კინაღამ ავაყირავეთ

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე 20 გუნდში მე-13 ადგილი რომ დავიჭირეთ და ბობოლა ირლანდიაც კინაღამ ვძლიეთ. საზოგადოებამ ამ შეჯიბრის 25 მატჩი ტელე-ეკრანზე ცოცხლად იხილა; რუმინეთს სტუმრად ჩამოვართვით "ანთიმოზ ივერიელის თასი" და იქვე, "ირბ-ის ერთა თასზე" მესამე ადგილზეც გავედით, ხოლო შინ "ყოჩებმა" შეასრულეს დუბლი.

"ბორჯღალოსნებმა" შარშანდლის დარად 11 ტესტი გამართეს: ოთხ-ოთხი "ერთა თასსა" და მსოფლიოზე, და სამიც ირბ-ის ახალ ტურნირზე, რომელიც მას აქეთ ბუქარესტში ეწყობა და დუბლინური გრანტითვე იქაურ, "ტრიუმფალური თაღის" (არკულ დე ტრიუმფ) სტადიონს, ყოველ წელს თითო ტრიბუნა ემატება. ორიგინალური ფორმულის გამო, "სტეჟარს" ივნისში "არკულზე" არ შევბმივართ, თებერვალში კი ძველ გენჩაზე გავაჩინეთ სამართალი მესამე ცდით.

რუმინეთი ახალი, ორ-წლიანი "ერთა თასის" სტარტზე რომ ვძლიეთ, მონაგარს 160 წერტი შევმატეთ და რეიტინგის შემოღებიდან პირველად შევედით მოწინავე 15-ეულში. თავიდან ბოლომდე წინ ვიყავით და მეექვსე გათამაშებაზე მეორედ მოვიგეთ ანთიმოზი. "ოლიმპი" წერდა, "დაგვემტვრა ბევრი, რის გამოც ბოლო მეოთხედში ფრთაზე ჰავბეკი გვეყენა, და უგვან ჩხუბშიც მარტო ჩვენიანი გააგდეს, მაგრამ მაინც ულაპარაკოდ მოვიგეთო, რადგან:

გაგვიმართლეს ნაკრებში ხელახლა ხმობილმა ლელოელებმა, მეკო კვირიკაშვილმა და გიორგი ჩხაიძემ; ბუქარესტში გამართულ შეკრებაზე გარემოს გავუშინაურდით; ბრიტ რეფს ზემოდან მითითება რომ აღარ ჰქონდა მიღებული, თავიდან ბოლომდე წესიერად იმსაჯა; და ვეღარც რუმინეთი მოგვერია მორკინალებით, რაღაი მსოფლიო თასზე გასული, საკვების დანამატებს, ეტყობა, ნაკლები დოზით იღებსო"

ჯგუფად შევიდნენ

"კვირიკაშვილი სტეჟარის ანალიტიკოსებს არასოდეს ენახათ და ჩვენი მგეზავისგან ასეთ თამაშს არ ელოდნენ, ჩხაიძე კი დერეფანში ფრიადზე გაისარჯა. ტაქტიკაც გამართული გვქონდა: დარტყმა ფრონტის შუაში, გადაჯგუფება, მოლით თრევა და მიმართულების ცვლა. მერე მეკომაც შენიშნა, რომ ვლაიკუ იშტაზე ვერ იყო და აბრაგანებით გაუწყალა გული, პირველი ტაიმის ბოლოს კი, სხვაობის გასაზრდელად, ორჯერ შევამზადეთ არეკნი, რაც აქამდე არა გვჩვეოდა"

საწყის მეოთხედში მოლში დავიმსახურეთ ორი ჯარიმა და შევაგდეთ, 3:0-ზე კი კვირიკაშვილის გადაკიდებული ჰაერში მოხსნა ირაკლი მაჩხანელმა, მაგრამ თვალი იტკინა და შესაცვლელი შეიქნა. 6:3-ზე, ვლაიკუს კიკოფის მოგერიებისას დაუვარდა ბურთი, ჩვენები 5-მეტრა შერკინებიდან წამოდგნენ და კარში ჯგუფად შევიდნენ (13:3, მეორე ლელოზე კი მოლი თუმც კიდისკენ წაგვივიდა, ბურთი მოედანში დარჩა და უდესიანი მოწყდა მწყობრს (20:9)

20:14-ზე ტოფანის გადაკიდებული აიღო ბრეზოიანუმ და ფერკუ გააქცუნა, მაგრამ გიორგი შკინინმა ლელოდან 10 მეტრში დაიჭირა. წამატებულ დროში რუმინეთი მოლით ჩვენს მეოთხედში შემოვიდა, მაგრამ ზე-ამბიციური მომსხეპი პასი კიდეზე გაგზავნა, ბოლო სასტვენი კი მას შემდეგ გაისმა, რაც დავით კაჭარავამ შებოჭა კვირიკაშვილის აბრაგანის დამჭერი და იმათ ბურთი დაუვარდათ.

კარ-ბლანში

გარმონივით გაწელილი განრიგის გადამკიდე, ამის შემდეგ ჯერ თვე-ნახევარი გვიწევდა უქმობა, მერე კი ოთხ ვიკენდზე სამჯერ უნდა გვერაგბა და ევროპაც კიდიდან კიდემდე გადაგვესერა. უფროსობამ დაასკვნა, ზედიზედ შაბათებზე ესპანეთში სტუმრობა და რუსეთის დახვედრა არა-პრაქტიკულიაო და ორი, სხვადასხვა გუნდის გაყვანა მოიფიქრა, მაგრამ ფრანგულ კლუბებთან კანონის ენაზე საუბარს ისევ მოერიდა და "ლეონესს" შეკოწიწებული რამზიღა ჩაუყვანა - რვა ფორვარდიდან შემოგვრჩა ოდენ მღლეტელი.

ამან სავალალო შედეგი მოიტანა: შეუთამაშებელმა გუნდმა ვერაფერი გააწყო ინგლისელი მსაჯის მიერ სასტვენ-შეშველებულ იბერიელებთან და სამი სინბინის გადამკიდე, ოთხმოციდან 30 წუთი 14 კაცის ამარა ირაგბა. თამაში ესპანეთის არცერთი ტელე-არხით რომ არ გადაიცემოდა, ეგ გულუხვი მასპინძლის ხარჯზე სმის მოყვარული რეფისთვის კარ-ბლანშის ბოძების ტოლფასი იყო. ჰოდა, მსაჯი მაგრად მოგვდგა - ჯერ ბურჯი გაგვიგდო, მერე 15 ნომერი, ბოლოს კი, როცა ჩამორჩენა ექვსამდე შევამცირეთ, მგეზავიც!

რუსეთს უკეთესი რაზმით ვერკინეთ. მადრიდული 22-ეულიდან 11 კაცი დავიტოვეთ; მათგან ოთხიღა მოხვდა ძირითადში; დაგვიბრუნდა რუმინეთის მჯობნი შვიდეული, ოთხი გამოცდილი კი სეზონში პირველად ვიხმეთ. და მაინც, ტრავმათა და ფრანგ ბატონთა თავკერძობის გამო, წინა ორი ხაზის ხუთივე (!) დამწყები დაგვაკლდა, მუჟიკებს კი ჩამოუძღვა "მარად ჩვენი პატივის-მცემელი კლოდ სორელი, ხოლო გრაჩოვი, სტოფბერხი, პერვუხინი, მირონოვი და ხრუნვალდი ისე წავიდნენ პოსტიდან, რომ ჩვენთან გამარჯვება ვერ ეღირსათ"

ამოჩაჩული ჩაიტანონო

კლოდს სლავები კარგა ხანია ევაჭრებოდნენ, მაგრამ ფხიანმა მესიემ რომ იცოდა თავის ფასი, მაზანდას არ უწევდა და კონტრაქტზე ხელი არ მოეწერა. მუჟიკები წინა ათ შეყრაზე რვაჯერ გვეძლია და ბოლო ორ მატჩში ლელოებითაც 10-3 დაგვეჯაბნა. ამით მეზობლურ ჯახს პირვანდელი ეშხი მოკლებოდა, რის გამოც ხალხმა ფეშენებელური "ეროვნული" მესამედითღა შეავსო, და გუნდსაც ავთო ცქვიტინიძის ნახელავი, ისე ორიგინალური კვართები ემოსა, რომ იფიქრებდი, ბიჭებს მარჯვნივ ამოჩაჩული აქვთ და შორტებში უნდა ჩაიტანონო.

"ოლიმპის" თანახმად, "ბორჯღალოსნებმა ხერხთან შეხამებული ღონით გაიმარჯვეს. პირველ ტაიმში თამაში ვერ აგვეწყო და ენთუზიაზმ-მოჭარბებულმა მუჟიკებმა გაიჯეჯილეს, მაგრამ მერე ყველაფერი ნაცნობ კალაპოტში ჩადგა. ამ, პრაგმატულ დროში მთავარი შედეგია და არა მისი მიღწევის მეთოდი. მეტოქის ოდენ შერკინებით ჯობნა შეიძლება მთლად ესთეტური ვერ იყოს, სხვაფრივ კი არა დაეწუნება რა და ამიტომ ვრაგბობთ იმ სტილში, რომლითაც ჩვენივე რანგის მეტოქეთა ჯობნა ხელგვეწიფება"

ახლოვდებოდა შესვენება და ექვსით ვაგებდით. მანამდე, 3:6-ზე, ჯერ ბესიკ ხამაშურიძემ გვიხსნა, მერე კი შკინინმა; მალე საქმეში კიდის მსაჯი ჩაერია, რეფს შეუმჩნეველი ურჯუკობის გამო უპატაკა და კუშნარიოვმა კარის წინ, 30 მეტრზე ბოძებული ჯარიმა შეაგდო, მაგრამ რუსეთმა კიკოფი ვერ მოიგერია, შერკინებიდან სოლოები გადავაბით, ჯარიმა კიდეზე დავარტყით, დერეფანი გია ლაბაძემ მოიგო და მოლით 10 მეტრი ვიარეთ (10:9)

უდესიანმა იაზრა

სტუმრები ისე წახდნენ, რომ შესვენებაზე ორი პირველ-ხაზელი შეცვალეს, მაგრამ მაგით ვერაფერი ეშველათ: უმალ მათსავე ნახევარზე, შერკინებაში უკან ორჯერ დავახევინეთ. აქედან ხუთ წუთში წყვილი დერეფანი-მოლი-ჯარიმით წინ 40 მეტრით წავიწიეთ, 5 მეტრზე შერკინება მოვითხოვეთ, მეტოქე დავძარით და ბესო უდესიანს ბურთი ლელოში რომ უნდა გადაედო, პანასენკო ოფსაიდიდან დაახტა, რის გამოც რეფმა საჯარიმო ლელო ჩათვალა (17:9)

პირველი აწყობილი შეტევა 56-ე წუთზეღა შევიძელით: მახო ურჯუკაშვილმა გეზის ცვლით დავით დადუნაშვილი დაგეზა; შკინინი ფრთაზე გაიჭრა, ირაკლი აბუსერიძეს კი გრაჩოვი კისერში წაეტანა. ჯარიმა კიდეზე დავარტყით და წითელ ზოლში ავაგორეთ მოლები. მორიგ ჯარიმათა სანაცვლოდ შერკინება მოვითხოვეთ; რუსები ზედიზედ რომ ჩაწვნენ, რეფმა ხროკინი გაასინბინა და მარქაფის უყოლობის გამო, მიწოლაც აკრძალა, მაგრამ უდესიანმა იაზრა, ბურთი აიტაცა და ისევ მოლი დააწყო (24:12)

მეოთხე ლელოზე 8 ნომრად მდგარმა ჩხაიძემ აიღო ოვალი, გარღვევა მოაწყო, მიიზიდა კლიუჩნიკოვი და ბურთი გაატანა ლაბაძეს, ვისაც კუზინი ვეღარ დაეწია. გამარჯვებამ რეიტინგში 87 წერტი მოგვიტანა და მე-17 ადგილზე ავედით. ხარებაზე გვეწვია ჩეხეთი, ვისაც ნაკრებში დაეწინაურებინა "სპარტის" მწურთნელად მომუშავე ლევან მგელაძე, ხოლო მენეჯერად მიხეილ კოდუა. კავშირმა ლიანგის ბილეთი 3 ლარიდან ერთამდე გააიაფა, უფროსობას კი არ შეუცვლია ბეკთა დამწყები შვიდეული, რათა ამათ გემოზე ებურთავათ.

