ოდენ გაუძალიანდნენ

   ბობოლა "ექვსი ერის" მეორე რაუნდში ჩემპიონ უელსს გაუძალიანდა ინგლისი, ირლანდიას იტალია, საფრანგეთს შოტლანდია, მაგრამ ბოლოს მაინც ახდა ყველა პროგნოზი. ჰოდა, შეჯიბრს ორ-ორი მოგებით ლიდერობენ უელსი და ირლანდია, რომელნიც ტურნირის ბოლო მატჩში, კარდიფში დაბარებულებივით შეიბმებიან.

ზამთრის დარში მილენიუმს სახურავი ახდილი ჰქონდა. უელსს 2008 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის, შეინ ვილიამსის თამაში ეიმედებოდა, მაგრამ გარემარბმა დროით ვერ მოირჩინა კოჭი. ინგლისმა თავიდანვე ზედიზედ მიიღო შვიდი ჯარიმა და 0:9 ჩამორჩა, მაგრამ კაც-ნაკლული უეცრად გალაღდა და ლელო გაიტანა: ხაზი რიკი ფლუთიმ გაარღვია, ენდი გუდის დაგორებულს კი პოლ საქი დაახტა.

მალე გუდმა არეკნიც დაკრა, მაგრამ მერე ტაიმის დასაწყისში სინბინში გაისტუმრეს. თერნოვერიდან ლი ბერნის გარღვევას ნორჩი ლი ჰაფ-პენის ლელო მოყვა, მაგრამ ვალში არც ინგლისი დარჩენილა: ტობი ფლადმა და ფლუთიმ დელონ არმითიჯი ახეირეს. მერე საქი ვერ დაეწია ჰარი ელისის გადაკიდებულს, სთივენ ჯოუნზის მიერ შეგდებული მეექვსე ჯარიმის შემდეგ კი ფლადს მოეცარა ფეხი.

100 წერტი დაგვაკლდა

იტალიას შინ, ურჯუკობისთვის, 46-ე წამზევე გაუსინბინეს ანდრეა მაზი, მაგრამ ავსტრალიელი ლუკ მაკლეინის ჯარიმებით მაინც დაწინაურდა. 0:6-ზე აძურს ბეკებში თერნოვერი შეემთხვა და თომი ბოუ გაექცა, პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთში კი 19-ფაზიანი შტურმი ლუკ ფითსჯერალდის ლელოთი დასრულდა.

მეორეში სინბინიდან დაბრუნებულმა რონან ოგარამ ტაქტიკურად გამართულად ურტყა, 15 ქულით ჩამორჩენილი იტალია კი დასკვნით ხუთ წუთში მთლად წახდა და კიდევ ორი ლელო გაუშვა. ჯამში ორი ლელო გავიდა სან დენში, რის გამოც მომთხოვნმა პუბლიკამ ბევრი უსტვინა "ლე ბლეს", ვინც შერკინებითა და კიკერითღა გაასაღა შოტლანდია.

ლიონელ ბოგზისმა შესვენებამდე ოთხიდან ორი შეაგდო, ფილ გოდმენმა კი ერთადერთი შანსი გამოიყენა. მეორეში მაგზიმ მედარის რეიდი ფიულჟანს უედრაოგომ ახლოდან დააგვირგვინა. 6:19-ზე გოდმენმა გასატანი ჯარიმა ააცილა, მაგრამ სქოთებმა მერე უკეთ შეუტიეს. სხვაფრივ, პორტუგალიას შინ რომ ვერ მოვუგეთ, ირბ-ის რეიტინგში 100 წერტი დაგვაკლდა და უქმმა კანადამ გაგვისწრო.

>>>    ექვსი ერი. მეორე რაუნდი

<<    საფრანგეთი 22:13 შოტლანდია

სფრ: პუატრანო მედარი (მალზიო 80) ბაბი (მერმოზი 61) ჟოზიონი ემონსი (10-9) ბოგზისი ტიუ-ბორდი (პარა 67) / ბარსელია შარჟევსკი (კეიზერი 55) მა (ბუაუ 41) მიო-შლუსკი (შაბალი 61) ნალე კაპ! დიუზოტუარი უედრაოგო არენორდოკი (პიკამოლი 71) - ლ: უედრაოგო; გ 5ჯ: ბოგზისი

შტლ: საუსველი დენიელი (პატერსონი 66) მ.ევანსი მორისონი (დელუკა 74) თ.ევანსი (10-9) გოდმენი ბლერი კაპ! (კაზიტერი 74) / ჯეკობსენი (დიკინსონი 72) ფორდი (ჰოლი 66) დიკინსონი (ლოუ 47) ვაითი ჰემილტონი (ბრაუნი 18) სთროქოში ბარქლეი თეილორი - ლ: თ.ევანსი; გ: პატერსონი; 2ჯ: გოდმენი

