განახლების გზით

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 2004 წელს, რომელშიც შეიცვალა ნაკრებისა და კავშირის უფროსობა; "ბორჯღალოსნებმა" "ერთა თასზე" თანდათან უმატეს, მოიხილეს სამხრეთი ამერიკა და შესარჩევი ციკლი რუსეთის ძლევით გახსნეს; "შვიდკაცამ" პირველად იჩაუქა ჰონკონგში და მსოფლიო თასის საგზური მეორედაც მოიპოვა; ჭაბუკები კი მოკვეცილ ელიტაშიც დარჩნენ და ჩვენში 13-კაცაც დაინერგა.

2003 წლის შედეგები კვირას, 28 დეკემბერს, კინო "ამირანში" შეჯამდა და იქვე, კულუარებში გაცხადდა, რომ ფრანგი კლოდ სორელისგან "ბორჯღალოსნებს" ქართული კვარტეტი გადაიბარებდა: კავშირის მთავარი მოხელე, მიხეილ ბურძგლა საერთო მენეჯერობას გაწევდა, სამი მწურთნელი - მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში ნამყოფი პაატა ნარიმანაშვილი, მალხაზ ჭეიშვილი და დავით ჩავლეიშვილი კი სათითაოდ მიხედავდა თამაშის სხვადასხვა ასპექტს.

"ერთა თასი" 2007 წლის მსოფლიო თასის "წინასწარი შესარჩევი" რომ არ იყო, მონაწილეებს თამამად შეეძლოთ ეწარმოებინათ ექსპერიმენტები. მეტოქეთა დარად, ჩვენებიც ახალი გუნდის მშენებლობას შეუდგნენ: საწყისი ორი რაუნდი ჯეელთა გამოსაცდელად გამოიყენეს, მერე კი იმათ, ვინც გაამართლა, გამობრძმედილი ლეგიონერები დაუმატეს. შემოდგომაზე იგივე გავიმეორეთ ამერიკულ "კოპაზეც" და ახალ, ორ-წლიან ლაშქრობას მომზადებულნი შევხვდით.

პორტუგალიას შარშან ხუთიდან ოთხი მატჩი შინ რომ გაემართა, მეორე წრის წინ ჩვენ ორი მოგებით გვისწრებდა, ხოლო რუმინეთს ერთით. ლუზიტანებს დავუხვდით ვაკეში, რაკი "ლოკომოტივი" ქვეყნის საუკეთესო სტადიონი ხომ იყო და რკინიგზის ახალი შეფებიც რაგბს კარგი თვალით უყურებდნენ. მატჩზე შემოიარა პრეზიდენტად ახლად ნაკურთხმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯეელ ფანობას გაესაუბრა, კავშირს კი "კუკრის" ნახელავი, იმდენ-ნაირი "ობობებიანი" კომპლექტი მოგროვებოდა, რომ მათგან იოლად შეაკოწიწა თეთრი.

უმაგალითოდ ნორჩი

გურუთა ოთხეულმა გუნდი რადიკალურად შეცვალა: ოთხი თვის წინ, ოზეთში ნამყოფი 30 კაციდან აღარ ან ვეღარ იხმო 22, და რაზმში ერთბაშად შვიდი უკეპო შეიყვანა. რჩეულთაგან 11 აქაური იყო და ამდენივე ლეგიონერი. ბეკებს ნამსახურობა არ აკლდათ, შერკინება კი უმაგალითოდ ნორჩი გამოგვივიდა - პირველი ხაზი ერთიანად 22 წლის ბიჭებით შედგა. კაპიტანი ილია ზედგინიძე მესამიდან მეორე ხაზში გადავიდა, 10 ნომრობა კი დაეკისრა ბობა კვინიხიძეს, ვისაც "ძია კლოდი" არ წყალობდა.

თბილისში აქამდე მხოლოდ სამხრეთ აფრიკასთან და რუმინეთთან წაგვეგო, "ლობუშთან" კი იმად დავმარცხდით, რომ მთლად სწორად ვერ ვირაგბეთ. ბურთი დროის ბარემ 70 პროცენტი გვეპყრა; პირისპირ შებმებშიც ღონითა და ხერხით ვჯობდით სტუმრებს; ერთი-ორჯერ ტოტალური რაგბის ყაიდაზეც ბარაქიანად შევუტიეთ, მაგრამ ყველაფერში რომ ზომიერებაა საჭირო, ფეხით ტაქტიკურ დარტყმათა უგულებელყოფამ დაგვღუპა და იტალიელი რეფიც მიემხრო ნათესავებს.

პორტუგალია ჩვენი მიძალებისას უძლური ჩანდა და ოფსაიდში ხშირად რჩებოდა, მაგრამ სინიორ ლომბარდი ამაზე თვალს ხუჭავდა, ხოლო ჯარიმათა გაცემაში ლატარიის პრინციპს იცავდა. თავიდანვე იმად ჩამოვრჩით, რომ მსაჯმა შერკინების ჩაქცევა აქეთ დაგვაბრალა, უხეირო მოგერიების შემდეგ კი იმათ ბურთი ალმისკენ ფეხით რომ გაგვიგორეს და თავშიც ხელი წაიშინეს, ეს რა შანსი გავფლანგეთო, რეფმა მაინც ჩათვალა ლელო.

მეტრები მოიპარა

ლობუში ორივეჯერ მგორავი მოლით დავალელოვეთ. 7:10-ზე მახო ურჯუკაშვილმა ეშხიანი გარღვევა მოაწყო, მაგრამ ირაკლი მაჩხანელმა ვერ მიიღო გრძელი პასი. იქვე მსაჯმა რომ ინამუსა და ბურთის ზედიზედ ჩახურვისთვის პორტუგალიას მღლეტელი გაუგდო, გაფრევების ნაცვლად უმალ დაწინაურება მოვინდომეთ, მაგრამ იტალიელი სტუმრებს ისევ გამოექომაგა, შერკინებაში დაგვაჯარიმა და მეტოქეს უცებ გათამაშება რომ არ დავანებეთ, რეფმა ჩვენც გაგვისინბინა კაცი.

მერეც, ურჯუკაშვილმა რომ გადაიკიდა და მეტოქემ უბურთოდ დაიჭირა, მსაჯმა ხეირის პრინციპი დაარღვია, გაგვაჩერა და ოდენ შერკინება გვიბოძა, ბოლო მეოთხედში კი, 14:16-ზე, ზედიზედ ოთხჯერ დაგვაჯარიმა და არც ის შეიმჩნია, რომ გონსელუ მელეირუმ კარში დარტყმამდე ხუთი მეტრი მოიპარა. ისე, შოუ ვადამდე არ უნდა დასრულდესო და ლომბარდმა ლობუშსაც არ ჩაუთვალა 5-მეტრა დერეფნიდან გატანილი ლელო, წამატებულ დროში კი პორტუგალიამ ფაზა-ფაზა უტია და 25 მეტრიდან შეგვიგდო არეკნი.

ესპანეთს ჩვენთან შებმამდე ექვსივე თამაში წაეგო და გავარდნა ვეღარ აცდებოდა, მაგრამ თავი კი მოიქაჩლა და 71-ე წუთზე, ანდრეი კოვალენკოს დარტყმული ძელს რომ არ მოხვედროდა, ბორჯღალოსანთა 16-წლოვანი ისტორიის 63-ე მატჩში ეგებ აღარც აღნუსხულიყო ოდენ მესამე ფრე. მიზეზთა გამო, უკანა სამეული ერთიანად შეგვეცვალა, და კატალონურ მზიან დარში სტრატეგიაც უსწორო აერჩიათ გუნდის ლიდერებს: შესვენებამდე, პირქარში, თამაშის იქეთ გადატანას ფეხით ცდილობდნენ, მეორე ტაიმში კი, როცა ქარი ზურგში გვიბერავდა, ხელდახელ ვუტევდით.

თასზე დავრჩით

კოვალენკომდე ფეხი ორჯერ მოეცარა ალფონს მარტინესს. ბეკებით შეტევისას ბურთი პირველ შუამარბს არ გასცილებია და ლელომდე ოთხჯერ მიტანილი ოვალიც ფორვარდებმა ვერ გადაიტანეს ხაზს იქეთ. მორკინალიც ტრადიციულად გაგვისინბინეს, მცირე ნუგეშად კი ის გვქონდა, რომ ორწლიანი ციკლის ბოლომდე სამი რაუნდით ადრე დავრჩით (!) "ერთა თასზე" და ამდენად, 2007 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში შეღავათი დავიბევეთ.

ამავე რაუნდში რუმინეთმა შავი ზღვის პირად, ყინვასა და ქარში წაახდინა გადაღლილი პორტუგალია, 5-ჯერ დაალელოვა და პირველობის შანსი შეინარჩუნა, რუსეთი - ჩეხეთი კი თოვლის გამო ივნისისთვის გადაიდო და ბოლოს, უაზრო ხარჯის ასაცილებლად, აღარც გამართულა. ამის გადამკიდე "მუჟიკებმა" სამი კვირის ნაუქმრებმა ჩამოგვაკითხეს ვაკეში, ჩვენ კი დროით ავიმატეთ გია ლაბაძე, ვიქტორ დიდებულიძე, დათო ბოლღაშვილი, პალიკო ჯიმშელაძე და დავიბრუნეთ ურჯუკაშვილი, ვინც ესპანეთში კლუბმა არ გამოუშვა.

თოვლ-ჭყაპში ისტორია გამეორდა. რვა წლის წინდელის დარად, ჩვენმა განახლებულმა გუნდმა ისევ მოიკრიფა ნებისყოფა, რაც გააჩნდა, ყველაფერი ბრძოლაში ჩააქსოვა და სულ რამდენიმე ათასი, მაგრამ უერთგულესი ქომაგი გაახარა. "ოლიმპმა" დაწერა, "ბებერი მგლებისა და ყინჩი ჯეელების სახელდახელო ნაზავმა დაგვიმტკიცა, რომ უკვე გუნდია და კიდევ მოუმატებს, რუსებმა კი ქართველთა შემართება და ღონე თავიდანვე რომ იგრძნეს და მერეც ვერაფერს გახდნენ, მრავალგზის ნანახ ყაიდაზე ნელ-ნელა წახდნენო"

რაჩკოვს შეუჩნდნენ

დიდი სპორტის კანონის თანახმად, თამაში დაცვამ მოიგო. წუნი ბევრი გვქონდა, მაგრამ მეტოქე ბარემ ორჯერ მეტად შეცდა და ამანაც განაპირობა საბოლოო შედეგი. ოთხჯერ ატყდა ჩხუბი. ბიჭები გაითანგნენ, მაგრამ შეცვლებმა სულზე მოუსწროთ.

