რასა იქმთ, ბორჯღალოსნებო ...

   რომ მოგვიახლოვდა რაგბის "ერთა თასი", რომელიც იმავდროულად 2011 წლის მსოფლიო თასის ევროპული შესარჩევის პირველი წრეცაა, უპრიანად ვცანით სახედახელო ანალიზი საფრანგეთის პირველობისა, ოღონდაც მასში ჩვენი ბორჯღალოსნების მონაწილეობის ჭრილში.

მამლეთში უკეთეს ქართველთა გადინება ბარემ ათი წლის წინ გაცხოველდა. ამან შინაური ასპარეზი კი დაგვიკნინა, მაგრამ ბიჭები ისეც დაგვიოსტატა, რომ ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე გავედით ბრძოლით და თუ რამე ჩვენდათავად არ ჩავაფლავეთ, აქედან 15 თვის თავზე მიზანს მესამედაც უნდა ვეწიოთ.

საფრანგეთში ორი პროფესიული დივიზიონია (ტოპ 14, პრო დ2) და ორიც ნახევრად-პროფესიული (ფედ 1, ფედ 2). მთლად ელიტაში 14 გუნდია, მის კვალად კი 16. ზემო ფედერალის 48 კლუბი ექვს 8-გუნდა პულად იყოფა, ქვემოში კი რვა 12-გუნდა პულია, ანუ შეჯიბრში 96 გუნდი მონაწილეობს.

ამოტოლა სტრუქტურის სისტემატურად და ოპერატიულად გაშუქება საძნელო საქმეა. ბედად, ბოლო ხანია, სულ უფრო უკეთ ირჯება საითი "სარლ ითს რაგბი", რომელშიც ზედა სამ დონეზე დასაქმებული უკლებლივ ყველა მოთამაშეა აღრიცხული და ყველა ჯგუფის ცხრილი და ყველა თამაშის წუთობრივი ოქმიც დროულად ქვეყნდება.

სარკმლების მიუხედავად

ამა და შემდეგ უქმეებზე ევრო თასები - ჰაინეკენი და ჩელენჯი რომაა, ტოპ 14 "ექვსი ერის" დაწყებამდე 31 იანვარსღა რაგბობს, პროდსა და ფედში კი მორიგი რაუნდებია.

ისე, რაგინდარა განრიგითაც უნდა ითამაშონ გალურმა კლუბებმა, ფრანგივე ბერნარ ლაპასეს სამეურვეო ირბ-მა ახალი წლიდან აამოქმედა მეცხრე კანონის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც, სეზონურ სანაკრებო სარკმლებში მოხვედრა-მოუხვედრელობის მიუხედავად, მსოფლიო თასის შესარჩევებზე მოთამაშეთა გათახნება სავალდებულოა.

საფრანგეთში კაც-მრავალი ლეგიონი გვყავს. ჩვენებურები ტოპ 14-ის შვიდ, პრო დ2-ის ცხრა და ფედ 1-ის 11 კლუბში მუშაობენ. ლიგებად 42 ბორჯღალოსანი ასე ნაწილდება - 8, 12 და 22, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მათი ლამის ნახევარი - 20 კაცი (4, 6 და 10) ბურჯია, 15-კაცა გუნდში კი მაგ ხელობისა ოდენ ორი ოსტატია საჭირო და 22-კაცა სამატჩო რაზმში მესამეც.

მზიდავი თუ დამკვრელი

გვიჭირს უკანა ხაზში. 42 ლეგიონერიდან, დიდი დევიდ ქემფიზის კლასიფიკაციით, 34 "პიანინოს მზიდავია" (ფორვარდია) და მხოლოდ რვა "პიანინოზე დამკვრელი" (ბეკი).

ამათგან ერთი, ჯერაც ოდენ 28 წლის თედო ზიბზიბაძე, არა-რაგბულ მიზეზთა გამო, სამ-ნახევარი წელი ჩამოცილებულია ნაკრებს. ბიჭს 33 ტესტი გაუცდა, მაგრამ მანამდე 11 ლელო ხომ გაუტანია და როგორც ფრანგული სტატისტიკა მოწმობს, კლუბშიც ჩინებულ ფორმაშია.

