ვოსფსი წელსაც გავარდა

   ევროპული რაგბის საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" პლეი-ოფში ინგლისის სამი, ირლანდიისა და უელსის ორ-ორი და საფრანგეთის ერთი გუნდი გავიდა, შეჯიბრი კი აპრილშიღა, სანაკრებო "ექვსი ერის" მოლევის შემდეგ გაგრძელდება.

ბოლო, მეექვსე პულური რაუნდის წინ მეოთხედფინალის საგზური დაებევებინათ ჩემპიონ მანსთერს, უძლეველ კარდიფსა და ჰარლიქვინზს, მაგრამ მეოთხედფინალი რომ ცალ-მატჩაა, შინ სარაგბოდ პულის ჯილებს შორის უკეთეს ოთხეულში მოხვედრა იყო საჭირო.

შაბათს საფრანგეთში ქარბუქი მძვინვარებდა, რის გამოც ტულუზი დროულად ვერ გაფრინდა ინგლისში, მონტობანი - მანსთერის რკენა კი კვირისთვის გადაიდო. ოსფრიზს თამაშამდე გამოაკლდა უელსის 15 ნომერი ლი ბერნი. სვონზის გუნდმა ულელოო რაგბში კი ძლია მოცილე ლესთერი, მაგრამ ამან რვაზე ნაკლებით წაგებისთვის ქულა რომ აიღო, პულის კენწეროში დააფინიშა და მეტოქე სანერვიულოდ გაწირა.

არ დაადებინეს

კვირას დრამა დატრიალდა მეორე პულში. ვოსფსს კასტრში პრემიით მოგება მართებდა, მაგრამ ოდენ ღირსებისთვის მორაგბე მეტოქე მაგრად დაუდგა. 14:10-ზე აქვსენტ გიორგაძეს ბრიტებმა ლელოში შეტანილი ბურთი არ დაადებინეს, მალე კი წინაც გავიდნენ, მაგრამ ბოლოსკენ ფრანგთა 15 ნომერი, ტომა ბუკიე გაუძვრათ და ჰაინეკენის ორგზის მფლობელი ლონდონის კლუბი ზედიზედ მეორედ დარჩა პლეი-ოფს მიღმა.

კვირასვე დატბორილ "რეკზე" გაირკვა მეხუთე პულის ფალავანი. ტულუზელმა ჟან-ბაპტისტ ელისალდმა ხუთი ჯარიმა დაახაია, მასპინძელმა ბასმა კი ბოლო შეტევაში 19 ფაზა აკინძა, მაგრამ ეგრეც ვერ შეუმზადა საარეკნე პლაცდარმი აფრიკელ ბუჩ ჯეიმზს. ომი ფრედ დასრულდა. ჰოდა, მეოთხედფინალს ორივე ბობოლა გასვლაზე გამართავს.

>>>    XIV "ჰაინეკენის თასი". მეექვსე რაუნდი

$ პრემია, - გავიდა პლეი ოფში, * შემცვლელი

პირველი პული

<<    სეილ შარქსი (ინგ) 26:17 კლერმონ ოვერნი (სფრ)

3ლ: 11 რიპოლი, 9 პილი, 13 თეითი; გ 3ჯ: 10 მაკალისტერი - 2ლ: 13 კონბეზუ, 11 ნალანგა; 2გ ჯ: 10 მბაი სბ 5 პრივა, კონბეზუ

რეფ ალენი (შტლ) - 7:0(10) 7:3(13) 7:10(25) 10:10(28სბ) 10:17(32) 13:17(40) / სბ(57) 16:17(60) 21:17(65) 26:17(72)

! დავით ზირაქაშვილი (კლრ 3) 66-ე წუთზე შეცვალეს

<<    მონტობანი (სფრ) 13:39 მანსთერი$ (ირლ)

ლ: 5 ს.მარი; გ: 9* მიტუ; 2ჯ: 9 ოდი - 5ლ: 9 ოლირი, 12 მაფი (2 3) 13* მერფი (4 5); 4გ: 10 ოგარა 3, 15 ვორიქი; 2ჯ: ოგარა

რეფ პირსონი (ინგ) - 3:0(12) 6:0(18) 6:7(21) 6:10(29) / 6:15(43) 6:22(55) 13:22(58) 13:25(65) 13:32(69პ) 13:39(80)

! გოდერძი შველიძე (მტბ 1) შესვენებაზე შევიდა

<<    კიბე: მანსთერი 23 - სეილი 15, კლერმონი 13, მონტობანი 6

მეორე პული

<<    კასტრი (სფრ) 21:15 ლონდონ ვოსფსი$ (ინგ)

