გურუს წვლილი

   ევროპული საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ბოლოსწინა, მეხუთე პულურ რაუნდში პირველი მარცხები იწვნიეს ტულუზმა და "ჰარლიქვინზმა". ლონდონის კლუბმა ამის მიუხედავად, ჩემპიონ მანსთერისა და უძლეველი კარდიფის დარად, მაინც დაიბევა პლეი ოფის საგზური, რაღაი პარიზის "სტადმაც" წააგო.

ტულუზი შინ, "ერნსტ ვალონზე", 19 500 ქომაგის თვალწინ გააბითურა გლაზგომ, ვისაც პულიდან გასვლის იმედი გადაწურვოდა. სქოთებმა მაგრად შეუბერეს: დენ პარკსმა 45 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, გრემ მორისონმა კი ვენსან კლერკის მიერ აუღებელი შეგორებით იხეირა. ფრანგთა გურუმ, გი ნოვმა შესვენებაზე ოთხი კაცი შეცვალა, მაგრამ წამხდარ საქმეს (3:23) ვეღარ უშველა.

ჰარლიქვინზი ბელფასტურ ქარსა და წვიმაში მოასრიალა ხელმოცარულმა ალსთერმა. ლონდონელთა მარცხში წილი დაიდო გურუ დინ რიჩარდსმაც. საომარი ათი წუთი რჩებოდა და გუნდი 10:16 აგებდა, მწურთნელმა რომ შეცვალა ჯარიმის დასარტყმელად გამზადებული კივი ნიკ ევანსი. მის ნაცვლად შესულმა კრის მელოუნმა დაახაია, მერე კი ვერც კიდეზე მოიგერია ბურთი და რორი ბესთმა დაუმიწა.

კიდეზე არ გადაუშვა

ჰარლიქვინზს უშველა ჰლანეჰლიმ, ვისაც 11 მატჩი იყო, ევროპაში ვერ მოეგო. მარცხმა ამბიციური პარიზი მეოთხედფინალს მიღმა დატოვა. პულიდან გასვლის ბოლო შანსი დაკარგა ინგლისის "სეილმაც", ვინც 14:19-ზე დაღუპა ჩარლი ჰოჯსონმა - ლიმრიქის წვიმაში რონან ოგარას მიერ კუთხეში დამიზნებული კიდეზე არ გადაუშვა და იან დაულინგმა დაუმიწა, გამარჯვებული მანსთერი კი ზედიზედ მე-11 სეზონში მოხვდა უკეთეს რვეულში.

კელტების ლიგაში უხეიროდ მოასპარეზე კარდიფმა სასწაულად მოიგო გლოსთერში: თავის ძგერებისთვის პირველ ტაიმშივე წითლით გაუგდეს თომ ჯეიმზი, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მეორე ხაზელმა, ბრედლი დევისმა ბოლოს მაინც შეიტანა გამარჯვების ლელო.

ვოსფსმა ვერ გარისკა

ტულუზის მარცხით იხეირა ბასმა და საზღვარს გადაღმა, ნიუპორტში მოგებით წინ გაიჭრა; უელსის ნაკრების ბირთვი, ოსფრიზი 17 ქულით ჩამორჩა პერპინიანს, ვისაც აკლდა აქილევს-მტკივანი კივი დენ კარტერი, მაგრამ დაუბრუნდა უბერებელი სამოელი ჰენრი ტუილანგი, და ვეღარ დაეწია; ვოსფსმა კი თვიქნემში 33 282 მოსეირე მიიზიდა ლენსთერთან რკენაზე.

მსაჯმა სამი კაცი გაასინბინა. დუბლინელებს პირველ ტაიმშივე ორი ბურჯი რომ "დაემტვრათ", ლონდონელთა გულის გასახეთქად, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა. თამაშის ბოლოს ვოსფსს შეეძლო, ლელოს შეტანით უქულოდ მოესტუმრებინა ლენსთერი, მაგრამ ვერ გარისკა, ნაღდი მოგება ამჯობინა, ჯარიმა კარში დაარტყა და ახლა, ბოლო ტურში, იმის იმედადაა, რომ თავად სტუმრად პრემიით ძლევს კასტრს, ლენსთერი კი შინ, ედინბურგთან უპრემიოდ დარჩება.

