გმირობიდან გაწბილებამდე

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1998 წელს, რომელშიც შინ მეორედ და ისევ სასწაულად ვძლიეთ რუსეთი, მაგრამ მსოფლიო თასისკენ მიმავალ გზაზე ირლანდიაში დაგვამუხრუჭა რუმინეთმა; ჭაბუკები პირველ ჯგუფში აღზევდნენ; ბორჯღალოსანთა საფრანგეთში გადასვლის გამო დაიშალა "გუმარი"; ნაკრების ვოიაჟთა გადამკიდე კი შინაური პირველობის მეორე სტადია უბობოლებოდ ჩატარდა.

წელი ტრაგიკულად დაიწყო: ბრმა, საყოფაცხოვრებო შემთხვევამ შუა თებერვალში შეიწირა ჩემპიონი "ყოჩების" სული, გული და მწურთნელი, ჯერაც მხოლოდ 40 წლის ლაშა გეგენავა. სეზონ- გამოშვებითი, მაქოსებრი მიგრაციის გამო ჩემპიონატის მონაწილეთა ნუსხიდან გაქრა რუსთავი; "სარბიელში" მოიშალა "ოვალური ოაზისი", რის გამოც ზეპური რაგბის ქართულად გაშუქება "ოლიმპის" ხანამდე დაკნინდა, სამაგიეროდ კი იმრავლა ნაკრებზე მწერლათა ლაშქარმა.

რუსეთთან რკენის წარდგენაზე 60 ჟურნალისტი (მათ შორის, ათამდე მანდილოსანი) მოვიდა, ცხრა გაზეთში დაბეჭდილი რეცენზიის ავტორები კი იყვნენ: პაატა თოთაძე (სარბიელი; ზაალ გიგინეიშვილი (რეზონანსი; ზვიად შათირიშვილი (საქართველოს სპორტი; "სიმონ მენაბდე" ზაზა წულაძე (7 დღე; სლავა გასპაროვი (დილის გაზეთი; ირაკლი თავაძე (დრონი; "ალექსანდრე გურამიშვილი" (ახალი თაობა; მერაბ მამულაშვილი (ალია; თენგიზ პაჭკორია (სპორტ ეკსპრესი)

მედიისვე განხრით, "პირველმა არხმა" მოაწყო ამ მატჩის ცოცხალი (თემურ ჯაფარიძე, ირაკლი კიზირია; კავშირის "ფრანგმა" ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა ქასაშვილმა მუქთ ჰოსთინგ შეზ.კომ-ზე გახსნა სადა საითი და იმეილით ცხელ-ცხელ ამბებსაც აწვდიდა "ყაფლან ნიუზს", რომელიც მათ რეზონანსში (ზვიად თედოზაშვილი) აქვეყნებდა; ამავე გაზეთის კომპუტერებზე კი, დათო კილასონიას შეკვეთით, ნახევრად ლეგალურად მომზადდა აქამდეც უნიკალური, 52-გვერდა, მთლად ფერადი, ორ-ენოვანი ალმანახი "საქართველოს რაგბეთი 1998", რომლის გამოცემაც "ტექნოირსმა" დააფინანსა.

კივი მრჩეველი

უცხოეთში, და თან ძაან შორეულ არგენტინაში, პირველი კაცთა ნაკრები გაემგზავრა, რათა რუსეთთან შებმისთვის მომზადებულიყო. ბიჭებმა პამპასური შთაბეჭდილელები სამ კედლის გაზეთში ასახეს, თექვსმეტ დღეში კი ოთხი სპარინგი გამართეს. გუნდმა "სამოთხის ბადალი ქვეყანა მოვლო, გემოზე დაისვენა, გვარიანად მოილხინა და თვალსაწიერიც გაიფართოვა", კავშირის მომავალმა გენ-მდივანმა გია ჭუმბურიძემ კი შენიშნა, რომ უფრო კლასიანი მეტოქე ბურთს თვალსა და ხელს შუა გვაცლიდა და ძირითადად ამით გვიგებდა.

ტურნეზე ფეხი საოპერაციო გაუხდა გია ლაბაძეს, მაგრამ იქაურმა ექიმებმა რომ ვერ მოუნახეს თითის გამშლელი მყესი, საქმეში ვალტერ კაპანაძე ჩაერია და ყველაფერი თავად გაუკეთა. მეორე ჯგუფში მოასპარეზე ჭაბუკებს ტულუზში მრჩევლად გაყვა ზელანდიელი ბრედ მიურანთი, ვისაც მანამდე მშობლიური "ნორს ჰარბორი" და ზე 12-ის "ჩიფსი" ეწურთნა, საქართველოში კი მენავთობეთა კომპანია "მაკქონელ დაუელს" ჩამოეყვანა.

ხელობით სანტექნიკოსმა კივმა გურუმ რაგბული დეტალების პრაქტიკული ცოდნით ძაან არგო ჩვენებს, თავად კი ქართველი მწურთნელების, კილასონიასა და ლევან მგელაძის თეორიებითა და შეგირდებისადმი მიდგომით ალალად მოიხიბლა. ბიჭებს ტლაპოში ცოტათი გაუჭირდათ ნაპატივებ გერმანიასთან და თამაში მეორე ტაიმშიღა გარდატეხეს; მერე კლასით ძაან დაიბრიყვეს ჩეხეთი, ფინალში კი, პორტუგალიასთან, ზურგქარში შექმნეს ქულათა მარაგი და პირქარში მედგრად დაიცვეს თავი.

მარტივ მამრავლებად

მსოფლიო თასის შესარჩევში, აბრუცის დაბა ლაკვილაში, იტალიამ ისე-რა ნაკრები გამოგვიყვანა, რის გამოც "პირველი ტაიმის 35 წუთი ზედ ვაჯექით, მერე კი ჩვენი სისულელით წავაგეთ. ნაკრების გადიის, გურამ მოდებაძის თქმით, "ილია მაისურაძემ ისეთი რეკა ლუკა მარტინს, რომ მარტივ მამრავლებად დაშალა, მაგრამ თანდათან გამოჩნდა ფსიქოლოგიური დამუშავების შედეგი - მასპინძლები რომ გვექადნებოდნენ, გაგიტანთ ოთხმოცს, სამადლოდ კი სამს გაჩუქებთო, ბორჯღალოსნები დაზაფრულან. ჰოდა, გვიანღა რომ აუწყვეტიათ, აძურის მუხთლობას მიმხვდარან და ნამატჩევს სიმწრითაც ატირებულან!

იტალიამ "კოღოებით, მეძავებით, განგსტერებით, შოვინისტებით ცნობილ კრასნოიარსკში" ძირითადის ერთბაშად თორმეტი წევრი ჩაიყვანა და დამზრალ მიწაზე, ბეკთა ოსტატობითა და კიკერ დიეგო დომინგესის ჩუბინობით, ბარაქიანად მოიგო. ციმბირში ჩასვლა არ დაიზარა გია კუბლაშვილმაც და ეგზომ საჭირო ჩანაწერი ჩამოუტანა ნაკრებს, რომელმაც ჯერ კიევში, ამხანაგური მოუგო "ბარაქიან რუსულ გუნდ" უკრაინას, მერე კი შეკრებაზე ლიკანში, "მეოთხე სამმართველოში" მოეწყო.

ქასაშვილმა დააბეჭდინა აფიშა, რომელმაც "საზოგადოების ნაირგვარი, მეტადრე კი წუნობითი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ ბოლოს მავანმა მაინც ამოიცნო ავტორის ჩანაფიქრი: რუსული ორთავიანი არწივი ბურთზე რომ მოკალათებულა, ქართული ბორჯღალი ბუმერანგივით მისკენ მიქრის და იქედან გადმოგდებას უქადისო! ბილეთის ფასად ერთი ლარი დადგინდა, თამაში კი, ოთხშაბათის გამო, დღის ოთხიდან საღამოს ექვსისთვის გადაიტანეს.

ყარაჩოხლურად განვსჯითო

მსაჯებად ჩამოვიდნენ თვით ინგლისელები! შედგა ქრის ვაითის საერთაშორისო დებიუტი. ბრიგადამ გამოიყენა სიახლე - მიკროფონიანი "მოლაპარაკე ალმები". მატჩის წინა დამოძღვრას რუსებმა ვერ ჩამოუსწრეს, სტუმრებმა კი "ბევრჯერ გაგვიმეორეს, რომ ირბ-ის მითითებით, თამაშს განსჯიდნენ ვაჟკაცურ - ყარაჩოხლურად: ყოველ სადაო სიტუაციაში რაგბის რთულ (ანუ აბდაუბდა) წესებს იმ გუნდის სასარგებლოდ მოიმარჯვებდნენ, ვისი ქმედებაც უფრო მართებული მოეჩვენებოდათ!

კომისრად ქასაშვილს ჩამოყვა შპს "მსოფლიო თასის" დირექტორი, ბიარიცელი ბასკი მარსელ მარტენი, ვინც პრეს-კონფერენციაზე მოგვიბოდიშა, მედიასთან შეხვედრა დილიდანვე უნდა იწყებოდეს, თორემ უკვე იმდენი სადღეგრძელო შევსვი, რომ ფორმაში ვეღარ ვარო. მესიემ იწყინა შეკითხვა, მსოფლიო თასის სისტემა აგრე ჩახლართული რადაა და სულაც ვისი მოგონილიაო, სპორტის აქაურ მახვშთა გასაგონად კი ბრძანა, რაგბი და ფეხბურთი ძმები არიან, ხოლო დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ ჯეელობას ორივე სახეობაში მონაწილეობის პირობები და თავისუფალი არჩევანი შეუქმნათო.

