შორეთში, ჭრელა-ჭრულადა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 2003 წელს, რომელშიც პირველად ვიასპარეზეთ მსოფლიო თასზე და პუბლიკა თავდადებითა და ჭრელი კვართებით მოვხიბლეთ; ვაკეში პირველად მოეწყო ევრო-სერიის შვიდკაცა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა; რუმინეთს თბილისში ვერ დავატოვებინეთ ანთიმოზ ივერიელის თასი; ჭაბუკები ელიტაში წკიპზე დარჩნენ; თემმა კი ზეპურ მატჩებს კაფე "მსოფლიო სპორტსა" და ბარ "ანგარში" უცქირა.

მსოფლიო თასის გამო ბორჯღალოსნებს უმაგალითოდ ბევრი, 13 ტესტი უნდა გაემართათ, მაგრამ 16 იანვარს, ნიმში აღარ ვესპარინგეთ ტუნისს; ივნისში არ გვეწვია საფრანგეთის დუბლი; ხოლო ზაფხულში უსახსრობით რომ ვეღარ მოვიხილეთ კანადა, ჩაგვეშალა 13 აგვისტოს, დასავლეთთან დანიშნული მოთელვა და 16 აგვისტოს, ედმონტონში (ალბერტა) გასამართი პირველ ნაკრებთა რკენაც. ასე რომ, ათ მატჩს დავჯერდით, რაც მაინც რეკორდი იყო.

ბორჯღალოსნებს შარშანდლის დარად ფრანგული დუეტი, კლოდ სორელი - პატრიკ ფორი წურთნიდა. "ერთა თასი" მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ხომ უნდა გამოგვეყენებინა და მასზე პირველობაც ერთ რამედ გვიღირდა, მაგრამ სტარტამდე ისე დაგვიშავდა ბურჯი ლევან ცაბაძე და ტრავმა მერეც იმდენჯერ გაუმიზეზდა, რომ ავსტრალიაშიც აღარ წასულა ამა და სხვა, პირადულ მიზეზთა გამო.

წაივირეშმაკა ფირა აერ-მაც: ისე, რომ მონაწილეთათვის არ უცნობებია და ვერც გაწაფულმა მედიამ იეჭვა, შეჯიბრი ორ-წლიან ციკლზე გადაიყვანა. ამის გადამკიდე, პირველ წრეში ხუთივე მატჩის მომგები პორტუგალია 2004 წელსღა ეკურთხა ჩემპიონად, ორგანიზატორის საითზე კი გაგანია ტურნირში ისღა დაიწერა, რომ ამიერიდან, ქულათა ტოლობისას გატანილ-გაშვებულის სხვაობა გადაძალავდა პირისპირ რკენის შედეგს.

ტელი-რეფი არ გყავთო?

პორტუგალიამ მწარედ მოგვაღორა: თამაში ჩვენს უკითხავად გადაატანინა შაბათიდან კვირას და რაკი თვითმფრინავის ბილეთები უკვე აღებული გვქონდა, გამოსავლად დილის თერთმეტზე რაგბობაღა დაგვიტოვა. ბიჭები საბრძოლველად ვერ განეწყვნენ; ახალ, ექსპანსიურ სტილში ბურთაობის მსურველებს, აქამდეც უხერხულ მეტოქესთან წუნი მოუმრავლდათ და ვეღარც "ოლიმპის" ვარაუდი გამართლდა, "წავიდა დრო, როცა კავკასიელ არიფებად ვითვლებოდით, ხოლო დასავლეთები ფირა-ს ავტორიტეტებად; ჰოდა, მსოფლიო თასზე გასულებს რეფმა ვეღარაფერი უნდა გაგვიბედოსო"

დავდეთ ოთხი ლელო და 80 წუთი რომ გაილია, ჯერაც სამი ქულით, 30:27 ვიგებდით, მაგრამ როცა წინ ექვსით ვიყავით და მეტოქე უნდა გაგვეტეხა, უელსელმა მსაჯმა მეხუთე ლელო აღარ ჩაგვითვალა და თან შეიცხადა, ეს როგორ, ტელი-რეფი არ გყავთ, რჩევით რომ შემეწიოსო? ამით "ლობუში" ჩოქბჯენიდან დაგვიძვრა, ბოლოს კი ხუთი წუთი გვიტია ბეკ-ნაკლულებს და ფრთაზე კიდეც დაგვალელოვა.

მეტიც, რუმინეთში რომ მოთოვა, შეკრებაზე საფრანგეთში მყოფ კარპატელებს შინ მიბრუნება დაეზარათ და ლუზიტანებს სტუმარ- მასპინძლობის ჯერის შეცვლაზე მიამიტურად დათანხმდნენ. "სტეჟარმა" ხუთი ჯეელი ათამაშა და კარშიც უზუსტოდ ურტყა, გერმანელმა მსაჯმა კი სტუმრებს კაცი ხომ გაუსბინბინა და ორი ლელოც გაუუქმა. ჰოდა, პორტუგალიამ ისტორიაში პირველად ძლია რუმინეთი და თავის საითზე გამარჯვება ეპოქალურად შერაცხა.

მამითადი გამოცხადდა

ჩვენს მეორე მეტოქეს, ესპანეთს ყოჩაღად კი ეჩივლა ირბ-ში და რუსეთი ვითომც სლავი ბებო-პაპათა მყოლი ბურების გამოყვანისთვის მოეხსნევინებინა შესარჩევებიდან, მაგრამ ბოლო ჟამს თავდაღმართში მიექანებოდა. ლათინთა ბედად, შუა თებერვალში თბილისშიც მოთოვა, მაგრამ ფრანგმა კომისარმა მატჩის გადატანა იუარა, რაგბის თემმა კი მამითადი გამოაცხადა, მოედანი გადახვეტა, ყვითელი ქვიშით დახაზა და ტრიბუნებზე მოკალათებულმა, ძაან ისიამოვნა ბურთაობით.

"ესპანელებს ამოტოლა სტადიონი და ამდენი მაყურებელი რომ არასოდეს ენახათ, თავიდანვე წახდნენ. დამბალ მოედანზე ჩვენები მეტოქეზე მარდად დანავარდობდნენ და არათუ ღონით, თანამედროვე რაგბის ცოდნითაც ჯობდნენ ბეჩავ ევროპელებს, ხოლო აქამდე ბევრჯერ ნაკრიტიკები ქართველი ბეკები სველი ოვალითაც შესანიშნავად უტევდნენ და გადაწყობ-გადმოწყობაც ჩინებულად გამოსდიოდათ"

დავდეთ ხუთი ლელო. პირველზე ჩვენი მეოთხედიდან, დერეფანში აგორებული მოლით 40 მეტრზე ვათრიეთ სტუმრები, მახო ურჯუკაშვილი გაეკიდა ფეხით დარტყმულს, შერკინებიდან კი შეტევის გეზის რამდენჯერმე ცვლით ავრიეთ ესპანელთა მწყობრი, ბურჯი სოსო ნიკოლაენკო კართან შეგრიალდა და ნაკრების 150-ე ლელო მიითვალა. მერე ირლანდიელმა რეფმა კაპიტან ილია ზედგინიძეს არ ჩაუთვალა ეშხიანი დამიწება, ესაო და მიზანს მეორე გამოძრავებით უწიეო, მაგრამ უმალ თავისივე აბრაგანი მოხსნა ნორჩმა მეკო კვირიკაშვილმა და მოდაში შემოსულ-თათმანებიანი მახო ახეირა.

სტუმრებიანად შეიტანა

მესამე ლელოზე 5-მეტრა დერეფნიდან კარის წინ გავიყვანეთ ვასილ კაცაძე, შემდეგ ფაზაში კი იქვე შეინავარდა ბადრი ხეხელაშვილმა. მეოთხე ალამთან მოლით შეგვქონდა, გოდერძი შველიძე ურჯუკად რომ ეთამაშა მეტოქეს და გაგვისინბინეს, მაგრამ რომ გავძელით კაც-ნაკლულებმა, კვლავ მოლი ავაგორეთ და სოლოებით შუისკენ მივეძალეთ, ბოლოს კი ბურთი შორს, მოკლე ფრთაზე მივაწოდეთ გრეგორი იაშვილს, ვინც მბოჭავებს გაუსხლტა.

ბოლო მეოთხედში ბრძოლა ზრდილობისთვისღა გაგრძელდა. მაყურებელიც ისე შეაწუხა თოშმა, რომ ერთი სული ჰქონდა, 80 წუთი როდის გაილეოდა. წამატებულ დროში კიდევ ერთმა ჯეელმა, ირაკლი გუნდიშვილმა ბურთი ლელოში აკიდებულ სტუმრებიანად შეიტანა, საზოგადოებას კი გულში ხინჯად ის თუღა დარჩებოდა, რომ შინდისფერი ქართული კვართის უცხოელ დიზაინერს თეთრ ფონზე თეთრადვე (!) წაეწერა ნომერი.

მხილებული აფრიკელები რუსეთს რომ გაეცალნენ, ნაკრებში ალალი რუსებიღა დარჩნენ, ენისეის თავკაცმა სანია პერვუხინმა კი გუნდიდან კონკურენტი "კრასნი იარის" ბიჭები დაცოცხა და მონინოელები დააწინაურა. შარშანწინდლის დარად, კრასნოდარში იყო მატჩი და "მუჟიკებიც თავიანთი ბაბებისთვის სა-რვა-მარტო საჩუქრის მირთმევას ფიქრობდნენ", მაგრამ მეტი კლასისა და ორგანიზებული დაცვის ხარჯზე, მეხუთედაც ვძლიეთ მეზობელი.

ვიზებით სპეკულაცია

თამაში პალიკო ჯიმშელაძის ბენეფისად იქცა: მგეზავმა ლელოთი და ექვსი გოლით 23-ვე ქულა პირადად შეგვძინა. რუსებმა ჩვენს მოწოდებაზე ბევრჯერ აგვაცალეს ბურთი, მაგრამ დაცვაში გაუვალ მწყობრს რომ აწყდებოდნენ, ზურგში ფეხით გვიკიდებდნენ ოვალს, იქ კი უკანა ბეკები კარგად ვერ ირჯებოდნენ და 9 ქულით გვაზარალეს.

პირველ ტაიმში ორჯერ ჩვენ დავწინაურდით და ოთხჯერ ისინი, მაგრამ გარდატეხა საათის თავზე, ლელოთი მოხდა: ფრონტის შუისკენ რამდენჯერმე რომ მივეძალეთ, მეტოქე იქეთ მივიზიდეთ და ირაკლი აბუსერიძემ პალიკოს სხარტად შეატევინა მოკლე ფრთაზე. ბოლოს რუსები მოგვეძალნენ და იტალიელმა რეფმა გაახშირა ჯარიმები, მაგრამ მასპინძლებს გარდასახული ლელო ჭირდებოდათ და ამიტომ კარში არ ურტყამდნენ, ხოლო ბიჭებმა ყველა იერიში მოიგერიეს.

