ნათლობა რიონის პირად

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვიდა ჯერი გარდამტეხი 1989 წლისა, რომელშიც შეიქმნა ეროვნული ნაკრები და ირბ-ში გაიგზავნა აღიარების თხოვნა; გამოიცა წიგნი; გასწორდა თამაშის სახელის მართლწერა; ფედერაციას კავშირი ეწოდა; დაფუძნდა რაგბის ასოციაცია და "აიად" მონათლულმა ქუთაისის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო საკავშირო პირველობა, ხოლო თბილისმა მაგავე ასპარეზზე სამი გუნდით იბურთავა.

112-გვერდა წიგნი, სახელად "რეგბი, რეგბი!" ხუთი ათას ცალად გამოსცა გაბრიელ ბარჯაძემ, რაზეც ოთარ ოთარაშვილმა ლელოში შენიშნა, ქართულ რეგბიზე წიგნი ადრე არასოდეს გვქონიაო. რეგბი რაგბად იქცა ლელოშივე, 25 აპრილს დაბეჭდილი, დათო კილასონიას ლინგვისტური წიაღსვლის შემდეგ, და ერთადერთ სპორტულ გაზეთს 9 აპრილის შემდეგ გათამამებულმა მედიამაც უმალ აუწყო ფეხი.

იმპერიის მიერ რუსთაველზე დატრიალებულმა მედესანტის ნიჩბებმა საზოგადოების ცნობიერება რადიკალურად შეცვალა. უკვე საჯაროდ იხილებოდა საკითხები, რომელთა გამოც მანამდე, გინდ შიშით და გინდაც უიმედობით, დუმდნენ. სამყაროს ბედის განმრიგეთა დასტურით, მუშაობა გაჩაღდა საქართველოს სუვერენიტეტის გაფართოებაზე. ჰოდა, სპორტულ თემში რაგბმა ბევრს დაასწრო და 25 ივნისს ლელოში დასტამბა ერთ-გვერდიანი "გზა წინსვლისა"

ნათელი მიზანი

დღევანდელი გადასახედიდან სტატიის ზოგი პასაჟი მიამიტურია, მაგრამ ნაშრომმა მთლიანობაში ნათელი მიზანი და სამოქმედო გეგმაც დასახა. ავტორმა ივარაუდა, რაგბში დამოუკიდებლობის მიღწევა სხვა, ოლიმპიურ სპორტებზე უფრო რეალურია, რადგან საბჭოთა სისტემას ოვალური ბურთი გულზე არ ეხატება და მაგიტომ არ შედის ირბ-ში, ვინც შეიძლება წევრად მიგვიღოს, რადგან მსოფლიოში თამაშის გავრცელება სურსო.

წერილში არსებული სისტემის ალტერნატივაც იყო მოტანილი: ჩვენს ოთხ, საუწყებო, შტატიან გუნდს საბჭოთა მარათონში კი არ უნდა ერაგბა, არამედ მათი კონტინგენტის გადანაწილებით და სტუდენტური გუნდების მოძლიერებით, უნდა დაგვეწესებინა ორ-ლიგიანი ეროვნული პირველობა. ამის საფუძველზე შევქმნიდით ეროვნულ ნაკრებს, რომელიც უფრო კომპაქტურ, "საბჭოთა ერთა" პირველობაზე ითამაშებდა, და ბრიტანული მოდელით, ლომების დარად, ხანდახან "საბჭოთა დათვებშიც" მივავლენდით უკეთესებს.

ირბ-ში შესვლით ჩავებმებოდით მსოფლიო თასში, რომლის საწყის ორ გათამაშებასაც საბჭოეთმა პოლიტიკური მოტივებით უგანა. მოვაწყობდით ტურნეებს, რომლებსაც იმხანად, სამოყვარულო ხანის დაისზე, ჯერაც ტურნირებზე მეტი გასავალი ჰქონდა, და საქართველოშიც ვუმასპინძლებდით უცხოელებს. ამათგან პირველი ჰორიზონტზე ჩანდა: ზიმბაბვე ჩრდილო ნახევარსფეროს მოვლას გეგმავდა და რამდენიმე მატჩი საბჭოეთშიც უნდა გაემართა.

მცირედი გაუგებრობა

აფრიკელთა მოჩანგლვა ოდენ მარიფათის საქმე იყო. საბჭოთა რაგბის ელიტა ხვდებოდა, თუ საქმე საითკენ მიგვყავდა, მაგრამ ქუთაისში ბოლოჯერ მაინც გვეწვია სალხინოდ და ნაკრების შექმნაც მოგვილოცა. საპროგრამო სტატიის რეცეპტითვე შეირჩა რაზმიც: საკავშირო პირველობის მორიგი, მეგობრული რკენის შემდეგ, ქუთაისელმა დუგლას კავთელაშვილმა და თბილისელმა თემურ ბენდიაშვილმა დაასახელეს კანდიდატები, მთავარი მწურთნელობა კი სპორტ-სახ-კომის "გოს ტრენერმა" კილასონიამ ითავა.

15-ეულში რვა ქუთათური და შვიდი ტფილელი მოხვდა. გუნდი მატჩამდე სამი დღით ადრე შეიკრიბა რიონის პირად, მანამდე კი მცირედი გაუგებრობა მოხდა - შეპირებული შინდისფრის ნაცვლად, შეიკერა მუქი ლურჯი ფორმა. ამაზე კავშირს ლელოთი შეუტია ასოციაციამ, რომელიც თავად მოქმედმა მოთამაშეებმა - ნუგზარ გაბრიჩიძემ, მალხაზ ჭეიშვილმა, ბიძინა გეგიძემ, მიხეილ გარუჩავამ შექმნეს, და პრობლემა იოლად მოგვარდა - რუდოლფ რაქვიაშვილის ფაბრიკამ გაამზადა საოცნებო კომპლექტი, ხოლო დაწუნებული ვეტერანებმა ჩაიცვეს და მოსკოვში მოიგეს საკავშირო ტურნირი.

თამაშის დღეს, 12 სექტემბერს, გადაუღებლად წვიმდა. ქუთაისში შეიკრიბა სრულიად რაგბეთი, სპორტის ფანობა და ფართო პოლიტიკური სპექტრიც. ტესტს წინ უძღოდა ბებრების ჭიდილი და ლელობურთი, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც ყოველმხრივ დააკნინა ისტორიული მოვლენა: აღმართა "სოლნეჩნაია ღრუზიის" დროშა, დაუკრა საბჭოთა ჰიმნი და არც ტელევიზიით გადააცემინა მატჩი, რომელშიც საქართველოს მობურთალთა ნაკრები, პატრიოტულ ჟრიამულში, პირველად ეჯიბრებოდა უცხოეთისას.

უშუალობით მოხიბლეს

სველი ოვალით დამბალ მინდორზე რომ ვერ გაიშლებოდა ბურთაობა, მორკინალებით დავჯაბნეთ ზიმბაბვე. ლიტველთა ჩამოყვანა ვერ მოხერხდა და მსაჯობდა გოჩა აბაშიძე. კაპიტანი ოლეგ ლიპარტელიანი პირველ ტაიმშივე დაგვემტვრა, ყველა ქულა კი ნუგზარ ძაგნიძემ მოგვიტანა. მერე, ნამატჩევს, თეთრ ქვებში ყოფილა საარაკო "მესამე ტაიმი", რომელიც ჩვენივე უთუმცაო გამარჯვებით დასრულდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გაირკვა, რომ ხელობით ფოტოგრაფთაგანაც არავის გადაეღო "ამხანაგური თამაში"

ნაკრების წარმატებული ნათლობა ერთი არგუმენტი იყო იმათგან, რომლითაც კავშირის პრეზიდენტი, გლდანის რაიკომის პირველი მდივანი ალეკო გოცირიძე და გენ-მდივანი კილასონია 22-25 ნოემბერს, ვებრიჯში (სარის საგრაფო) ირბ-ის კონფერენციაზე წარდგნენ. ჩვენმა დესპანებმა უშუალობით ყველანი მოხიბლეს და სახსოვრად ხანჯლები და ჰალსტუხები დაურიგეს, მაგრამ ჭარმაგი მამები ნასმურევზე რომ შეიკრიბნენ საიდუმლო სერობაზე, საქართველოს საკითხის განხილვა მაინც სამერმისოდ გადადეს.

