ორთავ ასპარეზზე

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1990 წელს, რომელშიც შემოვიღეთ ეროვნული პირველობა და უცხოეთთან კონტაქტებიც გავაცხოველეთ, მაგრამ ოთხი უკეთესი გუნდი საბჭოურ ასპარეზზე რომ დაგვირჩა, თემში ფრიადი უთანხმოება ჩამოვარდა; არც ირბ-მა მიგვიღო წევრად, მთლად გაეროვნულებულმა ფეხბურთმა კი ლამის იყო, უსტადიონოდ დატოვა ოვალური ბურთის მიმდევრები.

დღევანდლისგან განსხვავებით, ფეხბურთი ჩვენში რაგბზე უზომოდ პოპულარული იყო. სამყაროში მიმდინარე პროცესებს ალღო მსწრაფლ აუღეს მრგვალი ბურთის ქართველმა ავტორიტეტებმა და დისიდენტთა მიერ სადისკუსიოდ დაყენებულ, ვითომც უპერსპექტივო პროექტს შეასხეს ხორცი - კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერით, 15 თებერვალს გამოეყვნენ საკავშირო სტრუქტურებს, რათა "ბურთი ნებაზე ეგორებინათ"

ამით ნოდარ ახალკაცის გუნდმა უკვე შეჭირვებულ დარგს ახალი სული შთაბერა და ერისა და ბერის უპირობო, ყოველ-მხრივი მხარდაჭერაც დიდი ხნით დაუბევა, სხვა, უფრო წარმატებული სპორტები (ჭიდაობები ჭადრაკი რაგბი) კი საჩოთირო მდგომარეობაში ჩავარდნენ - საბჭოურ წიაღში დარჩენით სახელი გაუტყდებოდათ, ხოლო თუ ფეხბურთის გზას დაადგებოდნენ, ძნელად, რომ თავი გაეტანათ რესურსის სიმწირის გამო.

საერთაშორისო აღიარებისთვის წამოწყებულ ლაშქრობაში რაგბი ქართული სპორტული ოჯახის უდაო ლიდერი იყო, რაკი ნაკრები უკვე შეექმნა და მსოფლიო ფედერაციას, ირბ-საც დაახლოებოდა, საკავშირო ჩემპიონატის მოთამაშეთა ეროვნულ წიაღში დაბრუნება კი თანდათან იგეგმებოდა: ბიჭებს თუ სამშობლოს სახელით რაგბობა სურდათ, შინაურ პირველობაზე მოასპარეზე ახლობელ გუნდებს დროდადრო უნდა შეშველებოდნენ, მაგრამ საქმეში ჩაერია მართვის დირექტივული მეთოდი და "მამლუქთა" ოთხი კლუბი დაკაბალდა.

ვერ ეთმობოდათ

31 იანვარს, კლუბ "შევარდენში" გამართულ საგანგებო კრებაზე მობრძანდნენ ნონა გაფრინდაშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, ვანო ყიფიანი და ჯანო ბაგრატიონი, მასპინძელმა, რაგბის კავშირმა კი მიიღო დადგენილება, რომ ამიერიდან ყოველ წელს, ყველა (!) ქართული გუნდის მონაწილეობით გაემართა "ეროვნული პირველობა".

ამით რიგითი, მეტწილად სტუდენტური გუნდები უფლებრივად გაუთანაბრდნენ იმ ოთხ კლუბს, რომლებიც სინამდვილეში "საიუზზე" მისავლენი ნაკრებები იყვნენ და არაქათ-გამცლელი განრიგის გარდა, სულ სხვა, სათავისო ინტერესებიც ჰქონდათ.

მათში გვარიანი დოზით ერია მერკანტილიზმი (თუნდაც მუქთი ტურიზმი საბჭოთა სივრცეში) მაგრამ არც სპორტული ფაქტორის უგულებელყოფა ეგებოდა - ბიჭებს უკეთეს დონეზე, ძლიერ მეტოქეებთან შეჯიბრი ერჩიათ, ხოლო მწურთნელებს, ოდენ იდეის გულისთვის, ვერ ეთმობოდათ გარჯით მოპოვებული პოზიციები.

გუნდი რომ ორ, სხვადასხვა გაქანების ჩემპიონატში ერთდროულად ვერ ითამაშებს, ეგ ნაკლებად ადარდებდა გადაწყვეტილების მიმღებს. ანაც ხვდებოდნენ სპორტულ ელიტაში, რომ გაორება დიდხანს ვერ გასტანდა და მოსახდენს ელოდნენ, ამასობაში კი პრესაში, ტრიბუნაზე და მოედანზეც ირჩეოდა, თუ შინა-ომში მტყუანი ვინ იყო.

პირობებს კარნახობდნენ

სცოდავდა და აჭარბებდა ორივე მხარე: ბიჭებს წყინდათ მამლუქებად მოხსენიება, ქართული რაგბის თავის-თავადობის მხარდამჭერ ფრთას კი წერის მეტი სხვა იარაღი არც ჰქონდა, რადგან "საიუზელი" გუნდები კავშირს აქეთ კარნახობდნენ პირობებს - რაგინდარა მიზეზით ითხოვდნენ საგანგებოდ მათთვის შედგენილი კალენდრის შეცვლას, რითაც თვით იდეას აბიაბურებდნენ.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, თვით პირველობის ფინალი ოთხჯერ გადაიდო, თამაშთა მეათედში კი შატალოზე მრავალგზის (!) წასულ გუნდს წაგება მიესაჯა. დონეთა უთანაბრობისა და რაგბის სპეციფიკის გამო, საკმაოდ აღინუსხა დიდი ანგარიში, მაგრამ ყოველ მეშვიდე მატჩში მაინც მოხდა მინი-სენსაცია, ანუ მოიგო იმან, ვინც საბოლოო ცხრილში მეტოქეზე დაბლა დაიჭირა ადგილი.

მთლად უარესიც: რაგბისგან ორი ბატონის მსახურობა ხელზე დაიხვიეს მრგვალი ბურთის ოღრაშებმა და ოვალს ერთობ შეუვიწროვეს თამაშობის არეალი - გაზაფხულის წვიმების პერიოდში, ჯერ ვაკეს განარიდეს "ეროვნული პირველობა", მერე კი ვარკეთილის მეურნეობასაც. ამას "ლელოში" კეჭნაობა მოყვა, მაგრამ ერთად დადგნენ სტუდენტური გუნდები და გაიმარჯვეს.

"ცრუ ჩემპიონატი"

ჟურნალისტობა რაგბზე წერით, ეროვნულის პირველივე მატჩის გარჩევით დაიწყო თავადვე სტუ-ს მოთამაშემ, მერაბ რატიშვილმა, ვისი რუდუნებაც რომ არა,  დღეს რაზმებს ვერ აღვადგენდით  

პირველი ლელო, მე-14 წუთზე, დერეფნიდან გაიტანა უნივერსიტეტელმა ზურაბ თურქაძემ, პირველი გამარჯვებები კი მიითვალეს ზოოვეტმა და საბჭოეთის სამგზის ჩემპიონმა "აიამ", ვინც 5 მარტს, ფეხბურთის მაგალითით გულ-ანთებულმა, მიატოვა საკავშირო ჩემპიონატი, ოღონდაც მალევე, სხვათა რჩევითა და პრაგმატული მოსაზრებებით, უკანვე მიბრუნდა.

მეურნეობაში პირველი მატჩის დაწყება 100 (ასი) წუთით დაგვიანდა, რადგან პატრონი წვიმით დანამულ მინდორზე არ უშვებდა "ცრუ ჩემპიონატის" მონაწილეებს. მერე ბიჭებმა ნახერხით მაინც გაავლეს ხაზები და მოედანზე შეიჭრნენ.

ცარცის ძებნა დაჭირდათ სასოფლოზეც, პირველი გონჯი ჯახი კი მოხდა სამი კვირის თავზე, როცა ვაკიდან ვარკეთილში სახელდახელოდ მიხეტებული აკადემია და მიმინო უუფლებობით ნამატჩევს ისე გამწარდნენ, რომ იჩხუბეს და თან კავშირის აუგი გინებით თქვეს.

გემოზე ბურთაობდნენ

მიმინო მამლუქობდა, აკადემიას კი მიეღო სკას სამი წევრი, რომელთათვისაც შარშან ეგ პატივი ორი წლით აეყარათ. ახლებმა აიყოლიეს პერსპექტიული გუნდი და წამატებულ დროში კიდეც მოიგეს, რითაც ცხადი შეიქნა, რომ სხვაობა დონეთა შორის გადაულახავი სულაც არ იყო. იგივე პირველსავე რაუნდში, გელათის სტუმრად ძლევით დაამტკიცა "ასოციაციამ", რომელშიც ჯერაც ჯეელი ვეტერანები მოგროვდნენ და გემოზე ბურთაობდნენ.

მსაჯობა პრობლემა იყო. დაბრუნდა ერთი ძველი, მაგრამ ისე გულ-მოწყალედ გაუძღვა მატჩს, რომ წაგებულმა დაიჩივლა, დღეს რაგბი არ გვითამაშია, რადგან ოფსაიდის დაცვა გუნდების სინდის-ნამუსზე იყო დამოკიდებულიო. სხვას, საერთაშორისო კატეგორიისას, საჭოჭმანო ლელოს ჩათვლის გამო დაარტყა სტუელმა და შინაური რაგბიდან ორი წლით განიკვეთა, მესამემ კი ექსპრომტად მოიგონა წესი და 11 კაცის ამარად დარჩენილი თსუ დაითხოვა.

