სადაურიც მსაჯია!

   სამხრეთული ზე 14-ის პირველ რაუნდში სამის გარდა ყველა გუნდმა აიღო პრემია; შვიდიდან ოთხ მატჩში სტუმარმა იმარჯვა, ოთხივე არა-დარბი კი იმ ქვეყნის კლუბმა მოიგო, საიდანაც მსაჯი იყო.

სიტყვაზე იმად, რომ უკეთესთა თამაში უკეთესებმა იმსაჯონ, ხოლო სინამდვილეში ხარჯის შესამცირებლად, შეიქმნა რეფთა ერთიანი, 9-კაცა პანელი, რომელშიც ოთხი აფრიკელი, სამი ავსტრალიელი და ორიც ზელანდიელი მოხვდა.

რჩეულთა პროფესიონალიზმი გადაწონის პატრიოტიზმსო, ამტკიცებენ მამები და როგორც ზე-რაგბის გარიჟრაჟზე იყო, თამაშის განსჯას მასპინძლის ან სტუმრის თანა-მემამულეს ანდობენ, მაგრამ ძნელად, რომ ფანობა გააცურონ.

ავსტრალიის ორი გუნდი თავისი მსაჯით ჩავიდა ზელანდიაში და მოიგო. კივებმა თვისტომი იახლეს ოზეთში და გაიმარჯვეს. აფრიკის კლუბი ადგილობრივით დაუხვდა ავსტრალიისას და მოუგო, სამივე შინა ომი კი, ვითომც დამთხვევის წყალობით, შინაურმავე განსაჯა, რაც გვაფიქრებინებს, რომ წარსულში დაბრუნების მიზეზი ეკონომიკურია.

ამერიკულად დაგეგმეს

ორ კივურ-ოზურ ჯახში ანგარიში თავიდან 19:0 იყო. ასე გაუსწრო ჰაილენდერზმა ბრამბიზს, ვორათაზმა კი ჰარიკენზს. მერე ჰაილენდერზს რომ დაემტვრნენ 9 ნომერი ჯიმი ქოუანი და ბურჯი ჯემი მაკინტოში, ბრამბიზმა ოთხი ლელო გაიტანა და პრემიაც დაიბევა, ჰარიკენზმა კი ოდენ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა.

ჰაილენდერზმა ბოლოსკენ ჯანით დაჯაბნა მეტოქე და ახლოდან ორი ლელო შეიტანა, მაგრამ ვერ კი მოიგო, რაღაი ბრამბიზმა ამერიკული ბურთაობის ყაიდაზე დაგეგმა ბოლო წინსვლა და კრისტიან ლეალიფანომ გამარჯვების არეკნი დაკრა, ჰარიკენზს კი კოხტა ლელო დაუდო ნორჩმა რობ ჰორნმა, ვისი გარღვევით ანგარიშიც გაიხსნა.

ვორათაზის კაპიტანსა და მღლეტელს, ფილ ვოს კივებმა თავი დაუსისხლიანეს, მაგრამ ტრიბუნალმა ეგრეც რომ ვერ აღმოაჩინა დამნაშავე, ერთი თამაშით დასაჯა ჰარიკენზის ყოჩი როდნი სოიალო, ვისაც ვოსთვის სხვა (!?) ეპიზოდში ჩაურტყამს.

ბლექედერის ხელქვეით

ზე-რაგბის 7-გზის ჩემპიონ კრუსეიდერზს კი წაუვიდნენ მოძღვარი რობი დინსი, მგეზავი დენ კარტერი და 8 ნომერი მოსე ტუიალიკი, მაგრამ გუნდის კლასი და ხელწერა იგივე დარჩა. ძველი კაპიტნის, თოდ ბლექედერის ხელქვეით, ქენთებრელებმა ბრძოლით ძლიეს კოლორიტულ ბეკთა მყოლი ჩიფსი.

სტუმრები ბოლო 20 წუთში გალაღდნენ და ლელია მასანგას ლელოთი ჩამორჩენა ერთამდე დაიყვანეს; მერე ლელოში შეტანილი ვერ დადეს, ხოლო სიონე ლაუაკი რიჩი მაკქოუმ გააჩერა. კრუსეიდერზმა თავი მაინც დააღწია განსაცდელს, სთივენ დონალდს მოგერიებაზე დაუფარა და ფორვარდებით მიძალების შემდეგ იქეთა ფრთაზე რომ გაუშვა ბურთი, ქეისი ლაულალამ დუბლი გაასრულა.

