"ყოჩების" დროება

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1997 წელს, რომელშიც პირველად გამოვცადეთ ლათინთა სიმუხთლე; ნაკრების კონსულტანტად მოვიწვიეთ ფრანგი კლოდ სორელი; წარმატებით დავიწყეთ მსოფლიო თასის შესარჩევები; ზელანდიაში სტაჟირებაზე მივავლინეთ ორი მორკინალი; გვიან დაწყებულ შინაურ პირველობას კი გაგანია სეზონში თუმც პლეი-ოფი დაემატა, უძველესმა კლუბმა, "ყოჩებმა" მაინც იმარჯვა.

მადა ჭამაში მოდისო და შარშან, ეროვნულზე რუსეთის ძლევის შემდეგ კავშირის უფროსობამ უკანასკნელი "ერთა თასის" მოგება ამოიჭრა გულში. ჩვენმა დელეგაციამ ფირა-ს 1996 წლის ყრილობაზე ჩეხებთან რომ შეკრა ალიანსი, უფროს ძმა-ყოფილთან რკენა შინ გადმოატანინა, შემდეგ, პარიზის შეკრებაზე კი მეტადაც გარისკა და სხვა ქვეყნებიც აიყოლია, რათა პლეი-ოფში მასპინძლები პულურ ბალანსთა მიხედვით კი არა, წილისყრით არჩეულიყვნენ.

ამით ბიძინა გეგიძემ და ზაზა ქასაშვილმა უკან დასახევი გზა მოიჭრეს. იმხანად ბოგანო ფირა-ს საითი ხომ არა ჰქონდა და თავის მიერვე გამართულ შეჯიბრთა ანგარიშებსაც დროულად ვერ კრებდა. და მაინც, ჩვენებს პირვანდელი დებულება გულდასმით რომ წაეკითხათ და შედეგებიც შინაური არხებით შეეტყოთ, ეცოდინებოდათ, რომ პორტუგალიაში წაგების შემთხვევაშიც კი შინ გვერგებოდა ბრინჯაოს ფინალის გამართვა, ხოლო მისი მოგებით იოლ შესარჩევ პულში მოვხვდებოდით.

აზარტული ქართველები მივენდეთ იღბალს, მან კი, მალაიზიელი დედაკაცის სახით, ორგზის გვიმტყუნა: ნახევარ-ფინალიცა და ფინალიც გასვლაზე გვერგო. მაშინ დავსახეთ მზადების საგულდაგულო გეგმა, რომელიც სპორტის დეპარტამენტმა უშურველად დაგვიფინანსა. ჰოდა, ბორჯღალოსანთა 36-სულიანმა დელეგაციამ თებერვლის ბოლო სამი კვირა საფრანგეთში გაატარა და იქაურებს ისე მოაწონა თავი, რომ ყოველ-კვირეულმა "მიდი ოლიმპიკმა" შეიცხადა, ნეტავ, სად ისწავლეს ამათ ასეთი რაგბიო.

ოვალური ოაზისი

გუნდი შინ მძლეოსნობის სექტორში ემზადებოდა, გალეთში კი მოედნებზე ხომ ივარჯიშა და ხუთი მატჩიც გამართა. მათგან უმთავრესი იყო "ლე ბლეს" დუბლთან ბურთაობა, რომლითაც პარასკევ საღამოს გაიხსნა "ხუთი ერის" ვიქენდი. მეტოქის კრძალვა არ შეგვტყობია და კახა მაჩიტიძემაც წვიმაში, "ადიდასის" სლიპინა ბურთით შეაგდო არეკნი; ნიკო იურინი ხაზში ჩაერთო და გიო ბუგიანიშვილს დაუგორა (10:6, მაგრამ მერე ისინი 5-მეტრა შერკინებაში მოგვაწვნენ და საბოლოოდ 10 ქულით მოგვიგეს.

შინ მობრუნებულებს ისე უეცრად გვეწვია რუმინეთის ულეგიონერებო ნაკრები, რომ ტურნეს ბოლო, მესამე თამაშიღა გავუმართეთ ვაკეში, სადაც სეზონის წინ სასუქი შეეტანათ. რუსთავში კარპატელებმა საათის თავზე ბარემ შვიდი წუთი გვიტიეს და თუმც ძლივს ვაჩერებდით კუთხეებში, ბოლოს დერეფნიდან მაინც დაგვალელოვეს და გაგვტეხეს. მერე, ავლაბარში, შესვენების შემდეგ ორი ძალისმიერი ლელო შეიტანა "დედაქალაქმა", შინ კი გავისტუმრეთ ლიტველი რეფი ალფონსას გრუმბინასი, ვინც გია რაფავას ჩივილზე პასუხობდა, მერე რა, თუ ახტომისას ზედ გეკიდებიანო.

"სარბიელში" ეს მატჩები ერეკლე კიკილაშვილმა გაარჩია. ვრცელი ინტერვიები აიღო ლევან ჯავახიშვილმა. შინაური სეზონის ფინიში კოლა მაჭარაშვილმა გააშუქა. ოპერატიულ ანგარიშებს აქვეყნებდა რაულ წეველიძე. დეპარტამენტის ორგანო "საქართველოს სპორტში" წერდა ზვიად შათირიშვილი, დანიიდან კი რეპორტაჟი თვით მამუკა კვარაცხელიამ გადმოსცა. საკაბელო "VII არხმა" (გიორგი გაბისკირია) სამ უბანს აყურებინა "სამი ერი" და ჩრდილოეთის ტესტები, სარბიელის არა-ფეხბურთის რედაქტორმა კი ბორჯღალოსნებს უძღვნა ა5 ზომის, 16-გვერდა ჩანართი, დევიზით "ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში!

რუმინეთი შედრკა

მორაგბეებმა სასუქ მოყრილ ასპარეზზე მტვრის კორიანტელი დააყენეს. გამეორდა რუსეთთან რკენის სცენარი. თავიდან იყო "უღიმღამო, უშეღავათო ჯაგა-ჯუგი და პინგ-პონგი, რომელშიც სასიკეთო არაფერი გველოდა, მაგრამ შუა პირველ ტაიმში ბიჭები გახელდნენ, ფრონტის შუაში ზედიზედ დაკრეს, შავლეგ ჯანელიძემ თამამად შეუტია თავისი 22-დან, მას მიყვნენ ვასილ კაცაძე, გელა ფირცხალავა და რუმინეთი შედრკა.

შევიტანეთ ორი ლელო. პირველზე ისევ კაცაძემ აიწყვიტა, მაჩიტიძემ გააცუცურაკა დაცვა, დერეფანში კი ზურაბ მჭედლიშვილმა ორი ხელით მოხსნა ბურთი და სხვებმა ასე, აწეული, გადაიყვანეს ხაზს იქეთ. მეორეზე შავლეგმა შერკინებიდან მოკლე ფრთაზე გაუტია, ბოლო ჯარიმა კი ზედიზედ სამ ფაზურ მონაკვეთს მოყვა. ბოლოს სტუმრებმაც დადეს პრესტიჟის ლელო, მაგრამ პაატა ნარიმანაშვილმა აკრძალული ფანდი, სოლი შენიშნა და აღარ ჩაუთვალა.

უბაზობის გამო ნაკრებს შინ რომ არ ედგომებოდა, სალისაბონოდ ნარბონში (საფრანგეთი) დასცა ბანაკი. უცხოეთიდან ტელე რეპორტაჟის მოწყობა იმხანად ზღაპარი იყო, ნამატჩევს კი სამმა ჩვენებურმა დარეკა შინ. მათი ნაუბარის შეჯერებით შეიქმნა სურათი, რომელიც ჩამოტანილმა კასეტამ დაადასტურა: ფრანგმა მსაჯმა ალენ ფერანდესმა "ექსპრომტად მოიგონა ახალი წესები, უამრავი იერიში ჩაგვიშალა, წინ ბევრით არ გაგვიშვა და 0:3, 14:13, 17:16-ზე თითო ლელოც არ ჩაგვითვალა!

ჭკუით იქცეოდნენ

განათლებული, თუმც პროლეტარი ევროპელის ასეთ საქციელს რომ არ ველოდით, გავიხსენეთ საბჭოური ადათი და დროშის ტარებით მივთეთქვეთ უნამუსო რეფი. ამით დასრულდა ორი ბორჯღალოსნის სანაკრებო კარიერა, მაგრამ საშური საქმეც გაკეთდა: ფირა-ელებმა დაინახეს, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, და რამდენიმე წელი ჭკუით იქცეოდნენ, ხოლო ჩვენმა კავშირმა დაადგინა, რომ ლათინი ოღრაშები ვერ იგუებდნენ "არიფი, ცინგლიანი, მარტაკვეცა, ევროპული საზომით ქაჯი, შორეული, კავკასიის ქვეყნის სწრაფ აღზევებას"

მაგ წაგების შემდეგაც შეგვეძლო "კამფეტივით ჯგუფში, რუმინეთ - ბელგიასთან მოხვედრა, მაგრამ მიზეზთა გამო გამოგვაკლდა რვა ნალისაბონარი; ბიჭებს გული გაუტყდათ; პოლონეთში აღარც საფრანგეთ - იტალიიდან ჩამოგვაკითხა სამმა ლეგიონერმა, რის გამოც ჭორად დაირხა, კლუბებმა არ გამოუშვესო; სრული რაზმი კი იმითღა შევკრიბეთ, რომ ჰოლანდიიდან ვიხმეთ ჯეელი ნონო ანდღულაძე.

