გაბითურებული ძერჟავა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 1996 წელს, რომელშიც ბორჯღალოსნებმა საარაკოდ ძლიეს ციმბირელი დევები და ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი; ხელი მოეცარათ ჭაბუკთა, შვიდკაცა და სტუდენტურ ნაკრებებს; ვაკიდან კვლავ ამაოდ სცადეს ოვალური ბურთის მიმდევართა გაძევება, მარათონული, ინტრიგით სავსე საშინაო სეზონი კი გახშირებული შატალოებით დასრულდა.

საახალწლოდ კავშირი სპორტის დეპარტამენტის მარცხენა ფრთაში მოწყობილ ვრცელ, ნათელსა და გაკრიალებულ ოფისში გადავიდა. ქართული რაგბის ლოგოდ იქცა ბორჯღალი, რომელიც პასპორტს, ფულსა და წინა წელსვე, გერმანიასთან თამაშში ეხატა ნაკრების კვართს. დადგინდა ეროვნული გუნდის წევრთა ტესტირებაც, რათა ბიჭები დღენიადაგ ფორმაში ყოფილიყვნენ, ჰოლანდიური კრახის გამო კი ითქვა, ტრაგედიაა არა ანგარიში, არამედ მავანთა მიერ იმის შეუგნებლობა, რომ მსოფლიო არენაზე სამშობლოს წარმოადგენენო.

ჩეხეთის მიღება ქუთაისში გადაწყდა. ირბ ბრისთოლიდან დუბლინში გადავიდა, პროფესიული ხანის პირველ თავკაცად კი აირჩია უელსელი ვექილი ვერნონ პიუ. ახალ წესთა თანახმად, რომელიც ჩვენთან პირველი წრის შემდეგ, 21 მაისს შემოვიდა, შერკინებაში თავიდან ბოლომდე ზუსტად რვა კაცი უნდა მდგარიყო; დერეფანში დაუშვეს ამხტარისთვის ხელის შეშველება, რეალურად კი აწევა; ბურთის ალალად დაჭერა შესაძლებელი გახდა ნახტომშიც, ხოლო კლუბს კონტრაქტში ნაკრებში გაშვების პირობათა ხსენებაც კი აეკრძალა.

საქართველოში, ზემელზე, გაიხსნა პირველი ინტერნეთ კანტორა "სანეთი", რითაც სპორტული პრესა თვისობრივად ახალ დონეზე ავიდა. ვეტერანებმა დაიწყეს ოთხ-გვერდა, მოისტორიულო გაზეთის გამოცემა; "რეზონანსში" წერას შეუდგა გოჩა ბაიაშვილი; "სარბიელში" კი, შინაური რაგბის გარდა, დეტალურად გაირჩა პირველი ზე 12 და "სამი ერი", ზელანდიის უკანასკნელი აფრიკული ტურნე, "ხუთი ერის" დაშლა და აღდგენა, საერთაშორისო რაგბის მეორე დონე და უცხო ხილებად, 13-კაცა რაგბი-ლიგა და 18-კაცა ავსტრალიური ბურთაობაც.

საბჭოური გაიხსენეს

შინ 35-კვირიანი (1/04-1/12) სეზონი დაიგეგმა. კალენდარი სტარტამდე ორი თვით ადრე შედგა. დებულებას ახლდა სქემაც, რადგან მწურთნელთა სურვილით გართულებულ, ორ-ჯგუფა და სამ-ეტაპიან ფორმულას სხვაფრივ ვერ გაიგებდი. კლუბებმა იუარეს ფინიშზე მოგების ფასის ზრდა, მათგან მოწინავეებმა კი, ნეტარი საბჭოური სისტემის გახსენებით, 30 რაუნდის გამართვა მოითხოვეს 4-5 დღიანი ციკლით. თავიდან მონაწილეებმა გაუძლეს ამ ტემპს, მაგრამ ზაფხულში დაცხათ, ხოლო შემოდგომაზე დააწვიმათ.

"თბილისი" გადავიდა რკინიგზაში და "ქორები" დაირქვა. კადრებიც გადანაწილდა. ნაკრების რუსთაველმა წევრებმა (ჯიმშელაძე ხუციშვილი) თავისიანებს (ცაბაძე მთიულიშვილი) მიაკითხეს გუმარში, ყოჩებმა კი გაზრდილთა (ლეჟავა ლიპარტელიანი) შეგროვება დაიწყეს. ქორებს დაუბრუნდნენ ჩავლეიშვილი და ხუადე, რაშის ნაღები (ზედგინიძე მაისურაძე) ლელოს შეუერთდა, ყოჩებმა გუმარიდან მიიღეს ჩიქავა, დუგლას კავთელაშვილმა კი არ მოასვენა კავშირი, სადაც "არა ჯანსაღი ვითარება" შექმნილიყო.

"პეტროვიჩი" ჯერ მოსკოვში აყალიბებდა ცეესკას და ძაგნიძეები მიყავდა; მერე დაბრუნდა ქუთაისში, მაგრამ ყოჩებთან შინ რომ წააგო უდაო საჯარიმო ლელოთი და გარეშე პირმაც მსაჯს დაარტყა, საჩივრის დეპეშები დააგზავნა დეპარტამენტსა და პარლამენტში, ვიდრე ქართულ რაგბში წყალი არ დაიწმინდება, ჩემპიონატიდან გავდივართო. თავად გუნდი პირველ ჯერზე არ აყვა ბოიკოტს, გუმართან სარაგბოდ ჩამოვიდა და საძმო სურათიც გადაიღო, მაგრამ მერე, ვიდრე საქმე გაირჩეოდა, ვალები მაინც დაუგროვდა.

არაფრად უღირთო

არზის განხილვა 22 ივნისს, პარლამენტარ მანუჩარ მაჩაიძის თავმჯდომარეობით მოეწყო. დუგლასს თან ახლდა "ჟურნალისტთა მსოფლიო ლიგის წევრი" გიორგი ჟორჟოლიანი და 20 წუთიც უტია კავშირს, მერე კი "ტელევიზორში ფეხბურთის საყურებლად" წავიდა. მსაჯულებმა ხეირიანად ეგრეც ვერ გაიგეს, რას ემართლებოდა ქუთათურთა გურუ თბილისელებს, კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა კი ახსნა, ჩვენს ქალაქს რაგბი არაფრად უღირსო.

კავთელაშვილმა კრებაზე თავად გაამხილა, რუსთა ნაკრების კონსულტანტი ვარო; იმხანად უკვე უძღვებოდა მათსავე სამსაჯო კომისიასაც და ნაცნობი რეფები პოსტ-საბჭოთა სივრციდან ჩაყავდა, მაგრამ თამაშთა თამაშზე, 20 ოქტომბერს, მეტოქე ეტყობა ბოლომდე მაინც ვერ ენდო, რის გამოც სეირს ეროვნულის იარუსიდან უცქირა. წლის ბოლოს, როცა კავშირმა "აიას" საფრანგეთში შეუკერა შავ-ყვითელი ფორმა, ურთიერთობა გამოკეთდა, მაგრამ გუნდი კვლავაც ისე ხელმოკლედ იყო, რომ თბილისში ვეღარ ჩამოდიოდა.

ჩეხებს, წინა წელს დაწყებული "ერთა თასის" მეორე ჯგუფის მატჩში, წითელ პარასკევს (!) ქუთაისის ნაცვლად მაინც თბილისში ვუმასპინძლეთ და თან არა ეროვნულზე, არამედ ვაკეში, რაღაი ფეხბურთელებმა ერთი დღითაც არ გადადეს საკლუბო მატჩი. რიონის პირად ღონისძიების გამართვა ძვირი ჯდებოდა, ქვეყნის მთავარ არენაზე შესაღწევად კი კავშირმა "ტყუილად ააფორიაქა სახელმწიფო მინისტრი, დეპარტამენტის ორი თავკაცი და სეოკ-ის პრეზიდენტიც.

საკიდები და ტრალერი

ბორჯღალოსანთა უფროსობა ტაქტიკის შემუშავების ნაცვლად იმაზე დარდობდა, თუ "დეპარტამენტის საუნაში როგორ განეთავსებინა ტანისამოსის ზედმეტი საკიდები და დინამოზე გდებული კარის ძელების ლოკომოტივზე წასასვენებლად სად ექირავებინა ტრალერი. ვაკეში ხელახლა გაიბურღა ნიადაგი და ღვაწლმოსილი სტადიონის ისტორიაში უმაღლესი ძელებიც დაესო", თამაშზე კი, გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, მაინც შეიკრიბა მთელი რაგბის თემი.