რეფთა გამოუცხადებლობაც ნორმად რომ იქცა, ოქტომბერში სასტვენი ორჯერ ჩაიბარა "ლელოს" მიმომხილველმა და რეცენზიაში მოიბოდიშა, ამ გაწამაწიაში ბურთის გამტანები ვერ დავიხსომე და ვერც აღვნუსხეო. მაგ დროისთვის ლიხს აქეთ ზედიზედ ჩამოსულიყო ტურნირის კოლორიტი, ჭიათურა და შინ სულ გამარჯვებული მიბრუნებულიყო ნაქირავები ავტობუსით, შევარდენელ ნიკო იურინს კი უნიკალური ფულ-ჰაუსი გაეხერხებინა - ოთხივე ხერხით (2ლ2გ3ჯა) გუნდის 24-ვე ქულა პირადად მოენაგრებინა.

აზრთა სხვადასხვაობა

სტუში თამაშობდნენ ვიქტორ დიდებულიძე და კახა კობახიძე, ხოლო ზოოვეტში გია ლაბაძე. 1 სექტემბერს, 12-გუნდა შვიდკაცაზე, ვაკეში პირველად გვეწვია "აია". ორგანიზატორებმა მისი მოძღვრის ულტიმატუმს ყური არ ათხოვეს და შეჯიბრის ფორმულა არ შეცვალეს, ნუგზარ ძაგნიძემ კი ისე ლაღად და გაშლილად აბურთავა კოლექტივი, რომ სულ თამაშ-თამაშ ჩაიბარა სპილენძის ლანგარი, რომელიც მერე აღარავის უნახავს.

ნაფინალევს ყინჩმა შევარდენმა ქართული გუნდებიდან პირველმა შეასრულა ჰაკა, რასაც დამსწრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. აპრილის ბოლოს, მეურნეობაში, "ელმავალი" შესვენებაზე მოედნიდან გავიდა და წვიმაში ფარდულს შეეფარა, რაც მეტოქემ და ლიანგმაც რაგბის უპატივცემულობად აღიქვეს. რკინიგზის გუნდმა, თითქო ვარჯიშობსო, ეს მატჩი 11 სხვადასხვა ფასონის კვართში გამოწყობილმა ჩაატარა, რაღაი ფორმას საშუააზიოდ ინახავდა.

"საიუზზე" ქუთაისი მეხუთე ადგილამდე დაეშვა, თბილისმა კი მეშვიდეზე დააფინიშა. ნაკრებს სამი ვოიაჟი რომ ჰქონდა "შორეულ უცხოეთში", საკავშიროზე ვისაც უნდოდა, ის თამაშობდა და ხშირად დისკვალიფიცირებულიც, სხვისი გვარით. ეპოქის დაისზე ასე მოიხილეს ბიჭებმა ციმბირის თვალი - ბალშაია მურტა, სადაც ვალენკებიანი ბებრები მახორკას ეწეოდნენ, და შხაპის ნაცვლად გობ-ცოცხებიანი "ბანია" დაამუღამეს.

არიფთა ამატებით

მურტაში რაგბი იმად გაიმართა, რომ ქუთათურთა სამგზის პირველობით შეწუხებულმა "ცენტრმა" გააუქმა ეტაპები, პულები, სუპერ-ფინალები; არიფთა ამატებით უმაღლესი ლიგა 16 გუნდამდე განავრცო და 1978 წელს უარყოფილი, კლასიკური ორი წრე აღადგინა. ელიტაში თამაში ერგებოდა ლიტვას, მაგრამ რესპუბლიკა საბჭოეთიდან გავიდა. ვაკანსია ნოვოკუზნეცკმა დაიკავა. და მაინც, დასი ნაკლული გამოვიდა, რადგან ტირასპოლმა 13-კაცა ლიგას მიაშურა.

დიახ, იშლებოდა საკავშირო რაგბი. კალეიდოსკოპურად იცვლებოდნენ მწურთნელებიც. ლიგაში თათურიანის გადახვეწის გამო, ნაკრებს ავსტრალიაში მასიურა და კლებანოვი გაუძღვნენ; ფრანგებთან "ტრენერი" კობოზევი იყო, ზაფხულში კი აღზევდნენ ციმბირელი გრაჩოვი და მოსკოველი ეტკო. ამათ შემოდგომაზე შინ წააგეს რუმინეთთან და გასვლაზე იტალიასთან, ხოლო ლენინგრადში ჩაიშალა "სავეცკი სპორტის" ტურნირი, რაღაი არავინ ჩავიდა.

"ლელომ" ფაქტობრივად ბოიკოტი რომ გამოუცხადა მამლუქთა არენას, საკავშირო გაზეთი მაგ განხრით ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ დარჩა, მაგრამ მკითხველი ბევრს ვერაფერს შეიტყობდა, რაღაი თვით კორესპონდენტი სმეტანინი ჰკვირობდა, რისთვის ტარდება ჩემპიონატი, თუ კომპუტერისა და ტელე-ტაიპის (!) ხანაში ანგარიშებსაც ვერ ვიგებ, რათა ცხრილი შევადგინო; ნუთუ, მარტო ჯამაგირის გამოსამუშავებად არსებობს რაგბიო.

ტაქტიკური სიბრძნე

სმეტანინმა ივლისში ყიჟინა დასცა, აია მობერდა და დამძიმდაო, მაგრამ შემდეგივე მატჩის კვალად დაწერა, ქუდები მოვიხადოთ ვეტერანთა წინაშეო. იმ თამაშში სლავა ძაგნიძემ დააშამათა. ნუგზარის მიერვე შორიდან გატანილი ჯარიმით "აიამ" ოქტომბრის ბოლოს რიონის პირად მოუგო ფინალი ალმათას და თასი მეორედ შემართა, ელმავალს კი სეზონში სამჯერ ემწარა ნაკრების ლიდერის ტაქტიკური სიბრძნე და კლასი.

პირველად, მაისის იმავე დღეს, როცა მეურნეობაში ჩაიშალა ეროვნულის მატჩი, ვაკეში მამლუქთა შოუ დაუბრკოლებლივ ჩატარდა და ძაგნიძემ ორ ჯარიმას არეკნი მოაყოლა. მეორედ, ივლისში, თასზე, ქუთაისში, მონაგარმა სამი ჯარიმა და ორი არეკნი შეადგინა, სამება კი გასრულდა დეკემბერში, ეროვნულის ფინალში, რასაც "ლელომ" უმაგალითოდ ვრცელი, ერთ-გვერდიანი, სტატისტიკებიანი წინათქმა მიუძღვნა.

ახდა გაზეთის ვარაუდი. "ელმავალმა ბურთის დევნით არათუ ვერ დაქანცა მეტოქის ტან-სრული და ასაკოვანი მორკინალები, არამედ აიამ მასპინძლები იქეთ აიყოლია გაუთავებელ ჭიდილსა და პინგ-პონგში, რაშიც ქუთათურებსა და ძაგნიძეს უზარმაზარ რუსეთშიც კი არა ჰყავდათ ბადალი. თბილისმა 50 წუთი ამაოდ რომ უტია, ამჩატდა, სამი ლაფსუსი მოუვიდა და წააგო გუნდთან, ვინც ისეთი ტაქტიკით ითამაშა, როგორითაც არსებულმა რესურსმა შეაძლებინა"

თვე შეშლოდათ

რკინიგზელებს არც ოდითგან თანმდევი ფათერაკები დაკლებიათ. თასზე მატარებლით ჩაჯაყჯაყდნენ ტაგანროგში და დაადგინეს, რომ მატჩის გამართვის რიცხვი სწორად სცოდნოდათ, ხოლო თვე შეშლოდათ. იგივე გამეორდა ჩემპიონატში, ავიატორთან. ჰოდა, გუნდი მეორედაც ჩავიდა კიევს, მაგრამ ჩხუბი რომ ატყდა, მოედანი დატოვა, რათა დამრღვევი გადაერჩინა და აქცენტი მსაჯ არხიპოვის არა-ობიექტურობაზე გადაეტანა.

საზღვრები რომ გაიხსნა და საბჭოთა ფული ჯერაც ფულობდა, ტურნეობანაში ჩავებით. ჩვენი ბავშვები ეწვივნენ იტალიასა და უელსს; ვუმასპინძლეთ ჰოლანდიის ორ გუნდს; წინაპართა ქვეყანაში სორბონის უნივერსიტეტს ჩამოუძღვნენ გურამ წულაძე და მიშელ ჭავჭავაძე; ჩვენმა კაცთა ნაკრებმა კი ზიმბაბვეში, იტალიასა და საფრანგეთში ცხრა მატჩი გამართა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

ცნობა გადაიფიქრეს

ზიმბაბვემ იმით მოგვიგო, რომ ტესტის წინა დღით ვიქტორიის ჩანჩქერი დაგვათვალიერებინა და ძინომურუმბმა ჩაგვიჭრა პასი. სიცილიაზე, "ძაგარის თასის" ფინალში, ფრე გაგვიგორა ქემბრიჯმა და დამატებითი დროის თამაში იუარა. ზიმბაბვეში ჩამოგვაკითხა ირბ-ის დელეგატმა ფრიც ელოფმა, ხოლო საბჭომ ორჯერ დაგვიპირა წევრად ცნობა, მაგრამ გადაიფიქრა.