"ანტილოპას" შვიდიანი

ჩეხები საზარლად დავარბიეთ. თუ აქამდე 88 ქულით მოგვესრა ჰოლანდია და 14-ჯერ დაგველელოებინა, რეკორდი 95 ქულამდე და 16 ლელომდე ხომ ავიყვანეთ და რვა აცილებული დარტყმიდან ნებისმიერიც დაგვაძლევინებდა მაგიურ, 100-ქულიან მიჯნას. ურჯუკაშვილმა და დადუნაშვილმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკები მიითვალეს. თამაში ისე გაწონასწორებული იყო, რომ ნაქებმა ფორვარდებმა და ნაძაგებმა ბეკებმა რვა-რვაჯერ ისახელეს თავი; სტუმრებმა კი თავისი შერკინება ხუთჯერ წააგეს, რასაც სამი ლელო პირდაპირ მოყვა.

"ოლიმპი" წერდა, რაგბში ქულები ყინულის ჰოკეივით რომ ითვლებოდეს, ხამაშურიძე შვიდიანს ჩაიწერდა, რაკი ერთი ლელო ბურთის ჟონგლირებითა და ხაზის მიწვდომით თავად გაიტანა და კიდევ ექვსი შეამზადაო. და მაინც, იღბალმა ზურგი აქცია "ანტილოპას" - წამატებულ დროში ხელის კვრით რომ მოიშორა უადგილოდ გამოჩრილი თავისიანი, მსაჯმა ბლოკი დააბრალა და დაუსტვინა, რითაც ჩეხეთმა სამნიშნა პასივს დააღწია თავი.

"ერთა თასის" პირველი წრე 23 ივნისს, პორტუგალიის მიღებით უნდა დაგვესრულებინა, მანამდე კი რუმინეთში გვიწევდა ასპარეზობა 6-გუნდა ირბ-ულ სიახლეზე. რაღაი "ლობუშმა" მსოფლიო თასის ბოლო საგზური რეპეშაჟში, მაროკოსა და ურუგვაის ჯობნით მოიპოვა, ოთხი ზედმეტი რკენა გამართა. ჰოდა, დაქანცულმა ლუზიტანებმა იხერხეს და მახვშებს საქართველოში ჩამოსვლა 10 ნოემბრისთვის გადაადებინეს, მაგრამ მაგ დროს ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და თამაში 2008 წლის თებერვალშიღა ჩატარდა.

კაშინის მონასტერთან

ირბ-მა "არკულზე" პირველ და მეორე დონეთა სამ-სამი გუნდი სამ რაუნდად არკინა, ქულები კი საერთო ცხრილად, სამხრეთული, პრემიალური ნიხრით დაუთვალა. პირველ დონეს (აფრიკა არგენტინა იტალია) დუბლები (ა ნაკრებები) წარადგენდნენ, მეორეს კი (საქართველო რუმინეთი ნამიბია) ნაღდები. მიზეზთა გამო ერთბაშად 12 დამწყები დაგვაკლდა, დაშავებულმა ილია ზედგინიძემ კი მენეჯერობა იკისრა და მე-17 კაპიტნად ირაკლი აბუსერიძე ეკურთხა.

ბუქარესტში ცხელოდა. ასპარეზიდან კაშინის მონასტერი ჩანდა, რითაც რაგბი სულიერებას დაუახლოვდა, მაგრამ მსაჯები და რუმინული მედია ვერც მაგან დაანამუსა. პირველსავე მატჩში, ნამიბიასთან, გადავეყარეთ ძველ მტარვალს, იტალიელ კარლო დამასკოს, ვინც ორი კაცი გაგვიგდო და 80 წუთსაც ბლომად გადააცილა, მაგრამ ბოლო ბურთი მაინც ჩვენ გავიტანეთ და უცნობი მეტოქე დავამარცხეთ.

ნამიბიას მსოფლიო თასის პულში უნდა შევხვედროდით და მისი იქ ძლევა გვესახებოდა პროგრამა მინიმუმად და მაქსიმუმადაც. უდაბურმა ქვეყანამ "არკულზე" მოავლინა საუკეთესო რაზმი, რომლის სამი წევრიც დასის ექსტრემუმს განასახიერებდა: 140-კილოიანი ბურჯი მორის ფისერი უმძიმესი იყო, 161-სანტიმეტრა ფრთა ჰეინი ბოკი უდაბლესი, ხოლო 205-სანტიმეტრა ნიკო ესტერჰეიზე უტანადესი.

ხელს უშლიდითო

ფისერმა გაგანია პირველი ტაიმში დააგვირგვინა "ბილტონხ ბურეს" მოძალება და ფორა ოთხამდე შეგვიმცირა; მერე იმათ სამჯერ გაგვაჩერეს წითელ ზოლში, ზედ შესვენების წინ კი დიდებულიძე გაგვიგდეს. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ურჯუკაშვილმა შტურმი ლელოთი დაასრულა (20:11, მაგრამ იქვე მათი მგეზავი ახლოდან გაგვისხლტა და სხვაობა ორი ქულაღა დარჩა.

და მაინც, ნამიბიას ღირსეულად, რვაზე ნაკლებით წაგებისთვის სარგო ქულა არ დავანებეთ: კვირიკაშვილმა ჯერ ჯარიმა შეაგდო, ბოლოს კი არეკნიც. იმავე საღამოს, სტადიონის გახსნაზე, რუმინეთი დანებდა "მზარდ ბოკეს", ვისაც მულატი გურუ, პიტერ დეფილიერსი წურთნიდა და რასობრივი ტრანსფორმაციის გეზის თანახმად, მოძღვარს ზე 14-ზე მოასპარეზე პერსპექტიულ თეთრთა თაიგულისთვის ჯერაც უსახელო, მოზანგო ბიჭები ბლომად შეეამხანაგებინა.

გვემულ სხეულთა მოსაშუშებლად დრო რომ იყო საჭირო, შუა, მეორე რაუნდში ყველა მონაწილემ გადაიხალისა დამწყები 15-ეული. ჩვენ კაპიტნობა დავაკისრეთ ზურაბ მჭედლიშვილს, ვისაც წინა საუკუნეში გუნდისთვის 11-ჯერ ეყოჩა, დეფილიერსმა კი წინა ხაზი ერთიანად ზანგებით დააკომპლექტა. ბორჯღალოსნებმა არად ჩააგდეს სამხრეთ აფრიკული რაგბის ავტორიტეტი, მეტოქეს არ შეეპუენ და პრემია არ ააღებინეს, რაზეც მოშურნე რუმინელებმა გაგვჯორეს, ბოკეს ბურთაობა ეწადა, თქვენ კი ხელს უშლიდითო.

მაინც მესამეზე

სამივე ლელო შვიდკაცის მსოფლიო სერიაში ნაჩაუქარმა ბეკმა, მორის დელპორტმა გაგვიტანა. აფრიკა 5-მეტრა შერკინებაში რომ ვერ გაგვიძალიანდა, ჩვენზე დასპეციალებულმა დამასკომ საჯარიმო ლელო გვიბოძა, მაგრამ ტაიმთა ბოლოს თითო მორკინალიც გაგვისინბინა. 7:7-ზე მეკოს არეკნი გაუცუდდა; მესამე ლელოს შემდეგ სამი წუთი ვეძალებოდით ბოკეს, მაგრამ ბურთი წითელ ზოლში დაგვივარდა, ბოლო მეოთხედში კი გრანტმა სხვაობის გასაზრდელად ჯარიმაც დაარტყა.

ბოლო რაუნდის წინ, ორი ბობოლას კვალად, მესამე ადგილზე ვსუფევდით, მაგრამ იტალიას თუ უპრემიოდ მოვუგებდით, რუმინეთს ჩვენს გასასწრებად ნამიბიის ოთხჯერ დალელოება ეყოფოდა. ბრძოლით გავიმარჯვეთ და ეგეც გამოჩნდა, რომ შინაური ზე 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული "აძური" საფრანგეთის დივიზიონებში მორაგბე ქართველთა ნაკრების ბადალი იყო, სტეჟარს კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ერთ, კინკილა ლელოსღა დაჯერდა.

იტალია მეორე ტაიმში გავტეხეთ. ძალურ სოლოთა წყება ბეკმა მახო ურჯუკაშვილმა დააგვირგვინა, მაგრამ ორკერამ მეხუთე ჯარიმაც შეგვიგდო და აძური მესამედაც დააწინაურა. გამარჯვების ლელო ბოლომდე ხუთი წუთით ადრე დავდეთ: ქუთაისელმა პირველ-ხაზელმა, დავით დადუნაშვილმა წამოიღო გადაკიდებული; ჩვენი 22-დან იმათ 22-მდე ჯანითა და ფინტებით იარა, მეკომ კი ფრთაზე დაურტყა გიორგი შკინინს და ამან ფლანკერი გააბითურა.

ძვრები კავშირში

გარდასახვა ძელს მოხვდა. მერე კვირიკაშვილმა ჯარიმაც შეაგდო და სხვაობა შვიდამდე გაზარდა, რითაც იტალიას გაფრევების შანსიღა დარჩა. ჩვენმა შერკინებამ მეტოქეს ხუთჯერ დაახევინა მისსავე შეგორებაზე. ინგლისელმა რეფმა ჩხაიძე გაგვიგდო კამათისთვის, 80 წუთს ბარემ ათი დაამატა და თამაშიც მანამ არ დაამთავრა, სანამ იტალიას ლელო არ დაადებინა, მაგრამ მაგით ლათინებს რა ხეირი? გათანგულმა ორკერამ კიდიდან ვერ გარდასახა და ორით გავიმარჯვეთ.