გვეცვა შინდისფერ-შავი, ოღონდაც არა-რაგბული, შვეული დიზაინისა. ბიჭებს წინა დღეს მცხეთა მოეხილათ და გალაღებულიყვნენ. პირველსავე შეტევაში მოვიგეთ ჯერ დერეფანი, მერე რაქი და 9 ნომრად პირველად მოთამაშე შოთა მოდებაძემ მოკლე ფრთაზე დაგეზა არჩილ ქავთარაშვილი. "ვრაგბობით თანამედროვედ, გადაჯგუფებებით და ბეკებს მაშინღა ვატევინებდით, სივრცე რომ საკმაო გამოჩნდებოდა, რითაც მეტოქეს ბარემ 15 წლით ვუსწრებდით"

მეორე ლელო იმათი უკანა ხაზის თერნოვერიდან დავდეთ - განავარდებაში კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე და ქავთარაშვილი მონაწილეობდნენ; მესამე მეტოქის მიერ წაგებულ დერეფანს მოყვა და მეტობა ნიკო იურინმა გამოიყენა; სალელოე შანსები ჩეხებსაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენები ფეხმოუცვლელად იდგნენ დაცვაში, თამაშის ბოლოს კი კინაღამ მეოთხეც გავიტანეთ - დამფრთხალი ლადისლავ ვრბა თავის ლელოში შეიჭრა და იქიდან მოედანში დააპირა მოგერიება, მაგრამ ბურთი კარს უკნიდან მოხვდა და უშნოდ ასხლტა.

მოედნის მესერთან

ჩემპიონატის მერვე გუნდის ვინაობა ვაკეშივე, ჩეხთა ძლევის შემდეგ გაირკვა - გელა ძამიაშვილის სამი შორი ჯარიმით ახალი კლუბი, ასკ სულ ბოლომდე უგებდა "ლელოს", მაგრამ ამან ვასილ აბაშიძის ლელოთი მაინც გაიმარჯვა. "გელათს" პირველსავე რაუნდში შუა გზაში გაუფუჭდა ავტობუსი და ვაკეში საათზე მეტით დააგვიანდა; პროტესტი მეორე რაუნდშივე დაიწერა და მსაჯის ხელყოფაც აღინუსხა, მაგრამ მერე შეიცვალა ჩვენებები; ქორებთან კი სამ გუმარელს რომ გაუტყდა თავი, დათო სორდია დროებით შემცვლელად სამჯერ შევიდა.

შარშან დაწესებული გარდამავალი სინი პირველი წრის ბოლოსწინა რაუნდშიღა გათამაშდა და მფლობელიც იცვალა: ახალი ტალღის ორი კლუბის ჯახში, დარში, ბარემ ათასი მოსეირის თვალწინ, უფრო დარაზმულმა ყოჩებმა ულელოო ბრძოლაში, ბესო ტეფნაძის გოლებით გუმარს აჯობეს. ჰოდა, "მოედნის მესერზე ჩამოკიდებულ ჯილდოსთან პირველმა მიირბინა ირაკლი ჩიქავამ, ვისაც წინა სეზონში ოთხჯერ მოეპოვებინა სინი, და ამერის უძლიერესი კლუბობის დასტური თავისი ახალი გუნდისკენ გაიტაცა"

`` ჯგუფის დასი უთანაბრო იყო - დინამომ პირველ წრეში შვიდივე მატჩი წააგო და ლელოთა ბალანსიც 0/50 ჰქონდა. `` ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ჯარი, ვინც ჩოლოყაშვილის პოლკში საკუთარი რაგბის სტადიონიც კი მოიწყო, უნივერსიტეტის მეორე ხაზში კი გვერდიგვერდ იდგნენ კავშირის პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე და გენ-მდივანი გია კუბლაშვილი, ვისაც "მეორე არხზე" მიყავდა რაგბის მიმოხილვა.

ჩონი დაცვაში

ეროვნულის გარდა გვყავდა სამი სხვა ნაკრებიც. ჭაბუკებს გამოეცვალათ ხელმძღვანელობა. თაობა ჩინებული შეიკრიბა - ნახევარზე მეტმა მალე დიდ გუნდშიც მოიკიდა ფეხი. შეჯიბრი რომ ჩრდილოეთ იტალიაში ტარდებოდა, ჩვენი ელჩის, ბეგი თავართქილაძის მეოხებით იქვე მოეწყო შეკრებაც, მაგრამ მეორე ჯგუფში შესულებს ვერ გვეყო გამოცდილება და იღბალი - სამივე მეტოქესთან ბოლო წუთებზე წავაგეთ. მაგ ტურნირშივე მსაჯობდა პაატა ნარიმანაშვილი, ვინც შემოდგომაზე ლიტვა - ლუქსემბურგის მსოფლიო თასის შესარჩევსაც გაუძღვა.

შვიდკაცის მსოფლიო თასის სამიდან ერთი შესარჩევი ლისაბონში დაინიშნა. შინაურ, ვაკის ტურნირში ნაკრები ცალკე გუნდად ჩაება. შვიდკაცის ბუნებიდან გამომდინარე, "ასპარეზი ბოშათა ბანაკს დაემგვანა. იყო ერთი ბურთაობა და ოხუნჯობა: თემურ ბენდიაშვილის მწევარი ჩონი, ვაკეში თამაშს რომ არ აკლდებოდა, ერთხელ დაცვასაც ამოუდგა მხარში, ზაზა ლეჟავამ კი, ლელოში რომ ხურდებოდა, სხვა თამაშის მონაწილეები ხუმრობით შებოჭა"

გუმარელმა კახა მაჩიტიძემ შაბათს სამი ლელო რომ გაუტანა ქორებს, საკვირაოდ ნაკრებში გადაიყვანეს. "ჩიჩმია" იმავე მეტოქეს ნახევარფინალშიც გადაეყარა და კიდევ სამჯერ დაალელოვა, მაგრამ ფინალში მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - სტადიონზე მაყურებლად რომ გამოჩნდა პენზიდან ჩამოსული იურინი, გუმარმა შინიდან მოატანინა ფორმა. ჰოდა, კლუბი 36:0 დაწინაურდა, გუმარის მეორე მწურთნელმა, ნუკრი ხვედელიძემ კი ხუმრობით დაუძახა რჩეულებს, დახიეთ ლისაბონის ბილეთებიო!

შვიდკაცა კრახი

გუმარს მოგებისთვის არაფერი ერგო, რადგან შვიდკაცის ჯილდო 1990 წლის შემდეგ გაუჩინარდა, ნაკრების მოთამაშე მწურთნელმა, მალხაზ ჭეიშვილმა კი რაზმი გადაახალისა. ლისაბონში შერჩევა ჩახლართული სისტემით ტარდებოდა: შაბათის კვალიფიკაციის შედეგად დგებოდა დიდი, 24-გუნდა ცხრილი და დასი ზიგზაგურად, ხელახდა ნაწილდებოდა რვა 3-გუნდა პულად. კვირას ეწყობოდა კლასიფიკაცია და პულთა გამარჯვებულები იღებდნენ საგზურებს, მერე კი შეჯიბრი სამი ჯილდოსთვისღა (თასი სინი ფიალა) გრძელდებოდა.

ჩვენებმა ლისაბონიდან რომ აღარ დარეკეს, ვიგუმანეთ, რომ "ჰონკონგი ერთობ შორს დაგვრჩა" - გადამწყვეტ მატჩებში ჯერ მოვუსრივართ ნამიბიას, მერე კი მასპინძელს. მარცხის მიზეზი ის იყო, რომ "თუმც შვიდკაცა სახალისო რაგბია, მიდგომა მაინც სერიოზული ჭირდება; ჩვენებსაც ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ მის ხერხებზე, რადგან გუნდები შვიდკაცას აღიქვამდნენ კავშირის მოხელეთა ახირებად და მიაჩნდათ, ესენი ტურნირს იმად მართავენ და გვარბენინებენ, რომ მუშაობაში ჩაეთვალოთო"

სტუდენტური ნაკრების მოსამზადებლად მოეწყო და შუა გზაზე შეწყდა "თბილისის თასი". მაშინვე შემოვიდა ახალი წესები და აყალ-მაყალი ატყდა. ბიჭებს ელოდათ ნიკო ბურის ნაკვალევზე დადგომა - რაგბზე შეშლილ ტრანსვალში (სამხრეთი აფრიკა) ჩასვლა და მსოფლიო თასის ექვსი მატჩი! კავშირმა დროულად გააგზავნა განაცხადი, საწინდარი შეიტანა და ყველა ნაირი საბუთიც გაამზადა, მაგრამ რომ მოახლოვდა ვოიაჟი, 60 ათას დოლარს თავი ვეღარ მოუყარა.

დეპეშას ჩამოასწრო

სტუდენტთა შინ დარჩენის შემდეგ ჩემპიონატში მაინც დაიწყო დაგეგმილი პაუზა, მანამდე კი აიას რომ გაუფუჭდა ჯაგლაჯი ავტობუსი, ფათერაკი კავშირს ზესტაფონიდან უდეპეშა, მაგრამ ტელეგრამას ჩამოასწრო ქუთათურთა დესპანმა ნოდარ ჭეიშვილმა! ქორებს დაუგვიანდათ მარჩენალი "ბენზო კალონკის" ახალი პასპორტის აღება და ვადის გადადება ითხოვეს, სინს კი არ შეეცილნენ ყოჩებს და თუმც მოუგეს, წესის თანახმად, ძლეული გუნდი მფლობელად დარჩა.