ამასობაში, 6 მარტს, ჩვენებმა მარჯვე ლავირებით საბჭოთა ფედერაციას ნ.ბრედოვის ხელმოწერილი, დამოუკიდებლობის (!) აღიარების ფირმანი მოაცემინეს და ბრისთოლს, ირბ-ში ოფისში აფრინეს, მაგრამ ამოქმედდა "მუხთალი ცენტრი", წლის ბოლოს თავად ინება რაგბის მსოფლიო ოჯახის წევრად გახდომა და 1991 წლისთვის, თვიქნემშიც დაიბევა ტესტი ინგლისთან.

<<<     1990

>>>     ტურნე ზიმბაბვეში

 11/04 ჰარარე მაშონალენდი 28:6

4ლ: გ.გიუნაშვილი ხვედელიძე მარჯანიშვილი ხუადე; 3გ 2ჯ: ჩავლეიშვილი - 2ჯ * Iტ 10:6

 14/04 ბულავაიო ზიმბაბვე (1ტ) 16:22

2ლ: ნაჭყებია მარჯანიშვილი; გ 2ჯ: ძაგნიძე - 3ლ 2გ 2ჯ * Iტ 9:12

 18/04 გვერუ მიდლენდზი 44:0

8ლ: მარჯანიშვილი 2, ხვედელიძე ლიპარტელიანი ძაგნიძე ქერაული ნაჭყებია ლილუაშვილი; 6გ: ძაგნიძე * Iტ 24:0

 21/04 ჰარარე ზიმბაბვე (2ტ) 26:10

4ლ: ხვედელიძე 2, შვანგირაძე ფხაკაძე; 2გ 2ჯ: ძაგნიძე - ლ 2ჯ * Iტ 13:3

სულ: 3-1 (114:38) ლ 18-4, სერია 1-1

<<    საქართველოს "შევარდნები"

(ბეკ) 15 ვანო საცერაძე<ელმ; 14-11 ალეკო ხვედელიძე<ელმ, ემზარ გეგუჩაძე<აია, ოლეგ ლიპარტელიანი<აია კაპ, მერაბ მარჯანიშვილი<ელმ, თენგიზ თავაძე<ელმ; 10 ნუგზარ ძაგნიძე<აია#15, დათო ჩავლეიშვილი<ელმ; 9 მალხაზ ჭეიშვილი<ქრა#12, იგორ ქერაული<ელმ

(ფორ) 1-3 კახა გიუნაშვილი<ელმ#!ჰ თენგიზ ტურძელაძე<აია!ჰ ბესო ლილუაშვილი<აია, ზაზა ბაკურაძე<ელმ; 4-5 თამაზ ხუადე<ელმ, საშა ნაჭყებია<აია#8, გია რაფავა<ელმ; 6-8 თამაზ ფხაკაძე<აია, ბადრი შვანგირაძე<აია, გია გიუნაშვილი<ელმ, რეზო ჯაფარაშვილი<ელმ

(მწ) დათო კილასონია, დუგლას კავთელაშვილი<აია (მნჯ) დავით ფრუიძე, ნუგზარ ენდელაძე, ალეკო გოცირიძე, რამაზ ყანჩაველი (სეოკ) თენგიზ გაჩეჩილაძე (თრჯ) ედუარდ გუმაშიანი

>>>     სტუმრობა იტალიაში

 21/09 კატანია ბირმინგემის უნივ 45:14
 23/09 კატანია ქემბრიჯის უნივ 18:18
 2?/09 რომი ლაციო 6:0

<<    საქართველო

(ბეკ) 15 ნ.ძაგნიძე#14; 14-11 მერაბ ბესელია<აკდ, მარჯანიშვილი ლიპარტელიანი კაპ, საცერაძე; 10 ჩავლეიშვილი, კახა მაჩიტიძე<აია; 9 ზურაბ კიკაჩეიშვილი<აია, პაატა ტყაბლაძე<აია /

(ფორ) 1-3 ბაკურაძე ტურძელაძე!ჰ ლილუაშვილი#8 კ.გიუნაშვილი#!ჰ; 4-5 ხუადე ნაჭყებია შვანგირაძე#8, ზურაბ რეხვიაშვილი<აია; 6-8 თემურ ნარიმანიძე<ელმ, ფხაკაძე ჯაფარაშვილი#!ჰ

(მწ) კილასონია კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი<ელმ

>>>     სტუმრობა საფრანგეთში

 19/10 ბეიონის 7-კაცა

თბილისი - [პულში] პარიზი (სფრ) 0:18, რომი (იტა) 16:4, ედინბურგი (შტლ) 8:4 ^ [სინზე] მადრიდი (ესპ) 4:8, უტრეხტი (ჰოლ) 13:12 = VII ადგილი 16 გუნდში

თბლ: ზვ.ლიპარტელიანი$2გ ვართანიანი გ.გიუნაშვილი$2ლ ჯანელიძე$ლ ხვედელიძე ვაშაძე$ლ ღვინიაშვილი$ლ რაფავა გაგნიძე ღუდუშაური ნ.მგელაძე ჩიქვინიძე

 23/10 ორსი  ილ-დე-ფრანსელი სტუდენტ 26:12

4ლ: ბესელია ჯაფარაშვილი ძაგნიძე ტყაბლაძე; 2გ ჯ ა: ძაგნიძე - 4ჯ

3:0(8) 3:3(10) 7:3(19) 7:6(25) 7:9(30) 7:12(37) /
13:12(43) 16:12(
54ა) 20:12 26:12(77)

 26/10 ვენსანის ტყე  სორბონის უნივერსიტეტი 24:6

2ლ: ჩიქვინიძე ვართანიანი; 2გ 2ჯ: ძაგნიძე; 2ა: მაჩიტიძე ძაგნიძე - 2ჯ

3:0(5ა) 6:0(23) / 6:3(48) 9:3(50) 9:6 15:6 18:6(ა) 24:6

<<    საქართველო

(ბეკ) 15 ნ.ძაგნიძე; 14-11 ა.ხვედელიძე, ლაშა ვაშაძე<ელმ, მარჯანიშვილი ბესელია, ლევან ჩიქვინიძე<ელმ, გიორგი ღვინიაშვილი<სორბონი, ნუგზარ მგელაძე<მიმ; 10 ტყაბლაძე მაჩიტიძე; 9 შავლეგ ჯანელიძე<მიმ, კიკაჩეიშვილი

(ფორ) 1-3 რეხვიაშვილი ჯაფარაშვილი!ჰ კ.გიუნაშვილი, მამუკა გაგნიძე<ელმ; 4-5 რაფავა გ.გიუნაშვილი#7, ბადრი მექვაბიშვილი<სორბ; 6-8 ფხაკაძე ნარიმანიძე, დათო ღუდუშაური<ელმ, დათო ვართანიანი<აკდ

(მწ) კილასონია კავთელაშვილი ბენდიაშვილი (მნჯ) ჯანო ბაგრატიონი, მურად თოფურიძე<ელმ

სულ 1990 წელს: 7-1*1 (233:88)

>>>     სორბონის უნივერსიტეტის ჩამოსვლა

 11/04 ქუთაისი იმერეთი 6:8

ლ: ბეშკენაძე; გ: ტყაბლაძე - 2ლ ! რეფ ზიბზიბაძე " 6:0(28) / 6:4 6:8

 13/04 სასოფლო სტუდენტები 16:18

3ლ: ნ.მგელაძე დიდებულიძე ვასაძე; 2გ: კობახიძე - 2ლ 2გ 2ჯ

რეფ კოროშინაძე * 0:6 0:9 6:9 6:15 / 10^12:15 16:15 16:18

სტუდ: ნ.იურინი დვალი ბარძიმიშვილი ძნელაძე შენგელაია (ვასაძე) <10-9>ლ.მგელაძე (ჯაფარიძე) გიორხელიძე / ჯმუხაძე (ძიძაძე) ფირიაშვილი (გურგენიძე) რ.დოლიძე (ა.გიგინეიშვილი) ალავიძე დიდებულიძე (სორდია) ზოიძე (თურქაძე) ნ.მგელაძე (ობოლაძე) კობახიძე * მწ) სურმავა გეგენავა

 16/04 ვაკე საქართველო`` 12:7

ლ: ბესელია; გ 2ჯ: ტყაბლაძე - ლ ჯ

რეფ აბაშიძე * 0:4(11) 6:4(18) 6:7(27) / 9:7(51) 12:7(70)

საქ: მ.ხარშილაძე კაპ, გეგეჭკორი (რეხვიაშვილი 59) ჩიქვინიძე ბესელია ღვინიაშვილი <10-9>ტყაბლაძე ჯანელიძე / შუბითიძე (ზ.ლიპარტელიანი 61) ბერიაშვილი ბაბუნაშვილი (გაგნიძე 47) კაშია მექვაბიშვილი; კაპანაძე ნარიმანიძე ღუდუშაური * მწ) გივი ავლასტიმოვი, გაიოზ მონიავა

>>>     საქართველოს "23-ე პირველობა"