>>>    XIV "ჰაინეკენის თასი". მეხუთე რაუნდი

$ პრემია, - გავიდა პლეი ოფში, * შემცვლელი

პირველი პული

<<    მანსთერი$ (ირლ) 37:14 სეილ შარქსი (ინგ)

6ლ: 5 ოკონელი, 2 ფლენერი, 7 დ.ვოლესი, 11 დაულინგი, 9 ოლირი, 15 ვორიქი; 2გ: 10 ოგარა; ჯ: ვორიქი სბ ფლენერი - ლ: 10 ჰოჯსონი; 3ჯ: ჰოჯსონი, 12 მაკალისტერი 2

რეფ ოუენსი (უელ) - 5:0(5) 5:3(7) 12:3(12) 12:6(19სბ) / 19:6(41) 19:9(50) 19:14(51) 24:14(56პ) 29:14(66) 34:14(74) 37:14(80)

<<    კლერმონ ოვერნი$ (სფრ) 43:10 მონტობანი (სფრ)

7ლ: 11 მალზიო, 5 ჟაკე, 9 მინიონი (3 5) 7 ოდებერი, 3* დომინგო, 9* სინიო; 4გ: 10 ბრ.ჯეიმზი - ლ: 15* დალარივა; გ: 10 ლეპინაზი; ჯ: 9 მიტუ სბ 3* ადამსი

რეფ დამასკო (იტა) - 5:0(2) 10:0(13) 10:3(24) 15:3(39) / 22:3(50პ) 29:3(61) 36:3(66) 43:3(72) სბ(76) 43:10(79)

! გოდერძი შველიძემ (მტბ 2) შეუცვლელად ითამაშა

<<    კიბე: მანსთერი 18 - კლერმონი 13, სეილი 11, მონტობანი 6

მეორე პული

<<    ედინბურგი$ (შტლ) 32:14 კასტრი (სფრ)

4ლ: 13 ქერნსი, 10 გოდმენი, 2 ფორდი, 2* ქელი; 3გ: გოდმენი, 10* პატერსონი 2; 2ჯ: გოდმენი, პატერსონი - 2ლ: 2 ტერენი, 8 ტეკორი; 2გ: 10 ტოლე სბ ტერენი

რეფ ჯოუნზი (უელ) - 3:0(5) 3:7(10) 10:7(19) 10:14(33) სბ(38) / 15:14(44) 18:14(60) 25:14(62) 32:14(80პ)

! აქვსენტ გიორგაძე (კსტ) 39-ე და 67-ე წუთებზე შევიდა

<<    ლონდონ ვოსფსი (ინგ) 19:12 ლენსთერ ლაიონზი$ (ირლ)

ლ: 7 ბეცენი; გ: 10 სიპრიანი; 4ჯ: სიპრიანი 3, 10* ვოლდერი სბ ბეცენი - 4ჯ: 12 კონტეპომი სბ 15 ქარნი, 5 ოქელი

რეფ ბერდოზი (სფრ) - 3:0(11) 10:0(14) 10:3(20) 13:3(22) სბ(26ლლ) 13:6(34სბ) სბ(37ლლ) 13:9(40) / 16:9(60) 16:12(62) 19:12(80)

<<    კიბე: ლენსთერი ვოსფსი 16; ედინბურგი 9, კასტრი 5

მესამე პული

<<    ლესთერ თაიგერზი$ (ინგ) 52:0 ბენეტონ ტრევიზო (იტა)

8ლ: 14 ჰემილტონი (1 2) 10 ფლადი, 12 მეიჯერი (4 6) 11 სმითი, 15 ჯდ.მერფი, 15* ჯნ.მერფი; 6გ: ფლადი - სბ 4* ფილიპუჩი

რეფ გოზერი (სფრ) - 7:0(4) 12(14) 19(22) 26(26პ) 33(30) 40:0(38) / 47:0(49) 52:0(56) სბ(72)

<<    პერპინიანი (სფრ) 17:15 ოსფრიზი$ (უელ)

ლ: 8 ჰ.ტუილანგი; 4ჯ: 10 მეიერი - 2ლ: 11 შ.ვილიამსი, 15* ვოუთონი; გ ჯ: 10 ჰუქი სბ 9 ფილიპსი

რეფ როლანი (ირლ) - 3:0(14) 6:0(19) 9:0(35) 12:0(39სბ) / 17:0(51) 17:5(58) 17:12(67) 17:15(76)

<<    კიბე: ლესთერი 20, ოსფრიზი 16, პერპინიანი 13, ტრევიზო 0

მეოთხე პული

<<    ალსთერი (ირლ) 21:10 ჰარლიქვინზი (ინგ)

2ლ: 13 ქეივი, 2 რ.ბესთი; გ 3ჯ: 10 ი.ჰამფრიზი - ლ: საჯ; გ ჯ: 10 ნ.ევანსი სბ 9 ქეა

რეფ პუატე (სფრ) - 7:0(1) 10:0(8) 13:0(29) სბ(35) 16:0(39) / 16:3(43) 16:10(60) 21:10(78)

<<    ჰლანეჰლი სქარლეთსი (უელ) 31:17 სტად ფრანსეზი (სფრ)

3ლ: 8 ლაიონზი, 12 ჯნთ.დევისი (2 3) 2გ 4ჯ: 10 სთ.ჯოუნზი - 3ლ: 11 ბუსე (1 2) 14 მკ.ბერგამასკო; გ: 15 ბოგზისი

