კლოდური მწვერვალი

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2001 წელს, რომელშიც პირველად შევმართეთ "ერთა თასი" და აქამდე ერთადერთხელ ვუმასპინძლეთ აფრიკის "ბოკეს"; შვიდკაცის მსოფლიო თასზე სინის ფინალში გავედით; ჭაბუკები ელიტაში დაბრუნდნენ; დაარსდა ჟურნალი და შინაური პირველობაც პირველად დასრულდა მუღამიანი, ავსტრალიური პლეი-ოფით.

"ბორჯღალოსნებმა" ფრანგი კლოდ სორელის სარდლობით მწვერვალს უწიეს: ერთა თასზე ხუთივე მატჩი მოიგეს, სტუმრად ძლიეს რა რუსეთიცა და რუმინეთიც, და 2003 წლის მსოფლიო თასის წინასწარ შესარჩევში დაწინაურდნენ. სპორტულმა ჟურნალისტებმა რაგბის ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად შერაცხეს, კაპიტანი ლევან ცაბაძე კი ამავე გამოკითხვაში, ათლეტებში მესამე ადგილზე გავიდა.

კლოდი შეიქნა საქართველოს საუკეთესო მწურთნელი და ირბ-ის პირველ "ოსკართა" ნომინანტიც, მაგრამ ხელისუფლება მავანთ უსწოროდ დააკვალიანეს, რის გამოც მორაგბეებს "ღირსების ორდენზე" უარი ეთქვათ. ტელევიზიამ ნაკრების ოთხივე საშინაო და ერთიც გასვლითი მატჩი აჩვენა, ლეგენდარული კრასნოდარის ბრძოლის ჩართვები კი რადიო "რეზონანსში" მოაწყო დიტო მარინაშვილმა, ვინც მობილურზე უკავშირდებოდა პრეზიდენტ ბიძინა გეგიძეს.

ერთა თასს კავშირმა უძღვნა "მედიის ნობათი" და ტურნირის დროსაც იმეილით ამოქმედა "რაგბის აკიდო", რითაც ჟურნალისტებს რეგულარულად აწვდიდა ბარაქიან მასალას. ზურაბ დუგლაძე სცემდა გაზეთ "რაგბი პლუსს"; ალეკო ქურდობაძემ მატჩის ფერად პროგრამათა ორ-წლიანი ციკლი შეკრა; მაისიდან "ასპარეზის" ნაცვლად დაიწყო გამოსვლა "ოლიმპმა", ვისაც პრიორიტეტად თუმც ზეპური რაგბი ჰქონდა, შინაურ პირველობასაც აშუქებდა (კახა ფაჩუაშვილი)

ბობოლები ვამსჯელეთ

მშობლიურ პატარძეულში ნორჩი "ვეფხვები" შეკრიბა მახო ურჯუკაშვილმა; ზაფხულის არდადეგებზე შინ მობრუნებულმა ლეგიონერებმა ჭაბუკებს შვიდკაცა ჩაუტარეს; სექტემბერში აღინიშნა ქუთაისში რაგბის დანერგვის 35 წლის თავი; პორტუგალიის მატჩზე ჩამოვიდა ჟაკ ასპეკიანი და ზაფხულში ვეტერანები ტულუზში გადაიპატიჟა; თებერვალში კი აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის განვითარების მენეჯერმა, გია ჭუმბურიძემ რომ ჩაიბარა გამოცდა, "პირველი დონის" მწურთნელის მოწმობა ოცმა ჩვენებურმა მიიღო.

ინტელექტუალურივე განხრით კავშირმა ირბ-ს გაუგზავნა წესთა 40-მდე შესწორება და მაშინდელი პროცედურით, მათზე 12 ბობოლა ქვეყნის მენცრები ამსჯელა. ამათ უმეტესი ნოვაცია მედიდურად დაიწუნეს და კოდექსში ყავლ-გასული, არა-პრაქტიკული მუხლები დატოვეს (მაგ. კარის ძელები ხარიხის ზემოთ 40 სანტიმეტრაც რომ კმარა) წლის მთავარი არა-საბურთაო მიღწევა კი იყო შექმნა კავშირისგან დამოუკიდებელი "რაგბის თემისა" (თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი, მიშა გარუჩავა, გუგა გეგენავა, გოჩა სვანიძე)

თემმა გამოსცა ექვსი 32-გვერდა "რაგბი" (რედაქტორი მამუკა ჩიხლაძე) და მოვლენათა ასახვის გარდა, პოლემიკაც გააჩაღა მტკივნეულ თემებზე. პირველი ნომერი უფრო ენციკლოპედიური იყო; შემდეგები მიეძღვნა ერთა თასს, ჩემპიონატს, ბავშვებს, ქუთაისსა და შემოდგომის სტუმრიანობას. დაიბეჭდა სორელის ვრცელი ინტერვიუ; დაისვა "ანთიმოზ ივერიელის თასის" დაწესების საკითხი; გაჩაღდა "ქართული რაგბის მატიანის" შედგენა და მშენებარე, მაგრამ აქამდეც დაუსრულებელ მოედანთა ხედებიც შემოგვინახა ჟურნალმა.

ფრთებზე გაგვეყინენ

სორელის თავკაცობით "შვიდკაცამ" იანვრის ბოლოს მოიხილა არგენტინა და თუმც მოწინავე რვეულში, თასზე ვერ შეაღწია, 24 გუნდში მეათე ადგილი მაინც დაიკავა, ჩემპიონი კი გახდა ზელანდია, ვისაც გუნდში ჯონა ლომუ, მულიაინა და სოიალო ჰყავდა. ამ შეჯიბრს გადაება "ერთა თასი", რომლის სტარტზეც, ჰოლანდიაში, დათოვლილ მოედანზე, სუსხიან წვიმაში მოგვიხდა რაგბობა.

კლოდმა გამოაცხადა ერთი შემადგენლობა, ათამაშა კი სულ სხვა. ორი წლის დაგვიანებით შედგა გრეგორი იაშვილის დებიუტი და ნაკრებში დაბრუნებულმა ვიქტორ დიდებულიძემაც გაამართლა, მაგრამ ფრთებზე გაგვეყინენ შერკინებიდან ბეკებში გამწესებულნი, ვასილ კაცაძე და გია ლაბაძე. 8 ნომერმა ილია ზედგინიძემ ბევრჯერ ძალუმად წაიღო ბურთი, მოყვარული "ტიტები" კი დასკვნით ხუთ წუთში მთლად წახდნენ და ბადრი ხეხელაშვილმა 70-მეტრა სოლო მოაწყო.

პორტუგალიას შუა თებერვალში, თოშიან ქარში ვუმასპინძლეთ, რის გამოც ეროვნული სტადიონი მეათედითღა შეივსო. კლოდი მატჩის წინა დღითღა, კოსტა-რიკიდან ჩამოვიდა და მცირე გაუგებრობის გამოც მარქაფაში დაგვაკლდა მეშვიდე კაცი. არადა, ქვეყანაში უკვე 1 200 მოქმედი მორაგბე გვყავდა და ოქმში მათგან ნებისმიერი სრულ-წლოვანის ჩამატება შეგვეძლო.

მეასე ლელო

მოქნილი ლობუში ფორვარდებით დავიბრიყვეთ, რამაც საათის თავზე მატჩის ბედი გადაწყვიტა. მეტოქე მეორე შერკინებაშივე დავალელოვეთ, მაგრამ მათ მალე გაგვიტანეს არეკნი და ჯარიმა. ამას მოყვა კახა ალანიასა და ბესიკ ხამაშურიძის გარღვევები და ხუთ-წუთა ალყა, რაც ზედგინიძის მეორე, ძალისმიერივე ლელოთი დასრულდა. აქ სტუმრები ხელდახელ თამაშზე გადავიდნენ და კუთხის ალამსაც უწიეს, რაზეც ჩვენები გაგულისდნენ და გაჭიანურებული შტურმი ირაკლი აბუსერიძემ დააგვირგვინა 17:9

მატჩის კრიტიკულ მომენტში, 55-ე წუთზე, მელეირუს ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირება შეეძლო, მაგრამ 30 მეტრიდან მოეცარა ფეხი. მერე ჩვენმა ჯეელებმა აიწყვიტეს. ჯერ თედო ზიბზიბაძემ ჩაატარა 60-მეტრა სლალომი, კიკოფიდან კი დათო ბოლღაშვილმა გაინავარდა. ბოლო მეოთხედში თედომვე გაიტანა მეექვსე ლელო, რომელიც ბორჯღალოსანთა იმხანად უკვე 13-წლიანსა და 39-მატჩა მატიანეში, სანიშანსვეტო - მეასე გამოდგა!

ორ საწყის რაუნდში სამმა აღმოსავლეთელმა 6-0 რომ გაასაღა სამი დასავლეთელი, მედლები სოციალიზმ-გადატანილი ქვეყნების რკენებში უნდა განაწილებულიყო. რუსებმა გამოიყენეს სავიზო ხვანჯები, რაშიც წინა წელს, "ერთა სინზე" გაწაფულიყვნენ: ბიუროკრატიაზე გადაბრალებით, სტუმრის გამოხშირულ რაზმსღა შეუშვებდნენ ქვეყანაში, მით უფრო, თუ ჩვენების მასა ევროპიდან უნდა ჩასულიყო კაზაკთა ბუდე კრასნოდარში და მხოლოდ მცირე ნაწილი შინიდან.

კადნიერად გამოარღვია

რუსებს მონინოელი ნიკოლაი ნერუში და ბური ჯეიმზ სტოფბერხი მოძღვრავდნენ, მენეჯერად კი მოსკოვში მოღვაწე დუგლას კავთელაშვილი ეხმოთ. "პეტროვიჩს" მატჩის წინა დღით ჩვენებისთვის ეკითხა, გასახდელი თუ გინდათო და ვითომც უარი რომ მიეღო, ამაზე აღარც ეზრუნა. ავტობუსის მძღოლსაც, რა თქმა უნდა შემთხვევით, გზა აებნა და დინამოს ნაცვლად აეროპორტისკენ წალალა გუნდი, მაგრამ ხიფათი დროზე ვიგუმანეთ, კიკოფს მაინც მივუსწარით და ბაზრობის გადაღმა, საბალეტო სტუდიაში გამოვიცვალეთ სამოსი.