<<    პირველი პული

31/03 აია 43:0 აკადემია

  1/04

შევარდენი

6:16

სტუ

15/04 ჭიათურა 3:0 შევარდენი
  სტუ 9:8 აკადემია
18/04 მიმინო 42:15 სტუ
21/04 აკადემია 6:9 შევარდენი
22/04 მიმინო 26:9 ჭიათურა
24/04 აკადემია 18:16 მიმინო
26/04 ჭიათურა 17:21 აია
30/04 ჭიათურა 18:17 სტუ

  3/05

მიმინო

31:3

აკადემია

  6/05 სტუ 29:3 ჭიათურა
10/05 შევარდენი 19:24 აია
 12/05 აია 27:22 სტუ * გაუქმდა!
13/05 აია 20:10 სტუ
  მიმინო 25:9 შევარდენი
  ჭიათურა 0:0 აკადემია
15/05 აია 20:10 მიმინო
20/05 აია 15:12 ჭიათურა
  შევარდენი 12:13 აკადემია

  8/06

სტუ

6:12

მიმინო

10/06 შევარდენი 3:12 ჭიათურა
11/06 აკადემია 4:3 სტუ
12/06 შევარდენი 9:20 მიმინო
17/06 ჭიათურა 13:32 მიმინო
  სტუ 6:9 შევარდენი
24/06 აკადემია 6:10 ჭიათურა

16/06

აკადემია

(30:0)

აია

25/08 მიმინო (0:30) აია
  4/09 აია (30:0) შევარდენი
    = სტუ X აია

^ აია (ქუთაისი) 8-1, მიმინო 7-3 /
იმერეთი (ჭიათურა) 4-5*1, აკადემია 4-5*1,
სტუ (სპი) 3-6, შევარდენი (სსი) 2-8

<<    მეორე პული

31/03 ზოოვეტი 9:6 უნივერსიტ

  1/04

გელათი

8:10

ასოციაცია

  3/04 გელათი 4:26 ელმავალი
14/04 ზოოვეტი 12:30 ასოციაცია
15/04 სათაფლია 7:12 უნივერსიტ
22/04 ასოციაცია 29:17 სათაფლია
  გელათი 36:9 ზოოვეტი
28/04 ასოციაცია 7:24 ელმავალი

  2/05

სათაფლია

10:15

გელათი

  5/05 გელათი 25:13 უნივერსიტ
  ზოოვეტი 20:3 სათაფლია
  8/05 ელმავალი 37:0 ასოციაცია
13/05 ასოციაცია 20:10 უნივერსიტ
14/05 გელათი 15:10 სათაფლია
19/05 ზოოვეტი 10:56 ელმავალი
20/05 სათაფლია 0:36 ასოციაცია
29/05 უნივერსიტ 18:16 ზოოვეტი

  9/06

ასოციაცია

30:19

ზოოვეტი

13/06 უნივერსიტ 10:22 გელათი
16/06 უნივერსიტ 4:13 სათაფლია
17/06 ზოოვეტი 6:34 გელათი
21/06 უნივერსიტ 16:56 ელმავალი
24/06 უნივერსიტ 20:29 ასოციაცია

  5/07

ასოციაცია

6:3

გელათი

10/07 სათაფლია 6:27 ელმავალი
  4/09 ელმავალი 32:12 ზოოვეტი
  6/09 ელმავალი 56:12 უნივერსიტ
18/09 სათაფლია 21:12 ზოოვეტი

25/08

ელმავალი

(30:0)

გელათი

=

ელმავალი X სათაფლია

^ ელმავალი 9-0, ასოციაცია (ქრა) 8-2 /
გელათი (ქუთაისი) 6-4, ზოოვეტი 2-8,
სათაფლია (წყალტუბო) 2-7, უნივერსიტეტი 2-8

<<    უძლიერესთა ჯგუფი

! თანა-პულელთან ორი თამაშის ჩათვლით

16/09 მიმინო 6:6 ასოციაცია
22/09 ასოციაცია 3:46 მიმინო

  3/11

მიმინო

20:22

ელმავალი

  8/11 აია 0:6 ელმავალი
14/11 ელმავალი 33:6 აია
18/11 ელმავალი 52:13 მიმინო

  4/11

აია

(30:0)

ასოციაცია

11/11 ასოციაცია (0:30) აია

ძლიერი * 14

  მ-წ*ფ

გატ:გაშ

ელმავალი (თბ) 26 13-0 457:106
აია (ქუთაისი) 20 10-3 269:137
მიმინო (თბილ) 17   8-5*1 299:215

ასოციაცია (ქრა)

17

  8-5*1

206:262

<<    სანუგეშო ჯგუფი (V - XII ადგილები)

! გუნდს პულიდან გადმოყვა ყველა თამაში და
ხვდებოდა იქეთა პულელებს

15/09 შევარდენი 24:9 ზოოვეტი
16/09 ჭიათურა 24:9 უნივერსიტ
  აკადემია 15:13 გელათი
  სათაფლია 9:25 სტუ
23/09 სტუ 54:10 უნივერსიტ
  შევარდენი 10:3 სათაფლია
  გელათი 11:6 ჭიათურა
27/09 ზოოვეტი 12:8 აკადემია
30/09 ჭიათურა 12:6 ზოოვეტი
  შევარდენი 10:6 უნივერსიტ
  სათაფლია 12:9 აკადემია

  3/10

სტუ

12:19

გელათი

  6/10 აკადემია 16:13 უნივერსიტ
  7/10 სათაფლია 0:22 სტუ
10/10 ზოოვეტი 6:10 სტუ
13/10 ზოოვეტი 18:19 შევარდენი
14/10 სტუ 26:10 სათაფლია
  უნივერსიტ 0:20 ჭიათურა
20/10 უნივერსიტ 9:22 სტუ
21/10 აკადემია 21:13 ზოოვეტი
  სათაფლია 9:40 შევარდენი
23/10 ჭიათურა 7:4 გელათი
27/10 უნივერსიტ 13:27 შევარდენი
28/10 ზოოვეტი 18:19 ჭიათურა
31/10 უნივერსიტ 3:51 აკადემია

  4/11

ჭიათურა

24:12

სათაფლია

  სტუ 23:9 ზოოვეტი
11/11 გელათი 19:4 აკადემია
21/11 აკადემია 19:6 სათაფლია
25/11 გელათი 32:12 სტუ

  4/11

გელათი

(30:0)

შევარდენი

  8/11 შევარდენი (0:30) გელათი

ნუგეში * 18

  მ-წ*ფ

გატ:გაშ

გელათი (ქუთაისი) 24 12-6 320:186
იმერეთი (ჭიათ) 23 11-6*1 233:209
აკადემია (თბ) 19   9-8*1 231:224
სტუ (თბილისი) 18   9-8 295:226
შევარდენი (თბ) 16   8-10 206:273
ზოოვეტი (თბილ) 6   3-15 216:402
სათაფ (წყალტუბო) 6   3-14 148:345
უნივერსიტეტი (თბ) 4   2-16 184:477

<<    ბრინჯაოს ფინალი

 25/11 მიმინო

22:19

ასოციაცია

3ლ: ნ.მგელაძე 2, დვალი; 2გ 2ჯ: ძნელაძე - ლ: ჭეიშვილი; 5ჯ: გაბაძე

რეფ ავლასტიმოვი * ვაკე

<<    საჩემპიონო ფინალი

   9/12 ელმავალი

3:10

აია

აია: ე.ძაგნიძე ჟორჟოლიანი ხამაშურიძე ტყაბლაძე გაბრიჩიძე <10-9>ნ.ძაგნიძე კაპ, კიკაჩეიშვილი / ხახალეიშვილი (გეგელია 70) ტურძელაძე ბაბუნაშვილი; ოდიშარია კაშია (ნაჭყებია 41) შვანგირაძე რეხვიაშვილი ზ.ლიპარტელიანი - ლ: ხახალეიშვილი; 2ა: ნ.ძაგნიძე ე.ძაგნიძე

ელმ: ჩავლეიშვილი ა.ხვედელიძე მარჯანიშვილი ჩიქვინიძე საცერაძე <10-9>თავაძე ქერაული / ბაკურაძე კაპ, კ.გიუნაშვილი შუბითიძე წბ 77; გაგნიძე გ.გიუნაშვილი; ნარიმანიძე ჯაფარაშვილი (კოკილაშვილი 76) ღუდუშაური - ჯ: ჩავლეიშვილი

რეფ აბაშიძე * ვაკე

0:0 / 0:3(56ა) 0:6(61ა) 3:6(65) 3:10(67) წბ(77)

>>>     XXVII საკავშირო ჩემპიონატი

<<    უმაღლესი ლიგა

აია -

ფილ 18:16   2/04 ფილ 10:13   3/08
ვვა 12:8   5/04 ვვა 17:33   7/08
ხტზ 6:7 19/04 ხტზ 68:0 13/08
ავი 3:30 23/04 ავი 16:16 17/08
ალმ 3:9 30/04 ალმ 37:19 23/08
ტშკ 9:7   4/05 ტშკ 27:8 27/08
ელმ 9:0 23/05 ელმ 15:0 30/08
ლვო 25:13 28/05 ნვკ 30:18 18/09
ნვკ 18:6   7/06 კპი 23:12 22/09
კპი 18:7 12/06 იარ 6:16 30/09
სტმ 39:3 19/06 სტმ 40:20   5/10
იარ 9:13 23/06 ლოკ 42:20 10/10
ლოკ 17:13 30/06 სლვ 12:10 14/10
სლვ 18:10   5/07 ლვო 12:20   ?/10

