სავალალოდ არა-ეფექტურად

   სანახევროდღა აგვიხდა წინასწარ-მეტყველება: პორტუგალიას თამაშით ხომ ვერ ვაჯობეთ და თუ კრივის ცნებებს მოვიშველიებთ, ვეღარც მძიმე წონოსნებმა დავიბრიყვეთ საშუალონი. ამეების გამო რაგბი დასრულდა ფრედ, "ერთა თასზე" ლიდერები ვერ გავხდით და "ნახევარი მოგებაც" მოვისაკლისეთ, რაც ორ-ორი წლისა და წრის ჯამში, მსოფლიო თასზე გასვლის ჭრილში, შეიძლება მწარედ ვინანოთ.

რაგბი ლოგიკური და სამართლიანი თამაშია. გუნდის წარმატება უამრავ ფაქტორზე რომ ჰკიდია, შეუძლებელია, სუსტი (ამ შემთხვევაში მოყვარული) უკლებლივ ყველა ასპექტში გაუმკლავდეს ძლიერს (პროფესიონალს), რის გამოც სენსაცია იშვიათად ხდება.

ამჯერად, თუ ზედაპირულ სტატისტიკას მოვიხმობთ, თამაშის მეტი წილი მეტოქის მეოთხედში გავატარეთ და დავადედლეთ მათი შერკინება, მაგრამ ბურთი სავალალოდ არა-ეფექტურად რომ მოვიხმარეთ, წაგებას ბედზე გადავურჩით.

უცხო ქარს ვატანთ

მოედანზე ბიჭები თამაშობენ, დავალებას კი მათ მწურთნელი აძლევს. მოძღვარი სამი გვყავს და ყველა ავსტრალიელი. ამათი ანაზღაურება ინგლისის გურუს, მარტინ ჯონსონის დონისაა, მაგრამ ნაკრების ბოლო დროინდელი შედეგებითა და თამაშის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ოზებზე ევროები არამია.

რამდენადაც მოგვეხსენება, სამეულის ჯამაგირი რეზულტატზე არაა დამოკიდებული. ვერც იმ ფაქტზე დავხუჭავთ თვალს, რომ ლეინის ამალზე 40-ჯერ (!) იაფად მომუშავე ჩვენებურთა ხელში ბორჯღალოსნები ყოველმხრივ უკეთ თამაშობდნენ და რაგბში მომუშავე ქართველთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე ერთობ დაბალია, ანუ სახსარს უცხო ქარს ვატანთ.

სანაცვლოდ ვერაფერი

თიმ ლეინმა ხაზს უნდა ასწავლოს ავსტრალიურად ბურთაობა, მაგრამ ლობუშთან გაჯიბრებამ გვიჩვენა, რომ ბიჭებს აკლიათ სიმარდე, ტექნიკა, ალღო და სწორი გეზი. ფორვარდთა ჯანით ძველებურად ვჯობივართ ლუზიტანებს, ოღონდაც დემიენ ქამინსის ხელქვეით ბიჭებს დავიწყნიათ ანბანური ჭეშმარიტება, რომ ბურთი გაქანებულებმა უნდა აიღონ და არა დამდგრებმა.

ვერ გვარგო თამაშის წესთა ცვლამაც: რაც ბურთიანის წაქცევით მოლის შეჩერება დაუშვეს, შეტევის მძლავრი იარაღი ხელიდან გამოგვეცალა, სანაცვლო კი ვერაფერი გვასწავლეს უცხოელებმა, რომელთაც ძაან აკლიათ ქართველი სპეციალისტის მიერ დაკვალიანება.

მამუკა მარტო თამაშობდა

ვერ გაამართლა თავ-მინებებულ ვეტერანთა ნაკრებში ხმობამაც. ნატრიაშვილი გვიან ჩაება ბრძოლაში, სამხარაძე და ბასილაია უქმად მოცდნენ, დათუნაშვილი ორჯერ ტყუილად ჩამოვიდა; და ნემსაძე, ფეიქრიშვილი, დადუნაშვილი, ხმალაძე, კოლელიშვილი, წიკლაური, დაშავებული მაისურაძე და მათი კბილანი ძაან მოგვიხდებოდნენ.

