კლუბური ქაოსი

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1994 წელს, რომელშიც ჯერ შარშანდელი ჩემპიონი გამოვლინდა; არსებულთა შერწყმით შეიქმნა ახალი კლუბები, მაგრამ მერკური ზაფხულში დაიშალა და შედგა გუმარი, ვინც საფრანგეთი მოიხილა; ჭაბუკები მეორედ გავიდნენ ევროპაში; კაცთა ნაკრებმა ორად ორი ტესტი გამართა, უწინდელისგან განსხვავებით კი სეზონიც ადრე დასრულდა.

1993 წელი 25 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე შეჯამდა. მერაბ რატიშვილის ქრონომეტრაჟით, 27-წუთა კამათის შედეგად თითო ხმა ერგოთ კლუბებსა და ვეტერანთა ფედერაციას. კავშირის მუშაობა და კაცთა ნაკრების გამოსვლა შეფასდა არა-დამაკმაყოფილებელად; მწარედ გაკრიტიკდა მედია; დაისახა ახალი სტრუქტურა და შეიქმნა ოთხი კომისია.

ახალ კოორდინატორ (!) პრეზიდენტად თითქმის ერთხმად აირჩა მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი მურმან ომანიძე; პირველი ვიცედ, ანუ რაგბულ საქმეთა განმრიგედ, ვეტერანთა საძმოს თავკაცი თენგიზ რუხაძე; გაჭირვების ხანაში კავშირის გამძღოლი გოჩა აბაშიძე მსაჯთა კოლეგიას დაუბრუნდა, ავთო ღიბრაძემ ესტეკა ჩაიბარა, საერთაშორისო ურთიერთობათა მნედ კი ზურაბ რეხვიაშვილი დარჩა.

ომანიძემ პარიზის სხდომაზე ლუქსემბურგს მიუთვალა ვალად დადებული 1,200 დოლარი და საფრანგეთში ჭაბუკთა გასაგზავნადაც 20 ათასი გამოყო; კავშირის აპარატს დაუნიშნა ჯამაგირი და პარლამენტშიც კენჭი იყარა რუსთავიდან, სადაც ყოფილ ინტერნატებში, აწ კი ჭყონდიდლის დასახლებაში, ლეგენდარულ "პივის ბოჭკებთან" დაინიშნა შარშანდელი ეროვნული პირველობის 4-გუნდა ფინალი.

ნათელი მიზანი

მოგროვდა სამი მონაწილე. ქუთაისის "ერქვანმა" თებერვალში კავშირს ბეჭდიანი საბუთი გამოუგზავნა, არსად გადავსულვართ და გუნდს გამოვიყვანთო, მაგრამ სეზონის სტარტზე მზერა ისევ რუსეთის 13-კაცა ლიგისკენ გაექცა და დედა-წულიანად სტავროპოლში დააპირა გადაფუძნება, ხოლო აია ისე ხელმოკლედ იყო, რომ ამერში დიდი ხნით ვერ ჩამოვიდოდა და ბეკებადაც სულ ჯეელები ეყენა.

გაორებული იყო შევარდენიც, რომელიც მალევე დასაწყები, ახალი ჩემპიონატისთვის გაკოტრებულ "ამირანს" შეამხანაგებოდა და კონტინგენტის უკეთესი ნაწილი კოალიციურ "მერკურში" უნდა მიევლინა, და მხოლოდ საუკეთესო რაზმით მორაგბე რუსთავის "აზოტს" ჰქონდა ნათელი მიზანი - გამარჯვება და ჩემპიონობა!

სამ-მატჩა ბლიცი სამ დღეში ჩაეტია. თამაშებს ქალაქის პროკურორიც დაესწრო. პოლიტიკოსებმა 40 ლიტრიანი ჭურჭლით მოტანილ ლუდზე მისაყოლებლად მაყურებლებს პოლონური კრეკერი გამოუგზავნეს. "აზოტი" შევარდენს პრაგმატულად ერაგბა, აიას ლამის შვიდკაცა გაუმართა, ქუთათურები კი შევარდენთან ჯარიმებს ათამაშებდნენ, მაგრამ არეკნებს ურტყამდნენ.

კარში გაიქროლეს

პრესა თამაშს მოედნის გაყოლებაზე გაწოლილი ბორცვაკიდან ჭვრეტდა, ინტერნატელი ბავშვები კი პურის მანქანის მოსვლას უდარაჯებდნენ. რუსთაველთა "თბილისელი იდეური მამა და გადია" გურამ მოდებაძე გუნდს "ვეტერანთა საძმოს სამეჯლისო ფორმაში გამოწყობილი მოძღვრავდა". ჰოდა, რომ დასრულდა თამაში, ჩემპიონებმა ბრაზილიურ ყაიდაზე მოიტაცეს ბურთი და ნაჩუქარი ქოთნები ლუდით შეივსეს, ბოლოს კი თბილისურმა ავტოებმა მოედანი გადასერეს და რაგბის კარშიც უვნებლად გაიარეს!

ამ დროს წლის ოთხი უცხოური ვოიაჟიდან ორი უკვე მოლეული ჰქონდა ჩვენს თემს. თითქმის ერთდროულად უმეტესობა, ბარემ 40 სული, უტუალეტო ავტობუსით ლვოვიდან, შუა ევროპის გავლით, სამ დღეში ჩავიდა ლიონს; ხოლო უმცირესობა - ახალი მწურთნელი დუგლას კავთელაშვილი, ხაზინადარი მიტო ქურდობაძე და კაცთა საცდელი ნაკრები - ნოვოროსიისკის მახლობლად, გელენჯიყს, სადაც სასაზღვრო წესთა დარღვევისთვის მილიციაში დიდძალი ფული დატოვა.

სპორტ-საზოგადოება "რასიის" ღია პირველობაზე მოვიგეთ სამი თამაში, მაგრამ გვაჯობა "ფილიმ", ვინც ამინდის ჭირვეულობის გამო, მთელი მატჩი ზურგქარში გვერაგბა. მოსკოვის გუნდში 10 ნომრად მდგარმა შევარდენელმა ნიკო იურინმა ტაქტიკური დარტყმებით რომ დაგვაშამათა, დუგლას "პეტროვიჩმა" იმ წელსვე ნაკრებში იხმო. გურუსვე თქმით, გია რაფავაც "ისე შეუდარებელი იყო, რომ ქართული რაგბისთვის მისი დაკარგვა დანაშაული იქნებაო"

პურის ქარხნის უკან

ლიონში გამეორდა შარშანდელი, ლილის ამბავი: პირველ, ტურნირ-გარეშე მატჩს მოყვა წაგება აფრიკის გუნდთან - ტუნისთან საბედისწერო ლელო ბოლომდე ორი წუთით ადრე გავუშვით; ბოლოს კი, აღდგომაზე, უეცრად მოსულ თოვლში, შეცდომათა შეჯიბრში ერთი ჯარიმით ვაჯობეთ უკრაინას და კვლავ XIX ადგილზე დავასრულეთ "მორიგი ქართული ოდისეა", რომლის შინისკენა, საავტობუსო ნახევარიც უფრო ფათერაკიანი და დამღლელი გამოდგა.

