შინაურის ამარა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვიდა ჯერი 1991 წლისა, რომელშიც დამოუკიდებლობის აღდგენა რომ გამოცხადდა, ოთხ უკეთეს კლუბს საბჭოთა ასპარეზის მიტოვება მოუხდა; მათ ნაცვლად უცხოეთში სულ სხვა გუნდები გაემგზავრნენ, შინ კი თუმც სეზონთა ახლებურ ათვლაზე გადავედით და ჩემპიონატში აქამდეც სარეკორდოდ ბევრი, 21 გუნდი ჩაება, ქვეყანაში დასადგურებულმა ქაოსმა ოვალურ-ბურთა თამაშიც დააკნინა.

წინა წლის ბოლოს, 22-23 დეკემბერს, გლდანში, 15 საათად გაწელილი ყრილობა წყლის ნაყვად იქცა: ვერ გაირკვა საბჭოეთის ჩემპიონატთან დამოკიდებულება და ვერც კავშირი დაფუძნდა კანონიერად - წესდება არ დამტკიცებულა და არც კლუბები გამხდარან წევრები, მაგრამ გავიდა სამი თვე და ეს საკითხები თავის თავად გადაწყდა: სრულიად ქართველობამ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას რომ დაუჭირა მხარი, 9 აპრილს გამოიცა აქტი და ჩვენი სპორტიც უმალ გამოეყო საკავშიროს.

ახალმა ხელისუფლებამ შექმნა სპორტის დეპარტამენტი, მისმა დირექტორმა კახი ასათიანმა კი რაგბის აქტივს პირველსავე შეხვედრაზე განუცხადა, ამდენი გუნდი რაში გჭირდებათო. შეფი 27 მაისს დაესწრო "რაგბის ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობასაც", პრეზიდენტად თავისივე წინამორბედი, ნუგზარ ენდელაძე დანიშნა, წესდებაც სტანდარტული, ბელარუს - დემოკრატიული გერმანიის თარგზე მოჭრილი დაუდგინა თემს და წინააღმდეგობას რომ გადააწყდა, ისღა დათმო, რომ ორგანიზაციას კვლავაც "კავშირი" რქმეოდა.

ყრილობაზე მომხდარის გამო სიმართლე ვერსად გამოქვეყნდა. არადა, ყოველ დღიურ "ლელოს" უკვე მხარში ამოდგომოდნენ ყოველ კვირეული კერძო გაზეთები, საზოგადო "7 დღე" (დრონი) და სპორტული "სარბიელი". ამაში შედგა მამუკა ჩიხლაძის დებიუტი და რაგბზე მწერალთა ამქარიც სამამდე განივრცო. შემოდგომაზე სამივეგან რიგიანად გაშუქდა "ხუთ ერში" გამართული მეორე მსოფლიო თასი, "ლელომ" კი სრულიად ახალი ხილი - ნატო დავითაშვილის მიერ კომპუტერით დაკაბადონებული, ლოგოებ - რუკიანი პრევიუც დაბეჭდა.

მორიგი ფურორი

თასის ჰაილაითებს თბილისში ახალ, დეციმეტრულ "სუპერ ჩენელზე", ნაშუაღამევს ვუცქერდით, ფინალების დროს ჰოლანდიაში ჩასულმა ვეტერანებმა კი კასეტები ჩამოიტანეს. აქ, ყრილობაზე ნამყოფ ინგლისელ ჟურნალისტს, ჰარი თაუნსენდს მაშინვე ეწვივნენ დავით კილასონია, თამაზ ანდღულაძე და ირბ-ში ჩვენს მიღებას პირი კიდევ უკითხეს, ბევრად ადრე კი, 22 თებერვალს, ჩვენმა დელეგაციამ მორიგი ფურორი მოახდინა "საკავშირო კონფერენციაზე"

იმხანად საბჭოთა ფედერაციის გამგეობა 28 მოსკოველისა და ორიც პროვინციელი რუსისგან შედგებოდა. ქართველთა მარიფათით, კონფერენციაზე ცენტრს მთელი "საიუზი" აუჯანყდა, ღვაწლმოსილი ავიატორის, გენერალ-მაიორ ილიუშინის ნაცვლად პრეზიდენტად პოლიტოლოგი კაკოშინი აირჩია დიდი უპირატესობით (59:9) და ეგეც დაადგინა, რომ რესპუბლიკებს საერთაშორისო არენაზე გასვლა დამოუკიდებლად შეძლებოდათ.

გადაწყდა, რომ ბრიტანული მოდელის მიხედვით, გამართულიყო "საბჭოთა ერთა პირველობა" და პირველი გათამაშებისთვის შემოდგომაზევე ემასპინძლა საქართველოს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ნოემბერში ჩამოვიდა მხოლოდ უკრაინა და მინი-ტურნე გამართა, ზაფხულში, ტუნისში გამართულმა ფირა-ს კონგრესმა კი წევრობაზე უარი გვითხრა ჩვენ, ბალტიელებს, საფრანგეთის სამფლობელო ტაჰიტს და ევროპის პირველობის პროექტიც ჩააგდო.

წარსულის დეპოში

კონფერენციაზე საბჭოეთს მეორედ შეუდგა წყალი, მაგრამ საკლუბო ჩემპიონატი კი ძველებურად დარჩა შინაურ შეჯიბრთა ხელის შემშლელად. რაღაი საქართველო ევროპას უწყობდა ფეხს, რაგბობა შემოდგომა - გაზაფხულის განრიგით გადავწყვიტეთ და აპრილ - ივლისში გარდამავალი, მოკვეცილი ჩემპიონატი დავგეგმეთ. მონაწილეთა მომრავლების კვალად, დასი ორ დონედ და სამ ლიგად დაიყო, წილისყრა კი ლოტოს წითელი კოჭებით მოეწყო იმავე დარბაზში, სადაც ოთხი წლით ადრე "ლოკომოტივი" დაშალეს.

სოციალიზმიდან კაპიტალიზმისკენ მიბრუნების გამო გუნდების კლუბებად გარდაქმნა გაჩაღდა. შეირჩა კეთილ ხმოვანი სახელები: ელმავალს ქორები დაერქვა, სტუს ყოჩები, ზოოვეტს რაში, ელიტაში ასულ რუსთავს კი ხარები. მერე იყო და ბაზრის გაქანებით მოხიბლულმა ფირმამ, "ვესტამ" "მფარველობაში აიყვანა" ქორები და საბჭოურ თამაშებზე ფულადი ლატარეაც დაუნიშნა, მაგრამ ვაგლახ, რომ კლუბს სტარტზე ოთხი მეტოქიდან ერთადერთმაღა ჩამოაკითხა.

თბილისის უპირველესი გუნდის სტატუტის ცვლის გამო თამაზ მიგრიაულმა ლელოს პირველ გვერდზე ხატოვნად დაწერა, "ძალად რკინიგზელობის დრო წავიდა, ელმავალი წარსულის დეპოში დარჩაო! სარბიელმა შეადგინა "საქართველოში საბჭოთა რაგბის დღეების" განრიგი, რომელიც თბილისსა და ქუთაისში, 5 აპრილიდან 26 ოქტომბრამდე გასამართ 24-24 მატჩს მოიცავდა, და აქსელ თბილელის საფეხბურთო სერიალის ყაიდაზე, საკავშირო ასპარეზის ამომწურავ სტატისტიკას "ჯერაც გაუსრულებელი ქრონიკა" უწოდა.

გზები გაიყარა

წინათქმაში ეწერა, იწყება ორი ქართული გუნდის წანწალი ქალაქ-ქალაქ; სლავ მორაგბეებთან თამაში და მუშტი-კრივი; მსაჯებთან დავა, მათზე საცემრად გაწევა თუ მათივე მოსყიდვა; მაყურებლის მოედანზე შესევა; კოალიციების შექმნა, ძველი ვალების გასტუმრება და ახლის აღება; და ორად - ქუთაისად და თბილისად გაყოფილი საძმოს მცდელობა, რომ "სხვის ჩემპიონატში" თვისტომზე უკეთესი ადგილი დაიჭიროსო.

იქვე გამოთქმული იყო ვარაუდი, ეს პირველობა ბოლო იქნებაო. და მართლაც, ლვოვი ვითომც აეროპორტის დასაფრენი ზოლის რემონტის გამო ვერ ჩამოფრინდა; ლენინგრადი გაკოტრდა და შეჯიბრს თავი დაწყებამდე მიანება; ფილი რად წავიდა შატალოზე, ვეღარ ვიხსენებთ, ვევეამ კი ვაკეში ნახევარ საათს გაუძლო ვესტას ფორვარდულ მიძალებას, მერე ბეკებით დაგვაშამათა და ქუთაისშიც ტრადიციულად წააგო, მაგრამ მაგ მატჩის რეცენზია ლიხს აქეთ აღარ დაბეჭდილა.

საბჭოთა ხანა წვიმიან, სამშაბათ დილით დასრულდა. ჩვენი და სლავთა სპორტული გზებიც გაიყარა. უმაღლესი და პირველი ლიგების ორ-ორი გუნდი დიდ მიზანს უნდა შეჭიდებოდა, უცებ რომ დარჩა შინაური ასპარეზის ამარა. განგების წყალობა თუ იყო, რომ ეროვნული ლიგა წილისყრით 13 აპრილს იხსნებოდა წინა წლის ფინალის რე-მატჩით, რაც რაგბის ზეიმად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ვესტელებმა შოკი ძნელად გადაიტანეს, აღარ ივარჯიშეს, აიას არ ეწვივნენ და ქულა რომ დაექვითათ, ივლისში ფინალმაც ქუთაისში უწიათ.

