დაიშალა და მიგვიღეს

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში შევაბიჯეთ 1992 წელში, როცა ირბ-მა მიგვიღო და ფირა-მ გვიმუხთლა, შინ კი, ძმათ-მკვლელი ომების გამო, ეროვნული პირველობა სკანდალით დასრულდა, ხოლო შემოდგომაზე თემი ამერ-იმერადაც გაიხლიჩა.

მთავრობის სახლის საახალწლო ალყის გადამკიდე, ქართველობამ საბჭოეთის დაშლას ეგრეც ვერ ჩაატანა გემო, მორაგბეებს კი, მცირე ნუგეშად, უცხოეთიდან მალევე მოუვიდათ ორი ცნობა - ჯერ ვითომც ფირა-მ გვაღიარა წევრად და მერე ნაღდად ირბ-მა! ამით კეთილად დასრულდა ორ-წელიწად-ნახევრით ადრე წამოწყებული ლაშქრობა და მსოფლიო ოჯახში მიგვიღეს, მაგრამ მყისი ხეირი ცოტა ვნახეთ.

ფირა იმხანად ჯერაც არ იყო ოდენ "ევროპის ფედერაცია" და ირბ-ს ეტოქებოდა, მაგრამ მასთან შეძლებითა და გაქანებით ახლოს ვერ მივიდოდა. ფირასთან ურთიერთობა ებარა "ერთა თასის" მსაჯს, ზურაბ რეხვიაშვილს, ვინც 1991 წლის დეკემბრის ბოლოს პარიზში ჩაიტანა საქართველოს წევრად ცნობის მიმართვა და ბასკი მარსელ მარტენიც შეიპირა, რათა საბჭოთა მემკვიდრეობის გასაყოფად ჩვენთან, მაისში გამართულიყო ხუთი ექს-რესპუბლიკის ტურნირი.

ფრანგული აზრუმანი

ვაგლახ, რომ სხვაგვარად ფიქრობდა შეჯიბრთა გამგე შარლ დიურანი, ვინც თავიდანვე სეპარატისტებს გვეძახდა. მესიე ივნისში ნამიბიაში რომ ჩაუძღვა ფირას ნაკრებს, საკდესის კორესპონდენტი დაათირა, ესაო და ესენგეში (დსთ) რაგბი დაქცევის პირასაა; ექს-საბჭოთა ქვეყნები წევრებად კი მივიღეთ, მაგრამ მაგათი დონე ძაან დაბალია, ვერც ეროვნულ პირველობათა გამართვის შნო აქვთ და კიდეც ჭირვეულობენ, რუსეთს არას დიდებით არ ვეთამაშებითო!

დიურანმა, ვინც მშვენივრად იცნობდა რეხვიაშვილს და ლიტველ ალფონსას გრუმბინასს, ეგეც იცრუა, არ ვიცი, ვისთან დავამყარო კონტაქტიო, და რომ შეადგინა შემოდგომაზე დასაწყები ერთა თასის ჯგუფები, ელიტაში საბჭოეთის ადგილი რუსეთს უბოძა, ხოლო ჩვენა და ბალტიელები მარაქაში არცკი გაგვრია.

ვერ მოხერხდა 26 მაისს თბილისში გერმანიის ჩამოყვანა. არც ივლისში შექმნილა ესენგეს ასოციაცია, "ერთა პირველობა" რომ მოეწყო. მიზეზთა გამო, ოქტომბერში აღარც რუსეთი გვეწვია ერთი ტესტის სათამაშოდ; სამაგიეროდ, რუმინეთსა და უკრაინას რომ შევთავაზეთ "შავი ზღვის თასი", კიევში დაინიშნა ტურნირი, მაგრამ უფულონი, ჩეხეთი და ვლახეთი შეცვალა ლატვიამ, ვისი "რაფიც" უკრაინის "ღია პირველობაზე" რაგბობდა!

კლასით ვჯობდით

ტურნეზე, გაგანია ზაფხულში დაგვაკლდნენ ხუთი თბილისელი, ოთხი ქუთაისელი და ერთიც ჩოხატაურელი; თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს დღეში ორჯერ გასტრონომის რიგში უწევდათ ჩადგომა და სასტუმრო "სპარტაკში" არც ცხელი წყალი მოდიოდა, მაგრამ კიევში დაფუძნებულმა ზურაბ მანაგაძემ მოართვა ნაკრებს მაწიერი ყველი და კლასითაც ძაან ვჯობდით ორივე მეტოქეს.

არდადეგებზე უკრაინული ლეგიონი შინ მიბრუნდა, მაგრამ ნაკრებში არ ითამაშა. ხახოლებს პირველ, ტურნირ-გარეშე ტესტში ნულზე ვსრავდით მანამ, სანამ ნუგზარ ძაგნიძე მოედანზე იყო, მერე კი ორი ლელო ვყლაპეთ. მეორე, ტურნირის შებმაში, გია რაფავამ იპარპაშა დერეფანში, ნუგზარმა და დათო ჩავლეიშვილმა აბრაგანები აწიეს, ბოლოს კი გავაბურთავეთ ლატვიაც, ვისაც მერაბ მარჯანიშვილმა ლელო სამის მოტყუებით დაუდო.

ბალტიელებმა სამაგიერო მწარედ გადაგვიხადეს ორი თვის თავზე, შვიდკაცაში და სახალისო რაგბის პირველ მსოფლიო თასზე გავიდნენ. ტურნირი ირბ-მა ჩაატარა მოსკოვში იმად, რომ საბჭოეთი ჯერ კიდევ დაშლამდე დაპატიჟა 1993 წლის აპრილს, ედინბურგში, 24-გუნდა ფინალზე, მერე კი, ყველა (!) სხვა სპორტული ფედერაციისგან განსხვავებით, დაადგინა, რომ სამართალ-მემკვიდრედ აპრიორი რუსეთი კი არ ეცნო, არამედ პრივილეგია შეჯიბრში გაეთამაშებინა.

აღარ დაელოდა

ირბ-მა მოსკოვს ნეიტრალური მსაჯებიც მიავლინა. ქართული შვიდკაცა დუგლას კავთელაშვილმა შეკრიბა და ავარჯიშა, მაგრამ ბიჭთა წრთობით მაინც უკმაყოფილო იყო. ჩვენებმა ვერც თამაშის სპეციფიკას აუღეს ალღო და ანგარიშის გახსნის მიუხედავად, ლატვიასთან დაშვებული სამი შეცდომა მაგდენ ლელოდვე დაუჯდათ, შემდეგ მატჩში კი ბალტიელებმა სამი ყაზახით გაძლიერებულ რუსეთსაც იღბლად მოუგეს და ბოლო შებმაზე შეზარხოშებულები გავიდნენ, რაღაი შოტლანდიის საგზური უკვე ჯიბეში ედოთ.

ნაკრების მომზადება "ვაკის შვიდკაცის" მიზანთა მიზნად რომ გამოცხადდა, ექვსი გუნდის შეჯიბრი არა-ტრადიციულად, ერთ წრედ, უფინალებოდ მოეწყო, რის გამოც კლუბებში საუკეთესო, "შევარდენი" სიმბოლურად თუღაა იმ წლის ჩემპიონი, ირბ-ის ჩარევით კი იტალიაში, სტუდენტთა მეორე მსოფლიო თასის მონაწილე პოსტ-საბჭოური ნაკრებიც "პარიტეტულ საწყისებზე" შედგა. ჰოდა, ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, მაგ "ბოლო ბანაობაზე" 26 მოთამაშეში ცხრა ჩვენებური მოხვდა.

