბოლომდე ოთხი რაუნდით ადრე გაინაღდა. ავიატორთან გალაღდა გია გიუნაშვილი, დაჭიდებული კიეველები მოიშორა და ლელო შეიტანა, ტირასპოლთან კი წინა წელს დასჯილ ბიჭებს სპორტ-სახ-კომის შეფის, ნუგზარ ენდელაძის თამაშზე დასწრებამ თუ აწყინათ.

ნუ შეგაშფოთებთო

მანკიერი ფორმულის გადამკიდე, ფინიშზე გათვლები გაჩაღდა. ფავორიტები ანგარიშობდნენ, თუ ოთხეულში ვისი შეყვანა ჯობდა. ვევეამ წინა წლის დარად რომ წააგო კრასნოიარსკთან, ქართული გუნდები პულში ერთად მოხვდნენ, მაგრამ ქუთაისს თბილისთან ნათამაშევი სუპერ-ფინალში რომ ვერაფრით გადაყვებოდა, ორივე ბურთაობა სპარინგად იქცა. ჰოდა, "ლელომ" ვითომ-პატრიოტთა დასაკვალიანებლად დაწერა, ქუთათურთა წაგება ნუ შეგაშფოთებთო.

ნახევარ-ფინალთა სტარტზე ლოკომოტივი ერთით უსწრებდა კრასნოიარსკს, სლავა კი სამით ალმათას. რკინიგზელებმა ექვსიდან ხუთი წააგეს და ვაკეშიც მხოლოდ იმად ძლიეს ელმავალი, რომ "მრავლის მომსწრე მაყურებლისა და მეტოქის გასაკვირადაც (!?) ორით ჩამორჩენილმა თბილისელებმა 22-ში დანიშნული ჯარიმა კარში არ დაარტყეს", იქეთა ოთხეულში კი სლავამ ზედიზედ რომ წააგო ოთხი, ხოლო ალმათამ ამდენივე მოიგო, ყველაფერი გაირკვა.

სანუგეშო ოთხეულში საქმე ისე აეწყო, რომ ელმავალი ორი რაუნდის შემდეგ ლიდერი იყო. სულ ბოლო მატჩში, კონსტიტუციის დღეს, ჩვენებს ვაკეში უბრალოდ უნდა ეძლიათ ზრდილობისთვისღა მოთამაშე ავიატორი, მეხუთე (!) ადგილზე გავიდოდნენ, რაც აღორძინებული გუნდისთვის სასწაული შედეგი იქნებოდა, მაგრამ უფროსობა სპორტულად მოიქცა, მეტოქეს არაფერზე ეაჯა და ალალი რაგბი სტუმრებმა მოიგეს ერთი კინკილა ქულით.

აია, ვაშა!

სუპერ-ფინალში ჩემპიონობის ოთხივე მოცილე თითო მოგებით შევიდა. მშენებელს გადაყვა ციმბირში წაგება და შინ გამარჯვება, რომელშიც ლილუაშვილის ლელოთი და ძაგნიძის გოლებით მეორე ტაიმშიღა გაასაღა კრასნოიარსკი. ქუთათურებმა 28-რაუნდა მარათონი ხომ სხვებზე უკეთ განვლეს და ახლა 4-მატჩა სპრინტშიც უნდა დაემტკიცებინათ უპირატესობა. ჰოდა, საქმეს დამკვრელურად მოეკიდნენ, სტუმარი ალმათა საწყის ათ წუთში სამჯერ დაალელოვეს, ლიპარტელიანის სარდლობით ზედიზედ ჭრეს ხაზი და 12-დამიწებიანი ლაღობა სკას 13 ქულით მოუგეს.

მონინოში პირიქით, ზე-ფრთხილი რაგბი გაჩაღდა. სალელოე მომენტი თითქმის არ შექმნილა, დარტყმაში კი ძაგნიძემ ერთი არეკნით აჯობა ნაკრების კაპიტან იგორ მირონოვს. ალმათაში ლელოებით ორჯერ ვიგებდით, მაგრამ ბრძოლა მაინც ფრედ დასრულდა. ამით ვევეა და კრასნოიარსკი პირველობაზე ოცნებას დაემშვიდობნენ, მშენებელს კი ისღა რჩებოდა, რომ რიონის პირად გაეხარებინა გულშემატკივრები.

დღევანდელი გადასახედიდან უცნაურად ჩანს და საჩემპიონო მატჩი მომცრო მოედანზე გაიმართა. ძაგნიძემ მალევე ჩააგდო ბურთი იმათ 22-ში, ალექსი ისაკაძემ ორი ხელით მოიგო დერეფანი, შეიკრა მოლი, ვევეა დაჯარიმდა, იქვე გავათამაშეთ და თამაზ ოდიშარიამ ლელო შეიტანა. პირველ მეოთხედშივე ნუგზარმა 52 და 45 მეტრიდან შეყარა ჯარიმები, მირონოვმა კი ორი იოლი ააცილა. მეორე ტაიმში გათამაშებულ ჯარიმას ოთხი პასი და ლილუაშვილის ნახტომი მოყვა, ბოლოს კი იყო ტრადიციული შეძახილი "აია, ვაშა!"

უცხო ხილი

ექვს რაუნდში მდევრის სამი ქულით ჩამოტოვება ქუთათურთა დიდ უპირატესობაზე მეტყველებს. გუნდს "აია" შემდეგ წელსღა ეწოდა. მაშინვე საქართველო "საკავშირო ასპარეზზე" პირველად წარდგა ოთხი გუნდით, რადგან ჭიათურაში გამართულ შესარჩევში მასპინძლებს გაუსწრო ჯარში გაწვეული ბიჭებით გვარიანად მოძლიერებულმა სკამ, ვინც შემოდგომაზევე რესპუბლიკის ტურობრივი პირველობაც მოიგო, ხოლო შვიდკაცაზე ფინალში გავიდა.

შვიდკაცა იმხანად სრულიად უცხო ხილი იყო. მისი პატრონობა გაზეთ "თბილისს" ექვსმა უნივერსიტეტელმა მათემატიკოსმა შესთავაზა. საქმეში გაერია კომკავშირიც, მაგრამ მერე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. შეიკრიბა ცხრა გუნდი, მაგრამ ზოოვეტი ფინალებზე აღარ მოვიდა. სხვებმა ჟინჟღლსა და ცივ ქარში ხელდახელ აუღეს ალღო "კლასიკური რეგბის სალაღობო, თავშესაქცევ ვარიანტს", ხოლო ფინალში ბრძოლა ბოლო ბურთამდე იყო!

