შეუბღალავი სახელი

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 2000 წელს, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ახლებურ "ერთა თასში" ჩაებნენ და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდათ; "შვიდკაცამ" მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა; შინ დაწესდა "ბზის თასი" და ფინალი ფრედ რომ დასრულდა, ორივე გუნდს თავი ჩემპიონი ეგონა; ხოლო "VII არხმა" ზეპური მატჩების ქართული კომენტარით ჩვენება დანერგა.

11 იანვარს შარშანდლიდან ვალად გადმოყოლილი კავშირის ყრილობა გაიმართა. დეპარტამენტის გაყინულ დარბაზში ღონისძიება ორ სესიად, ჟურნალისტთა გარეშე მოეწყო. საწყის ხუთ საათში ლოკომოტივმა "ეჭვქვეშ დააყენა ყრილობის დროულობა, ხმათა განაწილება და თვით კავშირის ლეგიტიმურობაც, მაგრამ დამსწრეებმა ცხადად რომ იგრძნეს ქაოსის საფრთხე, დასკვნით ბლიც-სესიაში ბიძინა გეგიძე პრეზიდენტად მეორე ოთხ-წლიანი ვადითაც აირჩიეს.

ყრილობაზე ითქვა, რომ ასპარეზთა მოწყობაა "პრიორიტეტული ამოცანა; რომ "მზიურში" ორი მოედანი შენდება, ხოლო დიდ დიღომსა და თბილისის ზღვაზე ნაკვეთები შემომტკიცების პროცესშია. პრეზიდიუმში იჯდა ნაკრების აქამდელი კონსულტანტი, აწ კი ეული მოძღვარი კლოდ სორელი, ვინც გაჭიანურებული დავა დემოკრატიის დასტურად მიიჩნია, მადლი მოახსენა ბორჯღალოსანთა აქამდელ მწურთნელ გურამ მოდებაძეს და სასხვათაშორისოდ ეგეცა თქვა, კარგი იქნება, თუ ქართველი ასისტენტი მეყოლებაო.

ნაკრებმა 11 კვირაში ექვსი ტესტი გამართა. "ერთა თასში" ჩაბმამდე იტალიას გასვლაზე ვესპარინგეთ. ელიტაში ახლად მიღებულ ლათინებს "ექვს ერზე" რომ ელოდათ დებიუტი, საუკეთესო გუნდი გამოგვიყვანეს, მსაჯადაც თავისიანი დანიშნეს და არ დაგვზოგეს - ექვსჯერ დაგვალელოვეს. დიეგო დომინგესმა 31 ქულა პირადად მოკრიფა, ჩვენ კი გვაკლდა ხუთი ლიდერი; კაციც პირველად გაგვიგდეს სინბინში და აძურიც ისე წაგვემედიდურა, რომ ბიჭებს კეპები არ მიუთვალა.

უმცროსი ექვსი ერი

ჩვენი მოსრვით გულ-მიცემულმა იტალიამ "ხუთი ერის" ბოლო ჩემპიონი შოტლანდია 34:20 ძლია, ხოლო სინბინი - ყვითელი ბარათით 10-წუთიანი გაძევება - ნაკრებთა დონეზე სიახლე იყო. ირბ-მა მსოფლიო თასის შემდეგ თამაშის გასაკეთილშობილებლად საცდელად სხვა წესებიც შემოიღო, მაგრამ დუბლინის ოფისს რომ გაუჭირდა "ბოჭვაზე ბურთისთვის ჭიშკრიდან ბრძოლის" ფორმალიზება, ნოვაცია ნაჩქარევად, "ექვსი ერის" სტარტზევე, ზეპურ მატჩებში გამოუცდელად დაინერგა, ხოლო "ერთა თასზე" მარტში, მესამე რაუნდიდანღა შემოვიდა.

პირველი საჩემპიონატო რკენა პორტუგალიაში გვქონდა. შესვენებამდე ლელო არ გასულა, მესამე მეოთხედში კი ერთბაშად სამი შევიტანეთ და 15 ქულით დავწინაურდით. აქედან მოყოლებული ლუზიტანებმა შემოგვიტიეს, ფრანგმა პელაპრამ კი ზედიზედ რომ გვაჯარიმა, ფრანგმავე ტიერი ტეშეირამ ათი გოლით მსოფლიო რეკორდი ხომ დაამყარა და მასპინძლებმაც სამით გაგვისწრეს. ამ კრიტიკულ მომენტში გარისკა ლევან ცაბაძემ, წითელ ზოლში რგებული ჯარიმა გაათამაშა და გუნდელთა დახმარებით ხაზს იქეთ გადააღწია.

ჩვენს შეჯიბრს მეორე სახელად "უმცროსი ექვსი ერი" ჰქონდა და შაბათობით მორაგბე ელიტის ხათრით, კვირაობით ვრაგბობდით. ევროპული მედიის თვალთა-ხედვის არეში ტურნირი ამითაც ვერ მოხვდა, ირბ-მა კი შემწეობად სულ 60 ათასი გირვანქა გაიღო, რაც ხუთ ევროპელზე რომ გადანაწილდა, თითოს 12 ათასი ერგო. მეექვსე მონაწილე, აფრიკელი მაროკო მთლად მშრალზე დარჩა, მაგრამ ყველა ევროპელს კი დაევალა მასთან ამხანაგურის გამართვა, რის გამოც ოფიციალური, 5-გუნდა ცხრილის გარდა დგებოდა ალტერნატიული, 6-გუნდაც.

მოლის ხელახლა დაძვრით

მაროკო თებერვალში უნდა მიგვეღო, მაგრამ ბორჯღალოსანთა ბირთვი უკვე საფრანგეთში რომ დაფუძნებულიყო, ზაზა ქასაშვილი ავდარს, ზედმეტ ხარჯს და მოედნის გამო დავას მოერიდა და ლიგის კლუბ სან-გოდანში გაახაზირა ტესტი. თამაშს აერ-ის თავკაცი ჟან-კლოდ ბაკე დაესწრო. კლუბებმა დაგვიკავეს გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე და გოდერძი შველიძე, მაღრიბელები კი ბოლო მეოთხედშიღა გავტეხეთ იმის მიუხედავად, რომ მთელი თამაში ინიციატივა გვეპყრა, მაგრამ ჯარიმებს კარში არ ვარტყამდით.

ესპანეთმა თამაში შაბათს გადაგვიტანა, რათა ტელევიზიით გადაეცა. გაჩაღდა გემრიელი ბურთაობა, მაგრამ შედეგზე გვარიანი გავლენა იქონია იტალიელი კლაუდიო ჯაკომელის მიკერძოებამ. იმათ სამი ლელო გაუძრავებული მოლის ხელახლა დაძვრით დაგვიდეს, რაც იმხანად აკრძალული იყო. გარდა ამისა, რეფმა თამაშის ბოლოს გაგვიგდო ყოჩი ცაბაძე და ჯარიმის უცებ გამთამაშებელი ვასილ აბაშიძეც ოფსაიდიდან რომ დაიჭირეს, ვითომ ვერ დაინახა.

მასპინძლობის ჯერმა დასკვნით ორ რაუნდში გვიწია. ესპანეთთან წაგებას ტრავმებიც დაერთო: წვივი გადაუტყდა თედო ზიბზიბაძეს, ბადრი ხეხელაშვილს გაუწყდა კუნთი, ნონო ანდღულაძე დაგვირეტიანეს, მახო ურჯუკაშვილს კი მუხლი ეტკინა. ამის გამო ჯიმშელაძეს, სანაკრებო კარიერაში პირველად, ჰოლანდიასთან დაეკისრა კარში დარტყმა. ბოლო ვარჯიშზე აბაშიძის დაშავების შემდეგ 15 ნომრად დაიწყო ნიკო იურინმა, ორჯერ მწვავედ ჩაერთო იერიშში და გარდასახვაც კიდიდან შეაგდო, მაგრამ სორელმა ციმციმ შეცვალა.

დაკარგული შედევრი

რაგბზე უსიამო ნიავშიც 20 ათასი მოსეირე მოვიდა. აზიზი ტიტები ვერ გაგვიძალიანდნენ - ლელო 77-ე წამზევე გაუშვეს: ლაბაძემ მოიგო იმათი დერეფანი, შევუტიეთ სამჯერ, ჯიმშელაძემ შორს მიაწოდა ლაბაძეს, ლელოსთან გამართულ რაქში კი მიზანს ირაკლი აბუსერიძე ეწია. პალიკოს მომსხეპი პასით კიდევ ერთი ლელო დაიდო; ჰოლანდია ისე წახდა, რომ ჩხუბი აგვიტეხა და ოფსაიდში 20 მეტრით (!) რჩებოდა, დასასრულ კი არჩილ ქავთარაშვილმა ჩაუქი სლალომით ერთბაშად რვა ევროპელი გააბითურა, მაგრამ რად გინდა?

არათუ ეს შედევრი, მთელი მატჩიც დაეკარგა მატიანეს, რაღაი საქ-ენერგომ 480 ვოლტიანი დენი მიაწოდა სტადიონს, ძაბვა მერეც ვერ დააგდო და ამის გამო ტელე-რეპორტაჟი ჩაიშალა. სამაგიეროდ, ამ და რუმინეთის თამაშზეც, ალეკო ქურდობაძემ დააბეჭდინა 12-გვერდა ფერადი პროგრამა. მანვე მოამზადა სეზონის ბუკლეტი დებულებით, კალენდრებითა და რაზმებით. რაგბზე სისტემატურად წერდნენ "სარბიელი" (ბაჩო სვანიძე) და "რეზონანსი", შემოდგომაზე კი, ორი თვის განმავლობაში, გამოიცემოდა 12-გვერდა "ასპარეზიც"

საკაბელო VII არხი (გიორგი გაბისკირია, ბესო ბახია) საეთერო რომ გახდა, სტუდია "ერადან" (ზურაბ ბაზლიძე) მანდელას სინის ცოცხალს გაუძღვრა გიორგი ჭინჭარაული, ავსტრალია - ზელანდიის "საუკუნის ტესტიდან" კი მას შეუწყვილდა ზაალ გიგინეიშვილი. VII არხმა აფრიკული "სუპერ სპორტით" მანამდეც აყურებინა სამ უბანს ზე 12-ის ბარაქიანი ულაფა, ერას წყალობით კი, 37 თვის განმავლობაში, რაგბის თემმა 132 თამაში იხილა და განათლდა!

რუმინელთა ვაჟკაცობა

ბოლო, მეხუთე რაუნდში რუმინეთს თუ ეროვნულზე ვძლევდით, ჩემპიონები ვხდებოდით, წაგების შემთხვევაში კი შეიძლება უმედლოდაც დავრჩენილიყავით, თუ პორტუგალია ჰოლანდიაში მოიგებდა. ეს ყველაფერი თბილისში კარპატელთა და ფირა აერ-ის შეფთა ჩამოსვლის შემდეგღა გაცხადდა, თორემ მანამდე რომ არავის ენახა ბუნებაში არც-არსებული, "ერთა თასის" ნაბეჭდი დებულება, იმაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლებოდა, თუ ქულათა ტოლობის დროს როგორ განაწილდებოდა ადგილები.

