დაბრუნება ეროვნულზე

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 1995 წელს, რომელშიც თანდათან შეიცვალა კავშირისა და ეროვნული ნაკრების უფროსობა; დაწესდა სინი, გამოიცა წესები, ლიანგმა მსოფლიო თასს ცოცხლად უყურა, კლუბები კი ერთი ხანობა თუმც ვაკიდან გამოაძევეს, ოვალურ ბურთა თამაშმა 27 წლის შემდეგ მაინც შეაღწია უპირველეს ასპარეზზე და ერი გამარჯვებით გაახარა.

მსოფლიო თასი რასიზმ-მოხდილ სამხრეთ აფრიკაში მოეწყო. დაიქუხა ზელანდიელმა ჯეელმა ჯონა ლომუმ, მაგრამ ქიჩ ქრისთის ჭკუითა და მადიბა მანდელას ჯადოთი, თასი მაინც მასპინძელ "ბოკეს" დარჩა. დასკვნით ორ მატჩს ტრიბუნიდან უყურა ხუთმა ქართველმა, კავშირის ახალმა გენ-მდივანმა, გია კუბლაშვილმა კი იმდენიც იხერხა, რომ გია ჯაფარიძის გამოქანდაკებული მორაგბის ფიგურა ბოლო ბანკეტზე "ვებ ელის ტროფის" გვერდით მდგარიყო.

"ევრო სპორტი" რაგბს პრიორიტეტულ სპორტად რომ არ თვლიდა, თბილისი საბურთალოური "VII არხის" (სერგო ესაკია) იმედად იყო. საკაბელო იჭერდა აზიურ "სთარ სპორტს", რომელიც ყველა თამაშს ცოცხლად გადმოცემდა. კავშირი შეუთანხმდა ტოტალიზატორ "კროკოს" (კახა ბობოხიძე) და სასტუმრო "აჭარის" სხვენში მოქმედი რესტორანი "მესეფი" აქცია რაგბის კლუბად, სადაც დღეში 6 ათას რუბლად ყველა თამაშს ხომ ნახავდი და აღარც დენის გამორთვა გაფიქრებდა, რაკი ასაგუგუნებლად მზად იყო "იამაჰას" გენერატორი!

თასიცა და წლის უკლებლივ ყველა, შინაური თუ გარეული, მოვლენა წვრილად, ოქმებითა და ცხრილებით, გაარჩია "სარბიელმა", რომელიც უკვე პირველ კერძო, აეროპორტის გზაზე მდებარე სტამბაში იბეჭდებოდა. გაზეთმა ასახა სამხრეთში ამტყდარი ტელე-ომი, რასაც რაგბის გაპროფესიულება მოყვა; გამოაქვეყნა ჰაკას ტექსტი; ირბ-ის პროპაგანდით მოწამლულმა, აკრიტიკა რაგბი-ლიგა; და ამერის გუნდებს დაუწესა გარდამავალი სინი, რომელიც ჯაფარიძემვე გამოჭედა.

გამოგეწვია, გეძლია

სინის შემოღების იდეა გაჩნდა წლი-ნახევრით ადრე, როცა აზოტმა და შევარდენმა ქულები ტოლად მოაგროვეს, მაგრამ მათ შორის უკეთესი აღარ გარკვეულა. მანამდე გვქონდა მარტო თასები, 1902 წელს დაწესებული, ზელანდიური "რანფერლის ფარის" პრინციპის გადმოღებით კი პრიზები ხომ გამრავალფეროვანდა და მექანიზმიც გაჩნდა, რათა წლის ნებისმიერ დროს გამოვლენილიყო საუკეთესო გუნდი, და პირველობის რიგით მატჩებსაც ეშხი შემატებოდა.

სინი მარტივად თამაშდებოდა: მფლობელი უნდა გამოგეწვია და გეძლია, ჯილდო რომ გადმოეცა. ეს დაშვებული იყო ჩემპიონატის გარეშეც, მაგრამ ჯილდოსთვის ცილობა მეტწილად მაინც კალენდარულ მატჩებში იმართებოდა. გაზეთმა თავად შეარჩია პირველი რკენის მონაწილენი - ჩემპიონი "თბილისი" და "ფრანგთა მჯობნი გუმარი"; 18 აპრილს ისინი რედაქციაში მიიწვია და შეთანხმებაზე ხელიც მოაწერინა, მაგრამ ჩემპიონმა უცებ შეკრებაზე დააპირა წასვლა და ჯილდოს ნათლობა კინაღამ ჩაშალა.

თამაში მაინც დათქმულ დროს მოეწყო და დღე-სასწაულად იქცა - დასრულდა 6-თვიანი ზამთრის ძილი და მოედნის გაყოლებაზე 30 ავტო ჩამწკრივდა. გუნდებს ისე მოხდენილად ეცვათ, დაეჭვდებოდი, მართლა ქართული გუნდები თუ არიან და თან რაგბისაო. თავიდან დაწინაურდა თბილისი. მეორე ტაიმში გუმარმა 10 ნომრად გადაიყვანა ირაკლი ლეჟავა, ხოლო შერკინების ფრთად ნუგზარ მგელაძე. ამისმა გარღვევებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, სინი კი ავტორისგან ჩაიბარა გამარჯვებულთა კაპიტანმა, გიორგი ბერიაშვილმა.

არ წაეკითხათ

ჩემპიონატის პირველი რაუნდი აღდგომის გამო გადაიდო. პირველ ჯგუფში ასპარეზობა რვა გუნდს ერგებოდა, მაგრამ ქორები დაიშალა, ლელო ნებით ჩაქვეითდა, ლიგიდან დაბრუნებული გელათი კი აღარ შეეცილა ნაკრების ბირთვ გუმარს. ესა სტარტზე ერაგბებოდა ყოჩებს, ვისაც სინის დებულება არ წაეკითხა და მფლობელი აღარ გამოეწვია, მაგრამ მეორე ტაიმში ფავორიტის ნახევარ-საათა შტურმს კი გაუძლო.

სიცივეში რომ დაბნელდა, ჯერაც ფრე იყო. ყოჩებმა აბრაგანი აწიეს, მაგრამ ბურთი ლელოში აიღო ბაია იურინმა და რომ ეწეოდნენ, გააგორა; ლევან ჩიქვინიძემ კიდევ მიკრა ოვალს ფეხი, დაახტა და ამოუგდო გიო ბუგიანიშვილს, ვინც დაფინტა. გუმარს სინი შემდეგსავე შეხვედრაზე კინაღამ აართვა თბილისმა, ვინც მთელი მატჩი წინ იყო, მაგრამ ლეჟავამ მეექვსე წამატებულ წუთზე გაუფრევა თამაში და ჯილდო მფლობელს რომ დარჩა, ავტოღა გამოიცვალა, რადგან შესანახად სხვას გაატანეს.

არა-ამერლობის გამო ქუთაისელებს სინი არ ეხებოდათ და თან ორი ჯილდოც - ჩემპიონისა და შვიდკაცისა დაეკარგათ. აიამ სეზონი გახსნა რუსთავში, ვისაც გუმარში წასვლოდა ნაკრების კონტინგენტი - ადგილობრივიცა და მიწვეულიც. ქუთათურებს ბლომად დაებრუნებინათ ვეტერანები, რომელთა ნარაგბალიც ლიხს აქეთ სამი წელი არავის ენახა, და აზოტმა 17-ქულიანი ფორა რომ გაუბათილათ, იმითღა მოიგეს, რომ ემზარ ძაგნიძემ მოკლე კიკოფზე შებოჭა მეტოქე და ჯარიმაც კარში დარტყმის ნაცვლად თავადვე უცებ გაათამაშა.

ხინკლის არქიპელაგი

პირველობა აკრეფილი ტემპით გაგრძელდა მსოფლიო თასის პულური ეტაპის დაწყებამდე, მერე კი ზეპურ სეირს დაწაფებულმა გუნდებმა მოითხოვეს, დავისვენოთო, რადგან 11 დღეში 24 თამაში ჰქონდათ საცქერი და ხშირად ღამის ტეხვაც უწევდათ. პირველი წრის ბოლომდე, როგორც იქნა, ივარგეს ყოჩებმაც - "ჯეელმა, მგლებივით ბიჭებმა, რომლებსაც ბებერი გონი და ძრავი მართავდათ, ეროვნულ პირველობებზე პირველად მოიგეს პრინციპული თამაში: 10 ნომრად გადაყვანილი ბესო ტეფნაძის გოლებით (გ4ჯა) და კახა მხეიძის ჩაჭრით ძლიეს თბილისი.