ოთხი წლის წინდელის დარად, პოლონეთმა სოპოტში ისევ მოგვიგო და მსოფლიო თასისკენ სავალი გზა გაგვირთულა. ბორჯღალოსნებმა თანამედროვედ იბურთავეს - "ზედიზედ დაჯახებით, ბურთის ჩადებით, რაქთან გარღვევით ფაზები კინძეს და მეტოქეს არაქათიც გააცალეს, მაგრამ უზუსტო პასთა და არასწორ გეზთა გამო, ჩანაფიქრი მეტწილად ვერ დააბოლოვეს". გავაფუჭეთ ორი ნაღდი ჯარიმაც, შუა მეორე ტაიმში კი გაწვიმდა, გერმანელმა მსაჯმა სამ მონაკვეთში ზედიზედ 7-ჯერ დაგვაჯარიმა და ზორზოხმა მასპინძლებმა გაგვიფრევეს თამაში.

გულბაზიანი შეგვეხმიანა

რეფმა, ფეხბურთის წაბაძვით, ორი, 15-წუთა ტაიმი დაამატა. მის წინ პაატა ძოწენიძე გაიჭრა, მაგრამ მაჩიტიძეს ვეღარ მიაწოდა. იმათ შერკინებიდან მოკლე ფრთაზე დაგვალელოვეს და მერე ორი ჯარიმაც გაგვიტანეს, ჩვენგან კი დებიუტანმა ნონომ სულ ბოლოს შეამცირა ჩამორჩენა. ახდა ბასკ ხოსე-მარია ეპალსას ოცნებაც - ევროპულ ასოციაციად გარდაქმნის წინ, ფირა-ს უკანასკნელი ჩემპიონი ესპანეთი გახდა პორტუგალიის შინ ძლევით, შესარჩევთა განრიგი კი 20-22 ივნისს, დუბროვნიკში (ხორვატია) შეთანხმდა.

კაცთა ნაკრების გარდა, უცხოეთში მხოლოდ ორი გუნდი და ორიც მორაგბე გავიდა. "მუხლ-ჩაუხრელ მუშაკ გია კუბლაშვილს, ვინც ქართული რაგბის კინო-მატიანის შედგენით საშვილიშვილო საქმეს აკეთებდა", შეეხმიანა ლევონ გულბაზიანი. ამას ოვალური ბურთით საბჭოთა ხანაში ეთამაშა; სომხეთში ათი წლის მივიწყებული სახეობის აღდგენისთვის მოეკიდა ხელი და გუნდი ამერიკული ბურთაობის (!) ფედერაციაში მოეწყო. ჰოდა, კუბლაშვილმა მეზობელს ურჩია, ირბ-ს მიმართეო, და თავისი "აკადემიაც" აწვია ერევანს.

გეგიძემ და ქასაშვილმა წინა წელს, რომში, ირბ-ის კრებაზე გაიცნეს ზელანდიის დელეგატი თიმ გრესონი და მზარდ მოთამაშეთა კივეთში მოწყობა სთხოვეს. შედგა ხუთი კანდიდატის სია. მათგან თიმარუს (სამხრეთი ქენთებრი) კლუბმა, ფლეზენთ-ფოინთმა აირჩია მაღალი მორკინალები, ზურაბ მჭედლიშვილი და ალეკო ღიბრაძე, მაგრამ საკონსულომ საქმე რომ აჯანჯლა, ბიჭები შორეთში დათქმულზე ორ-თვე-ნახევრის შემდეგ ჩავიდნენ და 13 მატჩიღა ითამაშეს.

უცხო ხილები იგემეს

ჩვენები კლასიან გარემოში ძაან იზარდნენ. ზურა შინ მობრუნების შემდეგ ნაკრების კაპიტნად დააწინაურეს. პროვინციელ კივებს ბორჯღალოსანთა ჩანაწერი რომ უნახავთ, დიაგნოზი დაუსვამთ, ევროპულ, ნელ რაგბსა თამაშობთო. გრესონის სიქველით ქართველები ქრაისთჩერჩში დაესწრნენ "ბლედისლოუს თასის" ტესტს; გაიცნეს ზინზან ბრუქი, ფითსპათრიქი და კრონფელდი; ხოლო ინტერვიუერის კითხვაზე, ისტორიული ძეგლები თუ დაათვალიერეთო, მოსწრებულად შენიშნეს, ზელანდია ახალი სამყაროა და ღირს-შესანიშნაობა ისღა აქვს, რომ პინგვინები წყლიდან ერთსა და იმავე დროს ამოდიანო.

უფრო კოლორიტული ქვეყნები, პინოჩეტის სამშობლო - ჩილე და არგენტინა დააჭაშნიკა ჭაბუკთა ნაკრებმა, ვინც ერთგან აღდგომის კვირაში იოლად მოიგო "მსოფლიოს" მესამე ჯგუფი, მეორეგან კი ბანკეტზე იმდენი უცხო ხილი იგემა, რომ მთელ დელეგაციას გაუღიზიანდა ყბათა შორისი მენისკი! მწურთნელებმა გუნდი ცხრა კლუბიდან შეკრიბეს; მთავარ მატჩში, ჰოლანდიასთან, ვასილ აბაშიძემ ჩაჭრა პასი და 60 მეტრი ირბინა, ჩემპიონი კი მაინც, ბოლო ათ წელში მეშვიდედ, არგენტინა გახდა.

1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში პირველ მეტოქედ გვერგო ხორვატია, ვისაც ბურთაობებში დამკვიდრება ერთნაირი მოდელით, ემიგრანტთა ჩამომავლების ხარჯზე დაეწყო - ჰოკეის გუნდი კანადაში შეეკრიბა, ბეისბოლისა შტატებში, რაგბისა კი ზელანდიაში! ოქლენდელ გურუს, ენდი სუმიჩს თვით 33 წლის მაორი "ოლ ბლექი", 13-კაცა ლიგაში ნათამაშევი ფრანო ბოტიცა მოეჩანგლა, მაგრამ კუნძულ კორჩულაზე დაბადებული პაპის ბადიშმა საჩვენოდ ვეღარ მოიცალა.

ლიანგური ვარჯიშობანი

ახალ დონესა და დიად ამოცანას მოძღვარიც ახალი ჭირდებაო და ქასაშვილმა ჯერ კიდევ ივლისში ჩამოიყვანა კლოდ სორელი, ვისაც კლუბ "ბეზიესა" და მაროკოს შვიდკაცა ნაკრებში ემუშავა. გულღია გურუმ ვაკის ოფისში გამართულ სემინარებს გამზირის გადაღმად, სტადიონზე, ლიანგური ვარჯიშობანიც მოაყოლა. მათში 60 უკეთესი ქართველი მონაწილეობდა. ფრანგული აქ ჯერაც რომ ცოტამ იცოდა, თარჯიმანობდა აღმოსავლეთ-მცოდნე გია ჭუმბურიძე, და საერთო აზრი ეგეთი იყო, რომ ბიჭები გადასარევად, კივურად (!) არაგბდნენ.

მესიე კლოდი მეორედ ხორვატთა ჩამოსვლამდე, მუქთ მრჩევლად გვეწვია. ეროვნულ სტადიონზე შეშვების გამო კარგა ხანს ნაცნობი გაურკვევლობა იყო, მაგრამ მერე ყველაფერი "თავისით, ზემოთ" მოგვარდა. ბილეთის ფასად ერთი ლარი დადგინდა; ხორვატები კვაჭის დედას ელოდნენ, რათა ამას ვაჟისთვის ახალი პასპორტი მიერთმია, და სულ სხვა რეისს გამოყვნენ; მასობრივი უდენობის გამო კი პირდაპირი რეპორტაჟის ნაცვლად დაიგეგმა ჩაწერა, რათა თბილისელებს ბინებში შუქის მისვლის შემდეგ ეხილათ რაგბი.

შევკრიბეთ ექვსი ლეგიონერი, შვიდი ახალბედა და ცხრა გუმარელი. ძნელად, მაგრამ მაინც მოვიგეთ 14 ქულით. რაგბზე ახალ მოქცეულ მაყურებელსაც ალბათ მოეწონა "XIX საუკუნის ლელობურთის ყაიდაზე გაუთავებელი ჯაჯგური და ზედახორა, სხვაფრივ კი კლოდის მიერ აფიშირებული ლაღი ბურთაობის ნატამალი ხომ ვერ ვიხილეთ და ჩვენებიც რაზმის ნაცვლად ჰგავდნენ მგლების ხროვას, რომელმაც ერთი-ორი კარგი ბელადის ყოლით გააბითურა საზრიან მელიათა გუნდი"

ზედახორაში დაამიწა

გარჩევაში ეგეც დაიწერა, "არა სწორია, რომ უცხო კაცი გვიდგენს შემადგენლობასა და ტაქტიკურ მონახაზს; კლოდს მადლობა ვუთხრათ, ჭკუას კი შევეკითხოთ ჩვენებურებს, რომელთაც ქართველთა ბუნება ფრანგზე მილიონჯერ უკეთ იციანო". და მაინც, გამარჯვება იყო უაღრესად საჭირო, თუმცაღა უფერული, და რომ არა ხალხისა და მეტადრე ჯარისკაცთა ქომაგობა, ბოლო მეოთხედში თამაში შეიძლება ვეღარც შემოგვებრუნებინა.

დავიწყეთ ძალუმად. გია ლაბაძემ შეუტია მოკლე ფრთაზე და ექვსი ატაცების შემდეგ გია რაფავამ ზედახორაში დაამიწა ბურთი. იმათ ხაზს რომ მარდად ვხურავდით, მაჩიტიძემ უთავბოლოდ მოსროლილ ოვალს ფეხი მიკრა და იურინმა აიღო. კახა ალანიას გარღვევას ჯარიმა მოყვა; არჩილ ქავთარაშვილისა და კაპიტნის წყალობით სხვაობა 16 ქულამდეც (19:3) ავიდა, მაგრამ ხორვატია ნოკდაუნიდან დაგვიძვრა იმის მიუხედავად, რომ ენთონი პოშამ ხუთი ჯარიმა ააცილა.