ერთა თასზე სინიდან ამოსულ ჩეხეთს პრაღაში 20 მორაგბისა და რვა ბეკის ამარა მოვუგეთ, რაღაი ძმები გიორგაძეები ოჯახური მიზეზით გამოგვაკლდნენ, ხოლო "ქვეყანამ, ვისაც თავი აღმოსავლური დემოკრატიის აკვნად მოჰქონდა, ვიზებით სპეკულაცია გაგვიმართა და მაზანდა, კაცზე 380 ევროდან, ბოლოს ასამდე დაწია. ჩეხთა ხუთი გოლი მაგდენივე ლელოთი რომ გავაბათილეთ, მონაგარი ორჯერ მეტი გამოგვივიდა, რუსეთმა კი სტუმრად, ბოლო მეოთხედში 15 უპასუხო ქულა მიირთვა რუმინეთისგან და პირველობის შანსი დაკარგა.

მაყურებელი დუმდა

ფირა-ს ჩუმჩუმელაობის გამო გვეგონა, თუ ბოლო რაუნდში პორტუგალია რუსეთში წააგებს, ხოლო ჩვენ ეროვნულზე ვძლევთ რუმინეთს და ამ ორ მატჩში ლობუშს 9-ქულიან ფორას გავუბათილებთ, ჩემპიონები გავხდებოდითო, მაგრამ გვიმტყუნა იმედ-გადაწურულმა ჩრდილო მეზობელმა: ბობოლა ბეკები საშვიდკაცოდ ჰონკონგს მიავლინა, ლუზიტანებს კი შაბათს ისე-რა გუნდი დაახვედრა, დასკვნით მეოთხედში 13 ქულა გაუშვა და წააგო.

ამის შემდეგ კვირას დანიშნული საქართველო - რუმინეთი ანთიმოზ ივერიელის თასის გათამაშებადღა იქცა. სტეჟარს 9 ნომრები ბითუმად რომ დამტვრეოდა, პეტრუ მიტუს ეაჯა და დაიბრუნა, ჩვენ კი ჯაგა-ჯუგზე ნებით ვთქვით უარი და კარპატელებს პინგ-პონგში ავყევით, რაც "ოლიმპის" თანახმად, მაშინ თუ იქნებოდა უპრიანი, გუნდში ძაგნიძე, ჩავლეიშილი, მაჩიტიძე ან იურინი რომ გვყოლოდა, ხოლო არსებული კონტინგენტით წარმატების შანსი ნული გვქონდა.

შესვენებამდე ზურგქარში ვთამაშობდით, მაგრამ კაცაძის ორი მიძალების მეტი საგულისხმო ვერაფერი მოვახერხეთ. ჯიმშელაძემ ახლოდან შეაგდო ორი ჯარიმა, ურჯუკაშვილს კი ბურთი შესატევად არც მისვლია. წამატებულ დრომდე ექვსით მაინც წინ ვიყავით, მაგრამ მოედანზე რომ არაფერი ხდებოდა, მაყურებელი დუმდა, სტადიონის ინფორმატორის მოწოდებას კი სტეჟარი გამოეხმაურა: ვალი მაფტეიმ არეულ თამაშში, თავისი ნახევრიდან გამოგვიჭრა ხაზი, ბევრი ირბინა და შიგნით მიაწოდა გაბრიელ ბრეზოიანუს, ვინც მანამდე, მიტუს პასების შედეგად, ორჯერ იღბლადღა ავლაგმეთ.

შარშანდელი გაიმეორეს

რუმინეთმა პირველ მეოთხედშიც უწია მოლით ლელოს, მაგრამ ბურთი ვერ დაამიწა. მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორჯერ გადავრჩით, მერე კი რომ გახურდა პინგ-პონგი და გადაკიდებული ვერ ავიღეთ, იმათ ჩვენს უბურთო 15 ნომერს ზურგში ჰკრეს, ფრანგმა მსაჯმა კი ლელო ჩათვალა. ექვსით ჩამორჩენილები მეტოქემ ჩვენს ნახევარზე დაგვამწყვდია და ლაფსუსებიც მოგვიმრავლდა. ჰოდა, 22-დან დარტყმისას სამი მათიანი ერთი ჩვენებურის წინაშე დარჩა და ამან თუმც ივარგა, რეფმა ვითომც ვერ შენიშნა ორმაგი მოძრაობა.

ასე მოიგო რუმინეთმა ანთიმოზი ზედიზედ მეორედ, ოლიმპის "ოღრაშის ტრიბუნაში" კი პირუთვნელად დაიწერა, რომ "ბორჯღალოსნები გაიზარდნენ აქ და რაგბიც კავკასიაში ისწავლეს. ბიძია კლოდმა ისინი საფრანგეთში ოდენ მოაწყო. ბიჭები გალურ კლუბებში ოსტატდებიან, ნაკრებში კი სანახევროდაც ვერ ავლენენ პოტენციალს, რაც სხვა არავისი ბრალია, თუ არ მწურთნელის"

შემდეგ ჯერზე კაცთა ნაკრები საზოგადოებამ სამი თვის შემდეგღა, თბილისის პირველ საერთაშორისო შვიდკაცაზე იხილა, მანამდე კი ჭაბუკებმა პარიზის შემოგარენში, მსოფლიოზე შარშანდელი შედეგი გაიმეორეს - მესამე რაუნდში ისევ ძლიეს რუსეთი და X ადგილზე გავიდნენ, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, ელიტაში წკიპზე დარჩნენ, რაღაი ირბ-მა ამოწურა ოთხ-წლიანი პროგრამა, რომლითაც აერ-ს ტურნირის გასამართად ორი მილიონი გირვანქა შეაწია, და პირველი ჯგუფი 12 გუნდამდე შეკვეცა.

შეჭრას დაემთხვა

შვიდკაცამ მსოფლიო და ევროპულ სერიათა ორ-ორ ეტაპზე იჩაუქა. კარდიფში ფრე გავუგორეთ სამოას და სანუგეშო, ოღონდაც ნული ქულის მომტანი ფარი ავიღეთ, ხოლო ლონდონის პულში ორი მეტოქე ვძლიეთ და თასზე გავედით. შეჯიბრს დაესწრო ინგლისში სტუდენტად მყოფი ლევან პივნევი და საით "ჯეო რაგბის" (ნიკა ჩიმაკაძე, ვახო თარხნიშვილი) გესთ-ბუქში კვალიფიციურად გაარჩია. მსოფლიო თასს "მთავარ სპორტში" 8-გვერდა ჩანართი უძღვნეს მამუკა ჩიხლაძემ და ბესო ჯანგავაძემ, "24 საათში" ა3 ზომის პოსტერი - პაატა თოთაძემ, და გიორგი მამარდაშვილმაც ჟურნალ "რაგბის" ბოლო ნომრის 26 გვერდზე წარადგინა მონაწილენი.

^ ჟურნალის კორესპონდენტები: ზურაბ პლაკსენი, დათო ჟვანია, გელა ბაზიარი, ნიკა მაჩაიძე; ფოტო: ნუგზარ სუარიძე, გოგიტა ბუხაიძე; მხატვარი ზაალ სულაკაური

^ საითი "ქართული სპორტი: ნიკოლოზ ნეფარიძე

ტელევიზიათაგან "იმედმა" (ბიძინა ბარათაშვილი) იაქტიურა და ვაკის შვიდკაცის ლაივის გარდა, მსოფლიო თასიდან მოაწყო 12 "ცოცხალი" ჩიხლაძის, გია კუბლაშვილის, გიგა გვენცაძისა და სანდრო ცნობილაძის კომენტარით, მაგრამ ფინალი რომ "ვარდების რევოლუციის" კულმინაციას - პარლამენტში შეჭრას დაემთხვა, ლიანგმა ჩაწერილიღა იხილა. სამაგიეროდ, ბარემ სამასმა იღბლიანმა ცალკე მუშთაიდთან (თამუნა, დათო ზარანდია, ზვიად ღვინჯილია, ზაზა წიკლაური, ჯემალ თვაური) და ცალკეც ანჩისხატთან (რებეკა ბრაიანი, ბადრი, შმაგი) დააჭაშნიკა 100-წუთა დრამა და კვანძის გახსნა - ვილკოს არეკნი!

ვაკის შვიდკაცა ევროპული სერიის მოთავემ, ზაზა ქასაშვილმა მოაწყო და იმდენი სპონსორიც მიიზიდა, რომ ბანერზე მათი ლოგოების ტევა ვეღარ იყო. მთავარ ჯილდოდ დადგინდა "თბილისის ფარი, ოღონდაც უცხოელი გამარჯვებული შინ მის მომცრო ასლსღა წაიღებდა. ორი დღეში სტადიონზე ბარემ 13 ათასი ბილეთი გაიყიდა, რაც აქამდეც ევრო-სერიის ეტაპის რეკორდად უნდა რჩებოდეს, და შვიდკაცური ტრადიციით, შეისვა ბლომად ლუდი, ცივი ჩაი, შეიჭამა ხაჭაპური და ჰამბურგერი, და ბევრჯერ დატრიალდა თიკა ფაცაციას ჰითი "არ გაჩერდეეე, არ დანებდეეე"

შვიდკაცის დევიზი

ბოლოს მოეწყო "არტ იმედის" კონცერტი, მატჩებს შორის პაუზას კი შავოსან ჩირლიდერთა ხუნტრუცი ავსებდა. ათი მონაწილიდან მოგროვდა რვა - არ გვიკადრეს რუსეთმა და მოლდოვამ. ჩამოვიდა ისრაელიც, მაგრამ ორგანიზატორებმა გურიაში ლელობურთელებს ვერ მიაწვდინეს ხმა. მოასპარეზეებმა ხორცი შეასხეს ქასაშვილის დევიზს "ნაკლები მოლი და რაქი, მეტი რაგბი", ჩვენმა ათეულმა კი გრიალ-გრიალ გალია ტურნირი და ფინალში ფრანგებთან რომ გაუჭირდა, დიდი რაგბის ფანდებით გარდატეხა თამაში.

მსაჯობდა საფრანგეთში მოღვაწე ზაზა ლეჟავა და მანამ არ დაასრულა პირველი ტაიმი, სანამ ლელო არ დავდეთ. მეორეში ვიხილეთ კლასიკა: მაესტრო ლაბაძემ თერნოვერიდან შორს მოისროლა ბურთი, იქ კი სამმა ბეკმა ვირტუოზულად გამოიყენა მეტობა. გუნდს მაგრად უყოჩა კაცაძემ; ხაზს მეტწილად მახო ჭრიდა და გარდასახვებსაც ურტყამდა; აბუსერიძე დირიჟორობდა, ლელოები კი ჯეელებს, ირაკლი მაჩხანელსა და გუნდიშვილს გაჰქონდათ.