თასის გახსნას წინ უძღოდა წყვილი შარიანი მატჩი, რომლის მონაწილეებშიც "რეზონსანსის" (გიო ახვლედიანი) წერილთა ციკლის, "ხინკლის არქიპელაგის" ტიპები შეიცნო სარბიელმა: "კიკერები პანტა-პუნტით აცდენდნენ ჯარიმებს; კიდის მსაჯთა კაი-ბიჭობით შეწუხებული რეფები აძევებდნენ თანაშემწეებს; ბურთი ვარდებოდა ჯუნგლების ადგილზე გაჭრილ ქვაბულში, ჯუნგლებადვე რომ ქცეულიყო; ღვაწლმოსილი მსაჯის მაგინებელ ბეკთა მოედნიდან გაყვანას კი 6-წუთა ტაიმ-აუტი და შუამავალთა ჩარევა დაჭირვებოდა"

ამტყდარა ისეთი მუშტი-კრივი, ლელო-ბურთელებსაც რომ შეშურდებოდათ, რაგბის განხრით კი თბილისელმა სანდრო ჩხენკელმა რუსთავთან ლელოსკენ "ლიგური" დაუგორა კახა ალანიას; აიასთან გუმარელმა ჩიქვინიძემ გაჭრა ხაზი, მგელაძემ იფრინა მბოჭავები და შიგნით მოსროლილ ბურთს მიწვდა ირაკლი ჩიქავა; მერე აიამ ნუგზარს ემზარ ძაგნიძე მიუჩინა და პაატა ძოწენიძემ ჩაჭრით გაიტანა გამარჯვების ლელო, ხოლო "ვაკის კერპს", გუმარელ კახა მაჩიტიძეს გარეშე, დამბაჩიანმა ინციდენტმა გაუფანტა ყურადღება.

გაბრიყვებული მარინკინი

ლიგა-დაგემოვნებული მაჩიტიძე ნაკრებს მარტში, ბულგარეთში, "ერთა თასზე" დაუბრუნდა. ჩვენს, ბოგანოთა ჯგუფს მიმოსვლით უნდა ეთამაშა, მაგრამ ფული რომ ყველას უჭირდა და ფირა-საც ჰგონებოდა, საქართველოში ჯერაც გახურებული ომიაო, დაყაბულდა ტურნირს, რომლის მასპინძლობაც გუმარელმა ზაზა ქასაშვილმა აკისრებინა ბულგარელ გიორგი მარინკინს, ვინც ბრეჟნევის ხანაში, ლოკომოტივის ხაზით, ორჯერ ყოფილიყო ჩვენსა და აქაური სითბო ახსოვდა.

"კავშირმა გაითვალისწინა ახალი დროის სოვდაგართა გამოცდილება" და "მერსედესის" ავტობუსით გაგზავნა ნაკრები სოფიას, სადაც მარინკინმა პანსიონატში მოგვაწყო. წყალი მოდიოდა დღე-გამოშვებით და ბიჭებს არც საჭმელი ყოფნიდათ. რომ ვერ ვიშოვეთ შინდის-ფერი კვართი, ჩავიცვით მუქი ლურჯი, შოტლანდიური. მოსათელად ვაპირებდით შვიდკაცაში მონაწილეობას, მაგრამ ტრავმის შიშით ვერ გავრისკეთ, რაგბში კი უშანსოდ ვძლიეთ ორივე მეტოქე.

ფორვარდთა ფაზებს ბეკებით ბურთაობას რომ მოვაყოლებდით, უეცრად მოსულ თოვლშიც 11-ჯერ დავალელოვეთ ბულგარეთი. ქარმა ააშრო მოლდოვასთან მოედანი და დავდეთ შვიდი ლელო. სოფიაშივე ფირა მართავდა სამწურთნელო სემინარს. მასზე იტალიელმა ლორეტო კუკიარელმა შეგვაქო, თანამედროვე რაგბს თამაშობთო; მარინკინი იქეთ მოთქვამდა, ზაზამ გამაბრიყვა და მაზარალაო; გუნდმა კი თურქეთი იოლად იმით გამოვლო, რომ ვერცხლისფერ თასს ანახვებდა პოსტებს და პაროლად "ფუთბოლ, აჩი, შოთა" ეუბნებოდა.

ფაქსი ავუფრიალეთ

თურქეთის ტრანზიტი გამოვიყენეთ "ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზეც", რომელშიც რომ ჩაებნენ უელსი და შოტლანდია, ელიტა 12 გუნდამდე განივრცო, ჩვენ კი, რამდენიმე დასტურის მიუხედავად, მაინც არსად ჩაგვწერა ფირა-მ, რაღაი რუმინელმა ორგანიზატორმა, საქართველოში მარინკინივით ნამყოფმა რადუ დემიანმა დაიჟინა, საწინდრად ათასი დოლარი უნდა გადმომირიცხოთ და ჩემს მიერვე შეკვეთილ ძვირ ოტელშიც იცხოვროთო.

ჩვენი კავშირი ძველ დოსტს ამეებზე რომ არ დაეთანხმა, იმან გვიმუხთლა და პარიზელ შეფებს დაუმალა საქართველოს განაცხადი. მაინც რომ ჩავედით ბუქარესტში, რადუ გაჯიქდა, ჯგუფები უკვე დამტკიცებულიაო, რაზეც ავუფრიალეთ ფაქსი და სასამართლოში ჩივილს დავექადნეთ. მაშინ გამოგვექომაგა ფირა-ს განრიგთა მდგენელი, ესპანელი ბასკი, ხოსე-მარია ეპალსა და ჩაგვრთო ბოლო ჯგუფში, სადაც მასპინძლებს პირველობა მოძმე იუგოსლავიისთვის დაეგეგმათ.

ჩვენი გუნდი ჭეშმარიტი, რვა კლუბის ნაკრები იყო და გაჭირვებულ ქუთაისში არც შხაპი დაკლებოდა და აღარც საჭმელი. პირველ, არა-სატურნირო მატჩში, ბუქარესტთან, არ ვათამაშეთ სამი ლიდერი (ძამიაშვილი გიორგაძე მაგრაქველიძე, იმათ კი ჩხუბი აგვიტეხეს, მაგრამ უკუვაქციეთ; მერე სულ ბოლომდე 14 ქულით ვუგებდით ანდორას, პულთა-შორის ფინალში კი ნულზე რომ მოვასრიალეთ "იუგები, საგაისოდ მეორე ჯგუფში ავედით.

საყვარელი წიგნაკი

მსოფლიო თასმა ჩვენი თემი დილემის წინაშე დააყენა: ამიერიდან როგორ უნდა გვიმსაჯონო, კითხულობდნენ მწურთნელები, წესების მიხედვით თუ ტელევიზორში ნანახითო? ახალი წიგნაკი, "გუმარის" ხარჯით, 750 ცალად გამოცემულიყო აპრილში; დიზაინი უფრო მიმზიდველი ჰქონდა და ენობრივადაც დახვეწილიყო; ყდაზეც ეწერა, ქართველ მორაგბეთა საყვარელი წიგნიაო, მაგრამ ვაი, რომ ცოტა ვისმე თუ წაეკითხა. ჰოდა, მხოლოდ ამათღა უწყოდნენ, რომ მსოფლიოზე მართლაც წიგნის მიხედვით მსაჯობდნენ რეფები!

წესთა გამო კურიოზი შეემთხვა ემზარ ძაგნიძეს, ვაკეში, თბილისთან ფრედ დასრულებულ მატჩში: გადაცილებულზე თავისუფალი გაათამაშა და არეკნი შეაგდო, მაგრამ პაატა ნარიმანაშვილმა გააოცა - არ ჩაუთვალა, რის გამოც ტრიბუნებზე მწარედ იხუმრეს, "აია" იმდენ ხანს იყო მოწყვეტილი დიდ რაგბს, რომ სიახლე გამორჩაო. და მართლაც, ეგ წესი ჩვენთან 1992 წლის სექტემბერში ამოქმედებულიყო!

