"ანთიმოზი" შინ დარჩა

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2005 წელს, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" პირველად შემართეს "ანთიმოზ ივერიელის თასი" და "ერთა თასზეც" დაწინაურდნენ; ახალგაზრდებმა უბობოლებო ევროპაზე იჩემპიონეს; მოვიგეთ ბათუმის შვიდკაცაც; "ლოკომოტივმა" წაუგებლად იასპარეზა თასზე, პირველობასა და სინზე; ფანობამ კი იხილა "13 ქართველის" ფერხული და ბურთაობა.

თებერვლიდან ჯერ მაისისთვის რომ გადაიდო, მერე კი სულაც გაუქმდა სამხრეთ აფრიკაში, "ბლუ ბულზთან" სტუმრობა, ნაკრებმა XXI საუკუნეში უცოტავესი, ხუთი მატჩიღა გამართა. ყველა ცოცხლად აჩვენა საზოგადოებრივი ტელევიზიის (ზაზა შენგელია) "პირველმა არხმა" და ცუნამით დაზარალებულ აზიელთა შესაწევნად, ლონდონში გამართული "ნახევარსფეროთა რკენაც" აცქერინა პუბლიკას, ნოემბრიდან კი ბადეში ირბ-ისეული, 25-წუთა კვირეული მიმოხილვაც ჩასვა და 14 თვე ამსახურა რაგბის პროპაგანდის საქმეს.

"ერთა თასი" შარშან, ნოემბერში, რუსეთის სტუმრად ჯობნით გავხსენით, პორტუგალიაში კი თებერვლის პირველ უქმეებზე იმად ჩავედით, რომ მეტოქემ თამაში მეოთხე რაუნდიდან გადმოადებინა, ესაო და შვიდკაცის მსოფლიო თასს ემთხვევაო. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ვერ მოხერხდა მსაჯად იტალიელი კარლო დამასკოს შეცვლაც, მაგრამ წამატებულ დროში ჯერაც წინ ვიყავით და მერეღა წავაგეთ ლობუშთან ერთობ მწარედ და თანაც ზედიზედ მესამედ.

რაგბი ბარაქიანი გამოვიდა. "თამაში იყო უშეღავათო. მოისრა ბევრი და ბოლოს ატყდა ჩხუბიც, რომელშიც მასპინძელთა მოძღვარი ტომეჟ მორეიში მოედანზე შეიჭრა, ესაო და აქაურობის ბატონ-პატრონი ვარო. მეტოქეს ძაან ვჯობდით სტატიკაში, ისინი კი დინამიკაში იყვნენ უფრო მაგრები. მიზანს ჯაფით ვაღწევდით, ხოლო ლობუში ნაკლები გარჯით კრეფდა ქულებს. ჩამოვრჩით ჩვენივე უხეირობითა და მსაჯის მუხთლობით, მერე კი იმდენი ჯანი შევალიეთ მასპინძელთა დაწევასა და წინ გასვლას, რომ ბოლო წუთზე ღონე ვეღარ გვეყო"

მეტოქის კარნახით

საწყის საათში ფეხით უხეიროდ ვურტყით და ბურთიც ბევრჯერ დაგვივარდა. მეტოქემ შენიშნა ჩვენი სისუსტე და ზურგში ხშირად გვიკიდებდა. პირველ მეოთხედში ფაზურ შეტევებზე ისინი სხარტი ბურთაობით გვპასუხობდნენ. მალე დაგვემტვრა ორი წამყვანი მორკინალი. ანგარიში ბესო უდესიანის გარღვევის შემდეგ, ხეირზე, არეკნით გავხსენით, როცა ბესიკ ხამაშურიძემ ალამს უწია, მაგრამ პორტუგალიამ იხელთა თავისივე კიკოფი და არეკნითვე გაგვიფრევა.

3:3-ზე 5-მეტრა დერეფანში მოლი რომ ავაგორეთ, რეფმა მეორედ მიძალებაზე ბლოკირებისთვის დაგვაჯარიმა. მორიგი შტურმის დროს ბურთი დავკარგეთ, იმათ ხელდახელ შემოგვიტიეს და რომ გაგვიგორეს, წელ-მტკივანმა მახო ურჯუკაშვილმა ვერ აიღო და ბურჯი ფერეირა ბარაქიან მეტობაზე ეწია მიზანს. ტაიმის ბოლოს მსაჯმა მარწუხები მოგვიჭირა და მეტოქის კარნახით კაციც გაგვისინბინა, მაგრამ საათის თავზე იმათ დაღლა დაეტყოთ და ვიძალეთ.

კაც-ნაკლული ლობუში მოლით დავალელოვეთ და ჯარიმით წინაც გავედით, პორტუგალიის ტელევიზია (!) კი გოლს არ გვითვლიდა. მასპინძლებმა თავზე ხელი აიღეს, მაგრამ 5-მეტრა შერკინებაში ძვრაც ვერ გვიყვეს. უდესიანის სოლოებითა და ოთარ ბარკალაიას დარტყმებით თამაში იმათ ნახევარზე გადაიტანეთ. ლობუში ბოლოს შვიდკაცაზე გადავიდა და გაუმართლა: იმის ნაცვლად, რომ დინჯად გვეტია და დრო გაგვეყვანა, ოვალი მეტოქეს დავურტყით, იმათ კი წყვილი ბლოკითა და წინ პასით აქეთ დაგვალელოვეს.

სოლიდარობის შოუ

თებერვლის ბოლოს უკრაინა 14 წლის შემდეგ ისევ გვეწვია, ოღონდაც სრულიად მოუმზადებელი. გუნდს "ერთა სინზე" თვით გერმანია ჩამოეტოვებინა და "ერთა თასზე" ამოსულიყო, მაგრამ ფედერაციას ოფისი გადაწვოდა და სპორტ-ორგანიზაციებიდანაც თუმც პირველი მისალმებოდა "ნარინჯისფერ რევოლუციას, ახლებს მაინც გამოეძევებინათ "სპარტაკის" სტადიონიდან, რათა იქ რაგბის ნაცვლად ფეინთ-ბოლი და ლუდის ფესტივალები ემართათ.

ხახოლებს ზამთარში კლუბებშიღა ევარჯიშათ. სტუმრები მატჩის წინა ღამესღა ჩამოვიდნენ, მერე კი სამი დღე დარჩნენ. მათ სტადიონსა და ბანკეტზე შეეგება უკრაინული სათვისტომო, ჩვენს მწურთნელთა დუეტს - მალხაზ ჭეიშვილსა და დავით ჩავლეიშვილს კი ისევ დაემატა პაატა ნარიმანაშვილი, ვინც "კავშირში უფროსობის ცვლის კვალად თავიდან გაყვა სხვა აკადემიელებს, მაგრამ მერე ქართული რაგბის საზოგადო ინტერესი მეგობრობაზე წინ დააყენა"

მატჩი "უსისხლო რევოლუციებით დაახლოებული ორი ექს-საბჭოთა რესპუბლიკის სოლიდარობის შოუს უფრო ჰგავდა, ვიდრე სპორტულ პაექრობას, მაგრამ რაგბის ადათით ეგრეა, რომ თუ მეტოქის იოტისოდენი პატივისცემა გაქვს, იგი მოედანზე არ უნდა დაზოგო, ხოლო ნამატჩევს მასთან ერთად გემოზე მოულხინო" ჰოდა, გავიტანეთ 11 ლელო და ძაან გამოვიკეთეთ სამარადჟამო ბალანსი, იმათ კი 20 მეტრიდან ორჯერ დაახაიეს და თამაშის ბოლოს, 5-მეტრა ჯარიმაზეც, მანამ არ გაეკარნენ ბურთს, სანამ მსაჯმა ხონჩით არ მიართვათ.

"საროს" კვართები

რუმინეთმა ერთ-დღე-ღამიანი კავკასიური ბლიცი საგულდაგულოდ დაგეგმა და საგზალიც წამოიღო, რათა არ მოგვეწამლა, მაგრამ ჩვენს მიერ დაწესებული მოოქროვილი "ანთიმოზის" თბილისში დატოვება კი მოუხდა. "სტეჟართან" საბუღრაოდ დაგვიბრუნდნენ ვეტერანები, გია ლაბაძე და პალიკო ჯიმშელაძე, იმათ კი აკლდათ ოვიდიუ ტონიცა.

ბურთად "გილბერტის" ნაცვლად ბორჯღალიანი "სამითი" ავირჩიეთ; "თავისუფლება" ცოცხლად პირველად იმღერა "ქართული ხმების" მეორე ხმამ, ძველმა მორაგბემ, გივი ჭიჭინაძემ; "სარომაც" ნაკრები შემოსა "სადა და გემოვნებიანი, ტრადიციული მოშინდისფრო კვართით, რომელშიც აღარც თალხი ელემენტი ერია და ვეღარც ჩინურ- ბელუჯურ-სომალური დიზაინის განუყოფელ ელემენტს, ვეება ობობა-რვაფეხას აღმოაჩენდა ესთეტი საზოგადოება"

"შვილ მწურთნელთა" ტრიოს მხარში დაუდგნენ "მამები" - ბათუ კევლიშვილი და თემურ ბენდიაშვილი; გამტყუნდა ამინდის პროგნოზი: თოვლ-ჭყაპის ნაცვლად რაგბი სანაქებო დარში ჩატარდა; შეცდა "ოლიმპიც", როცა ივარაუდა, რუმინეთს შერკინებით ძველებურად მოვერევით და ჯარიმებს მოვიპოვებთო, მაგრამ ის კი სწორად ივარაუდა, იღბალი ვერ იქნება სტეჟარის მარადი მოკავშირე და შეცდომათა მოდარაჯე გუნდს კოკა ერთხელაც წყალზე გაუტყდებოდაო.

თედომ წაღლიტა

რუმინეთმა გაგვაოცა - მატჩი შეუცვლელად, 15 კაცით ჩაატარა და მაინც აქეთ დაგვიჯაბნა ნაქები შერკინება, მაგრამ ბეკებით ვეღარაფერი დაგვაკლო. ფრანგთაგან დამოძღვრილი სტუმრები სტრატეგიაშიც ჩაიჭრნენ - მეორე ტაიმის დასაწყისში, ფრეზე, ლელოს გამოეკიდნენ და გასატანი ჯარიმა სამჯერ კიდეზე გადაიტანეს, მაგრამ მოლებში გავუმკლავდით. იქვე სტეჟარმა ფრთამდე ჩაათამაშა ბურთი, მაგრამ ირაკლი მაჩხანელმა გვიხსნა, ლაბაძემ კი არეკნზე ტოფანს დაუფარა, ოვალი იხელთა და დადევნებულ ტეოდორესკუს გაუსწრო.