კივ-სლავებმა არად ჩააგდეს ახალი, ირბ-ული წესი და შესვენებაზე გასახდელში არ გავიდნენ; მესამე მეოთხედში უცებ გაგვითამაშეს ჯარიმა, ხოლო მეორედ, ხაზით შეტევისას, ზედიზედ ცვალეს გეზი. ანგარიში 19:15 რომ გახდა, აგუგუნდა სტადიონი; ბორჯღალოსნებმა (ნიკა აბდალაძე, ზაზა ლეჟავა, ლევან ცაბაძე) სულ ჯიქურ უტიეს ოთხი წუთი, მაგრამ რუმინელმა ენჩუ სტოიკამ ლელოსთან ჩამოგვართვა ბურთი.

კლოდური მწყობრით

ჯარიმა კარში არ დავარტყით, მჭედლიშვილს კი მოლში ცუდად მიაწვნენ. სალელოე დერეფანი მალე იმათაც მიეცათ, მაგრამ მოვუგეთ და ბესო ტეფნაძე ტანკივით წამოვიდა. ჯარიმა კიდეზე კიდევ სამჯერ გადავიტანეთ და მეტოქე ვეღარ დაგვიდგა. კიკოფიდან მოვაწყვეთ ბლიცი და ლაბაძის მიხდომით მონაგარი გავზარდეთ. ხორვატიამ მოგება რაგბულად მოგვილოცა; თან დაიქადნა, ნახავთ, რუსეთს რას დავმართებთო. და მართლაც, ადრიატიკის პირას, მაკარსკაში, თაკარა მზეში, მარინკო კლარიჩ-კუკოზის 18 ქულით გვიზარალა კონკურენტი.

ამავე ვიქენდზე გველოდა დანია, ვინც ორი წლით ადრე დაიჩივლა, მოედანი რომ მოყინულია, დავიკაწრებითო, და უთამაშებლად დაგვნებდა. ამჯერად მატჩი შედგა, მაგრამ იმათ ძალუმად გამოიჩინეს ნორდიკული ზნე: ბანკეტზე თითო ბუტერბროდსა და ბოთლ ლუდზე გადაგვატარეს; მოლში ნეკნ-ჩაწელილ რაფავას დაცინვა დაუწყეს და არც ბურთის სადგამი ათხოვეს ჩვენს კიკერს, ვისაც ეგ სამარჯვი, კავკასიური არხეინობით, შინ დარჩენოდა.

თამაში კოპენჰაგენის გარეუბანში იყო. რაგბის კარად ბალახის ჰოკეისა გადაეკეთებინათ. უსადგამოდ თორმეტიდან გავიტანეთ მხოლოდ სამი, იმათმა ზელანდიელმა კი სადგამით, ექვსიდან ერთი! თავიდან დაგვალელოვა ჩაფხუტოსანმა კივმა ფლანკერმა; უმალ შოთა მოდებაძემ დიაგონალზე შეუგორა იურინს; რამდენჯერმე გაინავარდა ქავთარაშვილმა; 14:8-ზე ისინი მოგვეძალნენ, მაგრამ დაცვის ახალი, კლოდური მწყობრით ავოტნეთ, ბოლოს კი მჭედლიშვილმა ორი ხელით მოხსნა ბურთი და მევლუდ მთიულიშვილი მიეხმარა.

აზარფეშის თასზე

ნაკრების ამდენი ვოიაჟის გადამკიდე საშინაო პირველობა შუა მაისშიღა დაიწყო. ძალთა მორიგი გადანაწილების გამო კარგა ხანს უცნობი იყო მონაწილეთა რაოდენობაცა და შეჯიბრების სისტემაც. კავშირში შესატანი 350 ლარს უდრიდა. მერე თანხა ასამდე დავიდა, მაგრამ ბოლო ვადის ორჯერ გადაწევის შემდეგაც მხოლოდ ხუთმა კლუბმა (გუმარი რუსთავი ასკ დინამო თბილისი) რომ მიიტანა ოფისში საბუთები, შედგა ალტერნატიული, ოთხ-წრიანი ფორმულა.

ამით ჩემპიონატი ფარსად იქცეოდა, ურჩი კლუბები კი დიდი ხნის წადილს აისრულებდნენ: "აზარფეშის თასზე ითამაშებდნენ ველურ, რეკრეაციულ რაგბს, რომელშიც მოედნის დახაზვა, კარის აღმართვა, ოქმის შევსება და ანგარიშის დათვლა სავალდებულო აღარ იქნებოდა, და მსაჯის ცემაც დაუსჯელად შეგრჩებოდა". ბედად, ასე არ მოხდა და ზემოთ, პირველ ჯგუფში, მხოლოდ უნივერსიტეტთან დამოყვრებულმა ლელომ აღარ წარადგინა განაცხადი, ქვემოთ კი, მეორეში, ბანკის გარანტიის ოდნავ დაგვიანების საბაბით, უკონკურსოდღა დაუშვეს შევარდენი, რომელშიც ლელოდან ჭაბუკთა ნაკრების ბირთვი გადასულიყო.

საკითხი კავშირის აღმასკომზე გაირჩა. დაიჟინეს მისმა წევრებმა კანონის უზენაესობა და სეზონის ბოლომდე უერთგულეს კურსს. ვაკის სტადიონის ქირაც ბოლო წელიწად-ნახევარში 25 ლარიდან სამ ეტაპად სამასამდე (300) გაიზარდა. ამით შეშინებულმა გუნდებმა თამაშთა დანიშვნა სპორტის აკადემიაში და ლოკომოტივის ბაზაზე დაიწყეს; კავშირმა ეგ ასპარეზები მალე უვარგისად ცნო, ზაფხულში კი ჯგუფებს თითო გუნდი გამოაკლდა და ორივეგან ლუწი მონაწილე დარჩა.

475 ლარის საქონელი

მეორე რაუნდში დელისსა და ბაგებს ტაროსმა რომ გადაუარა, თამაში გადაიდო და ამერის ოთხი უკეთესი კლუბი ერთსა და იმავე შაბათს, ზედიზედ შეიბა. მაშინვე გაირკვა მათი პერსპექტივა: თანაბარი რაზმისა და დიდი მარქაფის მყოლმა ყოჩებმა აჯობეს ძაან შეძლებულ რუსთავს, ვისაც ქუთაისელი ბორჯღალოსნები აემატებინა და გუმარში დახელოვნებული თავისიანებიც დაებრუნებინა, და ქორებიც დაღვინებულიყვნენ - აკი ბოლო მეოთხედში გაუსწრეს გუმარს და მოუგეს.

ქასაშვილის წყალობით, გუნდებს ლამაზად ეცვათ, მაგრამ ინვენტარი რომ უჭირდა, კავშირმა ბრძანა, ყოველმა ბორჯღალოსანმა დააბრუნოს სრული კომპლექტი - ორი კვართი, შორტები, ქუდი, პიჟამო, ჩანთა, გეტრები, ბუცები - სულ 475 ლარის საქონელიო. მავანთ ამ მოთხოვნას წაუყრუეს, რაღაი "როგორც ნაღდ მოყვარულებს, კვართის გაცვლა, გაჩუქება ან მისით თავის მოწონება, ანუ მარიაჟი" უყვარდათ. მერე ბიჭებმა, აკრძალვის მიუხედავად, მაინც ითამაშეს თავ-თავიანთ კლუბებში და ამათ თითო ქულა ჩამოაკლდათ.

ორი წლით ადრე დაწესებული სინი სულ სამჯერ გათამაშდა, მერე კი მრავალი წლით დავიწყებას მიეცა. მოცილეს, "ანგარიშიანად მორაგბე ყოჩებს ბრძნულად მწყემსავდა 38 წლის მალხაზ ჭეიშვილი, ტეფნაძე კი ბურთს ხან ზარბაზანივით აგრუხუნებდა და ხანაც ტანკივით მიარღვევდა დაცვას". ფავორიტმა ამჯერად უჩვეულოდ იოლად ძლია მფლობელი გუმარი, მაგრამ მატჩის შემდგომ ლხინზე ჯილდო მანქანიან მეტოქეს რომ გაატანა, სინი 2005 წლამდე გაუჩინარდა.

არც მოაფიქრდათ

მეორე გათამაშება, დაწესებიდან პირველად, უგუმაროდ მოეწყო. კლუბებმა ბრძანეს, წესრიგს ჩვენ და თავად დავამყარებთო, მაგრამ უხიაგი რეპლიკებით მსაჯი გააქციეს მოედნიდან. თამაში დრამატულად დასრულდა: გამოცდილმა ტეფნაძემ გაიტანა ჯარიმა, ახალბედა "ქორ" ბობა კვინიხიძეს კი ფეხში ძალა ვერ ეყო. ამას, ერთი თვის თავზე, მოყვა სკანდალი, როცა დანიშნულმა რეფმა დააგვიანა, შემცვლელს საგარეო სამოსზე გადააცვეს კვართი, თამაშში კი აღინუსხა ორი უგონჯესი, არა-ვაჟკაცური, წიხლაობიანი ჩხუბი და ნაკრების ღერძმა <10-9> დისკვალიფიკაცია მიიღო.