>>>     საფრანგეთის პირველობა 2008/09
$ ჰყავს ქართველი მორაგბე

<<    ტოპ 14

15 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ

გატ:გაშ  

პრ

ტულუზი   57   13-2   370:187   5
სტადი (პარ)   54   12-3   393:240   6
პერპინიანი   52   12-3   334:213   4

$ კლერმონი  

45  

  9-6  

334:205  

9

ბეიონი   40     9-5*1   259:281   2
$ ბრივი   37     7-6*2   303:261   5
$ მონტობანი   37     7-7*1   308:333   7
$ მონპელიე   32     7-8   228:331   4
ბიარიცი   30     6-9   272:261   6
$ დაკსი   26     5-9*1   242:325   4
ბურგუენი   24     4-11   241:310   8
$ კასტრი   22     3-10*2 240:287   6

მონდემარსანი

20  

  4-11  

185:354  

4

$ ტულონი   20     3-11*1 191:312   6

<<    პრო დ2
! თამაშით ნაკლები, + თამაშით მეტი

15 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ

გატ:გაშ  

პრ

$ რასინგი(პარ)!   49   11-3   291:185   5
ლაროშელი   44     9-6   330:256   8
$ ორიაკი!   42     9-5   311:252   6
ალბი   42     9-4*2   273:258   2

$ აჟანი!  

40  

  9-5  

335:249  

4

$ უაიონაზი   40     8-6*1   312:242   6
ლიონი   40     8-7   290:239   8
პო!   39     8-5*1   258:204   5
გრენობლი   38     7-7*1   239:219   8
ოში   32     7-8   225:246   4
$ ნარბონი   32     6-7*2   263:302   4
$ ტარბი   30     5-9*1   253:271   8
$ ბორდო   27     6-9   271:305   3

$ კოლომიე  

25  

  5-9*1  

254:328  

3

$ ბეზიე   18     3-10*2   207:352   2
ბურგანბრესი   15     2-12*1   180:384   5

<<    ფედერალ 1

პირველი

10 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ  

გატ:გაშ  

პრ

შალონი   43   10-0   289:104   3
$ მასი!   31     6-3   244:137   7
დიჟონი   26     6-4   158:153   2

რუანი  

22  

  4-5*1  

183:195  

4

$ ლილი   22     5-5   165:225   2
ლონი!   16     3-5*1   113:164   2
არაზი   10     1-8*1   104:224   4
$ დომონი!!   9     1-6*1   121:175   3

მეორე

10 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ  

გატ:გაშ  

პრ

$ ორლეანი+ 32     7-4   178:143   4
ლიმოჟი+ 30     6-4*1   239:193   4
ბობინი   30     6-2*2   194:165   2

ვანი  

29  

  6-4  

210:161  

5

$ სან ნაზერი+ 28     6-5   209:171   4
$ მონლიუსონი+ 26     5-6   176:154   6
ნიორი   16     3-6*1   149:211   2
ჟენევიერი   6     1-9   103:260   2

მესამე

10 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ  

გატ:გაშ  

პრ

ლასეინი   40     9-1   261:170   4
ბედარიდი   31     6-4   209:161   7
შატორენარი   28     6-4   207:142   4

ობენაზი+

27  

  5-5*1  

212:174  

5

რომანი   24     5-4*1   157:151   2
ვილერბანი   18     4-6   127:178   2
მონმელიანი+ 16     3-8   157:246   4
ბორეპერი   11     2-8   125:233   3

მეოთხე

10 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ  

გატ:გაშ  

პრ

$ ეგზი   30     7-3   233:184   2
კარკასონი   30     7-3   209:161   2
ლავორი   27     5-4*1   179:128   5

გროლიე  

26  

  6-4  

178:169  

2

ნისი (ნიცა)+   24     5-6   215:220   4
მარსელი!   20     4-5   175:166   4
არჟელი   14     2-6*2   155:220   2
კარკერანი   12     2-7*1   169:265   2

მეხუთე

10 რაუნდი  

ქ  

  მ-წ*ფ  

გატ:გაშ  

პრ

$ პერიგო   33     7-2*1   215:155   3
მარმონდი+   28     5-5*1   223:188   6
ტიროსი   27     6-4   189:136   3

$ კაორი  

26  

  5-4*1  

201:197  

4

მოლეონი+   26     6-5   166:169   2
ოლორონი+   23     4-6*1   183:201   5
ლურდი   22     5-5   155:196   2
აჟემო+   11     1-8*2   135:225   3

მეექვსე

10 რაუნდი  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ  

პრ

ლანმეზანი   34   8-2   233:162   2
ლანგონი+ 33   7-3*1   219:173   3
სანჟანლიუზი+   27   6-5   205:188   3

ვალანსი  

26  

5-5  

210:144  

6

$ ლებიუგი+ 26   6-5   208:206   2
$ მორლაზი+ 17   3-8   151:193   5
ბუკოტარნო   16   4-6     98:154   0
რიბერაკი   12   2-7*1   144:248   2

>>>     ფრანგი ბორჯღალოსნები

კლუბი  

სახელი და გვარი  

ამპლუა  

ასაკი

სმ  

კგ  

თ/ძირ

წთ  

ქ  

ბოლო კეპ

ტოპ 14 (ევრო თასიანად)

