პარასკევს გადაწყდება

   ბობოლა "ექვსი ერის" მეორე რაუნდისთვის სტარტზე წაგებულებმა ერთი მესამედით შეცვალეს დამწყებნი, მოგებულებმა კი თითქმის იგივე 15-ეულები დაასახელეს.

რაუნდის თამაშთა თამაში მილენიუმის ჭერქვეშაა. თვით სტუმარი ინგლისის მოძღვარი, მარტინ ჯონსონი აღიარებს, ჩემპიონი უელსი ბურთაობაში ძაან გაწაფული გუნდია და თამაში გვიჩვენებს, თუ მას რამდენით ჩამოვრჩებითო, პომთა შეტევის გადია, ნალიგელარ- ნაირლანდიელარი ავსტრალიელი ბრაიან სმითი კი ჯახისას მეტოქის ჯობნაზე და მერე ფაზური თამაშის აწყობაზე აკეთებს აქცენტს.

ინგლისმა ორი ვეტერანი, შუამარბი მაიკ თინდოლი და მარბიელი ჯო ვორსლი ჩაიმატა სასტარტოში. უელსს დაუბრუნდა კაპიტანი რაიან ჯოუნზი, ვინც საშოტლანდიოდ კი ეწერა სიაში, მაგრამ ვერ ითამაშა. სამაგიეროდ, ტრავმათა გამო ამჯერად სათუოა მსოფლიოს შარშანდელი საუკეთესო მორაგბის, შეინ ვილიამსისა და 8 ნომერ ენდი პაუელის მონაწილეობა; ამათი ბედი პარასკევს გადაწყდება.

რაქში არ შრომობსო

სან დენში წაგებულები რომ ხვდებიან ერთმანეთს, ხუთ-ხუთი კაცი შეუცვლიათ. სქოთები ხაზში აწყებინებენ მაქს და თომ ევანსებს, რომლებიც ნაკრებში ხმობილ ძმათა 45-ე წყვილი ხდებიან, მაგრამ მხოლოდ მეოცე დედ-მამიშვილები იქნებიან, მხარდამხარ რომ ითამაშებენ. ფრანგებთან სამი ცვლილება შერკინებაშია, მთავარი კი ისაა, რომ მარქაფაში ზის სებასტიან შაბალი, ვინც ღია თამაშში ძაან ჩანს, მაგრამ რაქში თურმე არ შრომობს.

გალებმა გუნდი რომ გამოაქვეყნეს, 11 ნომრიდან 15-მდე სულ ტულუზელები ეწერათ, მაგრამ ოთხშაბათს ტრიბუნალზე დაიბარეს ფლორიან ფრიცი და თუმც მეტოქისთვის თვალში თითის ამოსმა ვერ დაუმტკიცეს, სილის გაწვნისთვის მაინც მოკვეთეს სამი კვირით.

ფრანგთა მძლეველმა ირლანდიამ იგივე 22 კაცი დაასახელა სარომოდ, აძურის აფრიკელმა მწურთნელმა ნიკ მალითმა კი ჰავბეკად ხელ-მოცარული მაურო ბერგამასკო შერკინების ფრთაზე დააბრუნა და ღერძად კალვიზანოელი "ძირძველი ლათინები" - ზელანდიელი პოლ გრიფენი და ავსტრალიელი ლუკ მაკლეინი შეაწყვილა.

>>>    ექვსი ერი. მეორე რაუნდი

საქართველოს დროით; პირველი რაუნდის აქეთ
* დაემატა რაზმს, ^ მარქაფიდან დააწინაურეს,
= მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს

<<    საფრანგეთი - შოტლანდია

სფრ (ბეკ)

15 კლემონ პუატრანო, 14 მაგზიმ მედარი$ 13 ბენუა ბაბი^ 12 იანიკ ჟოზიონი, 11 სედრიკ ემონსი^ 10 ლიონელ ბოგზისი, 9 სებასტიან ტიუ-ბორდი /

(ფორ) 1 ფაბიან ბარსელია* 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 ნიკოლა მა^ 4 რომენ მიო-შლუსკი^ 5 ლიონელ ნალე (კაპ) 6 ტიერი დიუზოტუარი, 7 ფიულჟანს უედრაოგო, 8 ემანოლ არენორდოკი

(მრქ) 22 ჟიულიან მალზიო= 21 მაგზიმ მერმოზი* 20 მორგან პარა / 16 ბენჟამენ კეიზერი, 17 რენო ბუაუ* 18 სებასტიან შაბალი= 19 ლუი პიკამოლი (მწ) მარკ ლივრმონი

შტლ (ბეკ)

15 ჰუგო საუსველი, 14 საიმონ დენიელი* 13 მაქს ევანსი^ 12 გრემ მორისონი, 11 თომ ევანსი* 10 ფილ გოდმენი, 9 მაიკ ბლერი (კაპ) /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 როს ფორდი, 3 ალისთერ დიკინსონი^ 4 ჯეისონ ვაითი, 5 ჯიმ ჰემილტონი; 6 ალესდერ სთროქოში* 7 ჯონ ბარქლეი, 8 საიმონ თეილორი