რომ ჩამოცხა, მსაჯობა აღარავის უნდოდა, რაკი რეფთა მეგობრული ტყეპვა გახშირდა. პირველმა მორაგბეთა და ვაი-ქომაგთა ალერსი გამოსცადა დამწყებმა, ვისაც ყოჩებთან აიას შინ წაგება დაბრალდა. რაგბიდან განიკვეთა ორი მოძალადე და გუნდს სამი საშინაო მატჩის "მამა ქალაქიდან" 50 კილომეტრზე გამართვაც დაეკისრა, მაგრამ ხან მეტოქეს ვერ აცნობა, სად მიიღებდა; ხან გადამპატიჟებელმა მოედანზე აღარ შეუშვა გუნდები; ხან სტუმარმა გამოთვალა, რომ მანძილი დაცული არ იყო, და ხანაც დამატებითი ხარჯის ზღვის დეტალებზე ვერ მორიგდნენ მხარეები.

პირველი წრის შემდეგ ბორჯღალოსანი მაჩიტიძე სასაზღვრო ჯარში გაიწვიეს და გუმარის ნაცვლად ყოჩებში თამაშის ნება დართეს. სამაგიეროდ, ლიდერის მდევრებმა პირი შეკრეს და ხმათა უმრავლესობით მოიწონეს კავშირის ინიციატივა, მეორე, ორ-წრიანი ეტაპის შემდეგ ჩემპიონი მესამეში, პლეი-ოფში რომ გამოევლინათ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საბჭოურ, 1987 წლისეულ ყაიდაზე, ორ მოგებამდე შეჯიბრი დათქვეს და ფრეთა გამორიცხვა არც მოაფიქრდათ, მაგრამ მერე საღმა აზრმა გაიმარჯვა და დებულება ზე 12-ის მიხედვით ჩასწორდა.

თამაშთა თანა-არსებობა

სინის უკანასკნელი გათამაშების შემდეგსავე საღამოს, 1970-იანი წლების ლოკომოტივის დროინდელმა სამმა მეგობარმა, 50 წელს მიტანებულმა ხალხმა, სტადიონის სანახებში იჩხუბა და საკუთარი ნებით, დროებით განზე გადგა, რათა კავშირისთვის მორიგი შარი აეცილებინა. აქედან ერთი თვის თავზე შეიცვალა "აიას" უფროსობა: დუგლას კავთელაშვილისა და თემურ ჩეჩელაშვილისგან უჯამაგირო, უსტადიონო და ვალებ-მოძალებული გუნდი გადაიბარა შპს "ძველმა ქუთაისმა" - პიანი ბაზარმა, ანუ ბათლომე ხამაშურიძემ!

უფროსმა "ანტილოპამ" გავერანებული გუნდი ფეხზე უმალ დააყენა. ქალაქში გაიკრა აფიშები და რაგბი საფიჩხიაზე, დინამოზე დაბრუნდა. ქუთათურებმა შინ ძლიეს რუსთავი, ვისაც რაფავა და ცაბაძე საფრანგეთში წაუვიდნენ, და ყოჩებსაც, ათას ხუთასი ქომაგის გასახარად, სეზონის პირველი მარცხი აწვნიეს. ნაკრებმა რომ მოილია შესარჩევები, აცივდა და რაგბიც უფრო ინტენსიური გახდა. ჰოდა, ყოჩებმა გუმარი უსასტიკესად, 40 ქულით ძლიეს მაშინ, როცა ამას პლეი-ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა.

თამაშები ერთთავად ვაკეში იმართებოდა. ფეხბურთ - რაგბის ომში ზავი ჩამოვარდა, რაც სტადიონის ამაგდარი დირექტორის, გივი ჭანტურიძის დამსახურება იყო. ამ, ყველა სპორტის მოჭირნახულე კაცმა, რკინიგზის შეფი აკაკი ჩხაიძე ორი თამაშის თანა-არსებობის მიზან-შეწონილებაში დაარწმუნა, რის შემდეგაც სათადარიგო მოედნის აღდგენის გეგმაც კი დაისახა, რათა დატვირთვა რაციონალურად გადანაწილებულიყო. ისე, ვიდრე მოშუღარნი მორიგდებოდნენ, მავანნი რაგბის კარებს ნაწილ-ნაწილ აქრობდნენ და სტადიონის პერსონალს მისი თათარ-იახნად აღდგენა უწევდა.

საფრანგეთიდან მოავლინეს

ნოემბრის დამდეგს ყოჩებმა ქორებს, რომელმაც ათი წლით დაყადაღებული სახელი, ლოკომოტივი აღიდგინეს, ბოლოსღა მოუგეს: სანდრო საკანდელიძე დაცვამ ვერაფრით წააქცია; ჭეიშვილმა მოატყუა ვიზავი და ბურთი კარს უკან დადო; რკინიგზელთა კიკერმა დემირ ძნელაძემ წამატებულ დროში ისევ წინ გაიყვანა გუნდი, მაგრამ ლიდერმა დერეფნიდან რომ შეუტია, გადამწყვეტი ჯარიმა დაიმსახურა და კახა კობახიძემ დინჯად დაკრა.

მეოთხე წრის ფინიშზე არითმეტიკაში გაწაფული ლოკომოტივი ჯარის გუნდს რომ არ ეთამაშა, ერთი ქულა დაექვითა, აიამ გადაუსწრო და ნახევარფინალში ისევ ყოჩებს შეუწყვილდა. ამჯერად მსაჯობდა საფრანგეთიდან მოვლინებული მარკ დეკლო. ძნელაძის გარღვევით ლელო გაიტანა გიორგი ასათიანმა და კვინიხიძემაც შეაგდო არეკნი, მაგრამ ყოჩებმა საათის თავზე ბრძოლაში მარქაფა ჩააბეს და სეზონში მეხუთედაც ძლიეს კონკურენტი.

ამავე ეტაპზე აიამ რუსთავის მთავარ სტადიონზე ძლია ოთხი ქუთათურის მყოლი აზოტი. დიდ ფინალზე, რომელიც ვაკეშივე, შვიდი წლის წინ გამართული საარაკო ჯახის მსგავსად, ამერ-იმერის შეჯიბრად იქცა, სტუმრები ქომაგებიანად ჩამოვიდნენ და ახალ, ქასაშვილის მიერ შეკვეთილ ყვითელ ფორმაში გამოეწყვნენ, მაგრამ ყოჩებმა საკადრისად დააფასეს პირველი ქართული გუნდის მესაძირკვლეთა ამაგი და პოლიტექნიკოსთა ბარემ ათი თაობის ნატვრაც აასრულეს: ქვეყნის ჩემპიონობა 38-ე სეზონში მოიპოვეს!

მარათონიცა და სპრინტიც

მზიან დარში რაგბიც დიდებული გამოვიდა. ტეფნაძის ორი მიხდომისა და მაჩიტიძის იერიშის შემდეგ, კახა მხეიძემ მოკლე ფრთაზე გაიტანა ლელო. ბესოს არეკნზე რომ დაუფარეს, კახა გაბრიჩიძემ გააქცუნა ნორჩი ბესიკ ხამაშურიძე, აიას მიერ გათამაშებულ ჯარიმაზე კი ფრანგმა რეფმა ბლოკი შენიშნა.

ტეფნაძის აბრაგანი მისიანებმა აიღეს და ბესომ 5-მეტრა შერკინებიდან ძაან შორს მიაწოდა მაჩიტიძეს, ვინც ლელოში განდაგან შეიჭრა. აიამ ორჯერ გაათამაშა ჯარიმა და თამაზ ფხაკაძემ რაქში ძელებს უწია, მაგრამ გუნდი სამ ქულას დაჯერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ნივამ" მაინც შეიტანა ლელო, 53-ე წუთზე კი, 8:12-ზე, ქუთაისს ჯარიმა გაუცუდდა.

კობახიძემ სხვაობა შვიდამდე რომ გაზარდა, ჯეელმა აიელებმა ჯარიმა ლელოს გადააცილეს. 64-ე წუთზე კობახიძემ გადაკიდა, აიღო და მბოჭავი თან გაიტანა, ბოლო ათი წუთის დადგომისას კი ჭეიშვილმა მოკლე ფრთაზე მუხთლად გააგორა ოვალი. ბურთი კიდეზე ალამთან გადავიდა, დერეფანში გაჩაღებულ ჭიდილში კი კობახიძემ იმარჯვა.

გაჭირვების გამო ჩაშლილი პირველობის კვალად, ბოლო ხუთ სეზონში მეხუთე ჩემპიონი გვეყოლა! ყოჩებმა მოიგეს სეზონური მარათონიცა და პლეი-ოფური სპრინტიც. ბესო ტეფნაძე ზედიზედ მესამედ გახდა საუკეთესო მექულე, ყოჩების გამარჯვების სულის ჩამდგმელნი კი მწურთნელი ლაშა გეგენავა და თაობათა აღმზრდელი, გელა მიქაბერიძე იყვნენ.