პირველი ტაიმი პირქარში ვირაგბეთ. იმათ დაგვიდეს ორი ლელო, მაგრამ რომ დაემტვრათ კაპიტანი სლავა გრაჩოვი და ტაიმის ბოლოს ყაზახი მურატ უამბაევი გაასინბინეს, 5-მეტრა შერკინებით ორჯერ ვიხეირეთ. საათის თავზე ანგარიში მაინც გათანაბრდა, აქ კი ვასილ აბაშიძემ ჩვენი მეოთხედიდან კადნიერად გამოარღვია დაცვა და ბურთი გაატანა ლაბაძეს, ვისაც ვეღარავინ დაეწია. რუსები გახელდნენ და მოგვეძალნენ. ფრანგმა რეფმაც ბევრით გადააცილა 80 წუთს. ჰოდა, იმათ ბოლოს მაინც დადეს კიდეზე, მაგრამ ქარში სიმონოვი ვერაფრით გაიტანდა და მოვიგეთ.

რუსებმა ბოლოს-წინა რაუნდში, საზღვრის გადაღმა მოლდოვაში ბევრით წააგეს რუმინეთთან, მაგრამ იმით კი გვარგეს, რომ "მუხათა" 9 ნომერ პეტრე მიტუს მუხლი ეტკინა. ჩვენ, წესითა და რიგით, ეროვნულზე უნდა მიგვეღო ესპანეთი და სრულიად პოლიტიკური ელიტა და სპორტის ბომონდიც თითქო რაგბის მხარეს იდგა, მაგრამ აზიზმა ფეხბურთელებმა მაინც თავისი გაიტანეს, ესაო და თუ რუმინეთს ბილიარდის მაგიდასავით უხინჯო მოედანზე არ გავუგორეთ ბურთი, ვერ მოვუგებთო.

მეტალურგთა ქალაქში

კავშირმა სათანადოდ დააფასა რუსთაველთა ამაგი და ბორჯღალოსნები დიდ სეირს დანატრებულ მეტალურგთა ქალაქს აწვია. "ფოლადი" პირამდე შეივსო. ქომაგობა იმდენად ემოციური იყო, რომ ხალხის ხმაური მეზობელ უბნამდე აღწევდა. მეტოქეს ყოველმხრივ ვაჯობეთ. ბეკებმა ისე გემრიელად ირაგბეს, რომ ფორვარდებიც კი დაჩრდილეს. არადა, როგორც "აკიდო" წერდა, "აქამდე უცხო თუ შინაური უკიჟინებდა გუნდს, მეტოქეს ძალ-ღონითღა ერევით, თორემ მობურთალობის ბევრი ვერაფერი გცხიათო"

"სორელის გაწურთნილებმა დაგვიმტკიცეს, რომ ოვალის ლაღად თამაში გენეტიკურად მოგვდგამს ... სადღა იყო ბურთის დაკარგვის შიში და ფეხით მისი დარტყმა მეტოქის ზურგში?.. იერიშს მოედნის ნებისმიერი ადგილიდან ვიწყებდით, ბურთს მარჯვედ ვინარჩუნებდით, მეტოქის მწყობრში ბზარს ვეძებდით და წინ თანდათან მივიწევდით, მაგრამ რაჟამს გავარღვევდით დაცვის ხაზს, უცებ ავფეთქდებოდით"

"ესპანეთი სუსტი სულაც არ იყო, მაგრამ უკვე ისეთი დონისთვის მიგვეღწია, რომ ლომები ჩვენს ფონზე უმწეოდ წარმოჩნდნენ ... ქართველებს არარა მეტოქის რიდი აღარა გვქონდა..." რუმინეთი აქამდე ორჯერ დაგვსხლტომოდა (27:23 23:20) მაგრამ ბოლო ჟამს ინტრიგებშიც გახვეულიყო: ფრანგი ლეგიონერები გურუ მირჩა პარასკივს ხან ებუტებოდნენ და ხანაც ურიგდებოდნენ იმის მიხედვით, თუ ფედერაცია სამატჩო ულუფად რამდენს დაუდგენდათ.

ხაჩიკის ოინები

გაწუწკებული გუნდი კაცზე ას დოლარს და ჩემპიონობაზე პრემიად ათასს დაყაბულდა, მაგრამ საფრანგეთის პირველობას სამშაბათს რომ ჩაემატა ტური, კარპატელი ლეგიონერები ვერ გვეთამაშებოდნენ, თუკი მატჩი კვირის მაგივრად შაბათს არ გაიმართებოდა. ეს მიზეზი დაგვიმალა იმათი ფედერაციის მოხელე ხაჩიკ გარაბეტმა და თამაშის გადატანა იმით გამოგვთხოვა, რომ რაგბი ტელევიზიით გადაცემულიყო, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ლაივი კვირას უფრო მოხერხდებოდა.

კონსტანცელი ხაჩიკი რიგიანი მოედნის ქირაობასაც ეცადა, მაგრამ ფეხბურთელებმა ოთუზბირი რომ დაუფასეს, "ერთა თასის" გადამწყვეტი მატჩი მოეწყო გენჩას პარკში, "სტეაუას" საკლუბო სტადიონზე. ჩვენ გვაკლდა დაშავებული ლაბაძე, მაგრამ დროით მოკეთდა იაშვილი, იმათ კი მიტუს დუბლიორი ლუჩან სირბუც ავად ჰყავდათ და ათმა ნომერმა მიხაი ჩოლაკმაც მაგრად აურია.

შესვენებამდე აქაც პირქარში ვირაგბეთ. იმათ შემოგვიტიეს, მაგრამ არეკნის მეტს ვერაფერს გამორჩნენ. თამაში თანდათან გავათანაბრეთ და ათი ქულით რომ დავწინაურდით, მეტოქემ საჩხუბრად გამოიწია. საათის თავზე ფრე იყო, პეტრუ ბალანი მახო ურჯუკაშვილს დარტყმის შემდეგ განგებ რომ დაეჯახა და სინბინში წაბრძანდა. ჰოდა, ვიდრე მეტოქე კაც-ნაკლული იყო, 15 ქულა მივითვალეთ.

სამ-კაც-აკიდებულმა

გადამწყვეტი მესამე ლელო გამოდგა: ცაბაძეს შერკინების ჩაქცევის დროს კისერი ტკენოდა, მაგრამ ფორმალურად სისხლ-დენის გამო გამოსულიყო. "ლეონსიოს" მარქაფაში გულმა ვერ გაუძლო, ძაან გარისკა, მოედანზე დაბრუნდა და ბესიკ ხამაშურიძემ რომ გაჭრა ხაზი, გეზის ცვლით, სამ-მბოჭავ-აკიდებულმა, მაინც უწია მიზანს. კარპატელებმა ბოლოს ჯიმშელაძეც დაგვინოკდაუნეს, მაგრამ პალიკო არ გატყდა და მისი დარტყმული არეკნი ძელს მოხვდა.

პირველად ასე ვძლიეთ რუმინეთი მესამე შეყრაზე და ჩემპიონები გავხდით. "აკიდომ" მოსწრებულად შენიშნა, რომ "ნეტარმა საბჭოეთმა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შემდეგ ათი წელი მოანდომა კარპატელთა პირველად ჯობნას და 15 წლის თავზეღა იმარჯვა ბუქარესტში, საქართველო კი, რუსთაგან განსხვავებით, ასფურცელასებრ იზარდა და იგივე გზა ექვს წელში გალია"

ბუქარესტშივე შეიკრა პირობა, რომ დავამზადებდით ანთიმოზის თასს და გაისიდან გავათამაშებდით შავი ზღვის კიდელი მეზობლების ყოველ შერკინებაში. ნაკრების წარმატება მარჯვედ გამოიყენა ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ქასაშვილმა, სამი წლის წინდელის დარად კვლავ წამოჭრა "ჰაინეკენის თასის" უმცროს ჯგუფში ჩვენი ჩართვის საკითხი და თითქოს დასტურიც მიიღო, მაგრამ გაისად ქართული გუნდები ფირა აერ-ის "რეგიონთა თასზეღა" გავიდნენ.

"მაჟიკ ზაზა"

კლოდმა რუმინეთიდან ჩილეში ჩააკითხა ჭაბუკთა ნაკრებს, მაგრამ არაფერში ჩარეულა. მოვიდა მორიგი, უნიჭიერესი თაობა. მზადება საფრანგეთში ფათერაკთა გამო რომ შეგვიფერხდა, ანსამბლი ტურნირის დროსღა შეხმატკბილდა. ჟურნალში დელეგაციის შეფი მიშა ბურძგლა ჩიოდა, ხშირმა, გაჭიანურებულმა მიწისძვრებმა შეგვაწუხა, თორემ სხვა პრობლემა არა გვქონიაო. და მართლაც, ოთხივე, ვეება ქვეყანა დავანგრიეთ - ქულებით 121:23, ხოლო ლელოებით 17/3

"აკიდოს" თანახმად, "ჩვენი გამარჯვება ულაპარაკო კი იყო, მაგრამ განათლებულ მედიას "ველურ კავკასიელთა" ყოველი წარმატება გულზე ეკლად რომ ესობოდა, ახლაც კბილი გაკრა ჩემპიონებს, ფინალის ულამაზესი ლელო წაგებულმა რუსებმა გაიტანეს და ქართველებმაც ოსტატობით კი არა, უფრო ჯანით აჯობეს ბეჩავ სლავებს ... ისე, რაგბში ღონიერება თუ სირცხვილად ითვლება, აქამდე ვერ ვუწყოდით და თუ მართლა ეგრეა, თავიანთ გაგებაში გაუმარჯოთ უცხოელებსო"

კაცთა ნაკრებს წინა ორ შემოდგომაზე ეუქმა, ამჯერად კი "მაჟიკ" (ჯადოქარმა) ზაზამ იხერხა და ნოემბერში ორი საშინაო ტესტი გაჩარხა ბობოლათა მეორე, "ა" ნაკრებებთან. მატჩები ვაკეში ახალ, თანამედროვე "მიხეილ მესხზე" მოეწყო, მაგრამ ცოცხლად რომ გადაიცემოდა ტელევიზიით და რომ ყინავდა, მოსეირე მოისაკლისა. ფრანგებს ჩამოყვა დიდი მიშელ იაშვილი, ვისი ვაჟი გრეგორი ბაბუის სამშობლოს ჯერ კიდევ თებერვალში გაეცნო, "ბოკეს" დუბლის სვლაგეზში კი საქართველო თვით ელჩმა, დელარეი ფანტონდერმა შეატანინა.

