მობურთალებში პირველნი

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2002 წელს, რომლის გაზაფხულზეც შინ ფრეს დავჯერდით ბურებ-ამატებულ რუსეთთან და რუმინეთსაც ერთბაშად სამი ჯილდო გავატანეთ, მაგრამ შემოდგომაზე რუსეთსვე მოვუგეთ გადამწყვეტი რკენა და ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე გავედით; ჭაბუკებმა ელიტაში მოიკიდეს ფეხი; ამოქმედდა "ოლიმპის" საითები; აჭარამ რეგიონთა თასზე გვასახელა და "ბზის თასის" ფინალიც ბათუმური დარბი გამოვიდა.

"ბორჯღალოსნებს" შარშან ყოჩაღობის წყალობით "პოული" ეჭირათ მსოფლიო თასზე გამყვან რბოლაში და ორივე მდევარი, რუსეთიცა და რუმინეთიც, "ერთა თასის" პროგრამით, ეროვნულზე უნდა მიეღოთ, მაგრამ ზრდის პიკი უფრო გადავლილი ჰქონდათ და აღარც ფრანგ გურუს, კლოდ სორელს უჯერებდნენ. მესიე, მისივე თქმით, შეგირდებს პრაგმატულად თამაშს ავალებდა, ბიჭები კი ყარაჩოხლურად, თავიანთი მეოთხედიდან მართავდნენ შვიდკაცას და ბურთს ფეხს არ ურტყამდნენ.

ამასობაში კონკურენტები არ თვლემდნენ. რუსეთს მიხედა ბურმა ანტრეპრენერმა ვილემ სტრაუსმა და ტრანსვალში შეკრებაზე ჩაყვანის გარდა, პრობლემურ პოზიციებზე გასაციმბირებელი იაპებიც შეურჩია. ესენი "კრასნი იარში" სამს წელს რომ გაასრულებდნენ, ირბ-ის კანონით, ნაკრებში თამაშიც შეეძლებოდათ, მაგრამ სლავები ცდუნდნენ და "ერთა თასზე" უმალ დაასაქმეს ვარიაგები, რაც ბოლოს ძვირად დაუჯდათ.

რუმინეთმა წინა შემოდგომაზე ინგლისში 20 ლელო რომ გაუშვა და 0:134 დამარცხდა, მწურთნელი მირჩა პარასკივი გადადგა და დაიბარა, ნაკრებში უცხოელი სპეციალისტი მოიწვიეთო. შეიცვალა ფედერაციის უფროსობაც: ფეხბურთიდან მოწვეული დუმიტრუ მიხალაკეს მაგივრად პრეზიდენტად დადგა ლეგენდარული ვიორელ მორარიუს ვაჟი ოკტავიანი და გურუდ მიიწვია ფრანგი ბერნარ შარერი, ვინც ავსტრალიური ვარჯიშები და ნიცშეს ციტატები დააზვავა სტეჟარს.

სამზე, სამ ლარად

ჰოლანდია თავიდან ვაკეში უნდა მიგვეღო, მაგრამ ბაზრობის სიახლოვის გამო ეროვნულზე რომ მეტი ხალხი მოვიდოდა, შოუმ იქეთ გადაინაცვლა. მაშინვე დაწესდა ბურთაობის დაწყების დროდ სამი საათი და იაფი, უსავარძლო ადგილის ბილეთის ფასად, სამი ლარი. გამონაკლისი გაკეთდა "დედის დღეს", რუსეთის ჩამოსვლაზე და იმოტოლა ლიანგი მოაწყდა სეირს, რომ სტადიონი ერთადერთხელ შეივსო, ხოლო ბიჭებს გნიასში ერთურთისა ვეღარც ეყურებოდათ.

"ტიტები" წასაგებად განწირული ჩამოვიდნენ და თამაშის წინა დღეს, საელჩოში, სამეფო ოჯახის ქორწილიც აღნიშნეს. მოყვარული სტუმრები ჩვენმა პროფესიონალებმა 14-ჯერ დაალელოვეს. შედგა სამი ჯეელის (ჩხაიძე მაჩხანელი ელოშვილი) დებიუტი, ნამატჩევს კი "ბორჯღალა-ხილაბანდებიანი წვრილფეხობა ორივენაირი, შინდის ფერი და ჯვრიანი დროშების ქნევით შეესია მოედანს, მიეალერსა დევ-გმირების და გაითავისა, თუ ვისი გორისა იყო"

ბიჭებმა პირველი შიში პორტუგალიაში გვაჭამეს. "ლობუში" ზელანდიელი ევან ქროუფორდისგან შინ-ნაზარდ ტომეჟ მორეიშს გადაებარებინა. ბორჯღალოსნებმა თავ-დაჯერებულად დაიწყეს თამაში და იმდენი მოახერხეს, რომ ზურგქარში, საწყის ათ წუთში ორი ლელოთი ჩამორჩნენ. დასკვნითი ნახევარი საათის წინ ლუზიტანები ჯერაც 11 ქულით გვიგებდნენ, მაგრამ სორელს 9 ნომრად უკვე შეეყვანა გამოცდილი შოთა მოდებაძე და ორი მორკინალიც შეეცვალა.

ბურები ჩამოგვიყვანეს

ბურთაობა რომ ავაწყვეთ, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ვეღარ გაგვიძლეს დაღლილმა მასპინძლებმა. პირქარში ზედიზედ ვჭრიდით ხაზს. "დალალებ მოზრდილმა კვაჭმა, აქვსენტ გიორგაძემ ბლიც-სტილში ორგზის რომ დაალელოვა მეტოქე, გახარებულმა ბურთიც კი შემართა. ერთი ქულით დაწინაურებულები ავმჩატდით, ფრანგმა რეფმა კი ზედიზედ გაგვიძევა ორივე მეორე-ხაზელი და ოთხი წუთით 13 კაცის ანაბრად დაგვტოვა"

ამ დროს ავსტრალიელმა როან ჰოფმანმა ახლოდან ააცილა ჯარიმა და ანგარიში 24:23 დარჩა. მახო ურჯუკაშვილმა და გიორგაძემ გამოაქცუნეს ბურთი და რომ მიყარ-მოყარეს ევროპელები, პორტუგალია ლელოს ჯარიმის ფასად დაუძვრა. სხვაობა 4 ქულა გახდა. ბოლოსკენ ზურაბ მჭედლიშვილი ალამთან მიწვდა ნუნუ გერვაუს. ლობუშმა ჯარიმა კიდეზე გადაიტანა და ბეკებით შემოგვიტია. ეგ მცდელობაც ავლაგმეთ, აქვსენტის გარღვევის შემდეგ კი დათო ბოლღაშვილს მიზნამდე გოჯი დააკლდა და კარის წინიდანაც გაგვიცუდდა ჯარიმა.

გაჭირვებით მოგებას ცივი შხაპივით უნდა ემოქმედა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსებმაც გვაჯობეს ორგანიზებულობით: საიდუმლოდ ჩამოვიდნენ, მალვით წაივარჯიშეს "სუკონკაზე" და რუს ბებიათა ვითომც მყოლი სამი სამხრეთ-აფრიკელი (ბეკი კონრად ბრეიტენბახი, ბურჯი ტენკ ჰენდრიკსი, ფლანკერი ბლუს ფოლსხენკი) რომ ჩაწერეს ოქმში, ფრანგმა კომისარმა მარსულომ ხელები დაიბანა, ირბ-ის კანონთა თანახმად, რუსეთის მხარემ ამათი გამოყვანის უფლება საბუთებით წლის ბოლოსღა უნდა დაუმტკიცოს დუბლინის ოფისსო.

რომანტიზმის ამარა

ბრძოლა ფრედ დასრულდა. გუნდებმა ოთხ-ოთხი ჯარიმა გაიტანეს. "ოლიმპში" დაიწერა, "კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს და ვერც რომანტიზმის ამარა გაიმარჯვებ. კიდევ კარგი, რომ ბიჭებმა ბოლოს ჩვეულ ყაიდაზე გამოიდეს თავი და რუსებსაც ხელ-ფეხი აუკანკალდათ, თორემ წაგებაც შეგვეძლო; ისე კი, როცა თამაშის დაწყებიდან საათია გასული, მაგრამ მეტოქეს ვერ ერევი, უნდა მიხვდე, რომ ის ჯაბანი არაა და ბედის წყალობა უთუოდ და უთუმცაოდ უნდა შეიშნოო"

დიახ, 9:9-ზე ლამაზად მოგება დავიჟინეთ და ჯარიმიდან ორჯერ (59 65 წთ) კუთხის ალამთან გადავაგდეთ ფეხით ოვალი, ამათ შორის (62) კი მსაჯს ვანიშნეთ, კარში ვარტყამთო, მაგრამ უეცრად გავათამაშეთ და დორდოლომ, წესის თანახმად, ბურთი ჩამოგვართვა. მეორე 5-მეტრა დერეფნიდან მოდებაძე მაინც სასწაულად გაძვრა და კინაღამ ლელოს მიწვდა, მაგრამ მონაგარს ვერაფერი შევმატეთ და დასკვნითი ათი წუთის წინ უკვე სამი ქულით ჩამოვრჩებოდით.

