სტუმრად, ლაფში, ძნელად

   "ერთა თასისა" და 2011 წლის მსოფლიო თასის ევროპული შესარჩევის სტარტზე გამარჯვება ძნელად მოვიდა. ქვემოდან ამოსულმა გერმანიამ შინ თავი დადო, ბორჯღალოსნები კი სათანადო ფორმაში ჯერ ვერ არიან და ვერც ლაფიანი მოედანი ვარგოდა საბურთაოდ. და მაინც, ქართველთა უპირატესმა წრთობამ და კლასმა გახნა აღმართი და მეტოქემ ბოლო მეოთხედში ვეღარ გაგვიძლო.

გერმანია ელიტაში დაბრუნების შემდეგ შინ პირველოდ რაგბობდა და თავის გამოჩენა ეწადა, ჩვენებს კი, ავტორიტეტიდან გამომდინარე, ბარაქიანად გამარჯვება მართებდათ და ვარიანტებიც უნდა მოესინჯათ. გეგმა ჯამში შესრულდა, მაგრამ ჯეელი ვარსკვლავი დავით ზირაქაშვილი რომ დაგვემტვრა და გაისამდე ვეღარაფერს გვარგებს, ეგ გულში ხინჯად დაგვრჩა.

გერმანიამ პირველი ლელო დაგვიდო და მეორე ტაიმშიც ერთი-ორჯერ სახიფათოდ შემოგვიტია. წვიმაში ჩვენებს ბლომად ჰქონდათ ტექნიკური წუნი და სქოთი მსაჯიც ცოტათი შეეშველა მასპინძლებს, მაგრამ მეორე მეოთხედში მარბიელი რომ გაუგდო, უმალ მეორე ლელო შევიტანეთ ბურთაობით და ამის გაკეთებისას დაგვემტვრა "ზირაქა".

მე-300 ლელო

გერმანია საათის თავზე, ირაკლი მაჩხანელის მიერ გატანილმა ლელომ გატეხა. ბოლომდე მეტოქე კიდევ სამჯერ დავალელოვეთ. დავით კაჭარავას დამიწება ბორჯღალოსანთა 21-წლოვან ისტორიაში სანიშანსვეტო, მესამასეა!

ამავე, სტატისტიკურ ჭრილში, მამუკა გორგოძე ლელოებით გაუტოლდა მახო ურჯუკაშვილს; ილია ზედგინიძემ მოიხვეჭა 50-ე, ჯერჯერობით სიმბოლური, ღვინისფერი კეპი, მერაბ კვირიკაშვილი კი ქულებით თვით ნუგზარ ძაგნიძეს გაუსწორდა.

მიტუ დაბრუნდა

ევროპის დასავლეთ კიდეზე მოიგეს ჩვენმა მარლთმადიდებელმა მოძმეებმაც. რუსეთმა პორტუგალიას 11 მონინოელი, ორი ციმბირელი და ორიც ფრანგი გაუყვანა და 15 ქულით გაუსწრო, მაგრამ გამარჯვება ბოლოსღა, ვიკტორ მოტორინის ჯარიმით გაიფორმა.

ესპანეთში ძნელი ბრძოლა გადახდა რუმინეთს, ვისაც 9 ნომრად პეტრე მიტუ დაუბრუნდა. ვლახებს ბინძურად თამაშისთვის რომ გაუსინბინეს ფლორინ ვლაიკუ, იბერიელები წინ გავიდნენ, მაგრამ ბოლოს ვალი პოპირლანმა დერეფანში აგორებული მოლით შეიტანა ლელო.

ერთა თასი. პირველი რაუნდი

<<    საქართველო 38:5 გერმანია

ბორჯღალოსნები

(ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი მაჩხანელი, 13 დავით კაჭარავა, 12 ირაკლი გიორგაძე (21 თედო ზიბზიბაძე 63) 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა მალაღურაძე (22 ოთარ ბარკალაია 70) 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! (20 ბიძინა სამხარაძე 70) /

(ფორ) 1 გოდერძი შველიძე, 2 ირაკლი ნატრიაშვილი (16 აქვსენტ გიორგაძე 46) 3 დავით ზირაქაშვილი (17 დავით ხინჩაგიშვილი 33); 4 ილია ზედგინიძე, 5 კახაბერ უჩავა; 6 გიორგი ჩხაიძე (19 გია ლაბაძე 68) 7 რატი ურუშაძე (18 დიმიტრი ბასილაია 56) 8 მამუკა გორგოძე -

6ლ: ჩხიკვაძე ზირაქაშვილი მაჩხანელი გორგოძე (4 5) კაჭარავა; 4გ: კვირიკაშვილი 3, ბარკალაია

გერმანია

(ბეკ) 15 თორშტენ ვიდემანი, 14 ბენ ბრირლი (22 მარტენ შტრაუხი 77) 13 ბენიამინ ზიმი, 12 ედმურ ტაკენდეზა, 11 კლემენს ფონ-გრუმბკო; 10 ქირონ დევისი (21 ლარს ეკერტი 59) 9 მუსტაფა გიუნგორი /

(ფორ) 1 ალეკსანდერ ვიდიკერი, 2 თიმ ქოული (16 დამიან ტიუსაკი 65) 3 პიერ ფაბერი (17 ბენიამინ კრაუზე 54); 4 იენს შმიდტი კაპ! (18 მანუელ ვილჰელმი 57) 5 ბოდო ზიბერი; 6 ტიმ კაშტენი სბ, 7 ალეკსანდერ ჰუგი (19 კეომა ბრენერი 54) 8 მიხაელ პოპმაიერი (20 როლფ ვახა 71) -