ბორჯღალოსნებს ბუქარესტულმა წრთობამ არგოთ, რადგან ერთად ამდენ ხანს პირველად იყვნენ და ნაყოფიერად ივარჯიშეს. გაფართოებული, 37-კაცა რაზმი შინ 8 ივლისს მოგროვდა და ნოვატორი ფრანგი მაწრთობის, ნიკოლა ფულკიეს მეთვალყურეობით გააჩაღა სამზადისი. ძვრები მოხდა კავშირშიც: პრეზიდენტობა ჩაიბარა მსოფლიო თასზე დელეგაციის წინამძღოლმა გია ნიჟარაძემ, აპარატში კი დაბრუნდნენ გია ჭუმბურიძე, ნიაზ მამრიკიშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

30-კაცა რაზმის გამოცხადების ბოლო ვადა 14 აგვისტო იყო, მაგრამ სხვათა დარად, აღარც ჩვენ გავაჯანჯლეთ დედლაინამდე საქმე და ფორმალობა ადრევე მოვითავეთ. გაზეთებმა სანუკვარი ნუსხა 7 აგვისტოს მოულოდნელად, ღამის ათის ნახევარზეღა რომ მიიღეს, ცაიტნოტში აღმოჩნდნენ. ვაკეში მოეწყო საჯარო ბურთაობა, გუნდის გაცილება და დალოცვა, კავშირის საითს კი სექტემბრიდან დაემატა "ოლიმპის" მასალებზე დაფუძნებული ნაკვეთი, რომელშიც ქართულად ამომწურავად გაშუქდა მსოფლიო თასის აწმყოცა და წარსულიც.

ექსკლუზიური უფლება

ტურნირის საათობრივი განრიგი ჯერ კიდევ 10 იანვარს გამოქვეყნდა. მალევე ლიონის შემოგარენში ბანაკად მოგვიჩინეს ვილფრანშ-სიურ-საონი. მარტში "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მსოფლიო თასის ჩვენების ექსკლუზიური უფლება შეიძინა და 48-დან 25 მუღამიანი თამაში ცოცხლად აჩვენა. დიდ მატჩებს თან ახლდა სტუდიური დისკუსია (დავით მინაშვილი; კომენტატორთა გამოცდილ წყვილს (თემურ ჯაფარიძე, ზაალ გიგინეიშვილი) ოთხჯერ შეეხიდა ნაკრების ძველი კაპიტანი ლევან ცაბაძე, ყველა თამაშისა და საზოგადოდ ზეპური რაგბის ცქერა კი ოჯახებში შესაძლებელი გახდა პირველი ციფრული ტელევიზიის, "გლობალის" (ზურაბ ბაზლიძე) მეშვეობით.

ბორჯღალოსნებმა ფრანგულ კლუბებთან ხუთი სპარინგი გამართეს და კარგად მოითელნენ. გახსნაზე, სანდენში, საქართველო გია ლაბაძემ წარადგინა, არგენტინამ კი ირბ-ული განთესვა და სცენარიც თავდაყირა დააყენა და მასპინძელი "ლე ბლე" შეიწირა. რეიტინგში მეოთხე ადგილზე აბრძანებული "პუმები" პირველი რკენიდან მეოთხე დღეს, ლიონში გვერაგბებოდნენ, მაგრამ ხერხემალი (15 10 9 / 2 8) უცვლელად დაიტოვეს და მხოლოდ ბურჯებს დაასვენებინეს კისრები.

ქართველმა მწურთნელებმა მაქსიმალურად გამოცდილი 15-ეული შეადგინეს. მეორე ხაზში წლეულს პირველად ჩადგა მამუკა გორგოძე. თამაში ჩვენებურად 22 საათზე დაიწყო. იმათ კიკოფი რომ ვერ აიღეს, სოლოებითა და მოლებით ჯარიმა გამოვიმუშავეთ. პუმებმა ანგარიში მალე გაგვითანაბრეს, შუა ტაიმში კი, ალამთან, სასტიკი შტურმიც მოგვიწყვეს, მაგრამ მაგრად რომ დავუდექით, კორლეტომ ლელოსკენ დააგორა ბურთი და კარის ძელის შალითას მოარტყა.

ერნანდესმა უდირიჟორათ

ულელოო და ჭიდაობიანი პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინამ მეორეში გაშალა თამაში; ჩვენც ავყევით და მაშინ, როცა დაღლა თითქო იმათ უნდა შეტყობოდათ, არაქათი აქეთ გაგვძვრა. მატჩის ბედი გადაწყვიტეს თერნოვერებმა, შერკინების დადედლებამ და "ლათინთა ბრწყინვალე დირიჟორმა, ხუან-მარტინ ერნანდესმა, ვინც ტოპ 14-ური რაგბის გაკვეთილი ხომ ჩაუტარა ქართველ ბეკებს" და მერე და მერე პუმებს ბრინჯაოც ააღებინა.

3:6-ზე მწყობრი ფაზები რომ გადავაბით, კვირიკაშვილმა 35 მეტრიდან არეკნი სცადა და ააცილა. უმალ ერნანდესმა თავისი 22-დან ჩვენსაში დაგვირტყა და მოგერიება რომ მოგვეჭრა, დერეფნიდან ბეკებით შემოგვიტიეს, ფლანკერი ჩაერთო იერიშში და ფრთა გაათარხნა. იმათ მეორე ლელოზე ისევ გადავაბით ფაზები, მაგრამ ჩვენს ბეკებს იდეები რომ გამოელიათ, უაზრო პასი გაუვარდათ, ხოლო ერნანდესმა თერნოვერიდან დაგეზა ვორხესი.

არგენტინამ ჩვენს შეგორებაზე სამი შერკინება მოგვიგო და მესამე ლელოც მაქედან, კონტეპომის მიერ ხაზი გაჭრითა და ერნანდესისგან ჯარიმის უცებ გათამაშებით დაგვიდო, მეოთხე, პრემიის მომტანი კი, ბარემ რვა წუთი, მორკინალებით რომ ვერაფრით შეიტანა, ბურთი ისევ ბეკებს მისცა და გაუმართლა - უზუსტო პასის გადამკიდე, ჩვენი მწყობრი რიტმიდან ამოვარდა და ყლაპა.

მილარის გეგმები

ირბ-ის მხცოვან შეფს, ირლანდიელ დოქტორ სიდ მილარს ახალი წლიდან აკვიატებოდა აზრი, მსოფლიო თასის დონე რომ ავწიოთ, მაგისთვის 2011 წელს ფინალისტთა რიცხვი ოციდან 16-მდე უნდა დავიყვანოთო. ბებერმა ოღრაშმა, როცაკი შანსი მიეცა, აჟღერა განზრახვა და აღმასკომსაც განახილვინა, შემდეგი გათამაშების მასპინძელ ზელანდიას კი ხარჯის შეკვეცა კიდევ რომ სურდა, მთავარი ასპარეზის ტევადობის შემცირებაზეც დაიყაბულა მახვშები.

მილარს ამალის ამ გრანდიოზულ, რაგბეთის საბოლოოდ გამხლეჩ გეგმას საქმით წინ აღუდგნენ ჩვენი ბიჭები და თანაც სათადარიგო შემადგენლობით. ირლანდიასთან აქამდე ორჯერ და ძაან ბარაქიანად (0:70 14:63) წაგვეგო დუბლინში და პუმებთან რკენის აქეთაც 11 დამწყები შეგვეცვალა, იმათ კი თუმც ჰყავდათ ყველა - ღმერთკაცი ოდრისქოლი, ჰაერის მეუფე ოქონელი, ჩუბინი ოგარა, მოუხელთებელი დარსი, დაუდეგარი ვოლესი და სხვანიც, მაინც ვაჯობეთ და თასის ისტორიაში უდიდესი სენსაციის გამოცხობამდე ცოტა დაგვაკლდა.

მატჩი ბორდოში შაბათს, ჩვენებურად ღამის თერთმეტზე იყო. "მეტოქის სახელი არად ჩავაგდეთ და ხელდახელ ვუტიეთ, ოღონდაც მეტწილად სულ ჯიქურად და ძალით, ანუ ისე, როგორც ეხერხება მოასფალტებულ ავტო-სადგომებსა და მოხრეშილ ნაგვის საყრელებზე გაზრდილ თაობას. პინგ-პონგიც ბევრჯერ გავუმართეთ "შემროქს" და მაგაშიც ვაჯობეთ, რაღაი იმათ მეორე ტაიმში საკუთარ ნახევარს თავი ვერ დააღწიეს და წახდნენ"

ლიმი ჩაგიწვათო

"მედგრად ვითამაშეთ დაცვაშიც. კი ვუტევდით, მაგრამ ბოლოს დაღლა ისევ შეგვეტყო, რის გამოც ხან დერეფანში ვერ ავაგდეთ ბურთი და ხანაც შერკინება დავატრიალებინეთ. სულმაც ბევრჯერ წაგვძლია და უდროო არეკნებით მეტის მიღწევაზე ჩვენდათავად ავიღეთ ხელი, და არც მსაჯობა იყო მიუკერძოებელი, რაღაი უფალმა ბარნსმა ირლანდიას აპატია თითო შუბური ბოჭვა და დაწიხლვა, და ვერც მათ გადამწყვეტ ლელოზე მოიქცა სამართლიანად"

მეტოქეს რაქი 76-61 მოვუგეთ, ბურთის ფლობით 62-38 ვაჯობეთ, ტერიტორიით 68-32 და მის 22-ში 10-ნახევარი წუთიც გავატარეთ. იმათ პირველ ლელოზე ოგარამ ზედიზედ ორი ჯარიმა გადაიტანა კიდეზე და ოქონელის მოგებულ დერეფანში მოლი აგორდა, ტაიმის ბოლოს კი ურჯუკაშვილმა ბოჭვაზე იხელთა ოვალი, შკინინმა შუა ხაზამდე ამოიტანა, ვოლესი ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს და კვირიკაშვილმა 30 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა (3:7)

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, შკინინმა სთრინგერს რომ ჩაუჭრა გრძელი პასი, 60 მეტრი ირბინა და ლელოში შეხტა (10:7, აქედან ათიოდე წუთში კი დაშავებულ კვირიკაშვილს შველიძე რომ შველოდა, რეფმა მეტოქეს დერეფნის აგდება მაინც დაანება და დარსმა გაგვიჭრა კაც-ნაკლული ხაზი (10:14. ბოლო მეოთხედში ავაცილეთ სამი არეკნი და წითელ ზოლში ორჯერ შეგვემთხვა თერნოვერი, 78-ე წუთზე კი ჭიდილით ლელოში შევედით, მაგრამ ტელი-რეფმა დაასკვნა, ლიმი ჩაგიწვათ და არ დაგამიწებინათო.