რკენის ერთ-ერთ ანონსში დაიწერა, "სრულიად ექს-საბჭოეთის კოალიციური ლაშქარი მოდგომია ეროვნულ სტადიონს; დარაზმულან ციმბირელი რუსები და "ფარანგეთს" გადახვეწილი ყაზახებიო! მეტოქეს რომ ახსოვდა 19 თვის წინდელი მარცხი, მაგიტომაც ჩამოგვიყვანა ლეგიონერები - სერგეევი, უამბაევი და ილვოვსკი; თავიდანვეც უროსებრ გვეჯახა და ორი ჯარიმით გაგვისწრო, მაგრამ მერე ავამოქმედეთ თულფები - მოკლე ფრთაზე შეტევა, აბრაგანი და ორი საჯარიმოთი ტაიმი გავაყაიმეთ.

სასწაული გოლები

ნაწვიმარზე კიკერობა ეტვირთა ჯერაც სკოლის მოწაფე მახო ურჯუკაშვილს, ვისაც კილასონიამ ჭაბუკთა ნაკრებში დაამუღამებინა დარტყმა. რომ გვიჭირდა, აკადემიის გაზრდილმა უამრავი ხიფათი განმუხტა, მერე კი ოთხი სასწაული გოლი შეაგდო - 40, 35, 27 და 20 მეტრიდან და მხოლოდ 47 და 50 მეტრიდან მოეცარა ოდნავ ფეხი. გმირს სტადიონზევე უშველებელი ლარნაკი და ხმალი აჩუქეს, მერე "ტოტო ლოტოზე" - ტელევიზორიც, განსაცდელი კი 65-ე წუთიდან დაგვიდგა.

მსოფლიო თასის შემდეგ სტადიაზე გამყვანი სამი ლელოს გატანის იმედი რომ ეწურებოდათ, სტუმრები გავეშდნენ და ზედიზედ რვაჯერ მოგვეძალნენ, მაგრამ ფეხიც ვერ მოგვაცვლევინეს. სტადიონი გადაირია: ბიჭებმა მომხდურნი ცხრა (!) წუთში 28-ჯერ შებოჭეს და ბოლოსდაბოლოს კიდეც აოტნეს ლელოს მისადგომებიდან, მერე კი ბრძოლა დინჯად მიიყვანეს გამარჯვებამდე. ჰოდა, ბორჯღალოსნებზე ალალი იყო ტრიუმფალური წრე და ლიანგმაც იწამა ერის ძალა!

შემდეგ სტადიაზე იტალიამ გაგვიყოლა, როცა მაკარსკაში ძლია ხორვატია. სლავებმა ბარემ ათ კივს დაუმატეს ფრანო ბოტიცა და მეთიუ კუპერი. "ოლ ბლექსში" ამისი ბოლო თამაშიდან სამი წელი ჯერაც არ გასულიყო. ეს რომ უწყოდა, კავშირმა ირბ-ში იჩივლა, დუბლინიდან კი მოიწერეს, ის მატჩები "შუა კვირისა" იყო და "საერთაშორისოდ" არ ითვლებაო. კანტორამ ციმციმ ისეც შეცვალა დებულება, რომ ხორვატია რაგინდარა მოგებით გასულიყო მეორე ადგილზე, მაგრამ ქასაშვილმა დროით მოიკითხა აძურის ფრანგი გურუ ჟორჟ კოსტი და ნამუსზე შეაგდო.

ბაზარზე წარდგნენ

შემდეგი ეტაპის წილისყრა და საგაისო მსოფლიო თასის დეტალური განრიგის გამოქვეყნება 12 ივნისს, ფეხბურთის მსოფლიო პირველობის დროს მოეწყო. კარდიფის ღონისძიებას ვიცე-პრეზიდენტი ქასაშვილიც დაესწრო. მოვხვდით "უცუდესზე უკეთესსა და საუკეთესოზე უარეს" პულში - მასპინძელ ირლანდიასა და რუმინეთთან, ვინც ამ წელსაც ჩაშალა "შავი ზღვის თასი", რაკი მიაჩნდა, რომ მასთან სისტემატურად თამაში გვარგებდა. სამაგიეროდ, მაგრად გაისარჯა "იბერიული ლობი" და ესპანეთი ზედიზედ მესამედ (!) შეუწყვილა პორტუგალიას.

სამ-გუნდა პულებში პირვანდელი განრიგით თავიდან ორი სტუმარი ებმოდა ერთმანეთს, მაგრამ მასპინძელმა ბრიტებმა თავიანთი მატჩები ვიქენდებზე გადაატანინეს. აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდა ზონათა-შორისი რეპეშაჟის ფორმულაც. მის თანახმად, ირლანდიაში ხელმოცარული ჯერ ზღვისრეთის მაჩანჩალას უნდა შებმოდა, მერე ინგლისში ბოლო - აზიის მოგებულს და წარმატების შემთხვევაში თასზე ინგლისი - ზელანდიის კომპანიაში მოხვდებოდა, მაგრამ წელი ისე გაილია, რომ შპს-ის მიერვე ნასაზრდოებ სხვა წყაროთა თანახმად, იგივე გუნდი სულ სხვა, შოტლანდია - აფრიკის პულში შედიოდა!

ქასაშვილმა ირლანდიისთვის მზადების გეგმა დასახა და "რეზონანსსაც" შეადგენინა ფრანგულ კლუბებში მოსაწყობთა 45-კაცა ნუსხა! ბიჭები ბაზარზე წარდგნენ ივლისის ვოიაჟის დროს და მეპატრონეებს თავი მოაწონეს. ნარბონის დუბლთან ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, რომ ბოლო ოცი წუთი 13 კაცის ამარა ვითამაშეთ, ტულუზთან კი ურჯუკაშვილმა 40-მეტრა სლალომი ლელოთი დააგვირგვინა. ამ ბობოლა კლუბს გია რაფავას საქმეში ხილვაც სურდა, მაგრამ რუსეთის მჯობნი გუნდის კაპიტანი უფროსობაზე გამწყრალი იყო, რაღაი "ლონდონ ველში" ვერ გაუხერხეს და მეტად აღარც უჯამაგიროდ აპირებდა რაგბობას.

ვერ გადაგვეწყვიტა

ქასაშვილმა ევროპულ საკლუბო ასპარეზზე გასვლასაც მოუსინჯა კბილი და თავიდან იმედიანადაც იყო, მაგრამ შუა აგვისტოში უარი მიიღო. უმცროს "ჰაინეკენის ფარზე" (ახლანდელი "ჩელენჯ ქაფ") არ დაგვიშვეს ოთხი მიზეზის გამო: არ გვქონდა 12-ათასიანი სტადიონი; ეროვნულზე ბილეთი სამ ლარზე იაფი ღირდა; შუაგული ევროპიდან საქართველომდე შორი იყო და ისიც ვერ გადაგვეწყვიტა, თასზე ადგილობრივთა ნაკრები გაგვეყვანა თუ ჩემპიონი კლუბი "ყოჩები"

ზაზა მაშინვე ირწმუნებოდა, 1999 წლის ივლისში საქართველო ზელანდიაში (!) გამართავს ოთხ-მატჩა ტურნესო, მოდებაძეს კი უკვე "გვარიანად ავიწროებდა" ფრანგი მრჩეველი კლოდ სორელი, ვინც მაროკოსთანაც მუშაობდა - ახლდა ირლანდიურ სპარინგებზე და აფრიკის ზონის შასარჩევთა ფინალზეც. გენ-მდივან ჭუმბურიძის შეფასებით, "ნაკრების თამაში თანდათან ემსგავსებოდა თანამედროვე ბურთაობას: თუ აქამდე მასში მხოლოდ შერკინების პარტია ჩანდა, უკანა ხაზიც უკვე რიგიანად უბერავდა და ამდენად, ბორჯღალოსნური რაგბი უფრო შინაარსიანი და საამო სანახავი იყო.

ირლანდიიის ტურნირიანად ქასაშვილმა ექვს-ნახევარ კვირიანი ექსპედიცია დაგეგმა. ნაკრები საფრანგეთში უნდა მომზადებულიყო, მის კანდიდატებს კი შინაური პირველობა გაეცდინათ. მალე გაცხადდა, რომ სორელს გამოსაცდელთა სიაში არც კი შეეყვანა ნიკო იურინი, "ვინც ბოლო ერთი წელი იყო, უფროსობის ნდობას ვეღარ ამართლებდა". არადა, "ბეირუთა" უკვე მაგრად რაგბობდა პენზის კლუბში, გია ლაბაძის მხარდამხარ, უნივერსალობის წყალობით კი ბრძოლაში გვიან ჩასაბმელ, გარდამტეხ მოთამაშედაც ივარგებდა.

მხარდამჭერი ჯგუფი

კავშირიდან გუნდი 6 ოქტომბერს გავაცილეთ. დაშაქრულმა კითხვა-პასუხმა "რაგბის მატჩსავით 80 წუთს გასტანა. 34 რჩეულის გამო მწურთნელმა ხატოვნად თქვა, რომ გუნდში იყო ყველა, ვინცკი იმხანად რაგბს თამაშობდა, და საზოგადოებას ახალ კაპიტნად წარუდგინა კახა კობახიძე. დელეგაციის სრული და დამტკიცებული სია ოფისს რომ არ აღმოაჩნდა, მანამდე მოკვლეულის ანალიზითა და ვერსიათა შეჯერებით დადგინდა, რომ 19 შინაურში ექვსი ფორვარდი და 13 ბეკი იყო, 15 ლეგიონერში კი პირიქით, 11 მორკინალი და მხოლოდ ოთხი უკანა-ხაზელი.