სულ მოეწყო ცხრა შესარჩევი ეტაპი. ქასაშვილის ალგორითმით, გუნდს ორი უკეთესი შედეგი ეთვლებოდა და ადგილები აფროსნობის ყაიდაზე, საჯარიმო ქულებით ნაწილდებოდა. ორ-ორი ტურნირი მოიგეს საქართველომ, პორტუგალიამ და საფრანგეთმა, მაგრამ პირველი ნომერი, გატანილ-გაშვებულის უკეთესი სხვაობით, ჩვენ გვერგო. 12-გუნდა ფინალი შარშანდელივით შუა აგვისტოში, ჰაიდელბერგში მოეწყო, მაგრამ დაშავებული კაცაძე რომ გვაკლდა, მესამე ადგილზეღა გავედით.

კაცზე ოთხი საბუთი

კაცაძე და ამქარი არდადეგებზე, შუა ივლისში შინ მობრუნდა, რათა ჭაბუკთა ტრადიციული შვიდკაცა, "ქართული ლეგიონის თასი" გაემართა და საავსტრალიოდაც დაეწყო მზადება. მსოფლიო თასის ოცეულიდან ახალბედები მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ირბ-ს კი ბობოლა ქვეყანათა პროფ-ასოციაციებთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ანუ ყოველ ცენტსა და პენსზე, რომ დაძაბვოდა ურთიერთობა, ყველასგან მკაცრად და დროულად ითხოვდა კაცზე ოთხი საბუთის გაგზავნას.

მაისში, უსახსრობის გამო სიდნეიში რომ ვერ მივავლინეთ აქაური დესპანი, თასის დებულებამ ვაკემდე გვიან ჩამოაღწია, რისი გადამკიდეც კავშირს დოკუმენტების მოსამზადებლად სულ ორი კვირა ჰქონდა. ფრანგულ კლუბებსაც დაეშანტაჟებინათ ბიჭები, სანამ ოზეთში იქნებით, ჯამაგირს დაგიკავებთო. მერე მოხდა ბიუჯეტის სეკვესტრი და სპორტს 700 ათასი ლარი ჩამოეჭრა, რის გამოც ხაზინამ რაგბს შეპირებული თანხა ვეღარ გამოუყო და გეგმები აურია.

ჩაგვეშალა ბაკურიანის შეკრება, საფრანგეთში ვარჯიში და კანადაში სტუმრობა. ნაკრების მენეჯერად გია ჭუმბურიძე დაინიშნა. ოფისმა წინასწარი, 45-კაცა განაცხადი დროზე უმეილა ირბ-ს, მაგრამ ბარემ ოცი ლეგიონერი აქეთ ტყუილად რომ აღარ ჩამოვიდა, ქასაშვილმა სიდნეისა და დუბლინს შეღავათი გამოსთხოვა და რაზმის მეორე ნახევარს საბუთები შეავსებინა გეგმიურზე ერთი თვით გვიან დაწყებულ საწურთნელ შეკრებაზე, რომელიც საფრანგეთში, მასპინძელთა ხარჯით მოეწყო.

ჭორმა იბარტყა

ცალკე გამოსაწრთობად და ცალკეც ფულის ეკონომიის მიზნით, ბორჯღალოსნები ოტელის ნაცვლად დენიან კარვებში ცხოვრობდნენ. ეს მალე შეიტყო მსოფლიო მედიამ, პირის ზედიზედ შლით შეწუხებულმა კავშირმა კი იმდენჯერ დაიჩივლა, სახელმწიფომ ვერ გაიაზრა მსოფლიო თასზე გუნდის გაგზავნის მნიშვნელობაო, რომ ყურები ცქვიტეს სენსაციას დახარბებულმა უცხოელმა მწერლებმა. ჰოდა, ცნობილმა სკანდალისტმა ალეკს ბრაუნმა ირბ-ს ეგეც შეაპარა, საქართველო ავსტრალიაში არ ჩამოდის და ესპანეთით შეცვალეთო.

ინტერნეთის წყალობით ჭორმა ჩვენშიც იბარტყა. ამას კავშირმა ოფიციალური განცხადება მოაყოლა, "ოლიმპმა" კი საზოგადოებას ბარემ მეათედ განუმარტა, რომ ყოველი სტუმარი გუნდის 30-ვე მორაგბისა და 12 თანმხლები პირის ავსტრალიაში ყოფნისა და ჩასვლა-გამომგზავრების ხარჯს მასპინძელი კისრულობდა. გარდა ამისა, კავშირს გრანტად ერგებოდა 150 ათასი გირვანქა, რაიც ჩვენებმა "ერთა თასის" ვალთა გადახდას მოახმარეს, ისე კი, წმინდა სპორტული მოტივებისთვის თავი რომც დაგვენებებინა, აბა, რომელი ჭკუათ-მყოფელი იტყოდა უარს ერთ-თვიან, მუქთ, საამო ვოიაჟზე?

თუ მსოფლიო თასის ვებ-საითს დაეჯერებოდა, ხელისუფლებამ ბოლოს მაინც გაიკრა ჯიბეზე ხელი და პრეზიდენტის ფონდიდან 134 400 ლარი შეაწია ბორჯღალოსნებს. არადა, შუა სექტემბერში ვითარება იქამდეც დაიძაბა, რომ დავალიანების გამო საფრანგეთში მყოფ ნაკრებს ოტელიდან აძევებდნენ, კავშირის პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე კი "პროტესტის ნიშნად" უარს ამბობდა კუთვნილ პრივილეგიაზე - ირბ-ის მიწვევით ავსტრალიაში აღარ მიდიოდა, რაღაი "ბიჭების წინაშე პირნათელი ვერ იყო"

ნომერი ეტყობოდა

თასის წინ ერთადერთი ტესტი ტურინის მიდამოში, იტალიასთან გავმართეთ. დანავსულები საერთაშორისო ფოსტამაც დაგვაღალატა და რომ ვერ ჩამოგვიტანა ახალი ფორმა, შავად შევიმოსეთ. არადა, საავსტრალიო აღჭურვილობის ნიმუშები ქასაშვილმა ჯერ კიდევ ივლისში დაამზადებინა ბაზარზე ახლად გამოსულ ლანკაშირულ კომპანიას, რომელსაც "კუკრი" ერქვა, ლოგო იეროგლიფს მიუგავდა და დიზაინში აღმოსავლეთ აზიურ მოტივებს იყენებდა.

ზაზამ სავარჯიშო სამოსი რუხი შეუკვეთა, კუკრის თარგები კი კავკასიური ბორჯღალითა და ფრესკიდან აღებული ბრიალა მზით გააქართულა. კვართს წელთან გაკრული ხელით ეწერა "ჯოჯა" (გეორგია) და კონტრასტული ფერის ნომერიც ეტყობოდა. სათასოდ ფორმის ორი, შავ-შინდისფერი და თეთრ-შინდისფერი ვარიანტი შეიკერა. ჰოდა, პირველი ისე გასაღდა, რომ აქამდე ამშვენებს კოლექციებს და ესთეტებიც მალიმალ იხსენებენ.

"ექვსი ერის" წევრ იტალიას ვეთამაშეთ ლაღად და ტოლი არაფერში დავუდეთ. მატჩი "ტელე იმედმა" ცოცხლად გადმოსცა. ოლიმპის თანახმად, "ნაპატივებმა გუნდმა ძლივს მოუგო უვარჯიშებელსა და მიუსაფარს, ვისაც 22-კაცა რაზმში ერთბაშად ექვსი ახალბედა შეეყვანა და სქოთი რეფიც დაბალ ღობედ თვლიდა - სამი კაცი გაუსინბინა, ჩხუბში უპირობოდ გაამტყუნა და გარდამტეხ ეპიზოდშიც პირადად გააცუცურაკა"

პირადი კონტაქტებით

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. აძურმა მოლით დაგვიდო ორი ლელო, ჩვენ კი თერნოვერით ვიხეირეთ: ურჯუკაშვილმა რომ დასცა მომხვდური, მოსროლილი ბურთი ბესიკ ხამაშურიძემ აიღო, გაქუსლა და წამოსწრებულ მახოსვე გაატანა. მეორეში ფაზურად რომ ვუტიეთ, ურჯუკაშვილმა შორიდან არეკნი დაკრა და მეორედ დავწინაურდით, მაგრამ მერე უფალმა რემიჯმა ჭკუის დარიგება დაგვიწყო. ჰოდა, ვიდრე ბიჭები რეფს უსმენდნენ, ჯარიმა გაათამაშა გაქნილმა ტრონკონმა, სქოთმა კი მას არამი ლელოს გაუქმება ვერ ჰკადრა.

მსაჯმა ოფსაიდიდან განგებ თამაშისთვის გაგვიგდო ლაბაძე, მაგრამ ოთხით ჩამორჩენილებს არ გვიბოძა ჯარიმა, როცა მახომ თავისივე გადაკიდებული აიღო და უხეშად დაეჯახნენ. დასასრულ, რემიჯმა აძურს დერეფანში თათბირიც ადროვა, ხოლო ჩვენები აგორებულ მოლს საეჭვოდ შემოეცალნენ, ნამატჩევს კი გაირკვა, რომ უჩაფხუტოდ მოთამაშე კაპიტან ზედგინიძეს შუბლის ტრავმა მიეღო და თუმც შერყევას გადარჩენილიყო, პლასტიკური ოპერაცია ჭირდებოდა.

ამა და სხვა მიზეზებით სორელსა და ამალას 30-ეულის დადგენა გაუჯანჯლდათ. ვაკის ოფისმა აღარ გარისკა და მენეჯერის მიერ საფრანგეთიდან გამოგზავნილი სია 10 სექტემბერს, ზედ დედლაინზე უმეილა ირბ-ს, მაგრამ როგორც ჩვეოდა, გალურმა ფრთამ ახლაც ვერ მოისვენა, თავად გააკეთა ბოლო სვლა და გვიან ღამით, პირადი კონტაქტების მოშველიებით, ორი მორაგბე გამოცვალა. რაც შეეხებათ საითებს, ისინი სხვადასხვა წყაროს რომ მიმართავდნენ, დროდარო მითიურ პირებს (გიგულარაშვილი თევზაძე) ახვედრებდნენ ნუსხაში.

ვერ წაართმევდი

მსოფლიო თასი სიდნეიში, 83-ათასა "ტელსტრაზე" (ყოფილი ოლიმპიური) გაიხსნა. არენა 300 პროჟექტორით განათდა. შოუში 1,700 მსახიობი მონაწილეობდა. დაუკრა 70-საკრავიანმა ორკესტრმა, ოცივე ფინალისტი ქვეყნიდან შერჩეულმა 40-მომღერლიანმა გუნდმა კი, რომელშიც კონსერვატორიის აღსაზრდელები, მარიამ არველაძე და მიხეილ ედიშერაშვილი წარმოგვადგენდნენ, თასის ჰიმნი შეასრულა. ჩვენმა დუეტმა ბორჯღალოსანთა მატჩების წინაც იმღერა "დიდება" და ტურნირის დახურვაშიც მონაწილეობდა, საქართველოს ფან-კლუბს კი საპატიო კონსული, ვიქტორ გრინვიჩ-დადიანოვი გადიობდა.