ქომაგებს დაემდურნენ

შვიდკაცა ითამაშა შევარდენმაც, ვისაც ზაფხულში მორიგი ფათერაკი შეემთხვა. სასოფლოზე აშენდა ტრიბუნები და დაიდგა მექანიკური ტაბლო. გუნდი ერთადერთი იყო პირველ ლიგაში, ვინც სეზონი ოთხი მოგებით გახსნა, მაგრამ მერე თანდათან მოუკლო თამაშს. ნიშანდობლივი იყო ლიდერ ლვოვთან ბურთაობის დაბოლოება, როცა რეფმა კუროჩკინმა სტუმართა 15 ნომერს მთელი მოედნის გადასერვით გატანილი ლელო არ ჩაუთვალა და ატირა (!) ჩვენები კი თავიანთ ქომაგებსვე დაემდურნენ, სტუმრად უარესს გვიშვებიანო.

კვანძი ივლისში გაიხსნა. შევარდენმა შინ ვერ მოუგო მოსკოვის "სპარტაკს" და მსაჯს აუხირდა, თამაში ადრე რად დაასრულეო. ამაზე ატყდა მუშტი-კრივი და ფაქტი ვერ მიჩუმათდა. ჰოდა, "პროფ კავშირთა სპორტული საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმმა" ოთხი ვეტერანი გარიცხა გუნდიდან, რითაც ქვედა ფინალში გასვლის ბოლო შანსიც ხელიდან გამოაცალა.

<<<     1988

>>>     XXV საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    პირველი წრე

ჩრდილოეთი (ვვა სლვ / ფილ ლოკ*მ / კრს ლენ)
სამხრეთში (ქუთ ელმ / ავი ტირ / ალმ ტაშ) ოთხ რაუნდად

30/03 ტირასპოლი 7:17 ლოკომ(მ)
31/03 ქუთაისი 16:9 ვევეა
  ელმავალი 9:4 სლავა
  ალმათა 10:10 კრასნიარ
  ტაშკენტი 19:0 ლენინგრდ
  ავიატორი 22:15 ფილი

  3/04

ქუთაისი

13:6

სლავა

  ელმავალი 6:16 ვევეა
  ალმათა 22:7 ლენინგრდ
  ტაშკენტი 12:29 კრასნიარ
  ავიატორი 6:9 ლოკომ(მ)
  4/04 ტირასპოლი 0:3 ფილი

  7/04

ქუთაისი

41:3

ლენინგრდ

  ელმავალი 6:9 კრასნიარ
  ტაშკენტი 7:21 ლოკომ(მ)
  ტირასპოლი 9:20 ვევეა
  8/04 ალმათა 15:7 ფილი
  ავიატორი 14:9 სლავა

28/04

ქუთაისი

20:15

კრასნიარ

  ელმავალი 31:7 ლენინგრდ
  ალმათა 12:12 ლოკომ(მ)
  ტაშკენტი 13:12 ფილი
  ავიატორი 13:7 ვევეა
  ტირასპოლი 15:16 სლავა

წრის გასრულება

  2/05 ქუთაისი 16:12 ტირასპოლი
  ავიატორი 19:6 ელმავალი
  ვევეა 6:0 სლავა
როდის?   ლენინგრდ 0:6 ფილი  (6:20 ?)
  ტაშკენტი 3:28 ალმათა
  კრასნიარ 12:13 ლოკომ(მ)

  5/05

ელმავალი

9:15

ქუთაისი

  ალმათა 6:3 ავიატორი
  ლოკომ(მ) 3:13 ვევეა
  ფილი 3:7 კრასნიარ
  ტირასპოლი 14:9 ტაშკენტი
  6/05 სლავა 28:6 ლენინგრდ

  8/05

სლავა

51:0

ტაშკენტი

  9/05 ლოკომ(მ) 13:13 ქუთაისი
10/05 ლენინგრდ 12:17 ტირასპოლი
  კრასნიარ 13:20 ავიატორი
  ვევეა 12:9 ალმათა
11/05 ფილი 6:9 ელმავალი

25/05

ვევეა

31:15

ლენინგრდ

26/05 ქუთაისი 31:21 ტაშკენტი
  ელმავალი 13:12 ალმათა
  ლოკომ(მ) 8:3 ფილი
  კრასნიარ 12:33 სლავა
  ავიატორი 30:22 ტირასპოლი

28/05

ქუთაისი

18:9

ალმათა

29/05 ტირასპოლი 3:3 ელმავალი
  ვევეა 32:9 ფილი
  ტაშკენტი 21:33 ავიატორი
  ლენინგრდ 10:23 კრასნიარ
30/05 სლავა 14:8 ლოკომ(მ)

  2/06

ავიატორი

3:6

ქუთაისი

  ელმავალი 18:16 ტაშკენტი
  ალმათა 32:6 ტირასპოლი
  კრასნიარ 15:22 ვევეა
  ლოკომ(მ) 22:6 ლენინგრდ
  3/06 ფილი 6:13 სლავა

  5/06

ლოკომ(მ)

22:13

ელმავალი

  6/06 ფილი 6:15 ქუთაისი
  ვევეა 48:9 ტაშკენტი
  ლენინგრდ 10:18 ავიატორი
  კრასნიარ 25:9 ტირასპოლი
  7/06 სლავა 12:9 ალმათა

I წრე (11რ) 21 ქუთ; 18 ვვა; 16 ლოკ(მ ავი; 14 სლვ; 12 ალმ; 11 კრს ელმ - 5 ტირ; 4 ტაშ ფილ; 0 ლენ

<<    მეორე წრე

  9/06 ქუთაისი 12:7 ლოკომ(მ)
  ელმავალი 27:3 ფილი
10/06 ტაშკენტი 3:10 სლავა
  ავიატორი 21:22 კრასნიარ
11/06 ალმათა 9:12 ვევეა
  ტირასპოლი 3:3 ლენინგრდ

13/06

ფილი

12:17

ავიატორი

14/06 სლავა 22:18 ელმავალი
  ლოკომ(მ) 14:0 ტირასპოლი
  ლენინგრდ 9:0 ტაშკენტი
  კრასნიარ 6:6 ალმათა
15/06 ვევეა 10:12 ქუთაისი

16/06

ლოკომ(მ)

10:6

ავიატორი

17/06 ვევეა 7:3 ელმავალი
  ლენინგრდ 3:3 ალმათა
  ფილი 3:3 ტირასპოლი
18/06 სლავა 19:6 ქუთაისი
  კრასნიარ 25:18 ტაშკენტი

20/06

ელმავალი

15:20

ლოკომ(მ)