ნაახალწლევს "თბილისს" რომ შეუერთდა "ვესტა", ახალმა კლუბმა მეოხად ჯერ "ბაასი" შეიგულა, მერე კი "ჯორჯიან ტრანზ ოილი". 8-კლუბა ელიტაში ამერის ექვს და იმერის ორ გუნდს უნდა ერაგბა. ამერში კლუბთა გამსხვილებით შექმნილი ვაკანსია "ლელომ" მოითხოვა და კიდეც მიიღო, რუსეთში კი რომ მოკლეს კვანტრიშვილი, ერქვანი ვეღარ გადავიდა ლიგაში და მისი ცხრა წევრი აიაში ჩაეწერა.

სამონაწილეო შესატანი პირველ ჯგუფში 10 მილიონი, ხოლო მეორეში 8 მილიონი კუპონი იყო! გაცნობის რაუნდში პირველმა რუსთავმა დააჭაშნიკა ვარკეთილის მეტროს მიდამოში, პურის ქარხნის უკან მდებარე, მყუდრო "ლელოს" სტადიონი, რომლის სიგანეც 52 მეტრია.

მერკურში 11 მოთამაშე შევარდენიდან იყო, 6 ამირანიდან, ორი ლავრიდან და ერთიც რაშიდან; "ბაასის" 15-ეული შვიდმა ვესტელმა, ექვსმა "თბილისელმა" და ორმაც ამირანელმა შეადგინეს, აიას შვიდი ბეკიდან კი ექვსი ნალიგარი იყო, ხოლო "კაც არეკნს", კახა მაჩიტიძეს თებერვალში სიდნეის ლიგურ შვიდკაცაზე რომ ეჩაუქა, ამის გადამკიდე, ნაკრებში ერთი წლის შემდეგღა დააბრუნეს.

თანდათან დაბრუნდნენ

ლიხს იქეთ ცხოვრება ჯერაც რომ ვერ ჩამდგარიყო კალაპოტში, აია სეზონის ბოლომდე ამერში სამჯერ ჩამოვიდა სამი დღით და წყვილი მატჩი გამართა. ქუთათურთა პირველი მინი-ტურნე ტრაგი- კომიკურად დასრულდა: დიმიტრი თედოშვილმა, ვისაც დასუსტებულ შევარდენთან ჰეთ-თრიქი გაეხერხებინა, თბილისთან, მეექვსე წამატებულ წუთზე, ჩაჭრა პასი, ლელოში შესულმა თავს ზემოთ აწია ბურთი და ფიჯურად დაანარცხა ბაბუა წვერებით მოფენილ მიწაზე.

ამან მსაჯ რეხვიაშვილს "წანაძღვრები შეუქმნა" საიმისოდ, რომ ლელო არ ჩაეთვალა, რასაც შაირობა მოყვა, თბილისმა კი ვერ შეიშნო ბედის წყალობა, 22-დან სწორად ვერ დაარტყა და შერკინებიდან მაჩიტიძემ გამარჯვების არეკნი მაინც შეუგდო. გუნდებს თანდათან შეემატნენ სხვადასხვა მიზეზით წასულები: ყოჩებში 15 ნომრად ნომრად დაბრუნდა კახა კობახიძე და უნივერსალ ბეკად მალხაზ ჭეიშვილი; თბილისში მოსკოვიდან დიმიტრი ობოლაძე და ტაგანროგიდან - ქუთათური ბადრი შვანგირაძე; ხოლო აიაში თვით ნუგზარ ძაგნიძე.

რუსთავს სიყვითლემ ოქტომბრამდე გამოაკლო რაფავა, მაგრამ ფინალის რე-მატჩში მაინც ძლია მერკური, ვინც ცხრაჯერ გაათამაშა დასარტყამი ჯარიმა და ხუთი კაცი რომ შეცვალა, ქულაც დაექვითა. მერე აზოტმა შარიანი გასვლა წააგო ქუთაისში, ერქვანმა კი მესამედაც გაიწია ლიგისკენ და თუ თანა-დროულ ზეპირ გადმოცემას დაეჯერება, "საბჭოეთის ღია" პირველობა მოიგო. ქუთათურებს 1995 წლის მსოფლიო თასზე ლიგაობაც ეიმედებოდათ. არადა, ამ შეჯიბრის მონაწილე ათეული უკვე გამოვლენილი იყო.

მახვშები მოატყუეს

მაისის მშვენება გამოდგა თბილისი - მერკურის ვაკური მატჩი, რომლის ბოლოშიც მერაბ მარჯანიშვილმა ობოლაძის გარღვევა არეკნით დააგვირგვინა, შოთა მოდებაძის მიერ ჯარიმიდან დარტყმული კი ძელს კენწეროში მოხვდა და გარეთ გადმოვარდა. 22 მაისს მეორედაც არ გვეწვია ლატვია და "ერთა თასის" დონეთა შორის მიმოცვლაც ერთი წლით დაყადაღდა, მაგრამ დავივიწყეთ საბჭოთა ხანისეული ანგარიშიანობა და შოდეფონში მაინც ვძლიეთ შვეიცარია.

თამაში თავიდანვე წაგვივიდა: ძაგნიძემ დიდოსტატურად აყუმბარა "ედელვაისთა" ზურგი და ორი გოლიც შეუგდო; ლევან ჩიქვინიძის გარღვევასაც ლელო მოყვა. მერე კაპიტანმა ფორის შენარჩუნება ინდომა, ხოლო ჯეელებს კიდევ შეტევა სურდათ. აირია მონასტერი და ზედიზედ გავუშვით 16 ქულა, მაგრამ გვიშველა იურინმა, ვინც ჯერ დროებით შევიდა და არეკნიც დროული დაკრა.

ბოლო ათი წუთის დადგომისას იმათ დაგვიდეს "ქუთაისური" - შერკინებაში 10 კაცით მოგვაწვნენ, მაგრამ ზაზა ხუციშვილმა უცებ გაათამაშა 5-მეტრა ჯარიმა და ირაკლი ჩიქავამ დადო გამარჯვების ლელო. ევროპაში ასე მოვიგეთ პირველად, პირველობისთვის ყველაფრის მკადრებელმა ლატვიამ კი არ დაიზარა, დელეგატი გააგზავნა სპილოს ძვლის ნაპირზე გამართულ ფირა-ს ყრილობაზე და მახვშები მოატყუა, საქართველომ მეორედაც ვერ მიგვიღოო. არადა, თამაშზე თავად თქვა უარი, რაღაი ბენიდორმის (ესპანეთი) შვიდკაცაზე მიიჩქაროდა.