გუმარელმა მაჩიტიძემ ქორებს ლელო და სამი გოლი (13 ქულა) გაუტანა წვიმასა და ჭექა-ქუხილში. საბურავები ქორებსაც დაეშვათ და ისე გვიან ჩავიდნენ ქუთაისში, რომ რეფერი აღარ დახვდათ. მიმოფანტული გელათი მაინც მოგროვდა და თავისი მწურთნელის ნამსაჯი თამაში მოიგო, რის გამოც თბილისელები მერე კარგა ხანს ქალაქურად ითხოვდნენ, შედეგს არ ვცნობთ და დაგვიანებისთვის წაგება მოგვისაჯეთო. კავშირი ამაზე ბოლოს დაყაბულდა და დებულების თანახმად, ქორებს ქულაც დაუქვითა.

რომ დაცხა, გუნდებს სიზარმაცე მოეძალათ, კალენდრის უზენაესობა დაივიწყეს, არდადეგები გაიხანგრძლივეს და ორი წრის ბოლო სამი რაუნდისა და ექვსეულის გადაბმა მოითხოვეს. ნაკრებიც მოსათელად წავიდა რუმინეთში, შინ კი გაჩაღდა "მორიგი ვაკური ომი" - რკინიგზის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხაიძემ და იმხანად ერთობ პოპულარული გიო ქინქლაძის მამამ, რობიზონმა შექმნეს მეორე ჯგუფის ფეხბურთის კლუბი და რაგბის კავშირის პრეს-ცენტრის განცხადებით, "ვაკიდან გაძევებით მთელ ქართულ რაგბს დაუპირეს მოშთობა"

ხიზნები ხართო

სტადიონის გამო დავა ბოლო ოთხ წელში მესამედ ატყდა! კავშირი ფეხბურთელებზე წერდა, ვერაფრით წარმოუდგენიათ მრგვალი და ოვალური ბურთებით მოთამაშე გუნდების თანა-არსებობაო, უფროსი ქინქლაძე კი მამუკა კვარაცხელიას უმტკიცებდა, "მობურთალის მამა მონათესავე სპორტის წინააღმდეგი როგორ ვიქნები? მხოლოდ იმის გარკვევა მინდა, თუ ვისი საკუთრებაა სტადიონი; ამის კვალად იქ მშენებლობაც უკეთ გაჩაღდება და ორივე მხარესაც ზუსტად გვეცოდინება ჩვენ-ჩვენი უფლებებიო"

მითიური მფლობელის გარკვევა გაჭიანურდა. სამაგიეროდ, საქართველოს პრეზიდენტის ხელდასხმით შეიქმნა სპორტის სახელმწიფო კომისია (კახი ასათიანი, ჯანო ბაგრატიონი, მაჩაიძე, ჯიმი მიქელაძე) რომელმაც დაიბარა ჩხაიძე და განუმარტა, რაგბს არავის დავაჩაგვრინებთო. მორაგბეები კვლავ შეუშვეს ვაკეში, მაგრამ ისევე, როგორც წინა ორი გაძევებისას, ახლაც ფეხბურთის კარები შეაგებეს, რითაც მიანიშნებდნენ, გახსოვდეთ, რომ ხიზნები ხართო.

ვიდრე ომი მინავლდებოდა, "ბიჭებში გაიღვიძა თავ-მოყვარეობამ და ისე, რომ არავის დაკითხვიან და არც დაზარებიათ, დიდი პატივით გაასვენეს შუა ლელოებში წამომართული უცხო სხეულები, რომლებსაც სტადიონის პერსონალი ბოლო ათი (!) წელი თავად ხსნიდა რაგბის წინ. მერეც კიდევ კარგა ხანს ვერ აღდგა ომამდელი სტატუს-ქვო: "მუშაკებს ნოვატორობის ჭია შეუჩნდათ" და ლელოს კიდისა და უკანა ხაზებს რომ აღარ ავლებდნენ, ერთხელაც "მსაჯმა ნარიმანაშვილმა სახტომი ორმოდან პეშვით ზიდა ქვიშა და 40 მეტრზე დაყარა"

სამი ვეშაპი

გუმარმა სინი ყოჩებისგან გამოიხსნა შემოდგომის პირველსავე მატჩში, რომელშიც ერთადერთი ლელო გიო ბუგიანიშვილმა გაიტანა, ჩიქავა კი ამჯერადაც პირველი მივიდა ჯილდოსთან და თავაზიანად გადასცა ლევან ჩიქვინიძეს, დაიმსახურეთ და თქვენიაო! სექტემბრის ბოლოს ქორებმა ისევ ძლიეს ყოჩები, ვისაც ტეფნაძემ ვეღარ უშველა. ოქტომბერში, რუსების ჩამოსვლამდე, გუმარმა ხუთი დღის შუალედით ორჯერ დაიცვა სინი ორივე მოცილისგან, მაგრამ ყოჩებს ლელო ვერც ამჯერად დაუდო და მოდებაძის შვიდი გოლითღა მოუგო.

ნაკრების დიდმა გამარჯვებამ ბიჭები ისე გაახალისა, რომ სამი დედაქალაქელი ვეშაპის რკენებში თუ მანამდე საშუალოდ 1.3 ლელო გადიოდა, მერე ეს მაჩვენებელი 3.4 გახდა. ოქტომბრის ბოლოს რომ გაწვიმდა, ყოჩები - ქორები რამდენჯერმე გადაიდო და ბოლოს ისე მოულოდნელად ჩატარდა, რომ "სარბიელსაც" გამორჩა, აცივების კვალად კი ლიანგმა გაიხსენა ძველი ადათი და თამაშის ჭვრეტა კიდიდან დაიწყო, რათა ჩამავალ მზეზე შემთბარიყო.

ყოჩებმა მეოთხე შეყრაზე სეზონური ანგარიში გაუთანაბრეს გუმარს - წამატებულ დროში რატი ურუშაძემ მოიგო დერეფანი და ტეფნაძემ კადნიერი არეკნი დაკრა. საჩემპიონო ოთხეულში ქორებმა ყოჩებს ცემა-ტყეპით 30 მეტრით უკან დაახევინეს, მაგრამ ნაცემნი შესვენებაზე ჩიქავამ დარაზმა და გუნდმა რაგბში გაიმარჯვა, ხოლო ჩემპიონიცა და სინის მფლობელიც გამოვლინდა ორშაბათს, 2 დეკემბერს, წლის მშვენებად ქცეულ მატჩში.

დამატებითი სტიმული

გუმარისა და ბორჯღალოსანთა მოძღვარმა, გურამ მოდებაძემ გადამწყვეტ რკენაზე სინიც მოიტანა - ორი კვირის წინ ყოჩებს არ გამოეწვიათ მფლობელი და ამიტომ ვეღარ გადაებარებინათ ჯილდო, "ძია ბურძგლას" ამ ნაბიჯით კი სამართალმა ხომ ჭამა პური და მის გუნდს დამატებითი სტიმულიც გაუჩნდა. ანგარიში მაჩიტიძემ გახსნა არეკნით; ვიქტორ დიდებულიძემ შეიტანა ძალისმიერი ლელო; მწურთნელის ვაჟმა, შოთამ ძელებთან თავზე გადაუგდო დაცვას ბურთი, პირველი ტაიმის ბოლოს კი "ჩიჩმიამ" კიდევ დაკრა არეკნი.

ბოლო, მეექვსე წრემ აზრი დაკარგა. წვიმათა გადამკიდე რაგბი ფეხბურთის სეზონის დასრულებას ელოდა. აია ადრევე გამოაკლდა შეჯიბრს და ეგრე გამოვიდა, რომ 30 მატჩიდან გამართა მხოლოდ ოცი. არა-რაგბული, ტრაგიკული მიზეზით თამაშის გუნებაზე ვეღარც გუმარი იყო. ჰოდა, დასკვნითი ექვსიდან ჩატარდა ერთადერთი თამაში: ბარბარობაზე რეფერი რომ არავინ ჩანდა ვაკეში, აქტივმა შინ მიაკითხა კომიტეტის თავკაცს, სადილს მოწყვიტა და ქორები - ყოჩები განასჯევინა.

ნაკრების საშემოდგომო პროგრამა მაისში დაისახა. ფირა-მ მორიგი რე-სტრუქტურიზაცია მოახდინა. ბოლოსდაბოლოს დაგვიფასდა წარმატებები - გაგვათავისუფლეს 1999 წლის მსოფლიო თასის პირველი შესარჩევი სტადიიდან, შედეგთა ზერელედ დაჯამებით, შედარებითა და 12 უკეთესი გუნდის ზიგზაგური განაწილებით კი "ერთა თასზე" შეიქმნა ოთხი 3-გუნდა პული, რომლებშიც შეჯიბრი ერთ წრედ, "შინ ან გარეთ" პრინციპით უნდა გამართულიყო.