რუმინეთმა მალევე აღადგინა წონასწორობა და მერე ერთი-ორჯერ შიშიც გვაჭამა, მაგრამ ბოლოს თავადვე დაფრთხა და დაყაბულდა ფრეს, რომლითაც, როგორც მფლობელი, ანთიმოზს შეინარჩუნებდა. მიმდინარეობდა მეოთხე წამატებული წუთი, ფორტუნამ პირი ჩვენსკენ რომ იბრუნა - მეტოქემ მოედნის შუაწელში დერეფანი მოგვიგო და ხაზით ზრდილობისთვისღა შემოგვიტია, მაგრამ ზედახორაში ბურთი თედო ზიბზიბაძემ წაღლიტა და 60 მეტრი ეულად ითარეშა!

სტუმრებმა 25-მეტრა დერეფანში მოლის აგორება კიდევ მოასწრეს, მაგრამ ჩვენებმა ბურთი იქვე გაუჭედეს. ბიჭებმა უძვირფასესი ჯილდო მოედანზე გასულ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს მიართვეს, კარპატელები კი მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ. თავდაპირველი განაწილებით მატჩს ჩეხი ტომაშ ტუმა უნდა გაძღოლოდა, მაგრამ ფირა აერ-ის პან-ლათინურმა მაფიამ იჩალიჩა და მოგვიჩინა მორიგი იტალიელი, ჯულიო დესანტისი, ვინც ჯამბაზივით გაისაჯა და გუნდები რიგრიგობით აჯარიმა.

კერის გასაღვივებლად

რუსეთს ფირა აერ-ში ქომაგი რომ არ ჰყავდა, შვიდკაცის მომიზეზებით ჩეხეთში გასვლა ვერ გადაადებინა და უკეთესი ბეკები რომ მოისაკლისა, ლაფში დამარცხდა. მარტში შემწყდარი შეჯიბრი ივნისში განახლდა. ლიდერმა პორტუგალიამ ციმბირშიც იმარჯვა: თამაშის ბოლოს მუჟიკები ორ ქულას აგებდნენ, მაგრამ გურუ იგორ მირონოვის მითითებით, ჯარიმა კიდეზე დაარტყეს და ამაოდ დაშვრნენ.

მერე ლობუშმა რუმინეთშიც უტია ნახევარი საათი და სტეჟარმა რომ გაუძლო, სამი ლიდერის მინი-ტურნირში საუკეთესო მაჩვენებელი (პლუს 3) ჩვენ აღმოგვაჩნდა. ფირა-ული ტრადიციით, პირველობა ალალად გვეკუთვნოდა, მაგრამ ამ ორგანოს ჩუმჩუმელაობის გადამკიდე, ვებ-მედია უფრო მაგ აზრზე იდგა, რომ ქულათა ტოლობისას გადამწყვეტი მთელ ტურნირში გატანილ-გაშვებულის სხვაობა იქნებოდა.

ჩვენმა ბანაკმა გამოთვალა, რომ ამ კრიტერიუმით რუმინეთის გასასწრებად ჩეხეთი მინიმუმ 61 ქულით უნდა გვეძლია. ნაკრების ნათლობა რიონის პირად კი შემდგარიყო, მაგრამ მას აქეთ ქუთაისს 16 წელი ვეღარ ენახა ბორჯღალოსნები და ოვალური ბურთი გულიდან გადავარდნოდა.

მინავლებული კერის გასაღვივებლად კავშირმა გადამწყვეტი მატჩი "მამა ქალაქში" დანიშნა. ბიჭებმა ცდა არ დააკლეს, რათა ქუთაისელ მოზარდებს ენახათ, თუ რაგბი რარიგ დიდებული სანახაობაა. შედგა ნიაზ მამრიკიშვილის ტელე-დებიუტი; მამუკა გორგოძემ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა; ჩვენები საკუთარ ოსტატობაში ისე თავ-დაჯერებულნი იყვნენ, რომ ნებისმიერი ადგილიდან უტევდნენ. ჰოდა, ბოლომდე ორი წუთით ადრე მე-11 ლელოც რომ გაიტანეს, რაგინდარა დებულებით პირველ ადგილზე გავიდნენ.

მონაცემები მოგვიწონეს

სამ-გუნდა, ერთ-წრიანი შეჯიბრი მოიგო რაგბი-ლიგის ნაკრებმა, "ცამეტმა ქართველმაც. უცხო თამაში სამშობლოში შარშან შემოდგომაზე დანერგა საფრანგეთში მოღვაწე პაატა ცინცაძემ. შეიქმნა ფედერაცია, მოეწყო პრეზენტაციები, ამოქმედდა საითი, გამოიცა წესები და პრომო-ბუკლეტები, საქართველო ევროპულ რლეფ-ში მიიღეს და გაეროს მისიის თანამშრომლის, სამოელი რიჩი ალეს ხელმძღვანელობით ბიჭებმა ახალი წლის წინ ვარჯიშიც დაიწყეს, მაგრამ მარტში უსახსრობით ჩაიშალა საფრანგეთში გამგზავრება.

იქ 25 რჩეულს ავსტრალიელთა ხელქვეით უნდა გაეღრმავებინა ცოდნა. მანამდე, თებერვალში, 13-კაცას ნაზიარები ბიჭები პირადად გასინჯა კავკასიაში ჩამოსულმა რლეფ-ის მთავარმა მოხელემ, შოტლანდიელმა ქევინ რადმა და მონაცემები ერთობ მოუწონა. ევროპამ შეპირებული გრანტი კი დაუგვიანათ, მაგრამ ლიგის გამგეობა მაინც არ გატყდა და ჰოლანდიაში წასასვლელ ფულს მოუყარა თავი, ხოლო რადმა მატჩის ადგილას, როტერდამში განმანათლებლად მოავლინა ინგლისელი ვინი ვები, ვინც ქართველებთან მერეც მუშაობდა.

გურუმ ბიჭები სამი დღე ავარჯიშა. აქაური მედიიდან რკენას მხოლოდ "საქართველოს რადიოს" კორესპონდენტი, დავით ფრანგიშვილი დაესწრო და "ესტაფეტაში" მოაწყო ჩართვები. "ცამეტ ქართველს" ლიგა რომ არასოდეს ეთამაშა, შვიდი ინგლისელისა და ერთი ავსტრალიელის მყოლი "ორანიეს" საწყისი შტურმისას სუნთქვა შეეკრა, მაგრამ მაინც მაგრად დაუდგა მიმხვდურს, მერე კი გიორგი კობერიძემ პასი ჩაჭრა და ჩვენი ლელოდან იმათამდე ირბინა.

აბა, რაგბი ლიგურად!

ქართველები ლიგის რიტმს თანდათან მოერგნენ და რაღაი რაგბობა ჰოლანდიელებზე ბევრად უკეთ იცოდნენ, ულაპარაკოდ გაიმარჯვეს. ამას, შემდეგი მეტოქის გამოჩენამდე, ორ-თვიანი პაუზა მოყვა. ნორჩი რლეფ ოდენ მესამედ ატარებდა "ერთა თასს" და მისთვის შესარჩევის შეკოწიწებასაც ლამობდა. წრე მარაქაში სერბეთის გარევით შეიკრა. ჩვენი არ იყოს, ლიგას იქაც მორაგბეები ეტანებოდნენ, ოღონდაც არდადეგებზე, სხვაფრივ კი ქვეყანა 13-კაცა თამაშს 48 წლის შემდეგ მეორედაც ზიარებოდა.

"ცამეტი ქართველის" საშინაო დებიუტი ივლისის ბოლოს, ღამის ცხრის ნახევარზე, ეროვნულზე დაინიშნა. "პირველმა არხმა" ეს მატჩიც პირდაპირ გადაცა, გაზეთებიდან კი იაქტიურა "ოლიმპმა" და 13-კაცას წარმოჩინებას წერილთა წყება მიუძღვნა. მათგან მთავარს "აბა, რაგბი ლიგურად!" ერქვა და იმით იწყებოდა, რომ "ფანობა აქამდე დამუღამებულიდან ძაან განსხვავებულ რაგბს იხილავდა"

"ლიგის პიონერები სულ ხელდახელ იბურთავებენ, ოვალს აუტში არ დაარტყამენ, მეტოქეს აიტაცებენ და მიწაზე მწარედ დაანარცხებენ, მოედნის მთელ განს გამოიყენებენ და გაუთავებელი ზედახორებითა და ბურთისთვის ჯაჯგურით გულს არ გაუწვრილებენ მაყურებელსო" გვპირდებოდა გაზეთი და იქვე შენიშნავდა, რომ "ლიგა რაგბს ტრადიციით არ ჩამოუვარდება და თუ ჩვენში აქამდე ვერ დაინერგა, მიზეზი ისტორიაშია საძიებელი და არა 13-კაცურ ესთეტიკაში ან მორალში"

სალამ-ქადილი

პრემიერა წარმატებული გამოვიდა. რომ გავედით "ერთა თასზე, მაგით შინ დარჩენილთა, ანუ საფრანგეთში წაუსვლელთა ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენის შანსი გაუჩნდა და მხარდამჭერიც მოუმრავლდა მოსაზრებას, რომ "ლიგაში, რაიც ზედმეტობებ-და-შავ-სამუშაო-მოკლებული რაგბია, ჩვენი უნარი უკეთ წარმოჩნდა"

ლიგის მოთამაშე აქტივმა (ნონო ანდღულაძე, გიორგი ასათიანი, კახა ალანია, კახა კობახიძე) სხვაფრივაც ფერადი შოუ დადგა. მატჩამდე ლიანგმა დააჭაშნიკა მედოლეთა ულტრა-თანამედროვე ბენდი და ცეცხლოვანი წვიმა, სეირის თვალი კი იყო გურუ ალეს რჩევით, ჯერ კიდევ თებერვალში დამუღამებული წინა-საომარი სალამ-ქადილი, სახელად "ფერხული", რომლის გამოც ინგლისელი თვითმხილველი "ტოტალ რაგბი ლიგის" საფიხვნოზე წერდა, განთქმული ზელანდიური ჰაკა, კავკასიელთა რიტუალთან შედარებით, ჩაიზე მიპატიჟებად ჩანსო.

<<    სარაგბო ფერხული

ცამეტი ქართველი მებრძოლი დღეს
გიწვევთ ბრძოლაში, ბრძოლაში გიწვევთ!
ჩვენ ვდგავართ ერთად და ვამბობთ ერთს:
გულები ბრძოლის წყურვილით გვიცემს!

მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს,
მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს:
ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!