მკათათვის პაპანაქება

ივნისის ამერულ მატჩებში მთავარი იყო ორი: მერკურელმა ზურაბ თურქაძემ 8:8-ზე დააფარა მოგერიებას, ბოლოს კი ფილიდან დაბრუნებულმა იურინმა და მოდებაძემ გაუტანეს აიას ჯარიმა და არეკნი. აქედან ორ კვირაში თბილისმა სტუმრად თავს მოახვია ჭიდილი რუსთავს, ვინც მსაჯთან საუბარს გადაყვა, ბოლო ლელოზე კი არჩილ ქავთარაშვილმა დიაგონალზე გაირბინა ნახევარი მოედანი.

ივლისში ამერის გუნდების მეტმა წილმა დასვენება არ ისურვა და კავშირთან კრიჭაში ჩამდგარმა, გამართა საკუთარი შეჯიბრი, რომელსაც სახელიც ეგზოტიკური ჰქონდა - ჯერ "მკათათვის პაპანაქება", მერე კი "ხვატი", რათა განრიგის გადაკეთების შემდეგ საბუთები არ არეოდათ მონაწილეებს. და მაინც, თითო თამაში იმად ჩაიშალა, რომ გუნდები ან ვერ მოგროვდნენ და ან სხვადასხვა დღეს მივიდნენ სტადიონზე.

მეამბოხეებს მსაჯებიც საძებარი ჰყავდათ და სასტვენსაც დამსწრეთა შორის ეძებდნენ. გამოითქვა ბრძნული აზრებიც, "კარი რა საჭიროა, მთავარია მოედანი იყოს დახაზულიო, ერთხელ კი მოხალისე რეფმა ანგარიში საერთოდ არ დათვალა. ამეების შემდეგ ცხრილის შედგენას აზრი დაეკარგა, შემოდგომაზე კი გაირკვა, რომ "ხვატის" ფინიშზე ბოლო მატჩი გაუმარავს "მერკურს" და ერთი თვით ადრე, 11 კაცის ამარა, უწინ ძლევამოსილ "შევარდენსაც"

ლტოლვილი გალები

თვე-ნახევრიან არდადეგებზე ოთხი (!) გუნდი მოვისაკლისეთ, ახალი ტალღის ბიზნესმენებმა, მოფარიკავე მამუკა მიქაშავიძემ და ბიძინა გეგიძემ კი შექმნეს ბარბაროსული ყაიდის "გუმარი", რათა დაკარგული და გულ-აცრუებული თაობა რაგბში დაებრუნებინათ. გურუ გურამ მოდებაძემ შეკრიბა 23-26 წლის ბირთვი, მაგრამ კავშირს რომ ჯერაც ვერ გაერკვია გუნდის ფორმალური სტატუსი, გუმარი უკონკურსოდღა ჩაება ვაკის შვიდკაცაში, რომელიც სრული ოლიმპიური სისტემით, პირველად ჩამთავრდა ერთ დღეში.

გუმარს ცისფერი, სახელოებ-დაჭრილი კვართები ემოსა. რუსთავმა წაიეშმაკა და ნაღები იმ გუნდში გაამწესა, ფავორიტს ფინალამდე რომ აცდებოდა. "ძია ბურძგლამ" მესამე ცდით მაინც მოიგო შვიდკაცა, ოქტომბრის დასაწყისში კი, სამშობლოდან გადახვეწილი ზაზა ქასაშვილის მიწვევით, მოატარა საფრანგეთის სამხრეთი პროვინცია, სადაურებსაც თურმე ეგეთი გაგება ჰქონდათ, ჩვენ, ლანგედოკელებმა ყველას უნდა მოვუგოთ და "ჟოღ!ჟი" აბა, რას დაგვაკლებსო.

გუმარმა ტურნეზე ხუთ დღეში ოთხი მატჩი გამართა და ყველა მოიგო. მასპინძლები ჩაგვჩიჩინებდნენ, 30-50 ქულით მოგსრავთო და თან ეარშიყებოდნენ ბიჭებს, ეგებ პირველ დივიზიონში დარჩეთო, ოღონდაც ჩალის ფასად. გუნდი დაგვიღაღეს მერიის დიდ გვამებთან შეხვედრებით; ვარჯიშზეც მოგვეჭრნენ, სპარინგი გაგვიმართეს და 35 წლის ჭეიშვილი დაგვიმტვრიეს, ბოლო, უკვე წაგებული, აგდის თამაშის 77-ე წუთზე კი გაგვიმართეს კრივი, რომელიც "იბერვიზიამ" აჩვენა და რომლის გამოც იქაურ გაზეთში დაიწერა, სტადიონს ღობე რომ არ ჰქონოდა, ლტოლვილი გალები მეზობელ დაბამდე დაიხევდნენო.

რეფს არ ეპუებოდა

"გუმარის" ბიჭები გონებით საფრანგეთში რომ იყვნენ, 15 დღით გადაიდო თბილისი - აზოტის რკენა, მანამდე კი ფრიად შარში გაეხვია აია: მესამე და ბოლო ამერულ ტურნეზე, 76-ე წუთზეღა, აბრაგანით დაალელოვა რვა გუმარელით მოღონიერებული ყოჩები; რუსთავში, მეორე ტაიმში, ვეღარ გაუმართლა 10-კაცა რაგბმა და ზურაბ ბერიშვილის მიერ, გაგორებით გატანილი ლელოთი დამარცხდა; ხოლო შინ, თბილისთან, თამაში არც დასრულებულა.

მატჩზე მსაჯი არ ჩავიდა, კომისარი კი ორი გამოცხადდა. რეფის ორი კანდიდატურა რომ ჩავარდა, დაიყოლიეს ავთო ღიბრაძე. გუგა ბაბუნაშვილის ტრავმისა და შეცვლათა ლიმიტის ამოწურვის გამო აია ბოლო ათ წუთში 14 კაცის ამარა დარჩა. გუჯა იოვაძემ დაუფარა ნუგზარ ძაგნიძეს, კახა ალანიას გარღვევას კი ჯარიმა მოყვა.

თბილისი მისი გატანით თამაშს აფრევებდა, მაგრამ არ დასცალდა - ქუთაისელი ბეკი ანგარიშ-სწორებით დაექადნა რეფს, ვისაც გინების გამო გაეძევებინა ვაკეში, რუსთავში და ამ მატჩშიც, მაგრამ მოთამაშე არც ერთხელ არ შეპუებოდა. კავშირმა ინციდენტი ორჯერ რომ გაარჩია, ქუთაისს არა მარტო შეწყვეტილ მატჩში მიუსაჯა წაგება და ქულა ჩამოაკლო, არამედ ეგეც მოუჩხრიკა, რომ აიეტელ რეზო ჩუბინიძეს განუცხადებელს ეთამაშა ორჯერ და ამისთვისაც დასაჯა.