ელმავალი -

ფილ 16:15   5/04 ვვა 9:12   3/08
ხტზ (0:20) 23/04 ფილ 19:3   7/08
ტშკ 16:10 30/04 ავი 9:10 13/08
ალმ 7:19   4/05 ხტზ 25:15 17/08
ვვა 16:6 12/05 ტშკ 30:6 23/08
ლვო 15:4   1/06 ალმ 15:6 27/08
კპი 13:9   7/06 ლვო 6:4 11/09
ნვკ 15:10 12/06 კპი 24:30 18/09
იარ 9:4 19/06 ნვკ 9:9 22/09
სტმ 38:9 23/06 სტმ 19:0 30/09
ავი 6:7 (0:20) 26/06 იარ 3:24   5/10
სლვ 7:20 29/06 სლვ 4:8 10/10
ლოკ 3:12   4/07 ლოკ 22:7 14/10

უმაღლესი 1990

მ-წ

*ფ$დ

გატ:გაშ

კრასნი იარი (კრს)

48 23-3 *2 670:202

ვევეა (მონინო)

46 22-4 *2 647:283

ავიატორი (კიევი)

46 21-3 *4 598:256

სკა (ალმათა)

42

21-7

 

658:288

აია (ქუთაისი)

41 20-7 *1 570:337

სლავა (მოსკოვი)

39 19-8 *1 481:247

ელმავალი (თბილ)

29 15-12 *1$2 359:316

ლოკომოტივი (მ)

27 14-14    $1 483:421

ფილი (მოსკოვი)

24 12-16   353:375

ზვეზდა (ტაშკ)

22 11-17   399:444

კაპეი (კიევი)

16   8-20   389:534

სოკოლი (ლვოვი)

13   7-21    $1 320:617

ხტზ (ხარკოვი)

12   6-22   228:866

ლუჩი (ნოვოკუზნ)

9   4-23 *1 318:830

სტმ (კრასნოიარ)

2

  1-27

 

236:693

გატ:გაშ უკრაინული *სპარტივნა ღაზეტადან"!

ქულა: 318 ბოლდაკოვი (ალმ) ახალი რეკორდი!

<<    პირველი ლიგა

მიმინო -

ყზნ 19:0 20/04 ყზნ 25:7 14/06
დნპ 20:16 27/04 დნპ 17:9 21/06
ტაგ 16:28 30/04 ტაგ 17:7 24/06
რაფ 9:12   7/05 რაფ 3:22 30/06
პრგ (20:0) 10/05 ლვო 22:10   3/07
ლენ 7:16 17/05 ლენ 41:11 10/07
სპრ 4:0 20/05 სპრ (20:0) 13/07
პნზ 29:9 27/05 პნზ 0:24 20/07
ზლნ 27:9 30/05 ზლნ 7:14 23/07
გლთ 4:4   4/06 გლთ 10:10 27/07

გელათი -

ყზნ 10:3 17/04 ყზნ 0:7 11/06
ტაგ 10:13 27/04 ტაგ 11:21 21/06
დნპ V:0 30/04 დნპ 6:10 24/06
პრგ (20:0)   7/05 ლვო 26:12 30/06
რაფ 21:7 10/05 რაფ 13:18   3/07
სპრ 13:6 17/05 სპრ (20:0) 10/07
ლენ 3:26 20/05 ლენ 41:9 13/07
ზლნ 14:11 27/05 ზლნ 16:10 20/07
პნზ 22:0 30/05 პნზ 7:21 23/07

Iლ * ორი წრე 1990

მ-წ

*ფ$დ

გატ:გაშ

რადუგა (ტაგანროგ)

32 16-4   368:168

რაფ (ელგავა)

28 14-6   366:190

ელეკტრონმაში (ლენ)

27 13-6 *1 368:257

მიმინო (თბილისი)

24 11-7 *2 307:218

გელათი (ქუთაისი)

24 11-7 *2 275:192

პრესი (დნეპროპეტ)

22 11-8   289:230

ვემ (პენზა)

20

10-10

 

313:250

სირიუსი (ზელენოგ)

20 10-10   247:284

სტრელა (ყაზანი)

17   8-10 *1 191:279

სპარტაკი (მოსკ)

-3   1-19     $5 111:353

პროგრესი (ლვოვი)

-6   1-19     $8   92:506

გატ:გაშ უკრაინული "სპარტივნა ღაზეტადან"!

<<    პირველი ლიგის ფინალი

გელათი -

რაფ 0:23 27/08 რაფ V:0 25/09
ტაგ 0:11   4/09 ტაგ 6:25 30/09
ლენ 10:4   7/09 ლენ 7:42   6/10
დნპ 30:12 13/09 დნპ 15:9 11/10
მიმ 8:24 19/09 მიმ 6:4 20/10

მიმინო -

ლენ 3:40 27/08 ლენ ?:? 25/09
დნპ 9:9   2/09 დნპ ?:? 30/09
ტაგ 12:21   7/09 ტაგ 13:27   6/10
რაფ 17:15 13/09 რაფ 12:24 11/10

Iლ * ფინალი 1990

მ-წ

*ფ$დ

გატ:გაშ

რადუგა (ტაგანროგ)

46 23-6 *1$1 600:270

ელეკტრონმაში (ლენ)

42 20-8 *2 636:328

რაფ (ელგავა)

40

20-10

 

527:370

გელათი (ქუთაისი)

34 16-12 *2 374:354

მიმინო (თბილისი)

31 14-13 *3 464:402

პრესი (დნეპროპეტ)

25 12-17 *1 416:542

>>>     XV საკავშირო თასი

<<    მერვედფინალი

  8/05 ტაშკენტი 9:26 აია (9:22)
  ტაგანროგი 0:V ელმავალი

<<    მეოთხედფინალი

  9/07 აია

15:7

ელმავალი

<<    ნახევარფინალი

  8/10 აია

17:10

ვევეა (18:10)

<<    ფინალი (ქუთაისი)

 30/10 აია

13:10

ალმათა

ლ: ე.ძაგნიძე; 3ჯ: ნ.ძაგნიძე - ლ 2ჯ

0:3 0:6 4:6 / 7:6 10:6 10:10 13:10

აია: ნ.ძაგნიძე ე.ძაგნიძე ო.ლიპარტელიანი გეგუჩაძე ხამაშურიძე <10-9>ტყაბლაძე კიკაჩეიშვილი / რეხვიაშვილი ტურძელაძე ბაბუნაშვილი; კაშია (ისაკაძე) ლილუაშვილი; ოდიშარია (ზ.ლიპარტელიანი) შვანგირაძე ნაჭყებია (გაბრიჩიძე)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1989/90

პირველი ჯგუფი (სბჭ: ფილი ვარშავა)

18/02 საფრანგეთი 22:12 იტალია
  7/04 იტალია 34:3 პოლონეთი
  8/04 რუმინეთი 19:25 პოლონეთი
14/04 იტალია 9:16 რუმინეთი
18/05 საფრანგეთი 32:9 პოლონეთი
20/05 საბჭოეთი 14:22 საფრანგეთი
24/05 საფრანგეთი 6:12 რუმინეთი
27/05 პოლონეთი 12:31 საბჭოეთი

ჩვენები: ძაგნიძე სფრ*2გ პოლ; ბაკურაძე პოლ*
(
მნჯ) კავთელაშვილი

ფირა 89/90

მ-წ

გატ:გაშ

საფრანგეთი 3-1 82:47
საბჭოეთი 3-1 81:59
რუმინეთი 2-2 60:61
იტალია 1-3 67:56
პოლონეთი 1-3 49:116

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1990/92

პირველი ჯგუფი (სბჭ: ფილი როვიგო)

30/09 იტალია 30:6 ესპანეთი
  3/10 რუმინეთი 19:6 ესპანეთი
20/10 საბჭოეთი 3:10 რუმინეთი
24/11 იტალია 34:12 საბჭოეთი

იტა რუმ 2-0; სფრ 0-0; სბჭ ესპ 0-2 ^ ჩვენიანი: ძაგნიძე რუმ

>>>     ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

11-1?/04    ტრევიზო (იტალია)

?#საბჭოეთი - რუმინეთი V:0, საფრანგეთი 15:29 ...