  ავიატორი 14:4 ლენინგრდ
21/06 ქუთაისი 24:6 ფილი
  ალმათა 22:16 სლავა
  ტირასპოლი 9:16 კრასნიარ
22/06 ტაშკენტი 6:9 ვევეა

  8/07

ლოკომ(მ)

9:15

ალმათა

  9/07 ლენინგრდ 6:15 ელმავალი
  ფილი 21:10 ტაშკენტი
10/07 კრასნიარ 10:3 ქუთაისი
  სლავა 35:0 ტირასპოლი
15/07 ვევეა 18:10 ავიატორი

14/07

ტაშკენტი

3:19

ქუთაისი

16/07 ფილი 4:6 ლოკომ(მ)
17/07 ალმათა 24:6 ელმავალი
  ლენინგრდ 15:26 ვევეა
  სლავა 6:3 კრასნიარ
  ტირასპოლი 6:10 ავიატორი

21/07

ქუთაისი

31:17

ელმავალი

  ტაშკენტი 10:9 ტირასპოლი
  ავიატორი 8:3 ალმათა
  ვევეა 16:3 ლოკომ(მ)
  ლენინგრდ 9:17 სლავა
  კრასნიარ 40:6 ფილი

24/07

ლენინგრდ

7:12

ქუთაისი

  ფილი 6:12 ალმათა
  ლოკომ(მ) 23:12 ტაშკენტი
  სლავა 14:0 ავიატორი
25/07 კრასნიარ 19:6 ელმავალი
  ვევეა 31:9 ტირასპოლი

27/07

ფილი

21:9

ლენინგრდ

28/07 ტირასპოლი 3:6 ქუთაისი
  ალმათა 32:7 ტაშკენტი
  სლავა 6:12 ვევეა
  ლოკომ(მ) 3:3 კრასნიარ
29/07 ელმავალი 7:4 ავიატორი

31/07

ალმათა

16:12

ქუთაისი

  ფილი 6:25 ვევეა
  1/08 ელმავალი 10:6 ტირასპოლი
  ლოკომ(მ) 6:6 სლავა
  ავიატორი 27:13 ტაშკენტი
  2/08 კრასნიარ 46:0 ლენინგრდ

  5/08

სლავა

12:8

ფილი

  6/08 ქუთაისი 10:3 ავიატორი
  ტაშკენტი 6:10 ელმავალი
  ტირასპოლი 6:7 ალმათა
  ლენინგრდ 7:16 ლოკომ(მ)
13/08 ვევეა (სად?) 0:3 კრასნიარ

ორი წრე 1988

  მ-წ

*ფ

გატ:გაშ

მშენებელი (ქუთ)

37

18-3

*1

351:207

ვევეა (მონინო)

36

18-4

 

382:186

სლავა (მოსკოვი)

31

15-6

*1

349:185

ლოკომოტივი (მ)

30

13-5

*4

265:202

ეტს (კრასნოიარს)

29

13-6

*3

363:236

სკა (ალმათა)

28

12-6

*4

313:194

ავიატორი (კიევი)

26

13-9

 

301:243

ელმავალი (თბ)

21

10-11

*1

257:277

ფილი (მოსკოვი)

9

 4-17

*1

172:319

ელეკტრომაში (ტირ)

7

 2-17

*3

168:328

ზვეზდა (ტაშკენტი)

6

 3-19

 

218:479

ელეკტრონმაში (ლენ)

4

 1-19

*2

148:431

<<    ნახევარფინალური ოთხეულები

`` (1 4 5 8) ! 37 ქუთ, 30 ლოკ*მ - 29 კრს, 21 ელმ

26/08 ქუთაისი 20:10 ელმავალი
  ლოკომ(მ) 12:24 კრასნიარ

30/08

ქუთაისი

18:3

ლოკომ(მ)

  კრასნიარ 36:3 ელმავალი

  2/09

კრასნიარ

14:12

ქუთაისი

  ელმავალი 13:15 ლოკომ(მ)

  5/09

ელმავალი

17:9

ქუთაისი

  კრასნიარ 12:9 ლოკომ(მ)

  8/09

ლოკომ(მ)

12:19

ქუთაისი

  ელმავალი 24:10 კრასნიარ

11/09

ქუთაისი

19:6

კრასნიარ

  ლოკომ(მ) 13:16 ელმავალი

ნახ*ფინ `` 1988

მ-წ

*ფ

გატ:გაშ

მშენებელი (ქუთ)

45 22-5 *1 448:269

ეტს (კრასნოიარს)

37 17-8 *3 465:315

ლოკომოტივი (მ)

32

14-10

*4

329:304

ელმავალი (თბ)

27 13-14 *1 340:380

`` (2 3 6 7) ! 36 ვვა, 31 სლვ - 28 ალმ, 26 ავი

26/08 ვევეა 10:23 ავიატორი
  სლავა 12:17 ალმათა

30/08

ვევეა

13:9

სლავა

  2/09

ალმათა

22:9

ვევეა

  ავიატორი 15:12 სლავა

  5/09

ავიატორი

9:15

ვევეა

  ალმათა 9:0 სლავა

  8/09

სლავა

20:9

ვევეა

  ავიატორი 6:16 ალმათა

11/09

ვევეა

6:3

ალმათა

  სლავა 16:15 ავიატორი

13/09

ალმათა

12:24

ავიატორი

ნახ*ფინ `ბ` 1988

მ-წ

*ფ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

42 21-7   444:272

სკა (ალმათა)

36 16-8 *4 392:251

სლავა (მოსკოვი)

35

17-10

*1

418:263

ავიატორი (კიევი)

32 16-12   393:324

<<    სუპერ ფინალი (I-IV)

! 2 ქუთ ალმ ვვა კრს
გუნდს გადაყვა თანა- ნახევარფინალელთან ორი თამაში

28/09 ქუთაისი 36:23 ალმათა
  კრასნიარ 15:9 ვევეა

  1/10

ვევეა

3:6

ქუთაისი

  ალმათა 26:13 კრასნიარ

  4/10

ალმათა

12:12

ქუთაისი

  ვევეა 26:6 კრასნიარ

  7/10

ქუთაისი

16:9

ვევეა

2ლ: ოდიშარია ლილუაშვილი; გ 2ჯ: ძაგნიძე -
ლ გ ჯ: მირონოვი ! რეფ კიანოვი

6:0(7) 9:0(15) 12:0(20) 12:3(32) / 16:3(49) 16:9(79)

ქუთ: ჟორჟოლიანი გაბრიჩიძე ლიპარტელიანი ძოწენიძე ხამაშურიძე (10-9) ძაგნიძე კაპ! (გეგელია) ლოსაბერიძე / ბაბუნაშვილი ტურძელაძე ლილუაშვილი; გრიგალავა ისაკაძე; ოდიშარია ფხაკაძე ნაჭყებია

