თიმმა ბიჭები შეკრიბა

   "ერთა თასზე" გერმანიასთან შესაბმელად ბორჯღალოსნებმა ბანაკი დასცეს საფრანგეთში, რაღაი მათი უმეტესობა იქვე რაგბობს. ჩვენი ავსტრალიელი გურუ, თიმ ლეინი ძლივს ეღირსა საუკეთესო რაზმის შეკრებას. რაც შეეხება მეტოქეს, იგი ელიტაში ბოლოჯერ 16 წლის წინ ასპარეზობდა და აქამდე ერთადერთხელ, 14 წლის წინ შეგვყრია.

ნაკრებს ბინა ვიქტორ დიდებულიძის კლუბში, მასში უდევს. ლეინს თან ახლავან ჯონი ნგაუამო და დამიენ ქამინსი. პირველი თიმის შტაბში შემოდგომიდანაა და ბიჭების გამოწრთობა და დაცვაში გაწაფვა ევალება, მეორე კი ახლაღა, დროებით შეგვიამხანაგდა კონსულტანტად და მორკინალებთან იმუშავებს.

შეკრებაზე 24 მოთამაშეა. მათგან 14 (9 ბეკი, 5 ფორვარდი) მონაწილეობდა ბოლო ტესტში, რომელშიც სქოთთა დუბლმა დაგვლახვრა. მორკინალი რაზმში 13 გვყავს, ანუ შეგვემატა ერთბაშად რვა! მათგან ლეინი არ იცნობს აქვსენტ გიორგაძეს, უკანა ხაზში კი დაგვიბრუნდა თედო ზიბზიბაძე, ვისაც არა-რაგბულ მიზეზთა გამო 33 ტესტი რომ არ გაცდენოდა, დღეს კეპებით პირველი იქნებოდა.

32-გზის კაპიტან ილია ზედგინიძეს, გია ლაბაძეს, ირაკლი გიორგაძესა და ირაკლი მაჩხანელს აკლიათ სათამაშო პრაქტიკა, რის გამოც მწურთნელი მათ დაზოგავს და შეცვლაზე თუღა შეიყვანს. გერმანიას რომ მოვუგებთ, ეგ უდაოა, მაგრამ ბარაქიანი სხვაობით გამარჯვება გვჭირდება, რათა კონკურენტები დავაფრთხოთ და კარგად გავხურდეთ მეორე რაუნდისთვის, რომელშიც პორტუგალია უნდა გვეახლოს.

>>>     ბორჯღალოსნები

სახელი გვარი   კლუბი   ლიგა ასაკი კეპი გაუც ქულა

უკანა სამეული (15 11 14)

ოთარ ბარკალაია   ანდორა   სფრ   25   34   0   47
ირაკლი ჩხიკვაძე   აია   საქ   22   11   0   10
გიორგი შკინინი   ხულიგანა   საქ   25   31    0   25
ირაკლი მაჩხანელი   აჟენი   სფრ   28   28   0   50

ცენტრი (13 12)

თედო ზიბზიბაძე   პერიგო   სფრ   29   37   33   55
დავით კაჭარავა   ენისეი   რუს   24   21   0   20
ირაკლი გიორგაძე   დაკსი   სფრ   27   31   8   16

მგეზავი (10)

ლაშა მალაღურაძე   ბეზიე   სფრ   23   10   0   34
მერაბ კვირიკაშვილი   მასი   სფრ   26   29   0   97

ჰავბეკი (9)

ირაკლი აბუსერიძე   ორლეანი   სფრ   32   54   0   20
ბიძინა სამხარაძე   კონსტანცა   რუმ   26   37   0   5

პირველი ხაზი (1 2 3)

დავით ხინჩაგიშვილი ბრივი   სფრ   27   18   11   5
ირაკლი ნატრიაშვილი კონსტანცა   რუმ   25   12   0   0
დავით ზირაქაშვილი კლერმონი   სფრ   26   17   8   10
აქვსენტ გიორგაძე   კასტრი   სფრ   33   51   10   55
გოდერძი შველიძე   მონტობანი სფრ   31   46   5   35