ივნისში ყოჩებმა სინის გამო აზრი იცვალეს და გუმარს შეეცილნენ, მაგრამ წააგეს. ერთ კვირაში იგივე და იმავე ანგარიშით დაემართა თბილისს, გუმარის გურუ გურამ მოდებაძე კი მსოფლიო თასზე რომ წასულიყო, გუნდს ნუკრი ხვედელიძე და მერაბ მარჯანიშვილი მოძღვრავდნენ. თავად ჯილდო 31-ე წუთზეღა მოიტანა მენეჯერმა ზურაბ ზოიძემ, ანგარიში მოიკითხა და კმაყოფილი დარჩა, მავანთ კი იანგლეს, სინი მარტო ამ სტადიონზე რომ თამაშდება, სადმე ჩამოვკიდოთ და გამარჯვებულს მასთან სურათი გადავუღოთო.

არქიტექტორი თუ ექიმი?

კუბლაშვილმა აფრიკიდან საჩუქრად თითო გადასარევი ბურთი და სადგამი ჩამოუტანა ყოველ კლუბს, მსაჯთა შეფი და ყველაზე დატვირთული რეფი, ნარიმანაშვილი კი მსოფლიო თასის ფორმაში გამოაწყო. თბილისელმა არჩილ ქავთარაშვილმა 23 ქულა (3ლ4გ) გაუტანა ყოჩებს. აიეტის ავტობუსს ზესტაფონთან ავარია შეემთხვა და უკან გაბრუნდა, მანამდე და მერეც კი კლუბს ანგარიში დაუყადაღეს, რის გამოც შეჯიბრს თავი მიანება.

ივლისში აზრი მომწიფდა, იანვარში დაწყებული კადრების ცვლა უნდა გაგრძელდესო. თავად პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ რუხაძემაც, ვინც ბარემ ერთი წელი მარტო შოულობდა ფულს ნაკრებთა უცხოეთში გასაგზავნად, მოითხოვა, ისევ ჩემს კბილა ბებრებს მივხედავო, 19 ივლისს გამართულმა კონფერენციამ კი სულ სამი საათი იმუშავა და 21 ივლისს, 17 საათზე დანიშნა საგანგებო ყრილობა, რომელზეც შეიკრიბა 19 თითო-ხმიანი სუბიექტი.

პრეზიდენტის არჩევნებს სპორტის დეპარტამენტის მეთვალყურე გაუძღვა. მოეწყო ფარული კენჭისყრა. კანდიდატი ორი იყო და ორივე შინაური, ჯეელობიდანვე მორაგბე, არქიტექტორი და ექიმი. თბილისის დირექტორმა მიხეილ რობიტაშვილმა მიიღო რვა ხმა, გუმარის 38 წლის პრეზიდენტმა, აწ უკვე ბიზნესმენმა ბიძინა გეგიძემ კი 11. აგვისტოში მერაბ აბდუშელიშვილი დაინიშნა კავშირის ტექნიკურ დირექტორად, 1 სექტემბერს კი გამოცხადდა, რომ ეროვნულ ნაკრებს გაუძღვებოდა "ძია ბურძგლა" - 48 წლის გურამ მოდებაძე.

აღარ გათამაშებთო

ახლებს დიდი გეგმები დაესახათ, მაგრამ უმალ რაგბის გადასარჩენად მოუხდათ ბრძოლაში ჩაბმა. რკინიგზის ფეხბურთის შეფებმა შეიერთეს ქალაქის მეორე ბოლოს მშვენება, შევარდენი და სექტემბრის დამდეგს კავშირს გამოუცხადეს, ვაკის სტადიონი ჩვენია და ზედ რაგბს აღარ გათამაშებთო! მომრიგებლად ვეღარ ივარგა დეპარტამენტმა. ჰოდა, კავშირმა პირდაპირ შევარდნაძეს მისწერა, გვეშლებიან ჩემპიონატიცა და ნაკრებიც, რომელსაც საერთაშორისო ამბიცია სხვა სპორტებისაზე არაფრით ნაკლები არა აქვსო.

ფეხბურთელთა შემოტევის გამო აღარ გამართულა ტრადიციული შემოდგომის შვიდკაცა. რაგბს ორივე სახელმწიფო ტელე-არხი რომ გამოესარჩლა, რკინიგზა მოლაპარაკებას დაყაბულდა, მაგრამ სამმა პასუხისმგებელმა პირმა ერთურთს დაუწყო რაგბის შევიწროების დაბრალება და ამით დრო გაწელა.

ასე იქცა მუშა სტადიონი და "ქართული რაგბის მექა" ნაკრძალად, გუნდები კი გადასახლების ადგილას, სასოფლოში ისე მიეჩვივნენ დაუხაზავ მოედანზე, აგდებულად და ჩხუბ-ნარევად თამაშს, რომ ორმოცზე შინ, ვაკეში მიბრუნებულებს, დამსწრეთა შეხსენების გარეშე, უცხო კარის ამოღება და საკუთარის დასობაც კი დაეზარათ. არადა, "ამ წმიდათაწმიდა რიტუალს მანამდე ლენინური შაბათობების შესაფერი ენთუზიაზმით ასრულებდნენ!

დიდი შერიგება

ნაკრების უკეთ მოსამზადებლად ჩემპიონატი ჯერ კიდევ ვაკიდან გაძევებამდე, ბათუმის ტურით განახლდა. მორაგბენი ახალ სტადიონზე არ შეუშვეს და არც აჭარლები მიაწყდნენ უცხო ხილს; ოთხი კლუბიდან სამიც შორიდან ჩადიოდა სათამაშოდ. გუმარს დაემატა ნაკრების ყოჩი დიმიტრი ობოლაძე. აიამ მდევარს თამაში ბოლოსღა გაუფრევა გიორგი ჩუბინიძის ჯარიმით და ორ-ქულიანი ფორა შეინარჩუნა, რჩეულებს კი გახურება ოხრად დაურჩათ, რადგან გაცხოველებული პასპორტიზაციის გადამკიდე, დანიაში 24 სექტემბერს დანიშნული მატჩი გადაიდო.

სექტემბრის ბოლოს ნაკრების ამერ-იმერელ კანდიდატებს შორის ურთიერთობა ისე დაძაბულიყო, რომ "დიდი შერიგება" გახდა საჭირო. იგი ქუთათურმა ვეტერანებმა მოაწყვეს ზაზა თხელიძის თავკაცობით, ლიდერთა მორიგი რკენის მსაჯობა კი დიმიტრი ფულარიამ იკისრა. ჩემპიონატის ბოლომდე ხუთი რაუნდი რჩებოდა და აია 6 ქულით უსწრებდა გუმარს, შესვენება ნაადრევად რომ გამოცხადდა და "შავარდნები" სავარჯიშოდ ლიკანში შეგროვდნენ.

ოთხ-წლიანი იზოლაციის შემდეგ, უნდა გვწვეოდა უცხოეთის გუნდი და თანაც სტრატეგიული მოკავშირე, ოღონდაც რაგბულად მესამე ხარისხოვანი გერმანია. დიდი მატჩის საქართველოში გამართვა იმის დასტური იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა. ამას დაემთხვა ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღება, კავშირმა კი დიდებულად გამოიყენა მომენტი - სტადიონის ეროვნულობა ნიშნავს, რომ ყველა სახეობის გამაერთიანებელი ასპარეზიაო, და დიდუბეში 27 წლის შემდეგ ისევ შეაბიჯა.

რჯულზე მოექცნენ

თამაში ტელევიზიით გადაიცა. ნაკრები შავ-თეთრი "პუმით" შეიმოსა. დაიბეჭდა აფიშა და გამოიცა 8-გვერდა, შავ-თეთრივე პროგრამა, რომელშიც მორაგბეთა თიკუნებიც ეწერა. ქვეყნის უპირველესი არენა სარაგბოდ გაეწყო: მოიხსნა ფეხბურთის კარები [რომელზეც ლეგენდად დადიოდა, ჩაბეტონებულიაო] გეოლოგთა თანდასწრებით, ოთხ ადგილას, ერთ მეტრზე ჩაიბურღა მიწა და ჩაისო 8-მეტრა ძელები, მოედნის დამოკლებით კი ლელოები გაზონში ჩაეტია.

თამაშზე ხელისუფალთაგან მობრძანდა ნიკო ლეკიშვილი. შეგროვდა სრულიად რაგბის თემი და უამრავი სხვაც მოექცა ოვალური ბურთის რჯულზე. გრილ ნიავში ბურთაობა ვერ აეწყო. იდგა აკადემიური სიჩუმე! თუ რამეს გავახერხებდით, ხალხი ტაშს მაშინღა უკრავდა, კარს აცდენილ ჯარიმათა შემდეგ კი ყიჟინა კარგა ხანს არ ცხრებოდა, რაღაი განუსწავლელმა პუბლიკამ ჯერ ვერ იცოდა, რომ თუ ბურთი კარში გავა, თანა-მსაჯები ალამს აწევენ.

