სიახლეთა შემჩნევის იმედად

   ჩრდილოელ მეზობელთან უბრად ყოფნის გამო, ჩვენს ფანობას "ერთა თასის" დოზა შეუმცირდა. ორ წელში ხუთი საშინაო თამაში გვერგებოდა, ახალ ვითარებაში კი, წლეულსა და გაისად, თებერვალსა და მარტში, თითო უნდა ვიკმაროთ. ამ ოთხიდან პირველი შაბათს, დღის ოთხზეა ეროვნულზე - პორტუგალიას ვერაგბებით.

თბილისში ჩინებული დარია. წინა შაბათს ისინი შინ, რუსეთთან დამარცხდნენ, ჩვენ კი გერმანიაში გავიმარჯვეთ. თუკი ლუზიტანებს დაეჯერებათ, მათიანთა უმეტესობა აქამდე მოყვარულია და მოცალეობის ჟამსღა ვარჯიშობს და თამაშობს, ჩვენები კი, "გოშა" შკინინის გამოკლებით, ლეგიონერები არიან და რაგბობაა მათი პროფესია.

საქართველო "ერთა თასის" მოქმედი ჩემპიონია, მსოფლიო თასზე შარშანწინ პირველად ნამყოფი პორტუგალია კი ბოლო ციკლში მეხუთე ადგილზე დარჩა. რეიტინგში მეტოქეს ცხრა საფეხურით ვუსწრებთ და პირველად მსოფლიო თასის აქეთ, შეგვიკრებია საუკეთესო რაზმი, რომელიც ბარემ ათი დღე ავარჯიშა სამმა ავსტრალიელმა.

ამეებიდან გამომდინარე, ბორჯღალოსანთა გამარჯვებას ველით, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც. რა თქმა უნდა, რაგინდარა, გინდაც უგონჯესი გამარჯვება სჯობს ნებისმიერ, ღირსეულსა თუ დრამატულ წაგებას, მაგრამ რაგბის დამფასებელ პუბლიკას გული დაწყდება, თუ სხარტ "ლობუშს" ოდენ მოვერიეთ, ხოლო თამაშით ვერ ვაჯობეთ.

თედო მორტლოქის როლში

რაგბი პოპულარულ ბურთაობათაგან ყველაზე ათლეტური და ძალისმიერია. სიმარდე, ღონე, ამტანობა, თავდადება ოვალურ ბურთა თამაშის საფუძველია და ამდენად, მძიმე წონოსანი ყოველთვის დაჯაბნის საშუალოს, ჯანითა და ჯიგრით შენს ფარდთან კი გადამწყვეტი კლასი, ანუ ტექნიკა და ტაქტიკა ხდება.

კიდევ ვიტყვით, პორტუგალია მთლად ვერაა იტალია, ვისი დაწევაც ჩვენი უახლოესი მიზანია, მაგრამ "ლობუშის" 22 კაცში რვა ლეგიონერი რომ დავთვალეთ, ეგ ლუზიტანურ რაგბში დაწყებულ ძვრებზე მეტყველებს. ამის შემხედვარე გვეიმედება, რომ სიახლეს ბორჯღალოსანთა რაგბობის სტილშიც შევნიშნავთ, მით უფრო, თუ თიმ ლეინი იმისთვის გვიქირავებია, რომ ბეკები ავსტრალიურად აგვითამაშოს.

ეს უცბათ ვერ მოხდება, მაგრამ ის კი ნიშანდობლივია, რომ ოზმა გურუმ 12 ნომრად დააყენა ტანადი თედო ზიბზიბაძე, ვინც, როგორც ჩანს, სთერლინგ მორტლოქის როლი უნდა იკისროს. სხვაფრივ, თბილისელი მაყურებელი 8 ნომერზე პირველად იხილავს მამუკა "გულივერ" გორგოძეს, შერკინების ფრთაზე კი გუნდის უხუცესი წევრი, 36 წლის გია ლაბაძე ითამაშებს.

>>>     ერთა თასი. მეორე რაუნდი
შაბ 14/02 ჩვენი დროით

საქართველო - პორტუგალია ეროვნული 16.15
გერმანია - რუმინეთი   ჰაიდელბერგი

17.00

5/15 თ  

მ-წ  

გატ:გაშ

რუსეთი   2-0   60:29
საქართველო 1-0   38:  5

რუმინეთი  

1-0  

19:10

ესპანეთი   1-2   47:72
პორტუგალია 0-1   14:18

გერმანია  

0-2  

16:60

ბორჯღალოსნები  [14/02 პორტუგალია]

