მულღაზანზრული ფათერაკები

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 1999 წელს, რომელშიც მსოფლიო თასიდან ტონგამ გამოგვაგდო, ხოლო ფიჯზე ნაკრების მწურთნელი დავაგირავეთ; "შვიდკაცა" მსოფლიო სერიაში ჩაება; ჭაბუკები ელიტაში ვერ დარჩნენ; გაცხოველდა ბორჯღალოსანთა ემიგრაცია; შინ კი გაუქმდა პლეი-ოფი, ჩემპიონი ბათუმი გახდა და ოვალური ბურთი ვაკიდან გარეუბნებში გაიხიზნა.

წლის მთავარი მოვლენა "ხუთ ერში", შემოდგომაზე გამართული IV მსოფლიო თასი იყო. კავშირმა კლოდ სორელის შეწევნით სანდენში, აფრიკა - ინგლისის მეოთხედფინალზე მიავლინა სპეციალისტთა ხუთ-კაციანი ჯგუფი (მიშა ბურძგლა, ლევან მაისაშვილი, დათო ჩავლეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი, გია ჭუმბურიძე; პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე კი, ირბ-ის ხაზით, კარდიფში დაესწრო ფინალს.

თბილისმა ტურნირს "აიეტითა" და "VII არხით" უცქირა, ოღონდაც პირველის მენიუში მყოფი "ევრო სპორტი" სისრულითა და ოპერატიულობით ძაან ჩამორჩებოდა მეორის "სთარ სპორტ აზიას". "პირველმა არხმა" თასს ექვსი, ინგლისურიდან ნათარგმნი მიმოხილვა უძღვნა, გია კუბლაშვილმა კი კინო "ამირანში" რაგბი-ხანა გახსნა. იქვე სამხატვრო აკადემიელებმა გამართეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა, რომლის აფიშაზეც მონალიზას "გილბერტის" ბურთი ეჭირა.

რაგბზე რეგულარულად წერდა მხოლოდ ორი გაზეთი, სარბიელი და რეზონანსი. ივნისში კავშირმა ჰქნა "საქმე კეთილი, საჭირო და დროული" - დააარსა 8-გვერდა "ოვალური სამყარო" (რედაქტორი ალეკო ქურდობაძე, ფოტო ნიკა ქვათაძე) რომელშიც ჭაბუკთა ოქმებიც კი იბეჭდებოდა, მაგრამ გამოცემა სეზონის კულმინაციამდე შეწყდა.

ქურდობაძემ შეადგინა ორი სტატისტიკურ-ისტორიული წიგნაკიც, რეზონანსის სპორტულ დამატება "მეხუთე ტაიმში" (თორნიკე შარაშენიძე) კი მსოფლიო თასის წინ ჩაიდო 32-გვერდა ჩანართი, რომლის ასტრონომიულ პოსტერზეც თითოეული ეტაპი წარმოდგენილი იყო პლანეტის ორბიტად, ხოლო მზეობას ვებ ელისის თასი სწევდა.

ჯამური ანგარიშით

წინა წელს, ნოემბერში, რუმინეთმა რომ გვაჯობა ირლანდიაში, თავად მსოფლიო თასზე გავიდა, ჩვენ კი ზონათა-შორის რეპეშაჟში გაგვამწესა. ამ შეჯიბრის სტრუქტურის გამო ირბ-ის მედია ოფისმა სრულიად რაგბეთს აუბნია თავ-გზა, რაღაი თავისი დაუდევრობით წილისყრის ბადე სხვადასხვა წყაროში განსხვავებულად გამოაქვეყნა, ნაახალწლევს კი მოიბოდიშა და ყველაფერი მეკომპუტერეს დააბრალა. ჰოდა, გაირკვა, რომ თუ ორ წინაღობას დავძლევდით, ფინალის პულში ზელანდიას, ინგლისსა და იტალიას დავუჯდებოდით.

ჩვენი კავშირის მიმართვის პასუხად, ციმციმ ჩასწორდა დებულების მუხლი, რომელიც რეპეშაჟის ორ-მატჩა შებმებში გამარჯვებულის გამოვლენას ეხებოდა. პირვანდელი რედაქციით, თუ მეტოქენი თითო მატჩს მოიგებდნენ, შემდეგ წრეში გავიდოდა ის, ვისაც მეტი ლელო ექნებოდა გატანილი, რაც აპრიორი აბსურდი იყო, რაღაი შინ, ვთქვათ და ერთი კინკილა ლელოთი (5:0) მოგებული გუნდი გარეთ ანტი-რაგბს ითამაშებდა, ჯარიმებით ჩაკლავდა ბურთაობას და გინდაც რვა გოლი გაეშვა (0:24) მაინც მოგებული დარჩებოდა!

ირბ-მა დაგვიჯერა - ჯამური ანგარიში დათქვა პირველ კრიტერიუმად, მის კვალად კი ლელოები, წითელი ბარათები და წილისყრა ჩამოწერა. მხარეებთან შეთანხმებით დადგინდა ვადებიც. ბორჯაღლოსნები იანვარში, უელსში რომ იყვნენ იქაურ ალაფაზე საბურთაოდ, გეგიძეს ეახლა შპს "მსოფლიო თასის" მთავარი მოხელე, ჭარმაგი ქის როულენდზი და კომპრომისზე - 6 მარტზე დაიყოლია, რაკი ჩვენ ტონგაში სტუმრობა 28 თებერვალს გვსურდა, ხოლო ზღვისრეთელებს პაემნის თარიღად 13 მარტი დაეჟინებინათ.

უცნაური სვლაგეზი

ალაფაზე უელსმა თავისი ხარჯით მიგვიწვია მაროკოს ნაცვლად, ვინც ბრიტანეთს ერთ-მორწმუნე ერაყის დაბომბვის გამო დაეუბრა. ფორმულა ორიგინალური იყო: მასპინძელთა პრემიერ-ლიგის რვა კლუბი რვა სტუმარს ოთხ რაუნდად ეთამაშებოდა. შევკრიბეთ საცდელი გუნდი, რომელშიც წინა ორი წლის ჩემპიონი "ყოჩები" ერთი წევრით ჭარბობდნენ "გუმარს", მაგრამ ყოველ დღე რომ წვიმდა, ხოლო ჩვენს ბიჭებს ბუცებზე მოკლე მორჩები ეკეთათ, კელტებს ვერ დასდევდნენ.

ოთხი შებმა საზარელი ჯამური ანგარიშით, 31:206 წავაგეთ. ტურნეზე დამკვირვებლად წაყვანილი ნუგზარ მალაღურაძის თქმით, ბორჯღალოსნები "თანამედროვე, ძალისმიერი, მრავალ-ფაზა რაგბის თამაშს ცდილობდნენ, მაგრამ ხშირად რომ კარგავდნენ ოვალს, მასპინძლები კონტრ-იერიშზე ხეირობდნენ, რაკი იმპროვიზაციაში გვჯობდნენ. გვჩაგრავდნენ კელტი მსაჯებიც. და მაინც, ალაგ-ალაგ ჩვენმა ბეკებმაც - მახო ურჯუკაშვილმა, ბესიკ ხამაშურიძემ, ახალბედა ბადრი ხეხელაშვილმა გამოიღეს ხელი.

ქვეყნიერების დასალიერს, ტონგაზე მორაგბეთა ჩაყვანა "ლევონ თრეველმა" იკისრა და სვლაგეზი არა-ტრადიციული შეარჩია: დუბაი - სინგაპური - სიდნეი - ოქლენდის ნაცვლად ერევანი - ამსტერდამი - ლოს ანჯელესი - ფიჯი! მწარედ შეცდნენ ჩვენს საგარეო უწყებაში, როცა კავშირს უთხრეს, შტატებში სატრანზიტო ვიზა არ დაგჭირდებათო. ტონგაზე ჩასულ გუნდს ვერც დაზღვევის საკითხი ჰქონდა მოგვარებული, რის გამოც მატჩის წინ, ალიონზე გააღვიძეს ირბ-ელებმა და საბუთების შემოწმება დაუწყეს.

ლოჯისტიკური ლაფსუსი

კავშირის ფრანგულმა ფრთამ, რომელსაც ზაზა ქასაშვილი თავკაცობდა, გამოუცდელობით დაუშვა ლოჯისტიკური ლაფსუსიც - ფიჯზე დაგეგმილი შეკრებისთვის მიახლოებითაც ვერ დათვალა კვებისა და მეტადრე, სასმელი წყლის ხარჯი, რის გამოც ქალაქ ნაინდის ოტელ "მუკამბოს" ვალად 12 900 დოლარი დაგვედო. დელეგაციის შეფობა მწურთნელ გურამ მოდებაძეს ევალა და რაღაი სამივე თანმხლებმა ფრანგმა, ევროპული გაგებისა გამო, სხვისი ჭირი გულთან ახლოსაც არ მიიტანა, ისევ "ბურძგლას" მოუხდა ფიჯზე მანამ დარჩენა, სანამ სასტუმრო კავკასიიდან ნაღდ ფულს მიიღებდა.

ხარჯის შესამცირებლად რაზმი მინიმალური, სულ 22-კაცა გვყავდა და თანაც არა-ოპტიმალური. გია რაფავა და კახა კობახიძე უფროსობამ დაიწუნა, კახა მაჩიტიძე, ნიკო იურინი და მევლუდ მთიულიშვილი კი დაგვიშავდნენ. ფიჯზე გამართულ სპარინგში ნაკრების ახალ წევრს - გამოჩენილი ფრანგი ფორვარდის, მიშელ იაშვილის უფროს ვაჟს, გრეგორს ხელი მოტყდა და ტონგელებმაც თამაში დაგვინიშნეს დღის სამზე, როცა მზე დააჭერდა და ნაწვიმარ მოედანს ოხშივარს აადენდა.