(მრქ) 22 ნიკ დელუკა* 21 კრის პატერსონი, 20 კრის კაზიტერი / 16 დაგი ჰოლი, 17 მორეი ლოუ* 18 ქელი ბრაუნი, 19 სქოთ გრეი (მწ) ფრენკ ჰედენი

რეფ ჯორჯ ქლენზი (ირლ) კიდ: ვეინ ბარნსი (ინგ) თიმ ჰეისი (უელ) ვიდ ჯულიო დესანტისი (იტა)

შაბ 14/02 სან დენი, სტად დე ფრანსი 19.00

გლობალზე (54 არხი) ლაივი; ჩანაწ: კვი 01.30 08.00 14.30, ორ 16.00, სამ 17.00

1910 წლიდან 81: 44-34*3 (6ე) 8-1

<<    უელსი - ინგლისი

უელ (ბეკ)

15 ლი ბერნი, 14 ლი ჰაფ-პენი, 13 თომ შენკლინი, 12 ჯემი რობერთსი, 11 შეინ ვილიამსი (მარკ ჯოუნზი*) 10 სთივენ ჯოუნზი, 9 მაიკ ფილიპსი /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი, 2 მეთიუ რისი, 3 ადამ ჯოუნზი; 4 იენ გოფი, 5 ალუნ-ვინ ჯოუნზი; 6 რაიან ჯოუნზი* (კაპ) 7 მარტინ ვილიამსი, 8 ენდი პაუელი

(მრქ) 22 ენდრიუ ბიშოფი, 21 ჯეიმზ ჰუქი, 20 დვეინ პილი / 16 ჰიუ ბენეთი, 17 ჯონ იეპი; 18 ლუკ ჩარტერისი, 19 დაფიდ ჯოუნზი= (მწ) ვორენ გეთლენდი (ზელ)

ინგ (ბეკ)

15 დელონ არმითიჯი, 14 პოლ საქი, 13 მაიკ თინდოლი* 12 რიკი ფლუთი, 11 მარკ კვეიტო; 10 ენდი გუდი, 9 ჰარი ელისი /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი, 2 ლი მირსი, 3 ფილ ვიქერი; 4 სთივ ბორსვიქი (კაპ) 5 ნიკ ქენედი; 6 ჯეიმზ ჰესქელი, 7 ჯო ვორსლი^ 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ თეითი, 21 ტობი ფლადი* 20 პოლ ჰოჯსონი* / 16 დილან ჰართლი, 17 ჯულიან ვაითი; 18 ტომ კროფთი, 19 ლუკ ნერევეი* (მწ) მარტინ ჯონსონი

რეფ ჯონათან კაპლანი (აფრ) კიდ: ალან ლუისი, პიტერ ფითსგიბონი; ვიდ საიმონ მაკდაუელი (ირლ)

შაბ 14/02 კარდიფი, მილენიუმი 21.30

გლობალზე (54 არხი) ლაივი; ჩანაწ: კვი 03.30 10.00 16.30

1881 წლიდან 117: 52-53*12 (6ე) 9: 3-6

<<    იტალია - ირლანდია

იტა (ბეკ)

15 ანდრეა მაზი, 14 ქეინ რობერთსონი, 13 გონსალო კანალე, 12 მირკო ბერგამასკო$ 11 მატეო პრატიკეტი^ 10 ლუკ მაკლეინი^ 9 პოლ გრიფენი* /

(ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი, 2 ფაბიო ონგარო, 3 მარტინ კასტროჯოვანი; 4 სანტიაგო დელაპე, 5 ტომაზო რეატო^ 6 ალესანდრო ძანი, 7 მაურო ბერგამასკო$ 8 სერჯო პარისე (კაპ)

(მრქ) 22 ანდრეა ბაკეტი* 21 გონსალო გარსია= 20 ჯულიო ტონიოლატი / 16 კარლო ფესტუჩა, 17 კარლოს ნიეტო; 18 კარლო-ანტონიო დელფავა* 19 ჯოშ სოული= (მწ) ნიკ მალითი (აფრ)

ირლ (ბეკ)

15 რობ ქარნი, 14 თომი ბოუ, 13 ბრაიან ოდრისკოლი (კაპ) 12 პედი ვოლესი, 11 ლუკ ფითსჯერალდი; 10 რონან ოგარა, 9 თომას ოლირი /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ჯერი ფლენერი, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი; 6 სთივენ ფერისი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯეიმზ ჰიზლიფი

(მრქ) 22 ჯორდან მერფი, 21 გორდონ დარსი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 რორი ბესთი, 17 თომ ქორთი; 18 მელკომ ოქელი, 19 დენის ლიმი (მწ) დეკლან ქიდნი

რეფ კრის ვაითი (ინგ) კიდ: ნაიჯელ ოუენსი (უელ) რომენ პუატე (სფრ) ვიდ გრემ ჰიუზი (ინგ)

კვი 15/02 რომი, ფლამინიო 18.30

გლობალზე (54 არხი) ლაივი; ჩანაწ: კვი 23.00, ორ 05.00 08.00 20.30

1988 წლიდან 16: 3-13 (6ე) 9: 0-9

<<    კიბე

1-0  ინგლისი 36:11, უელსი 26:13, ირლანდია 30:21
0-1  საფრანგეთი 21:30, შოტლანდია 13:26, იტალია 11:36

<<< >>>