ვიცე-პრეზიდენტმა ქასაშვილმა რჩევა პარიზის ოფისს რომ ჰკითხა, მიუგეს, რაკი თქვენი შეჯიბრიც "ექვსი ერია", ამიტომ გადამწყვეტი გატანილ-გაშვებულის სხვაობა იქნებაო. ამით ბოლო მატჩს აზრი ეკარგებოდა, რაღაი პირველობისთვის რუმინეთი მინიმუმ 23 ქულით უნდა გვეძლია. ჰოდა, "რეზონანსში" იშვა იდეა, ბიჭებს რომ სტიმული გაუჩნდეთ, ინგლისი - შოტლანდიის საცილო "კალკუტის თასისა" და ზელანდია - ავსტრალიური "ბლედისლოუს" დარად, დავაწესოთ ნიკიფორე ირბახის, ბესიკ გაბაშვილის ... ანთიმოზ ივერიელის თასიო (გაიმარჯვა ბოლო, ლევან კელაურაძის ვერსიამ!

იმხანად საქმე მაქამდე არც მისულა, რაკი რუმინეთმა ვაჟკაცურად თქვა, ფირა-ს ტრადიციით, ქულათა ტოლობისას გადამწყვეტი პირადი რკენის შედეგიაო. სტუმრებს კვერი დაუკრეს მსაჯებმაც, ის კი მატჩამდეც საიდუმლოდ დარჩა, "ერთა თასი" საგნად არსებობდა თუ არა. მერე იყო და თამაშის წინა დღეს, 1 აპრილს, "რეზონანსში" რომ დაიბეჭდა ჯამბულ პაპაჩლიშვილის ვრცელი სტატია "ერთა თასი ჩვენია", მედია-ოინებს უჩვევმა ლიანგმა ისევ დაიჯერა გაზეთში წაკითხული და რეკვით აიკლო კავშირი.

ამოიგმინა და გადაგორდა

წერილის თანახმად, ეროვნულზე რაგბის ნაცვლად გაიმართებოდა ლხინი და კონცერტი, რაკი რუმინეთს შემოეთვალა, სააღდგომოდ ისე ვიმარხულეთ და დავძაბუნდით, რომ თანამედროვე რაგბის თამაშის ძალა ვეღარ მოგვდევსო. მეტოქე დამსახურებულ ჩემპიონობას გვილოცავდა, მონათხრობს კი ამაგრებდა კარპატეთიდან მოსული, ლოგოიან-ხელმოწერიანი ფაქსის რეპროდუქცია და ჩვენი კაპიტნის მიერ რეპეტიციაზე თასის შემართვის ფოტოც, რაიც სინამდვილეში ოზი ჯონ ილზის მიერ მსოფლიო თასის აწევისა იყო!

თამაშის კვირაში შალვა რამიშვილმა "რადიო 105"-ში ისეთი არტი გაუშვა, რომ "მისი მომსმენი უმალ ხმალს იძრობდი და დიდუბის სტადიონს მომდგარ ჩაჩნებს აოტნიდი". მოგროვდა რაგბისთვის უმაგალითოდ ხალხმრავალი აუდიტორია, პლუს მთელი პოლიტიკური ელიტა, მინუს ქვეყნის პრეზიდენტი. ბილეთის ფასად მერიამ მაინც დააწესა ერთი კინკილა ლარი, ბრძოლა კი თუმც სამი ქულით წავაგეთ და თასს ვერ შევწვდით, "ქართული რაგბის ქველი იმიჯი მაინც შეუბღალავი დარჩა"

ნებით ავიღეთ ხელი ჩვენს თულფზე - მორკინალებით მიძალებაზე, და ბეკებით ბურთაობასა და აბრაგანებში ავყევით მეტოქეს. ამის მიუხედავად, თავიდან ორჯერ დავწინაურდით, გარდატეხა კი მაშინ მოხდა, ანდღულაძე მიხაი ვიორეანუს მისსავე ლელოში, ბურთის ალალზე დაჭერის შემდეგ რომ დაეჯახა, რაზეც სტუმარმა ამოიგმინა და თეატრალურად გადაგორდა მძლეოსნობის სექტორში. ფრანგმა რეფმა ნონო ათი წუთით გაგვიგდო, რუმინეთმა კი დაბარებულივით გაგვიშალა ბურთაობა და ორი გარდასახული ლელო მოინაგრა.

წამატებულ დროშიღა

მესიე კლოდი რომ ვერ ერკვეოდა თამაშის ახალ, ჩახლართულ წესებში, თითქო ბურჯი შეყავდა შერკინების უსაფრთხოებისთვის, მოედნიდან ფლანკერი გამოიხმო და ბეკი შეუშვა. რომ ამოიწურა სინბინი, ფლანკერმა ნონოსთან ერთად მოინდომა მოედანზე დაბრუნება, და კიდის მსაჯის წინააღმდეგობას რომ გადააწყდა, ქალაქურად მოიშორა აბეზარი. მალე თავი გაუტყდა სტუმართა ჰავბეკ პეტრე მიტუს და დროებით გავიდა. ჰოდა, ჯიმშელაძემ და ქავთარაშვილმა ჩვენი ნახევრიდან გაინავარდეს და ჩამორჩენა შვიდამდე შეამცირეს.

სორელმა დროული შეცვლებით გაამწვავა თამაში. იძალეს ჩვენმა მორკინალებმაც. საათის თავზე კარში ორჯერ არ დავარტყით ჯარიმა და რუმინელთა ლელოს ვუწიეთ, მაგრამ ანგარიში მაინც ვერ გავათანაბრეთ: ორჯერვე შეგვემთხვა თერნოვერი - ფრანგმა რეფმა შერკინება სახელოვან სტუმრებს უბოძა, ჩვენი დერეფნის წაგების შემდეგ კი უკანა ხაზიც მარჯვედ გამოიჭირა ოფსაიდზე. თავ-შეხვეულმა მიტუმ ფორა ისევ ათს უსწორა, მანამდე და მერე კი ბევრჯერ გადაგვიკიდა ზურგში და შრომა ისევე გაგვიქარწყლა, როგორც ამას საბჭოთა ხანაში მირონოვი გვიშვრებოდა.

წამატებულ დროში გავლაღდით - ბარემ ათმა ბორჯღალოსანმა ბურთაობით გადასერა მთელი მოედანი. ჩვენზე უფრო დაღვინებულმა და უკეთესი ბეკების მყოლმა რუმინეთმა ფირა-ს მიერ დაწესებული იაფი თასი ჩაიბარა და გაიხარა. მაყურებელმა ტაში არც თავის გუნდს დაამადლა და აღარც ჩემპიონებს, მატჩზე შეფად მოვლინებულმა რობერ ანტონენმა კი ბრძანა, გადამწყვეტი რკენის ფრიადი დონე და ამოტოლა პუბლიკაც მძლავრი არგუმენტებია საიმისოდ, რომ ირბ-ს გაისად უფრო მსუყე გრანტი გამოვთხოვოთო.

მენეჯერად აკურთხეს

ანტონენი ოქტომბრის ბოლოსაც გვეწვია და გია ჭუმბურიძე აღმოსავლეთ ევროპაში (საქართველო რუსეთი უკრაინა ბულგარეთი ისრაელი სომხეთი) რაგბის გავრცელება-განვითარებას მენეჯერად აკურთხა. ჰოლანდია შინ აგებდა პორტუგალიასთან და ვარდებოდა, მაგრამ წამატებულ დროში ლელო გაიტანა და გარდასახა, რითაც თავად მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩვენ ბრინჯაო გვარგუნა.

22-24 ივნისს იერუსალიმში მოეწყო ფირა აერ-ის ყრილობა და გადაწყდა, რომ პორტუგალიის ჩამოქვეითების მაგივრად აფრიკაში გადავიდოდა მაროკო, მეორე ჯგუფის - "ერთა სინის" ჩემპიონი რუსეთი კი თასს მეექვსე მონაწილედ დაემატებოდა.

მაშინვე შემუშავდა 2003 წლის მსოფლიო თასის ევროპულ შესარჩევთა სისტემა, მაგრამ ირბ-მა პრეზენტაცია ხან სიდნეის ოლიმპიადის გახსნას დაამთხვია და ხანაც ბრიტანეთის გასამართ სადგურებში ბენზინი გამოილია. კავშირებს დამტკიცებული საბუთები საშობაოდღა მიუვიდათ. არადა, პირველი შესარჩევი მატჩი ჯერ კიდევ სექტემბერში გაიმართა!

ჟაკი გამოეცხადათ

ჭაბუკთა ნაკრებს 16-გუნდა ელიტაში დაბრუნება დაესახა მიზნად, რისთვისაც სტარტზე ზედიზედ სამჯერ უნდა მოეგო, მაგრამ ტონგა გვექცა ბედისწერად - მეორე რაუნდში ორი მორკინალი გაგვიძევეს და ტურნირის ბოლომდე მისცეს დისკვალიფიკაცია.

შეჯიბრი მართლაც სამი გამარჯვებით დავასრულეთ და მეორე დონეზე მეხუთე ადგილზე გავედით, ვოიაჟის ჰაილაითად კი იქცა უეცარი გამოცხადება 73 წლის ჟაკ ასპეკიანისა, ვინც მენეჯერმა მიხეილ რობიტაშვილმა, ზრდილობა მოითხოვდა და საქართველოში დაპატიჟა, ქრის თაუმ კი ირბ-ის ჟურნალ "ოვალ ველდში" ჩვენი რაგბის მამამთავრად გააცნო მსოფლიოს და ეგ სტატია, სათანადო წიაღ-სვლებით, "ასპარეზმა" გადმოაქართულა.

ჰაიდელბერგში ისევ გვასახელა შვიდკაცამ: ფინალი დამატებით დროშიღა წააგო უელსთან და ქართული სპორტის ისტორიაში შეიქნა მობურთალთა პირველი გუნდი, ვინც გავიდა მსოფლიო თასზე, რომელიც ნაახალწლევს, არგენტინაში დაენიშნათ. ქასაშვილის მარიფათით ბიჭებმა წინა მსოფლიო სერიის ბოლო და შემდეგის ორ საწყის ტურნირშიც იჩაუქეს, მაგრამ ყველგან უქულოდ დაშვრნენ, ჩვენი ზაზა კი ფირა აერ-ში შვიდკაცის კომისიის თავკაცად აირჩიეს, რაც მერე და მერე ევროპის სერიის დაარსებით დაგვირგვინდა.

აჭარული აღორძინება

გაცხოველებული კალენდრით მოტანილი ახალი ტრადიციით, რაგბის თემმა საშინაო ასპარეზს მას შემდეგღა მოხედა, რაც კაცთა და ჭაბუკთა ნაკრებებმა საერთაშორისო პროგრამა მოილიეს. ქვეყნის პირველობა გაგანია მაისში გაჩაღდა, მანამდე კი, ილია წულუკიძის ძალისხმევით, ბათუმში მოეწყო აქამდეც ერთადერთი, საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რითაც სწორად მიიმართა აჭარელთა ამბიცია:

დათვები 1998 წელს საპრიზო ფონდის დაწესებით ფინალის შინ გადატანას ეცადნენ, 1999 წელს კი, თავიანთივე ხარჯით, თვით "ბორჯღალოსნები" გამოიწვიეს, ესაო და მოედანზე დაგვიმტკიცეთ, რომ მართლა ჩვენზე მაგრები ხართ და ნაკრებში თამაში გეკუთვნითო.

ბათუმის ტურნირს, დიდი პოლიტიკიდან გამომდინარე, "აღორძინება" ერქვა. შეჯიბრი სასწაულად იყო ორგანიზებული: ექვს დღედ განაწილებული ოთხი მატჩის გარდა, დაიგეგმა უამრავი ვიზიტი და წვეულება; დაიბეჭდა აფიშა და ფერადი ბუკლეტი; და დღევანდელი გადასახედიდანაც უნიკალური, ფერადი ოქმები კომპუტერით შეივსო!