ჩვენები ღელავდნენ და გერმანიის დარად, უცხო გარემოში რაგბობდნენ, რადგან ეროვნულზე არცკი ევარჯიშათ. მეტოქე მოსალოდნელზე ძლიერად დაგვიდგა დერეფანში, მოლსა და რაქში. შანსი რაცკი მოგვეცა, თითქმის ყველა გამოვიყენეთ. ჩვენმა ბეკებმა მაგრად ბოჭეს სტუმრები. ერთადერთი ლელოც შეცდომიდან გავიდა - ნიკო იურინმა ვიზავს ბურთი აართვა, ფეხით ორჯერ გაიგორა და ხაზს იქეთ დაეწია.

ალყა-დარტყმული ლოჟა

შოუ წაახდინა ზორზოხმა ფრანგმა რეფმა, ვინც ხეირს არ ცნობდა და ისე ბევრს უსტვენდა, რომ შეტევის მეორე ფაზა სულ სამჯერ გავახერხეთ. ვცადეთ ოთხი კიკერი, იმათგან კი კოხერმა სამჯერ ააცილა გადამწყვეტ მომენტებში. გაგვიჭირდა ბოლო მეოთხედის დადგომისას, როცა ბურთი კიდეზე ვერ მოვიგერიეთ, მაგრამ დროზე ჩავაბით ბრძოლაში ქავთარაშვილი და კახა კობახიძე, ვის რეიდსაც გადამწყვეტი ჯარიმა მოყვა.

ბოლოსკენ ატყდა დიდი ჩხუბი. აყალმაყალმა ოთხ წუთს გასტანა. პოლიციას ალყაში რომ მოექცია ძირძველ მორაგბეთა ოჯახებით შევსებული ლოჟა, ფლანგები დაუცველი დარჩენოდა და ბიჭ-ბუჭობა მოედანზე გაექცა. ესენი კრივში ისეთი გულით ჩაებნენ, თითქოს მატჩის მონაწილეთაგან ვისმე ცემის შნო ჰქონოდათ, საზრიანმა ქასაშვილმა კი გამოსავალი აქაც მონახა და კომისარი დააჯერა, გადაცმულმა უშიშროებამ დაიკავა ასპარეზიო.

ვაკიდან ოვალური ბურთის გამძევებლებს მალე საქმე საციხოდ გაუხდათ, შინ ტრიუმფით მიბრუნებულ მორაგბეებს კი ასპარეზი ფეხბურთის ყაიდაზე, ლითონის ბადით შემოღობილი დახვდათ. თბილისს შტატებიდან დაუბრუნდა იმხანად უმეტესი, 11 კეპის პატრონი გია გიუნაშვილი, ვინც ყოჩებს უვარჯიშებელმაც გაუტანა ორი ლელო, აია კი გუმარს გამარჯვების ბადალ ფრეს გამორჩა და ფაქტობრივად რომ დაიბევა პირველობა, "აია ვაშა" დაიძახა.

სტილთა ჯახის შედეგი

ნაკრებში ცხრა გუმარელს და ხუთ ქუთათურს ეთამაშა. მასპინძლებს აემატებინათ იურინი, სტუმრებს კი 10 ნომრად ეყენათ ემზარ ძაგნიძე, ვინც ყველა ქულა შესძინათ. ლიდერთა მორიგი, მესამე ფრე "განსხვავებულ სტილთა ჯახის ლოგიკური შედეგი" იყო. გუმარი ბურთაობდა, აია შანსს ელოდა, ბოლოს კი მაინც მასპინძლებს მოუხდათ მეტოქის დაწევა. აიამ შემდეგსავე რაუნდში შინ ძლია ყოჩები და ჩემპიონი ვადამდე გახდა, გუმარს კი სინი მეოთხე ცდითღა ჩამოართვა თბილისმა.

გუმარი ნელნელა შეიკრიბა, სინიც გვიან მოიტანა და ჩამორჩა. თბილისს წყვილი ლელო და ჯარიმა ქავთარაშვილმა მოუნაგრა. გუმარი მეტოქეს ორამდე წამოეწია, მაგრამ ამან ბოლო ათ წუთში მისსავე ნახევარში დაამწყვდია. რევანში ექვსი დღის თავზე შედგა. მატჩის ოქმი მოთამაშეთა ცოლებმა შეავსეს, თავ-შეხვეულმა მაჩიტიძემ კი სამი გოლი შეაგდო და ბევრის მოტყუებით ი.ლეჟავას გაატანინა ლელო.

ჩემპიონმა აიამ ბოლო, რუსთავის ტურზე ნაკრების ბიჭები დაასვენა. გუმართან 12 ქუთათურიღა რომ მოგროვდა, მეტოქემაც ამდენი კაცი გაუყვანა, სტუმართა დაშავების კვალად კი თავადაც დაიწყო მოთამაშეთა მოკლება. ბოლო ვაკურ საშეჯიბრო მატჩში თავი 15 ნომრებმა, გუჯა იოვაძემ და ალეკო ენუქიძემ ისახელეს. ტეფნაძეს 15 ქულა ჭირდებოდა ძაგნიძის გასასწრებად და 66-ე წუთზე, 48 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მიზანსაც ეწია, წამატებულ დროში კი ქავთარაშვილმა გამოაქცუნა ბესოს აბრაგანი და მოიგო თბილისმა.

ალაგ-ალაგ მოყინულიაო

წლის ბოლო ლაშქრობაში ნაკრები 15 ნოემბერს გაყვა "ეარ ჯორჯიას" ფრანკფურტის რეისს, რათა ავტობუსით ათასი კილომეტრი გაევლო დანიის ოლბორგამდე, იქედან კი 4-ბორბალა სახლითვე მიბრუნებულიყო ჰოლანდიაში! თამაში გველოდა კვირასა და პარასკევს. გუნდი ორივეში მოგებას გეგმავდა, რათა შემდეგ სეზონში პირველ ჯგუფში ასულიყო და უკეთეს მეტოქეებთან ერაგბა.

ტურნე უმაგალითოდ ფათერაკიანი გამოვიდა. ჯერ ქუთაისში, მზადებისას დაწყდა დენი. მერე დანიაში, ჩრდილო განედის 57 გრადუსზე მოთოვა, რის გამოც ხელბურთის დარბაზშიღა ვივარჯიშეთ; სამ ჩვენებურს კედები რომ არ ჰქონდა, გაცივდა და სიცხემ აუწია. თამაშის დღეს კლუბმა დახვეტა ასპარეზი, მაგრამ დანიის უელსელმა მწურთნელმა პიჟონი ბიჭები აიყოლია და კავშირის ჯინაზე, თამაში ჩაშალა, ესაო და მოედანი ალაგ-ალაგ მოყინულიაო.

ამაზე ფრანგმა რეფმა პატაკი დაწერა. ოლბორგელებმა ქვეყნის შემარცხვენელი ნაკრები ბანკეტზე არ დაუშვეს, ჩვენები კი რომ ადღეგრძელეს, პირველ ჯგუფში აღზევებაც მიულოცეს. ეს სიურპრიზი იყო, რაღაი უწესრიგო ფირა-ს შემდეგი სეზონის სტრუქტურა ჯერაც არ დაემტკიცებინა, მაგრამ ჩანდა, რომ დანიამ, ალალი ევროპელობის გამო, ჭორად ჩვენზე მეტი იცოდა.

ზეზეულად ჩამოგვეძინა

ბიჭებმა რა გაიგეს, ასვლა განაღდებული გვაქვსო, თანდათან აიშვეს. აღთქმულ მიწაზე, ჰოლანდიაში, დაგვაბინავეს გემ სასტუმროში და ვითომც უფულობის გამო, თითო დღით მიგვაბარეს ქვეყნის სულ სხვადასხვა ბოლოში მდებარე კლუბებს, რათა ამათ დავეპურებინეთ და ვევარჯიშებინეთ. ამის გადამკიდე გუნდი დღის მეტს წილს ავტობუსში ატარებდა, ამსტერდამში მიბრუნებული კი მოედებოდა ღამის ქალაქს და ნაქეიფარი შინ დილითღა მილასლასდებოდა.