ცენტრში გაამართლა მახომ, 15 ნომრად კი ოთარ ბარკალაიამ; ტრავმის გამო თუმც ცალ-ცალი ფეხით რაგბობდნენ, მაინც ივარგეს ჯიმშელაძემ და ზიბზიბაძემ; ახალბედა ლექსო გუგავას მეტოქის კრძალვა არ შეტყობია, პუბლიკა კი მოხიბლა მწითურმა ბიძინა სამხარაძემ, ვისაც ჭაბუკთა სამ მსოფლიო თასზე ერაგბა.

თავის დერეფანს ორივე გუნდი აგებდა, ბოჭვაზე კი ბევრჯერ შემოვაბრუნეთ ბურთი (თერნოვერი გავახერხეთ. 0:0-ზე ზიკოვი ზედგინიძემ ალაგმა. რუსები დაღუპა კოსწია რაჩკოვმა, ვისაც ტრიბუნებიდან "ყოჩების" ჯეელები რომ შეუჩნდნენ, ღადაობას უპასუხოდ არ ტოვებდა. ჰოდა, ბარკალაიას აცილებული არეკნის შემდეგ ფულბეკმა თავისი ლელოდან შემოგვიტია, ბურთი ჩაგვაბარა და პალიკომ 30 მეტრიდან არეკნითვე გახსნა ანგარიში.

მზემ გამოანათა

მალე რაჩკოვმა ალმისკენ გაუგორა კუზინს და ბურთი წინ გაგვივარდა. 5-მეტრა შერკინებიდან ზიკოვი ორჯერ მოგვეძალა, მაგრამ იანიუშკინი კარის წინ წაბორძიკდა. მერე კოსწიას მოგერიება მოეჭრა, წინაც დაუვარდა და ჯიმშელაძემ ახლოდან შეაგდო ჯარიმა, ზედ შესვენების წინ კი სახიდან სისხლი რომ მოწმინდეს, მაინც თავად დაიჟინა კარში დარტყმა და 30 მეტრიდან ააცდინა.

მეორე ტაიმის დამდეგს მეტოქეს ორჯერ ავაცალეთ 5-მეტრა დერეფანი, მაგრამ ფორად სამი ქულაღა დაგვრჩა. რაჩკოვს 30 მეტრიდან ჩაუფლავდა არეკნი; 66-ე წუთზე გვიხსნა ურჯუკაშვილმა; აქედან სამ წუთში, დასაწინაურებლად მომეცადინე რუსეთმა 5-მეტრა ჯარიმა გაათამაშა, მაგრამ ზედახორაში დაკარგა ბურთი. 73-ე წუთზე შაკიროვი მოკლე ფრთაზე გაგვისხლტა და დაეცა, ბოლო ბურთზე კი, 9:3-ზე, სტუმრებმა თამაშ-თამაშ 40 მეტრი გაიარეს და წითელ ზოლსაც უწიეს, მაგრამ პასს აცდნენ და მზემ გამოანათა!

ვაკეში ქირა ისე დიდი იყო, ხოლო ავდარში დასწრება ცოტა, რომ კავშირმა იზარალა, ჩეხებთან რკენა ეროვნულზე გადაიტანა და ბილეთი ორი ლარად დააფასა. მერე კიდევ, "შვიდკაცას" ისტორიაში პირველად რომ უნდა ეჩაუქა ამ სახეობის მექა ჰონკონგში, უფროსობამ აღარ შეაწუხა გია ლაბაძე. სამაგიეროდ, რაზმში შეიყვანა კიდევ სამი ახალბედა, რითაც "გოშა" შკინინი შეიქნა "ხულიგანაში" გაზრდილი პირველი ბორჯღალოსანი.

ექვსჯერ დააშამათა

ჩეხეთი ულაპარაკოდ გავასაღეთ. სტუმრებს თამაშის მოგების იოტისოდენი შანსიც არ ჰქონიათ. კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო. ბორჯღალოსნებმა რაგბობა მეტოქეზე ბევრად უკეთ ხომ იცოდნენ და სიმარდითა და ღონითაც ჯობნენ სტუმრებს. გრილ ნიავში თამაში ბარემ ნახევარი საათი ვერ ავაწყვეთ, მაგრამ მერე სლავები მეთოდურად მოვაშთვეთ იმის მიუხედავად, რომ გერმანელი რეფი შარზე იყო და 17-ჯერ, მეტწილად შეტევაში დაგვსაჯა, ხოლო აქეთ სულ ექვსი ჯარიმა გამოიმეტა.

10 ნომრად აღდგენილმა კვინიხიძემ ზურგში გადაკიდებით ჩეხები 6-ჯერ დააშამათა და ხუთი ცდით ხუთი გოლიც შეაგდო, მეკო კვირიკაშვილმა კი პირველ ლელოზე რაქის გვერდის გაჭრა ხაზი, ბევრი ირბინა და გრძელი პასით გააქცუნა შკინინი, ვინც წითელ ზოლში რომ დასცეს, ზედგინიძემ ყველას მიასწრო და მიწიდან აღებული ოვალი ხაზს იქეთ გადადო. მერე რამდენჯერმე გაგვიცუდდა ბოლო პასი, მაგრამ რაც ბურთაობით ვერ შევძელით, ის ძალით გავაკეთეთ: მამუკა გორგოძემ ბარემ ხუთი მბოჭავი ათრია.

სტუმრები მეორე ტაიმის დასაწყისში და ბოლოშიღა მოეახლნენ ჩვენს ლელოს და ბევრიც იფაციფუცეს, მაგრამ ხან ბრინჯივით დაიბნენ, ხან ბოჭვაზე დაჯარიმდნენ, და ხანაც მოლი გავუჩერეთ ან შერკინება მოვუბრუნეთ. იწურებოდა მეოთხე მატჩი და ერთადერთი ლელო გვქონდა გაშვებული, მაგრამ ბოლო წუთზე მაინც ყლაპა ჩვენმა უკანა ხაზმა და ჟაკმა კართან რომ შეაგრიალა როჰლიკი, შუა-ევროპელებმა ნულს დააღწიეს თავი.

რუმინეთის ქუთაისში

ბოლო, მეხუთე რაუნდის წინ შფოთავდა რუმინეთი: ბოლოს წინაში, კრასნოდარში, პოსტ-საბჭოურ ხანაში პირველად რომ წააგო რუსეთთან, მეტოქეს უკადრებელი დასწამა, ესაო და თამაშის წინა დღით ნახევარი გუნდი ძილის წამლით გაგვიბრუეს, მაგრამ მედიკამენტი ორგანიზმიდან მალე რომ გამოდის, განმეორებით სინჯში აღარ ჩანსო.

ამ მარცხით სტეჟარი ისევ ჩამორჩა ლობუშს, ვინც შინ, კუიმბრაში თუ ძლევდა რუსეთს, ორი წლის ჯამში შეინარჩუნებდა პირველობას. ჰოდა, მაშინ რუმინეთს მოუწევდა დათმობა ჯილდოსი, რომელიც შარშან იმადღა დაიტოვა, რომ ახალი, ორ-აზროვნად ნათქვამი, ოღონდაც დაუწერელი დებულებით, ორი წრედ თამაშდებოდა!

კარპატელებმა გვიმასპინძლეს "რუმინეთის ქუთაისში - ისტორიული მოლდოვის დედაქალაქ იაშში, საიდანაც დაიწყო რომაელებით დასახლებული აღმოსავლეთი მიწების გაერთიანება; სადაც მოღვაწეობდა მართლ-მადიდებლობაში ძველი სლავურის რუმინულით ჩამნაცვლებელი ანთიმოზ ივერიელი და ქართველი პოეტი ბესიკ გაბაშვილიც მარხია.

მანამ არ დაასრულა

მატჩი ქართული რაგბის თემის მიერ შარშანწინ დაწესებულ ანთიმოზისვე თასზე იყო. ჯილდო აქამდე ორჯერვე რუმინეთს მოეგო, ამჯერად კი ბორჯღალოსნებს გამარჯვებამდე ხუთი წუთი დააკლდათ. რუმინეთს უწინ ოთხჯერ ვეძლიეთ და 9 ნომრად ყოველთვის პეტრე მიტუ მდგარიყო, ახლა კი კანონ-ზომიერება ხომ დაირღვა და ბრძოლაც სხვა სცენარით წარიმართა.

თავიდან ორი ჯარიმით ჩამოვრჩით. მზემ რომ გამოანათა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა. გორგოძის გარღვევის შემდეგ ლელოს ვუწიეთ და კვინიხიძემ შეაგდო ჯარიმა. იქვე ზიბზიბაძემ მოგერიებაზე დაუფარა დუმბრავას, მეორე ტაიმში კი მანვე შებოჭა ტოფანი, ბურთი გააგდებინა და კვინიხიძემ გაინავარდა, მაგრამ გარდასახვა ძელს გაარტყა (18:11. ბოლო მეოთხედში მასპინძლები გახელდნენ. ბებერმა გონტინეაკმა ზურგში გადაგვიკიდა და რომ ვერ ვივარგეთ, ტოფანმა 40 მეტრიდან ერთამდე შეამცირა ჩამორჩენა.

სათამაშო ხუთი წუთიღა რომ რჩებოდა, ლათინებმა მოლიდან წაიბურთავეს და ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე კი წესის ზედიზედ დარღვევისთვის კაცი გაგვიგდეს და მგორავ მოლს ვეღარ გავუმკლავდით. წამატებულ დროში თამაშის გასაფრევებლად ჯარიმა კიდეზე გადავიტანეთ, მაგრამ სორინ სოკოლმა მოგვიგო დერეფანი, რუსეთი კი თუმც იგებდა პორტუგალიაში, იტალიელმა მორანდინმა მანამ არ დაასრულა თამაში, სანამ მელეირუს საჩემპიონო ჯარიმა არ გაატანინა.