ალიანსი ჩეხებთან

მეტოქეებად გვერგნენ სლავები - რუსეთი და ისევ ჩეხეთი. ამასთან პრეზიდენტმა გეგიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ქასაშვილმა ივლისის დამდეგს, კასაბლანკაში (მაროკო) ალიანსი შეკრეს: ფირა-ული საშეჯიბრო თარგის დარღვევით, მაგრამ მასპინძლობის მონაცვლეობის დაცვით, ორი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცებინეს კალენდარი, რომლის თანახმადაც რუსეთი აქეთ უნდა გვწვეოდა, ჩვენ კი ჩავსულიყავით ჩეხეთს, სადაც მასპინძელს გამარჯვების იმაზე მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე კავკასიაში.

გეგიძე პრეზიდენტად სულ ერთი წლის არჩეული იყო, მაგრამ ფირა-ს თავკაცმა ალბერ ფერასმა ოქროს მედლით კი დააჯილდოვა. ქასაშვილმა სამაგიდო გამომცემლობით მოამზადა და ჩამოარიგა პაატა ნაცვლიშვილის ოლიმპიური ბუკლეტივით მიმზიდველი ფლაერი და გია რაფავაც დაახატა ფერად აფიშებს. მოდებაძემაც გაითვალისწინა ამსტერდამის მწარე გამოცდილება და "ოქრო ცურვილ პრაღაში" სულ სამი დღით დააგეგმინა გუნდის ყოფნა, ხოლო ვაკეში შეშვებამდე მაგას დარდობდა, მძლეოსნურ სექტორში რაგბი როგორ დავამუღამოთო.

პრაღის მატჩის დეტალები "რადიო თავისუფლების" მუშაკმა, დათო კაკაბაძემ ოპერატიულად მოგვაწოდა, მენეჯერმა კუბლაშვილმა კი ვიდეოც ჩამოიტანა. მთელი თამაში ცრიდა. პირველი ლელო ალანიას გარღვევის შემდეგ ძალით შეიტანა გელა ფირცხალავამ. მეორე ტაიმში იმათ ფრთაზე დაგვირტყეს და დაგვიდეს, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში კლასით ძაან დავჯაბნეთ მეტოქე. მაჩიტიძემ მოლიდან, მოკლე ფრთაზე შეტევით დაგვაწინაურა, ფრანგმა რეფმა კი ორი ლელო რომ არ ჩაგვითვალა, ჩეხეთს ბოლო წუთზე კუთხეში კიდევ მიეცა შანსი.

ასათიანის მითითებით

რუსეთის ჩამოსვლამდე ბიძინა და ზაზა რომში დაესწრნენ ირბ-ის მესამე საყოველთაო კრებას, რაიც ოდენ აზრის გამოსათქმელი ფორუმი იყო. საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ რაფავა და ვანო ნადირაძე, იტალიიდან ქავთარაშვილი, ვისაც ნეკნი ძაან ტკიოდა. 26 რჩეული დაბინავდა დიღმის საკალათბურთო ბაზაზე და ფეხბურთის მოედანზე ივარჯიშა, ასათიანის მითითებით კი ბორჯღალოსნები არაგბეს წესისამებრ გაწყობილ ეროვნულზე, რომლის გამოც ჭორად ისევ დარხეულიყო, ფეხბურთის კარი დააბეტონესო!

ბილეთი 5, 3 და 2 ლარი ღირდა. თამაში კვირას, დღის ოთხზე დაიწყო. მოდებაძის თანაშემწის, დათო კილასონიას თქმით, მეტოქის ათლეტურობისთვის უნდა დაგვეპირისპირებინა ჭკუა და შეძლების და გვარად მალე დავწინაურებულიყავით. რუსებთან საბჭოთა ხანაში რაზმის მხოლოდ მესამედს ეთამაშა, სხვანი კი ქართულ რაგბის წიაღში გაზრდილიყვნენ.

დარი საამო იდგა. გვეცვა შინდისფერი. ბიჭებმა თავი გადადეს. ბებრებს - გია გიუნაშვილს, რაფავას, მაჩიტიძეს, ჰუქერად პირველად მოთამაშე დიმა ობოლაძეს ჯეელებმა - ჯიმშელაძემ, მოდებაძემ, ლევან ცაბაძემ, გია ლაბაძემ აუბეს მხარი და მერაბ ბესელიაც დიდი ბიზნესიდან ძაან დროულად დაუბრუნდა დიდ რაგბს.

ბესელიას სლალომი

ვიბურთავეთ ლამაზად. პირველსავე წუთზე ბესელიამ მოკლე ფრთაზე შეუტია და მაჩიტიძემ სხარტი არეკნით გახსნა ანგარიში. კახამ სამი ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც სამი ეშხიანი ლელო იყო. პირველმა, 25-ე წუთზე, თამაში ჩვენს სასარგებლოდ გარდატეხა: რუსებმა მოლში ბურთი რომ დაკარგეს, სწრაფად ჩავათამაშეთ მარჯვნივ, ბესელიამ გრძელი სლალომი მოაწყო და შიგნით წამოსულმა, ძაან შორს მიაწოდა ქავთარაშვილს, ვისაც დიაგონალზე ვეღარავინ დაეწია.

მალე მოდებაძემ ოდნავ მობრუნებული შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია, ქავთარაშვილმა კი სატყუარას როლი ითამაშა. ზედ შესვენების წინ იურინმა თავისი ნახევრიდან ქვემეხისებრი არეკნი დაარტყა, მეორე ტაიმში კი, მეტოქე რომ მოგვეძალა, მომხვდურებიც ადგილზე, რისკიანად გააცუცურაკა. სტუმრები ბოლო მეოთხედის წინ ორ ქულამდე წამოგვეწივნენ, მაგრამ აქ მდუმარე სტადიონმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და გუნდსაც აღმაფრენა ეწვია.

მაჩიტიძემ და იურინმა კუთხეებს ზუსტად უმიზნეს. მთლად გავეშდნენ ბესელია და ჯიმშელაძე. დერეფნიდან ტანკივით იარა ცაბაძემ. რუსებმა თავიანთ წითელ ზოლში ორი შერკინება ჩააქციეს, მაგრამ ნადირაძემ მოკლე ფრთაზე მაინც შეიტანა ლელო, ხოლო მაჩიტიძემ გარდასახვაც შეაგდო. აი, ასე ჩაეყარა საძირკველი ტრადიციას, რომელიც აქამდე გრძელდება და კიდევ ათ გამარჯვებას მოიცავს, ბორჯღალოსანთა ყოჩი დიმიტრი ობოლაძე კი კავშირმა ერთხმად ცნო წლის საუკეთესოდ!

<<<     1996

>>>     საქართველოს XXIX ჩემპიონატი

 შესარჩევი

12/04 ლელო 13:9 ასკ

 `` ჯგუფი  (^ სინი)

16/04 გუმარი 49:6 გელათი
17/04 აია 14:0 ქორები
  ყოჩები 55:3 დინამო
18/04 ლელო 3:10 რუსთავი

21/04

ლელო

6:16

აია

  დინამო 0:93 გუმარი
22/04 რუსთავი 10:10 გელათი
  ქორები 9:11 ყოჩები

27/04

გუმარი

15:8

ქორები

  აია X:0 რუსთავი
  გელათი 16:6 დინამო
28/04 ყოჩები 32:3 ლელო

  1/05

რუსთავი

28:3

დინამო

  გუმარი 63:11 ლელო
  ქორები 25:9 გელათი
  2/05 აია 8:10 ყოჩები

  5/05

დინამო

0:63

ქორები

  6/05 გელათი 26:15 ლელო
  ყოჩები 38:8 რუსთავი
  7/05 გუმარი 5:3 აია

10/05

ლელო

10:6

დინამო

  რუსთავი 7:19 ქორები
  აია 48:0 გელათი
11/05 ყოჩები ^ 15:6 გუმარი

14/05

დინამო

0:73

აია

  ქორები 27:8 ლელო
15/05 გელათი 3:13 ყოჩები
  გუმარი 41:3 აზოტი

`` ჯგ * I წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 14 7-0 174:40
გუმარი 12 6-1 272:46
აია (ქუთ) 10 5-2 210:21
ქორები 8 4-3 151:64
გელათი (ქუთ) 5 2-4*1 70:166
აზოტი (რსთ) 4 2-4*1$1 63:114
ლელო 2 1-6 56:180
დინამო 0 0-7 18:338

  7/06

დინამო

0:71

ყოჩები

  გელათი 3:12 გუმარი
  რუსთავი 25:10 ლელო

12/06

აია

70:15

ლელო

  გელათი 16:3 რუსთავი
13/06 გუმარი 32:14 დინამო
  ქორები 16:12 ყოჩები

16/06

ლელო

13:38

ყოჩები

17/06 დინამო 21:26 გელათი
  გუმარი 23:6 ქორები

21/06

დინამო

15:20

რუსთავი

  ლელო 17:30 გუმარი
23/06 გელათი X:0 (22:13) ქორები

  6/07

ყოჩები

17:10

აია

`` ჯგ * არდად

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 20 10-1 312:  79
გუმარი 20 10-1 369:  86
აია (ქუთ) 12   6-3 290:  53
გელათი (ქუთ) 11   5-5*1 136:215
ქორები 9   5-5$1 186:121
აზოტი (რსთ) 8   4-5*1$1 111:152
ლელო 2   1-10 111:343
დინამო 0   0-11   65:479