იმხანად ფოსტა რომ ისინჯებოდა, წევრობის განაცხადი ჩვენმა კავშირმა ქუთაისში სამოყვროდ ჩამოსული უელსური ქალაქის, ნიუპორტის დელეგაციას 16 აგვისტოს გაატანა. მანამდე, მოსკოვის ბოლო (!) საერთაშორისო ტურნირზე, ჩამოვიდა თვით ირბ-ის შეფი, უელსელი ქის როულენდზი. საბჭოთა სპორტის მახვშებმა ესოდენ საპატიო სტუმარს ცხვირი აუბზუეს, კავთელაშვილმა, კილასონიამ, ნოდარ ჩაჩანიძემ და რომეო ღვინიაშვილმა კი, 21 ივლისის სუფრაზე, ირბ-ში საქართველოს მიღება შესთავაზეს ახოვან ჯენთლმენს.

აია ნისიად

ტურნირი უმაღლესი ლიგის ოთხ-კვირიანი ანტრაქტის დროს მოეწყო "სტალიცის" იავარ-ქმნილ სტადიონებზე. "პერესტროიკა" და "ხოზ-რაშჩოტი" ყველა სფეროში რომ შეიჭრა, "ზასტოის" დროს აწყობილი ყოფა გაქაოსურდა. ჰოდა, ისე გაჭირვეულდა "აეროფლოტი", რომ გუნდები ადგილზე დროულად ვეღარ ჩადიოდნენ და თამაშები იდებოდა, მათზე უფრო ხშირად კი მსაჯები დადიოდნენ შატალოზე.

წინა წელს ქუთაისი ზედიზედ მეორედ რომ გახდა ჩემპიონი, მოსკოვში დაფაცურდნენ და პირველობის ფორმულა კიდევ შეცვალეს. გადაწყდა, რომ 12-გუნდა, ორ-წრიანი შესარჩევის შემდეგ, როცა რვა უკეთესი ოთხი ფინალისტის გამოსავლენად შეჯიბრს ორ ზიგზაგურ ოთხეულად გააგრძელებდა, საბოლოო ცხრილში ყველა პულური შედეგი ჩათვლილიყო. ამით სალაღობო, არაფრის მომცემი თამაშები გამოირიცხა, მაგრამ ქუთათურებმა მორიგ სიახლესაც სხვებზე უკეთ აუღეს ალღო და უწინდელზე უფრო დამაჯერებლად იჩემპიონეს.

სტარტზე გუნდს ფინანსურად უჭირდა - ჯამაგირის დასარიგებელ ფულს ხომ არ ურიცხავდნენ და შეკრებებზეც ნისიადღა უშვებდნენ. იმავდროულად პრესაში მიმდინარეობდა დისკუსია სპორტული გუნდების სახელდების შესახებ. ჰოდა, კავთელაშვილმა მწარედ იხუმრა, შექმნილი ვითარების გამო ეგებ "ნისია" დაგვარქვათო. მერე იყო და ქალაქის მამებთან კონსულტაციის შედეგად, მშენებელს უბრალოდ "ქუთაისი" ეწოდა, 9 აპრილის შემდეგ კი, გუნდისვე სურვილით, აია!

დიღმის ბაზაზე

ტრაგედიამ ძაან არია კალენდარი, რომლის მიხედვითაც სტარტზე ბლომად ვრაგბობდით შინ, მერე კი უფრო გრძელი ტურნეები გველოდა. აიას გაუცდა რამდენიმე თამაში, ელმავალს კი მატჩები სტუმრად გადაუტანეს. ამის გადამკიდე ლელომ ცხრილში შემოიღო ახალი გრაფები, შინ და გარეთ, ქულათა დათვლაში კი, ვითომც დროებით, აღადგინა ის კლასიკური, მ 2 - წ 0 " ფ 1 სისტემა, რომლიდანაც ამ მატიანეში ერთხელაც არ გადაგვიხვევია.

გასაძლებმა ჭირმა ქართული გუნდები ისე დააახლოვა, რომ წლის ბოლომდე ყველა შინა-ომი სპარინგად იქცა. ორმოცი რომ ჯერაც არ შესრულებულიყო, პირველი რკენა საიდუმლოდ, მოედნის დაუხაზავად და უკაროდ მოეწყო დიღმის ბაზაზე, რომელიც რაგბს მრავალ-წლიანი კეჭნაობის შემდეგ დაუბრუნეს. აიაში აღარ რაგბობდნენ ჯეელები, ზაზა თხელიძე, პაატა ძოწენიძე და ბებრები, რობერტ ობოლაძე და ალეკო გრიგალავა, ხოლო ელმავალი თემურ ბენდიაშვილმა გადაიბარა თამაზ მგელაძისგან, ვინც კოლექტივი ორ წელში ფეხზე დააყენა.

მოძღვრის შეცვლა რკინიგზელთა საბურთაო ყაიდასაც შეეტყო: ფორვარდთა თამაში კიდევ უფრო გაძალისმიერდა და აბრაგანებიც გახშირდა. თავიდან ზომიერება გვღალატობდა - ფილი ათჯერ ვათრიეთ, ლელომდე 14-ჯერ დაგვაკლდა ორიოდე ნაბიჯი და 60 შერკინებიდან 26 ფილის წითელ ზოლში მოეწყო, მაგრამ თანდათან დავაღწიეთ თავი 10-კაცა რაგბს და სლავა ოთხჯერ რომ დავალელოვეთ, რვეულში ფინიშამდე ერთი რაუნდით ადრე დავფუძნდით.

რაგბის კვირეული

ამ მატჩში ლამის ყველა შანსი გამოვიყენეთ. თავიდან მალხაზ ჭეიშვილმა მოაწყო ორი სლალომი და ალეკო ხვედელიძე ჯვარზე შეუშვა; მერე თამაზ ხუადემ მიკრა დაგდებულ ბურთს ფეხი და რეზო ჯაფარაშვილი დაახტა; მეორე ტაიმში ძმებმა გიუნაშვილებმა, გიამ და კახამ ჯიქურ იარეს, ბოლოს კი დათო ჩავლეიშვილმა ჩვენსავე ნახევარზე შემოურბინა თენგიზ თავაძეს და ბურთი გაატანა მერაბ მარჯანიშვილს, ვინც 35 მეტრი ირბინა და დამხვდურები იფრინა.

ამ ყველაფერს ივნისში წინ უძღოდა რაგბის კვირეული - სეირს დანატრებულ თბილისში ყოველ დღე უმაღლესი ან პირველი ლიგის თითო მატჩი იმართებოდა. ვარკეთილი იქცა რაგბის კერად. მეურნეობაში მოთამაშე ორივე გუნდი ახალი იყო: მიმინოში სამედიცინოსა და შევარდენის ნაღებს მოეყარათ თავი, სკაში კი ჯარში გაწვეულ უმაღლეს ლიგელებს. ამათ, ჩინებული სკოლის გამო, ვერ უნდა გაძალიანებოდნენ უცხონი, რის გამოც ხშირად ითრევდნენ ჩხუბში. ჰოდა, შემოდგომაზე, ლენინგრადში მსაჯიც რომ გაილახა, საკავშირო ესტეკამ 15 ბიჭს ორი წლით მისცა დისკვალიფიკაცია.

პირველ ლიგაში მოქმედებდა წესი - ორი მაღალი (195 სმ) მორაგბე უნდა გყოლოდა. სკა ამ პირობას ვერ აკმაყოფილებდა და პირველ ტაიმს 14 კაცის ამარა, 7 ან 15 ნომრის გარეშე თამაშობდა. გურამ მოდებაძის გუნდს ჯერ მარჯანიშვილი ყოჩობდა, ამისი დემობილიზაციის შემდეგ კი ლევან ჩიქვინიძე. ჯიგრით ომობდნენ მომავალი ბორჯღალოსნები, მერაბ ბესელია და დიმა ობოლაძე, მიმინო კი თანდათან გადმობარგდა ვაკეში, სადაც ედიკ ბარსეგიანმა წვიმაში ხუთი ჯარიმა შეაგდო, ხოლო გოჩა კვაჭანტირაძემ მეურნეობაში, შარიან ლიტველებთან, შვიდი გოლი!