 #   სახელი * გვარი  

კლუბი * ლიგა

ასაკი

კეპი

ბეკები

15  მერაბ კვირიკაშვილი  

მასი სფრ  

26  

30  

105

14  ირაკლი მაჩხანელი  

აჟენი სფრ  

28  

29  

  55

13  დავით კაჭარავა  

ენისეი რუს  

24  

22  

  25

12  თედო ზიბზიბაძე  

პერიგო სფრ  

29  

38  

  55

11  გიორგი შკინინი  

ხულიგანა საქ  

25  

31  

  25

10  ლაშა მალაღურაძე  

ბეზიე სფრ  

23  

11  

  34

 9  ირაკლი აბუსერიძე კაპ

ორლეანი სფრ  

32  

55  

  20

ფორვარდები

 1  დავით ხინჩაგიშვილი

ბრივი სფრ  

27  

19  

    5

 2  აქვსენტ გიორგაძე  

კასტრი სფრ  

33  

52  

  55

 3  გოდერძი შველიძე  

მონტობანი სფრ  

31  

47  

  35

 4  ილია ზედგინიძე  

ეგზი სფრ  

33  

50  

  70

 5  კახა უჩავა  

კონსტანცა რუმ  

32  

12  

    2

 6  გიორგი ჩხაიძე  

რასინგი სფრ  

28  

30  

  20

 7  გია ლაბაძე  

ტულონი სფრ  

36  

48  

  50

 8  მამუკა გორგოძე  

მონპელიე სფრ  

25  

30  

  75

მარქაფა

22  ოთარ ბარკალაია  

ანდორა სფრ  

25  

35  

  49

21  ირაკლი გიორგაძე  

დაკსი სფრ  

27  

32  

  16

20  ბიძინა სამხარაძე  

კონსტანცა რუმ  

26  

38  

    5

16  ირაკლი ნატრიაშვილი

კონსტანცა რუმ  

25  

13  

    0

 17  დუდუ ქუბრიაშვილი  ტულონი სფრ  23

   5

     0

18  დიმიტრი ბასილაია

მორლაზი სფრ  

24  

  8  

    5

19  რატი ურუშაძე  

ენისეი რუს  

34  

32  

  25

უფროსობა

თიმ ლეინი სტრატეგია, ბეკები  

ვასილ აბაშიძე მენეჯერი

ჯონი ნგაუამო დაცვა, წრთობა  

პავლე კასრაძე ექიმი

დამიენ ქამინსი სტატიკა,
     ფორვარდები

ბესო აბრამიშვილი
    ფიზიო

პორტუგალიის ლობუში (მგლები)

ბეკები

15  პედრუ ლეალი   დირეიტუ
14  დევიდ მეტეუში   ბელენენსეში
13  პედრუ სილვა   ბელენენსეში
12  დიოგუ მეტეუში   ბელენენსეში
11  გონსელუ ფორუ   ლისაბონის უნი

10  პედრუ კებრალი  

კანოე (ესპ)

  9  ჟოზე პინტუ   რომა (იტა)

ფორვარდები

  1  ჟორჟე სეგურედუ   დირეიტუ
  2  ჟოაუ კორეია კაპ   დირეიტუ
  3  კრიშტიან სპეშუკი   ოში (სფრ)
  4  დევიდ პენალვე   ოში (სფრ)
  5  გონსელუ უვე   მონპელიე (სფრ)
  6  ტიეგუ ჟირეუ   კანოე (ესპ)
  7  ვეშკუ უვე   დირეიტუ
  8  ედუარდუ ეკუშტა   დირეიტუ

მარქაფა

22  დიოგუ გემა   კანოე (ესპ)
21  დუარტე პინტუ   ეგრუნომია

16  ჟუან მურე  

სან ნაზერი (სფრ)

17  ბერნარდუ დუარტე   ეგრუნომია
18  ჟუან სევერინუ   ეგრუნომია
19  ვალტერ ფერეირა   ბელენენსეში
20  სელვედორ პელია   დირეიტუ

უფროსობა

ტომეჟ მორეიში   უფრ.მწურთნელი
მარი ჰენდერსონი, პედრუ ფერნანდეში
ფრენსიშკუ მერტინში   მენეჯერი

<<    მსაჯები

რეფერი კრისტოფ ბერდოზი;
კიდეებზე: ერიკ გოზენი / პატრიკ ბელე (სფრ)
კომისარი გორდონ ბლექი (ირლ)

<<    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

107 თამაში (38 შინ, 50 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
64 მოგება - 39 წაგება * 4 ფრე
ქულა 2445:2038 (+407) ლელო 300-224 (+76)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 140, ხოლო ფორვარდებმა 160 ლელო

  საქართველო - პორტუგალიის ყველა ტესტი 

<<< >>>