საწყისი ორი მატჩი დასავლეთ სანაპიროზე, პერთის "სუბიაკო ოვალზე" გვქონდა. მომავალმა ჩემპიონმა ინგლისმა, ვისაც მზადებაზე ორი მილიონი დაეხარჯა, არ დაგვზოგა. ტოტალიზატორები ფორად 90 ქულას გვაძლევდნენ. "პომებს ბურთაობის ისეთი მეთოდი დაემუღამებინათ, რომ ოვალს ფაქტობრივად ვერ წაართმევდი. 80 წუთი ინგლისელთა ჩახურვაში, ბოჭვასა და დევნაში გავატარეთ. ბიჭებმა ბურთიანი მეტოქე 194-ჯერ დასცეს, იმათ კი ჩვენების წაქცევა სულ 40-ჯერ მოუხდათ"

"გვიჭირდა დერეფანსა და შერკინებაში. თუ მაინც მოვიგებდით სტატიკაში ბურთს, უმალ მეტოქეს დავურტყამდით და მორიგი იერიშის მოსაგერიებლად გავემზადებოდით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე ჯარიმა გავიტანეთ და ანგარში 6:53 გავხადეთ, გავაჩაღეთ ფაზური თამაში და ჩვენს მოქომაგე პუბლიკას დავანახეთ, თუ რისი შნო გვქონდა. არადა, ამ დროს უკვე 57-ე წუთი იდგა. ჰოდა, ინგლისი ფრიად კმაყოფილი დაგვირჩა შეტევაში ვარჯიშით, საქართველო კი, საყოველთაო აღიარებით, ბევრით დამარცხდა, მაგრამ არ შერცხვა"

გადაბარების ხერხები

აქედან ერთი კვირის თავზე, ციცქნა სამოასთან მოგება გვეიმედებოდა, ოღონდ ამისთვის მეტოქეს ფორვარდებით უნდა მოვრეოდით და ქულები გოლებით მოგვეკრიფა, მაგრამ ვერ გაგვიმართლდა ვარაუდი - თამაშის მეტი წილი ისევ დაცვასა და მეტოქის დევნაში გავლიეთ, რადგან იმავე სტრატეგიით ვირაგბეთ, როგორც ინგლისთან. ამაზე "ორღაშის ტრიბუნაში" დაიწერა, ალღო გვკარნახობს, რომ ბიჭები დამნაშავენი კი არა, გარემოებათა მსხვერპლნი არიან - მოძღვარი უსწოროდ აკვალიანებთო.

"მზიური ზურზიკეთის კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი, ტრიბუნი ვაღარშაკ ანდრიავიჩუსი" მერე ენა-მწარეობდა, "ჯერ კიდევ წინა საუკუნის გარიჟრაჟზე კივ თეორეტიკოსს უთქვამს, რაგბში ბურთი ჯერ უნდა მოიპოვო და მერე გამოიყენო. ამაში ბევრი რამ შეიძლება იგულისხმო კაცმა, მაგრამ არა ის, რომ მეტოქეს ნებით გადააბარო. ისე კი, ბორჯღალოსანთა ცქერით დავასკვენი, რომ ჩვენებს ამ გადაბარების ორი ხერხი დაუმუღამებიათ:

"ერთია მეტოქის ზურგში ოვალის ისე გადაკიდება, რომ ვერარა სულიერმა ვერ მიუსწროს და პირდაპირ ხელებში მიუვიდეს იმათიანს, ვინც მერე სიჩქარეს აკრეფს და რომ დაიჭირო, ბევრი უნდა სდიო, ხოლო მეორეა ჯიქურ მიხდომა, მბოჭავთან მიახლოებისას მიწაზე წამოწოლა და ბურთის ქვეშ ამოდება. თუ მსაჯი ამის ჩამდენ ჩვენიანს უმალ არ დააჯარიმებს, წესს შემდეგი ქართველი აუცილებლად დაარღვევს, რადგან რაჟამს მივა ბრეიქდაუნზე, გუნდელს ზემოდან დააწვებაო"

თამამად ვუტევდით

ტრიბუნისვე ანგარიშით, "სუბიაკოზე" 160 წუთი დავყავით და სულ ოთხჯერ გავიფაფხურეთ, რის გამოც ოც გუნდში ერთადერთნი აღმოვჩნდით, ვისაც პულური სტადიის პირველ ნახევარში ლელო არ გაუტანია. მერე მოგვიხდა კონტინენტის გადასერვა: ურუგვაისთან პრესტიჟის რკენა აფრიკასთან შებმიდან ოთხი დღის თავზე რომ გველოდა, პერთში დაუსაქმებელი ერთბაშად შვიდი კაცი დავაყენეთ სიდნეურ 15-ეულში და ამათაც გაგვიმართლეს ნდობა.

ბოკეს პირველად უკაპიტნა კვაჭმა ჯონ სმიტმა, შეცვლაზე შემოსულმა სხალკ ბერგერმა კი კაცურ რაგბში პირადი ანგარიში გახსნა. ბირთვი მეტოქემაც დაასვენა, მაგრამ მაგით ჩვენების ვაჟკაცობა არ გაფერმკრთალებულა. მენცრები იაპებს 65-80 ქულით უქადდნენ გამარჯვებას, მაგრამ დადგა ბოლო მეოთხედი, სხვაობა ოდენ 13 ქულა იყო და კვლავ ისე თამამად ვუტევდით, რომ მთელი "ოზი სთედიუმი" ჩვენ გვქომაგობდა.

"ვეტერანებმა, კაცაძემ და ვიქტორ დიდებულიძემ დაამტკიცეს, რომ ბებერი ხარისა რქებიცა ხნავს, ჯეელთაგან კი მარბიელი გიორგი წიკლაური ნამდვილი აღმოჩენა იყო და მეორე უკეპომ, სერგო გუჯარაიძემაც კაცურად ირაგბა. ბედად, მსაჯმაც დაარღვია ამ თასის ტენდენცია, ბობოლას უპირობოდ აღარ მიემხრო და გამოჩნდა, რომ ბარაქიანი რაგბის თამაში გულად გადამთიელსაც შეძლებია. ჩვენს გარემარბებს ბურთი ერთხელაც არ მისვლიათ, მაგრამ კარში ოთხი ჯარიმა ხომ დავარტყით და ბარემ ხუთჯერ ვუწიეთ წითელ ზოლს.

დარჩენას აპირებდა

ქართველთა პირველი სამსოფლიოთასო ლელო ქუთაისელმა კვაჭმა, დავით დადუნაშვილმა გაიტანა. ბოკემ პრემია რომ დაიბევა, ჩვენები გახელდნენ. დიდებულიძემ პასი ჩაუჭრა იაპებს და გაქანდა, მღლეტელმა სხოლცმა კი ბურთი ჩახურა და გაასინბინეს. ჯარიმა კიდეზე გადავიტანეთ, დერეფანი წიკლაურმა მოიგო და "დადუ" მოლის გვერდით შეიჭრა. ესოდენ ღირსეული რაგბობით გულმოცემულებს გვჭირდებოდა სულ მცირედი - ურუგვაის ძლევა, მაგრამ უკუღმართი კალენდრის გამო, მეტოქემ 15 დღე იუქმა და ჩვენზე უკეთ მოემზადა.

თამაში ჩავაფლავეთ. "ოლიმპმა" დაწერა, "ტეროსი ნამუსიანი ხელოსანივით გაისარჯა, ჩვენ კი მასწავლებელი არ გვივარგა. თავი არც ამჯერად დაგვიზოგავს, მაგრამ ურუგვაიმ გააკეთა ის, რაც იცოდა და თითქმის ყველა შანსი გამოიყენა; ღონითა და ჯიგრით არ ჩამოგვრჩა, თავს პინგ-პონგი მოგვახვია, არც ბინძურად თამაში ითაკილა და სიმულაციითაც ბევრჯერ დააგდო ტემპი; ერთი სიტყვით, გვაჯობა იმით, რითაც წლიდან წლამდე გვიგებს რუმინეთიო"

"შეტევაში არანაირი გეგმა არ გვქონდა; ყოველმა მეტოქემ ჩვენს შესახებ მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ მასზე; არათუ კონტაქტში, უწყინარ სიტუაციებშიც ბურთი ხელიდან გვივარდებოდა და რაღაი უკვე 44 წელი იყო, რაც ნესვა ბურთს ვეტანებოდით და ჩვენივე მარიფათის ამარა, მსოფლიოს უკეთეს 20-ეულშიც შეგვეღწია, ჯიქურ უნდა გვეთქვა ფრანგი გურუსთვის, რომ ამას ჩვენთვის თავი დაენებებინა, თორემ კლოდი კიდევ ოთხი წლით აპირებდა დარჩენას, რათა შემდეგ ციკლში ბიჭებისთვის შეტევის მეთოდებიც ესწავლებინა"

ლოკომოტივის დუბლი

ჩვენი მარცხი 40-მატჩა პულური სტადიის ერთადერთი ანომალია იყო, რადგან "პროფესიონალებმა, ვინც ზეპური რაგბის მადლს გალეთში ეწაფებოდნენ, წააგეს შინ ჩარჩენილ და სარაგბო პროგრესს ჩამორჩენილ მოყვარულებთან. 0:0-სა და 3:3-ზე ავაცილეთ თითო ჯარიმა; შესვენებაზე ოთხი კაცი შევცვალეთ და მეკოს ორი გოლით ერთ ქულამდე დავიყვანეთ ჩამორჩენა; მერე იმათ მოლით დაგვალელოვეს და კივმა რეფმაც ორი სინბინი აპატიათ; ხელდახელ ბურთაობა კი ბოლოსღა რომ ვცადეთ, აღარაფერი გამოგვივიდა.

და რა ხდებოდა შინ? ლოკომოტივმა დუბლი გაახერხა! თასმა სამ თვეს გასტანა და ზაფხულის პირველობად იქცა, მაგრამ ბადე რომ უსწორო ჰქონდა, ორი წყვილი ოთხ-ოთხჯერ შეიყარა. ფინალი ვაკეში მოეწყო და სორელიც დაესწრო. მოედანზე 11 ყოფილი ბორჯღალოსანი ვიხილეთ. დასკვნით მეოთხედში 34 წლის "ბათუმელმა" კახა მაჩიტიძემ ჯარიმიდან მოსწრებულად გადაკიდა იქეთა ფლანგზე, 25 წლის "რკინიგზელმა" ბობა კვინიხიძემ კი ბოლო შეტევაში ბრწყინვალე, მომსხეპი პასი მიართვა გიო ასათიანს, მერე კი გარდასახვაც შეაგდო კიდიდან 32:30

პირველობა ლამის ოთხ თვედ გაიწელა და დეკემბრის სუსხში დასრულდა. აკადემიამ ქვეყანაში პირველმა ჩაიცვა ტანზე შემოტკეცილი, ლიკრას კვართები და სტუმრად, გასავარდნ ფინალში, ბოლო წუთზე გაუთანაბრა ანგარიში დათვებს. დამატებითი დროის მიწურულს აჭარლებმა ჯარიმა ძელს მოარტყეს და "მეტი ლელოს" წესით, შემდეგ წრეში თბილისელები გავიდნენ, მაგრამ ულელოო წინასწარ ფინალში, ვაკის მომცრო მოედანზე, ყოჩებთან წააგეს.