  8/10 კრასნიარ 24:13 ალმათა

ფინალი 1988

მ-წ*ფ

გატ:გაშ

მშენებელი (ქუთ)

9 4-1*1 101:67

ეტს (კრასნოიარს)

6 3-3 78:105

სკა (ალმათა)

5 2-3*1 99:100

ვევეა (მონინო)

4

2-4

62:68

ქულა: 196 იგორ მირონოვი (ვვა)
ლელო: 14 იგორ კუპერმანი (ეტს)

<<    სანუგეშო ოთხეული (V-VIII)

! 2 სლვ ელმ ლოკ*მ ავი
გუნდს გადაყვა თანა-ნახევარფინალელთან ორი თამაში

28/09 ელმავალი 9:4 სლავა
  ლოკომ(მ) 12:9 ავიატორი

  1/10

ავიატორი

3:8

ელმავალი

  სლავა 14:9 ლოკომ(მ)

  4/10

სლავა

36:4

ელმავალი

  ავიატორი 12:22 ლოკომ(მ)

  7/10

ელმავალი

14:15

ავიატორი

  ლოკომ(მ) 13:13 სლავა

სანუგეშო 1988

მ-წ*ფ

გატ:გაშ

სლავა (მოსკოვი)

7 3-2*1 95:65

ლოკომოტივი (მ)

7 3-2*1 84:77

ელმავალი (თბ)

6 3-3 64:86

ავიატორი (კიევი)

4 2-4 69:84

 პირველი ლიგა  

ორ წრედ, მიმოსვლით

შევარდენი -

მაი 9:3 23/04 მაი 4:3 18/06
სმი 23:9 26/04 სმი 6:10 21/06
რაფ 19:0   4/05 ხტზ 7:0 28/06
ვაირ 25:0   7/05 სპარ 10:12   2/07
ხტზ 10:6 14/05 რაფ 15:11   5/07
სპარ 6:12 17/05 ვაირ 12:12   8/07
დნპრ 32:0 28/05 დნპრ 7:12 16/07
ლვოვ 12:10 31/05 კპი 7:12 19/07
ტაგ 4:12   4/06 ტაგ 0:16 23/07
კპი 28:18   7/06 ლვოვ (0:30) 30/07
ნალჩ 12:13 11/06 ნალჩ 40:6   6/08

Iლ * ორი წრე 1988

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

სოკოლი (ლვოვი)

36 17-3  *2 466:193

სპარტაკი (მ)

34 17-5 436:211

ხტზ (ხარკოვი)

31 15-6  *1 329:204

სმი (ნოვოკუზნეცკ)

28 14-8 422:298

რადუგა (ტაგანროგ)

24

12-10

358:261

შევარდენი (თბილ)

24 12-9  *1$1 289:207

რაფ (ელგავა)

20 10-12 276:290

პრესი (დნეპროპეტ)

20 10-12 257:387

ვაირასი (შიაულ)

19   9-12*1 199:329

კპი (კიევი)

19   9-12*1 286:284

მაი (მოსკოვი)

4   2-20 154:430

უნივერ (ნალჩიკი)

2   2-20  $2 185:563

გატ:გაშ თათურიანთა თანახმად!

<<    დარჩენა - ასვლაზე (IX - XVI ადგილები)

9#ტირასპოლი 11-2*1, 10#ტაშკენტი 11-3,
11#ფილი 9-5, 12#სპარტაკი 8-6 /

13#ლენინგრადი 5-8*1, 14#ლვოვი 5-9,
15#ხარკოვი 3-11, 16#ნოვოკუზნეცკი 3-11

<<    სანუგეშო (XVII - XXIV ადგილები)

24/08-16/10    შევარდენი -

ზელნ 12:12 18:3
კპი 3:23 9:4
ვაირ 27:3 4:6
დნპრ 15:6 9:16
რაფ 3:19 9:9
ნალჩ 13:14 32:12
ტაგ 11:25 20:7

Iლ * სანუგეშო 1988

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

რადუგა (ტაგანროგ)

42 21-15 621:  395

კპი (კიევი)

39 19-16*1 610:  412

შევარდენი (თბილ)

37 18-16*2 $1 474:  366

რაფ (ელგავა)

36 17-17*2 494:  404

პრესი (დნეპროპეტ)

36 18-18 436:  525

ვაირასი (შიაულ)

34

16-18*2

410:  527

სირიუსი (ზელენოგ)

9   4-31*1 290:  718

უნივერ (ნალჩიკი)

9   6-30   $3 289:1027

გატ:გაშ თათურიანთა თანახმად!

<<    ამოსასვლელი

(?) ბოლო/10-დასაწ/11    ჭიათურა

1#სიბწიაჟმაში კრასნოიარსკი 4 (2-1) - ვაირ 6:40, სკა 16:6, ჭიათ 20:7;

2#ვაირასი შიაულიაი (1-1*1) - სკა 9:9, ჭიათ 0:6;

3#სკა თბილისი (1-1*1) - 4#ჭიათურა (1-2) 9:7

ჭიათურის გარდა ყველა შევიდა პირველ ლიგაში!

<<    17 ეროვნების მორაგბე (თათურიანთა თანახმად)

447 რუსი, 141 უკრაინელი, 119 ქართველი, 32 ლიტველი, 29 ყაბარდოელი; 15 თათარი; 14 ებრაელი ლატვიელი; 9 უზბეკი, 4 სომეხი; 3 მოლდაველი პოლონელი; 2 ბერძენი ყაზახი; თითო (1) ლეკი ბელარუსი გერმანელი

<<    საბჭოეთში უკეთესნი
(თათურიანთა გამოკითხვა: 32 პასუხი / 99 ანკეტა)

მსაჯი ვიტას ვასილენკო (ლიტ; მწურთნელი ვიკტორ მასიურა (ალმ; მორაგბე იგორ მირონოვი (ვვა

15 ზუევი (ალმ; 14-11 ვოროპაევი (ვვა; 13-12 ნეჩაევი (ვვა; 10 მირონოვი; 9 ძემიდოვი (სლვ / 1-3 ხოხლოვი (ალმ; 2 მალიკოვი (ლოკ"მ; 4-5 სერგეევი (ფილ; 6-7 ხაირულინი (ავი; 8 წიხონოვი (ვვა * ლილუაშვილი და ძაგნიძე მეორე ნაკრებშიღა!