გაცილებაზე კავშირის პრეზიდენტმა ბიძინა გეგიძემ შენიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და სპორტის დეპარტამენტიც რაგბს უსულგულოდ ეკიდება და არაფრით ეხმარება; რომ "საქართველოს ავია ხაზების" დახმარებით და ერთგულ სპონსორთა შემწეობით მაინც გახერხდა საწურთნელი შეკრება; რომ რაგბული ტრადიციის თანახმად, კავშირი ირლანდიაში მძლავრი, 50-კაცა მხარდამჭერი ჯგუფის გაგზავნას ემხრობა, და რომ მეძვირე რუს შუამავალთა გადამკიდე, ტელე-რეპორტაჟები ვერ მოეწყობა.

სატურნეო რაზმში საგულისხმო სიახლე იყო ის, რომ მწურთნელებს ისევ ეხმოთ ძმები ძაგნიძეები: 31 წლის ნუგზარი და 28 წლის ემზარი, რაღაი "მათ საბჭოეთში ყველაფერი მოეგოთ და შანსი უნდა მიცემოდათ, რათა იგივე საერთაშორისო ასპარეზზეც გაემეორებინათ" და მართლაც, შეცვლაზე შესულმა ნუგზარმა ბრივთან ლელო შეამზადა და რთული პოზიციიდან არეკნიც შეაგდო; ივარგა ტულუზთანაც, მაგრამ "ჟუენვილის ბატალიონთან" პირველი ნახევარი 0:31 რომ წავაგეთ, "სელექტორებმა ვეტერანის პროგრესი უკმარად მიიჩნიეს"

გულის მოსაოხებლად

"ბორჯღალოსანთა გადიებმა, ვაკელმა ექიმმა, მოდებაძემ და ფრანგმა მეღვინემ, სორელმა" სხვებიც დაიწუნეს: ბებერი კაპიტანი დიმა ობოლაძე ამალაშიღა დაიტოვეს; "ყოჩების" შერკინების ლიდერი რატი ურუშაძე შინ გამოაგზავნეს; შუამარბებად გოლიათები, ბესიკ ხამაშურიძე და ვასილ კაცაძე შეიგულეს, და ბოლო სამი წლის დამწყები ჰავბეკიც, მოდებაძის ვაჟი შოთა ამოშალეს სიიდან. მაშინვე, კავკასიაში დარჩენილთა გასახარად, "ევრო სპორტმა" რუმინეთი - საქართველოს ჰაილაითები შემდეგი საღამოს პროგრამაში ჩასვა.

უშეღავათო განრიგის გადამკიდე, შაბათს ირლანდიას გავუყვანეთ 26-კაცა რაზმის მარქაფა. თამაში ჩვენებურად საღამოს შვიდზე დაიწყო. კელტები კლუბებით 205:15 აღგვემატებოდნენ, მობურთალთა ათასებით კი 65:1. ანგარიშიც ამის შესაფერი გამოვიდა 70:0. სამყურებმა ათჯერ დაგვალელოვეს და 12 წლით ადრე, რუმინეთთან დამყარებული რეკორდი გაიუმჯობესეს, ჩვენ კი მეორე ტაიმის დასაწყისში გასატანი ჯარიმა ავაცილეთ და გულის მოსაოხებლად ისღა გვქონდა, რომ თუმც მეტოქე 5-მეტრა შერკინებაში ძაან მოგვაწვა, ლელოში მაინც ვერ შეგვათრია.

რუმინეთს ოთხშაბათს, ჩვენებურად ღამის თერთმეტზე შევებით. ინტერნეთში ტექსტური ლაივიც რომ არ იყო, როუმინგიან მობილურებზე დროდადრო ვურეკავდით ლამის ცარიელ "ლენზდაუნ როუდზე" მყოფი "მხარდამჭერი ჯგუფის" წევრებს. მობილურითვე თემურ ჯაფარიძემ პირველი სარაგბო ჩართვები მოაწყო რადიოში. შესვენებაზე სასიამო ამბავი შევიტყვეთ - მეტოქეს მოლით ვათრევთ და სამი ქულით წინაც ვართო, მაგრამ ნამატჩევს ტელეფონი ყველამ რომ გათიშა, ცხადი შეიქნა, რომ წავაგეთ. და მართლაც, მალე "როიტერმა" გამოაქვეყნა ოქმი და მცირედი გარჩევაც.

თამაში გაგვიშალეს

ასე, "მარცხიანად დასრულდა ქართული რაგბის აქამდელ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაში; თავი კი დავდეთ, მაგრამ კლასმა მაინც გახნა აღმართი; გაიმარჯვა ოსტატობამ; არადა, საკმარისი იყო, ბორჯღალოსნებს კარპატელები ეძლიათ, რომ ქართული სპორტის ისტორიაში მობურთალათაგან პირველები გავიდოდნენ მსოფლიო თასზე. ეს ჩვენში რაგბის იმიჯს ხომ მოუხდებოდა და ქართული ლელობურთის საერთაშორისო ანალოგის მომავალსაც კარგა ხანით უზრუნველყოფდა კავკასიის გაჭირვებულ ქვეყანაში"

რუმინეთმა შესვენებაზე სწორი დასკნა გააკეთა - თამაში განახლებისთანავე გაგვიშალა. 15 ნომერი მიხაი ვიორეანუ ზედიზედ ჩაერთო ხაზში, ლელოსკენ გაგორებული ბურთები კი ვერ ავიღეთ 6:17. მაინც არ გავტყდით - მორკინალთა მიძალებით გავიტანეთ ლელო და გარდავსახეთ; მერე დასარტყამი ჯარიმა არ გავათამაშეთ და ჩამორჩენა ერთამდე შევამცირეთ 16:17, მაგრამ აქ 9 ნომერი პეტრე მიტუ წაეპასავა ვიორეანუს და ჩვენს მბოჭავს ალამთან დაუმიწა.

წამატებულ დროში არჩილ ქავთარაშვილმა რომ ჩაჭრა პასი და მთელი მოედანი გადასერა, თამაშიც დასრულდა. რუმინეთმა ნაკრებთა პირველი რკენა მოგვიგო და მსოფლიო თასზე გავიდა, ჩვენ კი იმედად რეპეშაჟი დაგვრჩა. ტურნირის ბოლო მატჩში, ირლანდიასთან, კარპატელები ისე გალაღდნენ, რომ ბეკებით ხუთი (!) ლელო გაიტანეს და მაინც 18 ქულით დამარცხდნენ, ჩვენ კი, ძაან შორებლები და უცხონი, იმაზე მეტად გაგვაქილიკა ბრიტანულმა პრესამ, ვიდრე ახალბედობის გათვალისწინებით ვიმსახურებდით.

წრფივი, ულაზათო

შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა მალე გაიცნობიერეს, რომ მსოფლიო თასის ფინალს 40 წუთი აშორებდათ. მედიას წარუდგნენ მწურთნელი მოდებაძე და გენ-მდივანი ჭუმბურიძე. "ძია ბურძგლამ, აქაური გაგებიდან გამომდინარე, ნაკრების დუბლინური მარცხი ვაჟკაცურად იტვირთა: თქვა, ყველაფერი ჩემი შეცდომების ბრალიაო, ბიჭები კი ძაან აქო, ესაო და რაც ჰქონდათ, ყველაფერი გაიღესო.

"ჟურნალისტები ამგვარმა ახსნამ ვერ დააკმაყოფილა. გამოითქვა ეჭვი, რომ გუნდის მართვაში გარეშენი ერევიან და რომ ფრანგი კონსულტანტი კლოდ სორელიც აშკარად ამეტებს უფლება- მოსილებას, რასაც ქართული სტილის მოსპობისკენ მივყავართ: ბორჯღალოსნები თამაშობენ წრფივ, ულაზათო რაგბს, რომელშიც უკანა ხაზს შეტევისას ფუნქცია აღარა აქვს.

"ეს მოსაზრება მოდებაძემ ვერ უარყო. ცალკე გაირჩა კაპიტნის საკითხიც. მოდებაძის თქმით, დუბლინში გუნდისთვის კვლავ გია რაფავას უნდა ესარდლა, მაგრამ მავანმა, იდუმალმა ძალებმა ზედ ტურნირის წინ ბიჭებს კრება გაამართვინეს და რეფერენდუმიც მოუწყვეს, კაპიტნად ვინა გსურთო. საბაბი, გაგეცინებათ და "რაფოს" მიერ პაპიროზის გაბოლება ყოფილა"

ბათუმში გადავიდნენ

"განვითარება ხშირად რომ სპირალურია, ქვეყანაში კაცთა რვა, ისეთი გუნდიღა დარჩა, ვისაც ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილიც ჰქონდა და საამისო სახსარიც მოეძევებოდა. ამის გამო 1990 წლის აქეთ პირველად მივუბრუნდით ერთიან ლიგას, ქვემოთ მოტოვებულ "თბილისს" კი ბარემ სამი კლუბის დუბლები რომ ვეღარ ერაგბნენ, გუნდმა სამადლოდ შემოდგომაზეღა გამართა ერთი, კინკილა მატჩი.

