ჩრდილოეთ ამერიკაშიც!

   ბორჯღალოსნებმა ოც სეზონში 106 ტესტი გამართეს, მაგრამ არასოდეს უთამაშიათ ჩრდილო ამერიკაში. ეს ნაკლი გამოსწორდება ივნისში, როცა ჩვენი ბიჭები კანადასა და შტატებში იბურთავებენ "ჩერჩილის თასზე", რომელიც მეშვიდედ იმართება.

 106 ტესტი

 ჩერჩილი უფრო შეგვეფერება [6-06 2007]

ჩვენი რაგბის ნაკრები ქვეყნიერების სხვა ხუთ ნაწილში ნამყოფია. კანადაში თამაშები ონტარიოში მოეწყობა, შტატებში კი ოჰაიოსა და კონექტიკუტში. ტურნირში ორ პულად დაყოფილი ექვსი გუნდი მონაწილეობს. საქართველოსა და მასპინძლებს ნაღდი ნაკრებები გაყავთ, "პირველ დონელ" ბობოლებს კი ა (მეორე) გუნდები.

შეჯიბრი კანადის, შტატებისა და ინგლისის წამოწყებულია. თასი იოსებ სტალინის მოკავშირის, ვინსთონ ჩერჩილის სახელობის იმადაა, რომ "XX საუკუნის უდიდესი ბრიტი" სამივე დამფუძნებელთანაა წილნაყარი. სამეული დასში ყოველ წელსაა, (მაქსიმუმ) სამი მიწვეული კი იცვლება. ჰოდა, შოტლანდიამ რომ დახურა დუბლი, ხოლო ზელანდიამ მაორი, ირბ-ის ხელდასხმით, მარაქაში ჩვენ ვერევით.

მაორი ჩერჩილის ორგზის მფლობელია, ინგლისი კი ოთხგზისა. პარასკევს რაგბის სამშობლომ დუბლი, "საქსონები" ასპარინგა პორტუგალიასთან, ვინც "ერთა თასისთვის" ემზადება, და ზუსტად იმდენით - 66 ქულით მოუგო, რამდენითაც ორ-თვე-ნახევრის წინ სქოთებმა დაგვლახვრეს. ერთი კია, ჩვენგან განსხვავებით, "ლობუშს" არავინ ჰკლებია, მაგრამ ნულს მაინც ვერ აცდა.

>>>    ჩერჩილის თასი 2009

<<    პულები

კანადა საქართველო ირლანდია*ა
შტატები არგენტინა*ა ინგლისი*ა

<<    განრიგი (საქ დროით)

შაბ 6/06 * ოტავა (კან)

 21.00   არგენტინა ა - ინგლისი ა
 23.00   კანადა - საქართველო

ოთხ 10/06 * კინგსთონი (კან)

 01.00   შტატები - არგენტინა
 03.00   კანადა - ირლანდია ა

კვი 14/06 * კოლამბუსი (აშშ)

 21.00   ირლანდია ა - საქართველო
 23.00   შტატები - ინგლისი ა

შაბ 20/06 * ჰართფორდი (აშშ)

 19.00   V ადგილი
 21.00   III ადგილი
 23.00   I ადგილი

აქამდელი ჩემპიონები:

2003 2005 2007 2008 ინგლისი
2004 2006 მაორი

>>>    ამხანაგური ტესტი

ინგლისი ა 66:0 პორტუგალია

საქსონები - 10ლ: 9 ელისი 2, 12 პაუელი 2, 14 ვარდნელი 2, 11 კატო, 13 ვოლდუქი, * სმითი, 5 ქრეინი; 8გ: 10 ბარნსი 4, * გუდი 4

ლობუში: კებრალი ეშტევეში დგ.მეტეუში მირე ფორუ (10-9) დკ.პინტუ ჟ.პინტუ / სეგურედუ კორეია სბ 36, მურე; სევერინუ გ.უვე; ეკუშტა პელია ვ.უვე (მრქ) ეგილარი პ.სილვა ლეალი / ჟუნიორი ტეფული დუშრეიში დუარტე

რეფ ალენი (შტლ) სთოქპორტი, ეჯლი პარკი (3 801) Iტ 33:0

<<< >>>