უფროსობამ წესრიგის დამყარება თამაშის დილას სცადა, მაგრამ დააგვიანა. სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკევს მატჩი ჩვენთვის უჩვეულო დროს, საღამოს რვაზე დაიწყო. თავიდან ყოჩაღად ვიყავით და სიცხიანი ნუგზარ ძაგნიძის ჯარიმით კიდეც დავწინაურდით, მაგრამ 25 წუთის შემდეგ წინა დღეთა თავგადასავალმა იჩინა თავი. ჰოდა, ზეზეულად რომ ჩამოგვეძინა, სარეკორდოდ ბევრი, ცხრა ლელო გავუშვით ... ირბ-ში ჩვენი მიმღების, ქის როულენდზის თვალწინ, ვინც საქომაგოდ ჩამოსულიყო.

შინ მობრუნებულმა ნაკრებმა რეაბილიტაცია გაიარა 12-კაცა, 30-წუთა ტაიმებიან, უდერეფნო, 7-მეტრა ოფსაიდიან, ორ-მსაჯიან, იშვიათ-შერკინებიან "სადა რაგბში", რომელიც გაზეთის მიერ მოწყობილი ექსპერიმენტი იყო, რათა გვენახა, თუ როგორი იქნებოდა XXI საუკუნის, რაგბისა და ლიგის შერიგების შემდგომი, ერთიანი თამაში. რაც შეეხება სინს, გუმარმა აღარ მიიღო თბილისის გამოწვევა, ესაო და სეზონი კარგა ხნის წინ დასრულდა და თუ კიდევ გსურდათ თამაში, დანია-ჰოლანდიაში წასვლამდე გეთქვათო.

<<<     1995

>>>     "სარბიელის" სინი

28/04 გუმარი

26:11

თბილისი

3ლ: ბუგიანიშვილი 2, ჩიქვინიძე; გ: მაჩიტიძე; 2ჯ: მაჩიტიძე ი.ლეჟავა; ა: ძაგანელი - ლ: ცქიტიშვილი; 2ჯ: გეგელაშვილი

რეფ ნარიმანაშვილი * ვაკე

0:3(13) 0:6(21) 5:6(26) 8:6(37) /
11:6(42) 14:6(52ა) 19:6(60) 26:6(76) 26:11(79)

>>>     საქართველოს პირველობა

 პირველი ჯგუფი  (^ სინი)

  2/05 თბილისი 41:3 აიეტი
  ყოჩები 12:19 გუმარი
  3/05 რუსთავი 20:27 აია

  9/05

გუმარი ^

17:17

თბილისი

10/05 აიეტი 3:30 რუსთავი
  აია 41:0 ყოჩები

16/05

რუსთავი

3:9

გუმარი

17/05 ყოჩები 22:13 თბილისი
  აია 54:3 აიეტი

23/05

თბილისი

17:10

რუსთავი

  აიეტი 13:33 ყოჩები
24/05 გუმარი 10:13 აია

29/05

აიეტი

15:99

აია

  6/06

ყოჩები

23:9

რუსთავი

  7/06 თბილისი 6:6 აია
  გუმარი X:0 აიეტი

13/06

გუმარი ^

31:13

ყოჩები

14/06 აიეტი 3:42 თბილისი
  აია X:0 რუსთავი

20/06

გუმარი ^

31:13

თბილისი

21/06 ყოჩები 10:28 აია
  რუსთავი X:0 აიეტი

27/06

გუმარი

22:9

რუსთავი

28/06 თბილისი 41:11 ყოჩები

  3/07

ყოჩები

81:3

აიეტი

  რუსთავი 3:28 თბილისი
  4/07 აია 15:15 გუმარი

11/07

აია

22:6

თბილისი

  რუსთავი 14:20 ყოჩები
12/07 აიეტი 10:22 გუმარი

I ჯგ * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

აია ჰეი (ქუთ) 18 8-0*2 305:88
გუმარი 16 7-1*2 176:105
თბილისი 12 5-3*2 224:128
ყოჩები 10 5-5 225:212

აზოტი (რსთ)

3

2-8$1

98:149

აიეტი ქსუ (ქ) -2 0-10$2 53:402

 მეორე ჯგუფი

25/04 - 9/08 (მასპინძლის მიხედვით)

რაში - ლელ 20:8, დინ 0:0, გლთ 15:8, თსუ 11:10, ყოჩ 15:8, აკდ 14:10, ბათ X:0

ლელო - რაშ 18:13, დინ 24:10, გლთ 6:13, თსუ 9:13, ყოჩ 43:23, აკდ 12:11, ბათ 16:15

დინამო - რაშ 3:10, ლელ 10:17, გლთ 15:9, თსუ 31:7, ყოჩ 20:16, აკდ 10:11, ბათ 10:12

გელათი ქუთაისი - რაშ X:0 (10:21, ლელ X:0, დინ 3:7, თსუ 16:0, ყოჩ 19:5, აკდ X:0, ბათ 21:5

უნივერსიტეტი - რაშ 8:6, ლელ 3:3, დინ 3:12, გლთ X:0, ყოჩ 12:12, აკდ 8:7, ბათ X:0

ყოჩები$2 - რაშ 3:8, ლელ 10:23, დინ 0:13, გლთ 20:9, თსუ 22:22, აკდ 6:10, ბათ X:0

აკადემია - რაშ 0:15, ლელ 0:X, დინ 7:13, გლთ 7:26, თსუ 0:X, ყოჩ 25:19, ბათ 16:13

დელფინები ბათუმი - რაშ 6:13, ლელ 15:17, დინ 6:21, გლთ 12:20, თსუ 24:8, ყოჩ 15:3, აკდ 15:14

II ჯგ * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

რაში 20 10-3*1 $1 140:82
ლელო 18   9-4*1 $1 192:156
დინამო 17   8-5*1 175:125
გელათი(ქუთ) 17   9-5    $1 144:92

უნივერსიტეტი

15

  6-5*3

94:153

ყოჩები$2 6   2-10*2 147:234
აკადემია 5   4-10  $3 118:151
დელფინები(ბათ) 5   4-10  $3 138:159

 დიდი ოთხეული

<<    ანგისას (ბათუმი) ტური

28/08 გუმარი 39:14 ყოჩები
  აია 22:17 თბილისი
31/08 აია 6:3 ყოჩები
  გუმარი 10:6 თბილისი
  3/09 თბილისი 40:24 ყოჩები
  აია 6:6 გუმარი

15/09

გუმარი

12:15

ყოჩები

  აია 16:3 თბილისი
20/09 თბილისი 13:20 გუმარი
  ყოჩები 10:12 აია
25/09 თბილისი 15:24 ყოჩები
26/09 აია 23:8 გუმარი
  1/10 ყოჩები 20:37 გუმარი

 

თბილისი

8:13

აია

31 აია, 25 გუმ; 14 თბლ ყოჩ

20/10

ყოჩები

15:24

თბილისი

  გუმარი 16:16 აია
24/10 აია 18:8 ყოჩები

25/10

გუმარი

14:16

თბილისი ^

34 აია (ჩემპ! 15-0*4, 26 გუმ, 18 თბლ, 14 ყოჩ

<<    რუსთავი (%) - ვაკის ტური

28/10 გუმარი % 13:0 ყოჩები
  თბილისი % 25:10 აია
31/10 ყოჩები % 49:5 აია
  გუმარი ^ 14:6 თბილისი
  1/11 გუმარი 65:20 აია
  3/11 ყოჩები 24:25 თბილისი

ელიტა * 4 წრე

 მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

აია ჰეი (ქუთ) 34 15-3*4 472:306
გუმარი 32 14-4*4 440:260
თბილისი 22 10-10*2 422:334

ყოჩები

16

  8-14

431:458

ქულა: 176 ტეფნაძე (ყოჩ; 171 ნ.ძაგნიძე (აია; 117 ქავთარაშვილი (თბლ; 76 მოდებაძე (გუმ; 75 მაჩიტიძე (გუმ; 69 ი.ლეჟავა (გუმ; 54 ჩუბინიძე (აია, ე.ძაგნიძე (აია; 51 წეველიძე (თბლ)

ლელო: 13 ქავთარაშვილი; 10 ბარძიმიშვილი (ყოჩ; 9 ჩუბინიძე ნ.ძაგნიძე; 8 ტეფნაძე, ალანია (თბლ, იოვაძე (თბლ; 7 ძოწენიძე (აია, ბუგიანიშვილი (გუმ; 6 ურუშაძე (ყოჩ, საკანდელიძე (ყოჩ)

 შუა ექვსეული

13/09-29/11 (მასპინძლის მიხედვით)

აზოტი რუსთავი - გლთ 8:0, დინ 43:7, ლელ 61:7, რაშ 53:0

გელათი ქუთაისი - რსთ 9:15, დინ 50:0, ლელ 24:0, რაშ 39:0, აიე 30:5

დინამო - რსთ 16:40, გლთ 15:11, ლელ 24:32, რაშ 6:3

ლელო - რსთ 7:31, გლთ 12:22, დინ 11:12, რაშ 17:17

რაში - რსთ 3:57, გლთ 12:22, დინ 0:X, ლელ 3:9

აიეტი ქუთაისი (შეეშვა) - დინ 13:15, რაში 0:X (6:5)

ასვლა * 2 წრე

 მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

აზოტი (რსთ) 16 8-0 308:49
გელათი (ქუთ) 10 5-3 197:62
დინამო 8 4-4 80:170

ლელო

5

2-5*1

95:194

რაში 0 0-7*1$1 38:203

 ბოლო ოთხეული

უნივერსიტეტი ყოჩები$2 აკადემია დელფინები

12/09-21/10    დამატებითი ორი წრე აღარ გამართულა!

