შვიდკაცა და შვიდქალაც!

   დუბაის სამეფო ჯალაბის წევრებმა, დიუფალმა ჰაია ბინთ ალ ჰუსეინმა და შეიხმა აჰმედ ბინ საედ ალ მაქთუმმა ორშაბათს ოთხ-გუნდა პულებად დაანაწილეს 40 მონაწილე, რომელთაც მარტის დამდეგს, ხუთშაბათიდან შაბათამდე, შვიდკაცისა და შვიდქალის მსოფლიო თასებზე უნდა იჩაუქონ ახალთახალ "ზი სევენსზე".

ორი შეჯიბრის პარალელურად გამართვა ემანსიპაციის (ძუ იყოს თუნდა ხვადია) შედეგია. ირბ-მა ოთხი წლის წინ, ოლიმპიური განაცხადის წარდგენისას ეს პრინციპი არად ჩააგდო და 2012 წლის თამაშთა პროგრამაში ჩასართველად მხოლოდ შვიდკაცა წარადგინა, მახვშებმა კი რაგბი შესარჩევ რაუნდში იმადაც ჩატოვეს, რომ სხვა კანდიდატთაგან განსხვავებით, უდიაცებოდ სურდა მარაქაში გარევა.

მას აქეთ ირბ საქმის ვითარებაში გაერკვა და მეხუთე, კვალავაც 24-გუნდა შვიდკაცას ჩაროზად პირველ, 16-გუნდა შვიდქალას ურთავს. ქართველი მანდილოსნები ოვალურ ბურთს რომ ახალი ნაზიარებნი არიან, შესარჩევი ზღუდე ვერ გადალახეს, კაცებმა კი ჰანოვერში იმამაცეს და ყოველგვარი პროგნოზის საპირისპიროდ, დუბაის საგზური პირველსავე საღამოს დაიბევეს.

ექვსი ოთხეული სამ რვეულად

წინა ორი თასისგან განსხვავებით, არაბეთში ფორმულა "ახალ ჰონკონგურია": ექვსი 4-გუნდა პული ერთი წრის შემდეგ პლეი ოფისთვის სამ, იერარქიულ რვეულად უნდა გადანაწილდეს. კერძოდ, თასზე ითამაშებენ პულთა პირველები და ორი უკეთესი მეორე, სინზე (IX ადგილი) ოთხი უარესი მეორე და ოთხიც უკეთესი მესამე, ფიალაზე (XVII) კი, ორი უარესი მესამე და ექვსივე მაჩანჩალა.

აქედან გამომდინარე, თუ ჩემპიონი ფიჯის კვალად პულში მეორე ადგილს დავიჭერთ, 2001 და 2005 წლების დარად, სინზე ნაღდად მოვხვდებით. ეს გეგმა შეუსრულებადი სულაც არაა, რადგან საფრანგეთი 8-ჯერ გვიძლევია, შტატებთან კი ბარი-ბარში ვართ. სხვაფრივ, მიტო ქურდობაძის სტატისტიკით, 23 პოტენციური მეტოქიდან ორთან დადებითი ბალანსი გვაქვს, ოთხთან თანაბარი, სამს კი აქამდე არ შევხვედრივართ.

>>>    შვიდკაცის მსოფლიო თასი
5-7/03 დუბაი (არაბეთი)

   ზელანდია ტონგა არაბეთი იტალია
   ფიჯი საფრანგეთი შტატები საქართველო
   აფრიკა შოტლანდია კანადა იაპონია
   სამოა ავსტრალია პორტუგალია ირლანდია
   ინგლისი კენია ტუნისი ჰონკონგი
   არგენტინა უელსი ზიმბაბვე ურუგვაი

>>>    შვიდქალის მსოფლიო თასი
იქვე და იმავ დროს

   ავსტრალია ჰოლანდია საფრანგეთი ჩინეთი
   ინგლისი იაპონია რუსეთი შტატები
   კანადა ბრაზილია ესპანეთი თაილანდი
   ზელანდია აფრიკა იტალია უგანდა

>>>    აქამდელი ფინალები

1993  

ედინბურგი (შოტლანდია)

ფიალა   იაპონია   33:19   შოტლანდია
სინი   არგენტინა   19:12   ესპანეთი
თასი   ინგლისი   21:17   ავსტრალია

1997  

ჰონკონგი

ფიალა   შტატები   40:28   იაპონია
სინი   ტონგა   40:19   ჰონკონგი
თასი   ფიჯი   24:21   აფრიკა

2001  

მარ დელ პლატა (არგენტინა)

ფიალა   ჩილე   21:19   პორტუგალია
სინი   რუსეთი   24:12   საქართველო
თასი   ზელანდია   31:12   ავსტრალია

2005  

ჰონკონგი

ფიალა   იტალია   7:5   კანადა
სინი   სამოა   29:7   პორტუგალია
თასი   ფიჯი   29:19   ზელანდია

>>>    ქართული შვიდკაცა

2001

გია ლაბაძე კაპ, ვასილ კაცაძე, ბესიკ ხამაშურიძე, არჩილ ქავთარაშვილი, ვასილ აბაშიძე, პალიკო ჯიმშელაძე, თედო ზიბზიბაძე, ბადრი ხეხელაშვილი, მახო ურჯუკაშვილი, გიო ბუგიანიშვილი * მწ კლოდ სორელი, მალხაზ ჭეიშვილი; მნჯ ზაზა ლეჟავა

საქართველო - (პული) საფრანგეთი 19:14, ტაივანი 24:0 / კანადა 7:20, აფრიკა 12:24, ქუქეთი 0:19 / (სინი) კორეა 24:19, უელსი 17:10, რუსეთი 12:24 * X ადგილი

2005

ირაკლი გუნდიშვილი, ვასილ კაცაძე, ლექსო გუგავა, გიორგი კაჭარავა, ირაკლი მაჩხანელი, თედო ზიბზიბაძე, გია ლაბაძე, ბადრი ხეხელაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, არჩილ ქავთარაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, გუჯა იოვაძე * მწ ზაზა ლეჟავა; მნჯ ვასილ აბაშიძე; ექმ ვალტერ კაპანაძე

საქართველო - (პული) ინგლისი 0:47, საფრანგეთი 5:31, სამოა 7:36 / იტალია 17:17, ტაივანი 27:21 / (სინი) შტატები 24:0, პორტუგალია 5:29 * XI ადგილი (საზიაროდ)

>>>    ჩვენი ბალანსი

სულ (1992-2008)    47 ტურნირი, 252: 127-124*1

დუბაურ დასთან (ანბანზე) ავსტრალია 0-5, არაბეთი 1-2, არგენტინა 1-4, აფრიკა 0-6, ზელანდია 0-8, ზიმბაბვე 1-1, იაპონია 1-1, ინგლისი 2-8, ირლანდია 3-1, იტალია 4-2*1, კანადა 1-5, კენია 0-3, პორტუგალია 4-11, სამოა 0-10, საფრანგეთი 8-15, ტუნისი 1-1, უელსი 1-4, ფიჯი 0-5, შოტლანდია 5-6, შტატები 1-1 / ტონგა ურუგვაი ჰონკონგი 0-0

<<< >>>