მედიატორები იხმო

სანქციათა გამო ტიტულს ორი პრეტენდენტიღა შერჩა - რუსთავი და თბილისო, ოღონდაც ჩემპიონს ერთი წაგებით მეტი ჰქონდა. გრილ, მოღრუბლულ დღეს იმსაჯა ლევან მგელაძემ და მეორე ტაიმის დასაწყისში მედიატორები იხმო, რაღაი სტუმრები მის განჩინებას არ დაეთანხმნენ. თბილისმა პირველი ტაიმის შუაწელში მოლით შეიტანა ლელო, მაგრამ დათო გეგელაშვილმა რვა ცდით სულ ერთი გოლი რომ შეაგდო, მასპინძლები საათის თავზე 8:9 აგებდნენ იმის მიუხედავად, რომ მეტოქეს სტატიკაშიც ჯობდნენ და დინამიკაშიც.

რუსთავს შვიდი გუმარელი ჰყავდა, თბილისს კი ორი. 68-ე წუთზე იოვაძემ მოკლე ფრთაზე შეატევინა ქავთარაშვილს და ერთადერთმა ვეტერანმა მორკინალმა, 25 წლის ობოლაძემ წითელ ზოლს უწია. აზოტი დერეფანში დაჯარიმდა, ჩამორჩა და ავანტურაზე გადავიდა. ჰოდა, ბურთი რომ თავის მეოთხედში დაკარგა, 21 წლისამ გუჯამ გაუხშოებულ სივრცეში ორ კაცს აუარა და ლელო გაიტანა, წამატებულ დროში კი, იმავე დიმას გარღვევის შემდეგ, "მარჯანამ" არეკნი დაკრა.

თასი არ ექნებათო

ასე გახდა ჩემპიონი თემურ ბენდიაშვილის გუნდი. მწურთნელსაც საჭმლით გარდამავალი სიყვითლე შეყროდა, მაგრამ ავადობას არ შეუშინდა და შესვენებაზეც კი დამოძღვრა ბიჭები. თვის ბოლოს ვაკეშივე გათამაშდა თასი, მაგრამ რუსთავი რე-მატჩზე აღარ ჩამოვიდა. ჩინებულ, მზიან დარში ლიანგი ხუმრობდა, კავშირს თასი არ ექნებაო, მაგრამ ჩაშლიდან ნახევარ საათში გამზირის გადაღმა ოფისიდან გადმოიტანეს ბარაქიანი ჯილდო.

ამით საშინაო სეზონი ახალ წლამდე ორი თვით ადრე დასრულდა. ნოემბერში აღარ გამართულა წუწუნა კლუბების "გიორგობისთვის სუსხი". აღარც გუმარი და თბილისი შებმიან ერთურთს ბათუმში, სენაკსა და ვაკეში. ქუთაისშიც საბოლოოდ დასამარდა 13-კაცას დანერგვის აზრი, ხოლო ერქვანის გურუს, რამაზ სვანიძეს კავშირმა საბერძნეთში სარეკომენდაციო წერილი გაატანა. და კიდევ, საფრანგეთში სტაჟირებაზე წავიდნენ შევარდენელები, მომავალი ბორჯღალოსნები - ვანო ნადირაძე და სოსო პარწიკანაშვილი.

<<<     1994

>>>     საქართველოს 1993 წლის პირველობა

ფინალი. რუსთავი, ჭყონდიდლის დასახლება

13/04 რუსთავი 22:6 შევარდენი
14/04 შევარდენი 8:3 აია
15/04 რუსთავი 58:9 აია

1#აზოტი (რსთ) 4 (80:15, 2# შევარდენი 2 (14:25, 3#აია (ქუთაისი) 0 (12:66)

ქულა: 73 გეგელაშვილი (თბლ; 72 ი.ლეჟავა მინდორაშვილი (რსთ; 63 დავით ჩავლეიშვილი (ვესტა, შ.მოდებაძე (შევ; 47 ნ.იურინი (შევ; 37 ბარძიმიშვილი (ყოჩ, ქერდიყაშვილი (რსთ)

ლელო: 14 მინდორაშვილი; 7 ქავთარაშვილი (ვსტ; 6 იურინი, დგებუაძე (თბლ; 5 რაფავა (რსთ, ზოიძე (შევ, ჩიქვინიძე (რსთ, გიორგი ასათიანი (ქორ, იოვაძე (ვსტ, სორდია (შევ)

>>>     საქართველოს 1994 წლის პირველობა

 პირველი ჯგუფი

<<    არდადეგებამდე ( $ ქულა დაექვითა)

26/04 შევარდენი 3:50 აია
27/04 ლელო 8:44 რუსთავი
  მერკური 44:9 ყოჩები
28/04 თბილისი 3:6 აია

  4/05

აია

20:8

ყოჩები

 $  

შევარდენი 7:56 თბილისი
  5/05 რუსთავი 22:13 მერკური $

11/05

თბილისი

25:12

ლელო

  აია 20:13 რუსთავი
12/05 შევარდენი 9:50 მერკური

18/05

ლელო

39:13

შევარდენი

19/05 ყოჩები 17:85 რუსთავი
  მერკური 8:9 თბილისი

14/06

ლელო

10:20

აია

15/06 ყოჩები 33:0 შევარდენი
16/06 მერკური 21:8 აია

22/06

შევარდენი

5:113

რუსთავი

  თბილისი 29:14 ყოჩები
23/06 ლელო 5:20 მერკური

29/06

რუსთავი

7:17

თბილისი

30/06 ყოჩები 26:17 ლელო

I ჯგ * არდადგ

მ-წ$დ

გატ:გაშ

აია (ქუთ) 10 5-1 124:58
თბილისი 10 5-1 139:54
აზოტი (რსთ) 8 4-2 284:80
მერკური 7 4-2$1 156:62
ყოჩები 4 2-4 107:195
ლელო 2 1-5 91:148
შევარდენი -1 0-6$1 30:341

<<    არდადეგების შემდეგ

17/09 ყოჩები X:0 (11:13) აია $
19/09 რუსთავი X:0 (15:8) აია $
21/09 ყოჩები 5:47 თბილისი
27/09 აია $ 0:X (3:0) თბილისი
28/09 ლელო 6:49 ყოჩები

  4/10

აია

X:0

ლელო

12/10 რუსთავი 36:0 ყოჩები
13/10 ლელო 3:55 თბილისი
19/10 თბილისი 21:9 რუსთავი
20/10 რუსთავი ?:? ლელო

I ჯგ * ბოლო

მ-წ$დ

გატ:გაშ

თბილისი 18 9-1 262:69
აზოტი (რსთ) 12 6-3 344:96
აია (ქუთ) 9 6-4$3 124:84

ყოჩები

7

4-6$1

172:284

ლელო

1

1-8$1

100:252

 მერკური 7 4-2$1 156:62
 შევარდენი -1 0-6$1 30:341

ქულა: 75 ლეჟავა (რსთ; 50 ლ.ბერიშვილი (რსთ, გეგელაშვილი (თბლ; 43 მოდებაძე (მრკ; 40 ჯიმშელაძე (რუს; 38 ტეფნაძე (ყოჩ)