ამ მატჩში ნორჩმა თემურ სოხაძემ შვიდი ჯარიმა შეაგდო, დიდ ფინალში კი ხუთიც, მაგრამ ლოკომოტივმა თამაშით აჯობა მეტოქეს, ორი ლელო გაუტანა, ხუთჯერაც წითელ ზოლს უწია და ბოლო ოთხ წელში მესამედ, დამსახურებულად შემართა ჩემპიონის სარგო "ბზის თასი"

<<<     2003

>>>     ევროპის "ერთა თასი"

16/02

პორტუგალია 34:30 საქართველო

3ლ: გონსალვეში დვ.მეტეუში დგ.მეტეუში; 2გ 5ჯ: მელეირუ - 4ლ: კაცაძე (1 4) ზედგინიძე აბუსერიძე; 2გ ჯ ა: ჯიმშელაძე

რეფ ოუენსი (უელ) ლისაბონი, ჟემორი
ჯერ ჩვენი! 0:3 0:8 5:8 10:8 13:8 13:15(30) 20:15 23:15ა 23:18 23:21 /
23:24 30:24 30:27 სბ(ს) 30:34(80+)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე სბ, კაცაძე <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (კვირიკაშვილი) / შველიძე ა.გიორგაძე რატიანიძე (ნიკოლაენკო) დიდებულიძე მჭედლიშვილი; ჩხაიძე (ბოლღაშვილი) იაშვილი (გუნდიშვილი) ზედგინიძე კაპ ^ მრქ) ხეხელაშვილი / ხინჩაგიშვილი მათიაშვილი

 

ესპანეთი

19:52

რუსეთი

22/02

საქართველო 34:3 ესპანეთი

5ლ: ნიკოლაენკო ურჯუკაშვილი ხეხელაშვილი იაშვილი გუნდიშვილი; 3გ ჯ: ჯიმშელაძე - ჯ: კასკარა

რეფ დოილი (ირლ) ეროვნული (10 ათასი) თოვლი
7:0(5) 12:0(13) 19:0(32) 22:0(39) /
სბ(43ს) 27:0(55) 27:3(62) 34:3(80+2)

საქ: ხეხელაშვილი ურჯუკაშვილი (ელიზბარაშვილი 57) ზიბზიბაძე (გუნდიშვილი 57) ი.გიორგაძე კაცაძე (გორგოძე 70) <10-9> ჯიმშელაძე კვირიკაშვილი / შველიძე სბ 43 (რატიანიძე 54) ა.გიორგაძე (ხინჩაგიშვილი 80+2) ნიკოლაენკო; დიდებულიძე (მჭედლიშვილი 57) მათიაშვილი; ბოლღაშვილი (რატიანიძე 45-53) იაშვილი ზედგინიძე კაპ ^ მრქ) ა.ჭუმბურიძე

 

პორტუგალია

16:15

რუმინეთი

  8/03

რუსეთი 17:23 საქართველო

ლ: სერგეევი; 2ჯ 2ა: რაჩკოვი - ლ 6ჯ: ჯიმშელაძე

რეფ მორანდინი (იტა) კრასნოდარი, დინამო
ჯერ ჩვენი! 0:3(3) 3:3(8) 3:8(13) 6:8(22) 9:8(27) 9:11(30) 12:11(37) 12:14(39ა) /
15:14(54) 20:14(62) 20:17(68ა) 23:17(77)

საქ: ხეხელაშვილი ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე (ალანია 62) გუნდიშვილი <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / შველიძე (მთიულიშვილი 60) ა.გიორგაძე რატიანიძე; ნადირაძე (მჭედლიშვილი 60) დიდებულიძე (გორგოძე 73) ლაბაძე (ბოლღაშვილი 30) იაშვილი ზედგინიძე კაპ ^ მრქ) კვირიკაშვილი / ხინჩაგიშვილი

 

პორტუგალია 43:10 ჩეხეთი

  9/03

ესპანეთი

6:31

რუმინეთი

22/03

ჩეხეთი 15:30 საქართველო

4ჯ ა: კაფკა - 5ლ: ზიბზიბაძე ხამაშურიძე ლაბაძე შველიძე ზედგინიძე; გ ჯ: ჯიმშელაძე

რეფ დამასკო (იტა) პრაღა, ტატრა სმიხოვი (1 200)
ჯერ ჩვენი! 5:0 10:0 10:3 10:6 10:9 /
15:9 22:9 22:12ა 25:12 25:15 30:15

საქ: ხამაშურიძე ხეხელაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე (კვირიკაშვილი) გუნდიშვილი <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / მთიულიშვილი (ხინჩაგიშვილი) შველიძე რატიანიძე; მჭედლიშვილი ნადირაძე (დიდებულიძე) ლაბაძე (ჩხაიძე) იაშვილი (ბოლღაშვილი) ზედგინიძე კაპ

 

რუმინეთი 23:12 რუსეთი

23/03

პორტუგალია

35:16

ესპანეთი

29/03

რუსეთი

14:25

პორტუგალია

30/03

საქართველო 6:19 რუმინეთი

2ჯ: ჯიმშელაძე - 3ლ: ბრეზოიანუ გონტინეაკი მაფტეი; 2გ: ტოფანი

რეფ ჟიე (სფრ) ეროვნული (40 ათასი)
3:0(4) სბ(17ს) 6:0(21) 6:7(40+5) /
6:12(51) 6:19(72) ბოლო(80+5)

საქ: ხეხელაშვილი (ხამაშურიძე 53) ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე კაცაძე <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / შველიძე ა.გიორგაძე რატიანიძე სბ 17 (მთიულიშვილი 56) მჭედლიშვილი ნადირაძე (დიდებულიძე 56) ლაბაძე (ბოლღაშვილი 73) იაშვილი ზედგინიძე კაპ ^ მრქ) გუნდიშვილი კვირიკაშვილი / ხინჩაგიშვილი

 

ესპანეთი

38:40

ჩეხეთი

14/06

ჩეხეთი 27:13 რუსეთი

22/06

ჩეხეთი 5:42 რუმინეთი

ერთა თასი

მ-წ

გატ:გაშ

პორტუგალია

5-0

153:85

რუმინეთი

4-1

130:45

საქართველო

3-2

123:88

ჩეხეთი

2-3

97:166

რუსეთი

1-4

108:117

ესპანეთი

0-5

82:192

>>>     თასის წინა სპარინგები

 ?/08

ბიარიცი

21:0

საქართველო

 6/09 იტალია 31:22 საქართველო

4ლ: კასტროჯოვანი ლოჩიჩერო ტრონკონი კეკინატო; გ 3ჯ: პეცი - ლ: ურჯუკაშვილი; გ 4ჯ: ჯიმშელაძე; ა: ურჯუკაშვილი

რეფ რემიჯი (შტლ) ასტი, სტადიო კომუნალე
ჯერ ჩვენი! 0:5(3) 3:5(7) 3:8(21) 10:8(28) სბ(31ს) 10:13(34) 13:13(40+2) /
16:13(46ა) 16:20(54) 19:20(60) 19:23(69) 19:26(74სბ) 22:26(78)
22:31(80+2) სბ(80+6ს) ბოლო(80+8
წბ)

საქ: ხამაშურიძე წბ 80+8, ურჯუკაშვილი (კიკნაძე 80+3) ზიბზიბაძე ი.გიორგაძე მაჩხანელი (ხონელიძე 56) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (ი.მოდებაძე 80+3) / კოპალიანი (შველიძე 51) ა.გიორგაძე მარგველაშვილი სბ 31 (დადუნაშვილი 67) მჭედლიშვილი დიდებულიძე (ნადირაძე 70, სბ 80+6) ჩხაიძე იაშვილი ზედგინიძე კაპ (ლაბაძე 13, სბ 73)

>>>     2003 წლის მსოფლიო თასი

10/10-22/11    ავსტრალია (სიდნეი ბრისბენი მელბურნი პერთი კანბერა გოსფორდი ადელაიდა ლონსესთონი თაუნსვილი ვულონგონგი)

<<    `ა` პული

ავსტრალია 18 (273:32, ირლანდია 15 (141:56) -
არგენტინა 11 (140:57, რუმინეთი 5 (65:192, ნამიბია 0 (28:310)

<<    `ბ` პული

საფრანგეთი 20 (204:70, შოტლანდია 14 (102:97) -
ფიჯი 10 (98:114, შტატები 6 (86:125, იაპონია 0 (79:163)

<<    `გ` პული  (^ პრემია)

11/10

აფრიკა^

72:6

ურუგვაი

12/10

საქართველო 6:84 ინგლისი^

2ჯ: ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე - 12ლ: თინდოლი დოუსონი თომფსონი ბექი დალალიო გრინვუდი (6 10) რეგანი კოენი (8 9) რობინსონი ლუგერი; 9გ: ვილქინსონი 5, გრეისონი 4; 2ჯ: ვილქინსონი

რეფ დელუკა (არგ) პერთი, სუბიაკო ოვალი (25 501)
0:3(3) 3:3(8) 3:10(14) 3:17(19) 3:24(24) 3:31(26პ) 3:34(40) /
3:41(45) 3:46(50) 3:53(54) 6:53(56) 6:60(60) 6:65(64) 6:72(72) 6:79(76) 6:84(79)

საქ: ხამაშურიძე (ხეხელაშვილი 76) ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე კაცაძე კაპ <10-9> ჯიმშელაძე (კვირიკაშვილი 76) აბუსერიძე / შველიძე ა.გიორგაძე (დადუნაშვილი 74) მარგველაშვილი (ნიკოლაენკო 41) მჭედლიშვილი დიდებულიძე (ნადირაძე 44-46, 52) ლაბაძე იაშვილი (ბოლღაშვილი 67) ჩხაიძე (მაჩხანელი 80)

15/10

სამოა^ 60:13 ურუგვაი

18/10

ინგლისი

25:6

აფრიკა

19/10

საქართველო 9:46 სამოა^

2ჯ ა: ჯიმშელაძე - 6ლ: ტანგითაკიმბაუ ვა სოიალო სიტიტი ფეაუნატი ლიმა; 5გ 2ჯ: ვა

რეფ როლანი (ირლ) პერთი, სუბიაკო ოვალი (21 507)
3:0(4) 3:7(10) 6:7(19) 6:14(24) 6:17(29) 9:17(30ა) 9:24(32) /
9:27(47სბ) 9:34(60პ) 9:41(68) 9:46(71)

