მეექვსედ გაატანეს

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მესამე ეტაპის პულებში სენსაცია მრავლად მოხდა და ფინალშიც ინგლისმა სირენის შემდეგ დაალელოვა მასპინძელი ზელანდია, მარტის დამდეგს, დუბაიში დანიშნული მსოფლიო თასისთვის კი წუთობრივი განრიგი გამოქვეყნდა.

მსგავსი რამ მსოფლიო სერიაში ალბათ არასოდეს მომხდარა - ოთხიდან ვერცერთ პულში ვერ მოიგო განთესილმა სამივე მატჩი: ორგან სამმა გუნდმა ერთურთი წრეზე დაამარცხა, ერთგან ორმა მოიგო ორ-ორი და ორმაც თითო, "გ" პულში კი კანადამ ორი ფრე გააგორა. ჰოდა, არგენტინა აღმოჩნდა 16 მონაწილეში ერთადერთი, ვისაც პარასკევს მარცხი არ უგემია.

პლეი-ოფში გადასარევი აღარაფერი მომხდარა, ფინალში კი ზელანდიამ სამი ლელო ზედიზედ დადო და 17:0 დაწინაურდა. ინგლისი, ვისი კაპიტანი ოლი ფილიპსიც შვიდი გატანილით ეტაპის საუკეთესო მელელოვე გახდა, არ დანებდა - ბოლო წუთზე კივთა შეტევა მოიგერია, მეტობა იქეთ შექმნა და ისოა ნდამუს ლელოთი ანგარიში გაათანაბრა.

მზვანდილე დაიმტვრა

პომთა ვეტერანმა მოშვიდკაცემ, ბენ გოლინგზმა გარდასახვა კარის წინიდან შეაგდო. ამით ზელანდიამ შინიდან მეექვსედ გაატანა სტუმარ გუნდს თასი, მაგრამ სერიის კიბეზე კი ცოტათი წამოეწია სამხრეთ აფრიკას, ვისაც ისე დაემტვრა კაპიტანი მზვანდილე სთიქი, რომ დუბაიში ალბათ ვეღარ იჩაუქებს.

მსოფლიო თასი ხუთშაბათს, უელსი - ზიმბაბვეს თამაშით იხსნება. ბოლო ორი პულური რაუნდი პარასკევსაა, პლეი-ოფი კი შაბათს. ფორმულის არსი ისაა, რომ ექვსი ოთხეული სამ იერარქიულ რვეულად გადანაწილდეს და ფიალის, სინისა და თასისთვის გავარდნით გააგრძელოს შეჯიბრი.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი
III ეტაპი. 6-7/02 ველინგტონი (ზელ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) კენია 22:17 აფრიკა
(ბ) ზელანდია 26:19 ავსტრალია
(გ) არგენტინა 13:5 ინგლისი
(დ) ფიჯი 19:5 სამოა

<<    მოულოდნელობანი

(ბ) ზელანდია 17:28 უელსი
(დ) ფიჯი 10:15 შტატები

<<    მეოთხედფინალი

კენია (ა1) 10:7 უელსი (ბ2)
ინგლისი (გ2) 31:10 ფიჯი (დ1)
არგენტინა (გ1) 24:12 შტატები (დ2)
ზელანდია (ბ1) 7:0 აფრიკა (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) უელსი 14:12 ფიჯი (4)
აფრიკა 22:0 შტატები (4)

(თასი) ინგლისი 26:0 კენია (12)
ზელანდია 10:7 არგენტინა (12)

<<    ფინალი (ადგილი)

ფარი (XIII) შოტლანდია 26:0 ნიუე
ფიალა (IX) ქუქეთი (2) 24:10 ტონგა
სინი (V) აფრიკა (8) 26:12 უელსი (6)
თასი (I) ინგლისი (20) 19:17 ზელანდია (16)

<<    ქულა

აფრიკა 48 (2თ: დუბაი ჯორჯი) ინგლისი (1თ: ველინგტონი) ზელანდია 44; ფიჯი არგენტინა 28; კენია 18; სამოა 12; პორტუგალია შტატები 8; უელსი 6; ავსტრალია 4; საფრანგეთი ქუქეთი 2

<<    გასამართია

14-15/02  სან დიეგო (აშშ)
27-29/03  ჰონკონგი (ჩინ)
04-05/04  ადელაიდა (ავს)
23-24/05  ლონდონი (ინგ)
30-31/05  ედინბურგი (შტლ)

<<    თასი (1999-2009, 79 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 13, ინგლისი 12, აფრიკა 10, ავსტრალია 4, სამოა 3; არგენტინა საფრანგეთი 1

>>>    შვიდკაცის V მსოფლიო თასი
5-7/03 დუბაი (არაბეთი)
საქართველოს დროით

 ზელანდია ტონგა არაბეთი იტალია
 ფიჯი საფრანგეთი შტატები
საქართველო
 აფრიკა შოტლანდია კანადა იაპონია
დ სამოა ავსტრალია პორტუგალია ირლანდია
 ინგლისი კენია ტუნისი ჰონკონგი
 არგენტინა უელსი ზიმბაბვე ურუგვაი

ხუთ 5/03

17.00   პირველი მატჩი
19.00   საზეიმო გახსნა
20.16  
საქართველო - ფიჯი

პარ 6/03

11.00   პირველი მატჩი
15.02  
საქართველო - საფრანგეთი
17.14  
საქართველო - შტატები
19.28   ბოლო პულური მატჩი

შაბ 7/03

10.30 10.52 11.14 11.36   ფიალის 1/4
11.58 12.20 12.42 13.06   სინის 1/4
13.28 13.50 14.12 14.34   თასის 1/4

14.56 15.18   ფიალის 1/2
15.40 16.02   სინის 1/2
17.08 17.30   თასის 1/2

18.30   ფიალის (XVII) ფინალი
19.30   სინის (IX) ფინალი
20.35   თასის (I) ფინალი

<<< >>>