ლ: ბრირლი

რეფ გრემ ნოქსი; კიდ: დევიდ ჯექი / გრემ მარშალი (შტლ)

7/02 ჰაიდელბერგი, გრიუნე-ბაუმ შპორტ-პარკი (3 ათასი)

0:5(14) 5:5(20) სბ(28) 10:5(31) / 17:5(56) 24:5(62) 31:5(72) 38:5(80+)

<<     ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)
107 თამაში (38 შინ, 50 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
64 მოგება - 39 წაგება * 4 ფრე
ქულა 2445:2038 (+407) ლელო 300-224 (+76)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 140, ხოლო ფორვარდებმა 160 ლელო

ბორჯღალი

ღვინისფერი კეპი: 57 პალიკო ჯიმშელაძე, 56 მახო ურჯუკაშვილი, 55 ირაკლი აბუსერიძე, 53 ბესიკ ხამაშურიძე, 52 აქვსენტ გიორგაძე, 50 ილია ზედგინიძე

ვერცხლის კეპი: 48 გია ლაბაძე, 47 გოდერძი შველიძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე

ბრინჯაოს ნიშანი: 38 თედო ზიბზიბაძე, ბიძინა სამხარაძე; 35 ოთარ ბარკალაია; 34 ვანო ნადირაძე, ვასილ კაცაძე, ბესო უდესიანი; 33 ლევან ცაბაძე; 32 ირაკლი გიორგაძე, რატი ურუშაძე; 31 გიორგი შკინინი; 30 მევლუდ მთიულიშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე

ლელო

15 ურჯუკაშვილი, გორგოძე; 14 ზედგინიძე (2 საჯ); 12 ხამაშურიძე; 11 ზიბზიბაძე, ა.გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ცაბაძე, ლაბაძე; 9 ჯიმშელაძე; 8 კაცაძე, უდესიანი (2 საჯ); 7 შველიძე, დავით დადუნაშვილი; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, დიდებულიძე, შკინინი, ზვიად მაისურაძე, ურუშაძე, დავით კაჭარავა

ქულა (მარტო დამრტყმელები)

320 (9ლ 61გ 48ჯ 3ა)  ჯიმშელაძე
274 (15ლ 41გ 38ჯ ა)  ურჯუკაშვილი
105 (3ლ 9გ 22ჯ 3ა)   ნუგზარ ძაგნიძე
105 (2ლ 25გ 14ჯ ა)   კვირიკაშვილი
  63 (2ლ 10გ 7ჯ 4ა)  კახა მაჩიტიძე
  62 (3ლ 4გ 13ჯ)       შოთა მოდებაძე
  53 (6ლ 4გ 3ჯ 2ა)    იურინი
  49 (8გ 10ჯ ა)          ბარკალაია
  43 (ლ 7გ 8ჯ)          ბობა კვინიხიძე
  34 (ლ 4გ 5ჯ 2ა)     ლაშა მალაღურაძე

19 კაპიტანი

32 ილია ზედგინიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმა ობოლაძე, ირაკლი აბუსერიძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე

<<    ესპანეთი 10:19 რუმინეთი

ესპ: სემპერე კანო მოტა კანოსა (ნავა 77) მარტინი (10-9) პალუმბო ფეიხო (მირონესი 71) / ინსაუსტი ბორკესი (სარსოსა 64) სალასარი; როკე (გონსალესი 72) ს.სოუტო (ფერნანდესი 55); ერნანდესი ტურტულუ ბერნასკონი - ლ: სოუტო; გ ჯ: პალუმბო

რუმ: ვლაიკუ სბ, ფერკუ ბარბულიჩანუ დესკალუ ლემნარუ (10-9) დიმოფტე მიტუ / ნერე ცეაშკა (ბეკა 60) პაულიკე; ჯუკალი (პოპირლანი 60) კოსტე; კოროდეანუ (იანუში) ბურჩა კაპ! კარპო - 2ლ: მიტუ პოპირლანი; 3ჯ: მიტუ

რეფ დორდოლო (იტა) მადრიდი, უნივერსიტეტი (5 ათასი)

0:5(3) 0:8(13) 7:8(15) 10:8(24სბ) 10:11(40) / 10:14(46) 10:19(73)

<<    პორტუგალია 14:18 რუსეთი

პორ: ლეალი დვ.მეტეუში სილვა დგ.მეტეუში ფორუ (10-9) დკ.პინტუ (კებრალი) ჟ.პინტუ / სეგურედუ (ჟუნიორი) კორეია კაპ! სპეშუკი (მურე); პენალვე (სევერინუ) გ.უვე; ვ.უვე ჟ.უვე (ჟირეუ) ეკუშტა - 2ლ: ფორუ სილვა; 2გ: ლეალი

რუს: კლიუჩნიკოვი კუზინი ბაბაევი ტრიშინი (გერასიმოვი) გვაზდოვსკი (არწემიევი) (10-9) კუშნარიოვი მოტორინი / ხროკინი (ბოტვინიკოვი) კორშუნოვი კაპ! პრონენკო (ტრავკინი); ვოიტოვი კულიომინი; გრესევი ოსტრიკოვი მატვევი (გარბუზოვი) - 2ლ: კორშუნოვი კუზინი; გ 2ჯ: მოტორინი

რეფ მაკდაუელი (ირლ) ლისაბონი, უნივერსიტეტი

0:7 0:12 0:15(28) / 7:15(44) 14:15(55) 14:18(70)

5/15 თ  

მ-წ  

გატ:გაშ

რუსეთი   2-0   60:29
საქართველო 1-0   38:  5

რუმინეთი  

1-0  

19:10

ესპანეთი   1-2   47:72
პორტუგალია 0-1   14:18

გერმანია  

0-2  

16:60

<<< >>>