ორ მასპინძელს - "დათვებსა" და "ყოჩებს" ორი სტუმარი - რუსეთის "ენისეი" და რუმინეთის "გრივიცა" უნდა შეჯიბრებოდა, მაგრამ "პერესტროიკის" წლებში აქ ორგზის ნამყოფი კარპატელები რომ აღარ ჩამოვიდნენ, მარაქაში გაერია თბილისის "ლოკომოტივი", ვინც ვითომ-პატრონმა რკინიგზამ ბათუმამდე ცალკე ვაგონით ამგზავრა!

ერთადერთი ხელფასიანი

ქართული კლუბები უვარჯიშებლები იყვნენ. ამას დაერთო ავდარი. რუსეთის ახალმა ჩემპიონმა თბილისის ორივე გუნდი ძლია და პირველი პრიზი, 1 500 დოლარი ციმბირში წაიღო. სახსარი გაუჩნდა გაჭირვებულ "ლოკომოტივსაც" - ნაშოვნი 1 000 დოლარით დაფარა ის სამონაწილეო შესატანი, რომელსაც მანამდე "პრინციპულად არ იხდიდა, ესაო და კავშირი არ გვეხმარება; ჩვენს გაზრდილ ბიჭებს საფრანგეთში აწყობს, ხოლო წილს არ გვაძლევსო"

მასობრივი ემიგრაციის გამო ჩემპიონატი დაკნინდა. "ზორდა" რომ დაიშალა, "უმაღლესში" ხუთი გუნდიღა დარჩა. მათგან ერთადერთი იყო ჯამაგირიანი - ბათუმი, მაგრამ უწინდელი გზნება ხომ აკლდა და რაუნდ-გამოშვებით თბილისში მატარებლით ჩამოსვლაც მოყირჭებოდა. თამაშები მეტწილად იმართებოდა ვარკეთილის მეურნეობაში, სადაც მათ საცქერლად თავ-გამოდებული ქომაგებიღა დადიოდნენ, და ეს იავარ-ქმნილი ბაზა "თან კავშირის იყო და თანაც არა"

საშეჯიბრო კომიტეტის ახალმა, ნოვატორმა უფროსმა, ნუგზარ მალაღურაძემ დიდი გეგმები დასახა - ჩემპიონატის გარდა, უნდა აეღორძინებინა მივიწყებული თასი, გაემართა სერიად შეკრული, ოთხი საკლუბო შვიდკაცა და გარდამავალი სინიც გაეცოცხლებინა. ამაზე "ამიერიდან დაიშვებოდნენ იმერის გუნდებიც, რომლებსაც უწინ იმიტომ არ ათამაშებდნენ, რომ წაგებულ თასთა დაბრუნება არ ჩვეოდათ", მაგრამ წელი ისე გაილია, რომ კლუბებმა ეგრეც ვერ გამოყვეს სინის თითო გუშაგი.

გასტროლიორები

ქულათა ნიხრი ზე 12-ული იყო, ოღონდაც პრემია მხოლოდ მეოთხე ლელოს გატანაზე გერგებოდა და არა ღირსეულად წაგებისთვის, რათა გუნდები მეგობრულად არ მორიგებულიყვნენ. 1450 ლარ სამონაწილეო შესატანს ემატებოდა სალიცენზიო მოსაკრები - თითო მორაგბეზე თუმანი. რაუნდში უმაღლესის ორად-ორი თამაში რომ იყო, რაგბი თავიდან იმართებოდა მხოლოდ კვირას, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს იმდენი იწვიმა, რომ შეჯიბრება ათი დღით შეწყდა.

თავიდანვე დაწინაურდა ლოკომოტივი, ვინც სეზონში ექვს შეყრაზე ხუთჯერ (!) ძლია ბათუმი და რვა წლის წინდელის დარად (როცა ვესტა ერქვა) დუბლი შეასრულა - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც! ყოჩები ჯეელი გუნდით რაგბობდნენ. მათ ფინიშზეღა აიმატეს ბებრები და საწურთნელი შეკრებაც გამართეს. ფეხი მოიკიდა გასტროლიორობამაც: საფრანგეთში გადასულები ზაფხულის არდადეგებზე ემატებოდნენ მშობლიურ გუნდებს, ბათუმის ტურნირის შემდეგ გაჩენილი რუსული ლეგიონი კი გვიან შემოდგომაზე შინ მობრუნდა და ფინალებს ეშხი შემატა.

მონაწილეთა სიმცირისა და ცხრილის სიცხადის გამო ეგრე მოხდა, რომ ჩემპიონატისა და თასის ნახევარფინალებში გუნდები ერთნაირად შეწყვილდნენ. თასის ორ-ორ შებმაში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, პირველობაზე კი ერთ სენსაციას კინაღამ მეორეც მოყვა: ნავარჯიშებმა ყოჩებმა სტუმრად რომ შეიწირეს დათვები, ირაკლი აბუსერიძის შემატებით გაყოჩაღებულმა ჯარმაც ოქროყანაში 17:0 გაუსწრო ლოკომოტივს, ვისაც ლიდერები მარქაფაში დაესვა.

ბზის თასი

რკინიგზელებმა დიდი ბრძოლითღა შემოაბრუნეს თამაში, ხოლო ასკ მაშინ წახდა, 17:12-ზე კახა უჩავას გასატანი ჯარიმა რომ გაუცუდდა. ჯარს მაინც ერგო ბრინჯაო, რაკი აღარ ერაგბა ბათუმი, ვინც მანამდე, თასის ფინალში მაგრად ებურთავა ლოკომოტივს. მატჩი ავლაბარში ოთხშაბათს, დღის სამზე, მზიან დარში დაიწყო. დათვები ერთადერთხელ მესამე მეოთხედში, კახა მაჩიტიძის შორი არეკნით დაწინაურდნენ, "კრასნი იარიდან" რუსეთის ჩემპიონად მობრუნებულმა ბობა კვინიხიძემ კი ათი ცდით ექვსი გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის ფინალისთვის კავშირმა პაატა ნარიმანაშვილსა და დავით ტაბატაძეს სამი ათას ლარად შეფასებული თასი დაამზადებინა 50 წლის ბზის ხისგან, რომელიც სენაკელმა სანიკიძეებმა თავიანთი ვაჟის, ლევანის სახსოვრად უძღვნეს რაგბის თემს. ჯილდოს გვირგვინად დაედგა ბრინჯაოს ბორჯღალი და წესადაც დადგინდა, რომ მფლობელს "ბზის თასი" კავშირისთვის გაისად, ნათლიღებაზე დაებრუნებინა, მაგრამ ვაგლახ, რომ ფინალში დაირღვა უმთავრესი - დებულებაში ჩაწერილი მუხლი, თუ ფრეზე როგორ უნდა გამოვლენილიყო ჩემპიონი.

ქურდობაძის ბუკლეტის თანახმად, უნდა დანიშნულიყო ორი დამატებითი ათი წუთი და თუ 100 წუთის შემდეგაც ფრე იქნებოდა, ფინალი უნდა გადათამაშებულიყო, მაგრამ კავშირმა გაჭირვებითღა რომ გაახერხა ეროვნული სტადიონი, ჩემპიონის გამოვლენა ყოველ მიზეზ-გარეშე ერთ დღეში მოინდომა.

მალაღურაძე სამშაბათს დანიშნულ ფინალს ოჯახური მიზეზით ვერ დაესწრო, კავშირის აქტივმა კი თამაშამდე რჩევა ჰკითხა სტადიონზე მაყურებლადღა მისულ ექსპერტს და გადაწყვიტა, რომ დამატებითი დროის ფრედ დამთავრების შემთხვევაში გატანილი ლელოები შეედარებინა და თუ გამარჯვებული ამითაც ვერ გაირკვეოდა, მაშინ ორივე ფინალისტი თანა-ჩემპიონად გამოეცხადებინა.

სწორად ვერ გაუგიათ

მატჩამდე კავშირმა კაპიტნები - კახა ალანია და ირაკლი გიორხელიძე მედიას წარუდგინა, თასზე ხელი შეავლებინა და ფოტოც გადაუღო, მაგრამ ჩემპიონის გამოვლენის წესი იქვე არ უთქვამს. ამის მაგივრად უფროსობა ცალ-ცალკე (!) ეახლა ორივე გუნდს და თაი-ბრეიქის პროცედურა გასახდელში განუმარტა. ლოკომოტივის დაბრძენებულმა გურუმ, თემურ ბენდიაშვილმა დესპანებს ბიჭები დაალაპარაკა, ყოჩებმა კი, როგორც ნაფინალევს გაირკვა, მთლად სწორად ვერ გაიგეს ნათქვამი.

გაჩაღდა სასწაული, ფინალის საკადრისი რაგბი. ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვემ, გიო ბუგიანიშვილმა დუბლი შეასრულა: გიორგი ასათიანმა რომ გაჭრა ხაზი და მერაბ ბესელიამ ფეხით დაუგორა, ბურთს ლელოში მიუსწრო, მეორედ კი ფრთაზე ეშხიანი ფინტით გაძვრა. ამას სეზონის საუკეთესო მექულემ, ყოჩმა კახა კობახიძემ 42 მეტრიდან კოხტა არეკნი მოაყოლა, რკინიგზელთა მესამე ლელო კი დათო სორდიამ შეიტანა ახლოდან გათამაშებული ჯარიმის შემდეგ.

ყოჩებმა მეტოქეს ფორვარდებით აჯობეს. ზედიზედ ხუთი ჯარიმის შემდეგ რკინიგზელთა დაცვა ფრთაზე გაირღვა. ძირითადი დროის ბოლო წუთებზე ჯერ კვინიხიძემ შეაგდო ჯარიმა, მერე კობახიძემ. კახამ დამატებით დროში ყოჩები დააწინაურა, მერე ბობამ გააფრევა, ბოლოს კი კახას არეკნი გაუცუდდა. რომ გაისმა მატჩის დასრულების მაუწყებელი სასტვენი, ორივე გუნდმა გაიხარა, მაგრამ ყოჩები მალე მიხვდნენ შეცდომას. შემდეგ კვირაში მათ კავშირში პროტესტი წარადგინეს და თანა-ჩემპიონობა ან გადათამაშება მოითხოვეს, მაგრამ მაქედან არა გამოვიდა რა.