ათნი მიაწვნენ

სკას ძაან უხდებოდა "კაცი არეკნი" - ქუთაისელი კახა მაჩიტიძე. ელმავალში 15 ნომრად გაამართლა ვანო საცერაძემ, ტაშკენტთან შვიდიდან შვიდი გაიტანა და შემოდგომაზე ნაკრებშიც მოხვდა. ყოფილი კალათბურთელი გია რაფავა ორი ხელით ხსნიდა დერეფანში ბურთს, ბაშკირეთში მომხდარი აფეთქების გამო კი ელმავალი - ვევეას რკენა დილის 11 საათზე დაიწყო და ნავარდში ვარჯიშობად იქცა. მერე ელმავალმა თავისზე ბრგე და ღონიერ ციმბირელებს ჯაგა-ჯუგში აჯობა, კრასნოიარსკმა კი ოვალი განარიდა ფორვარდებს და ბურთაობაში ვაჯობეთ!

აიას ივნისში ორი მთავარი ბრძოლა ვევეასთან და სლავასთან გადახდა. პირველგან, ქარსა და წვიმაში, ჯერ გავაცილეთ კაპიტანი ობოლაძე, მერე კი გაგარინელებს ზედიზედ მეშვიდედ მოვუგეთ! პირველ ტაიმში სტრატეგმა ძაგნიძემ არეკნი ცენტრიდან გაიტანა, გადამწყვეტი ლელო კი 68-ე წუთზე იმით შეიტანა აიამ, რომ 5-მეტრა შერკინებაში რვის ნაცვლად ათი კაცი ჩაააყენა და ყრუ დაცვაზე გადასული მონინო წელში მაინც გადატეხა.

ძაგნიძე და მამუკა ლოსაბერიძე "საიუზში საუკეთესო" ღერძი იყვნენ. სლავასთან, პაპანაქებაში, ემზარ გეგუჩაძემ ლელო ფრთაზე მას შემდეგ დადო, რაც დერეფანს მოლი მოყვა, ამას ნახტომით გამოტანა, ნუგზარის ფინტები და ბეკთა შვიდი პასი. ამაზე მოსკოველები გავეშდნენ: ვალიალშჩიკოვმა ნოკაუტში გაგზავნა თამაზ ოდიშარია და თამაში ხუთი წუთით შეწყდა, მაგრამ საქმეში ხარ? რუსი კომისარი ამტკიცებდა, თქვენიანი სიმულანტობსო, რის პასუხადაც კაპიტანმა ძაგნიძემ გუნდი აიყოლია და ჯგუფურ ლელოს სამი გოლი მოაყოლა.

ერთად მოვხვდით

დასრულდა ორი წრე და ორგანიზატორები საგონებელში ჩავარდნენ: ელმავალმა და სლავამ ქულები ტოლად მოაგროვეს; ერთმანეთს მოვუგეთ თითო; ჯამური ანგარიში 26:26 გამოვიდა; ორივეს ათ-ათი გამარჯვება გვქონდა, უთავბოლოდ შედგენილი დებულებით კი, შემდეგი უნდა შედარებულიყო ლელოები მეორე ეტაპზე, რომელიც ჯერაც არ დაწყებულიყო. რომელიღაც მომდევნო მუხლში, სხვაობით ვჯობდით მოცილეს, მაგრამ იხერხა ედგარ ამაიკოვიჩ თათურიანმა და მეხუთე ადგილზე სლავა დასვა, რითაც ქართველები ერთ პულში მოვხვდით!

საკავშირო ფედერაციისა და ნაკრების საზიარო შეფს, ამაიკოვიჩს მაგ დროს უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი: ჯერ იყო და მისმა ვაჟმა, იგორმა მოსკოვის "სპარტაკი" ამერიკულ ბურთაობაში გადაიყვანა, რითაც ქვედა რვეულმა შუა სეზონში ერთი მონაწილე მოისაკლისა, მერე კი თავად შეეკრა კოსმონავტ ლეონიდ პოპოვს, რათა ჯერ ფედერაციის წიაღში (!) მერე კი ცალკე, დაეარსებინა 13-კაცა რაგბი-ლიგა, რაც იმ ეპოქაში ღალატად აღიქმებოდა.

თათურიანს რაგბზე გული ალბათ იტალიელმა რეფმა, კადამურამ აუცრუა. საკმარისი იყო საბჭოეთს მაისში, გასვლაზე, 20 ათასი ფანის თვალწინ არ წაეგო საფრანგეთთან, რომ პირველად გახდებოდა "ერთა თასის" ჩემპიონი. რუსები თავიდან 10:0 იგებდნენ და ბოლომდე 7 წუთით ადრეც წინ 16:12 იყვნენ, მაგრამ აქ მსაჯმა თურმე ორი ჯარიმა მოიგონა და ფრანგთა კიკერმა 45 მეტრიდან დაკრა. ჰოდა, შეფის გადაყენების შემდეგ, შემოდგომაზე აღზევდა თანაშემწე ვიკტორ მასიურა, ვინც ორივე თამაში მოიგო.

ნონამ მიულოცა

შინა-აშლილმა ფედერაციამ ფინალის ვადები სამჯერ შეცვალა და შუაში ორ-კვირიანი პაუზა ჩაურთო. ნახევარ-ფინალთა დაწყებამდე საჩემპიონო ოთხეული თითქმის გარკვეული იყო, მაგრამ ყველა ქულას უკვე ოქროს ფასი ედო. ულოგიკო ჩანდა თავად პრინციპი: ჩემპიონის გამოსავლენად სხვადასხვა მეტოქეებთან მონაგრილი დარდებოდა ერთმანეთს. ფეხბურთზე გაზრდილ ფანებსაც უჭირდათ ფორმულაში წვდომა. ჰოდა, ლელომ იაზრა და ცხრილს დაურთო ახალი მონაცემი - ფრჩხილებში ჩასმული ოქროს ქულები!

აია წრიულ სტადიაზე თუ ჩრდილში იდგა და ჯანს უმიზნოდ არ ხარჯავდა, ნახევარ-ფინალში უცებ გახელდა, კრასნოიარსკს ჯერ გასვლაზე მოუგო, მერე შინ და ფინალის სტარტზე ვევეასთან ფორად მიიღო სამი ქულა, რაც ბოლო ორი რაუნდის წინაც შეინარჩუნა. გადამწყვეტ რკენაში, მთავარ მდევართან, საშა ნაჭყებიას ლელო მოლით თრევას მოყვა, ძაგნიძემ კი არეკნი შემობრუნებით შეაგდო და ბოლოს მეტოქის ნახევარზეც გადაიტანა თამაში.

აია ჩემპიონად ორშაბათს, 9 ოქტომბერს, შინვე ეკურთხა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ) ახალი შექმნილი იყო და მორაგბეებს გამარჯვება თვით პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა მიულოცა. მოსკოვის ლოკომოტივთან ანგარიში არეკნით გახსნა ავთო დეისაძემ; მალე ბეკთა შეტევა დააგვირგვინა ბათლომე ხამაშურიძემ; მერე ძაგნიძემ კიდიდან გაიტანა ჯარიმები; კრასნოიარსკმა კი თავისი ხელით ხომ ჩააბარა ვერცხლი ვევეას და სლავასთანაც წააგო ფინალი თასისა, რომელიც თასისვე წესით, ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

<<<     1989

>>>     ნაკრების ნათლობა

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი კაპ! (16 კახა მაჩიტიძე 33, 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე / 1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესო ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71; 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49; 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური * მრქ: 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი - ლ: ჯგუფური (ძაგნიძე); 4ჯ: ძაგნიძე

რეფ გოჩა აბაშიძე; კიდ ბორის ზიბზიბაძე

სამ 12/09 ქუთაისი, ცენტრალური, წვიმა (12 ათასი)

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56)

>>>     XXVI საკავშირო ჩემპიონატი

 უმაღლესი ლიგა  

<<    პირველი წრე

12/04 ქუთაისი 15:10 კრასნიარ
  ტაშკენტი 10:29 ლოკომ(მ)
  ალმათა 24:3 ფილი
  ტირასპოლი 10:0 სლავა
  ავიატორი 42:8 სპარტ(მ)

