მარცხიანი დებიუტი

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით ომიან 1993 წელს, რომელშიც წარუმატებელი გამოდგა დებიუტები მსოფლიო თასის შესარჩევსა და "ერთა თასის" ბოლო ჯგუფში; ჭაბუკებმა ამავე დონეზე პირველად იასპარეზეს ევროპაში, იმერში უქმად დარჩენილმა "ერქვანმა" კი პოსტ-საბჭოური რაგბი-ლიგისკენ ჰქნა პირი.

წინა შემოდგომაზე ორჯერ შემწყდარი და ამერ - იმერად გახლეჩილი ჩემპიონატი აღარ გაგრძელდა. 27 თებერვალს ამერის კლუბებმა დაადგინეს, რომ დაბრუნებოდნენ სეზონთა ძველებურ, გინდ საბჭოურ და გინდაც სამხრეთ ნახევარსფეროულ ათვლას, და თამაშები აპრილიდან ნოემბრამდე გაემართათ. დაითქვა "ყოველი სამი ტურის შემდეგ (ამხანაგური) ტურნირის ქალაქებში" გამართვა, გაზაფხულზე კი თბილისელთა მატჩის წინ უნდა ერაგბათ 12-ბიჭა გუნდებს და ვინც მათ ვერ გამოიყვანდა, ქულა დააკლდებოდა.

8 მარტს დამტკიცდა ამერის ორი ლიგის კალენდარი 21 სექტემბრის ჩათვლით. თითოეულ მატჩს მიწერილი ჰქონდა სტადიონი, დაწყების დრო, მსაჯი და მეთვალყურე. მოგროვდა 20 რეფი. ამერში მოიხაზა ორი წრე, იმერში ოთხი და წლის ბოლოს, ნეიტრალურ (!?) მოედანზე - სავარაუდოდ, "აღთქმულ მიწად" შერაცხულ ხაშურში, ორ-ორი უკეთესი გუნდის ერთ წრიანი პლეი-ოფიც დაიგეგმა, მაგრამ ქვეყანაში ისეთი უბედურება დატრიალდა, რომ ლიხს იქეთ თითქმის არაფერი გამართულა, აქეთ კი თამაშები ბევრჯერ შეწყდა და აღარც ფალავანი გამოვლენილა.

აფხაზეთის ომის გამო ჭირდა ყველაფერი. "ლელო" დიდი პაუზებით რომ გამოიცემოდა, ხუთი ერი "დრონში" გაირჩა, მაგრამ 3 აგვისტოს კვირაში ორჯერ იწყო გამოსვლა 8-გვერდა "სარბიელმა" და რუკებ-ცხრილებიანი ვრცელი სტატიებით მალე აანაზღაურა დანაკლისი. პირველი მიმოხილვა ბრიტანეთის "ლომების" ზელანდიურ ტურნეს მიეძღვნა; მერვე ნომერში დაიბეჭდა "ტანჯული ჩემპიონატი", რომლის ბარემ ნახევარი სერიალის წინა წერილში გადავამღერეთ, მტრისთვის სოხუმის ჩაბარების შემდეგ კი ხელისუფლება გაზეთებს განურჩევლად მიდგა და ერთადერთ სტამბაში პრობლემათა შექმნით გრაფიკი აურია.

გარემო დავაჭაშნიკეთ

პირველი უცხოეთში ჭაბუკთა ნაკრები გავიდა. ექსპედიცია უფულობით იშლებოდა, მაგრამ თენგიზ რუხაძემ და გია შავთვალაძემ მოიზიდეს აუცილებელი 15 ათასი. ზურაბ რეხვიაშვილმა ძლივს მოასწრო საბუთების გაფორმება, ლევან მგელაძემ კი 30 კანდიდატი ხუთ სპარინგში გასინჯა და რვა (!) კლუბიდან 21 ბიჭი შეარჩია.

"ივექსში" შენიშნა გია ახალაძემ, საერთაშორისო დებიუტი ჩვენს რაგბში შემობრუნების წერტილია, რადგან ჯეელებს მიზანი გაუჩნდათო, "ლელოში" კი დაიწერა, ქართველებმა ბოლოს და ბოლოს დავაჭაშნიკეთ ჭეშმარიტი სარაგბო გარემო და ეს ტურნირი ყოველი მონაწილისთვის კარიერის ზენიტი თუ არა, ერთი ტკბილად მოსაგონარი ეპიზოდი კი ნაღდად იქნებაო.

შეჯიბრს ფირა-ულ, ტრაბახა ყაიდაზე "მსოფლიო პირველობა" ერქვა, მაგრამ 21 ქვეყნიდან მარტო ოთხი (!) მონაწილეობდა კაცთა ბოლო მსოფლიო თასზე. პირვანდელი მასპინძელი, ბელგია რომ ვერ გაწვდა ამდენი სტუმრის მიღებას, ტურნირი სამ დონეზე მოეწყო საზღვის გაღმა-გამოღმა, ისტორიულ ფლანდრიაში. ჩვენ, როგორც ახალბედებს, ბოლო ჯგუფში გვიკრეს თავი და სხვებსავით სამი თამაში გავმართეთ დღე-გამოშვებით, მაგრამ შვეიცარიამ კაცები (!) ჩამოიყვანა და მასთან მოგება აღარ ჩაგვეთვალა.

შვიდკაცის მიხედვით

ზედა დონეზე ვერ ავედით, რაღაი "სლანოვი კოსტმა" გაგვიტანა ექვსი ჯარიმა. ჩემპიონი, ბოლო ექვს წელში მეხუთედ, არგენტინა გახდა. ტურნირი დააგვირგვინა საერთო, გრანდიოზულმა ბანკეტმა, რომელზეც ჩვენები სანიმუშოდ მოიქცნენ. გვაჩუქეს სამი ბურთი. მაგრად ითამაშეს შოთა მოდებაძემ, გიორგი ჯოხიამ, მირზა სოფრომაძემ და შერკინების წინა ორმა ხაზმა; თან გვქონდა ორი ხელი, ლოგოიანი კვართი - შინდის ფერი და შავი, შეჯიბრზე ჩვენს დაშვებაში კი ლომის წილი დაიდო რეხვიაშვილის ფრანგმა ახლობელმა, ძირით რუსმა აზნაურმა, მატიას აზანჩევმა.

შემდეგს გამოცდამ კაცთა ნაკრებს უწია. ნაახალწლევს "ლელოში" კრიტიკულად შეფასდა შესარჩევთა ფორმულა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ირბ-ის მიზანი სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა, რის გამოც თუ ფეხბურთის მსოფლიო თასზე 24 ადგილიდან 22 თამაშდება, რაგბში 16 მონაწილიდან ნახევარზე მეტი, ცხრა (!) პირდაპირაა დაპატიჟებული ფინალზე, ხოლო შერჩევა მოკვეცილად ეწყობა და ახალმა ქვეყანამ ელიტაში ძველი რომ ჩაანაცვლოს, მაგისთვის სტუმრად უნდა მოუგოსო.