არ გადავჯიშებულვართ!

"ოლიმპი" მატჩის გამო წერდა: "ქართველ მორაგბეთა ვაჟკაცობა რამდენიმე ჭრილში უნდა განვიხილოთ. ერთი რომ, კულტურათა გზაჯვარედინზე მდგარსა და ხელის ცეცებით მეობის მაძიებელ, დაბნეულ ერს ჭირდებოდა ბრძოლით, ნამუსითა და უნარით მარგი საქმის კეთების მაგალითი, ხოლო მსოფლიოს ახალი, კავკასიის ქვეყნის გაცნობა.

მეორეც, ძაან ნალოლიავებ, სხვა ფორმის ბურთით მოთამაშეთა ქრონიკული უნიათობის ფონზე, უპრიანი იყო ფანობისა და ხელისუფლებისთვისაც იმის შეხსენება, რომ არ გადავჯიშებულვართ, ბურთაობა კიდევ შეგვიძლია და ამას სხვა სახეობებზე უკეთ ვახერხებთ რაგბში, რაიც ჩვენი ლელოს საერთაშორისო ვერსიაა.

და მესამეც, ირბ-ს მოუწევს დაფიქრება, ღირს თუ არა ზელანდიელთა ახირებისა და მომჭირნეობის გამო მსოფლიო თასის შეკვეცა. ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ მაინც მოხდეს, საქართველოსა და მის ნაირებს ირლანდიასა და საძმოსთან ოთხ წელში ერთხელ (!) გაჯიბრების შანსი ხელიდან ხომ გამოეცლებათ და ათ ბობოლა ქვეყანაში გამოკეტილი თამაშიც, გაგლობალურების ნაცვლად, საბოლოოდ დამყაყდება"

ნაადრევად დაასრულა

"ბორჯღალოსნებთან" ნაყოფიერად მუშაობდა თასის ოფიციალური საითის მკვებავის, "რაგბი ნიუზ სერვისის" ავტორი ლენა ზაკი. ირლანდიასთან შებმიდან ოთხი დღის თავზე მისგან შეიტყო რაგბეთმა, რომ ჩვენს ყოჩს, ილია ზედგინიძეს კვირისტავი ჩაუტყდა და რაკი ტურნირის ბოლომდე ვეღარ მოურჩებოდა, ნაადრევად, 31 წლისა ასრულებდა სათამაშო კარიერას, მაგრამ როცაკი უცხოეთიდან შინ მობრუნდებოდა, რაგბულ მოძრაობაში ისევ ჩაებმებოდა.

უფროსობამ ილიას ნაცვლად განაცხადში ვეტერანი ზურაბ მჭედლიშვილი შეიყვანა, ტრავმირებული პალიკო ჯიმშელაძის მაგივრად კი მაინც არ იხმო თემურ სოხაძე. ნამიბიასთან შეყრამდე 11 დღე ვიუქმეთ; ირბ-ის რეიტინგში მეტოქეს რვა ადგილითა და 923 წერტით ვუსწრებდით; ივნისში, რუმინეთში, 12 დამწყების გარეშეც გვეძლია "ბილტონხ ბურე" და თასზეც, ერთსა და იმავე მეტოქეებთან 41 ქულით უკეთ გვეასპარეზა, რის გამოც ფავორიტებად ვითვლებოდით.

ვარაუდი გამართლდა. მეშახტეთა ყოფილ ქალაქ ლანსში ბიჭებმა საშვილიშვილო საქმეს დაადგეს თავი: ავდრის შესაფერი რაგბობით ულაპარაკოდ ძლიეს მეტოქე, რითაც მსოფლიო თასებზე გამართულ მეშვიდე მატჩში პირველი მოგება ხომ ჩავიწერეთ და პულში მეოთხე ადგილის დაბევებით მსოფლიოს უკეთეს 16-ეულშიც შევაბიჯეთ. მშრალ, მზიან ამინდში ეგებ უკეთესი ბურთაობა გვეხილა, ამჯერად კი გაიმართა ათ-კაცა რაგბი: ფორვარდებით ჯაგა-ჯუგი და ფეხოსნობა.

ფანობას უძღვნა

"ოლიმპი" წერდა, საეტაპო გამარჯვებანი ლამაზი თამაშით ვერ მიიღწევა და რაგინდარა მოგებაც, გინდ სულ კბილების ღრჭიალითა და სისხლით მოპოვებული, ჯობს ნებისმიერ, გინდ ღირსეულსა და გინდაც დრამატულ მარცხსო. უდაბნოელები ერთობ დავიბრიყვეთ: 80 წუთიდან ბარემ საათი ვუტევდით და ნამიბიის მეოთხედშიც 10-ნახევარი წუთი გავატარეთ, მაგრამ იმათ, მეტი ტრადიციის მქონეთ, მხსნელად და ქომაგად მოევლინათ ზელანდიელი მსაჯი, ვინც ბლომად აპატიათ ურჯუკობა და ყურით მოთრეული მიზეზებით, აქეთ ხალისით გვაჯარიმა.

იწურებოდა პირველი მეოთხედი და ჯარიმათა სათვალავი იმათ სასარგებლოდ უკვე 7-2 იყო, მაგრამ მერე და მერე რეფი მიხვდა, რომ ნამიბიას ვერაფერს უშველიდა, ცოტა სინდისის ქენჯნაც იგრძნო და მაჩვენებელი საათის თავზე გათანაბრდა. მაგ დროს 13:0 ვიგებდით: ლელო 10-ფაზიანი შტურმის შემდეგ, ზედახორაში შეიტანა აქვსენტ გიორგაძემ; კვირიკაშვილმა ხუთი ცდით სამი გოლი შეაგდო, 69-ე წუთზე კი 25 მეტრიდან ბოლო იმედიც გადაუწურა მეტოქეს.

ჩაროზად ბეკებმა ორი ლელო გაიტანეს, რითაც ახდა სტუდიაში მოწვეული ლევან წულაძის პროგნოზი, ბარაქიანად გავიმარჯვებთო: ირაკლი მაჩხანელმა ჩახურვაზე გააგდებინა ბოკს ბურთი, თვითონ აიღო, კარამდე ეულად ირბინა, გული ფანობას უძღვნა და 28 დეკემბერს, კინო "რუსთაველის" მეხუთე დარბაზში წლის საუკეთესო მორაგბის სარგო 1000-ევროიანი ოქროს ბარათიც მიიღო "სილქ როუდ ბანკისგან", გადაცილებულზე კი შინაურებში საუკეთესომ, დათო კაჭარავამ ჩაუჭრა პაუელს პასი და კარში შეიჭრა (30:0)

სარკოზის მიწვევით

პულში ბოლო მატჩი ჩვენი რაგბის ფუძემდებლის, ჟაკ ასპეკიანის მშობლიურ მარსელში გვქონდა მარჩენალ საფრანგეთთან, რომლისგანაც ძაან დავალებული ვიყავით, რაღაი "ახალ ათასწლეულში ქართული რაგბის ნაღები გალეთში დამკვიდრდა, არსობის სახსარი იშოვა, უკეთეს გარემოში ასპარეზობით კლასი ფრიად აიმაღლა და მსოფლიო თასზე ზედიზედ ორჯერ გავიდა. პრეზიდენტ სარკოზის მიწვევით მატჩს დაესწრო მიხეილ სააკაშვილი და მოსწებულად შენიშნა, რომ მორაგბეებმა თავიანთი ვაჟკაცობით საქართველო მსოფლიოს გააცნეს.

"ლე ბლეს" პრემიით გამარჯვება ჭირდებოდა და უკიდურესად მოტივირებულმა მწარედ გაგვაბურთავა, ბორჯღალოსნებმა კი მისია გასრულებულად მიიჩნიეს და არაქათ-გამოცლილები საბრძოლველად ვეღარ განეწყვნენ, რის გამოც კლასში სხვაობა ანგარიშში აისახა. შესვენებამდე სამი ლელო გავუშვით და 0:30 ჩამოვრჩით, შემდეგ კი კიდევ ექვსი. 0:13-ზე გასატანი ჯარიმა დავახაიეთ; სინბინში ორჯერ მიგვაბრძანეს (სარმა, შუბური ბოჭვა; ზვიად მაისურაძემ კი ჯარიმის უცებ გათამაშებით მაინც დადო პრესტიჟის ლელო.

არა-ოფიციალური XIII ადგილის დაკავებით ოთხი წლის წინდელ დებიუტთან შედარებით წინ ექვსი საფეხურით წავიწიეთ. ირბ კანადასა და ტონგასთან ტესტებში გაჯიბრებას შეგვპირდა; კავშირმა შინაურთა ნაკრების ევროპის საკლუბო თასის ქვედა დივიზიონში, "ჩელენჯ ქაფში" ჩაბმა დაისახა საგარეო პრიორიტეტად, საშინაოდ კი დედაქალაქის ათივე კერისთვის (აკადემია არმაზი დინამო ივერია ლელო ლოკომოტივი უნივერსიტეტი ყოჩები ხულიგანა ჯიქები) საკუთარი მიწის ნაკვეთის დაკანონება, რათა ყველას მოეწყო მოედანი.

სახელმწიფო პროგრამა

ხელი გამოიღო ხელისუფლებამაც და 26 ოქტომბერს, საგურამოს კომპლექსის გახსნაზე წარმოადგინა ფეხბურთისა და რაგბის განვითარების პროგრამა, რომლის თანახმადაც უნდა აშენებულიყო საზიარო, საერთაშორისო დონის შვიდი სტადიონი და ორი ცენტრი; მოწყობილიყო რაგბის ხუთი ბაზა, 13 სკოლა და 10 სექცია; კავშირს ოთხ წელში 7 მილიონი დოლარი გამოყოფოდა და საქართველოს პირველობასაც წელიწადში მილიონი ლარი მოხმარებოდა.

შინ დასრულდა ლოკომოტივის 10-ტიტულიანი (ხუთ-ხუთი ჩემპიონობა და თასი) ჰეგემონია. 2001 წლის აქეთ პირველად, ორივე ტურნირი პარალელურად გაიმართა. ერთი წლის შემდეგ აღდგა ავსტრალიური პლეი-ოფი. სეზონმა ხუთ თვეს გასტანა. უმაღლესში იასპარეზა ექვსმა, პირველში კი ოთხმა გუნდმა, რაღაი ბათუმი დაიშალა, ხოლო ხულიგანა ყოჩებსა და დინამოში გადანაწილდა.

პირველობის ზაფხულის წრის ბოლო, გადადებულ მატჩში ლელომ ათი ქულით დაამარცხა ლოკომოტივი, რითაც ამას 43-მოგებიანი სერია დაუსრულდა. ლოკომ ორი ლელო ტრადიციულად, მოლით შეიტანა და კიდევ ოთხჯერ მიზნამდე ცოტა დააკლდა, ლელომ კი, კაპიტან ირაკლი ყიასაშვილის დირიჟორობით, ჩინებულად იპასავა. გამარჯვებულთაგან ვაკის შვიდკაცის გმირმა, დავით ჩიტიძემ მოაწყო სასწაული რეიდი, ორი ლელო კი უნივერსალ ედიშერ ჯამრულიძის ანგარიშზე იყო.