<<<     2000

>>>     "ექვსი ერის" წინა მოთელვა

26/01

იტალია 51:7 საქართველო

6ლ: მარტინი დომინგესი 2, მოსკარდი, ჯოვანელი პერსიკო; 6გ 3ჯ: დომინგესი - ლ: აბაშიძე; გ: ურჯუკაშვილი

რეფ ფაჩოლი (იტა; ლივორნო (1 500)

ჯერ ჩვენი! 0:7(5) 0:10(14) 0:13(28) 0:16(36) /
0:23(43) 0:30(46) 7:30(51) 7:37(55) სბ(65) 7:44(68) 7:51(75)

საქ: ურჯუკაშვილი ხეხელაშვილი ხამაშურიძე ანდღულაძე (ზიბზიბაძე 41) ქავთარაშვილი (აბაშიძე 41) <10-9> შ.მოდებაძე (იურინი 46) აბუსერიძე / ესაკია (ნიკოლაენკო 64) გიორგაძე შველიძე (რატიანიძე 64) ზედგინიძე პარწიკანაშვილი (ჯინჭარაძე 75) ბოლღაშვილი სბ 65 (ს.მჭედლიშვილი 75) ლაბაძე კაპ, კ.კობახიძე ^ მწ) კლოდ სორელი

>>>     ევროპის "ერთა თასი" (უმცროსი ექვსი ერი)

  6/02

პორტუგალია 30:32 საქართველო

9ჯ ა: ტეშეირა - 4ლ: ცაბაძე (1 4) ხეხელაშვილი გიორგაძე; 3გ 2ჯ: ურჯუკაშვილი

რეფ პელაპრა (სფრ; ლისაბონი, უნივერსიტეტი

ჯერ ჩვენი! 0:3 3:3 6:3 6:6 6:9 6:12 /
13:12 20:12 27:12(55) 27:15 27:18 27:21 27:24 27:27 27:30 32:30(77)

საქ: ურჯუკაშვილი (აბაშიძე) ხეხელაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე (ანდღულაძე) ხამაშურიძე <10-9> ჯიმშელაძე (შ.მოდებაძე) აბუსერიძე / შველიძე გიორგაძე ცაბაძე; ნადირაძე პარწიკანაშვილი (ბოლღაშვილი) ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი კაპ, ზედგინიძე ^ მრქ) ქავთარაშვილი / ესაკია ნიკოლაენკო

  ესპანეთი 33:8 ჰოლანდია

 

მაროკო

18:10

რუმინეთი

20/02

საქართველო 20:10 მაროკო

2ლ: კაცაძე გიორგაძე; 2გ 2ჯ: ურჯუკაშვილი - 2ლ: ჰამდინი უფრიში

რეფ მატე (სფრ; სან გოდანი (სფრ * 500)

0:5(13) 3:5(28) / 10:5(41) 10:10(60) 13:10(65) 20:10(74)

საქ: აბაშიძე ხეხელაშვილი ზიბზიბაძე ანდღულაძე ურჯუკაშვილი <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / ესაკია (ნიკოლაენკო) გიორგაძე ცაბაძე (ჯინჭარაძე) პარწიკანაშვილი ნადირაძე; კაცაძე (მაგრაქველიძე) ზ.მჭედლიშვილი კაპ, ზედგინიძე ^ მრქ) იურინი ბუგიანიშვილი ჯანელიძე / დიდებულიძე

  პორტუგალია 21:19 ესპანეთი

 

ჰოლანდია

10:39

რუმინეთი

  4/03

ესპანეთი 36:32 საქართველო

5ლ: ფრეჩილია (1 4) ასტარლოა ბენიტო ს.სოუტო; 4გ ჯ: მარტინესი - 5ლ: ცაბაძე (1 3) აბაშიძე ლაბაძე მჭედლიშვილი; 2გ: ურჯუკაშვილი იურინი; ჯ: ურჯუკაშვილი

რეფ ჯაკომელი (იტა; მადრიდი, უნივერსიტეტი

ჯერ ჩვენი! 7:0(4) 7:7(14) 7:10(24) 10:10(32) 15:10(38) 20:10(39) /
20:15(52) 25:15(55) 25:22(63) 25:29(68) 25:36(75
წბ) 32:36(80+2)

საქ: აბაშიძე ხამაშურიძე ზიბზიბაძე (ხეხელაშვილი 9, ვართანიანი 77) ანდღულაძე (იურინი 69) ურჯუკაშვილი (ბუგიანიშვილი 57) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / ესაკია შველიძე ცაბაძე წბ 75; ნადირაძე ზ.მჭედლიშვილი კაპ; კაცაძე (ნიკოლაენკო 75) ლაბაძე ზედგინიძე ^ მრქ) მაგრაქველიძე დიდებულიძე

  5/03 რუმინეთი 33:3 პორტუგალია

 

მაროკო

44:15

ჰოლანდია

19/03

საქართველო 41:6 ჰოლანდია

7ლ: აბუსერიძე გიორგაძე ლაბაძე ზედგინიძე ჯიმშელაძე ქავთარაშვილი (6 7) 3გ: იურინი ჯიმშელაძე 2 - 2ჯ: ჰენი

რეფ დეფალკო (იტა; ეროვნული (20 ათასი)

5:0(2) 10:0(24) 10:3(28) /
17:3(43) 17:6(45) 24:6(60) 31:6(65) 36:6(71) 41:6(80)

საქ: იურინი (ხეხელაშვილი 49) ხამაშურიძე ანდღულაძე (ბუგიანიშვილი 49) კაცაძე ქავთარაშვილი <10-9> ჯიმშელაძე (ბარამიძე 78) აბუსერიძე / ესაკია (ნიკოლაენკო 59) გიორგაძე შველიძე; ნადირაძე (დიდებულიძე 59) ზ.მჭედლიშვილი კაპ; ვართანიანი (ბოლღაშვილი 69) ლაბაძე ზედგინიძე ^ მრქ) ი.მოდებაძე

  რუმინეთი 25:6 ესპანეთი

 

პორტუგალია

9:3

მაროკო

  2/04

საქართველო 20:23 რუმინეთი

2ლ: ქავთარაშვილი ნადირაძე; 2გ 2ჯ: ჯიმშელაძე - 2ლ: სირბუ ბრეზოიანუ; 2გ 2ჯ: მიტუ; ა: ტოფანი

რეფ პრიუვო (სფრ; ეროვნული (35 ათასი)

3:0(3) 3:3(5ა) 6:3(9) 6:6(20) სბ(37) 6:13(40+3) /
6:20(47) 13:20(53) 13:23(68) სბ(72) 20:23(80+2)

საქ: ხეხელაშვილი (იურინი 54) ხამაშურიძე ანდღულაძე სბ 37, კაცაძე ქავთარაშვილი <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (ჯანელიძე 54) / შველიძე გიორგაძე ცაბაძე სბ 72; ნადირაძე ზ.მჭედლიშვილი კაპ; ვართანიანი (ბუგიანიშვილი 37-46, ნიკოლაენკო 72) ლაბაძე (ბოლღაშვილი 56) ზედგინიძე ^ მრქ) მთიულიშვილი ზ.ლეჟავა

  ესპანეთი 15:19 მაროკო

 

ჰოლანდია

13:11

პორტუგალია

აერ ერთა თასი

მ-წ

გატ:გაშ

რუმინეთი

4-0 120:39

ესპანეთი

2-2 94:86

საქართველო

2-2 125:95

ჰოლანდია

1-3 37:124

პორტუგალია

1-3 65:97

უმცროსი 6 ერი

მ-წ

გატ:გაშ

რუმინეთი

4-1 130:57

საქართველო

3-2 145:105

მაროკო

3-2 94:69

ესპანეთი

2-3 109:105

პორტუგალია

2-3 74:100

ჰოლანდია

1-4 52:168

>>>     ირბ ფირა აერ-ის ჭაბუკთა
XXXII (1981-82 დაბ) მსოფლიო პირველობა

13-23/04    საფრანგეთი

მეორე ჯგუფი * ფრანშ-კონტე (ბეზანსონი)

საქართველო -

ლიტვა 20:9 (13/04 მიჟენესი * Iტ 0:9 * ლ: საყვარელიძე; 5ჯ: მხეიძე)

ტონგა 6:23 (16/04 სონი * Iტ 0:10 * 2ჯ: მხეიძე წბ ვალიშვილი გუნდიშვილი)

ჩეხეთი 24:11 (19/04 ისტილი * Iტ 16:3 * 2ლ: სანაძე მხეიძე; გ 4ჯ: მხეიძე)

პარაგვაი 11:10 (22/04 * Iტ 8:3 * ლ: ავლოხაშვილი; 2ჯ: მხეიძე)

^ დავიკავეთ მეხუთე ადგილი და საგაისოდ ელიტაში ვერ ავედით

საქართველო (მუდმივი ნომრებით)

15 დავით მხეიძე (ლოკ, 14 ზვიად კობერიძე (ყოჩ; 21 ლექსო გუგავა (ლოკ, 13 ირაკლი მაჩხანელი (აკდ, 12 ირაკლი გიორგაძე (აია, 11 შახინ აივაზოვი (ლელ, 20 გიორგი გალოგრე (აკდ; 18 ლადო ავლოხაშვილი (ლელ; 9 გიორგი კაჭარავა (ყოჩ, 10 ნიკა ჩიტალაძე (აკდ, 22 ჯაბა კიზირია (აკდ /

1 აკაკი სანაძე (უნი, 2 ლევან ღვაბერიძე (ლელ, 3 ავთო კოპალიანი (აია, 16 ვახო შენგელია (ასკ, 17 დათო ხინჩაგიშვილი (ლოკ; 5 ზაზა ვალიშვილი (ასკ, 23 ლევან ზესაშვილი (უნი, 25 გიორგი წიკლაური (უნი, 4 დიმიტრი პავლოვი (ლელ; 6 გიორგი ტრაპაიძე (ყოჩ, 7 ირაკლი გუნდიშვილი (უნი, 8 შოთა საყვარელიძე (აია, 24 შალვა პაპაშვილი (აკდ, 26 გიორგი ჩხაიძე (ლელ ^ 19 დათო კილასონია უმცროსი (უნი)

მწ) დავით კილასონია, ლევან მგელაძე; მნჯ) მიხეილ რობიტაშვილი

პირველი ჯგუფი * დიჟონი (ბურგონი)

1#საფრანგეთი 14:0 2#ავსტრალია, 3#ზელანდია ... 14#რუმინეთი / 15#ესპანეთი, 16#კანადა - 17#სამოა, 18#კორეა / 19#რუსეთი 21:15 20#ტონგა, 21#საქართველო ... 32# მადაგასკარი

>>>     შვიდკაცის I მსოფლიო სერია (1999/2000)

27-28/05    შარლეტი (პარიზი) X ეტაპი

საქართველო - პულ) სამოა 14:31, აფრიკა 0:45, ინგლისი 19:31; ფიალა) ბარბაროსები (საფრანგეთი) 14:24 ^ გავიყავით მე-13 ადგილი

თასი) ზელანდია 69:10 აფრიკა
სინი) ფიჯი 45:7 საფრანგეთი
ფიალა) სამოა 37:5 მაროკო

საქ: ვასილ აბაშიძე, რატი ურუშაძე, დავით ცხვედიანი, გიო ბუგიანიშვილი, მახო ურჯუკაშვილი, ბადრი ხეხელაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე, არჩილ ქავთარაშვილი, დავით ბოლღაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ვასილ კაცაძე ^ მწ) კლოდ სორელი; მნჯ ზაზა ლეჟავა; ექმ) ჟან-ლუი სოლომონი

ქულა (10 ეტაპი: ზელანდია 186; ფიჯი 180; ავსტრალია 118; სამოა 74; აფრიკა 72; კანადა 52; არგენტინა 44; საფრანგეთი 42; ინგლისი 22; საქართველო ტონგა 12; ხორვატია 9; იაპონია პაპუასეთი ურუგვაი 8; ჰონკონგი იტალია 6; მაროკო 4; ირლანდია 3; შოტლანდია ესპანეთი 2; შტატები და კიდევ 18 ქვეყანა - ნული!