წინა წლისა არ იყოს, ჩემპიონატი ახლაც ისე დაიწყო, რომ დასაზუსტებელი ჰქონდა გადამწყვეტი ეტაპის გამართვის წესი. ორი გუნდი ემხრობოდა უცხო ხილს - მწვავე, მუღამიან, ავსტრალიურ პლეი-ოფს, რომელიც ლიდერს ორმაგ შანსს აძლევს, მაგრამ სექტემბრის ბოლოს დადგინდა, რომ ჩემპიონი კლასიკურად, წყვილი ნახევარფინალითა და ფინალით გამოვლენილიყო.

ქუთაისში გუნდს რომ არ მიხედეს, რამაზ სვანიძემ და მერაბ დანელიამ "აიას" ბირთვი ბათუმში წაიყვანეს და იქაურ "დელფინებს" შეუამხანაგეს. ახალი კოლექტივი, ვისაც მოედანზე თამაზ ფხაკაძე უძღვებოდა, თანდათან მოღონიერდა და აძინცოვოს (მოსკოვის ოლქი) "კოსმოსიდან" დაიბრუნა თვით ემზარ ძაგნიძე, ვინც 31-ე მატჩში (6/07) ჩემპიონატის პირველი არეკნი გაიტანა.

კინაღამ შეწყდა

ორი ქუთათური - დავით აშვეთია და გიგა გურეშიძე აიასა და დათვების განაცხადში ერთბაშად ეწერა. ამ დავის გარჩევის გამო ვარკეთილში პირველი რაუნდის მატჩები გვიან დაიწყო, შეკვეცილი რეგლამენტით გაიმართა და ბინდ-ბუნდშიღა დასრულდა. დაგვიანებისა და თავსხმა წვიმის გადამკიდე, მოედანზე თუ რა ხდებოდა ბოლო 30 წუთში, ტრიბუნიდან აღარც ჩანდა ექსპრესი - გუმარის მატჩში, რომელშიც ბურთის ხეირიანად გაბერვაც მეოცე წუთზეღა მოხერხდა.

"ექსპრესი" "ლოკომოტივისა" და "შევარდენის" გაერთიანებით შეიქმნა და ახლებურ ყაიდაზე ბაკურ გულუას მოთხოვნით მოინათლა. "დინამომ" ნაკლებით წაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოქროყანაში აბარგდა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა, უნივერსიტეტის ძველმა მორაგბემ, დავით თევზაძემ ორთაჭალაში რვა (!) მოედნის მოსაწყობად ბრძანა მიწის გამოყოფა, აჭარლებმა კი მატჩის შემდგომი პურის ჭამის დაკანონება სცადეს და თავიდან ლუდის ნაცვლად ღვინო მიართვეს სტუმარს.

კავშირის აღმასკომმა 6 ივლისს გამოსცა დადგენილება, თუ კლუბები სამონაწილეო თანხას სამუშაო კვირის ბოლომდე სრულად არ შემოიტანენ, პირველობა შეწყდება და ასკ, როგორც ერთადერთი წესიერი გადამხდელი, ჩემპიონად გამოცხადდებაო. მუქარამ გაჭრა და შეჯიბრებაც განახლდა, მაგრამ ნაკრების "პაესტკების" გადამკიდე, წინა ორი წლის ჩემპიონები - ყოჩები და გუმარი შემოდგომამდე ეგრეც ვერ შეიყარნენ.

ფულმა ვერ აცდუნათ

კავშირმა შეიმუშავა ლიცენზირების ხუთ-ციფრა სისტემა, აგვისტოში კი არდადეგები დაიწყო. სეზონის განახლების შემდეგ ყოჩებმა სამი არეკნი გაუტანეს გუმარს (28:22; შუა სექტემბერში გამოცხადდა, რომ ეროვნული პირველობა უბორჯღალოსნებოდ გაგრძელდებოდა, გუმარის მიერ ორი განუცხადებლის გამოყვანის გამო კი მოგება ასკ-ს მიენიჭა.

გუმარმა ექვსეულში თამაში ეგრეც ვერ მოიგო და დაარსებიდან ოთხი წლის თავზე, საფრანგეთში მიგრაციის გამო დაიშალა - "კლუბს დათო სორდიას გარდა შინ აღარავინ რომ დარჩა მობურთალი, მოედანზე მოხალისე მენეჯერი, გურამ გიორგაძე ხომ არ გავიდოდა? 15 ოქტომბერს, ვაკესა და ავლაბარში ერთდროულად რომ დაიწყო მატჩები, "ქართული რაგბის ისთებლიშმენთმა (ძ)მობილური ტელეფონებით" სტადიონთა პირველი, პრესაში დაფიქსირებული გადაძახილი მოაწყო და ანგარიშებს ოპერატიულად იგებდა.

დათვებმა პლეი-ოფის გამართვა ბათუმში შესთავაზეს კავშირს და საპრიზო ფონდად ბარემ ათი ათასს ჩამოდიოდნენ, მაგრამ ჩემპიონი "ყოჩები" ამოტოლა ფულმაც ვერ აცდუნა - წლის ბოლო აკორდის მასპინძლობა მთელ სეზონში გარჯით დაგვიმსახურებიაო! კლუბმა აიმატა პენზიდან დაბრუნებული იურინი, ვაკურ ფინალში ბათუმი ოთხჯერ დაალელოვა და 26-მატჩა სეზონის წაუგებლად გალევით ზედიზედ მეორედაც იპირველა.

ჯარის ბრინჯაო

ფინალში პირველი ლელო სტუმრებმა ძალით შეიტანეს, მაგრამ მერე უხეშად შეცდნენ და ბორჯღალოსანმა კახა მაჩიტიძემ ცხვირწინ დაუმიწათ. მასპინძლებმა ურუშაძე დერეფანში დიდოსტატურად აწიეს და უმძლავრესი მოლი ააგორეს. მერე კობახიძემ გაჭრა ხაზი და ორი ფაზის შემდეგ ბადრი ხეხელაშვილი გაგრიალდა ფრთაზე, მეორე ტაიმში კი ვიქტორ დიდებულიძე ბურთით ვერ მიწვდა კარის ძელის ძირს, ხოლო იურინმა სტუმრების გარღვევა მოიგერია.

გამარჯვება ჩემპიონებმა ხალხისგან შეკვეთილი ლელოთი დააგვირგვინეს: დერეფანი, ორი მიძალება და კობახიძე ხაზს იქით აღმოჩნდა. წინა დღეს, ვაკეშივე მოეწყო ბრინჯაოს ფინალი. გუნდებმა ამაღელვებელი სანახაობა შესთავაზეს მოსეირეებს. იგებდა ხან ერთი და ხანაც მეორე. რომ რჩებოდა ხუთი წუთი, გუჯა იოვაძემ არეკნით დააწინაურა ჯარი, მაგრამ ბობა კვინიხიძემ ამავე ხერხით ანგარიში 18:17 გახადა.

არმიელთა ბოლო გაბრძოლებას 35 მეტრზე ჯარიმა მოყვა. ბურთი კარს აცდა. ექსპრესმა მოიგო, ჯარმა კი შედეგი გააპროტესტა, მეტოქეს განუცხადებელი მოთამაშეები ჰყავდაო. გამარჯვებულებმა ოფისში საბუთები წარადგინეს, მაგრამ საქმის გარჩევა მაინც გაჯანჯლდა. ჰოდა, თამაშიდან 12 დღის თავზეღა დამტკიცდა განჩინება, რომლითაც მესამე ადგილი მზარდ ასკ-ს მიენიჭა.

<<<     1998

>>>     ეროვნული პირველობა (XXXI ჩემპიონატი)

 ორი წრე

თბილისელებში ჯერ მოგებული!
ვაკე, მეურნეობა; ავლაბარი (ასკ, ოქროყანა (დინ)

  7/05 ასკ 47:3 აია
  გუმარი 15:0 დათვები
  8/05 ექსპრესი 34:0 უნივერსიტ
  ყოჩები 76:7 დინამო

19/05

ყოჩები

80:7

უნივერსიტ

  ასკ 19:11 დათვები

25/05

ასკ

45:3

უნივერსიტ

  დათვები 32:0 აია
26/05 გუმარი 74:7 დინამო
  ყოჩები 16:15 ექსპრესი

  1/06

აია

6:42

ექსპრესი

  დათვები 46:6 უნივერსიტ
  2/06 ასკ 22:5 დინამო

  8/06

ექსპრესი

34:16

დათვები

  უნივერსიტ 16:11 დინამო
  9/06 ყოჩები 38:15 ასკ
10/06 აია 12:34 გუმარი

15/06

გუმარი

50:36

უნივერსიტ

  ყოჩები 102:13 აია
16/06 დინამო 0:73 დათვები
  ასკ 17:29 ექსპრესი

22/06

ექსპრესი

24:19

უნივერსიტ

23/06 ყოჩები 34:3 დინამო
  აია 0:15 ასკ
24/06 დათვები 15:20 გუმარი

29/06

ასკ

11:21

გუმარი

30/06 ყოჩები 34:10 დათვები
  დინამო 5:35 ექსპრესი

  5/07

ექსპრესი

15:11

გუმარი

  6/07 ყოჩები 88:0 უნივერსიტ
  7/07 დათვები 22:3 ასკ
  დინამო 14:10 აია

10/07

გუმარი

7:6

ექსპრესი

13/07

გუმარი

47:6

დინამო

  ასკ 27:5 უნივერსიტ
  აია 3:20 დათვები
15/07 ყოჩები 24:21 ექსპრესი

16/07

აია

24:9

უნივერსიტ

21/07

დინამო

6:25

ასკ

  უნივერსიტ 3:55 დათვები
27/07 დინამო 12:6 უნივერსიტ

  1/08

უნივერსიტ

25:0

აია

  4/08 აია 3:45 ყოჩები
  6/08 დათვები 14:14 ყოჩები

^ არდადეგებზე: ყოჩ 21(11, გუმ 16(9, ექს 14(10,
ასკ 14(11, დთვ 13(12, დინ 4(11, უნი 4(13, აია 2(11)