15/04

ტაშკენტი

6:6

ფილი

  ალმათა 24:30 ლოკომ(მ)
  ტირასპოლი 21:6 სპარტ(მ)
  ავიატორი 22:7 სლავა

19/04

ფილი

10:6

ელმავალი

  ქუთაისი 13:6 ლოკომ(მ)
  ტაშკენტი 9:16 სლავა
  ალმათა 30:4 სპარტ(მ)
  ტირასპოლი 9:34 კრასნიარ
  ავიატორი 6:16 ვევეა

22/04

ლოკომ(მ)

6:12

ელმავალი

  ტაშკენტი 29:13 სპარტ(მ)
  ალმათა 15:16 სლავა
  ავიატორი 0:10 კრასნიარ
  ტირასპოლი 7:23 ვევეა

25/04

ქუთაისი

28:4

ავიატორი

  ტირასპოლი 19:6 ელმავალი
  ტაშკენტი 6:16 ალმათა
  კრასნიარ 54:9 სპარტ(მ)
  ვევეა 25:6 სლავა
26/04 ლოკომ(მ) 3:9 ფილი

28/04

ვევეა

25:8

კრასნიარ

29/04

სპარტ(მ)

3:15

ფილი

30/04 ელმავალი 6:6 ქუთაისი
  სლავა 10:19 ლოკომ(მ)
  ტაშკენტი 18:10 ავიატორი
  ტირასპოლი 24:12 ალმათა

  2/05

ტაშკენტი

10:28

ქუთაისი

  ფილი 20:18 კრასნიარ
  3/05 ლოკომ(მ) 9:0 ვევეა
  4/05 ალმათა (30:0) ელმავალი
  სლავა 35:10 სპარტ(მ)
  ტირასპოლი 3:7 ავიატორი

  7/05

ქუთაისი

20:9

ტირასპოლი

  ელმავალი 30:3 ტაშკენტი
  სპარტ(მ) 12:19 ლოკომ(მ)
  ავიატორი 18:9 ალმათა
  კრასნიარ 14:6 სლავა
  8/05 ვევეა 22:16 ფილი

15/05

კრასნიარ

18:7

ელმავალი

18/05 ვევეა 14:7 ელმავალი

21/05

სპარტ(მ)

13:9

ელმავალი

22/05 ლოკომ(მ) 35:7 ტირასპოლი
  ფილი 10:10 ავიატორი
23/05 კრასნიარ 26:9 ტაშკენტი
  ვევეა 19:12 ალმათა
24/05 სლავა 12:9 ქუთაისი

25/05

ლოკომ(მ)

13:6

ავიატორი

  ფილი 10:3 ტირასპოლი
26/05 ვევეა 33:22 ტაშკენტი
  კრასნიარ 20:12 ალმათა
27/05 სპარტ(მ) 0:15 ქუთაისი
  სლავა 20:4 ელმავალი

30/05

სპარტ(მ)

10:29

ვევეა

  ტაშკენტი 6:12 ტირასპოლი
31/05 ალმათა 22:22 ქუთაისი
  ავიატორი 6:13 ელმავალი
  ფილი 6:6 სლავა
1/06 ლოკომ(მ) 0:13 კრასნიარ

<<    მეორე წრე

  3/06 ფილი 18:6 ალმათა
  სპარტ(მ) 10:20 ავიატორი
  4/06 კრასნიარ 13:6 ქუთაისი
  ლოკომ(მ) 19:9 ტაშკენტი
  სლავა 3:3 ტირასპოლი
  6/06 ელმავალი 22:22 ვევეა

  6/06

სლავა

19:12

ავიატორი

  სპარტ(მ) 3:26 ტირასპოლი
  7/06 ფილი 16:19 ტაშკენტი
  ლოკომ(მ) 18:6 ალმათა
  8/06 ქუთაისი 12:6 ვევეა
  ელმავალი 28:24 კრასნიარ

10/06

ლოკომ(მ)

30:6

სპარტ(მ)

11/06 ფილი 9:21 ვევეა
  ალმათა 3:12 ავიატორი
12/06 ტირასპოლი 3:10 ქუთაისი
  ტაშკენტი 3:0 ელმავალი
  სლავა 3:15 კრასნიარ

14/06

ფილი

7:12

ქუთაისი

15/06 სპარტ(მ) 6:38 ალმათა
16/06 ელმავალი 16:0 ფილი
  კრასნიარ 33:11 ტირასპოლი
  სლავა 29:6 ტაშკენტი
  ვევეა 20:10 ავიატორი

17/06

ლოკომ(მ)

17:6

ქუთაისი

1?/06 კრასნიარ 22:9 ვევეა
19/06 ფილი 25:6 სპარტ(მ)
20/06 ქუთაისი 19:19 ელმავალი
  ლოკომ(მ) 0:9 სლავა
  ავიატორი 24:22 ტაშკენტი
  ალმათა 12:13 ტირასპოლი

23/06

სპარტ(მ)

15:20

ტაშკენტი

24/06 ქუთაისი 6:3 ფილი
  ელმავალი 13:6 ლოკომ(მ)
  კრასნიარ 29:12 ავიატორი
  სლავა 53:10 ალმათა

27/06

ტაშკენტი

18:29

კრასნიარ

28/06

ქუთაისი

19:10

სლავა

  ელმავალი 40:3 სპარტ(მ)
  ტირასპოლი 0:10 ლოკომ(მ)
  ალმათა 22:26 ვევეა
  ავიატორი 6:19 ფილი

  1/07

ქუთაისი

24:12

ტაშკენტი

  ელმავალი 20:3 ალმათა
  სპარტ(მ) 7:6 სლავა
  ავიატორი 25:16 ტირასპოლი
  2/07 ვევეა 13:9 ლოკომ(მ)
  კრასნიარ 37:10 ფილი

  5/07

ავიატორი

24:16

ქუთაისი

  ელმავალი 12:3 ტირასპოლი
  სპარტ(მ) 10:44 კრასნიარ
  ალმათა 15:9 ტაშკენტი
  სლავა 9:21 ვევეა
6/07 ფილი 7:0 ლოკომ(მ)

9/07

ქუთაისი

34:10

სპარტ(მ)

  ელმავალი 22:6 სლავა
  ავიატორი 4:12 ლოკომ(მ)
  ტაშკენტი 18:21 ვევეა
  ალმათა 15:17 კრასნიარ
  ტირასპოლი 12:6 ფილი

13/07

ვევეა

32:9

ქუთაისი

21/07 ვევეა 6:6 ტირასპოლი

3/08

ქუთაისი

40:26

ალმათა

  ელმავალი 0:6 ავიატორი
  სლავა 16:6 ფილი
  კრასნიარ 19:24 ლოკომ(მ)
  ტირასპოლი 22:6 ტაშკენტი
  ვევეა 24:14 სპარტ(მ)

ორი წრე 1989

მ-წ  *ფ$დ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)

36 17-3  *2 427:265

კეს (კრასნოიარს)

34 17-5 507:258

აია (ქუთაისი)

31 14-5  *3 356:255

ლოკომოტივი (მ)

28 14-8 308:195

სლავა (მოსკოვი)

22 10-10*2 297:264

ელმავალი (თბ)

22 10-9  *3$1 292:240

ფილი (მოსკოვი)

21   9-10*3 231:258

ავიატორი (კიევი)

21 10-11*1 286:301

ელეკტრომაში (ტირ)

20

  9-11*2

239:285

სკა (ალმათა)

13   6-15*1 362:394

ზვეზდა (ტაშკენტი)

11   5-16*1 270:433

სპარტაკი (მოსკ)

4   2-20 178:605

<<    ნახევარფინალური ოთხეულები

`` (1 4 5 8) ! 36 ვვა, 28 ლოკ*მ - 22 სლვ, 21 ავი

23/08 ვევეა 15:15 ავიატორი
  ლოკომ(მ) 9:9 სლავა

27/08

ვევეა

3:0

ლოკომ(მ)

  სლავა 6:6 ავიატორი

30/08

სლავა

16:9

ვევეა

  ავიატორი 18:12 ლოკომ(მ)

  3/09

ავიატორი

15:35

ვევეა

  სლავა 0:15 ლოკომ(მ)

  6/09

ლოკომ(მ)