27/08

ქორები

17:5

დინამო

28/08 რუსთავი 0:71 ყოჩები
  აია 30:23 გუმარი
29/08 ლელო 19:12 გელათი

  1/09

გელათი

25:20

აია

  ქორები 46:7 რუსთავი
  2/09 გუმარი ^ 13:6 ყოჩები
  დინამო 0:19 ლელო
  3/09 ქორები 45:8 აია

  5/09

ყოჩები

56:11

გელათი

  6/09 რუსთავი 13:34 გუმარი
  აია X:0 დინამო
  7/09 ლელო 6:20 ქორები
  8/09 რუსთავი X:0 აია

`` ჯგ * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 24 12-2 445:103
გუმარი 24 12-2 439:135
ქორები 17   9-5$1 314:147
აია (ქუთ) 15   8-6$1 348:146
გელათი (ქუთ) 13   6-7*1 184:310
აზოტი (რსთ) 10   5-8*1$1 131:303

ლელო

6

  3-11

155:375

დინამო -1   0-14$1   70:515

 ექვსეული

11/09 რუსთავი 14:45 ყოჩები
  აია 3:23 ქორები
12/09 გუმარი 46:16 გელათი

26/09

ქორები

13:12

ყოჩები

  რუსთავი 6:24 გუმარი
  გელათი 38:41 აია

30/09

აია

3:17

გუმარი

  რუსთავი 7:31 ქორები
  ყოჩები 93:0 გელათი

  5/10

აია

0:17

ყოჩები

  გელათი 0:X რუსთავი
  გუმარი ^ 17:0 ქორები
  6/10 აია 34:7 რუსთავი

10/10

ყოჩები

9:21

გუმარი ^

  ქორები 29:0 გელათი

სამი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

გუმარი 34 17-2 564:169
ყოჩები 30 15-4 619:151
ქორები 25 13-6$1 397:164
აია (ქუთ) 19 10-9$1 429:248
აზოტი (რსთ) 12   6-12*1$1 165:437
გელათი (ქუთ) 12   6-12*1$1 238:519

24/10

გელათი

12:43

გუმარი

  რუსთავი 7:33 ყოჩები
  ქორები X:0 აია
25/10 რუსთავი 6:13 აია

29/10

აია

30:5

გელათი

  რუსთავი 10:24 გუმარი

  3/11

გელათი

10:71

ყოჩები

  გუმარი X:0 აია
  4/11 ქორები 39:12 რუსთავი

10/11

ყოჩები

8:19

ქორები

11/11 რუსთავი 43:15 გელათი
12/11 ყოჩები X:0 აია
14/11 ქორები 3:32 გუმარი

18/11

გუმარი

13:16

ყოჩები ^

  გელათი 0:X ქორები

ოთხი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

გუმარი 42 21-3 676:210
ყოჩები 38 19-5 747:200
ქორები 33 17-7$1 458:216
აია (ქუთ) 20 12-12$4 472:259

ქიმიკოსი (რსთ)

14

  7-16*1$1

243:561

გელათი (ქუთ) 11   6-17*1$2 280:706

 საჩემპიონო ოთხეული

22/11 გუმარი 24:14 ქორები
  აია 19:13 ყოჩები

26/11

აია

18:24

გუმარი

  ყოჩები 19:6 ქორები

  2/12

გუმარი ^

30:13

ყოჩები

 

ქორები

X:0

აია

48 გუმ (ჩემპ! 40 ყოჩ, 35 ქორ, 21 აია

გამოაკლდნენ (0:X) ჯერ აია, მერე გუმარი

17/12

ქორები

15:19

ყოჩები

1996 საბოლოო

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

გუმარი 48 25-5$2 754:255
ყოჩები 46 23-7 811:270
ქორები 39 20-10$1 493:278

აია (ქუთ)

18

13-17$8

509:296

<<    ქულა (ოთხეულის ურთიერთ-შეხვედრებში:

131 ბესო ტეფნაძე (ყოჩ; 82 შოთა მოდებაძე (გუმ; 66 კახა მაჩიტიძე (გუმ; 60 ემზარ ძაგნიძე (აია; 39 დემირ ძნელაძე (ქორ; 30 მიხეილ წეველიძე (ქორ; 28 დავით ჩავლეიშვილი (ქორ)

ლელო: 5 გიორგი ბუგიანიშვილი (გუმ, ვიქტორ დიდებულიძე (გუმ; 4 რეზო ჯაფარაშვილი (ქორ, მაჩიტიძე; 3 ნიკა აბდალაძე (აია)

სამი ვეშაპი: გუმარი 8-2 (194:90 ლ 20/5, ყოჩები 5-6 (140:161 ლ 7/12, ქორები 3-8 (109:192 9/19)

 `ბ` ჯგუფი

3/05 - 28/06 (მასპინძლის მიხედვით)

ასკ - ბათ 3:0, ყოჩ 30:7, თსუ 15:8

ყოჩები$2 - თსუ 38:17, ბათ 15:0, ასკ 13:11

დელფინები ბათუმი - ასკ 6:14, თსუ 32:3, ყოჩ X:0

უნივერსიტეტი (თსუ) - ბათ 23:20, ასკ 8:14, ყოჩ 13:11

`` ჯგ * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ასკ 10 5-1 87:34
ყოჩები$2 5 3-3$1 84:71
დელფინ (ბათ) 4 2-4 58:58
უნივერსიტეტი 4 2-4 72:130

 გადასასვლელი

13/09-4/12 (მასპინძლის მიხედვით)

ასკ - ლელ 21:13, თსუ 26:3, ყოჩ 41:5, დინ 49:3

ლელო - თსუ 8:3 40:6, ასკ 10:6, დინ 8:6, ყოჩ X:0

უნივერსიტეტი (თსუ) - ასკ 10:23, დინ 13:12, ყოჩ X:0

დინამო - თსუ 6:6, ასკ 0:15, ყოჩ X:0, ლელ 15:33

ყოჩები$2 (შეეშვა) - ასკ 10:62, დინ 5:28, ლელ 5:41, თსუ 0:X

დელფინები გაკოტრდა

ასვლა * ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ასკ 14 7-1 243:54
ლელო 14 7-1 153:62

უნივერსიტეტი

7

3-4*1

41:115

დინამო 5 2-5*1 70:129
ყოჩები$2 -4 0-8$4 25:172

<<    წლის საუკეთესონი

კავშირის მიერ მოწყობილი გამოკითხვა (9 ანკეტა)

1#დიმიტრი ობოლაძე 27 ქულა (ერთხმად!
2#შოთა მოდებაძე 8, 3#პალიკო ჯიმშელაძე 5

ახალბედა: 1#ილია ზედგინიძე, 2#ბობა კვინიხიძე, 3#თორნიკე კიზირია

>>>     ფირა-ს XXVIII ჭაბუკთა (1977-78 დაბ) პირველობა

30/03-7/04    ლომბარდია (იტალია)

მეორე ჯგუფი

საქართველო - პოლონეთი 11:13 (2/04 კალვიზანო, მაროკო 8:15 (4/04 გუსაგო, პარაგვაი 9:16 (6/04 კალვიზანო)

დავიკავეთ ბოლო, მერვე ადგილი და საგაისოდ მესამე ჯგუფში ჩავქვეითდით

1#არგენტინა 34:7 2#უელსი, 3#რუმინეთი ... 9#რუსეთი ... 13#პორტუგალია ... 20#საქართველო ... 30#სლოვენია

საქართველო (მიუთითებლად ლელო)

15 ვასილ აბაშიძე, ლევან შერვაშიძე (გლთ; 14-11 ლევან შაორშაძე, გელა ძამიაშვილი (ასკ, ნონო ანდღულაძე, ბესიკ ხამაშურიძე (აია, ლევან პეტრიაშვილი (ყოჩ, არჩილ იოსელიანი; 10 ბობა კვინიხიძე (ქორ; 9 ირაკლი აბუსერიძე (ასკ, ბერდია ძაგნიძე (გლთ /

1-3 გოდერძი შველიძე (რსთ, მიშა სუჯაშვილი!ჰ ლევან ჯაველიძე!ჰ თამაზ ჩადუნელი (ქორ, გიგა გურეშიძე (გლთ, დიმიტრი თოფურიძე; 4-5 ილია ზედგინიძე, ზვიად მათიაშვილი, კახა უჩავა (რსთ, სანდრო მჭედლიშვილი; 6-8 ილია მაისურაძე კაპ, იაგო გომიაშვილი (ქორ, მამუკა მაგრაქველიძე (ასკ)

მწ) ბათუ კევლიშვილი, თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი * რეფ) პაატა ნარიმანაშვილი

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1995/96

`ბ1` ჯგუფი

30/03

ჩეხეთი

3:26

ჰოლანდია

 12/04  საქართველო 20:3 ჩეხეთი

3ლ: ქავთარაშვილი ჯიმშელაძე ნ.იურინი; გ: შ.მოდებაძე; ჯ: მაჩიტიძე - ჯ: შტოურაჩი

რეფ გალანდა (რუმ) ვაკე, წვიმა
7:0(1) 12:0(23) 15:0(30) / 15:3(44) 20:3(53)