ირბ-ის 52-ე წევრად გახდომა რაგბის თემს 27 თებერვალს ახარა თამაზ ანდღულაძემ, ვინც პროცესს წინა წლიდან მეთვალყურეობდა. საბჭოს უელსელი მდივანი ქის როულენდზი ფხიანად გაისარჯა და რაკი კოლეგებისგან დასტური მიღებული ჰქონდა, საკითხის 5-ჯერ (!) გადადების შემდეგ სხდომას აღარ დაელოდა და პირადად, დეკრეტით მიგვიღო, რითაც უკრაინა-ყაზახეთისგან განსხვავებით, 1995 წლის მსოფლიო თასის შესარჩევშიც მოვხვდით.

 

წესები დაურიგდათ

ამისი ფორმულა წლის ბოლოსღა შეგვატყობინეს, მანამდე კი ჩვენს დელეგაციას აეროპორტში შეემთხვა ფათერაკი და ვეღარ გაფრინდა ინგლისს, სადაც ბრისთოლში, 18 ნოემბერს ირბ-ის "I საყოველთაო კრება" იხსნებოდა. მსოფლიო თასის მასპინძლად დამტკიცდა რასობრივი გამთლიანების გზაზე შემდგარი სამხრეთი აფრიკა, 16-გუნდა ფინალში კი აღმოსავლეთი ევროპისთვის გამოიყო ერთი ვაკანსია და მოცილე ჩვენიანად შვიდი მოგროვდა.

წევრად ცნობის რელიზში ირბ-მა საპატიო მისსიაც დაგვაკისრა - რაგბეთისთვის აქამდე უცნობ მხარეში, კავკასიაში ოვალურ-ბურთა თამაშის გავრცელება, მაგრამ მალე ისე გაგვიჭირდა, რომ თვით ეგ საგანი საძებარი გაგვიხდა. რომ ვერ იშოვებოდა ქაღალდიც, "ლელო" დიდი შუალედებით გამოდიოდა და პირველად, განახლებიდან ერთი თვის თავზეღა გაარჩია შინაური პირველობა, მაგრამ მერეც, წლის ბოლომდე, რეგულარულად აქვეყნებდა ანგარიშ-ცხრილებიან მიმოხილვებს.

რაგბზე წერდა "დრონიც". ნოემბერში ხუთიოდე კვიმატი წერილი დაბეჭდა ახალმა გაზეთმა, "ივერია ექსპრესმა", გუნდებს კი დაურიგდათ ინგლისურიდან ნათარგმნი, 80-გვერდა წესები, რაიც კომპუტერით მომზადებული პირველი ქართული სპორტული წიგნი იყო.

აივნიან ოფისში

მცირე საწარმო "მიკამ" (რობერტ აივაზოვი) მისი გამოცემით დააკანონა "მოვლენის არსის ამსახველი და ქართულ ენობრივ მასალას დამყარებული" ტერმინები - ლელო, კიდე, კვართი, ჩაქცევა, გარდასახვა, ალალი, ბურჯი, კვაჭი; მაგრამ ვაგლახ, რომ კუსტარულადღა, პრინტერით, სულ ხუთ (!) ცალად დამზადდა 60-გვერდა ალმანახი "ოვალური სამყარო" (ლოგოტიპი გია ღლონტისა) და სტუ-ს კათედრებზე განხილვის შემდეგ, ტირაჟი უგზო-უკვლოდ დაიფანტა.

კავშირმა მარტში გამოიცვალა ბინა - მეურნეობიდან ქალაქში დაბრუნდა და სამი წლით იქირავა ვაკის სტადიონის მთავრობის ლოჟა, უკან ხიდითა და ორივე მხარეს (წინ თაღებიანი) აივნებით. შედგა კომპლექსის რაგბისთვის გადმოცემისა და ნაჯუნგლარს იქეთ ერთბაშად ხუთი მოედნის მოწყობის პროექტიც, და ჩემპიონატიც ოთხ-თვიანი შესვენების შემდეგ, მეორე წრით, მაქვე განახლდა.

წინა წელს გაკოტრებულმა "მიმინომ" ახალი პატრონი - კავკასიის ბირჟა გაიჩინა და ამირანი დაირქვა, გელათს კი სხვა ფირმა, "ერქვანი" დაუდგა სპონსორად. პრეზიდენტი ნუგზარ ენდელაძე მოსკოვში გადავიდა და კავშირის მართვა დავით კილასონიამ გადაიბარა, ხოლო რეხვიაშვილმა მდივნობის გარდა იმდენიც იმსაჯა, რომ თავისივე, შარშან დამყარებული რეკორდი მოხსნა.

ხუთი არეკნი

გამოცდილი რეფი მოედანზე ხანდახან ზედიზედ სამ დღეს გადიოდა. ქუთაისში მისი პირველი ჩასვლა ორმაგი შარით დასრულდა: აიამ და შევარდენმა იჩხუბეს, ხოლო 14 კაცით მორაგბე ვესტამ "მოთამაშეებად განუცხადებელი" მწურთნელები, 44 წლის ბენდიაშვილი და 36 წლის გაიოზ მონიავა აბურთავა და წამატებულ დროში, ჩავლეიშვილის მიერ ცენტრიდან გატანილი არეკნითღა მოიგო.

გაძნელებული ყოფის გამო გუნდებს შეკრება და მგზავრობა უჭირდათ. ამირანთან თამაშზე ვესტელი ალეკო ხვედელიძე შინიდან, ქალაქის ბოლოდან ქვეითად მოვიდა და უკანაც ასევე გაბრუნდა. ყოჩებმა ქუთაისში ჩაფრენა (!) დააპირეს, მაგრამ მეტოქეს თამაშის დაწყების დროზე ვერ მოურიგდნენ, 1981 წლის აქეთ აღდგენილი თასი კი პაროდიად იქცა - ნახევარფინალამდე 17 მატჩიდან ათი ჩაიშალა!

დამყარდა რაგბული რეკორდებიც: "ჩოხატაურელმა" ძაგნიძემ ყოჩებს ხუთი არეკნი გაუტანა; შევარდენელმა ნუგზარ მგელაძემ წელი სამი ჰეთ-თრიკით დაასრულა; შევარდენი - აკადემიის მატჩში მეტოქეებმა დაივიწყეს ცხრილი და საერთო ძალისხმევით 15 ლელო და 86 ქულა მოკრიფეს, "თბილისმა" კი მოიგო წრის რვავე მატჩი, პირველ ჯგუფში ავიდა და ბიჭებს სტადიონზევე ჩამოურიგა პრემია.

ქორებმა დათმეს

ფინიშისკენ ისე მოხდა, რომ ჩემპიონობის ბედი მოედნის ნაცვლად კინაღამ კაბინეტში გადაწყდა. ვესტამ აია ვაკეში გია გიუნაშვილის სოლო-ლელოთი ძლია და ქულებით გაუტოლდა, მაგრამ ქუთაისს დაუგეგმავი მარცხი შეემთხვა ჩოხატაურში - ფანთა მიერ დატერორებულმა რეფმა ბოლო წუთზე დანიშნა ჯარიმა, რომელსაც ძაგნიძე ნაღდად შეაგდებდა, რის გამოც აიამ თამაშის ჩაშლა არჩია.