               
კლერმ   დავით ზირაქაშვილი   ბურჯი  

26  

178   114   14/12   889 .   17 2008/02
ბრივი   დავით ხინჩაგიშვილი   ბურჯი   27   181   115   14/8   740 5   18 2007/09
მონტბ   გოდერძი შველიძე   ბურჯი   31   177   106   14/10   591 .   46 2008/04
მონპლ   მამუკა გორგოძე   2ხ/3ხ   25   195   118   15/13   1004 10   29 2008/04
დაკსი   ირაკლი გიორგაძე   შუამრ   27   187   105   0/0   .   .   31 2008/02
კასტრ   აქვსენტ გიორგაძე   კვაჭი   33   180   105   14/5   497 .   51 2007/09
ტულონ დუდუ ქუბრიაშვილი   ბურჯი   23   183   122   12/6   562 .     5 2008/04
ტულონ გია ლაბაძე   3ხ   36   194   95   0/0   .   .   47 2007/09

პრო დ2

               
რასნგ   გიორგი ჩხაიძე   3ხ   28   194   107   7/4   320 .   29 2008/04
ორიაკ   ლევან დათუნაშვილი   2ხ   26   196   114   4/1   81 .   24 2008/02
ორიაკ   გიორგი ჟღენტი   ბურჯი   24   180   113   13/9   577 5     7 2007/06
ორიაკ   მახო ურჯუკაშვილი   გარმრ   29   178   80   2/1   109 5   56 2008/04
აჟანი   ირაკლი მაჩხანელი   შუამრ   28   187   97   6/5   419 5   28 2008/11
აჟანი   ანტონ ფეიქრიშვილი   ბურჯი   22   182   118   5/3   243 .     2 2008/02
უაიონ   დავით აშვეთია   ბურჯი   34   178   112   15/7   639 .     4 2007/03
ნარბნ   გიორგი კუთარაშვილი   ბურჯი   31   170   95   9/6   499 5   11 2006/10
ტარბი   მამუკა მაგრაქველიძე   ბურჯი   32   186   120   11/9   549 .   20 2007/09
ბორდო გრეგ იაშვილი   3ხ   32   190   97   11/6   574 .   12 2003/10
კოლომ ავთო კოპალიანი   ბურჯი   27   182   118   7/1   153 .   23 2007/09
ბეზიე   ლაშა მალაღურაძე   10   23   182   88   2/2   135 21   10 2008/11

ფედერალ 1

               
მასი   დავით დადუნაშვილი   ბურჯი   27   184   110    8/3   351 5   21 2008/11
მასი   მერაბ კვირიკაშვილი   10   26   177   80   8/8   640 116 29 2008/11
მასი   შალვა სუთიაშვილი   3ხ   25   193   102   6/2   199 .   10 2008/11
ლილი   დავით ბოლღაშვილი   3ხ   30   187   100   9/8   594 .   29 2007/03
ლილი   სოსო ნიკოლაენკო   ბურჯი   34   183   115   6/5   358 .   15 2003/10
დომონ   ალეკო მარგველაშვილი ბურჯი   36   188   135   8/6   478 .     4 2003/10
დომონ   ზურაბ მჭედლიშვილი  2ხ   38   192   120   7/7   519 .   45 2007/09
დომონ   გია ნემსაძე   3ხ   25   196   114   8/5   490 .     8 2008/06
ორლეა   ირაკლი აბუსერიძე   9   32   174   81   8/5   462 .   54 2008/11
სანზრ   სანდო ესაკია   ბურჯი   34   178   110   9/7   563 .     8 2004/03
სანზ    ოთარ ელოშვილი   შუამრ   31   187   103   8/5   384 5   11 2007/09
მონლს   დაჩი ყუფარაძე   ბურჯი   25   182   109   10/4   394 .     1 2007/06
ეგზი   ილია ზედგინიძე   2ხ   32   195   112   4/4   286 .   49 2008/11
პერიგ   იგორ ბარბაქაძე   ბურჯი   24   186   112   0/0   .   .     0
პერიგ   ირაკლი გუნდიშვილი   3ხ   28   193   105   0/0   .   .     8 2008/06
პერიგ   თედო ზიბზიბაძე   შუამრ   29   191   94   10/10   800 15   37 2005/06
პერიგ   ირაკლი ნინიძე   ბურჯი   32   177   120   6/1   168 .     2 2004/11
კაორი   ნიკა მაღალდაძე   ბურჯი   24   182   110   8/7   376 .     0
კაორი   შოთა მელიქიძე   ბურჯი   25   178   112   5/1   133 .     4 2008/06
ლებუგ   დავით გასვიანი   ბურჯი   28   177   111   9/4   356 5   12 2008/11
მორლზ დიმიტრი ბასილაია   3ხ   24   192   107   3/2   191 .     7 2008/11
მორლზ ირაკლი ჭყონია   კვაჭი   24   177   108   6/4   244 .     2 2007/06

<<< >>>