ლელო: 10 ლ.ბერიშვილი; 7 ჩიქვინიძე (რსთ, ალანია (თბლ; 6 ჯიმშელაძე (რსთ; 5 ქავთარაშვილი (თბლ, ლიპარტელიანი (თბლ; 4 თედოშვილი (აია, ობოლაძე (თბლ, ხურციძე (ლელ)

 მეორე ჯგუფი

6/05-7/07, 7/09-24/11 (მასპინძლის მიხედვით)

ქორები - აიე 10:7, თსუ 7:6, დინ 31:0, ბათ 80:3, რაშ 39:3, ხშრ 75:0

აიეტი ქუთაისი - ქორ 6:11, თსუ 9:6, დინ 23:19, ბათ 55:6, რაშ 32:5

უნივერსიტეტი - ქორ 3:19, აიე 15:3, დინ 28:3, ბათ 54:3, რაშ 22:5

დინამო - ქორ 7:32, აიე 16:16, თსუ 10:5, ბათ 32:10, რაშ 15:10, თბლ 22:0

დელფინები ბათუმი - ქორ 0:22, აიე 12:19, თსუ 13:29, დინ X:0, რაშ 16:3, ხშრ 9:6

რაში - ქორ 13:31, აიე 7:15, თსუ 6:56, დინ 6:19, ბათ 7:6, თბლ 0:10, ხშრ 5:8

თბილისი$2 (შეეშვა) - ქორ 0:39, აიე 5:33, თსუ 3:26

ხაშური (შეეშვა) - აიე 3:20, თბლ 7:10

ედენა ონი არც ჩაბმულა!

II ჯგ * ბოლო

 მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ქორები 20 10-0 282:48

აიეტი (ქუთ)

13

  6-3*1

185:107

უნივერსიტეტი 12   6-4 224:78
დინამო 8   4-5*1$1 121:161
დელფინები (ბათ) 4   2-8 69:301

რაში

2

  1-9

65:251

 თბილისი$2 4   2-4 28:127
 ხაშური 2   1-4 24:119

>>>     კავშირის თასი

26/10 თბილისი 15:10 ყოჩები
29/10 ყოჩები 24:15 რუსთავი
31/10 თბილისი X:0 რუსთავი

1#თბილისი 4, 2#ყოჩები 2, 3#რუსთავი -1

>>>     ხსოვნის ტურნირი

24/10 ვეტერანები 27:14 ჭაბუკები``
  გუმარი 38:22 ჭაბუკები`ა`

25/10

ჭაბუკები`ა`

30:22

ვეტერანები

  გუმარი V:0 ჭაბუკები``

27/10

გუმარი

39:29

ვეტერანები

>>>     VII ვაკის შვიდკაცა

14/09    ვაკე ^ მსაჯები: აბაშიძე 5თ, მგელაძე 4, ღიბრაძე 3

მეოთხედფინალი

რუსთავი$2 28:12 ყოჩები
თბილისი$1 21:0 უნივერსიტეტი

გუმარი 31:0 დინამო
რუსთავი$1 14:10 თბილისი$2

ნახევარფინალი

ყოჩები 17:3 უნივერსიტეტი
თბილისი$2 21:0 დინამო /

რუსთავი$2 19:5 თბილისი$1
გუმარი 19:7 რუსთავი$1

ფინალი

7#უნივერსიტეტი 26:5 8#დინამო
5#ყოჩები 17:7 6#თბილისი$2
3#თბილისი$1 14:0 4#რუსთავი$1

 1#გუმარი 21:10 2#რუსთავი$2

ობოლაძე ჩიქავა (დიდებულიძე) ზ.ლეჟავა$ლ გ.ძაგანელი (ჯანელიძე$ლ) მაჩიტიძე$3გ ბესელია$ლ მარჯანიშვილი - ცაბაძე (ზ.მოდებაძე) მთიულიშვილი ჯიმშელაძე ხუციშვილი ი.ლეჟავა$ლგჯ ლ.ბერიშვილი (ჩიქვინიძე) მინდორაშვილი ^ რეფ აბაშიძე

ქულა: 25 იოვაძე (თბლ$1, 20 მაჩიტიძე, 18 ი.ლეჟავა გეგელაშვილი (თბლ$2

ლელო: 3 ბესელია იოვაძე, მხეიძე (ყოჩ)

>>>     ათკაცა

29/05    ვაკე. წრიულად. ფინალი აღარ!
მსაჯები: აბაშიძე 4თ, გია ჭუმბურიძე 2

1#თბილისი 3-0 (54:10) - მრკ 14:5, ყოჩ 21:5, შევ 19:0

2#მერკური 2-1 (62:14) - ყოჩ 36:0, შევ 21:0

3#ყოჩები 1-2 (29:64) - 4#შევარდენი 0-3 (7:64) 24:7

ლელო: 7 სიხარულიძე (თბლ; 4 დევნოზაშვილი (მრკ)

>>>     მკათათვის ხვატი (პაპანაქება)

  5/07 ყოჩები 41:0 ჭაბუკები
  6/07 ლელო 3:77 თბილისი
  მერკური 60:10 II ჯგუფი
  9/07 თბილისი 80:6 ჭაბუკები
10/07 ყოჩები 41:14 II ჯგუფი
11/07 მერკური 32:0 ლელო
15/07 ყოჩები 19:10 მერკური
18/07 მერკური X ჭაბუკები
  ლელო ?:? II ჯგუფი
19/07 თბილისი 19:3 ყოჩები
22/07 ჭაბუკები 42:19 II ჯგუფი
  ლელო X ყოჩები
24/07 მერკური 18:11 თბილისი

ფალავნობა: 1#თბილისი +9, 2#მერკური -2, 3#ყოჩები -7

>>>     70-იანელთა ტრადიციული

15/07    უნივერსიტეტი 3:0 პოლიტექნიკური

ჯ: ვანო ბახტაძე ^ რეფ აბაშიძე * ვაკე * Iტ 0:0

>>>     ფირა-ს XXVI ჭაბუკთა (1975-76 დაბ) პირველობა

29/03-3/04    ლიონი (საფრანგეთი) და 19 დაბა

ბ (მესამე) ჯგუფი

საქართველო -

30/03  ლიონი 0:16 (ლა ვერპიერი * Iტ 0:3

31/03  ტუნისი 14:16 (კონდრიო * ლ: ჯიმშელაძე; ჯ: შვანგირაძე; 2ა: ძამიაშვილი

  2/04  უკრაინა 3:0 (როშ ლა მოლიერი * ჯ: ქავთარაძე?შვანგირაძე * Iტ 3:0

1#სამხრეთი აფრიკა 41:18 2#იტალია, 3#საფრანგეთი ... 8#რუმინეთი, 9#პორტუგალია, 10#რუსეთი ... 17#ჩილე, 18#ტუნისი, 19#საქართველო, 20#უკრაინა, 21#ხორვატია