საქმე აივნიან ოფისში, თასის ფინალის წინ, ორ საათს ირჩეოდა. კავშირს მანამდე სამჯერ განეხილა გელათი - ვესტას ამბავი და განაჩენი - წაგების მისჯა ფულადი ჯარიმით შეეცვალა. ამაზე ახლა აიამ იჩივლა. უფროსობა 4-ვარიანტა, ჩახლართული დილემის წინაშე რომ დადგა, ამ ერთხელაც დაირღვა დებულება, ორივე ლიდერს მარცხი მიესაჯა, თითო ქულაც დააკლდა, შევარდენის ალალი ბრინჯაო ჩოხატაურს გადაეცა და გადარჩა დიდი მატჩები - თასის ფინალი და ჩემპიონატის დამატებითი თამაში.

აია ვაკეში თასის ფინალზე ისე ჩამოსულიყო, რომ ქორებს ნახევარფინალში ვერ შეხვედროდა ... ოფისის შეცდომისა გამო. ლიანგს ბობოლათა რკენის ხილვა რომ ეწადა, ისევ ქორების მწურთნელმა ლევან მგელაძემ დათმო და თან ორივე მატჩის მსაჯობაც იკისრა. ასე აღსრულდა მთავარი - უძლიერესი მოედანზე გაირკვა!

მილიციაში დარეკვით

თასზე გარდატეხა საათის თავზე მოხდა: ქუთათურმა კახა მაჩიტიძემ 3:9-ზე ჯარიმა ააცილა, 22-დან კი ირაკლი ლეჟავამ ფრთიდან ფეხით დაურტყა მარჯანიშვილს, ვინც იმ დღეს რვა (!) რეიდი განახორციელა, და მერაბ ბესელიამ ლაშა ვაშაძე დაგეზა.

ჩემპიონობაზე, ხაშურის შემოღობილ, ფეხბურთის კარიან მოედანზე, გიუნაშვილმა პირველი ლელო სამ კაცთან ჭიდილში დადო, მეორეზე კი ჩავლეიშვილმა ჯარიმა უცებ გაათამაშა და დათო ვართანიანმა ერთი მეტოქე ჩამოიცილა. მანამდე ატყდა სასტიკი მუშტი-კრივი. წაგებულები ბოლოს აუხირდნენ კიდის მსაჯებს და აღარც თასი ჩააბარეს ახალ ჩემპიონს, ტელევიზიამ კი ანგარიში შეიტყო ... რაიონის მილიციაში დარეკვით, რაღაი კომუნიკაციის სხვა საშუალება არ არსებობდა.

არდადეგებზე ლიხს აქეთა და იქეთაც განმტკიცდა აზრი, რომ უპრიანი იქნებოდა, თუ ამ სიდუხჭირისა და ერთურთის ყვედრების ჟამს, ამერი და იმერი ცალ-ცალკე შექმნიდნენ ლიგებს; თვეში ერთხელ კი, რიგ-რიგობით, აქეთა და იქეთ, სულ სხვადასხვა ასაკში, გარდამავალი თასისთვის მოეწყობოდა "ამერ - იმერის შერკინება", რაიც ქართული რაგბის ზეიმად იქცეოდა და ბიჭებს შეარიგებდა.

გაგრის ტრაგედია

ამ "მკრეხელურ, ქართული რაგბის გამთიშველ" პროექტს ასრულება უმალ არ ეწერა. მოსკოვიდან დაბრუნებული ენდელაძის მითითებით, "მძიმე ვითარების მიუხედავად, მაინც გრანდიოზული, მარათონული პირველობა დაიგეგმა": 10-გუნდა პირველ ჯგუფში შედგა ორი წრის (16/09-23/12, 1993: 3-18/03) და ექვსეულის კიდევ ორი წრის (1993: 31/03-16/06) განრიგი და მხოლოდ 13-გუნდა მეორე ჯგუფი გაიყო ორად, მაგრამ ამასობაში აფხაზეთის ომიც დაიწყო.

დაგვეღუპნენ 26 წლის კოკა კლდიაშვილი, 21 წლის მიხეილ "ხულიგანა" ქორიძე ... ფრონტზე წავიდნენ ყოჩები და ჭიათურა. მძიმედ დაიჭრნენ გოჩა მაჭავარიანი და ზაზა ლეჟავა ... გამოილია ბენზინი, კავშირმა კი შვიდკაცის გამო აჩქარებული, 4-დღიანი ციკლით (23/09-21/11) გადაგეგმა პირველობა, მაგრამ ნაკლული სამი რაუნდის შემდეგ გაგრის ტრაგედია დატრიალდა და თამაშები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

შინაური შვიდკაციდან ამოქმედდა ირბ-ის მიერ აპრილში მოწონებული ახალი წესები: ლელო ხუთ ქულად დაფასდა; მოლსა და რაქში დადგინდა პრინციპი "გამოიყენე, თორემ ჩამოგვერთმევა!" დერეფანში მეტოქე მწყობრები ერთმანეთს დაშორდა; ჯარიმიდან კიდეზე დარტყმულ ბურთს კი თავადვე მოაწვდიდი. დედაქალაქში პირველი ჩამოვიდა ერქვანი და ნულზე მოიგო, რასაც 10-წუთა ჩხუბი მოყვა.

სროლა პარკიდან

გაგანია თამაშში, 71-ე წუთზე, კურიოზიც მოხდა. სასოფლოზე ჩოხატაურის ამაო ლოდინით შეწუხებული შევარდენი ვაკეში საყურებლად მოსულიყო. ჰოდა, თამაში რომ მოესურვა, მოედანზე შეიჭრა, მოასპარეზეებს ბურთი წაართვა, ჩაათამაშა და ლელოც გაიტანა! გლოვის ვადის გასვლის შემდეგ ლიხს აქეთ მეტად ვეღარავინ ჩამოაღწია, რის გამოც 27 ოქტომბრის საღამოს თათბირმა, რომლის დროსაც ოფისში შუქი ჩაქრა, გააუქმა გამართული ათი მატჩი, სახელდახელოდ წილი ყარა და განრიგი 28 ნოემბრის ჩათვლით გამოაცხო.

მალევე გადაწყდა, რომ როცა კი ამერი და იმერი შეერთდებოდნენ, დაშლის დროის არსებული სტატუს-ქვო აღმდგარიყო, ანუ ელიტაში ამერს შვიდი გუნდი შეეყვანა და იმერს სამი. ამერი 1993 წლის ჩათვლით ორ წრედ აპირებდა თამაშს, იმერი ოთხად, რასაც მაისში უნდა მოყოლოდა ორ-ორი უკეთესის პლეი-ოფი, მაგრამ არც ამ გეგმას ეწერა ახდენა.

ვესტამ ვაკეში ვერ მოუგო ამირანს და აივნიდან მაცქერალ კავშირელებს შაირად შეუძახა, "შეიკრიბეთ მამებიო", შევარდენთან თამაშის დილით კი პურის მეორედ გაძვირებამ ბიჭებზეც იმოქმედა. ამის გამო თუ იყო, რომ მაქამდე ფრიად დინჯი და დარბაისელი მორკინალი ეცა მსაჯს, შემაგინეო და სცემა; მერე ვაკის პარკიდან სროლა ატყდა და რაგბი 17 წუთის შემდეგღა გაგრძელდა.

გამოვიზამთროთო

ამავე დღეებში მოედანზე ცუდად შეიქნა სხვა რეფერი; ვარკეთილში ჩამოსულ ხაშურს "რაშიდან" მხოლოდ ორი ბებერი დახვდა; რუსთავში მსაჯი არ იყო და არავინ აიღო სასტვენი, და მხოლოდ უნივერსიტეტი ეწვია თოვლში ხაშურს. ამეების შემხედვარე, კავშირმა 27 ნოემბერს დაასკვნა, ვიდრე მოედანზე უბედურება დატრიალებულა, გვიჯობს შევწყვიტოთ შეჯიბრიო, და საგაისოდ გადადო ცხრა მატჩი, რომლებიც აღარასოდეს გამართულა.