ბედად, აქ კოსწია რაჩკოვმა ნერვები ვეღარ მოთოკა და კარს შორიდან ააცილა; ბოლოსწინა წუთზე პალიკო ჯიმშელაძემ ახლოდან გაათანაბრა ანგარიში, წამატებულ დროში კი შორიდან ორი დარტყმა დაახაია, რის შემდეგაც გუნდებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ფრის გადამკიდე, რუმინეთს ჩამოვრჩით მიმდინარე "ერთა თასზე", მაგრამ მსოფლიო თასის შესარჩევის მესამე სტადიას კი ვუგანეთ, ხოლო რუსეთმა ორი წლის ჯამში პირველობის ბოლო შანსიც დაკარგა.

სიმარდითა და ხერხით

რუსეთთან გვაკლდა ურჯუკაშვილი, ვისაც ბოლო ვარჯიშზე ცხვირი გაუტყდა, მაგრამ საესპანეთოდ მოკეთდა. სორელმა ვასილ კაცაძე შუამარბის პოზიციიდან შერკინების ფლანგზე დააბრუნა, ქართველ ფორვარდთა ძალით დაშინებულმა "ლომებმა" კი 22-კაცა რაზმში ხუთის ნაცვლად შვიდი (!) პირველ-ხაზელი ჩაწერეს. ბურთაობა 30 გრადუსა პაპანაქებაში გაიმართა. მოდებაძემ თავიდანვე მოაწყო 50-მეტრა რეიდი, პირველ ლელოზე კი კაცაძემ ფაზურ თამაშში გაარღვია მწყობრი და ბურთი თედო ზიბზიბაძეს აუგდო.

მეორე ლელო დერეფნიდან გავიდა: სოლოების კვალად ბესიკ ხამაშურიძე ჩაერთო იერიშში და გაინავარდა. მეორე ნახევრის შუაში, როცა ოთხ ქულასღა ვიგებდით, მევლუდ მთიულიშვილი გაგვისინბინეს, მაგრამ იქეთ ვიძალეთ: ხამაშურიძემ კადნიერად გაათამაშა ჯარიმა, ზოგს სიმარდით აჯობა, ზოგსაც ხერხით და ლელოს ეულად უწია. აქედან ათი წუთის თავზე კაცაძემ შერკინებიდან აიტაცა ბურთი, ესპანელთა მიერ მოლით შეტანილის პასუხად კი ზურგში გადაკიდებული გია ლაბაძემ იხელთა.

მაგავე დღეს რუსეთს კრასნოდარში რომ ეძლია რუმინეთი, პოულს დავიბევებდით და შემოდგომაზეც, გადამწყვეტ შესარჩევში, სუსტი მეტოქე ჩამოგვაკითხავდა, ხოლო სლავებს ეგებ კრასნოიარსკშიც მიეღოთ კარპატელები, მაგრამ საბჭოელ-ყოფილებს გეგმა ერთბაშად ჩაგვეშალა: სტეჟარმა კოკისპირულ წვიმაში თუმც წააგო პირველი ტაიმი, მეორეში ბეკთა, ტოფანისა და ბრეზოიანუს ლელოებით იმარჯვა.

ოქროცურვილი თასი

ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა თბილისის რკენას, რომელიც შაბათისთვის იმად გადმოიდო, რომ ბორჯღალოსნებს ევროპაში მიბრუნებამდე შინ შევლა და ახლობლების მონახულება მოესწროთ. ჩვენდა ჭირად, საფრანგეთის ჩემპიონატში დაგვემტვრნენ ტულონელი ილია ზედგინიძე და გრენობლელი ჯიმშელაძე, რის გამოც სორელმა ციმბრიდან რატი ურუშაძე იხმო, ხოლო გალეთიდან - ახალბედა ბობა კვინიხიძე, მაგრამ ბოლოს ორივე მარქაფაში დასვა.

ნაკრები ვეძისის გორაზე, ოტელ "ხედში" განმარტოვდა და არათუ რაგბის თემს, მედიასაც კი განერიდა, რათა გულის-ყური არ გაფანტვოდა. ამასობაში "მეოხთა ლიგამ" (თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი) შარშანდელი პირობის თანახმადა და ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ლევან მეტრეველის ესკიზით, ძველ მორაგბეს, გია ჯაფარიძეს ოქროცურვილი ბრინჯაოსგან დაამზადებინა სამეზობლო, გარდამავალი, "ანთიმოზ ივერიელის თასი"

მოთავეებმა კავშირს ჯილდო მატჩის წარდგენაზე ჩააბარეს. თასი საქართველო - რუმინეთის ყოველ შებმაში უნდა გათამაშებულიყო. მისი პირველი მფლობელი გახდებოდა შაბათის გამარჯვებული, ფრეზე კი ის გუნდი, ვინც ანგარიშს ბოლო გაათანაბრებდა. მოგებული ამავდროულად დაეუფლებოდა სანუკვარ პოულს, ანუ იოლ შესარჩევ პულში თამაშის პრივილეგიას, და "ერთა თასსაც", ფრეზე კი პოული ჩვენ დაგვრჩებოდა, ხოლო ჩემპიონობას რუმინეთი გადაიბარებდა.

კონსულის მოთხოვნითღა

რაგბზე პირველად და ბოლოჯერ მობრძანდა პრეზიდენტი შევარდნაძე. კავშირმა ახალი თასი მას ლოჟაში დაუდგა. რომ დასრულდა თამაში და რუმინეთმა უმწარესი მარცხი გვაგემა, მოედანზე მხოლოდ იაფი და მდარე "ერთა თასი" შემართა, "ანთიმოზს" კი კულისებში, მას შემდეგღა ეღირსა, რაც რაგბის ტრფიალმა კონსულმა ყვედრებით მოიკითხა მედიის ნაცნობი ავტორიტეტი, ესაო და კაცურად მოგიგეთ ჯილდო და რატომ არ გვაძლევთო.

ფირა აერ-ის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ბაკემ ნამატჩევს მოგვისამძიმრა, თამაში პირველ ტაიმშივე წააგეთო. და მართლაც, რუმინეთი შესვენებაზე 22-ქულიანი ფორით წავიდა, რაღაი "აქამდე შეკრული ბორჯღალოსნები უყოჩოდ, ალალ-ბედზე მიშვებულ ფარას დაფერებოდნენ და მეტოქისთვის ხელის შეშლას ამაოდ ცდილობდნენ, შეცდომათა გამოყენებაში ოდითგან გაწაფულმა სტეჟარმა კი არ გვაპატია რაგბის ძირეული პრინციპების უგულებელყოფა"

რუმინეთმა ზოგი ლელო თავად შექმნა და ზოგიც ჩვენ ვუძღვენით. პირველზე მათ მოიგეს დერეფანი, მოლით 15 მეტრზე ატარეს ბურთი, ორჯერ ჯიქურად მოგვეძალნენ, ჩვენი ფორვარდები ჩაითრიეს და ბეკებს უკან-დახევა აიძულეს; მერე პეტრე მიტუმ ბურთი ხაზს უბოძა, რომეო გონტინეაკმა ცრუ-ჯვარი გააკეთა, ოვალი თავისი ფრთიდან შემოსულ კრისტიან სეუანს შეუბრუნა, ამან კი ფრონტის შუა-წელი კარაქივით გაგვისერა.

დრო გაყავდათ

მეორეზე იმათ ბოჭვით გაგვაგდებინეს ოვალი; ვალი მაფტეიმ ლელოსკენ გაგვიგორა, კვაჭმა მარიუს ტინკუმ კი ბადრი ხეხელაშვილს ზურგში ორივე ხელი კრა, წააქცია და ბურთს თავად დაახტა. იტალიელი რეფი იქვე იდგა, მაგრამ ნათესავ ლათინთა დარღვევა არ შეიმჩნია. მესამეზე ბურთი ზურგში გადავკიდეთ, ოღონდ ხაზი სწორად ვერ ავწიეთ. ჰოდა, გაბრიელ ბრეზოიანუმ და მაფტეიმ მწყობრი გამოგვირღვიეს, იონუც ტოფანმა გეზი მოსწრებულად შეცვალა, ბურჯი პეტრუ ბალანი კი ბეკივით წაებურთავა ბრეზოიანუს.

შესვენებაზე კლოდმა ოთხი კაცი შეცვალა. რომ ვერ გაგვიმართლა 10-9 ღერძმა, ვისაც რაგბობა 14 წლით ადრე, ბიჭთა ერთ გუნდში დაეწყო, გურუმ თამაშის გაძღოლა ირაკლი აბუსერიძესა და ბობა კვინიხიძეს დააკისრა. ფორვარდებით ვიძალეთ; რუმინეთიც დაიღალა და წვრილ-წვრილი ეშმაკობებით დროის გაყვანაზე გადავიდა, მაგრამ ჩვენდა ჭირად, "ტაიმი 40-წუთა რომ იყო და არა ერთ-საათა, სტეჟარს ვეღარ დავეწიეთ იმის მიუხედავად, რომ ბურთი შესატევად 77-19 თანაფარდობით გვქონდა.

მალი ლელოები რომ გვჭირდებოდა, ხუთი დასარტყამი ჯარიმა კიდეზე გადავიტანეთ, მაგრამ სტუმრები მაგრად დაგვიდგნენ და კაპიტან ლევან ცაბაძეს დამიწებისას ხელი დაუჭირეს. შერკინებაში რუმინეთს უკან ვახევინებდით და ორივე ლელოც მაქედან დავუდეთ: ჯერ მამუკა მაგრაქველიძემ შეუტია მოკლე ფრთაზე, აბუსერიძემ ვიორეანუ მიიზიდა და მახომ თვით მიტუ მოაღორა, მეორედ კი 5-მეტრა ჯარიმის ნაცვლად შერკინება მოვითხოვეთ და ნორჩი გიორგი ჩხაიძე ტოფანსა და ფლორინ კოროდეანუს ერთბაშად მოერია.

