ემანდ არ აავსონო

      "ერთა თასის" სტარტზე საქართველო ორ ცნობილ ლელოელს ახალ პოზიციაზე ცდის, გერმანიის უფროსობა მოთქვამს და ფანობას თვალში ნაცარს აყრის, ქართული დიასპორა კი ჰაიდელბერგში იკრიბება და ფორუმზე ფოტოთა ატვირთვასაც გვპირდება.

ირბ-ის ახალი შეფის, ფრანგი ბერნარ ლაპასეს ძალისხმევით ლაგამი რომ ამოედოთ თავნება ფრანგულსავე კლუბებს, შარშანდლისგან განსხვავებით, ჩვენი რაზმი ოპტიმალურია და რაღაი მეტოქე რეიტინგში 12 ადგილით დაბლაა, ბორჯღალოსანთა სამი ავსტრალიელი მოძღვარი თამაშს საექსპერიმენტოდ იყენებს:

მამუკა "გულივერ" გორგოძეს 8 ნომერზე, შერკინების შემკვრელად აწყებინებს, ხოლო მერაბ "მეკო" კვირიკაშვილს 15 ნომერზე, ფულბეკად. გარდა ამისა, გურუ ლეინს მარქაფაში დაუსვამს ისინი, ვისაც კარგად ვერ იცნობს (თედო ზიბზიბაძე / აქვსენტ გიორგაძე, დავით ხინჩაგიშვილი) და ვინც ტრავმის გამო ფორმაში ვერაა (გია ლაბაძე)

გერმანიას ერთადერთხელ, 14 წლის წინ რომ ვეტესტეთ და ეროვნულზე 14:3 მოვუგეთ, იმ მატჩის მონაწილეთაგან რაზმებში დღესდღეობით აღარავინაა. ჩვენს დამწყებ 15-ეულში ათი ფრანგია, ორ-ორი რუმინელი და ნაციმბირალი, და ერთიც ქუთაისელი, იმათ კი გადანომრილი სიის გამოქვეყნებას საშველი ვერ დააყენეს, მაგრამ წინასწარში ცხრა (!) ლეგიონერი დავუთვალეთ.

ტყუილების გუდა

კალათბურთის გუნდისა არ იყოს, რაგბის ბუნდეს-ნაკრებიც ეთნიკურად ჭრელია. დაკვირვებული თვალი ნუსხაში შენიშნავს კელტურ, ინგლისურ, ფრანგულ, თურქულ სახელ-გვარებს. მოთამაშეთა არჩევის კრიტერიუმიც მთლად ლოგიკური ვერ ჩანს, რაღაი ჰაიდელბერგის იმ კლუბიდან, ვინც ბუნდეს-ლიგაში მეორეა, გუნდში არავინაა, მესამეზე მყოფიდან კი ერთბაშად ექვსი კაცი უხმია უფროსობას.

ახალბედა სამია და ყველა ლეგიონერი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ესენი მხოლოდ საბუთით არიან გერმანელები. ნაირგვარ მიზეზთა გამო მასპინძლებს აკლიან ექვსნი, 57 წლის მწურთნელი რუდოლფ ფინშტერერი კი ტყუილების გუდაა, რაღაი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა ბორჯღალოსნებს წელიწადში 15 მილიონ (!) ევროს ახარჯავს, გერმანიაში კი რაგბი თურმე არა-ოლიმპიურობის გამო იჩაგრება და მოწყალებად ოდენ 50 ათასი ერგება.

გურუს მხარს უბამს კავშირის მთლად შეფი, კლაუს-პეტერ ბახი. მის თანახმად, 11 წლის წინ, 19 წლამდელთა მსოფლიო პირველობის მეორე ჯგუფში საქართველომ ძლივს რომ ძლია გერმანია, ჩვენი ბიჭები საფრანგეთში ბითუმად დარჩნენ, მეტოქე კი შინ მიბრუნდა სწავლის (!) გასასრულებლად. ჰოდა, ქართველები დღესდღეობით ხვადაგი პროფესიონალები არიან, გერმანელები კი უალალესი მოყვარულები და მხოლოდ ამიტომ რაგბობენ ჩვენზე სუსტად.

ტაგანროგის უბეში

ბახის უწყებამ ბევრი იმეცადინა, მაგრამ წაგება რომ გამოწერილი აქვს, XXI საუკუნეში ვერ მონახა ტელე-არხი (თუნდაც რეგიონული) ვინც რეპორტაჟს მოაწყობდა. სამაგიეროდ, "სიტყვიერ ცოცხალს" გვპირდებიან ნასწავლი ევროპელები თავიანთ საითზე და ნამატჩევს, სავარაუდოდ შუა კვირაში (!) "იუთუბზე" ან რაიმე თორენთზე ვიდეოს ატვირთვას, მაგრამ თუ მოისრნენ, შეიძლება ეგეც სანატრელი გაგვიხდეს.

გერმანიის, მეტადრე კი ბავარიის ქართველობა მეზობლად, ბადენ-ვიურტემბერგში სალაშქროდ კარგა ხანია ირაზმება. ჩვენებურთა ენთუზიაზმი ისე უკიდეგანოა, რომ უფალი ბახი შიშობს, ემანდ სამი ათასიანი სტადიონი მაგათ არ აავსონ და საშინაო მატჩი გასვლითად გვიქციონო. მსაჯობს შოტლანდიის ბრიგადა. ამავე განხრით სასიამო ისაა, რომ მინიმუმ ერთი წლით მოგვაშორეს იტალიელი რეფები, რუსეთმა კი ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა, რომ მარიუპოლში მიგვიღოს.