აფრიკელმა მთიელებმა, ლაიონზმა და ჩიტაზმა ზე-ჩქარი რაგბი ითამაშეს. სტუმრებმა ბოლო მეოთხედში ანგარიში გააფრევეს, მაგრამ ჯერ ანდრე პრეტორიუსმა, მერე კი ერლ როუზმა დაკრა არეკნი. სიმწვავით ტესტის დონისა იყო ზღვის კიდელთა დარბი, რომელშიც სტორმერზი 10 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მერე შარქსმა აიღო ოცი.

დეფილიერსი გაასვენეს

თავიდან შარქმა რუან პინარმა სამი ჯარიმა დაახაია, ლელო კი სტეფან ტერბლანშეს უხეირო მოგერიებულს მოყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში კისერი ისე იტკინა სტორმერზის უიღბლო შუამარბმა ჟან დეფილიერსმა, რომ საკაცით გაასვენეს. ამასობაში შარქსმა კიკერობა რორი ქოქოთს გადააბარა და ორი ლელოც შეიტანა, მასპინძლებს კი ვეღარც ლუკ ვოთსონის შესვლამ უშველა.

აფრიკაშივე შარშანწინდელმა ჩემპიონმა ბულზმა ააბურთავა ბეკები, რომელთა შორისაც გამოირჩნენ ფრთა ბრაიან ჰაბანა და ჰავბეკი ფური დიუპრე, ხოლო ავსტრალიის დასავლეთ ნაპირზე თამაში ულოგიკოდ წარიმართა: აფრიკაში მიმავალმა ბლუზმა პირველ ტაიმში ზურგქარი ვერაფერში შეირგო, მეორეში კი პირქარში სამი ლელო დაუდო ფორსს, რომელიც არდადეგებზე აუჯანყდა კივ გადიას, ჯონ მიჩელს, მაგრამ მერე ვითომც შეურიგდა.

>>>    ზე 14. პირველი რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ჰაილენდერზი$$ 31:33 ბრამბიზი$

ჰლნ (დანიდინი ზელ) 5ლ: 13 შუმარქი, 11 ვაინიკოლო, 10 ბაუდენი, 1* კინგი, 2* რათლიჯი; 3გ: ბაუდენი -

ბრმ (კანბერა ავს) 4ლ: 12 მორტლოქი (1 2) 13 ეშლი კუპერი, 15 ჯერარდი; 2გ 2ჯ: ჯერარდი; ა: 10 ლეალიფანო

რეფ გოდარდი (ავს) 7:0(6) 12:0(10) 19:0(20) 19:7(27) 19:10(39) / 19:15(42) 19:18(46) 19:25(49) 19:30(52პ) 26:30(73პ) 31:30(77) 31:33(80ა)

<<    ფორსი$ 19:25 ბლუზი

ფორ (პერთი ავს) 3ლ: 3 ვოლი, 11 მიჩელი, 4* ჰოქინგსი; 2გ: 10 გიტო -

ბლუ (ოკლენდი ზელ) 4ლ: 8 ლაური, 6 ჯთ.ქოლინზი, 5 ბორიჩი, 9 მოა; გ: 10* გოპერთი; ჯ: 15 პ.ვილიამსი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) 0:3(11) 7:3(17) 14:3(24) 14:8(27) / 14:13(44) 14:18(49) 14:25(54პ) 19:25(57)

<<     ლაიონზი$ 34:28 ჩიტაზი$

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 4ლ: 6 ხრობლარი, 14 ვილემსე (2 4) 11 მენცი; 4გ: 10 როუზი; 2ა: 12* ა.პრეტორიუსი, როუზი -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 3ლ: 8 ფილიუნი, 6 ბრიუსო, 12 პოტხიტერი; 2გ 3ჯ: პოტხიტერი სბ ბრიუსო, 10 ბოსმანი