<<    გაისად

I ჯგუფი (16/04: აია გუმარი თბილისი ყოჩები რუსთავი გელათი დინამო ლელო/?ჯარი(სკა)

>>>     ზაფხულის შვიდკაცა

19/07    ვაკე    მსაჯი ნარიმანაშვილი

1#თბილისი 2-0*1 (43:24) - რსთ 10:5, გუმ 14:0, ყოჩ 19:19

2#რუსთავი 2-1 (43:34) - გუმ 19:12, ყოჩ 19:12

3#გუმარი 1-2 (40:54) - 4#ყოჩები 0-2*1 (52:66) 28:21

თბლ: დგებუაძე ჯოხია კაცაძე იოვაძე ჩხენკელი ალანია ქავთარაშვილი

>>>     კავშირის საგანგებო ყრილობა

21/07    დეპარტამენტის დარბაზი

აზოტი რუსთავი   დავით კაკაბაძე
აია ქუთაისი   =
აიეტი ქუთაისი   ბორის ზიბზიბაძე
აკადემია   გია ღლონტი
ბებერი ხარები   თენგიზ რუხაძე
გელათი ქუთაისი   ავთო იობიძე
გუმარი   გურამ მოდებაძე
დელფინები ბათუმი ამირან შავგულიძე
დინამო   გოგი გუდაძე
თბილისი   თემურ ბენდიაშვილი
ლელო   თამაზ მგელაძე
ონი   ვაჟა რაზმაძე
რაგბის სკოლა   ბათუ კევლიშვილი
რაში   ირაკლი კეკელიძე
უნივერსიტეტი   გიორგი სურმავა
ქორები   ლევან მგელაძე
ქუთაისის სკოლა   დიმიტრი ფულარია
ყოჩები   ლაშა გეგენავა
შევარდენის სკოლა   ავთო ღიბრაძე
ჯიხა სენაკი   დავით კილასონია

>>>     შემოდგომის VIII შვიდკაცა

9/09    ვაკე. 6 გუნდი    აღარ გამართულა!

>>>     თემურ სანიკიძის ხსოვნისა

9-10/09    ნოქალაქევი (სენაკი) 1983-84 დაბ

1#აია, 2#ნოქალაქევი, 3#ლელო, 4#ლეძაძამე ...
შევარდენი აკადემია ორბელი ყოჩები

საუკეთესო ბაჩანა კოკაია (ნოქალ; ბომბარდირი გვანცელაძე (აია; გაწაფული ოთარ ბარკალაია (ლელო; მბოჭავი ზარქუა (ლეძაძ)

>>>     ბებერი ხარების "ხსოვნის თასი"

27/10    ლოკომოტივი   5:0   დინამო

ლ: ჯალაღონია
რეფ პაატა ნარიმანაშვილი * ვაკე

ლევან მგელაძესთან წარდგენილი სიები

ლოკ: 15 ვალტერ კაპანაძე; 14-11 საშა ლობჟანიძე, თამაზ სალთხუციშვილი, მერაბ ჟღენტი, გელა მიქაბერიძე; 10 ვანო ფურცელაძე, 9 გოგი ჯალაღონია / 1-3 გოგი სუთიაშვილი, ირაკლი ნაცვლიშვილი, ვახო ფეტვიაშვილი კაპ; 4-5 რამაზ სანებლიძე, ავთო ღიბრაძე; 6-8 თენგიზ რუხაძე, თემურ რუხაძე, თემურ ბენდიაშვილი - მრქ) ზურაბ ბოგველიშვილი, მერაბ აბდუშელიშვილი / დემურ ცხვედიანი, თამაზ გოგორიშვილი, თემურ ჯორჯაძე ^ მწ) ნოდარ ყიფიანი

დინ: 15 სერგო კეშელავა; 14-11 მერაბ გოგიჩაიშვილი, რომეო ღვინიაშვილი, თამაზ ლომიძე, შევაზ კოდუა; 10 ირაკლი კიზირია, 9 გოჩა აბაშიძე / 1-3 ბიძინა პეტრიაშვილი, გოგი ჭიჭინაძე, არჩილ ხერხეულიძე; 4-5 კაკო ჭანკოტაძე, რეზო კეთილაძე; 6-8 გიზო ურუშაძე, ალე მამულაშვილი, სერგო რამიშვილი - მრქ) მერაბ ნიჟარაძე, თამაზ მგელაძე, რაჟდენ ენუქიძე, იუზა ნაცვლიშვილი, ბეგი გვალია, გურამ კუციავა ^ მწ) გივი მრელაშვილი

>>>     სადა რაგბი

1/12    ვარსკვლავები   55:26   ყოჩები

^ ლელო 5 ქულა, ჯარიმა 2, არეკნი (გარდასახვა) 1

ვრს (10ლ5ა: ბეკ) იოვაძე$ლა ბუგიანიშვილი$2ლ ბ.იურინი$2ლ ჯანელიძე კაპ! ჯიმშელაძე$2ა ხუციშვილი / ფორ) ჯაფარაშვილი ფარცვანია პარწიკანაშვილი$ლ; მაგრაქველიძე$ლ სორდია$ლ კ.კობახიძე$ლ * მრქ) კიზირია ჩიქვინიძე$ლ2ა

ყოჩ (5ლა: ბეკ) დუგლაძე ლაზაშვილი საკანდელიძე$3ლ ბარძიმიშვილი ენუქიძე ჯანაშვილი / ფორ) ჭავჭავაძე კიკუაშვილი ხურცილავა; გუშარაშვილი ზ.ლეჟავა$2ლა კაპ! ურუშაძე * მრქ) გულუხია კაპანაძე სულთანიშვილი წიკლაური

რეფ: ნარიმანაშვილი / ბერაძე * ვაკე

5:0(5) 5:5(8) 10:5(15) 16:5(26) 16:10(27) /
22:10(32) 22:15(34) 28:15(38) 34:15(46) 39:15(50) 39:21(51) 44:21(57) 50:21(59) 50:26(60) 55:26(60+2)

>>>     ფირა-ს XXVII ჭაბუკთა (1976-77 დაბ) პირველობა

10-16/04    ბუქარესტი (რუმინეთი)

გ (მესამე) ჯგუფი

საქართველო -

11/04    ბუქარესტი 8:16 * ლ: ხონელიძე; ჯ: ხამაშურიძე * Iტ 5:5

13/04    ანდორა 17:10 * 3ლ: მაგრაქველიძე ბალახაშვილი ხამაშურიძე; გ: ძამიაშვილი * Iტ 5:0

15/04    იუგოსლავია 38:0 * 6ლ: ძამიაშვილი ზედგინიძე ბალახაშვილი სავანაძე რამიშვილი ხონელიძე; 4გ: ხამაშურიძე

საქ: 15 ბესიკ ხამაშურიძე (აიე; 14-11 დათო რამიშვილი (ლელ კაპ! ლევან სავანაძე (ყოჩ, დათო აბრამიშვილი (ქორ, გოჩა ხონელიძე (აიე, ვიქტორ ფალავანდიშვილი (რაშ, გიორგი აბუსერიძე (ქორ; 10 გელა ძამიაშვილი (ყოჩ; 9 ირაკლი აბუსერიძე (ქორ, ჯუმბერ ტყაბლაძე (აიე /