საქ: მაჩიტიძე სპ.ლიპარტელიანი (საკანდელიძე 80) ჯიმშელაძე ალანია ქავთარაშვილი <10-9> იურინი მოდებაძე (ხუციშვილი 68) / ჩიქავა მთიულიშვილი ბაბუნაშვილი (გიორგაძე 41) პარწიკანაშვილი ღიბრაძე; ობოლაძე კაპ^ ფხაკაძე დიდებულიძე (ზ.ლეჟავა 52) ^ მრქ) ტყაბლაძე / აშვეთია მჭედლიშვილი

მწ) გურამ მოდებაძე, დავით კილასონია, ზაზა თხელიძე, მალხაზ ჭეიშვილი

21/04 ჰოლანდია 6:5 გერმანია
27/04 ჩეხეთი 39:6 დანია
12/05 გერმანია 16:11 დანია

ბ1 * 95/96

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ჰოლანდია 3-0*1 107:31
საქართველო 3-1 37:61
გერმანია 2-2 52:48
ჩეხეთი 1-3 62:80
დანია 0-3*1$1 37:75

ა1 (1)    საფრანგეთი 4-0, ესპანეთი 3-1, რუსეთი 2-2,  მაროკო 1-3, ტუნისი 0-4$2
ა2 (1)    იტალია 4-0, რუმინეთი 3-1, პორტუგალია 2-2, პოლონეთი 1-3, ბელგია 0-4

ბ2 (3)    იუგოსლავია 2-0, ანდორა 1-1, ბულგარეთი 0-2
ბ3 (3)    უკრაინა 3-0, ლატვია 2-1, მოლდოვა 1-2, ლიტვა 0-3
ბ4 (3)    უნგრეთი 2-0, სლოვენია 1-1, ავსტრია 0-2
ბ5 (3)    ხორვატია 3-0, ისრაელი 1-1, ლუქსემბურგი 0-2*1, მონაკო 0-1*1$1

>>>     მოთელვა რუმინეთში

საქართველო -

17/08 გრივიცა 20:13
20/08 რაპიდი 23:16
23/08 სტეაუა 13:40
24/08 გრივიცა 13:26

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1996/97

`` პული

 22/09  ჩეხეთი 14:18 საქართველო

ლ: რიგლი; 3ჯ: შტოურაჩი - 2ლ: ფირცხალავა მაჩიტიძე; გ 2ჯ: შ.მოდებაძე

რეფ ბორდნავი (სფრ) პრაღა, ტატრა სმიხოვი (700)
ჯერ ჩვენი! 0:3 3:3 10:3 10:6 / 10:9 10:14(46) 15:14(55) 18:14(78)

საქ: იურინი ჯიმშელაძე ჩიქვინიძე ალანია ბუგიანიშვილი (მაჩიტიძე 41) <10-9> ტეფნაძე მოდებაძე / ჩიქავა მთიულიშვილი ფირცხალავა (ცაბაძე 41) მჭედლიშვილი ზ.ლეჟავა; ობოლაძე კაპ^ ლაბაძე ჯაფარაშვილი * მრქ) ჩხენკელი ჯანელიძე ხუციშვილი / მაჭუტაძე პარწიკანაშვილი ურუშაძე გიუნაშვილი

 20/10  საქართველო 29:20 რუსეთი

3ლ: ქავთარაშვილი შ.მოდებაძე ნადირაძე; გ 2ჯ: მაჩიტიძე; 2ა: მაჩიტიძე ნ.იურინი - ლ 5ჯ: ბოლდაკოვი

რეფ ბარაბი (სფრ; კიდ: მგელაძე / ნარიმანაშვილი * ეროვნული

3:0(2ა) 3:3(7) 6:3(13) 6:6(21) 11:6(25) 14:6(29) 14:9(32) 19:9(34) 19:12(39) 22:12(40ა) /
22:15(54) 22:20(64) 29:20(80+3)

საქ: იურინი ბესელია ჯიმშელაძე ალანია (ჩიქვინიძე 41) ქავთარაშვილი (ბუგიანიშვილი 72) <10-9> მაჩიტიძე მოდებაძე / მთიულიშვილი (ფირცხალავა 15-20) ობოლაძე კაპ^ ცაბაძე; ნადირაძე რაფავა (პარწიკანაშვილი 66) ზ.ლეჟავა ლაბაძე გ.გიუნაშვილი (კ.კობახიძე 55) * მრქ) ჩიქავა ^ მწ) მოდებაძე კილასონია ჭეიშვილი

27/10 რუსეთი 37:14 ჩეხეთი

`` პული 1996

მ-წ

გატ:გაშ

საქართველო$7 2-0 47:34
რუსეთი$2 1-1 57:43
ჩეხეთი$10 0-2 28:55

``    1#ესპანეთი$1 - 2#ბელგია$8 77:0 (8/12 შ,
          3#გერმანია$9 25:17 (24/11 გ; ბელ - გერ 24:3 (16/11 შ)

``    1#პორტუგალია$3 - 2#ტუნისი$11 11:6 (7/12 გ,
          3#ჰოლანდია$6 55:11 (23/11 შ; ტუნ - ჰოლ 20:15 (27/10 გ)

``    1#პოლონეთი$5 - 2#მაროკო$4 17:16 (19/10 გ,
           3#დანია$12 16:10 (28/09 შ; მარ - დან 17:5 (2/11 გ)

ნახევარფინალები (20/04 1997:
ესპანეთი - პოლონეთი, პორტუგალია -
საქართველო
^
ფინალები (11/05)

>>>     IX ვაკის შვიდკაცა

18-19/05    მსაჯები: ნარიმანაშვილი 13 მატჩი, აბაშიძე 9

<<      `` პული

1#საქართველო 3-0 (101:5) - ლელ 24:0, ყოჩ 27:5, დინ 50:0

2#ლელო 2-1 (50:24) - ყოჩ 17:0, დინ 33:0

3#ყოჩები 1-2 (38:49) - 4#დინამო 0-3 (5:116) 33:5

<<      `` პული

1#გუმარი 3-0 (81:7) - ქორ 24:0, ასკ 22:0, ყოჩ$2 35:7

2#ქორები 2-1 (49:34) - ასკ 21:5, ყოჩ$2 28:5

3#ასკ 1-2 (22:50) - 4#ყოჩები$2 0-3 (19:80) 17:7

<<      მეოთხედფინალი

საქართველო 38:7 ყოჩები$2
ქორები X:0 ყოჩები
გუმარი 22:0 დინამო
ლელო 21:0 ასკ

<<      ნახევარფინალი

ყოჩები 24:21 ყოჩები$2
ასკ 33:7 დინამო /

საქართველო

38:5

ქორები

გუმარი 22:7 ლელო

<<      ფინალი

7#ყოჩები$2 36:0 8#დინამო
5#ყოჩები 19:12 6#ასკ

3#ლელო

X:0

4#ქორები

 1#გუმარი 36:12 2#საქართველო

პარწიკანაშვილი$ლ ხუციშვილი მთიულიშვილი ბ.იურინი ნ.იურინი$2ლ3გ ჩიქვინიძე$ლ ბუგიანიშვილი$2ლ - ალანია ობოლაძე ზ.ლეჟავა მოდებაძე$ლგ ჯიმშელაძე მაჩიტიძე ურუშაძე (საკანდელიძე$ლ) ^ რეფ ნარიმანაშვილი

>>>     შვიდკაცის II მსოფლიო თასის შესარჩევი

1-2/06    ლისაბონი (პორტუგალია) უნივერსიტეტი. 24 გუნდი

საქართველო -

განთესვა $ 11
კვალიფიკაცია * ავსტრია 35:7, ნამიბია 12:59 $ 11
კლასიფიკაცია * ანდორა 31:5, პორტუგალია 7:56 $ 13

(გაზაფხულის) სინის მეოთხედფინალი * შვედეთი 5:40
$ გავიყავით 13-16 ადგილები

საქ: ობოლაძე ზ.ლეჟავა ურუშაძე ჩიქვინიძე მაჩიტიძე ბუგიანიშვილი სპ.ლიპარტელიანი საკანდელიძე ძოწენიძე ალანია ^ მოთ-მწ) ჭეიშვილი, მნჯ) კუბლაშვილი

(ლისაბონის) თასის ფინალი * ზელანდია 68:5 ესპანეთი

24-გუნდა ფინალში (21-23/03 1997 ჰონკონგი) გავიდნენ:

ზელანდია კანადა რუმინეთი პორტუგალია კორეა ირლანდია ესპანეთი ნამიბია

>>>     თბილისის თასი

21/05 სტუდენტები 6:10 გუმარი
23/05 სტუდენტები 31:3 ქორები

26/05

სტუდენტები

10:17

გუმარი

  ყოჩები 20:27 ლელო

29/05, 2/06    აღარ გამართულა

<<      სტუდენტები

15 ნ.იურინი; 14-11 მინდორაშვილი ალანია ჩხენკელი მხეიძე დუგლაძე ჯიმშელაძე ბუგიანიშვილი ე.ძაგნიძე; 10 წეველიძე მოდებაძე; 9 გიორხელიძე მათიაშვილი კიკაჩეიშვილი / 1-3 სო.ჭელიძე ჭავჭავაძე!ჰ ჩიქოვანი მაჭუტაძე კიკუაშვილი!ჰ 4-5 ზედგინიძე კაცაძე სულთანიშვილი პარწიკანაშვილი; 6-8 სა.ჭელიძე ლაბაძე კახიანი ^ მწ) მიქაბერიძე გეგენავა

>>>     სტუდენტთა III მსოფლიო თასი

29/06-20/07 პრეტორია იოჰანესბერგი (ტრანსვალი, სამხ.აფრიკა) / გამოაკლდა

   საფრანგეთი ინგლისი იაპონია / უკრაინა
   არგენტინა ირლანდია უელსი / პოლონეთი რუმინეთი
   აფრიკა იტალია რუსეთი / ჰოლანდია
   ზელანდია შოტლანდია ურუგვაი / საქართველო ირლანდია

ფინალები

1#საფრანგეთი 38:20 2#აფრიკა
3#არგენტინა 42:19 4#შოტლანდია

<<      შინ დარჩენილი საქართველო

15-11 ენუქიძე ბუგიანიშვილი ჩხენკელი საკანდელიძე ალანია ჯიმშელაძე ე.ძაგნიძე; 10 ტეფნაძე ნ.იურინი მოდებაძე წეველიძე; 9 გიორხელიძე კიკაჩეიშვილი / 1-3 ჩიქავა ჭავჭავაძე სო.ჭელიძე ჩიქოვანი ცაბაძე გიორგაძე; 4-5 მჭედლიშვილი პარწიკანაშვილი ღიბრაძე კახიანი ზედგინიძე; 6-8 ურუშაძე აბდალაძე ლაბაძე ცხვედიანი ^ მწ) მიქაბერიძე გეგენავა

>>>     ბავშვთა (1983-84 დაბ) ფესტივალი

18-20/06    ვაკე; მუშთაიდი (დირ ირაკლი ბითაძე)

ფინალი * ყოჩები 2ლ-2ლ აია

ყოჩები (მწ ნუგზარ მალაღურაძე; აკადემია (გია ღლონტი; შევარდენი (გია ჯავახიშვილი; ხულიგანა (34.სკოლა = ირაკლი კეკელიძე, ალეკო ამზაშვილი; აია (დიმიტრი ფულარია, ავთო ჩუბინიძე; ნიკე ქუთაისი (ლილუაშვილი; ჯიხა სენაკი (დათო კილასონია)

>>>     "ბებერი ხარები" ჩეხეთში

/05    საქართველო 12:10 პრაღა

2ლ: ჯალაღონია კიზირია; გ: კილასონია * Iტ 0:10

ბებრები (ფოტოს მიხედვით: თემურ ჯორჯაძე, რამაზ სანებლიძე, ზურაბ რეხვიაშვილი, ავთო ღიბრაძე, თემურ რუხაძე, თენგიზ რუხაძე, გოგი სუთიაშვილი, დემურ ცხვედიანი, შოთა ხარშილაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, ზაზა ვაშაკიძე / გელა მიქაბერიძე, დავით კილასონია, ირაკლი კიზირია, გოგი ჯალაღონია, მერაბ აბდუშელიშვილი, ვანო ბახტაძე, მერაბ ნიჟარაძე ^ მასპინძელი დავით კაკაბაძე (რადიო თავისფულება)


 კლუბები


$ მონაგარი (შინაურ ასპარეზზე)  # შეთავსებით

<<    აზოტი/ქიმიკოსი რუსთავი

15 მამუკა მინდორაშვილი$3ლ; 14-11 ლევან ბერიშვილი#15$2ლ, ბესო აფციაური$გ, დიტო კობალაძე$3ლ, ზურაბ ბერიშვილი$3ლ, შალვა ბაციაშვილი$გ, გიორგი მჭედლიშვილი$3ლ; 10 შალვა გოგიშვილი$3ლ11გ17ჯ; 9 ავთო პავლიაშვილი$2ლ / 1-8 გოდერძი შველიძე, კახა უჩავა, ლევან კბილცეცხლაშვილი#14$2ლ, მევლუდ ბებიაშვილი$ლ ^ მწ) დავით კაკაბაძე, ბებიაშვილი; პრეზ) საშა ლობჟანიძე

<<    აია ქუთაისი

15 გიორგი ჩუბინიძე#14$3ლა; 14-11 კახა გაბრიჩიძე$ლ, პაატა ძოწენიძე, ემზარ ძაგნიძე$ლ, ბესიკ ხამაშურიძე#6#5, დიმიტრი თედოშვილი, ემზარ გეგუჩაძე#15$გ; 10 ემზარ ძაგნიძე#12 $2ლ8გ19ჯ2ა, პაატა ტყაბლაძე#13$ლ, ნუგზარ ძაგნიძე$2ლ3გჯ; 9 დავით იობიძე#11$2ლ, ზურაბ კიკაჩეიშვილი, ჯუმბერ ტყაბლაძე$ლ, კობა გიორგაძე /

1-3 დავით აშვეთია, აქვსენტ გიორგაძე!ჰ#9, გელა ფირცხალავა!ჰ$3ლ, ტიხონ ხახალეიშვილი, ავთო გიორგაძე$ლ; 4-5 ზურაბ აფრიდონიძე#7$ლ, თამაზ ოდიშარია, დათო ლევიძე; 6-8 თამაზ ფხაკაძე#5 კაპ$2ლ, მირზა სოფრომაძე#14, ნიკა აბდალაძე (კაპ) $7ლ, გოჩა ხონელიძე#13, ზვიად გოგისვანიძე, ირაკლი გორგიძე$ლ

მწ) დუგლას კავთელაშვილი, რამაზ სვანიძე, სოსო დიაკონიძე; პრეზ) თემურ ჩეჩელაშვილი

<<    ასკ (ქართული ჯარი) [რეზონანსით შევსებული]

15 გელა ძამიაშვილი$3გ9ჯ2ა; 14-11 შალვა ჭიპაშვილი$4ლ, კახა კაპანაძე$ლ, კახა კოდუა#15$ლ, ირაკლი კილაურიძე, დათო აბრამიშვილი$ლ, გიორგი აბუსერიძე, ზურაბ ბოსტოღანაშვილი, გიორგი მაისურაძე, გიორგი სუთიაშვილი, ედიშერ ქადაგიშვილი, გია ამირხანაშვილი * დათო ქათამაძე, ხვიჩა ხვიჩია, ნიკო სალბიშვილი; 10 პაატა ცოფურაშვილი#15$ლ2გ; 9 ირაკლი აბუსერიძე$ლ13გ6ჯა, რატი გეგეშიძე /

1-3 ლაშა ლიქოკელი, მიშა სუჯაშვილი!ჰ$ლ, მამუკა ნამიჩეიშვილი$3ლ, ზვიად მაისურაძე, ზვიად კიკუაშვილი!ჰ, ირაკლი მენაბდე, გიორგი ჯიბლაძე, ლევან მაისურაძე, გიორგი ლომიძე, გიგა ბათლიძე; 4-5 გიორგი გვიმრაძე, ბესიკ გაფრინდაშვილი, ლევან ჩუბინიძე, ოთარ ჯანჯალაშვილი, ლაშა ლაზარაშვილი, ირაკლი მინაშვილი; 6-8 გიორგი ექიზაშვილი, გიორგი სვანიძე, ლევან მგელაძე$9ლ, მამუკა მაგრაქველიძე$ლ, ზურაბ რატიანი$ლ, დათო ტაბატაძე

მწ) მგელაძე; მნჯ) ავთო ღიბრაძე

<<    გელათი ქუთაისი

15 ზურაბ შვანგირაძე$8გ10ჯა; 14-11 დათო ლაკვეხელიანი, დათო კუხალეიშვილი$2ლ, გოჩა ლილუაშვილი$6ლ, მინაგო ხელაძე; 10 კობა ქიმუცაძე$გ2ჯ4ა, ლევან შერვაშიძე#11$2ლჯა; 9 ბერდია ძაგნიძე$ლ /

1-3 ვოვა სვანაძე$ლ, მიხეილ კუჭუხიძე!ჰ გუგა ბაბუნაშვილი$2ლ; 4-5 დათო აბაშიძე#7$ლ, ჯონი ხინგავა, ზაზა მაჩალაძე; 6-8 ვიაჩესლავ ლანჩავა, მიხეილ ბებურიშვილი, ზვიად კუპრაშვილი$ლ, კახი კვახაძე$ლ