>>>     XIII საკავშირო თასი

16-26/03    მეოთხედფინალური პულები

<<    ვანი

ქუთაისი - ხარკოვი 35:10 (16/03, ფილი 19:7 (18/03, ლენინგრადი 22:3 (20/03)

1#ქუთაისი 3-0, 2#ლენინგრადი 2-1 / 3#ფილი 1-2, 4#ხარკოვი 0-3

<<    ტაშკენტი

1#ვევეა 5-0, 2#ლოკომ(მ) 4-1 / 3#ტაგანროგი 3-2, 4#ტაშკენტი 2-3, 5#ელგავა 1-4, 6#იოშქარ ოლა 0-5

<<    ოდესა

1#კრასნოიარსკი 4-0*1, 2#ავიატორი 4-0*1 / 3#ტირასპოლი 3-2, 4#ლვოვი 2-3, 5#კპი 1-4, 6#ოდესა 0-5

<<    ოში (ყირგიზეთი)

ელმავალი - სპარტაკი 24:9, ალმათა$2 43:3, სლავა$2 16:4, სლავა 9:15, ალმათა 3:12

1#ალმათა 5-0, 2#სლავა 4-1 / 3#ელმავალი 3-2, 4#სლავა$2 2-3, 5#სპარტაკი 1-4, 6#ისკრა (ალმათა$2) 0-5

<<    მეოთხედფინალი

10/08 ქუთაისი 10:15 სლავა
  ვევეა 13:3 ავიატორი
  კრასნიარ 16:9 ლოკომ(მ)
  ალმათა 22:9 ლენინგრდ

<<    ფინალური ოთხეული (ალმათა)

11/10 სლავა 6:6 კრასნიარ
  ალმათა 9:0 ვევეა

13/10

სლავა

16:12

ვევეა

  ალმათა 19:18 კრასნიარ

15/10

ვევეა

13:9

კრასნიარ

  ალმათა 12:6 სლავა

1#ალმათა 3-0, 2#სლავა 1-1*1, 3#ვევეა 1-2, 4#კრასნიარ 0-2*1

>>>     საქართველოს სპორტ-სახ-კომის თასი

14/04 საქართველო 24:22 რუსეთი

საქ (ქუთ) ძაგნიძე ჟორჟოლიანი ძოწენიძე ხარშილაძე დეისაძე (მარიამიძე) (10-9) მაჩიტიძე ლოსაბერიძე / ბაბუნაშვილი ტურძელაძე (ფირცხალავა) ლილუაშვილი; ალექსიძე$შევ კაშია$ელმ (სვანიძე) ოდიშარია (გაბუნია) ნემისწვერიძე გაბიძაშვილი - 3ლ: დეისაძე ჟორჟოლიანი ძოწენიძე; 3გ: ძაგნიძე; 2ჯ: ძაგნიძე ლილუაშვილი

რუს (კრს) - ლ: კისელიოვი; 6ჯ: ნიკოლაევი

რეფ კნორი (ყზხ) სალხინო (ვანი)

6:0(5) 9:0(13) 9:3(15) 9:6(23) 12:6(30) 18:6(35) 18:10(38) / 18:13(55) 24:13(57) 24:16(65) 24:19(76) 24:22(78)

16/04 საქართველო 30:12 ქუთაისი ვანი
  საბჭოეთი 38:12 რუსეთი მარტვილი
18/04 ქუთაისი 11:30 რუსეთი ხონი
19/04 საქართველო 9:36 საბჭოეთი ქუთაისი

1#საბჭოეთი, 2#საქართველო, 3#რუსეთი, 4#ქუთაისი (ახალგ)

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    მშენებელი (ქუთაისი)

! ლელოთი შევსებული თათურიანთა ცნობარი (თასიანად; თ = პირველობის თამაში)

(ბეკ) 15 ნუგზარ ძაგნიძე 26თ, იგორ მარიამიძე 18; 14-11 კახა გაბრიჩიძე 22, ოლეგ ჟორჟოლიანი#15 31, ბათლომე ხამაშურიძე 24, მიშა ხარშილაძე 23, ოლეგ ლიპარტელიანი 25, პაატა ძოწენიძე 11 * მამუკა ჯანაშია, ხვიჩა გეგელია; 10 ავთო დეისაძე#13 22, კახა მაჩიტიძე 7; 9 მამუკა ლოსაბერიძე#12 27, დათო იობიძე 16 * არჩილ სოხაძე /

(ფორ) 1-3 რობერტ ობოლაძე კაპ 25, თენგიზ ტურძელაძე!ჰ 30, ბესო ლილუაშვილი 28, გუგა ბაბუნაშვილი 24, ალეკო გაბიძაშვილი#8 11, გელა ფირცხალავა!ჰ 7 * ალექსანდრე ლიკლიკაძე, ავთო პაპუაშვილი!ჰ; 4-5 ალეკო გრიგალავა 30, თამაზ ოდიშარია#6 31, გრიგოლ გაბუნია 5, გია წივწივაძე 3, მათე სვანიძე#3 5, ალექსი ისაკაძე$ * კახა რუსაძე; 6-8 ნიკოლოზ ნემსიწვერიძე#12 19, თამაზ ფხაკაძე 16, ზაზა თხელიძე#!ჰ 15, ბადრი შვანგირაძე 8, საშა ნაჭყებია 24, მამუკა ჭიქაბერიძე 6 * ანანო გელავა

(მწ) დუგლას კავთელაშვილი, ლიპარტელიანი, მურთაზ დადუნაშვილი (მნჯ) გიზო ცქიტიშვილი, ანზორ ალხაზაშვილი (ექ) მერაბ გაბიძაშვილი (ფიზ) თემურ მინდიაშვილი; (ფედერაცია) რამაზ ყანჩაველი, (სახლმშენი) თამაზ ბერეკაშვილი

ქულა

187 (3ლ 23გ 37ჯ 6ა) ძაგნიძე
  96 (6ლ 18გ 12ჯ) ლილუაშვილი
  55 (12ლ 2გ ჯ) ნაჭყებია
  44 (11ლ) გაბრიჩიძე
  40 (10ლ) ოდიშარია
  28 (4ლ 3ჯ ა) ძოწენიძე
  20 (5ლ) ლიპარტელიანი
  18 (3ლ 2ა) დეისაძე
  12 (3ლ) გრიგალავა ფხაკაძე
    9 ხამაშურიძე (ლ გ ჯ; მაჩიტიძე (3ა)
    8 (2ლ) ტურძელაძე ობოლაძე ნემსიწვერიძე მარიამიძე
    7 (ლ ა) ჟორჟოლიანი
    4 (ლ) ლოსაბერიძე ხარშილაძე თხელიძე გაბიძაშვილი