1-3 აქვსენტ გიორგაძე (აია, დათო ბალახაშვილი!ჰ (რსთ, ლევან ჯაველიძე (რაშ, ირაკლი მენაბდე (ქორ; 4-5 გიორგი მესხი (თბლ, ვასილ კაცაძე (თბლ, კახა უჩავა (რსთ; 6-8 დათო ცხვედიანი (ყოჩ, ილია ზედგინიძე (რაშ, მამუკა მაგრაქველიძე (ქორ, ილია მაისურაძე (რაშ, ირაკლი გორგიძე (აიე)

მწ) ლევან მგელაძე, დიმიტრი ფულარია; მნჯ) გოჩა აბაშიძე; ექმ) ავთო ღიბრაძე; მხლ) დათო კაკაბაძე, მიშა რობიტაშვილი

1#საფრანგეთი 27:12 2#არგენტინა, 3#სამხრეთი აფრიკა ... 10#რუსეთი, 11#პორტუგალია ... 16#ჩეხეთი ... 18#უკრაინა ... 21#საქართველო, 22#იუგოსლავია, 23#ბულგარეთი, 24#ბრაზილია, 25#ანდორა

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1994/95

<<      ბ2 ჯგუფი

  1/10 უნგრეთი 12:10 ბულგარეთი

გაუქმდა ბულგარეთის პროტესტის გამო

<<      სოფია (ბულგარეთი)
ოლიმპიური სისტემით

23/03

მოლდოვა

17:14

უნგრეთი

  ბულგარეთი 8:70 საქართველო

საქ (11ლ6გჯ: ე.ძაგნიძე$ლ (ი.ლეჟავა) ქავთარაშვილი$3ლ ჩიქვინიძე (ტყაბლაძე) ნ.მგელაძე ჯიმშელაძე$3ლ <10-9> მაჩიტიძე$6გჯ იოვაძე$ლ / ჩიქავა (მაჭუტაძე) ცაბაძე (ხუციშვილი) ცქიტიშვილი; კახიანი ღიბრაძე; ობოლაძე კაპ! ზ.ლიპარტელიანი$2ლ დიდებულიძე$ლ

ბულ (ლჯ

რეფ მიშო (სფრ) თოვლი * Iტ 34:3

25/03

ბულგარეთი

5:21

უნგრეთი

  საქართველო 47:5 მოლდოვა

საქ (7ლ3გჯა: ე.ძაგნიძე ქავთარაშვილი$ლ ჩიქვინიძე$გ ნ.მგელაძე ჯიმშელაძე$ლ <10-9> მაჩიტიძე$ლ2გჯა იოვაძე$2ლ (შ.მოდებაძე) / მაჭუტაძე$ლ ჩიქავა ცქიტიშვილი; კახიანი ღიბრაძე; ობოლაძე კაპ! ზ.ლიპარტელიანი (მჭედლიშვილი) დიდებულიძე$ლ

მოლ (ლ

რეფ ფაჩოლი (იტა) ქარი * Iტ 23:0

მწ) დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი; მნჯ) გია კუბლაშვილი; მსჯ) პაატა ნარიმანაშვილი; ექმ) ბესო აბრამიშვილი

ა1 (1)    რუსეთი 4-0, პოლონეთი 2-2, ტუნისი 2-2, ბელგია 1-3 / ჰოლანდია 1-3
ა2 (1)    ესპანეთი 4-0, პორტუგალია 3-1, მაროკო 2-2 / ჩეხეთი 1-3, გერმანია 0-4

ბ1 (2)    დანია ლატვია უკრაინა ლიტვა
ბ2 (2)    1#საქართველო, 2#მოლდოვა, 3#უნგრეთი, 4#ბულგარეთი
ბ3 (2)    ლუქსემბურგი ანდორა სლოვენია ხორვატია

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1995/96

ა1 (1)    საფრანგეთი ესპანეთი რუსეთი მაროკო ტუნისი
ა2 (1)    იტალია რუმინეთი პორტუგალია პოლონეთი ბელგია

ბ1 (2)    ჩეხეთი ჰოლანდია გერმანია დანია საქართველო

ბ2 (3)    ანდორა ბულგარეთი იუგოსლავია
ბ3 (3)    ლატვია უკრაინა მოლდოვა ლიტვა
ბ4 (3)    უნგრეთი სლოვენია ავსტრია
ბ5 (3)    ლუქსემბურგი ხორვატია მონაკო ისრაელი

<<      ბ1 ჯგუფი

23/09 გერმანია 28:17 ჩეხეთი

 

15/10 საქართველო 14:3 გერმანია

ლ: ნ.იურინი; 3ჯ: ნ.ძაგნიძე 2, ე.ძაგნიძე წბ ზ.ლეჟავა - ჯ: კოხერი წბ ლეხტი

რეფ კაზმიერჩაკი (სფრ)    თბილისი, ეროვნული

 3:0(15) 3:3(23) 8:3(25) / 11:3(48) 14:3(74) წბ^წბ(80+1)

საქ: ე.ძაგნიძე მაჩიტიძე ჩიქვინიძე ძოწენიძე იურინი <10-9> ნ.ძაგნიძე (ქავთარაშვილი 69) ჯანელიძე (იოვაძე 41) / ფირცხალავა (ბერიაშვილი 75) ტურძელაძე ცაბაძე; ხუადე ღიბრაძე (კ.კობახიძე 62); ობოლაძე კაპ! ზ.ლეჟავა ზ.ლიპარტელიანი - მრქ) ალანია / მთიულიშვილი მჭედლიშვილი ^ მწ) გურამ მოდებაძე, დავით კილასონია, ხუადე

29/10

დანია

20:20

ჰოლანდია

19/11 დანია 0:X საქართველო

რეფ ზბორალსკი (სფრ)   ოლბორგი

24/11 ჰოლანდია 55:3 საქართველო

საქ: ე.ძაგნიძე მაჩიტიძე (ჯიმშელაძე) ჩიქვინიძე ძოწენიძე იურინი <10-9> ნ.ძაგნიძე (ტეფნაძე) ჭეიშვილი (იოვაძე) / ჩიქავა ტურძელაძე ცაბაძე; ნადირაძე ნ.მგელაძე; ობოლაძე კაპ! ზ.ლიპარტელიანი (რეხვიაშვილი) კ.კობახიძე - ჯ: ნ.ძაგნიძე

ჰოლ (9ლ5გ    რეფ ?

კასტრიკუმი * 3:0(20) 3:5(30) 3:12(35) / ...

არდადეგებზე: საქ 2-1, ჰოლ 1-0*1, გერ 1-1, ჩეხ 0-1, დან 0-1*1$1


 კლუბები


$ მონაგარი (შინაურ ასპარეზზე)  # შეთავსებით

<<    აია ჰეი ქუთაისი
(ჰუმანიტარულ ეკონომიკური ინსტიტუტი)

15 ემზარ ძაგნიძე#10#12$ლ5გ11ჯ2ა, გიორგი ჩუბინიძე#11#10$9ლ3ჯ; 14-11 პაატა ძოწენიძე$7ლ, პაატა ტყაბლაძე$4ლჯ, ემზარ გეგუჩაძე, დიმიტრი თედოშვილი#15$2ლგჯ, თემურ ბარდაველიძე, მირზა სოფრომაძე#7, შოთა ბზიკაძე, ემზარ შანიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე$9ლ15გ23ჯ9ა; 9 დავით იობიძე$ლ /

1-3 ავთო გიორგაძე$2ლ, თენგიზ ტურძელაძე!ჰ$3ლ, დათო აშვეთია#7$ლ, აქვსენტ გიორგაძე#9$ლ, ალექსანდრე ისაკაძე$ლ, გელა ფირცხალავა!ჰ$ლ, გუგა ბაბუნაშვილი; 4-5 ბათლომე ხამაშურიძე$ლ, საშა ნაჭყებია, თამაზ ოდიშარია, ბადრი შვანგირაძე, დათო ლევიძე$ლ, ზურაბ აფრიდონიძე#14$ლ; 6-8 თამაზ ფხაკაძე$ლ, ზურაბ რეხვიაშვილი#3$2ლ, ზვიად ლიპარტელიანი$6ლ, ზვიად გოგისვანიძე$ლ, ნიკა აბდალაძე#4#1#15$ლ / გიორგი დვალიშვილი