სამი ყრილობა

შემდეგი "ერთა თასის" განრიგი და 2007 წლის მსოფლიო თასის ევროპულ შესარჩევთა ფორმულაც 18-19 ივნისს, პალმაში (მალიორკა, ესპანეთი) ფირა აერ-ის 72-ე ყრილობაზე დამტკიცდა. ირბ-ში არიფთა დესპანმა, ესპანელმა ბასკმა ხოსე-მარია ეპალსამ წინდაწინ განხილული ოთხი ვარიანტის ნაცვლად დელეგატებს სულ სხვა, მეხუთე, უმაგალითოდ რთული მიაღებინა, კალენდარი კი გარმონივით, ნოემბრიდან ივნისამდე გაწელა, რაღაი პირველი ჯგუფის ექვსი ქვეყნიდან ხუთი აღმოსავლეთისა იყო და ავდარში რაგბობა არ სურდა.

ევროპაში საქართველო ახალმა ხელმძღვანელობამ წარადგინა, რადგან ხელისუფლების ცვლას სპორტის უფროსობის გადახალისებაც მოყვა. რაგბში ეს პროცესი სამ ყრილობად გაჯანჯლდა. პირველად იანვრის ბოლოს, გაყინულ დარბაზში, მედიის გარეშე შეიკრიბნენ კლუბები და 7-საათიანი დავა-კამათის შედეგად, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა - აქამდელმა თავკაცმა ბიძინა გეგიძემ და პოსტის მოცილემ, მერაბ ანთაძემ ხმა თანაბრად მოაგროვა.

წონასწორობა შუა აპრილში დაირღვა. აკადემიის გარდა, ყველა კლუბი ახლებს მიემხრო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესენგეს განხრით, "ლოკომოტივის" ძველი 10 ნომერი ანთაძე ქართული რაგბის მესაჭედ ოთხი წლით აირჩია თემმა, მართვის სტრუქტურის დადგენა კი წლის ბოლოს, გამგეობის შექმნით დასრულდა. მანამდე მერაბმა კავშირის მთავარ მოხელედ ქალაქში ცნობილი კაცი, ირაკლი ჩხეიძე მოიყვანა, ვიცე-პრეზიდენტად კი რაგბიდან 16 წლის წინ წასული კოკა ლაზიშვილი დააბრუნა.

ბურებმა მოილხინეს

კოკა დეკემბერში ფირა აერ-მაც დანიშნა განვითარების კურატორად, მანამდე კი, სექტემბერში, მოვისაკლისეთ ზაზა ქასაშვილი: ივნისის ყრილობას გამორჩა, რომ "ერთა თასის" მეოთხე რაუნდი 2005 წლის შვიდკაცის მსოფლიო თასს ემთხვეოდა. ამას რომ გვიან მიხვდა, პორტუგალიამ ჩვენთან რკენის ხუთი კვირით ადრე გადმოტანა მოითხოვა და თუმც უარი მივწერეთ, ქომაგად ევროპულ იერარქიაში აღარავინ დაგვიდგა.

ამით გვარიანად ვიზარალეთ, რადგან პრეტორიის "ბულზი" ჩვენი ხარჯით ივნისში იმ პირობით მივიღეთ, რომ გაისად ზეგანზე გვიმასპინძლებდა, ლობუშთან მატჩის ვადის შეცვლით კი აფრიკული შეკრება ჩაგვეშალა. საშინაო სეზონის წინ ბურებმა უცხო ქვეყანაში გემოზე მოილხინეს, განიტვირთნენ, მსუბუქად წაივარჯიშეს, სემინარი ჩაგვიტარეს და სამი სპარინგიც გაგვიმართეს - ზედიზედ მოუგეს დედაქალაქის, ახალგაზრდულსა და კაცთა ნაკრებს.

სამი სინბინის გადამკიდე, სტუმრები ქალაქს ერთი ხანობა 12 კაცით ერაგბებოდნენ. მომავალი ბორჯღალოსნები იაპებს რუსთავში დაუხვდნენ და შერკინებაში ერთობ დაეჩაგვრინენ, მაგრამ სამი ლელო მაინც დაუდეს: ვანო სოხაძემ დაგეზა ზვიად კობერიძე, ლაშა შუბითიძემ ირბინა და გადახტა, თემურ სოხაძემ კი დაუგორა ლუკა ხაჩირაშვილს. ეროვნულზე კაცებს ბულზმა ღონით ვერაფერი დააკლო და თამაში გაუშალა, მაგრამ ბურთაობა მაინც წყვეტილი გამოვიდა და ზეპური რაგბის ანტი-რეკლამად იქცა.

მოლიგავე რაინდები

კავშირის გადაწყვეტილებით, "ერთა თასის" მატჩები ტელევიზიით აღარ გადაიცემოდა. ივნისში ვაკის შვიდკაცა და ბულზი აჩვენა "იმედმა, ნოემბერში კი "რუსთავმა" რომ ქოში უკუ ყარა, "მზემ" (ირაკლი ტრიპოლსკი, ანდრო მეტრეველი) სასწრაფოდ შეიძინა კრასნოდარული ლაივი. ეგრე არ უნდაო და "იმედმა" რაგბი-ლიგის "სამი ერის" ფინალი გაუშვა, მაგრამ "კომენტატორები კანონიკური რაგბის მეტისმეტი სიყვარულით 13-კაცას ამრეზით რომ უყურებდნენ, პოტენციურ ტელე-აუდიტორიას ვერ მიწვდა ლიგის მადლი" (ოლიმპი)

მამუკა გორგოძემ დერეფნიდან რომ იძალა, ბულზს პირველი ტაიმი ფრედ დავუმთავრეთ, მაგრამ დაიწყო მეორე და იაპებმა ბეკებით უმალ სამჯერ დაგვალელოვეს. ბობოლა სტუმრის წყენინება არ ეგებისო და ფრიკი ველშმა თუმც კიდეზე დააბიჯა, იოჰან რუცს მაინც ჩავუთვალეთ დამიწება. გამოცვლილი ბობა კვინიხიძე რაგბის წესთა დარღვევით, მაგრამ ლიგის კოდექსის დაცვით ხელმეორედ ჩავაბით ბრძოლაში, ხოლო იმათ ღირსეულად (11:23) წაგება მაინც არ დაგვანებეს და ბოლო წუთებზე მონაგარი 35 ქულამდე გაზარდეს.

ზემოთ ორჯერ ნახსენები რაგბი-ლიგა საქართველოში შემოიტანა საფრანგეთში მოღვაწე სპორტულმა აგენტმა და "ცოცხალი სპექტაკლის" მენეჯერმა პაატა ცინცაძემ. ფედერაცია რეგისტრაციაში ივლისში გატარდა, 1 ოქტომბერს კი ევროპული ამქრის "მეთვალყურე წევრი" გახდა. სექტემბერში დავით კილასონიამ "უნივერსიტეტს" ჩაუტარა ვარჯიშები, დეკემბრის ბოლოს კი ლიგის მთავარმა მოხელემ, ნონო ანდღულაძემ სხვა ლოკომოტიველებიც აიყოლია, "რაინდები" შექმნა და გაეროს მისიაში მომუშავე სამოელი, რიჩი ალე გურუდ მიიწვია.

გასაათმაგებლად

ლიგას უფასო, ხოლო კავშირს ფასიანი საითი ერთდროულად აუმუშავა ერთმა და იმავე პირმა. მანვე ალალი, მუშური, კაცური ბურთაობის პიონერებს მოუმზადა ორი პრომო-ბუკლეტი და დედნიდან უთარგმნა წესები, რაიც პრეზიდენტმა ცინცაძემ მალე გამოაცემინა.

ირბ-ის მიერ რაგბის მომავლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, 20-22 იანვარს, ოქლენდში (ზელანდია) წაიმუშავეს მიშა ბურძგლამ და გია კუბლაშვილმა, 12 მაისს კი დუბლინში მოეწყო 2007 წლის მსოფლიო თასის წილისყრა: ირბ-ის სახლიკაცები პულებად გაიბნენ და ეგეც გადაწყდა, თუ რეგიონთა რჩეულები ვის მიაკითხავდნენ.

მარტში "ბიბისი" კიდევ ხუთი წლით რომ დარჩა ბობოლა "ექვსი ერის" ტელე-ბატონად, ცხადი შეიქნა, რომ ელიტაში 2011 წლამდე არაფერი შეიცვლებოდა და "ერთა თასის" ჩემპიონს აღზევებაზე აღარც უნდა ეოცნება. სამაგიეროდ, ქასაშვილს მოაფიქრდა "შავი ზღვის ზე 12" და რეგიონში 2012 წლამდე მორაგბეთა რიცხვის გაათმაგება დაგეგმა, პირველ ნაბიჯად კი სამი გუნდის ორ-მატჩა ტურნირიღა ჩაატარა ოდესაში, სადაც მწურთნელად გია ჭუმბურიძე გადასულიყო.

ცენტრამდე ვათრიეთ

ზაზა და კლოდ სორელი მარტში, რუსეთის მატჩზე ჩამოვიდნენ და გაამხილეს, რომ საფრანგეთში მთელი თაობის გადაყვანის კვალად, 15 წლის კავკასიელი ღლაპებიც უნდა წაელალათ და ისე გამოეზარდათ, რომ ამათ 2012 წლის ოლიმპიადაზე მაგრად ეშვიდკაცათ! ქასაშვილის მარიფათითვე პირველად დავაჭაშნიკეთ ჰონკონგი, მაგრამ სამ ეტაპზე ჩაუქობის მიუხედავად, მაინც ნული ქულით დავასრულეთ მსოფლიო სერია, ხოლო ივლისში, მალიორკაზე რუსეთის გაბურთავებით (35:0) საგაისოდაც დავიბევეთ ჩინეთის ექს-ბრიტანულ კოლონიაში ჩასვლა.

15 და 7-კაცა ნაკრებთა გარდა, სამი ასაკობრივი გუნდი გვყავდა. ორმა ევროპაზე იასპარეზა, 19-წლამდელებმა კი დურბანში, მსოფლიოზე რომ ირაგბეს, თეთრ ყვავებად წარმოჩნდნენ, რაკი 12-გუნდა ელიტაში მარტო საქართველო ვერ იყო ირბ-ის აღმასკომის წევრი. სტარტზე ტრაგედია დატრიალდა: გულის შეტევით მიიცვალა ირლანდიელი ჯონ მაკქოლი. გუნდი ტურნირიდან გავიდა, მაგრამ ორგანიზატორებმა საგაისოდ შეუნარჩუნეს ადგილი.