>>>     შვიდკაცის 2001 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

10-11/06    ჰაიდელბერგი (გერმანია) 16 გუნდი

საქართველო - პულ1) ჰოლანდია 29:0, უნგრეთი 50:0, იუგოსლავია 57:0; პულ2) შვეიცარია 27:0, ჰოლანდია 45:7, პოლონეთი 52:5; პლოფ) ირლანდია 21:0, უელსი 33:38 დდ

^ დავიკავეთ მეორე ადგილი და გავედით მსოფლიო თასზე

საქ: ბესიკ ხამაშურიძე, დათო ცხვედიანი, ვასილ კაცაძე, გია ლაბაძე, გიო ბუგიანიშვილი, აჩიკო ქავთარაშვილი, ვასილ აბაშიძე, პალიკო ჯიმშელაძე, ბადრი ხეხელაშვილი, მახო ურჯუკაშვილი ^ მწ) სორელი, მალხაზ ჭეიშვილი, ტიერი რუდილი; მნჯ) ლეჟავა; ექმ) სოლომონი

24-გუნდა ფინალი: 26-28/01 2001    მარ-დელ-პლატა (არგენტინა)

>>>     "წმინდა მიწის" III შვიდკაცა

/09    იერუსალიმი

ფინალი    საქართველო 21:14 შტატები

>>>     შვიდკაცის II მსოფლიო სერია (2000/01)

18-19/11    დურბანი (აფრიკა) I ეტაპი

საქართველო - პულ) აფრიკა 0:22, სამოა 0:29, მაროკო 5:0; ფიალა) ინგლისი 10:7, პორტუგალია 12:19 ^ გავიყავით მე-11 ადგილი

თასი) ზელანდია 34:5 ფიჯი
სინი) აფრიკა 22:12 სამოა
ფიალა) პორტუგალია 26:24 უელსი

23-24/11    დუბაი (არაბეთი)  II ეტაპი

საქართველო - პულ) ზელანდია 10:54, ინგლისი 12:31, არაბეთი 31:7; ფიალა) მაროკო 7:12 ^ გავიყავით მე-13 ადგილი

თასი) ზელანდია 38:12 ფიჯი
სინი) აფრიკა 14:12 არგენტინა
ფიალა) ირლანდია 27:19 მაროკო

საქართველო (დურბანი - დუბაი)  გიორგი ტრაპაიძე, ირაკლი მაჩხანელი, ოთარ ელოშვილი, ირაკლი აბუსერიძე, თედო ზიბზიბაძე, ირაკლი გიორგაძე, აბაშიძე, ჯიმშელაძე, ხამაშურიძე, კაცაძე, ხეხელაშვილი, ილია ზედგინიძე

>>>     "ბათუმი 2000 აღორძინება"

მთ.მსაჯი მიხეილ რობიტაშვილი, მდივანი პაატა ნარიმანაშვილი

<<    ნახევარფინალები

 3/05 დათვები 11:14 ლოკომოტივი

ლ: ხონელიძე; 2ა: ნ.ძაგნიძე - ლ: ალანია; 3ჯ: ალანია, ანდღულაძე 2 ^ რეფ რუდოლფ კუნძე (სფრ * Iტ 8:8

 4/05 ყოჩები 19:33 ენისეი კრასნოიარსკი

3ლ: ცხვედიანი 2, ხეხელაშვილი; 2გ: ტეფნაძე - 5ლ: გრაჩოვი 3, ჩერკაშინი ბონდარევი; გ: კარაბეინიკოვი; 2ჯ: კარაბეინიკოვი ბონდარევი ^ რეფ ლევან მგელაძე * Iტ 8:25

<<    ფინალები

 6/05 დათვები 19:17 ყოჩები

3ლ: ღლონტი გურეშიძე რეხვიაშვილი; 2ჯ: ე.ძაგნიძე - 3ლ: ხეხელაშვილი ურუშაძე ცხვედიანი; გ: ტყეშელაშვილი ^ რეფ ნოდარ რობიტაშვილი * Iტ 7:12

 7/05 ლოკომოტივი 3:18 ენისეი

ჯ: ძნელაძე სბ ალანია ჩაჩუა; წბ ა.კობახიძე - 3ლ: გრაჩოვი 2, სმირნოვი; ჯ: კოშელიოვი სბ კოშელიოვი ჩერკაშინი ^ რეფ კუნძე * Iტ 3:10

1#ენისეი 1500 დოლარი; 2# ლოკომოტივი 1000; 3#დათვები, 4#ყოჩები

>>>     საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

^ პრემია მეოთხე ლელოსათვის

14/05 დათვები^ 28:10 უნივერსიტ
  ასკ 18:19 ყოჩები

21/05

ასკ

15:21

დათვები

  ლოკომოტ^ 27:10 ყოჩები

28/05

დათვები

11:18

ლოკომოტ

  უნივერსიტ 18:19 ასკ

  4/06

ლოკომოტ

24:5

ასკ

  ყოჩები^ 34:14 უნივერსიტ

11/06

ყოჩები

14:17

დათვები

 

უნივერსიტ

5:17

ლოკომოტ

I წრე: 17 ლოკ; 13 დთვ; 9 ყოჩ; 4 ასკ; 0 უნი

18/06

ყოჩები

23:13

ასკ

  უნივერსიტ 9:29 დათვები^

25/06

დათვები^

X:0

ასკ

  2/07

ლოკომოტ

16:10

დათვები

  ასკ 25:10 უნივერსიტ

  9/07

ლოკომოტ^

29:18

ასკ

  უნივერსიტ 22:26 ყოჩები

15/07

დათვები^

26:13

ყოჩები

17/07

უნივერსიტ

12:24

ლოკომოტ

არდადეგებზე (* თამაშით ნაკლები:
30* ლოკ; 28 დთვ; 17* ყოჩ; 7 ასკ; 0 უნი

 

ლოკომოტ

24:12

ყოჩები

? 17/09

დათვები

19:10

უნივერსიტ

  ასკ 24:17 ყოჩები

?

ასკ

5:24

დათვები^

  ლოკომოტ^ 43:17 ყოჩები

?

დათვები^

27:5

ლოკომოტ

  უნივერსიტ 7:7 ასკ

?

ლოკომოტ^

50:26

ასკ^

  ყოჩები 21:19 უნივერსიტ

?

ყოჩები

23:22

დათვები

  უნივერსიტ 6:27 ლოკომოტ^

?

ყოჩები^

31:20

ასკ^

  უნივერსიტ 5:29 დათვები^ (5:25)

?

ლოკომოტ^

24:25

ყოჩები

  დათვები^ 52:7 ასკ

?

ლოკომოტ

16:14

დათვები

  ასკ 0:24 უნივერსიტ^ (0:22)
? 20/10 ლოკომოტ^ 31:23 ასკ

 

უნივერსიტ

23:7

ყოჩები

  დათვები^ X:0 ყოჩები
  უნივერსიტ 16:18 ლოკომოტ

ოთხი წრე

მ-წ*ფ$დ

^პ

გატ:გაშ

ლოკომოტივი 63 14-2 7 393:237
დათვები (ბთმ) 57 12-4 9 329:166
ყოჩები 33   8-8$1 2 292:336
ასკ 15   3-12*1$1 2 225:380

უნივერსიტეტი

11

  2-13*1

1

210:330

<<    ნახევარფინალები

15/11 დათვები 8:13 ყოჩები
  1/12 ლოკომოტ 19:17 ასკ

<<    ბრინჯაოს ფინალი

  7/12 დათვები 0:X ასკ

<<    "ბზის თასის" ფინალი

  5/12 ლოკომოტივი 28:28 ყოჩები

ლოკ: ასათიანი ბესელია ანდღულაძე (ძნელაძე) ალანია კაპ, ბუგიანიშვილი <10-9> კვინიხიძე სარიშვილი / მაჭუტაძე ხინჩაგიშვილი ჩადუნელი; სორდია (ბურდული) მოგელაძე (თოფურიძე) ა.კობახიძე (გიორგაძე) ვართანიანი უდესიანი - 3ლ: ბუგიანიშვილი (1 2) სორდია; 2გ 3ჯ: კვინიხიძე

ყოჩ: სპ.ლიპარტელიანი (ტრაპაიძე) იმნაძე ბარძიმიშვილი (საკანდელიძე) ჯანელიძე კ.მხეიძე <10-9> გ.კაჭარავა გიორხელიძე კაპ / კიკუაშვილი ჩიქავა ფირიაშვილი; ხურცილავა (გუშარაშვილი) ურუშაძე (გ.ხაბეიშვილი) ჭელიძე ცხვედიანი კ.კობახიძე სბ 24 - ლ: საკანდელიძე; გ ა: კობახიძე; 6ჯ: კობახიძე 5, ურუშაძე (2)

რეფ რობიტაშვილი * ეროვნული (2 ათასი)

0:3(15) 3:3(21) 10:3(23) სბ(24) 10:6(27) 10:9(40) /
15:9 15:12(ა) 22:12(50) 22:19 22:22 25:22 25:25(ბოლო)
^ დდ 25:28(84) 28:28(90) * ლ 3/1

<<    ქულა

142 კახა კობახიძე (ყოჩ; 87 დემირ ძნელაძე (ლოკ; 82 ირაკლი მოდებაძე (უნი; 66 კახა მაჩიტიძე (დთვ)

<<    ლელო

11 გიო ბუგიანიშვილი (ლოკ; 8 კობახიძე, გოჩა ხონელიძე (დთვ, მიშა სუჯაშვილი (ასკ; 7 გიორგი ასათიანი (ლოკ, გიორგი ჩუბინიძე (დთვ)

 პირველი ლიგა

(?) 10/05-8/06, 20/09-18/10

აია ქუთაისი - ლელ 21:15*ქ 20:12, ყოჩ 15:7 ^37:20*ქ, აკდ 16:5*ქ 21:16, ელმ ^28:8 ^X:0*ქ, დინ ^34:6 ^X:0*

ლელო ორბელი - ყოჩ 23:27 ^28:13, აკდ 16:16 23:10, ელმ 24:22 ^48:0, დინ ^47:3 ^99:7 

ყოჩები$2 - აკდ 10:17 7:5, ელმ ^42:12 ^24:22^, დინ ^64:10 ^50:17

აკადემია - ელმ ^X:0 ^81:12, დინ ^32:20 ^46:21

ელმავალი (ლოკ$2) - დინამო ^45:15 5:12

ორი წრე

მ-წ*ფ$დ

^

გატ:გაშ

აია ქუთაისი 45 10-0 5 192:  89
ლელო ორბელი 30   6-3*1 4 335:139

ყოჩები$2

28

  6-4

4

264:186

აკადემია 26   5-4*1 4 228:146
ელმავალი 4   1-9$2 2 126:274
დინამო 3   1-9$1 0 111:422

<<    გადასასვლელი

(?) 2,9/12

უნივერსიტეტი   34:17 * 24:12   ლელო ორბელი

<<    გაისად უმაღლესში

ლოკომოტივი ყოჩები ასკ დათვები უნივერსიტეტი აია

>>>     საქართველოს თასი

<<    მერვედ-ფინალები

დინამო   60:8 * 32:5 შევარდენი გორი
უნივერსიტ 31:16 * 45:21 აკადემია
აია X:0 ელმავალი
ყოჩები$2  26:24 * 26:20 ლელო ორბელი

<<    მეოთხედ-ფინალები

ასკ

83:14 * 95:10

დინამო 
ლოკომოტ

21:14 * 26:16

უნივერსიტ 
ყოჩები

43:7 * 22:6

აია
დათვები

38:18 * X:0

ყოჩები$2  

<<    ნახევარფინალები

 3/11 ყოჩები 8:26 დათვები
 5/11 ასკ 13:49 ლოკომოტ

 9/11

ლოკომოტ

50:14

ასკ

  დათვები 29:13 ყოჩები

<<    ფინალი

 22/11 ლოკომოტივი

32:28

დათვები

3ლ: ბუგიანიშვილი სარიშვილი ალანია; გ 5ჯ: კვინიხიძე სბ სორდია - 3ლ: გოგისვანიძე ჩუბინიძე ხონელიძე; 2გ 2ჯ ა: მაჩიტიძე სბ ?