სტუდენტური ასოციაცია

საბჭოურმა პრესამ ჩვენი განდგომა ათი დღის თავზეღა აღიარა. ლენინგრადის შემდეგ გაუჭირდა კიევსაც, მაგრამ მხსნელად "ფენიკსი" მოევლინა; მოსკოვის ლოკომოტივს თავიდან "ედვი" დაერქვა, მერე კი ბირჟამ, ალისამ შეიფარა; პირველი ლიგიდან 13-კაცაში გადავიდა ყაზანი; საბოლოოდ, 13-გუნდა უმაღლესში ისევ ციმბირმა იჩემპიონა, ვერცხლი პირველად ერგო ალმათას, ტაშკენტი მეოთხემდე აღზევდა, მოსკოველთაგან საუკეთესო სლავა კი ძერჟავაში მეექვსეღა იყო!

მარტში, ერთა თასზე, ფრანგებთან რაგბობა ერთმა ჩვენებურმაღა მოასწრო, ივნისში კი საბჭოეთი პირველად და უკანასკნელად ეწვია ზელანდიას. მოსკოვში ჩაბრძანდნენ ინგლისელი მახვშები, დადლი ვუდი, აგარი და თვით ბარბაროსი მიკ სთილ-ბოჯერი, ისტორიული, თვიქნემის ტესტის ტელე-რეპორტაჟი კი მაინც ჩაიშალა. მსოფლიო თასის მომავალმა ფინალისტმა ინგლისმა საბჭოეთი 9-ჯერ დაალელოვა, ნოემბერში კი, იტალიასთან, ნაკრებში აღარც გამოცხადდნენ საფრანგეთში ლეგიონერებად მოწყობილები - სერგევი, მირონოვი და წიხონოვი.

უცხოეთში გაჭრეს სარკმელი ჩვენმა სტუდენტურმა გუნდებმაც. შევარდენმა ერთობ წარმატებით ითამაშა მადრიდისა და ბარსელონის ტურნირებზე, ხოლო ყოჩებმა ამსტერდამში, "ჰაინეკენის" შვიდკაცაზე ლონდონელ კივებს ნულზე რომ მოუგეს, ამათ იწყინეს და ჩხუბი აგვიტეხეს. ზაფხულში ლატვიაში ტურნირი მოიგო მთლად ნორჩმა ფიზკულტურის ინსტიტუტმა, 8 მარტს კი, სასტუმრო "ივერიაში", სტუდენტური რაგბის ასოციაციის თავკაცად აირჩა სახელმწიფო კონცერნ "საქ ყოფ სერვისის" პრეზიდენტი ასლან აბაშიძე, ვინც მალევე გადაიყვანეს აჭარის ავტონომიის მეთაურად.

ბაზა გადმოგვეცითო

სხვაზე ნაკლები რით იყო და შორეთში გასვლა აიამაც სცადა, მაგრამ ამაოდ. ქუთათურები ივნის-ივლისში ექვსი (!) კვირით მიდიოდნენ ჯერაც იზოლირებულ სამხრეთ აფრიკაში და ეროვნულ პირველობას თავს ანებებდნენ. მათვე ოქტომბერში გეზი ინგლისზე დაიჭირეს, მაგრამ მოსკოვიდან რომ მოუხდათ უკან მობრუნება, რუსთავში ძლივს ჩამოუსწრეს "პირველი ქართველ-იადის" (ეროვნული თამაშები) ფინალს.

აიას გეგმა რომ იცოდა, იმერეთმა გუნდი გელათის ბაზაზე შეადგინა, განაცხადში დარჩენილი ერთადერთი ვაკანსია კი კლუბიდან კლუბში არდადეგებზე გადასულ კახა მაჩიტიძეს ერგო. ტურნირში რიგიანი ფულადი პრიზები რიგდებოდა, რაც იმ, უკვე გაჭირვებულ ყოფაში, ფრიადი შვება იყო. აკი დუგლას კავთელაშვილიც ჩიოდა წლის დამდეგს, ოთხი თვეა, ხელფასი არ აგვიღია, და ავტობუსი და რაფიც ჩამოგვართვესო, და ფუჭადვე ცდილობდა დაეყაბულებინა სახლმშენის დირექტორი რამაზ ახვლედიანი, რათა ამას მილიონ მანეთად ღირებული ბაზა გუნდისთვის საკუთრებაში გადაეცა.

გარდამავალმა პირველობამ ისე მიატანა ფინიშს, რომ აიას ხეირიანად არც ურაგბია. საკავშიროს ხათრით გუნდი იმერლებს ადრე ეთამაშა და მერე გულ-ხელ-დაკერეფილს მოუხდა ჯდომა. ესპანეთ მოვლილი შევარდენი ლიხს იქეთ 13 მოთამაშით ჩავიდა და 15 წუთში დანებდა; რაში არ დაუხვდა ვარკეთილში ჩამოსულ ჩემპიონებს და მხოლოდ მიმინომ გაუძლო ტაიმ-ნახევარი ქუთათურებს. შევარდენმა მეორედ, შინ, 60 წუთში გამოფინა თეთრი დროშა და მერე აღარც ნახევარფინალზე წავიდა, დუგლასმა კი ფინალის ბოიკოტი ქალაქის პრეფექტ არჩილ კოსტავასთან აუდიენციის შემდეგღა გადათქვა.

15-მეტრა ძელები

საკადრისი მეტოქე აკლდა ვესტასაც, ვინც თბილისის ჯამაგირიანი ნაკრები იყო, მაგრამ მოთამაშეთა აღმზრდელ, სამოყვარულო კლუბებს უნდა გაჯიბრებოდა. ბიჭები ნიჭის გაფურჩქვნის ხანაში იყვნენ და თავიდან სპორტულად, გამეტებითაც კი რაგბობდნენ, რისი დასტურიცაა მერაბ მარჯანიშვილის მიერ შევარდენის ოთხჯერ დალელოება, მაგრამ შემოდგომაზე ქვეყანაში რომ დაიძაბა პოლიტიკური ვითარება, მგზავრობა გაჭირდა და ხელფასის გაცემაც გაძნელდა, კლუბი თამაშზე ხანდახან 15 კაცსაც ვეღარ კრებდა და მაინც იგებდა.

შევარდენს "ლავრის" სახით ისე შეძლებული სპონსორი გამოუჩნდა, რომ შემოდგომაზე სასოფლოზე ორჯერ გამოცვალა კარი და 15-მეტრა ძელები დაასო! გუნდმა მაგ ხანისთვის მიმინოდან ლამის ყველა თავისიანიც დაიბრუნა, ივლისში კი გელათს მანამ უგებდა ბრინჯაოს ფინალს, სანამ მაჩიტიძის შეგორებულს მერაბ ფიოლია დაამიწებდა და მერე თბილისელები მსაჯთან კამათისთვის ცენტრში დაჯარიმდებოდნენ. ნაცად სტილში, ზემტკიცე დაცვითა და შეცდომებზე გამოჭერით, ძლია აიამ ვესტა ოქროს ფინალშიც, რომელიც ნაწვიმარზე, ლაფში მოეწყო.

ქუთათურთა პირველ ლელოზე თამაზ ოდიშარიამ მოგერიებას დააფარა და ბურთი ნუგზარ ძაგნიძემ დაამიწა. მერე მეტოქე კიკერებმა სამ-სამი ჯარიმა გააფუჭეს. მეორე ტაიმში ვესტამ გაშალა თამაში და სალელოე შანსი ორჯერ მიეცა, მაგრამ ემზარ გეგუჩაძემ ჩაჭრა პასი, ოვალი ფეხით წინ გაიგდო და ფორა იმდენად გაზარდა, რომ ფორვარდებით მიძალებაზე გადასული სტუმრები აიას ვეღარ დაეწივნენ.

ვერ გაუჩარხა

ნაფინალევს ჯერაც მხოლოდ 24 წლის ნუგზარი გამოუტყდა მერაბ რატიშვილს, წელიწადში ერთი სერიოზული თამაშიღა რომ მელის, ძველებურად აღარ ვვარჯიშობ, რადგან სხვებს მოუმზადებლებიც მოვუგებთ; ვგრძნობ, რომ ძველი ძაგნიძე ვეღარა ვარ და ეგებ ჩემი უცხოეთში გაშვება მოხერხდესო. ამ მიმართულებით თურმე გაისარჯა ჩვენი ბრიტანელი დესპანი თაუნსენდი და ნუგზარსა და ვესტელ ზაზა ბაკურაძეს ლონდონის "ჰარლიქვინზი" გაუჩარხა, მაგრამ პროჟექტი რომ ჩაიშალა, ძაგნიძე აღმოჩნდა ... ჩოხატაურში, სადაც იმაზე ხუთჯერ მეტს უხდიდნენ, ვიდრე ქუთაისში.

გურიაში ჯერ კიდევ გაგანია გარდამავალ პირველობაში გადაბარგდნენ ბებრები, ოლეგ ლიპარტელიანი, ბესო ლილუაშვილი, საშა ნაჭყებია და მიშა ხარშილაძე, ნუგზარს კი ნაკრების კვაჭი, თენგიზ ტურძელაძე ხომ დაემგზავრა და "ჯანში" (ვაზის ჯიშია) ხვიჩა კაშიაც მივიდა რუსეთის 13-კაცადან.

ჩოხატაური საშემოდგომოდ 10-გუნდა პირველ ჯგუფში ავიდა. ენდელაძისეული სამუშაო ჯგუფის ხელში, უკიდურესად გამარტივდა შეჯიბრების სისტემა - ორივე დონეზე დარჩა კლასიკური ორი წრე და გაუქმდა პლეი-ოფი, მსაჯთა ნაკლებობის გამო კი ელიტის თამაშები ვიქენდიდან შუა კვირაში, ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაიტანეს. ლენტეხი უსახსრობით გამოაკლდა დასს და ჭიათურაც რომ დარჩა უსპონსოროდ, ერთადერთხელ და ისიც ფეხბურთის ბურთით ივარჯიშა, რაკი რაგბისა აღარ ჰქონდა.