ბორჯღალოსანთა ამოცანა ეგ იყო, რომ თუ გასვლაზე ვერ მოვიგებდით, იმდენით წაგვეგო, რომ ორი მატჩის ჯამში მაინც გვეჯობნა მეტოქე. უმწურთნელოდ დარჩენილი გუნდი მიზანთან ახლოს იყო - ჯანითა და შემართებით აჯობა მასპინძლებს და დერეფანშიც დაიბრიყვა. ჰოდა, რომ მოახლოვდა ბოლო მეოთხედი, სულ რაღაც 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, ხოლო ვასილ კაცაძის მიერ შებოჭილი პიტა ტანგინოა ისე ცუდად შექნილიყო, რომ ჰოსპიტალში გაექანებინათ.

ზურგში გადავუკიდოთო

გარდატეხა მოხდა "საათის თავზე, როცა ჩაღდება ნაღდი რაგბი - ომით გათანგულს მოძღვრის დარიგება გავიწყდება და ალღოთიღა მოქმედებ. ჩვენებმა დაყვინთეს - ტონგას სათადარიგო მგეზავი, ელისი ვუნიპოლა გაუძვრათ. როგორც მერე ბიჭები ყვებოდნენ, აქ კონსულტანტ სორელს დაუსკვნია, მეტოქის ზურგში ბურთის გადაკიდების დროაო, რაც იმით დასრულდა, რომ ბოლო წუთებზე "ზღვის არწივებმა" (იკალე ტაჰი) კიდევ ორჯერ დაგვალელოვეს და 31 ქულით მოგვსრეს.

მატჩის დეტალები "როიტერმა" აუწყა მსოფლიოს, ოტელთან დავისა და მწურთნელის დაგირავების ამბავი კი კავშირმა ჯერ საგულდაგულოდ მალა, მერე კი აქეთ შემოწყრა მედიას, არა ღვარძლით, არამედ ობიექტურად უნდა წეროთო.

აქ ჩვენი რაგბის უფროსობა ნაღდად გულისხმობდა უკვე ფეხ-მოკიდებულ აზრთა გამეორებას, რომ ნაკრებში განხეთქილებაა; რომ მეთოდურად ხდება მოდებაძის გარიყვა კლოდის მიერ ევროპაში გადაყვანილ ღვაწლ-მოსილთა მიერ; და რომ სორელური ყაიდა მრგვალი ვირისა და ლანჩხუთურ-შუხუთური ლელობურთის ასლია - ლელო თუ მაინც იდება, მაყურებელი მას ვერ ამჩნევს, რადგან ბურთი სხეულთა გროვაშია დამარხული.

ოღრაში მრჩეველი

საპასუხო მატჩზე შესვლა მუქთი დაწესდა. საუკეთესო რაზმი ვერც ტონგამ ჩამოგვიყვანა, ჩვენ კი დაგვიბრუნდნენ რაფავა, კობახიძე და მაჩიტიძე. "იკალე ტაჰს" არც კავკასიაში ჩამოაკითხა რეკლამირებულმა გურუმ - 42 წლის ბურმა, ისტორია-ფსიქოლოგიის დოქტორმა, იგნაციუს ფილიპუს ვილჰელმუს პრეტორიუსმა, მაგრამ გუნდს თან ახლდა ოღრაში მრჩეველი - ზელანდიელი დევიდ ვოთერსთოუნი, ვინც ოთხი წლით ადრე, მსოფლიო თასზე, თვით აფრიკის "ბოკეს" ვიდეო-ანალიტიკოსად იყო ნამუშევარი.

თამაშის დღეს საათმა უეცრად გადაიწია, რის გამოც ხალხის ნაწილმა მეორე ტაიმსღა მოუსწრო. მზადებისას ნაკრებს ვაკის სტადიონის ჭიშკარი რომ დაუხშვეს და მოედნის ნახევარიც დაუტბორეს, ორასმა მორაგბემ საპროტესტო აქცია მოაწყო და გუნდმა გამოსადეგ ნახევარზეღა ივარჯიშა. ქალაქის იქეთა ბოლოში, "ლელოს" სტადიონზე ტონგამ უქმად გდებული შერკინების დაზგა აამოქმედა და მზვერავთა თანახმად, წვიმით დამბალ მოედანზე, შემცივნებულს, ერთხელაც არ გავარდნია ბურთი ხელიდან.

სტუმრებმა ჰაკა ჩვენი თხოვნითღა გაიხსენეს და იცეკვეს. მსაჯობდა ფრანგი დიდიე მენე. მატჩი განსხვავებულ სტილთა ჯახად იქცა: ჩვენ ჯარიმებს კიდეზე ვურტყამდით და დერეფნიდან მოლით ვეძალებდით, ისინი კი ნებისმიერი პოზიციიდან ხელდახელ გვიტევდნენ და მეტწილად ფრონტის შუაში გვჭრიდნენ ხაზს. ტონგელებმა ნამუსზეც აიღეს ხელი და რაკი მსოფლიო თასზე ჯერაც არ შემოეღოთ სინბინი (ათი წუთით გაძევება) გურუს მითითებით, რაქში სულ ჩვენს მხარეს იწვნენ და ბურთაობაში ხელს გვიშლიდნენ.

ვერაგობაში გაუწაფავნი

ვოთერსთოუნმა ჭკუით გვაჯობა, ხოლო ჩვენ ძალები ბოლშევიკურად, ერთი მიმართულებით გადავისროლეთ და მეტოქეს შევაწყვიტეთ ნაცვლად იმისა, რომ ჯარიმები კარში გვერტყა, ანგარიში მეთოდურად გვეზარდა სამ-სამი ქულით და დავლოდებოდით ბოლო მეოთხედს, როცა სპორტული მედიცინის თანახმად, შორებელ ტონგას ზეზეულად უნდა ჩაეთვლიმა, ჩვენ კი ბრძოლაში მარქაფა ჩაგვერთო და გადამწყვეტი სპურტიც გაგვეკეთებინა.

დაგვაღალატა ვერაგობაში გაუწაფაობამაც. პირველ ტაიმში რამდენჯერაც გაუჭირდა გუნდს, ვოთერსთოუნი იმდენჯერ ამალიანად შეიჭრა მოედანზე და დაპანიკებულ შეგირდებს სახელდახელო თათბირი ჩაუტარა, ჩვენმა კავშირმა კი ტრიბუნაზე ეგრეც ვერ მიაგნო შეზარხოშებულ ბრიტ კომისარს, ვინც ნამატჩევს დიდ გულზე მოვიდა და კასეტის სასწრაფოდ მოტანას ითხოვდა, რათა ლიანგური ჩხუბი ბანკეტამდე გაერჩია და სასჯელები ჩამოერიგებინა.

თამაში კი მაინც გემრიელი გამოვიდა. მაგარი დავდეთ მეორე ლელო: შავლეგ ჯანელიძის ლიგური აბრაგანი ღრმად, ლელოშივე, ნახტომით იხელთა ბადრი ხეხელაშვილმა. შესვენებაზე ჩვენ გასახდელში გავედით, ტონგა კი მოედანზე დარჩა, ნავარდის იშტაზე მოვიდა, ბოლო ათწუთეულის დადგომამდე მეხუთედაც (!) დაგვალელოვა და 12 ქულით რომ გაგვისწრო, "ქართველები მივხვდით, რომ მსოფლიო თასის მომხიბლავი ზღაპარი დასრულდა"

ტყუილი დაიჯერეს

ბიჭებმა მაინც ბოლომდე, ჯიგრით იომეს და გაიმარჯვეს. გავაჩაღეთ "ძალისმიერი, არეული, ალაგ-ალაგ საბურთაო და დაკა-დაკიანი შტურმი, ერთ ეპიზოდში კი გაძევებათა შემდეგ მოედანზე დარჩენილი 12 ქართველი და 14 მულღაზანზრელი რომ ჩაება ვეება მოლში და რაგბიც ეგზოტიკურ ფუშბოლს დაემგვანა, ბურთი ვერ გამოვიტანეთ, რათა ცარიელ სივრცეში ორი კაცით შეგვეტია. და მაინც, კობახიძემ შეაგდო გადამწყვეტი ჯარიმა, ოღონდაც ოვალი ჯერ ხარიხას დაეცა და კარში მერეღა გავიდა.

წამატებულ დროში იმათ კიდევ შემოგვიტიეს თავიანთი ნახევრიდან და ზედ ალამთან გადავდენეთ კიდეზე. ასე დასრულდა ჩვენთვის მსოფლიო თასი, მაგრამ 25 უკეთესში კი შევაბიჯეთ და 2000 წლისთვის რომ შედგა ახლებური "ერთა თასი", მის პირველ დონეზე მოვკალათდით. ეს ყველაფერი, ანუ დასის გადაჯგუფება და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ფირა-ს ევროპულ ფირა აერ-ად ქცევაც ივნისში, ჩვენს "შერატონ მეტეხი პალასში" უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ყრილობა მიზეზთა გამო ბეიონში (ბასკეთი) გადაიტანეს.

იმხანად ახალი შემოსული იყო პრესაში საპირველაპრილო ოინთა გამოქვეყნება. ტონგას გამო რეზონანსმა დაწერა, მეტოქემ სამოელი ტატაფუ შემოგვაპარა თავისი ტატაპუს ნაცვლად, რის გამოც წაგება მიესაჯა და შემდეგ წრეში მაინც ჩვენ გავედით, მაგრამ პრეზიდენტი გეგიძე ამ გზით, ანუ არა-რაგბულად მოგებას უარობს; კავშირს კორეაში წასასვლელი ფულის მოძიებაც უჭირს, რის გამოც გენ-მდივან ჭუმბურიძეს თუ დატოვებს გირაოში; და მეღვინე სორელსაც ზვრები ელიანო. ჰოდა, ტყუილი დაიჯერა არა მარტო მიამიტმა ლიანგმა, არამედ რამდენიმე გამოცდილმა მუშაკმა და ჟურნალისტმაც.