ამით სისტემა აირია. "ჯვარედინ პულურ სტადიაზე" სამივე თამაში რომ წავაგეთ, დასარჩენ ნახევარფინალში იტალიას დავეჭიდეთ. ავსტრალიელმა მსაჯმა მაგრად შემოგვიტია, ბიჭები გაგვიგდო და ჩვენს საზიანოდ წესებიც ექსპრომტად მოიგონა, მაგრამ თემურ სოხაძემ შეიტანა კადნიერი ლელო, ბოლოს კი ჩვენი ლელოდან ლამის ცენტრამდე ვათრიეთ მოლი და გავიმარჯვეთ. და მაინც, ირბ-მა ცხრილში ჩვენზე წინ დააყენა არგენტინა, ესაო და რომ შეგხვედროდათ, ნაღდად მოგიგებდათო.

კრივი და ტაეკვანდო

სენიორ ეპალსამ ირბ-ის გრანტით "მესამე დონის ქვეყნებისთვის" ახალი ტურნირი, "საკონტინენტთაშორისო თასი" (კოპა ლატინა) მოიგონა და სეზონისთვის საქართველოსა და პორტუგალიის ვითომც უკეთ მოსამზადებლად, განრიგი ისე შეადგინა, რომ ჯერ სამხრეთ ამერიკაში უნდა გაგვემართა ორი ტესტი, შემდეგსავე შაბათს კი ევროპაში, "ერთა თასში" ჩავბმულიყავით.

ეს თვითმკვლელობას რომ უდრიდა - აბა, ფრენით ვინ მომზადებულა? - ჩვენებმა იჩივლეს და შეჯიბრება ერთი კვირით ადრე გადაატანინეს. მოძღვართა ოთხეულს გამოაკლდნენ ბურძგლა და პაატა ნარიმანაშვილი, მენეჯერად კი მალხაზ ნაცვლიშვილი დაინიშნა. ნაკრები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, შინაურ ასპარეზზე მოთამაშეებით დაკომპლექტდა, აკადემიელი დავით ბოლღაშვილი კი ბორჯღალოსანთა მე-13 კაპიტანი გახდა.

ორგანიზატორებმა ფული დაზოგეს და "კოპაზე" ნეიტრალური მსაჯები არ მიავლინეს. ამით შეჯიბრი ფარსად იქცა, რაღაი მეზობლები ერთურთს აშველებდნენ სასტვენს. ურუგვაიმ თავიდანვე კრივი გაგვიმართა და ტაეკვანდოთი გაილახა, არგენტინელმა რეფმა კი რეკორდი დაამყარა - შვიდ კაცს უჩვენა ყვითელი ბარათი და ერთსაც წითელი. მანვე ბარემ ხუთჯერ გაგვიჩერა მოლი, როცა ლელომდე ორიოდე მეტრი გვრჩებოდა, და შერკინება დანიშნა.

მედიამ ითავა

იმათ თითო ნაჩუქარი და ნაღდი ლელო დაგვიდეს, ჩვენ კი "ტეროსს" შერკინება დავუტრიალეთ, ბურთი ავართვით, შევიკარით და ბოლომდე ვიარეთ. ქვეყანაში სიდუხჭირე რომ იყო, საბანკეტო სუფრასაც ეტყობოდა. ჩილეში ხალხი ბევრად უფრო დალხენილად ცხოვრობდა, მაგრამ უცხოეთში დარეკვა მაქედანაც პრობლემა იყო. ბიჭებმა ანდების ძირში ნაყოფიერად ივარჯიშეს და პირველ ტაიმში ორჯერაც დაწინაურდნენ 14 ქულით, მაგრამ მერე ბოჭვები გაუცუდდათ.

ბოლო ნახევარ საათში ანგარიში (24:30) აღარ შეცვლილა. არ დავარტყით გასატანი ჯარიმა, მერე კი "კონდორესის" ლელოს მივაწყდით, მაგრამ 5-მეტრა შერკინებებიდან სულ მესამე ხაზით ვუტევდით, ხოლო რამდენიმე ორკაცა მეტობაზე ჰავბეკმა არასგზით არ მიაწოდა ბეკებს ბურთი. ამავე დღეს ურუგვაიმ მოსრა პორტუგალია და ჩემპიონი გახდა, ირბ-ული დებულების ნაკლულობის გამო კი მასპინძელმა მედიამ ითავა ცხრილის შედგენა და იქამდე გაუტია, რომ წლის პირველ ნახევარში გამართული მატჩებიც მიათვალა.

საკრასნოდაროდ მალხაზ ჭეიშვილმა და დავით ჩავლეიშვილმა კოპაზე ნამყოფ 11 ჯეელს 12 გამოცდილი ლეგიონერი შეუამხანაგეს. 9 ნომრად დაბრუნდა ირაკლი აბუსერიძე, ბურჯად მამუკა მაგრაქველიძე, ფულბეკად მახო ურჯუკაშვილი დაწიეს, 10 ნომრობა კი ნაციმბირალ დათო კიკნაძეს დაეკისრა. გუნდს შესათამაშებლად სამი დღე ეყო. გადახალისდნენ რუსებიც: მწურთნელად იგორ მირონოვი დაინიშნეს, ხოლო კავშირის დიდ-მოხელედ, საბჭოთა ხანის მუშაკი პეტრენჩუკი.

შვიდმა თითო

მუჟიკები მეცხრე შეყრაზე მეშვიდედ ვძლიეთ და თანაც უჩვეულოდ იოლად - პირველად დავალელოვეთ ოთხჯერ და თამაშში ჩაბმული 20 ქართველიდან ერთბაშად შვიდმა (!) გაიტანა თითო ბურთი. რუსეთი ერთადერთხელ დაწინაურდა და ისიც სულ ხუთი წუთით. შესვენებამდე ძლიერ პირქარში მოგვიხდა რაგბობა, მაგრამ ტაიმი მაინც მოვიგეთ, მეორეში კი, ზურგქარით ფრთებ-შესხმულებმა, მეტოქე უმალ დავლახვრეთ და მერე დინჯად შევინარჩუნეთ ფორა.

ანგარიში ხელიდან გავარდნილი ოვალის ატაცებითა და ნავარდით ბესიკ ხამაშურიძემ გახსნა. რუსებმა ჩვენს ძელებს რომ უწიეს, ხაზს იქეთ გადატანილი ბურთი აბუსერიძემ ასწაპნათ. კაზანცევის გადაკიდებულზე სიმონოვმა ზურგში კრა უბურთო ურჯუკაშვილს, რეჩნიოვი ოვალს დაახტა და რეფმაც ჩათვალა, მერე კი ჩვენებმა გეზის ცვლით 12 ფაზა აკინძეს, ბურთაობით 50 მეტრი გალიეს და კიკნაძემ და ხამაშურიძემ თედო ზიბზიბაძე ლელოში შეგზავნეს.

დაიწყო მეორე ტაიმი და ირაკლი მაჩხანელმა მოგერიებულის გამოქცუნებით ხუთი მბოჭავი გააბითურა. მეოთხე ლელოზე 10-მეტრა დერეფნიდან საფირმო მოლი ავაგორეთ და სხვაობამ 16 ქულას უწია. რუსეთს შანსი გაუჩნდა ზიბზიბაძის გასინბინების შემდეგ, როცა დერეფნიდან ხროკინმა შეუტია და კაზანცევი კართან გაგვიძვრა, მაგრამ თამაში იმათ ნახევარზე გადავიტანეთ, იმედ-გადაწურულმა მასპინძლებმა შვიდკაცა გააჩაღეს და ოთარ ბარკალაიამ გამარჯვების არეკნი დააქუხა.

ჭკუით წარმართავდა

შინაურ ასპარეზზე კვლავაც ორი პირველობა მოეწყო: ზაფხულისა, რომელსაც თასი ერქვა და პლეი-ოფი კლასიკური ჰქონდა, და შემოდგომისა, ჩემპიონატად წოდებული და ავსტრალიურ- ფინალებიანი. კავშირის ახალმა უფროსობამ კლუბები გაათავისუფლა სამონაწილეო შესატანისგან და კაცთა გუნდებს ვაკის მომცრო მოედანიც გაუხერხა, მაგრამ ვარდების რევოლუცია აჭარასაც რომ მიწვდა, "დათვები" გამოაკლდნენ თასს. მერე იყო და პლეი-ოფში მონაწილეობა კიდევ ოთხ კლუბს (მათ შორის, ბაქოს) დაეზარა და "საქართველოს ღია თასი" "თბილისის დახურულ პირველობად" იქცა.

ექვსეულის ცალ წრეში ოთხმა ფავორიტმა ერთურთი ამარცხა და ნახევარფინალში დაწყვილდა. ლოკომოტივმა ლელოს იმადღა მოუგო ერთით, რომ მეტოქემ უქულო მეორე ტაიმში სამი გასატანი ჯარიმა დაახაია, ფინალში კი რკინიგზელებმა პირდაპირი, ძალური შეტევებით დაჯაბნეს ყოჩები, რომელთა ლიდერებიც მერე რეფს შემოწყრნენ.

ექვსეულში ლელოთა უმეტესობა თუ მგორავი მოლით იდებოდა, ვაკის დიდ მოედანზე ხელი ბეკებმაც გამოიღეს. "ლოკოს" 10 ნომერი ბობა კვინიხიძე ჭკუით წარმართავდა თამაშს და ვეტერანი 15 ნომრის, გიო ასათიანის ჩართვებიც უხდებოდა შოუს. პირველ ტაიმში "ყოჩების" მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ თემურ სოხაძე კარში შეაფრინა, მეორის დასაწყისში კი გამარჯვებულთა კაპიტანმა კახა ალანიამ გაჭრა ხაზი და ზვიად კობერიძე გემოზე გააქცუნა.

ორმაგი ქესტუმი

ჩემპიონი ლოკომოტივი შემოდგომაზე დასუსტდა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა, დიდ ფინალს კი მოწინავე წყვილმა, ლელო - აკადემიამ უწია. რკინიგზელთა ცოდვა ყოჩებმა დაიდეს: წამატებულ დროში თავიანთი ნახევრიდან გატანილი ჯარიმით მოიგეს.