ხელ-მესამედ

ოქტომბრის ბოლოს ლოკომოტივი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს დაუმოყვრდა, "ლიგამუსი" დაირქვა და თასის ფინალი ქუთაისში წააგო "ყოჩებთან, რომლებმაც მეორე ნახევრის შუაწელსა და ბოლოში შტურმები მოიგერიეს და ჯილდოს 27 წლის შემდეგ ისევ დაეპატრონენ. იგივე გუნდები შეიყარნენ შევარდენზე, პირველობის წინასწარ ფინალშიც. 5:9-ზე ბრძოლაში რომ ჩაება ყოჩების მწურთნელი ნიკო ჭავჭავაძე, ბორჯღალოსანმა დავით კაჭარავამ ბეკებით იერიში დააგვირგვინა, მერე კი ლიგამუსმა უსწოროდ გაათამაშა "ალალი"

მანამდე, წრიული სტადიის ბოლო რაუნდში, ქალაქის სამ სხვადასხვა ბოლოში (მათ შორის, რაგბისთვის ბოძებულ სინათლეზეც) პლეი-ოფის მეოთხე საგზურის სამი მაძიებელი სათითაოდ, ერთსა და იმავე დროს ერაგბა სამ ლიდერს. პრეტენდენტთაგან მიზანს ეწია მხოლოდ უნივერსიტეტი და უმაღლესშიც დარჩა, მესამე ადგილზე დაშვებულ ყოჩებს კი პირველობისკენ გზა დაუგრძელდათ. ჰოდა, დიდ ფინალამდე სული რომ მოეთქვათ, კავშირმა სეზონის კულმინაცია ორშაბათს, საღამოს შვიდზე, პროჟექტორის შუქზე დანიშნა.

ყოჩებს "ლელო" სეზონში უკვე სამჯერ ეძლიათ ლელოზე ნაკლებით - ერთი, ორი და სამი ქულით, ამჯერად კი თოშში ექვსით მოუგეს და ცხრა წლის შემდეგ ხელ-მესამედ გაჩემპიონდნენ. გამარჯვებულებმა ორი ლელო შეიტანეს და კარსა და ალამს 7-ჯერ ააცილეს ბურთი, ლელომ კი სამი გოლი სამ შანსზე შეაგდო. პირველ ლელოზე ვეტერანმა კახა კობახიძემ შერკინებიდან აიტაცა ბურთი და მოკლე ფრთაზე გაატანა გიორგი კაჭარავას, მეორე კი მოძღვარმა ჭავჭავაძემ ბრძოლაში ჩაბმიდან ორ წუთში, ფრთაზე შეიტანა.

ურცხვად დაგვამცრეს

ჩემპიონს 5 ათასი ლარის ჩეკის ვეება მოდელი ერგო, ვიცე-ჩემპიონს კი 3 ათასისა. ძველმა ყოჩებმა - კახა მხეიძემ, ზურაბ დუგლაძემ, ბესო ტეფნაძემ და მეგობრებმა შექმნეს "ქვიშის რაგბის" კავშირი და აგვისტოს ბოლოს, ქობულეთში ახალისეს ცნობილი სახეები. ფრანგებმა ზედიზედ მეორედ მოგვიგეს ვაკის შვიდკაცის ფინალი, ჭაბუკები კი მსოფლიოს მეორე ჯგუფში მეოთხე ადგილზე დარჩნენ, ელიტაში ვერ დაბრუნდნენ და ასაკობრივ ტურნირთა ირბ-ული რე-სტრუქტურიზაციის გამო, შემოდგომაზე ვეღარც ბელგიაში წავიდნენ.

იქ ევროპის პირველობა უჩვენოდ იმად გაიმართა, რომ ირბ-მა საგაისოდ პირდაპირ დაგვიშვა უფალ მილარის მიერ მოგონილ 8-გუნდა "მსოფლიო ალაფაზე" და ეს ამბავი წყალობად მოგვასაღა, მაშინ როცა სინამდვილეში ურცხვად დაგვამცრო - მსოფლიო თასზე მიიწვია კლასიფიკაციის 15 უკეთესი და ტონგა, რომელმაც ჩვენს კვალად დააფინიშა. თავად მილარი ირბ-ის შეფად მსოფლიო თასის ფინალის წინა დღეს შეცვალა ფრანგმა ბერნარ ლაპასემ, მახვშებმა კი 30 ნოემბერს დიდი ამბით გამოაცხადეს, რომ 2011 წელსაც, ზელანდიაში, კაცთა მორიგ მსოფლიო თასზე, ოც ფინალისტს იყოლიებდნენ.

<<<     2007

>>>     ევროპის "ერთა თასი" 2007-08

  3/02

რუმინეთი 17:20 საქართველო

ლ: პეტრე; 3ჯ: ვლაიკუ; ა: ტოფანი - 2ლ: ა.გიორგაძე უდესიანი; 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი

რეფ სთენლი (ირლ) ბუქარესტი, გენჩა
ჯერ ჩვენი! 3:0(3) 6:0(20) 6:3(30) 13:3(32) 13:6(34) /
13:9(42ა) 20:9(46) 20:14(53) სბ(64ს) 20:17(67) ბოლო(80+6)

საქ: ჯიმშელაძე მაჩხანელი (ელიზბარაშვილი 18 * სამხარაძე 64) გიგაური (დ.კაჭარავა 47) ი.გიორგაძე შკინინი <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე / ხინჩაგიშვილი (კოპალიანი 59) ა.გიორგაძე ზირაქაშვილი (მაგრაქველიძე 80+3) ზედგინიძე კაპ, დათუნაშვილი (დიდებულიძე 72) ი.მაისურაძე სბ 64, ჩხაიძე უდესიანი ^ მრქ) გასვიანი

 

პორტუგალია 21:18 ესპანეთი

10/02

ესპანეთი

14:39

რუსეთი

10/03

რუმინეთი

50:14

ესპანეთი

17/03

ესპანეთი 31:17 საქართველო

3ლ: მოტა, მარლეტი (2 3) 2გ 4ჯ: როკე - 3ლ: ბოლღაშვილი (1 2) შკინინი; გ: კვირიკაშვილი

რეფ რიჩარდსი (ინგ) მადრიდი, უნივერსიტეტი (3 500)
ჯერ ჩვენი! 5:0(1) 5:3(4) 5:6(15სბ) 5:9(27) სბ(32ს) /
5:16(45) 12:16(49) 12:23(58) 17:23(67) 17:26(74სბ) 17:31(80)

საქ: ელიზბარაშვილი სბ 32 (გურგენიძე 75) ელოშვილი (ჩხიკვაძე 75) დ.კაჭარავა ი.გიორგაძე შკინინი <10-9> კვირიკაშვილი სბ 74, სამხარაძე (გ.კაჭარავა 61) / კოპალიანი სბ 15 (გ.ჟღენტი 56) ბელქანია (ჯაველიძე 69) აშვეთია (დადუნაშვილი 43) პაპაშვილი დიდებულიძე კაპ (ნემსაძე 56) ი.მაისურაძე ს.მჭედლიშვილი (სბ! დადუნაშვილი) ბოლღაშვილი

 

ჩეხეთი

13:46

რუმინეთი

24/03

საქართველო 31:12 რუსეთი

4ლ: ჩხაიძე საჯ (უდესიანი, მჭედლიშვილი ლაბაძე; 4გ ჯ: ჯიმშელაძე - 4ჯ: ი.კუშნარიოვი სბ ხროკინი

რეფ მასიელო (სფრ) მე4 უჩა ნარიმანიძე
ეროვნული (20 ათასი) ნაწვიმარი
0:3(10) 3:3(13) 3:6(23) 3:9(36) 10:9(39) /
17:9(49) 17:12(55) სბ(63რ) 24:12(65) 31:12(71) ბოლო (80+6)

საქ: ჯიმშელაძე კაპ, შკინინი ურჯუკაშვილი ი.გიორგაძე ხამაშურიძე (ელიზბარაშვილი 72) <10-9> კვირიკაშვილი (დ.კაჭარავა 59) აბუსერიძე (სამხარაძე 59) / ხინჩაგიშვილი დადუნაშვილი (ბელქანია 72) კოპალიანი (გასვიანი 69) დათუნაშვილი (დიდებულიძე 24) ზ.მჭედლიშვილი; ჩხაიძე ლაბაძე უდესიანი (ი.მაისურაძე 66)

  7/04

საქართველო 98:3 ჩეხეთი

16ლ: მჭედლიშვილი დადუნაშვილი (2 5 11) მაისურაძე ურჯუკაშვილი (4 8 9) შკინინი გიორგაძე ჯიმშელაძე ელოშვილი კაჭარავა ხამაშურიძე კვირიკაშვილი საჯ (ჩხაიძე; 9გ: კვირიკაშვილი - ა: კრეიჩი

რეფ გასტუ (სფრ) მე4 ნარიმანიძე * ეროვნული (5 ათასი)
7:0(7) 12(10) 19(14) 26(17) 31(19) 38(26) 43(30) 50(34) 57:0(39) /
62(43) 62:3(48ა) 67(50) 72(55) 77(60) 84(64) 91(67) 98:3(80+2) ბოლო (80+3)

საქ: ჯიმშელაძე კაპ, შკინინი (ელოშვილი 49) ურჯუკაშვილი (დ.კაჭარავა 54) ი.გიორგაძე ხამაშურიძე <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე (სამხარაძე 49) / გასვიანი (მაგრაქველიძე 45) დადუნაშვილი კოპალიანი (გ.ჟღენტი 52) დიდებულიძე ზ.მჭედლიშვილი; ი.მაისურაძე (ახვლედიანი 61) ჩხაიძე უდესიანი (სუთიაშვილი 49)

21/04

რუსეთი 62:6 ჩეხეთი

  5/05

ჩეხეთი 15:42 ესპანეთი

12/05

პორტუგალია 13:21 რუსეთი

19/05

ჩეხეთი

3:23

პორტუგალია

23/06

საქართველო X პორტუგალია

  3/11

ესპანეთი

46:0

ჩეხეთი

  4/11

რუმინეთი 12:22 რუსეთი

10/11

საქართველო X პორტუგალია

  1/12

პორტუგალია 8:23 რუმინეთი

საახალწლოდ

მ-წ

გატ:გაშ

რუსეთი

4-1 156:76

საქართველო

3-1 166:63

რუმინეთი

3-2 148:77

ესპანეთი

3-3 165:142

პორტუგალია

2-2 65:65

ჩეხეთი

0-6 40:317

>>>     ირბ-ის "ერთა თასი"

5-16/06    ბუქარესტი, არკულ დე ტრიუმფი ^ პრემია

  5/06

არგენტინა``

27:20

იტალია`` ^

 