რეფ რობიტაშვილი * ავლაბარი

3:0(9) 6:0(15) 11:0(26) 11:7(30) 16:7(39) /
16:12(42) 16:15(46) 16:18(53ა) 19:18(58) 26:18(65) 26:21(68) 29:21(71) 29:28(75) 32:28(78)

ლოკ: ასათიანი ბესელია ბუგიანიშვილი ალანია ძნელაძე <10-9> კვინიხიძე სარიშვილი / ჩადუნელი ხინჩაგიშვილი მაჭუტაძე; მოგელაძე ბურდული; სორდია უდესიანი კახიანი * ა.კობახიძე

>>>     ჭაბუკთა ლიგა და თასი

1983/84  ლელო (მწ ლევან მაისაშვილი) - აია

1985/86  უნივერსიტეტი (ბადრი ბოხუა) - აია

1987/88  ლელო

>>>     კაცთა კლუბები

ალეკო ქურდობაძის ბროშურათა მიხედვით
თამაში $ მონაგარი

<<    ლოკომოტივი

ბეკ) გიორგი ასათიანი 17$7ლ, ვასილ აბაშიძე, დემირ ძნელაძე 17$3ლ24გ8ჯ, ლექსო გუგავა 4$ლ, გიორგი ბუგიანიშვილი 12$11ლ, კახა ალანია 16$4ლ, ნონო ანდღულაძე 7$გ, ბობა კვინიხიძე 6$4ლ7გ7ჯ, ნუკრი სარიშვილი 15$2ლ, მიშა მათიაშვილი 10$4ლ, დათო ცხადაია 6$ლ, გიორგი ხინჩაგაშვილი 6, ფრიდონ უდესიანი 5, გიორგი სუთიაშვილი 4, გიორგი კოტრიკაძე 4$ლ, გუჯა იოვაძე 3$ლ7გ2ჯ, მერაბ ბესელია 3, ბესიკ ბერიძე 2, არჩილ ქავთარაშვილი 1$ლ, ჯუმბერ ჯანაშვილი 1, (?) ჯანაშია 1 /

ფორ) გოგა კერესელიძე 1, დათო ხინჩაგიშვილი, ლევან?ზურაბ ჯაველიძე 5$ლ, კაკო მაჭუტაძე 7, კახა ჭელიძე 5, ზურაბ მოგელაძე 15$3ლ, ლევან ბურდული 11, თამაზ ჩადუნელი 14$ლ, გიორგი კახიანი 14$5ლ, თამაზ სუჯაშვილი 6, ბესო უდესიანი 16$4ლ, არჩილ კობახიძე 1, გიორგი გიორგაძე 11$ლ, მიხეილ ჩაჩუა 6, დიმიტრი თოფურიძე 7, ზვიად ბერიაშვილი 12$4ლ, გიორგი ჯიბლაძე 9, დავით სორდია 9$2ლ, შოთა ცხომელიძე 8, ნოდარ მელაძე 6, თამაზ ხუადე 5, დავით მამაიაშვილი 3, იაგო გომიაშვილი 3, დათო ვართანიანი 3, გიორგი აფაქიძე 1, ირაკლი ვაშაყმაძე 1 ^ მაისურაძე $ლ

მწ) თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი; მნჯ) დათო შუბითიძე; ექმ) ბესო აბრამიშვილი

<<    ყოჩები

ბეკ) ბადრი ხეხელაშვილი, გუგა იმნაძე 14$ლ, ლევან პეტრიაშვილი 7$4ლ, სპირიდონ ლიპარტელიანი 8, კახა მხეიძე 14, სანდრო საკანდელიძე 4$ლ, გოჩა ბარძიმიშვილი 12$ლ, ბესო ტეფნაძე 5$5გ4ჯ, გოგა ხელაძე 9$ლ, ირაკლი გიორხელიძე 13$5ლ, შავლეგ ჯანელიძე 9$ლ, გიორგი კაჭარავა 12$ლ, გიორგი ტრაპაიძე 9, ნიკო იურინი 3$2გჯ, ზვიად კობერიძე 3, ლადო გრუდკო 1 /

ფორ) ნიკო ჭავჭავაძე, ზვიად კიკუაშვილი 16$ლ, სოსო ჭელიძე 1, ბაკურ ფირიაშვილი 13$3ლ, ირაკლი ჩიქავა 5, თენგიზ თედორაძე 16$2ლ, სოსო სულთანიშვილი 3, მამუკა ტყეშელაშვილი, დავით ცხვედიანი 10$3ლ, რატი ურუშაძე 5$ლ3გ7ჯ, კახა კობახიძე 13$8ლ12გ25ჯა, მირზა სოფრომაძე 4, სანდრო ჭელიძე 7, გიორგი ხაბეიშვილი 13, გელა ხურცილავა 13, ზურაბ ხოსრუაშვილი 12, მიხეილ ჩაკვეტაძე 9, ზურაბ გიგაური 8, ალექსი გუშარაშვილი 6$ლ, დავით ხაბეიშვილი 4, ნიკა მხეიძე 4, სანდრო ესაკია 2, დავით გოლიაძე 1, ლევან გოგშელიძე 2 ^ ურა შენგელია 2, გიორგი კახაძე 2$გ, ცაგურია 1, ბაქარ შარაშენიძე 1

მწ) მალხაზ ჭეიშვილი, ნიაზ მამრიკიშვილი; მნჯ) თემურ გაფრინდაშვილი, გუგა გეგენავა; პრეზ) ნონა გაფრინდაშვილი

<<    ასკ (ჯარი)

ბეკ) გიორგი ანთაძე, ხვიჩა მაღრაძე 11$ლჯ, დათო კიკნაძე 11, ავთო პავლიაშვილი 2, კახა კაპანაძე 16$ლა, თამაზ ზაქარიაძე 7$ლ, გელა ძამიაშვილი 7$გჯ, გია ამირხანაშვილი 2, ირაკლი სულთანიშვილი 4, დავით აბრამიშვილი 2$ლ, თედო ზიბზიბაძე, ირაკლი აბუსერიძე 9$6ლ, რატი გეგეშიძე 1, ბიძინა სამხარაძე 10, დენის პინჩუკოვი 8, კახა კოდუა 5, მახო ურჯუკაშვილი 2$გ2ჯ, ვასილ აბაშიძე 2$2ლა, ბადრი ხეხელაშვილი 2, გელა ხვიჩია 3 /

ფორ) მამუკა ცხადაძე 16, მიშა სუჯაშვილი 14$8ლ, ზვიად მაისურაძე 13$2ლ, შალვა ქავთარაძე 11, ვახო შენგელია 2, ზვიად მათიაშვილი 9$ლ, ზაზა ვალიშვილი 6, ბესიკ გაფრინდაშვილი 4$ლ, კახა უჩავა 13$ლ8გ8ჯ, ირაკლი მინაშვილი 6, ლევან ენუქიძე 3, ლაშა ლიქოკელი, გიორგი ორდენიძე$2, ალბერტ თათევოსიანი, მამუკა მაგრაქველიძე 6$2ლ, გიორგი ჭელიძე 9, გიორგი სვანიძე 15$2ლ, ზურაბ ქემაშვილი, დავით ბალანჩივაძე 15$ლ, ლევან დათუნაშვილი 5, რომან ანდრიასოვი 5$3გ ^ ლევან მგელაძე 3$ლ, ბესიკ სამსონიძე 3$ლ, რუბენ თევზაძე 2, გახოკიძე 2, გიორგი თხელიძე 1, რეზო გიგაური 1, ივანიშვილი 1, ალექსანდრე ჩაფოძე 1

მწ) მგელაძე, ვახო კაპანაძე, გია ჯავახიშვილი; პრეზ) თამაზ დუმბაძე

<<    დათვები ბათუმი

ბეკ) კახა მაჩიტიძე 14$4ლ14გ4ჯ2ა, გოჩა ხონელიძე 13$8ლ, ჯანო დოლიძე, მამუკა ჯანაშია 8, გიორგი დავლაძე 6, ჯაბა ჩხარტიშვილი 1, ემზარ ძაგნიძე 11$2ლ8გ2ჯა, სულხან ევგენიძე 2, პაატა ტყაბლაძე 13$2ლგ, გიორგი ჩუბინიძე 15$7ლ2გ, ნუგზარ ძაგნიძე 6$2ლ6გა, ლევან გაბელაია 5, კობა გიორგაძე 13$3ლ, გიორგი სვინტრაძე 12$2ლ, ზურაბ კიკაჩეიშვილი 2 /

ფორ) გიგა გურეშიძე 15, ალექსანდრე მოლაშხია 4, მინდია ღლონტი 11, დათო აშვეთია 7$ლ, გელა ფირცხალავა 5$3ლ, ირაკლი ნინიძე 10, ზურაბ რეხვიაშვილი 13$ლ, ვლადიმერ ხაჟომია, დათო აბაშიძე 9$ლ, როლანდ ბერიძე 9, ნიკა აბდალაძე 13$2ლ, გაბო წულაძე 1, ზაზა ჩირგაძე 9, ირაკლი სვანიძე 15$3ლ, ზვიად გოგისვანიძე 15$ლ, თამაზ ფხაკაძე 12$ლ, ზვიად ლიპარტელიანი 5$ლ, ზურაბ პაპავა 3

მწ) რამაზ სვანიძე, ნ.ძაგნიძე, ფხაკაძე; მნჯ) სულიკო კირჩხელი; ექმ) თემურ მინდიაშვილი; პრეზ) ირაკლი დიასამიძე; მედია) პაატა თოთაძე

<<    უნივერსიტეტი

ბეკ) დავით მხეიძე 2$ლგ, ბექა კობახიძე 11$2ლ, ნიკა თარაშვილი, ჯაბა დავლიანიძე, ლევან ჯაში 12$2ლ, თორნიკე კიზირია 9, ლაშა ძოწენიძე 3, ირაკლი მოდებაძე 16$4ლ12გ16ჯ, დავით ბარამიძე 13$2ლ, ოთარ ელოშვილი 14$4ლ, დავით ქირიკაშვილი 8$ლ, კახა ელოშვილი 14$6ლ, არჩილ ჭუმბურიძე 15$ლ2გ4ჯ, კობა დანელია 15, დათო ბოლღაშვილი 1, ვანო ვეფხოშვილი 2$ლ /

ფორ) ანგელ ალიბეგაშვილი 14$2ლ, გიორგი კუთარაშვილი 15, ჯულო წიკლაური 16, ლევან კობიაშვილი 12$ლ, გიორგი მჟავანაძე 15$3ლ, კობა ავსაჯანიშვილი 11$ლ, ლევან ჯანუყაშვილი 8, აკაკი სანაძე 10, სანდრო ხაჭაპურიძე 2, ზურაბ კვიცარიძე 4, გიორგი ბიძინაშვილი 1, ლევან ზესაშვილი, სერგო გუჯარაიძე 11, გიორგი წიკლაური 5, გიორგი კოკაია, ბესო გვიჩიანი, გოჩა ჩქარეული 16$ლ, სანდრო მჭედლიშვილი 16$ლ, ირაკლი გუნდიშვილი 14$ლ, დათო ჯალაღონია 11, ბესიკ ქარაბაკი 5, გოჩა ლაბაძე 3 ^ ჯავახიშვილი 6, სუჯაშვილი 3, ბაიდარაშვილი 2, გიორგი ჩქარეული 4, ფორიაშვილი 1