რატი ამაღლობელის ლექსი
ილიკო სუხიშვილ-უმცროსის ქორეოგრაფია
ჯემალ ხუნდაძის გაწაფვა
ელიბო იმერლიშვილის რიტმ-დოლი

კავკასიური შნოთი

გაზაფხულზე ლიგელთა სტაჟირება რომ ჩაიშალა, კანონიკური რაგბის მიმდევარი ერთბაშად სამი, სულ სხვადასხვა ნაკრები - ერთბაშად 75 ქართველი - მსოფლიოს სამ სხვადასხვა ბოლოში (ჰონკონგი ფლანდრია კვაზულუ-ნატალი) დროულად გაფრინდა. ჩინეთის ექს-ბრიტანულ სამფლობელოში შვიდკაცის მსოფლიო თასი მოეწყო. კავშირმა ზაზა ლეჟავას მიერ შედგენილი მზადების გეგმა რომ არ დაამტკიცა, მოძღვარი გადადგა, მაგრამ მერე მეგობრებმა დაიყოლიეს და სახელდახელოდ შეკრებილი გუნდისთვის მაინც ასარდლებინეს.

ოთხი წლის წინდელი შედეგი ერთი ადგილით გავაუარესეთ, რაც გარემოებათა გათვალისწინებით "დამაკმაყოფილებლად" შეფასდა. პარასკევს, პულში, ფავორიტებთან სამივე მატჩი წავაგეთ, მაგრამ შაბათს კონკურენტები მოვასრიალეთ და მოვხვდით შუა რვეულში, სინზე, სადაც ნახევარფინალში გავედით და 24-გუნდა ცხრილის ზემო ნახევარში დავაფინიშეთ. მერე, ზაფხულში, მსოფლიო და ევროპულ სერიათა ორ-ორ ეტაპზე და ევრო-ფინალშიც ვიჩაუქეთ, მაგრამ ჯილდო - თასი ერთგანღა, ბათუმში შევმართეთ.

აჭარამ ვაკის ტურნირი ამ ერთხელ გადაიბარა. ფინალს იოლად ვუწიეთ, იქ კი მარცხს სასწაულად გადავურჩით. ბოლომდე ოთხ წუთი რომ რჩებოდა, რუსები 12 ქულით გვიგებდნენ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში კავკასიურმა შნომ გვიშველა: ჯერ დავით ჟამუტაშვილმა ლიგურად შეიგორა ბურთი და დაახტა. მერე დავით კაჭარავამ უფროსი ძმის მიერ შორიდან დაწყებული კონტრ-იერიში დააგვირგვინა, კიკოფზე კი ბრძენმა ბესიკ ხამაშურიძემ ათ მეტრზე დაარტყა ოვალი, მას თავადვე დაწვდა და გიორგი ელიზბარაშვილი გაანავარდა.

მშრალზე დაგვტოვეს

რაგბს ოლიმპიური ოცნება 8 ივლისს, სინგაპურში დაემსხვრა: ხმოსნებმა სამ-ეტაპიანი კენჭისყრით 2012 წლის, ლონდონის თამაშების პროგრამიდან ჯერ ბეისბოლი და სოფთბოლი ამოიღეს; მერე ხუთი კანდიდატი სპორტიდან სქვოში და კარატე დააყენეს შვიდკაცასა და გოლფზე წინ; ბოლოს კი ოლიმპიადაში აღარც კანდიდატები ჩართეს. ამით ბრიტანეთს 50 მილიონი გირვანქა დაეზოგა, რეპერტუარის განახლებაზე შემდეგი მსჯელობა კი მახვშებმა 2009 წელს დათქვეს.

ირბ-მა აგვისტოში გამოაცხადა, რომ 2003 წლის მსოფლიო თასის ამონაგებიდან 30 მილიონს რაგბის განვითარებაში ჩადებდა, ოღონდაც წყალობას პირველი და მეორე დონის 17 ქვეყნისთვისღა გაიღებდა. ამით ტურნირის 20 მონაწილიდან მშრალზე დარჩნენ საქართველო, ურუგვაი და ნამიბია, ხოლო "ერთა თასზე" ჩვენს მთავარ მეტოქეს, რუმინეთს სამ წელში მილიონ-ნახევარი გამოეყო.

ირბ-მა ჩვენს, მესამე დონეს აუდიტიც დაუნიშნა, რათა სამომავლოდ მეორეზე აღსაზევებლები ამოერჩია. კავშირის ვიცე- პრეზიდენტმა კოკა ლაზიშვილმა სათანადო ფორმა 1-2 აპრილს, დუბლინში გაუხმაურებლად (!) გამართული VII ყრილობიდან წამოიღო და ივნისში აქაურ ექსპერტს, დავით სელეპანიშვილს შეავსებინა, მაგრამ მას აქეთ ოთხი წელი გავიდა, ხეირი კი არაფერი ჩანს.

ირბ სასტიკ შარში გაეხვია წლის ბოლოს, 17 ნოემბერს, როცა სრულიად რაგბეთის ვარაუდის საპირისპიროდ, 2011 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა დააკისრა მომცრო, ქვეყნიერების კიდეზე ჩაკარგულ ახალ ზელანდიას და არა აყვავებულ გიგანტს, იაპონიას. მახვშებმა, მხცოვანი ირლანდიელი დოქტორის, სიდ მილარის თავკაცობით, ოვალურ ბურთზე შეყვარებულ კივებს ძველი ვალი ხომ გაუსტუმრეს და დანარჩენ წევრებსაც აგრძნობინეს, რომ რაგბის ოჯახი ჯერაც იყოფოდა სახლიკაცებად და გარეშეებად.

ტეროსის შატალო

შარშანდლის დარად, გაზაფხულზე სამი ასაკობრივი ნაკრები გაემგზავრა უცხოეთს. 19-წლამდელებს წინა სამ მსოფლიოზე ერთობ საპატიო, X ადგილი დაეჭირათ, ამჯერად კი, სამხრეთ აფრიკაში, ვეღარც ბოლო, მეხუთე, მხსნელი რკენა მოიგეს და 12-გუნდა ელიტიდან გავარდნენ. 18-წლამდელებმა ჩრდილო საფრანგეთში უპრობლემოდ შეასრულეს პროგრამა-მინიმუმი და 8-გუნდა პირველ ჯგუფში დარჩნენ, 20-წლამდელებმა კი ესპანეთში რომ იპირველეს "უბობოლებო ევროპაზე, ჩემპიონები ქუთაისში, ჩეხებთან "ერთა თასის" მატჩის შესვენებაზე, თვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიკითხა.

18-წლამდელებში ყველაზე მეტი, შვიდი ბიჭი მიავლინა "უნივერსიტეტმა, ვისაც აფრიკის "ბლუ ბულზი" (ლურჯი ხარები) ასპონსორებდა; 19-წლამდელებში სხვებზე მეტი, შვიდი მოთამაშე ჰყავდა "იმედი$ლ აკადემიას, 20-წლამდელთა ნაკრების ექვსი წევრი კი ახალმა კლუბმა, "არმაზმა" გაზარდა.

შედგა 16-წლამდელთა გუნდიც, რომელსაც 13-კაცა უნდა ეთამაშა მოსკოვში, მსოფლიო პირველობაზე, მაგრამ ჩვენს ლიგურ თემში უცებ შეიცვალა ხელისუფლება: მობურთალებმა, საქართველოს კანონის ფარგალში, ცალკე ფედერაცია შექმნეს, ევროპულმა რლეფ-მა კი სექტემბერში მხარი ახლებს დაუჭირა. ამის შემდეგ "ცამეტი ქართველი" "ერთა თასში" ჩაება და ლუჟნიკის ხალიჩაზე ბურთაობის გარდა, გალუმპულსა და გათოშილ ვაკეშიც დაუხვდა ფრანგ "მამლაყინწებს", ლიგის ხათრით ზაფხულში ქალაქად დარჩენილი ბავშვები კი უფროსებმა გააწბილეს.

ფრანგებმა ათი უპასუხო ლელოს გატანით ლიგაობის გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ჩვენი მორაგბეები კი ვერაფრით მოშორდნენ კიდეს, პირველსავე შეტევაზე აუტში გადადიოდნენ და ხუთ ცდას კარგავდნენ. ვაკეშივე, შემდეგ ორ ვიქენდზე, ბასკი ხოსე-მარია ეპალსას მიერ მოგონილ "საკონტინენტთაშორისო თასზე, შარშანდლის საპასუხო ვიზიტით უნდა გვწვეოდნენ ჯერ ურუგვაი და მერე ჩილე, მაგრამ ესპანეთამდე ჩამოსულ "ტეროსში" არეულობა დაიწყო და რეიტინგი რომ არ გაუარესებოდა, გუნდი კავკასიაში აღარ გადმოფრინდა.

მწარედ დასცა

"კოპას" ორაზროვანი დებულების თანახმად, სიტყვაზე და არა წერილობით, ჩაგვეთვალა უპრემიო მოგება, რისი გადამკიდეც პორტუგალიამ გატანილ-გაშვებულის სხვაობით გაგვისწრო და ჰიპოთეტური თასის მფლობელი შეიქნა, კავშირის მყისმა ზარალმა კი 20 ათასი დოლარი შეადგინა.

კლუბთა ჭირვეულობის გამო, ლეგიონერთა უმეტესობა ჩილემდე საფრანგეთში მიბრუნდა, გოდერძი შველიძეს კი სეზონში მეორედაც ატკინეს გული: თებერვალში რომ წარვადგინეთ "ნახევარსფეროთა რკენაზე, ჩრდილოეთის ინგლისელმა გადიამ, ქლაივ ვუდვორდმა წარმომავლობით დაიწუნა, მაგრამ მერე რაზმი მარქაფით აავსო; ახლა კი უნივერსალ პირველ-ხაზელს ნაკრებისთვის პირველად უნდა ეყოჩა, მაგრამ როგორც მერე გამოჩნდა, ამას სამი წლის შემდეგღა ეღირსა.

პირიანი ჩილე ჩამოვიდა და შინდისში დაბანაკდა. გავსინჯეთ რეზერვი: ბურჯმა გიორგი კუთარაშვილმა კოხტად იბურთავა; ბეკმა ჟამუტაშვილმა ხისტად ბოჭა და რეიდებიც მოაწყო; ნაკრებში წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ ხმობილმა ბობა კვინიხიძემ ხაზი რიგიანად გეზა და კარშიც ზუსტად ურტყა; შუამარბად გამწესებულმა ირაკლი მაჩხანელმა გადაკიდებულები გამოაქცუნა, მამუკა გორგოძემ და ბესო უდესიანმა კი ჩვეულ ყაიდაზე არღვიეს მწყობრი.

კი გამოიდარა, მაგრამ გრუნტი მაინც მძიმე იყო. შორ გზაზე ჩამოსული ჩილე რაგბის ყველა კომპონენტში დავიბრიყვეთ. ფრანგ მსაჯთა აშკარა მიკერძოება რომ არა, "კონდორესი" ბარემ 40 ქულით მოისრებოდა. დებიუტი ლელოთი აღნიშნა რიონის პირელმა მორკინალმა გიორგი ნემსაძემ, რუსულ რაგბი-ლიგაში დავაჟკაცებულმა სხვა ქუთათურმა, ბეკმა ირაკლი ჩხიკვაძემ კი სოლესი ისე მწარედ დასცა, რომ ამან გონი დაკარგა და თამაში ოთხი წუთით შეწყდა.