<<<     1997

>>>     საქართველოს XXX ჩემპიონატი

 პირველი ჯგუფი  (^ სინი, $ დაექვითა)

17/05 გელათი 3:25 ქორები
18/05 ყოჩები 85:6 ასკ
  რუსთავი 14:9 აია

23/05

ასკ

35:8

გელათი

24/05 ყოჩები 19:13 რუსთავი
  გუმარი 14:26 გუმარი

28/05

ქორები

23:6

ასკ

  გელათი 7:44 რუსთავი  $
  აია 26:3 გუმარი  $

  2/06

გუმარი 0:X

(34:12)

ასკ

  აია 15:18 ყოჩები
  რუსთავი 14:0 ქორები

  5/06

გელათი

6:31

აია

  6/06 ასკ 0:42 რუსთავი
  7/06 ყოჩები ^ 31:12 გუმარი

12/06

რუსთავი

18:11

გუმარი

13/06 ყოჩები X:0 გელათი

18/06

გელათი  $

0:32

გუმარი

  ასკ 7:26 აია
20/06 ქორები 12:15 ყოჩები ^

I ჯგუფი * I წრე

მ-წ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 12 6-0 168:58
აზოტი (რსთ) 9 5-1$1 145:46
აია ჰეი (ქუთ) 6 3-2 107:49
ქორები 6 3-2   88:52
ასკ 4 2-4     66:184
გუმარი 0 1-5$2     72:113
გელათი (ქუთ) -2 0-6$2     24:167

25/06

ქორები

53:3

გელათი

30/06

რუსთავი

9:9

ყოჩები

  გელათი 3:22 ასკ
  1/07 ქორები 12:10 გუმარი

  5/07

რუსთავი

X:0

გელათი

  6/07 გუმარი 40:26 აია

 

ასკ

11:15

ქორები

გელათი მოიხსნა

11/07

ასკ

18:43

გუმარი

12/07 ქორები 18:24 რუსთავი

17/07

რუსთავი

38:15

ასკ

19/07 გუმარი 20:21 ყოჩები ^

22/07

ასკ

7:22

ყოჩები

  ქორები 26:29 აია
23/07 გუმარი 11:22 რუსთავი

28/07

აია

19:3

ასკ

29/07 ყოჩები 18:15 ქორები

30/07

აია

3:13

რუსთავი

  3/08 აია 0:X ქორები
  7/08 ყოჩები 79:3 აია

I ჯგუფი * 2 წრე

 მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 23 11-0*1 317:112
აზოტი (რსთ) 20 10-1*1$1 251:104
ქორები 14   7-5 278:150
აია ჰეი (ქუთ) 11   6-6$1 187:210
ასკ 6   3-9 144:324

გუმარი

6

  4-8$2

196:212

 გელათი -5   0-12$5   33:295

 ექვსეული

  5/09 აია (ცაგერი) 5:18 ქორები
  6/09 ყოჩები 25:19 გუმარი
  ასკ 10:14 რუსთავი

  9/09

რუსთავი

10:29

გუმარი

10/09 ასკ 0:17 აია
11/09 ყოჩები 36:27 ქორები

18/09

აია

36:18

რუსთავი

  ყოჩები 31:3 ასკ
  გუმარი 16:16 ქორები

23/09

ასკ

5:24

გუმარი

  რუსთავი 15:11 ქორები
  აია 12:9 ყოჩები

24/10

ასკ

3:24

ქორები

27/10 ყოჩები 29:17 რუსთავი
  გუმარი 32:30 აია

31/10

ქორები

9:8

აია

  1/11 რუსთავი 29:3 ასკ
  გუმარი 6:46 ყოჩები

  5/11

გუმარი

12:22

რუსთავი

  აია 59:3 ასკ
  6/11 ყოჩები 17:15 ლოკომოტ (ქორ)

10/11

რუსთავი

17:17

აია

  ასკ 19:31 ყოჩები
12/11 ლოკომოტ 13:13 გუმარი

15/11

ყოჩები

27:16

აია

16/11 გუმარი 33:25 ასკ
17/11 ლოკომოტ 12:24 რუსთავი

21/11

რუსთავი

19:12

ყოჩები

  ასკ X:0 ლოკომოტ
  აია X:0 გუმარი

ექვსეული * 4 წრე

 

 მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 35 17-2  *1 580:265
აზოტი (რსთ) 29 14-4  *2$1 392:268
აია ჰეი (ქუთ) 18   9-10*1$1 356:333
ლოკომოტივი 17   8-10*2$1 289:278

გუმარი

11

  6-12*2$3

348:404

ასკ 4   2-18 158:575

 ნახევარფინალები

25/11

რუსთავი 13:15 აია

ლ: მინდორაშვილი; გ 2ჯ: ე.ძაგნიძე -
2ლ: ხონელიძე საჯ; გ ჯ: შვანგირაძე

რეფ დეკლო * ცენტრალური
3:0 3:5 / 6:5 6:8 6:15(67) 13:15

26/11

ყოჩები 15:10 ლოკომოტ

5ჯ: ტეფნაძე - ლ: ასათიანი; გ: ძნელაძე; ა: კვინიხიძე

რეფ დეკლო * ვაკე
3:0(9) 3:7(15) 6:7(23) 6:10(25ა) 9:10(27) 12:10(35) / 15:10(77)

 ბრინჯაოს ფინალი

29/11

რუსთავი X:0 ლოკომოტ

 დიდი ფინალი

30/11

ყოჩები-სტუ 20:8 აია-ჰეი

ყოჩ: მაჩიტიძე სპ.ლიპარტელიანი (ბარძიმიშვილი 68) საკანდელიძე (პეტრიაშვილი 60) ჭეიშვილი მხეიძე <10-9> ტეფნაძე გიორხელიძე / ფირიაშვილი (ესაკია 41) ჭავჭავაძე (ცხვედიანი 73) ახვლედიანი; სულთანიშვილი (გუშარაშვილი 54) გიორგობიანი (ხურცილავა 54) ტყეშელაშვილი ურუშაძე კ.კობახიძე - 3ლ: მხეიძე მაჩიტიძე კობახიძე; გ: ტეფნაძე; ჯ: კობახიძე

აია: შვანგირაძე (ჩუბინიძე 41) გაბრიჩიძე (ზიბზიბაძე 78) ხამაშურიძე სოფრომაძე ხონელიძე <10-9> შერვაშიძე ბ.ძაგნიძე / აშვეთია გურეშიძე ა.გიორგაძე; ოდიშარია (აბაშიძე) ლევიძე (პაპავა 73) გოგისვანიძე (გორგიძე 57) აფრიდონიძე ფხაკაძე - ლ: ფხაკაძე; ჯ: შვანგირაძე

რეფ მარკ დეკლო (საფრანგეთი * ვაკე (ორი ათასი)

5:0(7) 12:0(27) 12:3(32) ნახ(40+4) /
12:8(44) 15:8(56) 20:8(71) ბოლო (80+6)

<<    ქულა

175 ბესო ტეფნაძე (ყოჩ; 172 ემზარ ძაგნიძე (რსთ; 141 შოთა მოდებაძე (გუმ; 117 ბობა კვინიხიძე (ლოკ; 107 კახა კობახიძე (ყოჩ; 76 დემირ ძნელაძე (ლოკ; 72 ზურაბ შვანგირაძე (აია; 62 ირაკლი აბუსერიძე (ასკ; 58 გიორგი ჩუბინიძე (აია; 53 ბესიკ ხამაშურიძე (აია)

<<    ლელო

10 ზურაბ რეხვიაშვილი (რსთ; 9 პაატა ძოწენიძე (რსთ; 8 აბუსერიძე, კახა მხეიძე (ყოჩ; 6 კობახიძე, სანდრო საკანდელიძე (ყოჩ, კახა ალანია (ლოკ, ვასილ აბაშიძე (გუმ; 5 ძნელაძე, მახო ურჯუკაშვილი (გუმ, გელა ფირცხალავა (რსთ)

 მეორე ჯგუფი

9/05 - 5/07 (მასპინძლის მიხედვით)

შევარდენი - თბლ X:0, ქორ X:0, ულო 26:11, დინ X:0

თბილისი - ქორ 19:0, ულო 11:23, დინ 22:19, შევ 0:X

უნივერსიტეტი ლელო - შევ 3:43, დინ 9:9, ქორ X:0, თბლ 15:19

დინამო - თბლ 15:9, შევ 0:31, ულო 12:12

ქორები$2 (მოიხსნა) - ულო 0:X (0:48, დინ 0:10

დელფინები ბათუმი (არც ჩაბმულა)

^ ორი წრე: 12 შევ, 5 დინ, 4 ულო, 0 თბლ

7/09-22/10 (მასპინძლის მიხედვით) 

შევარდენი - თბლ 55:11, დინ 15:10, ულო 7:10

უნივერსიტეტი ლელო - შევ 24:41, თბლ 18:5, დინ 0:X

დინამო - ულო 13:27, თბლ 23:14, შევ 3:15

თბილისი - დინ 5:20, შევ 0:X, ულო 12:19

II ჯგ * ოთხი წრე

 

 მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

შევარდენი 22 11-1 233:  72
დინამო 11   5-5*2$1 127:156
უნივერსიტ ლელო 11   5-5*2$1 171:198
თბილისი -1   1-11$3 105:210

^ საგაისოდ აღზევდნენ დინამო და ულო

>>>     ამსტელფენის (ჰოლანდია) ჩამოსვლა

ჯერ ჩვენი მონაგარი!