მწ) გურამ მოდებაძე; მნჯ) გია ჭუმბურიძე, დავით კილასონია; პრეზ) ალეკო გოცირიძე

<<    აია ქუთაისი

ბეკ) ზურაბ შვანგირაძე, ბესიკ ლეჟავა, ლაშა ჩორგოლიანი, ბიჭია ჩხაბერიძე, თორნიკე აშვეთია, გიგა კუხიანიძე, რუბენ ცხვედიანი, მანუჩარ ნამჩევაძე, გიორგი ჭურაძე, ირაკლი გიორგაძე, მალხაზ ზვიადაძე, უშანგ ჭოლაძე, რეზო ჩუბინიძე, გიორგი სორდია /

ფორ) ავთო კოპალიანი, დავით დადუნაშვილი, სერგო ფრუიძე, ოთარ ტორაძე, კოტე ქვლივიძე, თემურ ბალანჩივაძე, ნიკო ცქიტიშვილი, შოთა საყვარელიძე, ვალერი ცნობილაძე, ბექა ყურაშვილი, გიორგი მინაძე, კარლო მაღლაკელიძე, მერაბ სვინტრაძე, ზვიად კეპულაძე

მწ) ბათლომე ხამაშურიძე, დიმა ფულარია, კახა გაბრიჩიძე; მნჯ) სოსო დიაკონიძე; პრეზ) მალხაზ ასათიანი

<<    ლელო ორბელი

ბეკ) ლევან მაისაშვილი $3ჯ, დავით რამიშვილი, ამირან ჯულუხიძე, ანზორ აშვეთია, მიხეილ ძოწენიძე, ირაკლი ნადარეიშვილი, რევაზ ბელქანია, ზურაბ ალადაშვილი, ლაშა ბერაძე, ლადო ავლოხაშვილი $4ჯ, შახინ აივაზოვი, შოთა დევიძე, ჯაბა მანთიძე, ზურაბ ზაალიშვილი $ლ /

ფორ) დავით სუხიაშვილი, ლევან ღვაბერიძე, ილია კახოიძე, სანდრო გილაური, დიმიტრი პავლოვი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ტორონჯაძე, ირაკლი ბობოხიძე, დავით ხულორდავა, რევაზ კიკნაძე, ირაკლი სულთანიშვილი, გიორგი გიორგაძე, ირაკლი მანელიძე, დავით გაგნიძე, აკაკი დავითულიანი, ნიკო თევდორაშვილი, მირზა ზოსიშვილი

მწ) მაისაშვილი; მნჯ) გიზო ურუშაძე

<<    ყოჩები$2

ხოსრუაშვილი, ირაკლი ბარამიძე, გრიგოლ ბახტაძე, ლევან ცარციძე, ბესიკ გიორგაძე, ვახტანგ ნადირაძე, კახაძე, გოგშელიძე, არჩილ ჭიჭინაძე, თემურ ტიკარაძე, მამუკა სვანიძე, თედო წიფურია, გიორგი მურღულია, გიორგი ჯორჯაძე, გიგაური, კოტე სვანაძე, გოჩა გეჯაძე, ზურაბ დუგლაძე, ნიკო კრეპსი, ბიძინა სამხარაძე, დათო ხუნწარია, გოლიაძე, გურამ ბეროშვილი, დ.ხაბეიშვილი, გ.ხაბეიშვილი, ჩაკვეტაძე, კობერიძე, გიორგი წიფურია, დავით ბეჟანიშვილი, გიორგი მანჯავიძე, ნ.მხეიძე, გიორგი ჯგუბურია, გრუდკო, რეზო ნაირაშვილი, გიორგი გურამიშვილი, გიორგი წიკლაური, შენგელია, შარაშენიძე, გურამ ქავთარაძე, შალვა ჯანგირაშვილი, ირაკლი ციბაძე, ტრაპაიძე, გ.კაჭარავა, ლუკა ბაქრაძე, გოგიტა პარასკებაშვილი, ბაკურ ბუჩუკური, სოსო გელაშვილი, დათო რუსაძე

მწ) ნუგზარ მურღულია; მნჯ) მამუკა ტყეშელაშვილი; პრეზ) თ.გაფრინდაშვილი

<<    აკადემია

ბეკ) აკაკი ქოპილაშვილი, ზვიად საჩეჩელაშვილი, გიორგი ჩაჩუა, გუგა სუთიძე, გიორგი გალოგრე, ირაკლი მაჩხანელი, ნიკა ჩიტალაძე, ჯაბა კიზირია, დავით ნატროშვილი, მიხეილ კობახიძე, გიორგი ქოპილაშვილი /

ფორ) გიგო სანადირაძე, ზურაბ ამონაშვილი, ალექსანდრე ენუქიძე, ვასილ ბანდელიძე, ოთარ ფირცხალაიშვილი, შალვა პაპაშვილი, ირაკლი მურვანიძე, გიორგი ნებულიშვილი, გიორგი მაღრაძე, ზურაბ ბერძენიშვილი, ანტონ ღლონტი, ალექსანდრე ბუაჩიძე, კობა კობერიძე, ვეფხია გოგავა, ირაკლი ორაგველიძე, ნიკა აბაშიძე, თემურ სალაყაია

მწ) პაატა ნარიმანაშვილი; მნჯ) გია ღლონტი; პრეზ) გია კუბლაშვილი

<<    ელმავალი (ლოკომოტივი$2)

ბეკ) დავით ჟღენტი, მათიაშვილი სუთიაშვილი ხინჩაგაშვილი ცხადაია გუგავა ჯანაშვილი კოტრიკაძე უდესიანი /

ფორ) დავით მზარეულაშვილი, გიორგი ქურდაძე, გოგი ფიცხელაური, ვახტანგ მაღალთაძე, სანდრო ხელაძე, მამაიაშვილი ჭელიძე აფაქიძე ჯიბლაძე ვაშაყმაძე გიორგაძე ბერიაშვილი მელაძე ხუადე ცხომელიძე გომიაშვილი

მწ) ბენდიაშვილი, ჩავლეიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი

<<    დინამო

მახარე ბზეკალავა, ალექსი სიმონიშვილი, ოთარ გიორგაძე, ზეზვა წიკლაური, დავით კორაშვილი, კაკო კორძახია, ლექსო ხაბულიანი, შოთა ნაცვლიშვილი, გიორგი ერიკაშვილი, ზურაბ ღირსიაშვილი, როლანდ ბატოიანი, ვარაზ წოწონავა, მალხაზ გოგიშვილი, ვახტანგ სამხარაძე, ნიკა ჩიტაძე, კახა კიკალიშვილი, მინდია გურგენიძე, რეზო გაბუნია, ანდრო ბარკალაია, გიორგი უკლება, ავთო დათეშიძე, ავთო კუკულაძე, დავით ხერხეულიძე, ოთარ მარგველაშვილი

მწ) სერგო რამიშვილი, სერგო კეშელავა; პრეზ) დავით გულუა

<<    რუსული ლეგიონი

კრასნი იარი: ბობა კვინიხიძე, არჩილ კობახიძე; ენისეი: რატი ურუშაძე; პენზა: ზაზა შვანგირაძე, ალეკო მარგველაშვილი; ნოვოკუზნეცკი: ზურაბ კიკაჩეიშვილი, ზურაბ პაპავა, ნიკო იურინი ^ მრჩეველი დუგლას კავთელაშვილი

>>>     ჭაბუკთა გუნდები

ალეკო ქურდობაძის ბროშურათა მიხედვით

>>     `` ლიგა (1983-84 დაბ)

აია: გიგა ქევანიშვილი, ვახტანგ მამასახლისი, ირაკლი ჯანელიძე, კახა მშვიდობაძე, ლევან ტყეშელიაძე, ირაკლი გვანცელაძე, მიხეილ ბრეგაძე, ლევან გრძელიძე, დავით კაპანაძე, ირაკლი ჯულუყიძე, გრიგოლ ცნობილაძე, ბიქტორ კვერნაძე, დავით იობაშვილი, მირზა თედორაძე, კოტე დემურია, გრიგოლ მშვიდობაძე, ლევან თევზაძე, ბიქტორ ჭეიშვილი, გენადი გვანცელაძე, ნოდარ თედორაძე, რაჟდენ კუპრაშვილი, გრიგოლ ბერძენაძე, ნოდარ ნებიერიძე, გიორგი მოდებაძე, მინდია მამრიკიშვილი, მამუკა სვანაძე, ივანე ბერძენაძე, გიორგი გუდავა ^ მწ) ავთო ჩუბინიძე

აკადემია: ირაკლი დავითაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ოთარ ნანიკაშვილი, ლაშა ენუქიძე, ლაშა ვალაშვილი, ხვიჩა გელაძე, კოტე ჟვანია, აკაკი დუდაური, ვახტანგ მჭედლიძე, გიორგი გეგიძე, გიორგი ელიზბარაშვილი, ნიკო სხირტლაძე, ლევან გიორგაძე, ვეფხია მაჩიტიძე, ანრი მოქია, ლევან ობოლაძე, ანდრო ზედგინიძე, დავით მესხი, დავით ნიკოლაიშვილი, გურამ კიკნაძე, ლაშა გვრიტიშვილი, გია ჭანჭალეიშვილი, ჯაბა მერაბიშვილი, როსტომ კოპაძე ^ მწ) გია ღლონტი, პაატა ნარიმანაშვილი

ლელო: გიორგი რამიშვილი, ირაკლი კოპალეიშვილი, გიორგი დვალიშვილი, ჯემალ გვარამაძე, ვანო ქაფიანიძე, თემურ ქობელაშვილი, მალხაზ გოგინავა, ბექა სარდანაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი მაჭავარიანი, დავით ცხაკაია, ლაშა ფირფილაშვილი, დავით კობეშავიძე, ლაშა შალიკაშვილი, ოთარ ბარკალაია, გიორგი არეშიძე, გიორგი რამაზაშვილი, დავით დავითაშვილი, მუხრან გიგინეიშვილი, დავით ზაქარეიშვილი, გოგა ბედოშვილი, გელა აშაძე, ირაკლი კახაძე, ბექა თოფურია, რუსლან ჯგერენაია, გიორგი ფსუტური, შალვა მოსაშვილი, ვანო გელაშვილი, ლაშა დევიძე, ოთარ ლომიძე, გიორგი სანიკიძე ^ მწ) ლევან მაისაშვილი, სოსო ჭელიძე 

მგლები: ლაშა ჯანჯალიაშვილი, თემურ მამულაშვილი, გივი ჭონიაშვილი, ზურაბ ხარატიშვილი, ლაშა რუხაძე, რომან ანდრიასოვი, ბესიკ სამსონიძე, რუბენ თევზაძე, სანდრო პავლიაშვილი, მიხეილ ცნობილაძე, თემურ ვარაზაშვილი, რეზო გიგაური, ბექა ზანანაშვილი, ჭიჭიკო კობახიძე, ლევან დათუნაშვილი, ბიძინა სამხარაძე, დავით ზირაქაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, სერგო ძიძიშვილი, პაატა მაისურაძე, ზურაბ ალიბეგაშვილი, მამუკა მამუკაშვილი, გიორგი თხელიძე, ალექსანდრე ჩაფოძე, დიმიტრი შარაშიძე, ბაკურ ეხვაია ^ მწ) გია ჯავახიშვილი