კლუბები ოფისს არ დაეთანხმნენ და 13 დეკემბერს, სტუდქალაქში გააჩაღეს თავიანთი, ოთხი, სახელდახელო ნაკრების ტურნირი, მაგრამ მოთოვა და წამოწყება შუა გზაზე ჩაიშალა. ამასობაში, იმერში დამოუკიდებლად აეწყო საქმე: ხუთი მსაჯისა და სამი კომისრის ხელში, წრე ლამის გასრულდა და რაგბი ჭიათურასაც დაუბრუნდა, მაგრამ შემდეგ მთელი წელი იქედან ამბავსაც აღარ მოუღწევია დედაქალაქში.

სხვაფრივ, "ლელომ" შენიშნა, რომ ჩვენს რაგბს საბაზრო ეკონომიკის ხელი დაეტყო; მოხდა ის, რაც უნდა მოყოლოდა საკავშირო სტრუქტურიდან გამოყოფას; აზრი რომ დაეკარგა ერთი-ორი ზე-კლუბის (ანუ ნაკრების) არსებობას, მოთამაშენი წავიდ-წამოვიდნენ. ჰოდა, შემოდგომაზე ვესტამ მიიღო ათი ახალი (აკადემიიდან) ქორებმა რვა (უნივერსიტეტიდან) ამირანმა შვიდი (ყოჩებიდან) ერქვანმა ოთხი (აიადან) რუსთავში კი გადავიდნენ რაფავა, ლევან ჩიქვინიძე და თვით თბილისური რაგბის კოლორიტი, მწურთნელი გურამ მოდებაძე.

<<<     1992

>>>     საქართველოს XXV პირველობა (1991/92)

მეორე წრე

 პირველი ჯგუფი

15/04 ამირანი 16:13 გელათი
  აკადემია 6:74 აია
  ჭიათურა 7:20 ვესტა
  რუსთავი 12:15 ჩოხატაური
16/04 შევარდენი 47:0 ყოჩები

21/04

ვესტა

48:9

ამირანი

22/04 შევარდენი 32:3 რუსთავი
  ჩოხატაური 43:0 აკადემია
24/04 აია 61:3 ჭიათურა

29/04

აია

15:6

შევარდენი

  ყოჩები 7:25 ჩოხატაური
30/04 გელათი 7:9 ვესტა
  1/05 ამირანი 12:6 აკადემია
  რუსთავი 6:9 ჭიათურა

  6/05

აია

37:12

გელათი

  ვესტა 48:6 რუსთავი
  ჭიათურა 6:6 ამირანი
  აკადემია 6:22 ყოჩები
  ჩოხატაური 25:9 შევარდენი

12/05

გელათი

9:3

ჩოხატაური

  შევარდენი 52:34 აკადემია
  ამირანი 14:3 რუსთავი
13/05 ვესტა 7:3 აია
15/05 ყოჩები 20:7 ჭიათურა

20/05

ამირანი

18:10

ყოჩები

  ჭიათურა 15:35 შევარდენი
  აკადემია 12:37 გელათი
  რუსთავი 12:18 აია
  ჩოხატაური 20:38 ვესტა

28/05

შევარდენი

49:9

ამირანი

  1/06 აია 28:0 ამირანი

  3/06

შევარდენი

46:12

ერქვანი

  ყოჩები 26:58 ვესტა
  აია 12:6 ამირანი
  ჭიათურა 6:12 ჩოხატაური
  4/06 აკადემია 11:31 რუსთავი

  9/06

ჩოხატაური

15:7

ამირანი

10/06 აია X:0 ყოჩები
  ვესტა 27:11 შევარდენი
  რუსთავი 16:17 ერქვანი
12/06 აკადემია 31:8 ჭიათურა

17/06

ჩოხატაური

X:0 (9:10)

  აია

  ვესტა 38:26 აკადემია
  რუსთავი 15:4 ყოჩები
19/06 ერქვანი 16:10 ჭიათურა

30/06

ერქვანი

10:3

ყოჩები

I ჯგუფი * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) 31 16-2   $1 577:117
ვესტა (თბილისი) 31 16-2   $1 566:206
ჯანი (ჩოხატაური) 26 13-5 351:255

შევარდენი (თბ)

25

12-5*1

531:227

ერქვანი/გელათი 23 11-6*1 242:277
ამირანი (თბილისი) 15   7-10*1 189:348
ყოჩები (თბილ) 9   5-13 $1 180:383
ხარები (რუსთავი) 8   4-14 199:376

იმერეთი (ჭიათ)

7

  3-14*1

193:455

აკადემია (თბილ) 1   1-17 $1 184:568

<<    დამატებითი თამაში

  5/07 აია 6:16 ვესტა

აია: ე.ძაგნიძე გაბრიჩიძე (ბზიკაძე) გეგუჩაძე კაპ, ტყაბლაძე ძოწენიძე <10-9> მაჩიტიძე იობიძე / ბაბუნაშვილი ფირცხალავა (გეგელია) ხახალეიშვილი; გიორგობიანი შვანგირაძე; ფხაკაძე (ოდიშარია) რეხვიაშვილი ზ.ლიპარტელიანი - 2ჯ: მაჩიტიძე

ვსტ: ა.ხვედელიძე ი.ლეჟავა (საცერაძე) მარჯანიშვილი ბესელია ვაშაძე <10-9> ჩავლეიშვილი ქერაული / კ.გიუნაშვილი ჯაფარაშვილი კაპ, ბაკურაძე; რაფავა ხუადე (ღუდუშაური) ნარიმანიძე ვართანიანი გ.გიუნაშვილი - 2ლ: გ.გიუნაშვილი ვართანიანი; გ 2ჯ: ჩავლეიშვილი

რეფ ლევან მგელაძე; კიდ: გელა მიქაბერიძე, გოგი ჯალაღონია

ხაშური * 0:3 3:3 3:6 / 3:12(41) ჩხუბი(56) 6:12 6:16

 მეორე ჯგუფი

17/04-16/06 (მასპინძლის მიხედვით)

თბილისი - აიე 21:12, სთფ X:0, ონი 32:4, ერქ 44:9
ქორები - თბლ 10:24, აიე 3:3, რაშ 27:10, შევ 66:0
აიეტი - სთფ 3:3, რაშ 27:14
სათაფლია - ქორ 22:6, რაშ X:0, თსუ 24:3, შევ 25:0
რაში - თბლ 0:13, თსუ 12:9, ერქ 16:4, შევ 21:16
ონი - ქორ 0:10, აიე 3:7, სთფ X:0, რაშ X:0
უნივერსიტეტი (თსუ) - თბლ 0:37, ქორ 15:15, აიე 12:20, ონი 12:12, ერქ 8:18, შევ 9:12
ერქვანი$2 (სკოლა/გელათი$2) - ქორ 10:36, აიე 15:9, სთფ 15:25, ონი 10:3
შევარდენი$2 - თბლ 10:17, აიე 19:37, ონი 0:0, ერქ 17:3

II ჯგუფი * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

თბილისი 26 12-2*2 338:126
ქორები (თბილისი) 25 11-2*3 366:134

აიეტი (ქუთაისი)

24

11-3*2

301:167

სათაფლია (წყალტ) 19   9-4*3 $2 165:  75
რაში (თბილისი) 13   8-9    $3 196:225
ბუბა (ონი) 10   4-10*2   74:201
უნივერსიტეტი (თბ) 9   3-10*3 155:218
ერქვანი$2 8   4-12 131:332
შევარდენი$2 7   3-12*1 121:369

>>>     საქართველოს თასი (1991/92)

<<    მერვედფინალი

  8/04 სათაფლია 6:8 გელათი

(5/04)

აია 64:9 აიეტი

(?)