საქ: ხეხელაშვილი (ხამაშურიძე 41) ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე კაცაძე (მაჩხანელი 41, სბ 47) <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე (კვირიკაშვილი 35) / შველიძე ა.გიორგაძე ნიკოლაენკო (მარგველაშვილი 68) მჭედლიშვილი ნადირაძე (დიდებულიძე 57) ლაბაძე (ბოლღაშვილი 64) იაშვილი ზედგინიძე კაპ ^ მრქ) დადუნაშვილი

24/10

საქართველო 19:46 სამხ.აფრიკა^

ლ: დადუნაშვილი; გ: ჯიმშელაძე; 4ჯ: ჯიმშელაძე 3, კვირიკაშვილი - 7ლ: დ.როსუ (1 4) ჰუხარდი ფანიკერკი ფური ბოთა ბერგერი; 4გ ჯ: ჰუხარდი სბ სხოლცი

რეფ დიქინსონი (ავს) სიდნეი, ოზი სთედიუმი (34 308)

0:3(4) 3:3(11) 3:10(13) 3:17(19) 3:24(22) 6:24(28) /
6:29(41პ) 9:29(43) სბ(52ა) 16:29(54) 16:36(60) 19:36(62) 19:41(68) სბ(71ს) 19:46(80)

საქ: მაჩხანელი (ხამაშურიძე 60) ხონელიძე ელოშვილი კაცაძე კაპ, ქავთარაშვილი <10-9> ჯიმშელაძე (კვირიკაშვილი 60, სბ 71) ი.მოდებაძე / კოპალიანი დადუნაშვილი (ა.გიორგაძე 74) მარგველაშვილი (ნიკოლაენკო 74) გუჯარაიძე დიდებულიძე; წიკლაური ბოლღაშვილი (აბუსერიძე 75) ჩხაიძე (ზედგინიძე 76) ^ მრქ) იაშვილი

26/10

ინგლისი^

35:22

სამოა

28/10

საქართველო 12:24 ურუგვაი

4ჯ: ურჯუკაშვილი, კვირიკაშვილი 3 - 3ლ: კარდოსო იამელასი ვრინიონი; 3გ: დ.აგირე 2, მენჩაკა; ჯ: მენჩაკა

რეფ დიქერი (ზელ) სიდნეი, ოზი სთედიუმი (28 576)
0:3(14) 3:3(19) 3:10(24) /
6:10(45) 9:10(50) 9:17(57) 12:17(68) 12:24(78)

საქ: მაჩხანელი ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე (კაცაძე 59) ქავთარაშვილი (ხამაშურიძე 41) <10-9> ჯიმშელაძე (კვირიკაშვილი 41) ი.მოდებაძე / შველიძე დადუნაშვილი (ა.გიორგაძე 41) კოპალიანი (ნიკოლაენკო 41-78) მჭედლიშვილი გუჯარაიძე (წიკლაური 63) ჩხაიძე იაშვილი ზედგინიძე კაპ ^ მრქ) ბოლღაშვილი

  1/11

აფრიკა^ 60:10 სამოა

  2/11

ინგლისი^ 111:13 ურუგვაი

ინგლისი 19 (255:47, აფრიკა 15 (184:60) -
სამოა 10 (138:117, ურუგვაი 4 (56:255,
საქართველო 0 (46:200)

<<    "დ" პული

ზელანდია 20 (282:57, უელსი 14 (132:98) -
იტალია 8 (77:123, კანადა 5 (54:135, ტონგა 1 (46:178)

<<    მეოთხედფინალი

  8/11 ზელანდია 29:9 აფრიკა
  ავსტრალია 33:16 შოტლანდია
  9/11 საფრანგეთი 43:21 ირლანდია
  ინგლისი 28:17 უელსი

<<    ნახევარფინალი

15/11 ავსტრალია 22:10 ზელანდია
16/11 ინგლისი 24:7 საფრანგეთი

<<    ბრინჯაოს ფინალი

20/11 ზელანდია

40:13

საფრანგეთი

<<    ფინალი

22/11 ავსტრალია 17:20^დდ ინგლისი

ლ: ტუნქირი; 4ჯ: ფლეთლი - ლ: რობინსონი; 4ჯ ა: ვილქინსონი

რეფ ვოთსონი (აფრ) სიდნეი, ტელსტრა (82 957)
5:0(6) 5:3(11) 5:6(20) 5:9(28) 5:14(38) /
8:14(48) 11:14(61) 14:14(80) / დდ 14:17(82) / 17:17(98) 17:20(100ა)

<<    მაჩანჩალები

17#ტონგა 1 ქულა, 18#იაპონია 0(-84, 19#საქართველო 0(-154, 20#ნამიბია 0(-282)

<<    ბორჯღალოსნები

30-კაცა რაზმი

15-14-11 ბესიკ ხამაშურიძე, მახო ურჯუკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, ბადრი ხეხელაშვილი, არჩილ ქავთარაშვილი; 13-12 თედო ზიბზიბაძე, ირაკლი გიორგაძე, ვასილ კაცაძე ვც-კაპ, გოჩა ხონელიძე, ოთარ ელოშვილი; 10 პალიკო ჯიმშელაძე, მერაბ კვირიკაშვილი; 9 ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მოდებაძე /

1-3 ავთო კოპალიანი, ალეკო მარგველაშვილი, სოსო ნიკოლაენკო, დავით დადუნაშვილი; 2 აქვსენტ გიორგაძე, გოდერძი შველიძე; 4-5 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე ვც-კაპ, ვანო ნადირაძე, სერგო გუჯარაიძე; 6-8 გია ლაბაძე, გრიგოლ იაშვილი, ილია ზედგინიძე კაპ, გიორგი ჩხაიძე, დავით ბოლღაშვილი, გიორგი წიკლაური

დაშავდა: ირაკლი გუნდიშვილი; წინასწარ სიებში: დავით კიკნაძე, კახა ალანია, არჩილ ალიქაძე, ოთარ ბარკალაია, მამუკა გორგოძე, გიორგი ელიზბარაშვილი, ზურაბ კორკოტაძე, გიორგი კუთარაშვილი, ზვიად მათიაშვილი, სანდრო მჭედლიშვილი, დიმიტრი პავლოვი, ტარიელ რატიანიძე, შოთა საყვარელიძე, ვანო სოხაძე, მიხეილ სუჯაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, ლევან ცაბაძე, დავით ხინჩაგიშვილი, რატი ურუშაძე, სანდრო ესაკია, მევლუდ მთიულიშვილი

უფროსობა: გია ჭუმბურიძე (მენეჯერი; კლოდ სორელი (მთ.მწურთნელი; პატრიკ ფორი (ბეკები; პაატა ნარიმანაშვილი (ფორვარდები; ტიერი რუდილი (მაწრთობი; ფრანსუა ოლვეკი (ექიმი; ჟან-ლუი სოლომონი (ფიზიო; ჯულიან მეინპრაიზი (ვიდეო; გია კუბლაშვილი (მედია; დავით კლდიაშვილი (ფინანსები; ზაზა ქასაშვილი (ვიცე პრეზიდენტი; თორნიკე გეგიძე (მრჩეველი; მარიამ არველაძე, მიხეილ ედიშერაშვილი (მომღერლები; ნიკ ჩიპიზუბოვი, ეშლი სიუელი (მეგზურები ^ ირბ-ის სტუმრები: ბიძინა გეგიძე, მიხეილ ბურძგლა

ფრანს პრესის ფანტაზიები: გია გიგულარაშვილი (ფორ; გიორგი თევზაძე (მედია)

>>>     ჭაბუკთა (1984-85 დაბ) 35-ე მსოფლიო პირველობა

9-20/04    ილ-დე-ფრანსი (საფრანგეთი) 70-წუთა მატჩები!

პირველი ჯგუფი

საქართველო -

უელსი 7:24 (10/04 ბობინი * ლ: ალიქაძე; გ:ბარკალაია - 2ლ გ 4ჯ * Iტ 7:17)

კანადა 31:7 (13/04 ფრანკონვილი * 4ლ: გორგოძე 2, სოხაძე ფაილოძე; გ 3ჯ: ბარკალაია - ლ გ * Iტ 18:0)

რუსეთი 16:8 (16/04 ბონეი * 2ლ: ძიძიშვილი სოხაძე; 2ჯ: ბარკალაია - ლ: ტრიშინი; ჯ: გოროშილოვი * 0:3(10) 3:3(27) / 6:3(45) 11:3(53) 11:8(57) 16:8(60)

იაპონია 20:28 (20/04 სიურენი * სბ გორგოძე ... 20:21)

საქართველო

15 თემურ სოხაძე#14 (ყოჩ; 14-11 რეზო გიგაური (ლოკ, გიორგი ელიზბარაშვილი#15 (აკდ, გიორგი გეგიძე (აკდ, სერგი ძიძიშვილი (ლოკ, ლაშა შალიკაშვილი (ლელ, დავით კაჭარავა (ყოჩ, ბექა გიგაური (უნი, პაატა მაისურაძე (ყოჩ; 10 ოთარ ბარკალაია (ლელ, ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 9 ვახტანგ ფაილოძე (ყოჩ, გიორგი მჟავანაძე (არზ /

1-3 გიორგი სანიკიძე (ლელ, ელიზბარ ყუფარაძე!ჰ (ხულ, შოთა მელიქიძე (უნი, ირაკლი ჭყონია!ჰ (ყოჩ, ბადრი ყალიჩავა (ფოთ; 4-5 არჩილ ალიქაძე (ბთმ, მამუკა გორგოძე კაპ (ლელ; 6-8 ირაკლი ნატრიაშვილი#11 (რსთ, ვახტანგ ახვლედიანი (ხულ, ჯაბა მალაღურაძე (ყოჩ, მერაბ გაბუნია (აია, შალვა სუთიაშვილი (უნი, ლაშა ქათამაძე (აკდ ^ შოთა სპანდერაშვილი (ლელ)

მწ) პაატა ნარიმანაშვილი (აკდ, ლევან მაისაშვილი (ლელ, მამუკა ტყეშელაშვილი (ხულ; მნჯ) დიმა ობოლაძე (აკდ; ექმ) კოტე კილაძე (ყოჩ)

1#აფრიკა 22:18 2#ზელანდია, 3#საფრანგეთი 45:24 4#არგენტინა; 5#ირლანდია, 6#ინგლისი, 7#უელსი, 8#შოტლანდია; 9#იაპონია, 10#საქართველო, 11#იტალია, 12#რუსეთი; 13#კორეა, 14#ნამიბია, 15#რუმინეთი, 16#კანადა / 17#ურუგვაი, 18#ჩილე, 19#პორტუგალია ... 32#სპილოს ძვლის ნაპირი

>>>     შვიდკაცის IV მსოფლიო სერია (2002/03)