მაცხოვრის გზაზე

ტონგასთან ჩხუბში მახო ურჯუკაშვილმა კარატეს ილეთი იხმარა, რის გამოც გაუცდა ჭაბუკთა პირველობა, რომელიც მისთვის მესამე უნდა ყოფილიყო. მამა იაშვილმა 10 ნომრად მოავლინა შუათანა ვაჟი დიმიტრი, მერე და მერე საფრანგეთის ჰავბეკი და ინგლისის რისხვა რომ გახდა; შეჯიბრში პირველად ჩაება ზელანდია და ფინალი ნულზე მოუგო მასპინძელ უელსს, ჩვენ კი მესამე მატჩიც რომ წავაგეთ, ბოლოს შედეგის და მიუხედავად გავვარდით, რაღაი 2000 წლიდან ავსტრალიაც აპირებდა მარაქაში გარევას და თან პირდაპირ ელიტაში.

ხუთი ქვეყანა - გერმანია, ესპანეთი, ისრაელი, არაბეთი, სამხრეთი აფრიკა - მოიხილა შვიდკაცამ. ჰაიდელბერგში შარშანდელივით პირველი ადგილი დავიჭირეთ; ბენიდორმში მეხუთედ დაპატიჟებაზეღა ეღირსნენ ჩვენს ხილვას, ვძლიეთ ვევეა და მეორე ადგილზე გავედით; იერუსალიმში კი, "წმინდა მიწის შვიდკაცაზე, ბიჭებმა მაცხოვრის უკანასკნელი გზა გაიარეს და ისეთი სულიერი საზრდო მიიღეს, რომ მხოლოდ ფიჯელ სამხედროებს ჩამორჩნენ.

დიდი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ირბ-მა გამოაცხადა დაწესება შვიდკაცის "მსოფლიო სერიისა", რომელშიც ქულები ავტო-რბოლის დარად დაითვლებოდა. ქასაშვილის გამავლობით, დაგვიშვეს ჯერ მხოლოდ დუბაიში, ირლანდიის გამოკლების შემდეგ კი, სტელენბოსხშიც. გუნდს სორელი და ზაზა ლეჟავა თავკაცობდნენ. პირველგან ოთხივე მატჩი წავაგეთ, აფრიკის კონცხზე კი ისე კარგად აგვეწყო საქმე, რომ პირველად და აქამდე უკანასკნელადაც, თასის ნახევარფინალს ვუწიეთ, რამაც კავშირს დიდი გეგმები დაასახვინა.

ბითუმი გადასახლება

ახალი ათასწლეული რომ დგებოდა, შინაც შეიცვალა სარაგბო პეიზაჟი. მრავალი სხვა მწურთნელისა თუ კონსულტანტის დარად, ჩვენი სორელიც აგენტობდა და საფრანგეთის კლუბებში თანდათან გადაყავდა ბიჭები, რომლებსაც "იმის ნაცვლად, რომ მოედნებზე მალვით ან ძალით შესულიყვნენ და დღენიადაგაც სარჩო ეძებნათ, ნამდვილად ერჩიათ უცხოეთში კომფორტით ცხოვრება, ვარჯიში, თამაში და ცოტაც ფული", ანუ პროფესიონალობა!

კავშირი ამაში ჩვენი რაგბის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთ გზას ხედავდა, რაკი ხელისუფლების მხრივ ზრუნვა ვერაფრით დაემსახურებინა. ჰოდა, 1 აგვისტოსთვის დაითქვა ბითუმი გადასახლება: მიწვევას, ვიზასა და ბილეთს ბარემ 43 მოთამაშე ელოდა, რისი გათვალისწინებითაც რეზონანსმა დაწერა, ბათუმის "დათვებს" ახლავე შეგვიძლია მივულოცოთ ჩემპიონობაო.

აჭარლებმა მართლაც იპირველეს, ოღონდაც 1 დეკემბერსღა, მარათონულ, ექვს-წრიან შეჯიბრში. დაუფასდათ გარჯა და გამჭრიახობა მენეჯერ მერაბ დანელიასა და მწურთნელ რამაზ სვანიძეს, რომლებიც ქრონიკული უსახსრობით გატანჯულსა და შინ-უკეთესობის-იმედ-გადაწურულ ქუთათურებს გაუძღვნენ ზღვის-პირა ავტონომიაში, სადაც ასლან აბაშიძემ რაგბის პატრონობა შინაგან საქმეთა მინისტრს, ილია წულუკიძეს დაავალა.

სიბერეშიც გაიბრწყინეს

ამით გაკეთდა ერთბაშად სამი ჩინებული საქმე: გაიზარდა ქვეყანაში რაგბის გავრცელების არეალი; დედაქალაქთან ყველაფერში გაჯიბრებულ რეგიონს პირველი ჩემპიონი გუნდი ეყოლა; რიონის პირელმა ბიჭებმა კი საარსებო პრობლემები გადაჭრეს და ოდენ რაგბით დაიწყეს ცხოვრება. ჰოდა, სიბერეში კიდევ გაიბრწყინეს მაჩიტიძემ, ნუგზარ და ემზარ ძაგნიძეებმა, პაატა ძოწენიძემ, გელა ფირცხალავამ და მოთამაშე მწურთნელმა თამაზ ფხაკაძემ.

ჩემპიონატი ნააღდგომევს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მონაწილეთა ნახევარმა ფულის (970 ლარი სამონაწილეო, პლუს 20 ლარი ყოველ მოთამაშეზე და 30 ხელმძღვანელზე) შემოტანა რომ დააგვიანა და კავშირს ვერც ფორმის ორი კომპლექტი უჩვენა, სტარტი გადაიდო. დებულებაც თანდათან ჩამოიქნა: გუნდებს ჯერ ერთად უნდა გაემართათ ორი წრე, მერე კი მოწინავე ოთხეულად და ნაშთად გამიჯნულიყვნენ.

სადაო და სათუო იყო პლეი-ოფი. ჯერ ითქვა, თუ მსოფლიოზე გავედით, ზოგი გუნდი ბეკებს მეტად მოისაკლისებს და ამიტომ ჩემპიონი ფინალებში უნდა გამოვლინდესო; მერე ნაშთს რომ ჰქონოდა სტიმული, შარშან დაწუნებული ავსტრალიური, ხუთ-გუნდა ფორმულა გაახსენდათ, ბოლოს კი, ძნელად ასახსნელი მოტივებით, ფინალები საერთოდ უარყვეს და საჩემპიონო ოთხეულში ოთხი (!) წრე დათქვეს.

მოურჩენელი პრობლემა

სამხრეთი ნახევარსფეროს ბრმა წაბაძვით, შემოიღეს პრემია "სამზე მეტი ლელოს" გატანისთვისაც, მაგრამ მერე დებულება ჩასწორდა და მწურთნელთა შეთანხმებით, "სამი ან მეტი" ჩაიწერა. ამაში შეეჭვებულმა ერთმა გაზეთმა ცხრილი კარგა ხანს არც ადგინა, მეორემ კი მეოთხე რაუნდის შემდეგღა, გაოცებულმა რომ შეიტყო ქოშის უკუ ყრა, საყვედური, ბუნებრივია, იწყინა და ორ გუნდს დაუმატა ის თითო, დაკლებული ქულა.

წინა წელს შექმნილი "ექსპრესი" ორ "ლოკომოტივად" გაიყო, მაგრამ კონტროლი და ლოგიკაც რომ მოისუსტებდა, ერთი და იგივე ხალხი ერთბაშად ორ გუნდში თამაშობდა ერთსა და იმავე ლიგაში. მოთამაშეთა ემიგრაციის გამო დაშლილი "გუმარი" გაცოცხლდა და შარშან უქმად მყოფი "თბილისის" ამატებით იქცა "ზორდად", შემოდგომაზე კი ისევ დაიწრიტა. "დინამომ" იშოვა თეთრი ადიდასი, მაგრამ უფულობის გამო შემოდგომაზეღა ათამაშდა, აღდგენილმა რუსთავმა კი პირველი წრის ბოლომდეც ვერ მიატანა და "პივის ბოჭკებიდანაც" გამოაძევეს ფეხბურთელებმა.

სტადიონები მოურჩენელ პრობლემად დარჩა. რკინიგზაში შეფად გადაყვანილმა სწავლულმა, აკაკი ჩხაიძემ ბრძანა, "ვაკის სტადიონი ჩემი უწყებისაა; მშრომელებსაც (!) რაგბს ფეხბურთი ურჩევნიათ და ამიტომ ზედ მხოლოდ მრგვალ ბურთს გავაგორებთო", მაგრამ ფეხბურთში რომ დადგა არდადეგები და მძლეოსნობის სექტორიც რომ მოიშალა მთავარ ტრიბუნასთან ასპარეზის დასაახლოებლად, "მიხეილ მესხად" მონათლულ ბაზაზე მაინც გაიმართა სამი, გამორჩეული მატჩი.

კოლხი რაინდები

რაგბი ნელ-ნელა გადაბარგდა ვარკეთილის მეურნეობაში, რომლის სტადიონიც დეპარტამენტმა კავშირს ბალანსზე დაუსვა. "ბაზის დირექტორთა საბჭოში (!) მორაგბეთა წარმომადგენლად შეიყვანეს პაატა ნარიმანაშვილი, ვინც მსაჯობას 38 წლისამ მიანება თავი და ტრაქტორით გააკაფინა ლელოებს მოდებული ჯაგნარი. ზაფხულში ასპარეზი მოურწყველობით რომ გადაიხრუკა, გუნდები ოქტომბერში გაიხიზნენ სამხედრო გზის მე-13 კილომეტრზე, სასოფლოში, შევარდენის ნაქონ სტადიონზე, ზოგი მატჩი კი ოქროყანაშიც მოეწყო.

რეზონანსში რამდენჯერმე დაიწერა, ვერეს ხეობაში, ბავშვთა ოცნების ქალაქ "მზიურში" მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და გაისად უკვე მოხერხდება თამაშთა გამართვაო. "უნივერსიტეტის" მოძღვარ დავით კილასონიასაც თბილისის ზღვასთან, ხუდადოვის ტყის გადაღმა, სამი მოედნის გასაშენებელი ადგილი შეეგულებინა.