მწ) დუგლას კავთელაშვილი, რამაზ სვანიძე, სოსო დიაკონიძე; პრეზ) თემურ ჩეჩელაშვილი; მნჯ) გიზო ცქიტიშვილი; ექმ) თემურ მინდიაშვილი

<<    აიეტი ქსუ ქუთაისი

15 ზურაბ შვანგირაძე$გ6ჯ; 14-11 ბესიკ ხამაშურიძე$ლგ2ჯ, ლევან შერვაშიძე$ლ, გოჩა ლილუაშვილი$ლ; 9 ირაკლი ორმოცაძე$ლ / 4 დათო აბაშიძე$ლ ^ მწ) რამაზ ქობულაძე, ბორის ზიბზიბაძე

<<    აზოტი რუსთავი

15 პალიკო ჯიმშელაძე$7გ12ჯ, მამუკა მინდორაშვილი; 14-11 ლევან ბერიშვილი$2ლ, ზურაბ ბერიშვილი, ბესო აფციაური$2ლ, შალვა ბაციაშვილი, ლევან კბილცეცხლაშვილი; 10 შალვა გოგიშვილი$გ2ჯ; 9 ზაზა ხუციშვილი კაპ$2ლ /

1-3 დათო მღებრიშვილი, დათო კაკაბაძე!ჰ#7, ზაზა ყანჩაველი, დათო ბალახაშვილი!ჰ დათო ჩივაძე; 4-5 სულხან სულხანიშვილი, ზაზა ნავროზაშვილი, კახა უჩავა; 6-8 ზურაბ მაჩიტიძე, მევლუდ ბებიაშვილი#13, თემურ ქერდიყაშვილი ^ მწ) კაკაბაძე, ბებიაშვილი

<<    გუმარი

15 კახა მაჩიტიძე#10#14$ლ6გ20ჯა, ალეკო ხვედელიძე, ნიკო იურინი; 14-11 ირაკლი ლეჟავა#10#15#9$4ლ8გ12ჯ, ლევან ჩიქვინიძე$6ლგ, ნუგზარ მგელაძე#4#6, გიორგი ბუგიანიშვილი$9ლ, გიორგი ძაგანელი#10#9$გ2ჯა, მერაბ მარჯანიშვილი#15$ლ, ბაია იურინი#9#15$3ლ, ნუკრი ხვედელიძე#5, ზურაბ ალანია, მერაბ ბესელია; 10 შოთა მოდებაძე#9$ლ10გ15ჯ2ა; 9 შავლეგ ჯანელიძე#12$ლ /

1-3 ირაკლი ჩიქავა#7$2ლ, გიორგი ბერიაშვილი!ჰ კაპ$2ლ, ლევან ცაბაძე$ლ, მევლუდ მთიულიშვილი$ლ!ჰ; 4-5 მამუკა გაგნიძე#1, ზურაბ მჭედლიშვილი$ლ, თამაზ ხუადე, სოსო პარწიკანაშვილი, ვანო ნადირაძე; 6-8 მამუკა მაგრაქველიძე#4, დათო სორდია#11$4ლ, ვიქტორ დიდებულიძე#4$3ლ, ზაზა მოდებაძე#1$ლ, კახა კობახიძე#12#14$4ლგჯ, ზაზა ლეჟავა#12$3ლ, გოჩა ექიზაშვილი#11, დიმიტრი ობოლაძე#12

მწ) გურამ მოდებაძე, ნ.ხვედელიძე; პრეზ) ბიძინა გეგიძე; მნჯ) გურამ გიორგაძე, ზოიძე; წრთ) შალვა ნადირაძე

<<    თბილისი

15 მიხეილ წეველიძე#14#10$ლ5გ9ჯ3ა; 14-11 არჩილ ქავთარაშვილი#15$13ლ5გ14ჯ, სპირიდონ ლიპარტელიანი#15$3ლგ, კახა ალანია$8ლ, ირაკლი სიხარულიძე, დემირ ძნელაძე#10#15$3ლ4გ5ჯა, სანდრო ჩხენკელი$2ლ, ლაშა ვაშაძე$2ლ, მიხეილ ჩაჩუა#9$3ლ, შალვა ჭიპაშვილი; 10 დავით გეგელაშვილი#15$ლგ6ჯ; 9 გუჯა იოვაძე#15$8ლ2გა; შოთა ქავთარაძე#15$ლ /

1-3 ვახო ცქიტიშვილი!ჰ#4$3ლ, ნოდარ რობიტაშვილი!ჰ კაკო მაჭუტაძე, ბუბა დოლიძე!ჰ კობა ირემაძე!ჰ ზურაბ თურქაძე!ჰ#11; 4-5 გიორგი მესხი#7, ალეკო ღიბრაძე#7, ირაკლი პატარაია#1$ლ, ვასილ კაცაძე#7, დათო შუბითიძე, ვანო გულუაშვილი; 6-8 დათო დგებუაძე, ალეკო ბრაგვაძე$ლ, გიორგი კახიანი#4, ავთო კვანტალიანი#1, არჩილ კობახიძე, დათო ღუდუშაური, გიორგი ჯოხია$2ლ, რეზო ჯაფარაშვილი#1$ლ, გია გიუნაშვილი$2ლ, იაგო გომიაშვილი

მწ) თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ბურძგლა; მნჯ) მიხეილ რობიტაშვილი

<<    ყოჩები

15 გელა ძამიაშვილი$11გ6ჯ, გოჩა კვაჭანტირაძე; 14-11 კახა მხეიძე$5ლ, გოჩა ბარძიმიშვილი$10ლ, ალეკო ენუქიძე#15$ლ, ზურაბ დუგლაძე#15, გეგი წიკლაური$ლ, სანდრო საკანდელიძე$6ლ, ლაშა გეგენავა, დათო გელიტაშვილი, ლევან სავანაძე; 10 ბესო ტეფნაძე$8ლ17გ31ჯ3ა; 9 მალხაზ ჭეიშვილი კაპ$ლ, დათო დევნოზაშვილი, ირაკლი აბუსერიძე /

1-3 მალხაზ მაცაბერიძე, ნიკო ჭავჭავაძე!ჰ ალექსი ჩიქოვანი!ჰ$2ლ, სანდრო ესაკია, ზვიად კიკუაშვილი!ჰ$2ლ, ბაკურ ფირიაშვილი, ამირან თეზელაშვილი, გიგა გიგაშვილი, გიორგი გულუხია, გიორგი ახვლედიანი; 4-5 გელა ხურცილავა, სოსო სულთანიშვილი#7$4ლ, გელა გოგეშვილი#7, ალექსი გუშარაშვილი#7; 6-8 დათო ცხვედიანი$2ლ, რატი ურუშაძე#5$6ლგჯ, მამუკა ტყეშელაშვილი, შოთა ლაზაშვილი$ლ, სანდრო ჭელიძე$ლ, სანდრო ჟღენტი

მწ) გელა მიქაბერიძე, გეგენავა; წრთ) ლექსო ბურნაძე

<<    აკადემია

10 ზაალ ფარცვანია$ჯ / გელა კეიდია

<<    გელათი ქუთაისი

15 გია უგულავა$4ლ2გ10ჯა / 4 დავით გიორგობიანი ^ მწ) შალვა ქურციკიძე

<<    დელფინები ბათუმი

მწ) ამირან შავგულიძე

<<    დინამო

15 სამხარაძე$5ჯ, ლოლაძე$გ4ჯ ^ მწ) სერგო რამიშვილი; მნჯ) გოგი გუდაძე

<<    ლელო

ზეზვა ქავთარაძე$4ჯ

<<    რაში

ალეკო აბდუშელიშვილი$5ჯ / ლევან ჯაველიძე, ილია ზედგინიძე

<<    უნივერსიტეტი

15 ლადო გვიანიშვილი, ვანო ბახტაძე$ჯ; 10 თორნიკე კიზირია

<<    ყოჩები$2

ლევან პეტრიაშვილი$ლ, ჯუმბერ ჯანაშვილი$4ჯა, კახა კაპანაძე

<<    მსაჯები

პაატა ნარიმანაშვილი 30 მატჩი; ლევან მგელაძე 23, გოჩა აბაშიძე 20, დიმიტრი ფულარია 14, რამაზ ბერაძე 12, ავთო ღიბრაძე 8, გია ჯავახიშვილი 5, ნოდარ რობიტაშვილი 3; ამირან შავგულიძე, მიშა ხარშილაძე 2; ლაშა გეგენავა, ირაკლი კეკელიძე 1

<<< >>>