ხანძარი ზღვაზე

შემოდგომის სემესტრი გაიხსნა შვიდკაცით, რომელიც ვაკის ნაცვლად მეურნეობაში მოეწყო. ჩემპიონი აია არათუ არ ჩამოვიდა, ჯილდო - სინიც აღარ გამოგზავნა. ვესტას ერთმა, აკადემიაში დავაჟკაცებულმა შვიდეულმა რომ დაინდო ყოფილი კლუბი და რუსთავი ბრძოლას უწესოდ გამოთიშა, ელიტაში ამოსულმა გუნდმა იწყინა და მეორე დღეს აღარ ჩამოვიდა, ფინალში კი, ორი ვესტას ჩაუქობაში, ჩამორჩენილი ანგარიშზე შეედავა რეფს.

ეს დაიბნა, მაგრამ გარდასახვა ძელს რომ მოხვდა, ორივე გუნდის ვერსიით ბებრებმა მოიგეს, იქვე ნაპოვნი, ძირგავარდნილი წაღი ხუმრობით ჯილდოდ გამოაცხადეს და მოედანსაც შემოურბინეს. ფათერაკები არ დაკლებია ჩემპიონატსაც: თუ მაისში რაუნდი რაჭის მიწისძვრის გამო გადაიდო, სექტემბრის ბოლოს სარაგბოდ მოახლოებული შინაომის გამო აღარ გვცხელოდა, 3 დეკემბერს კი, სასოფლოზე, შევარდენელმა ნიკო იურინმა ორი ლელო რომ დაუდო ვესტას, ხოლო გადამწყვეტი არეკნი ჭრილობა-მოშუშებულმა მარჯანიშვილმა შეაგდო, თბილისის ზღვისკენ რაღაც იწვოდა.

მაგ ზამთრის პირიდან ერთადერთი ნათელი მოგონება უკრაინელთა ჩამოსვლას უკავშირდება. ნაკრები ვესტელმა თემურ ბენდიაშვილმა და ჯანელმა ოლეგ ლიპარტელიანმა შეადგინეს, მაგრამ აია გაწყრა და ბიჭები არ გამოუშვა. ორი მატჩი ვაკეში მოეწყო, მესამე კი რუსთავის დიდ სტადიონზე. სტუდენტებმა, რომელთაგანაც მხოლოდ ხუთს ეთამაშა საიუზზე, ნუგზარ მგელაძის სოლოთი მოიგეს; მწვანედ (!) შემოსილებმა, ხახოლები პირველი ტესტის ბოლოს მეათე (!) ცდითღა შევათრიეთ ლელოში, ბოლო მატჩში კი, თუმც უფრო აზრიანად ვირაგბეთ, ორი ჯარიმა გაიტანა სამი წლის უთამაშებელმა ირაკლი ლეჟავამ, ვინც ვაკეშიც იაზრა და კრიტიკულ მომენტში არეკნი კიდიდან შეაგდო.

<<<     1991

>>>     საქართველოს გარდამავალი, XXIV პირველობა

 ეროვნული ლიგა

<<    შესარჩევი წრე

წილისყრა: 1 შევარდენი, 2 ყოჩები, 3 გელათი, 4 რაში, 5 აია, 6 ვესტა, 7 ჭიათურა, 8 აკადემია, 9 მიმინო, 10 ასოციაცია

28/03 აია 17:0 გელათი

10/04

აია

48:14

ჭიათურა

13/04 აია X:0 ვესტა
  ყოჩები 6:6 მიმინო
14/04 გელათი 12:3 აკადემია
  რაში 8:18 ჭიათურა
19/04 შევარდენი 20:15 ყოჩები
21/04 მიმინო 12:15 გელათი
  აკადემია 6:7 რაში
27/04 ვესტა 56:0 ყოჩები
28/04 ჭიათურა 9:28 შევარდენი
  აკადემია 3:10 მიმინო

12/05

ყოჩები

9:9

გელათი

  აკადემია 3:44 ვესტა
15/05 აია 32:0 შევარდენი
19/05 მიმინო 6:28 აია
  გელათი 31:4 რაში
  შევარდენი 3:70 ვესტა
25/05 ვესტა 65:8 ჭიათურა
26/05 გელათი 11:0 შევარდენი
  აია X:0 აკადემია
27/05 რაში 16:40 მიმინო
31/05 გელათი 9:16 ვესტა
  შევარდენი 12:6 აკადემია

  2/06

რაში

0:X

აია

  ყოჩები 12:6 ჭიათურა
  5/06 მიმინო 20:11 ჭიათურა
  6/06 ყოჩები 16:40 აია
  8/06 ვესტა 60:3 რაში
  მიმინო 13:19 შევარდენი
  9/06 აკადემია 6:15 ყოჩები
11/06 შევარდენი 36:3 რაში
12/06 ჭიათურა 28:12 აკადემია
15/06 რაში 3:28 ყოჩები
  ვესტა 58:21 მიმინო
18/06 ჭიათურა 10:21 გელათი

^ აია (ქუთაისი) 8-0, ვესტა (ელმავალი ქორები) 7-1$1, გელათი (ქუთაისი) 5-2*1, შევარდენი (სასოფლო) 5-3 /

ყოჩები (სტუ სპი) 3-3*2, მიმინო 3-4*1, იმერეთი (ჭიათურა) 2-6, რაში (ზოოვეტი) 1-7$1, აკადემია 0-8$1

<<    მოწინავეთა ჯგუფი

! შესარჩევი წრის ყველა თამაშიანად

23/06 გელათი 11:43 აია
  ვესტა 54:7 შევარდენი
27/06 შევარდენი 12:44 აია
28/06 ვესტა 69:3 გელათი

  2/07

შევარდენი

3:6

გელათი

  3/07 ვესტა 16:3 აია

მოწინავენი * 11თ

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) 20 10-1 255:  75
ვესტა (თბილ) 19 10-1   $1 508:  60
გელათი (ქუთ) 13   6-4*1 128:186
შევარდენი (თბ) 10   5-6 140:263

<<    ნახევარფინალი

  7/07 აია  X:0 შევარდენი
ხაშური ვესტა 60:3 გელათი

<<    ბრინჯაოს ფინალი

13/07 გელათი 10:3 შევარდენი

ლ: ფიოლია; 2ჯ: მაჩიტიძე - ჯ: მოდებაძე
რეფ რეხვიაშვილი * 0:3(15) / 4:3(58) 7:3(59) 10:3(70)

<<    საჩემპიონო ფინალი

14/07 აია 11:6 ვესტა

აია: ე.ძაგნიძე გაბრიჩიძე გეგუჩაძე ტყაბლაძე ხამაშურიძე <10-9> ნ.ძაგნიძე კაპ, იობიძე / ხახალეიშვილი ტურძელაძე ბაბუნაშვილი; გიორგობიანი ოდიშარია; ფხაკაძე რეხვიაშვილი ზ.ლიპარტელიანი - 2ლ: ნ.ძაგნიძე გეგუჩაძე; ჯ: ნ.ძაგნიძე

ვსტ: მარჯანიშვილი ა.ხვედელიძე ბესელია თავაძე საცერაძე <10-9> ჩავლეიშვილი ქერაული / ბაკურაძე ჯაფარაშვილი კაპ, კ.გიუნაშვილი; რაფავა გ.გიუნაშვილი; ნარიმანიძე ღუდუშაური ვართანიანი - 2ჯ: ჩავლეიშვილი

რეფ აბაშიძე * 4:0(15) / 4:3(42) 7:3(47) 11:3(62) 11:6(66)

<<    რიგითთა ჯგუფი (V - IX ადგილები)

! შესარჩევი წრის ყველა თამაშიანად

29/06 ჭიათურა 12:12 ყოჩები
30/06 მიმინო 12:21 აკადემია

  4/07

ყოჩები

41:9

რაში

   (?) ჭიათურა 24:10 მიმინო
11/07 მიმინო 25:4 რაში
  აკადემია 23:15 ჭიათურა
16/07 ყოჩები 32:3 აკადემია
20/07 მიმინო 22:7 ყოჩები
21/07 რაში 15:15 აკადემია
    = ჭიათურა X რაში

რიგითნი * 12თ

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები (თბილ) 13 5-4*3 202:193
მიმინო (თბილ) 11 5-6*1 197:212
იმერეთი (ჭიათ) 7 3-7*1 156:268
აკადემია (თბ) 4 2-9*1$1 101:202

რაში (თბილისი)

2

1-9*1$1

  72:300

<<    ამერის ლიგა

1#რუსთავი$90 17 (8-1*1) 194:79 - (შ გ) მრხ 10:9 6:6, ივრ 22:0 16:21, თბლ 8:3 16:12, თსუ 6:0 20:19, აკდ 48:6 42:3

2#მარიხი (ფიზკულტურული) 16 (7-1*2) 171:50 - ივრ 9:9 14:4, თბლ 13:9 6:3, თსუ 7:0 35:3, აკდ 58:0 14:6

3#ივერია (ვაზისუბანი) 12 (5-2*2) 167:109 - თბლ 17:4 9:9, თსუ 19:12 18:17, აკდ X 70:6

4#თბილისი (სამედიცინო) 7 (3-6*1) 123:113 - თსუ 12:15 21:15, აკდ 19:0 31:14

5#უნივერსიტეტი 6 (3-7) 133:142 - აკდ 6:4 46:0

6#აკადემია$2 0 (0-9) 39:334

<<    იმერის ლიგა

1#ჯანი ჩოხატაური 18 (9-1) 167:84 - სთფ 17:8 6:14, აიე 10:6 21:6, გლთ 25:12 20:8, ლნტ 36:4 17:14, ონი X:0 15:12

2#სათაფლია წყალტუბო 17 (8-1*1) 232:52 - აიე 19:11 12:12, გლთ 15:0 35:0, ლნტ 24:0 12:6, ონი 56:0 37:0

3#აიეტი ქუთაისი 10 (4-4*2) 134:103 - გელ 31:12 20:0, ლნხ 3:4 20:9, ონი 15:6 10:10