"სარბიელიც" ეცადა მივიწყებულის აღორძინებას: შუა ივლისში ირაკლი გამყრელიძემ (იგივე გიო ახვლედიანმა) დაწერა, "სინი, სინი გვინდაო", მაგრამ არც მაქედან გამოდნა რამე, რადგან "ჩვენი ნაქები მორაგბეები გაზეთებს არ კითხულობდნენ, ან მათში მარტო იმას ამჩნევდნენ, მედიასთან იქეთ რომ ჰქონოდათ შესადავებელი"

სამაგიეროდ ფოთში, სადაც "საუკუნის წინ ფეხბურთის აკვანი დაირწა" და აღდგომაზე უხსოვარი დროიდან იმართებოდა ლელო, ამირან შავგულიძემ და რამაზ ბერაძემ შექმნეს ბიჭთა "კოლხი რაინდები". "ოვალური სამყარო" წერდა, ქალაქში ახალი სახეობის ხარებას ფრიადი ამაგი დასდეს მერმა აკაკი დარჯანიამ, სპორტის თავკაცმა ოთარ ხომერიკმა და მალთაყვის კომპლექსის დირექტორმა გივი ხომერიკმა, ვინც მორაგბეებს მოედანიც კი მოუწყოო.

ხელშეუხებლობის ფირმანი

გაზაფხულზე თბილისში ხშირად წვიმდა, "დარი კი იყო მხოლოდ კინო "ამირანში", სადაც პირველად ქართული ეროვნული რაგბის ისტორიაში, შარშან თავგამოჩენილ მორაგბეთა დაჯილდოება გაიმართა და მსაჯებიც დასაჩუქრდნენ კუბოკრული, თეთრ-მწვანე, ბორჯღალიანი კვართებით, რაც მათი ხელშეუხებლობის ფირმანად უნდა ქცეულიყო"

ამავე დღეს მეურნეობაში უნივერსიტეტი - დათვების რკენა ისეთ ავდარში გაიმართა, რომ "ტალახში ამოგანგლულ ბურთს ყოველი შერკინებისა და დერეფნის წინ საგანგებოდ ფხეკდნენ და კვართზე იწმენდნენ, ბათუმელთა სათადარიგო ბეკი დათო ქემხაძე კი, ვინც ბოლო ოცი წუთი გაუსვრელად დაჰყო, მისმავე გუნდელებმა ნამატჩევს დაიჭირეს და ლაფის აბაზანა ძალად მიაღებინეს"

წინა ორი წლის ჩემპიონ "ყოჩებს" პირველი მარცხი "ლოკომოტივმა" აგემა მატჩის ბოლოს შეტანილი ძალისმიერი ლელოთი. "ზორდას" ივნისში, ფრანგულ არდადეგებზე შეემატნენ ნაკრების წევრები, მაგრამ თამაშის ბოლოს ბესიკ ხამაშურიძემ თერნოვერიდან დააგვირგვინა მწყობრი იერიში და ყოჩებმა მოიგეს. მაშინვე დათვებმა შინ ვერ ძლიეს ლოკომოტივი და უმალ კავშირს შემოუტიეს, რაზეც "ქართული რაგბის ბერმუხამ, გოჩა აბაშიძემ თქვა, ბათუმლები კარგს იზამენ, თუ ჩვენს თამაშს დიდ პოლიტიკაში არ გარევენო"

ძალით გამოიყვანა

დათვებმა რჩევა ყურად იღეს და დედაქალაქში შემდეგსავე ჩამოსვლაზე, ვაკეში, 17-ქულიანი ფორა გაუბათილეს ყოჩებს, გადამწყვეტი ჯარიმა კი ემზარ ძაგნიძემ შეაგდო მოედნის შუა ხაზიდან. ივლისში, იქვე, ლოკომოტივმაც ძლია 15 ბორჯღალოსნის მყოლი ზორდა, რამაც "რეზონანსს" კადნიერად დააწერინა, "სადაც სამართალია, ჩვენს რაგბში ღირებულებანი უნდა გადაფასდეს და ეროვნული ნაკრებიც გადახალისდესო"

ლოკომოტივი პირველად მეცამეტე ტურშიღა დამარცხდა და "რეფის მიმართ პირველი პრეტენზიაც გამოთქვა. რომ ჩამოცხა, გახშირდა მსაჯთა შატალოები და მათი შემცვლელების გინება და ცემა. ერთმა არბიტრმა იქეთაც გაულაწუნა მორაგბეს, ვინც მოედნის გარეთ საქმის გასარჩევად მიაკითხა" და ვიდრე არდადეგები ვადაზე ერთი კვირით ადრე დაიწყებოდა, მატჩს გაუძღვა უელსელი მწურთნელი ჯეისონ ლუისიც, ვინც მიხეილ ხარატმა სასემინაროდ ჩამოიყვანა.

საჩემპიონო ოთხეული გაირკვა შუა სექტემბერში, როცა ზორდა ჩამორჩა არმიის კლუბს. ჯარისკაცებს ფინალის ოთხ წრეში თამაში აღარ მოუგიათ, გიორგობის შემდეგ კი, სუსხში, გუნდმა საწყის 17 წუთში ბათუმისგან ოთხი ლელო რომ მიიღო, მწურთნელმა ლევან მგელაძემ ბიჭები მოედნიდან ძალით გამოიყვანა და თან ფეხბურთის კარზე მიმაგრებული რაგბის ძელებიც მოხსნა.

ზედიზედ მეოთხედაც

მსაჯთა აუგის საჯაროდ თქმის გამო ბათუმს სექტემბერში გამოაკლდნენ ძაგნიძეები, მაგრამ ლოკომოტივმა ვარკეთილში ხუთი ჯარიმა გააფუჭა. სამაგიეროდ, ყოჩებმა უსიტყვოდ მოიგეს ანგისაში რატი ურუშაძის წყვილი ლელოთი, მამუკა ტყეშელაშვილის ორი გარდასახვითა და ბესო ტეფნაძის ორ-ორი ჯარიმითა და არეკნით.

ტიტულის მოცილეთა ორ მომდევნო შებმაშიც სტუმარმა იმარჯვა: ბათუმმა სასოფლოს "ხელახალ კურთხევაზე" მოლი 30 მეტრზე ათრია და ლელო ზედახორაში შეიტანა, ყოჩებმა კი ანგისაში თუმც 19 ქულიანი ფორა გაანიავეს და მერე სამი გასატანი ჯარიმაც გააფუჭეს, ტეფნაძის მიერ ძალზე შორიდან გატანილი არეკნით მაინც აიღეს სამი ქულა და დასკვნითი ორი წრის წინ სამამდე წამოეწივნენ ლიდერს.

"უცნაური დამთხვევისა და არამც და არამც ჩაწყობის გამო", დათვების და ლოკომოტივის ოთხი შებმიდან სამი ფრედ დასრულდა. მათგან უკანასკნელში, ოქროყანაში, ბათუმმა ბოლოს ათ ქულიანი დეფიციტი გააბათილა. ნოემბერშივე სასოფლოზე ერთმანეთში იკრივეს თბილისელებმა, ბათუმს კი ნუგზარი რომ დაუბრუნდა, იქვე ფრეს გამორჩა ყოჩებთან, ვისაც "ფილიდან" ნიკო იურინი დაემატა.

დათვებს პირველობა ვადამდე, 26 ნოემბერსვე შეეძლოთ, მაგრამ "მეურნეობის არა-სრულად, ნახერხითღა დახაზულ მოედანზე სტიმულ-შერჩენილმა ყოჩებმა პრემიით ძლიეს სტიმულ-დაკარგული ლოკომოტივი. ასე რომ, ყველაფერი გადაწყდა ანგისაში, სადაც მასპინძლებმა ლელოებით 4/3 აჯობეს მდევარს, ხოლო კახა მაჩიტიძე ზედიზედ მეოთხედაც გახდა საქართველოს ჩემპიონი!

<<<     1999

>>>     ეროვნული პირველობა

 პირველი წრე

^ პრემია მესამე ლელოსთვის;
$ დაექვითა   = არ გამართულა

თბილისში: მეურნეობა, ჩოლოყაშვილი, ვაკე,
სასოფლო, ავლაბარი, ოქროყანა

24/04 უნივერსიტ 3:40 ლოკომოტ^
  რუსთავი 0:76 ყოჩები^
25/04 ასკ^ 34:17 აია
  ლოკომ$2 0:54 დათვები^

  1/05

უნივერსიტ^

36:10

ლოკომ$2

  2/05 ლოკომოტ^ 30:0 ზორდა
  რუსთავი 0:78 დათვები^

  8/05

რუსთავი

8:6

აია

  9/05 უნივერსიტ 0:22 დათვები^
12/05 ლოკომ$2 0:41 ზორდა^

15/05

ლოკომ$2

0:22

ასკ^

  ლოკომოტ 21:18 ყოჩები
16/05 ზორდა^ 19:12 უნივერსიტ
  დათვები^ 50:3 აია

23/05

ზორდა

17:25

დათვები^

24/05 რუსთავი 19:62 ლოკომოტ^
25/05 ყოჩები^ 79:7 ლოკომ$2

29/05

ლოკომოტ^

40:9

აია

  უნივერსიტ 10:43 ყოჩები^
30/05 ასკ 7:7 ზორდა
  ლოკომ$2^ 22:18 რუსთავი

  2/06

ლოკომ$2^

33:63

ლოკომოტ^

  5/06 ასკ^ 34:64 დათვები^
  რუსთავი 17:55 უნივერსიტ^
  9/06 ყოჩები^ 20:13 ზორდა

12/06

ზორდა^

61:0

რუსთავი

  უნივერსიტ (12:9) 0:X  აია^
13/06 დათვები 17:17 ლოკომოტ
  ყოჩები^ 45:17 ასკ^

19/06

აია

11:20

ზორდა^

20/06 ყოჩები 27:30 დათვები^
  რუსთავი 0:X ასკ^

 მეორე წრე

26/06 აია$ 0:22 ასკ^
  ლოკომოტ^ 59:0 უნივერსიტ
  დათვები^ X:0 ლოკომ$2

  3/07

უნივერსიტ

15:12

ლოკომ$2

  4/07 ზორდა 6:15 ლოკომოტ

 