ამ ქალაქს საბჭოთა ხანაში ჟდანოვი ერქვა. ეკუთვნის დონეცკის ოლქს და მდებარეობს აზოვის ზღვის პირას, ტაგანროგის უბეში. მხარე მხოლოდ ფორმალურადაა უკრაინა, რაღაი სულ რუსებითაა დასახლებული. სტადიონს "ილიჩოვეცი" ჰქვია და 12 ათას მაყურებელს იტევს. თამაში შაბათის ნაცვლად კვირასაა და ჩვენებურად ხუთ საათზე იწყება, მთავარი კი ისაა, რომ ქალაქს მოეძევება "მოძრავი სადგური", რისი წყალობითაც ტელე-რეპორტაჟი მოხერხდება.

>>>    ერთა თასი. პირველი რაუნდი
საქართველოს დროით

<<    გერმანია - საქართველო

ბორჯღალოსნები (კეპი^ქულა)

(ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი 29^97, 14 ირაკლი მაჩხანელი 28^50, 13 დავით კაჭარავა 21^20, 12 ირაკლი გიორგაძე 31^16, 11 ირაკლი ჩხიკვაძე 11^10; 10 ლაშა მალაღურაძე 10^34, 9 ირაკლი აბუსერიძე (კაპ) 54^20 /

(ფორ) 1 გოდერძი შველიძე 46^35, 2 ირაკლი ნატრიაშვილი 12^0, 3 დავით ზირაქაშვილი 17^10; 4 ილია ზედგინიძე 49^70, 5 კახა უჩავა 11^2; 6 გიორგი ჩხაიძე 29^20, 7 რატი ურუშაძე 31^25, 8 მამუკა გორგოძე 29^65

(მრქ) 22 ოთარ ბარკალაია 34^47, 21 თედო ზიბზიბაძე 37^55, 20 ბიძინა სამხარაძე 37^5 / 16 აქვსენტ გიორგაძე 51^55, 17 დავით ხინჩაგიშვილი 18^5, 18 დიმიტრი ბასილაია 7^5, 19 გია ლაბაძე 47^50 - გიორგი შკინინი 31^25 / ლევან დათუნაშვილი 24"10

(მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო, დემიენ ქამინსი

გერმანია

9 ლეგიონერი: ქირონ დევისი, ტიმ კაშტენი, ჯეიმზ რიდი (ინგ) ბოდო ზიბერი (აფრ) მიხაელ პოპმაიერი (იტა) რობერტ მიორი, დამიან ტიუსაკი, კლემენს ფონ-გრუმბკო, ალეკსანდერ ვიდიკერი (სფრ)

ბუნდესლიგელები (ცხრილით) 1 ფრანკფურტი: ბენ ბრირლი, როლფ ვახა; 2 ჰაიდელბერგი (რკ) არავინ! 3 ჰაიდელბერგი (რგ) კეომა ბრენერი, თიმ ქოული, პიერ ფაბერი, მუსტაფა გიუნგორი, ედმორ ტაკენდეზა, მანუელ ვილჰელმი; 4 ჰანდშუსჰაიმი: ალეკსანდერ ჰუგი, იენს შმიდტი, თორშტენ ვიდემანი; 5 ნოიენჰაიმი: ლარს ეკერტი, მარტენ შტრაუხი; 6 ჰოიზენშტამი, 7 ბერლინი (რკ) 8 ბერლინი (03) არავინ! 9 ჰანოვერი: ბენიამინ კრაუზე, ბენიამინ ზიმი

რეფ გრემ ნოქსი; კიდ: დევიდ ჯექი / გრემ მარშალი (შტლ)

ჰაიდელბერგი, ფრიც გრიუნე-ბაუმ შპორტ-პარკი 17.00

<<    ესპანეთი - რუმინეთი

რუმ: ვლაიკუ ფერკუ ბარბულიჩანუ დესკალუ ლემნარუ <10-9> დიმოფტე მიტუ! / ნერე ტაშკა პაულიკე; ჯუკალი კოსტე; კოროდეანუ ბურჩა (კაპ) კარპო - (მრქ) ჩუნტუ მანოლე კალაფეტეანუ / ბეკა ფლორეა; პოპირლანი იანუში

რეფ დორდოლო (იტა) მადრიდი, უნივერსიტეტი 19.00

<<    პორტუგალია - რუსეთი

რეფ მაკდაუელი (ირლ) ლისაბონი, უნივერსიტეტი 19.00

ჩაწერილი 20.55 პლანეტა სპორტზე, 01.35 რტრ სპორტზე

<<    კიბე

რუსეთი 1-0 (42:15)
ესპანეთი 1-1 (27:53)
საქართველო რუმინეთი პორტუგალია 0-0
გერმანია 0-1 (11:22)

<<    ბორჯღალოსანთა შემდეგ მატჩთა მსაჯები

14/02 პორტუგალია (შ) ბერდოზი (სფრ)
28/02 ესპანეთი (გ) მასიელო (სფრ)
14/03 რუმინეთი (შ) მაკმენემი (შტლ)
22/03*კვი  რუსეთი (მირიუპოლი უკრ) დასადგენია

<<    20 წლის (1989-2008) მონაგარი

106 თამაში (38 შინ, 49 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
63 მოგება - 39 წაგება * 4 ფრე
ქულა 2407:2033 (+374) ლელო 294-223 (+71)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 137, ხოლო ფორვარდებმა 157 ლელო

<<< >>>