21/06 ავლაბარი ასკ 28:7
24/06 ახალციხე ასკ 21:21
26/06 ვაკე ულო 43:31

>>>     სტუმრობა სომხეთში (1981-82 დაბ)

26/07 ერევანი

0:24

აკადემია

>>>     X ვაკის შვიდკაცა

14/09    მსაჯები: რამაზ სანებლიძე, მალხაზ ჭეიშვილი

ა პული. 1#ყოჩები - ულო 45:7, ასკ 10:7
2#უნივერსიტეტი - 3#ასკ 7:0
ქორები არ მოვიდნენ

ბ პული. 1#გუმარი - რსთ 21:7, შევ 35:0, ულო 34:17
2#რუსთავი - შევ 31:7, ულო 21:0
3#შევარდენი - 4#უნივერსიტეტი$2 7:5

პლეი-ოფი

7#უნივერსიტ$2
5#შევარდენი X:0 6#ასკ
3#რუსთავი 35:19 4#უნივერსიტეტი
1#ყოჩები  ^დდ 24:19 2#გუმარი

ურუშაძე გიორხელიძე კ.კობახიძე$ლ2გ ბარძიმიშვილი პეტრიაშვილი$ლ საკანდელიძე$2ლ ხეხელაშვილი (ხელაძე) - ობოლაძე ზ.მჭედლიშვილი პარწიკანაშვილი (სორდია) შ.მოდებაძე$ლ2გ მათიაშვილი (ხურციძე) ი.მაისურაძე ურჯუკაშვილი$2ლ ^ რეფ სანებლიძე * 0:7 7:7 / 12:7 19:7 19:14 19:19(18) ბოლო (20+4) / დდ 24:19(23)

>>>     მოზარდთა (1983-84 დაბ) პირველობა

შემოდგომა    III მასივი * მთ.მსაჯი ლებანიძე

1#ლელო (მწ ლევან მაისაშვილი; 2#მგლები, 3#აია, 4#ყოჩები ... ხულიგანა, ჯიხა სენაკი

სპონსორი "მაკქონელ დაუელი" (ზელანდია)

დაჯილდოებულნი: დათო კობეშავიძე, გიორგი მაჭავარიანი, შახინ აივაზოვი, დათო ცხაკაია, ოთარ ბარკალაია (ლელო; გიორგი კეკელიძე (ყოჩ; ზურაბ მაჩაბლიშვილი, ბიძინა სამხარაძე (მგლ; მიხო ბრეგვაძე (აია; გიორგი წურწუმია (ჯიხა)

>>>     გივი მრელაშვილის 60 წლის იუბილე

22/11    ვაკის სტადიონი * გაყოფა არჩევანი - არადანი

სალონი ფერია * რაგბის ქურუმს გადაეცა კვართი ბორჯღალოსანი!

>>>     ფირა-ს XXIX ჭაბუკთა (1978-79 დაბ) პირველობა

მესამე ჯგუფი * სანტიაგო (ჩილე)

საქართველო -

 ბულგარეთი 57:12 23/03

7ლ: ანდღულაძე 2, აბაშიძე მარგველაშვილი ურჯუკაშვილი შაორშაძე მჟავანაძე; 5გ: ჯავრიშვილი 2, ცოფურაშვილი 3; 3ჯ: ჯავრიშვილი, ცოფურაშვილი 2; ა: ჯავრიშვილი

 ბრაზილია 39:0 26/03

6ლ: აბაშიძე ურჯუკაშვილი 2, მოდებაძე კვინიხიძე ლიქოკელი; 3გ: ცოფურაშვილი; ჯ: ჯავრიშვილი

 ჰოლანდია 15:9 28/03

 2ლ: ჩადუნელი აბაშიძე; გ ჯ: მოდებაძე * Iტ 12:9

დავიკავეთ პირველი ადგილი და საგაისოდ მეორე ჯგუფში ავედით

საქართველო

15 ვასილ აბაშიძე (ლელ; 14-11 ლევან შაორშაძე (ლელ, ნონო ანდღულაძე (ამსტეფენი ჰოლ, ბობა კვინიხიძე (ქორ, ავთო პავლიაშვილი (რსთ, მალხაზ ურჯუკაშვილი (აკდ, დიმიტრი კობალაძე (რსთ; 10 გიგლა ჯავრიშვილი (თბლ, პაატა ცოფურაშვილი (ასკ; 9 ირაკლი მოდებაძე (ლელ /

1-3 გოდერძი შველიძე (რსთ, ლაშა ლიქოკელი!ჰ (ასკ, თამაზ ჩადუნელი (ქორ; 4-5 გიორგი ჭელიძე (ასკ, მიხეილ ჩაკვეტაძე (თბლ, ოთარ მარგველაშვილი (დინ; 6-8 ზვიად მაისურაძე (ასკ, გიორგი სვანიძე (ასკ, დავით ბოლღაშვილი (თსუ, გიორგი მჟავანაძე (ლელ, კახი კვახაძე (აია)

მწ) დავით კილასონია (თსუ, ლევან მგელაძე (ასკ; მნჯ) ბიძინა გეგიძე, გია კუბლაშვილი, ბათუ კევლიშვილი, დავით ბერძენიშვილი (განათლება)

1#არგენტინა 18:12 2#საფრანგეთი, 3#უელსი ... 8#რუმინეთი, 11#რუსეთი ... 21#საქართველო, 22#ჰოლანდია, 23#ხორვატია, 24#ბულგარეთი, 25#ანდორა, 26#ბრაზილია, 27#ბოსნია

>>>     მოთელვა საფრანგეთში

საქართველო -

14/02 საფრანგეთი`` 13:23

საქ: იურინი (პენზა რუს; ძოწენიძე (აია, ჩიქვინიძე (გუმ, ალანია (ქორ, ბუგიანიშვილი$ლ (გუმ; <10-9> მაჩიტიძე$ა (გუმ, შ.მოდებაძე (გუმ / ფირცხალავა (აია, ობოლაძე კაპ^ (გუმ, მთიულიშვილი (გუმ; ნადირაძე (გროლიე სფრ, რაფავა (შატორუ სფრ; კ.კობახიძე (გუმ, ლაბაძე (პენზა რუს, გიუნაშვილი (ქორ ^ შევიდნენ: ბესელია (გუმ, ხუციშვილი (გუმ / ცაბაძე (გუმ)

დიჟონი 10:61 (17/02, კორტო 6ლ:3ლ, გროლიე 12:12, პროვანსი 18:11 (25/02)

რაზმი: 14-11 ქავთარაშვილი (როვიგო იტა, ჩხენკელი (ქორ, კაცაძე (ქორ; 10 ტეფნაძე (ყოჩ; 9 ჯანელიძე (გუმ / 6-8 ზ.ლეჟავა (ყოჩ, ჯაფარაშვილი (ქორ, ვართანიანი (ქორ, დიდებულიძე (გუმ, აბდალაძე (აია)

მწ) მოდებაძე კილასონია ჭეიშვილი; მნჯ) გეგიძე ქასაშვილი კუბლაშვილი; ექმ) დათო სერგეენკო

>>>     რუმინელთა ჩამოსვლა

12/03

საქართველო 3:22 რუმინეთი``

ჯ: მოდებაძე - 3ლ: კოროდეანუ დუმიტრუ გირბუ; 2გ ჯ: გურანესკუ

რეფ გრუმბინასი (ლიტვა) რუსთავი
0:7(20) 3:7(27) / 3:14(60) 3:17(75) 3:22(80)

საქ: მაჩიტიძე ბესელია ძოწენიძე ჯანელიძე ბუგიანიშვილი <10-9> ტეფნაძე მოდებაძე (ხუციშვილი) / მთიულიშვილი ჯაფარაშვილი ფირცხალავა (ჩიქავა) ზ.ლეჟავა (გიუნაშვილი) რაფავა (კაცაძე) ურუშაძე ობოლაძე კაპ^ კ.კობახიძე (აბდალაძე)

14/03

თბილისი 17:45 რუმინეთი``

2ლ: მგელაძე მაჭუტაძე; 2გ ჯ: ძაგნიძე - 7ლ 5გ
რეფ გრუმბინასი * ასკ (ავლაბარი * Iტ 0:4ლ

თბლ: ე.ძაგნიძე (ძამიაშვილი) ჩიქვინიძე კ.ალანია ჩხენკელი (ზ.ალანია) სპ.ლიპარტელიანი <10-9> ტეფნაძე გიორხელიძე (ჭეიშვილი) / ჩიქავა (ირემაძე კიკუაშვილი) ჭავჭავაძე (ფირიაშვილი) ჩიქოვანი (მაჭუტაძე) კაცაძე (ხურცილავა) დ.გიორგობიანი; სორდია (ნ.მგელაძე) მაგრაქველიძე (სა.ჭელიძე) დიდებულიძე

17/03

საქართველო 19:6 რუმინეთი``

2ლ: მჭედლიშვილი ჯანელიძე; 3ჯ: მაჩიტიძე - 2ჯ: მაფტეი

რეფ ნარიმანაშვილი * ვაკე
3:0(3) 3:3(10) 6:3(18) 6:6(21) 11:6(31) / 16:6(54) 19:6(73)

საქ: მაჩიტიძე ბესელია ჩიქვინიძე (ზ.ბერიშვილი 68) ძოწენიძე (კ.ალანია 62) ბუგიანიშვილი <10-9> ტეფნაძე ჯანელიძე / ფირცხალავა (ჩიქავა 41) მთიულიშვილი (ჭავჭავაძე 41) რეხვიაშვილი (მაჭუტაძე 41) კაცაძე მჭედლიშვილი; აბდალაძე (კ.კობახიძე 52) ურუშაძე ობოლაძე კაპ^ (ვართანიანი 52)

>>>     ფირა-ს ერთა თასი 1996/97

 ნახევარფინალები

19/04

პორტუგალია 21:17 საქართველო

2ლ: პირეში ემარალი; გ 3ჯ: მურანუ - ლ: ნადირაძე; 3ჯ: მოდებაძე; ა: მაჩიტიძე

რეფ ფერნანდესი (საფრანგეთი) ლისაბონი, უნივერსიტეტი

ჯერ ჩვენი! 0:3 3:3 3:10 8:10 /
11:10 14:10(ა) 14:13 17:13 17:16 17:21(79)