წყვილი საითი

ამით ჩამორჩენა რვამდე შევამცირეთ, ანუ ლელო და გოლიღა გვჭირდებოდა. ტოფანი დაფრთხა და ბურთი თავის ლელოში შეაგორა, მაგრამ ხამაშურიძე ვერ დაეწია. მერე კვინიხიძემ ააცილა არეკნი, ბოლოს კი მაფტეიმ ჩაგვიჭრა პასი და ბურთი ფეხით წინაც გაიგდო, მაგრამ ისე დაღლილიყო, რომ აღებისას წინ გადაუვარდა. რუმინეთი იოლ პულში მოხვდა და ოქტომბრის დამდეგს ესპანეთის შინ მოსრვით მსოფლიოზეც გაგრიალდა, ჩვენ კი ენამ გვიყივლა და ბოლო მეტოქედ ისევ რუსეთი გვერგო.

"ერთა თასის" ჩაფლავება პრესამ პირუთვნელად შეაფასა. "ოლიმპით" კავშირსა და ნაკრებსაც მარგი რჩევები მისცა დავით კილასონიამ, რის შედეგადაც შემოდგომაზე თამაში გაწონასწორდა, კლოდს კი ბეკთა გადიად პატრიკ ფორი ააყვანინეს. გაზეთის ბაზაზე თებერვალში ამოქმედდა ინგლისური, ხოლო აპრილში ქართული საითი, რომელიც მას აქეთ შეუფერხებლივ მუშაობს და ზეპური რაგბის უნიკალური წყაროა, სექტემბერში კი გამოსვლა იწყო "მთავარმა სპორტმა", რომლის მემკვიდრე "ლელოშიც" ბესიკ ჯანგავაძე აქამდეც წვრილად აშუქებს შინაურსა და ლეგიონის ამბებს.

პირველმა არხმა მოაწყო ნაკრების საშინაო თამაშთა ლაივები, საკაბელო მეშვიდემ - ზეპური მატჩების ქართული დუბლიაჟები, მეცხრემ (ირაკლი ტრიპოლსკი) კი სამი კელტური ტესტი ხომ შეიძინა და გაქართულებულ "ტოტალ რაგბსაც" (მიშა ჯორბენაძე) ივლისიდან რეგულარულად უშვებდა. ჟურნალ "რაგბსაც" ახალი პატრონი (მამუკა ლობჟანიძე) და უფროსობა (ბექა ჯგუბურია, დიმიტრი ამირეჯიბი, გიორგი მამარდაშვილი) რომ გამოუჩნდა, გადიდდა, ლიცენზირებული ფოტო-მასალით გამშვენიერდა და უცხოურიდან თარგმნაც გააჩაღა.

კომპრომისული ვადა

მსოფლიოს შესარჩევ პულში მეტოქეებად ბობოლა ირლანდია და რუსეთი გვერგნენ. ირბ-ული თარგით, ერთ-კვირიანი შუალედით, ჯერ (21/09) ირლანდია ჩადიოდა რუსეთში, მერე (28/09) ჩვენ გვიღებდა, ბოლოს (5/10) კი რუსეთს ვმასპინძლობდით. ამით ხელიდან გვეცლებოდა ორ-წლიანი გარჯით მოპოვებული უპირატესობა, რადგან ზედიზედ ორ უქმეზე სრული დატვირთვით ვერ ვირაგბებდით და ოთხი წლის წინდელის დარად, თუ კელტებთან მარქაფას გავიყვანდით, ისევ საქვეყნოდ მოგვეჭრებოდა თავი.

თადარიგი დროულად დავიჭირეთ და ირლანდიას ჯერ კიდევ აპრილში მივმართეთ, დათქმულზე ორი კვირით ადრე (14/09) ვითამაშოთო. კელტებმა ამაზე მოუცლელობით უარი გვითხრეს, მაგრამ ირბ-ში კი მხარი დაგვიჭირეს, რათა მეორე, გამსვლელივე ადგილის ორივე მოცილე გადამწყვეტ რკენას დასვენებული შეხვედროდა. ივნისში, ევროპული ფირა აერ-ის ბუქარესტის ყრილობაზე, საქართველო - რუსეთის ახალ თარიღად 7 სექტემბერი დაითქვა, რაზეც სლავებმა ბრძანეს, მსოფლიო თასს ირბ მართავს და არა ფირა-ო!

კულუარულმა ომმა თვე-ნახევარს გასტანა. რა თქმა უნდა, ირბ მართავდა ევროპულ შესარჩევსაც, ოღონდაც ფირა აერ-ის მეშვეობით. ჩვენმა კავშირმა ძველებურად მოიკითხა ფრანგი ბასკი, ბიარიცელი მარსელ მარტენი, ამან კი 9 აგვისტოს კომპრომისი გაახერხებინა დუბლინის ოფისს: თბილისის მატჩი პირვანდელზე ერთი კვირით გვიან (12/10) გადაატანინა, რაზეც ვაცნობეთ, რომ მაგ დღეს ქალაქში ისედაცაა საქართველო - რუსეთი, ოღონდაც ფეხბურთი. ჰოდა, მაგის გათვალისწინებით რაგბი კვირას, 13 ოქტომბერს დაინიშნა!

მარსელის ქვიშაში

ბორჯღალოსნები შესარჩევებისთვის ჯერ აჭარის მთიანეთში დაიჭურვნენ; მერე მათ საფრანგეთში, კლუბებთან გამართეს სპარინგები; ჰაიდელბერგში, ზაზა ქასაშვილის თაოსნობით გამართული პირველი ევრო-შვიდკაცის ფინალში, მეორე ადგილი დაიჭირეს, ბოლოს კი, ჟურნალ "რაგბის" თანახმად, მარსელში მოიგეს ქვიშის ტურნირი. უქმად არ მსხდარან რუსებიც: ბობოლა საით "პლანეტ რაგბზე" ღია წერილით მიმართეს ირბ-ს, თარიღის შეცვლა ხელს მხოლოდ ჩვენს მეტოქეს აძლევსო, მაგრამ მათი პროტესტი დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"

ირლანდია შესარჩევში იმად მონაწილეობდა, რომ წინა, 1999 წლის მსოფლიო თასზე მერვედფინალი არგენტინასთან წაეგო. უცხოური მედია გუნდზე ნიშნის მოგებით წერდა, სასჯელად სუსხიანი ციმბირის მოხილვა შეეფარდაო. კელტებს დაედგინათ, რომ კრასნოიარსკიდან მონღოლეთი უფრო ახლოა, ვიდრე მოსკოვი და რომ ინდუსტრიული ქალაქი, ევროპის ნაცვლად, სულაც აზიაშია, მაგრამ ჩარტერით 18 საათი რომ იფრინეს, ადგილზე 25 გრადუსი დახვდათ და დაცხათ.

რუსებმა მუჟიკურად დადეს თავი, სულ ოთხი ლელო გაუშვეს და მესამე მეოთხედშიღა გატყდნენ. ბებერმა სერგეევმა სამყურებს ბევრჯერ მოუგო მათივე დერეფანი, მაგრამ რაჩკოვმა უდროო დარტყმებით ფლანგა შანსები და ორი ჯარიმაც გააფუჭა. ამავე ვიქენდზე ლაბაძეს საფრანგეთის პირველობაზე ყვრიმალი რომ ჩაუტყდა, საოპერაციო გაუხდა. ჰოდა, დროით რომ ვერ მოკეთებულიყო, სამი კვირის თავზე, თბილისში ძაან დაგვაკლდებოდა.

კილასონიას რეცეპტი

დუბლინის "ლენზდაუნ როუდზე" ჩვენი ხილვის ფასად 25 ევრო დადგინდა, რაც "ექვსი ერის" ნიხრზე ორჯერ იაფი იყო. ვირაგბეთ ჰაიჰარად. უელსელი რეფიც მოგვდგა და კელტური სოლიდარობიდან გამომდინარე, ისე რიხიანად გვიჯარიმა საფრანგეთში მოსაქმე ბიჭები, თითქო ამათ თანამედროვე რაგბისა არაფერი გაეგებოდათ. ირლანდიამ შესვენებამდე ხუთჯერ დაგვალელოვა, მაგრამ მეორე ტაიმში რომ მოდუნდა, ბარემ ნახევარი საათით ვიხელთეთ ინიციატივა და ორი ლელოს გატანით ოდნავ აღვიდგინეთ შელახული იმიჯი.

რეპორტაჟს კავკასიაში ინტერნეთ-რადიოთი ვუსმინეთ. რაგბის თემს 49-ქულიანი მარცხი ებევრა. კილასონიამ "ოლიმპში" დაწერა, "რუსეთამდე 15 დღე რომ გვქონდა, ძალების დაზოგვაზე ლაპარაკი უსაგნოა და მიმაჩნია, რომ ბიჭების საქციელი არა-პატრიოტული, არა-სპორტული და რაგბის სულისთვის ერთიანად მიუღებელი იყოო. ექსპერტმა 7-მუხლიანი რეცეპტიც გამოუწერა ნაკრებს: ჩვენი ლელოდან ხელით შეტევა არ შეიძლება, ყველა ჯარიმა კარში უნდა დავარტყათ და არც უჯიგროდ გამოვა რამეო.