შეცდომა იყო გორგოძის 8 ნომრად დაყენება: "გულივერას" სოლოები მაშინაა ეფექტური, თუ ხუთ-შვიდ ფაზაში ერთი-ორჯერ ხდება, ამჯერად კი მამუკა მარტო კაცურად, რაგბი ლიგურად თამაშობდა, ხოლო გუნდელები უცქერდნენ. როცა ანგარიში თანაბარი იყო ან ცოტათი ვაგებდით, დასარტყამი კარში არ დავკარით, ლობუშის მწურთნელი, ტომეჟ მორეიში კი იმაში თუღა შეცდა, რომ გასავათებული პირველი ხაზი არ შეცვალა.

მიტუს სისხლი დაადინეს

წლევანდელი "ერთა თასის" დასი უმაგალითოდ თანაბარი რომაა, ჰაიდელბერგში კიდევ გამოჩნდა. გერმანია რუმინეთსაც ისე გაუძალიანდა, როგორც ჩვენ. თამაში ლაფის ნაცვლად თოვლში მოეწყო, თემიდა კი კვლავ მასპინძელთა სასარგებლოდ ცდებოდა.

რუმინეთი მალევე, პასის ჩაჭრით დაწინაურდა. "სტეჟარის" ჰავბეკსა და გონს, პეტრე მიტუს შუბლიდან სისხლი რომ დაადინეს, პირველ ტაიმში 13 წუთი გაუცდა, მაგრამ ბოლოს წინა წუთზე ულამაზესი ლელო მაინც გაიტანა: თავისი მეოთხედიდან გაიქცა, ნახევარი გუნდი მოატყუა, გადაიკიდა, მისდია და დაახტა.

>>>    ერთა თასი. მეორე რაუნდი

საქართველო 20:20 პორტუგალია

<<    ბორჯღალოსნები

ბეკ: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14^მრც ირაკლი მაჩხანელი, 13 დავით კაჭარავა, 12 თედო ზიბზიბაძე (21 ირაკლი გიორგაძე 53) 11^მრჯ გიორგი შკინინი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! /

ფორ: 1 დავით ხინჩაგიშვილი, 2 აქვსენტ გიორგაძე (16 ირაკლი ნატრიაშვილი 64) 3 გოდერძი შველიძე (17 დუდუ ქუბრიაშვილი 53 სბ 65) 4 ილია ზედგინიძე, 5 კახა უჩავა (19 რატი ურუშაძე 72) 6 გიორგი ჩხაიძე, 7 გია ლაბაძე, 8 მამუკა გორგოძე

მრქ: 22 ოთარ ბარკალაია, 20 ბიძინა სამხარაძე / 18 დიმიტრი ბასილაია -

2ლ: კაჭარავა ზედგინიძე; 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი

<<    ლობუში (მგლები)

ბეკ: 15 პედრუ ლეალი სბ 40+5, 14 დევიდ მეტეუში, 13 პედრუ სილვა, 12 დიოგუ მეტეუში, 11 გონსელუ ფორუ (22 დიოგუ გემა 64) 10 პედრუ კებრალი (21 დუარტე პინტუ 72) 9 ჟოზე პინტუ /

ფორ: 1 ჟორჟე სეგურედუ, 2 ჟოაუ კორეია კაპ! 3 კრიშტიან სპეშუკი; 4 დევიდ პენალვე (18 ჟუან სევერინუ 17-18, 66) 5 გონსელუ უვე; 6 ვეშკუ უვე, 7 სელვედორ პელია სბ 34, 8 ტიეგუ ჟირეუ

მრქ: 16 ჟუან მურე, 17 ბერნარდუ დუარტე, 19 ვალტერ ფერეირა, (ტრვ) ედუარდუ ეკუშტა -

2ლ: დვ.მეტეუში სილვა; 2გ 2ჯ: ლეალი

<<    მსაჯები

რეფ კრისტოფ ბერდოზი; კიდ: ერიკ გოზენი / პატრიკ ბელე (სფრ)

ოქმი გია ჯავახიშვილი; ფირა გორდონ ბლექი (ირლ) ირბ ალან სოლომონსი (აფრ)

<<    შაბ 14/02    თბილისი, ეროვნული (12 ათასი) დარი

0:3(29) 3:3(35სბ) 3:10(40) სბ(40+5 პორ) ნახ(40+8) /

10:10(46) 13:10(57) 13:13(60) სბ(65 საქ) 13:20(79) 18:20(80+3) აყალმაყალი 20:20(80+6) ბოლო