მწ) ზაზა თხელიძე; პრეზ) შალვა ქურციკიძე; მნჯ) ავთო იობიძე

<<    გუმარი

15 კახა მაჩიტიძე#10$8ლ17გ11ჯ2ა, ნიკო იურინი (პენზა$ლ; 14-11 ბაია იურინი#15$2ლ, ლევან ჩიქვინიძე$3ლ, შავლეგ ჯანელიძე#9$2ლ, თორნიკე კიზირია$3ლგ, ნუკრი ხვედელიძე$ლ, გიორგი ბუგიანიშვილი$13ლ, მერაბ მარჯანიშვილი$ლ მალხაზ თოფურია, მერაბ ბესელია; 10 პალიკო ჯიმშელაძე#14#15#12#13$8ლგ; 9 შოთა მოდებაძე#10$4ლ26გ21ჯ2ა, ზაზა ხუციშვილი#!ჰ$ლ

1-3 თემურ ქერდიყაშვილი#5#7, ნოდარ რობიტაშვილი!ჰ$2ლ, მევლუდ მთიულიშვილი!ჰ$ლ, ლევან ცაბაძე$ლ, გიორგი ბერიაშვილი; 4-5 ზურაბ მჭედლიშვილი$2ლ, სოსო პარწიკანაშვილი#3#6$3ლ, თენგიზ თედორაძე#6$2ლ; 6-8 დიმიტრი ობოლაძე#14#12 კაპ$2ლ, ნუგზარ მგელაძე$ლ, ვიქტორ დიდებულიძე$7ლ, დათო სორდია#14$2ლ, მამუკა მაგრაქველიძე, კახა კობახიძე#13$3ლ, ზვიად პინაიშვილი, გოჩა გობეჯიშვილი

მწ) გურამ მოდებაძე, ხვედელიძე, ნელი გრიგალაშვილი; პრეზ) ბიძინა გეგიძე; მნჯ) გურამ გიორგაძე, ზურაბ ზოიძე; ექმ) დავით სერგეენკო

<<    დელფინები ბათუმი

მწ) ამირან შავგულიძე

<<    დინამო [რეზონანსით შევსებული]

15 ზეზვა ქავთარაძე$ჯ, ზურაბ ღირსიაშვილი$ლ; 14-11 ვიქტორ ფალავანდიშვილი$ლ, ნოშრევან ნამორაძე, დათო ბითაძე, გიორგი ბარბაქაძე, ლევან ასათიანი, მახარე ბზეკალავა$ლ, ნიკა არაბული, ლევან გოგია$ლ, დათო გელიტაშვილი,  დათო მაჭავარიანი, შაკო დემეტრაძე; 10 ლევან ლოლაძე$ლა, ზაალ ფარცვანია$გ2ჯ; 9 დავით დევნოზაშვილი$გ, ირაკლი კობალავა, გიორგი ერიკაშვილი * ვაკო გაბუნია, ვანო ტალიაშვილი /

1-3 გია ქავთარაძე, ლევან კაკაურიძე, დათო ბერბიჭაშვილი, ნოდარ ბენაშვილი, ნოდარ მელაძე, მიშა გოგოლაშვილი; 4-5 რეზო ბექაური$2ლგ7ჯ, რეზო გაბუნია, დათო მაისურაძე, ვახტანგ მაღალთაძე, მალხაზ ხარებავა; 6-8 ოთარ მარგველაშვილი$ლ, გურამ მირიანაშვილი, ბესო არველაძე, თემურ ბერბიჭაშვილი, ირაკლი წივწივაძე  

* გუნია$ლ ^ მწ) სერგო რამიშვილი, მერაბ გოგიჩაიშვილი; პრეზ) სერგო კეშელავა

<<    ლელო

15 ვასილ აბაშიძე$7ლ2გჯ; 14-11 ნონო ანდღულაძე$ლ, ლევან შაორშაძე$ლა, ლევან მაისაშვილი$3ლ10გ13ჯ, ირაკლი სულთანიშვილი$ლ, დათო რამიშვილი$ლ, კვანტრიშვილი$2ლ, არჩილ იოსელიანი; 10 ლაშა ხურციძე$ჯ; 9 მიშა მათიაშვილი$ლ, ირაკლი მოდებაძე$ჯ /

1-3 ნიკო მეტრეველი$ჯ, ლევან ჯაველიძე, დიმიტრი თოფურიძე; 4-5 ლევან გოჩალეიშვილი$ლ, ილია ზედგინიძე$ლ, დიმიტრი ხოჭოლავა$ლ, ზვიად მათიაშვილი; 6-8 ილია მაისურაძე$2ლ, გია ლაბაძე (პენზა$ლ

მწ) თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი; პრეზ) ბათუ კევლიშვილი

<<    უნივერსიტეტი

15 ლადო გვიანიშვილი; 14-11 გოგა რაზმაძე, დავით ქირიკაშვილი$ჯ; 10 თემურ ახობაძე#12$3გ4ჯ, გია კურატიშვილი$გჯ; 9 გიორგი სურმავა, არჩილ მაჩაიძე / 1 კახა ჯმუხაძე$ლ; 4-5 ბიძინა გეგიძე, გია კუბლაშვილი$ლ; 6-8 ვახო კაპანაძე, დათო ბოლღაშვილი$ლ * პალაგაშვილი$ლ ^ მწ) სურმავა; მნჯ) გია ჭუმბურიძე; პრეზ) თორნიკე გეგიძე

<<    ქორები (თბილისი)

15 მიხეილ წეველიძე#10#13$6გ13ჯ3ა, გიორგი ასათიანი#11$4ლ; 14-11 არჩილ ქავთარაშვილი$ლ, კახა ალანია$4ლ, სანდრო ჩხენკელი$2ლ, ირაკლი სიხარულიძე$6ლ, დემირ ძნელაძე#15$3ლ9გ8ჯ, მიხეილ ჩაჩუა$ლ, გოჩა კვაჭანტირაძე$ლ, ლაშა ვაშაძე#9$2ლ, ნუკრი ხვედელიძე$ლ; 10 დავით ჩავლეიშვილი$4გ4ჯ4ა; 9 ბობა კვინიხიძე#15$2ლ6გჯ, ნიკო ლაბაძე#6$2ლ /

1-3 კაკო მაჭუტაძე$2ლ, რეზო ჯაფარაშვილი!ჰ#8$4ლ, ვახო ცქიტიშვილი$2ლ, კობა ირემაძე!ჰ ავთო კვანტალიანი#4$ლ, დათო შუბითიძე, დათო რეხვიაშვილი; 4-5 თამაზ ხუადე$ლ, ალეკო ღიბრაძე, გიორგი კახიანი#6$ლ, თამაზ ჩადუნელი$ლ, იაგო გომიაშვილი; 6-8 არჩილ კობახიძე, ვასილ კაცაძე#1#4#3$5ლ, გია გიუნაშვილი$6ლ, დავით დგებუაძე, დათო ვართანიანი$ლ, სანდრო ანთაძე

მწ) თემურ ბენდიაშვილი, ჩავლეიშვილი, ხვედელიძე

<<    ყოჩები

15 ალეკო ენუქიძე$5ლ; 14-11 სპირიდონ ლიპარტელიანი კაპ$4ლ, სანდრო საკანდელიძე$3ლ, მალხაზ ჭეიშვილი#9$2ლ, გეგი წიკლაური$8ლ, შოთა ლაზაშვილი$2ლ, კახა მხეიძე$4ლ, გოჩა ბარძიმიშვილი#10$ლ5გჯ, ზურაბ დუგლაძე#15$ლ, ლევან ხაზალია, ბადრი ხეხელაშვილი; 10 ბესო ტეფნაძე$7ლ35გ35ჯ4ა; 9 ირაკლი გიორხელიძე$3ლ /

1-3 ირაკლი ჩიქავა#!ჰ$ლ, ნიკო ჭავჭავაძე!ჰ$2ლ, გიორგი ახვლედიანი, ალექსი ჩიქოვანი!ჰ#4$5ლ, ბაკურ ფირიაშვილი!ჰ სოსო ჭელიძე$ლ, გიორგი გულუხია; 4-5 ალექსი გუშარაშვილი, სოსო სულთანიშვილი, გელა ხურცილავა#1, მამუკა გაგნიძე#3; 6-8 ზაზა ლეჟავა#5$ლ, რატი ურუშაძე$8ლჯ, მამუკა ტყეშელაშვილი#5$3ლ, სანდრო ჭელიძე#5$2ლ, დათო ცხვედიანი$3ლ

მწ) გელა მიქაბერიძე, ლაშა გეგენავა, ლექსო ბურნაძე; პრეზ) თემურ გაფრინდაშვილი

<<    ყოჩები$2

15 ლევან პეტრიაშვილი$ლ, 14 ბადრი ხეხელაშვილი$ლ, 10 ჯუმბერ ჯანაშვილი$ლ2ჯ

<<    მსაჯები

გოჩა აბაშიძე 30 მატჩი, პაატა ნარიმანაშვილი 26, ლევან მგელაძე 15, გია კურატიშვილი 6, ნოდარ რობიტაშვილი 5, ზურაბ რეხვიაშვილი 4, ზაზა თხელიძე 3; დიმიტრი ფულარია, დავით კილასონია, ავთო ჩუბინიძე, გურამ მოდებაძე, რამაზ სვანიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ნიაზ მამრიკიშვილი 1

<<< >>>