დუბლინში რამდენიმე სასიკეთო ამბავი მაინც მოხდა: ბიჭებმა კრება გამართეს და ახალ, ნაკრების ისტორიაში მე-11 კაპიტნად 25 წლის ილია ზედგინიძე აირჩიეს, ხოლო კიკერობა მახო ურჯუკაშვილს დაეკისრა. მერე მოკეთდა ლაბაძეც. მაგრად იმუშავა დაზვერვამ - დიმა ობოლაძე რუსების ვარჯიშს დაესწრო და დერეფნის კოდები გაუშიფრა, მსაჯთა მიერ დანიშნულ გასაუბრებაზე კი მარტო ჩვენები მივიდნენ და ირლანდიელებს ტაქტიანად მიანიშნეს, რომ მეტოქე ბოჭვაზე მთლად ისე ვერ მოიქცეოდა, როგორც ბობოლები.

გარჯა დაუფასდათ

ნაკრები საგურამოში დაბანაკდა და რკენამდე სვეტიცხოველში ილოცა, რაც მერე ტრადიციად დადგინდა. შევიმოსეთ შინდისფრად. ვირაგბეთ მგზნებარედ, მაგრამ ანგარიშიანადაც და უტკბესად გავიმარჯვეთ. "ოლიმპში" დაიწერა, ბორჯღალოსანთა ამ თაობამ საშვილიშვილო საქმეს დაადგა თავი: მობურთალთაგან პირველი გავიდა მსოფლიო თასის ფინალში, რაც საქართველოში რაგბის, ამ მართლაც და გლობალური ლელობურთის, აყვავებისთვის ძალუმი ბიძგი გახდებაო.

"გაიხარა ერმა და ბერმა. გარჯა და თავდადება დაუფასდათ მორაგბეთა თაობებს. დიდი მატჩები ლამაზად, გაპრანჭულად ვერ მოიგება. მათში მიზნის მისაღწევად პრაგმატულად უნდა ითამაშო. ამ პრინციპს ამჯერად წარმატებით მივდიეთ, რაც ძაან საგულისხმოა, რადგან ანგარიშიანობა ჩვენს ხასიათს თითქოს ვერ ესადაგება. არადა, გამჭრიახობითა და წესრიგიანობით არავისზე ნაკლებნი არ ვართ და ბორჯღალოსნებმა ეს კიდევ შეგვახსენეს"

ილიამ გუნდს ფრიადზე უყოჩა. შერკინება მაგრად იდგა. დერეფანიც გამართულად მოქმედებდა. ლაბაძემ გადამწყვეტ მომენტში ორჯერ მოუგო რუსებს მათივე ბურთი. საფრანგეთში განსწავლის გამო მეტოქეს კლასით, ანუ რაგბის თამაშის ცოდნით ვჯობნით. რუსები ბურთისთვის ცილობისას ხშირად ჯარიმდებოდნენ, რითაც ინიციატივა გვეპყრა, მაგრამ მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც გვარიანად გაგვიძალიანდა და ნაცნობ ყაიდაზე ალაგ-ალაგღა აირია.

მეათე და ბოლო

ჩვენგან კარში მახო ურტყამდა და რაც გასატანი იყო, სულ პირნათლად შეაგდო და მოგება დაგვიბევა. რუსებს შესვენებამდე სამად-სამი შანსი ჰქონდათ და ყველათი იხეირეს. მეორე მეოთხედში წნეხი რომ მოვადუნეთ, იმათ ერთადერთხელ გაგვირღვიეს დაცვა: სლავა გრაჩოვმა ბევრი იარა, რაჩკოვმა კუთხეში დაგვალელოვა და შვიდით ჩამოვრჩით, მაგრამ ბიჭები უმალ დაირაზმნენ და ზედ შესვენების წინ ბარაქიანი, ძალისმიერი ლელოც გავიტანეთ.

რაჩკოვს ექიმი შველოდა, ბოჭვაზე მოპოვებული ჯარიმა კიდეზე რომ დავარტყით; ვანო ნადირაძემ ორი ხელით მოხსნა ბურთი და ისეთი მოლი ავაგორეთ, რომ როგორც მერე გამოჩნდა, ნაკრებში ბოლოჯერ მოთამაშე ცაბაძემ კარიერაში მეათე ლელო შეიტანა. მეორე ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით. რუსები რომ აგებდნენ, გაშლილად ბურთაობა სცადეს, მაგრამ გაუვალ დაცვას გადააწყდნენ.

ჯიმშელაძემ მოზომილი დარტყმებით მეტოქეს უკან ბევრჯერ დაახევინა, აბუსერიძემ და მესამე ხაზმა კი რუსები მათსავე ნახევარზე გამოამწყვდიეს. იმათ ავნოთ 10 ნომრად ბებერი ზაკარლიუკის შეყვანამაც. ჰოდა, საათის თავზე ზედიზედ რომ გვერგო 5-მეტრა შერკინება და მერე ჯარიმაც, კაპიტანმა ურჯუკაშვილს ულაპარაკოდ ააღებინა სამი ქულა და რუსები აიძულა, ლელოს გასატანად ემუშაკათ.

ალალზე დაიჭირა

რჩებოდა 15 წუთი, რუსებმა შეტევის შვიდი ფაზა რომ აკინძეს და იგორ დიმჩენკომ აბრაგანიც აწია, მაგრამ ზიბზიბაძე უშიშრად შეხტა და ბურთის ალალზე დაჭერით გვიხსნა. მეტოქეს ზურგში ხშირად რომ ვუკიდებდით, რუსები დროის მეტ წილს შორიდან, ფუჭად გვეშვიდკაცებოდნენ. 75-ე წუთზე სიმონოვმა შორიდანვე ააცილა ჯარიმა, მაგრამ ბოლო წუთზე მსაჯის ჟესტი სწორად ვერ გავიგეთ და რომ გვეგონა, დრო ამოიწურაო, ბურთი კიდეზე იქვე მოვიგერიეთ.

ამით მეტოქეს შანსი კიდევ მიეცა და ერთი ფრთიდან მეორემდე რამდენჯერმე ჩაათამაშა ოვალი, მაგრამ 22 მეტრის ხაზზე აზარენკო ზიარად რომ დასცეს ვიქტორ დიდებულიძემ და ტატო რატიანიძემ, რუსს ბურთი წინ დაუვარდა და თამაშიც დასრულდა. ხალხი მოედანზე გაიჭრა და ზეიმი გააჩაღა. საქართველო მსოფლიო თასის მე-18 ფინალისტი შეიქნა და პულში ბობოლებს, სამხრეთ აფრიკასა და ინგლისს დაუჯდა, ხოლო რუსები ჩაებნენ რეპეშაჟში, რათა ესპანეთის, ტუნისისა და შტატების ჯობნით მოეპოვებინათ ავსტრალიის საგზური.

ლაშქრობა პირველ ბარიერზევე, კურიოზულად დასრულდა. მადრიდში ესპანეთს სამი ლელო დაუდო მეოთხე, ჩვენთან უთამაშებელმა ბურმა ვერნერ პიტერსემ და რუსეთმაც 33 ქულით მოიგო, მაგრამ მონინოში დათქმული საპასუხო რკენა ჩალიჩა ლათინებმა თოვლის მომიზეზებით გადაადებინეს უელსელ მსაჯს, ვინც მერე ყინულზეც მოსრიალდა და ფეხი მოიტეხა. თამაში აქედან ორი კვირის თავზეღა გაიმართა კრასნოდარში, სადაც ესპანეთმა საწყის საათში 6-ჯერ (!) დაალელოვა ფორმიდან ამოვარდნილი სლავები და 30 ქულით დაწინაურდა.

უელსს მოვუგებდით

მაშინ რუსებმა სხვა ბურებიც ჩააბეს ბრძოლაში და 16 ქულითღა წააგეს. ამაზე ესპანეთმა ირბ-ში იჩივლა. მანამდე იგივე ვქენით ჩვენა და რუმინეთმაც, მაგრამ დუბლინმა ყურიც არ შეიბერტყა, ახლა კი საქმეს თვით აღმასკომის წევრი, ხოსე-მარია ეპალსა შეეჭიდა. გულმა ფარსაგი რომ უგრძნოთ და ჯამაგირიც რომ დაუკლეს, ბურები იარიდან შინ მიბრუნდნენ, კავშირმა კი მათი ბებიების რუსობის მტკიცებულება ეგრეც ვერ მიართვა ირბ-ს, რის გამოც შემდეგ წრეში ესპანეთი გავიდა, ხოლო ამბავს "ბაბუშკა გეითი" ეწოდა.

ბორჯღალოსანთა ტრიუმფის ფონზე წლის სხვა მოვლენები გაფერმკრთალდა. შვიდკაცამ მსოფლიო სერიის სამ ეტაპზე ქულაც რომ ვერ აიღო, ახალი სეზონის სტარტზე აღარ მიიწვიეს დუბაისა და ჯორჯში (აფრიკა; სამაგიეროდ, მარტის ბოლოს, კათოლიკურ აღდგომაზე, იტალიაში გვასახელეს ჭაბუკებმა, რომლებიც ელიტაში შარშან, ჩილეში პირველობით აღზევდნენ და ახლაც, სტარტზე, თვით უელსს მოუგებდნენ, სქოთ მსაჯს ლელო რომ ჩაეთვალა და ჩვენიანი წითელი ბარათით არ გაეგდო.