4#გელათი$2 (სკოლა) 6 (3-7) 89:180 - ლნხ 14:0 18:20, ონი 16:10 9:4

5#ლილე ლენტეხი 6 (3-7) 76:169 - ონი 15:9 4:16

6#ფაზისი ონი 2 (1-8*1$1)

<<    ეროვნულში გადასასვლელად

30/06 რუსთავი 28:12 სათაფლია
  ჩოხატაური X:0 მარიხი

>>>     IV შვიდკაცა
(საქართველოს პირველობა)

14-15/09    მეურნეობა

მსაჯები: დიმიტრი ფულარია, მიხეილ გარუჩავა (7 თამაში; ზურაბ რეხვიაშვილი (6, ლევან მგელაძე (4, თამაზ გიორგობიანი (3)

ა პული
1#ვესტა$2 - თსუ 16:10, მედ 28:4; 2#უნივერსიტეტი - 3#სამედიცინო 15:0

ბ პული
1#ვესტა$1 - აკდ 8:0, რსთ 16:6; 2#აკადემია - 3#რუსთავი 8:8

გ პული
1#ყოჩები - შევ$2 10:6, ივრ$1 30:0; 2#შევარდენი$2 - 3#ივერია$1 4:3

დ პული
1#შევარდენი$1 - ივრ$2 24:0, ონი 20:6; 2#ივერია$2 - 3#ბუბა ონი 8:4

სანუგეშო
9#ივერია$1 - 10#ონი 4:0, 10#სამედიცინო 15:0 / ონი 16:4 თსუ$2

მეოთხედფინალი
ვესტა$2 16:4 აკადემია, ყოჩები 10:6 ივერია$2 /
ვესტა$1 18:0 უნივერსიტეტი, შევარდენი$1 28:4 შევარდენი$2

ნახევარფინალი
აკადემია 20:0 ივერია$2, შევარდენი$2 22:6 უნივერსიტეტი /
ვესტა$2 22:4 ყოჩები, ვესტა$1 22:12 შევარდენი$1

ფინალები
7#უნივერსიტეტი 12:6 8#ივერია$2
5#აკადემია 18:14!დდ 6#შევარდენი$2
3#ყოჩები 7:0 4#შევარდენი$1

 1#ვესტა$2 19:16 2#ვესტა$1

ნარიმანიძე გ.გიუნაშვილი ღიბრაძე (ხუადე) ქერაული ჩავლეიშვილი$2ლ2გჯ თავაძე$ლ საცერაძე (ნ.ხვედელიძე) - ობოლაძე ჯაფარაშვილი ვართანიანი მარჯანიშვილი$ლ2გ ა.ხვედელიძე$ლ ბესელია ვასაძე$ლ * 6:0 9:0 15:0 / 15:6 15:12 19:12 19:16

>>>     საქართველოს XXV პირველობა (1991/92)

 პირველი ჯგუფი

18/09 შევარდენი 17:10 ყოჩები
  აია 52:3 აკადემია
19/09 ვესტა 62:7 ჭიათურა
  გელათი 28:12 მიმინო
  ჩოხატაური 28:10 რუსთავი

30/09

შევარდენი

6:17

აია

  1/10 ვესტა 36:3 გელათი
  2/10 ჭიათურა 16:20 რუსთავი
  4/10 აკადემია 6:10 მიმინო

  9/10

ყოჩები

27:3

აკადემია

  რუსთავი 4:32 ვესტა

23/10

აია

10:3

ვესტა

  ჭიათურა 17:6 ყოჩები
  რუსთავი 9:11 მიმინო
24/10 აკადემია 4:44 შევარდენი
  ჩოხატაური 13:9 გელათი

27/10

ჩოხატაური

36:4

ყოჩები

30/10 აია 60:0 რუსთავი
  ვესტა 16:12 ჩოხატაური
  შევარდენი 38:3 ჭიათურა
31/10 ყოჩები 16:0 მიმინო
  გელათი X:0 აკადემია

  6/11

ყოჩები

0:4

გელათი

  7/11 აკადემია 3:33 ჩოხატაური
10/11 მიმინო 26:40 ვესტა

13/11

მიმინო

20:6

ჭიათურა

  ვესტა 40:0 ყოჩები
  რუსთავი 19:0 აკადემია
14/11 გელათი 22:22 შევარდენი

20/11

გელათი

13:3

რუსთავი

  ყოჩები 0:59 აია
  ჭიათურა 38:15 აკადემია
22/11 მიმინო 4:33 შევარდენი

27/11

ყოჩები

25:21

რუსთავი

  აია 42:20 ჩოხატაური
28/11 აკადემია 18:28 ვესტა
  ?/11 ჭიათურა 9:18 გელათი

  3/12

შევარდენი

11:16

ვესტა

  6/12 შევარდენი 50:6 ჩოხატაური
  8/12 მიმინო 9:20 ჩოხატაური
10/12 ჭიათურა 12:49 აია
  რუსთავი 9:23 შევარდენი
1?/12 გელათი 12:30 აია
14/12 ჩოხატაური 20:14 ჭიათურა

I ჯგუფი * I წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) 16 8-0 319:56
ვესტა (თბილისი) 16 8-1 273:91
შევარდენი (თბილ) 13 6-2*1 244:91
ჯანი (ჩოხატაური) 12 6-3 188:157
გელათი (ქუთაისი) 11 5-3*1 87:103
მიმინო (თბილისი) 6 3-5 92:158
ყოჩები (თბილისი) 6 3-6 88:197
ხარები (რუსთავი) 4 2-7 95:208
იმერეთი (ჭიათურა) 4 2-7 122:248
აკადემია (თბილ) -1 0-9   $1 52:251

 მეორე ჯგუფი

(მასპინძლის მიხედვით)

ქორები - სთფ 6:6, ონი 27:4, თსუ 16:4, სკო 43:3, ივრ 18:8

აიეტი - თბლ 19:12, ქორ 9:15, ონი 19:7, თსუ 9:3, სკო 46:3, შევ 33:3

თბილისი - ქორ 6:18, რაშ 41:11, თსუ 9:9, შევ 24:0, ივრ 22:20

რაში - ქორ 9:17, აიე 24:34, სთფ 0:X, ონი 32:10

სათაფლია - თბლ 9:9, აიე 10:14, ონი 8:6, სკო 19:0

უნივერსიტეტი (თსუ) - სთფ 7:3, რაშ 9:15, ივრ 3:29

ონი - თბლ 3:29, თსუ 16:6, სკო 0:6, შევ 6:3

ივერია - სთფ 7:6, რაშ 0:X (4:6) ^ თავი მიანებეს!

შევარდენი$2 - ქორ 9:51, სთფ 6:11, რაშ 10:20, თსუ 0:31, ივრ 0:41

სკოლა - თბლ 12:20, რაშ 8:12, თსუ 0:18, შევ 15:16, ივრ 3:42

II ჯგუფი * I წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ქორები (თბილისი) 17 8-0*1 211:58
აიეტი (ქუთაისი) 16 8-1 183:77
თბილისი 12 5-2*2 172:101
რაში (თბილისი) 11 6-3    $1 120:116
სათაფლია (წყალტ) 10 4-3*2 72:55
უნივერსიტეტი (თბ) 7 3-5*1 90:95
ბუბა (ონი) 6 3-6 52:130
ივერია (თბილისი) 5 4-5    $3 149:58
შევარდენი$2 2 1-8 47:232
გელათი$2 (სკოლა) 2 1-8 50:216

>>>     I  სპორტული თამაშები

რუსთავი ^ გურია და სამეგრელო სალელობურთოდ!

12/10 თბილისი 68:6 რაჭა
  ქვემო ქართლი 6:19 იმერეთი

14/10

ქვემო ქართლი

15:30

თბილისი

  იმერეთი 54:10 რაჭა

16/10

ქვემო ქართლი

13:4

რაჭა

  თბილისი 28:12 იმერეთი

4ლ: გ.გიუნაშვილი ბესელია ვაშაძე ჩავლეიშვილი; 3გ ჯ ა: ჩავლეიშვილი - 4ჯ: ნ.ძაგნიძე ! რეფ რეხვიაშვილი * Iტ 12:6

1#თბილისი 3-0 (126:33, 2#იმერეთი 2-1 (85:44, 3#ქვემო ქართლი 1-2 (34:53, 4#რაჭა 0-3 (20:135)

თბილისი: ა.ხვედელიძე ბესელია ჩიქვინიძე ვაშაძე ჩავლეიშვილი ქერაული ჯაფარაშვილი გაგნიძე გ.გიუნაშვილი ბაკურაძე ღუდუშაური ხუადე ობოლაძე ვართანიანი გ.გიუნაშვილი ფერაძე (ვესტა; ნ.იურინი ჩიქავა კაპანაძე (შევარდენი; თავაძე (ქორები; მწ: ბენდიაშვილი (ვსტ, სანებლიძე (შევ)

>>>     საქართველოს თასი (1991/92)

<<    მეთექვსმეტედფინალი

5/11 ივერია 48:3 უნივერსიტეტი
7/11 თბილისი   დდ 7:4 გელათი$2
  = ქორები X:0 შევარდენი$2
  = აიეტი X:0 ლენტეხი
  = რაში 0:X ონი

<<    მერვედფინალი

3/12 რუსთავი 0:13 ჩოტახაური

>>>     ბიჭების (1977-78 დაბ) პირველობა

შუა/06    მეურნეობა

1-2#აია (მწ ავთო ჩუბინიძე) 4:4 ფიზკ.ინსტიტუტი (ლევან მგელაძე)

3#მართვე ... ლელო, ზესტაფონი

>>>     მოზარდთა (1976-77 დაბ) პირველობა

ბოლო/04    თბილისი. 7 გუნდი

1#ლელო 15:6 2#აია
ნხფ * ლელო 26:6 აკადემია, აია 15:0 პატარა ივერიელი ...
მართვე, ჭიათურა, ფერო ზესტაფონი