>>>     ტურნე ავსტრალიაში

საბჭოეთი -

ქვინზლენდ ქანთრი 22:21 (10/03 თაუნსვილი,
ჩრდ.ქვინზლენდი 25:10 (14/03 ქერნსი,
ქვინზლენდი `` 17:40 (17/03 ბრისბენი,
ქუქაბურაზი 6:30 ? (20/03 კანბერა,
ქვინზლენდი 6:44 (22/03 ბრისბენი,
ახალი სამხრეთი უელსი 0:V (??/03 სიდნეი)

ჩვენები: ნ.ძაგნიძე ბაკურაძე (მნჯ) კავთელაშვილი

>>>     ვერეს გაღმა - გამოღმა

გაღმა 34:19 გამოღმა

გაღმა (სტუ შევარდენი: კობახიძე ლ.გაფრინდაშვილი მოსიძე ბარძიმიშვილი ს.ლიპარტელიანი (ფარცვანია) <10-9>ნ.იურინი ცირეკიძე (ყუბანეიშვილი) / თავზარაშვილი ჩიქავა (ახვლედიანი) დიდებულიძე; კომლაძე კოკოზაშვილი (ფირიაშვილი) ფერაძე სორდია ნ.მგელაძე * მწ) გეგენავა სანებლიძე - 4ლ: ლიპარტელიანი ფერაძე ბარძიმიშვილი გაფრინდაშვილი; 3გ 4ჯ: კობახიძე

გამოღმა (თსუ აკადემია ზოოვეტი: ხუციშვილი ტოგონიძე (იოსებიძე) კალანდაძე (კეკელიძე) ორჯონიკიძე ყურაშვილი <10-9>შენგელაია შერმაზანაშვილი / ჯუღელი (ბახტურიძე) წიქარიძე ზ.ღვინიაშვილი (სვანიძე) ღიბრაძე (კუბლაშვილი) აბრამიშვილი; თურქაძე ასათიანი (ნარტყოშვილი) ჭურღულაშვილი (ვაწაძე) * მწ) სურმავა ნარიმანაშვილი - 2ლ: კალანდაძე ჭურღულაშვილი; გ 3ჯ: შერმაზანაშვილი

რეფ ლაგოშვილი * 27/05 ვაკე * Iტ 22:16

>>>     სტუდენტური პირველობა

13/09 აკადემია 12:10 სტუ
20/09 შევარდენი 21:6 უნივერსიტეტი

კიდევ მონაწილეობდნენ ზოოვეტი და სამედიცინო, მაგრამ შეწყდა

>>>     სტუდენტური შვიდკაცა

7/04    ვაკე * მსაჯები: ნუგზარ გაბრიჩიძე (10 თამაში; მიშა კალანდაძე, ლევან მგელაძე (თითო)

<<    მეოთხედფინალი

სტუ$2 4:0 ზოოვეტი$1, თსუ$1 12:4 აკადემია$2, სტუ$1 24:0 თსუ$2, აკადემია$1 12:6*დდ ზოოვეტი$2

<<    ნახევარფინალი

სტუ$2 16:0 თსუ$1, სტუ$1 12:10 აკადემია$1 / ზოოვეტი$1 6:0 აკადემია$2, თსუ$2 10:6 ზოოვეტი$2

<<    ფინალი

1#სტუ$1 12:10 2#სტუ$2, 3#აკადემია$1 7:0 4#თსუ$1; 5#ზოოვეტი$1 15:0 6#თსუ$2, 7#აკადემია$2 14:13 8#ზოოვეტი$2

>>>     III "ვაკის შვიდკაცა"
საქართველოს პირველობა

1-2/09    ვაკე ! მსაჯები: მიხეილ გარუჩავა (10 თამაში, გოჩა აბაშიძე (9; გურამ მოდებაძე, არჩილ ლაგოშვილი, ნუგზარ გაბრიჩიძე (3)

ა პული. 1#ელმავალი - აკდ 10:0, სთფ 22:10; 2#აკადემია - 3#სათაფლია 7:4

ბ პული. 1#უნივერსიტეტი - ჭთრ 12:0, ონი 32:0; 2#ჭიათურა - 3#ონი 30:0

გ პული. 1#აია - ივრ$1 28:0, ივრ$2 38:0; 2#ივერია$1 - 3#ივერია$2 34:0

დ პული. 1#შევარდენი - სტუ 8:6, გლთ 14:0; 2#სტუ - 3#გელათი 18:0

<<    მეოთხედფინალი

ჭიათურა 12:6 ელმავალი, შევარდენი 14:4 ივერია$1 /
უნივერსიტეტი 10:6*დდ აკადემია, აია 24:6 სტუ

<<    ნახევარფინალი

სათაფლია 24:0 ონი, გელათი 40:0 ივერია$2 /
ელმავალი 20:6 ივერია$1, სტუ 13:6 აკადემია /
შევარდენი 9:6"დდ ჭიათურა, აია 26:6 უნივერსიტეტი

<<    ფინალები

11#ივერია$2 14:0 12#ონი, 9#გელათი 18:0 10#სათაფლია,
7#აკადემია 20:6 8#ივერია$1, 5#ელმავალი 34:6 6#სტუ,
3#ჭიათურა 12:10 4#უნივერსიტეტი

 1#აია 27:6 2#შევარდენი

რეხვიაშვილი ზ.ლიპარტელიანი ნემსიწვერიძე კიკაჩეიშვილი ნ.ძაგნიძე$ლ4გა ტყაბლაძე$2ლ ე.ძაგნიძე$ლ (გაბრიჩიძე) - ჩიქავა მეჭურჭლიშვილი სორდია (კალაძე) ჩაჩანიძე$ლ ნ.იურინი$გ ბ.იურინი (კვარაცხელია) დვალი (ცირეკიძე)

>>>     უტრეხტის უნივერსიტეტის ჩამოსვლა

ბოლო/05    გორი

სტუ 19:7 უტრეხტი (ჰოლანდია)

>>>     უნივერსიტეტი კიევში

?/11 2#თსუ - ყაზანი 30:0, კიიგა 36:6, 1#კპი 10:12 (Iტ 7:0)

>>>     ირაკლი თეზელაშვილის ხსოვნისა

?/11 იბერია (თსუ აკდ ზოო) 32:16 კოლხეთი (სტუ შევ)

>>>     ბიჭები (1979 დაბ) იტალიაში

დასაწ/05    ბენევენტო
ფესტივალი. 32 გუნდი (საფრანგეთი ინგლისი უელსი ტაივანი)

ივერია (მწ) ემზარ სულაქველიძე, ლევან მგელაძე, გია ჯავახიშვილი

>>>     მოზარდები (197? დაბ) იტალიაში

ბოლო/05    როვიგო
ალდო მილანის თასი. 32 გუნდი

ლელო - ლაციო რომა 8:0, ბადიო 10:0, ოულდ ველ? (ინგ 6:4, პადოვა 3:3, ტაივანი 0:0

ლელო (სპორტ სკოლა) * მწ) მიშა ბენიაშვილი, ფარსმან გაბაძე; მნჯ) ბათუ კევლიშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი (მასპ) ბეგი თავართქილაძე

>>>     იტალიელთა საპასუხო ვიზიტი

23/08    ვაკე    ლელო 6:4 როვიგო

>>>     მოზარდები (1974-75 დაბ) უელსში

?/10    მართვე (მწ ნ.მამრიკიშვილი) - რისქა (უელ, ბლექპული (ინგ, სენთ დევიდი (უელ * სპონსორი ნუგზარ ბუგიანიშვილი

>>>     ჭაბუკთა პირველობა (1973-74 დაბ)

ბოლო/03    მეურნეობა

1#ივერია - წყალტუბო 26:16, ლანჩხუთი 82:6, სოლანი 42:6, ქუთაისი 40:6, ლენტეხი 59:3

ივერია (ვაზისუბანი: ზ.არჩვაძე, ბესიკ დრიაშვილი, ლაშა რევაზიშვილი, დათა გიგინეიშვილი, კაკო მაჭუტაძე, როინ მგალობლიშვილი, ა.ხელთუფლიშვილი, დ.ტოგონიძე, კობა ბროძელი, ალეკო კვარაცხელია, მ.ნამგალაძე, კოკა სექანია, კახა ალანია, გ.ნონიკაშვილი, ე.ქადაგიშვილი, მიშა ჩაჩუა, ალეკო ბრაგვაძე, თემურ ქომეთიანი, ლ.ძიმისტარიშვილი, გ.მარტყოფლიშვილი, ზურაბ ნოზაძე, დ.ჩიტაია

(მწ) ნუგზარ გაბრიჩიძე; მოთავე) ემზარ სულაქველიძე; პრეზ) გურამ დიდბარიძე; ვც-პრეზ) შოთა დონაძე; მნჯ) გოგი გუდაძე

>>>     მოზარდთა (1974-75 დაბ) პირველობა

დასაწ/07    მეურნეობა

1#ივერია - მრთ 0:3, სთფ 28:0; 2#მართვე (სპარტაკი) - სთფ 4:8; 3#სათაფლია, 4#აია, 5#ელმავალი

მწ: გაბრიჩიძე (ივერ; გაბაძე (მრთ; ჭეიშვილი ელიზბარაშვილი (ელმ

მსაჯები: კილასონია მოდებაძე სანებლიძე გარუჩავა

>>>     მოზარდთა (1976-77 დაბ) პირველობა

/06    დიღმის ბაზა

1#მართვე 12:8 2#ივერია

3#ზესტაფონი ... ლელო, პატარა ივერიელი, პატარა აია, სათაფლია, სოლანი

მართვე (მწ) ფარსმან გაბაძე, ნიაზ მამრიკიშვილი

ნიჭიერნი: კობრიშვილი (ივერ, ბერიძე (მართ, ბარაბაძე (პატ*ივერ, ბრეგვაძე (მართ, ცუცქირიძე (ივერ

