მარბიელი ჰავბეკად!

   ბობოლა "ექვსი ერის" სტარტზე იტალია 9 ნომრად ათამაშებს მარბიელ მაურო ბერგამასკოს; ინგლისმა ათზე ენდი გუდი იხმო; საფრანგეთმა ფულბეკად კლემონ პუატრანო დაიბრუნა; ირლანდიამ თორმეტად მგეზავი პედი ვოლესი დაიყენა; უელსმა ამავე პოზიციაზე გევინ ჰენსონი კი ჩაწერა, მაგრამ ვარსკვლავმა კანჭი იტკინა; ხოლო შოტლანდიამ ფილ გოდმენი ამჯობინა კიკერად.

იტალიას ზედიზედ რომ დაემტვრნენ ჰავბეკები - სიმონ პიკონე, პიეტრო ტრავალი და პაბლო კანავოზიო, სამხრეთ აფრიკელმა გურუმ, ნიკ მალითმა გარისკა და მორკინალთა მწყემსვა დაავალა 30 წლის, 69 კეპოსან ათლეტს (185სმ 98კგ) ვისაც უკანა ხაზში, გარემარბად კი უთამაშია, მაგრამ დირიჟორი არასოდეს ყოფილა. მაუროს ახალ ამპლუაში ბარემ ერთი კვირაა წაფავს თვით ალესანდრო ტრონკონი, მწურთნელს კი სჯერა, რომ ბიჭი თვიქნემშიც არ დაიბნევა.

28 წლის გუდმა ლესთერში ათი წელი გაატარა, მაგრამ ჯონი ვილკინსონის ხანაში ნაკრებში აბა ვინ ათამაშებდა? წლეულს ენდი საფრანგეთში, ბრივში რაგბობს და კარშიც ძველებურად საიმედოდ ურტყამს. პომთა ახალ გურუს, მარტინ ჯონსონს ლეგიონერის თამაში თვალდათვალ არ უნახავს, მაგრამ ტურნირის სტარტზე ნორჩი დენი სიპრიანი ფორმაში რომ ვერაა და მეორე ნაკრებ "საქსონებშია", შეფმა გუდზე უკეთესი ვერავინ მონახა მთელ პრემიერშიპში.

ჩემპიონი ღერძი

ფრანგთა მწურთნელი მარკ ლივრმონი ამბობს, პირველადაა, რომ ის 22-ეული შევარჩიე, რომელიც უზურში მქონდაო. "შამპანური რაგბის" მიმდევარი ტულუზელი პუატრანოს გარდა, მწყობრშია ცენტრი ფლორიან ფრიცი, 10-9 ღერძად კი გურუ იმ ჯეელებს ათამაშებს, ვინც ორი წლის წინ 21 წლამდელთა მსოფლიო თასი მოიგო. ეგენი არიან ლიონელ ბოგზისი და სებასტიან ტიუ-ბორდი, შერკინებაში კი, ნოემბრის აქეთ, მარტო მარჯვენა ბურჯი დაუწუნებია უფროსობას.

მსოფლიო პირველობა ირლანდიასაც მოუგია, ოღონდაც 19 წლამდელთა და ისიც აწ უკვე 11 წლის წინ. იმ გუნდში ახლანდელი კაპიტანი, ბრაიან ოდრისკოლი ბრწყინავდა და მერე და მერე მარქაფაში გადასმული ვოლესიც რიგიანად თამაშობდა. პედი ბოლო ხანს მაგრად რაგბობს ალსთერში. ჰოდა, ჩემპიონ ბიჭთა მოძღვარი დეკლან ქიდნი ახლა კაცთა ნაკრებს რომ თავკაცობს, ნაშეგირდალს ბოლო შანსს აძლევს და რონან ოგარასა და ბრაიანს შორის ჩაუსვამს.

დუეტი დაიშალა

შოტლანდიის 15-ეულში ათი ედინბურგელია. დროით რომ ვერ მოკეთდა მარჯვენა ბურჯი იუენ მარი, დააწინაურეს 26 წლის ახალბედა ჯეფ ქროსი, ვინც ორი წლის წინ ექიმობას აპირებდა და რაგბს მერეღა მოეკიდა პროფესიულად; კიკერის არჩევისას კი მწურთნელმა ფრენკ ჰედენმა დაასკვნა, რომ თუმც კრის პატერსონს ჩუბინობის მაჩვენებელი 86 პროცენტი აქვს, არც ფილ გოდმენის შედეგი, 79 პროცენტია ურიგო.