3:6

ვევეა

  ავიატორი 13:21 სლავა

10/09

ვევეა

13:7

სლავა

  ლოკომ(მ) 22:16 ავიატორი

ნახ*ფინ `ა` 1988

  მ-წ  *ფ

გატ:გაშ

ვევეა (მონინო) 45 21-  4*3 508:321
ლოკომოტივი (მ) 34 16-11*1 369:247

სლავა (მოსკოვი)

28

12-12*4

356:329

ავიატორი (კიევი) 25 11-14*3 369:412

`` (2 3 6 7) ! 34 კრს, 31 ქუთ - 22 ელმ, 21 ფილ

18/08 კრასნიარ 13:14 ქუთაისი
23/08 ქუთაისი 13:8 ელმავალი

30/08

ფილი

0:9

ქუთაისი

  ელმავალი 28:35 კრასნიარ

  3/09

ელმავალი

14:19

ქუთაისი

  ფილი 9:15 კრასნიარ

  6/09

ქუთაისი

22:18

კრასნიარ

  ფილი 20:16 ელმავალი

10/09

ქუთაისი

30:7

ფილი

  კრასნიარ 26:6 ელმავალი
13/09 კრასნიარ 16:6 ფილი

17/09

ელმავალი

18:7

ფილი

ნახ*ფინ `` 1989

  მ-წ *ფ$დ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი)

41 20-  5*3 463:315

კეს (კრასნოიარს)

40

21-  7

630:343

ელმავალი (თბ)

24 11-14*3$1 382:360

ფილი (მოსკოვი)

23 10-15*3 280:362

<<    სუპერ ფინალი (I-IV)

! ქუთ 6-0, ვვა 4-1*1, კრს 4-2, ლკმ 2-3*1
გუნდს ნახევარფინალიდან გადმოყვა ექვსივე თამაში

20/09 ლოკომ(მ) 16:13 ქუთაისი
  ვევეა 7:6 კრასნიარ

25/09

ქუთაისი

15:10

ვევეა

  კრასნიარ 17:10 ლოკომ(მ)

! 14 აია, 11 ვვა, 10 კრს, 7 ლოკ

  9/10 ქუთაისი 16:10 ლოკომ(მ)
  კრასნიარ 9:22 ვევეა

12/10

ვევეა

22:7

ქუთაისი

  ლოკომ(მ) 24:12 კრასნიარ

ფინალი 1989

მ-წ*ფ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი)

16 8-2 158:118

ვევეა (მონინო)

15 7-2*1 142:93

კეს (კრასნოიარს)

10 5-5 167:148

ლოკომოტივი (მ)

9

4-5*1

121:110

<<    სანუგეშო ოთხეული (V-VIII)

! სლვ 2-2*2, ავი 1-3*2; ელმ ფილ 1-5
გუნდს ნახევარფინალიდან გადმოყვა ექვსივე თამაში

20/09 სლავა 7:4 ფილი

25/09

ელმავალი

24:13

სლავა

  ფილი 9:9 ავიატორი

  9/10

ფილი

10:13

სლავა

12/10 სლავა 15:3 ელმავალი
  ავიატორი 9:3 ფილი

22/10

ავიატორი

3:7

ელმავალი

26/10 ელმავალი (30:0) ავიატორი (9/10)

სანუგეშო 1989

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

სლავა (მოსკოვი)

12 5-3*2 107:106

ელმავალი (თბ)

8 4-6 154:151

ავიატორი (კიევი)

6 2-5*3$1 104:160

ფილი (მოსკოვი)

3 1-8*1 75:142

 პირველი ლიგა

ორ წრედ, მიმოსვლით

მიმინო -

სმი 6:13 25/04 ლენ 3:3   4/06
სტმ 6:22 28/04 კპი 12:22   7/06
დნპრ 22:12   3/05 სტმ 21:13 17/06
ტაგ 10:0   6/05 დნპრ 0:13 21/06
ლენ 0:17 13/05 ტაგ 0:14 24/06
კპი 3:6 16/05 რაფ 21:10 29/06
ვაირ 11:11 18/05 ვაირ 15:3   1/07
რაფ 9:15 21/05 ხტზ 15:6   5/07
ხტზ 0:3 24/05 ლვოვ 4:41   9/07
ლვოვ 14:34 27/05 სკა (21:9) 6:6 13/07
სკა 10:10 31/05 სმი 13:10 21/07

სკა (ავიატორი) -

ტაგ 19:6 4/05 სტმ 3:9 14/06
დნპრ 13:6 7/05 სმი 12:9 17/06
კპი 12:12 13/05 ტაგ 14:12 21/06
ლენ 12:18 16/05 დნპრ 0!15 24/06
რაფ 0:20 18/05 ვაირ 7:15 29/06
ვაირ 0:9 21/05 რაფ (25:9) (0:30)   2/07
ლვოვ 3:18 24/05 ლვოვ 3:3   6/07
ხტზ 12:16 27/05 ხტზ 19:37   8/07
კპი 16:9   3/06 სტმ 13:13 16/07
ლენ 9:15   6/06 სმი 44:12 23/07

! ორივე გუნდს მიესაჯა წაგება და დააკლდა თითო ქულა

Iლ * ორი წრე 1989

  მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

კპი (კიევი)

35 16-  3*3 000:000

სოკოლი (ლვოვი)

31 13-  4*5 000:000

ხტზ (ხარკოვი)

28 13-  7*2 000:000

სიბწიაჟმაშ (კრასნ)

25 12-  9*1 000:000

სმი (ნოვოკუზნეცკ)

22

11-11

000:000

ვაირასი (შიაულ)

22 10-10*2 000:000

რაფ (ელგავა)

21 10-11*1 000:000

ელეკტრონმაში (ლენ)

20   9-11*2 000:000

მიმინო (თბილისი)

18   7-11*4 000:000

სკა (თბილისი)

15   6-11*5$2 000:000

რადუგა (ტაგანროგ)

15   7-14*1 000:000

პრესი (დნეპროპეტ)

7   4-18   $1 000:000

<<    დარჩენა - ასვლაზე (IX - XVI ადგილები)

9#ტაშკენტი 10-2, 10#ალმათა 8-3*1,
11#ტირასპოლი 8-4, 12#ლვოვი 6-5*1 /

13#კპი 6-6, 14#სიბწიაჟმაშ 3-9, 15#ხარკოვი 0-12$1,
16#სპარტაკი მოიხსნა ამერიკულ ბურთაობაში გადასვლის გამო!

<<    სანუგეშო (XVII - XXIV ადგილები)

მიმინო -

ვაირ ?:? 20/08 რაფ 28:9 27/09
რაფ ?:? 24/08 ვაირ 28:18 29/09
ლენ 9:25   2/09 ლენ ?:?   5/10
სმი 17:17   5/09 სმი ?:?   8/10
დნპრ 28:3 11/09 დნპრ ?:? 14/10
ტაგ 32:? 13/09 ტაგ ?:? 17/10
სკა ?:? 21/09 სკა 20:35 ? 24/10

სკა -

რაფ ?:? 20/08 რაფ 22:13 24/09
ვაირ ?:? 24/08 ვაირ 16:7   1/10
სმი 21:11   1/09 სმი ?:?   5/10
ლენ 6:6   4/09 ლენ ჩხუბი   8/10
ტაგ 6:4 10/09 ტაგ ?:? 14/10
დნპრ 28:16 14/09 დნპრ ?:? 17/10

Iლ * სანუგეშო 1989

 მ-წ *ფ$დ

გატ:გაშ

სმი (ნოვოკუზნეცკ)

39 19-16*1 557:471

ვაირასი (შიაულ)

39 19-15*2$1 421:472

რაფ (ელგავა)

37 18-17*1 470:413

ელეკტრონმაში (ლენ)

34 15-17*4 464:395

სკა (თბილისი)

30 13-17*6$2 438:477

მიმინო (თბილისი)

30 12-18*6 436:524

რადუგა (ტაგანროგ)

27 13-22*1 415:623

პრესი (დნეპროპეტ)

15   8-28   $1 367:626

გატ:გაშ უკრაინული "სპარტივნა ღაზეტადან"!