<<    ელმავალი (რრკ ლელო)

^ შარშან შერისხული

(ბეკ) 15 ირაკლი ლეჟავა^ 14თ; 14-11 ალეკო ხვედელიძე^#15 27, ლევან ჩიქვინიძე^#10 14, თემურ შერაზადიშვილი^ კაპ$1 7, გია მეტრეველი^ 22, კოკა კლდიაშვილი 1, ემზარ გეგუჩაძე$ქუთ#15 21, ვალერი მანთიძე^ 17, ვანო საცერაძე$შევ 8 " მიხეილ ხარატი; 10 მალხაზ ჭეიშვილი^#9#15#12 კაპ$2 25, გიორგი ძაგანელი#15 2, თენგიზ თავაძე^#12 25, დავით ჩავლეიშვილი$შევ(მედ 16 * ვატო ლეჟავა; 9 ნუგზარ გაბრიჩიძე^ 19, იგორ ქერაული#11 11 /

(ფორ) 1-3 კახა გიუნაშვილი 21, ნუკრი წიკლაური!ჰ 7, ზაზა ბაკურაძე^ კაპ$3 26, დათო კაკაბაძე^!ჰ#6 26, დათო შუბითიძე^ 14, დათო გიორგაძე^#4 18, ლიოშა მჭედლიძე 4, ზაზა ძიძაძე!ჰ 7, ვალერი გიორგობიანი 1 * სულხან სულხანიშვილი, ოთარ ჯინჭარაძე!ჰ; 4-5 თამაზ ხუადე^ 25, ხვიჩა კაშია^ 18, ბადრი მექვაბიშვილი^ 13, გივი ყუფარაძე#7 6 * ლაშა ჩიქვინიძე; 6-8 გია გიუნაშვილი^#5 27, დათო ღუდუშაური^ 15, გაიოზ მონიავა#14 24, ჯემალ ბასილაშვილი^ 22, თემურ ნარიმანიძე^#14 12, რეზო ჯაფარაშვილი 16 * თემურ ქერტყოევი

(მწ) თამაზ მგელაძე^, ნიაზ მამრიკიშვილი^, მონიავა, მერაბ ანთაძე (მნჯ) კოკა ლაზიშვილი^, მერაბ ფერაძე (მაწრთობი) ლექსო ბურნაძე^

ქულა (პირველობა სრულად! თასზე რაც ცნობილია)

130 (2ლ 10გ 33ჯ ა) ლეჟავა
  62 (4ლ 8გ 9ჯ ა) ჩავლეიშვილი
  38 (8ლ 2ჯ) ხვედელიძე
  20 (5ლ) მანთიძე
  16 (4ლ) გ.გიუნაშვილი
  14 თავაძე (2ლ 2ა; გეგუჩაძე (2ლ 3გ)
  12 (3ლ) ჯაფარაშვილი
  11 (2ლ ა) ჩიქვინიძე
  10 (ლ 3გ) საცერაძე
    8 (2ლ) მეტრეველი კ.გიუნაშვილი ბაკურაძე გიორგაძე
    6 (2ა) ჭეიშვილი
    4 (ლ) გაბრიჩიძე ღუდუშაური ბასილაშვილი მექვაბიშვილი ძიძაძე
    2 (გ) ძაგანელი

<<    შევარდენი

(ბეკ) 15 ედუარდ ბარსეგიანი#14, ირაკლი ლეჟავა$ლოკ(ჯარ, მერაბ მარჯანიშვილი$ლოკ(ჯარ; 14-11 გია კურატიშვილი, მიხეილ გარუჩავა, მიშა კალანდაძე#15#10, ვანო საცერაძე, ლადო გვიანიშვილი#15, ლაშა ვაშაძე, გოგა რაზმაძე, ილია მუზაშვილი, გია შანშიაშვილი$, ლევან ჩიქვინიძე$ლოკ(ჯარ; 10 ზაზა ხუჭუა#15, გიორგი ღვინიაშვილი#14#12, გიორგი ძაგანელი$ლოკ(ჯარ; 9 შავლეგ ჯანელიძე, გიორგი სურმავა#10 /

(ფორ) 1-3 მამუკა გაგნიძე, გიორგი ბერიაშვილი!ჰ#3 მამუკა მჭედლიძე, გია გოდერძიშვილი!ჰ ავთო მაზანაშვილი; 4-5 ალიკ მარტიროსოვი, დათო კახეთელიძე#1, გოჩა მაჭავარიანი, ლევან მგელაძე^$ლოკ#8, თემურ ალექსიძე, ნიკა დევდარიანი, დავით ბიძინაშვილი#14; 6-8 ირაკლი თეზელაშვილი, ბიძინა გეგიძე#5, ვახო კაპანაძე კაპ, ნუგზარ მგელაძე, ზურაბ ზოიძე,

(მწ) რამაზ სანებლიძე, გარუჩავა (მნჯ) ზ.ქობელაშვილი

ქულა (რაც ცნობილია)

45 (6გ 11ჯ) კურატიშვილი
23 (ლ 2გ 5ჯ) ბარსეგიანი
14 (2ლ 2ჯ) საცერაძე გარუჩავა
12 (3ლ) ჯანელიძე
  8 კალანდაძე ბიძინაშვილი (2ლ; ლეჟავა მარჯანიშვილი (გ 2ჯ)
  6 (2ა) ხუჭუა
  4 (ლ) ნ.მგელაძე კაპანაძე ბერიაშვილი სურმავა ლ.მგელაძე თეზელაშვილი ჩიქვინიძე გოდერძიშვილი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1987/89

პირველი ჯგუფი (ორ წრედ)

<<    პირველი წრე (სბჭ: ქუთაისი ქუთაისი)

  7/02 საფრანგეთი 19:9 იტალია
  2/04 იტალია 3:12 რუმინეთი
17/04 რუმინეთი 16:7 ესპანეთი
23/04 საბჭოეთი 12:7 ესპანეთი
15/05 ესპანეთი 16:32 საფრანგეთი
22/05 საბჭოეთი 17:10 საფრანგეთი

ჩვენები: ძაგნიძე ესპ*ა, ლოსაბერიძე ესპ / ლილუაშვილი ესპ სფრ; მნჯ კავთელაშვილი

I წრე 87/88

მ-წ

გატ:გაშ

საფრანგეთი 3-1 110:45
საბჭოეთი 3-1   51:44
რუმინეთი 3-1   49:69
იტალია 1-3   34:43
ესპანეთი 0-4   30:73

<<    მეორე წრე (ალმათა ტრევიზო მადრიდი)