  1/09 გუმარი 34:20 უნივერსიტ
  აია 16:9 დინამო

  5/09

ექსპრესი

87:9

აია

  ყოჩები 28:22 გუმარი

  ?/09

დათვები

54:0

დინამო

  ასკ 15:56 ყოჩები

  ?/09

დათვები

11:7

ექსპრესი

  გუმარი X:0 აია

13/09

ექსპრესი

42:5

დინამო

  გუმარი (22:21) 0:X  ასკ

17/09

ექსპრესი

18:5

ასკ

18/09 ყოჩები 35:0 გუმარი

ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 27 13-0*1 670:145
ექსპრესი 20 10-4 409:151
გუმარი 19 10-4$1 335:212
დათვ (ბთმ) 17   8-5*1 379:158
ასკ 16   8-6 287:217
დინამო 4   2-12   90:530

უნივერსიტ

4

  2-12

155:530

აია (ქუთ) 3   2-12$1   99:481

 ექვსეული

22/09 ასკ 29:25 ექსპრესი
  გუმარი 14:26 დათვები
  ყოჩები 74:0 დინამო

28/09

დათვები

6:19

ყოჩები

  ასკ 30:13 გუმარი
  ექსპრესი 66:9 დინამო

  3/10

ექსპრესი

34:19

გუმარი

  ყოჩები 29:23 ასკ
  დინამო 3:76 დათვები

  8/10

ექსპრესი

8:16

დათვები

  ასკ 29:3 დინამო

^ გუმარი უმობურთალებოდ დარჩა (0:X)

14/10

ყოჩები

24:21

ექსპრესი

  ასკ 11:22 დათვები

20/10

დინამო

6:49

ყოჩები

  ექსპრესი 22:14 ასკ

26/10

ყოჩები

18:18

დათვები

  დინამო 5:48 ექსპრესი

  1/11

ასკ

5:25

ყოჩები

  დათვები X:0 დინამო

  7/11

დინამო

13:27

ასკ

  დათვები 10:6 ექსპრესი

13/11

დათვები

30:8

ასკ

  ექსპრესი 0:X ყოჩები

ოთხი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 46 22-0*2 908:224
დათვები 34 16-6*2 583:245
ექსპრესი 29 15-9$1 639:277
ასკ 26 13-11 463:399

გუმარი

12

10-14$8

381:302

დინამო 7   4-20$1 129:899

 სანუგეშო

15/10   თბილისი  

22:22

უნივერსიტ

 ნახევარფინალები

  1/12 ყოჩები 41:5 ასკ

6ლ: საკანდელიძე დიდებულიძე ჩიქავა ესაკია ურუშაძე ნ.იურინი; 4გ ჯ: ტყეშელაშვილი - ლ: სუჯაშვილი ^ რეფ კლავერი * ვაკე (400)

  2/12 დათვები 13:8 ექსპრესი

ლ: ჯანაშია; გ 2ჯ: ე.ძაგნიძე - ლ: მაჭუტაძე; ჯ: კვინიხიძე ^ რეფ კლავერი

 ბრინჯაოს ფინალი

  5/12 ექსპრესი (18:17) 0:X   ასკ

2ლ: ასათიანი ა.კობახიძე; გ ა: კვინიხიძე; ჯ: ძნელაძე - 2ლ: აბუსერიძე კიკნაძე; 2გ: აბუსერიძე; ა: იოვაძე

რეფ ნარიმანაშვილი * ვაკე * 5:0 5:7 8:7 8:14 15:14 15:17(75ა) 18:17(ა)

 დიდი ფინალი

  6/12 ყოჩები 30:10 დათვები

ყოჩ: ნ.იურინი ხეხელაშვილი საკანდელიძე მაჩიტიძე (ბარძიმიშვილი) ლიპარტელიანი (პეტრიაშვილი) <10-9> ტეფნაძე გიორხელიძე (ხელაძე) / ფირიაშვილი (ესაკია) ჭავჭავაძე (კიკუაშვილი) ახვლედიანი (ჩიქავა) გუშარაშვილი (ტყეშელაშვილი) ურუშაძე; დიდებულიძე ჭელიძე კ.კობახიძე - 4ლ: მაჩიტიძე ახვლედიანი ხეხელაშვილი კობახიძე; 2გ 2ჯ: კობახიძე

დთვ: ჩუბინიძე დავლაძე ჯანაშია კ.გიორგაძე ხონელიძე <10-9> შერვაშიძე გაბელაია (ქემხაძე ბალანჩივაძე) / აშვეთია გურეშიძე პაპავა (ნინიძე) აბაშიძე (თედორაძე) წულაძე (პ.სანებლიძე) გოგისვანიძე სვანიძე ფხაკაძე - ლ: აბაშიძე; გ ჯ: ჩუბინიძე

რეფ კლავერი (სფრ) ვაკე (ათასი)

0:7(13) 7:7(18) 14:7(25) 19:7(32) 19:10(39) / 22:10(53) 25:10(72) 30:10(80+)

<<    ქულა

172 მაჩიტიძე (ყოჩ; 168 კვინიხიძე (ექს; 138 ურჯუკაშვილი (გუმ; 134 ჩუბინიძე (დთვ; 117 ე.ძაგნიძე (დთვ; 100 ტყეშელაშვილი (ყოჩ; 92 აბუსერიძე (ასკ; 86 ხეხელაშვილი (ყოჩ; 73 შერვაშიძე (დთვ)

<<    ლელო

15 ხეხელაშვილი; 12 შერვაშიძე, პეტრიაშვილი (ყოჩ, საკანდელიძე (ყოჩ, ურუშაძე (ყოჩ; 11 ურჯუკაშვილი; 10 ჩუბინიძე, პავლიაშვილი (ასკ, ჭელიძე (ყოჩ; 9 ბუგიანიშვილი (გუმ, დავლაძე (დთვ; 8 მაჩიტიძე, აბუსერიძე, ფხაკაძე (დთვ, ალანია (ექს)

>>>     ფირა-ს XXX ჭაბუკთა (1979-80 დაბ) პირველობა

4-12/04    მეორე ჯგუფი * ტულუზი (სამხ.პირენეები)

საქართველო -

გერმანია 7:3 5/04 ბანიერი
ჩეხეთი 21:6 8/04 ბანიერი
პორტუგალია 25:7 11/04 კასტანი

დავიკავეთ პირველი ადგილი და საგაისოდ პირველ ჯგუფში ავედით

საქართველო

15 მახო ურჯუკაშვილი$ლ3გ3ჯ (გუმ; 14-11 დათო კიკნაძე (ასკ, ავთო პავლიაშვილი$ლ (ასკ, დათო ბარამიძე (უნი, ლელიკო ჯაში (უნი, თედო ზიბზიბაძე (აია; 10 გიორგი ჯავრიშვილი (თბლ, ზურაბ ღირსიაშვილი (დინ; 9 ირაკლი მოდებაძე$ლჯ (უნი, არჩილ ჭუმბურიძე (უნი /

1-3 დათო ჯალაღონია (უნი, დათო ბალანჩივაძე!ჰ (აია^დთვ, ზვიად მაისურაძე (ასკ, ზურაბ ჯაველიძე (ექს, გიორგი კოკაია (უნი, გიორგი კაკაბაძე (ასკ; 4-5 გიორგი ჭელიძე$ლ (ასკ, მიხეილ ჩაკვეტაძე (თბლ, გიორგი ბიძინაშვილი (უნი; 6-8 გიორგი ექიზაშვილი (ასკ, ირაკლი მინაშვილი$ლ (ასკ, დათო ბოლღაშვილი$ლ (უნი, გიორგი გიორგობიანი (უნი)

მწ) დავით კილასონია, ლევან მგელაძე, ბრედ მიურანთი (ზელ; მნჯ) ბათუ კევლიშვილი, დავით ბერძენიშვილი, გია კუბლაშვილი; ექმ) ლიანა მგელაძე

1# ირლანდია 18:0 2# საფრანგეთი, 3# არგენტინა 68:0 4# კანადა, 5#აფრიკა ... 10#რუმინეთი ... 14#რუსეთი, 15# ესპანეთი, 16# შტატები, 17# საქართველო, 18# პორტუგალია, 19# ჩეხეთი, 20# ბელგია ... 34# შვეიცარია

>>>     შვიდკაცა უცხოეთში

ბოლო/05    ჰაიდელბერგი (გერმანია)

1# საქართველო - პულ) რგ ჰაიდელბერგი$2 47:0, ბერლინი 41:0, მანტუა 57:0, ჰაიდელბერგერ ტფ 33:0; პლოფ) ჰანოვერელი ბარბაროსები 21:0, რგ ჰაიდელბერგი 12:7, ჩეხეთი 42:7

6-7/06    ლიუნელი (საფრანგეთი)

1#საქართველო - პულ1) ანდორა 33:5, ფრანგი ბაყაყები 39:12, ბელგია 38:0; პულ2) ლაჟვარდოვანი ნაპირი (სფრ) 14:10, ლანგედოკი (სფრ) 21:7, ლიმუზენი (სფრ) 31:7; პლოფ) სტად ფრანსეზი 14:12, მაროკო 24:0

