ჯეელობა გაიხსენა

   ბობოლა "ექვსი ერის" სტარტზე ჩემპიონმა უელსმა სტუმრად კლასიანად გააბურთავა შოტლანდია და ირბ-ის რეიტინგში პირველად ავიდა მეოთხე ადგილზე; ირლანდია ლაღ თამაშში აყვა საფრანგეთს და შანსები მეტოქეზე უკეთ გამოიყენა; ინგლისმა კი იოლად, მაგრამ უღიმღამოდ დაამარცხა იტალია, ვინც მწურთნელის ძნელად ასახსნელმა ავანტიურამაც დაღუპა.

უელსს რაზმის გამოქვეყნების შემდეგ გამოაკლდა ჯერ შუამარბი გევინ ჰენსონი, მერე კი კაპიტანი და მარბიელი რაიან ჯოუნზიც. შოტლანდიასაც თავიდანვე შეემთხვა ფათერაკები: ახალბედა ბურჯმა ჯეფ ქროსმა აბრაგანის ასაღებად ამხტარი ლი ბერნი რომ ჩამოაგდო, თავად დაშავდა და საკაცეზე მწოლიარე გაასინბინეს, საიმონ ვებსთერი კი კაპიტან მარტინ ვილიამსთან შეჯახებას გადაყვა.

უელსმა თითო ტაიმში ორ-ორი ლელო გაიტანა, კიკერმა სთივენ ჯოუნზმა კი ოთხივე გარდასახვა დაახაია. პირველ ლელოზე შეინ ვილიამსმა ჯვარზე მიუშვა თომ შენკლინი, მეორეზე კი ტაფიებმა სქოთთა კაც-ნაკლული შერკინება წამოშალეს და ახმახმა ალუნ-ვინ ჯოუნზმა ოსტატურად, ზეზეულად დაჭერილმა გადადო ბურთი ლელოში.

მესამეზე ხაზი გაჭრა ჯემი რობერთსმა და შეინმა ნორჩი ლი ჰაფ-პენი ახეირა, მეოთხეზე კი სთ.ჯოუნზმა და რობერთსმა 45-ე ლელო გაატანინეს მსოფლიოს 2008 წლის საუკეთესო მორაგბე შეინს, ვისაც ბოლოსკენ გარედან შემოურბინა მაკს ევანსმა. შოტლანდიამ ლამის მეორე ლელოც გაიტანა, მაგრამ კრის პატერსონმა რომ გადაიკიდა და ბერნს დამიწება დაასწრო, ბურთი წინ წაუვიდა.

უწესობამ დაგვაღალატაო

საფრანგეთმა ირლანდია გელური ფეხბურთის მექა "ქროქერზე" შარშანწინ ბოლო შეტევით ძლია. გალებმა ამჯერად ძაან გაშლილი ბურთაობა გააჩაღეს და დალალა სებასტიან შაბალიც ბევრჯერ დაასაქმეს, მაგრამ როგორც მათმა გურუმ, მარკ ლივრმონმა ბრძანა, გუნდი დააღალატა უდისციპლინობამ: რონან ოგარამ სამი ჯარიმა შეაგდო და კიდევ ორი გასატანი ააცილა.

ირლანდიას საფრანგეთთან ზედიზედ შვიდჯერ წაეგო. დაიდო ხუთი ლელო. პირველზე მაგზიმ მედარი თავისი ნახევრიდან გამოიქცა და ფეხით გადაიკიდა, მერე კი სებასტიან ტიუ-ბორდმა იქეთა ფრთაზე გააქცუნა შაბალი, ხოლო ჟიულიან მალზიომ ემანოლ არენორდოკი დაგეზა. ამის პასუხად რობ ქარნიმ მოაწყო გარღვევა, რომელიც თომ ბოუმ გააგრძელა და ვირგლა ჯეიმზ ჰიზლიფმა კოხტად დააგვირგვინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაიან ოდრისკოლმა ჯეელობა გაიხსენა, მოაღორა ლიონელ ბოგზისი და ლელოში ჯიქურ შეიჭრა. მერე ბოგზისმა მედარს გამოზომილად გადაუკიდა და მეორე არეკნიც შეაგდო, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ოდრისკოლმა მეტოქის 22-ში გაახერხა აუტი და ორი დერეფნის შემდეგ ირლანდიამ რომ გამართა "აიღე და მიეძალე", მიზანს შუამარბი გორდონ დარსი ეწია.