ირბ-ს ევროპისთვის სამი ვაკანსია გადაედო; ორ-დონიან სტრუქტურაში პულთა ჯილებად უელსი, იტალია, რუმინეთი დაესვა და სხვები სიახლოვით დაეჯგუფებინა მათ ირგვლივ. რაღაი წინა წელს, ბრისთოლში, მსოფლიო ფორუმზე ჩვენგან ვერავინ ჩავიდა და არც იმაზე გვიზრუნია, რომ ლატვიის კიევში გაბითურება რაგბეთს შეეტყო, ექს-საბჭოელთა ძალაზე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენის მქონე მახვშებმა განთესვა შვიდკაცის (!) მიხედვით ჩაატარეს და საქართველო რუსეთს შეუწყვილეს, ხოლო ლატვია ლიტვას!

განიერი მოლიდან

ჩვენს სამ-გუნდა პულს წინა შესარჩევის მონაწილემ, პოლონეთმა უმასპინძლა. მოვემზადეთ ქაოსურად: ვიყავით იაფ ტაშკენტში, სადაც საბჭოთა ხანიდან ჯერაც შერჩენოდათ რუს სამხედროთა კარგი გუნდი, რომელიც მალე კალინინგრადში გადავიდა; ერთი კვირა გავატარეთ მოსკოვში და რაზმი გავცხრილეთ; სამგზავრო ფულის - მთლად წვრილი კუპიურების ბანკიდან გამოტანა კი ბოლო მომენტშიღა მოხერხდა და ისიც ვალად, ნაკრების მწურთნელ თემურ ბენდიაშვილის ნაცნობობით.

სოპოტში გუნდს ახლდა ლამის მთელი ბომონდი. მათი მონათხრობითა და "ქიქოფის" რედაქტორის, ქრის თაუს თანახმადაც, რუსეთთან პირველი, ისტორიული თამაში უღიმღამო გამოვიდა. ლელო არ გასულა. ბურთაობის ნაცვლად გაიმართა საბჭოური ჯაჯგური და ფეხოსნობა. ციმბირელებმა გვაჯობეს სირბილსა და დარტყმაში, ჩვენ კი სტატიკაში დავჯაბნეთ, მაგრამ ნუგზარ ძაგნიძემ შვიდიდან მხოლოდ სამი ჯარიმა შეაგდო და 6:12-ზეც ძელს მოარტყა არეკნი, რომელიც კარის პირდაპირ დაყენებულ, განიერ მოლს მოყვა.

რუსებს ლეგიონერები არ ჰყავდათ. ვაგებდით ექვსით, ბოლო შეტევაში აბრაგანი რომ ავწიეთ და მოლით კინაღამ შევიტანეთ ლელო. ყოფილ "უფროს ძმას" მას აქეთ კიდევ 12-ჯერ გადავეყარეთ და მეტად აღარ წაგვიგია, პოლონეთთან შებმის წინ კი პირველობის თეორიული შანსიღა გვრჩებოდა. ჰოლანდიელმა რეფმა ბადრი შვანგირაძეს ლელო არ ჩაუთვალა; ვერ დავასრულეთ მერაბ მარჯანიშვილის სოლოც, ბოლოს კი ორი ვყლაპეთ - აცდენილი არეკნიდან და ფრთაზე გატარებით.

მორარიუს შუამდგომლობით

უქაღალდობის გამო "ლელოში" თასიდან გავარდნა და ამდენად, 1989 წლის შემოდგომაზე, ნაკრების ნათლობით დაწყებული ეპოქის დასასრულიც, ერთი თვის შემდეგღა გაირჩა. უკვე გაცხადებულიყო, რომ რაგბს თავს მთელი თაობა ანებებდა, რადგან "ერთა თასში" ჩაუბმელობის გამო, პერსპექტივა არ ჩანდა, შინაურ პრობლემათა გადამკიდე კი, ბირთვის შენარჩუნება ბიჭების უცხოეთში მოწყობითღა მოხერხდებოდა. და მართლაც, მალე საფრანგეთში გადავიდა კახა გიუნაშვილი, ესპანეთში რეზო ჯაფარაშვილი, პოლონეთში კი - შვანგირაძე, გუგა ბაბუნაშვილი და დათო ჩავლეიშვილი.

ჩვენი ფირა-ელი დესპანი რეხვიაშვილი ივნისში, ანდორაში დაესწრო, "სარბიელის" შეფასებით, "ფრანგთა სავარძლების შესანარჩუნებლადღა არსებულ, ბოგანო ქვეყნების გაერთიანების" 52-ე ყრილობას და იშვიათი მარიფათი გამოიჩინა. ვითომც არ არსებობსო, დონეთა და ჯგუფთა პრაგმატულად, უწესოდ შემდგენლებს საქართველო თავიდან სულაც უადგილოდ დაეტოვებინათ, მაგრამ მხარში დაგვიდგა 80-იან წლებში აქ ნამყოფი, ცამეტიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, რუმინელი ვიორელ მორარიუ.

ბედად, ბოლო, მეხუთე (!) დონეზე ერთი ჯგუფი გუნდ-ნაკლული იყო. კლუბ "გრივიცას" ლეგენდის, მორარიუს შუამდგომლობით, გადაწყდა, რომ აზიზ ევროპელებს - ლუქსემბურგსა და შვეიცარიას ვეწვეოდით, ლატვია კი უხალისოდ, რაგბული ხათრის გამოღა დათანხმდა აქეთ, კავკასიაში ჩამოსვლას, სადაც საბჭოთა ხანაში რეგულარულად დაიარებოდა. სარბიელი ჩვენი პულის გამო წერდა, თუ წინსვლა გვინდა, ამ კომპანიას თავი დროზე უნდა დავაღწიოთო, მავანმა ბებერმა მგლებმა კი ნახევრად ხუმრობით ბრძანეს, რა გვეჩქარება, დავრჩეთ შემდეგ წელსაც და "პაესტკებში" ვიაროთო.

ხუთჯერ ჩაწვნენ

პირველი მოვიხილეთ სესანჟი. გავფრინდით ფრანკფურტის გავლით, ანუ ჩერეზ! სარბიელის პროგნოზით, უნდა მოგვეგო 30, 50, 70, 90 ქულით, მაგრამ წასულებმა შინ რომ არ დარეკეს, ფარსაგი ვიგუმანეთ. და მართლაც, კვირას ნარაგბალი გუნდი შინ შაბათსღა რომ დაბრუნდა, ელდა გვეცა - ფრესღა გამოვრჩენილიყავით ჯუჯასთან, ვისაც თავისსავით მაჩანჩალებთან გამართული 15 ტესტიდან, ორის გარდა, ყველა წაეგო, და რაგბს გასართობადღა თამაშობდა.