>>>     XIV საკავშირო თასი

მეთექვსმეტედფინალური პულები

<<    ქუთაისი

1#ქუთაისი (4-1) - 6#ზელენოგრადი (0-5) 79:3, 4#ყაზანი (2-3) 24:3, 5#ლენინგრადი (2-3) 10:13, 3#სპარტაკი* (3-2) 36:7, 2#ლოკომოტივი* (4-1) 24:9

<<    თბილისი

3#ელმავალი (2-2) - 5#შევარდენი (0-4) 66:11 (21/03, 2#ფილი (3-1) 10:12 (23/03, 4#ტაგანროგი (1-3) 49:3 (27/03, 1#ვევეა (4-0) 6:19 (29/03) ^ შევ - ვვა 3:91, ფილი 0:81, ტაგ 0:42

<<    კიევი

1#ავიატორი 4-0*1, 2#სლავა 4-0*1, 3#კპი 2-3, 4#ტირასპოლი 2-3 / 5#ლვოვი 2-3, 6#ხარკოვი 0-5

<<    ტაშკენტი

1#კრასნოიარსკი 4-0, 2#ტაშკენტი 3-1, 3#ელგავა 2-3, 4#ალმათა 2-0 / 5#ნოვოკუზნეცკი 1-3, 6#დნეპროპეტროვსკი 0-5 ^ ალმათას ნოვოკუზნეცკთან დაეღუპა ბურჯი და შინ გაემგზავრა

<<    მერვედფინალი

10/05 ელმავალი 13:20 ლოკომ(მ)
  ტაგანროგი 6:58 კრასნიარ
  ვევეა V:0 ალმათა
  კპი 11:23 ფილი
  სპარტ(მ) 4:7 ავიატორი
  ტირასპოლი 3:23 სლავა
  ყაზანი 13:32 ტაშკენტი

?

ელგავა 0:V ქუთაისი

<<    მეოთხედფინალი

  7/08 ქუთაისი 14:10 ვევეა (14:9)
  სლავა  *დდ 25:15 ავიატორი
  ლოკომ(მ) 10:19 კრასნიარ
  ტაშკენტი 15:13 ფილი

<<    ნახევარფინალი

15/08 კრასნიარ 21:16 ქუთაისი
16/08 სლავა 19:12 ტაშკენტი

<<    ფინალი (მოსკოვი)

15/10 სლავა

12:3

კრასნიარ

>>>     რუმინეთში სტუმრობა

დასაწ/05     აია - ჭაბუკები 42:0, გრივიცა 16:18

>>>     რუმინელთა ჩამოსვლა

13/10 ელმავალი (გლოვა) გრივიცა
15/10 აია*ჭაბუკ 12:40 გრივიცა
17/10 აია  (ბაღდათი) 18:12 გრივიცა

>>>     ოსტატთა გუნდები

შეთავსებით #N, მოვიდა (დაბრუნდა) <დან, !ჰ ჰუქერი

<<    აია (ქუთაისი)

(ბეკ) 15 ევგენი ზუევი<ალმ; 14-11 ოლეგ ჟორჟოლიანი#15, ოლეგ ლიპარტელიანი, კახა გაბრიჩიძე, ემზარ გეგუჩაძე<ელმ, ბათლომე ხამაშურიძე#8#5, ხვიჩა გეგელია, მიშა ხარშილაძე#15, ემზარ ძაგნიძე # ალექსანდრე ჩახავა, გოჩა ცხვარაძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე კაპ#15, ავთო დეისაძე#13 * დათო ცქიტიშვილი; 9 მამუკა ლოსაბერიძე#12, დათო იობიძე, გიორგი მაღლაკელიძე * არჩილ სოხაძე, ლაშა აბაზაძე

(ფორ) 1-3 ალექსანდრე ლიკლიკაძე, თენგიზ ტურძელაძე!ჰ ბესო ლილუაშვილი#5, ალეკო გაბიძაშვილი!ჰ გუგა ბაბუნაშვილი, გელა ფირცხალავა, კოტე ჯინჭარაძე, ტიხონ ხახალეიშვილი * გიორგი მინდაძე, ზაზა ინაკავაძე; 4-5 თამაზ ოდიშარია#7, ალექსადრე ისაკაძე, გოგსაძე * გიორგი წულაძე; 6-8 თამაზ ფხაკაძე, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე#13, საშა ნაჭყებია#5, ზვიად ლიპარტელიანი, ბადრი შვანგირაძე, მამუკა ჭიქაბერიძე, ზურაბ რეხვიაშვილი * კახა რუსაძე, დათო დვალი

(მწ) დუგლას კავთელაშვილი, ლიპარტელიანი, მურთაზ დადუნაშვილი (მნჯ) გიზო ცქიტიშვილი, ანზორ ალხაზაშვილი (ექ) მერაბ გაბიძაშვილი (ფიზ) თემურ მინდიაშვილი; (ფედერაცია) რამაზ ყანჩაველი, (სახლმშენი) თამაზ ბერეკაშვილი

ქულა (რაც ცნობილია; გრივიცას მითვლით)

85 (2ლ 13გ 12ჯ 5ა) ნ.ძაგნიძე
25 (3ლ 2გ 3ჯ) ლილუაშვილი
16 (4ლ) ნაჭყებია
13 (ლ 3ჯ) ზუევი
10 (2ლ გ) ხამაშურიძე
  8 (2ლ) გეგუჩაძე ოდიშარია
  4 (ლ) ლიკლიკაძე ლიპარტელიანი ნემსიწვერიძე ფხაკაძე ისაკაძე მაჩიტიძე*რუმ
  3 (ა) დეისაძე

<<    ელმავალი (თბილისი)

(ბეკ) 15 ნიკო ნატროშვილი<ივრ#11#9, ვანო საცერაძე#11#13#10; 14-11 ალეკო ხვედელიძე#15, ნუკრი ხვედელიძე<#15, კოკა კლდიაშვილი, თენგიზ თავაძე#10, ვალერი მანთიძე, ლაშა ვაშაძე<შევ, გიორგი ღვინიაშვილი<შევ, მერაბ მარჯანიშვილი<სკა * გია მეტრეველი, ლევან ვასაძე; 10 დავით ჩავლეიშვილი#15; 9 მალხაზ ჭეიშვილი კაპ$1#13#15#14#12, ნუგზარ გაბრიჩიძე#14, იგორ ქერაული

(ფორ) 1-3 კახა გიუნაშვილი#!ჰ დათო კაკაბაძე!ჰ დათო შუბითიძე, მამუკა გაგნიძე<შევ, ირაკლი კუსრაშვილი<სკა!ჰ ზაზა ძიძაძე!ჰ * გიორგი გილაური, ირაკლი ჩიქავა<შევ; 4-5 ბადრი მექვაბიშვილი, თამაზ ხუადე#8, გია რაფავა, ავთო ღიბრაძე<; 6-8 გაიოზ მონიავა, გივი ყუფარაძე, გია გიუნაშვილი, ზაზა ბაკურაძე კაპ$2#1#!ჰ#8#3, რეზო ჯაფარაშვილი#!ჰ ზაზა ლეჟავა<სპი, ავთო კვანტალიანი, თემურ ნარიმანიძე<ჯარ, დათო ღუდუშაური<ჯარ

(მწ) თემურ ბენდიაშვილი< მონიავა, ავთო გიორგაძე (მნჯ) მურად თოფურიძე, მერაბ ფერაძე (მაწრთობი) მამია ტუღუში

ქულა (პირველობაცა და თასიც სრულად!