ასს გადააჭარბა

"შინ, ვარკეთილის მეურნეობაში, მთელი კვირა რაგბი იყო გაჩაღებული და მოედანს კაცთა და ჭაბუკთა 17 გუნდი თელავდა. საერთაშორისო მატჩებიც უდაო პრიორიტეტად რომ მოგვაჩნდა, საშინაო ტურნირებისთვის მაშინღა ვიცლიდით, როცა ნაკრებები არც შეკრებაზე იყვნენ და არც სათამაშოდ უცხოეთს წასული. ამით ისე გაჯანჯლდა თასი, რომ ფინალი აგვისტოს პირველ შაბათსღა, პროჟექტორთა შუქზე, ოღონდ კვლავაც გაუსაძლის პაპანაქებაში დასრულდა.

"ლოკომოტივი" (თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი) და "ლელო" (ბათუ კევლიშვილი, ლევან მაისაშვილი) რაგინდარა ფინალში პირველად შეიყარნენ. საწყის 50 წუთში ლელო არ გასულა. მერე შალვა სუთიაშვილმა იყოჩაღა შერკინებიდან, შუქის ანთების კვალად კი ლელომ ბარემ ოცი წუთი უტია: მოლით კარის ხაზამდე მივიდა, ორი ჯარიმაც ააცილა და რომ წახდა, რკინიგზამ წამატებულ დროში კიდევ ორჯერ დაალელოვა და XXI საუკუნეში მეშვიდე ჯილდო მოიგო.

უსახსრობით რომ დაიშალა ბათუმის "დათვები" და პირველ ლიგას "ელიტიღა" დაემატა, "უმაღლესი" დედაქალაქის პირველობად იქცა. კავშირმა კიდევ 60 მობურთალს რომ უბოძა თანხნობის ფურცელი, ლეგიონერთა რიცხვმა ასს (!) გადააჭარბა. უცხოეთში გადავიდნენ ბარკალაია და გორგოძე (ლელო; ურჯუკაშვილი და მაჩხანელი (აკადემია; თ.სოხაძე და ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, კავშირის მთავარ მოხელედ კი სექტემბერში დაინიშნა ლევან მგელაძე.

"მაგთიკომის" პირველობა

მატჩები ქალაქის ორ ბოლოში ერთდროულად რომ იწყებოდა, "ოლიმპი" (ზაალ გიგინეიშვილი) და "მთავარი სპორტი" (ბესო ჯანგავაძე) ერთურთს ეხიდებოდნენ, რითაც კავშირის საითზე ღამითვე, ორ ენაზე ქვეყნდებოდა წუთობრივი ოქმები. ნიაზ მამრიკიშვილმა და მალხაზ კოროშინაძემ "სარბიელის" (ბაჩო სვანიძე) ხელშეწყობით ააღორძინეს 98 თვის განმავლობაში გაუთამაშებელი სინი, რომელიც "ლოკომ" მყის ჩამოართვა ყოჩებს.

კავშირის ტექ-დირექტორმა, მერაბ აბდუშელიშვილმა ვარკეთილის ხრიოკზე ბალახი ამოიყვანა, მოედანიც დახაზა და გასახდელში ცხელი შხაპიც მოაწყო. სეზონის აღმოჩენა იყო ახალბედა "ხულიგანა, ვინც მოლს ყოჩაღად აგორებდა, ხელდახელაც ბურთაობდა და მარქაფის უყოლობის მიუხედავად, მაინც შეწვდა ბრინჯაოს.

ჩემპიონატს მცხეთობაზე, მეშვიდე რაუნდში მოსახელე სპონსორად დაუდგა "მაგთიკომი" და მოწინავე სამეული 2.500, 1.500 და 1.000 ლარით დააჯილდოვა, მოლაობის რეკორდი კი გასავარდნ ფინალში დაამყარა "აკადემიამ" - შარშანდელ ჩემპიონ "ლელოს" ოთხივე ლელო ამ ხერხით დაუდო და ბოლოზე 75 მეტრიც (!) იარა.

დიდ ფინალში, ეროვნულზე, ბარემ 30 ჯარიმა დაინიშნა. ბურთაობის მოყვარულმა ლოკომოტივმა ოთხი ლელო კი გაიტანა, მაგრამ ბეკები გემოზე ვერ ათამაშა. აკადემიას პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში ლელომდე "მიწოლით" ცოტა დააკლდა და მატჩში ოთხი გასატანი ჯარიმაც დაახაია. ლოკოს ბეკებმა, კვინიხიძემ და გიორგი ასათიანმა კარიერაში მერვე (!) ფინალებიც მოიგეს, გუნდმა კი სეზონში გამართულ 19-ვე მატჩში იმარჯვა და სინიც ექვსჯერ შემართა.

<<<     2005

>>>     ევროპის "ერთა თასი" 2005-06

  5/02

პორტუგალია 18:14 საქართველო

2ლ: ფერეირა სოუსა; გ ჯ: მელეირუ; ა: ტუმე სბ ვ.უვე - ლ: შველიძე; 2ჯ: ურჯუკაშვილი; ა: კიკნაძე

რეფ დამასკო (იტა) ლისაბონი, უნივერსიტეტი
ჯერ ჩვენი! 3:0(20ა) 3:3(22ა) 3:8(36) 3:11(40+2სბ) /
6:11(60სბ) 11:11(64) 14:11(72) 14:18(80+2)
წბ(80+4) ბოლო(80+5)

საქ: ურჯუკაშვილი ხამაშურიძე ზიბზიბაძე (გუგავა 76 * წბ 80+4) ი.გიორგაძე მაჩხანელი <10-9> კიკნაძე (ბარკალაია 56) აბუსერიძე / მაგრაქველიძე ა.გიორგაძე შველიძე (აშვეთია 77) ზ.მჭედლიშვილი (გორგოძე 14, დათუნაშვილი 27 * სბ 40+2) დიდებულიძე (სუჯაშვილი 70) ზედგინიძე კაპ, ურუშაძე უდესიანი ^ მრქ) გ.კაჭარავა

26/02

საქართველო 65:0 უკრაინა

11ლ: გუგავა ზირაქაშვილი ურუშაძე (3 9) კაცაძე გიორგაძე ზ.მაისურაძე გორგოძე ზიბზიბაძე (8 10) კიკნაძე; 5გ: ბარკალაია 2, კიკნაძე 3 - სბ მარტიროსიანი

რეფ დიუბი (სფრ) ეროვნული (10 ათასი)
5:0(5) 12(17) 19(24) 24:0(35) /
29(45) 34(52) სბ(57უ) 39(61) 46(63) 53(66) 58(70) 65:0(75)

საქ: ხამაშურიძე (კიკნაძე 54) გუგავა (ხაჩირაშვილი 60) ზიბზიბაძე ფირფილაშვილი მაჩხანელი <10-9> ბარკალაია აბუსერიძე (გ.კაჭარავა 54) / სუჯაშვილი (ჯაველიძე 57) ა.გიორგაძე ზირაქაშვილი (კოპალიანი 53) გორგოძე ზედგინიძე კაპ (დათუნაშვილი 41) კაცაძე (მაისურაძე 48) ურუშაძე უდესიანი

 

რუმინეთი 33:10 რუსეთი

 

პორტუგალია

19:13

ჩეხეთი

12/03

საქართველო 20:13 რუმინეთი

2ლ: ლაბაძე ზიბზიბაძე; 2გ 2ჯ: ჯიმშელაძე - ლ: სოკოლი; გ 2ჯ: ტოფანი სბ კოროდეანუ

რეფ დესანტისი (იტა) ეროვნული (30 ათასი)
0:3(4) 3:3(13) 3:6(22) სბ(40ს) 6:6(40+4სბ) /
13:6(53) 13:13(61) 20:13(80+4) ბოლო(80+8)

საქ: ბარკალაია ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ი.გიორგაძე (ფირფილაშვილი 79) მაჩხანელი <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / მაგრაქველიძე (სუჯაშვილი 26, კოპალიანი 59) ა.გიორგაძე ზირაქაშვილი; ზედგინიძე კაპ, გორგოძე (დათუნაშვილი 74) ლაბაძე ზ.მაისურაძე სბ 40 (ურუშაძე 29-34, 74) უდესიანი ^ მრქ) ზ.კობერიძე სამხარაძე

 

ჩეხეთი 42:5 უკრაინა

19/03

რუმინეთი

97:0

უკრაინა

 

ჩეხეთი 11:7 რუსეთი

  4/06

რუსეთი

16:18

პორტუგალია

11/06

რუმინეთი

14:10

პორტუგალია

 

რუსეთი

72:0

უკრაინა

12/06

საქართველო 75:10 ჩეხეთი

11ლ: მაჩხანელი შველიძე გორგოძე (3 7 8) უდესიანი ურუშაძე ზიბზიბაძე (6 10) ზედგინიძე კვირიკაშვილი; 7გ 2ჯ: ურჯუკაშვილი - ლ: ვონდრაშეკი; გ ჯ: კაფკა

რეფ ვანჩინი (იტა) ქუთაისი
0:3(6) 7:3(8) 10:3(14) 15:3(20) 18:3(26) 25:3(28) 32:3(38) 37:3(40+4) /
44:3(43) 49:3(47) 49:10(54) 56:10(56) 63:10(63) 68:10(66) 75:10(78)

საქ: ბარკალაია (თ.სოხაძე 74) ელიზბარაშვილი (ფირფილაშვილი 76) ზიბზიბაძე ი.გიორგაძე მაჩხანელი <10-9> ურჯუკაშვილი სამხარაძე (კვირიკაშვილი 41) / შველიძე (გასვიანი 74) ა.გიორგაძე ზირაქაშვილი (სუჯაშვილი 68) ზედგინიძე კაპ, გორგოძე; ი.მაისურაძე (ბოლღაშვილი 61) ურუშაძე უდესიანი (დათუნაშვილი 64)

უმცროსი 6 ერი

მ-წ

გატ:გაშ

საქართველო

4-1 201:56

რუმინეთი

4-1 195:54

პორტუგალია

4-1 101:63

ჩეხეთი

2-3

90:144

რუსეთი

1-4 120:89

უკრაინა

0-5 11:312

<<    მეორე წრე

  5/11

უკრაინა 8:46 ჩეხეთი

12/11

რუსეთი 52:12 ჩეხეთი

>>>    ირბ საკონტინენტთაშორისო თასი

კოპა ლატინა    ^ პრემია

  6/11

საქართველო X:0 ურუგვაი

 