საქ: გია ლაბაძე, ვასილ აბაშიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, პავლე ჯიმშელაძე, გიორგი ბუგიანიშვილი (გუმ; რატი ურუშაძე, კახა კობახიძე, სანდრო საკანდელიძე (ყოჩ; ვასილ კაცაძე (ექს; ბესიკ ხამაშურიძე (აია ^ მწ) კლოდ სორელი, ზაზა ლეჟავა

>>>     მოსათელი ტურნეები

<<    არგენტინა

საქართველო - ატლეტიკო (როსარიო) 22:13 (4/03, 15:28 (7/03; სანტაფეს უნივერსიტეტი 22:23 (11/03, სან სირანო (ბუენოს აირესი) 11:21 (14/03)

საქ: 15-11 იურინი აბაშიძე ბუგიანიშვილი ურჯუკაშვილი ალანია ჯიმშელაძე ი.მაისურაძე ხამაშურიძე; 10 მაჩიტიძე; 9 შ.მოდებაძე ჯანელიძე / 1-3 გიორგაძე მთიულიშვილი!ჰ ჯაველიძე მაჭუტაძე ცაბაძე; 4-8 რაფავა ნადირაძე ურუშაძე მჭედლიშვილი კაცაძე ობოლაძე ლაბაძე ზედგინიძე ლეჟავა დიდებულიძე

მწ) გურამ მოდებაძე, კლოდ სორელი, ტიერი რუდილი; მნჯ) ბიძინა გეგიძე, გია ჭუმბურიძე, გია კუბლაშვილი, დავით კლდიაშვილი; ექმ) ვალტერ კაპანაძე

<<    საფრანგეთი (კლუბთა დუბლებთან)

    საქართველო - ნარბონი 27:50 (25/07, ტულუზი 14:17 (29/07)

საქ (* ახალბედა) იურინი აბაშიძე ურჯუკაშვილი ბუგიანიშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ხეხელაშვილი* მაჩიტიძე მოდებაძე აბუსერიძე* / მთიულიშვილი გიორგაძე ჯაველიძე ნიკოლაენკო* ზ.მჭედლიშვილი ლაბაძე ზედგინიძე* ესაკია* კ.კობახიძე ურუშაძე სულთანიშვილი ა.კობახიძე კახიანი კაცაძე შველიძე* ^ მწ) მოდებაძე ობოლაძე სორელი

    საქართველო - სტად ფრანსეზი (პარიზი) 21:33 (/10, ბრივი 22:16, ტულუზი 29:24 (20/10, ჯარი 12:50 (28/10 გრუიე, კასტრი 20:25 (31/10, სამხრეთი პირენეები 28:14 (4/11, ბასკეთი 17:8 (სან-სებასტიანი)

საქ: შინ) მაჩიტიძე გიორხელიძე ტეფნაძე ხამაშურიძე ჯიმშელაძე ბუგიანიშვილი ჯანელიძე აბაშიძე ანდღულაძე იოვაძე ალანია ნ.ძაგნიძე ე.ძაგნიძე / ჯაველიძე შველიძე ა.კობახიძე ჩიქავა კ.კობახიძე კაპ^, ურუშაძე ^ მწ) მოდებაძე, ნელი გრიგალაშვილი; პიარი) გია კუბლაშვილი; ექმ) ბესო აბრამიშვილი

ლეგ) შ.მოდებაძე ურჯუკაშვილი კაცაძე ქავთარაშვილი / ლაბაძე მთიულიშვილი ცაბაძე გიორგაძე რაფავა ნადირაძე ზ.მჭედლიშვილი პარწიკანაშვილი ობოლაძე ზედგინიძე ზ.ლეჟავა, გრეგორი იაშვილი ^ მწ) სორელი რუდილი; მნჯ) ზაზა ქასაშვილი

>>>     ამხანაგური

  3/05

უკრაინა 17:31 საქართველო

3ლ გ - 5ლ: იურინი 2, ურჯუკაშვილი კობახიძე ხამაშურიძე; 3გ: ურჯუკაშვილი 2, მაჩიტიძე

რეფ ? (უკრ) კიევი, სპარტაკი

საქ: იურინი ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე (საკანდელიძე) ხამაშურიძე (ი.მაისურაძე) აბაშიძე <10-9> მაჩიტიძე შ.მოდებაძე (ჯანელიძე) / მთიულიშვილი (აშვეთია) გიორგაძე (ჭავჭავაძე) გუშარაშვილი (სულთანიშვილი) რაფავა (მაგრაქველიძე) მჭედლიშვილი კაპ^; კაცაძე (ცხვედიანი) ლაბაძე კ.კობახიძე (ობოლაძე)

>>>     1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევები

 მეორე სტადია

<<    `` პული

11/04

იტალია 31:14 საქართველო

5ლ: მარტინი სავიოცი პილატი 2, როზელი; 3გ: სკანავაკა 2, მაცარიოლი - ლ: ბუგიანიშვილი; 2ჯ: მაჩიტიძე მოდებაძე; ა: მაჩიტიძე

რეფ დიუიუ (სფრ) ლაკვილა, ფატორი ^
ჯერ ჩვენი! 3:0(12ა) 3:5(31) 6:5(34) 6:12(39) 6:19(40+2) /
9:19(48) 9:24 9:31 14:31(80+2)

საქ: ხამაშურიძე (აბაშიძე) ბუგიანიშვილი ჯიმშელაძე ალანია ქავთარაშვილი <10-9> მაჩიტიძე (ი.მაისურაძე) შ.მოდებაძე / მთიულიშვილი გიორგაძე (ჭავჭავაძე) ცაბაძე; მჭედლიშვილი რაფავა (ლაბაძე) ზ.ლეჟავა კაცაძე ობოლაძე კაპ^ (კ.კობახიძე) * მრქ) ჯანელიძე / მაჭუტაძე

18/04

რუსეთი 18:48 იტალია

  3/05

რუსეთი 45:9 დანია

16/05

დანია

6:40

ხორვატია

20/05

საქართველო 12:6 რუსეთი

4ჯ: ურჯუკაშვილი - 2ჯ: რაჩკოვი

რეფ ვაითი (ინგ) ეროვნული (წვიმა * 25 ათასი)
0:3(6) 0:6(8) 3:6(26) 6:6(28) / 9:6(43) 12:6(51)

საქ: იურინი (ბუგიანიშვილი 41) ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ქავთარაშვილი <10-9> მაჩიტიძე (ბუგიანიშვილი 24-27) მოდებაძე (ხუციშვილი 45) / მთიულიშვილი გიორგაძე ცაბაძე; მჭედლიშვილი რაფავა კაპ^; ლაბაძე ზ.ლეჟავა (კაცაძე 41) კ.კობახიძე * მრქ) საკანდელიძე / ჯაველიძე გუშარაშვილი ობოლაძე

 6/06

ხორვატია

27:39

იტალია

ჩვენი პული

მ-წ

გატ:გაშ

იტალია

4-0 220:62

საქართველო

3-1 74:60

ხორვატია

2-2

105:90

რუსეთი

1-3 85:92

დანია

0-4 26:206

<<    `` პული

28/03 პოლონეთი 30:10 ბელგია
18/04 ბელგია 16:19 ჰოლანდია
25/04 რუმინეთი 42:3 ჰოლანდია
  2/05 რუმინეთი 74:13 პოლონეთი
16/05 პოლონეთი 8:19 უკრაინა
30/05 უკრაინა 17:39 რუმინეთი

რუმ 4-0, ჰოლ 3-1 / უკრ 2-2, პოლ 1-3, ბელ 0-4

<<    `გ` პული

  4/04 პორტუგალ 30:6 გერმანია
18/04 ჩეხეთი 10:15 პორტუგალ
26/04 გერმანია 9:24 ესპანეთი
10/05 ესპანეთი 33:22 პორტუგალ
30/05 პორტუგალ 53:11 ანდორა

ესპ 4-0, პორ 3-1 / გერ 2-2, ჩეხ 1-3, ანდ 0-4

 მესამე სტადია

<<    ირლანდიის პული

14/11

ირლანდია 70:0 საქართველო

10ლ: ვოლესი ჯონსი მეგსი ოშეი კოსტელო დიუინენი ბელი დემფსი 2, სქალი; 10გ: ელვუდი

რეფ დევისი (უელ) დუბლინი, ლენზდაუნ როუდი
ჯერ ჩვენი! 0:7(7) 0:14(19) 0:21(36) 0:28(38) /
0:35(47) 0:42(51) 0:49(58) 0:56(61) 0:63(68) 0:70(76)

საქ: აბაშიძე ბუგიანიშვილი ე.ძაგნიძე (ჯიმშელაძე) კაცაძე ქავთარაშვილი <10-9> ტეფნაძე ჯანელიძე / ჩიქავა (ცაბაძე) ჯაველიძე შველიძე; ზედგინიძე ნადირაძე კაპ^; ა.კობახიძე ლაბაძე (ხამაშურიძე) კ.კობახიძე (მჭედლიშვილი) * მრქ) გიორხელიძე / გიორგაძე ლეჟავა

18/11

საქართველო 23:27 რუმინეთი

2ლ: ცაბაძე ქავთარაშვილი; 2გ: ურჯუკაშვილი; 3ჯ: მაჩიტიძე, ურჯუკაშვილი 2 - 3ლ: ვიორეანუ ბრეზოიანუ მიტუ; 3გ 2ჯ: მიტუ

რეფ კაპლანი (აფრ) ლენზდაუნ როუდი
.?. 3:3(20) 6:3 /
6:10 6:17(45) 13:17 16:17(72) 16:24 16:27 23:27(80+)