105 (6ლ 18გ 9ჯ 6ა) ჩავლეიშვილი
  96 (3ლ 15გ 17ჯ ა) ნატროშვილი
  46 (4ლ 6გ 6ჯ) საცერაძე
  40 (10ლ) ა.ხვედელიძე
  36 (9ლ) გ.გიუნაშვილი
  32 (8ლ) ხუადე
  30 (3ლ 3გ 4ჯ) მარჯანიშვილი
  24 (6ლ) ჭეიშვილი ბაკურაძე
  20 (5ლ) კლდიაშვილი ჯაფარაშვილი
  16 (4ლ) მონიავა
  14 (2ლ 2ა) თავაძე
    8 (2ლ) ნ.ხვედელიძე მანთიძე კ.გიუნაშვილი
    4 (ლ) მექვაბიშვილი ქერაული გაგნიძე კაკაბაძე გაბრიჩიძე

<<    მიმინო (თბილისი)

(ბეკ) 15 ედუარდ ბარსეგიანი<შევ; 14-11 თემურ ჩიხლაძე<მედ#15, ჯემალ გეგეჭკორი<მედ, გია კურატიშვილი<შევ, ირაკლი ხუციშვილი<მედ, კახა ალანია<მედ#10, გოჩა კვაჭანტირაძე<მედ#10#15, გოგა რაზმაძე<შევ, რამიშვილი; 10 მიშა კალანდაძე<შევ#12#14, მიხეილ გარუჩავა<შევ#12; 9 მიშა ხარატი<ელმ#11, ლევან ბაშალეიშვილი<მედ, დათო გოცაძე<მედ#14 /

(ფორ) 1-3 გიორგი ბერიაშვილი<შევ, ბუბა დოლიძე<მედ!ჰ ნოდარ რობიტაშვილი<მედ!ჰ პაატა ნიკურაძე<შევ, ბექა აბრამიშვილი<მედ, ირაკლი ჩიქავა<შევ!ჰ "მაგუ", ლოვა გლოიანი; 4-5 მესხი, დათო კახეთელიძე<შევ#3, ნიკა დევდარიანი<შევ, ბიძინა გეგიძე<შევ, ალიკ მარტიროსოვი<შევ; 6-8 დავით ბიძინაშვილი<შევ, ზურაბ ზოიძე<შევ, გოჩა სვანიძე<მედ კაპ$1, სულხან სულხანიშვილი<ზოო, კაკო ალავიძე#5, ვახო კაპანაძე<შევ კაპ$2

(მწ) რეზო ჩხეიძე<მედ (მნჯ) თემურ გილაური, ზურაბ მატკავა, გარუჩავა

ქულა (რაც ცნობილია)

60 (6გ 15ჯ ა) ბარსეგიანი
39 (6გ 9ჯ) კვაჭანტირაძე
  8 სვანიძე (2ლ; ჩიხლაძე (გ 2ჯ)
  6 (2ჯ) კურატიშვილი
  4 (ლ) ხუციშვილი ზოიძე გეგეჭკორი ალავიძე კაპანაძე რაზმაძე ნიკურაძე გოცაძე
  3 (ა) გარუჩავა

<<    სკა (თბილისი)

(ბეკ) 15 კახა მაჩიტიძე<ქუთ#11#10; 14-11 მერაბ ბესელია<სპრ#7, მერაბ მარჯანიშვილი<ელმ კაპ$1, ლევან ჩიქვინიძე<ელმ#10#15 კაპ$2, ემზარ შანიძე<ქუთ#15, ირაკლი ლეჟავა<ელმ, დიმა კალანდაძე<სპრ, გიორგი შენგელაია<თსუ, გოგი კამკამიძე<სპრ, თემურ ახობაძე<თსუ, ზაალ ფარცვანია<შევ, დათო იობიძე<ქუთ#9; 10 გიორგი ძაგანელი<ელმ#14, ზაზა ხუჭუა<შევ#15; 9 შავლეგ ჯანელიძე<შევ#11#12, პაატა ტყაბლაძე<ქუთ#14 /

(ფორ) 1-3 გელა კეიდია<აკდ, ირაკლი კუსრაშვილი<სპრ!ჰ ვალერი გიორგობიანი<ელმ#4, ნუკრი<ელმ და ვასილ<აკდ წიკლაურები, კახა ქურციკიძე<ქუთ#5, ოთარ ჯინჭარაძე<ელმ, სვანიძე, კახა ნაცვლიშვილი!ჰ; 4-5 კობა გაგნიძე, დათო გიორგაძე<ელმ, გიალო ხარაძე, თემურ ქერტყოევი<ელმ#3, ირაკლი თეზელაშვილი<შევ, ზურაბ ქიქოძე<მედ, ზვიად გილაური; 6-8 დიმიტრი ობოლაძე<სპრ, ბერძენიშვილი, დათო ვართანიანი<სპრ, რომან წიკლაური<აკდ#4, გოგა ყურაშვილი, "ვიქტორი", ნუგზარ მგელაძე<შევ

(მწ) გურამ მოდებაძე<აკდ, რამაზ სანებლიძე<შევ (მნჯ) პავლე ბუნიადოვი

ქულა (რაც ცნობილია)

99 (3ლ 6გ 14ჯ 11ა) მაჩიტიძე
30 (4ლ 3გ 4ჯ) მარჯანიშვილი
13 (2გ 3ჯ) ნ.წიკლაური
  9 (2ჯ ა) ლეჟავა
  8 (2ლ) ბესელია ჩიქვინიძე
  7 (ლ ა) ძაგანელი
  4 (ლ) კუსრაშვილი ჯანელიძე შანიძე ნაცვლიშვილი იობიძე
  2 (გ) ობოლაძე

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1987/89

პირველი ჯგუფი

<<    მეორე წრე (სბჭ: ვალანსი)

სბჭ 6-1, სფრ 4-1, რუმ 3-3, იტა 1-4, ესპ 0-5

19/02 იტალია 12:40 საფრანგეთი
19/03 საფრანგეთი 57:7 ესპანეთი
15/04 რუმინეთი 28:4 იტალია
20/05 საფრანგეთი 18:16 საბჭოეთი
21/05 ესპანეთი 16:19 რუმინეთი
  2/06 იტალია 33:19 ესპანეთი

ჩვენიანი: ძაგნიძე $ მნჯ კავთელაშვილი

ჯამი 87/89

მ-წ

გატ:გაშ

საფრანგეთი 7-1 241:92
საბჭოეთი 6-2 129:92
რუმინეთი 5-1 117:128
იტალია 2-6 95:148
ესპანეთი 0-8 81:203

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1989/90

<<    პირველი ჯგუფი (სბჭ: ბაია-მარე ფილი)

22/10 რუმინეთი 13:21 საბჭოეთი
  5/11 საბჭოეთი 15:12 იტალია

ჩვენიანი: ძაგნიძე რუმ*13ქ, იტა*გ3ჯ $ მნჯ კავთელაშვილი

>>>     XVI (სავეცკი სპორტის) საერთაშორისო ტურნირი

მოსკოვი. ფილი, ნაუკა, კრასნი ბალწიეცი

19/07 საბჭოეთი 20:7 საბჭოეთი$2
22/07 რუმინეთი 18:11 უელსი

24/07

საბჭოეთი$2

23:12

უელსი

25/07 საბჭოეთი 33:12 რუმინეთი

27/07

საბჭოეთი$2

16:11

რუმინეთი

28/07 საბჭოეთი 22:9 უელსი

1#სბჭ 3-0, 2#სბჭ$2 2-1, 3#რუმ 1-2, 4#უელ (ქროშეიზ XV) 0-3

! ჩვენები: ძაგნიძე ლოსაბერიძე - სბჭ; ფირცხალავა, ბაკურაძე ბაბუნაშვილი ხუადე რაფავა, პეტრე ჩაჩანიძე (შევარდენი) - სბჭ$2 / რეფ ზურაბ რეხვიაშვილი

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

20/03-26/03    პორტუგალია

1#არგენტინა 42:12 2#საბჭოეთი

ჩვენები: კუსრაშვილი ღვინიაშვილი ჩაჩანიძე

>>>     სტუდენტები ბრიტანეთში

საბჭოეთი - 4/04 შოტლანდია სტუდ 12:13, 6/04 კო-ოპტიმისთს (ბარბარ) 15:17, 9/04 ბრიტანეთი სტუდ 19:13 ! ჩვენები: ნ.ძაგნიძე ა.ხვედელიძე ბაკურაძე

>>>     ნაკრები ინგლისში

დეკემბერი * საბჭოეთი - ქორნვოლი 12:12, სამხედროები 3:18, სტუდენტები 15:16, ჩრდილოეთი 14:30, `` ნაკრები 10:18

>>>     თბილისის პირველობა

მაისი - ივნისი (?)