>>>     ვეტერანთა საკავშირო ტურნირი

შუა/09    მოსკოვი

1#საქართველო - რუსეთი 10:0, ლენინგრადი 0:0, უკრაინა 24:6, მოსკოვი 6:0

საქართველო: გურამ მოდებაძე, საშა დადეშქელიანი, ბიძინა პეტრიაშვილი, გოგი სუთიაშვილი, თენგიზ და თემურ რუხაძეები, დუგლას კავთელაშვილი$5გ2ჯ, ვიტალი თოფურია, თემურ ჯორჯაძე, ლევან ქავთარაძე, ავთო ღიბრაძე$ლ, ვახტანგ შვანგირაძე, დათო კილასონია$2ლ, გივი ავლასტიმოვი$3ლ, ენვერ ფირცხალაიშვილი, თამაზ შარაშენიძე, შევაზ კოდუა, თემურ ცინცაძე, ვალტერ კაპანაძე, გელა მიქაბერიძე კაპ, მიტო ქურდობაძე, სერგო მირონოვი, ? ნაცვლიშვილი, დათო თაქთაქიშვილი (მწ) ნოდარ ყიფიანი, სერგო კეშელავა, რომეო ღვინიაშვილი

>>>     დათო დავითაიას მოსაგონარი

ვაკე

<<    ნახევარფინალები

29/10 საქართველო`` 12:22 ლატვია

2ლ: ბენდიაშვილი ღიბრაძე; 2გ: კილასონია ^ მიქაბერიძე კაპ, ავლასტიმოვი

  საქართველო`` 20:6 ჰოლანდია

4ლ: ქურდობაძე, მალხაზ ჭეიშვილი 2, მიშა გარუჩავა; 2გ: ფარსმან გაბაძე

<<    ფინალები

  2/11 3#საქართველო`` 14:6 4#ჰოლანდია

3ლ: თამაზ სალთხუციშვილი, ბენდიაშვილი, მერაბ ნიჟარაძე; გ: ნუკრი აბაშიძე ^ ზურაბ ხარშილაძე, თამაზ ანდღულაძე

  1#საქართველო`` 14:10 2#ლატვია

3ლ: ლევან მგელაძე, მალხაზ კოროშინაძე, გარუჩავა; გ: გაბაძე ^ რამაზ სანებლიძე


 ქართული კლუბები

ვინც და რაც "ლელოში" ან ჩანაწერებშია ნახსენები
$ მონაგარი, საკავშიროსა და საერთაშორისოს ჩათვლით

<<    აია ქუთაისი

15 ემზარ ძაგნიძე#14$ლგა; 14-11 ოლეგ ჟორჟოლიანი$ლ, ოლეგ ლიპარტელიანი$ლ, ბათლომე ხამაშურიძე, პაატა ტყაბლაძე#10$5გ2ჯ, კახა გაბრიჩიძე$ლ, ხვიჩა გეგელია, ემზარ გეგუჩაძე$2ლ, მიშა ხარშილაძე, კახა მაჩიტიძე, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე, ანზორ ალხაზაშვილი; 10 ნუგზარ ძაგნიძე#15 კაპ$ლ11გ15ჯ5ა; 9 ზურაბ კიკაჩეიშვილი /

1-3 ტიხონ ხახალეიშვილი$ლ, თენგიზ ტურძელაძე!ჰ$ლ, გუგა ბაბუნაშვილი, ბესო ლილუაშვილი$ლგჯ; 4-5 თამაზ ოდიშარია$ლ, ხვიჩა კაშია$ლ, საშა ნაჭყებია#8$3ლ, ალექსანდრე ისაკაძე$ლ; 6-8 ბადრი შვანგირაძე$ლ, ზურაბ რეხვიაშვილი#1$ლ, ზვიად ლიპარტელიანი, თამაზ ფხაკაძე$2ლ

მწ) დუგლას კავთელაშვილი; მნჯ) ალხაზაშვილი; ფედერ) რამაზ ყანჩაველი

<<    (სამხატვრო) აკადემია

15 მერაბ ბესელია$5ლ2გ3ჯ, დათო ძაგანელი#10; 14-11 დათო გიგაური#6, დიმა კალანდაძე$7ლ, გიორგი ორჯონიკიძე$2ლ, სანდრო ჩხენკელი, ვასილ გვაზავა, გიორგი ძაგანელი$2გჯა, ირაკლი ლეჟავა$ლგ; 10 პაატა ნარიმანაშვილი, შოთა მოდებაძე#15$ 4ლ4გ7ჯ2ა; 9 ნუკრი წიკლაური#!ჰ$ ლ3გ9ჯ, გია ცაგარეიშვილი$ლ /

1-3 ვასილ წიკლაური$ლ, პაატა სვანიძე, ზაზა ღვინიაშვილი#8, გია ღლონტი, ზვიად გილაური, ზ.ცირეკიძე; 4-5 გია კუბლაშვილი, ავთო შოთაძე, ანდრო ლეჟავა; 6-8 დიმიტრი ობოლაძე#12$3ლჯ, დათო ვართანიანი$ლ, დავით გიორგობიანი, ლაშა ამირეჯიბი, ლაშა ასათიანი, ზაზა მოდებაძე, რომან წიკლაური$ლ, კახა კერვალიშვილი

პრეზ) ვაჟა კუხიანიძე, ვც-პრეზ) ღლონტი, მნჯ) კუბლაშვილი, მდივ) გვაზავა, მწ) ნარიმანაშვილი; საპატიო) გურამ მოდებაძე, ჟურიკო ჯაფარიძე

<<    ასოციაცია (ქრა)

15 ლადო გვიანიშვილი$2ლ; 14-11 გია კურატიშვილი$2ლ6გ, მიშა გარუჩავა$ლა, მალხაზ ჭეიშვილი#10$2ლა, ნიაზ მამრიკიშვილი$ლ, მალხაზ ნაცვლიშვილი, ზაზა ბექაური#9$2ჯ, თემურ მელაძე$ლ, კოტე კილაძე, გოგა რაზმაძე#6, გუგა გეგენავა$ლ; 10 ფარსმან გაბაძე$4გ11ჯა; 9 ნუგზარ გაბრიჩიძე$2ლ3გ7ჯ, დიკო მამრიკიშვილი /

1-3 გიორგი ბერიაშვილი, ზურაბ ელიზბარაშვილი!ჰ#8$3ლ, დათო კაკაბაძე!ჰ, მამუკა მჭედლიძე, მალხაზ დათუნაშვილი$ლ, ლევან სოხაძე!ჰ; 4-5 ზურაბ ქიქოძე, დათო ბიძინაშვილი#7, ავთო მაზანაშვილი, გია მიქაძე; 6-8 ირაკლი გვენეტაძე, მევლუდ ბებიაშვილი, ბიძინა ბერიშვილი, ბიძინა გეგიძე, მერაბ გოგიჩაიშვილი$ლ

პრეზ) გარუჩავა, ვც-პრეზ) გეგიძე, მდივ) გაბრიჩიძე, ხაზინ) ჭეიშვილი

<<    გელათი ქუთაისი

15 ემზარ შანიძე, კობა ქიმუცაძე$3ჯ; 14-11 დათო აშოთია$5გჯ, გელა ხუჭუა, დიმიტრი თედოშვილი#12#11$ 2ლ5გ2ჯ, შოთა ბზიკაძე$5ლ, ჰამლეტ სილაგაძე გ.ცხვარაძე$ლ; 10 იგორ მარიამიძე$ლგ; 9 მამუკა ჯანაშია$2ლ /

1-3 ე.ბეშკენაძე#5$ლ, გოჩა მორჩაძე!ჰ$ლ, მამუკა ჩიტიანი$ლ, გ.კოტრიკაძე, ალექსანდრე ლიკლიკაძე$3ლ, ავთო გიორგაძე$ლ, ალეკო გაბიძაშვილი!ჰ ალეკო მარგველაშვილი; 4-5 კ.რუსაძე, დათო ოსაძე; 6-8 დავით გიორგობიანი$ლ, მერაბ ფიოლია$ლ, გოჩა ჯიმშელეიშვილი, ზაზა თხელიძე, დავით ჩუბინიძე$ლ

მწ) რამაზ სვანიძე

<<    ელმავალი

15 დათო ჩავლეიშვილი#10$7ლ27გ23ჯ3ა; 14-11 ალეკო ხვედელიძე$10ლ, მერაბ მარჯანიშვილი#9$9ლ3გჯ, ლევან ჩიქვინიძე#!ჰ$6ლ3გ, ვანო საცერაძე#15$6ლ2გ, ლაშა ვაშაძე$5ლ, გიორგი ღვინიაშვილი$5ლ, ვალერი მანთიძე#7$6ლ, ლევან ვასაძე$ლ, მალხაზ ჭეიშვილი(სბჭ, მერაბ ბესელია(სბჭ, გიორგი ძაგანელი(სბჭ$2ჯ, სპირიდონ ლიპარტელიანი(სბჭ; 10 თენგიზ თავაძე#12$ა; 9 იგორ ქერაული$2ლ, ნიკო ნატროშვილი$2ლ /

1-3 ზაზა ბაკურაძე კაპ$ლ, კახა გიუნაშვილი!ჰ$ლ, დათო შუბითიძე#5$ლ, ზურაბ კოკილაშვილი$ლ, ირაკლი კუსრაშვილი!ჰ$2ლ; 4-5 გია რაფავა$ლ, მამუკა გაგნიძე$2ლ, გია გიუნაშვილი#7$3ლგ, თამაზ ხუადე$ლ; 6-8 თემურ ნარიმანიძე$2ლ, რეზო ჯაფარაშვილი#!ჰ$2ლ, დათო ღუდუშაური$2ლ, გია ლაბაძე$4ლ, დათო ვართანიანი(სბჭ, დიმიტრი ობოლაძე(სბჭ