ყოჩები^

24:14

აია

^ რუსთავი მოიხსნა (0:X)

  7/07

ლოკომოტ^

52:15

ასკ^

10/07

ასკ

5:17

ლოკომოტ^

11/07 ლოკომ$2 8:43 ზორდა^
  დათვები^ 57:22 უნივერსიტ^

17/07

ლოკომოტ

11:13

ყოჩები

18/07 ზორდა^ 38:19 უნივერსიტ^
  ლოკომ$2 7:48 ასკ^
  აია 7:43 დათვები^

22/07

ასკ^

38:21

უნივერსიტ^

23/07 ლოკომ$2 12:96 ყოჩები^
25/07 დათვები^ 22:5 ზორდა

^ არდადეგებზე (48 მატჩი:
დთვ 34(12; ლოკ 26(11; ყოჩ 23(10; ასკ 21(10 -
ზორ 19(12; უნი 11(12; ლოკ$2 4(12; აია 1(9)

  4/09 ასკ^ X:0 ზორდა
  5/09 აია 5:34 ყოჩები^

  8/09

ყოჩები^

41:15

უნივერსიტ

11/09

დათვები^

32:17

ასკ^

  ლოკომ$2 = აია
12/09 ზორდა^ 19:62 ყოჩები^

17/09

ყოჩები^

26:5

ასკ

  აია 0:X უნივერსიტ^
18/09 ლოკომოტ 8:9 დათვები

23/09

უნივერსიტ

7:7

ასკ

  დათვები 7:26 ყოჩები
  ზორდა 0:X აია^

25/09

ლოკომოტ^

55:19

ლოკომ$2^

  აია 0:X ლოკომოტ^
  აია = ლოკომ$2

ორი წრე

მ-წ*ფ  $დ

^პ

გატ:გაშ

დათვები 42 14-1*1 13 510:183
ყოჩები 40 14-2 12 630:186
ლოკომოტ 38 13-2*1 11 490:166
ასკ 30   8-6*2 12 271:295

ზორდა

21

  7-8*1  $2

8

289:231

უნივერსიტ 17   5-10*1$1 7 215:403
ლოკომ$2 7   2-12   $1 4 130:570
აია (ქუთ) 6   3-11   $3 3   72:275
რუსთავი -7   1-13   $9 0   62:360

 საჩემპიონო ოთხეული

29/09 დათვები^ 34:22 ასკ^

  4/10

ყოჩები

21:23

დათვები^

  ასკ 3:26 ლოკომოტ^

10/10

ასკ

18:44

ყოჩები^

  დათვები 13:13 ლოკომოტ

14/10

ყოჩები

9:17

ლოკომოტ

19თ: დთვ 49, ლოკ 44, ყოჩ 43, ასკ 31

20/10

ასკ

11:21

დათვები^

  ლოკომოტ 5:10 ყოჩები

26/10

ასკ

11:22

ლოკომოტ^

  დათვები^ 19:22 ყოჩები^

30/10

ყოჩები^

33:3

ასკ

  2/11 ლოკომოტ 13:13 დათვები

22თ: დთვ 54, ყოჩ 51, ლოკ 48, ასკ 31

  7/11

ყოჩები

14:8

ლოკომოტ

  დათვები^ X:0 ასკ

12/11

ყოჩები

13:13

დათვები

  ლოკომოტ^ 38:15 ასკ

17/11

ყოჩები^

45:26

ასკ^

20/11 დათვები^ 29:13 ლოკომოტ

25თ: დთვ 61, ყოჩ 57, ლოკ 51, ასკ 31

22/11

ასკ^

29:34

ყოჩები^

26/11

ასკ

0:26

დათვები^

  ლოკომოტ 17:29 ყოჩები^

ბოლო სამის წინ: დთვ 64(26, ყოჩ 63(27)

  1/12

დათვები^

28:17

ყოჩები^

4ლ: ფირცხალავა შერვაშიძე ნ.ძაგნიძე ძოწენიძე; გ ჯ: მაჩიტიძე; ა: ძაგნიძე - 3ლ: ხეხელაშვილი სულთანიშვილი საკანდელიძე; გ: ტეფნაძე ^ რეფ რობიტაშვილი

  ასკ = ლოკომოტ

  7/12

ლოკომოტ^

27:60

დათვები^

ექვსი  წრე

მ-წ*ფ  $დ

^პ

გატ:გაშ

დათვები 70 22-2*4 22 789:355
ყოჩები 64 22-5*1 19 921:392
ლოკომოტ 52 17-7*3 15 689:372

ასკ

32

  8-17*2$1

15

409:618

<<    ქულა

172 ბობა კვინიხიძე (ლოკ; 150 გიო ბუგიანიშვილი (ლოკ; 148 კახა მაჩიტიძე (დთვ; 126 ბესო ტეფნაძე (ყოჩ; 107 ნუგზარ ძაგნიძე (დთვ; 97 ლევან პეტრიაშვილი (ყოჩ; 90 ბადრი ხეხელაშვილი (ყოჩ; 85 პაატა ძოწენიძე (დთვ; 81 მამუკა ტყეშელაშვილი (ყოჩ; 75 ვასილ აბაშიძე (ზორ; 74 ემზარ ძაგნიძე (დთვ)

<<    ლელო

30 ბუგიანიშვილი; 19 პეტრიაშვილი; 18 ხეხელაშვილი; 17 ძოწენიძე; 11 მაჩიტიძე

 სანუგეშო ხუთეული  (V-IX ადგილები)

(?) 29/09-18/11 კიდევ ორი წრე ^ ხუთი მატჩი არც გამართულა!

უნივერსიტეტი - ზორ 7:6 35:7, აია 22:7 27:0, ლოკ 67:0, დინ 25:21 49:3

ზორდა - აია 21:11, ლოკ 36:26 24:7, დინ 16:11

აია - ლოკ 33:13, დინ 18:18

ლოკომ$2 - დინამო (უკონკურსოდ) 14:28 14:14 (? 21:21)

ოთხი  წრე

მ-წ*ფ  $დ

^პ

გატ:გაშ

უნივერსიტ 37 12-10*1$1 13 447:227
ზორდა 31 11-10*1$2 10 399:328

აია (ქუთ)

10

  4-14*1$3

4

141:349

ლოკომ$2 9   2-17*1$1 5 211:806
დინამო 4   1-3*2 0 102:143

 გაისად (2000) უფროს ჯგუფში

დათვები ყოჩები ლოკომოტივი ასკ უნივერსიტეტი ზორდა

 ჭაბუკთა ლიგათა ფინალები

4-5/12    ავლაბარი

1981/82 აკადემია 15:0 აია
1983/84 ყოჩები 7:12 ხულიგანა

>>>     უელსის კავშირის ალაფა (ტროფი)

საქართველო -

აბერავონი 0:42 (9/01 * 6ლ 6გ

ნისი 14:59 (17/01 * Iტ 7:26 * 2ლ: რაფავა; 2გ: აბაშიძე ჯიმშელაძე - 9ლ 7გ

ქერფილი 17:36 (20/01 * 3ლ: ურჯუკაშვილი 2, ხამაშურიძე; გ: ურჯუკაშვილი - 6ლ 3გ

პონტიპრიზი 7:69 (27/01 * ლ: ხეხელაშვილი; გ: ჯიმშელაძე - 11ლ 7გ

ქოვენთრი (ინგ) 17:33 (ალაფის გარეშე)

საქ (* ახალბედა) ურჯუკაშვილი აბაშიძე ხეხელაშვილი* კ.მხეიძე* ანდღულაძე ჯიმშელაძე ხამაშურიძე ი.მაისურაძე საკანდელიძე <10-9> მაჩიტიძე; გიორხელიძე ხუციშვილი / მაჭუტაძე ფირიაშვილი* ჭავჭავაძე ლ.ჯაველიძე აშვეთია; რაფავა ალ.ღიბრაძე ს.მჭედლიშვილი* დიდებულიძე; ა.კობახიძე სა.ჭელიძე* მაგრაქველიძე კ.კობახიძე ^ მწ) გურამ მოდებაძე, კლოდ სორელი, ტიერი რუდილი; მნჯ) ბიძინა გეგიძე, გია ჭუმბურიძე, ნუგზარ მალაღურაძე (ყოჩ)

სტუმრები: ედინბურგი (შტლ) 3-0 (121:30, გლაზგო (შტლ) 2-2 (78:60, ნატალ ვილდებესტე (აფრ) 2-2 (101:102, კანადა 2-2 (41:74, ბლუ ბულზი (აფრ) 1-3 (67:95, ფალკე (აფრ) 0-4 (64:103, რუმინეთი 0-4 (42:175, საქართველო 0-4 (31:206)

>>>     1999 წლის მსოფლიო თასის რეპეშაჟი

  6/03

ტონგა 37:6 საქართველო

4ლ: მაფი ე.ვუნიპოლა 2, ჰალა; 4გ: ტაუმალოლო, ტონგა 3; 3ჯ: ტაუმალოლო - 2ჯ: ურჯუკაშვილი

რეფ ერიკსონი (ავს * ნუკუალოფა, ტეუფაივა (7 ათასი)

ჯერ ჩვენი! 0:3(3) 0:6(9) 0:13(15) 3:13(20) 3:16(35) /
6:16(54) 6:23(65) 6:30(80) 6:37(80+)