დიახ, ლუქსემბურგს აემატებინა ქალაქში მომუშავე ბრიტები, ოზები, კივები, იაპები; საელჩოს ვიზები არ მიეცა სიის ბოლოში მიწერილი ბეკებისთვის (ქავთარაშვილი სპ.ლიპარტელიანი; ვერც კახა გიუნაშვილს მიეგნო სტადიონისთვის; 10-9 ღერძიც ძაან სცოდავდა და იმათაც მოგერიებაზე დაფარებით დაედოთ ლელო, მაგრამ ეგეც უდაო იყო, რომ მაინც უნდა დაგვემარცხებინა მოყვარულები, რომლებიც ცისფერი კვართის გარდა, ყველაფერს თავად იძენდნენ.

თამაშის ბოლოს მოედანზე საშინელება ხდებოდა: შერკინებაში 10 კაცს ვაყენებდით, ისინი წვებოდნენ, შვეიცარელ რეფს კი უღონო ევროპელები დასასჯელად ვერ ემეტებოდა. ასე გამეორდა ხუთჯერ! ბედნიერმა მასპინძლებმა ნამატჩევს მომჭირნედ მოგვალხენინეს, ხოლო შინ მობრუნებული ჩვენები შეფიქრიანდნენ; თან ლატვიამაც იხერხა და ფირა-ს მისწერა, მაგ ქვეყანაში ომია და გადადებაზე ეგენიც ყაბულს არიანო. ჰოდა, 20 ნოემბრის თამაში გაისად, მაისისთვის დაინიშნა, მაგრამ აღარ კი გამართულა.

შემოღამება ვაკეში

ომის, ვოიაჟთა და ავდრის გამო ამერის პირველობა ხუთ მონაკვეთად მოეწყო. 14 რაუნდი შუა აპრილიდან შუა დეკემბრამდე გაიწელა. სეზონის გარდა, აღდგა საბჭოთა ტერმინებიც: პირველ ჯგუფს ეწოდა უმაღლესი ლიგა, მეორე ჯგუფს კი - პირველი ლიგა, რაც ნონსენსია, რაღაი "პირველი" არ შეიძლება ნიშნავდეს უდაბლესს, მაგრამ XXI საუკუნეში იგივე რომ მოხდა სამხრეთ აფრიკაში, მაგით კიდევ დამტკიცდა რაგბის უნიკალურობა სპორტულ ოჯახში.

რუსთავის "ხარები" სასუქის ქარხანამ შეიფარა და "აზოტი" დაარქვა. შევარდენის დუბლს ეწოდა "ლავრი", ახალი გუნდი, "მარაო" კი ვაკის სტუდქალაქში, ფეხბურთის კარიან მოედანზე რაგბობდა. ბოლო ჩემპიონი, "ვესტა" "ამირანს" 14 კაცით შეება, რის გამოც მიშა წეველიძე ფრთიდან ფრთაზე დარბოდა, და ფლანგებზე გაგორებით გაუშვა ორი ლელო. მაისში, ათი წლის შემდეგ, ისევ მოეწყო უნივერსიადა, რომელშიც მოთამაშენი თავ-თავიანთ სასწავლებლებს წარმოადგენდნენ. ჰოდა, "ფიზკულტურელმა" ჩავლეიშვილმა 100-წუთა ფინალში 18 ქულა (ლ2გ2ჯა) მოკრიფა.

ივნისში უტრანსპორტობას და უცარცობას მოყვა ის, რომ გახშირდა "შემოღამება ვაკეში" წაშლილ ხაზებიან მოედანზე. სამი თამაშის ბედი ბოლო წუთებზე, ჯარიმამ გადაწყვიტა, ივლისში კი ჩამოცხა და შეჯიბრი შეწყდა. შემოდგომაზე რკინიგზამ (ხაზარაძე თავართქილაძე) ბარემ მეათედ აღადგინა ფეხბურთის გუნდი და ვაკიდან რაგბის განდევნა დააპირა, რაზეც სარბიელმა დაუანგარიშა, რომ რაგბის ხუთი მატჩი იმდენად აფუჭებს მოედანს, რამდენადაც ფეხბურთის ექვსი თამაში.

ბაგრატიონმა მოარიგა

იმხანად პრესას ყურს ჯერაც უგდებდნენ. რომ ითქვა, ოვალური ბურთის მიმდევრები ვაკიდან ვერსად გადავლენ, რადგან უკლებლივ ყველა სხვა სტადიონი ფეხბურთის განკარგულებაშიაო, მოშუღართა ცნობილმა მომრიგებელმა, ჯანო ბაგრატიონმა რკინიგზის მთლად უფროს ვაშაკიძესთან კომპრომისი გაჩარხა და ჩემპიონატიც განახლდა, აწ უკვე ექს-პრეზიდენტმა ნუგზარ ენდელაძემ კი, ასოციაცია "საქართველოს" შეფის, გოდერძი ბუკიას მეშვეობით, ირლანდიაში უშოვა გუნდებს "მაითრის" ბურთები.

პერიოდის მთავარი ჯახი სასოფლოზე, ქარში მოხდა. შევარდენის შერკინებამ ბოლო ათ წუთში დაჯაბნა ვესტასი და თუმც ორი არეკნი კარს აცდა, ჩაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა მოდებაძემ შეაგდო და გუნდი გაალიდერა. ამას მოყვა სოხუმის შტურმი, ღალატი, უკან დახევა, ახალი მსხვერპლი რაგბის თემში და ჩემპიონატის შეწყვეტა ოქტომბრის ბოლომდე, განახლებისას კი, ვერის ბაღის ფერად კალათბურთთან შედარებით, ვაკური რაგბი ძაან შავ-თეთრი ჩანდა.

ლატვიის ჩამოსვლის წინ მოთოვა. გიორგობაზე ისევ ბარდნა დაიწყო. ცივი დღეების წყებას მომავალ პრეზიდენტზე მსჯელობა თუ ახალისებდა. იგი უნდა ყოფილიყო ფულიანი, ოღონდაც არა მორაგბე ძია-კაცი, საქმეს კი რეალურად წარუძღვებოდა დირექტორი. საუბრობდნენ საგაისოდ ამერ - იმერის გაერთიანებაზეც, გუნდებს კი თამაში ისე მონატრებოდათ, რომ ვესტამ და შევარდენმა თავად დახაზეს ვაკე, ფეხბურთის კარი გაასვენეს და თავიანთი დაასეს.

პური და პამიდორი

ვესტას დაბრუნებოდა ჩავლეიშვილი. შევარდენმა შესვენებამდე სამი ჯარიმა რომ ააცილა, ბურთი გაბერა, მაგრამ მეტოქის მორკინალებს ვერაფერი მოუხერხა. ვესტამ ახლო დერეფნიდან და შერკინებიდან თითო ლელო დადო, წლის ბოლო მატჩში კი ჩავიდა "პივის ბოჭკებთან" და რუსთავთან 18 ქულით წააგო. ექს-ჩემპიონს ხელი მისმავე ყოფილმა წევრებმა მოუთავეს: ლევან ჩიქვინიძემ ხაზი ჭრა, ირაკლი ლეჟავამ გოლები შეაგდო, გია რაფავა კი იშტაზე ბოლოს რომ მოვიდა, განმუხტა აბრაგანი და ორი ლელოც შეიტანა.