პირველ ჯგუფში დასარჩენად საწყისი სამი თამაშიდან ერთის მოგებაც კმაროდა. იაპონიასთან 12 ქულით ვაგებდით, მაგრამ ვანო სოხაძემ ცენტრიდან გაიტანა არეკნი და სამით გავიმარჯვეთ. რუსეთთან დასკვნით ათ წუთშიღა დავწინაურდით კვირიკაშვილის ლელოთი. მეკო 10 ნომრად იდგა მას აქეთ, რაც უელსთან დაგვემტვრა ოთარ ბარკალაია. ამ მატჩებში გიორგი ელიზბარაშვილმაც გაიტანა თითო ლელო და კლოდმა სამივე ჯეელი 13 ოქტომბერს რეზერვში დასვა.

აჭარა ოთხეულში

ამდენი საგარეო წარმატების მიუხედავად, შინ უარესად წაგვივიდა საქმე. ჯერ კიდევ ჰოლანდიის ჩამოსვლამდე გაცხადდა, რომ უმოედნობისა და უმსაჯობის გამო ჩემპიონატი სექტემბერშიღა დაიწყებოდა, გაზაფხულზე კი, ვაკუუმის ამოსავსებად, ნაჩქარევად გათამაშდა თასი და ასე გაგრძელდა კიდევ ოთხი წელი. სენსაცია მოახდინა "ლელომ": გააგდო "ლოკომოტივი", ვინც თავი იმართლა, თამაში ისე მოულოდნელად დაგვინიშნეს, რომ ძლივს შევიკრიბეთო.

თასის ფინალი ივნისში, ეროვნულზე მოეწყო და უფრო გამოცდილმა "დათვებმა" ორი გოლით აჯობეს "ლელოს", ვინც ლეგიონერებსაც აიმატებდა, თუ მატჩი გადაიდებოდა. ამასობაში აჭარას ევროპის რეგიონთა თასზე დანიაში გამგზავრება გაუჯანჯლდა და ორი თვის შემდეგღა, სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა ადგილზე. გუნდმა ნოემბერში საფრანგეთში მოიგო მეოთხედფინალი, მაგრამ მერე შინ დამარცხდა სხვა გალურ რეგიონთან და ოთხეულში შესვლას დაჯერდა.

თბილისში საკლუბო რაგბი მეურნეობის დასვენებულ, მაგრამ ტრიბუნებ-გაპარტახებულ, რეზერვაციასავით მოღობილ მოედანზეღა იმართებოდა. საწევრო რომ დროით ვერ გადაიხადა, უნივერსიტეტი კინაღამ მოიხსნა იმ დღეს, როცა დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. სტარტზე ამავე მიზეზით მიესაჯა წაგება "ლოკომოტივსაც", მაგრამ რუსეთთან გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა ბიძინა გეგიძემ ამნისტია გამოაცხადა და გუნდებმა ჩაშლილი თამაში გამართეს.

დიდი სპარინგი

თუ დედაქალაქში ასეთი გაჭირვება იყო, აჭარაში, პირიქით, რაგბი ყვაოდა. მესამე რაუნდში ბათუმის პირველმა გუნდმა, ვისაც თბილისელი ლევან მგელაძე და ქუთაისელი თამაზ ფხაკაძე თავკაცობდნენ, "ყოჩები" ვარკეთილში 35:0 დაანგრია. ძალას იკრებდა უმაღლესშივე მოასპარეზე მეორე კოლექტივიც, ვისაც ოფიციალურად "დათვები 2" ერქვა, მაგრამ პირველისგან გასარჩევად და თბილისელი მოძღვრის, რამაზ სანებლიძის ხათრითაც, მედია ამისი ოდინდელი გუნდის სახელით, "შევარდენად" მოიხსენიებდა.

"ოლიმპი" სექტემბერში წერდა, დათვებში ის ბათუმლები, ქუთაისლები და თბილისელები თამაშობენ, რომლებიც მიზეზთა გამო საფრანგეთში არ გადასულან, ხოლო ვარკეთილში საიმისო პირობები ნაღდაა შექმნილი, რომ შინაურმა რაგბმა იცოცხლოს და გალეთში გასამწესებლად ქართველთა ახალი თაობა გაზარდოსო. ამეების მიუხედავად, ნოემბრის ბოლოს მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი:

ლოკომოტივმა პირველ დათვებს დაუხაზავი მოედანი დაახვედრა და ვარკეთილში ვერც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მიიყვანა, რის გამოც წაგება მიესაჯა, ქულა დაექვითა და მესამე ადგილამდეც რომ დაეშვა, გასვლაზე, ბათუმში ვეღარ მოუგო "წინასწარი ფინალი" შევარდენს. ამით "დიდი ფინალი" კლუბურ სპარინგად იქცა, "რადიო იმედის" წამყვან დიტო მარინაშვილს კი მატჩის დიდობაშიც ძაან შეეპარა ეჭვი, რაკი მეორე გუნდს ფორმაც კი ვერ ეცვა ერთნაირი.

<<<     2002

>>>     ევროპის "ერთა თასი"

  2/02

რუსეთი

35:25

ესპანეთი

  3/02

საქართველო 88:0 ჰოლანდია

14ლ: ურჯუკაშვილი ზედგინიძე (2 4) მოდებაძე (3 5) ცაბაძე შველიძე ზიბზიბაძე ხამაშურიძე (9 11) ა.გიორგაძე ხეხელაშვილი ელოშვილი მაჩხანელი; 9გ: ჯიმშელაძე

რეფ ტუმა (ჩეხ; ეროვნული (10 ათასი)
5:0(8) 10(12) 17(21) 24(25) 31:0(40+2) /
36(42) 43(47) 48(49) 55(52) 62(58) 69(62) 74(67) 81(76) 88:0(80) ბოლო(80+3)

საქ: ხამაშურიძე (ხეხელაშვილი 63) ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე (ელოშვილი 72) ალანია (იოვაძე 59) მაჩხანელი <10-9> ჯიმშელაძე შ.მოდებაძე / მთიულიშვილი (ჯაველიძე 68) შველიძე (გიორგაძე 48) ცაბაძე კაპ; დიდებულიძე ნადირაძე (ზ.მჭედლიშვილი 53) ბოლღაშვილი (უდესიანი 68) ჩხაიძე ზედგინიძე

 

რუმინეთი

44:17

პორტუგალია

16/02

პორტუგალია 23:27 საქართველო

3ლ: ვერეირუ ეგილარი გონსალვეში; გ 2ჯ: ჰოფმანი - 4ლ: ხეხელაშვილი ურჯუკაშვილი ა.გიორგაძე (3 4) 2გ: ჯიმშელაძე; ჯ: ურჯუკაშვილი

რეფ პრიუვო (სფრ; ლისაბონი, ჟემორი
ჯერ ჩვენი! 0:5(5) 0:12(9) 7:12(11) 7:17(20) 12:17(35) 12:20(39) /
12:23(47) 19:23(49) 24:23(51) სბ(63ს) სბ(69ს) 27:23(75) ბოლო(80+4)

საქ: ხამაშურიძე ხეხელაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე (ალანია) ურჯუკაშვილი <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (შ.მოდებაძე) / მთიულიშვილი გიორგაძე ცაბაძე კაპ; ნადირაძე (მაგრაქველიძე სბ 63) დიდებულიძე (რატიანიძე სბ 69) ბოლღაშვილი ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი ^ მრქ) იოვაძე / შველიძე ზედგინიძე

 

რუმინეთი 34:12 ესპანეთი

17/02

რუსეთი

73:10

ჰოლანდია

  3/03

საქართველო 12:12 რუსეთი

4ჯ: ჯიმშელაძე - 4ჯ: სიმონოვი 3, რაჩკოვი

რეფ დორდოლო (იტა; ეროვნული (60 ათასი)
3:0(14) 3:3(19) 3:6(34) 6:6(38) /
6:9(47) 9:9(52) 9:12(70) 12:12(79) ბოლო(80+5)

საქ: ხამაშურიძე ხეხელაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე (ალანია 56) ბუგიანიშვილი (იოვაძე 71) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (შ.მოდებაძე 52) / შველიძე (მთიულიშვილი 71) ა.გიორგაძე ცაბაძე კაპ; ნადირაძე რატიანიძე (დიდებულიძე 48) ბოლღაშვილი (ზ.მჭედლიშვილი 43) ლაბაძე ზედგინიძე ^ მრქ) გუჯარაიძე

 

პორტუგალია 13:10 ესპანეთი

 

ჰოლანდია

3:49

რუმინეთი

24/03

ესპანეთი 18:34 საქართველო

3ლ: კ.სოუტო (1 3) კრიადო; ჯ: დიესი - 5ლ: ზიბზიბაძე ხამაშურიძე (2 3) კაცაძე ლაბაძე; 3გ ჯ: ჯიმშელაძე

რეფ დეფალკო (იტა; მადრიდი, უნივერსიტეტი
ჯერ ჩვენი! 7:0(5) 7:5(10) 14:5(25) /
14:10(43) 17:10(48) 17:13(52) სბ(ს) 22:13(62) 27:13(72) 27:18(77) 34:18(80)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია (იოვაძე 78) ხეხელაშვილი <10-9> ჯიმშელაძე შ.მოდებაძე (აბუსერიძე 69) / მთიულიშვილი (სბ; რატიანიძე 57) ა.გიორგაძე ცაბაძე კაპ; ნადირაძე დიდებულიძე (უჩავა 79) კაცაძე ლაბაძე ზედგინიძე (მაგრაქველიძე 65) ^ მრქ) ი.გიორგაძე / ჯაველიძე

 

რუსეთი 22:27 რუმინეთი

 