საქ: ურჯუკაშვილი ხეხელაშვილი (აბაშიძე) ხამაშურიძე ი.მაისურაძე ქავთარაშვილი <10-9> ჯიმშელაძე (ტეფნაძე) შ.მოდებაძე (გიორხელიძე) / შველიძე (ნიკოლაენკო) გიორგაძე (ესაკია) ცაბაძე; ნადირაძე პარწიკანაშვილი (დიდებულიძე) კაცაძე ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი კაპ * მრქ) იაშვილი ^ მწ) კლოდ სორელი, ტიერი რუდილი; ექმ) ჟან-ლუი სოლომონი

28/03

საქართველო 28:27 ტონგა

4ლ: ცაბაძე ხეხელაშვილი შველიძე კობახიძე; გ: ურჯუკაშვილი; 2ჯ: ურჯუკაშვილი კობახიძე - 5ლ: ტიუეტი ტაუმალოლო 3, ლუტუი; გ: ტაუმალოლო წბ ფაკაოსიფოლაუ

რეფ მენე (სფრ * ეროვნული (30 ათასი)

5:0(7) 5:5(13) 12:5(22) 12:10(39) ნახ(40+3) /
12:17(46) 12:22(58) 15:22(66) 15:27(68)
20:27(72) 25:27(76)
წბ^წბ(79) 28:27(80+3) ბოლო(80+8)

საქ: აბაშიძე ურჯუკაშვილი წბ 79, ხამაშურიძე ი.მაისურაძე (ქავთარაშვილი 45, გიორხელიძე 64) ხეხელაშვილი <10-9> ჯიმშელაძე (მაჩიტიძე 40+2) ჯანელიძე / შველიძე გიორგაძე (ესაკია 70) ცაბაძე (ნიკოლაენკო 29-38, 41) რაფავა პარწიკანაშვილი (კ.კობახიძე 53) კაცაძე ლაბაძე (ზ.ლეჟავა 41) მჭედლიშვილი კაპ ^ მწ) სორელი, გურამ მოდებაძე

13/03 ურუგვაი 46:9 პორტუგალ
14/03 ჰოლანდია 31:30 კორეა

  3/04

პორტუგალ

24:33

ურუგვაი

  4/04 კორეა 78:14 ჰოლანდია

16/04

ტონგა

58:26

კორეა

18/04 ურუგვაი 18:3 მაროკო

  1/05

მაროკო

21:18

ურუგვაი

  4/05 კორეა 15:82 ტონგა

>>>     IV მსოფლიო თასის (1/10-6/11) პულები

   შოტლანდია აფრიკა ესპანეთი ურუგვაი
   ინგლისი ზელანდია იტალია ტონგა
   საფრანგეთი ფიჯი კანადა ნამიბია
   უელსი არგენტინა სამოა იაპონია
   ირლანდია ავსტრალია შტატები რუმინეთი

>>>     ახლებური "ერთა თასი" (2000)

   რუმინეთი ესპანეთი საქართველო
პორტუგალია ჰოლანდია მაროკო

  

ხორვატია გერმანია რუსეთი უკრაინა დანია

   ბელგია პოლონეთი ჩეხეთი შვეიცარია ლატვია ტუნისი
დ1   უნგრეთი ავსტრია სლოვენია მონაკო ანდორა
დ2   იუგოსლავია ბოსნია ბულგარეთი მოლდოვა ისრაელი
დ3   შვედეთი ნორვეგია ლიტვა ლუქსემბურგი

>>>     ჭაბუკთა (1980-81 დაბ) XXXI მსოფლიო პირველობა

26/03-4/04    პირველი ჯგუფი    უელსი (ფინალი: ჰლანეჰლი)

საქართველო -

ირლანდია 3:48 (26/03 დანვანთი * Iტ 0:29 * ჯ: იაშვილი - 7ლ 5გ ჯ)

ჩილე 7:11 (29/03 პონტიპრიზი * Iტ 7:8 * ლ: კობერიძე; გ: იაშვილი - ლ 2ჯ)

იაპონია 20:35 (1/04 ქროს ქიზი * Iტ 6:20 * 2ლ: ბიძინაშვილი საჯ; 2გ 2ჯ: იაშვილი - 5ლ 2გ 2ჯ)

პოლონეთი 15:23 (4/04 პოლიცია * Iტ 8:18 * 2ლ: გუნდიშვილი მაისურაძე; გ ჯ: იაშვილი - 4ლ ჯ)

^ დავიკავეთ ბოლო ადგილი და საგაისოდ მეორე ჯგუფში დავეშვით

საქართველო

15 გიგლა ჯავრიშვილი (უნი, ზვიად კობერიძე (ყოჩ; 14-11 კოტე ცაგურია (ყოჩ, თედო ზიბზიბაძე (აია, ირაკლი მაჩხანელი (აკდ, შოთა სვანიძე (უნი, დათო თავაძე (უნი, ჯაბა დავლიანიძე (უნი, დათო მხეიძე (ლოკ; 10 დიმიტრი იაშვილი (სფრ; 9 არჩილ ჭუმბურიძე (უნი, კობა დანელია (უნი /

1-3 ტარიელ რატიანიძე (უნი, გიორგი ჯიბლაძე!ჰ (ლოკ, გიგო სანადირაძე!ჰ (აკდ, ზვიად მაისურაძე (ასკ, ვახო შენგელია (ასკ; 4-8 თამაზ სუჯაშვილი (ლოკ, გიორგი ტრაპაიძე (ყოჩ, გიორგი ჯორჯაძე (ყოჩ, ზურაბ გიგაური (ყოჩ, გიორგი ბიძინაშვილი (უნი, ირაკლი გუნდიშვილი (უნი, ვალერი ცნობილაძე (აია, დათო ჯალაღონია (უნი)

მწ) დავით კილასონია, ლევან მგელაძე, გია ღლონტი (აკადემია; მნჯ) ბიძინა გეგიძე, ბათუ კევლიშვილი, გია კუბლაშვილი; ექმ) ლიანა მგელაძე

1#ზელანდია 25:0 2#უელსი, 3#აფრიკა ... 10#ჩილე, 11#ინგლისი, 12#რუმინეთი ... 16#საქართველო / 17#ესპანეთი, 18# რუსეთი, 19#პორტუგალია ... 42#სლოვენია

>>>     შვიდკაცა უცხოეთში

22-23/05    ჰაიდელბერგი (გერმანია)

1# საქართველო - პულ) ბელგია 30:5, ბერლინი 42:0; პლოფ) ბარბაროსები (ჰოლ) 35:0, ბრიტანეთის ჯარი (გერ) 28:5, ჰაიდელბერგი 21:0

29-30/05    ბენიდორმი (ესპანეთი)

2# საქართველო - პულ) მისნები (უელ 22:14, ზებრები (იტა 19:20; პლოფ) ვევეა მონინო (რუს 12:7, ბასკეთი 24:7, 1#მისნები 12:26

5-6/06    იერუსალიმი (ისრაელი)

2# საქართველო - პულ) ფიჯი (ჯარი 0:33, გერმანია 24:0, ესპანეთი 33:5, შოტლანდია 29:35; პლოფ) სამოა 26:7, 1#ფიჯი 5:62

საქ: კაცაძე ანდღულაძე ლაბაძე აბაშიძე ჯიმშელაძე ხამაშურიძე ქავთარაშვილი ზედგინიძე ურჯუკაშვილი ხეხელაშვილი ! მწ) სორელი ჭეიშვილი ზ.ლეჟავა

>>>     შვიდკაცის I მსოფლიო სერია

2-3/12    დუბაი (არაბეთი) I ეტაპი

საქართველო - პულ) კანადა 0:29, ფიჯი 5:38, ზიმბაბვე 15:21; ფიალა) შოტლანდია 12:19 ^ გავიყავით მე-13 ადგილი

თასი) ზელანდია 38:14 ფიჯი
სინი) ავსტრალია 33:20 საფრანგეთი
ფიალა) შოტლანდია 31:24 ზიმბაბვე

10-11/12    სტელენბოსხი (სამხ.აფრიკა) II ეტაპი

საქართველო - პულ) არგენტინა 21:19, ზელანდია 0:31, ზიმბაბვე 24:10; თასი) მაროკო 17:0, ფიჯი 5:33 ^ გავიყავით მესამე ადგილი (12 ქულა)

თასი) ფიჯი 12:10 ზელანდია
სინი) ავსტრალია 22:19 სამოა
ფიალა) ტონგა 31:26 არგენტინა

საქართველო

გია ლაბაძე კაპ^ ნონო ანდღულაძე, ბათლომე ხამაშურიძე, არჩილ ქავთარაშვილი, ვასილ კაცაძე, ვასილ აბაშიძე, პალიკო ჯიმშელაძე, კახა კობახიძე, მახო ურჯუკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, გიო ბუგიანიშვილი, ბადრი ხეხელაშვილი ^ მწ) კლოდ სორელი; მნჯ) ზაზა ლეჟავა, ზაზა ქასაშვილი

>>>     კაცთა კლუბები

ალეკო ქურდობაძის "ოვალური სამყაროსა" და
წლიურ ბროშურათა (რაგბი 1999 2000) მიხედვით

თამაში $ მონაგარი    # შეთავსებით

<<    აია ქუთაისი

15 ზურაბ შვანგირაძე#10#14 9$ლ3ა(28ქ, ზაზა კლდიაშვილი#14 3, თემურ ქობალია 2; 14-11 კახა გაბრიჩიძე#10, თორნიკე აშვეთია 8$ლ(19ქ, ლაშა ჩორგოლიანი#15 9, ბიჭი ჩხაბერიძე 9, მამუკა ტუკვაძე#15 6, უშანგ ჭოლაძე 1; 10 თედო ზიბზიბაძე 1$2ლ; 9 რევაზ ჩუბინიძე, ზურაბ კიკაჩეიშვილი 5 /