ამერ - იმერის პლეი-ოფი რომ აღარ გამართულა, გაზეთმა აზოტი და შევარდენი წლის არა-ოფიციალურ თანა-ჩემპიონებად გამოაცხადა. სამაგიეროდ, ბოლო შაბათს შედგა ყრილობა, ლიხს გაღმა-გამოღმელთა შერიგების პროცესი კი სექტემბერშივე დაიძრა, როცა "აია" ვაკეში შვიდკაცაზე ჩამოვიდა და გაიმარჯვა. ქუთათურებს გზად შეაგვიანდათ, მაგრამ ისე კეთილ-განწყობილი იყო მათდამი მთელი თემი, რომ განრიგის შემდგენელმა, მიტო ქურდობაძემ ერთადერთი სტუმრისთვის პულში ადგილი გადაინახა.

შეჯიბრში სარეკორდოდ ბევრი, 16 გუნდი ჩაება. პურზე უკვე რიგები დგებოდა ღამის თევით, მაგრამ შვიდკაცაზე თითო გუნდმა 5 ათასი კუპონი დადო და ზედ პამიდორიც დააყოლა. ჩატარდა ყველა მატჩი, განაწილდა ყველა ადგილი. ტურნირს ეშხი შემატა მწურთნელთა გუნდმა, 53 წლის სერგო კეშელავა კი ეგებ უხნესი მოშვიდკაცეც შეიქნა მსოფლიო მასშტაბით. სამ მატჩში დაინიშნა დამატებითი დრო, ფინალი კი უსაშველოდ გაიწელა - ჯერ პაატა ტყაბლაძემ იტკინა მაჯა, მერე კი სანდრო ჩხენკელს ამოუვარდა იდაყვი, და უბენზინო და უწამლო სასწრაფოს გადამკიდე, მეგობრებმა უშველეს.

საჩვენებლად განკვეთეს

სხვა შვიდკაცაზე, ელეკტრო-უგოლში (მოსკოვის ოლქი) და თანაც 13-კაცა, რაგბი-ლიგის წესებით, იასპარეზა ქუთაისის "ერქვანმა", ვისი თაოსნობითაც, ჯერ კიდევ აპრილში, "ლელომ" წერილი დაბეჭდა, ესაო და ამერ - იმერად გაყოფა სრულიად ქართული რაგბს აძაბუნებს; ეგეც გვგონია, რომ "იზოლირებულ ქართულ რაგბში ქუთაისის გუნდების იზოლირება ხდება მათივე დასუსტების მიზნით" და ნაკრებებშიც თბილისელებზე ცოტანი ვხვდებითო.

ერქვანმა ყველა ეს პრობლემა ერთბაშად გადაჭრა და 1994 წლისთვის ექს-საბჭოეთში მოქმედ "ერთა-შორის ლიგაში" შესვლა დაგეგმა. მერე კიდევ, ქუთაისის სატახტო ქალაქად გამოცხადების 1000 წლის თავი რომ სრულდება, ლიგის ფედერაციას შევქმნით, რესპუბლიკის (!) ჩემპიონატსაც გავმართავთ და 1995 წლის მსოფლიო თასზე გავალთ, რათა ქალაქის სახელი შორს გავიტანოთო.

ამაზე "სარბიელმა" გამოაქვეყნა სარკასტული ნეკროლოგი, "ქართულმა რაგბმა და იმერის რეგიონალურმა გაერთიანებამ მძიმე, აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადეს - ლიგაში გადასვლის გამო გამოგვაკლდა კოლორიტული კლუბი, რესპუბლიკის ორგზის ჩემპიონი, ცნობილ მორაგბეთა აღმზრდელიო", კავშირმა კი, ირბ-ის კანონთა მიხედვით, გულის გარეთ, ოდენ საჩვენებლად მაინც განკვეთა რაგბიდან ერქვანი, რაღაი "ქართველებს იმაზე დავაღა გვაკლდა, გუნდში 15 კაცი გვყოლოდა თუ 13"

<<<     1993

>>>     ამერის პირველობა

 პირველი ჯგუფი  (უმაღლესი ლიგა)

<<    არდადეგებამდე ( $ ქულა დაექვითა)

17/04 რუსთავი 10:6 ამირანი
22/04 შევარდენი 29:17 თბილისი
23/04 ამირანი 16:10 ყოჩები $
27/04 რუსთავი 7:15 შევარდენი
  ვესტა $ 11:13 ამირანი

  3/06

თბილისი

19:37

რუსთავი

  ქორები 15:31 ვესტა

  8/06

ყოჩები

17:22

თბილისი

  ამირანი 21:0 ქორები

13/06

შევარდენი

18:17

ამირანი

  თბილისი 13:34 ვესტა
  რუსთავი X:0 ყოჩები

18/06

ვესტა

30:6

რუსთავი

  ამირანი 19:18 თბილისი
19/06 შევარდენი 42:6 ქორები

23/06

ქორები

7:21

თბილისი

  ამირანი 8:11 რუსთავი
24/06 ყოჩები 7:45 ვესტა

28/06

ყოჩები

6:15

ამირანი

  თბილისი 18:31 შევარდენი
  რუსთავი 36:7 ქორები

  9/07

ვესტა

56:31

ყოჩები

I ჯგ * არდადგ

მ-წ$დ

გატ:გაშ

შევარდენი 10 5-0 135:65
აზოტი (რსთ) 10 5-2 107:85
ამირანი 10 5-3 115:84
ვესტა 9 5-1$1 207:85
თბილისი 4 2-5 128:174
ქორები 0 0-5 35:151
ყოჩები -2 0-6$2 71:154

<<    არდადეგების შემდეგ

  4/09 შევარდენი 13:30 რუსთავი
  ამირანი 0:3 ვესტა
  ქორები 18:21 ყოჩები

  8/09

ყოჩები

25:33

შევარდენი

  რუსთავი 35:21 თბილისი
  ვესტა 39:8 ქორები

13/09

შევარდენი

12:9

ვესტა

21/10

თბილისი

12:12

ყოჩები

22/10 ქორები 17:22 შევარდენი
26/10 თბილისი 20:22 ქორები
30/10 ყოჩები 10:6 ქორები
  2/11 ყოჩები 6:45 რუსთავი
  5/11 ქორები 6:58 რუსთავი

22/11

ამირანი

42:12

ქორები

23/11 შევარდენი 29:5 ყოჩები
24/11 ვესტა 29:0 თბილისი
27/11 თბილისი 0:X ამირანი

  8/12

ვესტა

18:3

შევარდენი

12/12 ამირანი 16:23 შევარდენი
  რუსთავი 21:3 ვესტა

I ჯგ * ბოლო

მ-წ*ფ

გატ:გაშ

აზოტი (რსთ) 20 10-2 296:134
შევარდენი 20 10-2 270:185

ვესტა

17

  9-3   $1

308:129

ამირანი 14   7-5 173:122
თბილისი 4   2-9*1$1 181:272

ყოჩები

3

  2-9*1$2

150:297

ქორები 2   1-11 124:363

<<    საჩემპიონო პლეი-ოფი

22,24,26/12    თბილისი, რუსთავი

ამერი-იმერის ორ-ორი უკეთესი
საგაისოდ გადაიდო!