დაბოლოს, ჩემპიონი უელსი. 27 წლის კაპიტან რაიან ჯოუნზს მიაჩნია, რომ გუნდი დაღვინდა, რის გამოც აღარ გაიმეორებს სამი წლის წინდელ შეცდომებს. "ურჩხულებს" მაშინაც სლემი მოეგოთ წინა სეზონში, მაგრამ სამი მარცხი იგემეს და იტალიას დაუზავდნენ. მაშინაც და შარშანაც ჰენსონს ხაზის ცენტრში თომ შენკლინი ჰყავდა მეწყვილედ, ამჯერად კი დუეტი რომ დაშალა კივმა მოძღვარმა ვორენ გეთლენდმა, დამწყები 13 ნომერი ჯემი რობერთსია.

>>>    ექვსი ერი. პირველი რაუნდი

საქართველოს დროით

ბოლო შარშანდელი ტესტის აქეთ
* დაემატა რაზმს, ^ მარქაფიდან დააწინაურეს,
= მარქაფაში გადასვეს, $ დაძრეს

<<    ინგლისი - იტალია

ინგ (ბეკ) 15 დელონ არმითიჯი, 11 მარკ კუეტო*, 14 პოლ საქი; 13 მაიკ თინდოლი*, 12 რიკი ფლუთი, 10 ენდი გუდი*; 9 დენი ქეა /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი*, 2 ლი მირსი, 3 ფილ ვიქერი; 4 სთივ ბორსვიქი (კაპ) 5 ნიკ ქენედი; 6 ჯეიმზ ჰესქელი, 7 სტეფონ არმითიჯი*, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ თეითი*, 21 შეინ გერათი*, 20 ბენ ფოდენი* / 16 დაილან ჰართლი, 17 ჯულიან ვაითი*; 18 ტომ კროფთი, 19 ჯო ვორსლი* (მწ) მარტინ ჯონსონი

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მაზი, 11 მირკო ბერგამასკო$, 14 ქეინ რობერთსონი; 13 გონსალო კანალე*, 12 გონსალო გარსია, 10 ანდრეა მარკატო; 9 მაურო ბერგამასკო$ /

(ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი^, 2 ფაბიო ონგარო^, 3 მარტინ კასტროჯოვანი*; 4 სანტიაგო დელაპე*, 5 მარკო ბორტოლამი; 6 ჯოშ სოული, 7 ალესანდრო ძანი^, 8 სერჯო პარისე (კაპ)

(მრქ) 22 მატეო პრატიკეტი=, 21 ლუკ მაკლეინი, 20 ჯულიო ტონიოლატი / 16 კარლო ფესტუჩა*, 17 კარლოს ნიეტო=; 18 ტომაზო რეატო=, 19 ჟან-ფრანსუა მონტორიოლი* (მწ) ნიკ მალითი (აფრ)

რეფ მარკ ლორენსი (აფრ) კიდ: ჟოელ ჟიუტჟი (სფრ) პიტერ ალენი (შტლ) ვიდ ნაიჯელ ვაითჰაუსი (უელ)

შაბ 7/02 ლონდონი, თვიქნემი 19.00

გლობალზე (54 არხი) ცოცხლად; გამეორება: შაბ 24.00, კვი 05.00 08.00 15.00, ორ 10.00, სამ 03.00, ოთხ 14.00

1991 წლიდან 14: 14-0 (6ე) 9: 9-0

<<    ირლანდია - საფრანგეთი

ირლ (ბეკ) 15 რობ ქარნი$, 11 ლუკ ფითსჯერალდი$, 14 თომი ბოუ; 13 ბრაიან ოდრისკოლი (კაპ) 12 პედი ვოლესი^, 10 რონან ოგარა; 9 თომას ოლირი /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ჯერი ფლენერი, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი; 6 სთივენ ფერისი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯეიმზ ჰიზლიფი