ამას წინ ტფილის-ქალაქური რაგბული ნოვაციის, "ქესტუმის" ორგზის გამოყენება უძღოდა: ლოკო მსაჯის განჩინებას რომ არ ეთანხმებოდა, რეფი აუქმებდა ბოლო მონაკვეთს და თამაშს წინა გაჩერების ადგილიდან ანახლებდა. ასე გაჯანჯლდა მატჩი ბარემ ათი წუთით. ჩემპიონი ერთით წინ იყო და რაკი მორიგი ჯარიმა ყოჩების ნახევარზე, კიდეზე დაინიშნა, თავი აღარ გამოიდო, მაგრამ ადგა ნორჩი მალაღურაძე და ლაფში მაქედანაც მიაწვდინა კარს.

"ლელომ" იჩემპიონა

შესარჩევ ფინალში აკადემიამ ულელოო თამაშში ერთი გოლით ძლია "ლელო" და დიდში გავიდა, წინასწარში კი, რომელიც მეურნეობაში გაიმართა, ლელო სამით უგებდა ბათუმს, მერე ოთხით ჩამორჩა და გამარჯვების ლელო ბოლომდე ორი წუთით ადრეღა, ბეკებით დადო.

დიდი ფინალი დარში, ეროვნულზე, ოთხშაბათს მოეწყო. ვიხილეთ ერთბაშად 18 ბორჯღალოსანი. გავიდა ხუთი ლელო. აკადემიამ სამივე მოლით შეიტანა და პირველად ბოლომდე ოთხი წუთით ადრეღა დაწინაურდა, მაგრამ ოთარ ბარკალაიამ მეშვიდე გოლით ისევ წინ გაიყვანა ლელო.

მაყურებლები ასპარეზს ავის მომასწავებლად რომ დაუახლოვდნენ, თამაში მეტად გაჯანჯლდა. მე-12 წამატებულ წუთზე ლელოს კიკერმა ააცილა ჯარიმა და მალე არეკნიც, ბოლოს კი მახო ურჯუკაშვილმა 55 მეტრიდან სცადა "ბზის თასის" მოგება, მაგრამ ბურთი კარს ვერ უწია. ჰოდა, ოსტატთა თაობების აღმზრდელის, ბათუ კევლიშვილის კლუბი, "ლელო" პირველად გახდა ჩემპიონი!

<<<     2004

>>>     ევროპის "ერთა თასი" 2003-04

14/02

რუმინეთი

55:11 ჩეხეთი

 

რუსეთი

36:6

ესპანეთი

15/02

საქართველო

14:19 პორტუგალია

2ლ: კოპალიანი ღვაბერიძე; 2გ: ურჯუკაშვილი კვინიხიძე - ლ: ეგილარი; გ 3ჯ ა: მელეირუ სბ მურინელუ

რეფ ლომბარდი (იტა) ვაკე (15 ათასი)
0:3(11) 0:10(19) 7:10(27) სბ(36პ) სბ(38ს) 7:13(40+1) /
7:16(45) 14:16(65) სბ(74ს) 14:19(80+5ა)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია მაჩხანელი <10-9> კვინიხიძე სამხარაძე / ხინჩაგიშვილი ღვაბერიძე (კუთარაშვილი 77) კოპალიანი (სუჯაშვილი 62) ზედგინიძე კაპ, გორგოძე (ზ.მჭედლიშვილი 60 ^ სბ 74) ზ.მაისურაძე სბ 38, ურუშაძე უდესიანი ^ მრქ) გუგავა ანდღულაძე ი.მოდებაძე / ბელქანია

21/02

რუმინეთი

36:6

პორტუგალია

22/02

ესპანეთი

6:6 საქართველო

2ჯ: მარტინესი კოვალენკო - 2ჯ: კვინიხიძე

რეფ დორდოლო (იტა) ტარაგონა (კატალუნია, რეუსი
ჯერ ჩვენი! სბ(31ს) 0:3(34) / 3:3(58) 3:6(64) 6:6(68) ბოლო(80+3)

საქ: ბარკალაია კაცაძე ზიბზიბაძე ალანია (ანდღულაძე) გუგავა (ხეხელაშვილი) <10-9> კვინიხიძე ი.მოდებაძე (სამხარაძე) / გასვიანი (კუთარაშვილი) დადუნაშვილი სბ 31, ხინჩაგიშვილი; ზედგინიძე კაპ, გორგოძე; ზ.მაისურაძე (კუთარაშვილი ^ სბ დროს) უჩავა (ბელქანია) უდესიანი (დათუნაშვილი) ^ მრქ) კოპალიანი

  6/03

საქართველო

9:3 რუსეთი

2ჯ: ჯიმშელაძე ბარკალაია; ა: ჯიმშელაძე - ჯ: რაჩკოვი

რეფ დიუმე (სფრ) ვაკე (6 ათასი) თოვლ-ჭყაპი
3:0(24ა) 6:0(38) ნახ(40+7) / 6:3(46) 9:3(80+2) ბოლო(80+4)

საქ: ბარკალაია ხამაშურიძე (გუგავა 12) ზიბზიბაძე (ფირფილაშვილი 74) ურჯუკაშვილი (კვირიკაშვილი 77) ანდღულაძე <10-9> ჯიმშელაძე სამხარაძე / მთიულიშვილი (ხინჩაგიშვილი 80+3) დადუნაშვილი სუჯაშვილი; ზედგინიძე კაპ, დიდებულიძე (ურუშაძე 78) ი.მაისურაძე (ურუშაძე 40+6-/) ლაბაძე ბოლღაშვილი (გორგოძე 71)  ^ მრქ) ესაკია

 

რუმინეთი

50:10 ესპანეთი

 

ჩეხეთი

8:13

პორტუგალია

20/03

საქართველო

23:7 ჩეხეთი

2ლ: ზედგინიძე გორგოძე; 2გ 3ჯ: კვინიხიძე - ლ: როჰლიკი; გ: კრეიჩი

რეფ გაბაი (გერ) ეროვნული (15 ათასი)
3:0(28) 10:0(30) 13:0(37) 16:0(40+2) / 23:0(63) 23:7(80+3)

საქ: ბარკალაია გუგავა (პინჩუკოვი 71) ზიბზიბაძე ფირფილაშვილი (ანდღულაძე 40) შკინინი <10-9> კვინიხიძე კვირიკაშვილი (სამხარაძე 60) / მთიულიშვილი (კუთარაშვილი 52) დადუნაშვილი ჭავჭავაძე (ესაკია 48) ზედგინიძე კაპ (დ.ჟღენტი 68) გორგოძე; უდესიანი ზ.მაისურაძე ჩხაიძე (პაპაშვილი 68)

 

რუსეთი

33:24 რუმინეთი

21/03

ესპანეთი

19:35

პორტუგალია

27/03

რუმინეთი

25:18 საქართველო

2ლ: სირბუ ტუდორი; 5ჯ: დუმბრავა 2, ტოფანი 3 - 2ლ: გორგოძე კვინიხიძე; გ 2ჯ: კვინიხიძე

რეფ მანჩინი (იტა) იაში, ემილ ალეკსანდრესკუ
ჯერ ჩვენი! 0:3(3) 0:6(14) 3:6(23) 10:6(26) 13:6(30) 13:11(40) /
18:11(48) 18:14(52) 18:17(67) 18:20(75) სბ(76ს) 18:25(77)

საქ: ბარკალაია ანდღულაძე სბ 76, ზიბზიბაძე ფირფილაშვილი შკინინი <10-9> კვინიხიძე კვირიკაშვილი (სამხარაძე) / კუთარაშვილი (მთიულიშვილი) დადუნაშვილი ესაკია (ჭავჭავაძე) ზედგინიძე კაპ (დ.ჟღენტი დრ) გორგოძე; ი.მაისურაძე (ჯაველიძე) ჩხაიძე (პაპაშვილი) უდესიანი ^ მრქ) პინჩუკოვი

 

პორტუგალია

19:18 რუსეთი

 

ჩეხეთი

16:6 ესპანეთი

12/06

რუსეთი  (აღარ)  ჩეხეთი

ერთა თასი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პორტუგალია

9-1

245:180

რუმინეთი

8-2

320:123

საქართველო

5-4*1

193:148

რუსეთი

3-6

198:175

ჩეხეთი

3-6

139:263

ესპანეთი

0-9*1

129:335

უმცროსი 6 ერი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

რუმინეთი

4-1

190:78

პორტუგალია

4-1

92:95

საქართველო

2-2*1

70:60

რუსეთი

2-2

90:58

ჩეხეთი

1-3

42:97

ესპანეთი

0-4*1

47:143

>>>     ბურების (პრეტორია, სამხ.აფრიკა) ჩამოსვლა

12/06

დედაქალაქი 15:73 ბლუ ბულზი

მწ) თ.ბენდიაშვილი - 11ლ 9გ / 3 სბ ^ რეფ მ.ჩაჩუა * ვაკე

16/06

მომავალი 17:55 ბლუ ბულზი

3ლ: კობერიძე შუბითიძე ხაჩირაშვილი; გ: თ.სოხაძე - 9ლ; 5გ: მ.სტეინი

რეფ ნ.რობიტაშვილი * რუსთავი, ფოლადი
0:5(6) 0:12(11) 7:12(17) 7:17(26) 7:22(35) ნახ(40+6) /
7:29(43) 12:29(50) 12:36(58) 12:41(64) 17:41(68) 17:48(71) 17:55(79)

საქ: ვ.სოხაძე ლ.შუბითიძე რ.გიგაური (ხაჩირაშვილი) თ.სოხაძე ზ.კობერიძე * თოდრაძე <10-9> გ.კაჭარავა (დ.კაჭარავა) ფაილოძე / ბალანჩივაძე (მელიქიძე ალიმბარაშვილი) ჯოხია (ჭყონია ყუფარაძე) კორკოტაძე (სანიკიძე; ს.მჭედლიშვილი პავლოვი; პაპაშვილი სარდანაშვილი (ახვლედიანი) ვალიშვილი

20/06

საქართველო 11:35 ბლუ ბულზი

ლ: გორგოძე; 2ჯ: კვინიხიძე ბარკალაია - 6ლ: ე.ბოთა ველში ნელი რუცი როსუ ფანდენბერხი; გ ჯ: სტრეიდომი * სბ