პორტუგალია^

31:18

ჩილე

12/11

საქართველო^ 29:6 ჩილე

4ლ: დადუნაშვილი ნემსაძე უდესიანი მაჩხანელი; 3გ ჯ: კვინიხიძე - 2ჯ: კრუსი სბ გარსია

რეფ ბესო (სფრ) ვაკე (6 ათასი)
7:0(3) 12:0(20) სბ^სბ(29) 12:3(35) 15:3(37) /
22:3(45) 22:6(60) 29:6(77პ) ბოლო(80+8)

საქ: ბარკალაია ხამაშურიძე კაპ, ჟამუტაშვილი მაჩხანელი შკინინი (ჩხიკვაძე 61) <10-9> კვინიხიძე სამხარაძე (კვირიკაშვილი 41) / კუთარაშვილი დადუნაშვილი ჟღენტი; ნემსაძე (მათიაშვილი 41) გორგოძე სბ 29; ბელქანია (სუთიაშვილი 49) ურუშაძე უდესიანი (გასვიანი 65) ^ მრქ) ფირფილაშვილი / სანიკიძე

 

პორტუგალია 20:6 ურუგვაი

ქულა: პორტუგალია 9 (+27, საქართველო 9(+23; ჩილე ურუგვაი 0

>>>    13-კაცის შესარჩევი

ქულა: ლელო 4, გოლი 2, არეკნი 1

29/04

ჰოლანდია 14:34 საქართველო

3ლ: ვილიამსონი ს.ბრეინბერგი ბარეთი; გ: დეიეხერი - 7ლ: კობერიძე (1 5 7) მაჩხანელი (2 6) გილაური ხოსიტაშვილი; 3გ: კობახიძე

რეფ ჰიქსი (ინგ) როტერდამი, ჰუკ-ფან-ჰოლანდი (327)
ჯერ ჩვენი! 4:0 10:0 10:6 14:6 /
14:10 20:10 24:10 28:10 28:14 34:14

XIII: ირაკლი მაჩხანელი, დავით ჟამუტაშვილი, გიორგი კობერიძე, ლუკა ხაჩირაშვილი, სანდრო გილაური <6-7> კახა ალანია კაპ, ირაკლი ღვინჯილია / გიორგი ხოსიტაშვილი, ნონო ანდღულაძე, თემურ ქობელაშვილი; გიორგი ტრაპაიძე, ვახტანგ ახვლედიანი, კახა კობახიძე ^ მრქ) გიორგი ასათიანი, ბესიკ ქარაბაკი, გრიგოლ ნიშნიანიძე, ედიშერ ჯამრულიძე

18/06

სერბეთი

10:26

ჰოლანდია

24/07

საქართველო 44:12 სერბეთი

8ლ: გილაური (1 4) ანდღულაძე გასვიანი სამხარაძე ზ.კობერიძე გუგავა მხეიძე; 6გ: კობახიძე - 2ლ: პოპშოგოროვიჩი პეშიჩი; 2გ: ვუკანოვიჩი

რეფ ქარი (ინგ) ეროვნული (7 ათასი)
6:0(9) 10:0(11) 16:0(21) 22:0(26) 26:0(34) /
32:0(46) 38:0(50) 38:6(64) 38:12(71) 44:12(77)

XIII: ასათიანი, ზვიად კობერიძე, გილაური გ.კობერიძე ჟამუტაშვილი <6-7> ალანია კაპ, ბიძინა სამხარაძე / დავით გასვიანი, ანდღულაძე, ზვიად მაისურაძე; ნიკა მხეიძე, ლექსო გუგავა, კ.კობახიძე ^ მრქ) ოთარ ელოშვილი, ხოსიტაშვილი, ფრიდონ უდესიანი, ჯამრულიძე

საქ 4(78:26) - ჰოლ 2(40:44, სრბ 0(22:70)

>>>     13-კაცას "ერთა თასი"

<<    პირველი პული

16/10

უელსი 22:14 შოტლანდია

23/10

შოტლანდია 6:12 ირლანდია

29/10

ირლანდია 8:31 უელსი

უელ 4(53:22, ირლ 2(20:37, შტლ 0(20:34)

<<    მეორე პული

15/10

საფრანგეთი

80:0

რუსეთი

23/10

რუსეთი 48:14 საქართველო

9ლ: კუზოვკოვი ოვჩინიკოვი (2 8) დობრინინი ნეჩაევი ჩხიკვაძე კოროლიოვი გრიგორიანი ბოჟუკოვი; 6გ: კუზოვკოვი, ლოგუნოვი 5 - 3ლ: ჟამუტაშვილი 2, მაისურაძე; გ: უდესიანი

ალიბერი (სფრ) მოსკოვი, ლუჟნიკი
ჯერ ჩვენი! 0:4 0:10 0:16 0:22 0:26 0:32 4:32 /
4:36 10:36 14:36 14:42 14:48

XIII: ასათიანი ზ.კობერიძე, რეზო გიგაური, გილაური ჟამუტაშვილი <6-7> გუგავა სამხარაძე / გიორგი მჭედლიშვილი, ანდღულაძე გასვიანი; ტრაპაიძე მხეიძე ახვლედიანი კაპ ^ მრქ) ფ.უდესიანი, მამუკა ცხადაძე, ბექა ყურაშვილი, ზ.მაისურაძე

30/10

საქართველო 0:60 საფრანგეთი

10ლ: გრეზეკი (1 2 9) სადავი (3 8) ზიტერი (4 10) შარლი (5 7) მუნი; 10გ: გრეზეკი

რეფ თეილერი (ინგ) ვაკე (1 500)
0:6(7) 12(23) 18(28) 0:24(39) /
30(46) 36(53) 42(58) 48(70) 54(74) 0:60(76)

XIII: ასათიანი ზ.კობერიძე ანდღულაძე გილაური ჟამუტაშვილი <6-7> გიგაური ღვინჯილია / ყურაშვილი სამხარაძე ტრაპაიძე; მხეიძე ახვლედიანი კაპ, კობახიძე ^ მრქ) უდესიანი გასვიანი მჭედლიშვილი ცხადაძე

სფრ 4(140:0, რუს 2(48:94, საქ 0(14:108)

<<    ფინალი (კარკასონი)

  5/11 საფრანგეთი

38:16

უელსი

>>>    ირბ 19 წლამდელთა (1986-87 დაბ) II მსოფლიო პირველობა

1-17/04    დურბანი (სამხ.აფრიკა) 70-წუთა მატჩები!

პირველი ჯგუფი

საქართველო - პულ) ირლანდია 0:16 (1/04, საფრანგეთი 0:48 (5/04, არგენტინა 6:26 (9/04 * პლოფ) შოტლანდია 10:32 (13/04, იაპონია 0:24 (17/04)

1#აფრიკა 20:15 2#ზელანდია, 3#ავსტრალია ... 12#საქართველო (გავარდა) - 13#სამოა (აღზევდა)

საქართველო

15 დავით გურგენიძე (აკდ, სანდრო თოდუა (ლელ; 14-11 ირაკლი გეგენავა (ყოჩ, დიმიტრი მესხიშვილი (აკდ, მამუკა ნინიძე (არზ, ირაკლი ჩხიკვაძე (აია, გიორგი მჭედლიშვილი (ლელ, ვილი კაიფაჯიანი (არზ; 10 შარლ-ედუარდ იაშვილი (ბრივი სფრ, ლევან ხუხუნეიშვილი (აკდ; 9 გიორგი ბეგაძე (აკდ), ლუკა კილასონია (უნი /

1-3 ოთარ ტურაშვილი (უნი, დავით ქუბრიაშვილი (ლელ, ანტონ ფეიქრიშვილი (ხულ, ბექა მეკოკიშვილი!ჰ (აკდ, გიორგი სოსელია!ჰ (არზ; 4-5 დავით დაუშვილი (ლელ, ბექა შეყლაშვილი (ხულ, გიორგი საძაგლიშვილი (აკდ; 6-8 სიმონ მაისურაძე კაპ (ყოჩ, ირაკლი დაუშვილი (ლელ, ლევან დარასელია (უნი, ალექსანდრე მაღლაკელიძე (აკდ, ლაშა თავართქილაძე (უნი, გალაქტიონ გაგნიძე (უნი)

მწ) ლევან მაისაშვილი, ბადრი ბოხუა; მნჯ) ლევან თაფლაძე; ექმ) პავლე კასრაძე

>>>    18 წლამდელთა ევროპის პირველობა

19-26/03    ფლანდრია (საფრანგეთი)

5#საქართველო -
4#იტალია 0:11 (20/03 გრანდ სინტი * Iტ 0:8)
7#რუმინეთი 26:7 (23/03 კომპიენი * Iტ 12:7)
6#რუსეთი 21:7 (26/03 რუბე * Iტ 6:0)

1#ინგლისი 16:9 2#საფრანგეთი / 3#შოტლანდია

საქართველო

15 ვასილ ჯეირანაშვილი (ხულ, გიორგი ნადარეიშვილი (უნი; 14-11 შალვა შიოშვილი (ხულ, ილია გოგეშვილი (უნი, ზურაბ ნაჭყებია (აკდ, ლადო კუპრეიშვილი (უნი, საშკა მანჯავიძე (ლელ, გურამ ქიზიყურაშვილი (ლელ; 10 ლაშა ხმალაძე კაპ (ლელ, გიორგი ჩაბრაძე (აკდ; 9 ბექა კუპრეიშვილი (ხულ, ალეკო ზაბახიძე (უნი /

1-3 ზერო პეტრიაშვილი (უნი, ირაკლი კუჭუხიძე (ფოთ, გიორგი ლომსაძე (აკდ, ომარ ხუციშვილი (ყოჩ, გურამ გენებაშვილი!ჰ (ხულ, შოთა ცხოვრებაშვილი!ჰ (ლელ; 4-5 დავით ჩიჩუა (ყოჩ, თორნიკე ძაგნიძე (აია, ბექა მჭედლიძე (უნი; 6-8 ლევან გენებაშვილი (ხულ, ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩ, ვახტანგ მძინარიშვილი (ლელ, ირაკლი დგებუაძე (აია, გურამ კავთიძე (უნი)

მწ) მამუკა ტყეშელაშვილი (ხულ, ნიკო ჭავჭავაძე (ყოჩ; მნჯ) ბესო გოცაძე (ჯიქ; ექმ) ზურაბ ხარშილაძე (აკდ; ფიზ) თემურ მინდიაშვილი (აია)

>>>    20 წლამდელთა ევროპის პირველობა

22-28/05    ვალიადოლიდი (ესპანეთი)

1#საქართველო -
6#პოლონეთი 49:0 (22/05 * 6ლ 5გ ჯ 2ა)
4#რუსეთი 21:16 (25/05 * 6ჯ ა - 2ლ 2ჯ)
2#რუმინეთი 15:10 (28/05 * 5ჯ - 2ლ)