 მეორე ჯგუფი  (პირველი ლიგა)

20/04-10/07, 14/09-30/10 (მასპინძლის მიხედვით)

ლავრი (შევარდენი$2) - ლელ 27:10, რაშ 31:5, ხშრ X:0, თსუ 15:0, აკდ$ 18:11, მარ 89:0

ლელო - ლვრ 53:5, რაშ 29:28, ხშრ 59:7, თსუ 48:3, აკდ 98:3, მარ 124:5

რაში (ზოოვეტი) - ლვრ 8:24, ლელ 46:20, ხშრ X:0, თსუ 58:7, აკდ$ 17:3, მარ X:0

ხაშური - ლვრ 11:17, ლელ 8:41, რაშ 0:32, თსუ X:0, აკდ X:0, მარ 55:5

უნივერსიტეტი (თსუ) - ლვრ 3:19, ლელ 14:124, რაშ 9:27, ხშრ 41:3, აკდ 31:5, მარ X:0

აკადემია - ლვრ 0:X, ლელ 15:60, რაშ 0:X, ხშრ 0:X, თსუ 17:24, მარ 44:0

მარაო$ - ლვრ 0:X, ლელ 0:X, რაშ 0:46, ხშრ 12:21, თსუ 5:31, აკდ 0:X

II ჯგ * ბოლო

  მ-წ$დ

გატ:გაშ

ლავრი 22 11-1 245:101
ლელო 20 10-2 626:161

რაში

18

  9-3

267:123

ხაშური 8   5-7$2 105:207
უნივერსიტეტი 7   4-8$1 156:328
აკადემია 0   3-9$6 105:241
მარაო -6   0-12$6   27:410

<<    დარჩენა - ასვლაზე

14/12 ლავრი 10:3 ქორები
  ყოჩები 17:12 ლელო

16/12

ყოჩები

6:0

ლავრი

  ქორები 11:10 ლელო

19/12

ყოჩები

18:0

ქორები

  ლელო 15:10 ლავრი

გადასასვლელი

მ-წ

გატ:გაშ

ყოჩები 6 3-0 41:12

ლელო

2

1-2

37:38

ლავრი 2 1-2 20:24
ქორები 2 1-2 14:38

<<    გაისად (1994)

I    რუსთავი შევარდენი ვესტა ამირანი თბილისი ყოჩები
II   ლელო ლავრი ქორები რაში ხაშური უნივერსიტეტი აკადემია

>>>     უნივერსიადა

<<    ვაკის პული

  7/05 სამედიცინო 28:23 ტექნიკური
  9/05 ტექნიკური 62:0 ზოოვეტი
  ფიზკულტურ 12:11 სამედიცინო
11/05 სამედიცინო 32:6 ზოოვეტი
  ფიზკულტურ 20:15 ტექნიკური
15/05 ფიზკულტურ 8:6 ზოოვეტი (სსი)

1#ფიზკ 3-0, 2#მედ 2-1, 3#სტუ 1-2, 4#ზოო 0-3

<<    სასოფლოს (სსი) პული

  7/05 აგრარული 25:0 ქუთაისი
  აკადემია 65:19 უნივერსიტეტი
  9/05 ქუთაისი 72:0 უნივერსიტეტი
  აგრარული 10:0 აკადემია
11/05 ქუთაისი 39:3 აკადემია
  აგრარული 50:3 უნივერსიტეტი

1#სსი 3-0, 2#ქუთ 2-1, 3#მხატვრ 1-2, 4#თსუ 0-3

<<    ფინალები (13/05)

7-8 უნივერსიტ X:0 ზოოვეტი
5-6 აკადემია X:0 ტექნიკური
3-4 სამედიცინო 20:9 ქუთაისი
1-2 ფიზკულტურ 23:13^დდ აგრარული

>>>     VI ვაკის შვიდკაცა

11-12/09    ვაკე

მსაჯები: ზურაბ რეხვიაშვილი 13 თამაში, თემურ ცინცაძე 10, რამაზ სანებლიძე 7, პაატა ნარიმანაშვილი 6, ბათლომე ხამაშურიძე 3, რეზო ჩხეიძე 1

ა პული
1#ვესტა - ყოჩ 10:7, ყოჩ$2 24:0, თსუ 46:0
2#ყოჩები - ყოჩ$2 17:7, თსუ 24:5
3#ყოჩები$2 - 4#უნივერსიტეტი (თსუ) 17:0

ბ პული
1#აია - შევ 19:7, ლვრ 28:0, ქორ 27:3
2#შევარდენი - ლვრ 35:5, ქორ 33:0
3#ლავრი - 4#ქორები$2 26:7

გ პული
1#რუსთავი - თბლ 34:0, მწთ 26:0, აკდ 48:0
2#თბილისი - მწთ 5:5, აკდ 30:0
3#მწურთნელები - 4# აკადემია 19:7

დ პული
1#ამირანი - რაშ 10:0, ქორ 27:0, ლელ 15:0
2#რაში - ქორ 17:5, ლელ 33:0
3#ქორები - 4#ლელო 42:5

ნახევარფინალი

აკადემია 14:7 უნივერსიტეტი
ლელო 29:5 ქორები$2

მწურთნელები

14:7

ყოჩები$2

ქორები 12:0 ლავრი

თბილისი

36:0

ყოჩები

შევარდენი 38:0 რაში

ვესტა

12:10

რუსთავი

აია 17:12^დდ ამირანი

ფინალი

15#ქორები$2 5:0 16#უნივერსიტეტი
13#ლელო 21:0 14#აკადემია
11#ლავრი 17:0 12#ყოჩები$2
  9#ქორები 19:5 10#მწურთნელები
  7#ყოჩები 26:12^დდ   8#რაში
  5#შევარდენი 33:14   6#თბილისი

  3#რუსთავი

28:14^დდ

  4#ამირანი

  1#აია  7:5   2#ვესტა

სოფრომაძე ფხაკაძე გოგისვანიძე იობიძე ე.ძაგნიძე$გ ტყაბლაძე (ჩუბინიძე$ლ) გაბრიჩიძე (ჩხაიძე) - წეველიძე ობოლაძე ა.კობახიძე (დაუშვილი) ნატროშვილი იოვაძე$ლ ჩხენკელი (ბუგიანიშვილი) ქავთარაშვილი ^ რეფ სანებლიძე * 7:0 7:5 /