შექცეული პასით

თვისტომთა სტუმრობა სორელისთვის დღესასწაულად იქცა, მით უფრო, რომ შეგირდებმა ასახელეს. ფრანგებმა ნაღდი "ა" გუნდი აფრიკელებს დაახვედრეს ტარბში, კავკასიაში კი მოავლინეს უნივერსიტეტთა ნაკრები, რომლის წევრთა უმეტესობა მაინც ელიტაში რაგბობდა და მერე თითო-ოროლა დიდ "ლე ბლეშიც" მოხვდა. რაც შეეხება ბოკეს, შეპირებულთაგან მოვისაკლისეთ რასი ერაზმუსი და კორნე კრიხე, მაგრამ ვიხილეთ მორის იუბერი, გობანი ბობო, ხაფი დიუტოი, ბოლა კონრადი, იანეს ლაბუსხახნი და ბაკის ბოთაც.

ფრანგები, მათივე აღიარებით, ღირსეულად ვერ დაგვიდგნენ. დიდებულიძის, ხამაშურიძისა და ვანო ნადირაძის მიძალებათა შემდეგ ჯიმშელაძემ შეაგდო ჯარიმა, მერე კი ვანომვე დერეფანში ორი ხელით მოხსნა ბურთი და აგორებული მოლი ლელოში ისე ოსტატურად ჩაწვა, რომ კაპიტან ცაბაძეს ბურთი ქვეშ მოყოლოდა. დაჯაბნილმა სტუმრებმა პირველად ტაიმის ბოლოსღა შემოგვიტიეს, მაგრამ წინ ხომ გაჭირვებით მოიწევდნენ და განდაგანაც დარბოდნენ.

ბორჯღალოსნებმა შესვენებამდე მეორე ლელოც დადეს: პალიკოს არეკნი ძელს რომ მოხვდა, შევკარით სოლიდური მოლი და თუმც გრძელ ფრთაზე სამი ბეკი ჩამწკრივებულიყო, შოთა მოდებაძემ ბურთი მაინც მოკლეზე გაიტანა და ლაბაძე შექცეული პასით ეწია მიზანს 17:3. მეორე ტაიმში სტუმრები ათამაშდნენ, ორ წუთში მთელი მოედანი გადასერეს და კუთხეში დაგვიმიწეს ბურთი, მერე კი დავიდ სკრელამ შორიდან გაგვიტანა ჯარიმა და სხვაობა ოთხამდე დავიდა.

უეჭველად გახვალთო

ეს იყო და ეს. გაიბრწყინეს ზიბზიბაძემ და ურჯუკაშვილმა, ვისაც რამდენიმე კაცი კი იჭერდა, მაგრამ ლელოში მაინც შეფრინდა 24:13. ბოლო მეოთხედში თამაშში მარქაფა ჩავაბით და გემოზე გავაგრძელეთ ბურთაობა. კლოდმა აღნიშნა ირაკლი გიორგაძის დებიუტი, გიო ბუგიანიშვილმა კი ფინტების კორიანტელით თავბრუ დაახვია ფრანგებს, მაგრამ მეტი ლელო ვეღარ გავიტანეთ. არადა, იმხელა უპირატესობა გვქონდა, რომ 20 ქულით უნდა მოგვეგო.

აფრიკის დუბლმა ზეპური რაგბის მარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა. "ოლიმპი" წერდა, "თუ უწინ ჩვენს ბიჭებს ბოკეს ოდენ ხსენებაზე მიუწვდომლისა და ამოუცნობის საამო ჟრუანტელი დაუვლიდათ, ამჯერად მას როგორც ტოლი ტოლს, ისე გაეჯიბრნენ და თუმც არაფერი დაუთმეს, მეტოქის კლასმა და განსწავლულობამ მაინც თავისი გაიტანაო. ბორჯღალოსნებმა ძლიერ ქარში ფეხით ცოტა ურტყეს, აქეთ კი ბურთი ბევრჯერ ჩაგვიგდო "ნიჭიერმა და მარად პერსპექტიულმა დიუტოიმ"

ჩვენი ნახევრიდან ხელდახელ ბურთაობაზე ზღვა ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ უკუგება მცირე იყო: ფაზური შტურმი ბოკეს მწყობრის გარღვევით ლაბაძემღა დააგვირგვინა. დაცვაში მედგრად ვიდექით და ბარემ ათი, ნაღდი ლელო ჩავუფლავეთ აფრიკას. სხვა ჩვენს ადგილზე 14 კი არა, 70 ქულით წააგებდა. ქართველი ბეკები ნამატჩევს გამოტყდნენ, ამ სიჩქარეზე ცხოვრებაში არ გვითამაშიაო, სტუმრები კი გადარეულნი იყვნენ, თქვენი ამ დონეზე რაგბობა ვერცკი წარმოგვედგინა. ჰოდა, მსოფლიო თასზე უეჭველად გახვალთო.

უძრაობა და უიმედობა

საერთაშორისო ასპარეზზე თუმც ამდენს მივაღწიეთ, შინ კრიზისი გაღრმავდა. ჟურნალმა ორ პოლუსს შეადარა ვითარება: გარეთ იმედი და პერსპექტივაა, ხოლო შინ უძრაობა და უიმედობაო. 40 უკეთესი ქართველი უკვე საფრანგეთში რაგბობდა და კიდევ ერთ მაგდენს იქეთვე რომ ეჭირა გეზი, "რაგბმა" დაწერა, ყველაფერი ლოგიკურია და ამიერიდან რაღა აზრი ექნება ეროვნული პირველობის გამართვასო.

ჩემპიონატი 6 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მეტწილად სუბიექტურ მიზეზთა გამო 2 ივნისსღა გაჩაღდა. გუნდებმა ოფისთან ბევრი იდავეს ყველა წვრილმანზე. არადა, სისტემა გამარტივდა: აღდგა ქულათა კლასიკური ნიხრი და გაუქმდა პრემიები, ტრადიციული ორი წრის კვალად კი დაიგეგმა თავიდან ექვს, ხოლო დისკუსიის შემდეგ, ოთხ-გუნდა პლეი-ოფი, რამაც აქამდე მოაღწია.

არმიამ გააუქმა სპორტის სამმართველო, რის გამოც ასკ ჰაერში გამოეკიდა და ბირთვი მიმოეფანტა. ავლაბრის სტადიონსაც ისე მიეძალნენ გარეშენი, რომ წლის ბოლოს ერთი ლელო მთლად გადაუთხარეს. კადრების გადანაწილება ერთადერთი პროფესიული კლუბიდან, ბათუმიდან დაიწყო: ქუთათურთა მცირე წილი დაბრუნდა რიონის პირას, ხოლო მეტი რუსეთს წავიდა, აჭარაში კი ჯარიდან ლევან მგელაძე გადავიდა მწურთნელად, თან თბილისელებიც იახლა და ბათუმლებს შეუამხანაგა.

გაუგებარ ენაზე

განახლებულმა "დათვებმა" მეორე რაუნდშივე ძლიეს ჩემპიონი "ლოკომოტივი" - უბერებელმა კახა მაჩიტიძემ 24 ქულა (6ჯ 2ა) პირადად მოინაგრა და ჟურნალის მიერ მოწყობილ გამოკითხვაში ზაფხულის საუკეთესო მორაგბედაც ცნეს, მაგრამ მერე საფრანგეთს გადაიხვეწა.

"აია" დიდი ბრძოლითღა შეუშვეს გაპარტახებულ დინამოზე. არდადეგებზე ბორჯღალოსან ბეკთა, ზიბზიბაძისა და ხამაშურიძის შემატების შემდეგ გუნდმა უმატა და ბოლო მატჩის ბოლო წუთზე თედომ უნივერსიტეტს რომ გატანა ლელო, ქუთაისი ოთხეულში შევიდა.

თამაშები 5-დღიანი ციკლით იმართებოდა. თბილისში ისე დაიტვირთა მეურნეობა, რომ მოედანი გავერანდა. გუნდებს კავშირის დავალიანებაც დაუგროვდათ, მაგრამ მოთამაშეთა საფრანგეთში გადაყვანის წილს იქეთ ითხოვდნენ და სექტემბერში სულაც გაიფიცნენ, რის გამოც ოთხეული ორი კვირით გვიან დაიწყო.

ჟურნალი წლის შეჯამებაში ამაზე წერდა: "კავშირი თავისი გაუმართავი და არა-სრულყოფილი აპარატით, გაურკვეველი პირადი პრეტენზიების გამო, მუდმივ კონფლიქტშია კლუბებთან ... იქმნება უწესრიგობისა და უპასუხისმგებლობის მოჯადოებული წრე და კამათიც მხარეებს შორის ერთურთისთვის გაუგებარ ენაზე მიმდინარეობსო"

თასი უთამაშებლად

სექტემბრის ბოლოს ბათუმს დაემატა კახა კობახიძე და ლოკომოტივს შვიდი ჯარიმა გაუტანა. მონაწილენი ბოლოს-წინა რაუნდში დაეწივნენ გრაფიკს. ამ დროისთვის გუნდებს შეემატნენ რუსეთში ნათამაშარნი, მაგრამ წინა წლების დარად, მსაჯობა აღარავის უნდოდა, რაღაი, "ოლიმპის" მიხედვით, "ამაზე მწურთნელებმა იზრუნეს, თავად აგინეს, ხოლო ბიჭებს აცემინეს რეფები და რაგბიდან გააქციეს"

ნოემბრის დამდეგს, ფრანგთა და აფრიკელთა ჩამოსვლის წინ, ჩაიშალა ნეიტრალურ მოედანზე, ქუთაისში დანიშნული თასის ფინალი, რახან "ლოკომოტივმა" განაცხადა, "ლუბიწელები" (მოყვარულები) ვართ და ორშაბათს ამ სიშორეზე საბურთაოდ ვერ წავალთო.