საქ: 15 ნიკა სამქანაშვილი (ქორ, ზეზვა ქავთარაძე (ლელ; 14-11 ზურაბ შვანგირაძე (აია, პალიკო ჯიმშელაძე (რსთ, ბესიკ ხამაშურიძე (აია, გია ამირხანაშვილი (ქორ, დათო რამიშვილი (ლელ, ლაშა ხურციძე (ლელ; 10 გელა ძამიაშვილი (ქორ; 9 ნუკრი სარიშვილი (ქორ, მიშა მათიაშვილი (ლელ, რეზო ჩუბინიძე (აია /

1-3 დათო აშვეთია (აია, აქვსენტ გიორგაძე!ჰ (აია, ლევან ჭელიძე (აია, ალექსი ჩიქოვანი (ვსტ; 4-8 მამუკა მაგრაქველიძე (ქორ, რატი ურუშაძე (ლელ, არჩილ კობახიძე (ვსტ, გიორგი ენუქიძე (ქორ, ზვიად გოგისვანიძე (აია, გოჩა ექიზაშვილი (ამრ, მირზა სოფრომაძე (აია)

მწ) ლევან მგელაძე, დიმიტრი ფულარია; მნჯ) თენგიზ რუხაძე, გოჩა აბაშიძე; რეფ) ზურაბ რეხვიაშვილი; ექმ) გურამ მოდებაძე

>>>     მოთელვა სამხრეთ რუსეთში

გელენჯიყი (კრასნოდარის მხარე)

საქართველო -

1/04   რადუგა ტაგანროგი   97:0

15ლ: ოდიშარია, ხუციშვილი, მთიულიშვილი 2, სიხარულიძე, დიდებულიძე 3, ჩაჩუა, სპ.ლიპარტელიანი, იოვაძე 2, ი.ლეჟავა, ზვ.ლიპარტელიანი 2; 11გ: ი.ლეჟავა 10, შ.მოდებაძე * Iტ 61:0

2/04   ფილი მოსკოვი   12:13

2ლ: დიდებულიძე; გ: მოდებაძე - ლ გ 2ჯ ^ 10 ნ.იურინი, 5 ნ.მგელაძე * 0:0 / 0:7 0:10 7:10 7:13 12:13

3/04   ყაზახეთი (სკა ალმათა)   17:5

3ლ: ჯანელიძე 2, სპ.ლიპარტელიანი; გ: მოდებაძე - ლ ^ რეფ საენკო (რუსეთი) 0:5 7:5 12:5 / 17:5

საქ: იოვაძე სპ.ლიპარტელიანი ჯანელიძე (ჩაჩუა) ძნელაძე სიხარულიძე <10-9> მოდებაძე ხუციშვილი / ხახალეიშვილი ცაბაძე მაჭუტაძე (მთიულიშვილი) ნადირაძე პარწიკანაშვილი (რაფავა) ფხაკაძე კაპ (ოდიშარია) პ.სანებლიძე (ზ.ლიპარტელიანი) დიდებულიძე ^ მწ) კავთელაშვილი, მნჯ) მიტო ქურდობაძე

4/04   ემპილსი როსტოვი   24:14

4ლ: დიდებულიძე ცაბაძე მაჭუტაძე გ.ჩუბინიძე; 2გ: მოდებაძე - 2ლ 2გ * Iტ 10:0

სიის ღია: 1#ფილი 3-0*1 (59:27, 2#საქართველო 3-1 (150:32, 3#ყაზახეთი 2-1*1 (116:45, 4#როსტოვი 1-3 (105:61, 5#ტაგანროგი 0-4 (6:271)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1993/94

გ1 (მეხუთე) ჯგუფი

30/04 ლუქსემბურგი 10:25 ლატვია
15/05 ლუქსემბურგი 8:17 შვეიცარია

22/05

საქართველო

X

ლატვია

  4/06 შვეიცარია 21:22 საქართველო

ჯერ ჩვენი! 2ლ: ობოლაძე ჩიქავა; 2ჯ: ნ.ძაგნიძე; 2ა: ძაგნიძე ნ.იურინი - 2ლ გ 3ჯ

რეფ ბერტერა (საფრანგეთი) შოდეფონი

 3:0 6:0ა 11:0 11:3 11:6 11:9 /
11:16 14:16 17:16ა 17:21(70) 22:21(75)

საქ: შანიძე სპ.ლიპარტელიანი ჩიქვინიძე ალანია ქავთარაშვილი <10-9> ძაგნიძე კაპ (იურინი) ხუციშვილი / ცაბაძე ჩიქავა ცქიტიშვილი; ღიბრაძე ნადირაძე (ხუადე) ობოლაძე ზ.ლიპარტელიანი გ.გიუნაშვილი

მრქ) მარჯანიშვილი შ.მოდებაძე / მაჭუტაძე პარწიკანაშვილი ტყეშელაშვილი ფხაკაძე

მწ) დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი; მნჯ) თენგიზ რუხაძე, ზურაბ რეხვიაშვილი; მსჯ) ავთო ღიბრაძე; ექმ) თემურ მინდიაშვილი

ფირა * გ1

მ-წ*

გატ:გაშ

ლატვია 2-0 35:10
საქართველო 1-0*1 32:31
შვეიცარია 1-2 38:40
ლუქსემბურგი 0-2*1 28:52

გაისად (1995) საქართველო - 16/04 უნგრეთი (გ, 7/05 მოლდოვა (გ, 21/05 ბულგარეთი (შ; უარი ავსტრია (შ

>>>     შავი ზღვის თასი

20-25/09    ოდესა (უკრ)

უკრაინა საქართველო რუსეთი მოლდოვა ბულგარეთი

ჩაიშალა!

>>>     სტუმრობა საფრანგეთში

გუმარი -

   8/10   კრეზ კასტელნო   34:15
 10/10   ალეზის მადანი   41:0

 11/10  

პალავაზი  

7:0

 12/10   ლანგედოკი   23:12

გუმ: ი.ლეჟავა$2გ2ჯ მარჯანიშვილი ჩიქვინიძე ბესელია ჯანელიძე <10-9> მაჩიტიძე$ა ჭეიშვილი / ჩიქავა ბერიაშვილი (ზ.მოდებაძე) ცაბაძე$2ლ; ნ.მგელაძე რაფავა; ობოლაძე ზ.ლეჟავა დიდებულიძე

3:0ა 10:0 ... 17:6 ... 23:9


 ქართული კლუბები


$ მონაგარი (შინაურ ასპარეზზე)  # შეთავსებით

<<    აზოტი რუსთავი

15 ირაკლი ლეჟავა$ლ31გ11ჯ; 14-11 ლევან ბერიშვილი$12ლ, ლევან ჩიქვინიძე$8ლ, ზურაბ ბერიშვილი$3ლ, მამუკა მინდორაშვილი$5ლგ, ბესო აფციაური$3ლ, ბაია იურინი, ლევან კბილცეცხლაშვილი$ლ; 10 შალვა გოგიშვილი$6ლგ; 9 ზაზა ხუციშვილი კაპ /