1-3 ირაკლი ბუხაიძე 9, დათო ბალანჩივაძე!ჰ#10 9, ალეკო მარგველაშვილი 1, გუგა ბაბუნაშვილი 3, ზვიად კეპულაძე#5#!ჰ 6, რუსიშვილი!ჰ; 4-5 ამირან კოსტავა#3 9, პაატა სანებლიძე 1, კარლო მაღლაკელიძე#3 6, დათო ლევიძე 4, მერაბ სვინტრაძე#11 5; 6-8 ლევან ჭელიძე 4, გიორგი კიკვიძე#5 9$2ლ, ვალერი ცნობილაძე 9$ლ, ი.ნანეიშვილი 1, დათო წიწილაშვილი 4, გიორგი კუხიანიძე#3#!ჰ 5, იმედა გიორგაძე 3, დათო ორმოცაძე 6 ^ გ.რეხვიაშვილი 1

მწ) ბათლომე ხამაშურიძე, ბორის ზიბზიბაძე; პრეზ) მალხაზ ასათიანი; მნჯ) სოსო დიაკონიძე

<<    ასკ (ჯარი)

15 გიორგი ანთაძე#14 11, ირაკლი სულთანიშვილი 1, მალხაზ ურჯუკაშვილი 3$2ლ(22ქ; 14-11 დათო კიკნაძე#10#15 20$2ლ(28ქ, დათო საკანდელიძე 13$4ლ, ავთო პავლიაშვილი 3, კახა კაპანაძე 22$4ლგჯ, ირაკლი იაშვილი 11$3ლ, კახა კოდუა#15#10 22$4ლ, ხვიჩა მაღრაძე#10 13$ლ, თამაზ ზაქარიაძე 15, დათო ქათამაძე 4, ირაკლი კილაურიძე 10$ლ; 10 დათო აბრამიშვილი#12 9$ლგ, შოთა მოდებაძე 1; 9 ირაკლი აბუსერიძე 21$7ლ(60ქ, რატი გეგეშიძე 2, ბიძინა სამხარაძე 1 /

1-3 ვახტანგ შენგელია 22$4ლ, ლაშა ლიქოკელი!ჰ 16$4ლ, ზვიად მაისურაძე!ჰ 22$3ლ, გიორგი ჭელიძე 9$ლ, მიშა სუჯაშვილი!ჰ 5$3ლ, ავალიშვილი, მამუკა ნამიჩეიშვილი 1; 4-5 კახა უჩავა 21$4ლ(53ქ, ზვიად მათიაშვილი 21$3ლ, გიორგი კაკაბაძე 12$2ლ, გიორგი მაისურაძე#!ჰ 12; 6-8 ლევან ჯაველიძე 1, ირაკლი მინაშვილი 16$3ლ, ბესიკ გაფრინდაშვილი 19$2ლ, შალვა ქავთარაძე#3#4 11, გიორგი სვანიძე 19$ლ, გიორგი ექიზაშვილი 3, ლევან ჯარმელაშვილი 4, ვახო კაპანაძე 2$ლ, ზაზა ვალიშვილი 10$4ლ ^ ლევან ენუქიძე 2, გ.მაჭარაძე 1, ზურაბ ქემაშვილი 2, გ.ჯიღაური 1, გ.ხვიჩია 1

მწ) ლევან მგელაძე; მნჯ) ავთო ღიბრაძე; პრეზ) ბიძინა ჯღარკავა

<<    დათვები ბათუმი

15 გიორგი ჩუბინიძე 25$10ლ, კახა მაჩიტიძე#14#10 23$11ლ30გ9ჯ2ა; 14-11 დათო ქემხაძე 4$2ლ, ემზარ ძაგნიძე 14$9ლ7გ4ჯა, პაატა ძოწენიძე 22$17ლ, გოჩა ხონელიძე 20$8ლ, გიორგი დავლაძე 11$ლ, ლევან შერვაშიძე 18$7ლ, მამუკა ჯანაშია#15, ჯაბა ჩხარტიშვილი 3$3ლ; 10 ნუგზარ ძაგნიძე 17$3ლ31გ7ჯ3ა, ჯანო დოლიძე 1$გჯ; 9 კობა გიორგაძე 16$ლ, ლევან გაბელაია 12 /

1-3 დავით აშვეთია 15, გიგა გურეშიძე!ჰ 23$4ლ, გელა ფირცხალავა 19$7ლ, ირაკლი ნინიძე 17, მინდია ღლონტი 12, ალექსანდრე მოლაშხია 1$ლ; 4-5 ირაკლი სვანიძე#6 23$2ლ, ზურაბ რეხვიაშვილი#6#1 23$9ლ, დათო აბაშიძე#1 22, ირაკლი არობელიძე 4; 6-8 ზვიად გოგისვანიძე#4 20$3ლ, თამაზ ფხაკაძე 17$6ლ, ნიკა აბდალაძე 24$4ლ, თენგიზ თედორაძე#4 20$4ლ, გაბო წულაძე 4, ზაზა ჩირგაძე 11$2ლ ^ როლანდ ბერიძე 1, გიორგი სვინტრაძე 1

მწ) რამაზ სვანიძე, ფხაკაძე; მნჯ) მერაბ დანელია, გურამ ღაღაიშვილი; პრეზ) სულიკო კირჩხელი; მედია) ნაზიბროლა ქორიძე

<<    დინამო

გია ამირხანაშვილი 6$ლ, ბ.არველაძე 5$ლ, გ.ბარბაქაძე$2, როლანდ ბატოიანი 5$ლ, მახარე ბზეკალავა 4, რეზო გაბუნია 5, მალხაზ გოგიშვილი 1, იაგო გომიაშვილი 5$ლ, გიორგი ერიკაშვილი 2, ვ.კაშაძე 3, მ.მაზმიშვილი 3, ნოდარ მელაძე 6$ლ, გურამ მირიანაშვილი 1, ა.მურადელი 2, ნ.ნადარეიშვილი 6, რეზო ნაირაშვილი 3, დათო რამიშვილი 6$ლ, ვახტანგ სამხარაძე 3$ლ(21ქ, ალექსი სიმონიშვილი 3, დათო სუხიაშვილი 6, დ.სხირტლაძე 1$ლ, ზურაბ ღირსიაშვილი 6$2ლ(46ქ, დ.ყურაშვილი 1, ნ.ჩივაძე 1, ნიკა ჩიტაძე 3, ვარაზ წოწონავა 6, დ.ჯოხაშვილი 1 ^ მწ) სერგო რამიშვილი

<<    ზორდა

15 გელა ხვიჩია#13 3, ვასილ აბაშიძე#14#12 9$6ლ18გ4ჯ; 14-11 გიორგი ჩაკვეტაძე#15 8, ალეკო გომარელი#15 5, ილია მაისურაძე 12$4ლ, ნუგზარ მგელაძე 7, გოგიტა პარასკებაშვილი#15 8$3ლ, ზურაბ ალანია#9#10 6, მიშა მათიაშვილი#10 7$4ლ, ჯუმბერ ჯანაშვილი; 10 შავლეგ ჯანელიძე#9#11 9$ლ, ნიკო გამყრელიძე#11 6$ლ2გ, პალიკო ჯიმშელაძე 3$ლ(10ქ; 9 ზაზა ხუციშვილი 5, მიხეილ ჭყონია 2 /

1-3 გოდერძი შველიძე 8$2ლ, სოსო ჭელიძე!ჰ 12, მამუკა მაგრაქველიძე 7$2ლ, ზვიად ბერიაშვილი!ჰ 9$ლ, მიხეილ დემურაშვილი!ჰ 4$6ქ, ამირან თეზელაშვილი#4 8, ლევან ცაბაძე 1, დათო გოლიაძე 1, სულხან სულხანიშვილი!ჰ ზაზა ძიძაძე; 4-5 დათო სორდია#7#15#11#13 13$7ლ, ილია ზედგინიძე#8 9$2ლ, მიშა ჩაკვეტაძე 10, ლევან ბურდული 11$ლ, დიმიტრი ხოჭოლავა 6$ლ, ზურაბ მჭედლიშვილი 3$ლ; 6-8 დათო ვართანიანი 7$2ლ(30ქ, გიორგი ხაბეიშვილი#15 9, დავით ხაბეიშვილი 5$ლ, ვიქტორ დიდებულიძე 12$ლ, დიმიტრი ობოლაძე 3, რეზო ჯაფარაშვილი 3, ვახტანგ მგელაძე

მწ) ჯაფარაშვილი; პრეზ) თამაზ მგელაძე

<<    ლოკომოტივი

15 დემირ ძნელაძე#14#13 22$3ლ(18ქ, გუჯა იოვაძე#9 7$4ლ; 14-11 ნონო ანდღულაძე 13$5ლ, კახა ალანია#7 14$3ლ, მიხეილ ჩაჩუა 11$3ლ, გიო ბუგიანიშვილი 24$30ლ, სანდრო ჩხენკელი 3, გიორგი ასათიანი#15 12$4ლ, ლექსო გუგავა 15$5ლ, დათო ცხადაია 9, გიორგი სუთიაშვილი 3$ლ, დათო მხეიძე 10$4ლ(39ქ, არჩილ ქავთარაშვილი 2, მერაბ ბესელია 5$ლ, მიშა წეველიძე 2, გიორგი ხინჩაგაშვილი 4; 10 ბობა კვინიხიძე 21$4ლ49გ16ჯ2ა; 9 ნუკრი სარიშვილი 23$ლ, ბესიკ ბერიძე 7$4ლ, გიორგი კოტრიკაძე 1 /

1-3 ბექა აბრამიშვილი#4#6 13, ზურაბ ჯაველიძე!ჰ#7 13$ლ, კაკო მაჭუტაძე 21$2ლ, დიმიტრი თოფურიძე!ჰ 14$5ლ, გოგა კერესელიძე 20, ავთო კვანტალიანი!ჰ#4 12, გიორგი ჯიბლაძე!ჰ 4, გიორგი აფაქიძე 3, კახა ჭელიძე 3, გიორგი ჯიღაური 1, დათო ხინჩაგიშვილი 1; 4-5 ზურაბ მოგელაძე 14$6ლ, შოთა ცხომელიძე#7#8 15$6ლ, თამაზ ჩადუნელი#7 14, ალეკო ღიბრაძე 2, თამაზ ხუადე, ალექსი ჩიქოვანი 2, დათო ჟღენტი 4, გიორგი გიორგაძე 2; 6-8 არჩილ კობახიძე 14$3ლ, თამაზ სუჯაშვილი 14$ლ, გიორგი კახიანი 20$4ლ, ბესო უდესიანი 13, გია გიუნაშვილი 4$ლ, ვასილ კაცაძე#11 5, გიორგი ჯოხია 2, დავით მამაიაშვილი 1