>>>     ჭაბუკთა (1974-75 დაბ) პირველობა

ბოლო/05    სტუდქალაქი

1#მართვე (მწ მერაბ ჟღენტი) 25:10 2#აია (დიმიტრი ფულარია)
3#ლელო (ფარსმან გაბაძე, 4#ივერია

>>>    უკრაინის ჩამოსვლა
 

 17/11 სტუდენტები 16:11 უკრაინა

2ლ: კალაძე მგელაძე; გ: ძნელაძე; 2ჯ: მოდებაძე - 2ლ: სტაფიჩუკი პონომარენკო; ჯ: ლოსი

რეფ გარუჩავა * ვაკე

4:0(6) 7:0(23) 7:3(40+) /
7:7(49) 10:7(53) 10:11(57) 16:11(71)

საქ: ნ.იურინი დვალი (ქავთარაშვილი 41) კ.ალანია ძნელაძე ბარძიმიშვილი (სორდია 41) <10-9> შ.მოდებაძე (ლ.ანთაძე 63) ჯანელიძე კაპ / ჩიქავა კალაძე ზ.ღვინიაშვილი (ახვლედიანი 41) დიდებულიძე ნადირაძე; ზოიძე მეჭურჭლიშვილი ნ.მგელაძე; მწ) სანებლიძე

 21/11 საქართველო 19:15 უკრაინა

2ლ: ძაგნიძე გ.გიუნაშვილი; გ: ლეჟავა; ჯ: ძაგნიძე; 2ა: ძაგნიძე ლეჟავა - 2ლ: იგნატენკო სტორჩაკი; 2გ ჯ: დონეცი

რეფ რეხვიაშვილი * ვაკე

4:0(3) 7:0(21) 10:0(23ა) 10:6(32) 10:9(36) /
10:15(46) 13:15(72ა) 19:15(80+2) ბოლო (80+4)

საქ: მ.ხარშილაძე ა.ხვედელიძე ბესელია (ჯანელიძე 41) თავაძე ვაშაძე <10-9> ნ.ძაგნიძე კაპ (ი.ლეჟავა 47) ქერაული / ბაკურაძე ტურძელაძე კ.გიუნაშვილი; ღუდუშაური გაგნიძე; ფერაძე (ხუადე 45) ვართანიანი გ.გიუნაშვილი; მწ) ბენდიაშვილი, ო.ლიპარტელიანი

 24/11 საქართველო 6:0 უკრაინა

2ჯ: ლეჟავა

რეფ რეხვიაშვილი * რუსთავი

3:0(30) ნახ (40+6) / 6:0(77) ბოლო (80+4)

საქ: ი.ლეჟავა სპ.ლიპარტელიანი ჯანელიძე თავაძე საცერაძე <10-9> ხვედელიძე კაპ (იურინი 40+3) ქერაული / ბაკურაძე კ.გიუნაშვილი გაგნიძე (მთიულიშვილი 41); დიდებულიძე (ზ.ლეჟავა 60) ხუადე; ღუდუშაური ვართანიანი გ.გიუნაშვილი

>>>    შევარდენი ესპანეთში

28/04-    შევარდენი - მადრიდის ნაკრები 6:13, მადრიდელი სტუდენტები 34:0, კაუ მადრიდი 27:4

<<    ბარსელონის ტურნირი

4-12/05    1#შევარდენი - ბარსელონის ნაკრები V:0 (Iტ 4:4, ბონანოვა 12:3, ლორიო ბასკეთი 41:0; სანტა კოლომა 19:12 (ფინალი)

მწ) რამაზ სანებლიძე; პრეზ) კარლო შევარდნაძე, მეოხი "ლავრი"

>>>    ყოჩები ჰოლანდიაში

19-28/05

უტრეხტის შვიდკაცა. 1#ყოჩები - 2#მადრიდი, პრაღა, უტრეხტი

ყოჩები 26:21 უტრეხტი

<<    "ჰაინეკენის" შვიდკაცა

ამსტერდამი. 60 გუნდი 12 პულად

ყოჩები - პული ^ დორსეთ ფარმერზი (ინგ 38:0, ჰილვერსუმი (ჰოლ 12:18, ლიბელული (იტა 24:0, ლანდონ ნიუ ზილენდ (ინგ 18:0; პლეი ოფი ^ პრეზიდენთს VII (უელ 0:V

>>>    ელათი ლტვაში

ზაფხული    შიაულიაი. 10 გუნდი

გელათი - ლენინგრადი 36:3, ვაირას შიაულიაი 14:4, სიბიუ (რუმინეთი) 6:9, რაფ ელგავა [3:3] * შეწყდა ჩხუბის გამო და მოგვხსნეს

ფინალები

1#რაფ 23:11?12 2#იჟორეცი
3#სიბიუ 21:0 4#პანევეჟისი

უფროსობა: რამაზ სვანიძე, ავთო იობიძე, ნოდარ ჭეიშვილი; კავშირი) მიტო ქურდობაძე

>>>    მარიხი ლატვიაში

დასაწ/07 რიგა

მარიხი (ფიზკ.ინსტიტუტი) - პოლიტეხნიკი კაუნასი (ლიტ 8:0, უნივერსიტეტი პრაღა (ჩეხ 13:6, ფიზკულტურის აკადემია ვარშავა (პოლ 6:0, სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტი რიგა (ლატ 11:9

>>>    ვეტერანები რიონის პირად

27/04 ქუთაისი 16:12 თბილისი

>>>    ვეტერანები საბჭოეთში

12-15/09    ხიმკი, მოსკოვი. 8 გუნდი

2#საქართველო - 5#ლოკომოტივი 3:25 (20:0 ? X:0, 3#უკრაინა 9:6, 1#სანკტ პეტერბურგი 0:3

>>>    ვეტერანები ჰოლანდიაში

29/10-?/11 მსოფლიო თასის ბოლოსკენ

<<<    XXVIII საკავშირო ჩემპიონატი

>>    უმაღლესი ლიგა

5/04 ვესტა 4:16 ვევეა
8/04 აია 21:12 ვევეა

უმაღლესი 1991

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

კრასნი იარი (კრს) 46 23-1 905:181
სკა (ალმათა) 44 22-2 785:194
ვევეა (მონინო) 40 20-4 698:326

ზვეზდა (ტაშკენტი)

33

16-7*1

509:341

ფენიკსი (კიევი) 28 15-9    $2 509:306
სლავა (მოსკოვი) 27 12-9*3 411:334
კაპეი (კიევი) 22 10-12*2 342:441
ალისა (მოსკოვი) 19   9-13*2$1 349:429
ფილი (მოსკოვი) 18   9-15 310:384
ლუჩი (ნოვოკუზნ) 13   7-17   $1 320:614
სოკოლი (ლვოვი) 9   5-19   $1 320:598
რადუგა (ტაგანროგ) 4   2-22 228:741

ხტზ (ხარკოვი)

4

  2-22

158:955

ქულა: 218 ანდრეი კოვალენკო (ვვა)

>>    პირველი ლიგა

24/04    გელათი x დნეპრო, მიმინო x როსტოვი

I ლიგა 1991

მ-წ$დ

გატ:გაშ

რაფ (ელგავა) 28 14-2 349:  97

ვემ (პენზა)

28

14-2

385:  61

სტმ (კრასნოიარსკი) 22 11-5 305:149
სირიუსი (ზელენოგ) 18   9-7 244:182
ატლანტი (დნეპროპ) 18   9-7 241:226
ეკსპრესი (როსტოვი) 10   5-11 150:263
სტროიწელ (კრასნიარ) 9   5-11$1 150:284
სპარტაკი (მოსკოვი) 5   3-13$1 105:300
ინტერ როადა (ბელცი) 4   2-14   95:462

დარჩენა-ასვლაზე: ხარკოვი ? პენზა

გატ:გაშ უკრაინული "სპარტივნა ღაზეტადან"!

<<<    XVI საკავშირო თასი

>>    მერვედფინალი

 3/05    ტაშკენტი x აია, ვესტა x ავიატორი

>>    ფინალი

14/10 ალმათა 6:14 ვევეა

<<<    ფირა-ს ერთა თასი 1990/92

პირველი ჯგუფი (სბჭ: ლორიანი ფილი)

  2/03 იტალია 9:15 საფრანგეთი
13/03 საფრანგეთი 38:6 საბჭოეთი
21/04 რუმინეთი 18:21 იტალია
28/04 ესპანეთი 24:60 საფრანგეთი
11/05 საბჭოეთი 30:3 ესპანეთი
26/06 რუმინეთი 21:33 საფრანგეთი

ჩვენიანი: ტურძელაძე სფრ

მეორე წრე (სბჭ: ფილი სევილია)

  3/11 საბჭოეთი 3:21 იტალია
17/11 ესპანეთი 16:19 საბჭოეთი

^ სფრ 4-0, იტა 4-1, რუმ 2-2, სბჭ 2-4, ესპ 0-5

<<<    ფირა-ს ჭაბუკთა პირველობა

27-31/03    ბლანიაკი (საფრანგეთი)

4#საბჭოეთი - რუმინეთი 9:6, არგენტინა 9:24, 3#იტალია 10:15

<<<    ტურნე ახალ ზელანდიაში

საბჭოეთი - ნელსონ ბეიზ 25:24 (25/05, მალბრო 23:16 (29/05, ქენთებრი 15:73 (1/06, მიდ-ქენთებრი 33:10 (5/06, ოთაგო 11:37 (8/06, თარანაქი 16:39 (12/06, ზელანდია ბ 6:56 (16/06 ჰემილტონი, ქინგ ქანთრი 22:15 (18/06)

<<<    ტესტი
 

  7/09 ინგლისი

53:0

საბჭოეთი

9ლ: ოთი 2, გასქოთი 2, რ.ანდერვუდი 2, სქინერი 2, ენდრიუ; 7გ: ენდრიუ 4, ჰოჯქინსონი 3; ჯ: ჰოჯქინსონი

თვიქნემი * Iტ 22:0

 