ჰოლანდია

11:27

პორტუგალია

  6/04

საქართველო 23:31 რუმინეთი

2ლ: ურჯუკაშვილი ჩხაიძე; 2გ 3ჯ: ურჯუკაშვილი - 3ლ: სეუანი ტინკუ ბრეზოიანუ; 2გ 3ჯ ა: ტოფანი სბ ტ.კონსტანტინი

რეფ მორანდინი (იტა; ეროვნული (45 ათასი)
0:5(13) 0:8(16) 0:15(18) 3:15(24) 3:18(26ა) 6:18(28) 6:21(30) 6:28(36) /
6:31(43) სბ(46რ) 9:31(50) 16:31(58) 23:31(74) ბოლო(80+3)

საქ: ხამაშურიძე ხეხელაშვილი (მაჩხანელი 41) ზიბზიბაძე ალანია ურჯუკაშვილი <10-9> იოვაძე (კვინიხიძე 41) შ.მოდებაძე (აბუსერიძე 41) / მთიულიშვილი (რატიანიძე 41) ა.გიორგაძე ცაბაძე კაპ; ნადირაძე დიდებულიძე (ჯაველიძე 77) კაცაძე (ურუშაძე 68) ლაბაძე მაგრაქველიძე (ჩხაიძე 68)

 

ესპანეთი 63:3 ჰოლანდია

  7/04

პორტუგალია 13:38 რუსეთი

ერთა თასი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

რუმინეთი

5-0 185:77

საქართველო

3-1*1 184:84

რუსეთი

3-1*1 180:87

პორტუგალია

2-3

93:130

ესპანეთი

1-4 128:119

ჰოლანდია

0-5 27:300

2001-02 ჯამი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

რუმინეთი

9-1 373:148

საქართველო

8-1*1 351:152

რუსეთი

6-3*1

332:230

ესპანეთი

3-7 246:247

პორტუგალია

3-7 170:295

ჰოლანდია

0-10 84:484

>>>     მზადება საფრანგეთში

საქართველო -

ლა როშელი 13:18 (9/08,
პერიგო 14:17 (11/08,
ორიაკი 10:14 (14/08

^ ვაკრენის მემორიალი)
კოლომიე 36:48 (22/08,
ბეზიე 0:36 (24/08)

>>>     2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევები

 მესამე სტადია  

<<    პირველი პული

  5/05 ჩეხეთი 18:37 რუსეთი
19/05 ჰოლანდია 12:54 ჩეხეთი
  1/06 რუსეთი 65:3 ჰოლანდია

რუს 2-0 / ჩეხ 1-1, ჰოლ 0-2

<<    მეორე პული

  4/05 პოლონეთი 27:15 ესპანეთი
18/05 პორტუგალია 39:26 პოლონეთი
  2/06 ესპანეთი 34:21 პორტუგალია

1-1 ესპ (+1 / პორ (=0, პოლ (-1)

 მეოთხე სტადია  

<<    პირველი პული

21/09

რუსეთი

3:35

ირლანდია

28/09

ირლანდია 63:14 საქართველო

8ლ: ჰიქი მეგსი ოდრისქოლი (3 4) დემფსი ს.ისთერბი ქვინლენი გ.ისთერბი; 7გ: ოგარა 5, ჰამფრიზი 2; 3ჯ: ოგარა - 2ლ: კაცაძე ხამაშურიძე; 2გ: ურჯუკაშვილი

რეფ ვილიამსი (უელ; დუბლინი, ლენზდაუნ როუდი
ჯერ ჩვენი! 0:7(3) 10(7) 13(11) 20(14) 23(21) 30(25) 37(32) 0:42(40) /
0:49(45) 7:49(51) 14:49(71) 14:56(77) 14:63(80)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია (კაცაძე) ხეხელაშვილი (იოვაძე) <10-9> ჯიმშელაძე (ბარკალაია) აბუსერიძე / შველიძე (მთიულიშვილი სბ) ა.გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე) ნადირაძე დიდებულიძე; ბოლღაშვილი (გუნდიშვილი, ზ.მჭედლიშვილი) ჩხაიძე ზედგინიძე კაპ

13/10

საქართველო 17:13 რუსეთი

ლ: ცაბაძე: 4ჯ: ურჯუკაშვილი - ლ ა: რაჩკოვი; გ ჯ: სიმონოვი

რეფ როლანი (ირლ; ეროვნული (50 ათასი)
0:3(2) 3:3(7) 6:3(21) 6:6(23ა) 6:13(29) 9:13(35) 14:13(39) /
17:13(60) ბოლო(80+1)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი (ელიზბარაშვილი 74-75) ზიბზიბაძე ალანია კაცაძე <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე 63) დიდებულიძე ნადირაძე; ზ.მჭედლიშვილი (ჩხაიძე 66) ლაბაძე ზედგინიძე კაპ ^ მრქ) ბარკალაია კვირიკაშვილი / მთიულიშვილი იაშვილი ^ მწ) კლოდ სორელი, პატრიკ ფორი

ირლ 2-0, საქ 1-1 / რუს 0-2

<<    მეორე პული

22/09 ესპანეთი 3:50 იტალია
28/09 იტალია 25:17 რუმინეთი
  5/10 რუმინეთი 67:6 ესპანეთი

იტა 2-0, რუმ 1-1 / ესპ 0-2

 მეხუთე სტადია  

27/10 ესპანეთი 3:36 რუსეთი
24/11 რუსეთი 22:38 ესპანეთი

^ რუსეთი 2003 წლის იანვარში მოიხსნა

>>>     V მსოფლიო თასის (ავსტრალია) პულები

   ავსტრალია არგენტინა ირლანდია რუმინეთი ნამიბია
   საფრანგეთი შოტლანდია ფიჯი იაპონია ევრ/აფრ/ამრ
   სამხ.აფრიკა ინგლისი სამოა ურუგვაი საქართველო
   ზელანდია უელსი კანადა იტალია აზია/ზღვისრეთი

საქართველოს სვლაგეზი (2003)

12/10 ინგლისი, 19/10 სამოა (პერთი) -
24/10 სამხ.აფრიკა, 28/10 ურუგვაი (სიდნეი)

>>>     ჭაბუკთა (1983-84 დაბ) 34-ე მსოფლიო პირველობა

20-30/03 ვენეტო (იტალია) 70-წუთა მატჩები!

პირველი ჯგუფი

საქართველო -

უელსი 3:13 (21/03 მირანო * ჯ: ბარკალაია - ლ გ 2ჯ ^ რეფ მიური (შტლ) 3:0(2) 3:3(33) / 3:6(38) 3:13(66)

იაპონია 15:12 (24/03 სილეა * 2ლ: ზედგინიძე ელიზბარაშვილი; გ ა: სოხაძე - 2ლ გ ^ რეფ ოუენსი (უელ) ... 0:12

რუსეთი 15:6 (27/03 როვიგო * 2ლ: კვირიკაშვილი ელიზბარაშვილი; გ: სოხაძე; ა: კვირიკაშვილი - 2ჯ ^ რეფ ჟიე (სფრ) 3:0(2ა) 3:3(33) / 3:6(46) 8:6(61) 15:6(64)

ირლანდია 12:34 (30/03 სილეა)

საქართველო

15 ვანო სოხაძე (ყოჩ; 14-11 გოგა შკინინი (ხულ, გიორგი ელიზბარაშვილი (აკდ, თემურ ქობელაშვილი (ლელ, გიორგი გეგიძე (აკდ, დათო იობაშვილი (აია, ლაშა ფირფილაშვილი (ლელ; 10 ოთარ ბარკალაია (ლელ, ლუკა ხაჩირაშვილი (უნი; 9 მერაბ კვირიკაშვილი#10 (ლელ, ბიძინა სამხარაძე (დინ, გურამ გეგეჭკორი (ხულ) /

1-3 ელიზბარ ყუფარაძე (ხულ, დავით კობეშავიძე (ლელ, დავით ზირაქიშვილი (რსთ, ლაშა ჯანჯალაშვილი (დინ, გრიგოლ ცნობილაძე (აია, ზურაბ კორკოტაძე (უნი; 4-5 ლევან დათუნაშვილი (ასკ, მამუკა გორგოძე (ლელ, ბექა გელაძე (აკდ; 6-8 ბექა სარდანაშვილი (ლელ, გიორგი ოკმელაშვილი (ხულ, ნიკო მამულაშვილი (ხულ, ანდრო ზედგინიძე (ტულონი, ვახო მჭედლიძე (აკდ)

მწ) პაატა ნარიმანაშვილი (აკდ, ლევან მაისაშვილი (ლელ, მამუკა ტყეშელაშვილი (ხულ; მნჯ) დიმა ობოლაძე (აკდ; ექმ) კოტე კილაძე (ყოჩ)

1#ზელანდია 71:18 2#საფრანგეთი, 3#აფრიკა 55:19 4#არგენტინა, 5#შოტლანდია, 6#ინგლისი, 7#უელსი, 8#იტალია, 9#ირლანდია, 10#საქართველო, 11#რუსეთი, 12#რუმინეთი, 13#იაპონია, 14#კორეა / 15#ურუგვაი, 16#ჩილე - 17#კანადა, 18#ნამიბია, 19#ესპანეთი ... 32#ტრინიდადი

>>>     სპარინგი საგაისოდ

 2/11 საქართველო

19:49

საფრანგეთი

ლ გ 4ჯ - 6ლ 5გ ჯ 2ა ^ ეროვნული (15 ათასი)