ონი 14:46 ვესტა
  ყოჩები X:0 მიმინო
  ქორები X:0 შევარდენი
  თბილისი X:0 ჭიათურა
  აკადემია X:0 ივერია

<<    მეოთხედფინალი

28/05 ყოჩები 10:18 ქორები
  აია X:0 თბილისი
  ჩოხატაური X:0 გელათი
  ვესტა X:0 აკადემია

<<    ნახევარფინალი

22/06 აია (X:0) ქორები
23/06 ჩოხატაური 15:34 ვესტა

<<    ფინალი

 28/06 ვესტა 19:3 აია

ვსტ: ა.ხვედელიძე ი.ლეჟავა ბესელია მარჯანიშვილი ვაშაძე <10-9> ჩავლეიშვილი ქერაული / ბაკურაძე ჯაფარაშვილი კაპ, კ.გიუნაშვილი; რაფავა ხუადე; ნარიმანიძე (ღუდუშაური 51) ვართანიანი გ.გიუნაშვილი - ლ: ვაშაძე; 4ჯ ა: ჩავლეიშვილი

აია: ე.ძაგნიძე ძოწენიძე გეგუჩაძე კაპ, ტყაბლაძე გაბრიჩიძე (ბზიკაძე 62) <10-9> მაჩიტიძე იობიძე / ხახალეიშვილი გეგელია ბაბუნაშვილი; გიორგობიანი შვანგირაძე; ფხაკაძე ოდიშარია ზ.ლიპარტელიანი - ჯ: მაჩიტიძე

რეფ ლ.მგელაძე * ვაკე

 3:0(4) 3:3(13) 6:3(16) 9:3(33) /
13:3(60) 16:3(80ა) 19:3(80+2) ბოლო(80+6)

>>>     სტუმრობა ტაშკენტში

საქართველო - "უზბეკეთი" [ზვეზდა]

6:9 (5/04 * I 0:3,     21:7 (8/04 * I 12:7,     18:6 (11/04 * I 4:6)

რეფ კობერი ^ ველური მატჩები (ჭრელი ფორმით, დაუხაზავზე)

საქ: ნ.ძაგნიძე$ლ2გჯ ხვედელიძე ტყაბლაძე ჩიქვინიძე ე.ძაგნიძე აშაძე <10-9> ჩავლეიშვილი იობიძე ჯანელიძე / ბაკურაძე კ.გიუნაშვილი$ლ ბაბუნაშვილი; ხუადე ფხაკაძე; ობოლაძე ვართანიანი ნარიმანიძე გ.გიუნაშვილი ზვ.ლიპარტელიანი

>>>     სტუმრობა კიევში

 13/07 საქართველო 18:13 უკრაინა

2ლ: ნ.ძაგნიძე ხვედელიძე; 2გ ჯ ა: ნ.ძაგნიძე - 2ლ: სტორჩაკი ლვოვი; გ ჯ: დონეცი

რეფ გრუმბინასი (ლიტვა) სპარტაკი (ათასი)

3:0(7ა) 9:0(13) 12:0(19) / 18:0(48) 18:3(56) 18:7(65) 18:13(68)

საქ: ნ.ძაგნიძე კაპ (ლ.მგელაძე 56) ე.ძაგნიძე ხვედელიძე მარჯანიშვილი ვაშაძე (ძნელაძე 66) <10-9> ჩავლეიშვილი (ი.ლეჟავა 53) ნატროშვილი (ქერაული) / ბაბუნაშვილი სვანიძე (საცერაძე 27) კ.გიუნაშვილი; ღიბრაძე შვანგირაძე; ჯაფარაშვილი ვართანიანი გ.გიუნაშვილი * მწ) თემურ ბენდიაშვილი, მნჯ) გოჩა აბაშიძე

 15/07 საქართველო 15:0 უკრაინა

ლ: გ.გიუნაშვილი; გ ჯ: ნ.ძაგნიძე; 2ა: ჩავლეიშვილი

რეფ გრუმბინასი * სპარტაკი (700)

3:0(11) 9:0(37) / 12:0(47ა) 15:0(68ა)

საქ: ნ.ძაგნიძე კაპ, ე.ძაგნიძე ხვედელიძე მარჯანიშვილი საცერაძე <10-9> ჩავლეიშვილი ქერაული (ნატროშვილი 55) / ბაბუნაშვილი (ვაშაძე 60) ჯაფარაშვილი კ.გიუნაშვილი; ღიბრაძე რაფავა; ვართანიანი შვანგირაძე (ლ.მგელაძე 55) გ.გიუნაშვილი

 17/07 უკრაინა 28:0 ლატვია

 

 19/07 საქართველო 28:3 ლატვია

4ლ: ჩავლეიშვილი 2, რაფავა მარჯანიშვილი; 3გ: ნ.ძაგნიძე; 2ჯ: ნ.ძაგნიძე ჩავლეიშვილი - ჯ: ნიკონოვი

რეფ ? (უკრაინა) სპარტაკი * Iტ 15:0

საქ: ნ.ძაგნიძე კაპ (საცერაძე) ე.ძაგნიძე ხვედელიძე (ძნელაძე) მარჯანიშვილი ვაშაძე <10-9> ჩავლეიშვილი ნატროშვილი / ბაბუნაშვილი ჯაფარაშვილი კ.გიუნაშვილი; ღიბრაძე რაფავა; ვართანიანი შვანგირაძე გ.გიუნაშვილი

>>>     სტუდენტთა მეორე მსოფლიო თასი

30/06-19/07    პადოვა იმპერია ნაპოლი კატანია როვიგო ჯენოვა ტრევიზო კალიარი ლაკვილა (იტალია)

16 გუნდი. ესენგეს (დსთ) პული - გერმანია ირლანდია იტალია

ჩვენები: დიმა ობოლაძე, ნუგზარ მგელაძე, ირაკლი ჩიქავა, შავლეგ ჯანელიძე, ლევან ჩიქვინიძე, ირაკლი დვალი, ნიკო იურინი, შოთა მოდებაძე, პეტრე ჩაჩანიძე; მნჯ) რამაზ სანებლიძე

>>>     რუსეთის "ღია პირველობის" I ლიგა

ოთხ ტურად: შუა/06 იოშქარ ოლა, 07 კოლპინო, 08 09 როსტოვი

1#ცეესკა ვევეს სამარა, 2#ემპილს როსტოვი, 3#ამირანი თბილისი, 4#სდიუშორ ალმათა, 5#ტირასპოლი, 6#იჟორეც კოლპინო, 7#იოშქარ ოლა, 8#კაზაჩია სოტნია როსტოვი, 9#სპარტაკი მოსკოვი

>>>     V შვიდკაცა (ნაკრების მოთელვა)

12-13/09    ვაკე. ერთ წრედ, უფინალებოდ!