კომისარ გია კარკაძისგან ჯილდო უთამაშებლად ჩაიბარა ბათუმმა და სამი კვირის შემდეგ, ანგისაში, კობახიძის მიერ ბოლო დარტყმით გატანილი ჯარიმით, შესარჩევი ფინალიც მოუგო ჩემპიონს, მაგრამ მერე, კაბინეტში წაგება მიესაჯა - მწურთნელ მგელაძეს, "ვინც ყველაფერზე ემოციურად რეაგირებდა, გუნდთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ კიდის მსაჯსაც კი ედავა"

დათვები წინასწარი ფინალის მოგებით მაინც გავიდნენ დიდ ფინალში, რომლის მასპინძლობაც ლოკომოტივს მართებდა, მაგრამ "ვარკეთილის რეზერვაციის მეტი რომ ვერაფერი მოიძია, ხელი ისევ აჭარის რაგბის თავკაცმა ილია წულუკიძემ გამოიღო და კავშირს წლის მთავარი მატჩის გასამართად ეროვნული სტადიონი გაუხერხა"

ბურთის ჩახურვისთვის

თამაში კვირას, დეკემბრის ყინვაში გაიმართა. იმსაჯა საგანგებოდ ჩამოყვანილმა ფრანგმა. ბარემ ნახევარი საათი რაციონალურად მორაგბე დათვები ჯობდნენ მასპინძლებს და ექვსი წუთი რომ უტრიალეს ალამს, ერთხელაც გრძელ ფრთაზე გაათამაშეს ბურთი და გიორგი დავლაძემ გოჩა ხონელიძეს ლელო გაატანინა.

მანამდე და მერეც ბათუმმა ვერ დაამიწა ხაზს იქეთ ძალით გადატანილი ბურთი, ტაიმის ბოლოს კი უკვე ლოკომოტივი მიეძალა მეტოქეს ოთხი სოლოთი, ბუგიანიშვილმა დაფინტა და ნონო ანდღულაძემ გაიტანა ლელო 13:10. აქედან მოყოლებული, სტუმრები წახდნენ, ლოკომოტივის მგეზავმა ბობა კვინიხიძემ კი გამართულად ხომ წარმართა ბურთაობა და ზუსტადაც ურტყა.

ფრანგმა რეფმა ლოკომოტივს ბურთის ჩახურვისთვის ორი კაცი გაუსინბინა, მაგრამ დათვებმა ამითაც ვერ იხეირეს. სწორედ რომ პირიქით: სამმა რკინიგზელმა დავლაძე მისსავე 22-თან ალყაში მოაქცია და მაქედან გაჩაღებული იერიში კაპიტანმა ალანიამ მეორე ლელოთი დააგვირგვინა 21:10

ბათუმი ამჩატდა და ჯარიმებს კარში აღარ ურტყამდა, ხოლო კვინიხიძემ ფორა 14 ქულამდე გაზარდა. თბილისელებმა ზედიზედ რომ დაარღვიეს წესი, ფრანგმა დათვებს საჯარიმო ლელოც უბოძა, წამატებულ დროში კი ბათუმმა ჯარიმა კიდეზე გადაიტანა და დერეფნიდან შეუტია, მაგრამ მიწაზე ბურთის შეფერხებისთვის თავად დაჯარიმდა და ლოკომოტივმა ვითარება განმუხტა.

<<<     2001

>>>     ევროპის "ერთა თასი"

  4/02

ჰოლანდია 3:32 საქართველო

ჯ: ფიხურსი - 4ლ: იაშვილი დიდებულიძე (2 3) ხეხელაშვილი; 3გ 2ჯ: ჯიმშელაძე

რეფ ფაჩოლი (იტალია; ამსტერდამი, ენდრახტი (1 200)
ჯერ ჩვენი! 3:0 10:0 10:3 13:3 / 18:3 25:3(75) 32:3

საქ: აბაშიძე (ხეხელაშვილი) ლაბაძე (ქავთარაშვილი) ზიბზიბაძე ალანია კაცაძე (ბუგიანიშვილი) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / მთიულიშვილი (რატიანიძე) შველიძე (გიორგაძე) ცაბაძე კაპ; დიდებულიძე ნადირაძე; ბოლღაშვილი (ჯაველიძე) იაშვილი ზედგინიძე ^ მრქ) ხამაშურიძე

  ესპანეთი 29:30 რუსეთი

 

პორტუგალია

0:47

რუმინეთი

17/02

საქართველო 36:12 პორტუგალია

6ლ: ზედგინიძე (1 2) აბუსერიძე ზიბზიბაძე (4 6) ბოლღაშვილი; 3გ: ჯიმშელაძე - 3ჯ: მელეირუ; ა: პისარა

რეფ მანჩინი (იტა; ეროვნული (7 ათასი)
5:0(2) 5:3(6ა) 5:6(17) 10:6(25) 10:9(30) 17:9(38) /
17:12(47) 24:12(57) 31:12(59) 36:12(72)

საქ: ხამაშურიძე ლაბაძე ზიბზიბაძე ალანია (ხეხელაშვილი 41) კაცაძე (ურჯუკაშვილი 60) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / მთიულიშვილი (რატიანიძე 48) შველიძე (გიორგაძე 48) ცაბაძე კაპ; ნადირაძე დიდებულიძე; ბოლღაშვილი იაშვილი (აბაშიძე 73) ზედგინიძე ^ მრქ) ზ.მჭედლიშვილი

18/02 ჰოლანდია 20:41 რუსეთი

 

ესპანეთი

12:27

რუმინეთი

 4/03

რუსეთი 23:25 საქართველო

3ლ: კლიმენკო გრაჩოვი კაშჩევი; გ: რაჩკოვი; 2ჯ: სიმონოვი სბ უამბაევი - 3ლ: საჯ (ზედგინიძე) ზედგინიძე ლაბაძე; 2გ 2ჯ: ჯიმშელაძე

რეფ პრიუვო (სფრ; კრასნოდარი, დინამო
ჯერ ჩვენი! 0:5(7) 3:5(21) 6:5(28) 6:12(31) სბ(38რ) 13:12(40) 13:15(40+) /
18:15(44) 18:18(59) 25:18(62) სბ(66ს) 25:23(80+)

საქ: ხამაშურუძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე აბაშიძე <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / მთიულიშვილი გიორგაძე ცაბაძე კაპ; ნადირაძე დიდებულიძე (ზ.მჭედლიშვილი) ბოლღაშვილი ლაბაძე სბ 66, ზედგინიძე ^ მრქ) ანდღულაძე იოვაძე შ.მოდებაძე / ჯაველიძე რატიანიძე უდესიანი

  რუმინეთი 52:15 ჰოლანდია

 

ესპანეთი

31:15

პორტუგალია

17/03

საქართველო 43:10 ესპანეთი

6ლ: საჯ (ზედგინიძე) ურჯუკაშვილი კაცაძე აბაშიძე შველიძე გიორგაძე; 5გ ჯ: ჯიმშელაძე - ლ: კ.სოუტო; გ: ალონსო; ჯ: კოვალენკო

რეფ მალარტიკი (სფრ) რუსთავი, ფოლადი (12 ათასი)
7:0(2) 12:0(4) 19:0(8) 19:3(40) 22:3(40+4) /
29:3(50) 36:3(68) 43:3(78) 43:10(80+6)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე აბაშიძე (იოვაძე 79) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (შ.მოდებაძე 70) / მთიულიშვილი (შველიძე 51) გიორგაძე ცაბაძე კაპ; ნადირაძე (უდესიანი 79) დიდებულიძე (რატიანიძე 51) ბოლღაშვილი (ალანია 51) ლაბაძე ზედგინიძე (ზ.მჭედლიშვილი 41)

18/03 რუმინეთი 42:13 რუსეთი

 

პორტუგალია

23:6

ჰოლანდია

 7/04

რუმინეთი 20:31 საქართველო

3ლ: გიოკი, კოროდეანუ (2 3) გ: ჩოლაკუ; ა: გონტინეაკი სბ პ.ბალანი - 3ლ: აბუსერიძე ბოლღაშვილი ცაბაძე; 2გ: ჯიმშელაძე; 4ჯ: ჯიმშელაძე 3, ურჯუკაშვილი

რეფ დარტიჟაზი (სფრ; ბუქარესტი, გენჩა (2 ათასი)
ჯერ ჩვენი! 0:3(3ა) 3:3(24) 10:3(32) 13:3(40) /
13:8(49) 13:13(54) 16:13(61სბ) 23:13(66) 28:13(72) სბ(75ს) 28:20(77) 31:20(79)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე აბაშიძე (ხეხელაშვილი) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / მთიულიშვილი (ნიკოლაენკო) გიორგაძე სბ 75, ცაბაძე კაპ (რატიანიძე დრ) ნადირაძე დიდებულიძე (ზ.მჭედლიშვილი) ბოლღაშვილი იაშვილი (ჯაველიძე) ზედგინიძე ^ მრქ) ალანია შ.მოდებაძე

  8/04 რუსეთი 45:27 პორტუგალია
  ჰოლანდია 13:36 ესპანეთი

ერთა თასი

მ-წ

გატ:გაშ

საქართველო

5-0 167:68

რუმინეთი

4-1 188:71

რუსეთი

3-2 152:143

ესპანეთი

2-3

118:128

პორტუგალია

1-4 77:165

ჰოლანდია

0-5 57:184

>>>     შემოდგომის ტესტები

10/11

საქართველო 24:20 საფრანგეთი "უ"

3ლ: ცაბაძე ლაბაძე ურჯუკაშვილი; 3გ ჯ: ჯიმშელაძე - 2ლ: კასენი დიოდე; 2გ: სკრელა ბონეფუა; 2ჯ: სკრელა

რეფ ტრევორი (ირლ; ვაკე (7 ათასი)
3:0(12) 3:3(15) 10:3(17) 17:3(40+4) /
17:10(42) 17:13(50) 24:13(52) 24:20(80+3)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია (ი.გიორგაძე 75) ხეხელაშვილი (ბუგიანიშვილი 69) <10-9> ჯიმშელაძე იოვაძე (შ.მოდებაძე 40+2-ნახ, 75) / შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე კაპ (ნიკოლაენკო 60) დიდებულიძე (მაგრაქველიძე 59) ნადირაძე (უდესიანი 78) ბოლღაშვილი ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი (ჯაველიძე 80+1)