საქართველო 26:18 ნამიბია

3ლ: დიდებულიძე მაგრაქველიძე ურჯუკაშვილი; გ 2ჯ ა: კვირიკაშვილი - 2ლ: ფისერი ფდ-ვესტჰეიზენი; გ: ლოსპერი; 2ჯ: ფდ-ვესტჰეიზენი

რეფ დამასკო (იტა)
5:0(3) 5:3(5) 5:6(12) 12:6(18) 15:6(22) 15:11(25) სბ(38ს) /
20:11(47) 20:18(54) 23:18(64) სბ(70ს) 26:18(80+ა)

საქ: ბარკალაია (ურჯუკაშვილი) შკინინი გიგაური დ.კაჭარავა ელოშვილი <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე კაპ (სამხარაძე) / მაგრაქველიძე (ჟღენტი) დადუნაშვილი ხინჩაგიშვილი სბ 70; დათუნაშვილი დიდებულიძე სბ 38 (ზ.მაისურაძე) სუთიაშვილი (ზ.მჭედლიშვილი) ურუშაძე ჩხაიძე

 

რუმინეთი

7:61

აფრიკა`` ^

10/06

არგენტინა``^

47:13

ნამიბია

 

საქართველო 7:24 აფრიკა``

ლ: საჯ (ჩხაიძე; გ: კვირიკაშვილი - 3ლ: დელპორტი; 3გ ჯ: გრანტი

რეფ დამასკო (იტა)
0:7(5) 7:7(12) 7:14(21) სბ(34ს) /
7:21(51) 7:24(63) სბ(66ს)

საქ: ურჯუკაშვილი (ხამაშურიძე) შკინინი გიგაური დ.კაჭარავა ელოშვილი <10-9> კვირიკაშვილი სამხარაძე (აბუსერიძე) / ხინჩაგიშვილი (მაგრაქველიძე) ჭყონია ყუფარაძე (ჟღენტი სბ 66) ზ.მჭედლიშვილი კაპ (დიდებულიძე) დათუნაშვილი სბ 34; ი.მაისურაძე (ზ.მაისურაძე) ურუშაძე ჩხაიძე (სუთიაშვილი)

 

რუმინეთი

19:8

იტალია``

16/06

საქართველო 22:20 იტალია`` ^

3ლ: ზ.მაისურაძე ურჯუკაშვილი შკინინი; 2გ ჯ: კვირიკაშვილი - ლ: ზეპე; 5ჯ: ორკერა

რეფ დიბნი (ინგ)
0:3(3) 0:6(16) 7:6(22) 7:9(30) 7:12(39) /
14:12(46) 14:15(50) 19:15(75) 22:15(77) სბ(78ს) 22:20(80+)

საქ: ბარკალაია (გურგენიძე) შკინინი ურჯუკაშვილი დ.კაჭარავა ელოშვილი (გიგაური) <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე კაპ / მაგრაქველიძე (დადუნაშვილი) ჭყონია (ნატრიაშვილი) ხინჩაგიშვილი (ჟღენტი) ზ.მჭედლიშვილი დიდებულიძე (დათუნაშვილი) ურუშაძე (ი.მაისურაძე) ზ.მაისურაძე ჩხაიძე სბ 78

 

რუმინეთი 28:16 ნამიბია

 

აფრიკა`` 24:10 არგენტინა``

არკული

მ-წ

გატ:გაშ

პრ

აფრიკა``

13 3-0 109:24 1

არგენტინა``

9 2-1 84:57 1

საქართველო

8 2-1 55:62 0

რუმინეთი

8 2-1 54:85 0

იტალია``

2 0-3 48:68 2

ნამიბია

0 0-3 47:101 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

>>>     19-წლამდელთა (1988-89 დაბ) მსოფლიო თასი

4-21/04    ალსთერი (ჩრდ.ირლანდია)

მეორე ჯგუფი

16#საქართველო -

რუმინეთი 28:0 (4/04 ბანგორი * 4ლ: ხმალაძე სვანიძე (2 4) კობაური; 4გ: ბ.წიკლაური ^ რეფ მანკუსო (არგ) 7:0(4) 14:0(29) / 21:0(45) 28:0(69პ)

ზიმბაბვე 26:33 (8/04 მელოუნი * 4ლ: ჯაშიტაშვილი კაკოვინი ჩიჩუა კალმახელიძე; 3გ: ბ.წიკლაური, ნუცუბიძე 2 სბ ძაგნიძე - 4ლ 2გ 3ჯ სბ ^ რეფ მურინია (პორ) 7:0(13) 12:0(22) 12:7(28) 12:10(33) სბ(35ს) 12:13(35+5) / 12:16(42) 12:21(49) 12:26(61) 12:33(70+1პ) სბ(70+4ზ) 19:33(70+7) 26:33(70+10პ)

რუსეთი 24:6 (12/04 მელოუნი * 4ლ: ბ.წიკლაური ნუცუბიძე მ.წიკლაური ბასილაშვილი; 2გ: ბ.წიკლაური სბ ინაშვილი - 2ჯ ^ რეფ ფალცონე (იტა) 5:0(5) 12:0(16) 17:0(21) სბ(ს) / 17:3(37) 24:3(47პ) 24:6(60)

^ ქულა: იტალია 14, კანადა 13, საქართველო 12 (+39, შტატები 12 (+27) - ტონგა 11 ... რუმინეთი 1 (-42, რუსეთი 1 (-52)

კანადა 3:19 (16/04 მელოუნი * ჯ: ბ.წიკლაური - ლ გ 4ჯ ^ რეფ გარსეზი (სფრ) 0:3(1) 0:6(29) 3:6(35+6) / 3:9(46) 3:12(64) 3:19(70)

15#შტატები 5:24 (20/04 ბანგორი * ლ: სხულუხია - 2ლ გ 4ჯ ^ რეფ პატერსონი (შტლ) 0:3(4) 0:6(11) 0:9(16) 0:16(29) 0:21(30) / 5:21(50) 5:24(68)

13#იტალია (ავიდა) 22:3 14#კანადა, 17#ტონგა 24:15 18#ურუგვაი, 19#ზიმბაბვე 12:10 20#ჩილე, 21#რუმინეთი 20:10 22#რუსეთი, 23#ტაივანი 29:10 24#ქუქეთი

პირველი ჯგუფი

1#ზელანდია 31:7 2#აფრიკა, 3#ავსტრალია 25:21 4#უელსი, 5#საფრანგეთი 43:17 6#ინგლისი, 7#სამოა 13:12 8#არგენტინა, 9#ირლანდია 34:0 10#შოტლანდია, 11#ფიჯი 60:12 12#იაპონია (გამოვარდა)

საქართველო

15-11 ვახტანგ კავთიძე (უნი, მიხეილ წიკლაური (რსთ, ალექსანდრე ტუჩაშვილი (უნი, სანდრო ინაშვილი (ყოჩ, ჯაბა კიკვიძე (უნი, გიორგი სვანიძე (აკდ, ბექა წიკლაური (უნი, რატი ნუცუბიძე (უნი, ჯაბა სონღულაშვილი (ხულ, გიორგი ონიანი (აია; 10 ლაშა ხმალაძე (ლელ; 9 გიორგი როხვაძე (აია, ზაქარია ზირაქაშვილი (რსთ /

1-3 გიორგი ცირეკიძე (არზ, ბექა სხულუხია (აია, გიორგი ჯაშიტაშვილი (ხულ, ირაკლი მირცხულავა (დინ, რევაზ ბასილაშვილი (რსთ, დავით ალადაშვილი (უნი; 4-5 გიორგი კალმახელიძე (ხულ, თორნიკე ძაგნიძე (აია, ვიქტორ კოლელიშვილი (ლელ, ბექა ნიკოლაიშვილი (ყოჩ; 6-8 ვახტანგ მძინარიშვილი (ლელ, დავით ჩიჩუა (აფრ, არჩილ კობაური კაპ (ყოჩ, ვასილ კაკოვინი (უნი)

მწ) გია ღლონტი, ზურაბ ამონაშვილი (აკდ; მნჯ) ზურაბ ზოიძე; ექმ) ვალტერ კაპანაძე, ზურაბ ხარშილაძე

>>>     18-წლამდელთა ევროპის პირველობა

30/03-7/04    ბასკეთი (საფრანგეთი)

6#საქართველო -

ირლანდია 0:27 (1/04 ოსეგო * 3ლ 3გ 2ა ^ რეფ რობერთსი (ინგ * Iტ 0:14)

პორტუგალია 17:8 (4/04 ბადრო * 2ლ: ტორაძე ჯოგლიძე; 2გ ჯ: ჯოგლიძე სბ კობახიძე - ლ ჯ ^ რეფ ზეშუტეკი (პოლ)

5#რუმინეთი 7:10 (7/04 სან პოლი * ლ გ - ლ გ ჯ სბ ^ რეფ რეინალი (სფრ * Iტ 0:7)

1#საფრანგეთი 8:8^შთ 2#ირლანდია, 3#ინგლისი 52:9 4#იტალია, 7#რუსეთი 34:7 8#პორტუგალია (გავარდა)

საქართველო

15 გოდერძი ჯოგლიძე (ლელ; 14-11 რატი ხუციშვილი (უნი, გივი ტაბატაძე (ლელ, ზურაბ გოგლიჩაძე (აია, გიორგი ლომინაძე (ლელ, გიგა კორკელია (ლელ, დათო ჯავახიშვილი (არზ, დათო გრძელიშვილი (ყოჩ; 10 გივი ნადარეიშვილი (უნი; 9 ლევან გოგია (უნი, გიორგი ჭინჭარაული (ლელ /

1-3 დავით მენაბდიშვილი (აია, გიორგი ტორაძე (აია, მიხეილ ნარიაშვილი (აია, გიორგი გაბელია (ლელ, შალვა მამუკაშვილი (ყოჩ, საბა ქართველიშვილი (არზ; 4-5 ილია სურგულაძე (უნი, ბექა კობახიძე (უნი, ბექა თანდაშვილი (ლელ; 6-8 ლადო გუნიავა (უნი, გიორგი რევიშვილი (აია, თენგიზ მარგველაშვილი (ყოჩ, გიორგი ზარნაძე (უნი, ვასილ კვერნაძე (ლელ)

მწ) ლევან მაისაშვილი, ბადრი ბოხუა

>>>     შვიდკაცის VIII მსოფლიო სერია (2006/07)

26-27/05    ლონდონი (ინგლისი) VII ეტაპი

საქართველო - პულ) ავსტრალია 0:36, სამოა 5:43, კანადა 5:26 * ფიალა) საფრანგეთი 0:31 * ფარი) კენია 0:19 ^ გავიყავით XV ადგილი

თასი) ზელანდია 29:7 ფიჯი
სინი) აფრიკა 14:5 ავსტრალია
ფიალა) ინგლისი 10:0 პორტუგალია
ფარი) კენია 15:0 იტალია