1-3 დათო ჩივაძე$ლ, მევლუდ მთიულიშვილი!ჰ$ლ, ლევან ცაბაძე$ლ, დათო მღებრიშვილი$2ლ, დათო კაკაბაძე!ჰ 4-5 ზაზა ყანჩაველი$2ლ, ზურაბ მაჩიტიძე#6$2ლ, თემურ ქერდიყაშვილი#8$2ლ, ზაზა ნავროზაშვილი$2ლ, ზურაბ მჭედლიშვილი (მრკ; 6-8 პალიკო ჯიმშელაძე$7ლ5გ, ზაზა მოდებაძე$2ლ, გია რაფავა$2ლ, მევლუდ ბებიაშვილი, ნუგზარ მგელაძე (მრკ)

მწ) გურამ მოდებაძე, კაკაბაძე

<<    აია ქუთაისი

15 ემზარ შანიძე$გ; 14-11 დიმიტრი თედოშვილი$4ლ, ოლეგ ჟორჟოლიანი, მამუკა ჯანაშია, გიორგი ჩუბინიძე$ლ6გ2ჯ, პაატა ძოწენიძე, კახა გაბრიჩიძე, ბათლომე ხამაშურიძე#5, ემზარ ძაგნიძე#10$ლჯა, გოგა გულვერდაშვილი, მალხაზ ჩხაიძე; 10 კახა მაჩიტიძე#12$გ2ჯ4ა, ნუგზარ ძაგნიძე$გ3ჯა; 9 გიორგი მაღლაკელიძე$ლ, პაატა ტყაბლაძე#10#14$ლგ2ა, რეზო ჩუბინიძე /

1-3 ტიხონ ხახალეიშვილი, აქვსენტ გიორგაძე!ჰ ვოვა სვანაძე!ჰ$ლ, გელა ფირცხალავა$ლ, გუგა ბაბუნაშვილი, დათო აშვეთია, ალეკო მარგველაშვილი, ზაზა მოგელაშვილი; 4-5 ზაზა ჩირგაძე, დათო ლევიძე, თამაზ ოდიშარია#7, პაატა სანებლიძე; 6-8 ზვიად გოგისვანიძე, ზაზა შვანგირაძე$ლ, თამაზ ფხაკაძე კაპ$3ლ, ზვიად ლიპარტელიანი, ზვიად კუპრაშვილი$ლ, მირზა სოფრომაძე$ლ

მწ) დუგლას კავთელაშვილი, რამაზ სვანიძე

>>     აია (1993 ფინალი)

15 გია კირიაგიდი$ა; 14-11 სოფრომაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ლევან შერვაშიძე, ჩხაიძე; 10 გ.ჩუბინიძე$3ჯ; 9 რ.ჩუბინიძე / 1-3 აშვეთია, მოგელაშვილი!ჰ ხახალეიშვილი, გიორგაძე!ჰ 4-5 ლევიძე, ოდიშარია; 6-8 ფხაკაძე კაპ, სანებლიძე, ზვ.ლიპარტელიანი, გოგისვანიძე ^ მწ) დიმიტრი ფულარია

>>     შინ მოუბრუნებლები

ზურაბ კიკაჩეიშვილი, დავით იობიძე, ხვიჩა გეგელია (კიევი; მამუკა ლოსაბერიძე (მოსკოვი; კოტე ჯინჭარაძე (კალინინგრადი; ემზარ გეგუჩაძე (ოდესა)

<<    თბილისი

15 მიხეილ წეველიძე$6გ2ჯ; 14-11 სპირიდონ ლიპარტელიანი$5ლგ, კახა ალანია#10$8ლ, მერაბ მარჯანიშვილი$2ა, არჩილ ქავთარაშვილი#10$7ლ, ირაკლი სიხარულიძე$4ლ, დავით ქერაშვილი$ლ, სანდრო ჩხენკელი$ლ, გიორგი ბუგიანიშვილი$4ლ, ბესიკ ბერიძე; 10 დავით გეგელაშვილი#9$ლ17გ6ჯ2ა; 9 გუჯა იოვაძე#10$5ლგჯ, შოთა ქავთარაძე /

1-3 ვახო ცქიტიშვილი#5!ჰ$ლ, ბუბა დოლიძე!ჰ$ლ, კაკო მაჭუტაძე#5$ლ, ანდრო აბელოვი#5$ლ, ნოდარ რობიტაშვილი!ჰ#8, დათო რეხვიაშვილი$ლ, ალექსი ჩიქოვანი!ჰ#4; 4-5 გიორგი კახიანი#6, ალეკო ღიბრაძე#8#7, ლევან იოსელიანი, ავთო კვანტალიანი, ბადრი შვანგირაძე; 6-8 დავით დგებუაძე#13$ლ, არჩილ კობახიძე$ლ, დიმიტრი ობოლაძე$4ლგ, გია გიუნაშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი (მრკ, არჩილ გოქსაძე, ვასილ კაცაძე, მალხაზ წულაია

მწ) თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ბურძგლა; დირ) მიხეილ რობიტაშვილი; თბლ$2) ირაკლი იმნაძე

<<    ლელო

15 ზეზვა ქავთარაძე$4ჯ2ლ4გ; 14-11 თემურ ქომეთიანი$2ლ, ლაშა ხურციძე$4ლ, დათო რამიშვილი, გეგი წიკლაური$ლ, ლევან მაისაშვილი$ჯ, ნოშრევან ნამორაძე$ლ; 10 ალეკო ენუქიძე$2ლ, ფარსმან გაბაძე; 9 მიშა მათიაშვილი$ლ /

1-3 ზურაბ არჩვაძე, გიგი მათიაშვილი!ჰ სოსო ჭელიძე კაპ; 4-5 რატი ურუშაძე$2გ2ჯ, გია ჯანხოთელი; 6-8 უჩა ნარიმანიძე, შოთა ლაზაშვილი, კობა ირემაძე, გია ლაბაძე, გიორგი გელოვანი

პრეზ) ბათუ კევლიშვილი; მწ) გაბაძე

<<    მერკური

15 თემურ ჩიხლაძე, გია ცინცაძე$ლ, ნიკო იურინი$ჯ, მალხაზ ხაჩიძე#14$3ლ; 14-11 ირაკლი დვალი$ლ, მიშა ჩაჩუა$ლ, დათო სორდია$ლ, ნუგზარ მგელაძე#8$3ლ, ალეკო აბდუშელიშვილი$ლ; 10 შოთა მოდებაძე$ლ7გ5ჯ3ა, დემირ ძნელაძე#11$ლ5გ, დათო აღლემაშვილი; 9 შავლეგ ჯანელიძე#13$2ლ, დათო დევნოზაშვილი#14, ვაჟა კვარაცხელია#14 /