(მრქ) 22 ჯორდან მერფი=, 21 გორდონ დარსი*, 20 პიტერ სთრინგერი* / 16 რორი ბესთი, 17 თომ ქორთი*; 18 მელკომ ოქელი, 19 დენის ლიმი* (მწ) დეკლან ქიდნი

სფრ (ბეკ) 15 კლემონ პუატრანო*, 11 მაგზიმ მედარი$, 14 ჟიულიან მალზიო; 13 ფლორიან ფრიცი*, 12 იანიკ ჟოზიონი, 10 ლიონელ ბოგზისი*; 9 სებასტიან ტიუ-ბორდი /

(ფორ) 1 ლიონელ ფორე, 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 ბენუა ლეკული^; 4 სებასტიან შაბალი, 5 ლიონელ ნალე (კაპ) 6 ტიერი დიუზოტუარი, 7 ფიულჟანს უედრაოგო, 8 ემანოლ არენორდოკი

(მრქ) 22 სედრიკ ემონსი*, 21 ბენუა ბაბი=, 20 მორგან პარა* / 16 ბენჟამენ კეიზერი, 17 ნიკოლა მა=; 18 რომენ მიო-შლუსკი, 19 ლუი პიკამოლი (მწ) მარკ ლივრმონი

რეფ ნაიჯელ ოუენსი (უელ) კიდ: დეივ პირსონი (ინგ) დევიდ ჩენგლენგი (შტლ) ვიდ ჯულიო დესანტისი (იტა)

შაბ 7/02 დუბლინი, ქროუქ პარკი 21.00

გლობალზე (54 არხი) ცოცხლად; გამეორება: კვი 02.00 10.00 17.00, ორ 06.00 16.00, სამ 11.00, ოთხ 08.00 21.00, ხუთ 18.00

1909 წლიდან 84: 28-51*5 (6ე) 9: 3-6

<<    შოტლანდია - უელსი

შტლ (ბეკ) 15 ჰუგო საუსველი*, 11 შონ ლამონთი*, 14 საიმონ ვებსთერი; 13 ბენ ქერნსი, 12 გრემ მორისონი*, 10 ფილ გოდმენი; 9 მაიკ ბლერი (კაპ) /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 როს ფორდი, 3 ჯეფ ქროსი*; 4 ჯეისონ ვაითი*, 5 ჯიმ ჰემილტონი; 6 ალი ჰოგი*, 7 ჯონ ბარქლეი, 8 საიმონ თეილორი

(მრქ) 22 მაკს ევანსი, 21 კრის პატერსონი*, 20 კრის კაზიტერი* / 16 დუგი ჰოლი, 17 ალისთერ დიკინსონი; 18 ქელი ბრაუნი*, 19 სქოთ გრეი (მწ) ფრენკ ჰედენი

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 11 შეინ ვილიამსი, 14 ლი ჰაფ-პენი*; 13 ჯემი რობერთსი, 12 გევინ ჰენსონი*, 10 სთივენ ჯოუნზი; 9 მაიკ ფილიპსი* /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი, 2 მეთიუ რისი, 3 ადამ ჯოუნზი; 4 იენ გოფი, 5 ალუნ-ვინ ჯოუნზი; 6 რაიან ჯოუნზი (კაპ) 7 მარტინ ვილიამსი, 8 ენდი პაუელი

(მრქ) 22 თომ შენკლინი=, 21 ჯეიმზ ჰუქი, 20 დვეინ პილი* / 16 ჰიუ ბენეთი*, 17 ჯონ იეპი; 18 ლუკ ჩარტერისი, 19 დაფიდ ჯოუნზი (მწ) ვორენ გეთლენდი (ზელ)

რეფ ალენ როლანი (ირლ) კიდ: ქრის ვაითი (ინგ) რობ დიბნი (ინგ) ვიდ ჯეფ ვორენი (ინგ)

კვი 8/02 ედინბურგი, მარიფილდი 19.00

გლობალზე (54 არხი) ცოცხლად; გამეორება: კვი 22.00, ორ 08.00 20.00, ხუთ 05.30 08.00 09.00

1883 წლიდან 113: 48-62*3 (6ე) 9: 3-5*1

<<< >>>