3ლ: 15 ბუკიე (1 3) 7 მასოი; 3გ: 10 ტოლე - 2ლ: 10 სიპრიანი, 13 ვოლდუქი; გ ჯ: სიპრიანი

რეფ ლუისი (ირლ) - 7:0(14) 7:3(18) 14:3(24) 14:10(31) / 14:15(67) 21:15(76)

! აქვსენტ გიორგაძემ (კსტ 2) შეუცვლელად ითამაშა

<<    ლენსთერ ლაიონზი (ირლ) 12:3 ედინბურგი (შტლ)

4ჯ: 12 კონტეპომი - ჯ: 15 პატერსონი სბ 12 ჰიუსთონი

რეფ ვაითი (ინგ) - 3:0(12) 6:0(16) 9:0(23სბ) 9:3(28) 12:3(38)

<<    კიბე: ლენსთერი 20 - ვოსფსი 17; ედინბურგი კასტრი 9

მესამე პული

<<    ბენეტონ ტრევიზო (იტა) 16:48 პერპინიანი$ (სფრ)

ლ: 15 ბრ.ვილიამსი; გ 3ჯ: 10 მარკატო - 8ლ: 2 გირადო, 9 დიურანი, 14 სიდი (3 7) 11 პლანტი, 4 ოლიბო, * მანა, 15 პორიკალი; 4გ: 10 მეიერი, პორიკალი 3

რეფ მაკფერსონი (შტლ) - 0:5(3) 0:12(13) 3:12(17) 3:19(21) 6:19(26) 9:19(32) 9:24(39პ) / 9:29(44) 16:29(54) 16:36(58) 16:43(62) 16:48(75)

<<    ოსფრიზი (უელ) 15:9 ლესთერ თაიგერზი$ (ინგ)

5ჯ: 10 ჰუქი - 3ჯ: 10 ჰუხარდი სბ 12 ფლადი

რეფ ბერდოზი (სფრ) - 3:0(7) 6:0(10) 6:3(15) სბ(30) / 9:3(46) 9:6(56) 12:6(61) 12:9(67) 15:9(73)

<<    კიბე: ლესთერი 21, ოსფრიზი 20 - პერპინიანი 18, ტრევიზო 0

მეოთხე პული

<<    ჰარლიქვინზი$ (ინგ) 29:24 ჰლანეჰლი სქარლეთსი$ (უელ)

4ლ: 6 რობშოუ, 5 რობსონი, 4 პერსივალი, 14 ტ.ვილიამსი; 3გ ჯ: 15 ნ.ევანსი - 3ლ: 15* სთოდართი, 2 რისი, 12* გვ.ევანსი; 3გ ჯ: 10 სთ.ჯოუნზი

რეფ ქლენზი (ირლ) - 0:3(10) 3:3(21) 8:3(23) 15:3(28) / 22:3(52) 22:10(56) 22:17(60) 29:17(65პ) 29:24(79)

<<    სტად ფრანსეზი (სფრ) 24:19 ალსთერი$ (ირლ)

2ლ: 8 ლეგისამონი, 12 გეზნიე; გ 4ჯ: 10 ბოგზისი სბ 7 რაბადანი - 2ლ: 13 შტეინმეცი, 2 ბრეიდი; 3ჯ: 10 ოკონორი, 15 შიფქოფსქი 2

რეფ ბარნსი (ინგ) - 0:3(15) 3:3(26) 6:3(29) სბ(35) 6:8(37) / 6:11(46) 9:11(48) 14:11(54) 17:11(58) 17:14(72) 24:14(77) 24:19(80)

<<    კიბე: ჰარლიქვინზი 22 - სტადი 15, ალსთერი 11, სქარლეთსი 8

მეხუთე პული

<<    ბასი (ინგ) 3:3 ტულუზი (სფრ)

ჯ: 10 ჯეიმზი - ჯ: 10 ელისალდი

რეფ როლანი (ირლ) - 3:0(3) 3:3(24)

<<    გლაზგო ვორიორზი (შტლ) 13:10 გვენთ დრეგონზი$ (უელ)

ლ: 10 ჯეკსონი; გ 2ჯ: 9 გრეგორი - ლ: 2 ვილისი; გ: 10 არლიჯი; ჯ: 10* კონორი

რეფ გარსეზი (სფრ) - 3:0(5) 6:0(10) 6:7(32) / 13:7(45) 13:10(69)