31/05-1/06    კარდიფი (უელსი) VI ეტაპი

საქართველო - პულ) სამოა 12:12, ფიჯი 17:38, კანადა 19:12 * ფიალა) შოტლანდია 12:26 * ფარი) ესპანეთი 21:10, იტალია 24:12 ^ დავიკავეთ XIII ადგილი

თასი) აფრიკა 35:17 არგენტინა
სინი) ზელანდია 34:14 ავსტრალია
ფიალა) შოტლანდია 35:14 საფრანგეთი

6-7/06    ლონდონი (ინგლისი) ბოლო, VII ეტაპი

საქართველო - პულ) არგენტინა 12:5, ინგლისი 7:19, შოტლანდია 7:0 * თასი) ზელანდია 7:31 * სინი) ავსტრალია 0:26 ^ გავიყავით VII ადგილი (4 ქულა)

თასი) ინგლისი 31:24 ფიჯი
სინი) ავსტრალია 40:14 უელსი
ფიალა) სამოა 44:5 საფრანგეთი
ფარი) არგენტინა 36:21 კანადა

ქულა (7 ეტაპი: ზელანდია 112, ინგლისი 108, ფიჯი 94, აფრიკა 82, ავსტრალია 66, სამოა 58, არგენტინა 36, საფრანგეთი 20, უელსი 14, კენია 12, ტონგა 10, კანადა 6, შოტლანდია 5; საქართველო იტალია 4; ნამიბია კორეა ქუქეთი 2; შტატები 1

>>>     II ევროპის შვიდკაცა

23-24/05    ლიუნელი (საფრანგეთი) III ეტაპი

1#საქართველო - პულ) სომხეთი 38:0, ჰოლანდია 28:0, საფრანგეთი 31:5, საფრანგეთი$2 40:0; პლოფ) შოტლანდია 21:14, 2#პორტუგალია 26:19

საქ: ჩხაიძე გუნდიშვილი ხამაშურიძე ი.გიორგაძე ურჯუკაშვილი აბუსერიძე კიკნაძე კაცაძე მაჩხანელი ბოლღაშვილი ლაბაძე

28-29/06    თბილისი, ვაკე (5^8 ათასი) VIII ეტაპი

დირექტორი ალენ მაიო

1#საქართველო - პულ) აზერბაიჯანი 66:0, რუმინეთი 40:5, უკრაინა 21:5 * პლოფ) იტალია 29:0, 2#საფრანგეთი 29:14

საქ: ბესიკ ხამაშურიძე$2ლ, ვასილ კაცაძე$ლ კაპ, მახო ურჯუკაშვილი$3ლ, ირაკლი აბუსერიძე$4ლ, თედო ზიბზიბაძე, გია ლაბაძე$4ლ, ირაკლი მაჩხანელი$8ლ, ირაკლი გუნდიშვილი$6ლ, დათო კიკნაძე, ირაკლი გიორგაძე$ლ ^ მწ) კლოდ სორელი

საჯარიმო ქულა: 1#საქართველო 0 (+298, 2#საფრანგეთი 0(268, 3#პორტუგალია 0(159, 4#გერმანია 2, 5#შოტლანდია 3, 6#ხორვატია 6, 7#რუმინეთი 8(157, 8#უკრაინა 8(81, 9#პოლონეთი 8(-1, 10#ესპანეთი 12(197, 11#ჩეხეთი 12(-16, 12#ჰოლანდია 14(105 / 13#იტალია 14(86, 14#შვედეთი 17 ... 32#აზერბაიჯანი

16-17/08    ჰაიდელბერგი (გერმანია) 12-გუნდა ფინალი

3#საქართველო - პულ) ესპანეთი 10:12, გერმანია 26:12, პოლონეთი 26:12, ხორვატია 26:0, შვეიცარია 40:7 # პლოფ) საფრანგეთი 10:32, 4#გერმანია 28:24

1#პორტუგალია 24:5 2#საფრანგეთი ... 5#ჰოლანდია, 6#უკრაინა, 7#ესპანეთი, 8#ხორვატია, 9#პოლონეთი, 10#ჩეხეთი, 11#რუმინეთი, 12#შვეიცარია

საქ: ლაბაძე ურჯუკაშვილი აბუსერიძე ზიბზიბაძე ი.გიორგაძე გუნდიშვილი მაჩხანელი ჩხაიძე ხეხელაშვილი ი.მოდებაძე

>>>     საქართველოს თასი

<<    `` პული

  3/05 დათვები 27:10 ხულიგანა
10/05 აია 11:23 დათვები
17/05 ხულიგანა 13:21 აია

24/05

ხულიგანა

10:32

დათვები

31/05 დათვები 25:11 აია
  5/06 აია X:0 ხულიგანა

დათვები 4-0, აია 2-2 / ხულიგანა 0-4$1 (მოიხსნა)

<<    `` პული

  4/05 ყოჩები 19:11 არმაზი
11/05 ლელო 38:3 ყოჩები
18/05 არმაზი 6:19 ლელო

  1/06

არმაზი

7:18

ყოჩები

  5/06 ყოჩები 35:37 ლელო
10/06 ლელო X:0 არმაზი

ლელო 4-0, ყოჩები 2-2 / არმაზი 0-4$1 (მოიხსნა)

<<    `` პული

  4/05 ლოკომოტ 62:5 რუსთავი
11/05 აკადემია 3:20 ლოკომოტ
18/05 რუსთავი 15:31 აკადემია

25/05

რუსთავი

5:64

ლოკომოტ

  1/06 ლოკომოტ 26:0 აკადემია
  8/06 აკადემია 25:12 რუსთავი

ლოკომოტივი 4-0, აკადემია 2-2 / გორდა (რსთ) 0-4

<<    `` პული

  3/05 დათვები$2 14:10 დინამო
10/05 უნივერსიტ 32:13 დათვები$2
17/05 დინამო 11:27 უნივერსიტ

24/05

დინამო

11:15

დათვები$2

31/05 დათვები$2 18:22 უნივერსიტ
  7/06 უნივერსიტ 29:22 დინამო

უნივერსიტეტი 4-0, დათვები$2 2-2 / დინამო 0-4

<<    ფიალის ფინალი (IX ადგილი)

15/06 დინამო 18:17 რუსთავი
21/06 რუსთავი 39:8 დინამო

<<    მეოთხედფინალი

14/06 ყოჩები 33:40 დათვები
15/06 დათვები$2 7:50 ლოკომოტ
16/06 აკადემია 14:9 უნივერსიტ
  აია 22:12 ლელო

21/06

დათვები

33:13

ყოჩები

22/06 ლოკომოტ 53:14 დათვები$2
  უნივერსიტ 19:15 აკადემია
23/06 ლელო 19:16 აია

<<    ფარის ნახევარფინალი

  5/07 ლელო 19:18 ყოჩები
  დათვები$2 9:25 უნივერსიტ

11/07

ყოჩები

0:24

ლელო

12/07 უნივერსიტ 19:20 დათვები$2

<<     თასის ნახევარფინალი

  5/07 აია 14:13 დათვები
  6/07 ლოკომოტ 31:7 აკადემია

12/07

დათვები

15:10

აია

13/07 აკადემია 16:31 ლოკომოტ

<<     ფარის ფინალი (V ადგილი)

19/07 ლელო 23:18 უნივერსიტ

<<     თასის ფინალი

 20/07 ლოკომოტივი 32:30 დათვები

ლოკ: ასათიანი გუგავა გიგაური ალანია კაპ, ძნელაძე <10-9> კვინიხიძე სამხარაძე / ჭელიძე (გასვიანი) ჯაველიძე (მაჭუტაძე გ.სვანიძე) კერესელიძე (კიკუაშვილი) ბერძენიშვილი (ცხადაია) დათუნაშვილი; ა.კობახიძე მაისურაძე კ.კობახიძე (კახიანი) - 2ლ: მაისურაძე ასათიანი; 2გ 5ჯ ა: კვინიხიძე

დთვ: მაჩიტიძე პინჩუკოვი ნ.იურინი ხონელიძე (დავლაძე) სვინტრაძე <10-9> ჩუბინიძე კიკაჩეიშვილი / ღლონტი ბალანჩივაძე (გურეშიძე) ნინიძე; ალიქაძე პარწიკანაშვილი (ბერიძე) ცხვედიანი ი.სვანიძე (კიკვიძე) ჩირგაძე კაპ - 3ლ: ღლონტი ხონელიძე სვინტრაძე; 3გ 3ჯ: მაჩიტიძე

რეფ ზ.ლეჟავა * ვაკე (500)
3:0(3) 6:0(18) 6:3(22) 9:3(26ა) 12:3(31) 12:10(40+1) /
12:13(43) 19:13(45) 19:20(56) 22:20(62) 22:27(64) 25:27(69) 25:30(74) 32:30(80)

1#ლოკომოტივი, 2#დათვები; 3-4#აკადემია, აია; 5#ლელო, 6#უნივერსიტეტი; 7-8#ყოჩები, დათვები$2; 9#გორდა (რუსთავი, 10#დინამო; 11-12#ხულიგანა, არმაზი (გაირიცხნენ საგაისო თასიდან)

>>>     საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა  (`` ჯგუფი)

<<    პირველი წრე

30/08 დათვები 15:15 აკადემია
  ლოკომოტ 10:11 ყოჩები
31/08 ლელო 27:22 დათვები$2

  6/09

დათვები

6:20

ლოკომოტ

  აკადემია 11:9 ლელო
  7/09 დათვები$2 13:31 ყოჩები

14/09

ყოჩები

16:15

აკადემია

20/09

დათვები

20:11

ყოჩები

21/09 ლოკომოტ 24:15 ლელო
  დათვები$2 14:16 აკადემია

27/09

დათვები$2

22:27

დათვები

  ლელო 8:17 ყოჩები

  4/10

ყოჩები

20:20

ლოკომოტ

  8/10 ლოკომოტ 26:15 დათვები$2
11/10 აკადემია 6:13 დათვები

<<    მეორე წრე

11/10 დათვები$2 0:21 ლელო

18/10

ლელო

26:22

აკადემია

  ლოკომოტ 25:19 დათვები
19/10 ყოჩები 22:10 დათვები$2

24/10

დათვები$2

12:16

ლოკომოტ

25/10 აკადემია 20:14 ყოჩები
  დათვები 24:21 ლელო

  7/11

ლელო

10:21

დათვები

  აკადემია 18:13 ლოკომოტ

15/11

ყოჩები

X:0

დათვები

  აკადემია X:0 დათვები$2

23/11

დათვები

54:26

დათვები$2

27/11

ლელო

23:24

ლოკომოტ

  2/12

ყოჩები

26:23

ლელო

  ლოკომოტ 21:13 აკადემია

ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ყოჩები 15 7-2*1 166:139
ლოკომოტივი 15 7-2*1 175:129
დათვები 12 6-3*1$1 199:156
იმედი$ლ აკდ 11 5-4*1 136:141

ლელო

6

3-7

160:167

დათვები$2 -1 0-10$1 134:238

 პირველი ლიგა  (ბ ჯგუფი)