რეფ ლ.მგელაძე * ეროვნული (10 ათასი)
0:3(11) 5:3(17) 5:8(28) 8:8 (40+6) /
8:13(42) 8:18(46) 11:18(50) 11:23(52) სბ(59ბ) 11:30(78) 11:35(80+1)

საქ: ბარკალაია ანდღულაძე ფირფილაშვილი (დ.კაჭარავა 61) ი.გიორგაძე ხამაშურიძე <10-9> კვინიხიძე (ელოშვილი 51-69) სამხარაძე (კვირიკაშვილი 54) / კუთარაშვილი (გასვიანი 57) ა.გიორგაძე (ხინჩაგიშვილი 76) ესაკია (სანაძე 47 * ჭავჭავაძე 69) ზედგინიძე კაპ (დათუნაშვილი 67) გორგოძე; ბოლღაშვილი ზ.მაისურაძე (სარდანაშვილი 65) უდესიანი

>>>     ირბ საკონტინენტთაშორისო თასი

კოპა ლატინა    ^ პრემია

30/10

ურუგვაი 17:7 საქართველო

2ლ: კროსა პასტორე; 2გ ჯ: პერეს-დელ-კასტიჯო სბ ფ.კაპო ვრინიონი ლუსიჩი; წბ ვრინიონი - ლ: ბოლღაშვილი; გ: ურჯუკაშვილი

რეფ ტოსკანო (არგ) მონტევიდეო, ფრანსინი
ჯერ ჩვენი! 0:7(3) სბ^სბ-სბ^სბ(20) 0:14(26) 7:14(40) /
სბ^
წბ(55) სბ^სბ(60) 7:17(61)

საქ: კობერიძე გუგავა ფირფილაშვილი ურჯუკაშვილი მაჩხანელი <10-9> ბარკალაია სამხარაძე / ნინიძე სბ 20 (გ.ჟღენტი სბ 60) ჭავჭავაძე ზირაქაშვილი სბ 20; გორგოძე სბ 55, ს.მჭედლიშვილი (კოპალეიშვილი) ჩიკვაიძე (სანიკიძე 21-30) ზ.მაისურაძე (ჟღენტი 21-30) ბოლღაშვილი კაპ

 

ჩილე 9:28 პორტუგალია

 6/11

ურუგვაი^

30:3

პორტუგალია

 

ჩილე^ 30:24 საქართველო^

4ლ: ვესტენენკი (1 3) ვერტი ხოანეტი; 2გ ჯ: კრუსი; ა: ონეტო სბ ვესტენენკი - 3ლ: მჭედლიშვილი ვალიშვილი ურჯუკაშვილი; 3გ ჯ: ურჯუკაშვილი

რეფ ვლენხო (ურუ)
სანტიაგო, უელსის უფლისწული
ჯერ ჩვენი! 7:0(1) 14:0(7) 14:7(10) 17:7(13) 17:10(27ა) 24:10(33) 24:13(36) 24:18(40) /
24:25(44) 24:30(48)

საქ: ურჯუკაშვილი გუგავა ფირფილაშვილი შკინინი (მაჩხანელი) ელიზბარაშვილი <10-9> ბარკალაია კვირიკაშვილი (სამხარაძე) / სანიკიძე (ნინიძე) ჭავჭავაძე სანაძე (ზირაქაშვილი სბ) გორგოძე ს.მჭედლიშვილი; ბოლღაშვილი კაპ, სარდანაშვილი (ზ.მაისურაძე) ვალიშვილი (ჩიკვაიძე)

მრქ) ვახტანგ ფაილოძე (ყოჩ ^ მწ) ჭეიშვილი ჩავლეიშვილი; მნჯ) მალხაზ ნაცვლიშვილი; ექმ) ბესო აბრამიშვილი

ჩილურად: ურუგვაი 9 ქულა, ჩილე 5, პორტუგალია 4, საქართველო 1

ურუგვაულად: ურუგვაი 13, პორტუგალია 8, ჩილე 6, საქართველო 2

ამათ მიათვალეს

15/02 საქართველო^ 14:19 პორტუგალია
  1/05 ჩილე^ 13:20 ურუგვაი

>>>     ევროპის "ერთა თასი" 2005-06

 20/11 რუსეთი 15:27 საქართველო

2ლ: ი.რეჩნიოვი კაზანცევი; გ ჯ: კაზანცევი - 4ლ: ხამაშურიძე ზიბზიბაძე მაჩხანელი შველიძე; 2გ: ურჯუკაშვილი კიკნაძე; ა: ბარკალაია

რეფ მასიელო (სფრ) კრასნოდარი, დინამო
ჯერ ჩვენი! 7:0(14) 7:5(20) 7:8(27) 12:8(32) /
17:8(41) 24:8(50) სბ(68ს) 24:15(69) 27:15(80ა) ბოლო(80+4)

საქ: ურჯუკაშვილი (ბარკალაია 76) ხამაშურიძე ზიბზიბაძე სბ 68, ი.გიორგაძე მაჩხანელი <10-9> კიკნაძე (გუგავა 79) აბუსერიძე / მაგრაქველიძე (გასვიანი 64-70 ^ 79) შველიძე ზირაქაშვილი; ზედგინიძე კაპ, ზ.მჭედლიშვილი; ურუშაძე ზ.მაისურაძე (გორგოძე 57) უდესიანი (ბოლღაშვილი 41) ^ მრქ) სამხარაძე / ჭავჭავაძე

  უკრაინა 6:36 პორტუგალია

27/11

ჩეხეთი

14:38

რუმინეთი

>>>     ირბ 19 წლამდელთა (1985-86 დაბ) I მსოფლიო პირველობა

27/03-12/04    დურბანი, პიტერმარიცბერგი (სამხ.აფრიკა)

70-წუთა მატჩები!

პირველი ჯგუფი

საქართველო - პულ)

ინგლისი 9:48 (27/03)

ზელანდია 12:81 (31/03 ^ 4ჯ: სოხაძე - 12ლ * Iტ 3:43 ^ რეფ დამასკო (იტა)

იაპონია 9:25 (4/04)

* პლოფ) იტალია 13:6 (8/04)

1#ზელანდია 34:11 2#საფრანგეთი, 3#აფრიკა 38:31 4#ინგლისი, 5#უელსი 14:10 6#ავსტრალია, 7#იაპონია 28:22 8#შოტლანდია, 9#არგენტინა? 10#საქართველო, 11#იტალია (გავარდა, 12#ირლანდია (დატოვეს) - 13#რუმინეთი (ამოვიდა, 14#ურუგვაი, 15#ჩილე ... 24#მაროკო

საქართველო

15 დავით გურგენიძე (აკდ, ლაშა ბაირამაშვილი (უნი; 14-11 დიმიტრი მესხიშვილი (აკდ, გიორგი მჭედლიშვილი (ლელ, დავით კაჭარავა (ყოჩ, გია ცნობილაძე (აია, ვილი კაიფაჯიანი (არზ; 10 თემურ სოხაძე (ყოჩ, ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 9 ირაკლი ბოდოკია (აია, ბექა თოფურია (ლელ /

1-3 გიორგი ჟღენტი (ლოკ, ირაკლი ჭყონია!ჰ (ყოჩ, ბექა შეყლაშვილი (ხულ, გურამ ღამბაშიძე (არზ, კობა ცერცვაძე (ლელ, ბადრი ყალიჩავა (ყოჩ; 4-5 დავით მინდაძე (უნი, დიმიტრი ბასილაია (არზ, გიორგი გეთიაშვილი (აკდ, ბექა სირბილაძე (აკდ; 6-8 თორნიკე ენუქიძე (ლელ, სიმონ მაისურაძე (ყოჩ, ოთარ მინაშვილი (არზ, პაატა მაისურაძე (ყოჩ, მერაბ გაბუნია (დთვ)

მწ) ლევან მაისაშვილი, ბადრი ბოხუა; მნჯ) დათო ბარამიძე

>>>     20 წლამდელთა ევროპის პირველობა

16-22/05    კონსტანცა, მანგალია (რუმინეთი)

2#საქართველო - 8#სერბეთი 109:6 (16/05, 4#ესპანეთი 35:18 (19/05, 1#რუმინეთი 6:21 (22/05)

2ჯ: სოხაძე ბარკალაია სბ სოხაძე ყუფარაძე - 3ლ 2ჯ  სბ

3:0(15) 3:5(25) სბ(35ს) 6:5(40+2) /
6:10(49) 6:13(59) 6:18(63) სბ(71რ) სბ(76ს) 6:21(80)

საქართველო

15 თ.სოხაძე; 14-11 ლაშა შალიკაშვილი (ლელ, რეზო გიგაური (ლოკ, დ.კაჭარავა, გიორგი ელიზბარაშვილი (აკდ; 10 ოთარ ბარკალაია (ლელ, 9 გიორგი მჟავანაძე (არზ / 1-3 გიორგი სანიკიძე (ლელ, ჭყონია, შოთა მელიქიძე; 4-5 არჩილ ალიქაძე, გორგოძე; 6-8 ირაკლი ნატრიაშვილი, ვახო ახვლედიანი (ხულ, ჯაბა მალაღურაძე (ყოჩ)

მრქ) გიორგი გეგიძე (აკდ, ენუქიძე, ფაილოძე / გ.ჟღენტი, დაჩი ყუფარაძე (ხულ; შალვა სუთიაშვილი, ლაშა ქათამაძე (აკდ ^ მწ) დავით ჩავლეიშვილი

>>>     18 წლამდელთა ევროპის პირველობა

3-10/04    ტრევიზო (იტალია)

6#საქართველო - 3#იტალია 13:36 (4/04 ფავარო, 8#პორტუგალია 12:5 (7/04 ოდერცო, 5#რუსეთი 3:14 (10/04 პაეზე)

1#საფრანგეთი 32:0 2#ინგლისი

საქართველო

გიორგი ღამბაშიძე, ანზორ ხვადაგიანი, გიორგი საძაგლიშვილი, ალექსანდრე მაღლაკელიძე, გიორგი ბეგაძე, ლევან ხუხუნეიშვილი (აკდ; ოთარ ტურაშვილი, ლაშა თავართქილაძე, ლევან დარასელია, ლუკა კილასონია, გალაქტიონ გაგნიძე, გიორგი გუჯარაიძე, თენგიზ ცისკარიშვილი (უნი; ლაშა მალაღურაძე, ირაკლი გეგენავა, გია ხოჭოლავა, გიორგი ტურძელაძე (ყოჩ; ირაკლი და დავით დაუშვილები, დავით ქუბრიაშვილი (ლელ; გიორგი სოსელია, ბექა ჯიშკარიანი, ალექსანდრე პინჩუკოვი (არზ; შალვა შიოშვილი (ხულ; მამუკა ნინიძე (ქობულეთი; შარლ იაშვილი (ბიარიცი სფრ ^ მწ) გია ჭუმბურიძე, გია ჯავახიშვილი