მეორე ხაზი (4 5)

მამუკა გორგოძე   მონპელიე   სფრ   25   29   4   65
კახა უჩავა   კონსტანცა   რუმ   32   11   0   2
ილია ზედგინიძე   ეგზი   სფრ   33   49   0   70
ლევან დათუნაშვილი ორიაკი   სფრ   26   24   7   10

მესამე ხაზი (6 7 8)

გიორგი ჩხაიძე   რასინგი   სფრ   28   29   4   20
რატი ურუშაძე   ენისეი   რუს   34   31   0   25
დიმიტრი ბასილაია მორლაზი   სფრ   24   7   0   5
გია ლაბაძე   ტულონი   სფრ   36   47   11   50

უფროსობა

თიმ ლეინი სტრატეგია, ბეკები   ვასილ აბაშიძე მენეჯერი
ჯონი ნგაუამო დაცვა, წრთობა   პავლე კასრაძე ექიმი
დამიენ ქამინსი სტატიკა, ფორვარდები ბესო აბრამიშვილი ფიზი

არ გამოუტოვებიათ

თამაში საუნივერსიტეტო ქალაქ ჰაიდელბერგშია, რაიც გერმანული რაგბის ადგილის დედაა. პირველი კლუბი იქ ჯერ კიდევ 1872 წელს შეიქმნა. ქვეყნის პირველობა 1909 წლიდან ტარდება, ხოლო თასი 1962 წლიდან თამაშდება. გერმანია 1934 წელს ფირა აერ-ის დამფუძნებელი წევრი იყო და 1974 წლიდან მოყოლებული, "ერთა თასზე" ერთი სეზონიც არ გამოუტოვებია, მაგრამ წარმატებით ჩვენთან ვერ მოვა.

ირბ-ის მონაცემებით, დღესდღეობით ქვეყანაში 101 კლუბი, 9311 მორაგბე და 250 მსაჯია. პირველ ბუნდესლიგაში ცხრა (!?) გუნდი რომაა, კალენდარი და ცხრილიც არეულია. საშინაო სეზონი აგვისტოს ბოლოს დაიწყო, დეკემბრის დადგომამდე გაგრძელდა და თებერვლის დამლევს განახლდება, მეორე ბუნდესლიგაში კი ათ-ათი გუნდია ჩრდილოეთსა და სამხრეთში.

გერმანიამ 1927 წელს ინგლისის პირველად მჯობნი საფრანგეთი 17:16 რომ ძლია, აქამდე ეგა აქვს სატრაბახო. 1981 წელს იმხანად გფრ-მა საბჭოეთიც მოასრიალა 10:7, მაგრამ იმ მატჩზე რუსებმა 11 მოთამაშესღა გაუმზადეს საბუთები, რის გამოც მოედანზე გავიდნენ არა-ჯეელი მწურთნელი, კიდის მსაჯი, მასაჟისტი, ბეკებადაც სულ მორკინალები ჩამწკრივდნენ და ამგვარად 14 კაციღა მოგროვდა.

>>>     გერმანია XXI საუკუნეში
გაზაფხული / შემოდგომა (შ შინ, გ გარეთ) ! ჯამი

2000   

უკრაინა 17:20გ, რუსეთი 6:89გ, ხორვატია 11:40შ, დანია 19:39შ / პოლონეთი 13:26შ, უკრაინა 12:19შ ! 0-6

2001   

ჩეხეთი 30:17შ, დანია 21:10გ, ხორვატია 14:14გ / შვედეთი 10:32გ, დანია 34:24შ, ლატვია 44:0შ ! 4-1*1

2002   

პოლონეთი 12:20გ / უკრაინა 26:26შ ! 0-1*1

2003   

ჰოლანდია 15:3შ, პოლონეთი 37:15გ, შვედეთი 24:16გ / უკრაინა 3:6გ ! 3-1

2004   

ჰოლანდია 14:13გ, შვედეთი 40:0შ, პოლონეთი 34:10შ / მოლდოვა 27:18გ, ლუქსემბურგი 96:0შ ! 5-0