<<    რჩეული

პირველი ტაიმი

7. საქ: 15 მეტრიდან მოლი ავაგორეთ, მაგრამ წაგვიქციეს

12. საქ: გიორგაძეს ლელომდე 4 მეტრი დააკლდა

14. საქ: 5-მეტრა ჯარიმის ნაცვლად შერკინება ავიღეთ; გორგოძეს მიზნამდე 2 მეტრი დააკლდა; მალაღურაძემ ფრთაზე გადაუკიდა შკინინს, მაგრამ ამას პინტუ ჩაუწვა

19. საქ: ზედგინიძე 2 მეტრში შეაჩერეს, ლაბაძემ და ჩხაიძემ კი ძალით შეტანილი ვერ დაამიწეს

29. პორ: დერეფნიდან შეუტია ვეშკუმ და ლეალმა 27 მეტრიდან (10 მარცხნიდან) შეაგდო ჯარიმა ^ 0:3

34. საქ: აბუსერიძე მოლთან გაძვრა, პელია ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს და კვირიკაშვილმა 20 მეტრიდან (10 მარჯვნიდან) დაკრა ჯარიმა ^ 3:3

37. პორ: ლეალმა კარის წინიდან (25 მეტრი) ააცილა არეკნი

39. პორ: კებრალმა კარის პირდაპირ შეუშვა დევიდ მეტეუში, ამან კი ორი მბოჭავი მოატყუა ^ 3:10

40+5. საქ: მალაღურაძემ გადაუკიდა შკინინს, ზედგინიძე მიეძალა და ლეალი ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს

40+6. საქ: 10-მეტრა ჯარიმაზე შერკინება ავიღეთ, ბეკებზე გატანის შემდეგ შევფერხდით, გორგოძე კი შეაჩერეს

მეორე ტაიმი

45. საქ: მეტოქეს შერკინება დავუდედლეთ, შველიძეს ლელომდე 5 მეტრი დააკლდა, იქეთა ფრთაზე მაჩხანელმა გადაიკიდა და ბურთი კაჭარავას მიუვიდა; კვირიკაშვილმა მარცხნიდან (7 მეტრი) გარდასახა ^ 10:10

47. საქ: მაჩხანელმა წამოიღო გადაკიდებული, მაგრამ ბურთს ვერ შეელია და მეტობა გაიფლანგა

57. საქ: კვირიკაშვილმა კარის პირდაპირ, 27 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა ^ 13:10

60. პორ: ლეალმა შეაგდო ასეთივე ჯარიმა ^ 13:13

63. პორ: ბერდოზმა პინტუს კარნახით რაქში დაგვაჯარიმა, მაგრამ ლეალმა 25 მეტრიდან (13 მარცხნიდან) ააცილა

65. პორ: კიდის მსაჯის ჩარევის შემდეგ უბურთოზე დაჯახებისთვის გაგვისინბინეს ქუბრიაშვილი; კებრალმა 45 მეტრიდლან კარს ვერ უწია

67. პორ: კებრალის აბრაგანი კვირიკაშვილმა ალალად მოხსნა

71. პორ: მეკომ კიდევ აიღო აბრაგანი, მაგრამ ბურთის შეყოვნებისთვის დაჯარიმდა; ლეალმა 30 მეტრიდან (5 მარჯვნიდან) ააცილა

78. პორ: ჯვარისა და ჩარბენის შემდეგ აბუსერიძეს უდროო და უადგილო, გრძელი პასი ჩაუჭრა სილვამ და 50 მეტრი ირბინა ^ 13:20

80+2. საქ: მეტოქეს შერკინება წამოვუშალეთ, მარჯვნივ მივეძალეთ, გორგოძე და ჩხაიძე ლელოს თითქმის მიწვდნენ, ზედახორაში ლამის ყველანი ჩავებით და ზედგინიძემ შეიტანა ლელო

80+6. საქ: გარდასახვამდე იყო ჩხუბი, კვირიკაშვილმა კი 25 მეტრიდან (8 მარჯვნიდან) შეაგდო ^ 20:20 და ბერდოზმაც დაუსტვინა