საქ: ურჯუკაშვილი ქავთარაშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ბუგიანიშვილი <10-9> მაჩიტიძე (ტეფნაძე 33) გიორხელიძე (ჯანელიძე 73) / მთიულიშვილი (შველიძე 46) გიორგაძე ცაბაძე; რაფავა მჭედლიშვილი კაპ^; ლეჟავა (კაცაძე 73) ლაბაძე კ.კობახიძე (ნადირაძე 78) * მრქ) აბაშიძე / ჩიქავა

21/11

ირლანდია 53:35 რუმინეთი

ირლ 2-0, რუმ 1-1 / საქ 0-2

<<    ინგლისის პული

14/11 ინგლისი 110:0 ჰოლანდია
18/11 იტალია 67:7 ჰოლანდია
22/11 ინგლისი 23:15 იტალია

ნგ 2-0, იტა 1-1 / ჰოლ 0-2

<<    შოტლანდიის პული

28/11 შოტლანდია 85:11 პორტუგალია
  2/12 ესპანეთი 21:17 პორტუგალია
  5/12 შოტლანდია 85:3 ესპანეთი

შტლ 2-0, ესპ 1-1 / პორ 0-2

 მსოფლიო თასის პულები

ა   შოტლანდია აფრიკა ესპანეთი რეპეშაჟი$1
ბ   უელსი არგენტინა სამოა იაპონია
გ   ირლანდია ავსტრალია შტატები რუმინეთი
დ   ინგლისი ზელანდია იტალია რეპეშაჟი$2
ე   საფრანგეთი ფიჯი კანადა ნამიბია

 ზონათა-შორისი რეპეშაჟი

1999 (ურუგვაი - პორტუგალია) - მაროკო
(ტონგა - საქართველო) - (ჰოლანდია - კორეა)

>>>     კაცთა კლუბები

თამაში $ მონაგარი (რაგბეთის მიხედვით)

<<    ყოჩები

ბეკ) ბადრი ხეხელაშვილი 23$15ლ4გჯ, გოჩა ბარძიმიშვილი 20$2ლ, სანდრო საკანდელიძე 19$12ლ, კახა მხეიძე 17$7ლ, ირაკლი გიორხელიძე 17$2ლ, სპირიდონ ლიპარტელიანი 16$2ლ, კახა მაჩიტიძე 15$8ლ39გ17ჯა, გოგა ხელაძე 14$2ლ, ლევან პეტრიაშვილი 12$12ლ, მირზა სოფრომაძე 11$2, ბესო ტეფნაძე 9$3ლ8გ3ა, გეგი წიკლაური 9$7ლ, ზვიად კობერიძე 2$2ლ, ნიკო იურინი 2$ლ, მალხაზ ჭეიშვილი 1, შოთა ლაზაშვილი 1, ცაგურია 1$ლ

ფორ) სანდრო ჭელიძე 21$10ლ, ვიქტორ დიდებულიძე 21$4ლ, სანდრო ესაკია 20$2ლ, რატი ურუშაძე 19$12ლგ, სოსო სულთანიშვილი 18$4ლ, ალექსი გუშარაშვილი 17, ირაკლი ჩიქავა 15$6ლ, ნიკო ჭავჭავაძე 15, ბაკურ ფირიაშვილი 15$ლ, ზვიად კიკუაშვილი 14$ლ, მამუკა ტყეშელაშვილი 13$3ლ35გ5ჯ, კახა კობახიძე 13$5ლ3გ8ჯ, გიორგი ახვლედიანი 12$2ლ, დავით ცხვედიანი 12$8ლ, გელა ხურცილავა 12$ლ, გიორგი გულუხია 2$ლ, ირაკლი გელაშვილი 1

ფოტ) ბესიკ ხამაშურიძე, ხვიჩა შამათავა

მწ) მალხაზ ჭეიშვილი, არჩილ ლაგოშვილი; ჭბკ) გელა მიქაბერიძე; პრეზ) ნონა გაფრინდაშვილი; დირ) გუგა გეგენავა; მნჯ) თემურ გაფრინდაშვილი; ექმ) ევგენი გორგაძე

<<    დათვები ბათუმი

ბეკ) ლევან შერვაშიძე 24$12ლ5გჯ, მამუკა ჯანაშია 24$2ლ, გიორგი ჩუბინიძე 23$10ლ12გ19ჯა, გიორგი დავლაძე 23$9ლგ, ლევან გაბელაია 20, დავით ბალანჩივაძე 18$2ლ, გოჩა ხონელიძე 18$7ლ, კობა გიორგაძე 17, დავით ქემხაძე 11, ემზარ ძაგნიძე 10$4ლ23გ12ჯ5ა, ჯანო დოლიძე 6, ჯაბა ჩხარტიშვილი 6

ფორ) გიორგი გურეშიძე 24$6ლ, თამაზ ფხაკაძე 23$8ლ, ზურაბ პაპავა 22$2ლ, დავით აბაშიძე 22$4ლ, ირაკლი სვანიძე 22$2ლ, ზვიად გოგისვანიძე 18$5ლ, პაატა სანებლიძე 17$ლ, დავით აშვეთია 16$2ლ, თენგიზ თედორაძე 15$2ლ, ირაკლი ნინიძე 13, მინდია ღლონტი 12, გაბო წულაძე 10, ირაკლი არობელიძე 9$ლ, ზვიად უნგიაძე 6$ლ, მირზა ხელაძე 2, ვლადიმერ ხაჟომია 2

ფოტ) ნუგზარ ძაგნიძე, თემურ მინდიაშვილი, ზური ჭეიშვილი

მწ) რამაზ სვანიძე; ჭბკ) ზურაბ ცერცვაძე; პრეზ) ილია წულუკიძე; დირ) ჯონი ცივაძე; მნჯ) დავით კლდიაშვილი, მერაბ დანელია; მსჟ) უნგიაძე

<<    ასკ (ჯარი)

ბეკ) ირაკლი აბუსერიძე 24$8ლ8გ12ჯ, დავით კიკნაძე 24$5ლ4გ3ჯ, კახა კაპანაძე 24$3ლ, ავთო პავლიაშვილი 23$10ლგ, დავით აბრამიშვილი 19$5ლ, ელგუჯა იოვაძე 18$6ლ8გ5ჯა, გელა ძამიაშვილი 14$3ლ3გ7ჯ2ა, დავით საკანდელიძე 14$4ლგ, ირაკლი იაშვილი 12$3ლ, კახა კოდუა 8, ნიკო ნატროშვილი 5, გიორგი ანთაძე 4, თამაზ ზაქარიაძე 3$2ლ, რატი გეგეშიძე 3, შალვა გოგიშვილი 3, ზურაბ ბერიშვილი 2$ლ, შოთა მოდებაძე 1

ფორ) ლაშა ლიქოკელი 23$ლ, კახა უჩავა 23$2ლ, მიხეილ სუჯაშვილი 22$7ლ, ბესიკ გაფრინდაშვილი 22, ირაკლი მინაშვილი 20$ლ, გოდერძი შველიძე 18$2ლ, გიორგი ექიზაშვილი 16$2ლ, გიორგი სვანიძე 15, მამუკა მაგრაქველიძე 14$3ლ, დავით ვართანიანი 13$ლ, ზვიად მაისურაძე 13, გიორგი კაკაბაძე 13, მამუკა ნამიჩეიშვილი 8, გიორგი ჭელიძე 7$ლ, ზურაბ პინაიშვილი 5, გიორგი გვიმრაძე 4

ფოტ) დავით ქათამაძე, გენ. გურამ ნიკოლაიშვილი, ვახტანგ შენგელია

მწ) ლევან მგელაძე, დავით კაკაბაძე, დავით ბურჯანაძე; ჭბკ) გია ჯავახიშვილი; პრეზ) ვახტანგ მახარაძე; დირ) მირონ სურმავა; მნჯ) ავთო ღიბრაძე; ექმ) ლიანა მგელაძე

<<    ექსპრესი

ბეკ) ბობა კვინიხიძე 22$4ლ47გ16ჯ2ა, სანდრო ჩხენკელი 22$3ლ, დემირ ძნელაძე 19$2ლგ5ჯა, ნუკრი სარიშვილი 17$6ლ, გიორგი სუთიაშვილი 16$7ლ, კახა ალანია 14$8ლ, გიორგი ასათიანი 13$5ლ, ბესიკ ბერიძე 13$3ლ, მიხეილ ჩაჩუა 10$6ლ, ნიკა ძაგანია 10$3ლ, მერაბ ბესელია 10$2ლგ, დავით ხუნწარია 5$ლ, ირაკლი სიხურულიძე 4, გიორგი კოტრიკაძე 3$ლ, ალეკო ხვიჩია 1$ლ, ირაკლი დვალი 1, კობა ყაჯრიშვილი 1

ფორ) შოთა ცხომელიძე 21$2ლ, ავთო კვანტალიანი 19$ლ, არჩილ კობახიძე 18$7ლ, გიორგი კერესელიძე 17, თამაზ ჩადუნელი 15, გიორგი კახიანი 14$7ლ, აკაკი მაჭუტაძე 14$4ლ, თამაზ სუჯაშვილი 13$3ლ, გიორგი ჯიბლაძე 12$3ლ, ზურაბ მოგელაძე 10$ლ, გიორგი ჯოხია 9$2ლ, ზურაბ რეხვიაშვილი 8$3ლ, ვასილ კაცაძე 8$3ლ, ზურაბ ჯაველიძე 7$4ლ, გია გიუნაშვილი 7, თამაზ ხუადე 5$ლ, სოსო პარწიკანაშვილი 5$3ლ, კობა ირემაძე 3$ლ, ალექსი ჩიქოვანი 3, რევაზ ჯაფარაშვილი 1, ალეკო ღიბრაძე 1, ბესო უდესიანი 1, გიორგი ქავთარაძე 1, ბექა აბრამიშვილი 1, კახა ჭელიძე 1

