ცოტათი სხვა-ნაირი

   ზეპური რაგბის აქაურ ტელე-ქომაგებს მოახლოებული ზეიმი ახარებთ: პარასკევს მეთოთხმეტედ იწყება სამხრეთული ზე XX, რომელშიც მეოთხე წელია, სამი ბობოლა ქვეყნის 14 გუნდი მონაწილეობს და იმის მიუხედავად, რომ ვარსკვლავთა გვარიანი წილი საშოვარზე ევროპასაა წასული, ტურნირი კვლავაც საამოდ საცქერია.

წინათქმა 2008

ბოლოთქმა 2008

შარშანს აქეთ ზე 14-ის დასს გამოაკლდნენ დენ კარტერი, ნიკ ევანსი, ჯერი კოლინზი, კრის მასოი, მოსე ტუიალიკი, კრის ლეითემი, როკი ელსომი, ისა ნათევა და სხვანი.

კრუსეიდერზის ლეგენდარული გურუ, რობი დინსიც ავსტრალიის ნაკრების მწურთნელად გადავიდა, მაგრამ მსოფლიომ რომ არ მიიღო სამხრეთში გამოცდილი მთავარი სიახლე - ჯარიმითა მეტი წილის ნაცვლად თეფის (გასათამაშებელი თავისუფალი) დანიშვნა, "გლობალის" ორ არხზე ორ სხვადასხვა რაგბს პარალელურად ვუცქერთ.

თეფის წყალობით სამხრეთული ბურთაობა კიდევ უფრო დინამიური გახდა. შარშან ზე 14-ელებმა იფრთხილეს და ორი საცდელი წესი არ გაუსინჯავთ, მაგრამ მერე ირბ-ის ბრძანებით მთელ მსოფლიოში მაინც რომ დაუშვეს მოლის წაქცევა და დერეფანში რამდენიც გინდა, იმდენი კაცის დაყენება, სამხრეთს რაღა დარჩენოდა და წლეულს ეს წესებიც შემოიღო.

წარდგენა 2009

განრიგი 2009

<<< >>>