>>>     ალბერტ "ბუღა" ნაცვლიშვილის მემორიალი

ბოლო/05    ქუთაისი

1#ერქვანი 28:21 2#რუსთავი ... ლავრი აიეტი

>>>     70-იანელთა "ხსოვნის მატჩი"

12/06    ვაკე ^ რეფ ნოდარ კაჭარავა ^ 4-ქულიანი ლელო, 30-წუთა ტაიმები

უნივერსიტეტი  14:10  პოლიტექნიკური

3ლ: თამაზ ჭკუასელი, გია ნიჟარაძე, მერაბ გოგიჩაიშვილი; გ: გიორგი კობახიძე - 2ლ: გუგა გეგენავა, ბიძინა გეგიძე; გ: მიხეილ ბურძგლა

>>>     ფირა-ს XXV ჭაბუკთა (1974-75 დაბ) პირველობა

7-11/04    ლილი (ფლანდრია) 23 დაბა

<<    ბ (მესამე) ჯგუფი

საქართველო -

შვეიცარია 25:3 (7/04 კალე
სპილოს ძვლის ნაპირი 16:18 (9/04 გრანდ სინტი
ხორვატია 26:10 (11/04 დუე

1#არგენტინა 31:29 2#საფრანგეთი, 3#იტალია ... 17#ჰოლანდია, 18#სპლ.ძვლ.ნაპირი, 19#საქართველო, 20#ხორვატია

საქართველო

15 ნიკა სამქანაშვილი (ქორ; 14-11 გიორგი ბუგიანიშვილი (ვსტ, დათო გელიტაშვილი (შევ, ლაშა ხურციძე (ლელ, პალიკო ჯიმშელაძე$ლ (რსთ, მალხაზ ჩხეტიანი (აია$2; 10 შოთა მოდებაძე კაპ (შევ, მალხაზ ჩხაიძე (აია$2; 9 გუჯა იოვაძე (ვსტ, მიშა მათიაშვილი$2 (ლელ

1-3 ზაზა მოგელაშვილი (აია$2, თორნიკე კიკაბიძე!ჰ (ლელ, კაკო მაჭუტაძე (ამრ, მამუკა თუთბერიძე (ერქ; 4-5 ნოდარ დაუშვილი (ქორ, რეზო ბექაური (შევ, რატი ურუშაძე (ლელ; 6-8 შალვა ჭიპაშვილი (ქორ, გიორგი ჯოხია (ქორ, მირზა სოფრომაძე (აია$2, გიორგი გელოვანი (ქორ

მწ) ლევან მგელაძე; მნჯ) თენგიზ რუხაძე; რეფ) ზურაბ რეხვიაშვილი

>>>     უზბეკური სპარინგები

საქართველო - ზვეზდა ტაშკენტი

12:10 (5/05    3:6 (7/05    ^ ნ.ძაგნიძე$5ჯ

>>>     III მსოფლიო თასის (1995 სმხ.აფრიკა) შესარჩევი

სოპოტი (პოლონეთი) ოგნივო

 25/05 საქართველო 9:15 რუსეთი

3ჯ: ნ.ძაგნიძე - 5ჯ: იაკოვლევი

რეფ დიუიუ (სფრ) 0:3 0:6 0:9 3:9 3:12 / 6:12 6:15 9:15

საქ: მაჩიტიძე ხვედელიძე ბესელია მარჯანიშვილი ე.ძაგნიძე <10-9> ნ.ძაგნიძე კაპ, ჯანელიძე (იობიძე) / ჯინჭარაძე (ბაკურაძე) ბერიაშვილი ბაბუნაშვილი; ხუადე შვანგირაძე; ობოლაძე ფხაკაძე გ.გიუნაშვილი

 27/05 საქართველო 6:23 პოლონეთი

2ჯ: ნ.ძაგნიძე - 2ლ: პუტრა მოროზი; 2გ 3ჯ: ჰოდურა

რეფ ფანბრეკელენი (ჰოლ) 0:3 3:3 6:3 6:6 / 6:9 6:16(65) 6:23(80)

საქ: ნ.ძაგნიძე კაპ, ხვედელიძე ბესელია მარჯანიშვილი ე.ძაგნიძე <10-9> ჩავლეიშვილი იობიძე / ჩიქავა ბერიაშვილი (ჯინჭარაძე) ბაბუნაშვილი (ბაკურაძე); ხუადე შვანგირაძე; ობოლაძე ფხაკაძე ჯაფარაშვილი (გ.გიუნაშვილი)

^ მწ) თემურ ბენდიაშვილი, ოლეგ ლიპარტელიანი; მნჯ) გოჩა აბაშიძე; მრჩ) დუგლას კავთელაშვილი; მსჯ) პაატა ნარიმანაშვილი * მრქ) სპ.ლიპარტელიანი ჩიქვინიძე ტყაბლაძე ნ.მგელაძე ალ.ღიბრაძე

 29/05 პოლონეთი 5:41 რუსეთი

1#რუსეთი 2-0 (56:14 /
2#პოლონეთი 1-1 (28:47,
3#საქართველო 0-2 (15:38)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1993/94 (* ახალბედა)

ა1 (1)  საფრანგეთი იტალია რუსეთი რუმინეთი ესპანეთი
ა2 (2)  მაროკო გერმანია ტუნისი ბელგია პორტუგალია
ბ1 (3)  პოლონეთი ჩეხეთი შვედეთი ჰოლანდია ანდორა
ბ2 (4)  ხორვატია უნგრეთი ავსტრია სლოვენია უკრაინა*

გ1 (5)  შვეიცარია ლუქსემბურგი ლატვია* საქართველო*
გ2 (5)  ბულგარეთი დანია* ლიტვა* მოლდოვა*

 31/10 ლუქსემბურგი 10:10 საქართველო

ჯერ ჩვენი! ლ: ობოლაძე; გ ჯ: ჩავლეიშვილი - ლ გ ჯ

რეფ პეკლარი (შვც) * სესანჟი * 0:3 3:3 / 3:10 10:10

საქ: ჩავლეიშვილი ტყაბლაძე ალანია მარჯანიშვილი ძნელაძე <10-9> იოვაძე ხუციშვილი / მაჭუტაძე (ჯაფარაშვილი) ჩიქავა ბაბუნაშვილი; ხუადე შვანგირაძე; ობოლაძე კაპ, ფხაკაძე გ.გიუნაშვილი (მწ) ბენდიაშვილი

   6/11

ლატვია

10:0

შვეიცარია

 20/11 საქართველო X ლატვია

>>>     კორპორაციული თამაშები

შუა/09    კუალა ლუმპური (მალაიზია)