მსაჯები: ზურაბ რეხვიაშვილი 7 თამაში, გოჩა აბაშიძე 6, თემურ ცინცაძე 2

მაცნე მიტო ქურდობაძე;
საათი: ლაშა ჭანტურიძე, მამუკა ჩიხლაძე;
სირენა (სასტვენი) ზაალ გიგინეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი;
ოქმი: ზურაბ ხარშილაძე, გელა მიქაბერიძე

1#საქართველო 10 (5-0) - შევ 36:7, ვსტ 28:0, რსთ 24:0, ვრბ 36:5, ყოჩ 43:0

2#შევარდენი 8 (4-1) - ვსტ 7:3, რსთ 17:15, ვრბ 33:7, ყოჩ 38:5

3#ვესტა 6 (3-2) - რსთ 19:12, ვრბ 28:3, ყოჩ 35:12

4#ხარები რუსთავი 4 (2-3) - ვრბ 10:0, ყოჩ 40:0

5#ვარსკვლავები 1 (0-4*1) - 6#ყოჩები 1 (0-4*1) 14:14

საქ: გ.გიუნაშვილი ჯაფარაშვილი ობოლაძე იობიძე ნ.ძაგნიძე ძოწენიძე ა.ხვედელიძე გეგელია ტყაბლაძე ე.ძაგნიძე ზ.ლიპარტელიანი

ქულა: 40 ნ.იურინი (შევ; 36 ნ.ძაგნიძე; 35 ა.ხვედელიძე ი.ლეჟავა (ვსტ; 30 ძოწენიძე

>>>     შვიდკაცის I მსოფლიო თასის შესარჩევი

კვი 20/09    მოსკოვი. ფილი

მსაჯები: რულანდსი (ბელგია, რორი (გერმანია)

საქართველო 5:20 ლატვია
ლიტვა 0:15 რუსეთი

საქართველო

19:0

ლიტვა

რუსეთი 10:12 ლატვია

საქართველო

5:21

რუსეთი

ლატვია 0:12 ლიტვა

1#ლატვია 2-1 პირადით! 2#რუსეთი 2-1,
 3#საქართველო 1-2, 4#ლიტვა 1-2

საქ: გ.გიუნაშვილი ჯაფარაშვილი$ლ რეხვიაშვილი$ლ იობიძე ნ.ძაგნიძე$2გ ა.ხვედელიძე ძოწენიძე$2ლ * გეგელია ზ.ლიპარტელიანი ტყაბლაძე ე.ძაგნიძე ნ.მგელაძე$ლ; მწ) დუგლას კავთელაშვილი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1990/92

პირველი ჯგუფი. მეორე წრე

  9/02 ესპანეთი 21:22 იტალია
16/02 საფრანგეთი 21:18 იტალია
22/03 საფრანგეთი 53:4 ესპანეთი
  4/04 ესპანეთი 6:0 რუმინეთი
18/04 იტალია 39:13 რუმინეთი
10/05 რუმინეთი 34:6 რუსეთი

28/05

საფრანგეთი

25:6

რუმინეთი

  რუსეთი 15:36 საფრანგეთი

! სფრ 8-0, იტა 6-2, რუმ 3-5, რუს 2-6, ესპ 1-7

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1992/93

ა1 (1)    საფრანგეთი რუსეთი გერმანია ბელგია მაროკო
ა2 (1)    იტალია რუმინეთი პორტუგალია ესპანეთი ტუნისი

ბ1 (3)    პოლონეთი ანდორა ჰოლანდია შვედეთი ჩეხეთი
ბ2 (4)    ხორვატია სლოვენია უნგრეთი ავსტრია
  გ (5)    ბულგარეთი შვეიცარია ლუქსემბურგი

>>>     გაუმართავი "ამერ - იმერის შერკინება"

1992: 11/10 15/11 6/12 * 1993: 7/03 4/04 2/05 6/06

>>>     ორჯერ შეწყვეტილი პირველობა (1992)

<<    ერთიანი პირველი ჯგუფი

23/09 ქორები 0:22 ერქვანი
  რუსთავი 3:14 ვესტა
24/09 ამირანი 22:3 თბილისი

28/09

შევარდენი

27:20

ამირანი

29/09 თბილისი 13:29 ხარები

  3/10

რუსთავი

6:10

შევარდენი

  ამირანი 22:16 ერქვანი
  ყოჩები 3:10 ქორები
  4/10 ვესტა 66:16 თბილისი

21/10

შევარდენი

35:11

თბილისი

ერთიანი

მ-წ

გატ:გაშ

შევარდენი (თბ) 6 3-0 72:37
ვესტა (თბილისი) 4 2-0 80:19
ამირანი (თბილისი) 4 2-1 64:46
ერქვანი (ქუთაისი) 2 1-1 38:22
ქორები (თბილისი) 2 1-1 10:25
ხარები (რუსთავი) 2 1-2 38:37
ყოჩები (თბილისი) 0 0-1 3:10
თბილისი 0 0-4 43:152

! აია (ქუთაისი) და ჯანი (ჩოხატაური) ვერ ჩაებნენ

<<    ამერის პირველი ჯგუფი

30/10 შევარდენი 51:11 ქორები
  ვესტა 14:14 ამირანი
31/10 რუსთავი 55:10 ყოჩები

  3/11

ამირანი

8:3

რუსთავი

  4/11 თბილისი 27:45 შევარდენი
  ქორები 0:29 ვესტა

  8/11

ვესტა

44:22

თბილისი

  რუსთავი 39:12 ქორები

11/11

თბილისი

19:30

რუსთავი

12/11 შევარდენი 5:18 ვესტა
13/11 ამირანი 27:8 ქორები

17/11

თბილისი

15:33

ამირანი

ამერი * I ჯგუფი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ვესტა (თბილისი) 7 3-0*1 115:41
ამირანი (თბილისი) 7 3-0*1 82:40
ხარები (რუსთავი) 6 3-1 127:49
შევარდენი (თბ) 4 2-1 101:56
ყოჩები (თბილ) 0 0-1 10:55
თბილისი 0 0-4 83:152
ქორები (თბილისი) 0 0-4 31:146

<<    ამერის მეორე ჯგუფი

24/09-25/11 (მასპინძლის მიხედვით)

შევარდენი$2 (ლავრი) - ლელ 20:0, თსუ 30:3, აკდ 48:9, რაშ 37:13

ლელო - ივრ 27:10, თსუ 48:6, ხშრ 49:21

ივერია - შევ 8:26, აკდ 36:0, ხშრ 20:7

უნივერსიტეტი (თსუ) - შევ 0:17, ივრ 6:49, რაშ 10:7

აკადემია - შევ 3:37, ლელ 0:38, ივრ 8:41, რაშ 10:5, ხშრ 32:7

რაში - შევ 6:20, თსუ 3:0

ხაშური - თსუ 5:11

ამერი * II ჯგუფი

მ-წ

გატ:გაშ

შევარდენი$2 16 8-0 235:42
ლელო (თბილისი) 8 4-1 162:57
ივერია (თბილ) 8 4-2 164:74
უნივერსიტეტი (თბ) 4 2-5 36:156
აკადემია (თბილ) 4 2-5 62:212
რაში (თბილისი) 2 1-4 34:77
ხაშური 0 0-4 40:112

<<    იმერის ჯგუფი

30/09 აიეტი 20:3 აია$2

30/10

ჩოხატაური

3:33

ერქვანი

  აიეტი 12:61 აია

  3/11

აია

58:0

აია$2

  ერქვანი 24:0 აიეტი

  6/11

აია

36:10

ერქვანი

  აიეტი 3:6 აია$2

10/11

ჭიათურა

6:21

აია

  ერქვანი 68:5 აია$2
  ჩოხატაური 5:5 აიეტი

13/11

ჩოხატაური

3:36

აია

  ჭიათურა 0:9 ერქვანი
15/11 ჭიათურა 5:0 აია$2

16/11

აია

102:0

აიეტი

17/11 აია$2 20:17 ჭიათურა
  ერქვანი 113:0 ჩოხატაური

ცალკე იმერი

მ-წ*

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) 12 6-0 314:31
ერქვანი (ქუთაისი) 10 5-1 257:44
აია$2 (ქუთაისი) 4 2-4 34:171
აიეტი (ქუთაისი) 3 1-4*1 40:201
იმერეთი (ჭიათურა) 2 1-3 28:58
ჯანი (ჩოხატაური) 1 0-3*1 11:187