 ქართული კლუბები

მიტო ქურდობაძის ნუსხიდან, გაზეთებიდან, ჩანაწერებიდან

$ ცნობილი მონაგარი, # შეთავსებით, ^ შემოდგომაზე (1991/92)

<<    აია ქუთაისი

15 ემზარ ძაგნიძე, ოლეგ ჟორჟოლიანი; 14-11 კახა გაბრიჩიძე$ლ, ემზარ გეგუჩაძე^კაპ$2ლ, პაატა ტყაბლაძე$ჯ, ბათლომე ხამაშურიძე#7#4$გ, დათო აშოთია, შოთა ბზიკაძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე კაპ$2ლგ3ჯ2ა, ^კახა მაჩიტიძე$გ3ჯ; 9 დავით იობიძე$ლ, ზურაბ კიკაჩეიშვილი

1-3 გუგა ბაბუნაშვილი$ლ, თენგიზ ტურძელაძე!ჰ გელა ფირცხალავა^!ჰ ტიხონ ხახალეიშვილი; 4-5 თამაზ ოდიშარია$2ლ, დავით გიორგობიანი; 6-8 თამაზ ფხაკაძე, მამუკა ჭიქაბერიძე, ზვიად ლიპარტელიანი$ლ, თემურ ბარდაველიძე, ზურაბ რეხვიაშვილი, ბადრი შვანგირაძე, ხვიჩა გეგელია x დათო დვალი, ე.შაშიაშვილი

მწ) დუგლას კავთელაშვილი, ვახტანგ შვანგირაძე; მნჯ) გიზო ცქიტიშვილი, ანზორ ალხაზაშვილი; მაწრთობი) სოსო დიაკონიძე

<<    აიეტი (უნივერსიტეტი) ქუთაისი

რამაზ ქობულაძე, დ.ხუციძე, გ.ნაცვლიშვილი, გ.გულვერდაშვილი, მ.ჩიტიანი, გ.ოსაძე, დ.ბარბაქაძე, გ.შავგულიძე, ი.თუთბერიძე, ს.ალხაზაშვილი, ჯ.ლომინაძე, ზ.გაბუნია, დ.გაბუნია, მ.უკლება, კ.შავგულიძე, კ.ნიავაძე, რ.თორთლაძე, ზ.ფურცხვანიძე, ზ.წერეთელი, ლ.ხურციძე, ი.გოჩელაშვილი, ზ.ჭოლაძე, ო.ხელაძე, ი.ქართველიშვილი, დ.ნასარიძე, ა.ჭეიშვილი, ნ.მახარაძე, ლ.ტყეშელაშვილი, ა.მარიამიძე, ტ.გაბიანი, შ.გავაშელი, ვ.აფციაური, გ.ხურცილავა, ზ.ქაჯაია, კ.ჩომახიძე, მ.კომახიძე, გ.როყვა, ნ.კვერნაძე, რ.ტყეშელაშვილი

მწ) ამირან შავგულიძე, ბორის ზიბზიბაძე; პრეზ) რობერტ გოლეთიანი

<<    აკადემია

15 მამუკა ღუდუშაური#14; 14-11 არჩილ ქავთარაშვილი#15$გ, ვალერი მანთიძე#10$ა, სანდრო ჩხენკელი, დიმა კალანდაძე, გიორგი ორჯონიკიძე, გიორგი ბუგიანიშვილი, ლადო ანთაძე, ლევან ვასაძე, ^მალხაზ თოფურია x გიორგი ძაგანელი, ირაკლი ლეჟავა; 10 დათო ძაგანელი#15$2ჯ, დათო ლოლაძე; 9 გია ცაგარეიშვილი

1-3 ზაზა მოდებაძე#!ჰ$ლ, ნუკრი წიკლაური!ჰ$ლ3ჯ, ოთარ ჯინჭარაძე!ჰ პაატა სვანიძე, ზვიად გილაური; 4-5 ავთო შოთაძე, ზაზა ღვინიაშვილი#1, გია ღლონტი#3; 6-8 რომან წიკლაური, ლაშა ასათიანი#5, დიმიტრი ობოლაძე$3ლჯ, პაატა ნარიმანაშვილი#10#9, ^ზურაბ თურქაძე$ლ

მწ) ნარიმანაშვილი, ღლონტი, მნჯ) კუბლაშვილი

<<    აკადემია$2

15-9 ვასილ გვაზავა†  ბესო შარაშიძე, დათო გიგაური, მიხეილ წეველიძე$ლ, ლადო ანთაძე$გ, ირაკლი იმერლიშვილი, პაატა ღონღაძე, გიო იოსელიანი, კოტე კუჭავა, გია კამკამიძე, გ.გოგოლაძე, ჭირაქაძე, გია კვანჭილაშვილი / 1-3 ალექსი ჩიქოვანი, ვასილ წიკლაური, მალხაზ მაღლაფერიძე, ზ.ცირეკიძე; 4-5 ანდრო ლეჟავა; 6-8 კახა კერვალიშვილი, გია კუბლაშვილი

ვ.კუპატაძე, მ.ტალახაძე, მ.კალანდაძე, დ.ყიფიანი, კ.მხეიძე, მ.კვარაცხელია, ი.ჯინჭარაძე, ზ.მელქაძე, ბ.ზაალიშვილი, ნ.ბერძენიშვილი, ზ.ჭილაძე, ვ.დუჩიძე

<<    გელათი ქუთაისი

15 ემზარ შანიძე; 14-11 ჰამლეტ სილაგაძე, მამუკა ჯანაშია#9, იგორ მარიამიძე, დიმიტრი თედოშვილი$2ლ, გ.ცერცვაძე, გ.კოტრიკაძე$ლ გელა ხუჭუა; 10 კახა მაჩიტიძე$გ6ჯ3ა, კობა ქიმუცაძე$ა; 9 გიორგი მაღლაკელიძე$ლ

1-3 ე.ბეშკენაძე, ალეკო გაბიძაშვილი!ჰ#8, ვ.სვანიძე, ავთო გიორგაძე!ჰ ალეკო მარგველაშვილი, x მამუკა ჩიტიანი; 4-5 ნ.ქავთარაძე, ალექსანდრე ლიკლიკაძე, კ.რუსაძე; 6-8 მერაბ ფიოლია$ლ; ნიკოლოზ ნემსიწვერიძე; გოჩა ჯიმშელეიშვილი, ზ.შვანგირაძე x ზაზა თხელიძე, ზვიად კუპრაშვილი

ს.გაბიძაშვილი, გ.ცხვარაძე, მ.უჩაძე, ზ.გურეშიძე, ა.ხურციძე, ა.ჭელიშვილი, ვ.ლანჩავა, ნ.მაჩიტიძე, გ.შალამბერიძე, მ.კუჭუხიძე, გ.გოგონაძე, გ.ხუხუა, მ.თუთბერიძე, მ.პატარაია

მწ) რამაზ სვანიძე; მნჯ) კ.ლომინაძე, ავთო იობიძე

<<    გელათი$2 (სკოლა)

ლ.ჭელიძე, ბ.კაპანაძე, დ.აშოთია, კ.დოლაკაძე, ლ.ყუბანეიშვილი, ზ.ხონელიძე, ი.ფურცხვანიძე, გ.კეპულაძე, გ.დვალიშვილი, ზვიად გოგისვანიძე, აქვსენტ გიორგაძე, მირზა სოფრომაძე, მ.ორმოცაძე, რ.ჩუბინიძე, გ.ზახაროვი, დ.კლდიაშვილი, დ.ლაკვეხელიანი, ბ.გიორგაძე, ლ.გვანცელაძე, ვ.ფოცხვერაშვილი, მ.ჩხაიძე, მ.ფრუიძე, კ.თორთლაძე, ნ.ადამია, დავით დანგაძე, თამაზ გიორგობიანი

მწ) დიმიტრი ფულარია

<<    ვესტა (ელმავალი ქორები)

15 ვანო საცერაძე#11#10$ლ, ნუკრი ხვედელიძე$ლ, ^ირაკლი ლეჟავა$გ5ჯა; 14-11 ალეკო ხვედელიძე#7#15#9$9ლ, მერაბ მარჯანიშვილი#15#10$11ლგა, ლევან ჩიქვინიძე$ლგ, ლაშა ვაშაძე$ლ, მერაბ ბესელია$4ლ, გუჯა იოვაძე#9$ლგ, თენგიზ თავაძე#10$ლ, ^ლევან ვასაძე; 10 დათო ჩავლეიშვილი$8ლ31გ7ჯ2ა; 9 იგორ ქერაული$2ლ, შავლეგ ჯანელიძე(სბჭ /

1-3 მამუკა გაგნიძე#4, კახა გიუნაშვილი!ჰ$2ლ, ზაზა ბაკურაძე#11#!ჰ კაპ, თ.ძნელაძე, ^პაატა სვანიძე!ჰ x დათო შუბითიძე; 4-5 გია გიუნაშვილი#7#8$6ლ, გია რაფავა, ალეკო ღიბრაძე, ^თამაზ ხუადე; 6-8 თემურ ნარიმანიძე$8ლ, რეზო ჯაფარაშვილი#!ჰ#14 კაპ$6ლ, დათო ვართანიანი#!ჰ#14$5ლ, დათო ღუდუშაური#1#!ჰ#14#15#12$გ, ^დიმიტრი ობოლაძე#11#4, ^გია ფერაძე$ლ

მწ) თემურ ბენდიაშვილი, გაიოზ მონიავა; პრეზ) მერაბ კიკალეიშვილი

<<    თბილისი (სამედიცინო)

15 დავით გეგელაშვილი#10$6გ12ჯ, ლაშა ძიმისტარიშვილი; 14-11 ლევან წუწუნავა$4ლ, პაატა ბარბაქაძე$ლ, დათო ქერაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, დავით რიბაშვილი, კოტე კილაძე$ლგჯ, თემურ ჩადუნელი, ზურაბ ჭოღოშვილი; 10 კახა სვანიძე$ა, გიორგი გოგინაშვილი#15; 9 შოთა ქავთარაძე, ვალერი გუნია, მიხეილ ქვირია