23/10 საბჭოეთი 23:9 რუმინეთი
  5/11 იტალია 12:18 საბჭოეთი
20/11 ესპანეთი 9:21 საბჭოეთი
26/11 რუმინეთი 12:16 საფრანგეთი

სბჭ 6-1, სფრ 4-1, რუმ 3-3, იტა 1-4, ესპ 0-5

ჩვენები: ძაგნიძე რუმ*გ3ჯ იტა*გ2ჯ ესპ*ჯ; ლოსაბერიძე ესპ; მნჯ კავთელაშვილი

>>>     ტურნე არგენტინაში

29/06-9/07

საბჭოეთი - ენტრე რიოსი 43:13 (პარანა, სან ხუანი 29:12, პროვინციები 7:27 (კორდოვა, წვეული 20:20 (როსარიო)

ჩვენები: ძაგნიძე ლოსაბერიძე / ლილუაშვილი; მნჯ კავთელაშვილი

>>>     XV (სავეცკი სპორტის) საერთაშორისო ტურნირი

მოსკოვი    ფილი, სლავა, კრასნი ბალწიეცი

16/09 საბჭოეთი 13:10 საბჭოეთი$2
17/09 შტატები 17:7 რუმინეთი

20/09

საბჭოეთი

18:28

რუმინეთი

21/09 საბჭოეთი$2 9:26 შტატები

24/09

საბჭოეთი$2

6:8

რუმინეთი

25/09 საბჭოეთი 31:16 შტატები

1#სბჭ 2-1 (პირისპირ +5, 2#რუმ 2-1 (=0, 3#აშშ 2-1 (-5,
4#სბჭ$2 0-3

ჩვენები: ძაგნიძე რუმ*ლ, ხუადე (სბჭ; ფირცხალავა ხვედელიძე (სბჭ$2)

შვიდკაცა: რეფ მალხაზ კოროშინაძე (სბჭ - აშშ)

>>>     სტუდენტთა I მსოფლიო თასი

6-28/08    25 ქალაქი (სამხ.საფრანგეთი) ფინალი ბეიონში

`ა` პული

1#საბჭოეთი 3-1 (54:39) - ზელ 9:3, ინგ 18:16, შტლ 19:10, იტა 8:10;
2#ზელანდია 3-1 (76:35) - ინგ 25:13, შტლ 19:3, იტა 29:10;
3#ინგლისი 2-2 (86:52) - შტლ 16:9, იტა 41:0;
4#შოტლანდია 1-3 (45:64) - 5#იტალია 1-3 (30:101) 23:10

`ბ` პული

1#საფრანგეთი 3-0 (133:27) - არგ 19:12, უელ 49:12, ფიჯ 65:3;
2#არგენტინა 2-1 (91:29) - უელ 24:10, ფიჯ 55:0;
3#უელსი 1-2 (55:87) - 4#ფიჯი 0-3 (17:153) 33:14

ნახევარფინალი

25/08 საბჭოეთი 3:12 არგენტინა
  საფრანგეთი 12:18 ზელანდია

ფინალები

28/08    9#იტალია

7-8 შოტლანდია V:0 ფიჯი
5-6 ინგლისი 24:19 უელსი
3-4 საფრანგეთი 47:18 საბჭოეთი
1-2 ზელანდია 30:21 არგენტინა

ჩვენები: 15 ძაგნიძე ზელ*2ჯა ინგ*2გ2ჯ იტა*ლ შტლ*გ3ჯ არგ*ჯ სფრ*ჯა; 14 ხვედელიძე ზელ იტა არგ სფრ; 14 ჯანელიძე ზელ ინგ იტა*ლ შტლ არგ; ღვინიაშვილი / 1 ბაკურაძე არგ; 4 ხუადე ზელ ინგ იტა არგ სფრ*ლ; 6 გ.გიუნაშვილი იტა; მწ რამაზ სანებლიძე ! ძაგნიძე 43 ქულა (ლ 3გ 9ჯ 2ა)

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

(?/03-3/04) მაკარსკა (ხორვატია, იუგოსლავია)

1#საფრანგეთი 32:19 2#საბჭოეთი

! ჩვენიანი: გიორგი ღვინიაშვილი (შევ)

>>>     საქართველოს პირველობა

ოქტომბერი   
ექვსი 4-გუნდა ტური (3 ჭიათურა, 2 ზესტაფონი, 1 თბილისი)

1#სკა 7-0 (მწ გურამ მოდებაძე) - ქუთ 15:13 ზ1, ჭიათ 9:6 ჭ2, ავი 13:3 ჭ2, სპი 20:16 ზ1, ზოო X:0 თ, თსუ 26:14 თ, ზსტ 53:8 ზ1

2#ქუთაისი$2 6-1 (მწ რამაზ სვანიძე) - ჭიათ V:0 ჭ3, ავი 13:12 ჭ3, სპი 24:8 ზ1, ზოო 16:9 ზ2, თსუ 30:16 ზ2, ზსტ 33:4 ზ1

3#ჭიათურა 4-2*1 (მწ ვახტანგ დეკანოიძე) - ავი 9:0 ჭ1, სპი 18:9 ჭ2, ზოო 3:3 ჭ1, თსუ 21:12 ჭ1, ზსტ V:0 ჭ3

4#ავიატორი (სამედიცინო) 4-3 (მწ რეზო ჩხეიძე) - სპი 37:3 ჭ2, ზოო 32:15 ჭ1, თსუ 30:9 ჭ1, ზსტ 10:7 ჭ3

5#სპი 3-4 (მწ ლაშა გეგენავა) - ზოო X:0 თ, თსუ V:0 თ, ზსტ 24:21 ზ1

6#ზოოვეტი 2-2X2*1 (მწ თემურ ცინცაძე) - თსუ 15:12 ჭ1, ზსტ 64:0 ზ2

7#უნივერსიტეტი (თსუ) 1-6 (მწ გიორგი სურმავა) -

8#ზესტაფონი 0-7 (?) 7:6 ზ2

>>>     თბილისობის შვიდკაცა

29-30/10    თბილისი    ვაკე

მსაჯები: გოჩა აბაშიძე (9 თამაში) ზურაბ რეხვიაშვილი (8)

მთავარი ჯილდო: სპილენძის ფარდა-ლანგარი (რამაზ ხვედელიძე, გია ჯაფარიძე)

სანუგეშო ჯილდო (VII ადგილი: ორჯონიკიძის რაიონის სპორტკომიტეტის თასი (გია მიქაძე)

ა პული
1#მწვანეები (ელმავალი$2) - ავი 6:4, ზოო 16:3; 2#ავიატორი - 3#ზოოვეტი 14:3

ბ პული
1#შავები (ელმავალი) - სპი 12:0, თსუ 28:0; 2#სპი - 3#უნივერსიტეტი (თსუ) 16:0

გ პული
1#თბილისობა (სკა) - შევ 10:0, აკად 10:0; 2#შევარდენი - 3#აკადემია 16:0

სანუგეშო
7#აკადემია - 8#უნივერსიტეტი 11:10; 9#ზოოვეტი აღარ მოსულა!