გერმანია 0:22 რუმინეთი

გერ: ტაკენდეზა ბრირლი ზიმი (ეკერტი 23) გრჟანა ფონ-გრუმბკო (ვიდემანი 62) (10-9) დევისი გიუნგორი / ვიდიკერი (ბრენერი 70) ქოული (ტიუსაკი 70) ფაბერი (კრაუზე 47); ზიბერი შმიდტი; კაშტენი პოპმაიერი (ჰუგი 41) მიორი (ვილჰელმი 43)

რუმ: ვლაიკუ ფერკუ ბარბულიჩანუ გალი ჩუნტუ (ბოტეზატუ 68) (10-9) მანოლე (დიმოფტე 58) მიტუ (კალაფეტეანუ 25-37 * 79) / ნერე (ფლორეა 75) ცეშკა (ბეკა 52) პაულიკე; პოპირლანი (ჯუკალი 75) პეტრე; კოროდეანუ (გორჩოაია 79) ბურჩა კაპ! კარპო - 3ლ: ბარბულიჩანუ ფერკუ მიტუ; 2გ ჯ: მიტუ

რეფ სთენლი (ირლ) ჰაიდელბერგი, გრიუნე-ბაუმი (2 ათასი) თოვლი

0:7(7) / 0:10(57) 0:17(65) 0:22(78)

  ერთა თასი 2008/09 

7/15 თ  

მ-წ*ფ

გატ:გაშ

რუსეთი  

4  

2-0  

60:29

რუმინეთი  

4  

2-0  

41:10

საქართველო  

3  

1-0*1  

58:25

ესპანეთი  

2  

1-2  

47:72

პორტუგალია  

1  

0-1*1  

34:38

გერმანია  

0  

0-3  

16:82

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)

108 თამაში (39 შინ, 50 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
64 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2465:2058 (+407) ლელო 302-226 (+76)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 141, ხოლო ფორვარდებმა 161 ლელო

<<    ბორჯღალი

ღვინისფერი კეპი: 57 პალიკო ჯიმშელაძე; 56 მახო ურჯუკაშვილი, ირაკლი აბუსერიძე; 53 ბესიკ ხამაშურიძე, აქვსენტ გიორგაძე; 51 ილია ზედგინიძე

ვერცხლის კეპი: 49 გია ლაბაძე, 48 გოდერძი შველიძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე

ბრინჯაოს ნიშანი: 39 თედო ზიბზიბაძე; 38 ბიძინა სამხარაძე; 35 ოთარ ბარკალაია; 34 ვანო ნადირაძე, ვასილ კაცაძე, ბესო უდესიანი; 33 ლევან ცაბაძე, ირაკლი გიორგაძე, რატი ურუშაძე; 32 გიორგი შკინინი; 31 მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე; 30 მევლუდ მთიულიშვილი, ირაკლი მაჩხანელი

<<    ლელო

15 ურჯუკაშვილი, გორგოძე, ზედგინიძე (2 საჯ); 12 ხამაშურიძე; 11 ზიბზიბაძე, ა.გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ცაბაძე, ლაბაძე; 9 ჯიმშელაძე; 8 კაცაძე, უდესიანი (2 საჯ); 7 შველიძე, დავით დადუნაშვილი; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი, დავით კაჭარავა; 5 დავით ბოლღაშვილი, დიდებულიძე, შკინინი, ზვიად მაისურაძე, ურუშაძე

<<    ქულა (მარტო დამრტყმელები)

320 (9ლ 61გ 48ჯ 3ა)   ჯიმშელაძე
274 (15ლ 41გ 38ჯ ა)   ურჯუკაშვილი
115 (2ლ 27გ 16ჯ ა)     კვირიკაშვილი
105 (3ლ 9გ 22ჯ 3ა)     ნუგზარ ძაგნიძე
  63 (2ლ 10გ 7ჯ 4ა)     კახა მაჩიტიძე
  62 (3ლ 4გ 13ჯ)         შოთა მოდებაძე
  53 (6ლ 4გ 3ჯ 2ა)      იურინი
  49 (8გ 10ჯ ა)            ბარკალაია
  43 (ლ 7გ 8ჯ)            ბობა კვინიხიძე
  34 (ლ 4გ 5ჯ 2ა)       ლაშა მალაღურაძე

<<    19 კაპიტანი

32 ილია ზედგინიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე, ირაკლი აბუსერიძე; 11 დიმა ობოლაძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე

<<< >>>