ფრანგებმა კიდევ გაიბრძოლეს, მაგრამ მატჩის საუკეთესოდ ცნობილმა ჰიზლიფმა კიკოფის გამომქცუნებელი სედრიკ ემონსი დაიჭირა და ჯარიმა რომ მიაღებინა, ოგარამ მოგება გააფორმა.

უმწიფარობის დასტური

გამოჩენილმა აფრიკელმა მოძღვარმა ნიკ მალითმა, ვისაც იტალიის ახალ დონეზე აყვანა აბარია, სასწაული არჩევანი გააკეთა: მარბიელ მაურო ბერგამასკოს 70-ე კეპი მოახვეჭინა 9 ნომრად, მაგრამ ამან თვიქნემში სამი ლელო რომ აჩუქა ინგლისს, შესვენებაზე შეცვალა და აღიარა, 29 წლის ოსტატის ადგილი შერკინების ფრთაზეაო.

ინგლისის პირველ ლელოზე ფაბიო ონგარომ მხტომელს გადააცილა ბურთი, მაურომ კი დაცვაში 9 ნომრის არხი არ დაკეტა, რითაც ისარგებლა ენდი გუდმა - შიგ გაიქროლა, გადაიკიდა და სპონსორი ბანკის რეკლამას რომ დაახტა, თეთრი კვართი ლურჯად დაედუდღნა.

მეორე ლელოზე ბერგამასკო რაქში შევარდა, იქედან გამოვარდნილი ოვალი კი ჯეიმზ ჰესქელმა ჰარი ელისს გაატანა. მესამეზე ბერგამასკომ გრძელი პასი სცადა თავის ნახევარზე, მაგრამ გონსალო გარსია ამხტარიც ვერ შეწვდა ბურთს, რაიც რიკი ფლუთის კერძი შეიქნა.

სხვაფრივ, თამაში დანარჩენ ორს ძალზედ ჩამოუვარდებოდა დონით, მარტინ ჯონსონისეული ინგლისის უმწიფარობას კი ორი, ქარაფშუტული სინბინიც მოწმობს.

>>>    ექვსი ერი. პირველი რაუნდი

<<    ინგლისი 36:11 იტალია

ინგ: დ.არმითიჯი საქი ნუნი (თეითი 74) ფლუთი (გერათი 60 * სბ 63) კვეიტო (10-9) გუდი ელისი (ფოდენი 60) / შერიდანი (ვაითი 60) მირსი (ჰართლი 56) ვიქერი; ბორსვიქი კაპ! ქენედი (კროფთი 74); ჰესქელი სბ 37, ს.არმითიჯი (ვორსლი 56) ისთერი - 5ლ: გუდი ელისი (2 4) ფლუთი კვეიტო; 4გ ჯ: გუდი

იტა: მაზი რობერთსონი კანალე გარსია (პრატიკეტი 56) მკ.ბერგამასკო (10-9) მარკატო (მაკლეინი 30) მა.ბერგამასკო (ტონიოლატი 41) / პერუჯინი (ნიეტო 61) ონგარო (ფესტუჩა 56) კასტროჯოვანი (პერუჯინი 75); დელაპე (მონტორიოლი 76) ბორტოლამი (რეატო 20-24 * 56); სოული ძანი პარისე კაპ! - ლ: მკ.ბერგამასკო; 2ჯ: მაკლეინი

რეფ ლორენსი (აფრ) ლონდონი, თვიქნემი (82 ათასი)

7:0(3) 12:0(18) 19:0(29) 19:3(34) 22:3(35) სბ(37) 22:6(38) ნახ (40+3) / 29:6(55) სბ(63) 29:11(72) 36:11(78)