<<    კიბე: ბასი 21, ტულუზი 20 - გლაზგო 12, დრეგონზი 7

მეექვსე პული

<<    ბიარიც პეი ბასკი (სფრ) 24:10 გლოსთერი (ინგ)

3ლ: 8 არენორდოკი, 9 იაშვილი, 10 პეირელონგი; 3გ ჯ: იაშვილი სბ 15 ტრაი, 4* ტიონი - ლ: 11 სიმფსონ-დენიელი; გ ჯ: 12 ბარქლი სბ 7 სატალა

რეფ ოუენსი (უელ) - 3:0(3) 10:0(5) 17:0(13) 17:7(17) სბ(20გ) 17:10(25) სბ(34ბ) / 24:10(48) სბ(75ბ)

<<    კარდიფ ბლუზი$ (უელ) 62:20 კალვიზანო (იტა)

9ლ: 11 გარ.თომასი (1 9) 15 ბლერი, 14 ჰაფ-პენი, 8* ზ.რაში, 2* რის თომასი (5 6) 7 მ.ვილიამსი, 6 მოლიტიკა; 7გ ჯ: ბლერი - 2ლ: 12 გარსია, 13 პრატიკეტი; 2გ 2ჯ: 10 ფრეზერი სბ 1* ბოკა

რეფ პუატე (სფრ) - 0:7(8) 5:7(14) 5:10(20) 12:10(22) 15:10(25) 22:10(33) / 29:10(44პ) 29:13(47) 36:13(55) 36:20(58) 43:20(66) სბ(67) 50:20(69) 55:20(72) 62:20(72)

<<    კიბე: ბლუზი 27 - გლოსთერი ბიარიცი 15; კალვიზანო 0

>>     მეოთხედფინალი (10-12/04)

ბლუზი უელ (1) 27ქ - ტულუზი სფრ (8=მ2) 20ქ*12ლ
მანსთერი ირლ (2) 23ქ - ოსფრიზი უელ (7=მ1) 20ქ*17ლ
ჰარლიქვინზი ინგ (3) 22ქ - ლენსთერი ირლ (6) 20ქ
ლესთერი ინგ (4) 21ქ*23ლ - ბასი ინგ (5) 21ქ*13ლ

>>     ნახევარფინალი (1-3/05)

>>    ფინალი
შაბ 23/05 ედინბურგი, მარიფილდი 20.00 საქ

>>>     XIII "ჩელენჯ ქაფი"

1# ქონოთი$ (ირლ) 49:3 დაკსი (სფრ)
როვიგო (იტა) 9:23 ლონდონ აირიში (ინგ)
აირიში 29, ქონოთი 19 - როვიგო 5, დაკსი 4

2# ნორსჰემპტონ სეინთსი$ (ინგ) 52:11 ტულონი (სფრ)
ბრისთოლი (ინგ) 25:14 მონპელიე (სფრ)
ნორსჰემპტონი 29 - ბრისთოლი 14, მონპელიე 9, ტულონი 5

3# ბურგუენი$ (სფრ) 50:10 ბუქარესტი (რუმ)
ვუსთერ ვორიორზი$ (ინგ) 68:17 პადოვა (იტა)
ვუსთერი 24, ბურგუენი 15 - პადოვა 14, ბუქარესტი 5

4# ბრივი$ (სფრ) 29:13 ოვერმაკ პარმა (იტა)
სალვადორი (ესპ) 14:43 ნიუკასლ ფოლკონზი$ (ინგ)
ბრივი 24, ნიუკასლი 19 - პარმა 16, სალვადორი 0
! დავით ხინჩაგიშვილი (ბრვ 1) 58-ე წუთზე შეცვალეს

5# მონდემარსანი (სფრ) 3:24 სარასენსი (ინგ)
ვიადანა$ (იტა) 22:24 ბეიონი (სფრ)
სარასენსი 26 - ვიადანა 13, ბეიონი 12, მონდემარსანი 1

<<    მეოთხედფინალი

ლონდონ აირიში ინგ (1) 29ქ*44ლ - ბურგუენი სფრ (8=მ3) 15ქ
ნორსჰემპტონი ინგ (2) 29ქ*37ლ - ქონოთი ირლ (7=მ2) 19ქ*20ლ
სარასენსი ინგ (3) 26ქ - ნიუკასლი ინგ (6=მ1) 19ქ*24ლ
ვუსთერი ინგ (4) 24ქ*36ლ - ბრივი სფრ (5) 24ქ*33ლ

<<< >>>