მწ) თემურ ბენდიაშვილი, გაიოზ მონიავა; მნჯ) მურად თოფურიძე; პრეზ) გივი ბალანჩივაძე

<<    ზოოვეტი

15 გელა მურვანიძე, გია ცინცაძე; 14-11 ვანო ბახტაძე$6ლ2გ, კახა შავგულიძე#15, ზურაბ წოწელია, ნ.გიორგაძე, გიორგი ჯოხია#6, ს.ლეკვეიშვილი, თ.ბოჭორიშვილი$ლ, ალადაშვილი, ირაკლი კეკელიძე; 10 თემურ ცინცაძე$13გ11ჯ; 9 დ.გაბაშვილი, ი.კობალავა#2 /

1-3 ვახო ჭიპაშვილი!ჰ$ლ, ჭიღლაძე, ზ.ჯუღელი, ვ.ბახტურიძე, ნიკო წიქარიძე; 4-5 ალეკო ამზაშვილი, ალეკო გიგინეიშვილი, კ.ცინცაძე; 6-8 ჯარნოზ ჩანქსელიანი კაპ$ლ, გია ლაბაძე$2ლ, ზურაბ ნარტყოშვილი$ლ, ზურაბ ჭურღულაშვილი$4ლ, ნუგზარ კიკნაძე$ლ

მწ) ცინცაძე, ბახტაძე

<<    მიმინო

15 გოჩა კვაჭანტირაძე$11გ10ჯა, ზურაბ ნოზაძე, პაატა ნიკურაძე#!ჰ$3ლ; 14-11 ირაკლი დვალი$8ლ, ჯემალ გეგეჭკორი#15$ლ, კახა ალანია$2ლ2ა, ნუგზარ მგელაძე$4ლ, თემურ ჩიხლაძე$2ლ, მიშა ხარატი$2ლ, ზურაბ ალანია, მერაბ ბესელია(სბჭ$ლ3გ; 10 დემირ ძნელაძე$3ლ16გ16ჯა; 9 შავლეგ ჯანელიძე$9ლგ, კოკა სექანია$ლ /

1-3 ირაკლი პატარაია, ბუბა დოლიძე!ჰ, ზაზა ძიძაძე, ირაკლი ჩიქავა; 4-5 ავთო კვანტალიანი#15$ლ, გოჩა სვანიძე$2ლ, აკაკი ალავიძე$3ლ, დათო კახეთელიძე, ნიკა დევდარიანი, ლოვა გლოიანი; 6-8 ზურაბ ზოიძე#14$3ლ, სულხან სულხანიშვილი$4ლ, ვახო კაპანაძე$ლ, ვახტანგ მგელაძე, დათო ვართანიანი(სბჭ$2ლ

მწ) რეზო ჩხეიძე

<<    სათაფლია წყალტუბო

გია კირიაგიდი$ლგ6ჯ, ნაცვლიშვილი$ჯ, გია უგლავა$ლგ, ზ.ტყეშელაშვილი$ლგჯ, 9 რობერტ ტყეშელაშვილი$3ლ, ი.რობაქიძე$ლ, ქართველიშვილი$გ2ჯ, ნ.ჯანხოთელი$ლ, კ.ჯიმშელეიშვილი$ლ ...

მწ) ბორის ზიბზიბაძე

<<    სტუ (ტექ.უნივერსიტეტი)

15 პაატა თათარაშვილი#10#12$3ლჯა, ზურაბ ნოზაძე$ლგ; 14-11 დათო ჯაფარიძე$3ლ, გოჩა ბარძიმიშვილი$3ლ, სპირიდონ ლიპარტელიანი$3ლ, ხვიჩა შამათავა#!ჰ#6$2ლ, ლაშა გაფრინდაშვილი$2ლ, თემურ ჭიჭინაძე, ალეკო ბრაგვაძე#15$2ლ, გოგი კომახიძე კაპ, მერაბ რატიშვილი, ლევან სილოგავა, ირაკლი ძოწენიძე; 10 ლაშა გეგენავა კაპ$ლ; 9 ირაკლი გიორხელიძე#10$6ლ2გ, სოსო ყუბანეიშვილი$ლ

1-3 ბაკურ ფირიაშვილი#6$ლ, თემურ გაფრინდაშვილი!ჰ, ამირან თეზელაშვილი$ლ, რატი დოლიძე, გიგა გიგაშვილი, მამუკა გიორგაძე, მამუკა "ბაბუ" გიორგაძე; 4-5 ვიქტორ დიდებულიძე#8$4ლ, გელა გოგეშვილი, ზაზა კოკოზაშვილი, ილია-ბაჩო ბერძენიშვილი; 6-8 კახა კობახიძე$4ლ18გ19ჯ, ზაზა ლეჟავა$2ლ, გია ფერაძე$ლ, დათო კომლაძე

მწ) გეგენავა, ბიძინა გეგიძე

<<    უნივერსიტეტი (თსუ)

15 გიორგი შენგელაია#8; 14-11 რეზო შერმაზანაშვილი#9$3გ5ჯ, გიორგი ჭუმბურიძე$2ლგ5ჯ2ა, თემურ ახობაძე$2გჯ, ლევან გოგიბერიძე, დათო მამულაშვილი, ზურა გოგუა#9, გია ჭანტურია, ლაშა ჭანტურიძე, გია ბალავაძე, არჩილ მაჩაიძე, დ.ტოგონიძე, ანდრო მეტრეველი, ალეკო წერელოვი, მიშა ჩაჩუა$ლ, პეტრე დაუშვილი; 10 ლევან მგელაძე#15#7$ა, ბესო ბროლიძე#13, თემურ ქომეთიანი; 9 გიორგი სურმავა, ბადრი ტოგონიძე, მალხაზ რამიშვილი

1-3 კახა ჯმუხაძე, დათო გურგენიძე!ჰ, დათა გიგინეიშვილი!ჰ, ერეკლე კიკილაშვილი, გოჩა მსხილაძე, რობერტ მარგიშვილი$3ლ, ბესიკ დრიაშვილი!ჰ, დავით ოთარაშვილი; 4-5 ალეკო ღიბრაძე$ლ, გოჩა გობეჯიშვილი, ირაკლი ძაგანია, გოჩა ლაბაძე, ირაკლი თოდუა#8; 6-8 ზურაბ თურქაძე$3ლ, გია არაყიშვილი$ლ, გელა ვაწაძე, ლევან სუხიშვილი, გოგა ყურაშვილი, გიორგი გობეჯიშვილი, მირონ ლიპარტელიანი, როინ მგალობლიშვილი

მწ) სურმავა, მგელაძე

<<    შევარდენი

15 ნიკო იურინი#10$7ლ6გ10ჯა; 14-11 ბაია იურინი, უჩა კვარაცხელია$ლ, კაკო კერესელიძე$ლ, ზაალ ფარცვანია, მიშა კოდუა$ლ, ომარ გურგენიძე, გოგა მოსიძე, ლევან ლოლაძე; 10 ზაზა ხუჭუა$3გჯ; 9 პეტრე ჩაჩანიძე, დათო ცირეკიძე

1-3 ირაკლი ჩიქავა, გიორგი კალაძე#!ჰ, მირიან თავზარაშვილი, გიორგი ახვლედიანი!ჰ; 4-5 რამაზ სანებლიძე, სოსო მეჭურჭლიშვილი$ლ; 6-8 დათო სორდია$ლ, ნუგზარ მგელაძე,,მამუკა ტყეშელაშვილი$3გ, გაგნიძე$ლ

მწ) სანებლიძე

<<    (იმერეთი) ჭიათურა

15 გ.მამისეიშვილი, ზურაბ საცერაძე$2ჯ; 14-11 მურთაზ გაფრინდაშვილი, სულხან ტყემალაძე$, გიორგი გიორგაძე$2ლგ, ტაბატაძე, ი.ბურჯანაძე; 10 ბერიკა ბურჯანაძე$5გ3ჯ; 9 მურად შეყლაშვილი$2ლგ9ჯა /

1-3 ბადრი დევიძე, გოჩა ხარშილაძე!ჰ გოჩა ვაშაძე$2ლ, გოჩა გიორგაძე; 4-5 ნ.ჯაფარიძე, იაკობიძე$3ლ, მ.ვაშაძე; 6-8 ვ.კაპანაძე$ლ, როინ წიწილაშვილი$5ლგ, ბონდო სიკინჭილაშვილი, ნუკრი გაჩეჩილაძე

მწ) ვახტანგ დეკანოიძე, შეყლაშვილი

<<    მსაჯები

გოჩა აბაშიძე, ბორის ზიბზიბაძე, ავთო დეისაძე, ზურაბ რეხვიაშვილი, ლევან მგელაძე, არჩილ ლაგოშვილი, დავით კომლაძე, მიხეილ გარუჩავა, მალხაზ კოროშინაძე, ნუგზარ გაბრიჩიძე, გივი ავლასტიმოვი, ზაალ გიგინეიშვილი, ნოდარ კაჭარავა

<<< >>>