ვაილდ ქარდი
სპი - შევ 6:4, ავი 15:7; 5#შევარდენი - 6#ავიატორი 18:0

ნახევარფინალი
თბილისობა 15:0 მწვანეები, შავები 18:4 სპი

მცირე ფინალი
3#მწვანეები 4:0 4#სპი

ფინალი
1#შავები 10:8 2#თბილისობა

კ.გიუნაშვილი ბასილაშვილი გ.გიუნაშვილი*ლ გაბრიჩიძე ა.ხვედელიძე*ლ საცერაძე*გ მანთიძე (მეტრეველი) - ნ.მგელაძე*ლ თეზელაშვილი*ლ (ბესელია) ნარიმანიძე ი.ლეჟავა მაჩიტიძე ჩიქვინიძე მარჯანიშვილი

>>>     გია ბუბაშვილის ხსოვნის "ქალაქის თასი"

8-13/03    სამედიცინო

1#სკა 11:10 2#სამედიცინო

3#სპი ... ზოოვეტი უნივერსიტეტი აკადემია

>>>     ჭაბუკთა პირველობა (1970-71 დაბ)

ბოლო/05    ანგისა (ბათუმი)    6 გუნდი

პირველი პული

1#შევარდენი 23:7 2#ქუთაისი, 3#ლანჩხუთი

მეორე პული

1#ელმავალი ... სპორტსკოლა ჩოხატაური

ფინალები

1/2 შევარდენი 16:3 ელმავალი
3/4 ქუთაისი 24:0 სპორტსკოლა

შევ: ირაკლი დვალი, ღვინიაშვილი, ჯანელიძე, თეზელაშვილი, ლაშა ცხადაძე, ნუგზარ კიკნაძე ... (მწ) მერაბ აბდუშელიშვილი

>>>     საკავშირო "ოქროს ოვალი" (1974-75 დაბ)

4-12/08    სტუდქალაქი; ლელო სულ ვაკეში!
ორ პულად * მთ.მსაჯი ფარსმან გაბაძე

1#ლელო 7:3 2#შევარდენი
3#ტაგანროგი, 4#ლანჩხუთი (მწ თენგიზ მენაბდე) ...
სლავა კრასნოიარსკი ზელენოგრადი ქუთაისი

ლელო (სპორტსკოლა) შოთა მოდებაძე, გიორგი ასათიანი, ოთარ თაბუკაშვილი, გუჯა იოვაძე, გიორგი ბუგიანიშვილი, ირაკლი ფაღავა, ვახტანგ მგელაძე, გიორგი გელოვანი ... (მწ) ბათუ კევლიშვილი, მალხაზ კოროშინაძე

შევარდენი: დათო ტოგონიძე, ჯუმბერ ჯანაშვილი, ალეკო კვარაცხელია, თემურ ქომეთიანი, კახა ალანია ...

>>>     ფროლოვის ხსოვნის ტურნირი

გაზაფხული    მოსკოვი

<<    1970-71 დაბ

1#ქუთაისი

ოვა სვანაძე, კოტე ჯინჭარაძე, გელავა, გ.ნარსია, ა.სულაბერიძე, კ.ჭეიშვილი, გ.მორჩაძე, კ.კალანდაძე, გ.გოგონაძე, ზ.ზიბზიბაძე, ზვიად კუპრაშვილი, მ.ჭიხვაძე, რ.სტურუა, ი.ირემაძე, გეგელია, ა.იობიძე, გოგა გულვერდაშვილი

<<    1972-73 დაბ

3#სპორტსკოლა ქუთაისი

გ.მგელაძე, დ.ჩუბინიძე, გ.ოსაძე, დათო აშვეთია, კ.კოროევი, ზ.შვანგირაძე, ნ.მახარაძე, თ.ლომიძე, ლ.ტყეშელაშვილი, გ.მორჩაძე, ზური კიკალეიშვილი, გ.ლომიძე, ს.ალხაზაშვილი, რ.ალიევი, ლ.მაღლაკელიძე, კ.მანაგაძე, მ.ქათამაძე

მწ: რამაზ სვანიძე, ალეკო ნიქაბაძე, ზაზა გოგავა

>>>     ჭაბუკთა ღია ტურნირი (1972-73 დაბ)

ბოლო/03    სტუდქალაქი

1#რეგბისა და ბეისბოლის სპორტ სკოლა (ყოფილი ტუნო)

2#ლოკომოტივი, 3#ტირასპოლი, 4#ლვოვი, 5#ივერია

>>>     ჭაბუკთა საკავშირო ტურნირი (1973-74 დაბ)

ნოემბერი    ტირასპოლი

1#ივერია შევარდენი (172 სკოლა, ვაზისუბანი) - ტაგანროგი 17:4, ლვოვი 22:0, ოდესა 36:8, ბელცი 32:0, ტირასპოლი 13:11

>>>     მოზარდთა პირველობა (1974-75 დაბ)

ბოლო/04    სტუდქალაქი, სამედიცინო

1/2 სპორტსკოლა 44:10 ქუთაისი
3/4 ლანჩხუთი 10:8 ივერია

უკეთესნი: ჯაბა ქასრაძე, გუჯა იოვაძე, შოთა მოდებაძე, ბექა ბაზაძე (სკოლა)

>>>     ჭაბუკთა საკავშირო ტურნირი

მაისი    მაღლაკი

1#ქუთაისი, 2#სპორტსკოლა (ქუთ, 3# სპარტაკი (მოს, 4#ტაგანროგი ...

როსტოვი ... წყალტუბო (მწ: ბორის ზიბზიბაძე, ავთო გურეშიძე)

ქუთ: ჯანაშია, ჯინჭარაძე, ვ.სვანაძე, კუპრაშვილი, ემზარ ძაგნიძე, გეგელია, მორჩაძე, აშვეთია, ლომიძეები, დ.ნაცვლიშვილი (მწ) რამაზ სვანიძე, ალეკო ნიქაბაძე, ზაზა გოგავა, ავთო ჩუბინიძე, დიმიტრი ფულარია, თამაზ გიორგობიანი (დირ) ვ.თვალთვაძე

<<< >>>