1-3 ვახო ცქიტიშვილი#8$2ლ, ნოდარ რობიტაშვილი!ჰ ბესო ბარბაქაძე, გოჩა შამილაძე, დათო რეხვიაშვილი; 4-5 არჩილ გოგსაძე, ლევან გოჩალეიშვილი, გიორგი შენგელია, ბონდო ოჩიგავა, მიხეილ დოლიძე, შოთა დუჩიძე; 6-8 მალხაზ წულაია, მიხეილ რობიტაშვილი$ლჯ, პაატა ურუშაძე, ლაშა თურქიაშვილი#!ჰ მერაბ სხირტლაძე, ზურაბ ფერაძე, ლევან ჭაჭია

მწ) მიხეილ ბურძგლა, მ.რობიტაშვილი; მნჯ) თემურ გილაური

<<    ივერია (ვაზისუბანი)

15 ლადო გვიანიშვილი$ლ, ^ნიკო ნატროშვილი$2ლ5გჯ; 14-11 მიშა გარუჩავა$ლ, გიორგი ნონიკაშვილი#10$ლ, მიშა ჩაჩუა$10ლ2გ, კახა კაპანაძე$4ლ, ედიშერ ქადაგიშვილი$ლ, ^ალეკო ბრაგვაძე$3ლ, გელა$ლ, ხვიჩია$ლ; 10 ნუგზარ გაბრიჩიძე$2ლ7გ7ჯ, მამუკა მარტყოფლიშვილი#15; 9 ზაზა ჯეირანაშვილი

1-3 გიორგი ბერიაშვილი, ზურაბ ელიზბარაშვილი!ჰ ზურაბ პინაიშვილი#11#6, კაკო მაჭუტაძე, კახა ბოკელავაძე, ლევან მაისურაძე; 4-5 თენგიზ თედორაძე#8$2ლ, ი.ნიკურაძე; 6-8 დათო ბიძინაშვილი, კობა ბროძელი როინ მგალობლიშვილი, ლევან ცუცქირიძე#1 x ტარიელ სოკუროვი, ზ.მგელაძე

მწ) ემზარ სულაქვლიძე, გაბრიჩიძე

<<    ლილე ლენტეხი

მ.ლიპარტელიანი, ბ.ქურასბედიანი, კ.გაზდელიანი, მ.ონიანი, გ.ლიპარტელიანი, გურ.ლიპარტელიანი, კ.ლიპარტელიანი, ხ.ჩარქსელიანი, ი.ზურაბიანი, გ.მუსელიანი, ზ.ლიპარტელიანი, ზურ.ლიპარტელიანი, რ.ლიპარტელიანი, რ.ონიანი, ზ.ქურასბედიანი, დ.ლიპარტელიანი, ს.ზურაბიანი, კ.ბენდელიანი, ს.მუკბანიანი, ბ.ქურასბედიანი, ლ.გაზდელიანი, გ.ხაბულიანი

მწ) ტარიელ ზურაბიანი

<<    მარიხი (ფიზკ.ინსტ) ^ქორები

15 ლევან მგელაძე#10#7$2ლგ4ჯ5ა, ^ნუკრი ხვედელიძე; 14-11 თემურ ქომეთიანი, ლევან გორთამაშვილი, პაატა დარჩია, შოთა ხაბეიშვილი, კობა გაზდელიანი; 10 ბესო ბროლიძე#12$ლა, გიორგი შაყულაშვილი$ლ, ^თენგიზ თავაძე$2ა; 9 მამუკა ნამგალაძე, ბესო ლიპარტელიანი, ^გუჯა იოვაძე$გ

1-3 ბესიკ დრიაშვილი!ჰ არჩილ ჭიპაშვილი, ნუკრი მარგიანი, დათა გიგინეიშვილი!ჰ ^თორნიკე კიკაბიძე, გიორგი#8 და გოჩა გობეჯიშვილები, გია ჯავახიშვილი, როინ ლიპარტელიანი; 4-5 ვალერი შარვეშიანი, შალვა ძამუკაშვილი$ლ თემურ ალექსიძე; 6-8 კახა შავგულიძე#4, ზურაბ ნარტყოშვილი, ლევან სტურუა, მირონ ლიპარტელიანი, ბახვა გიორგაძე

მწ) მგელაძე, მეოხი) კოტე წერეთელი

<<    მიმინო

15 ზურაბ ნოზაძე$გ; 14-11 ზურაბ ალანია$2ლ, ჯემალ გეგეჭკორი#15, კახა ალანია$ლ, ალეკო ბრაგვაძე$2ლ, გია კურატიშვილი, მამუკა მაისურაძე, თემურ ჩიხლაძე#15; 10 დემირ ძნელაძე$ლ2გ7ჯა; 9 ნიკო ნატროშვილი#15$5გა, კოკა სექანია, ^ვაჟა კვარაცხელია

1-3 ბექა აბრამიშვილი#4, პაატა ნიკურაძე!ჰ ზაზა ძიძაძე#!ჰ ბუბა დოლიძე!ჰ ირაკლი პატარაია#5, ავთო კვანტალიანი#5, ლოვა გლოიანი; 4-5 ნიკა დევდარიანი, გია ფერაძე#7$2ლ, აკაკი ალავიძე$ლ; 6-8 ზურაბ ზოიძე კაპ$2ლ, ნუგზარ მგელაძე$3ლ, სულხან სულხანიშვილი$ლ, გოჩა სვანიძე#5, x დ.გიორგაძე, ვახტანგ მგელაძე

მწ) რეზო ჩხეიძე, კურატიშვილი; მნჯ) მიხეილ გარუჩავა

<<    (ფაზისი^ბუბა) ონი

შ.გობეჯიშვილი, მ.ჩიხრაძე, გ.მაისურაძე, დ.მაისურაძე, ს.გოცირიძე, გ.გავაშელი, გ.გავაშელიშვილი, გ.გობეჯიშვილი, ა.გობეჯიშვილი, თ.მეტრეველი, მ.რაზმაძე, ე.ჩიხრაძე, პ.სირბილაძე, თ.კიკვიძე, დ.ლობჟანიძე, ა.ლობჟანიძე, ე.დვალიძე, ლ.მაისურაძე, კ.მაქარაშვილი, ლევან მაისურაძე, ა.შიმშილაშვილი, მ.გავაშელი, ი.მელაშვილი, დ.ჯელაძე, დ.სამხარაძე, გ.ბურდილაძე, პ.ბერუაშვილი

მწ) ვაჟა რაზმაძე; პრეზ) ა.ჩალაძე

<<    რაში (ზოოვეტი)

15 გია ცინცაძე; 14-11 სერგო და ვ.ლეკვეიშვილები$ლ, ირაკლი კეკელიძე, ვანო ბახტაძე$ჯ, ნუგზარ კიკნაძე#7, ზურაბ წოწელია#7, გელა მურვანიძე#15$ლა, ნიკა ფაცია, ხვიჩა ჟვანია, მამუკა ალადაშვილი x თ.ბოჭორიშვილი ი.სიდამონიძე; 10 თემურ ცინცაძე$5ჯ; 9 ირაკლი კობალავა, დ.გაბაშვილი

1-3 ზაზა ჯუღელი$2ჯ, ვახო ჭიპაშვილი!ჰ სოსო ჭიღლაძე, ბადრი ლომიძე, ალეკო გიგინეიშვილი, ზურა ბაციკაძე, ნიკო წიქარიძე!ჰ გ. და ლ.ახალკაცები, ზურაბ ღონღაძე x ვაჟა ბახტურიძე ნიკო მეტრეველი; 4-5 ზაზა ცხვირაშვილი$2ლ, ჯარნოზ ჩანქსელიანი, ნ.დაუშვილი, კახა ცინცაძე, გ.რაზმაძე x გია წიკლაური, ალეკო ამზაშვილი, პაატა ბუხნიკაშვილი, რეზო გორგოძე, ლევან გოჩალეიშვილი, გიალო ხარაძე; 6-8 გიორგი ჯოხია, გია ლაბაძე$2ლ, ზურაბ ჭურღულაშვილი x ლადო ასათიანი, უჩა ნარიმანიძე

მწ) ცინცაძე, ბახტაძე, ^გიგინეიშვილი

<<    რუსთავი 90

15 მამუკა მინდორაშვილი; 14-11 ზურაბ ბერიშვილი, ბესიკ აფციაური$ლ, ვანო კერესელიძე, ზურაბ ნოზაძე, ოლეგ ბრედიხინი, არჩილ ოქრუაშვილი, რამაზ ღუდუშაური, ჯაბა დუგლაძე; 10 გივი ავლასტიმოვი, შალვა გოგიშვილი$ლ, მერაბ ჯაოშვილი; 9 ზაზა ხუციშვილი კაპ$ლ

1-3 დათო კაკაბაძე!ჰ ზაზა ყანჩაველი, დათო ჩივაძე, ზურაბ რუსია, მევლუდ მთიულიშვილი, ვალერი რაგულინი#5, ვასილ სიმონიძე!ჰ; 4-5 დათო შატაკიშვილი, არჩილ ურეკაძე, მამუკა სარალაშვილი#1; 6-8 თემურ ქერტყოევი$2გ3ჯ, კახა ვასაძე$2გ14ჯ, მევლუდ ბებიაშვილი, დათო მღებრიშვილი#1, ნუკრი ნადირაშვილი, რამაზ ქერდიყაშვილი

მწ) საშა ლობჟანიძე, ^ქერტყოევი; პრეზ) თენგიზ ზაქარეიშვილი

<<    სათაფლია წყალტუბო

15 გია კირიაკიდი$ლჯ; 14-11 მალხაზ პატარაია, ზაზა გოგავა, პაატა ძოწენიძე, ირაკლი რობაქიძე x გია უგულავა; 10 ალეკო ნიქაბაძე$ლა, მამუკა უგულავა; 9 გიორგი ჩუბინიძე /