რეფ იუბერი (აფრ) 7:0(12) 7:3(16) 7:8(18) სბ(25) 14:8(28) 21:8(34) 21:11(40) / 21:14(44) 28:14(47პ) სბ(48) 28:21(61) 28:28(67) 31:28(71ა) 34:28(80ა)

<<    კრუსეიდერზი 19:13 ჩიფსი$

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 3ლ: 13 ლაულალა (1 3) 12 ბეითმენი; 2გ: 10 სლეიდი -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 2ლ: 13 კაჰუი, 14 მასანგა; ჯ: 10 დონალდი

რეფ პოლოქი (ზელ) 7:0(15) 7:5(23) 14:5(38) / 14:8(43) 14:13(61) 19:13(80)

<<    ჰარიკენზი$ 22:26 ვორათაზი$

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 3ლ: 10 ქირქპატრიქი, 2 ქოულზი, 11 ჰ.გიარი; 2გ ჯ: ქირქპატრიქი -

ვრთ (სიდნეი ავს) 4ლ: 15 ნორტონ-ნაითი, 11 ტუნქირი, 14 თერნერი, 13 ჰორნი; 3გ: 10 ბილი

რეფ დიკინსონი (ავს) 0:7(11) 0:14(24) 0:19(27) 5:19(37) / 8:19(55) 15:19(67) 15:26(71პ) 22:26(73)

<<    სტორმერზი$ 15:20 შარქსი

სტო (კეიპტაუნი აფრ) 2ლ: 13 ბობო, 10 გრანტი; გ ჯ: გრანტი -

შრქ (დურბანი აფრ) 2ლ: 2 სმიტი, 15 ტერბლანშე; 2გ 2ჯ: 9 ქოქოთი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) 7:0(19) 10:0(40) / 10:3(48) 10:6(56) 10:13(61) 10:20(65) 15:20(72)

<<    ბულზი$ 33:20 რედსი

ბულ (პრეტორია აფრ) 4ლ: 9 დიუპრე, 12 ოლიფიე, 12* ბერთონი, 8 სპისი; 2გ 3ჯ: 10 მ.სტეინი -

რედ (ბრისბენი ავს) 2ლ: 11 იოანი, 15 ჰაინსი; 2გ: 10 კუპერი, 12 ბარნსი; ჯ: 9 ლუკასი; ა: ბარნსი სბ 5 ბერნსი

რეფ იონკერი (აფრ) 3:0(7) 3:3(17) 3:6(21ა) 10:6(38) / 15:6(41) 18:6(45) 18:13(52) სბ(56) 25:13(65) 28:13(70) 33:13(75პ) 33:20(80)

ადგ

 გუნდი (შარშან)  

  

სხვ  

გატ:გაშ

მ-წ  

  

პრ

1    ბულზი აფრ (10)   5   +13   33:20   1-0   4   1
2    ლაიონზი აფრ (14)   5   +6   34:28   1-0   4   1
3    ბლუზი ზელ (6)   5   +6   25:19   1-0   4   1
4    ვორათაზი ავს (2)   5   +4   26:22   1-0   4   1

5  

 ბრამბიზი ავს (9)  

5  

+2  

33:31  

1-0  

4  

1

6    კრუსეიდერზი ზელ (1) 4   +6   19:13   1-0   3   0
7    შარქსი აფრ (3)   4   +5   20:15   1-0   2   0
8    ჰაილენდერზი ზელ (11) 2   -2   31:33   0-1   5   2
9    ჰარიკენზი ზელ (4)   1   -4   22:26   0-1   3   1
10    სტორმერზი აფრ (5)   1   -5   15:20   0-1   2   1
11    ჩიტაზი აფრ (13)   1   -6   28:34   0-1   3   1

12  

 ფორსი ავს (8)  

1  

-6  

19:25  

0-1  

3  

1

13    ჩიფსი ზელ (7)   1   -6   13:19   0-1   2   1
14    რედსი ავს (12)   0   -13   20:33   0-1   2   0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეორე რაუნდი

პარ 20/02    ჰრკ 10.35 ჰლნ, ვრთ 12.40 ჩიფ, ფორ 14.45 ჩტზ, სტო 21.10 რედ
შაბ  21/02    ბრმ 12.40 კრს, ბულ 19.00 ბლუ, შრქ 21.10 ლნზ

<<< >>>