<<    ირლანდია 30:21 საფრანგეთი

ირლ: ქარნი (მერფი 78) ბოუ ოდრისკოლი კაპ! პ.ვოლესი (დარსი 29-35 * 62) ფითსჯერალდი (10-9) ოგარა ოლირი / ჰორანი ფლენერი (რ.ბესთი 49) ჰეისი; ოკალაჰენი ოკონელი; ფერისი (ლიმი 73) დ.ვოლესი ჰიზლიფი - 3ლ: ჰიზლიფი ოდრისკოლი დარსი; 3გ 3ჯ: ოგარა

სფრ: პუატრანო (ემონსი 74) მალზიო ფრიცი (ბაბი 79) ჟოზიონი მედარი (10-9) ბოგზისი ტიუ-ბორდი (პარა 69) / ფორე შარჟევსკი (კეიზერი 59) ლეკული (მა 41); შაბალი (მიო-შლუსკი 62) ნალე კაპ! დიუზოტუარი უედრაოგო არენორდოკი (პიკამოლი 71) - 2ლ: არენორდოკი მედარი; გ ჯ 2ა: ბოგზისი

რეფ ოუენსი (უელ) დუბლინი, ქროუქ პარკი (82 ათასი)

3:0(3) 3:7(16) 6:7(17) 13:7(35) 13:10(40+1ა) / 20:10(43) 20:15(50) 20:18(53ა) 27:18(67) 27:21(77) 30:21(78) ბოლო (80+2)

<<    შოტლანდია 13:26 უელსი

შტლ: საუსველი ვებსთერი (პატერსონი 21) ქერნსი (მ.ევანსი 52) მორისონი შ.ლამონთი (10-9) გოდმენი ბლერი კაპ! (კაზიტერი 63) / ჯეკობსენი ფორდი (ჰოლი 63) ქროსი სბ 21 (დიკინსონი 31); ვაითი (დიკინსონი 27-30) ჰემილტონი; ჰოგი (ბრაუნი 74) ბარქლეი (გრეი 56) თეილორი - ლ: ევანსი; გ 2ჯ: პატერსონი

უელ: ბერნი ჰაფ-პენი შენკლინი რობერთსი (ბიშოფი 63) შ.ვილიამსი (ბ.დევისი 72) (10-9) სთ.ჯოუნზი (ჰუქი 63) ფილიპსი (პილი 60) / ჯენქინსი (იეპი 63) რისი (ბენეთი 63) ად.ჯოუნზი; გოფი (ჩარტერისი 65) ავ.ჯოუნზი; დფ.ჯოუნზი მ.ვილიამსი კაპ! სბ 67, პაუელი - 4ლ: შენკლინი ავ.ჯოუნზი ჰაფ-პენი შ.ვილიამსი; 2ჯ: სთ.ჯოუნზი

რეფ როლანი (ირლ) ედინბურგი, მარიფილდი (63 ათასი)

0:3(13) სბ(21შ) 0:8(22) 0:13(29) 3:13(32) 3:16(40+1) / 3:21(41) 6:21(51) 6:26(59) სბ(67უ) 13:26(71)

<<    მეორე რაუნდი  ! გლობალზე ცოცხლად

შაბ 14/02 საფრანგეთი - შოტლანდია 19.00, უელსი - ინგლისი 21.30

კვი 15/02 იტალია - ირლანდია 18.30

<<    ირბ-ის რეიტინგი

(9/02) 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 უელსი 8190, 5 არგენტინა 8156, 6 ინგლისი 8098, 7 ირლანდია 7925, 8 საფრანგეთი 7868, 9 შოტლანდია 7589, 10 ფიჯი 7524, 11 იტალია 7452, 12 სამოა 7257, 13 ტონგა 7005

14 საქართველო 6948, 15 კანადა 6912, 16 იაპონია 6805, 17 რუმინეთი 6790, 18 რუსეთი 6532, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 ესპანეთი 6048, 22 კორეა 5902, 23 პორტუგალია 5788, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5669

პლუს-მინუსი: უელ 87 შტლ, ირლ 80 სფრ, ინგ 12 იტა
რუმ 70 ესპ (19:10 გ) რუს 69 პორ (18:14 გ)
საქ 5 გერ (38:5 გ)

<<< >>>