აია 2003 ქუთაისი - უნი 19:0 64:0, ხულ 22:7 34:19, ა$2 56:20 76:7, დინ 65:3 43:18, აკდ 49:13 X:0

უნივერსიტეტი - ხულ 18:16 22:20, ა$2 29:14 45:0, დინ 30:12 25:24, აკდ 20:12 X:0

ხულიგანა - ა$2 31:19 0:X, დინ 58:10 39:17, აკდ 41:5 18:8

აია$2 - დინ 27:20 0:X, აკდ 20:3 X:0

დინამო - აკადემია$2 16:8 0:X

ორი წრე

  მ-წ$დ

გატ:გაშ

აია 2003 20 10-0 428:87
უნივერსიტეტი 16   8-2 189:181

ხულიგანა

9

  5-5$1

249:155

აია$2 7   4-6$1 107:260
დინამო 3   2-8$1 120:295
აკადემია$2 -1   1-9$3   49:164

 პლეი-ოფი

<<    დარჩენა-ასვლაზე

  7/12 დათვები$2 10:29 აია
  9/12 უნივერსიტ 9:21 ლელო

13/12

აია

29:16

დათვები$2

14/12 ლელო 38:13 უნივერსიტ

<<    გასავარდნი ფინალი (3-4)

  7/12 დათვები 12:12^დდ (0/2) აკადემია

<<    შესარჩევი ფინალი (1-2)

  8/12 ყოჩები 9:30 ლოკომოტ

<<    წინასწარი ფინალი (წაგებულს ბრინჯაო)

13/12 ყოჩები 21:15 აკადემია

7ჯ: თ.სოხაძე - 5ჯ: კიკნაძე

რეფ რობიტაშვილი * მომცრო ვაკე
3:0(12) 3:3(19) 6:3(24) 9:3(30) 12:3(32) 12:6(37) 12:9(40) /
12:12(43) 12:15(58) 15:15(59) 18:15(68) 21:15(78)

<<    დიდი ფინალი (ბზის თასი)

 20/12 ლოკომოტ 18:15 ყოჩები

ლოკ: ასათიანი ანდღულაძე სბ 40+3 (ბუგიანიშვილი) ხაჩირაშვილი ალანია კაპ, გუგავა <10-9> კვინიხიძე სამხარაძე / გასვიანი მაჭუტაძე (ჯოხია) სვანიძე; დათუნაშვილი, ჟღენტი სბ 80+3; გიგაური ტრაპაიძე მაისურაძე - 2ლ: ასათიანი გუგავა; გ 2ჯ: კვინიხიძე

ყოჩ: ვ.სოხაძე შუბითიძე დ.კაჭარავა ავლოხაშვილი ფაილოძე <10-9> თ.სოხაძე გიორხელიძე / ჭავჭავაძე ალიმბარაშვილი ფირიაშვილი (ივანიშვილი) ხურცილავა (ცხადაძე) ყალიჩავა; ჩიკვაიძე ჯ.მალაღურაძე კაპ, ურუშაძე - 5ჯ: თ.სოხაძე

რეფ ლ.მგელაძე * ვაკე (500)
0:3(14) 5:3(20) 5:6(24) 5:9(33) 5:12(40+3სბ) /
8:12(50) 15:12(52) 15:15(56) 18:15(65) სბ(80+3ლ) ბოლო(80+5)

<<    გაისად (2004)

უმაღლესი: ლოკომოტივი ყოჩები აკადემია დათვები ლელო აია

>>>     ჭაბუკთა ფინალები

10/07    მომცრო ვაკე

1985-86 არმაზი 18:16 აკადემია
1987-88 ხულიგანა 18:10 უნივერსიტ

>>>     ეგიონის შვიდკაცა (1985-86 დაბ)

13/07    მესამე მასივი. 8 გუნდი

1#აკადემია 19:0 #2ყოჩები
3#აია 28:7 4#არმაზი

>>>     უმაღლესის გუნდები

ჟურნალ "რაგბი ოვალური სამყაროს" #5(11) მიხედვით

აკადემია იმედი$ლ: დ.ბალახაშვილი მ.ღლონტი დ.ზირაქაშვილი დ.ბალანჩივაძე გ.სანადირაძე გ.ჭელიძე კ.უჩავა შ.პაპაშვილი დ.პავლოვი დ.ცხვედიანი / გ.ქოპილაშვილი მ.კობახიძე ი.მოდებაძე დ.კიკნაძე კ.კაპანაძე დ.პინჩუკოვი გ.ელიზბარაშვილი ა.ქავთარაშვილი ი.მაჩხანელი მ.ურჯუკაშვილი * ა.ზედგინიძე ი.ნატრიაშვილი დ.ობოლაძე ი.მინაშვილი ^ მწ) პ.ნარიმანაშვილი ობოლაძე; მნჯ) პ.ჯაფარიძე

დათვები: ი.ნინიძე ს.მოქია კ.მაღლაკელიძე ა.მოლაშხია გ.გურეშიძე ზ.ჩირგაძე ვ.ხაჟომია რ.ბერიძე ი.სვანიძე გ.კიკვიძე ს.პარწიკანაშვილი ა.ალიქაძე / ზ.კიკაჩეიშვილი გ.ჩუბინიძე გ.ხონელიძე ს.ევგენიძე გ.დავლაძე კ.მაჩიტიძე * ს.ცისკარიშვილი გ.სვინტრაძე ი.გურგენიძე ი.სულამანიძე ბ.ბერიძე ა.კაცაძე ი.ქინქლაძე მ.აბაშიძე კ.ცენტერაძე გ.წულაძე ^ მწ) რ.სანებლიძე თ.ფხაკაძე; პრეზ) ი.დიასამიძე; ექმ) თ.მინდიაშვილი

დათვები$2: წულუკიძე ჩახვაძე კეპულაძე თათევოსიანი დავითაძე ხაბაზი მეიშვილი გაბრიაძე ბერიძე გუგუშვილი ბარამიძე სოსელია გაბუნია ხომერიკი ცნობილაძე ხელაძე გურგენაძე შვანგირაძე ალანია ბ.ევგენიძე გ.ევგენიძე დავითაძე$2 ცნობილაძე$2 ჭოველიძე მანთიძე ჩუბინიძე ჩხარტიშვილი ^ მწ) ა.დეისაძე

ლელო: ი.კახოიძე დ.კობეშავიძე ლ.ღვაბერიძე ზ.ვალიშვილი ს.მჭედლიშვილი რ.ბელქანია ბ.სარდანაშვილი მ.გორგოძე / მ.კვირიკაშვილი ო.ბარკალია დ.ცხაკაია ლ.ფირფილაშვილი ს.გილაური ზ.ზაალიშვილი * გ.სანიკიძე თ.გელანტია ა.კოპალეიშვილი შ.სპანდერაშვილი ბ.თოფურია ი.ყიასაშვილი ე.ჯამრულიძე თ.ქობელაშვილი დ.ჯალაღონია შ.დევიძე ლ.შალიკაშვილი ზ.ფხოველიშვილი გ.ლუაშვილი თ.ენუქიძე გ.მჭედლიშვილი დ.ნანობაშვილი დ.გლავაცკი კ.ცერცვაძე გ.ხარშილაძე ს.ჭელიძე დ.თოფურიძე ^ მწ) ლ.მაისაშვილი; მწთ) ლ.ბურნაძე; პრეზ) ბ.კევლიშვილი; მნჯ) პ.კანკავა

ლოკომოტივი: დ.გასვიანი გ.კერესელიძე კ.მაჭუტაძე გ.გიორგაძე ლ.დათუნაშვილი ზ.ბერძენიშვილი გ.სვანიძე დ.ცხადაია / ლ.ხაჩირაშვილი კ.ალანია ბ.კვინიხიძე რ.გიგაური გ.ასათიანი ლ.გუგავა დ.ძნელაძე * ი.ონიანი ა.გუშარაშვილი გ.კოტრიკაძე ა.კობახიძე ნ.მელაძე ფ.უდესიანი ზ.კიკუაშვილი კ.კობახიძე კ.ჭელიძე გ.ხურცილავა ნ.ანდღულაძე გ.ბუგიანიშვილი დ.თოფურიძე გ.ტრაპაიძე ზ.კობერიძე ^ მწ) თ.ბენდიაშვილი დ.ჩავლეიშვილი; პრეზ) კ.კალანდაძე; მნჯ) რ.ჯაფარაშვილი; ექმ) ბ.აბრამიშვილი

სტუ ყოჩები: გ.ჯიქურაძე ი. ალიმბარაშვილი დ.კიკნაველიძე ნ.ჭავჭავაძე ბ.ფირიაშვილი შ.მაჭარაშვილი გ.ანჯაფარიძე ი.კიკვიძე ჯ.მალაღურაძე / ვ.ფაილოძე ი.გიორხელიძე ლ.ავლოხაშვილი ვ.სოხაძე ზ.თედეშვილი გ.ბარძიმიშვილი * ზ.ხარატიშვილი მ.ცხადაძე ლ.შუბითიძე ი.ლობჟანიძე ლ.ივანიშვილი თ.ბიჭიაშვილი რ.ჩიკვაიძე ს.ჭელიძე ი.კიკალიშვილი გ.მუშკუდიანი გ.გეჯაძე ლ.ქართველიშვილი ბ.მურღალია თ.სოხაძე ^ მწ) ნ.მალაღურაძე მ.ჭეიშვილი; მნჯ) გ.გეგენავა; ექმ) კ.კილაძე

I ლიგა: აია 2003 (მწ ნ.ძაგნიძე ბ.ლილუაშვილი; უნივერსიტეტი (გ.ბერიაშვილი ლ.მგელაძე; ხულიგანა (მ.ტყეშელაშვილი; დინამო (ს.რამიშვილი; აია$2 (დ.ფულარია ა.ჩუბინიძე)

>>>     ესტივალთა მონაწილენ

ორგანიზატორები: თამაზ მგელაძე, მერაბ აბდუშელიშვილი, ზურაბ ზოიძე, ირაკლი გვენეტაძე, ნიაზ მამრიკიშვილი, თამუნა ფირცხალაიშვილი, ბაია იურინი, ჯონ ბროუდფუთი

ბავშვთა გუნდები: ბარბაროსები, ხულიგანა, არმაზი, აეროპორტი, აკადემია იმედი$ლ, ჯიქები, პატარძეულის ვეფხვები, თელასი, ყოჩები, ლელო

>>>     აჭარის ბავშვთა გუნდებ

შუახევის ფურტიო (რამაზ სვანიძე, ავთო იობიძე; ქედის ტახები (ზურაბ ცერცვაძე; ქობულეთის (ხუცუბანი) ბელები (დურმიშხან ნინიძე, ემზარ გეგუჩაძე; ხელვაჩაურის შევარდენი (რამაზ სანებლიძე; ბათუმის ელიტი (კახა კუნჭულია, გოჩა ხონელიძე, გიორგი ჩუბინიძე, გიორგი ზარქუა)

<<< >>>