რეფ ქლენზი (ირლ) სან დენი, სტად დე ფრანსი (65 ათასი)

3:0(23) 3:3(35) 6:3(38) / 13:3(47) 13:6(49) 16:6(53) 19:6(60) 19:13(70) 22:13(73) ბოლო (80+2)

<<    უელსი 23:15 ინგლისი

უელ: ბერნი ჰაფ-პენი შენკლინი რობერთსი მ.ჯოუნზი (10-9) სთ.ჯოუნზი ფილიპსი (პილი 73) / ჯენქინსი რისი (ბენეთი 67) ად.ჯოუნზი; გოფი ავ.ჯოუნზი; რ.ჯოუნზი კაპ! მ.ვილიამსი პაუელი (დფ.ჯოუნზი 61) - ლ: ჰაფ-პენი; 6ჯ: სთ.ჯოუნზი 5, ჰაფ-პენი (3)

ინგ: არმითიჯი საქი (თეითი 65) თინდოლი სბ 15, ფლუთი კვეიტო (10-9) გუდი სბ 43 (ფლადი 52) ელისი / შერიდანი მირსი (ჰართლი 65) ვიქერი (ვაითი 65); ბორსვიქი კაპ! ქენედი (კროფთი 55) ჰესქელი (ნერევეი 65) ვორსლი ისთერი - 2ლ: საქი არმითიჯი; გ: ფლადი; ა: გუდი

რეფ კაპლანი (აფრ) კარდიფი, მილენიუმი (73 ათასი)

3:0(4) 6:0(15სბ) 9:0(22) 9:5(23) 9:8(29ა) / 12:8(43სბ) 17:8(44) 20:8(54) 20:15(57) 23:15(72)

<<     იტალია 9:38 ირლანდია

იტა: მაზი სბ 1, რობერთსონი (ბაკეტი 20) კანალე (გარსია 49) მკ.ბერგამასკო პრატიკეტი (10-9) მაკლეინი (ტონიოლატი 72) გრიფენი / პერუჯინი სბ 36 (კასტროჯოვანი 60) ონგარო (ფესტუჩა 41) კასტროჯოვანი (ნიეტო 33); დელაპე (დელფავა 49) რეატო (სოული 49); ძანი მუ.ბერგამასკო პარისე კაპ! - 3ჯ: მაკლეინი

ირლ: ქარნი (მერფი 75) ბოუ ოდრისკოლი კაპ! პ.ვოლესი (სთრინგერი 35-40+, დარსი 41) ფითსჯერალდი (10-9) ოგარა სბ 32, ოლირი (სთრინგერი 72) / ჰორანი (ქორთი 55) ფლენერი (რ.ბესთი 60) ჰეისი; ოკალაჰენი ოკონელი (ოქელი 80); ფერისი (ლიმი 63-74) დ.ვოლესი ჰიზლიფი - 5ლ: ბოუ ფითსჯერალდი (2 4) დ.ვოლესი ოდრისკოლი; 5გ: ქარნი, ოგარა 4; ჯ: ოგარა

რეფ ვაითი (ინგ) რომი, ფლამინიო (30 ათასი)

სბ(1იტ) 3:0(5) 6:0(16) 6:7(19) 9:7(24) სბ(32ირ) სბ(36იტ) 9:14(40+) / 9:21(48) 9:24(50) 9:31(77) 9:38(79)

2 რაუნდი  

  

მ-წ  

გატ:გაშ

ირლანდია   4   2-0   68:30
უელსი   4   2-0   49:28
ინგლისი   2   1-1   51:34
საფრანგეთი   2   1-1   43:43
შოტლანდია   0   0-2   26:48
იტალია   0   0-2   20:74

<<     მესამე რაუნდი [საქ დროით]

პარ 27/02 საფრანგეთი - უელსი   24.00
 შაბ 28/02 შოტლანდია - იტალია   19.00
   ირლანდია - ინგლისი   21.30

<<     ირბ-ის რეიტინგი

[16/02] 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 უელსი 8251, 5 არგენტინა 8156, 6 ირლანდია 8049, 7 ინგლისი 8037, 8 საფრანგეთი 7910, 9 შოტლანდია 7547, 10 ფიჯი 7524, 11 იტალია 7328, 12 სამოა 7257, 13 ტონგა 7005

14 კანადა 6912, 15 საქართველო 6848, 16 რუმინეთი 6817, 17 იაპონია 6805, 18 რუსეთი 6532, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 ესპანეთი 6048, 22 კორეა 5902, 23 პორტუგალია 5888, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5642

პლუს-მინუსი: ირლ 124 იტა, უელ 61 ინგ, სფრ 42 შტლ / პორ 100 საქ (20:20გ) რუმ 27 გერ (22:0გ)

<<< >>>