>>>     შვიდკაცის V მსოფლიო სერია (2003/04)

26-28/03    ჰონკონგი (ჩინეთი) V ეტაპი (24 გუნდი)

საქართველო - პულ) შოტლანდია 0:26 / ჩინეთი 22:17, ინგლისი 0:42 * ფიალა) ტაივანი 19:17, იაპონია 21:26 ^ გავიყავით XIX ადგილი

თასი) ინგლისი 22:12 არგენტინა
სინი (IX) საფრანგეთი 28:22 შოტლანდია
ფიალა (XVII) ქუქეთი 31:9 იაპონია

საქ: გრეგ იაშვილი, გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე კაპ, დათო ბოლღაშვილი, დიმა პავლოვი, ირაკლი გიორგაძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მოდებაძე, ირაკლი გუნდიშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, შოთა საყვარელიძე, ბადრი ხეხელაშვილი ^ მწ) ზაზა ლეჟავა, მნჯ) ზაზა ქასაშვილი

28-29/05    ბორდო (საფრანგეთი) VII ეტაპი

საქართველო - პულ) არგენტინა 7:33, სამოა 0:31, იტალია 19:26 * ფიალა) შოტლანდია 5:12 * ფარ) რუსეთი 22:14, ესპანეთი 10:14 ^ დავიკავეთ XIV ადგილი

თასი) ზელანდია 28:19 ინგლისი
სინი) არგენტინა 22:21 ავსტრალია
ფიალა) საფრანგეთი 26:21 კენია

5-6/06    ლონდონი (ინგლისი) VIII ეტაპი

საქართველო - პულ) ზელანდია 5:43, ავსტრალია 0:31, პორტუგალია 5:28 * ფიალა) იტალია 17:12, ესპანეთი 14:12, საფრანგეთი 14:19 ^ დავიკავეთ X ადგილი

საქ: არჩილ ქავთარაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე, გუნდიშვილი, აბუსერიძე, ი.გიორგაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ოთარ ბარკალაია, სიმონ მაისურაძე, გიორგი კაჭარავა, ლაშა ფირფილაშვილი, ლექსო გუგავა, გიორგი ჩხაიძე

ქულა (8 ეტაპი: ზელანდია 128, ინგლისი 122, არგენტინა 98, ფიჯი 84, აფრიკა 74, სამოა 60, საფრანგეთი 38, ავსტრალია 34 / კანადა 22, შოტლანდია 11; ტონგა კენია 8; კორეა 2, ქუქეთი 1; საქართველო და სხვანი 0

>>>     III ევროპის შვიდკაცა

12-13/06    ვაკე * IV ეტაპი

დირექტორი ბესო გოცაძე

1#საქართველო - პულ) 5#საქართველო$2 31:12, 10#აზერბაიჯანი 80:0, 4#მოლდოვა 12:14, 7#შოტლანდია 29:7 * პლოფ) 3#რუმინეთი 34:3, 2#საფრანგეთი 31:5

საქ: მახო ურჯუკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, ხამაშურიძე, გუნდიშვილი, ი.გიორგაძე, ლაბაძე, აბუსერიძე, ფირფილაშვილი, გ.კაჭარავა, გუგავა ^ მწ) ლეჟავა

26-27/06    კიევი (უკრაინა) VI ეტაპი

2#საქართველო - პულ) 10#ავსტრია 50:0, 8#ლუქსემბურგი 59:0, 3#უკრაინა 24:0, 7#ჰოლანდია 17:0 * პლოფ) 4#ესპანეთი 10:0, 1#პორტუგალია 5:52

ქულა: 1#იტალია 32; 2#პორტუგალია 28 (+341, 3#ირლანდია 28(+323, 4#საქართველო 28(+287; 5 შოტლანდია 22(+297, 6#რუსეთი 22(+247, 7#საფრანგეთი 22(+244, 8#ესპანეთი 22(+64; 9#რუმინეთი 20(+90, 10#პოლონეთი 20(-8, 11#გერმანია 20(-63; 12#მოლდოვა 18(+167, 13#უკრაინა 18(+60; 14#ჩეხეთი 14(+55, 15#ლიტვა 14(+3, 16#ხორვატია 14(-105) / ჰოლანდია ანდორა 12

16-17/07    მალიორკა (ესპანეთი) 16-გუნდა ფინალი

2005 წლის მსოფლიო თასის (18-20/03 ჰონკონგი) შესარჩევი * 7 საგზური

6#საქართველო - პულ) 12#მოლდოვა 29:5, 11#უკრაინა 21:19, 4#შოტლანდია 24:14 * თასი) 3#ირლანდია 12:26 * სინი) 7#რუსეთი 35:0, 5#საფრანგეთი 21:45 / 1#პორტუგალია 21:14 2#იტალია

საქ: აბუსერიძე ი.გიორგაძე ლაბაძე$5ლ დ.კაჭარავა ურჯუკაშვილი$36ქ გუგავა ზიბზიბაძე$7ლ ხამაშურიძე ფირფილაშვილი ხეხელაშვილი / ა.გიორგაძე

>>>     კავშირის ყრილობები და აპარატი

26/01    პირველი * სპორტის დეპარტამენტი (7 საათი)

თავმჯდომარე: თამაზ მგელაძე

ხმა: 5 აკადემია; 4 ლელო ყოჩები აჭარა ქუთაისი; 2 ხულიგანა უნივერსიტეტი; 1 ლოკომოტივი არმაზი დინამო

ბიძინა გეგიძე 14/14 მერაბ ანთაძე

29/03    მეორე    ?

15/04    მესამე * სპორტის დეპარტამენტი

თავმჯდომარე: გუგა გეგენავა

ხმოსნები: შურა თაყაიშვილი (ლელ, ლევან სოხაძე (ყოჩ, მამუკა ტყეშელაშვილი (ხულ, თემურ ბენდიაშვილი (ლოკ, ზურაბ ლოსაბერიძე (უნი, სერგო კეშელავა (დინ, ირაკლი იმნაძე (არზ, ირაკლი კიზირია (ვეტერანები) * არ მონაწილეობდნენ: აკადემია ქუთაისი აჭარა

ახალი პრეზიდენტი: მერაბ ანთაძე (16/0)

გენ.მდივანი: სოსო მაისურაძე/05, ირაკლი ჩხეიძე/09

ვიცე პრეზიდენტი: კოკა ლაზიშვილი/10; ფრანგი დესპანი: მიშელ იაშვილი

ფინანსები: მიხეილ გარუჩავა; პიარი: გოჩა ხუნდაძე, გიორგი მამარდაშვილი, ბაჩო სვანიძე; განვითარება: გია ჭუმბურიძე; სანაკრებო: მალხაზ ნაცვლიშვილი; უცხოეთი: ვასილ აბაშიძე

საშეჯიბრო: ირაკლი ხუციშვილი, მალხაზ კოროშინაძე; სამსაჯო: გოჩა აბაშიძე; ბავშვთა: ირაკლი გვენეტაძე; წესრიგი: მიხეილ კალანდაძე; ლოჯისტიკა: ზაზა კუპრაშვილი

მდივანი: ნატული ჭყონია, ინა ტკაჩენკო/09

23/12    რიგ-გარეშე * ქორთიარდ მერიოთი

9-კაცა გამგეობა: ანთაძე (ავტომატურად; ილია წულუკიძე (27 ხმა; ანდრო აბაშიძე (24; ქუთაისი, გოჩა სვანიძე (22; გუგა გეგენავა, გია ნიჟარაძე (21; ირაკლი კიზირია (16; ალეკო სვანიძე (15) /

ბათუ კევლიშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, პაპუნა ჯაფარიძე (13; თემურ ბენდიაშვილი (6; გია სოსელია (3; სერგო რამიშვილი (1)

>>>     საქართველოს თასი

>>    პირველი ეტაპი

  2/05 უნივერსიტ 50:0 ბაქო
  5/05 აკადემ$2 28:19 დინამო
  ხულიგანა 32:14 არმაზი
  ?/05 ყოჩები$2 10:25 დათვ$2

>>    მეორე ეტაპი

  ?/05 უნივერსიტ 19:21 აია
  აკადემ$2 6:39 აკადემია
  ხულიგანა 13:26 დათვები
  დათვ$2 9:68 ლელო

15/05

აია

17:8

უნივერსიტ

  აკადემია 46:5 აკადემ$2
  ?/05 დათვები 39:3 ხულიგანა
  ლელო 86:0 დათვ$2

>>    მესამე ეტაპი

 მოწინავე ექვსეული

? 30/05 ყოჩები 18:11 აკადემია
  ლელო 41:24 აია
  დათვები 19:35 ლოკომოტ

    /

ლოკომოტ

33:31

ლელო

  აია 15:24 აკადემია

 

დათვები

3:18

ყოჩები

დათვები შეეშვა; შედეგები გაუქმდა

    /

ყოჩები

29:0

აია

    / ლოკომოტ 45:15 აია

30/06

ლელო

31:24

ყოჩები

  1/07 აკადემია 15:12 ლოკომოტ

  5/07

ლელო

28:17

აკადემია

  6/07 ყოჩები 20:12 ლოკომოტ

ექვსეული

მ-წ

გატ:გაშ

ლელო 3-1 131:98
ყოჩები 3-1 91:54
აკადემია 2-2 67:73
ლოკომოტივი 2-2 102:81

აია ქუთაისი

0-4

54:139

 შუა ოთხეული  (VII-X ადგილები)

ხულიგანა (3-1) - უნი 6:12 29:17, აკდ 63:5 52:5

უნივერსიტეტი (3-1) - აკდ 37:14 20:13, დთვ 61:12

აკადემია$2 (0-4) - დათვები$2 (შეეშვა) 10:24 (ბთმ)

 ბოლო ოთხეული  (XI-XIV ადგილები)