0:3ა 0:10 3:10 3:13ა 6:13 6:16 6:21 9:21 /
12:21 12:28 12:35 12:42 19:42 19:49

საქ: შალიკაშვილი (ლელ, ძიძიშვილი (ლოკ, რ.გიგაური (ლოკ, გეგიძე (აკდ, ელიზბარაშვილი (აკდ <10-9> ბარკალაია (ლელ, მჟავანაძე (მგლ) / სანიკიძე (ლელ, ყუფარაძე (ხულ, მელიქიძე (უნი; სუთიაშვილი (უნი, ალიქაძე (ბთმ; ნატრიაშვილი (რსთ, ჯ.მალაღურაძე (ყოჩ, გორგოძე კაპ (ლელ) ^ მრქ) ცნობილაძე (აია, ბ.გიგაური (უნი, ფაილოძე (ყოჩ / ყალიჩავა (ფოთ, ჩიხლაძე (ბთმ, ახვლედიანი (ხულ, გაბუნია (აია)

>>>     ევროპის რეგიონთა თასი

<<    მეთექვსმეტედ-ფინალი (მეორე რაუნდი)

22/06 ჩრდ.პორტუგ 25:17 თბილისი
24/08 აღმ.დანია 0:61 აჭარა

<<    მერვედ-ფინალი

12/10 აჭარა X:0 უელსი$2

<<    მეოთხედ-ფინალი

  3/11 ბურგონი

9:13

აჭარა

<<    ნახევარ-ფინალი

23/11 ჩრდ.პორტუგ 7:32 რუსიონი
24/11 აჭარა 16:25 პროვანსი

<<    ფინალი

23/12 რუსიონი 15:9^დდ პროვანსი

აჭარა: ე.ძაგნიძე ჩუბინიძე კ.ელოშვილი ხონელიძე პინჩუკოვი აშვეთია კაპანაძე <10-9> კიკნაძე - კიკაჩეიშვილი ხელაძე / დადუნაშვილი ბალანჩივაძე ღლონტი მოქია; ბერიძე ჩირგაძე პავლოვი; ყურაშვილი სვანიძე საყვარელიძე ცხვედიანი უჩავა

>>>     შვიდკაცის III მსოფლიო სერია (2001/02)

24-25/05    ლონდონი (ინგლისი)    X ეტაპი

საქართველო - პულ) ზელანდია 7:40, ავსტრალია 7:24, პორტუგალია 7:10 * ფიალა) კანადა 22:26 * ფარი) ირლანდია 12:7, შოტლანდია 20:14 ^ დავიკავეთ XIII ადგილი

თასი) ზელანდია 54:14 აფრიკა
სინი) ავსტრალია 45:14 სამოა
ფიალა) საფრანგეთი 22:19 კანადა

საქ (ლელოთა გამტანები) გუჯა იოვაძე$ლ, ბესიკ ხამაშურიძე$5ლ, ოთარ ელოშვილი$2ლ, დავით ბოლღაშვილი$ლ, ვასილ აბაშიძე$3ლ, მახო ურჯუკაშვილი$ლ

31/05-1/06    კარდიფი (უელსი)    XI ეტაპი

საქართველო - პულ) აფრიკა 12:33, სამოა 0:34, ესპანეთი 19:12 * ფიალა) პორტუგალია 5:7 * ფარი) რუსეთი 5:15 ^ გავიყავით XV ადგილი

თასი) ზელანდია 24:12 ინგლისი
სინი) აფრიკა 40:0 საფრანგეთი
ფიალა) არგენტინა 40:24 ირლანდია
ფარი) უელსი 31:22 რუსეთი

ქულა (11 ეტაპი: ზელანდია 198, აფრიკა 136, ინგლისი 126, ფიჯი 122, ავსტრალია 108, სამოა 90, არგენტინა 86, უელსი 50, საფრანგეთი 20, შოტლანდია 13, შტატები 12, კანადა 8; ნამიბია ქუქეთი 2; მაროკო 1 ... საქართველო 0

>>>     I ევროპის შვიდკაცა

/05    ლიუნელი (საფრანგეთი)

1#საქართველო - პულ) პორტუგალია 14:7, შვეიცარია 21:8, ლუქსემბურგი 47:0; თასი) ესპანეთი 26:12, 2#საფრანგეთი 19:17

17-18/08    ჰაიდელბერგი (გერმანია) 12-გუნდა ფინალი

2#საქართველო - პულ) ჰოლანდია 21:7, უკრაინა 7:14, პორტუგალია 15:12, ჩეხეთი 56:0 (პორ 97, საქ 82, უკრ 57; პლოფ) საფრანგეთი 12:10, 1#პორტუგალია 14:24

3#გერმანია 19:7 4#საფრანგეთი, 5#ლიტვა 24:10 6#უკრაინა

>>>     საქართველოს თასი

ჟურნალ "რაგბი ოვალური სამყაროს" #2(8) მიხედვით

<<    მერვედ-ფინალი

21/04 აია 62:15 დათვები$3
18/05 უნივერსიტ 31:8 ლოკომოტ$2
  დინამო 31:10 ყოჩები$2
19/05 ლელო ორბ 19:14 აკადემია

<<    მეოთხედ-ფინალი

25/05 ყოჩები 23:17 დათვები$2
  დინამო 3:49 დათვები
26/05 ლელო ორბ 15:14 ლოკომოტ
  აია 21:15 უნივერსიტ

<<    სანუგეშო (?)

19/05 ხულიგანა 47:3 ყოჩები$2(?)
25/05 აკადემია 18:15 ხულიგანა

?

ლოკომოტ 22:19 უნივერსიტ
  4/06 აკადემია 24:12 ლოკომოტ

<<    ნახევარ-ფინალი

  1/06 დათვები 15:12 ყოჩები

?

ლელო ორბ 31:18 აია

<<    ფინალი

  9/06  ლელო ორბ 9:15 დათვები

3ჯ: კვირიკაშვილი - 3ჯ: კიკნაძე, ე.ძაგნიძე 2; 2ა: კიკნაძე ძაგნიძე

რეფ რობიტაშვილი * ეროვნული

>>>     საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა  

31/08 აია 8:31 ყოჩები
  1/09 დათვები 16:3 დათვები$2

  7/09

ლოკომოტ

23:25

ყოჩები

  დათვები 32:0 აია
  დათვები$2 X:0 უნივერსიტ

14/09

დათვები$2

9:17

ლოკომოტ

  აია 24:10 უნივერსიტ
  ყოჩები 0:35 დათვები

16/09

უნივერსიტ

14:35

დათვები

21/09 ლოკომოტ 45:25 აია
  ყოჩები 19:23 დათვები$2

28/09

დათვები

21:5

ლოკომოტ

  დათვები$2 20:3 აია
  უნივერსიტ 22:54 ყოჩები

I წრე: დათვები 10(139:22, დთვ$2 6(55:55,
ყოჩ 6(129:111, ლოკ 3(90:80 / აია 2(60:138, უნი -2(46:113)

19/10 ლოკომოტ 18:22 უნივერსიტ
  დათვები$2 11:18 დათვები
20/10 ყოჩები 26:26 აია

26/10

ყოჩები

13:16

ლოკომოტ

  აია 0:35 დათვები
  უნივერსიტ 9:8 დათვები$2

  9/11

ლოკომოტ

22:22

დათვები$2

  უნივერსიტ 17:7 აია
  დათვები X:0 ყოჩები

16/11

აია

9:25

ლოკომოტ

  დათვები$2 54:7 ყოჩები
  დათვები 60:7 უნივერსიტ

  ?/11

ლოკომოტ

20:8

უნივერსიტ

23/11

აია

14:29

დათვები$2

  ყოჩები 25:19 უნივერსიტ
27/11 ლოკომოტ 0:X დათვები

ორი წრე

  მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

დათვები (ბთმ) 20 10-0 252:40
დათვები$2 11   5-4*1 179:125
ლოკომოტივი 10   5-4*1$1 191:154
ყოჩები 8   4-5*1$1 200:226

უნივერსიტეტი

5

  3-7$1

128:251

აია (ქუთაისი) 3   1-8*1 116:270

 პლეი-ოფი  

<<    გასავარდნი ფინალი

30/11

ლოკომოტ 33:23 ყოჩები

<<    შესარჩევი ფინალი

  1/12

დათვები 26:10 დათვები$2

<<    წინასწარი ფინალი (წაგებულს ბრინჯაო)

  7/12

დათვები$2 15:7 ლოკომოტ

<<    დიდი ფინალი (ბზის თასი)

14/12

დათვები 27:10 დათვები$2

2ლ: კიკნაძე საყვარელიძე; გ: კიკნაძე; 5ჯ: ე.ძაგნიძე კიკნაძე 3, მაჩიტიძე - 2ლ: პარწიკანაშვილი დავლაძე

რეფ რობიტაშვილი * 3:0(4) 10:0(24) 13:0(35) /
16:0 16:5(47) 19:5 24:5(74) 24:10 27:10

 პირველი ლიგა  

<<    `` პული

ხულიგანა (4-0) - ყოჩ 29:21 28:12, დინ 29:13 17:16

ყოჩები$2 (1-3) - დინამო (1-3) 12:18 24:17

<<    `ბ` პული

ლელო (3-1) - აკდ 11:15 29:19 (19/10, რსთ 22:6 26:18

აკადემია (2-2) - გორდა რუსთავი (1-3) 3:6 17:10

<<    ოთხეული

ლელო (4-0) - აკდ 24:12, ხულ 41:19, ყოჩ 110:15 69:3

აკადემია (2-2) - ხულ 15:22 27:10, ყოჩ 31:3

ხულიგანა (2-2) - ყოჩები$2 (0-4) 41:7

 დარჩენა-ასვლაზე  

  5/12 აია 16:29 ლელო
  უნივერსიტ 13:23 აკადემია

12/12

ლელო

X:0

აია

  აკადემია 16:7 უნივერსიტ

<<    გაისად (2003)

უმაღლესი: დათვები დათვები$2 ლოკომოტივი ყოჩები ლელო აკადემია
პირველი: უნივერსიტეტი აია ხულიგანა დინამო რუსთავი მგლები

>>>     სამეზობლო

14/09    ხულიგანა    48:7    ბაქო

ბოლო/10    ხულიგანამ მოიგო ბაქოს შვიდკაცა

>>>     შვიდკაცა

5/10    მეურნეობა ^ ჩაიშალა დატბორვის გამო!