საქ: იურინი ბესელია ძოწენიძე ჩიქვინიძე (ალანია) ქავთარაშვილი <10-9> მაჩიტიძე შ.მოდებაძე (ჯანელიძე) / მთიულიშვილი (ჯაფარაშვილი) ობოლაძე კაპ^ რეხვიაშვილი (ფირცხალავა) ნადირაძე რაფავა; ზ.ლეჟავა (მაჭუტაძე) ლაბაძე კ.კობახიძე (გ.გიუნაშვილი) ^ მრქ) ბუგიანიშვილი პარწიკანაშვილი; ექმ) ბესო აბრამიშვილი

19/04 ჩეხეთი 19:18 ჰოლანდია
20/04 ესპანეთი 44:10 პოლონეთი
  ბელგია 9:14 მაროკო
  ტუნისი 25:30 რუსეთი
  დანია 8:13 გერმანია

 ფინალები

10/05

პოლონეთი 29:23 საქართველო

2ლ: ვრუბელი ფედოროვიჩი; 2გ: შვიხტენბერგი ვრუბელი; 5ჯ: ურბანოვიჩი 3, შიმანსკი 2 - 2ლ: კაცაძე ანდღულაძე; 2გ 3ჯ: იურინი

რეფ ბლანკი (გერმანია) სოპოტი, ოგნივო (ორი ათასი)

 ჯერ ჩვენი! 0:3(7) 3:3(10) 3:6(11) 3:9(19) 6:9(25) 9:9(27) /
16:9(50) 16:16(71) ^ დდ 2x15წთ 16:23(82) 16:26(98) 16:29(101) 23:29(108)

საქ: იურინი მაჩიტიძე ძოწენიძე (ანდღულაძე) ალანია ბუგიანიშვილი <10-9> შ.მოდებაძე ხუციშვილი (ჩხენკელი) / მთიულიშვილი ფირცხალავა (რეხვიაშვილი ჩიქავა) მაჭუტაძე; კაცაძე პარწიკანაშვილი; ლაბაძე (ვართანიანი) ურუშაძე (ნ.მგელაძე) ობოლაძე კაპ^

10/05 ბელგია 22:29 ტუნისი
11/05 ესპანეთი 25:18 პორტუგალია
  ჩეხეთი 9:14 გერმანია
  ჰოლანდია 48:5 დანია
17/05 მაროკო 20:7 რუსეთი

<<      ერთა თასი

1#ესპანეთი, 2#პორტუგალია, 3#პოლონეთი, 4#საქართველო, 5#მაროკო, 6#რუსეთი, 7#ტუნისი, 8#ბელგია, 9#გერმანია, 10#ჩეხეთი, 11#ჰოლანდია, 12#დანია

<<      შესარჩევთა პულები

იტალია საქართველო რუსეთი დანია + ხორვატია
რუმინეთი პოლონეთი ბელგია ჰოლანდია + უკრაინა
ესპანეთი პორტუგალია გერმანია ჩეხეთი + ანდორა

>>>     1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევები

 `` პული

12/10 საქართველო 29:15 ხორვატია

3ლ: რაფავა იურინი ჯაველიძე; გ 4ჯ: მოდებაძე - 2ლ: ლუნიევიჩი მურსი; გ ჯ: პოშა

რეფ სტოიკა (რუმინეთი) ეროვნული (15 ათასი)

5:0(6) 10:0(10) 13:0(15) 13:3(19) 16:3(28) 19:3(30) /
19:8(46) 19:15(52) 26:15(72) 29:15(75)

საქ: იურინი ურჯუკაშვილი მაჩიტიძე ალანია ქავთარაშვილი <10-9> ტეფნაძე (ი.მაისურაძე 78) შ.მოდებაძე / მაჭუტაძე (ჯაველიძე 62) მთიულიშვილი ცაბაძე; რაფავა მჭედლიშვილი კაპ^; ლაბაძე ზ.ლეჟავა (ა.კობახიძე 79) აბდალაძე ^ მრქ) ანდღულაძე გიორხელიძე / ურუშაძე დიდებულიძე ^ მწ) მოდებაძე, კლოდ სორელი, ობოლაძე

18/10 დანია 8:19 საქართველო

ლ: იესპერსენი; ჯ: ი.ანდერსენი - 2ლ: იურინი მჭედლიშვილი; 3ჯ: მოდებაძე

რეფ მიური (შოტლანდია) კოპენჰაგენი, ფრედრიკსბერგი

ჯერ ჩვენი! 0:5(4) 5:5(10) 8:5(15) 11:5(25) 11:8(38) / 14:8(44) 19:8(70)

საქ: იურინი ურჯუკაშვილი ალანია ჯიმშელაძე ქავთარაშვილი <10-9> მაჩიტიძე შ.მოდებაძე / მაჭუტაძე მთიულიშვილი ცაბაძე; რაფავა (დიდებულიძე) ნადირაძე (ზ.ლეჟავა) ლაბაძე მჭედლიშვილი კაპ^ აბდალაძე ^ მრქ) ტეფნაძე ი.მაისურაძე / ჯაველიძე ა.კობახიძე ობოლაძე

19/10 ხორვატია 23:16 რუსეთი
1/11 იტალია 102:3 დანია

საქ 2-0, იტა 1-0, ხორ 1-1, რუს 0-1, დან 0-2

 `` პული

  4/10 ბელგია 13:83 რუმინეთი
18/10 უკრაინა 48:5 ბელგია
26/10 ჰოლანდია 49:7 პოლონეთი
  1/11 ჰოლანდია 35:13 უკრაინა

ჰოლ 2-0, რუმ 1-0, უკრ 1-1, პოლ 0-1, ბელ 0-2

 `` პული

13/09 ჩეხეთი 45:20 ანდორა
  4/10 ანდორა 11:54 გერმანია
18/10 გერმანია 31:17 ჩეხეთი
  8/11 ანდორა 3:62 ესპანეთი
30/11 ესპანეთი 39:8 ჩეხეთი

ესპ გერ 2-0; ჩეხ 1-2; პორ 0-0; ანდ 0-3


 კლუბები


$ მონაგარი (შინაურ ასპარეზზე)  # შეთავსებით

<<    აია ქუთაისი

15 ზურაბ შვანგირაძე$3ლ6გ15ჯ; 14-11 გიორგი ჩუბინიძე#15$3ლ5გ9ჯ2ა, კახა გაბრიჩიძე$2ლჯ, გოჩა ხონელიძე$4ლ, მირზა სოფრომაძე$3ლ, ბესიკ ხამაშურიძე$4ლ9გ4ჯა, გოჩა ლილუაშვილი$ლ, დიმიტრი თედოშვილი, პაატა ტყაბლაძე, თემურ ქობალია$2ლ, თედო ზიბზიბაძე; 10 ლევან შერვაშიძე$4ლ7გ2ჯ3ა; 9 ჯუმბერ ტყაბლაძე, ბერდია ძაგნიძე$2ლ, კობა გიორგაძე$ლ /

1-3 ზურაბ პაპავა#5, გიგა გურეშიძე!ჰ$ლ, დავით აშვეთია$ლ, აქვსენტ გიორგაძე$ლ, ზვიად კეპულაძე, დავით ბალანჩივაძე$ლ, დევი დოლაბერიძე; 4-5 დათო ლევიძე#6, თამაზ ოდიშარია#7, დავით აბაშიძე$2ლ, მირზა ხელაძე; 6-8 ზვიად გოგისვანიძე$ლ, ზურაბ აფრიდონიძე$2ლ, თამაზ ფხაკაძე$2ლ, ირაკლი გორგიძე$4ლ, ზვიად კუპრაშვილი$ლ

მწ) დუგლას კავთელაშვილი, ზაზა თხელიძე / ფხაკაძე, გაბრიჩიძე; პრეზ) თემურ ჩეჩელაშვილი / ბათლომე ხამაშურიძე

<<    ასკ (ჯარი)

15 გელა ძამიაშვილი$6ჯ, გიორგი ანთაძე; 14-11 დავით საკანდელიძე$ლ, გიორგი აბუსერიძე, კახა კაპანაძე, ირაკლი კილაურაძე$3ლ, კახა კოდუა$4ლ, ზურაბ ბოსტოღანაშვილი, დათო აბრამიშვილი$ლ, გიორგი მაისურაძე, თამაზ ზაქარიაძე, გიორგი სუთიაშვილი; 10 პაატა ცოფურაშვილი$5გ5ჯა; 9 ირაკლი აბუსერიძე$8ლ8გ2ჯ, რატი გეგეშიძე * გუჯა იოვაძე /

1-3 ლაშა ლიქოკელი, მიშა სუჯაშვილი!ჰ$2ლ, მამუკა ნამიჩეიშვილი, ზვიად მაისურაძე$ლ, აკაკი დარჩია, გიორგი ჯიბლაძე!ჰ გელა ბეშკენაძე; 4-5 გიორგი გვიმრაძე, ბესიკ გაფრინდაშვილი$ლ, ლევან ჩუბინიძე; 6-8 გიორგი ექიზაშვილი, გიორგი სვანიძე, როინ მგალობლიშვილი$ლ, ლევან მგელაძე$ლ, მამუკა მაგრაქველიძე$3ლ, შოთა მარგალიტაძე, დათო ქათამაძე, ირაკლი მინაშვილი$ლ

მწ) ლევან მგელაძე, დავით ბურჯანაძე, გია ჯავახიშვილი; მნჯ) ავთო ღიბრაძე; ექმ) ლიანა მგელაძე, ნუგზარ წერეთელი

<<    გელათი ქუთაისი

გია კირიაგიდი$2ჯგ, მამუკა უგლავა$ჯ, გია უგლავა$2ჯ, მირზა ხელაძე$ლ, ნიკა ლექვინაძე$ლ, რეზო ჩუბინიძე