2005   

დანია 56:0შ, ავსტრია 69:9გ / მალტა 43:0გ, სერბეთი 108:0შ ! 4-0

2006   

ხორვატია 25:15გ, ბელგია 33:15შ, ესპანეთი 18:6შ 10:36გ / მოლდოვა 24:26გ, ბელგია 32:13შ ! 4-2

2007   

უკრაინა 22:14გ, ჰოლანდია 21:12შ / ბელგია 18:32გ, მოლდოვა 34:5შ ! 3-1

2008   

უკრაინა 13:5შ, ჰოლანდია 27:17გ / ესპანეთი 11:22გ ! 2-1

სულ

25-13*2

რაგბშიცა და კრივშიც

გერმანიაში რაგბი აქამდე სამოყვარულოა, ანუ ბიჭები უფულოდ რომ თამაშობენ, თავდადება აკლიათ, რადგან რომ დაშავდნენ, სამუშაო გაუცდებათ და ჯამაგირს დაუქვითავენ. მიუხედავად ამისა, ნაკრების დონე უმჯობესდება, რაღაი რუმინელი პეტერ იანუშევიჩი წინაპართა სამშობლოში უკვე ბარემ 15 წელია, "განვითარებაზე" მუშაობს და მეთოდურ წიგნებსაც წერს.

გერმანია 1995 წლის ოქტომბერში გვეწვია. იმხანად ცხოვრება ახლანდელივით ჭირდა, მაგრამ გვასულდგმულებდა უკეთესობის იმედი. ერთა თასზე მესამე სეზონს ვატარებდით და ვრაგბობდით მეორე დონეზე, ანუ ჩვენს ზემოთ ორ პულად განაწილებული ათი (!) გუნდი იყო. ომების გადამკიდე, ჩვენთან ოთხი წელი იყო, არავინ ჩამოსულიყო, მაგრამ სტრატეგიულმა პარტნიორმა ხომ გაბედა და კავშირის გამჭრიახობითაც, რაგბი 27 წლის შემდეგ დინამოზე დაბრუნდა.

ქროდა ქარი. სტუმრებმა კარს ბევრჯერ ააცილეს. ბურთაობა ვერ ავაწყვეთ. დაიდო ერთადერთი ლელო და ისიც მეტოქის შეცდომით - "ბეირუთ" იურინმა იმათი ხაზის მიერ ძირს დაგდებულს ფეხი მიკრა და დაახტა. ბოლო მეოთხედში რომ გაგვიჭირდა, ბრძოლაში ჩავაბით "სტეჩკინ" ქავთარაშვილი და უმცროსმა ძაგნიძემ შეაგდო ჯარიმა, შოუ კი დაამშვენა გუნდურმა კრივმა, რომელიც ასევე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

>>>     14 წლის წინ

საქართველო 14:3 გერმანია

საქ: ე.ძაგნიძე მაჩიტიძე ჩიქვინიძე ძოწენიძე იურინი (10-9) ნ.ძაგნიძე (ქავთარაშვილი 69) ჯანელიძე (იოვაძე 41) / ფირცხალავა (ბერიაშვილი 75) ტურძელაძე ცაბაძე; ხუადე ღიბრაძე (კ.კობახიძე 62); ობოლაძე კაპ, ზ.ლეჟავა წბ 80+1, ზვ.ლიპარტელიანი - ლ: იურინი; 3ჯ: ნ.ძაგნიძე 2, ე.ძაგნიძე ! მწ: მოდებაძე კილასონია

გერ: ვებერი მედერი კ.ჰიმერი ფ.ჰიმერი (ჰაკერი 53) შნაიდერი (10-9) კუმი კოხერი / ფ.ებერლე (ფ.ჰოფმანი 54) დიდრიხსი შვობელი; ჰაზენბაინი ფიშერი; ლეხტი წბ 80+1, რ.ჰოფმანი კაპ, შმიდებერგი - ჯ: კოხერი

რეფ კაზმიერჩაკი (სფრ) * კვი 15/10 1995 თბილისი, ეროვნული

3:0(15) 3:3(23) 8:3(25) / 11:3(48) 14:3(74) წბ(80+1)

<<< >>>