>>>     ჭაბუკთა (1985-86 დაბ) თასის ფინალი

27/06    ყოჩები    31:14    აკადემია იმედი$ლ

ყოჩ: თ.სოხაძე ლილუაშვილი დ.კაჭარავა კაპ, ზვიადაძე თაყაიშვილი <10-9> ლ.მალაღურაძე ჯაფარიძე / გ.ნიჟარაძე ჭყონია იმედაძე; ჯაოშვილი პაიჭაძე; ლ.ლაგოშვილი კორსანტია პ.მაისურაძე - 4ლ: მაისურაძე ნიჟარაძე ჯაოშვილი კორსანტია; გ: მალაღურაძე; 3ჯ: სოხაძე

აკდ: გიაშვილი ბიბილაშვილი მესხიშვილი ღამბაშიძე გვიანიშვილი <10-9> გურგენიძე ბეგაძე / ჭიღვარია გორდეზიანი კაციაშვილი; საძაგლიშვილი ჩუბინიძე; სირბილაძე ადამსკი რევაზიშვილი - ლ: გურგენიძე; 3ჯ: სირბილაძე 2, გურგენიძე

>>>     თასის მონაწილენი (ჟურნალის მიხედვით)

აია: სორდია$ლ ნამჩევაძე$ლ2ჯ იობაშვილი მ.ზვიადაძე$გ3ჯ ლილუაშვილი$2ლ მოდებაძე <10-9> ზ.ზვიადაძე$2გ5ჯ ლეჟავა$ლ / ფრუიძე ცნობილაძე ბუხაიძე$ლ კოპალიანი; ორმოცაძე გაბრიაძე$ჯ კოსტავა$ლ სვინტრაძე; ხელაძე გაბუნია ბალანჩივაძე გრიგოლია მინაძე * ჩუბინიძე$ლ ^ მწ) ფულარია

აკადემია: სუთიძე ავდალოვი გეგიძე$ლ ნატროშვილი ბატოიანი მაჩიტიძე დუდაური$ლ კიკნაძე მ.კობახიძე <10-9> ელიზბარაშვილი$ლ2გ6ჯ3ა ქოპილაშვილი / ბანდელიძე სანადირაძე ზირაქაშვილი$ლ ფირცხალაიშვილი; გელაძე ნებულიშვილი$ლ ქათამაძე; მჭედლიძე ბადრიძე ობოლაძე ა.ზედგინიძე მურვანიძე ^ მწ) ნარიმანაშვილი

დათვები: კიკნაძე$2გ7ჯა კ.ელოშვილი თ.აშვეთია კაპანაძე ხონელიძე$ლ შერვაშიძე <10-9> ე.ძაგნიძე$3ჯა - კიკაჩეიშვილი ხელაძე$ლ / ნინიძე ცნობილაძე დადუნაშვილი; ჩირგაძე ბერიძე; ყურაშვილი სვანიძე საყვარელიძე$2ლ ^ მწ) ლ.მგელაძე ფხაკაძე

დათვები$2 (შევარდენი: დავლაძე შავაძე$2ლ გ.ევგენიძე ს.ევგენიძე სვინტრაძე <10-9> გ.ჩუბინიძე მანთიძე / თათევოსიანი დ.ბალანჩივაძე კეპულაძე; კუნჭულია კიკვიძე პარწიკანაშვილი; ასვლოვი ტორაძე ხაჟომია ^ მწ) სანებლიძე

დათვები$3 (შევარდენი$2: ცენტერაძე ალანია$ლ ცისკარიშვილი ევგენიძე სვანიძე <10-9> ჩხარტიშვილი$გჯ გურგენაძე / დავითაძე ჩახვაძე გვიანაძე; ხაბაზი$ლ მეიშვილი; ხომერიკი ალექსიძე გუგუშვილი

დინამო: ჩიტაძე ჯაში ბზეკალავა$ლ მაისურაძე$ლ მესხიშვილი ჩიტაძე$ლ ღირსიაშვილი <10-9> ხვიჩია$ჯ ლ.რამიშვილი / ხმიადაშვილი$ლ პინაიშვილი თათრიშვილი ვირსალაძე; მურადაშვილი ხარატიშვილი; სააკაშვილი რუხაძე ანდრიასოვი$3გ კიკალიშვილი ^ მწ) ს.რამიშვილი

ლელო ორბელი: ცხაკაია$ლ ფხოველიშვილი გილაური$ლ ფირფილაშვილი ქობელაშვილი შალიკაშვილი <10-9> ზაალიშვილი ბარკალაია - კვირიკაშვილი$ლ3გ12ჯ / სანიკიძე კობეშავიძე კახოიძე; ღვაბერიძე$ლ გორგოძე; ბელქანია$გ რამაზაშვილი სარდანაშვილი$2ლ ^ მწ) მაისაშვილი * ლეგ) ავლოხაშვილი ი.მაისურაძე / ლ.ჯაველიძე ლაბაძე ჩხაიძე

ლოკომოტივი: ასათიანი ენუქიძე ძნელაძე$2გ ბუგიანიშვილი დ.სორდია კიზირია$ლ2გჯ გიგაური მიქელაძე ხინჩაგაშვილი ხაბულიანი <10-9> ცხადაია$გ - ბერიძე სამხარაძე / მაჭუტაძე ზ.ჯაველიძე ჭელიძე თოფურიძე$ლ ჩადუნელი გასვიანი მზარეულაშვილი; კახიანი მოგელაძე$ლ დათუნაშვილი ბერძენიშვილი; ა.კობახიძე გიორგაძე$ლ ზ.მაისურაძე$ლ კ.კობახიძე აფაქიძე გურგენიძე$ლ ^ მწ) ბენდიაშვილი

ლოკომოტივი$2: ჯ.კიზირია ბრეგვაძე ენუქიძე ხინჩაგაშვილი$ჯ ძიძიშვილი <10-9> ერისთავი სამხარაძე$ლ / ხაბულიანი გურგენიძე გასვიანი; ბერძენიშვილი დათუნაშვილი; სვანიძე აფაქიძე გიორგაძე ^ მწ) ჩავლეიშვილი ჯაფარაშვილი

უნივერსიტეტი: გიგაური ტუჩაშვილი$ლ გუნდიშვილი$ლ კობერიძე$გ ქასიშვილი ჭუმბურიძე ხაჩირაშვილი$ლ <10-9> კობახიძე$ლ6გჯა - დავლიანიძე$ლ ღვინჯილია$ლ დანელია / ბეჟიტაშვილი$ლ ქარაბაკი სანაძე; ბიძინაშვილი კეკელია მთივლიშვილი$ლ; ავსაჯანიშვილი ქირიკაშვილი$ლ ჩქარეული კორკოტაძე კვიცარიძე ^ მწ) ბერიაშვილი

ყოჩები: ვ.სოხაძე$გ5ჯ შენგელია ციბაძე აბრამიშვილი მხეიძე <10-9> ტრაპაიძე გ.კაჭარავა$ა - კრეპსი / გულუხია დემურაშვილი ჯიქურაძე კიკუაშვილი$ლ ესაკია ფირიაშვილი; კახაძე ჩაკვეტაძე ზესაშვილი$ლ ზურაბაული; დ.ხაბეიშვილი$ლ ამირხანაშვილი გ.ხაბეიშვილი ჭელიძე ^ მწ) ჭეიშვილი იმნაძე

ყოჩები$2: თეზელაშვილი მეტრეველი თოლორდავა$ლ ხვადაგიანი დევდარიანი ფოცხვერაშვილი$ჯ მუშკუდიანი <10-9> შარაშენიძე ქავთარაძე - ფაილოძე / ალიმბარაშვილი$ლ ხოსრუაშვილი კიკნაველიძე გიგინეიშვილი; ქართველიშვილი კიკვიძე მაცაბერიძე; ანჯაფარიძე ჭიჭინაძე ჯ.მალაღურაძე სამხარაძე ^ მწ) მურღულია

ხულიგანა: თოდრაძე$2ლგ წიკლაური$ლ ჟამუტაშვილი$2ლ ხმალაძე გოგოლიძე შკინინი$ლ <10-9> დუგლაძე$ლ გ.გეგეჭკორი / როსტიაშვილი$ლ ბ.გეგეჭკორი მურვანიძე$ლ ხოსიტაშვილი ყუფარაძე; გ.კენჭაძე კოპალიანი; ახვლედიანი მამულაშვილი აბაშიძე$ლ4გ ^ მწ) ტყეშელაშვილი

მსაჯები: რობიტაშვილი 8 მატჩი; ჯავახიშვილი 4, ჩაჩუა 2, მგელაძე 1

<<< >>>