18/11

საქართველო 17:31 სამხ.აფრიკა "ა"

2ლ: ხამაშურიძე ლაბაძე; 2გ ჯ: ჯიმშელაძე - 4ლ: ლაბუსხახნი (1 2) ბოთა იულისი; 4გ ჯ: დიუტოი სბ ფანიკერკი

რეფ ჰაიდ-ლეი (კან; ვაკე (15 ათასი)
0:7(15) 7:7(26) 7:14(40) /
7:21(42) სბ(47ს) 7:28(56) 14:28(60) სბ(64ა) 17:28(69) 17:31(80+4)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი სბ 47, ზიბზიბაძე (ი.გიორგაძე დრ, ხეხელაშვილი 73) ალანია ბუგიანიშვილი <10-9> ჯიმშელაძე იოვაძე (შ.მოდებაძე 78) / შველიძე ა.გიორგაძე (ჯაველიძე 78) ცაბაძე კაპ (რატიანიძე 73) დიდებულიძე ნადირაძე; ბოლღაშვილი (პაპაშვილი 80) ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი ^ მრქ) ნიკოლაენკო

აფრიკელთა ტურნე

მაროკო 36:20 (10/11 კასაბლანკა;
საფრანგეთი "ა" 23:36 (14/11 ტარბი;
ინგლისი I დივ 30:9 (21/11 ვუსთერი;
ესპანეთი 28:13 (25/11 სევილია)

>>>     შვიდკაცის III მსოფლიო თასი

26-28/01    მარ დელ პლატა (არგენტინა)

საქართველო - პულ) საფრანგეთი 19:14, ტაივანი 24:0 / კანადა 7:20, აფრიკა 12:24, ქუქეთი 0:19 / სინი) კორეა 24:19, უელსი 17:10, რუსეთი 12:24 ^ დავიკავეთ X ადგილი

თასი) ზელანდია 31:12 ავსტრალია
ფიალა) ჩილე 21:19 პორტუგალია

საქართველო: გია ლაბაძე (5 ლელო, ვასილ კაცაძე (2, ბესიკ ხამაშურიძე (5, არჩილ ქავთარაშვილი, ვასილ აბაშიძე (2, პალიკო ჯიმშელაძე (5, თედო ზიბზიბაძე, ბადრი ხეხელაშვილი, მახო ურჯუკაშვილი, გიო ბუგიანიშვილი ^ მწ) კლოდ სორელი, მალხაზ ჭეიშვილი; მნჯ) ზაზა ლეჟავა

>>>     შვიდკაცის II მსოფლიო სერია (2000/01)

27-28/05    ლონდონი (ინგლისი) VIII ეტაპი

საქართველო - პულ) ზელანდია 0:31, კანადა 14:19, რუსეთი 5:14 * ფიალა) საფრანგეთი 17:12 დდ, შოტლანდია 14:19 ^ გავიყავით XI ადგილი

თასი) ზელანდია 19:12 ავსტრალია
სინი) აფრიკა 31:7 ინგლისი
ფიალა) უელსი 31:19 შოტლანდია

2-3/06    კარდიფი (უელსი) IX ეტაპი

საქართველო - პულ) ფიჯი 0:33, ინგლისი 17:12, ესპანეთი 17:12 * თასი) სამოა 17:38 * სინი) უელსი 19:26 ^ გავიყავით VII ადგილი (4 ქულა)

თასი) ზელანდია 31:5 ავსტრალია
სინი) ფიჯი 47:14 უელსი
ფიალა) ინგლისი 35:26 პორტუგალია

საქართველო (ლონდონი - კარდიფი) კაცაძე კაპ, ხამაშურიძე, ილია ზედგინიძე, დავით ბოლღაშვილი, აქვსენტ გიორგაძე, ურჯუკაშვილი, ხეხელაშვილი, აბაშიძე, გუჯა იოვაძე, ლაბაძე, დათო სორდია, ზიბზიბაძე ^ მწ) სორელი, ჭეიშვილი, ტიერი რუდილი

ქულა (9 ეტაპი: ზელანდია 162, ავსტრალია 150, ფიჯი 124, სამოა 92, აფრიკა 82, არგენტინა 50, ინგლისი 32, კანადა 26, უელსი 19, შტატები 16, კორეა 14; ქუქეთი საფრანგეთი 12; საქართველო ზიმბაბვე პორტუგალია 4; ირლანდია 2; ჰონკონგი 1

>>>     "წმინდა მიწის" შვიდკაცა

6/09    თელ-ავივი (ისრაელი)

2#საქართველო - პულ) ისრაელი 17:5, მალტა V:0, პოლონეთი ფრე, ფიჯი (მშვიდობის მყოფელები) 0:V; პლოფ) ისრაელი 24:0, 1#ფიჯი 5:40 ^ მწ) ჭეიშვილი

>>>     შვიდკაცის III მსოფლიო სერია (2001/02)

8-9/11    დუბაი (არაბეთი) სერიიდან ამოიღეს!

საქართველო - პულ) ინდოეთი 36:0, მაროკო 12:17, რუსეთი 5:19 * ფიალა) ყაზახეთი 12:10, პორტუგალია 7:33 ^ გავიყავით XI ადგილი

თასი) ზელანდია 45:7 აფრიკა
სინი) შოტლანდია 29:7 რუსეთი
ფიალა) პორტუგალია 43:5 უელსი

17-18/11    დურბანი (სამხ.აფრიკა) I ეტაპი

საქართველო - პულ) ზელანდია 0:45, ინგლისი 0:32, არაბეთი 5:7 * ფიალა) უელსი 19:40 * ფარი) კენია 7:17 ^ გავიყავით XV ადგილი

თასი) ზელანდია 19:17 სამოა
სინი) ავსტრალია 57:0 ფიჯი
ფიალა) ნამიბია 29:28 უელსი
ფარი) კენია 20:17 მაროკო

საქართველო (დუბაი - დურბანი) ირაკლი გუნდიშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი წიკლაური, კახა უჩავა, დათო ცხვედიანი, ზვიად კობერიძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი ტრაპაიძე, ვანო სოხაძე, ირაკლი მოდებაძე, ილია მაისურაძე, ლექსო გუგავა ^ მწ) ჭეიშვილი; მნჯ) ლეჟავა; ექმ) კოტე კილაძე

>>>     ირბ ფირა აერ-ის ჭაბუკთა (1982-83 დაბ)
XXXIII მსოფლიო პირველობა

სანტიაგო (ჩილე)

საქართველო -

გერმანია 29:0 (5/04 * 5ლ: პაპაშვილი სოხაძე საყვარელიძე გიორგაძე კოპალიანი; 2გ: სოხაძე ბარკალაია სბ პაპაშვილი ბელქანია)

შტატები 24:7 (8/04 * 3ლ: საყვარელიძე 2, ყურაშვილი; 3ჯ: სოხაძე 2, ავლოხაშვილი - ლ გ)

ესპანეთი 31:8 (11/04 * 4ლ: კოპალიანი საყვარელიძე გიორგაძე გუგავა; 4გ: სოხაძე 3, ავლოხაშვილი; ჯ: სოხაძე - ლ ჯ)

რუსეთი 37:8 (14/04 * 5ლ: ყურაშვილი საყვარელიძე შკინინი გუგავა კაჭარავა; 3გ: ავლოხაშვილი გუგავა სოხაძე; 2ა: ავლოხაშვილი - ლ ა)

საქართველო

15 ვანო სოხაძე (ყოჩ, ბექა კობახიძე (უნი; 14-11 ლექსო გუგავა (ლოკ, დენის პინჩუკოვი (ასკ, ირაკლი გიორგაძე (აია, გოგა შკინინი (ხულ, ნიკა მხეიძე (ყოჩ, ბექა შარაშენიძე (ყოჩ; 10 ლადო ავლოხაშვილი (ლელ, ოთარ ბარკალაია (ლელ; 9 გიორგი კაჭარავა (ყოჩ, ბიძინა სამხარაძე (ასკ /

1-3 ავთო კოპალიანი (აია, დავით ხინჩაგიშვილი!ჰ (ლოკ, აკაკი სანაძე კაპ (უნი, დავით ზირაქაშვილი (ასკ, ბესიკ ქარაბაკი (უნი!ჰ 4-5 შალვა პაპაშვილი (აკდ, დიმა პავლოვი (ლელ, ლევან ღვაბერიძე (ლელ, დათო აბაშიძე (ხულ; 6-8 რეზო ბელქანია (ლელ, ბექა ყურაშვილი (აია, შოთა საყვარელიძე (აია, ოთარ ტორაძე (აია, ლევან დათუნაშვილი (ასკ)

მწ) პაატა ნარიმანაშვილი (აკდ, ლევან მაისაშვილი (ლელ, მამუკა ტყეშელაშვილი (ხულ; ექმ) ბესიკ ჩადუნელი; მნჯ) მიხეილ ბურძგლა, დიმიტრი ობოლაძე; მრჩ) კლოდ სორელი; თამაზ მგალობლიშვილი (მოსკოვი)

1# ზელანდია 36:23 2#საფრანგეთი, 3#ავსტრალია ... 13#რუმინეთი, 14#ჩილე / 15#სამოა, 16#კორეა - 17#საქართველო, 18#რუსეთი / 19#კანადა ... 32#ბელგია

>>>     ახალგაზრდათა (1981-82 დაბ) მსოფლიო პირველობის შესარჩევი

ბოლო/05    კონსტანცა (რუმინეთი)

  რუმინეთი 22:13 საქართველო

ლ გ 3ჯ 2ა - 2ლ: გუნდიშვილი საყვარელიძე; ჯ: ავლოხაშვილი

  საქართველო

16:11

უკრაინა

2ლ: დადუნაშვილი გუნდიშვილი; 2ჯ: მხეიძე

საქართველო: 15 ზვიად კობერიძე (ყოჩ; 14-11 ირაკლი მაჩხანელი (უნი, გიორგი ტრაპაიძე (ყოჩ, ი.გიორგაძე, გუგავა, დავით მხეიძე (უნი, კახა ელოშვილი (უნი; 10 ავლოხაშვილი; 9 გ.კაჭარავა, გიორგი ქოპილაშვილი (აკდ /

