წილისყრა ნათლიღებაზე

   კავკასიის დრო საამიროებისას რომ ემთხვევა, ორშაბათს, ნათლიღებაზე, იმათებურად და ჩვენებურადაც შუადღეზე, დუბაის "პამ ჯუმიერას" თვალში, "ატლანტის ჰოტელში" მოეწყობა შვიდკაცისა და შვიდქალის წლევანდელ მსოფლიო თასთა წილისყრა.

შეჯიბრება კარსაა მომდგარი: ექვს-ნახევარ კვირაში იწყება. დედაკაცებიცა და მამაკაცებიც ახალ, საგანგებოდ ამ თასისთვის აგებულ "ზი სევენსში" იჩაუქებენ. ნოემბრის ბოლოს მსოფლიო სერია ტრადიციულად დუბაიში რომ გაიხსნა, მონაწილეთა გვარიანმა ნაწილმა უკვე დააჭაშნიკა ასპარეზი და "რაგბის საოლიმპიადოდ შეგულვებულ სახეობაზე" დასწრების რეკორდიც გაუმჯობესდა.

წილისყრას ირბ-ის ფრანგი შეფი, ბერნარ ლაპასე წარუძღვება, რაღაი იმავდროულად შპს "რაგბის მსოფლიო თასის" თავკაციცაა. მესიეს მხარს დაუმშვენებენ მომავალი დედოფალი, ჰაია ბინთ ალ ჰუსეინი და თვით შეიხი, აჰმედ ბინ საედ ალ მაქთუმი, ვინც შვიდკაცისა და საზოგადოდ რაგბის ფრიადი მოამაგის, "ემირეთს აერლაინზის" პატრონი და მთავარი მოხელეა.

>>>     შვიდკაცის მსოფლიო თასი

5-7 მარტი. დუბაი (არაბეთი)

ვაჟთა 24 გუნდი

9 პირდაპირ: ფიჯი (ჩემპიონი) ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, შოტლანდია * არაბეთი (მასპინძელი)

15 შერჩევით: ურუგვაი (სმხ.ამერიკა); პორტუგალია, უელსი, საქართველო, ირლანდია, იტალია (ევროპა); სამოა, ტონგა (ზღვისრეთი); იაპონია, ჰონკონგი (აზია); შტატები, კანადა (ჩრდ.ამერიკა); კენია, ზიმბაბვე, ტუნისი (აფრიკა)

ქალთა 16 გუნდი

ბრაზილია (სმხ.ამერიკა); ინგლისი, ჰოლანდია, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია (ევროპა); ავსტრალია, ახალი ზელანდია (ზღვისრეთი); სამხრეთი აფრიკა, უგანდა (აფრიკა); იაპონია, თაილანდი, ჩინეთი (აზია); კანადა, შტატები (ჩრდ.ამერიკა)

<<< >>>