საქართველო

15 ირაკლი ყიასაშვილი$5გ12ჯ2ა (ლელ; ბადრი ურჯუკაშვილი (არზ; 14-11 მჭედლიშვილი (ლელ, ივანე სულამანიძე$2ლ (აკდ, დავით კაჭარავა კაპ (ყოჩ, კაიფაჯიანი$ლ (არზ; კახა ელიზბარაშვილი (აკდ, ლევან წერეთელი (უნი; 10 თემურ სოხაძე#15$ა (ვიერზონი სფრ; ლაშა ბაირამაშვილი$ლ (უნი; 9 ირაკლი ბოდოკია#10 (არზ; ლადო კილასონია (უნი, გიორგი მჟავანაძე (არზ /

1-3 შეყლაშვილი (ხულ, ირაკლი ჭყონია!ჰ (ყოჩ, გიორგი ჟღენტი; ტურაშვილი (უნი, ქუბრიაშვილი (ლელ, გიორგი ნიჟარაძე!ჰ (ყოჩ; 4-5 მერაბ გაბუნია$2ლ (აკდ, ლაშა აზალაძე (დინ; 6-8 გელა სირბილაძე (დინ, პაატა მაისურაძე (ყოჩ, ოთარ მინაშვილი (არზ; დიმიტრი ბასილაია (არზ, თავართქილაძე (უნი)

მწ) ლევან მგელაძე, დავით კაკაბაძე; მნჯ) გოცაძე

>>>    16 წლამდელ ლიგელთა მსოფლიო პირველობა

23/09-1/10    მოსკოვი (რუსეთი)

1#ავსტრალია 62:6 2#საფრანგეთი
3#პაპუასეთი 28:6 4#რუსეთი
5#იტალია 30:14 6#რუსეთი$2
7#შოტლანდია 38:14 8#ბარბაროსები

საქართველო

1 გოდერძი ჯოგლიძე (ლელ, გიორგი სვანიძე (აკდ; 2-5 სანდრო ინაშვილი (ლოკ, სოლომონ მჟავანაძე (ლოკ, კოტე ჯიმუხაძე (უნი, დავით ფურცელაძე (ლელ, ბექა წიკლაური (უნი; 6 გიორგი ლომინაძე (ლელ, გიგი გაბუნია (ლოკ; 7 სანდრო ხაზარაძე (აკდ /

8-10 დავით ბარბაქაძე (ლოკ, გიორგი ჯაშიტაშვილი (ხულ, ნოდარ გოგლიძე (აკდ, ვასილ კაკოვინი (უნი; 11-13 ბექა ნიკოლაიშვილი (ლოკ, თენგიზ მარგველაშვილი (ლოკ, ლადო გუნიავა (უნი, გივი ტაბატაძე (ლელ, ოთარ მეტრეველი (ხულ, დავით ხოსიტაშვილი (ხულ)

მწ) ირაკლი კეკელიძე, ირაკლი სულთანიშვილი (აკდ; ლ.მგელაძე

>>>    შვიდკაცის IV მსოფლიო თასი

18-20/03    ჰონკონგი (ჩინეთი) 24 გუნდი

საქართველო - პულ) ინგლისი 0:47, საფრანგეთი 5:31, სამოა 7:36 / იტალია 17:17, ტაივანი 27:21 * სინი) შტატები 24:0, პორტუგალია 5:29 ^ გავიყავით XI ადგილი

თასი) ფიჯი 29:19 ზელანდია
სინი) სამოა 29:7 პორტუგალია
ფიალა) იტალია 7:5 კანადა

საქ: ირაკლი გუნდიშვილი, ვასილ კაცაძე, ლექსო გუგავა, გიორგი კაჭარავა, ირაკლი მაჩხანელი, თედო ზიბზიბაძე, გია ლაბაძე, ბადრი ხეხელაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, არჩილ ქავთარაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, გუჯა იოვაძე ^ მწ) ზაზა ლეჟავა; მნჯ) ვასილ აბაშიძე; ექმ) ვალტერ კაპანაძე; შეფ) კოკა ლაზიშვილი

>>>    შვიდკაცის VI მსოფლიო სერია (2004/05)

4-5/06    ლონდონი * VI ეტაპი

საქართველო - პულ) სამოა 10:22, ინგლისი 5:33, საფრანგეთი 0:38 * ფიალა) ტუნისი 0:33 * ფარი) კენია 12:17 ^ გავიყავით XV ადგილი

თასი) აფრიკა 21:12 ინგლისი
სინი) ფიჯი 29:12 ავსტრალია
ფიალა) სამოა 27:0 ტუნისი
ფარი) კანადა 28:12 კენია

10-11/06    პარიზი * VII ეტაპი

საქართველო - პულ) აფრიკა 10:40, ფიჯი 0:35, ტუნისი 27:5 * ფიალა) რუსეთი 24:5, პორტუგალია 25:0, არგენტინა 10:26 ^ დავიკავეთ X ადგილი

თასი) საფრანგეთი 28:19 ფიჯი
სინი) აფრიკა 26:19 ინგლისი
ფარი) კანადა 33:21 რუსეთი

საქ (ლონდონი პარიზი: გუნდიშვილი, სანდრო ჭელიძე, თემურ ქობელაშვილი, გ.კაჭარავა, გოგა შკინინი, ზვიად კობერიძე, ბექა სარდანაშვილი, გიორგი კობერიძე, ხეხელაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, გუგავა, დავით ჟამუტაშვილი ^ მწ) ზაზა ლეჟავა; მნჯ) ვასილ აბაშიძე; ექმ) რაფაელ დელუში

ქულა: ზელანდია 116, ფიჯი 88, ინგლისი 86, აფრიკა 76, არგენტინა 68, სამოა 46, ავსტრალია 36, საფრანგეთი 30 - შოტლანდია 18, კენია 10, ტუნისი 4; კანადა პორტუგალია 2; საქართველო და სხვანი 0

>>>    IV ევროპის შვიდკაცა

25-26/06    უსტრონი (პოლონეთი) III ეტაპი

3#საქართველო - პულ) 7#უკრაინა$2 31:5, ლატვია 19:10, 5#პოლონეთი 54:0 * პლოფ) უკრაინა 5:7, 4#ლატვია 12:5 ^ 1#უკრაინა 17:7 2#მოლდოვა

2-3/07    ბათუმი * VI ეტაპი

1#საქართველო - პულ) 10#აზერბაიჯანი 36:0, აჭარა 52:0, 3#მოლდოვა 19:10 / 6#ჰოლანდია 45:0 * პლოფ) 4#რუმინეთი 21:12, 2#რუსეთი 27:24

7:0 შკინინი ლ 1'03, გ.კაჭარავა გ; 7:7 კუზინი ლ 3'18, მოტორინი გ; 7:12 კუზინი ლ 5'52 / 12:12 გ.კაჭარავა ლ 10'43; 12:19 კუზინი ლ 12'54, მოტორინი გ; 12:24 ზუბარევი ლ 15'30; 17:24 ჟამუტაშვილი ლ 18'13; 22:24 დ.კაჭარავა ლ 19'38; 27:24 ელიზბარაშვილი ლ 20'35

7#აჭარა - პულ) ჰოლანდია 12:35, მოლდოვა 14:49 / აზერბაიჯანი 31:26 * პლოფ) 5#უკრაინა 5:33, 8#სომხეთი 39:5 ^ 9#ისრაელი

საქ: ბესიკ ხამაშურიძე (აია; ახვლედიანი ჟამუტაშვილი შკინინი (ხულ; გიორგი და დავით კაჭარავები (ყოჩ; ზ.კობერიძე გუგავა (ლოკ; გიორგი ელიზბარაშვილი (აკდ; მერაბ კვირიკაშვილი (ლელ)

ფინალში: 1#პორტუგალია 2#საფრანგეთი 3#საქართველო 4#უკრაინა 5#ესპანეთი 6#მოლდოვა 7#რუსეთი 8#იტალია 9#გერმანია 10#ლიტვა 11#რუმინეთი 12#ხორვატია

16-17/07    მოსკოვი (რუსეთი) 12-გუნდა ფინალი

10#საქართველო - პულ) რუსეთი 12:17, 4#საფრანგეთი 24:19, 7#მოლდოვა 7:10, 8#რუმინეთი 17:19 / ლიტვა 14:14 * ფიალა) 11#უკრაინა 12:10, 9#ლიტვა 7:17

თასი) 1#პორტუგალია 28:26 2#რუსეთი
სინი) 5#ესპანეთი 26:14 6#გერმანია
^ 3#იტალია, 12#ხორვატია

საქ: ახვლედიანი ჟამუტაშვილი შკინინი; გ.კაჭარავა თ.სოხაძე (ყოჩ; ზ.კობერიძე ხამაშურიძე კვირიკაშვილი; რატი ურუშაძე (რუს; თედო ზიბზიბაძე (სფრ ^ მწ) მალხაზ ჭეიშვილი; მნჯ) აბაშიძე; ექმ) ბესო აბრამიშვილი; რეფ) უჩა ნარიმანიძე; შეფ) ლაზიშვილი

>>>    ევროპის რეგიონთა თასი

უთამაშებლად დაგვნებდნენ მოსკოვი (რუს) და იაში (რუმ)

<<    ნახევარფინალი

 27/11(?) პირენეები 27:13 თბილისი

2ლ გ 5ჯ - ლ: საჯ; გ: ყიასაშვილი; 2ჯ: კვირიკაშვილი ყიასაშვილი სბ (ლ 2ჯ)

რეფ ტიტხე (გერ) გაიაკი (საფრანგეთი) Iტ 18:3

თბლ: ასათიანი შკინინი გილაური (ელიზბარაშვილი) დ.კაჭარავა ჟამუტაშვილი <10-9> ყიასაშვილი (სამხარაძე) კვირიკაშვილი / გასვიანი (ხოსიტაშვილი) ჭყონია (ნატრიაშვილი) ჭავჭავაძე სბ (აზალაძე) ჯოხია (გელანტია) გაბუნია; ბელქანია ახვლედიანი (სირბილაძე) ჯ.მალაღურაძე ^ მწ) ლ.მგელაძე

>>>    საქართველოს თასი

<<    `ა` პული

27/05 აია 19:41 ლელო
  3/06 ლელო 58:0 უნივერსიტ
  4/06 ხულიგანა 0:X აია
15/06 ყოჩები    X:0 (17:19) ხულიგანა

19/06

უნივერსიტ

22:31

ხულიგანა

  ყოჩები 11:14 აია

24/06

ლელო

23:13

ყოჩები

  აია 28:8 უნივერსიტ

29/06

ყოჩები

16:12

უნივერსიტ

  ხულიგანა 14:50 ლელო

 