2-3/06    ედინბურგი (შოტლანდია) VIII ეტაპი

საქართველო - პულ) ინგლისი 0:24, ზელანდია 7:43, არგენტინა 5:31 * ფიალა) რუსეთი 19:7, პორტუგალია 12:19 ^ გავიყავით XI ადგილი

თასი) ზელანდია 34:5 სამოა
სინი) ფიჯი 31:7 კენია
ფიალა) ინგლისი 31:0 პორტუგალია
ფარი) საფრანგეთი 21:12 რუსეთი

ქულა: ზელანდია 130, ფიჯი 128, სამოა 122, აფრიკა 92, ინგლისი 52, უელსი 38, ავსტრალია 32, საფრანგეთი 28, შოტლანდია 26, არგენტინა 23, კენია 22, ტონგა 10, კანადა 8, ტუნისი 6; შტატები და პორტუგალია 2; რუსეთი 1; საქართველო და სხვანი 0

>>>     VI ევროპის შვიდკაცა

19-20/05    სოპოტი (პოლონეთი) I ეტაპი

2#საქართველო - პულ) 6#ლატვია 33:0, 9#პოლონეთი$2 40:0, საფრანგეთი 0:21, 8#ისრაელი 57:0 * თასი) 3#პოლონეთი 26:21 დდ, 1#საფრანგეთი 5:33

9-10/06    ვაკე * V ეტაპი

2#საქართველო - პულ) 10#საბერძნეთი 45:5, 7#ისრაელი 35:0, 4#მოლდოვა 35:0, 5#ლატვია 12:7 * თასი) 3#უკრაინა 17:12, 1#საფრანგეთი 19:34

ქულა: საფრანგეთი 32 (+392, იტალია 32(+287, საქართველო 28, გერმანია 26, რუსეთი (მასპ, ესპანეთი 24, უკრაინა 22, რუმინეთი 20(+175, პოლონეთი 20(+163, მოლდოვა 20(+26, ლიტვა 20(-13, ანდორა 18(+170) - ხორვატია 18(+64, პორტუგალია შვედეთი ლატვია 16 ...

7-8/07    მოსკოვი (რუსეთი) 12-გუნდა ფინალი

7#საქართველო - პულ) 9#უკრაინა 31:0, 6#იტალია 24:12, 4#ესპანეთი 7:21, 11#ლიტვა 22:7, 3#მოლდოვა 14:40 * სინი) 5#რუმინეთი 5:14, 8#პოლონეთი 32:7 ^ 1#რუსეთი 35:10 2#საფრანგეთი

საქართველო: ვახტანგ ახვლედიანი, ირაკლი გეგენავა, სანდრო ნიჟარაძე, დავით ჩიტიძე, ლაშა ხმალაძე, ლევან ხუხუნეიშვილი, გიორგი კალმახელიძე, დავით გურგენიძე, გიორგი კაჭარავა, შალვა სუთიაშვილი ^ მწ) მამუკა ტყეშელაშვილი, კახა ალანია; მნჯ) გიორგი ასათიანი; ექმ) ავთო ღიბრაძე * ქომაგები) გიორგი მარი, დავით რაფავა, გიორგი ხარაბაძე, ნიკო ჭიჭინაძე

>>>     2007 წლის მსოფლიო თასი

7/09-20/10    საფრანგეთი (სანდენი მარსელი ლიონი ლანსი ნანტი პარიზი სანტეტიენი ბორდო მონპელიე ტულუზი; უელსი (კარდიფი; შოტლანდია (ედინბურგი)

<<    `ა` პული

აფრიკა 19 (189:47, ინგლისი 14 (108:88) -
ტონგა 9 (89:96, სამოა 5 (69:143, შტატები 1 (61:142)

<<    `` პული

ავსტრალია 20 (215:41, ფიჯი 15 (114:136) -
უელსი 12 (168:105, იაპონია 3 (64:210, კანადა 2 (51:120)

<<    `` პული

ზელანდია 20 (309:35, შოტლანდია 14 (116:66) -
იტალია 9 (85:117, რუმინეთი 5 (40:161, პორტუგალია 1 (38:209)

<<    `` პული (^ პრემია)

  7/09

^საფრანგეთი 12:17 არგენტინა

  9/09

^ირლანდია

32:17

ნამიბია

11/09

საქართველო 3:33 არგენტინა^

ჯ: კვირიკაშვილი - 4ლ: ვორხესი (1 2) ალვასეტე არამვურუ; 2გ: ფ.კონტეპომი ერნანდესი; 3ჯ: კონტეპომი

რეფ ოუენსი (უელ) ლიონი, სტად ჟერლონი
3:0(2) 3:3(12) 3:6(38) /
3:13(48) 3:16(53) 3:21(56) 3:26(73) 3:33(80პ)

საქ: ჯიმშელაძე (შკინინი 59) მაჩხანელი ურჯუკაშვილი (გიგაური 74) ი.გიორგაძე ხამაშურიძე <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე (სამხარაძე 64) / ხინჩაგიშვილი (შველიძე 63) ა.გიორგაძე ზირაქაშვილი (კოპალიანი 41) ზედგინიძე კაპ, გორგოძე; ჩხაიძე (ზ.მაისურაძე 50) ლაბაძე უდესიანი (დიდებულიძე 65)

15/09

^საქართველო 10:14 ირლანდია

ლ: შკინინი; გ ჯ: კვირიკაშვილი - 2ლ: რ.ბესთი დემფსი; 2გ: ოგარა სბ დ.ვოლესი

რეფ ბარნსი (ინგ) ბორდო, შაბან დელმა
0:7(18) 3:7(37სბ) / 10:7(46) 10:14(55) ბოლო (80+2)

საქ: ბარკალაია (მაჩხანელი 34) შკინინი ურჯუკაშვილი დ.კაჭარავა ელიზბარაშვილი (ელოშვილი 51) <10-9> კვირიკაშვილი სამხარაძე (აბუსერიძე 72) / მაგრაქველიძე (ა.გიორგაძე 48) შველიძე კოპალიანი (ხინჩაგიშვილი 48) ზედგინიძე კაპ (დათუნაშვილი 32) გორგოძე; ი.მაისურაძე (ზ.მაისურაძე 58) ურუშაძე ჩხაიძე

16/09

^საფრანგეთი 87:10 ნამიბია

21/09

საფრანგეთი 25:3 ირლანდია

22/09

^არგენტინა

63:3

ნამიბია

26/09

საქართველო 30:0 ნამიბია

3ლ: ა.გიორგაძე მაჩხანელი კაჭარავა; 3გ 3ჯ: კვირიკაშვილი

რეფ ვოლში (ზელ) ლანსი, ფელიკს ბოლერი (32 549)
3:0(8) 6:0(25) 13:0(39) / 16:0(69) 23:0(71) 30:0(80+2)

საქ: ურჯუკაშვილი (გიგაური 69) მაჩხანელი დ.კაჭარავა ი.გიორგაძე შკინინი (ხამაშურიძე 47) <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე კაპ (სამხარაძე 56) / შველიძე ა.გიორგაძე (ხინჩაგიშვილი 56 * კოპალიანი 72) ზირაქაშვილი; დათუნაშვილი გორგოძე (დიდებულიძე 19) ლაბაძე ურუშაძე (უდესიანი 51) ჩხაიძე

30/09

^საფრანგეთი 64:7 საქართველო

9ლ: პუატრანო ნიონგა ბოგზისი დომინისი (4 6) ბრიუნო ნალე მარტენი ბონერი; 5გ 3ჯ: ბოგზისი - ლ: ზ.მაისურაძე; გ: ურჯუკაშვილი

რეფ ლუისი (ირლ) მარსელი, ველოდრომი
ჯერ ჩვენი! 0:3(4) 0:10(7) 0:13(18) 0:16(24) სბ(29ს) 0:23(31) 0:30(38) /
0:35(45პ) 0:42(53) 0:47(58) 0:54(64) 0:59(67) 7:59(72) სბ(75ს) 7:64(80)

საქ: ბარკალაია (ელოშვილი 54) ურჯუკაშვილი გიგაური სბ 75, ი.გიორგაძე ხამაშურიძე (ელიზბარაშვილი 54) <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე კაპ (სამხარაძე 32) / მაგრაქველიძე სბ 29 (შველიძე 49) ა.გიორგაძე ზირაქაშვილი (კოპალიანი 54) დიდებულიძე (დათუნაშვილი 41) ზ.მჭედლიშვილი; ი.მაისურაძე (ზ.მაისურაძე 49) ურუშაძე (შველიძე 33-39) ჩხაიძე

 

ირლანდია 15:30 არგენტინა

არგენტინა 18 (143:33, საფრანგეთი 15 (188:37) -
ირლანდია 9 (64:82,
საქართველო 5 (50:111, ნამიბია 0 (30:212)

<<    მეოთხედფინალი

  6/10

ავსტრალია 10:12 ინგლისი

 

ზელანდია 18:20 საფრანგეთი

  7/10

აფრიკა 37:20 ფიჯი

 

არგენტინა 19:13 შოტლანდია

<<    ნახევარფინალი

13/10

საფრანგეთი 9:14 ინგლისი

14/10

აფრიკა 37:13 არგენტინა

<<    ბრინჯაოს ფინალი

19/10

საფრანგეთი 10:34 არგენტინა

<<    ფინალი

20/10

აფრიკა 15:6 ინგლისი

5ჯ: მონთგომერი 4, ფ.სტეინი (5) - 2ჯ: ვილქინსონი

რეფ როლანი (ირლ) სანდენი, სტად დე ფრანსი
3:0(7) 3:3(13) 6:3(16) 9:3(40) / 9:6(44) 12:6(51) 15:6(62)

<<    არა-ოფიციალურად

#

გუნდი

სხვ

ლს

გატ

13 საქართველო 5 -61 -10 50 5
14 სამოა 5 -74 -10 69 5
15 რუმინეთი 5 -121 -17 40 5
16 იაპონია 3 -146 -23 64 7
17 კანადა 2 -69 -11 51 6
18 შტატები 1 -81 -11 61 7
19 პორტუგალია 1 -171 -25 38 4
20 ნამიბია 0 -182 -27 30 3

თაიბრეიქი: პულში ქულათა სხვაობა (გატანილს მინუს გაშვებული), ლელოთა სხვაობა, გატანილი ქულა, გატანილი ლელო

<<    ბორჯღალოსნები

30+1 კაცა რაზმი

15/10 პალიკო ჯიმშელაძე, ოთარ ბარკალაია, მეკო კვირიკაშვილი; 14/11 ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი მაჩხანელი, გიორგი შკინინი, გიორგი ელიზბარაშვილი, ოთარ ელოშვილი; 13/12 მახო ურჯუკაშვილი, ირაკლი გიორგაძე, დავით კაჭარავა, რეზო გიგაური; 9 ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა სამხარაძე /