გუმარი: ბიძინა გეგიძე, ზაზა ლეჟავა, გოჩა მაჭავარიანი, ირაკლი გვენეტაძე, ზურაბ ზოიძე, შავლეგ ჯანელიძე, თორნიკე გეგიძე, გაიოზ მონიავა, მამუკა მაჭავარიანი, ზაალ "ბაჩი" გოგუაძე, მამუკა მიქაშავიძე, პაატა გამბარაშვილი, მალხაზ ზურმუხტიშვილი


 ქართული კლუბები


თამაში $ მონაგარი (უნივერსიადიანად)
 # შეთავსებით

<<    ამირანი

15 სპირიდონ ლიპარტელიანი#14 10$3ლგ; 14-11 ალეკო ბრაგვაძე 8$2ლ, მიხეილ ჩაჩუა 9, კახა ალანია#10 11$გა, მალხაზ ხაჩიძე 11$4ლ, მირიანაშვილი 1, გია კურატიშვილი 1$გჯ; 10 თემურ ჩიხლაძე#15 6$11ჯ, თენგიზ თავაძე 2, ბერიკა ბურჯანაძე 6$2გ7ჯ; 9 ვაჟა კვარაცხელია 10$ლ, ზაზა ჯეირანაშვილი 4 /

1-3 გიორგი ბერიაშვილი 8$ლ, პაატა ნიკურაძე!ჰ 10, კაკო მაჭუტაძე#5 10$2ლ, ბუბა დოლიძე!ჰ 3; 4-5 მამუკა მჭედლიძე#3 8$2ლ, ავთო კვანტალიანი 10$2ლ, კახა ცინცაძე 2, ირაკლი პატარაია 2$ლ; 6-8 კობა ბროძელი 1, სულხან სულხანიშვილი#5 10$ლ, ვიქტორ დიდებულიძე 8$ლ, კახა ნაცვლიშვილი 7, გოჩა ქერაული 5, გოჩა ექიზაშვილი 5, კაკო ალავიძე 1, თენგიზ თედორაძე 1, ა.გუძიევი 1 (მწ) რეზო ჩხეიძე

<<    ვესტა

15 გუჯა იოვაძე#9#10 11$5ლგჯ; 14-11 არჩილ ქავთარაშვილი#15 10$7ლ, გიორგი ბუგიანიშვილი 11$3ლ, მიხეილ წეველიძე#7 10$4ლ, სანდრო ჩხენკელი 8$ლ; 10 ალეკო ხვედელიძე#15 8$4ლგ, დავით ჩავლეიშვილი 8$ლ20გ10ჯა; 9 ნიკო ნატროშვილი 3$5ჯ, მერაბ მარჯანიშვილი 7$3ლ, ლაშა ვაშაძე 4$ლ

1-3 ნოდარ დაუშვილი 9$ლ, ზურაბ პინაიშვილი!ჰ 7, ალექსი ჩიქოვანი!ჰ 4, ზურაბ კოკილაშვილი 3, მამუკა გაგნიძე 8, თორნიკე კიკაბიძე!ჰ 1; 4-5 თამაზ ხუადე#8 7, ალეკო ღიბრაძე 8, დათო ცხვარაძე 1, გიორგი კახიანი 3$ლ; 6-8 დიმა ობოლაძე#4 10$ლგ, რეზო ჯაფარაშვილი#1 6$ლ, გია გიუნაშვილი 10$4ლგ, ნუკრი ხვედელიძე#11 5, არჩილ კობახიძე 4 (მწ) თემურ ბენდიაშვილი 1

<<    თბილისი (ბაასი)

15 დათო ქერაშვილი#11 7$ჯ; 14-11 ირაკლი სიხარულიძე 11$2ლ, ლევან წუწუნავა 10, ედიშერ ქადაგიშვილი 3, დათო დგებუაძე 9$6ლ, თემურ ჩადუნელი 4, პაატა ბარბაქაძე 6$ლ, ლევან გოგია 2; 10 კახა სვანიძე 11$4გ2ჯ2ა; 9 დავით გეგელაშვილი#15 8$8გ17ჯ, შოთა ქავთარაძე 8$ლ /

1-3 ნოდარ რობიტაშვილი!ჰ 9, ლაშა თურქიაშვილი!ჰ 8, ბესო ბარბაქაძე 10, დათო რეხვიაშვილი 7; 4-5 ანდრო აბელოვი 10, არჩილ გოქსაძე 9; 6-8 მალხაზ წულაია 10$2ლ, პაატა ურუშაძე 6, გოჩა სვანიძე 11$2ლ, როინ მგალობლიშვილი 7, ვახო ცქიტიშვილი#3 11$ლ, გიორგი შენგელია 1 (მწ) მიხეილ ბურძგლა, მიხეილ რობიტაშვილი

<<    (აზოტი) რუსთავი

15 მამუკა მინდორაშვილი#11 11$12ლგ, ირაკლი ლეჟავა 5$13გ7ჯ; 14-11 ე.ჭუჭულაშვილი 2, ლევან ჩიქვინიძე#10 9$4ლ, ბესო აფციაური 7$3ლ, ლევან ბერიშვილი 9$ლგ, ბაია იურინი 10$4ლ, ზურაბ ბერიშვილი 8$2ლ, ლ.კბილცეცხლაშვილი 1$ლ; 10 შალვა გოგიშვილი 9; 9 ზაზა ხუციშვილი კაპ 9$2ლ, პეტრე ჩაჩანიძე 1

1-3 დათო ჩიტაძე 10$ლ, მევლუდ მთიულიშვილი!ჰ 9, ლევან ცაბაძე 6$ლ, ზაზა ყანჩაველი 9, დათო მღებრიშვილი 6, დათო ჩივაძე 4$2ლ; 4-5 ზურაბ მაჩიტიძე 11$3ლ, გია რაფავა 5$3ლა; 6-8 ზაზა მოდებაძე 10$ლ, თემურ ქერდიყაშვილი 11$ლ7გ6ჯ, ნუკრი ნადირაშვილი 2, პალიკო ჯიმშელაძე#12 7$2ლ, დავით კაკაბაძე!ჰ 5 (მწ) საშა ლობჟანიძე, გურამ მოდებაძე, ქერდიყაშვილი, კაკაბაძე

<<    ქორები

15 ნიკა სამქანაშვილი 9$4გჯ, გელა ძამიაშვილი#10 4$ლ6ჯ2ა; 14-11 გიორგი ასათიანი 11$5ლ2ჯ, ბესო ბროლიძე 6, ბესო ბერიძე 5, ზურაბ ჭოღოშვილი 7, დათო აბრამიშვილი 6, გიორგი შენგელაია 1, ს.ყარანაშვილი 5, ლ.ანდღულაძე 2, ბადრი ბოხუა 2; 10 მამუკა მარტყოფლიშვილი 11$2გ2ჯ; 9 ნუკრი სარიშვილი 11 /