ხულიგანა შეეშვა

  4/07

უნივერსიტ

3:53

ლელო

  8/07 აია 15:6 ყოჩები
12/07 უნივერსიტ 13:20 აია
16/07 ყოჩები 25:41 ლელო

20/07

ლელო

29:24

აია

  უნივერსიტ 18:37 ყოჩები

`ა` პული

მ-წ$დ

სხვ

ლელო 16 8-0 +197
აია ქუთაისი 12 6-2 +12

ყოჩები

8

4-4

+2

უნივერსიტეტი 2 1-7 -167
ხულიგანა -4 1-7$6 -44

<<    `ბ` პული

18/05 აკადემია 161:0 თელავი
22/05 ლოკომოტ X:0 თელავი
27/05 დინამო X:0 თელავი

14/06

აკადემია

66:19

დინამო

17/06 არმაზი 12:32 ლოკომოტ

20/06

ლოკომოტ

63:0

დინამო

  არმაზი 111:0 თელავი
24/06 აკადემია 36:17 არმაზი

29/06

ლოკომოტ

39:10

აკადემია

30/06 დინამო 11:5 არმაზი

  5/07

არმაზი

0:X

აკადემია

  დინამო 0:X ლოკომოტ

  9/07

არმაზი

32:17

დინამო

  თელავი 0:89 ლოკომოტ

13/07

თელავი

X:0

აკადემია

  ლოკომოტ 27:9 არმაზი

17/07

აკადემია

3:10

ლოკომოტ

  თელავი 6:34 დინამო

21/07

თელავი

6:24

არმაზი

22/07 დინამო 12:41 აკადემია

`ბ` პული

მ-წ$დ

სხვ

ლოკომოტივი 16 8-0 +226
აკადემია 9 5-3$1 +220

არმაზი

5

3-5$1

+81

დინამო 5 3-5$1 -120
თელავი 0 1-7$2 -407

<<    ნახევარფინალი

25/07 აკადემია 19:24 ლელო
27/07 აია 20:22 ლოკომოტ

30/07

ლელო

16:16

აკადემია

31/07 ლოკომოტ 43:12 აია

<<    ფინალი

 6/08 ლოკომოტივი 24:9 ლელო

ლოკო: ასათიანი გუგავა გ.კობერიძე ალანია კაპ, გილაური (ზ.კობერიძე 41) <10-9> კვინიხიძე სამხარაძე / გასვიანი ჯოხია გ.ჟღენტი (მელიქიძე 41) მხეიძე კახიანი; ზ.მაისურაძე სუთიაშვილი ყურაშვილი - 3ლ: სუთიაშვილი მაისურაძე ზ.კობერიძე; 3ჯ: კვინიხიძე

ლელო: ყიასაშვილი თოდუა მჭედლიშვილი ფირფილაშვილი ჯამრულიძე <10-9> ბარკალაია კვირიკაშვილი / სანიკიძე კობეშავიძე ქუბრიაშვილი; გორგოძე კაპ, კახოიძე; რამაზაშვილი სარდანაშვილი ბელქანია - 3ჯ: ყიასაშვილი 2, კვირიკაშვილი

რეფ ჯავახიშვილი; კიდ: ლ.მგელაძე ნარიმანიძე

ვაკე (ათასი) 0:3(8) 3:3(13) 6:3(26) 6:6(40+3) /
6:9(48) 9:9(52) 14:9(54) 19:9(80+3) 24:9(80+9)

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა    (^ სინი)

14/09 აკადემია 18:24 ხულიგანა
  ლოკომოტ^ 45:5 ყოჩები

19/09

ხულიგანა

6:13

ლოკომოტ^

  ყოჩები 7:21 ლელო

24/09

ლელო

33:32

ხულიგანა

26/09 ლოკომოტ 26:6 აკადემია

30/09

აკადემია

20:20

ყოჩები

  ლოკომოტ 37:15 ლელო

  4/10

ლელო

11:17

აკადემია

  ყოჩები 12:21 ხულიგანა

  9/10

ყოჩები

0:40

ლოკომოტ

14/10

ლოკომოტ^

40:11

ხულიგანა

  ლელო 32:20 ყოჩები

20/10

ხულიგანა

25:12

ლელო

  აკადემია 11:28 ლოკომოტ^

25/10

ყოჩები

21:20

აკადემია

  ლელო 8:37 ლოკომოტ

28/10

ხულიგანა

11:30

აკადემია

17/11

აკადემია

20:23

ლელო

  ხულიგანა 22:15 ყოჩები

უმაღლესი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლოკომოტივი 16 8-0 266:  62
ხულიგანა 8 4-4 152:173
ლელო 8 4-4 155:195
აკადემია 5 2-5*1 142:164

ყოჩები

3

1-6*1

100:221

 პირველი ლიგა

8/09-29/10    მასპინძლის მიხედვით

დინამო - უნი 24:29, არზ 24:23, აია 29:12, ბთმ 28:20, თლვ 29:3

უნივერსიტეტი - დინ 10:24, არზ 21:6, აია 26:8, ბთმ 27:14, თლვ 45:0

არმაზი - დინ 18:10, უნი 29:17, აია 9:5, ბთმ X:0, თლვ 65:3

აია - დინ 8:15, უნი 5:8, არზ 11:9, ბთმ 15:16, თლვ 20:3^მეურ

ელიტი ბათუმი - დინ 10:26, უნი 13:29, არზ 12:19, აია 19:45, თლვ 44:7

თელაველები თელავი - დინ 0:59, უნი 19:21, არზ 11:43, აია 11:33^მეურ, ბთმ 8:30

პირველი

მ-წ$დ

გატ:გაშ

დინამო 16 8-2 268:133
უნივერსიტეტი 16 8-2 233:142

არმაზი

14

7-3

221:114

აია 8 4-6 162:145
ელიტი ბათუმი 5 3-7$1 178:204
თელავი 0 0-10   65:389

 პლეი-ოფი

<<    დარჩენა-ასვლაზე

30/11 უნივერსიტ 12:15 ყოჩები
  5/12 ყოჩები 25:19 უნივერსიტ

<<    გასავარდნი ფინალი (3-4)

  1/12

ლელო 19:24 აკადემია

<<    შესარჩევი ფინალი (1-2)

  1/12

ლოკომოტ^ 40:5 ხულიგანა

<<    წინასწარი ფინალი (წაგებულს ბრინჯაო)

  6/12

ხულიგანა 20:36 აკადემია

3ლ: გენებაშვილი 2, კიკუაშვილი; გ ჯ: გენებაშვილი - 5ლ: უჩავა 2, სირბილაძე ჩიკვაიძე გურგენიძე; 4გ ჯ: ხუხუნეიშვილი ^ დაშავდა ჟამუტაშვილი (ხულ)

რეფ ჯავახიშვილი * ვაკე
0:5(4) 7:5(14) 7:12(25) 10:12(32) ნახ (40+24) /
10:19(43) 15:19(53) 15:22(56) 15:29(63) 15:36(80) 20:36(80+8)

<<    დიდი ფინალი
(მოგებულს ოქრო და ბზის თასი, წაგებულს ვერცხლი)

11/12

ლოკომოტ^ 30:6 აკადემია

ლოკო: ასათიანი გუგავა გიგაური გილაური (ხაჩირაშვილი 43) კობერიძე (ანდღულაძე 70) <10-9> კვინიხიძე კაპ, სამხარაძე / გასვიანი ჯოხია (ქარაბაკი 55) სპანდერაშვილი (ნიშნიანიძე 74) მხეიძე (კახიანი 41) კორკოტაძე; ზ.მაისურაძე სუთიაშვილი (მაღალდაძე 80+5) ყურაშვილი - 4ლ: მხეიძე მაისურაძე გუგავა კახიანი; 2გ 2ჯ: კვინიხიძე

აკად: გურგენიძე წასიძე სულამანიძე (ღამბაშიძე 74) ელიზბარაშვილი ბატოიანი (პინჩუკოვი 49) <10-9> ხუხუნეიშვილი ქოპილაშვილი (მ.კობახიძე 74) / ბანდელაძე (მაჭარაშვილი 62) ნატრიაშვილი (მაჭარაშვილი 29-30) გელანტია (წიკლაური 74) უჩავა გაბუნია (ჩიკვაიძე 49-54) ნებულიშვილი (ჩიკვაიძე 61) მჭედლიძე კაპ (გელაძე 69) სირბილაძე - 2ჯ: ხუხუნეიშვილი ელიზბარაშვილი

რეფ მგელაძე; კიდ: ჩაჩუა ნარიმანიძე; კომ ჭიჭინაძე
ეროვნული (500 * 0:3(4) 7:3(7) 12:3(27) /
17:3(44) 17:6(48) 20:6(68) 27:6(73) 30:6(80+4) ბოლო(80+7)

>>>    კავშირის მთავარი მოხელეები

დავით კილასონია 1989/07, მიტო ქურდობაძე 1991/01, ზურაბ რეხვიაშვილი 1992/04, გია კუბლაშვილი 1995/01, გია ჭუმბურიძე 1998/05, მიხეილ ბურძგლა 2001/02, სოსო მაისურაძე 2004/05, ირაკლი ჩხეიძე 2004/09, ლევან მგელაძე 2005/09

>>>    13-კაცა რაგბის ფედერაცია

პრეზ) გია გორგასლიძე; გამგეობა) კახა ალანია, ნოდარ ანდღულაძე, გიორგი ასათიანი, კახა კობახიძე, სერგი ცანავა (ვექილი)

>>>    უმაღლესის რიცხვით განჩხრეკა

შეთავსებით #    დაწყება/შეცვლაზე$ლ გ ჯ ა / სბ წბ სლ [საჯ ლელო]

<<    ლოკომოტივი

15 გიორგი ასათიანი 7/1$2ლ, ვასილ აბაშიძე 0/1; 14-11 ლექსო გუგავა#15 6$4ლ5გ, ნოდარ ანდღულაძე#15 2/4$ლ, სანდრო გილაური 7$2ლ, რევაზ გიგაური 10$2ლ, ვატო ჩიხლაძე 5/2$ლ, მიხეილ წეველიძე 0/1, ზვიად კობერიძე 7/1$4ლ, ფრიდონ უდესიანი#10#15 5$ლგ, კახა ალანია კაპ2 1/1, ლუკა ხაჩირაშვილი 0/1, ლადო ოსეპჩუკი; 10 ბორის კვინიხიძე კაპ1 8$23გ11ჯა/2სბ; 9 ირაკლი ღვინჯილია 2/1, ბიძინა სამხარაძე#14 9$3ლგ /