1#სპი 4-1, 2#შევარდენი 4-1, 3#უნივერსიტეტი 3-2 / 4#ზოოვეტი 3-2, 5#სამედიცინო 1-4, 6#აკადემია 0-5

>>>     საჩვენებელი რაჭაში

/08 ონი    სპი 44:24 თსუ

>>>     უნივერსიადა (სტუდენტური პირველობა)

24/11-28/12    მეურნეობა

1#სპი 3-0*1 (მწ ლაშა გეგენავა) - ზოო 30:11, თსუ 16:16, შევ 19:18, აკდ 42:3

2#ზოოვეტი 3-1 (მწ თემურ ცინცაძე) - თსუ 13:9, შევ 26:16, აკდ 38:6

3#უნივერსიტეტი 2-1*1 (მწ გიორგი სურმავა) - შევ 10:6, აკდ 30:14

4#შევარდენი (სასოფლო) 1-3 (მწ რამაზ სანებლიძე) -

5#აკადემია 0-4 (?) 26:7

>>>     საქართველოს პირველობა

თბილისი    ვარკეთილის მეურნეობა

მსაჯები: ზურაბ რეხვიაშვილი, მალხაზ კოროშინაძე, ბორის ზიბზიბაძე

<<    პულები

17/12 ზოოვეტი 42:12 უნივერსიტეტი
19/12 ზოოვეტი 17:8 ჭიათურა
21/12 უნივერსიტ 19:13 ჭიათურა

17/12

შევარდენი

12:7

სპი

19/12 შევარდენი 6:7 აისი (ქუთ)
21/12 სპი 13:18 აისი (ქუთ)

<<    ფინალები    23/12

5-6 სპი 39:14 ჭიათურა
3-4 შევარდენი 21:6 უნივერსიტეტი
1-2 ზოოვეტი 6:15 აისი (ქუთ)

პრაგმატული კიბე

მ-წ

გატ:გაშ

 ლ

აისი (ქუთ) 3-0 40:25 5-2
ზოოვეტი 2-1 65:35 13-6
შევარდენი 2-1 39:20 5-2
უნივერსიტეტი 1-2 37:76 4-15
სპი 1-2 59:44 8-6
ჭიათურა 0-3 35:75 7-11

<<    რაზმები (ვინც ლელოში და ჩანაწერებშია ნახსენები)

აისი: პაატა ტყაბლაძე, დიმიტრი თედოშვილი, ემზარ შანიძე, ზურაბ კიკაჩეიშვილი, მერაბ ფიოლია, ალეკო ნიქაბაძე, ზაზა გოგავა

ზოოვეტი: თემურ ცინცაძე, ვანო ბახტაძე, ალეკო გიგინეიშვილი, ჯარნოზ ჩარქსელიანი, სულხან სულხანიშვილი, არჩილ ჭიპაშვილი, ზაზა ჯუღელი

შევარდენი: რამაზ სანებლიძე, ზაზა ხუჭუა, ლევან ლოლაძე, დემირ ძნელაძე, ნიკო იურინი, ირაკლი დვალი, დათო სორდია, პეტრე ჩაჩანიძე

უნივერსიტეტი: ლაშა ჭანტურიძე, რეზო შერმაზანაშვილი, თემურ ახობაძე, გიორგი შენგელაია, ზურაბ თურქაძე, კახა?ვახო ჯმუხაძე, გიორგი სურმავა

სპი: კახა კობახიძე, დათო ძაგანელი, ამირან თეზელაშვილი, ლაშა გეგენავა, ვიქტორ დიდებულიძე

ჭიათურა: მურად შეყლაშვილი, ზურაბ საცერაძე, ხარშილაძე

<<    დაჯილდოებულნი

15 შანიძე, 14-11 ბახტაძე, 10-9 ტყაბლაძე / 1-8 კობახიძე სულხანიშვილი

ქულა: 35 (2ლ 6გ 5ჯ) კობახიძე; 19 ტყაბლაძე ახობაძე

>>>     სტუდენტური შვიდკაცა

კვი 9/04    მეურნეობა    დღის 12 საათი

პირველი ეტაპი: სასოფლო, უნივერსიტეტი, სამედიცინო, სამხატვრო აკადემია (ორ-ორი გუნდით)

არ შედგა!

>>>    ეორე "თბილისობის შვიდკაცა"

18-19/11    თბილისი    ვაკე

მსაჯები: მალხაზ კოროშინაძე (7 თამაში) გოჩა აბაშიძე (7) ზურაბ რეხვიაშვილი (5)

ა პული
1#ზოლიანები (ელმ) - ჭიათ 24:0, აკდ 26:0; 2#ჭიათურა - 3#აკადემია 10:0

ბ პული
1#თბილისი (სკა) - ზოო 12:0, სპი 18:0; 2#ზოოვეტი - 3#სპი 18:14

გ პული
1#თეთრები (ელმ) - მიმ 38:0, თსუ 26:4; 2#მიმინო - 3#უნივერსიტეტი 10:7

სანუგეშო
7#სპი - აკდ 16:0, თსუ 4:0; 8#აკადემია - 9#უნივერსიტეტი 6:3

ვაილდ ქარდი
ზოოვეტი - მიმ 22:10, ჭიათ 3:0; 5#მიმინო - 6#ჭიათურა 18:0

ნახევარფინალი
ზოლიანები 18:0 ზოოვეტი, თბილისი 8:4 თეთრები

მცირე ფინალი
3#თეთრები 24:12 4#ზოოვეტი

ფინალი
1#ზოლიანები 15:13 2#თბილისი

გაგნიძე ღუდუშაური*ლ ხუადე ქერაული თავაძე ა.ხვედელიძე*ლჯ ნ.ხვედელიძე*ლ - ნ.მგელაძე*ლ ობოლაძე ვართანიანი*ლ ჯანელიძე მაჩიტიძე*გა ჩიქვინიძე მარჯანიშვილი ^ 3:0 3:3 3:9 / 7:9 11:9 11:13 15:13

>>>     ვეტერანთა საკავშირო ტურნირი

8-10/09    მოსკოვი    სლავა, ნაუკა, კრასნი ბალწიეცი

1#საქართველო - 2#უკრაინა 8:4, 3#რუსეთი 20:4 / უკრ 6:0 რუს

საქართველო: სერგო კეშელავა, ირაკლი კიზირია*2გ კაპ, თამაზ შარაშენიძე, ვიტალი თოფურია, ნუგზარ ბუგიანიშვილი*ლ, გელა ტატიშვილი, ბეგი გვალია, გივი ხვედელიძე, ნოდარ კაჭარავა, თემურ ცინცაძე*ლ, გოჩა აბაშიძე, ნუკრი აბაშიძე, დუგლას კავთელაშვილი*ლ, ლანდერ ჯოხაძე, მიშა ბენიაშვილი, რამაზ სანებლიძე*ლ, თენგიზ რუხაძე, თემურ ჯაფარიძე, ვალტერ კაპანაძე, გოგი სუთიაშვილი, თემურ ბენდიაშვილი*2ლ, გია წურწუმია, რაჟდენ ენუქიძე, დათო თაქთაქიშვილი, ენვერ ფირცხალაიშვილი, ლევან ქავთარაძე, მერაბ ჟღენტი, მერაბ ნიჟარაძე, მალხაზ ჩოგოვაძე (მწ) მურად თოფურიძე, გენა ღადუა

>>>     პროფკავშირთა ახალგაზრდული პირველობა

?/10    ვოდულ-ლეი-ვოდი (მოლდავეთი)

1#აია (მწ) რამაზ სვანიძე, ალეკო ნიქაბაძე

>>>     მოზარდთა (1974-74 დაბ) საკავშირო პირველობა

დასაწ/11 ბათუმი. 6 გუნდი

1#რუსეთი$1, 2#საქართველო, 3#მოსკოვი$1 ... ლიტვა რუსეთი$2 მოსკოვი$2

საქ: ზურაბ ნოზაძე, ზურაბ კიკაჩეიშვილი, ალეკო კვარაცხელია, მიხეილ ჩაჩუა ... (მწ) ნუგზარ ტყაბლაძე, ნუგზარ გაბრიჩიძე, ალეკო ნიქაბაძე, ემზარ სულაქველიძე

>>>     ზამთრის ტურნირი

დასაწ/03    მოსკოვი

1#აისი ქუთაისი 5-0

გოჩა ჯიმშელეიშვილი, გიორგი მაღლაკელიძე, მერაბ ფიოლია ... (მწ) რამაზ სვანიძე

<<< >>>