უნივერსიტეტი: გიორგი ფალავანდიშვილი, გიორგი გაზდელიანი, გივი ჩხაიძე, დავით გოროზია, დავით კორკოტაძე, ზურაბ კორკოტაძე, ლევან სანაძე, მიხეილ ღლონტი, მამუკა შოთაძე, ტარიელ კოპალეიშვილი, ზურაბ კაკულია, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი გეწაძე, არჩილ ყუშიტაშვილი, კოტე შარაშენიძე, ლუკა ხაჩირაშვილი, ბექა გიგაური, ირაკლი ღვინჯილია, კაკო რაზგოევი, ზურაბ გარაყანიძე, კარლო თავბერიძე, რეზო ალავერდაშვილი, გიორგი ქისიაშვილი ^ მწ) ლევან თაფლაძე, გია ჭუმბურიძე

ყოჩები: დიტო კიკნაველიძე, ირაკლი ალიმბარაშვილი, ჯაბა კაჭახიძე, ლევან ქართველიშვილი, გიორგი ანჯაფარიძე, გიორგი მაისურაძე, მურმან მირცხულავა, ჯაბა მალაღურაძე, თენგიზ ერისთავი, გიორგი მალაზონია, ნოდარ ბითაძე, თორნიკე იმნაძე, გეგა კეკელიძე, გიორგი ფოცხვერაშვილი, ვანო სოხაძე, სანდრო ბითაძე, ვახტანგ ფაილოძე, რეზო პეტრიაშვილი, კახა ჯიბღაშვილი, ნიკა ტყეშელაშვილი, მანუჩარ გიგინეიშვილი, მიშა გოგუაძე, გიორგი მუშკუდიანი, დიმიტრი გალოგრე, გიორგი ხატიაშვილი, გივი სანაია, ილია მენაბდე ^ მწ) ნუგზარ მალაღურაძე, ევგენი გორგაძე

ხულიგანა: გიორგი კენჭაძე, დავით მამნიაშვილი, მიშა მურვანიძე, ნიკო მამულაშვილი, დავით აბაშიძე, გოგა შკინინი, დიტო ჩიტრიკაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, გიორგი ხმალაძე, ბიძინა გეგეჭკორი, ირაკლი ჩიხრაძე, გიორგი კანდელაკი, გურამ გეგეჭკორი, გიორგი ზურაბიშვილი, გიორგი ხოსიტაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ფოჩხუა, ელიზბარ ყუფარაძე, ზურაბ კობახიძე, ლევან ღამბაშიძე, ანზორ მჟავანაძე, ლევან გიორგაძე, გიორგი სანაძე, ლევან კობახიძე ^ მწ) მამუკა ტყეშელაშვილი

>>     `` ლიგა (1985-86 დაბ)

აია ქუთაისი: თენგიზ ბოდოკია, მერაბ გაბუნია, გივი ზიბზიბაძე, გელა სირბილაძე, კობა ბუცხრიკიძე, გიორგი ფარულავა, ბექა აფხაიძე, ალექსანდრე გოგოლაძე, ლევან მოდებაძე, გია გოგიბერიძე, თემურ ნემსიწვერიძე, გიგა ჯიბლაძე, ირაკლი ბოდოკია, ბაკურ ჩუბინიძე, ირაკლი ბანძელაძე, გია ცნობილაძე, სერგო კვერნაძე, გიორგი კვერნაძე, ალეკო ზვიადაძე, გიგა ხურციძე, ირაკლი ლომაძე, ირაკლი ნაჭყებია, შაკო სესიკაშვილი, ნესტორ ადამია, ანზორ კუპრაშვილი ^ მწ) ავთო ჩუბინიძე

აკადემია: კახა ალიბეგაშვილი, დავით გურგენიძე, ალექსანდრე გვიანიშვილი, გაიოზ გვერდწითელი, კახა ელიზბარაშვილი, ზურაბ რევაზიშვილი, ზვიად ჭანიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი საძაგლიშვილი, ირაკლი საბაური, ალექსი ხუციშვილი, გიორგი დემურიშვილი, გიორგი ტაბახმელაშვილი, სერგო ბერიაშვილი, დავით კიკვიძე, სანდრო ხუციშვილი, გიორგი თოხაძე, ალექსანდრე მეტრეველი, ირაკლი ბალალაშვილი, გრიგოლ ტყაბლაძე, ზაალ კაკაბაძე, ავთო კიკალიშვილი, ლევან სირაძე, გიორგი ქვლივიძე ^ მწ) გია ღლონტი, პაატა ნარიმანაშვილი

კოლხი რაინდები ფოთი: დიმიტრი ბასილაია, დავით შონია, ბადრი ყალიჩავა, ვანო ანთაძე, გიგლა კვარაცხელია, რაულ კაჭარავა, ირაკლი სოსელია, ალექსი მამალაძე, გიორგი კვარაცხელია, ლაშა მიქაძე, ბეჟან ლაგვილავა, ლევან გაგუა, ბდრი შენგელია, ჯონდარ კემულარია, არჩილ სასანია, პაატა კალანდია, ირაკლი გურგენიძე, დავით ხურცილავა, გიგა ჭაჭია, გიოგი წულაია, ლევან თუნთია, თემურ ფვანია, აკაკი თუნთია ^ მწ) ამირან შავგულიძე

მარდი: ბექა სირბილაძე, გიორგი ხიდაშელი, ანზორ ხვადაგიანი, გურამ ჯინჭარაძე, ელგუჯა მეზურნიშვილი, ზვიად ჯავახიშვილი, ნიკო თოდრაძე, ირაკლი ჭყონია, სიმონ მაისურაძე, ამირან კორსანტია, გიორგი ბეგაძე, დიმიტრი მესხიშვილი, სანდრო ჩუბინიძე, გიორგი გიაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი ^ მწ) ირაკლი კეკელიძე, ირაკლი სულთანიშვილი

მგლები: ბადრი ურჯუკაშვილი, საშა ტატიშვილი, ვილი კაიფაჯიანი, გიორგი გეთიაშვილი, იაგო გალუსტაშვილი, დავით ცერცვაძე, ბექა მეტრეველი, ოთარ ჩერქეზიშვილი, ემზარ ხოხიაშვილი, გიორგი მინაშვილი, ბექა აფციაური, პაატა მაისურაძე, თორნიკე ენუქიძე, გიორგი მელაძე, ალექსანდრე პინჩუკოვი ^ მწ) გია ამირხანაშვილი

მეტალურგი ზესტაფონი: ავთო ხარატიშვილი, ალექსანდრე მაღლაკელიძე, რომან პაპიაშვილი, დიმიტრი ხინჯაკაძე, ბექა ბიბილაშვილი, მამუკა სოფრომაძე, მამუკა კვანტრიშვილი, ზურაბ კიკნაველიძე, კოტე კობახიძე, აკაკი სირაძე, მუმკა მდინარაძე, სერგო კირკიტაძე, დავით ლაბაძე, ლაშა კაკაბაძე, ალექსანდრე ჩიხლაძე, ფრიდონ იშხნელი, გაგი ლურსმანაშვილი, ელგუჯა ქათამაძე, ზაალ ჭანკოტაძე, რობერტ სამხარაძე ^მწ) ზურაბ კუპატაძე, ნოდარ გეგეშიძე

უნივერსიტეტი: ლადო კილასონია, ლუკა კილასონია, გიორგი კვიჭინიძე, ბორის ძიძელეიშვილი, ლაშა ბაირამაშვილი, ლევან წერეთელი, ვახო ცხენოსანიძე, გიორგი ბერუაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ვაჟა კობახიძე, ლევან ერგემლიძე, ნიკო სარიშვილი, ვახო ნუგზარიშვილი, დავით მოსიაშვილი, ლევან მეტრეველი, დუდუ ქელბაქიანი, დავით კოპაძე, სანდრო ჩხიკვიშვილი, ალეკო ბერიძე, მამუკა ერქომაიშვილი, გალაქტიონ გაგნიძე, ვატო ჭიაურელი, თორნიკე ხომერიკი, ლევან ქობალია, ნიკა ქართველიშვილი, ლევან ენუქიძე, დავით ჭარბაძე, ნუგზარ აფხაზავა, ლევან დარასელია, დაჩი მინდაძე, გიორგი სამყურაშვილი, ანდრო გალდავაძე, ჯუმბერ ჯამბულიშვილი, ირაკლი ფერაძე ^ მწ) ბადრი ბოხუა

ღონე (მარდი) ჩოხატაური: ლერი ჩანტლაძე, დავით ჩხიკვაძე, დურმიშხან ბერიშვილი, შოთა მამალაძე, დავით მჟავია, ირაკლი მეგრელიძე, მიხო ბერძენიშვილი, გიზო დოლიძე, ნოდარ ბოკველაძე, კახა ცენტერაძე, მიშა ჩხიკვაძე, ვანო დოლიძე, გიორგი გუჯელაშვილი, ლევან ჩანტლაძე, ბახვა ცინცაძე, ირაკლი ცინცაძე, ვახტანგ ოსეფაიშვილი, გია ცინცაძე, ალეკო ბოლქვაძე, ირაკლი კოტრიკაძე, ზურაბ კორტიკაძე ^ მწ) გია გიორგაძე

ყოჩები: ლევან პირველი, ლაშა იმნაძე, ირაკლი ჩლაიძე, ირაკლი პაიჭაძე, გელა ყიფიანი, ნიკო ბუაჩიძე, გიორგი ოზიაშვილი, ლაშა ლაგოშვილი, გიორგი ჯაფარიძე, თემურ სოხაძე, დავით კაჭარავა, ლაშა ლილუაშვილი, დავით ოდიშარია, ჯემალ მარკოზაშვილი, მიხეილ დადაშიანი, ლაშა მალაღურაძე, ოთარ თაყაიშვილი, ირაკლი გეგენავა, ლევან ხუჭუა, დავით ჯაოშვილი, აკაკი კეჟერაშვილი, გიორგი კიკნაველიძე, მიხეილ თავართქილაძე, გურამ მჟავია, გიორგი ალიბეგაშვილი, მამუკა ჯაოშვილი ^ მწ) ნუგზარ მალაღურაძე, ევგენი გორგაძე

ჯიხა ნოქალაქევი (სენაკი: გიორგი გამსახურდია, გიორგი ადამოვი, გიგა ხარგელია, ლაშა კილაძე, ვალერი კილასონია, ვარლამ კილასონია, გოჩა კილასონია, თემურ კილასონია, საბა ჩვაბანია, გოჩა პაპასქირი, ირაკლი ფოჩხუა, ბესიკ ფოჩხუა, ბესიკ ბესელია, ალეკო თოფურია, ოთარ ადამია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ვახანია, ილია ლომია, ირაკლი გელანტია, მურთაზ მალანია, დავით ჩაჩუა ^ მწ) მალხაზ კილასონია

>>     `` ლიგა (1987-88 დაბ)

აია ქუთაისი, აკადემია, ბელები ქობულეთი, კოლხი რაინდები ფოთი, ლელო, მართვე, უნივერსიტეტი, ყოჩები, ხულიგანა, ჯიხა სენაკი

<<< >>>