მწ) თემურ ბენდიაშვილი; მნჯ) დათო შუბითიძე; პრეზ) თამაზ ანდღულაძე

<<    ლოკომოტივი$2

15 კობა ყაჯრიშვილი#14 4; 14-11 მხეიძე#15 7$2გ, ცხადაია 9, ჩხენკელი 1, გუგავა#15#10 9$4ლ2გ, ვაჟა პაკელიანი 5$ლ, ალეკო ხვიჩია 7, ახალაია, ჩაჩუა 3$ა, გ.ხინჩაგაშვილი#15 9, ზურაბ ჩაჩანიძე 4, სულთანიშვილი; 10 დათო ხუნწარია 10$14ქ; 9 კოტრიკაძე#15 9$2ლ, სუთიაშვილი#15#14 10, ბერიძე 7$2ლ /

1-3 კვანტალიანი#4 4, რამაზ გიუნაშვილი!ჰ 5, კერესელიძე 11, ჯიღაური 6, ჯიბლაძე!ჰ#5 7$4ლ, აფაქიძე!ჰ#6#11 9$2ლ, ჭელიძე#4#14, შუბითიძე 1, დ.ხინჩაგიშვილი 1; 4-5 ჟღენტი 7, ვახტანგ მაღალთაძე 8$ლ, გიორგაძე 5; 6-8 უდესიანი 10$ლ, სუჯაშვილი 6$2ლ, ცხომელიძე 9, ჯოხია 6$ლ, მამაიაშვილი#4 5, ვახტანგ გომიაშვილი#!ჰ#14 6$ლ

მწ) დათო ჩავლეიშვილი; მნჯ) ოლეგ ლიპარტელიანი

<<    რუსთავი

15 მამუკა მინდორაშვილი 5$ლ; 14-11 რეზო ნაირაშვილი#15 5$ლ, დათო მეფარიშვილი 7$ლ, ზურაბ ღირსიაშვილი 7$2გ, კოტე ცაგურია 3, გიორგი მჭედლიშვილი 2, ზურაბ ზურაბიშვილი 1, გ.ჯახაშვილი 2$ლ, გ.ბუჩუკური 2; 10 შალვა გოგიშვილი 1, თემურ ლობჟანიძე 5; 9 ლევან გელაშვილი 6 /

1-3 ლაშა ავალიშვილი!ჰ 3, ირაკლი კვიჟინაძე!ჰ 7, ზურაბ სამხარაძე 5, ნოდარ მელაძე 5, ზურაბ ჯინჭარაძე!ჰ 2, ლ.ფურცხვანიძე#5 3, დათო ჩხიკვაძე 2; 4-5 ნიკო ნარსია 6$ლ, რამაზ ლობჟანიძე#6 4, ზაზა უძილაური 1; 6-8 ნოდარ ნადირაშვილი 5, ზურაბ გიგაური#4#14 5$ლ, თემურ ქერდიყაშვილი 6$28ქ, დათო მღებრიშვილი 2, თემურ ტიკარაძე 1, ლევან გოგშელიძე 2

მწ) რამაზ სანებლიძე, არჩილ ლაგოშვილი; მნჯ) გია შანშიაშვილი, გიორგი წიკლაური

<<    უნივერსიტეტი

15 გიგლა ჯავრიშვილი#12 12$ლა(54ქ; 14-11 შოთა სვანიძე 8$ლ, დავით ბოლღაშვილი#15 7, თორნიკე კიზირია#9#10 13$3ლ, ლევან ჯაში 12$3ლ, დავით თავაძე#15#4#6 11, თემურ ახობაძე#15#10 8$ლგ, ვანო ეფხოშვილი 1, ირაკლი მოდებაძე 1, ჯაბა დავლიანიძე 2, შ.ტურაშვილი 1; 10 დავით ბარამიძე#12 13$2ლჯ, ლევან მაისაშვილი 1; 9 არჩილ ჭუმბურიძე 13$3ლ(21ქ /

1-3 ლევან ჯანუყაშვილი!ჰ#7 11, გიორგი კუთარაშვილი!ჰ#11 9$2ლ, ჯულო წიკლაური 11, გიორგი წიკლაური 1, ანგელ ალიბეგაშვილი!ჰ 8, ვახტანგ მაჭავარიანი, გ.ბეჟიტაშვილი 3$ლ, აკაკი სანაძე 4; 4-5 ლევან კობიაშვილი#1 11, ტარიელ რატიანიძე#1!ჰ#8 13$ლ, გიორგი კოკაია#7 6, გიორგი ბიძინაშვილი 9, კახა ჯმუხაძე#!ჰ 2; 6-8 სანდრო მჭედლიშვილი 13, ოთარ ელოშვილი#1#5#12#14 10$ლ, დავით ქირიკაშვილი#14#5#13#15 13$8ლ, კობა ავსაჯანიშვილი 8, გოჩა ლაბაძე#4 10$ლ, გოჩა ჩქარეული 5, დათო ჯალაღონია 1, კობა დანელია 1, გიორგი მჟავანაძე#5 8$2ლ, გიორგი მეგრელიშვილი, ლევან ზესაშვილი#5 4$ლ

მწ) დავით კილასონია, გურამ მოდებაძე; მნჯ) გია ჭუმბურიძე; პრეზ) ფრანსუა ტურნე

<<    ყოჩები

15 ბესო ტეფნაძე#10 26$6ლ30გ7ჯ5ა, ნიკო იურინი 6$ლგ; 14-11 ბადრი ხეხელაშვილი#15 22$18ლ, ბესიკ ხამაშურიძე 6$6ლგ, სანდრო საკანდელიძე 18$8ლ, ლევან პეტრიაშვილი#15 26$19ლგ, კახა მხეიძე#15 19$2ლ, გოჩა ბარძიმიშვილი 20$7ლ, გეგი წიკლაური#15 19$5ლ, გუგა იმნაძე#10 10$6ლ; 10 სპირიდონ ლიპარტელიანი#15#13 23$5ლგა; 9 გოგა ხელაძე 19$4ლ, ირაკლი გიორხელიძე 16$3ლა /

1-3 ზვიად კიკუაშვილი!ჰ 24$3ლ, ნიკო ჭავჭავაძე!ჰ 23$4ლგ, ბაკურ ფირიაშვილი!ჰ 21$4ლ, სანდრო ესაკია 15, ზურაბ პაპავა#5#!ჰ 15$2ლ, გიორგი ახვლედიანი, ირაკლი ჩიქავა 6; 4-5 სოსო სულთანიშვილი#3 22$3ლ, გელა ხურცილავა#6 21$ლ, რატი ურუშაძე#8 18$6ლჯ, ალექსი გუშარაშვილი 18; 6-8 მირზა სოფრომაძე 19$9ლ, მამუკა ტყეშელაშვილი 14$33გ5ჯა, კახა კობახიძე 6$3ლ(45ქ, სანდრო ჭელიძე 25$8ლ

მწ) მალხაზ ჭეიშვილი; მნჯ) ხვიჩა შამათავა; პრეზ) ნონა გაფრინდაშვილი, გუგა გეგენავა

<<    მსაჯები

ნოდარ რობიტაშვილი 19 მატჩი; გოჩა აბაშიძე 14, ლევან მგელაძე 12, გია ჯავახიშვილი 9, დავით კილასონია 7, რამაზ სანებლიძე 5, ავთო ღიბრაძე 2, ჯუმბერ ჯანაშვილი 1, ჯეისონ ლუისი (უელ 1

<<    ლეგიონი (3/08 ^ 43 კაცი)

ტელეფონ-ფაქსიანები) გიორგი ახვლედიანი, შავლეგ ჯანელიძე (მონტობანი; აქვსენტი გიორგაძე, ვიქტორ დიდებულიძე (ერ სიურ ლადური; ირაკლი გიორხელიძე, გია ლაბაძე (შონბრი; სანდრო ესაკია, სოსო პარწიკანაშვილი, არჩილ ჭუმბურიძე (პარიზის უნივ; დათო ვართანიანი, გუჯა იოვაძე, დიმიტრი ხაჭოლავა (ვილნევი; ილია ზედგინიძე, ირაკლი ჩიქავა (მონ დე მარსანი; კახა კობახიძე, მახო ურჯუკაშვილი (ნიმი; ზაზა ლეჟავა, მევლუდ მთიულიშვილი (ორიაკი; ირაკლი მოდებაძე (დიუ პიუი; ზურაბ მჭედლიშვილი (მიო; სოსო ნიკოლაენკო (პერპინიანი; გოდერძი შველიძე, ბესიკ ხამაშურიძე (ბეზიე; ლევან ცაბაძე, პალიკო ჯიმშელაძე (კასტრი; ნიკო ჭავჭავაძე (ბორდო)

უკონტაქტებოდ) არჩილ ქავთარაშვილი (იტალია; თედო ზიბზიბაძე, კოტე ჯინჭარაძე (პენზა რუსეთი)

პერსპექტივაში) ვასილ აბაშიძე, ნონო ანდღულაძე, დავით აშვეთია, ნიკო იურინი, ვასილ კაცაძე, არჩილ კობახიძე, მამუკა მაგრაქველიძე, ილია მაისურაძე, შოთა მოდებაძე, სანდრო მჭედლიშვილი, დიმა ობოლაძე, ტარიელ რატიანიძე, რატი ურუშაძე, ბადრი ხეხელაშვილი

<<< >>>