1-3 დავით გასვიანი#!ჰ 8/1$2ლ, ბესო ქარაბაკი!ჰ 4/2, შოთა მელიქიძე 5, შოთა სპანდერაშვილი 1/4, ნიკოლოზ მაღალდაძე 0/2, კობა ავსაჯანიშვილი 0/1, გიორგი ჯოხია!ჰ 5$ლ, ალექსი მთივლიშვილი 1/2; 4-5 გრიგოლ ნიშნიანიძე#1#3 9/1$ლ, ზურაბ კორკოტაძე 10$3ლ/სბ, გიორგი კახიანი 0/2$ლ, დავით ჟღენტი; 6-8 ზვიად მაისურაძე 9$5ლ/სბ, შალვა სუთიაშვილი 9$2ლ, ბექა ყურაშვილი 7/1$7ლ, ნიკოლოზ მხეიძე#4 8/1$6ლ/სბ, გიორგი ტრაპაიძე 2/5, ირაკლი გუნდიშვილი, რიჩი ალე

პრზ) თემურ ბენდიაშვილი; მწ) დავით ჩავლეიშვილი; ექმ) ბესო აბრამიშვილი

<<    აკადემია

15 დავით გურგენიძე 8$ლ; 14-11 გიორგი სუთიძე 1, ივანე სულამანიძე 11$ლ, დენის პინჩუკოვი 7/1, როლანდ ბატოიანი 5/2, გიორგი ღამბაშიძე 7/1$ლ, კახაბერ კაპანაძე 0/1, ბესო წასიძე 3, ლაშა ქათამაძე, დიმიტრი მესხიშვილი, ვეფხია მაჩიტიძე, ზურაბ სულამანიძე; 10 გიორგი ელიზბარაშვილი#15#11#12 კაპ2 11$2ლგ10ჯ, ლევან ხუხუნეიშვილი 10/1$ლ9გ7ჯ/სბ, მანუჩარ ჭაავა 0/1; 9 მიხეილ კობახიძე კაპ1 4/5$ლ, გიორგი ქოპილაშვილი#12 10/1$3ლა, გიორგი ბეგაძე 0/2, ზაზა კაკაბაძე

1-3 შოთა მაჭარაშვილი#4 2/5$ლ, ირაკლი ნატრიაშვილი!ჰ 11$4ლ, თენგიზ გელანტია 10/1$2ლ, მიხეილ წიკლაური 1/5, ვასილ ბანდელაძე 9/1, ბექა მეკოკიშვილი 1/1; 4-5 გიორგი ნებულიშვილი#7 11, ბექა გელაძე 2/4, ჭიჭიკო კობახიძე 0/2, მერაბ გაბუნია#7 7, კახა უჩავა 4$4ლ, შალვა პაპაშვილი, ლევან ობოლაძე; 6-8 როინ ჩიკვაიძე 6/2$2ლ, სოლომონ ქარუხნიშვილი#5 4, ვახტანგ მჭედლიძე კაპ3 9, ირაკლი მურვანიძე 2/3$ლ/სბ, გელა სირბილაძე 8$2ლ, დავით ცხვედიანი

პრზ) პაპუნა ჯაფარიძე; მნჯ) გია ღლონტი; მწ) პაატა ნარიმანაშვილი, დიმიტრი ობოლაძე, ირაკლი ლეჟავა; ექმ) ზურაბ ხარშილაძე

<<    ხულიგანა

15 გიორგი შკინინი 9$2ლ; 14-11 ბექა კუპრეიშვილი#9 9$ლ, დავით ჟამუტაშვილი#15 10$4ლ, გიორგი გრძელიშვილი#10 10/სბ, არჩილ ჭიჭინაძე#5 6$ლ, ვასილ ჩიტაძე 4/2, შალვა შიოშვილი 4/1, ოთარ კენჭაძე 1, ლადო ნიკურაძე 2, ვასილ ჯეირანაშვილი 0/1, შოთა გოგოლიძე, გიორგი ხმალაძე; 10 ტარიელ თალაკვაძე 7$გ2ჯ; 9 ნიკოლოზ კრეპსი 6, აკაკი დუდაური

1-3 ბექა შეყლაშვილი 10$2ლ, მიხეილ მურვანიძე!ჰ 9, ზვიად კიკუაშვილი!ჰ 6/1$ლ, შოთა მაღრაძე 0/1, ბაკურ ფირიაშვილი 0/1, ბეჟან წვიმიტიძე, გიორგი მანჯავიძე, ლევან ქართველიშვილი; 4-5 გიორგი კენჭაძე#7 კაპ 10, ანტონ ფეიქრიშვილი#3#1 10, დავით ბელაშვილი 4/2; 6-8 ლევან გენებაშვილი 10/6ლ7გ15ჯ/3სბ, ვახტანგ ახვლედიანი#12 9$2ლ/2სბ, გიორგი ხოსიტაშვილი 9$2ლ, ირაკლი დგებუაძე 4/4, გიორგი ოკმელაშვილი, ნიკო მამულაშვილი ^ ვახტანგ ლაშხი, გურამ გეგეჭკორი, ლაშა ავაზაშვილი  ! სლ

პრზ) ალეკო სვანიძე; მწ) მამუკა ტყეშელაშვილი, ზურაბ დუგლაძე

<<    ლელო

15 ზურაბ ზაალიშვილი#14 6$2ლ, სანდრო თოდუა 8$ლ; 14-11 ლაშა შალიკაშვილი 7$ლ, გიორგი მჭედლიშვილი#6 5/1/სბ, ლაშა ფირფილაშვილი 9$5ლ, ედიშერ ჯამრულიძე#!ჰ 9$ლ, დავით ცხაკაია 1/1, საშა მანჯავიძე 2/2, თემურ ქობელაშვილი; 10 ირაკლი ყიასაშვილი 8$3გ3ჯ; 9 მერაბ კვირიკაშვილი#10 კაპ2 9$3ლ11გ14ჯ, ბექა თოფურია 1/2

1-3 სერგო ტვილდიანი#!ჰ 9/სბ, რევაზ ბელქანია!ჰ#8 კაპ1 5$ლ, დავით ქუბრიაშვილი 9/სბ, კობა ცერცვაძე#5 2/6, შოთა ცხოვრებაშვილი!ჰ 4, გიორგი ლუაშვილი 1/1, რეზო ჭანკვეტაძე 1, დავით კობეშავიძე!ჰ 1/1, ზურაბ კვიცარიძე; 4-5 მათე კიკუაშვილი 4, დავით ჩიტიძე 5/3$2ლ, ირაკლი დაუშვილი#6#8 4/3, გიორგი ხაბეიშვილი#8 4/2/სბ, ნიკოლოზ გოგინაშვილი; 6-8 დავით დაუშვილი#4 7/1$ლ, გიორგი რამაზაშვილი#5 7/1$ლ/სბ, ბექა სარდანაშვილი 7, გაგა ცაცუროვი 0/3, ერეკლე კამლაძე ! სლ

პრზ) ბათუ კევლიშვილი; მწ) ლევან მაისაშვილი, ლექსო ბურნაძე, ხვიჩა ცეკვავა

<<    ყოჩები

15 ლადო გრუდკო 6/1$3გჯ, ჯემალ მარკოზაშვილი; 14-11 დავით ოდიშარია#15 5/2$გჯ, დავით თოთაძე 3/1, პაატა მაისურაძე#8#6 კაპ2 6$ლ/სბ, მიხეილ დადაშიანი 8$2ლ, სანდრო ნიჟარაძე 1/2, კახა ელოშვილი 4/2$ლ/სბ, დავით კაჭარავა კაპ3 5/1/სბ, ირაკლი ლობჟანიძე 3/3$ლ, ირაკლი გეგენავა 0/5, ნოდარ ივანიშვილი; 10 ირაკლი გიორხელიძე 1, ლადო ავლოხაშვილი 5$3გ3ჯ2ა, ჯაბა ბრეგვაძე 3/2, ვანო სოხაძე; 9 გიორგი ხელაძე 8$ლ/სბ

1-3 ზაზა ჭაბაშვილი 3, დიმიტრი კიკნაველიძე!ჰ 3/2, გიორგი ანჯაფარიძე#5 5/2, ომარ ხუციშვილი!ჰ 5/1, ირაკლი ძაძამია 0/1, კარლენ ასიეშვილი 5, ბესარიონ საცერაძე 0/2, ირაკლი ჭყონია!ჰ 4, ნიკო ჭავჭავაძე 1/1; 4-5 გიორგი ტურძელაძე 5, მიხეილ არჩუაშვილი 7/1, ლევან ივანიშვილი 0/1, ირაკლი კუჭუხიძე 1, გაგა ჯორჯაძე 0/2, ალეკო კანთელაძე 0/1, ირაკლი პაიჭაძე, გელა ხურცილავა; 6-8 მამუკა ცხადაძე#5 7$2ლ, მორის ტუჩაშვილი 5$ლ/2სბ, ჯაბა მალაღურაძე კაპ1 6$2ლ/3სბ წბ, გიორგი ღუდუშაური 6 ! 2სლ

პრზ) გუგა გეგენავა; მწ) ნიკო ჭავჭავაძე, ირაკლი გიორხელიძე ^ დირ) მალხაზ ჭეიშვილი

<<    სტადიონები

მეურნეობა 13, მომცრო ვაკე 10, ეროვნული 1

<<    მსაჯები (რ რეფერი, კ კიდეზე)

ნოდარ რობიტაშვილი 9რ3კ, გია ჯავახიშვილი 8რ4კ, მიშა ჩაჩუა 5რ7კ, ლევან მგელაძე 2რ / კ: უჩა ნარიმანიძე 9; გიორგი ჭიპაშვილი, თენგიზ ჩორგოლეიშვილი 5; გიორგი მამისეიშვილი 4კ; სერგო გაბუნია, ნიკა აბაშიძე 3; ზეზვა ქავთარაძე, გოჩა აბაშიძე, მახარე ბზეკალავა 1 * კახა გაბრიჩიძე, კახა მღებრიშვილი, ირაკლი კოპალიანი

<<    კომისრები

ვანო ბახტაძე 6; გოგი ჭიჭინაძე, ირაკლი დოლიძე, გელა მიქაბერიძე 4; თამაზ სალთხუციშვილი 3; რამაზ ბერაძე, მერაბ გოგიჩაიშვილი 1 * გოჩა აბაშიძე, ბორის ზიბზიბაძე, მალხაზ კოროშინაძე, გოგი ჯალაღონია

<<    ექიმები

ავთო ღიბრაძე 6, ზურაბ ხარშილაძე 5, ვალტერ კაპანაძე 1

<<    სამსჯავრო (ესტეკა)

მიხეილ კალანდაძე; გიორგი ბერიაშვილი, სანდრო ჟღენტი, ვახტანგ ფეტვიაშვილი, გენადი ღადუა, ღიბრაძე

<<    რაგბის თემი (უზენაესი არბიტრაჟი)

ირაკლი კიზირია, ფეტვიაშვილი, ღადუა, ნოდარ ყიფიანი, გია ჯაფარიძე

<<< >>> 

პირველი ლიგა
ლეგიონი
აბუკთა "ა" ლიგა
აბუკთა "ბ" ლიგა

<<< >>>