რეფ პირსონი (ინგ) - 7:0(4) 10:0(9) 13:0(13) 13:5(14) 16:5(32) / 21:5(54) 24:5(60) 24:10(64) 31:10(70) 31:17(80)

<<    კიბე: ჰარლიქვინზი 17 - სტადი 11, ალსთერი 10, სქარლეთსი 7

მეხუთე პული

<<    ტულუზი$ (სფრ) 26:33 გლაზგო ვორიორზი (შტლ)

2ლ: საჯ, 14 კლერკი; 2გ: 12 ჟოზიონი, 10* დიუტოი; 4ჯ: 9 ელისალდი 3, დიუტოი სბ ელისალდი - 3ლ: 12 მორისონი, 8 ბრაუნი, 13 მ.ევანსი; 3გ 3ჯ ა: 10 პარკსი სბ 7 ბარქლეი, * ჰენდერსონი

რეფ ბარნსი (ინგ) - 0:3(10) 0:10(13) 0:13(15) 3:13(17) 3:20(26) 3:23(39ა) / 6:23(46) 9:23(54) სბ-სბ(64) 9:26(67) 9:33(69) 16:33(72) 23:33(76) 26:33(80სბ)

<<    გვენთ დრეგონზი$ (უელ) 12:15 ბასი (ინგ)

2ლ: 11 ფასელი, 9 ევანსი; გ: 10 არლიჯი სბ 5 ჩარტერისი - 2ლ: 14 მედოქი, 5 ჰუპერი; გ ჯ: 10 ბჩ.ჯეიმზი სბ ჰუპერი, 8 ბრაუნი

რეფ ქლენზი (ირლ) - 0:5(6) 0:8(27სბ) სბ(39ბ) / სბ(44ბ) 7:8(46) 12:8(59) 12:15(66)

<<    კიბე: ბასი 19, ტულუზი 18, გლაზგო 8, დრეგონზი 6

მეექვსე პული

<<    კალვიზანო (იტა) 15:23 ბიარიც პეი ბასკი (სფრ)

4ჯ ა: 10 ფრეზერი - 2ლ: 5 დამიანი, 2* ოგიუ; 2გ 3ჯ: 9 იაშვილი

რეფ სმოლი (ინგ) - 3:0(5) 6:0(8) 6:3(20) 6:6(27) 6:9(36) 9:9(38) 12:9(40) / 12:16(42) 15:16(58ა) 15:23(60)

<<    გლოსთერი$ (ინგ) 12:16 კარდიფ ბლუზი (უელ)

4ჯ: 12 ბარქლი - ლ: * ბრ.დევისი; გ 3ჯ: 15 ჰაფპენი წბ 11 თ.ჯეიმზი

რეფ ლუისი (ირლ) - 3:0(6) 3:3(17) 6:3(21) წბ(28) 9:3(32) / 9:6(42) 12:6(60) 12:9(70) 12:16(76)

<<    კიბე: ბლუზი 22 - გლოსთერი 15, ბიარიცი 11, კალვიზანო 0

განრიგი

ბოლო პულური რაუნდი: 24-26/01

პლეი-ოფი (პულთა პირველები და ორი უკეთესი მეორე)
მეოთხედფინალი 10-12/04; ნახევარფინალი 1-3/05

ფინალი: შაბ 23/05 ედინბურგი (მარიფილდი 20.00 საქ)

XIII "ჩელენჯ ქაფი"

1# დაკსი (სფრ) 22:20 როვიგო$ (იტა)
ლონდონ აირიში$ (ინგ) 75:5 ქონოთი (ირლ)
აირიში 25 - ქონოთი 14, როვიგო 5, დაკსი 4

2# მონპელიე$ (სფრ) 24:28 ნორსჰემპტონ სეინთსი (ინგ)
ტულონი (სფრ) 19:37 ბრისთოლი$ (ინგ)
ნორსჰემპტონი 23 - ბრისთოლი 10, მონპელიე 9, ტულონი 5
! დავით ქუბრიაშვილმა (ტლნ 3) შეუცვლელად ითამაშა

3# პადოვა (იტა) 25:24 ბურგუენი$ (სფრ)
ვუსთერ ვორიორზი$ (ინგ) 38:19 ბუქარესტი (რუმ)
ვუსთერი 19 - პადოვა 13, ბურგუენი 10, ბუქარესტი 5

4# ოვერმაკ პარმა$ (იტა) 29:0 სალვადორი (ესპ)
ნიუკასლ ფოლკონზი$ (ინგ) 9:10 ბრივი (სფრ)
ბრივი 19, პარმა 16, ნიუკასლი 14, სალვადორი 0
! დავით ხინჩაგიშვილი (ბრვ 1) 68-ე წუთზე შეცვალეს

5# ბეიონი (სფრ) 33:19 მონდემარსანი (სფრ)
სარასენსი (ინგ) 36:19 ვიადანა (იტა)
სარასენსი 22 - ვიადანა 12, ბეიონი 8, მონდემარსანი 1

<<< >>>