! ბუბა (ონი) ვერ ჩაება

 


 ქართული კლუბები

$ ცნობილი მონაგარი (ნაკრებიანად)  # შეთავსებით, ^ შემოდგომაზე

<<    აია ქუთაისი

15 ემზარ ძაგნიძე; 14-11 კახა გაბრიჩიძე, პაატა ტყაბლაძე, ემზარ გეგუჩაძე კაპ, ბათლომე ხამაშურიძე, ოლეგ ჟორჟოლიანი, შოთა ბზიკაძე, პაატა ძოწენიძე; 10 კახა მაჩიტიძე$4ჯ; 9 დავით იობიძე; ზურაბ კიკაჩეიშვილი /

1-3 გუგა ბაბუნაშვილი, გელა ფირცხალავა!ჰ ტიხონ ხახალეიშვილი, ხვიჩა გეგელია!ჰ; 4-5 დავით გიორგობიანი, ბადრი შვანგირაძე; 6-8 თამაზ ოდიშარია, ზურაბ რეხვიაშვილი, თამაზ ფხაკაძე, ზვიად ლიპარტელიანი, თემურ ბარდაველიძე, მამუკა ჭიქაბერიძე

მწ) დუგლას კავთელაშვილი

<<    აიეტი ქუთაისი

აფციაური$5გ2ჯ, ქართველიშვილი

<<    აკადემია

15 არჩილ ქავთარაშვილი#10$2ლ4გ5ჯ; 14-11 დიმა კალანდაძე#15$2ლ, სანდრო ჩხენკელი#7$ლ, გიორგი გოგოლაძე$ლ, მიხეილ წეველიძე#15#9, სანდრო ანთაძე; 10 ლადო ანთაძე#13$2გ3ჯ; 9 დათო ლოლაძე#11, გია ცაგარეიშვილი /

1-3 პაატა ნარიმანაშვილი!ჰ#9#10^8$ლ, მიხეილ კალანდაძე, ზურაბ მატატაშვილი, ზაზა ღვინიაშვილი, ^ზაზა ჯინჭარაძე, ^მალხაზ მაღლაფერიძე; 4-5 გია კუბლაშვილი, ავთო შოთაძე, ანდრო ლეჟავა; 6-8 ზაზა მოდებაძე$ლ, ზურაბ თურქაძე, დათო გიგაური#14^15, მალხაზ თოფურია

მწ) ნარიმანაშვილი, გია ღლონტი

<<    ამირანი (მიმინო)

15 თემურ ჩიხლაძე^10 კაპ$ლ9გ14ჯა; 14-11 მალხაზ ხაჩიძე$3ლ, მამუკა მაისურაძე, კახა ალანია (კაპ)$2ლ, ზურაბ ალანია#9, გია კურატიშვილი#10$ა, ^მიშა ჩაჩუა, ^სპირიდონ ლიპარტელიანი$ლ, ^გოჩა ქერაული#7$ლ, ალეკო ბრაგვაძე; 10 ჯემალ გეგეჭკორი#11$გჯ, ^თენგიზ თავაძე$გ; 9 ვაჟა კვარაცხელია#10$2ლჯ /

1-3 ბექა აბრამიშვილი, პაატა ნიკურაძე!ჰ ბუბა დოლიძე#6, მამუკა მჭედლიძე, ირაკლი პატარაია, ლევან ცუცქირიძე, ^გიორგი ბერიაშვილი$ლ; 4-5 ^ვიქტორ დიდებულიძე#8$ლ, ^კახა ცინცაძე; 6-8 დათო გოცაძე#11, ავთო კვანტალიანი#11, აკაკი ალავიძე#4, ^კახა კობახიძე$2ლ5გ7ჯ, ^სულხან სულხანიშვილი, ^ვახო კაპანაძე$2ლ, კახა ნაცვლიშვილი

მწ) რეზო ჩხეიძე; მეოხი ამირან ქადაგიშვილი

<<    ბუბა ონი

15 ოთარ ჭიჭინაძე, ლაშა გეგენავა, 10 დათო ჯაფარიძე / 2 ლევან სოხაძე, 8 მწ) ვაჟა რაზმაძე

<<    ერქვანი ქუთაისი (გელათი)

15 ემზარ შანიძე#12; 14-11 ჰამლეტ სილაგაძე, იგორ მარიამიძე#15, გელა ხუჭუა, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე$2გ, დიმიტრი თედოშვილი, ლოდია, ^შოთა ბზიკაძე$ლ, გიორგი მაღლაკელიძე; 10 კობა ქიმუცაძე#12$გ7ჯა, ^კახა მაჩიტიძე$3გჯ3ა; 9 მამუკა ჯანაშია#13$ლ, ^ზურაბ კიკაჩეიშვილი /

1-3 მამუკა ჩიტიანი, ალეკო გაბიძაშვილი!ჰ ალეკო მარგველაშვილი, ვოვა სვანიძე; 4-5 კახა რუსაძე, ზაზა შვანგირაძე$ლ, ^დავით გიორგობიანი; 6-8 მერაბ ფიოლია$ლ, ზაზა თხელიძე$2ლ, კახა ყეინაშვილი, ზაზა ჩირგაძე, გოჩა ჯიმშელეიშვილი$ლ

მწ) რამაზ სვანიძე; მეოხი კობა ჯიბღაშვილი

<<    ვესტა

15 ალეკო ხვედელიძე^14^10$7ლ; 14-11 ვანო საცერაძე, მერაბ ბესელია$4ლ, მერაბ მარჯანიშვილი^9$3ლ, ლაშა ვაშაძე^9$3ლ, ირაკლი ლეჟავა^10^15$ლ3გ2ჯა, ლევან ვასაძე, ლევან ჩიქვინიძე, ^არჩილ ქავთარაშვილი$2ლ, ^დიმა კალანდაძე, ^ნუკრი ხვედელიძე#6, ^გიორგი ბუგიანიშვილი, ^მიხეილ წეველიძე#7, ^სანდრო ჩხენკელი; 10 დათო ჩავლეიშვილი$4ლ19გ14ჯ4ა; 9 იგორ ქერაული /

1-3 ზაზა ბაკურაძე$ლ, პაატა სვანიძე!ჰ კახა გიუნაშვილი, მამუკა გაგნიძე, ^ზურაბ პინაიშვილი!ჰ ^ალექსი ჩიქოვანი, ^ნიკო მეტრეველი, ^ვახო ცქიტიშვილი; 4-5 გია რაფავა$2ლ, თამაზ ხუადე, ავთო და ალეკო ღიბრაძეები; 6-8 რეზო ჯაფარაშვილი#14#!ჰ კაპ$2ლ, დათო ვართანიანი$4ლ, გია გიუნაშვილი$3ლ, დიმიტრი ობოლაძე#1#!ჰ#5$2ლ, გია ფერაძე#14, თემურ ნარიმანიძე#14, დათო ღუდუშაური#1#!ჰ