1-3 ანგელ ალიბეგაშვილი (უნი, ხინჩაგიშვილი!ჰ სანაძე, დადუნაშვილი, ღვაბერიძე; 4-5 გიორგი წიკლაური (უნი, გიორგი ჩხაიძე (ლელ, პავლოვი; 6-8 ყურაშვილი, ირაკლი გუნდიშვილი (უნი, საყვარელიძე, ზაზა ვალიშვილი (ლოკ)

მწ) დავით ჩავლეიშვილი, დიმიტრი ფულარია, რეზო ჯაფარაშვილი

>>>     ჭაბუკთა (1984-85 დაბ) საერთაშორისო

ფოთი    ^ კოორდინატორი გია ჭუმბურიძე (ფირა აერ)

14/05 საქართველო 53:3 სომხეთი
  კოლხეთი 9:7 უკრაინა

16/05

საქართველო

24:0

კოლხეთი

  უკრაინა 29:3 სომხეთი

18/05

საქართველო

34:0

უკრაინა

  კოლხეთი 31:0 სომხეთი

1#საქართველო 3-0, 2#კოლხეთი 2-1, 3#უკრაინა 1-2, 4#სომხეთი 0-3

საქართველო: 15 ოთარ ბარკალაია კაპ; 14-11 ლაშა შალიკაშვილი, რეზო გიგაური, გიორგი გეგიძე, გიორგი ელიზბარაშვილი; 10 თემურ სოხაძე; 9 ვახტანგ ფაილოძე / 1-3 მუხრან გიგინეიშვილი, ბიკენტი გეგეჭკორი!ჰ ამირან კორსანტია; 4-5 დავით დავითაშვილი, შალვა სუთიაშვილი; 6-8 ირაკლი ნატრიაშვილი, ჯაბა მალაღურაძე, გიორგი გეთიაშვილი

მრქ) დაჩი მინდაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ დადეშიანი, ჯემალ მარკოზაშვილი, სანდრო ციგროშვილი, გიორგი ანჯაფარიძე, ლევან პირველი, ლადო კილასონია, დაჩი ყუფარაძე, სერგო ძიძიშვილი ^ მწ) ნუგზარ მალაღურაძე, გია ღლონტი, გია ჯავახიშვილი

კოლხი რაინდები: 15 გიორგი კვარაცხელია; 14-11 ალექსი მამალაძე, ირაკლი გურგენაძე, გიორგი წულაია, პაატა კალანდია; 10 ლევან გაგუა; 9 ბეჟან ლაგვილავა / 1-3 ირაკლი ჭანტურია, თემურ ღვინია!ჰ ბაჩო ყალიჩავა; 4-5 ირაკლი სოსელია, ლევან კაჭარავა; 6-8 ვანო ანთაძე, ლაშა მიქაძე კაპ, დიმიტრი ბასილაია

მრქ) ბაკურ ჩუბინიძე, გიორგი გუდავა, გიორგი ნემსაძე, ირაკლი ბოდოკია ^ მწ) ამირან შავგულიძე, დათო სანიკიძე

>>>     საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

<<    პირველი წრე

  2/06 ყოჩები 29:15 აია
  დათვები X:0 ასკ
  ლოკომოტ 22:18 უნივერსიტ

  7/06

ასკ

3:44

აია

  დათვები 24:19 ლოკომოტ
  ყოჩები 18:13 უნივერსიტ

12/06

ლოკომოტ

26:7

აია

  ყოჩები 94:0 ასკ
  უნივერსიტ 16:22 დათვები

17/06

ასკ

10:53

ლოკომოტ

  დათვები 19:13 ყოჩები
  უნივერსიტ 12:3 აია

22/06

დათვები

44:12

აია

  უნივერსიტ 62:0 ასკ
  ლოკომოტ 21:13 ყოჩები

<<    მეორე წრე

30/06 აია 19:10 ყოჩები
  ასკ 3:60 დათვები
  უნივერსიტ 11:16 ლოკომოტ

  5/07

აია

X:0

ასკ

  ლოკომოტ 18:22 დათვები
  უნივერსიტ 18:16 ყოჩები

10/07

აია

6:13

ლოკომოტ

  ასკ 13:75 ყოჩები
  დათვები 31:10 უნივერსიტ

15/07

ლოკომოტ

79:0

ასკ

  ყოჩები 20:16 დათვები

20/07

აია

14:11

დათვები

  ასკ 7:112 უნივერსიტ
  ყოჩები 29:48 ლოკომოტ

  ?/07

აია

27:16

უნივერსიტ

ორი წრე

მ-წ$დ

გატ:გაშ

დათვები (ბთმ) 16 8-2 247:125
ლოკომოტივი 16 8-2 313:142
ყოჩები 10 5-5 319:185
აია (ქუთ) 10 5-5 147:164

უნივერსიტეტი

8

4-6

288:162

ასკ -2 0-10$2 36:572

 ოთხეული

16/09 ყოჩები 6:9 დათვები
  აია 15:9 ლოკომოტ

23/09

დათვები

14:9

აია

  ლოკომოტ 13:15 ყოჩები

30/09

აია

22:6

ყოჩები

  ლოკომოტ 23:21 დათვები

14/10

ლოკომოტ

16:10

აია

  დათვები 23:12 ყოჩები

21/10

აია

18:21

დათვები

  ყოჩები 15:18 ლოკომოტ

28/10 ?

ყოჩები

27:9

აია

  დათვები 26:10 ლოკომოტ

ოთხი წრე

მ-წ

გატ:გაშ

დათვები (ბთმ) 26 13-3 361:293
ლოკომოტივი 22 11-5 402:244
ყოჩები 14   7-9 400:279
აია (ქუთ) 14   7-9 230:257

 ავსტრალიური პლეი-ოფი

<<    შესარჩევი ფინალი

 24/11  დათვები  0:X (20:19)  ლოკომოტ

ლ: ჩირგაძე; 5ჯ: კობახიძე - ლ: ანდღულაძე; გ 3ჯ ა: ძნელაძე

რეფ რობიტაშვილი; კომ კალანდაძე * ანგისა

<<    გასავარდნი ფინალი

25/11

ყოჩები 21:12 აია

2ლ: ურუშაძე კობერიძე; გ 3ჯ: გიორხელიძე - 3ჯ ა: ზვიადაძე

რეფ რობიტაშვილი; კომ ელიზბარაშვილი * მეურნეობა

<<    წინასწარი ფინალი

  2/12

დათვები 14:10 ყოჩები

<<    დიდი ფინალი

  9/12

ლოკომოტ 24:17 დათვები

ლოკ: აბაშიძე (ასათიანი) ანდღულაძე ალანია კაპ, ბუგიანიშვილი გუგავა <10-9> კვინიხიძე ბ.ბერიძე / მაჭუტაძე სუჯაშვილი კერესელიძე (თოფურიძე ცხომელიძე ჭელიძე) მოგელაძე გიორგაძე; ზ.მაისურაძე ცხადაია სბ 50, კახიანი სბ 76 - 2ლ: ანდღულაძე ალანია; გ 4ჯ: კვინიხიძე

დთვ: დავლაძე ს.ევგენიძე პინჩუკოვი კაპანაძე ხონელიძე <10-9> კიკნაძე კიკაჩეიშვილი / ნინიძე ღლონტი მოქია (მოლაშხია) რ.ბერიძე (ფხაკაძე) ჩირგაძე; სვანიძე კაპ, ზ.შვანგირაძე, კ.კობახიძე - 2ლ: ხონელიძე საჯ; 2გ ჯ: კობახიძე

რეფ ლორან ვალენი (სფრ) ეროვნული (600)

3:0(11) 3:7(18) 3:10(32) 6:10(35) 13:10(40+1) /
16:10(47) სბ(50) 21:10(60) 24:10(73) სბ(76) 24:17(78) ბოლო(80+5)

<<   ქულა

126 ბობა კვინიხიძე (ლოკ; 113 ირაკლი მოდებაძე (უნი; 97 ირაკლი გიორხელიძე (ყოჩ; 78 კახა მაჩიტიძე (დთვ; 54 კახა კობახიძე (დთვ)

<<    ლელო

10 ნონო ანდღულაძე (ლოკ, გოჩა ხონელიძე (დთვ; 9 გიორგი ბუგიანიშვილი (ლოკ; 7 ზვიად კობერიძე (ყოჩ, ირაკლი მაჩხანელი (უნი, მოდებაძე

საუკეთესო (მწურთნელთა გამოკითხვით: კახა ალანია (ლოკ)

 პირველი ლიგა

12/05-26/07 (?)    მასპინძლის მიხედვით

დათვები$2 ბათუმი - ყოჩ 5:14, აკდ 27:5, რსთ X:0, ორბ X:0, დინ X:0

ყოჩები$2 - დთვ 11:36, აკდ 18:10, რსთ 13:27, ორბ 16:15, დინ 51:25

აკადემია - დთვ 18:13, ყოჩ 19:22, რსთ 18:13, ორბ 20:11, დინ 39:12

გორდა რუსთავი - დთვ 12:41, ყოჩ 24:10, აკდ 14:22, ორბ X:0, დინ 18:16

ორბელი ლელო - დთვ 33:15, ყოჩ 20:34, აკდ 27:9, რსთ 33:15, დინ 21:22

დინამო - დთვ 13:22, ყოჩ 22:7, აკდ 13:15, რსთ 6:5, ორბ 19:21

ორი წრე

მ-წ$დ

გატ:გაშ

დათვები$2 14 7-3 159:106
ყოჩები$2 12 6-4 196:203

აკადემია

12

6-4

175:170

გორდა (რსთ) 7 4-6$1 128:159
ორბელი ლელო 6 4-6$2 181:149
დინამო 5 3-7$1 147:199

 გადასასვლელი

უნივერსიტეტი - დთვ 19:6, ასკ 60:8, ყოჩ 50:7

დათვები$2 - უნი 9:9, ასკ 19:3

ასკ - დთვ 8:38, ყოჩ 35:19

ყოჩები$2 - უნი 5:67, დთვ 14:34, ასკ 10:15

ორი წრე

მ-წ*ფ

გატ:გაშ

უნივერსიტეტი 9 4-0*1 205:35
დათვები$2 7 3-1*1 106:53

ასკ

4

2-3

69:146

ყოჩები$2 0 0-5 55:201

 ბოლო ოთხეული

აკადემია - გორ 19:13, დინ 41:5, ორბ 28:23

გორდა - აკდ 12:20, დინ 28:21

დინამო - გორ 17:30, ორბ 19:15

ორბელი - გორ 13:24

ორი წრე

მ-წ

გატ:გაშ

აკადემია 8 4-0 108:53
გორდა (რსთ) 6 3-2 107:90
დინამო 2 1-3 62:114
ორბელი ლელო 0 0-3 51:71

>>>     საქართველოს თასი

<<    მეოთხედფინალი

30/05 ყოჩები 23:3 უნივერსიტ
  ლოკომოტ 53:8 ორბელი
31/05 ყოჩები$2 11:66 დათვები
  აია X:0 ასკ

27/06

უნივერსიტ

32:18

ყოჩები

<<    ნახევარფინალი

11/09 ლოკომოტ 20:12 ყოჩები

?