1-3 აქვსენტ გიორგაძე!ჰ გოდერძი შველიძე, ავთო კოპალიანი, მამუკა მაგრაქველიძე, დავით ხინჩაგიშვილი, დავით ზირაქაშვილი; 4-5 ილია ზედგინიძე კაპ, ვიქტორ დიდებულიძე, მამუკა გორგოძე, ლევან დათუნაშვილი + ზურაბ მჭედლიშვილი; 6-8 გია ლაბაძე, ბესო უდესიანი, რატი ურუშაძე, გიორგი ჩხაიძე, ზვიად მაისურაძე, ილია მაისურაძე

ბოლოსწინა სიაში: 15/10 თემურ სოხაძე, 9 გიორგი კაჭარავა / 1-3 დავით გასვიანი, დავით დადუნაშვილი!ჰ 6-8 დავით ბოლღაშვილი, შალვა სუთიაშვილი

უფროსობა: გია ნიჟარაძე (წინამძღოლი; მალხაზ ჭეიშვილი (მთ.მწურთნელი; დავით ჩავლეიშვილი (ბეკები; პაატა ნარიმანაშვილი (დაცვა; ნიკოლა ფულკიე (მაწრთობი; ანრი ბრონკანი (კონსულტანტი; ვასილ აბაშიძე (მენეჯერი; გია ჭუმბურიძე (მედია; კოტე კილაძე (ექიმი; ბესო აბრამიშვილი, ლორან გიდე (ფიზიო; ნატა კურტანიძე (მდივანი; მიხეილ ქვლივიძე (ლოჯისტიკა; დავით ნამგალაური (დეპარტამენტი; კოტე და სოფიო ძიძიშვილები (მეშვიდე ცა; სტეფან ლონი, ფრედერიკ კენარი (მეგზურები; მერაბ ანთაძე, კოკა ლაზიშვილი (ირბ-ის სტუმრები)

>>>     საქართველოს თასი

<<    პირველი ეტაპი

2-3/06 * 29-30/06 * 3/07 * 7/07

1#ლოკომოტ 86:22 59:0 10#ყოჩები$2
9#რუსთავი 20:19 13:5 2#დინამო
3#ყოჩები 8:8 31:0 8#აია
4#ლელო 28:3 22:15 7#აკადემია
5#უნივერსიტ 30:25 27:20 6#არმაზი

<<    მეორე ეტაპი

11-12/07 * 17/07

1#ლოკომოტ X:0 X:0 6#დინამო
2#ლელო 46:22 X:0 5#რუსთავი
3#ყოჩები 19:18 24:10 4#უნივერსიტ

<<    მესამე ეტაპი

ზედა სამეული (გადიოდა სამივე)

  7/09 ყოჩები 16:13 ლელო
12/09 ლოკომოტ 32:18 ლელო
17/09 ყოჩები 17:8 ლოკომოტ

ქვედა სამეული (გადიოდა პირველი)

  7/09 დინამო 11:5 უნივერსიტ
12/09 უნივერსიტ 20:12 რუსთავი
17/09 დინამო 25:5 რუსთავი

<<    ნახევარფინალი

  6/10 ლოკომოტ 25:23 ლელო
  7/10 ყოჩები 26:11 დინამო

<<    ფინალი

 27/10 ყოჩები 13:6 ლიგამუსი

ყოჩ: კუპრეიშვილი (გ.კაჭარავა) გეგენავა დ.კაჭარავა ადანაია ნიჟარაძე <10-9> კიკნაძე ხელაძე / ასიეშვილი ბრეგვაძე კაპ, ყალიჩავა (ჭავჭავაძე; ბელაშვილი არჩუაშვილი; გენებაშვილი დგებუაძე (ახვლედიანი) კ.კობახიძე - ლ: გეგენავა; გ: კობახიძე; ჯ ა: კიკნაძე

ლიგ: ასათიანი გუგავა ქავთარაძე ბერძენიშვილი ანდღულაძე <10-9> კვინიხიძე კაპ, ღვინჯილია / პეტრიაშვილი ტურაშვილი მაღალდაძე (ხეჩიკოვი; კახიანი ნიშნიანიძე (გუჯარაიძე; ი.მაისურაძე ყურაშვილი (მხეიძე) ზ.მაისურაძე - 2ჯ: კვინიხიძე

რეფ ჩაჩუა; კიდ: რობიტაშვილი კ.გაბრიჩიძე; კომ ჭიჭინაძე; ექმ ღიბრაძე

ქუთაისი * 3:0 10:0 / 10:3 13:3(ა) 13:6

>>>     საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

<<    პირველი წრე

  5/05 ლოკომოტ 34:7 არმაზი
  6/05 უნივერსიტ 9:3 დინამო
  ყოჩები 27:26 ლელო

19/05

ლელო

38:17

დინამო

20/05 ლოკომოტ 40:15 უნივერსიტ
  ყოჩები 24:7 არმაზი

26/05

არმაზი

30:17

უნივერსიტ

27/05 ყოჩები 19:11 დინამო

12/06

დინამო

25:19

არმაზი

  ლელო 45:7 უნივერსიტ
13/06 ლოკომოტ 25:16 ყოჩები

19/06

ლელო

38:10

არმაზი

20/06 ყოჩები 34:22 უნივერსიტ
  ლოკომოტ 26:0 დინამო

26/06

ლელო

36:26

ლოკომოტ

ლელ 4-1 (183:87, ლოკ 4-1 (151:74, ყოჩ 4-1 (120:91
დინ 1-4 (56:111, არზ 1-4 (73:138, უნი 1-4 (70:152)

<<    მეორე წრე

22-23 ლოკომოტ 31:8 არმაზი
    /09 ყოჩები 18:16 ლელო
  დინამო 23:22 უნივერსიტ

29-30

უნივერსიტ

26:13

ლოკომოტ

    /09 არმაზი 20:18 ყოჩები
  ლელო 35:17 დინამო

13/10

დინამო

31:21

ყოჩები

  ლელო 34:19 ლოკომოტ
14/10 უნივერსიტ 16:8 არმაზი

20-21

არმაზი

16:9

დინამო

   /10 ლელო 21:15 უნივერსიტ
  ყოჩები 14:13 ლოკომოტ

  4/11

ლიგამუსი

32:20

დინამო

  ლელო 24:0 არმაზი
  ყოჩები 21:24 უნივერსიტ

ორი წრე

მ-წ

გატ:გაშ

ლელო 16 8-2 313:156
ლიგამუსი (ლოკ) 12 6-4 259:176
ყოჩები 12 6-4 212:195
უნივერსიტეტი 8 4-6 159:197

არმაზი

6

3-7

125:236

დინამო 6 3-7 170:278

 პირველი ლიგა

5/05-24/06 * 23/09-11/11

ოთხ წრედ ^ მასპინძლის მიხედვით

აია ქუთაისი (9-3 ^ პირ 76:65) - აკდ 31:14 13:7, რსთ 35:7 44:12, ყოჩ X:0 X:0

აკადემია (9-3) - აია 19:10 25:22, რსთ 10:15 17:3, ყოჩ 34:15 75:3

ხარები რუსთავი (6-6) - აია 10:16 18:6, აკდ 28:35 24:44, ყოჩ 57:0 21:10

ყოჩები$2 (0-12$2) - აია 3:67 3:32, აკდ 5:50 3:42, რსთ 3:93 20:45

 პლეი-ოფი

<<    დარჩენა-ასვლაზე

18*24/11    არმაზი  15:8  6:12  აკადემია

<<    შესარჩევი ფინალი (1-2)

12/11

ლელო 18:14 ლიგამუსი

<<    გასავარდნი ფინალი (3-4)

13/11

ყოჩები 35:10 უნივერსიტ

<<    წინასწარი ფინალი (წაგებულს ბრინჯაო)

20/11

ყოჩები 18:9 ლიგამუსი

3ლ: ყალიჩავა დ.კაჭარავა ასიეშვილი; ჯ: მალაღურაძე - 3ჯ: კვინიხიძე

რეფ ჯავახიშვილი * შევარდენი (150)
0:3(6) 0:6(40+7) ნახ(40+12) /
5:6(59) 5:9(69) 10:9(73) 13:9(80+1) 18:9(80+4)

<<    დიდი ფინალი

(მოგებულს ოქრო და ბზის თასი, წაგებულს ვერცხლი)

26/11

ყოჩები 15:9 ლელო

ყოჩ: გეგენავა ელოშვილი დ.კაჭარავა ადანაია ს.ნიჟარაძე <10-9> ლ.მალაღურაძე გ.კაჭარავა / ასიეშვილი გ.ნიჟარაძე (ჭავჭავაძე 70) ყალიჩავა; ბელაშვილი არჩუაშვილი; გენებაშვილი (ახვლედიანი 70) ბრეგვაძე კაპ, კობახიძე - 2ლ: გ.კაჭარავა ჭავჭავაძე; გ ჯ: მალაღურაძე

ლელ: ყიასაშვილი კაპ, ზაალიშვილი თოდუა ფირფილაშვილი ცერცვაძე (ჯოგლიძე 73) <10-9> ხმალაძე ჭინჭარაული / სანიკიძე ცხოვრებაშვილი მჭედლიშვილი; დ.დაუშვილი ჯალაღონია (ი.დაუშვილი 68; მძინარიშვილი სარდანაშვილი (იორდანიშვილი 18) კოლელიშვილი (ახალაია 56) - 3ჯ: ყიასაშვილი

რეფ პეშამბერი (სფრ; კიდ: ჯავახიშვილი ჩაჩუა; კომ კოროშინაძე; ექმ კაპანაძე

ვაკე (ათასი) 0:3(1) 7:3(4) 7:6(8) 10:6(29) 10:9(38) ნახ(40+4) /
15:9(72) ბოლო(80+4)

<<    კიბე

1 ყოჩები, 2 ლელო, 3 ლიგამუსი, 4 უნივერსიტეტი, 5 არმაზი, 6 ქუთაისი, 7 დინამო, 8 აკადემია, 9 რუსთავი, 10 ყოჩები$2

<<    შინაური XV

15 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ, 14 ირაკლი გეგენავა (ყოჩ, 13 დავით კაჭარავა (ყოჩ, 12 ვილი კაიფაჯიანი (არზ, 11 სანდრო ნიჟარაძე (ყოჩ; 10 ლაშა ხმალაძე (ლელ, 9 ირაკლი ღვინჯილია (ლოკ / 1 ბადრი ყალიჩავა (ყოჩ, 2 ოთარ ტურაშვილი (ლოკ, 3 ბექა შეყლაშვილი (ყოჩ; 4 მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩ, 5 დავით დაუშვილი (ლელ; 6 ლევან გენებაშვილი (ყოჩ, 7 ბექა სარდანაშვილი (ლელ, 8 ზვიად მაისურაძე (ლოკ)

<<    საუკეთესონი

ლელო: ლაშა აზალაძე (დინ; ქულა: ყიასაშვილი; მწ: ნიკო ჭავჭავაძე (ყოჩ; მოთამაშე: დ.კაჭარავა

<<< >>>