მწ) თემურ ბენდიაშვილი, გაიოზ მონიავა; მეოხნი: ივიკო გოგიჩაიშვილი, თემურ ბილიხოძე

<<    თბილისი

15 დათო ქერაშვილი; 14-11 ლევან წუწუნავა კაპ, პაატა ბარბაქაძე, ^ედიშერ ქადაგიშვილი, ირაკლი სიხარულიძე$ლ, თემურ ჩადუნელი$ლგ; 10 კახა სვანიძე$ლგ6ჯ; 9 დავით გეგელაშვილი#15$ ლ5გ21ჯ, შოთა დუჩიძე, შოთა ქავთარაძე /

1-3 დათო რეხვიაშვილი, ნოდარ რობიტაშვილი!ჰ ბესო ბარბაქაძე, ირაკლი ხორბალაძე$ლ; 4-5 ლევან გოჩალეიშვილი, ბონდო ოჩიგავა, ^ანდრო აბელოვი, არჩილ გოგსაძე, მარტყოფლიშვილი, როინ მგალობლიშვილი; 6-8 პაატა ურუშაძე, ^გოჩა სვანიძე$2ლ, გიორგი შენგელია, ვახო ცქიტიშვილი

მწ) მიხეილ ბურძგლა, მიხეილ რობიტაშვილი

<<    რაში (ზოოვეტი)

10 მწ) თემურ ცინცაძე$5ჯ / 3 საშა დადეშქელიანი

<<    უნივერსიტეტი (თსუ)

გიორგი შენგელაია, თემურ ახობაძე$გ3ჯ, მწ) გიორგი სურმავა$ლ / დათო გურგენიძე, მამუკა ლომიტაშვილი$ლ

<<    ქორები

15 ლევან მგელაძე, ^გიორგი ჭუმბურიძე; 14-11 ირაკლი იაშვილი, ^ჯემალ გეგეჭკორი, ბესო ბროლიძე$ჯ, ^გიორგი შენგელაია#10, მიშა ჩაჩუა, არჩილ ჭიპაშვილი, ^გიორგი ასათიანი, ბესო ბერიძე; 10 თენგიზ თავაძე$3ჯა, ^თემურ ახობაძე#13$ლჯ; 9 გუჯა იოვაძე$3ჯ /

1-3 ^კახა ჯმუხაძე, გოგა იაშვილი!ჰ#4#10, მამუკა ნამიჩეიშვილი, დათა გიგინეიშვილი!ჰ; 4-5 თემურ ალექსიძე, ^მამუკა ლომიტაშვილი, ნოდარ დაუშვილი, ^გოჩა ლაბაძე; 6-8 ზურაბ ნარტყოშვილი, კახა შავგულიძე$ლ, ^ზურაბ თურქაძე$ლ, ^გიორგი ჯოხია

მწ) მგელაძე

<<    ყოჩები (სტუ)

15 სპირიდონ ლიპარტელიანი#11, პაატა თათარაშვილი; 14-11 მიხეილ ქორიძე$ლ, გოჩა ბარძიმიშვილი, გოგი კომახიძე$ლ, სოსო ყუბანეიშვილი, სანდრო ედიშერაშვილი, ირაკლი გიორხელიძე#9, ლაშა გეგენავა; 10 მიხეილ კალანდაძე, 9 მალხაზ ჭეიშვილი /

1-3 თემურ გაფრინდაშვილი!ჰ გიგა გიგაშვილი, გელა გოგეშვილი; 4-5 ამირან თეზელაშვილი#!ჰ კახა კობახიძე$გ, ალექსი გუშარაშვილი; 6-8 გოჩა მაჭავარიანი, ზაზა ლეჟავა, ვიქტორ დიდებულიძე, სოსო ტურიაშვილი, ^ივერ ბურჯანაძე

მწ) გეგენავა

<<    შევარდენი

15 ნიკო იურინი#10$5ლ2გ; 14-11 ირაკლი დვალი#15$4ლ, დემირ ძნელაძე$3ლ3გჯ, ნუგზარ მგელაძე$12ლ, დათო სორდია, ზაალ ფარცვანია, უჩა კვარაცხელია$2ლ, ომარ გურგენიძე, გია შანშიაშვილი; 10 შოთა მოდებაძე$20გ4ჯ; 9 შავლეგ ჯანელიძე#13$3ლ, ბაია იურინი#14$2ლ, ^ვალერი გუნია /

1-3 ირაკლი ჩიქავა$ლ, გიორგი ახვლედიანი!ჰ მირიან თავზარაშვილი, ირაკლი კუსრაშვილი!ჰ ^ლევან კაკაურიძე, ^გია ქავთარაძე!ჰ; 4-5 ვანო ნადირაძე#7, სოსო პარწიკანაშვილი$3ლ, კახა ქურციკიძე; 6-8 სოსო მეჭურჭლიშვილი$4ლ, ზურაბ ზოიძე$4ლგ, ვახო კაპანაძე$2ლ, ზურაბ მჭედლიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი#1#!ჰ$2ლ, გიორგი კალაძე, სულხან სულხანიშვილი, ^ლევან რობაქიძე

მწ) რამაზ სანებლიძე; პრეზ) ნოდარ ჩაჩანიძე; მდივ) მერაბ აბდუშელიშვილი; მეოხი ლავრი ფირცხალაიშვილი

<<    (იმერეთი) ჭიათურა

მურად შეყლაშვილი$ჯ

<<    ხარები რუსთავი

15 მამუკა მინდორაშვილი$3ლ; 14-11 ზურაბ და ლევან ბერიშვილები$2ლ, ვანო კერესელიძე, ^ლევან ჩიქვინიძე#10$ა, ბესიკ აფციაური, პალიკო ჯიმშელაძე$ლ; 10 შალვა გოგიშვილი#12$2ლ; 9 ზაზა ხუციშვილი^10^13, ^პეტრე ჩაჩანიძე$2ლ, ^ბაია იურინი#14#15$2ლ /

1-3 მევლუდ მთიულიშვილი!ჰ$ლ, დათო კაკაბაძე!ჰ#7, ლევან ცაბაძე; 4-5 ^გია რაფავა#8$ლ, ზურაბ მაჩიტიძე, ზაზა ყანჩაველი$ლ; 6-8 თემურ ქერტყოევი#5$3გ6ჯ, კახა ვასაძე$გ, ^ზაზა მოდებაძე

მწ) საშა ლობჟანიძე, ^გურამ მოდებაძე

<<    ხაშური

8 ზაზა ცხვირაშვილი

<<    ჯანი ჩოხატაური

ნუგზარ ძაგნიძე$ლ6გ6ჯ8ა / თენგიზ ტურძელაძე!ჰ ბესო ლილუაშვილი

მწ) ავთო გიორგაძე; პრეზ) გია ცინცაძე

<<    მსაჯები

ზურაბ რეხვიაშვილი 23 მატჩი; გოჩა აბაშიძე 17; მიხეილ გარუჩავა 6; პაატა ნარიმანაშვილი 5; ფარსმან გაბაძე, ლევან მგელაძე 4; რეზო ჩხეიძე, თემურ ცინცაძე, დათო კილასონია 3; ნუგზარ გაბრიჩიძე, თამაზ გიორგობიანი, რამაზ სვანიძე, გიზო ცქიტიშვილი, ავთო ღიბრაძე 2; გურამ მოდებაძე, გოჩა მაჭავარიანი, რამაზ სანებლიძე, თემურ ბენდიაშვილი 1; ესტეკა) მერაბ ჟღენტი

იმერის ლიგაში: დიმიტრი ფულარია, ალეკო ნიქაბაძე, ავთო ჩუბინიძე, მინდიაშვილი

<<< >>>