აია 5:28 დათვები

?

დათვები

24:12

აია

?

ყოჩები 17:46 ლოკომოტ

<<    ფინალი (ქუთაისი)

  5/11 დათვები

X:0

ლოკომოტ

>>>     ჭაბუკთა "ა" ლიგა (1983-84 დაბ)

1#ლელო (მწ ლევან მაისაშვილი) 18-2, 2#ხულიგანა (მამუკა ტყეშელაშვილი) 16-4, 3#აია 11-9, 4#დინამო 6-14; 5#ყოჩები უნივერსიტეტი 5-15

<<    ჭაბუკთა "ბ" ლიგა (1985-86 დაბ)

1#ყოჩები (ნუგზარ მალაღურაძე, 2#აია, 3#მგლები ... ლელო, აკადემია, დინამო, იმედი ლ, უნივერსიტეტი, ზესტაფონი, ფოთი

<<    მოზარდთა (1987-88 დაბ) პირველობა

1#ლელო, 2#ბელები ქობულეთი

>>>     ვეტერანები მსოფლიო ფესტივალზე

ტულუზი: გენო ღადუა, ამირან ლობჟანიძე, გივი ფაჯიშვილი, ჯემალ ბერაძე, ოლეგ ლიპარტელიანი, ბესო ლილუაშვილი, დემურ ცხვედიანი, გია გორგასლიძე, საშა ლობჟანიძე, მალხაზ ლიპარტელიანი, ავთო ღიბრაძე ^ ჟაკ ასპეკიანი

>>>     უმაღლესის გუნდები

<<    ლოკომოტივი

15 დემირ ძნელაძე#10$3ლ2გ4ჯა, გიორგი ასათიანი#14$ლ, ვასილ აბაშიძე#11; 14-11 გიორგი ბუგიანიშვილი$9ლ, ნონო ანდღულაძე$10ლგ, კახა ალანია#7 კაპ$3ლ, გიორგი კოტრიკაძე$2ლ, ლექსო გუგავა#15$ლ, დათო ცხადაია#7#!ჰ$ლ სანდრო ჩხენკელი, მიშა მათიაშვილი$3ლ; 10 ბობა კვინიხიძე$3ლ25გ19ჯ3ა; 9 ირაკლი აბუსერიძე#11$ლ, ბესო ბერიძე, ნუკრი სარიშვილი /

1-3 მიშა სუჯაშვილი#!ჰ დათო ხინჩაგიშვილი!ჰ$3ლ, კაკო მაჭუტაძე, კახა ჭელიძე, გოგა კერესელიძე, გიორგი ჯიბლაძე!ჰ$2ლ, დიმიტრი თოფურიძე!ჰ$2ლ, დავით მზარეულაშვილი#5, ზაზა ძიძაძე; 4-5 ზურაბ მოგელაძე$2ლ, დავით ჟღენტი, გიორგი გიორგაძე, ლევან ბურდული, ზვიად მაისურაძე#6#8$3ლ, თამაზ ჩადუნელი, შოთა ცხომელიძე; 6-8 ბესიკ გაფრინდაშვილი, შალვა ქავთარაძე#1#5, ბესო უდესიანი$2ლ, გიორგი კახიანი#5$2ლ, თამაზ სუჯაშვილი, ზაზა ვალიშვილი#5$ლ, გიორგი სვანიძე$ლ

მწ) თემურ ბენდიაშვილი, დათო ჩავლეიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი; მნჯ) დავით შუბითიძე; ექმ) ბესო აბრამიშვილი; მოკეთეები) აკაკი ჩხაიძე (რკინიგზის დეპარტამენტი, ბერდია გუგავა (შევარდენი)

<<    დათვები ბათუმი

15 დათო კიკნაძე#10$2ლ4გ3ჯ; 14-11 გიორგი სვინტრაძე$ლ, გოჩა ხონელიძე$10ლ, დენის პინჩუკოვი$2ლ, გიორგი დავლაძე#15$3ლ, კახა კაპანაძე, სულხან ევგენიძე#9#15$ლ, სოსო ცუცქირიძე, როინ შავაძე; 10 კახა მაჩიტიძე$ლ8გ14ჯ5ა; 9 გოგა ხელაძე$ლ, ზურაბ კიკაჩეიშვილი /

1-3 ირაკლი ნინიძე$ლ, დათო აშვეთია!ჰ მინდია ღლონტი!ჰ$2ლ, გიგა გურეშიძე!ჰ#5, ვახტანგ შენგელია#!ჰ ალეკო მოლაშხია!ჰ; 4-5 როლანდ ბერიძე, თამაზ ფხაკაძე$2ლ, ირაკლი არობელიძე, სერგო მოქია, გაბო წულაძე; 6-8 ირაკლი სვანიძე კაპ$ლ, კახა უჩავა$4ლ2გ4ჯ, ზაზა ჩირგაძე#5$ლ, ვლადიმერ ხაჟომია, ევგენი კუნჭულია#4, კახა კობახიძე$3გ16ჯ, ზაზა შვანგირაძე$ლ

მწ) ლევან მგელაძე, ფხაკაძე; ექმ) თემურ მინდიაშვილი; პრეზ) ირაკლი დიასამიძე; მედ) პაატა თოთაძე; აჭარის რაგბი) ილია წულუკიძე

<<    ყოჩები

15 ზვიად კობერიძე$8ლ; 14-11 ნიკა მხეიძე$3ლ, გოჩა ბარძიმიშვილი, სანდრო საკანდელიძე, კახა მხეიძე#6, გუგა იმნაძე$გ, სპირიდონ ლიპარტელიანი#10, გიორგი ტრაპაიძე#7#10$4ლ2გ, ნუგზარ მგელაძე#8, ბექა შარაშენიძე, გიორგი თოდრაძე$ლგ, შავლეგ ჯანელიძე#10$3გ, ლადო გრუდკო, ზურაბ შენგელია, ირაკლი ციბაძე, გიორგი კახაძე, ვანო სოხაძე; 10 გიორგი კაჭარავა#9$2ლ; 9 ირაკლი გიორხელიძე#13 კაპ$3ლ14გ18ჯ, ნიკო კრეპსი /

1-3 ირაკლი ჩიქავა!ჰ$ლ, ზურაბ ხოსრუაშვილი!ჰ ბაკურ ფირიაშვილი$ლ, ზვიად კიკუაშვილი!ჰ$ლ, გიორგი გულუხია!ჰ ნოდარ მელაძე, ირაკლი ალიმბარაშვილი!ჰ დიტო კიკნაველიძე, ნიკო ჭავჭავაძე#6$ლ, დათო გოლიაძე!ჰ გოჩა გეჯაძე, ლევან ცარციძე; 4-5 ლევან ზესაშვილი#7, გელა ხურცილავა#8$ლ, მიხეილ ჩაკვეტაძე$ლ, ალექსი გუშარაშვილი#3, ვიქტორ დიდებულიძე#8, რატი ურუშაძე$ლ; 6-8 სანდრო ჭელიძე$2ლ, დათო ცხვედიანი$3ლ, გიორგი ხაბეიშვილი#4$ლ, ლევან გოგშელიძე$ლ, გიორგი ჯორჯაძე, ირაკლი ვაშაყმაძე

მწ) მალხაზ ჭეიშვილი, ამირან თეზელაშვილი, ნუგზარ მურღულია; მნჯ) გუგა გეგენავა, თემურ გაფრინდაშვილი; ექმ) კოტე კილაძე; მოკ) მამუკა ლობჟანიძე (მეგაკომი, ქართუ, გოგი გოგიაშვილი (მერფი ჯორჯია, სტუ

<<    აია ქუთაისი

15 მალხაზ ხელაძე#10$2ლ, ბესიკ ხამაშურიძე; 14-11 მანუჩარ ნამჩევაძე#15$2ლ, ზურაბ ზვიადაძე#10$2ლ3გ8ჯ3ა, გოჩა ლილუაშვილი, რუბენ (ბუბა) ცხვედიანი$ლ, გიორგი კუხიანიძე, ირაკლი გიორგაძე#10$ა, დათო იობაშვილი$ლ, თორნიკე აშვეთია$2გ3ჯ, თედო ზიბზიბაძე$4ლ, ლევან შერვაშიძე; 10 გიორგი ჩუბინიძე#15#14$5გ9ჯ, ემზარ ძაგნიძე$გ5ჯ; 9 კობა გიორგაძე, გიორგი სორდია#14#15$ლ /

1-3 დავით დადუნაშვილი!ჰ მინდია კუხიანიძე!ჰ$ლ, ავთო კოპალიანი#!ჰ$ლ, უშანგ ჭოლაძე$ლ, ირაკლი ბუხაიძე#!ჰ სერგო ფრუიძე!ჰ დათო ბალანჩივაძე!ჰ სერგო ფრუიძე, ვალერი ცნობილაძე!ჰ#6#8, ზურაბ პაპავა; 4-5 კოტე ქველიძე, ზვიად კეპულაძე#1, თემურ ბალანჩივაძე, ამირან კოსტავა$ლ, კარლო მაღლაკელიძე; 6-8 ბექა ყურაშვილი#5, გიორგი მინაძე#4$4ლ, შოთა საყვარელიძე$3ლ, დათო ნემსაძე#4, ზვიად გოგისვანიძე, გიორგი კიკვიძე, ლაშა გაბუნია, ბიჭია ჩხაბერიძე, ოთარ ტორაძე#14#13