1-3 დავით ჩუბინიძე, გოგი ალბორიშვილი!ჰ რომეო ტყეშელაშვილი; 4-5 ლევან ხახალეიშვილი, ზაზა ჩირგაძე; 6-8 ლევან კინწურაშვილი, ანანია გელავა, კობა ჯიმშელეიშვილი x ზურაბ ჩირგაძე

მ.ფხაკაძე, კ.ქუთათელაძე, ზურაბ ჩირგაძე, კ.ძნელაძე, ა.ბაბლუანი, ზ.ტყეშელაშვილი, მ.გოგავა, ბ.ჟორჟოლიანი, დ.კუხალეიშვილი, ზ.ჟორჟოლიანი, მ.ჩხეტიანი, ზ.მოგელაშვილი, ლ.ღვედელიძე, დ.ჭელიძე, მ.შეყრილაძე, ზ.გიორხელიძე, ნ.ჯანხოთელი, ი.ირემაძე, ა.გურეშიძე, ნ.მიქაძე, გ.ქარქაშაძე, დ.ჩოგოვაძე, ზ.ჯინჭველაშვილი

მწ) ნიქაბაძე, ოთარ ნუცუბიძე; პრეზ) ნ.ნუცუბიძე

<<    უნივერსიტეტი (თსუ)

15 გიორგი ჭუმბურიძე$ლ4გა; 14-11 ალეკო წერელოვი$3ლ, ლევან გოგიბერიძე$4ლ, გიორგი შენგელაია, გიორგი სურმავა$ლა, დათო მამულაიშვილი, ვახო ჯმუხაძე, აიეტ კუკავა, გიორგი მამარდაშვილი x გია ჭანტურია; 10 თემურ ახობაძე კაპ$3ლ5გ5ჯა; 9 არჩილ მაჩაიძე#13$ლ, რეზო შერმაზანაშვილი

1-3 კახა ჯმუხაძე!ჰ$2ლ, ზურაბ ბეჭვაია, ლევან სუხიშვილი#5, დათო გურგენიძე, თორნიკე კიკაბიძე$ლ, გოჩა მსხილაძე, მიხეილ მექვევრიშვილი!ჰ გოჩა კილაძე!ჰ; 4-5 თემურ ჯაფარიძე, იაკობ "ირაკლი" თოდუა, გოჩა ლაბაძე; 6-8 ზურაბ თურქაძე$3ლ, დათო ჟვანია, ლაშა ჭანტურიძე#9$ჯ, გია არაყიშვილი, მამუკა ლომიტაშვილი x გელა ვაწაძე

ბადრი ტოგონიძე, ირაკლი ძაგანია, ზურაბ და თემურ მენაღარიშვილები, არჩილ გიორგაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, კ.ფაჩუაშვილი, მ.ბერძენიშვილი

მწ) სურმავა; გამგეობა) მერაბ ჟღენტი, ჯაფარიძე, თორნიკე გეგიძე, გია ჭუმბურიძე, თემურ გოგსაძე, გია მიქაძე

<<    ყოჩები (სტუ)

15 პაატა თათარაშვილი#10$გ7ჯა; 14-11 სპირიდონ ლიპარტელიანი#15$2ლ, გოჩა ბარძიმიშვილი$ლ, ლაშა გეგენავა#10, დათო ჯაფარიძე, სოსო ყუბანეიშვილი$ლ, მ.გოგიბერიძე, ^სანდრო ედიშერაშვილი, ^გოგი კომახიძე$ლ, ^მიხეილ ქორიძე, ^გიორგი მასხულია; x მიშა ხარატი; 10 მალხაზ ჭეიშვილი#9#12; 9 ირაკლი გიორხელიძე#10$2ლ

1-3 ბაკურ ფირიაშვილი#!ჰ#7, ხვიჩა შამათავა!ჰ#6, გიგა გიგაშვილი, ამირან თეზელაშვილი#5, ნ.ნეფარიძე, მ.შეყილაძე, თემურ გაფრინდაშვილი!ჰ$ლ, ^ბესო ტეფნაძე; 4-5 დათო კომლაძე$2ლ, გელა გოგეშვილი, მამუკა გიორგაძე#3, ^ალექსი გუშარაშვილი, x ილია-ბაჩო ბერძენიშვილი; 6-8 გოჩა მაჭავარიანი კაპ, კახა კობახიძე$11გ11ჯ, ვიქტორ დიდებულიძე#5$3ლ, ზაზა ლეჟავა კაპ$ლ, ბიძინა გეგიძე

რ.ქაშაყაშვილი, გ.სვანაძე, მ.მაჭავარიანი, ლ.დარახველიძე

მწ) გეგენავა, გეგიძე, ჭეიშვილი; პრეზ) ს.ბაციკაძე

<<    შევარდენი

15 ნიკო იურინი#10$4ლ6გ, ზაალ ფარცვანია#11$ლ; 14-11 ირაკლი დვალი$6ლ, კაკო კერესელიძე, ლევან გოგია, ბაია იურინი, გოგა მოსიძე, ომარ გურგენიძე, უჩა კვარაცხელია$2ლ, ^დემირ ძნელაძე$2გჯ x დათო აღლემაშვილი;10 შოთა მოდებაძე$ლ6გ8ჯა, გოჩა კვაჭანტირაძე#12$2გჯ; 9 შავლეგ ჯანელიძე#13$3ლ, დათო ცირეკიძე, პეტრე ჩაჩანიძე#14

1-3 ირაკლი ჩიქავა$3ლ, ირაკლი კუსრაშვილი!ჰ მირიან თავზარაშვილი$ლ, გიორგი ახვლედიანი#!ჰ$2ლ ^სულხან სულხანიშვილი#6; 4-5 ვანო ნადირაძე$ლ, ზურაბ მჭედლიშვილი#7, სოსო პარწიკანაშვილი, ^სოსო მეჭურჭლიშვილი#3, ^კახა ქურციკიძე; 6-8 მამუკა ტყეშელაშვილი$ლ, დათო სორდია კაპ#11$2ლ, ვახო კაპანაძე, გიორგი კალაძე!ჰ$4ლ, ^ზურაბ ზოიძე$ლ, ^ნუგზარ მგელაძე$2ლ x დათო გელიტაშვილი

მწ) რამაზ სანებლიძე, კაპანაძე

<<    ^შევარდენი$2

მწ) კაკო ჭანკოტაძე, გია შანშიაშვილი

<<    (იმერეთი) ჭიათურა

15 გიორგი მამისეიშვილი; 14-11 ზურაბ საცერაძე$2ლ, გიგა გიორგაძე$2ლ, სულხან ტყემალაძე, შერმადინ კობიაშვილი, მურად შეყლაშვილი$ლ, მურთაზ გაფრინდაშვილი, ზაზა თაბაგარი, შოთა ლაბაძე, პავლე ზუბიაშვილი, მალხაზ ჩიქვილაძე, ნუკრი გაჩეჩილაძე; 10 ბერიკა ბურჯანაძე$ლგ3ჯ; 9 ფრიდონ ხუციშვილი

1-3 გოჩა ვაშაძე, გოჩა ხარშილაძე!ჰ გოჩა გიორგაძე, ბადრი დევიძე, გელა ჩუბინიძე, ზაზა და გია კალატოზები; 4-5 გელა იაკობიძე#3, როსტომ კაპანაძე, ნოდარ ჯაფარიძე, მალხაზ ვაშაძე; 6-8 როინ წიწილაშვილი, ხვიჩა მესხი, ბონდო სიკინჭალაშვილი, ივერ ბურჯანაძე, კობა შუბითიძე#5, ვალერი კაპანაძე

მწ) შეყლაშვილი; მნჯ) დავით ასანიძე, ვახტანგ დეკანოიძე

<<    ჯანი ჩოტახაური

ოლეგ ლიპარტელიანი, 10 მიშა ხარშილაძე#13, ბესო ლილუაშვილი$2ჯ, 8 საშა ნაჭყებია, ალექსანდრე ისაკაძე, ალეკო გრიგალავა? მამუკა ვაზაგაშვილი? 15#10^ნუგზარ ძაგნიძე$ლ8ჯ2ა, ^თენგიზ ტურძელაძე!ჰ ^ხვიჩა კაშია, ზაზა ცხოიძე

გ.ყაჭეიშვილი, გ.გაგუა, დ.კალანდაძე, გ.მეგრელიშვილი, მ.უნგიაძე, გ.ბასილაია, მ.კუტუბიძე, გ.მინდაძე, შ.რამიშვილი, ვ.ბერაძე, რ.რამიშვილი, გ.გიორგაძე, გ.ანთიძე, ვ.სიხარულიძე, ზაზა ცხოიძე

გ.გუბელაძე, კ.აბუსერიძე, მ.აბუსერიძე, გ.ხუნდაძე, გ.სიხარულიძე, ვ.გიორგაძე, ზ.ჩხიკვაძე, ა.ყაჭეიშვილი, ა.ჩხიკვაძე

მწ) ავთო გიორგაძე; პრეზ) გია ცინცაძე

<<    მსაჯები

ზურაბ რეხვიაშვილი 21 მატჩი, გოჩა აბაშიძე 17, მალხაზ კოროშინაძე 15, მიხეილ გარუჩავა 8; თემურ ცინცაძე, ლევან მგელაძე, რამაზ სანებლიძე, სოსო ნიორაძე 4; თამაზ გიორგობიანი 3; ნუგზარ გაბრიჩიძე, ფარსმან გაბაძე, ბორის ზიბზიბაძე, დიმიტრი ფულარია, ზაალ გიგინეიშვილი 2; არჩილ ლაგოშვილი, ავთო ჩუბინიძე, საშა დადეშქელიანი, გივი ავლასტიმოვი, გურამ მოდებაძე 1

<<< >>>