1-3 გ.ჩაჩანიძე 1, ჯუმბერ ჯანაშვილი!ჰ 8$ლ, გოგა იაშვილი 1, მამუკა ნამიჩეიშვილი 1, დათა გიგინეიშვილი 3, გია ჯავახიშვილი 6, ზ.გოჩიტაშვილი 5$ლ, დათო გურგენიძე 2, დათო სუხიაშვილი 1, გიორგი კაკაბაძე#8 2; 4-5 გია ამირხანაშვილი#13 9$ლ, ვაჟა რაზმაძე 1, მამუკა მაგრაქველიძე 8, ზვიად პინაიშვილი 6, ვალერი შარვეშიანი 1; 6-8 შალვა ჭიპაშვილი 6, გიორგი ჯოხია 10$ლ, მწ) ლევან მგელაძე 4$ლ, მამუკა ლომიტაშვილი 2$ლ, ზურაბ თურქაძე 8$ლ, კახა შავგულიძე 1 # ზ.ბერძენიშვილი 3, ვ.სოფრომაძე 1

<<    ყოჩები

15 დათო ჯაფარიძე 8$ლგ2ჯ; 14-11 გიორგი აფხაზავა 5, სანდრო საკანდელიძე 7, კობა ბროძელი 4, ზაზა ლეჟავა 3$2ლ, გიორგი მასხულია 3$ლ, კახა კაპანაძე 7$2ლ, სოსო ყუბანეიშილი 5, სოსო ტურიაშვილი 5, გრიგოლია 3$ლ, გოგი კომახიძე 2, ლაშა გეგენავა#10 6, მიშა დუღაშვილი 4; 10 გოჩა ბარძიმიშვილი#15 8$2ლ3გ7ჯ; 9 ირაკლი გიორხელიძე 9$ლა /

1-3 ბაკურ ფირიაშვილი 9$3ლ, ჯაბა მერებაშვილი!ჰ 4, მამუკა გიორგაძე 6, მამუკა მამუჩაშვილი 1, თემურ გაფრინდაშვილი!ჰ 4$ლ, გელა გოგეშვილი 5; 4-8 კახა მხეიძე 7$ლ, ალექსი გუშარაშვილი 6, არჩილ მიქაუტაძე 4$ლ, სანდრო ჭელიძე 8$ლ, ბესო ტეფნაძე 9$2ლ7გ2ჯ, ზაზა დემეტრაძე 2, გია ფერაძე 4, კოტე დარძულიძე 2, სანდრო ჟღენტი 7$ლ, ა.ჩხეიძე 1, კ.ბოკელავაძე 5, ვასილ სიმონიძე 3 (მწ) გელა მიქაბერიძე, გეგენავა

<<    შევარდენი

15 ნიკო იურინი 9$6ლ7გჯ; 14-11 ირაკლი ჩიტაძე 10$4ლ, ნუგზარ მგელაძე#6 6$3ლ, ნიკა არაბული 1, დათო სორდია#15#8 კაპ 11$5ლ, ზაალ ფარცვანია#10#15#9 12$3ლგ, უჩა კვარაცხელია#9 9, ირაკლი დვალი 7$ლ, დემირ ძნელაძე 10$ლ3გ2ჯ, დათო აღლემაშვილი 1, ვახო სამხარაძე 1, გია შანშიაშვილი 4, დათო ბითაძე 1, დათო გელიტაშვილი 1; 10 შოთა მოდებაძე 8$ლ8გ12ჯ; 9 შავლეგ ჯანელიძე#10 6$ლ, დათო დევნოზაშვილი 1

1-3 ირაკლი ჩიქავა#7 11, გიორგი ახვლედიანი!ჰ 8$ლ, გურამ აბაშიძე!ჰ#7#14 10, მირიან თავზარაშვილი 9, გოგა კერესელიძე 2, გია ქავთარაძე!ჰ 1, მიშა სოსელია 1; 4-5 ვანო ნადირაძე 10, სოსო პარწიკანაშვილი#3 6$ლ, ვახო მგელაძე 2, მწ) რამაზ სანებლიძე 4, კახა ქურციკიძე 4, რეზო ბექაური 2; 6-8 ზურაბ ზოიძე 7$5ლ, ზურაბ მჭედლიშვილი 5, მამუკა ტყეშელაშვილი 11$2ლ2გჯ, ზურაბ ჯაღმაიძე 2$ლ, დათო ცხვედიანი 4, სოსო სულთანიშვილი 1

<<    ლავრი

ლევან კაკაურიძე, გიორგი ჩალათაშვილი, ნიკა აბდალაძე, ლევან რობაქიძე, გურამ მირიანაშვილი, დათო შოთაძე, არჩილ რეხვიაშვილი, დათო მაჭავარიანი, ომარ გურგენიძე, ლაშა ფირცხალაიშვილი, დათო ჭანტურიძე, ზურაბ ჩაჩხიანი, დათო ღვინიაშვილი, ნუკრი მარგიანი, რამაზ გიუნაშვილი (მწ) რამაზ ბერაძე, სერგო რამიშვილი; მნჯ) თემურ დოჭვირი, დათო კოტრიკაძე

<<    ლელო

15 ზეზვა ქავთარაძე$ლ18გ4ჯ / გია ლაბაძე$ლ

<<    აია ქუთაისი

ვაკის 7-კაცა: მირზა სოფრომაძე, თამაზ ფხაკაძე, ზვიად გოგისვანიძე, დავით იობიძე, ემზარ ძაგნიძე, პაატა ტყაბლაძე, გიორგი ჩუბინიძე, კახა გაბრიჩიძე, მალხაზ ჩხაიძე (მწ) დუგლას კავთელაშვილი

<<    ერქვანი ქუთაისი

ლიგის 7-კაცა: ზაზა შვანგირაძე, ზაზა ჩირგაძე, ალეკო გაბიძაშვილი, ზაზა თხელიძე, ზვიად კუპრაშვილი, გიორგი მაღლაკელიძე, კახა მაჩიტიძე, ოლეგ ჟორჟოლიანი, დიმიტრი თედოშვილი, მამუკა ჯანაშია, ემზარ შანიძე (მწ) რამაზ სვანიძე, ალეკო ნიქაბაძე; მნჯ) ავთო იობიძე; ვც-პრეზ) ყაჭეიშვილი

<<    მსაჯები

გოჩა აბაშიძე 18 მატჩი, პაატა ნარიმანაშვილი 12, ავთო ღიბრაძე 6, ზურაბ რეხვიაშვილი 5, რამაზ ბერაძე 4; ზურაბ ხარშილაძე, თემურ ცინცაძე 3; ფარსმან გაბაძე, რამაზ სანებლიძე, თემურ ბენდიაშვილი 2; ზაზა ლეჟავა, გიზო ურუშაძე, ლევან მგელაძე, გოგი ჯალაღონია, ლაშა გეგენავა, გია კარკაძე, მიხეილ რობიტაშვილი, მიხეილ ბურძგლა 1

<<< >>>