1-3 ირაკლი ჩიქავა!ჰ გიორგი ბერიაშვილი!ჰ$ლ, გურამ აბაშიძე!ჰ$2ლ, ზურაბ თურქაძე!ჰ#7$ლ, ირაკლი პატარაია; 4-5 ვანო ნადირაძე, სოსო პარწიკანაშვილი, სოსო სულთანიშვილი#7$ლ, ზურაბ მჭედლიშვილი#7, ავთო კვანტალიანი#3$ლ; 6-8 მამუკა ტყეშელაშვილი$3ლჯ, ზურაბ ზოიძე, ვახო კაპანაძე, ნიკა აბდალაძე, ვიქტორ დიდებულიძე

მწ) რამაზ სანებლიძე, რეზო ჩხეიძე

>>     შევარდენი (1993 ფინალი)

15 გოჩა კვაჭანტირაძე, აღლემაშვილი; 14-11 ირაკლი ჩიტაძე, ჯანელიძე, ძნელაძე$ლჯ, სორდია კაპ, გია შანშიაშვილი; 10 მოდებაძე$2ჯ; 9 უჩა კვარაცხელია#13, დევნოზაშვილი / 1-3 კახა ქურციკიძე, აბაშიძე, გიორგი ახვლედიანი, აბდალაძე, გოგა კერესელიძე; 4-5 ნადირაძე#7, პარწიკანაშვილი; 6-8 ტყეშელაშვილი, მჭედლიშვილი#4, კაპანაძე, ზოიძე

<<    ყოჩები

15 კახა კობახიძე$3გ3ჯ, გიორგი ძაგანელი$2ჯ; 14-11 კახა კაპანაძე$ლ, სანდრო საკანდელიძე$3ლ, გოჩა ბარძიმიშვილი#15$3ლ4გ2ჯ, ჯუმბერ ჯანაშვილი$2ლ, ლაშა გეგენავა, გია ნონიკაშვილი$ლ, მიშა დუღაშვილი, ნუკრი ხვედელიძე$ლ, ზაალ ფარცვანია; 10 მალხაზ ჭეიშვილი#12#9$ლ, მიშა კალანდაძე#12$2გ; 9 ირაკლი გიორხელიძე /

1-3 ბაკურ ფირიაშვილი$2ლ, გიგა გიგაშვილი!ჰ სანდრო ესაკია$ლ, მამუკა გაგნიძე, ამირან თეზელაშვილი$ლ, გიორგი გულუხია$ლ, ირაკლი ჩიქავა!ჰ$ლ; 4-5 ალექსი გუშარაშვილი, გელა გოგეშვილი, ლაშა ჩიქვინიძე, ვიქტორ დიდებულიძე; 6-8 კახა მხეიძე$ლ, ზაზა ლეჟავა, ბესო ტეფნაძე#10$ლ8გ12ჯა, ირაკლი გვენეტაძე, სულხან სულხანიშვილი, სანდრო ჭელიძე$2ლ, გოჩა ექიზაშვილი

მწ) გელა მიქაბერიძე, გეგენავა

>>     შევარდენი

15 არჩილ რეხვიაშვილი, ლადო გვიანიშვილი; 14-11 ზურაბ თაბუაშვილი, დათო ლოლაძე, დათო ბითაძე#10$ლგ5ჯ, ნიკა არაბული, გია შანშიაშვილი; 10 ზაზა ბანძელაძე$ჯ, რამაზ ბერაძე; 9 უჩა კვარაცხელია, მიხეილ ქვირია / 1-8 გოგა კერესელიძე, ვახო ჭიპაშვილი, ვახო მგელაძე, ლევან რობაქიძე, დათო კახეთელიძე$ლ, დათო ცხვედიანი ... ^ მწ) ბერაძე

>>     უნივერსიტეტი

15 ვანო ბახტაძე$ლ; 14-11 გოგა რაზმაძე, დათო მამულაიშვილი$ლ, გიორგი ასათიანი$3ლ, გიორგი ჭუმბურიძე$ლ, თორნიკე კიზირია * ფანჩულიძე$ჯ; 10 თემურ ახობაძე$2ლ9გ11ჯა; 9 არჩილ მაჩაიძე$ლ, გიორგი სურმავა / 1-8 კახა ჯმუხაძე, გოჩა ლაბაძე, თემურ გოქსაძე$2ლ, ვახო კაპანაძე, ლადო ჯღარკავა$2ლ, ზურაბ თურქაძე$ლ ... ^ მწ) სურმავა

>>     რაში

10 მწ) თემურ ცინცაძე$ჯა

>>     ქორები

ნიკო ნატროშვილი$6გა / შალვა ჭიპაშვილი$4ლ ^ მწ) ლევან მგელაძე

>>     აიეტი ქუთაისი

15 ზურაბ შვანგირაძე$8გ8ჯ; 9 რეზო ჩუბინიძე ^ მწ) ბორის ზიბზიბაძე

>>     დელფინები ბათუმი

გოჩა ნიორაძე$გ3ჯ ^ მწ) ამირან შავგულიძე

<<    გუმარი (@ რაგბში დაბრუნდა)

15 ირაკლი ლეჟავა (რსთ; 14-11 ზურაბ ალანია@ ირაკლი დვალი (მრკ, შავლეგ ჯანელიძე (მრკ, ნუკრი ხვედელიძე@ (ყოჩ, მერაბ მარჯანიშვილი (თბლ, ლევან ჩიქვინიძე (რსთ, მერაბ ბესელია@ გიორგი ძაგანელი@ (ყოჩ; 10 კახა მაჩიტიძე (ლიგა^აია; 9 მალხაზ ჭეიშვილი (ყოჩ /

1-3 ირაკლი ჩიქავა (მრკ^ყოჩ, ბაკურ ფირიაშვილი (ყოჩ, ზაზა მოდებაძე!ჰ (რსთ, გიორგი ბერიაშვილი!ჰ (მრკ, ლევან ცაბაძე (რსთ, მამუკა გაგნიძე@ (ყოჩ; 4-5 გია რაფავა (რსთ, ზურაბ მჭედლიშვილი (მრკ, ლაშა ჩიქვინიძე@ (ყოჩ; 6-8 დიმიტრი ობოლაძე (თბლ, დავით სორდია (მრკ, ზურაბ ზოიძე (მრკ, ზაზა ლეჟავა (ყოჩ, ვიქტორ დიდებულიძე (მრკ^ყოჩ, ნუგზარ მგელაძე (მრკ)

მწ) გურამ მოდებაძე; პრეზ) მამუკა მიქაშავიძე; მნჯ) ბიძინა გეგიძე, გურამ გიორგაძე; მაწრთობი შალვა ნადირაძე

<<    მსაჯები

გოჩა აბაშიძე 17 მატჩი; ავთო ღიბრაძე, რამაზ ბერაძე 13; პაატა ნარიმანაშვილი 9; ლევან მგელაძე 7; ვანო ბახტაძე 5; დიმიტრი ფულარია 4; გია კურატიშვილი, არჩილ ჭიპაშვილი 2; ზურაბ რეხვიაშვილი, გიზო ურუშაძე, დავით კილასონია, გელა მიქაბერიძე, ფარსმან გაბაძე, გოგი ჯალაღონია 1

<<< >>>