არმაზი (5-0) - დინ 25:15 8:3, ყოჩ$2 36:5 47:8, ბაქო 55:13 (15/05)

დინამო (3-2) - ყოჩ$2 28:14 51:17, ბაქო 42:5

ყოჩები$2 (1-4) - ბაქო (0-5) 51:11

>>    მეოთხე ეტაპი * პლეი-ოფი

 ნახევარფინალი

11/07 ლოკომოტ 12:11 ლელო
  ყოჩები 26:21 აკადემია

 ფიალის ფინალი

არმაზი და ბაქო შეეშვნენ

    / დინამო 31:15 ყოჩები$2

 ფარის ფინალი

აია და აკადემია$2 შეეშვნენ

    / უნივერსიტ 18:10 ხულიგანა

 თასის ფინალი

 24/07 ლოკომოტ 55:20 ყოჩები

7ლ: კახიანი ჟღენტი კობერიძე გუგავა (4 7) ზ.მაისურაძე ტრაპაიძე; 4გ 4ჯ: კვინიხიძე სბ გასვიანი - 2ლ: თ.სოხაძე ლობჟანიძე; 2გ: თ.სოხაძე მალაღურაძე; 2გ: თ.სოხაძე სბ თ.სოხაძე, წბ ვ.სოხაძე

რეფ რობიტაშვილი * ვაკე
7:0(3) 10:0(15) 10:3(17) 17:3(28) 17:10(35) 20:10(40) 20:13(40+5) /
27:13(46) 32:13(54) სბ(64ყ) 35:13(65
წბ) სბ(69ლ) 35:20(71) 38:20(73) 45:20(77) 50:20(80+3) 55:20(80+5)

1#ლოკომოტივი, 2#ყოჩები, 3# ლელო, აკადემია; 5#უნივერსიტეტი; 6#ხულიგანა; 7#აია, აკადემია$2; 9#დინამო; 10#ყოჩები$2; 11#არმაზი, ბაქო

>>>     საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

<<    პირველი წრე

  4/09 ყოჩები 23:20 ლელო
  დათვები 11:15 აკადემია
  ლოკომოტ X:0 აია

11-12

აკადემია

23:10

ყოჩები

    /09 აია 5:24 დათვები
  ლელო 21:12 ლოკომოტ

18/09

ლელო

68:8

აია

  დათვები 13:10 ყოჩები
  აკადემია 29:7 ლოკომოტ

25-26

აკადემია

20:20

ლელო

    /09 აია 22:51 ყოჩები
  დათვები 15:7 ლოკომოტ

  2-3

აია

0:X

აკადემია

   /10 ლელო 20:19 დათვები
  ლოკომოტ 36:5 ყოჩები

<<    მეორე წრე

  9-10 ლელო 40:21 ყოჩები
    /10 აია 6:11 ლოკომოტ

16/10

ლელო

29:15

ლოკომოტ

17/10 დათვები 10:8 აია

23-24

აკადემია

33:24

ლოკომოტ

    /10 აია 10:13 ლელო
  ყოჩები 12:19 დათვები

13/11

ყოჩები

21:21

აია

14/11 ლელო 15:11 აკადემია
  ლოკომოტ 29:12 დათვები

27/11

დათვები

6:20

ლელო

29/11 ყოჩები 27:25 ლოკომოტ
  აკადემია X:0 აია

  2/12

აკადემია

X:0

დათვები

  5/12 ყოჩები 16:12 აკადემია

ორი წრე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

ლელო 17 8-1*1 266:145
აკადემია 15 7-2*1 143:103
დათვები (ბთმ) 9 5-5$1 129:126
ყოჩები 9 4-5*1 196:231

ლოკომოტივი

8

4-6

166:177

აია (ქუთაისი) -2 0-9*1$3   80:198

 პირველი ლიგა

7 გუნდი ორ წრედ

1#ხულიგანა (10-1*1) - უნი 16:13 (12/12)

2#დინამო (10-2)

3#უნივერსიტეტი (9-2*1)

 პლეი-ოფი

<<    დარჩენა-ასვლაზე

ლოკომოტივი    31:12 * 38:25    დინამო

<<    შესარჩევი ფინალი (1-2)

11/12

ლელო 6:9 აკადემია

2ჯ: ყიასაშვილი - 3ჯ: კიკნაძე 2, ურჯუკაშვილი

<<    გასავარდნი ფინალი (3-4)

11/12

დათვები 27:12 ყოჩები

<<    წინასწარი ფინალი (წაგებულს ბრინჯაო)

16/12

ლელო 18:17 დათვები

<<    დიდი ფინალი (ბზის თასი)

22/12

ლელო 30:28 აკადემია

ლელო: ყიასაშვილი ქობელაშვილი გ.მჭედლიშვილი ფირფილაშვილი ჯამრულიძე <10-9> ბარკალაია კვირიკაშვილი / სანიკიძე (კახოიძე 67) კობეშავიძე სუჯაშვილი; კოპალეიშვილი გორგოძე კაპ; ს.მჭედლიშვილი სარდანაშვილი ვალიშვილი ^ მწ) მაისაშვილი - 2ლ: ფირფილაშვილი ბარკალაია; გ 6ჯ: ბარკალაია

აკად: ურჯუკაშვილი ელიზბარაშვილი მაჩხანელი კაპანაძე მესხიშვილი <10-9> კიკნაძე მ.კობახიძე (ბეგაძე 80+3) / მაჭარაშვილი (გოგინაშვილი 53) სანადირაძე გელანტია; ბალახაშვილი (ქათამაძე 66) პაპაშვილი კაპ; ჩიკვაიძე ცხვედიანი (ნებულიშვილი 53) ბოლღაშვილი სბ 80+11 ^ მწ) ნარიმანაშვილი - 3ლ: პაპაშვილი ცხვედიანი გელანტია; 2გ: კიკნაძე ურჯუკაშვილი; 3ჯ: ურჯუკაშვილი

რეფ ჯავახიშვილი; კიდ: ნარიმანიძე ამირხანაშვილი
ეროვნული (ათასი) 7:0(2) 7:7(6) 12:7(7) 15:7(18) 15:10(23) 18:10(32) 18:15(36) /
18:18(43) 21:18(47) 24:18(51) 27:18(61) 27:25(69) 27:28(76) 30:28(80+1) სბ(80+11ა) ბოლო (80+17)

>>>     შავი ზღვის თასი

ოდესა (უკრაინა * ორგანიზატორი ზაზა ქასაშვილი

იმედი$ლ აკადემია -
ოდესა 50:11 (14/10 * Iტ 22:6)
ფილი მოსკოვი 10:3 (17/10 * Iტ 7:3)

>>>     ლეგიონი

ბესო ჯანგავაძის (მთავარი სპორტი) მიხედვით

<<    საფრანგეთის ტოპ 16

გოდერძი შველიძე, დავით აშვეთია (კლერმონი; ტატო რატიანიძე, დავით ხინჩაგიშვილი (ბეზიე; სოსო ნიკოლაენკო, მამუკა მაგრაქველიძე (მონპელიე; ლევან ღვაბერიძე (გრენობლი)

<<    საფრანგეთის პრო დ2

გრეგ იაშვილი (ბორდო; გიორგი წიკლაური, ვასილ კაცაძე (ალბი; გიორგი კუთარაშვილი (უაიონაზი; სანდრო ესაკია (ტიროსი; გია ლაბაძე (ტულონი)

<<    საფრანგეთის ფედ 1

პალიკო ჯიმშელაძე (ბობინი; ზურაბ მჭედლიშვილი, ალეკო მარგველაშვილი (დომონი; დავით გასვიანი, ბესო უდესიანი, ავთო კოპალიანი, ირაკლი გიორგაძე (შალონი; ვიქტორ დიდებულიძე, გიორგი ჩხაიძე (მასი; დიმიტრი ხოჭოლავა, ირაკლი აბუსერიძე, მევლუდ მთიულიშვილი, ილია ზედგინიძე (ორლეანი; კოტე ჯინჭარაძე (ბურგ-ან-ბრესი; შოთა მოდებაძე (ლიუნელი; დავით ზირაქაშვილი (ობენაზი; დავით დადუნაშვილი, ილია მაისურაძე (ნიმი; ? გერა ჯავახაძე (შატორენარი; თედო ზიბზიბაძე (გურდონი; ლევან კობიაშვილი (მაზამე; ვანო ნადირაძე (გაიაკი)

<<    საფრანგეთის ფედ 2

ლევან დათუნაშვილი (ვიერზონი; ოთარ ელოშვილი, სერგო გუჯარაიძე (კომპიენი; ლევან ჯაველიძე, ზურაბ მოგელაძე (ნანტი; ბადრი ხეხელაშვილი (კონიაკი)

<<    საფრანგეთის ფედ 3

ირაკლი მოდებაძე (ლილი; ზურაბ ბერძენიშვილი, ჯაბა მალაღურაძე (შატორუ)

<<    იტალიის სუპერ 10

აქვსენტ გიორგაძე (როვიგო)

<<    შიდა ინგლისის დივ 1

ზვიად მაისურაძე, ბიძინა სამხარაძე (ვოლსოლი)

<<    რუსეთის სუპერ-ლიგა

რატი ურუშაძე, ირაკლი ნინიძე, მიხეილ სუჯაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე (ენისეი; დავით კიკნაძე, ზაზა ჩირგაძე, ვალერი ცნობილაძე (კრასნი იარი; ზაზა შვანგირაძე, კარლო მაღლაკელიძე (პენზა; თორნიკე აშვეთია, ზურაბ კიკაჩეიშვილი, ბექა ყურაშვილი, გიორგი მინაძე, გრიგოლ ცნობილაძე (ნოვოკუზნეცკი)

<<    მოსკოვის ურჩხულები (დრაკონი)

პეტრე პერცოვი, გუგა იმნაძე, გიორგი კახიანი, ლევან ვასაძე, დავით დგებუაძე, სანდრო ბუზალაძე, ირაკლი სიხარულიძე, თემურ ცინცაძე

>>>     რაგბი-ლიგა

პრეზიდენტი: პაატა ცინცაძე; მთ.მოხელე: ნოდარ ანდღულაძე

გამგეობა: სანდრო ბარამიძე, გეგა კვაჭაძე, დავით კილასონია, მერაბ მეტრეველი; მედია-ატაშე: გიორგი ხაჩიძე

<<< >>>