მწ) დიმიტრი ფულარია, ჩუბინიძე; მოკ) თემურ შაშიაშვილი

<<    უნივერსიტეტი

15 დავით მხეიძე#10$7გჯ, ბექა კობახიძე#8$2ლ, მახო ურჯუკაშვილი$ჯ; 14-11 ირაკლი მაჩხანელი#15$7ლ, ოთარ ელოშვილი$2ლგ, ილია მაისურაძე$ლ, კახა ელოშვილი$3ლ, ვანო ეფხოშვილი, ირემაშვილი, დათო ბარამიძე$ლ, შოთა ტუჩაშვილი, თენგიზ დგებუაძე, გიორგი კობერიძე$3ლ; 10 ირაკლი მოდებაძე#9$7ლ15გ14ჯ2ა, ჯაბა კიზირია#15, ლუკა ხაჩირაშვილი$ლ; 9 კობა დანელია#13, ნიკა ჭყონია, არჩილ ჭუმბურიძე /

1-3 ანგელ ალიბეგაშვილი!ჰ გიორგი კუთარაშვილი!ჰ#6$3ლ, აკაკი სანაძე, ლევან კობიაშვილი, ბესიკ ქარაბაკი!ჰ$ლ, დათო ჯალაღონია!ჰ#4#7#8, გია კეკელია, გიორგი წიკლაური, ზაზა კვიცარიძე, მელქაძე, ზურაბ კორკოტაძე, სისვაძე; 4-5 გიორგი წიკლაური#7, სერგო გუჯარაიძე, შოთა ცხომელიძე, გიორგი ბიძინაშვილი$ლ; 6-8 კობა ავსაჯანიშვილი#5$2ლ, ირაკლი გუნდიშვილი#13$5ლ, დათო ქირიკაშვილი, ლევან ჯანუყაშვილი#1, გოჩა ჩქარეული, გია გვიჩიანი, ირაკლი მინაშვილი, გიორგი ღუდუშაური, სანდრო მჭედლიშვილი, ალავერდაშვილი

მწ) დავით კილასონია, გურამ მოდებაძე, გია ჭუმბურიძე; მოკ) ალექსი გოცირიძე (გაზის კორპორაცია; ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი მიქელაძე (რკინიგზის ექსპედიცია; ჯანი მიხაილოვი (თბილკომბანკი; როინ მეტრეველი (თსუ)

<<    ასკ

15 გიორგი ხინჩაგაშვილი#10; 14-11 თამაზ ზაქარიაძე, გიორგი სუთიაშვილი#15#7, ზაზა მიქელაძე, კოკა გიორგობიანი, კვაჭაძე, გიორგი იაკობიძე#9, ზურაბ სეხნიაშვილი, გიორგი ზოზიაშვილი; 10 ფრიდონ უდესიანი#15$ლ3გ2ჯ2ა; 9 რატი გეგეშიძე$ჯ, ზაზა ჯეირანაშვილი#10 /

1-3 ალბერტ თათევოსიანი#7#!ჰ გიორგი ორდენიძე!ჰ ლევან ლიპარტელიანი, დავით მზარეულაშვილი, კახა ქაფიანი!ჰ$ლ, ყაჭიური; 4-5 ზურაბ ბერძენიშვილი, დავით მამაიაშვილი, დავით გურგენიძე#!ჰ ხორგუაშვილი, ირაკლი კოპალიანი; 6-8 ირაკლი ვაშაყმაძე$ლ, გიორგი აფაქიძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ღადუა#14, მირველაშვილი

მწ) გოჩა აბაშიძე, ავთო ღიბრაძე

<<    მსაჯები

ნოდარ რობიტაშვილი 12 მატჩი, მიხეილ ჩაჩუა 7, გია ჯავახიშვილი 5, პაატა ნარიმანაშვილი 2; ლევან მგელაძე, გუგა ბაბუნაშვილი, ზაზა ლეჟავა, გია კარკაძე, ლორან ვალენი 1

<<    კომისრები

ზურაბ ხარშილაძე, გელა მიქაბერიძე, მიშა კალანდაძე, კარკაძე, გოგი სუთიაშვილი, მიხეილ რობიტაშვილი, ზურაბ ელიზბარაშვილი, ჩავლეიშვილი

<<    წესრიგი

თორნიკე გეგიძე; მიქაბერიძე, ხარშილაძე, გიორგი ბერიაშვილი, ელიზბარაშვილი, გოგა იორდანიშვილი, კალანდაძე

>>>     ფრანგული ლეგიონი

<<    გაზაფხულზე, ჟურნალ "რაგბის" #2 მიხედვით

1. დონე: გოდერძი შველიძე, ილია ზედგინიძე (ბეზიე; ლევან ცაბაძე, პალიკო ჯიმშელაძე (კასტრი; ტარიელ რატიანიძე (მონტობანი; მევლუდ მთიულიშვილი, თამაზ ჩადუნელი (ორიაკი)

2: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე (ტულონი; ვასილ კაცაძე, სოსო ნიკოლაენკო (რუმი)

3: აქვსენტ გიორგაძე (ბორდო; ვანო ნადირაძე (ლიბურნი; ვიქტორ დიდებულიძე (ტარბი; ზურაბ მჭედლიშვილი (მიო; გრეგორი იაშვილი (ლა ტესტი)

4: მამუკა მაგრაქველიძე (სან ჟირონი; დავით აშვეთია (ერ სიურ-ლადური)

5: შოთა მოდებაძე (ლიუნელი; ირაკლი მოდებაძე, დავით ბოლღაშვილი, ბადრი ხეხელაშვილი (ლილი; გუჯა იოვაძე, დიმიტრი ხოჭოლავა (სერვიანი; ზვიად მათიაშვილი, სანდრო ესაკია (მასი; ლევან ჯაველიძე (ნანტი; არჩილ ჭუმბურიძე, ავთო კოპალიანი (ვილფრანში)

6: ნიკო იურინი (ლავერდაკი)

7: დავით ქირიკაშვილი, სოსო ჭელიძე (ანდორა; თედო ზიბზიბაძე (ტუშანი)

<<    შემოდგომაზე, #4 მიხედვით ($ გასასინჯად)

ელიტ 1 (16 კლუბი: შველიძე, რატიანიძე (ბეზიე; ცაბაძე (კასტრი; მთიულიშვილი (აჟენი) $ ბოლღაშვილი, ურჯუკაშვილი (პო; ზიბზიბაძე (ნარბონი)

ელიტ 2 (16) ჯიმშელაძე, კაცაძე (გრენობლი; ლაბაძე, ხამაშურიძე, ზედგინიძე, ა.გიორგაძე (ტულონი; ნიკოლაენკო (რუმი; მაგრაქველიძე (ოში)

3 (52) ჩადუნელი (სბუკ; აშვეთია, დიდებულიძე, შ.მოდებაძე (ნიმი; ნადირაძე (ბურგ-ან-ბრესი; ზ.მჭედლიშვილი (ალბი; იაშვილი (ლა ტესტი; ხეხელაშვილი, ესაკია (ანგულემი; ხოჭოლავა (ფიჟაკი; მათიაშვილი (კანი; ჯაველიძე (ნანტი) $ ი.მაისურაძე (ნანტი; აბუსერიძე (მარმანდი; კუთარაშვილი (ალბი; ო.ელოშვილი (ლონსი; ალიბეგაშვილი, გურეშიძე (კანი; კობიაშვილი, წიკლაური (სან ჟირონი; ცუცქირიძე (ანგულემი)

4 (96) ზ.ლეჟავა (ვიარზონი; ქავთარაშვილი (ლაველანე; ი.მოდებაძე (ლილი; იოვაძე (სერვიანი; ჭუმბურიძე, კოპალიანი (ვილფრანში; იურინი (ლავერდაკი) $ ჭავჭავაძე, მაჩიტიძე (ლაველანე; დადუნაშვილი, ავლოხაშვილი (მარტიგი)

5 (180) ქირიკაშვილი, ჭელიძე (ანდორა) $ გ.კაჭარავა (ფოსინი)

>>>     ირბ-ის I დონის მწურთნელები

ასაკის კლებით) გურამ მოდებაძე, თემურ ბენდიაშვილი, ნუგზარ მურღულია, ლევან მგელაძე, ლევან სოხაძე, მალხაზ ჭეიშვილი, ირაკლი იმნაძე, დიმიტრი ფულარია, დავით კაკაბაძე, გია ღლონტი, პაატა ნარიმანაშვილი, დავით ჩავლეიშვილი, ნუგზარ მალაღურაძე, მამუკა ტყეშელაშვილი, გია ჯავახიშვილი, ლევან თაფლაძე, გია ამირხანაშვილი, ლადო ავლოხაშვილი, ლევან მაისაშვილი, გიგო სანადირაძე

>>>     ბავშვთა რაგბის კერები

აკადემია 1985-86 87-88 89-91 @ სპორტის აკადემია: გია ღლონტი, პაატა ნარიმანაშვილი, გია კუბლაშვილი

ლელო 1983-84 85-86 87-88 89-90 91-92 @ დიდი დიღომი: ლევან მაისაშვილი, გიზო ურუშაძე, შურა თაყაიშვილი, ბათუ კევლიშვილი

უნივერსიტეტი 1983-84 85-86 87-88 89-90 @ მაღლივი კორპუსი, 35.სკოლა: გია ჭუმბურიძე, გიორგი ბერიაშვილი, ბადრი ბოხუა, ლევან თაფლაძე

ყოჩები 1983-84 85-86 87-88 89-90 91-92 @ სპორტის აკადემია, საბურთალოს ველოდრომი: ნუგზარ მალაღურაძე, ლევან სოხაძე, ნიკო ჭავჭავაძე

ხულიგანა 1987-88 89-90 @ ვაკის პარკი, დიდი დიღომი: კახა მღებრიშვილი, ზურაბ დუგლაძე, მიხეილ ჩაჩუა

<<< >>>