<<    გუმარი

15 ვასილ აბაშიძე$6ლგ, მახო ურჯუკაშვილი#11$5ლ2გ2ჯ; 14-11 თორნიკე კიზირია$2ლ, კახა მაჩიტიძე$3ჯა, ილია მაისურაძე$4ლ, გიორგი ბუგიანიშვილი$4ლ, მერაბ ბესელია#10$4ლ, ნონო ანდღულაძე, ლევან შაორშაძე$ლ; 10 შოთა მოდებაძე#9$2ლ22გ28ჯა, ლაშა ხურციძე$ლ; 9 შავლეგ ჯანელიძე$4ლ, მიშა მათიაშვილი#14$ლ, გივი მეგრელიშვილი$ლ /

1-3 ირაკლი ჩიქავა, დიმიტრი თოფურიძე!ჰ$გ სოსო პარწიკანაშვილი#5, სოსო ნიკოლაენკო, ბექა ნაცვლიშვილი, ზურაბ პინაიშვილი!ჰ$ლ, ლევან ჯაველიძე!ჰ; 4-5 ვიქტორ დიდებულიძე#8$2ლ, დავით სორდია, გიორგი ჯანხოთელი, გიორგი ფესვიანიძე$ლ, ზურაბ მჭედლიშვილი$2ლ; 6-8 ზვიად პინაიშვილი, ნუგზარ მგელაძე$ლ, დიმიტრი ობოლაძე კაპ$2ლ, ილია ზედგინიძე$ლ

მწ) გურამ მოდებაძე, ობოლაძე, ნელი გრიგალაშვილი; მნჯ) გურამ გიორგაძე

<<    დინამო

მირიანაშვილი$4ჯ

<<    თბილისი

გიორგი ჯავრიშვილი$4ჯ ^ მწ) მიხეილ რობიტაშვილი, მიხეილ ბურძგლა, ირაკლი იმნაძე

<<    უნივერსიტეტი ლელო

ლევან მაისაშვილი$2ჯ, 9 ირაკლი მოდებაძე$ჯ / კახა ჯმუხაძე$ლ, დათო ბოლღაშვილი ^ მწ) დავით კილასონია, გია ჭუმბურიძე; პრეზ) თორნიკე გეგიძე

<<    ქიმიკოსი/აზოტი რუსთავი

15 ემზარ ძაგნიძე#10$4ლ31გ25ჯ5ა, ირაკლი ლეჟავა$გჯ; 14-11 ბესო აფციაური$ლ, ლევან ჩიქვინიძე$2ლგ, პაატა ძოწენიძე$9ლ, მამუკა მინდორაშვილი#15$4ლ, ზურაბ ბერიშვილი$2ლ, პალიკო ჯიმშელაძე$ლ, ავთო პავლიაშვილი#9$ლ; 10 შალვა გოგიშვილი#11$2ლგა; 9 ზაზა ხუციშვილი კაპ$3ლ /

1-3 მევლუდ მთიულიშვილი$2ლ, გოდერძი შველიძე!ჰ$ლ, ლევან ცაბაძე$ლ, გელა ფირცხალავა!ჰ$5ლ, დათო მღებრიშვილი#7; 4-5 კახა უჩავა#7$2ლ, თემურ ქერდიყაშვილი$ლ, რამაზ ლობჟანიძე$ლ; 6-8 ზურაბ მაჩიტიძე, ლევან კბილცეცხლაშვილი$2ლ, ზურაბ რეხვიაშვილი$10ლ, ზაზა ნავროზაშვილი#4$ლ, ნიკა აბდალაძე, გია რაფავა$2ლ * გია ლაბაძე

მწ) საშა ლობჟანიძე, დავით კაკაბაძე, მევლუდ ბებიაშვილი

<<    ქორები/ლოკომოტივი

15 მიხეილ წეველიძე#10$3ლ3ა; 14-11 დემირ ძნელაძე$5ლ6გ13ჯ, კახა ალანია$6ლ, სანდრო ჩხენკელი$2ლ, კახა სიხარულიძე$2ლ, გიორგი ასათიანი#15$ლ, მიშა ჩაჩუა$ლ, ნუკრი ხვედელიძე$2ლ, ნიკა ძაგანია; 10 ბობა კვინიხიძე#9$ლ14გ26ჯ2ა, დავით ჩავლეიშვილი; 9 ბესიკ ბერიძე$ლ /

1-3 კაკო მაჭუტაძე$2ლ, კობა ირემაძე!ჰ ალექსი ჩიქოვანი, დათო შუბითიძე, ვახო ცქიტიშვილი$ლ, ირაკლი მენაბდე, ავთო კვანტალიანი, ზურაბ ჯაველიძე; 4-5 თამაზ ხუადე$ლ, ვასილ კაცაძე#7$2ლ, თამაზ ჩადუნელი, თენგიზ თედორაძე, ალეკო ღიბრაძე (კაპ) გია გიუნაშვილი; 6-8 დათო ვართანიანი$3ლ, გიორგი კახიანი$ლ, არჩილ კობახიძე$2ლ, რეზო ჯაფარაშვილი$ლ, იაგო გომიაშვილი$ლ

მწ) თემურ ბენდიაშვილი, ჩავლეიშვილი

<<    ყოჩები

15 ალეკო ენუქიძე$4ლ; 14-11 სპირიდონ ლიპარტელიანი$ლ, კახა მხეიძე$8ლ, გოჩა ბარძიმიშვილი, გეგი წიკლაური$4ლ, ბადრი ხეხელაშვილი$4ლ, კახა მაჩიტიძე#15$2ლ3გ6ჯა, სანდრო საკანდელიძე$6ლ, ლევან პეტრიაშვილი$3ლ; 10 ბესო ტეფნაძე კაპ$3ლ17გ40ჯ2ა; 9 ირაკლი გიორხელიძე$ლ, მალხაზ ჭეიშვილი#12#15$2ლ, გოგა ხელაძე$ლ /

1-3 ბაკურ ფირიაშვილი$2ლ, ნიკო ჭავჭავაძე!ჰ$2ლ, გიორგი ახვლედიანი$2ლ, სანდრო ესაკია$ლ, ზვიად კიკუაშვილი!ჰ გიორგი გულუხია!ჰ$ლ; 4-5 ზაზა ლეჟავა#6$ლ, დავით გიორგობიანი$ლ, ალექსი გუშარაშვილი, სოსო სულთანიშვილი$ლ, გელა ხურცილავა#6#1$4ლ, გია ფერაძე; 6-8 დათო ცხვედიანი#14, სანდრო ჭელიძე#11$3ლ, რატი ურუშაძე$2ლ, კახა კობახიძე$6ლ19გ13ჯ, მამუკა ტყეშელაშვილი!ჰ$5ლგ, ბოგვერაძე$ლ

მწ) ლაშა გეგენავა, ჭეიშვილი; პრეზ) თემურ გაფრინდაშვილი

<<    შევარდენი

ლევან შაორშაძე$7ლ2გ, დათო აბრამიშვილი, ძაგანია$ლ; 10 გელა ძამიაშვილი$8გჯ / ლევან ჯაველიძე$2ლ, ილია ზედგინიძე, მჭედლიძე$ლ ^ მწ) რამაზ სანებლიძე, ირაკლი კეკელიძე

<<    მსაჯები

პაატა ნარიმანაშვილი 18 მატჩი; გოჩა აბაშიძე 11; ლევან მგელაძე, ნოდარ რობიტაშვილი 9; გოგი ლებანიძე 6; რამაზ სანებლიძე 5; დავით კილასონია 4; რამაზ ბერაძე, მარკ დეკლო (სფრ) 3; გია ჭუმბურიძე, გია ჯავახიშვილი 2; ბათლომე ხამაშურიძე 1

<<    ბავშვთა რაგბის კერები

აკადემია 1981-82 83-84 85-86 87-88 @ სპორტის აკადემია: გია ღლონტი, პაატა ნარიმანაშვილი

დინამო 1981-82 83-84 @ გლდანის სპორტსკოლა: მიხო ჯვარიძე, ემზარ ბაციკაძე

ლელო 1981-82 83-84 85-86 87-88 @ დიდი დიღმის III კვარტლის ტრამალი: გიზო ურუშაძე, ლევან მაისაშვილი, ბათუ კევლიშვილი / 1989-90 ვაკის ნაჯუნგლარი: დათო რამიშვილი, ნუკრი ფურცელაძე

მგლები (ასკ) 1981-82 @ სპორტის აკადემია / 1983-84 85-86 87-88 @ 180-ე სკოლა: გია ჯავახიშვილი

ოქროსუბანი (უნივერსიტეტი) 1985-86 87-88 @ 35-ე სკოლა: ბადრი ბოხუა, ლევან თაფლაძე

ყოჩები 1981-82 @ გელა მიქაბერიძე, ნუგზარ მურღულია / 1983-84 85-86 87-88 @ ნუგზარ მალაღურაძე, ლევან სოხაძე, მალხაზ ჭეიშვილი: ვაკის ნაჯუნგლარი

შევარდენი 1983-84 85-86 87-88 @ მაუდ-კამვოლის კომბინატი: ნიკო ჭავჭავაძე, შოთა ლაზაშვილი, სოსო ჭელიძე

ხულიგანა 1983-84 @ ვაკის ნაჯუნგლარი: მამუკა ტყეშელაშვილი / 1985-86 @ სპორტის აკადემია: ირაკლი კეკელიძე

ახალციხე: მიშა ხარშილაძე

თელავი: საშა ცისკარიშვილი

ქუთაისი: დიმიტრი ფულარია, ავთო ჩუბინიძე

<<< >>>