ფოტ) დავით რაშოევი

მწ) თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი; დირ) დავით შუბითიძე; მნჯ) რამაზ სანებლიძე; ექმ) ბესო აბრამიშვილი

<<    გუმარი

ბეკ) გიორგი ბუგიანიშვილი 15$9ლ, მიხეილ მათიაშვილი 15$5ლ, ვასილ აბაშიძე 13$5ლგ2ჯ, ილია მაისურაძე 12$2ლ, მალხაზ ურჯუკაშვილი 11$11ლ28გ9ჯ, პავლე ჯიმშელაძე 11$ლ4გ, შავლეგ ჯანელიძე 11$ლ, თორნიკე კიზირია 10$2ლგ, ზაზა ხუციშვილი 8, ნოდარ ანდღულაძე 7$ლ, ზურაბ ელიზბარიძე 5$2ლ, მიხეილ ჭყონია 5, ლაშა ხურციძე 4$2ლ, გიორგი ჯავრიშვილი 1$ლ, შოთა მოდებაძე 1$2გ

ფორ) ლევან ჯაველიძე 16$7ლ, სანდრო მჭედლიშვილი 16$2ლ, დავით სორდია 15$2ლ, ზვიად მათიაშვილი 13, აქვსენტ გიორგაძე 12$ლ, დიმიტრი თოფურიძე 12$ლ, შალვა ქავთარაძე 12, ზურაბ მჭედლიშვილი 11$ლ, დავით ბერბიჭაშვილი 9, სოსო ნიკოლაენკო 8, დიმიტრი ობოლაძე 7$2ლ, მევლუდ მთიულიშვილი 7$ლ, ილია ზედგინიძე 6, გიორგი ფესვიანიძე 4, გია ლაბაძე 3$ლ, ნუგზარ მგელაძე 3, ტარიელ რატიანიძე 3, დიმიტრი ხოჭოლავა 2, გია რაფავა 1, გიორგი ჯანხოთელი 1

მწ) გურამ მოდებაძე, ობოლაძე; პრეზ) მამუკა მიქაშავიძე; დირ) ჯანელიძე; მნჯ) გურამ გიორგაძე

<<    დინამო

ბეკ) ზურაბ ღირსიაშვილი 18$6გ2ჯ, დავით ცხადაია 18$2ლ, მახარე ბზეკალავა 18, ნიკა ლაბაძე 14, შოთა საზუაშვილი 12, შალვა დემეტრაძე 12, ირაკლი სულთანიშვილი 12$ლ, ალეკო აბდუშელიშვილი 10$19ჯგ, დავით ყურაშვილი 9$ლ, ლაშა ბუნტური 7, დავით რამიშვილი 5, ზვიად მკერვალიშვილი 3, ვახტანგ ბალავაძე 2

ფორ) რევაზ გაბუნია 19, ნოდარ მელაძე 17, ლევან მამისაშვილი 17, გიორგი ჯიღაური 16, იაგო გომიაშვილი 13$ლ, დავით სუხიაშვილი 13, რამაზ გიუნაშვილი 12, ლევან მაისურაძე 11, მიხეილ გოგოლაშვილი 10, გია ამირხანაშვილი 9$ლ, რევაზ ბექაური 6, იმედა კახიანი 6, ლევან კაკაურიძე 4, ლევან ზანკალიანი 4, შოთა ჯოგლიძე 4, ოთარ მარგველაშვილი 2$ლ

მწ) სერგო რამიშვილი, მერაბ გოგიჩაიშვილი; ჭბკ) სერგო კეშელავა; პრეზ) გია ჩეჩელაშვილი; დირ) გოგი ყურაშვილი; მნჯ) ელგუჯა შეყილაძე; ექმ) იოსებ რუხაძე

<<    უნივერსიტეტი

ბეკ) თემურ ახობაძე 14$2გ6ჯ, დავით ბარამიძე 13$3ლ, არჩილ ჭუმბურიძე 12$2ლგ, შოთა სვანიძე 12, ირაკლი მოდებაძე 11$2ლ6გ8ჯ, ლევან გოგიბერიძე 11, ლევან მაისაშვილი 10$2ლგჯ, ლევან ჯაში 10, გუგა იმნაძე 8$ლ, ჯაბა დავლიანიძე 8$ლ, ალექსანდრე კიზირია 6, კობა დანელია 4, რაულ ცუცქირიძე 4, დავით რამიშვილი 3, არჩილ მაჩაიძე 1, ოთარ ხვედელიძე 1

ფორ) ვახტანგ მაჭავარიანი 13, დავით ქირიკაშვილი 13$ლ, დავით ჯალაღონია 13, გოჩა ლაბაძე 12$2ლ, კახა ჯმუხაძე 12$2ლ, გიორგი მჟავანაძე 12$ლ, გიორგი მეგრელიშვილი 12$ლ, ლაშა კეკელია 11, გიორგი ბიძინაშვილი 7, დავით ბოლღაშვილი 6, გიორგი გავაშელი 4, ირაკლი დათეშიძე 3, გიორგი გიორგობიანი 2, გიორგი კოკაია 1

ფოტ) გიორგი შენგელაია, ვალერი კუპატაძე, ერეკლე რამიშვილი, დავით თავაძე, გოგა გვალია, გიორგი მეტრეველი

მწ) დავით კილასონია, გია ჭუმბურიძე, ომარ ლომთაძე; მნჯ) თორნიკე გეგიძე

<<    აია ქუთაისი

ბეკ) ლაშა ჩორგოლიანი 13, თორნიკე აშვეთია 12$გ3ჯ, თედო ზიბზიბაძე 11$2ლ, ზურაბ შვანგირაძე 10$3გ8ჯ2ა, ზაზა კლდიაშვილი 10, მამუკა ტუკვაძე 9, გიორგი ჩხაბერიძე 9, ბესიკ ხამაშურიძე 7$2ჯ, თემურ ქობალია 7$ლ, კახა გაბრიჩიძე 6$2ლ, ნუგზარ ძაგნიძე 2$2გ, დავით იობიძე 2, რევაზ ჩუბინიძე 1, ვასილ ხვადაგიანი 1, სამსონ ხოტივარი 1

ფორ) ამირან კოსტავა 13$2ლ, ვალერი ცნობილაძე 12$ლ, გუგა კიკვიძე 12, ზვიად კეპულაძე 11, დავით წიწილაშვილი 10, ირაკლი ბუხაიძე 10, ლევან ჭელიძე 9, შოთა გვენეტაძე 7, დავით ლევიძე 7, ნიკა ლექვინაძე 6, ზვიად ახალაძე 5$გ, კარლო მაღლაკელიძე 5, კობა არეშიძე 4, ზურაბ აფრიდონიძე 3, დავით ორმოცაძე 2, დავით გრიგოლაშვილი 1, იმედა გიორგაძე 1

ფოტ) ბორის ზიბზიბაძე, ბესო ლილუაშვილი, ზვიად ჯავახია

მწ) ბათლომე ხამაშურიძე, დიმიტრი ფულარია; ჭბკ) ავთო ჩუბინიძე; პრეზ) საშა ნაჭყებია, როლანდ გიორგაძე; დირ) მალხაზ ასათიანი; ფედ) რამაზ ყანჩაველი; მნჯ) სოსო დიაკონიძე; ექმ) თემურ მინდიაშვილი

<<    თბილისი

ფოტ) დავით ხაბეიშვილი, გიორგი ხაბეიშვილი, ლევან ბურდული, მიხეილ ჩაკვეტაძე, დავით გოლიაძე, მიხეილ დემურაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან დემურია, გოგიტა პარასკებაშვილი, თემურ თევზაძე, გიორგი მეგრელიშვილი, რატი გამეზარდაშვილი, ნიკა გამყრელიძე, გიორგი ჩაკვეტაძე

მწ) ირაკლი იმნაძე; პრეზ) მიხეილ ბურძგლა; ექმ) მიხეილ რობიტაშვილი

<<    მსაჯები

პაატა ნარიმანაშვილი 26 მატჩი, ნოდარ რობიტაშვილი 21, გია ჭუმბურიძე 8, ლევან მგელაძე 7, გია ჯავახიშვილი 6; გოჩა აბაშიძე, რამაზ სანებლიძე 4; ანრი კლავერი (სფრ) 3, რამაზ ბერაძე 1

<<    არსებული და სამომავლო ლეგიონი

ზაზა ქასაშვილის მიხედვით (18/08: ლევან ცაბაძე (ნარბონი; ზაზა ლეჟავა (ორიაკი; არჩილ ქავთარაშვილი (პარმა; ვანო ნადირაძე (ლატესტი; დიმა ობოლაძე (რიომი; მევლუდ მთიულიშვილი, გიორგი ჭელიძე (რეველი; გია რაფავა, მახო ურჯუკაშვილი (ტულუზი; ზურაბ მჭედლიშვილი (მიო; ვასილ კაცაძე (მოგიო; შოთა მოდებაძე (ლიუნელი; ირაკლი მოდებაძე (ბრივი; სოსო პარწიკანაშვილი (ლურდი; ილია ზედგინიძე (პერპინიანი)

<<< >>> 

ალმანახი "საქართველოს რაგბეთი"

<<< >>>